Contract
ხელშეკრულების პროექტი მომსახურების შესყიდვის შესახებ #
თბილისი 2020 წ.
I. მხარეები
წინამდებარე ხელშეკრულება დადებულია 2020 წლის ----------------- , ერთის მხრივ სს
“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას”, (შემდგომში „შემსყიდველი“) წარმოდგენილი
––––––––––––––––––– სახით და მეორეს მხრივ ––––––––––– (შემდგომში “მიმწოდებელი”) შორის, წარმოდგენილი –––––––––––– სახით, რომლებიც მოქმედებენ საზოგადოების წესდებისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
II. ხელშეკრულების საგანი
2.1.მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას გაუწიოს შემსყიდველს მომსახურება(CPV კოდი
64211000) ხმოვანი კავშირით (სატელეფონო) დანართი N1 (ფასების ცხრილი- მომსახურების გაწევის ტარიფები), დანართი #2 (ტექნიკური დავალება) და დანართი #3 (სს სსე-ს სატელეფონო ნომრები) შესაბამისად.
2.2 დანართი #1, დანართი #2 და დანართი #3 წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ
ნაწილს.
2.3 წინამდებარე ხელშეკრულება დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე–3 მუხლის 1–ლი პუნქტის ჟ) ქვეპუნქტის შესაბამისად.
III. მომსახურების ღირებულება და ანგარიშსწორების პირობები
3.1. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ––––––––––––– ლარს დღგ–ს ჩათვლით(შემდგომში – “ხელშეკრულების ღირებულება”).
3.2 ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტიურად ნასაუბრები დროის მიხედვით, რომელიც დაფიქსირდება საანგარიშო თვის ბოლოს “მიმწოდებლის” მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურის და მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 8(რვა) სამუშაო დღის განმავლობაში.
შენიშვნა: „მიმწოდებელმა“ ანგარიშსწორებისას წარმოდგენილ დოკუმენტაციაში (დეტალური ამონაწერი, ქვითარი, მიღება-ჩაბარების აქტი) არ უნდა მიუთითოს სატელეფონო საინფორმაციო მომსახურების ზარებზე ანაზღაურება.
3.3 მომსახურების ღირებულების ანაზღაურება ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
IV. მხარეთა უფლება-მოვალეობები
4.1. ,,მიმწოდებელი” მოვალეა:
4.1.1 ,,მომსახურების“ განხორციელებისას განუხრელად დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და საქართველოში მოქმედი საერთაშორისო სტანდარტები;
4.1.2 საიდუმლოდ შეინახოს მომსახურების დროს მიღებული ინფორმაცია, არ გაახმაუროს კომერციული საიდუმლოების შემცველი ცნობები, არ გამოიყენოს ისინი თავიანთი და ან მესამე პირის ინტერესებისათვის გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4.1.3 “მიმწოდებელი” ვალდებულია უზრუნველყოს სატელეფონო მომსახურების გაწევა სსე-ს 188 ნომერზე შეუფერხებლად 24 საათის განმავლობაში. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება უნდა განხორციელდეს დანართი #1–ით (მომსახურების გაწევის პირობები და ტარიფები) და დანართი #2 -ით (ტექნიკური დავალება) განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
4.2. შემსყიდველი მოვალეა:
4.2.1 აუნაზღაუროს მიმწოდებელს გაწეული მომსახურების ღირებულება ხელშეკრულების პირობებში ასახულ ვადებში და ფორმით.
4.2.2 შეუქმნას მიმწოდებელს მომსახურების განხორციელებისათვის საჭირო პირობები.
4.2.3 შეამოწმოს მომსახურების გაწევის ხარისხი.
4.2.4 მონიტორინგის შედეგად მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მისცეს მას მითითება ვალდებულებების დარღვევის გამოსწორების შესახებ ან შეწყვიტოს (არ განახორციელოს) მიმწოდებლის დაფინანსება.
V. მომსახურების გაწევის ვადა
5.1 მომსახურების გაწევის ვადაა 2021 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
5.2 ,,მიმწოდებელი“ მომსახურებას განახორციელებს სს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” სატელეფონო ნომრებზე.
VI. მხარეთა პასუხისმგებლობა
6.1,,მიმწოდებლის“ მიზეზით მომსახურების დაგვიანებით, არასრულად, ხარვეზით ან საერთოდ არ გაწევის შემთხვევაში, ,,მიმწოდებელი“ მოვალეა გადაიხადოს პირგასამტეხლო შეუსრულებელი მომსახურების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით, ყოველ ვადა გადაცილებულ დღეზე, მომსახურების ჯეროვნად და სრულად გაწევამდე ან ხელშეკრულების შეწყვეტის დღემდე, რომელი ვადაც უფრო ადრე დადგება.
6.2„შემსყიდველის“ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფაქტიურად შესრულებული მომსახურების ღირებულების ვადაგადაცილებით (არადროულად) გადახდის შემთხვევაში, ,,მიმწოდებლი“ უფლებამოსილია მოსთხოვოს ,,შემსყიდველს“ პირგასამტეხლოს გადახდა გადაუხდელი თანხის 0.1% ოდენობით ყოველ ვადა გადაცილებულ დღეზე წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტამდე, ან თანხის სრულად გადახდამდე, რომელი ვადაც უფრო ადრე დადგება.
6.3ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების ცალმხრივად შეუსრულებლობისათვის მხარეებს ეკისრებათ ვალდებულება აანაზღაურონ მიყენებული ზარალი სრული მოცულობით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ზარალის ანაზღაურება ან მისი მოთხოვნა არ აჩერებს ამ მუხლით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს დარიცხვას.
6.4,,შემსყიდველი“ უფლებამოსილია ფაქტიურად შესრულებული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებისას გამოქვითოს (შეამციროს ანაზღაურება) ამ მუხლით გათვალისწინებული და “მიმწოდებელზე” დარიცხული პირგასამტეხლოს თანხა
,,მიმწოდებლისათვის“ გადასახდელი თანხის ოდენობიდან. აღნიშნული გამოქვითვა არ შეიძლება გახდეს ,,მიმწოდებლის“ მხრიდან ,,შემსყიდველისათვის“ 6.2 პუნქტით გათვალიწინებული პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძველი.
VII. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
7.1 “მიმწოდებელი” ვალდებულია საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს “შემსყიდველი” კონტროლის ჩატარებისათვის აუცილებელი პერსონალით, ტექნიკური საშუალებებით და სხვა სამუშაო პირობებით. იმ შემთხვევაში, თუ “შემსყიდველი” კონტროლის მიზნით გამოიყენებს საკუთარ ან მოწვეულ პერსონალს, მისი შრომის ანაზღაურებას უზრუნველყოფს თვით “შემსყიდველი”.
7.2 “მიმწოდებელი” ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კონტროლის შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა.
7.3 ამ მუხლის არც ერთი პუნქტი არ ათავისუფლებს “მიმწოდებელს” მოცემული ხელშეკრულების ვალდებულებებისაგან.
7.4 ხელშეკრულების შესრულების კონტროლს “შემსყიდველის” მხრიდან უზრუნველყოფს სს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” –––––––––––
7.5 კონტროლი განხორციელდება გაწეული მომსახურების ხარისხისა და მიწოდების ვადების შესაბამისობით ხელშეკრულების პირობებთან.
VIII. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
8.1 მომსახურების მიღება–ჩაბარების აქტი ფორმდება ყოველთვიურად, ყოველი თვის დასაწყისში წინა თვეში ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად.
8.2 მომსახურების მიწოდებისას “შემსყიდველის” მიერ წინამდებარე ხელშეკრულების 7.4 ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი ამოწმებს გაწეული მომსახურების შესაბამისობას წინამდებარე ხელშეკრულების პირობებთან, ხარვეზების (წუნდების) არ არსებობის შემთხვევაში ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი ფაქტიურად გაწეული მომსახურების მიხედვით
,,შემსყიდველსა“ და ,,მიმწოდებელს“ შორის.
8.3 წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურება მიღებულად ჩაითვლება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისთანავე.
8.4 მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერაზე უფლებამოსილ პირად განისაზღვრა ----------
IX. ფორს-მაჟორი
9.1 ხელშეკრულების პირობების ან რომელიმე მათგანის მოქმედების შეჩერება ფორს- მაჟორული გარემოებების დადგომის გამო არ იქნება განხილული როგორც ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა და არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას.
9.2 ამ მუხლის მიზნებისათვის “ფორს-მაჟორი” ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან
დაკავშირებული მათ შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნიათ წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იქნას ომით ან სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით და ემბარგოს დაწესებით და სხვა. ფორს– მაჟორის არსებობის საკმარის დამადასტურებელ საბუთად მხარეები განიხილავენ შესაბამისი სავაჭრო – სამრეწველო პალატის მიერ გაცემულ სათანადო ცნობას.
9.3 ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობისდა მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელნი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.
X. ურთიერთობა მხარეებს შორის
10.1ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შორის უნდა ატარებდეს წერილობით ფორმას. წერილობითი შეტყობინება, რომელსაც ერთი მხარე ხელშეკრულების შესაბამისად უგზავნის მეორე მხარეს, იგზავნება საფოსტო გზავნილის სახით, რომელიც ხელმოწერილი უნდა იყოს ხელმძღვანელობაზე ან /და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ. ოპერატილი კავშირის დამყარების მიზნით დასაშვებია
შეტყობინების მეორე მხარისათვის მიწოდება ელ. ფოსტით (წერილის სკანირებილი ვარიანტი) ან ფაქსის გაგზავნის გზით, შემდგომში ორიგინალის მიწოდების პირობით.
10.2 შეტყობინება შედის ძალაში ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს ან შეტყობინების ძალაში შესვლის დადგენილ დღეს, იმის მიხედვით, თუ ამ თარიღებიდან რომელი უფრო გვიან დგება.
XI. ხელშეკრულების პირობების შეცვლა და/ან ვადამდე მოშლა
11.1 ამ ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილება და/ან დამატება შეიძლება შეტანილი იქნეს მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.
11.2. ხელშეკრულება შეიძლება ვადამდე მოიშალოს:
11.2.1. მხარეთა შეთანხმებით;
11.2.2. ერთ-ერთი მხარის განცხადებით მეორე მხარის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების არსებითად დარღვევის შემთხვევაში;
11.3 “შემსყიდველს” შეუძლია ხელშეკრულება ვადამდე შეწყვიტოს:
11.3.1. თუ “შემსყიდველისათვის” ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იგი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;
11.3.2. “მიმწოდებლის” გაკოტრების შემთხვევაში;
11.3.3. თუ მისთვის ცნობილი გახდება, რომ “მიმწოდებლის” მიერ მოწოდებული ინფორმაცია ყალბი აღმოჩნდება, რაც „შემსყიდველის“ მხრიდან მის მიმართ ნდობის დაკარგვის საფუძველს იწვევს;
11.3.4. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
11.4 ამ მუხლის 11.3 პუნქტში მითითებულ შემთხვევებში “შემსყიდველი” ვალდებულია აუნაზღაუროს “მიმწოდებელს” ფაქტიურად შესრულებული მომსახურების ღირებულება.
11.5 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ხელშეკრულების საერთო ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამასთან, ასეთ შემთხვევაშიც დაუშვებელია ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%–ზე მეტი ოდენობით გაზრდა.
XII. ხელშეკრულების შესრულების შეფერხება
12.1 თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებიან რაიმე ხელშემშლელ გარემოებებს, რომელთა გამო ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, ამ მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ. შეტყობინების მიმღებმა მხარემ რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა აცნობოს მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილება, მიღებული აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით.
12.2 იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების პირობების შესრულების შეფერხების გამო მხარეები შეთანხმდებიან ხელშეკრულების პირობების შესრულების ვადის გაგრძელების თაობაზე, ეს გადაწყვეტილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის გზით.
XIII. დავათა განხილვა
13.1 ხელშეკრულების დამდები მხარეები თანხმდებიან მასზედ, რომ ყველა ღონეს იხმარენ, რათა მოლაპარაკებების მეშვეობით, შეთანხმებით მოაგვარონ ნებისმიერი უთანხმოება და დავა, წარმოქმნილი მათ შორის ხელშეკრულების ან მასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ.
13.2 თუ ასეთი მოლაპარაკების დაწყებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში მხარეები ვერ შესძლებენ სადაო საკითხების შეთანხმებას, ნებისმიერ მხარეს დავის გადაწყვეტის მიზნით შეუძლია დადგენილი წესით მიმართოს სასამართლოს.
XIV. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
14.1 ხელშეკრულება ძალაში შედის ორივე მხარის მიერ ხელმოწერისთანავე და მოქმედებს მხარეებს შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებამდე, მაგრამ არაუგვიანეს –––––––– ჩათვლით.
XV. ხელშეკრულების სხვა პირობები
15.1 ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე.
15.2 ამ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში, მხარეები მოქმედებენ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად.
15.3 წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები შესასრულებლად სავალდებულოა მხარეთათვის და მათი შესაბამისი სამართალმემკვდრეებისა და უფლებამონაცვლეთათვის. დაუშვებელია წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების გადაცემა სხვა მხარისათვის მეორე მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
XVI .კონფიდენციალურობა და გაუმჟღავნებლობა
16.1მხარეები აცნობიერებენ, რომ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ დანერგილია ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა ISO/IEC 27001 მიხედვით და შესაბამისად, შემდგომ ურთიერთობებში ითვალისწინებენ „სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კონფიდენციალურობისა და გაუმჟღავნებლობის პირობებს“, რომელიც გამოქვეყნებულია ვებ-გვერდზე xxx.xxx.xxx.xx (ჩვენს შესახებ/შესყიდვები/კონტრაქტის პირობები).
XVI. მხარეთა რეკვიზიტები