სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პროექტი ხელშეკრულება N
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პროექტი ხელშეკრულება N
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პროექტს, რომელიც დაიდება ელექტრონული ტენდერის აუქციონის გარეშე ჩატარების შედეგად. წინამდებარე ხელშეკრულების პროექტის პირობების დაზუსტება განხორციელდება გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადების შესაბამისად
ქ. ხაშური 2022 წელი
ერთის მხრივ ხაშურის მუნიციპალიტეტი (შემდგომში - შემსყიდველი) წარმოდგენილი მერის xxxxxx xxxxxxxxxxx სახით და მეორეს მხრივ, -------- (შემდგომში - მიმწოდებელი) წარმოდგენილი სახით, სახელმწიფო შესყიდვების
შესახებ კანონმდებლობისა და მიმწოდებლის სატენდერო წინადადების საფუძველზე, NAT ელექტრონული
ტენდერის აუქციონის გარეშე ჩატარების შედეგად დებენ წინამდებარე სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებები
1.1. „ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ (შემდგომში - „ხელშეკრულება“) - შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის დადებული წინამდებარე ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ, მასზე თანდართული ყველა დოკუმენტით.
1.2. „ხელშეკრულების ღირებულება“– ხელშეკრულების ჯამური ღირებულება, რომელიც უნდა გადაიხადოს შემსყიდველმა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ზედმიწევნით შესრულების სანაცვლოდ.
1.3. „დღე“, „კვირა“, „თვე“ - კალენდარული დღე, კვირა, თვე.
1.4. „შემსყიდველი“ – ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს შესყიდვას.
1.5. „მიმწოდებელი“ – პირი, რომელიც ახორციელებს მომსახურებას ხელშეკრულების ფარგლებში.
1.6. „შესყიდვის ობიექტი“– ხელშეკრულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების საგანი.
1.7. „ტექნიკური დავალება“ – NAT------------ ელექტრონული ტენდერის აუქციონის გარეშე სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური დავალება, რომელიც დაერთვება ხელშეკრულებას, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი.
2. ხელშეკრულების ობიექტი
2.1. ხელშეკრულების ობიექტია: „ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გზების მოასფალტების“ საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვა (CPV კოდი: )
2.2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის აღწერა მოცემულია ტექნიკურ დავალებაში, რომელიც დაერთვება ხელშეკრულებას, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი;
2.3. ტექნიკურ დავალებაში დაფიქსირებული ყველა მონაცემი, პარამეტრი, ვადები, ტექნიკური და სხვა პირობები, მხარეთა პასუხისმგებლობის ფორმები და სხვა წარმოადგენენ ხელშეკრულების პირობებს.
3. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება
3.1. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს ლარს.
3.2. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება მოიცავს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევასთან დაკავშირებულ მიმწოდებლის ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდელობით გათვალისწინებულ გადასახადებს.
4. მიწოდების პირობები და ვადები
4.1. მომსახურების წარმოდგენის ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარულ დღეში უნდა წარმოადგინოს სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ექსპერტიზის დასკვნით;
4.2. მომსახურების მიწოდების ადგილი: ქ. ხაშური, ტაბიძის ქ.N2.
5. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
5.1. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერისთანავე და მოქმედებს 202-- წლის –––– ჩათვლით (ერთი თვით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას).
6. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
6.1. შესყიდვის ობიექტის მიღება ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტით, რომელიც დადასტურდება შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ბრძანებით შექმნილი ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 24 აპრილის N775 ბრძანებით შექმნილი მუდმივმოქმედი ინსპექტირების ჯგუფის წევრების მიერ;
6.2. შემსყიდველს მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად წარედგინება შესაბამისი საგადასახადო ანგარიშფაქტურა/სასაქონლო ზედნადები;
6.3 შემსყიდველს მიღება-ჩაბარების აქტი, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც გაცემული უნდა იყოს სსიპ „xxxxx xxxxxxxxxxx სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს, ან/და სხვა აკრედიტირებული პირის მიერ (იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება სსიპ „xxxxx xxxxxxxxxxx სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”, მიმწოდებელმა დამატებით უნდა წარმოადგინოს დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. აკრედიტაციის სფერო უნდა ფარავდეს მოთხოვნილ მომსახურებას) წარედგინება ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის ან მისი ფუნქციების განმახორციელებლის მიერ;
6.4. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით ხელშეკრულებაში შემსყიდველი მხარის წარმომადგენლები ხელის მოწერით ადასტურებენ, რომ მათი მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 202-- წლის ------ N-----
ხელშეკრულებაში არ იწვევს ინტერესთა კონფლიქტს.
7. ხელშეკრულების ობიექტის ხარისხი და გარანტია
7.1. შესყიდვის ობიექტის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს შემსყიდველის მოთხოვნებს.
7.2. შესყიდვის ობიექტს არ უნდა გააჩნდეს უფლებრივი ან/და ნივთობრივი ნაკლი, რომელიც აუარესებს მისი გამოყენების მაჩვენებელს.
7.3. შემსყიდველი ვალდებულია წერილობითი ფორმით დაუყოვნებლივ აცნობოს მიმწოდებელს ნაკლის აღმოჩენის შესახებ.
7.4. შეტყობინების მიღების შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიერ მითითებულ ვადაში აღმოფხვრას არსებული დეფექტები საკუთარი ხარჯით.
7.5. საგარანტიო პერიოდი განისაზღვრება ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული საბოლოო მიღება- ჩაბარებიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;
7.6. მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისთვის წარდგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ ყოველ კონკრეტულ ობიექტზე დაკავებული იქნება ასანაზღაურებელი თანხის 10%;
7.7. დაკავებული თანხის ანაზღაურება მოხდება ყოველ კონკრეტულ ობიექტზე 2024 წლის 1 დეკემბრიდან 2024 წლის
31 დეკემბრამდე პერიოდში მიმწოდებლის წერილობითი მომართვის საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა თუ საგარანტიო პერიოდში შემსყიდველი განახორციელებს შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით განსაზღვრული სამუშაოების დაწყებას;
7.8. 2024 წლის 31 დეკემბრამდე ხელშეკრულების ფარგლებში შედგენილი შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე სამუშაოების დაწყების შემთხვევაში, ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხის დაბრუნება მოხდება შემუშავებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით განსაზღვრული სამუშაოების დასრულებისა და შესაბამისი (საბოლოო) მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, პროექტის ავტორის წერილობითი მომართვის საფუძველზე;
7.9. თუ საგარანტიო პერიოდში სამუშაოების განხორციელების პროცესში შესაბამის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში აღმოჩნდება რაიმე სახის დეფექტ(ებ)ი, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას ისინი. თუ მიმწოდებელი არ აღმოფხვრის აღნიშნულ დეფექტ(ებ)ს, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს არ აუნაზღაუროს გაწეული საპროექტო მომსახურების ფარგლებში დაკავებული თანხა გამოვლენილი ხარვეზის ღირებულების პროპორციულად;
7.10. მიმწოდებლის ბრალეულობით საპროექტო დოკუმენტაციაში არსებითი ხარვეზის (კერძოდ, ისეთი ხასიათის გარემოების, რომლის განსაზღვრა წინასწარ შესაძლებელი იქნებოდა საპროექტო ორგანიზაციის მიერ პროექტზე მუშაობის პროცესში), გამოვლენის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია დააკისროს მიმწოდებელს ჯარიმა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხის ოდენობით. ამასთან, თუ აღმოჩნდება რომ ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხა არაა საკმარისი, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმართოს ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს;
7.11. შემსყიდველის მიერ 7.5. პუნქტში მითითებული საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ სამუშაოების განხორციელებისას გამოვლენილი დეფექტების ან არსებითი ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას ისინი, წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია
ზიანის ანაზღაურების მიზნით იმოქმედოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ხანდაზმულობის ვადებში.
7.12. მიმწოდებლის მიერ 7.7. პუნქტთან მიმართებაში მხარეები უფლებამოსილნი არიან იმოქმედონ საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ხანდაზმულობის ვადებში.
8. ანგარიშსწორების ფორმა და ვადები
8.1. შესყიდვის ობიექტის ღირებულების ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით, ეროვნულ ვალუტაში, ეტაპობრივად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში;
8.2. ანგარიშსწორება განხორციელდება მხარეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის შემდეგ, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ღირებულების და დანართი N1-ის ცხრილი N1-ში მითითებული მომსახურების პროცენტის პროპორციულად და არაუმეტეს ხელშეკრულების ღირებულებისა (გარდა კონონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტის, საგადასახადო ანგარიშფაქტურის/სასაქონლო ზედნადების და საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე დადებითი ექსპერტიზის დასკვნის (აღნიშნული დასკვნ(ებ)ის ღირებულება უნდა დაფაროს მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით) წარმოდგენის შემდეგ. დადებითი ექსპერტიზის დასკვნა გაცემული უნდა იყოს სსიპ „xxxxx xxxxxxxxxxx სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ (იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება სსიპ „xxxxx xxxxxxxxxxx სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”, მიმწოდებელმა დამატებით უნდა წარმოადგინოს დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (აკრედიტაციის სფერო უნდა ფარავდეს მოთხოვნილ მომსახურებას);
8.3 წინასწარი ანგარიშსწორება არ გამოიყენება.
9. მხარეთა უფლება-მოვალეობანი
9.1. შემსყიდველი და მიმწოდებელი მოქმედებენ საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით.
9.2. შემსყიდველი ვალდებულია:
ა) გადასცეს მიმწოდებელს ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა არსებითი გარემოების შესახებ;
ბ) მოახდინოს ანგარიშსწორება მიმწოდებელთან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
9.3. შემსყიდველს უფლება აქვს:
ა) განახორციელოს კონტროლი და ზედამხედველობა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დაცვაზე;
ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეაჩეროს ან შეწყვიტოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ დადებული ხელშეკრულების მოქმედება.
გ) შემყიდველი უფლებამოსილია პროექტის განხორციელებისას საპროექტო დოკუმენტაციაში არსებითი ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრს და მოთხოვოს ექსპერტიზის განმახორციელებელი ორგანოს მიერ გაცემული დასკვნის შესწავლა.
9.4. მიმწოდებელს უფლება აქვს:
ა) მოსთხოვოს შემსყიდველს შესყიდვის ობიექტის ღირებულების ანაზღაურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით.
9.5. მიმწოდებელი ვალდებულია:
ა) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემადგენლობაში გაითვალისწინოს:
1. თავფურცელი - ობიექტის დასახელება და მისამართი;
2. მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი
3. პროექტის შემადგენლობა და ნახაზების უწყისი;
4. განმარტებითი ბარათი, ობიექტის კლასის მითითებით, ტექნიკური მაჩვენებლები;
5. ტოპოგრაფიული გეგმა, სიტუაციური გეგმა და აერო ფოტო გადაღება;
6. არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა;
7. გზის მოწყობის პროექტი (მუშა ნახაზი, გეგმები, ჭრილები, დეტალები); დაპროექტება განხორციელდეს აბსოლუტურ ნიშნულებში და თითოეულ ობიექტზე დამაგრებული იყოს არანაკლებ 2 რეპერისა გზის გეომეტრიიდან გამომდინარე;
8. გეოლოგიური დასკვნა, გრუნტის კატეგორიის მითითებით;
9. კონსტრუქციული ნაწილი სათანადო დეტალიზაციით (მუშა ნახაზი, გეგმები, ჭრილები, დეტალები) და საანგარიშო სქემით;
10. საგზაო ნიშნების და გადასასვლელების მოწყობა - საჭიროების შემთხვევაში;
11. სამუშაოთა მოცულობების და მასალების კრებსითი უწყისი;
12. სამუშაოთა ორგანიზების პროექტი სამუშაოების ჩატარების კალენდარული გრაფიკით;
13. სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია (დეფექტური აქტი, ლოკალური ხარჯთაღრიცხვა, კრებსითი ხარჯთაღრიცხვა) შედგენილია საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმების და წესების შესაბამისად - რესურსული მეთოდით;
14. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის 3 (სამი) ეგზემპლიარი (ელექტრონული ვერსიით PDF; Excel; PLM; ან/და DWG)
ასევე მუშა პროექტით გათვალისწინებული უნდა იყოს: სამუშაოების წინასწარი რესურსული სახარჯთაღრიცხვო ღირებულების დოკუმენტაციის მომზადება, ყველა არსებული გადასახადების გათვალისწინებით.
შენიშვნა:
⮚ პროექტის გრძივი, xxxxxx და მრუდი პროფილები უნდა ითვალისწინებდეს გზის არსებულ პარამეტრებს და არ უნდა შედიოდეს ე.წ „წითელ ხაზებში“
⮚ ობიექტის ადგილზე შესწავლის შემდეგ სხვა დამატებითი აუცილებელი ჩასატარებელი სამუშაოების შემთხვევაში საპროექტო ჯგუფი ვალდებულია იხელმძღვანელოს ქვეყანაში მოქმედი სამშენებლო წესების და ნორმების შესაბამისად.
ბ) ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარულ დღეში უნდა წარმოადგინოს სრული საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ექსპერტიზის დასკვნით;
გ) ხელშეკრულების გაფორმებამდე შეისწავლოს მოცემული შესყიდვის ობიექტის აღწერა. გამოვლენილი უზუსტობების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს შემსყიდველს. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ აღნიშნულის თაობაზე მიმწოდებლის პრეტენზია არ განიხილება.
დ) სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას, საპროექტო დოკუმენტაციაში გამოვლენილი უზუსტობების ან/და შეუსაბამობები შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, მუნიციპალიტეტის მიერ წერილობითი მიმართვიდან
5 სამუშაო დღის ვადაში, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კორექტირება და კორექტირებული დოკუმენტაციის მუნიციპალიტეტისთვის მიწოდება;
ე) მიმწოდებელი ვალდებულია 5 სამუშაო დღის ვადაში გამოასწოროს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში ან/და მისი დასრულების შემდგომ, ინსპექტირების შედეგად გამოთქმული შენიშვნები (საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში გამოვლენილი შეუსაბამობები ნორმატიულ- ტექნიკური დოკუმენტებთან და ტექნიკური დავალების მოთხოვნებთან) ან წარმოადგინოს მათზე არგუმენტირებული პასუხები.
ვ) დაიცვას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა;
ზ) საკვლევაძიებო და საველე სამუშაოების განხორციელებამდე მინიმუმ 1 (ერთი) დღით ადრე აღნიშნულის შესახებ აცნობოს შემსყიდველს. საკვლევაძიებო სამუშაოების, მათ შორის გეოლოგიური დასკვნის მომზადების მიზნით შესასრულებელ სამუშაოებს, უნდა დაესწროს შემსყიდველის მიერ გასაზღვრული პირი (წარმომადგენელი), რაზეც უნდა შედგეს შესაბამისი აქტი;
თ) საპროექტო ორგანიზაციამ საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს პროექტის სრული ექსპერტიზის ჩატარება. ექსპერტიზა უნდა მოიცადეს შემდეგ მიმართულებებს:
x საპროექტო დოკუმენტაციის სამშენებლო ნორმებთან შესაბამისობა;
x საპროექტო დოკუმენტაციისა და ხარჯთაღრიცხვის ერთმანეთთან შესაბამისობა;
x ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზა.
10. მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების დარღვევისას
10.1. მხარეების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
10.2. თუ ხელშეკრულების რომელიმე მხარე დაარღვევს წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია მოითხოვოს ხელშეკრულებიდან გასვლა ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ (დამატებითი ვადის განსაზღვრისათვის გამოიყენება წერილობითი ფორმა). თუ ვალდებულების ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელია გამოყენებულ იქნას დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება.
10.3. ხელშეკრულებიდან გასვლისას მხარეს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა მეორე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით.
10.4. ხელშეკრულებიდან გასვლასთან და ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით შესაბამისად გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
10.5. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევ მხარეს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ვალდებულების შესრულების ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების 0.1%-ის ოდენობით, იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ ვადების გადაცდენისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების 2%-ს „შემსყიდველს” უფლება აქვს შეწყვიტოს ხელშეკრულება.
10.6. შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში.
10.7. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა შეუსრულებელი ვალდებულებების ღირებულების 10%-ის ოდენობით;
10.8. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მხარეებს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან.
11. ხელშეკრულების პირობების გადასინჯვის შესაძლებლობა
11.1. არავითარი გადახრა ან ცვლილება ხელშეკრულების პირობებში არ დაიშვება, ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი წერილობითი შესწორებების გარდა.
11.2. თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია.
11.3. წინამდებარე ხელშეკრულების პირობების, მათ შორის, ფასის შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილებების შედეგად იზრდება ხელშეკრულების საერთო ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების პირობების გადასინჯვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
11.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398–ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებების დადგომის შემთხვევაში, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების გაზრდა დაუშვებელია ხელშეკრულების ღირებულების 10%– ზე მეტი ოდენობით.
11.5. ხელშეკრულებაში პირობების ცვლილება ფორმდება დანართის სახით და წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
12. ხელშეკრულების შესრულების შეფერხება
12.1. თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებიან რაიმე ხელშემშლელ გარემოებებს, რომელთა გამო ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, ამ მხარემ შეფერხების ფაქტის წარმოშობისას დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში წინადადება არ განიხილება. შეტყობინების მიმღებმა მხარემ რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა აცნობოს მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილება, მიღებული აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით.
12.2. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების პირობების შესრულების შეფერხების გამო მხარეები შეთანხმდებიან ხელშეკრულების პირობების შესრულების ვადის გაგრძელების თაობაზე, ეს გადაწყვეტილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის გზით.
13. ფორს-მაჟორი
13.1. მხარეები არ არიან პასუხისმგებელნი თავიანთი ვალდებულებების სრულ ან ნაწილობრივ შეუსრულებლობაზე, თუ ეს შეუსრულებლობა გამოწვეულია ისეთი გარემოებებით, როგორიცაა წყალდიდობა, ხანძარი, მიწისძვრა და სხვა სტიქიური მოვლენები, აგრეთვე ომები და საომარი მოქმედებები, თუ ისინი უშუალო ზემოქმედებას ახდენენ ხელშეკრულების შესრულებაზე. ხელშეკრულების შესრულების ვადა გადაიწევს შესაბამისი დროით, გარემოებათა დასრულების შემდეგ.
13.2. თუ სახელშეკრულებო ვალდებულებების მთლიანი ან ნაწილობრივი შეუსრულებლობის პირობები გაგრძელდა ერთ თვეზე მეტ ხანს, მხარეებს უფლება აქვთ შეწყვიტონ ხელშეკრულების მოქმედება, კომპენსაციის უფლების მოთხოვნის გარეშე.
13.3. მხარე, რომელსაც შეექმნა ფორს-მაჟორული გარემოება დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს ამის შესახებ მეორე მხარეს.
14. დავები და მათი გადაწყვეტის წესი
14.1. ხელშეკრულების შესრულებისას მხარეთა შორის წამოჭრილი დავები ან აზრთა სხვადასხვაობა შესაძლებელია გადაწყვეტილ იქნას ორივე მხარის ერთობლივი მოლაპარაკების საფუძველზე.
14.2. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში მხარეები მიმართავენ სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
15. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
15.1. შემსყიდველი უფლებამოსილია შესყიდვის ობიექტის მიწოდების პარალელურად განახორციელოს შემოწმება, რომლის მიზანია შესყიდვის ობიექტის შესაბამისობის დადგენა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან და შემსყიდველის მოთხოვნებთან;
15.2. ხელშეკრულების პირობების შესრულების ზედამხედველობას და კონტროლს შემსყიდველის მხრიდან განახორციელებს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 24 აპრილის N775 ბრძანებით შექმნილი მუდმივმოქმედი ინსპექტირების ჯგუფი;
15.3. თუ შესყიდვის ობიექტი არ აკმაყოფილებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, შემსყიდველი უფლებამოსილია ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლზე პასუხისმგებელი პირის ან/და პირების დასკვნის საფუძველზე მოითხოვოს არსებული ხარვეზების გამოსწორება. ხარვეზების გამოსწორებამდე, შემსყიდველი უფლებამოსილია უარი თქვას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანაცვლო ვალდებულებების შესრულებაზე, რის შესახებაც მიმწოდებელს ეცნობება წერილობით.
15.4. შემოწმების შედეგად გამოვლენილი ნებისმიერი ნაკლის ან დეფექტის შესახებ შემსყიდველი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს მიმწოდებელს წუნდების მიზეზების მითითებით.
15.5. გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრასთან და კონტროლის ხელახლა განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების, ასევე მესამე პირის დაზიანებული ქონების ღირებულების ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
16. სხვა პირობები
16.1. არც ერთ მხარეს არა აქვს უფლება გადასცეს მესამე პირს თავისი უფლებები და მოვალეობები, მეორე მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე.
16.2. მესამე პირთან ურთიერთობაში მხარეები მოქმედებენ საკუთარი სახელით, ხარჯითა და რისკით.
16.3. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე და ინახება ხელმომწერ მხარეებთან. ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მიმოწერა შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.
16.4. წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერი ცვლილება ან დამატება ძალაშია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის წერილობითი ფორმითაა შედგენილი და ხელმოწერილია მხარეთა მიერ.
16.5. ყველა დანართი და ხელშეკრულების დამატება, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ ითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად და სავალდებულოა შესასრულებლად.
16.6. მხარეები სრულად არიან პასუხისმგებელი მათ მიერ ხელშეკრულებაში მითითებული რეკვიზიტების სისწორეზე. რეკვიზიტების ცვლილების თაობაზე მეორე მხარეს ეცნობება წერილობით.
16.7. იმ შემთხვევაში თუ მხარისათვის შეტყობინების გადაცემა ვერ ხერხდება ხელშეკრულებაში აღნიშნულ მისამართზე იმის გამო, რომ მისამართი არასწორადაა მითითებული, შეტყობინება ჩაითვლება ჩაბარებულად და შეტყობინებაში მითითებული ვადების ათვლა განხორციელდება საფოსტო გზავნილის შესაბამის მისამართზე წარდგენის მომდევნო დღიდან.
17. მხარეთა იურიდიული მისამართები და რეკვიზიტები
შემსყიდველი:
ხაშურის მუნიციპალიტეტი ქ. ხაშური, ტაბიძის ქ. N2
მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა TRESGE22
ა/ა XX00XX0000000000000000; საიდენტიფიკაციო კოდი: N243908848.
ხაშურის მუნიციპალიტეტის xxxx xxxxxx xxxxxxxxxx