Contract
შეთანხმება კორპორატიული მომსახურების შესახებ
ქ. თბილისი 19.12.2019 წ.
ერთის მხრივ, შპს “მაგთიკომი”, შემდგომში წოდებული როგორც – ოპერატორი, წარმოდგენილი მისი გენერალური დირექტორის მოადგილის xxxxx xxxxxxx სახით და მეორეს მხრივ, და
სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლოვანის საჯარო სკოლა შემდგომში წოდებული, როგორც – აბონენტი, წარმოდენილი მისი დირექტორის რუსუდან ბიწაძის სახით, მეორეს მხრივ, ერთად წოდებული - როგორც - “მხარეები” შევთანხმდით შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
1.1 ოპერატორი იღებს ვალდებულებას ოპერატორის „მომსახურების გაწევის სტანდარტული პირობების“ და წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად, მიაწოდოს აბონენტს მომსახურება - მაუწყებლობის ტრანზიტი (შემდგომში – მომსახურება), რომელიც მოიცავს თანამგზავრული ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ციფრული ტელემაუწყებლობის საშუალებით მაუწყებლების ტელეპროგრამების გადაცემას საქართველოს ტერიტორიაზე უცვლელი სახით, აგრეთვე დამატებითი მომსახურებები.
2. ქსელში ჩართვის და მომსახურების პირობები
2.1 აბონენტის მიერ მომსახურების გააქტიურების საფასურის გადახდა იწარმოებს დანართი #1-ში განსაზღვრული პირობებით.
2.2 ოპერატორი უზრუნველყოფს აბონენტის ქსელში ჩართვას სააბონენტო მოწყობილობის დამონტაჟების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 24 საათის განმავლობაში
3. მომსახურების ხარისხი
3.1 მომსახურება ხელმისაწვდომია დღე-ღამის 24 საათის განმავლობაში, უწყვეტად (გარდა გადაუდებელი სარემონტო და პროფილაქტიკური სამუშაოების მიმდინარეობისა) და შეესაბამება კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მიერ დადგენილ ტექნიკურ ნორმებს და სტანდარტებს 3.2 და 3.3 პუნქტებით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევების გათვალისწინებით.
3.2 თანამგზავრული მაუწყებლობის თავისებურებების გამო, მომსახურება შესაძლებელია არ იყოს უწყვეტი ან შეუფერხებელი, სიგნალი შეიძლება დაიკარგოს ან მომსახურების ხარისხი შესაძლებელია გაუარესდეს, განსაკუთრებით მეტეოროლოგიური პირობების ან სხვაგვარი თავისებურებებიდან გამომდინარე. მომსახურების თავისებურებებიდან გამომდინარე მომსახურება და მისი ხარისხი დამოკიდებულია სხვა მაუწყებლების ფუნქციონირების ხარისხზე, რომელიც სცილდება ოპერატორის პასუხისმგებლობის ფარგლებს.
3.3 ოპერატორი არ არის პასუხისმგებელი მომსახურების შეფერხებების ან ნაკლოვანებებისათვის, იმ შემთხვევაში თუ მომსახურების მისაღებად აბონენტი იყენებს გაუმართავ, დაზიანებულ სააბონენტო მოწყობილობას ან თუ ეს უკანასკნელი მოდიფიცირებულია ან გარემონტებულია ოპერატორთან შეთანხმების გარეშე.
3.4 ოპერატორი ვალდებულია უფასოდ მოახდინოს მომსახურების აღდგენა, იმ შემთხვევაში, თუ დაზიანებას ადგილი აქვს სადემარკაციო წერტილიდან ოპერატორის მხარეს. სადემარკაციო წერტილად მოიაზრება წერტილი სადაც იწყება აბონენტის კერძო საკუთრება, ასევე თანასაკუთრება და სადაც ხდება ოპერატორისა და აბონენტის ვალდებულებების გამიჯვნა.
4. მხარეთა უფლებამოვალეობანი
4.1 აბონენტი ვალდებულია:
4.1.1 შეასრულოს ხელშეკრულებით და მხარეთა შორის სხვა შეთანხმებებით განსაზღვრული ვალდებულებები.
4.1.2 უზრუნველყოს მხოლოდ ოპერატორის უფლებამოსილი წარმომადგენლების დაშვება მომსახურების მიწოდების ადგილზე მომსახურების მიწოდებისათვის საჭირო მოწყობილობების მონტაჟისათვის ან/და დემონტაჟისათვის და ხელი შეუწყოს მათ ყოველნაირად (ოპერატორი პასუხისმგებელია მხოლოდ მისი ავტორიზებული პირების მიერ შესრულებული მონტაჟის ან/და დემონტაჟის ხარისხზე), ასევე მოიპოვოს სააბონენტო მოწყობილობების დამონტაჟებისათვის ყველა აუცილებელი ნებართვა (საჭიროების შემთხვევაში) მათ შორის შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისაგან;
4.1.3 სააბონენტო მოწყობილობების ექსპლოატაციისას დაიცვას მოწყობილობების გამოყენების ინსტრუქციით განსაზღვრული წესები (თან ახლავს მოწყობილობას);
4.1.4 აუნაზღაუროს ოპერატორს სააბონენტო მოწყობილობის დაზიანებით მიყენებული ზიანი დანართი #1-ში განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
4.1.5 დროულად შეატყობინოს ოპერატორს მომსახურების მიღებისას წარმოშობილი ხარვეზების შესახებ; მხოლოდ ასეთი შეტყობინების შემდეგ აითვლება 4.3.4 პუნქტით განსაზღვრული ვადა.
4.1.6 დაუყოვნებლივ შეატყობინოს ოპერატორს აბონენტის შესახებ ინფორმაციის (იურიდიული პირის სახელწოდების, სამართლებრივი ფორმის, ან შერწყმის/გაყოფის შესახებ, რეკვიზიტების, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების და იურიდიული მისამართის), ელექტრონული ფოსტის მისამართის ან სხვა, მათ შორის ფაქტიური, საკონტაქტო (საკონტაქტო ნომრის) მონაცემების ცვლილების შესახებ და ასევე მინდობილობის ან რწმუნების შემთხვევაში მისი ცვლილების ან გაუქმების შესახებ;
4.1.7 ქსელში ჩართვა და მომსახურებების მიღება მოახდინოს მხოლოდ ოპერატორის მიერ გადაცემული სააბონენტო მოწყობილობით. აბონენტს ეკრძალება ოპერატორის მიერ გადაცემული სააბონენტო მოწყობილობის პროგრამული უზრუნველყოფის მთლიანობის დარღვევა, ან მისი კოპირება.
4.1.8 არ მოახდინოს მიღებული მომსახურების შემდგომი გადაცემა, ხელახალი ტრანსლაცია, ჩაწერა, ასლის გადაღება და გავრცელება და სხვა ნებისმიერი საშუალებით მომსახურების კომერციული მიზნით გამოყენება. წინამდებარე პუნქტის დარღვევის შემთხვევაში აბონენტი, დარღვევის სრულად გამოსწორებამდე ოპერატორს გადაუხდის ყოველთვიურად 10000 (ათი ათასი) ლარს.
4.1.9 დროულად აწარმოოს ანგარიშსწორება ოპერატორთან გაწეული მომსახურებისათვის. ანგარიშსწორების წესები განსაზღვრულია დანართ #1-ით.
4.2 აბონენტი უფლებამოსილია:
4.2.2 მიიღოს აუცილებელი და სწორი ინფორმაცია ოპერატორის მიერ აბონენტებისათვის შეთავაზებული მომსახურებების შესახებ, მისი შეწყვეტის მიზეზებისა და ხანგრძლივობის, ისევე როგორც ოპერატორის მიერ დადგენილი ფორმით მის სააბონენტო ანგარიშზე ბალანსის ოდენობის თაობაზე, აგრეთვე იმის თაობაზე თუ რამ შეიძლება რაიმე სახის ზეგავლენა მოახდინოს მომსახურების ხარისხზე.
4.2.5 ისარგებლოს მოწყობილობის საგარანტიო მომსახურებით ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან – 90 დღის განმავლობაში, თუ მოწყობილობის არაადექვატური მუშაობა გამოწვეულია ქარხნული დეფექტით (საგარანტიო მომსახურება არ ვრცელდება დისტანციურ პულტზე, მოწყობილობის მექანიკური ან ელექტრონული ზეგავლენით დაზიანების, მოწყობილობის
არასწორი ექსპლოატაციის და მოპყრობის, აბონენტის დაუდევრობით გამოწვეული სხვა დაზიანებების შემთხვევებში);
4.3 ოპერატორი ვალდებულია:
4.3.1 მიაწოდოს აბონენტს ხარისხიანი მომსახურება შესაბამისი ტექნიკური შესაძლებლობების ფარგლებში;
4.3.3 მომსახურების ტარიფების ცვლილების შემთხვევაში უზრუნველყოს აბონენტის ინფორმირება ახალი ტარიფებით მომსახურების დაწყებამდე 1 თვით ადრე. ხოლო აბონენტისთვის მიწოდებული მომსახურების პაკეტის შეცვლის, ან პაკეტში ცვლილების შემთხვევაში, უზრუნველყოს ამ ინფორმაციის მიწოდება ახალი პაკეტით მომსახურების დაწყებამდე 10 სამუშაო დღით ადრე;
4.3.4 მოახდინოს მომსახურებაში არსებული შეფერხებების და ნაკლოვანებების აღმოფხვრა და ქსელის ნორმალურ რეჟიმში ფუნქციონირების აღდგენა გონივრულ ვადებში, ტექნიკური შესაძლებლობების და ხელთარსებული რესურსების ფარგლებში, მაგრამ არაუგვიანეს აბონენტის მიერ შეტყობინებიდან 24 საათის განმავლობაში.
4.3.5 მომსახურების უხარისხოდ მიწოდების ან მიუწოდებლობის შემთხვევაში 4.3.4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემდეგ, პროპორციულად შეამციროს მომსახურების საფასური. აღნიშნული პირობა არ ვრცელდება 3.2 და 3.3 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებზე. ასევე ისეთ შემთხვევაზე, როდესაც xxxxxxxxx მიერ მოხდა სააბონენტო მოწყობილობისათვის თვითნებური ადგილმდებარეობის შეცვლა ან/და მისი მოხსნა ან/და გადატანა.
4.4 ოპერატორი უფლებამოსილია:
4.4.1 დაადგინოს მომსახურების პირობები და წესები, ტარიფების ოდენობა, მათი გადახდის წესები და შეტყობინების შემდეგ ცალმხრივად შეცვალოს ისინი. აღნიშნულ შეტყობინებას ოპერატორი ავრცელებს და აქვეყნებს მის მიერ დადგენილი წესით ოპერატორის ვებ-გვერდზე. 4.3.3 პუნქტით გათვალისწინებული ცვლილებების შემთხვევაში, თუ ცვლილებების შედეგად იზრდება მომსახურების საფასური ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში (მათ შორის,
„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში), ოპერატორი მოახდენს აბონენტის ინფორმირებას ინდივიდუალური შეტყობინების საშუალებით, ყველა სხვა შემთხვევაში ოპერატორის ვებ-გვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნება ჩაითვლება აბონენტის შეტყობინებად. ინდივიდუალურ შეტყობინებად მოიაზრება შემდეგი სახის შეტყობინებები: წერილობითი შეტყობინება იმ მისამართზე სადაც განთავსებულია სააბონენტო მოწყობილობა; აბონენტის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნილი შეტყობინება; აბონენტის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე გაგზავნილი მოკლე ტექსტური ან ხმოვანი შეტყობინება; მომსახურების მიმღები მოწყობილობის ეკრანზე გამოტანილი შეტყობინება. 4.1.6 პუნქტის შესაბამისად ელექტრონული ფოსტის ან მისამართის ცვლილების შეუტყობინებლობის შემთხვევაში, ოპერატორისათვის ცნობილ მისამართზე/ელექტრონულ ფოსტის მისამართზე გაგზავნილი შეტყობინება მიიჩნევა მიღებულად.
4.4.2 ჩაატაროს საკუთარი ქსელში გადაუდებელი სარემონტო თუ პროფილაქტიკური სამუშაოები, რომელსაც შესაძლებელია მოყვეს მომსახურების შეჩერება, შეზღუდვა, გაუარესება ან შეფერხებები და რომელიც ემსახურება მომსახურების ხარისხის შენარჩუნებას ან გაუმჯობესებას ან ახალი ტექნოლოგიების დანერგვას ან გამიზნულია ქსელის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
4.4.3 ცალმრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება აბონენტის მიერ ნაკისრი ვალდებულებების არ ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში.
5. მხარეთა პასუხისმგებლობა
5.1 ოპერატორი კისრულობს პასუხისმგებლობას აუნაზღაუროს აბონენტს ის ზიანი, რომელიც შეიძლება მიადგეს აბონენტს ოპერატორის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შედეგად და რომელიც გამოწვეულია,
დადასტურებული ბრალეულობისას, ოპერატორის მიერ, მხოლოდ განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც ოპერატორისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
5.2 აბონენტი კისრულობს პასუხისმგებლობას აუნაზღაუროს ოპერატორს ის ზიანი, რომელიც შეიძლება მიადგეს ოპერატორს აბონენტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შედეგად.
5.3 ოპერატორის პასუხისმგებლობა, მისი დადასტურებული ბრალეულობის შემთხვევაში, შემოიფარგლება და განისაზღვრება შემდეგნაირად :
ა. მომსახურების გააქტიურების ვადების დარღვევის შემთხვევაში ოპერატორის მიერ დაწესებული მომსხურების გააქტიურების საფასურის 0,5 პროცენტის ოდენობის საურავით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ბ. მომსახურების არ მიწოდების შემთხვევაში, უკანასკნელ საანგარიშო პერიოდში აბონენტის მიერ 24 საათის განმავლობაში საშუალოდ ფაქტიურად მიღებული მომსახურების საფასურის ოდენობის 1 პროცენტის ოდენობის საურავით ყოველ ვადაგადაცილებულ კალენდარულ დღეზე 4.3.4 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდგომ;
ა და ბ პუნქტების შემთხვევაში მომსახურების არ მიწოდების ფაქტი აბონენტის მხრიდან უნდა იყოს დოკუმენტალურად დადასტურებული. ამ პუნქტით და 5.1 და 5.2 პუნქტებით გათვალისწინებული უფლების რეალიზება ხორციელდება მხოლოდ ერთი მხარის მიერ მეორე მხარის მიმართ წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე და წარმოადგენს მხარის უფლებას და არა ვალდებულებას დამრღვევი მხარის მიმართ.
5.4 იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც მოქმედი კანონმდებლობით არის დაშვებული, არცერთი მხარე არ არის პასუხისმგებელი მეორეს წინაშე არაპირდაპირი ზიანისათვის, მათ შორის, წარმოების ან საქმიანობის შეჩერების, მონაცემთა დაკარგვის, მიუღებელი სარგებელის ან სხვა არაპირდაპირი დანაკარგისათვის ან მათი შედეგებისათვის.
6. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
6.1 წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 12 თვის
ვადით.2020 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე.
6.2 იმ შემთხვევაში თუ 6.1 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე 30 დღით ადრე არც ერთი მხარე არ გამოხატავს ხელშეკრულების შეწყვეტის ნებას, ხელშეკრულება ავტომატურად გაგრძელდება იგივე ვადითა და პირობებით, ყოველი მომდევნო ვადის ამოწურვის შემდეგ.
6.3 აბონენტის ინიციატივით, ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში აბონენტი ვალდებულია ერთი თვის ვადაში აუნაზღაუროს ოპერატორს ხელშეკრულების ვადის გასვლამდე დარჩენილი თანხა სრულად.
6.4 მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტა გავლენას არ ახდენს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში წარმოშობილ ფინანსურ ვალდებულებებზე.
7. პრეტენზიის წარდგენის წესები
7.1 მომსახურების არაჯეროვნად მიღებასთან, მომსახურების საფასურის დარიცხვასთან ან ნებისმიერ ხარვეზთან დაკავშირებით აბონენტი უფლებამოსილია პრეტენზიით (ზეპირად ან წერილობით) მიმართოს ოპერატორს. წერილობითი პრეტენზია შედგენილი უნდა იქნეს განცხადების სახით და წარედგინოს/მიეწოდოს ოპერატორს ადმინისტრაციული ოფისის მისამართზე: ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას N7 აბონენტთა პრეტენზიების განყოფილებას ან კორპორაციული რეალიზაციისა და მომხმარებელთა მომსახურების დეპარტამენტსიმ შემთხვევაში, თუ პრეტენზია ეხება მაუწყებლობის სფეროს (ოპერატორის მიერ წარმოებული სატელევიზიო არხების მაუწყებლობას), პრეტენზია განიხილება „საჩივრების განმხილველი საბჭოს და სააპელაციო საბჭოს დებულებით“ დადგენილი წესების შესაბამისად. აღნიშნული დებულება განთავსებულია ოპერატორის ვებ–გვერდზე.
7.2 პრეტენზიაში აბონენტმა უნდა მიუთითოს ვინაობა, მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია. პრეტენზიაში მკაფიოდ და სრულყოფილად უნდა იყოს ჩამოყალიბებული თუ რა მიაჩნია აბონენტს ოპერატორის მხრიდან არასწორ ან არასამართლიან ქმედებად, მოთხოვნა და გარემოებები, რომელსაც მოთხოვნა ეფუძნება. პრეტენზიას უნდა დაერთოს ხელშეკრულების ასლი ან მიეთითოს ხელშეკრულების ნომერი და სხვა პრეტენზიის შინაარსის დამადასტურებელი მონაცემები. აბონენტის მიერ წარდგენილი პრეტენზია ოპერატორის მიერ განხილული იქნება ოპერატორის მიერ დადგენილი და დამტკიცებული წესების მიხედვით, რომლის ხანგრძლივობა დამოკიდებულია წარდგენილ პრეტენზიაში ასახული ტექნიკურ და ადმინისტრაციულ მოთხოვნების სირთულეზე, კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დაცვით.
8. დასკვნითი დებულებები
8.1 მომსახურების გაწევის სტანდარტული პირობები, წინამდებარე ხელშეკრულება, მისი დანართები, მიღება-ჩაბარების აქტები და მხარეთა მიერ ხელმოწერილი სხვა დოკუმენტები წარმოადგენენ ერთიან ხელშეკრულებას. მომსახურების გაწევის სტანდარტულ პირობებსა და წინამდებარე ხელშეკრულების პირობებს შორის წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში უპირატესი ძალა ენიჭება წინამდებარე ხელშეკრულების პირობებს.
8.2 ხელშეკრულების რომელიმე პირობის შეუსრულებლობა ან შესრულების დაყოვნება ფორს- მაჟორული გარემოებების დადგომის გამო, არ იქნება განხილული როგორც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა.
8.3 აბონენტი აცნობიერებს, რომ ოპერატორი, მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების მიწოდებისას არ წარმოადგენს შეთავაზებული სატელევიზიო პროგრამების შემქმნელს და მის მიერ მიწოდებული მომსახურება წარმოადგენს მაუწყებლობის ტრანზიტს, რაც გულისხმობს ოპერატორის სატარიფო პაკეტით შეთავაზებული არხების (მაუწყებლების) უცვლელი ფორმატით მიწოდებას და ოპერატორი გარანტიას არ იძლევა და სრულიად იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირების (მაუწყებლების) საეთერო ბადეში არსებული პროდუქციის (პროგრამები, გადაცემები, ფილმები, რეპორტაჟები, კულტურული ღონისძიებები და ა.შ.) შინაარსზე, ხასირხზე, სიზუსტეზე, ხელმისაწვდომობაზე და დროულობაზე, სამაუწყებლო ბადეში ცვლილებებზე, მაუწყებლების მიერ საკუთარი საქმიანობის დროებით ან საბოლოო შეწყვეტაზე. ოპერატორი პასუხისმგებელია მხოლოდ მის მიერ წარმოებულ სატელევიზიო არხების მაუწყებლობაზე, რომელსაც აქვს ოპერატორის ლოგო და რომელიც მითითებულია ხელშეკრულების დანართში.
8.4 წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავა გადაწყდება მხარეთა შეთანხმებით, ხოლო შეთანხმების ვერ მიღწევის შემთხვევაში, ნებისმიერი დავა, განსახილველად და საბოლოოდ გადასაწყვეტად გადაეცემა მუდმივმოქმედ არბიტრაჟს - შპს „თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტს“ (#37 xxxx xxxxxxxxxx ქ, თბილისი, საქართველო, საიდენტიფიკაციო კოდი: 205273005), რომლის იურისდიქციას მხარეები აღიარებენ უპირობოდ. არბიტრაჟი საქმეს განიხილავს თავისი საარბიტრაჟო რეგლამენტით დადგენილი წესით. საარბიტრაჟო განხილვის ადგილი არის ქ. თბილისი. საარბიტრაჟო განხილვა უნდა დამთავრდეს და არბიტრაჟის მიერ გადაწყვეტილება გამოტანილ უნდა იქნეს პირველი საარბიტრაჟო სხდომის ჩატარებიდან 60 კალდენარული დღის განმავლობაში. მხარეები დამატებით იღებენ ვალდებულებას მისამართის ან/და ადგილსამყოფელის შეცვლის შემთხვევაში აცნობონ იგი არბიტრაჟს, წინააღმდეგ შემთხვევაში არბიტრაჟის მიერ კორესპონდენცია გაგზავნილი იქნება ხელშეკრულებით გათვალისწინებული მისამართის მიხედვით. ასეთი კორესპონდენცია (მათ შორის, გზავნილი, გარკვეულ საპროცესო მოქმედებათა შესახებ შეტყობინება, განკარგულება და გადაწყვეტილება) ჩაითვლება ჩაბარებულად შესაბამისი თანმდევი სამართლებრივი შედეგებით.. ამასთან, მხარეთა შორის დავის არსებობის შემთხვევაში, აბონენტი თანახმაა ოპერატორმა მტკიცებულების სახით, წარადგინოს დავის განმხილველ ორგანოში საბილინგო მონაცემები გაწეული მომსახურების თაობაზე.საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არის საბოლოო და აღარ ექვემდებარება გასაჩივრებას.
8.5 ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე ორ ეგზემპლარად და ყოველ მათგანს გააჩნია თანაბარი იურიდიული ძალა.
მხარეები:
მაგთიკომი
ქ. თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ N7
ფაქტობრივი მისამართი ტელ
მობ
სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლოვანის საჯარო სკოლა
იურიდიული მისამართი: ჭიათურა. სოფელი ტყემლოვანა.
ფაქტობრივი მისამართი: ჭიათურა. სოფელი ტყემლოვანა
ტელ :595710173
ს/კ: 204876606 ს/კ: 215606592
გენერალური დირექტორის მოადგილე დირექტორი
/ xxxxx xxxxxx / / xxxxxxx xxxxxx /
დანართი N1. მომსახურების სატარიფო პაკეტები
დასახელება | პაკეტის ღირებულება ლარი დღგ-ს ჩათვლით | ჩართვის გადასახადი ლარი დღგ-ს ჩათვლით | რაოდენობა (წერტილი) | ღირებულება (თვეში) ლარი დღგ-ს ჩათვლით | მისამართი |
ციფრული ტელევიზიის მაუწყებლობის | 40 ლარი hotelsat | არსებული | 1 | 40 | ჭიათურა სოფ |
მომსახურება | .ტყემლოვან | ||||
ი | |||||
(Georgian, HotelSat) | 0 | ||||
საერთო ღირებულება | 480 |
შენიშვნა: პაკეტის ღირებულება შეიცავს სააბონენტო მოწყობილობის ქირავნობის საფასურს.
აბონენტის მიერ არჩეული სატარიფო პაკეტით სარგებლობის პირობები:
1. აბონენტს დროებით სარგებლობაში სასყიდლით გადაეცემა მომსახურების მიღებისათვის საჭირო
1 ცალი სააბონენტო მოწყობილობა. ერთი სააბონენტო მოწყობილობის ქირავნობის საფასური შეადგენს თვეში 10(ათი) ლარს. სააბონენტო მოწყობილობის გადაცემისას ფორმდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი. აღნიშნული მოწყობილობა წარმოადგენს ოპერატორის საკუთრებას.
2. აბონენტი ვალდებულია განახორციელოს ოპერატორის მიერ გადაცემული მოწყობილობის მოვლა და დაცვა. ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის ან შეწყვეტის შემთხვევაში აბონენტი ვალდებულია 7 დღის განმავლობაში უკან დაუბრუნოს ოპერატორს შემდგომი ექსპლოატაციისთვის ვარგისი ნივთობრივად უნაკლო მოწყობილობა. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვადის განმავლობაში აბონენტი არ დაუბრუნებს ოპერატორს სააბონენტო მოწყობილობას, ვალდებული იქნება 14 დღის განმავლობაში გადაუხადოს ოპერატორს ჯარიმა (სააბონენტო მოწყობილობის არ დაბრუნების) თითო სააბონენტო მოწყობილობაზე 150 ლარის ოდენობით.
3. აბონენტი ვალდებულია ანგარიშსწორება აწარმოოს ეტაპობრივად, ოპერატორის მიერ წარმოდენილი საგადასახადო დოკუმენტაციის საფუძველზე, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 25 რიცხვამდე.
4.წინამდებარე დანართით გათვალისწინებული ყველა გადასახდელი მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ გადასახადებს.
5. მე-6პუნქტის თანახმად დავალიანების არ გადახდის შემთხვევაში ოპერატორი უფლებამოსილია , მოსთხოვოს და აბონენტი ვალდებულია ერთი თვის ვადაში აუნაზღაუროს ოპერატორს საჯარიმო თანხა, რომელიც ტოლია წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში მთლიანად მიღებული მომსახურების საფასურის საშუალო თვიური მაჩვენებლის 20%-ის.
6. მომსახურების საფასურის (სააბონენტო გადასახდელი, ქირა, დამატებითი მომსახურების გადასახდელი) დროულად და სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში, აბონენტს მომსახურების მიწოდება ეზღუდება (უჩერდება). მე–3 პუნქტით გათვალისწინებული თარიღის დადგომამდე აბონენტი გაფრთხილებულ იქნება ანგარიშსწორების დაგვიანების შემთხვევაში ჯარიმის დაკისრების თაობაზე. მე–3 პუნქტით გათვალიწინებული ვადის დადგომიდან მიმდინარე თვის ბოლო დღის ჩათვლით დავალიანების გადახდის შემთხვევაში, აბონენტს მომსახურების მიწოდება აღუდგება მე-6 პუნქტით განსაზღვრული ჯარიმის დარიცხვის გარეშე. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, მომსახურების აღსადგენად აბონენტი ვალდებული იქნება გადაიხადოს გასული საანგარიშო თვის სააბონენტო გადასახდელი, წარმოქმნილი ნებისმიერი სხვა დავალიანება და დარიცხული ჯარიმა. დავალიანების სრულად გადახდის შემთხვევაში, აბონენტს მომსახურება აღუდგება 24 საათის განმავლობაში.
7. აბონენტის მიერ მომსახურების შეზღუდვის საფუძვლის 2 თვის განმავლობაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში (აბონენტის მიერ წარმოქმნილი დავალიანების არ გადახდა), ოპერატორი იტოვებს უფლებას შეწყვიტოს ხელშეკრულება და ამოიღოს დავალიანება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
8. აბონენტი უფლებამოსილია, წერილობითი შეტყობინების საფუძველზე მომსახურება დააპაუზოს თვეში 3 ლარად.
9. მომსახურების ტარიფები, საფასური, გადასახდელები, დამატებითი მომსახურების და სხვა პირობები განისაზღვრება ოპერატორის მიერ და აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ოპერატორის ვებ-გვერდზე xxx.xxxxxxxx.xx.
დანართი #2
არხების ჩამონათვალი
რუსთავი 2 |
იმედი |
მაესტრო |
GDS HD |
კავკასია |
აჭარა |
მარაო |
TV პირველი |
Настоящее время |
ენკი-ბენკი |
Russia Today |
AzTV |
ერთსულოვნება |
ქართული არხი |
ობიექტივი |
France 24 |
მეორე არხი |
აფხაზეთის ხმა |
VH1 Classic |
ТНТ Comedy |
Живая планета |
Docubox HD |
აგროTV |
История |
TV1000 |
TV1000 Action |
Filmbox |
TV100с0скРоуе кино |
Планета HD |
Da Vinchi Learning |
Viasat Nature |
Filmbox Arthouse |
Viasat Explorer |
Viasat History |
Дом Кино |
TV XXI |
Discovery Science |
DTX |
ID Investigation Discovery |
TLC HD |
Дом Кино Premium |
Discovery HD |
НСТ |
Сарафан+ |
РБК |
Eurosport HD |
Eurosport 2 HD |
Россия 24 |
Культура |
RTVI |
ფორმულა |
FightBox HD |
Наука 2.0 |
РТР Планета |
1 канал |
Nickelodeon |
Xxxx Xx. |
Duck TV |
Карусель |
Viasat Sport |
M-1 Global |
Синема |
Setanta Georgia |
Setanta Georgia + |
Armenia TV |
რაგბი ტვ |
Иллюзион+ |
ЕвроКино |
BBC World News |
CNBC |
Spike |
რიონი |
სამეფო არხი |
გურჯაანი |
Домашний |
360TuneBox |
Amedia Hit HD |
Amedia 2 |
Amedia 1 HD |
Мама |
Palitra News |
TV 25 |
Music TV |
ViP Premiere HD |
ViP Comedy HD |
Загородный |
ნადირობა და თევზაობა HD |
ViP Megahit HD |
კომედი არხი |
მარნეული ტვ |
Eurosport 2 |
Eurosport |
იმერვიზია |
გურია ტვ |
Discovery Georgia |
Tok TV |
აგრო გარემო |
მთავარი არხი |
ტვ საფერავი |
გირჩი |
ჭადრაკი TV |
ბათუმი ტვ |
DIA TV |
Adjara Sport 1 |
Adjara Sport 2 |
1 არხი |
არხების რაოდენობა ხელშეკრულების პერიოდის განმავლობაში შეიძლება მცირედით შეიცვალოს.