სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N6.2.14.11/30/---
ხელშეკრულება
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N6.2.14.11/30/---
ქ. თბილისი , 2019 წელი
1. ხელშეკრულების დამდები მხარეები
ერთი მხრივ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობა (შემდგომში - „შემსყიდველი“),
წარმოდგენილი --- სახით და მეორე მხრივ, --- (შემდგომში - „მიმწოდებელი“), წარმოდგენილი დირექტორის სახით, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და მათი გათვალისწინებით, შეთანხმდნენ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობებზე და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების თაობაზე.
2. ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტი, შესყიდვის საშუალება, ხელშეკრულების ღირებულება და ხელშეკრულების მოქმედების ვადა
2.1 ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტია ბენეფიციარის ყოველდღიურად უფასო კვებით (უფასო სასადილოთი)
მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
2.2 შესყიდვის საშუალება - ელექტრონული ტენდერი (აუციონის გარეშე), განცხადების ნომერი: NAT ---
2.3 ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ლარს, ყველა ხარჯისა და გადასახადის ჩათვლით.
2.4 კლასიფიკატორის კოდი - CPV 55500000 - სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურება
CPV 55510000 - სასადილოების მომსახურება
2.5 ხელშეკრულება ძალაშია ხელშეკრულების გაფორმებიდან ჩათვლით.
3. მომსახურების გაწევის პირობები, ვადა და ადგილი
3.1 მომსახურების გაწევის ვადა: ყოველდღიურად, ---
3.2 მომსახურების გაწევის ადგილი: ---
3.3 უფასო სასადილო საკვებს ბენეფიციარებზე უნდა გასცემდეს არანაკლებ 6 საათის განმავლობაში, 14:00 საათამდე ძირითადი სიით მოსარგებლე ბენეფიციარებზე, ხოლო 14:00-დან 16:00-მდე დამატებითი სიით მოსარგებლე ბენეფიციარებზე. მომსახურების ვადაში არ შედის საკვების მომზადებისათვის საჭირო დრო.
3.4 მიმწოდებელმა საკვები ულუფები უნდა გასცეს გამგეობის მიერ ოფიციალურად გადაცემული ბენეფიციართა სიების მიხედვით. ბენეფიციარების მიერ საკვების მიღება დადასტურებული უნდა იყოს ელექტრონული აღრიცხვის მეთოდით. ხოლო ტექნიკური პრობლემების (ინტერნეტის და ქსელის შეფერხება ან სხვა) არსებობის შემთხვევაში, აკინძულ, ზონარგაყრილ და გამგეობის ბეჭდითა და გამგებლის ხელმოწერით დამოწმებულ ჟურნალში ბენეფიციარების ხელმოწერით. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ბენეფიციართა გამოცხადებისა და მათ მიერ მომსახურების მიღების აღრიცხვის წარმოება.
3.5 ბენეფიციარების მიერ საკვების მიღება ელექტრონული აღრიცხვის პროგრამაში უნდა იყოს თვალსაჩინო და ინფორმაციული. ასევე, ინფორმაციული უნდა იყოს ბენეფიციართა ყოველდღიური დასწრება, როგორც ინდივიდუალურად, ასევე სასადილოების მიხედვით. ნაჩვენები უნდა იქნეს ყოველდღიური დასწრების ჯამური სტატისტიკა (რამდენი ბენეფიციარი დაესწრო, როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი სიიდან).
3.6 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს თითოეულ უფასო სასადილოში ბენეფიციართა ვიზიტების ელექტრონული ბარათებით აღრიცხვის მიზნით, გამგეობის მიერ მიმწოდებლისთვის დროებით სარგებლობაში გადაცემული მობილური ტელეფონების და ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების მონტაჟი/გამოყენება. მიმწოდებელმა მის დაქვემდებარებაში არსებულ უფასო სასადილოში უნდა უზრუნველყოს ბენეფიციართა ელექტრონული აღრიცხვის განხორციელება მობილურ ტელეფონში ჩაწერილი სპეციალური აპლიკაციისა და გამგეობის მიერ ბენეფიციარებზე გაცემული ელექტრონული ბარათების საშუალებით. ბენეფიციარის მიერ ოჯახის წევრებისთვის ულუფების სახლში წაღების შემთხვევაში, უნდა მოსთხოვოს ოჯახის წარმომადგენელს სხვა წევრების ბარათები მათი კუთვნილი ულუფის მიღების მიზნით. აღრიცხვის გარეშე მომსახურების გაწევა ან/და აღრიცხვის მონაცემების ხელოვნურად გაზრდა გამოიწვევს მიმწოდებლის დაჯარიმებას მე-8 მუხლის შესაბამისად. აღრიცხვის სისტემის დანერგვისას სრულად უნდა იქნეს დაცული საქართველოს კანონით
„პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ გათვალისწინებული მოთხოვნები. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შემსყიდველი უფლებამოსილია დანერგოს აღრიცხვის ალტერნატიული სისტემა. ამ პუნქტით გათვალისწინებული აპარატურის (მობილური ტელეფონები და ვიდეო-სამეთვალყურეო კამერები) მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობა მომსახურების გაწევის პერიოდში ეკისრება მიმწოდებელს, მიმწოდებელი ვალდებულია, ზემოაღნიშნული ტექნიკის ფუნქციონირება უზრუნველყოს საკუთარი ხარჯებით (ინტერნეტი, სიმ ბარათი და ა.შ), ხოლო აღნიშნული ტექნიკის მისი ბრალეულობით დაზიანების შემთხვევაში, ვალდებულია საკუთარი ხარჯით დაუყოვნებლივ შეაკეთოს ან/და ჩაანაცვლოს მსგავსი მახასიათებლის მქონე ტექნიკით, რომელსაც ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ დაზიანებული ტექნიკის სანაცვლოდ გადასცემს გამგეობას. ამასთან, ტექნიკის დაზიანების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, გააგრძელოს ბენეფიციარებისთვის მომსახურების გაწევა, თუმცა ტექნიკის დაზიანების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს გამგეობას და მისი მითითების შესაბამისად განახორციელოს ბენეფიციართა აღრიცხვა.
3.7 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ამ ხელშეკრულების 3.6 პუნქტით გათვალისწინებული ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების გარდა საკუთარი ხარჯით ვიდეოთვალის მონტაჟი უშუალოდ სამზარეულოში, რომლის მეშვეობითაც ჩაწერილი ინფორმაცია მომწოდებლის მიერ უცვლელად უნდა ინახებოდეს არანაკლებ ერთი თვის განმავლობაში და შემსყიდველის
მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს გამგეობას ასანაზღაურებელი პერიოდის განმავლობაში განსახორციელებელი შესაბამისი ვიდეოჩანაწერი.
3.8 კვების პროდუქტების მიწოდებისას, შენახვისას, საკვების დამზადებისას და გაცემისას დაცული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანიტარული და ჰიგიენური ნორმები. მალფუჭებადი პროდუქტების მიწოდება უნდა მოხდეს ყოველდღიურად. სასადილომ უნდა გამოიყენოს მხოლოდ ახალი და ხარისხიანი პროდუქცია. ბენეფიციარებზე უნდა გაიცეს მიწოდების დღეს დამზადებული სადილი.
3.9 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საკვების დამზადებაზე შერჩეული პერსონალის სამედიცინო შემოწმება, ხოლო შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, წარმოუდგინოს პერსონალის ჯანმრთელობის შესახებ შესაბამისი ცნობ(ები)ა;
3.10 მენიუსა და მომსახურების გრაფიკში ცვლილების შეტანა დაუშვებელია, გარდა გამონაკლისისა, რაც წინასწარ წერილობით უნდა შეთანხმდეს გამგეობასთან და გათვალისწინებულ უნდა იქნეს ანგარიშსწორებისას;
3.11 სასადილოში, ბენეფიციართათვის თვალსაჩინო ადგილას, მიმწოდებლის მიერ განთავსებული უნდა იყოს ინფორმაცია ყოველდღიური მენიუსა და სასადილოს სამუშაო საათების შესახებ. საკვების გაცემა უნდა მოხდეს მენიუთი განსაზღვრული ულუფის წონის/მოცულობის შესაბამისად სასწორისა და ზუსტი მოცულობის განმსაზღვრელი ჭურჭლის მეშვეობით.
3.12 სასადილო უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებს, აღჭურვილი უნდა იყოს სველი წერტილით, რომლითაც ბენეფიციარებს შეეძლებათ სარგებლობა, ამავე დროს სასადილოს ფართს პერიოდულად (მინიმუმ კვარტალში ერთხელ) უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია, დეზინსექცია და დერატიზაცია, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა ინახებოდეს მიმწოდებელთან.
3.13 მიმწოდებელმა ყოველი თვის ბოლოსთვის გამგეობას უნდა წარუდგინოს ინფორმაცია იმ ბენეფიციარების შესახებ, რომელსაც გაუწია ფაქტიური მომსახურება თვის განმავლობაში.
3.14 მოსამზადებელი და ასანაზღაურებელი ულუფების (მენიუს შესაბამისი) ოდენობა განისაზღვრება გამგეობის მიერ მიმწოდებლისათვის პერიოდულად წინასწარ განსაზღვრული ოდენობის შესაბამისად
3.15 მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს სასადილოს ფუნქციონირებისათვის საჭირო შესაბამისი ინვენტარი და უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1 პუნქტით განსაზღვრული პირობებს.
4. გასაწევი მომსახურების ხარისხი
4.1 მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, რომ შესყიდვის ობიექტის ხარისხი უპასუხებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და დააკმაყოფილებს შემსყიდველის მოთხოვნებს.
5. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი (ინსპექტირება)
5.1 შემსყიდველს ან მის წარმომადგენლებს უფლება აქვთ განახორციელონ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისა და მომსახურების ხარისხის (სასადილოს ფუნქციონირებასთან, საკვები ულუფების შემადგენელი ინგრედიენტების რაოდენობის/ხარისხის და მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა საკითხის) პერიოდული ინსპექტირება, რათა დარწმუნდნენ მათ შესაბამისობაში კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებთან. შემოწმების შედეგები უნდა აისახოს სპეციალურ აქტში, რასაც ხელს აწერენ ინსპექტირების განმახორციელებელი პირები და მიმწოდებლის მხრიდან უფლებამოსილი პირი. აღნიშნული დოკუმენტი წარედგინება კონტროლზე პასუხისმგებელ პირს. საჭიროების შემთხვევაში, ინსპექტირებას ექვემდებარება ინსპექტირების ჯგუფის მიერ გამოვლენილი ან ბენეფიციართა მიერ შესაბამისი მიმართვის საფუძველზე წარმოშობილი შემთხვევა. ასევე, ინსპექტირებას ექვემდებარება მიმწოდებლის მიერ მომზადებული საკვების ხარისხი, რასთან დაკავშირებითაც უნდა განხორციელდეს შესაბამისი ექსპერტიზა, სპეციალური დაწესებულების მიერ.
5.2 მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლის (ინსპექტირების) განხორციელებისათვის აუცილებელი პერსონალისა და ტექნიკური საშუალებების გამოყოფა, ასევე უზრუნველყოს საჭირო სამუშაო პირობები. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლის მიზნით გამოიყენებს საკუთარ ან მოწვეულ პერსონალს, მის შრომის ანაზღაურებას უზრუნველყოფს თვითონ შემსყიდველი ორგანიზაცია.
5.3 ინსპექტირების შედეგად ნებისმიერი ნაკლოვანების გამოვლენის შემთხვევაში, კონტროლზე პასუხისმგებელი პირის მიერ მომზადებული ინფორმაციის საფუძველზე, გამგეობამ გონივრულ ვადაში უნდა აცნობოს მიმწოდებელს შესაბამისი წუნდების შესახებ. ინსპექტირებაზე პასუხისმგებელმა პირებმა კონტროლი უნდა გაუწიონ შესაბამისი ნაკლოვანების აღმოფხვრის მდგომარეობას.
5.4 მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კონტროლის (ინსპექტირების) შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა.
5.5 მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს შემსყიდველის მხრიდან განახორციელებენ გამგებლის მიერ ბრძანებით განსაზღვრული პირები.
6. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
6.1 შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარება განხორციელდება შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით (შემსყიდველის მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებაზე უფლებამოსილ პირებს წარმოადგენენ წინამდებარე ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.5 პუნქტში მითითებული პირები).
6.2 ყოველი თვის დასრულების შემდეგ მხარეებს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი.
6.3 მიღება-ჩაბარების აქტში უნდა განისაზღვროს შესაბამისი საანგარიშსწორებო პერიოდისთვის სასადილოში დამზადებული/შემოტანილი მენიუთი განსაზღვრული საკვების რაოდენობა და ხელშეკრულებით განსაზღვრული ერთი
ბენეფიციარის კვების ღირებულება. საანგარიშსწორებო პერიოდში სასადილოს მომსახურების დღეების რაოდენობა და ანგარიშსწორებისათვის მოთხოვნილი თანხა (მომზადებული/შემოტანილი საკვების დღიური ულუფის რაოდენობა, ერთი ბენეფიციარის დღიური კვების ღირებულებისა და საანგარისწორებო პერიოდში მომსახურების მიწოდების დღეების რაოდენობის ნამრავლი).
6.4 გაწეული მომსახურების მიღებამდე მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირების მიერ უნდა გადამოწმდეს მომწოდებლის მიერ მოთხოვნილი თანხის ფაქტიურად გაწეულ მომსახურების დამადასტურებლად წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან შესაბამისობა, რომელიც გაანგარიშებული უნდა იქნეს 6.3 პუნქტით განსაზღვრული მონაცემების მიხედვით. ამასთან გათვალისწინებულ უნდა იქნეს ინსპექტირებისას გამოვლენილ გარემოებები.
6.5 მომწოდებლის მიერ ბენეფიციარზე დღიური ულუფით გათვალისწინებული ნაწილის მიუწოდებლობა ან ნაკლები რაოდენობით/მოცულობით მიწოდება განიხილება სრული ულუფის მიუწოდებლობად, რაც შესაბამისად უნდა აისახოს მიღება-ჩაბარების აქტში.
7. ანგარიშსწორება და ანგარიშსწორების ვალუტა (ხელშეკრულების უცვლელი პირობა)
7.1 ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.
7.2 ანგარიშსწორება განხორციელდება 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით, ყოველთვიურად, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში, გამგეობის მიერ მიმწოდებლისათვის პერიოდულად წინასწარ განსაზღვრული ულუფების ოდენობის შესაბამისად.
7.3 ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელზე დაკისრებული ჯარიმის ანაზღაურებამდე, შემსყიდველი უფლებამოსილია უარი თქვას ანგარიშსწორებაზე. ამ შემთხვევაში, ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ შესაბამის ანგარიშზე ჯარიმის გადახდის შემდეგ.
7.4 წინასწარი ანგარიშსწორება (ავანსი) არ გამოიყენება.
8. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა
(საჯარიმო სანქციები, ფორმა, ოდენობა და გადახდის ვადები)
8.1 ფორს-მაჟორული პირობების გარდა, ხელშეკრულების დამდები მხარეების მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისა ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში გამოიყენება საჯარიმო სანქციები.
8.2 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში (გარდა ვადის გადაცილებისა) მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმის გადახდა ყოველ ჯერზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,05%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 500 (ხუთასი) ლარისა.
8.3 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისათვის, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,05%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 500 (ხუთასი) ლარისა.
8.4 იმ შემთხვევაში თუ ვალდებულების დარღვევა ეხება ბენეფიციართათვის მომსახურების გაწევის დღის სრულად გამოტოვებას, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,5%-ის ოდენობით, ყოველ ჯერზე.
8.5 ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ჩამოერთმევა სრულად შემსყიდველის სასარგებლოდ.
8.6 მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნა განიხილება, როგორც ვალდებულების შეუსრულებლობა და შემსყიდველი ვალდებულია გარანტორისგან გამოითხოვოს საბანკო გარანტიით გათვალისწინებული საბანკო გარანტის სრულად ანაზღაურება.
8.7 საჯარიმო სანქციით დაკისრებული თანხა გადახდილ უნდა იქნას მხარისთვის აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილების
(წერილი ჯარიმის დაკისრების თაობაზე) გაცნობიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) თვის ვადაში.
8.8 თუ შემსყიდველი არ ასრულებს წინამდებარე ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.2 პუნქტის მოთხოვნებს, მიმწოდებელი უფლებამოსილია დააკისროს შემსყიდველს პირგასამტეხლო, მიმწოდებლისათვის ჩასარიცხი თანხის 0,02%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
8.8 საჯარიმო სანქციების გადახდა არ ათავისუფლებს ხელშეკრულების მხარეებს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან.
9. ხელშეკრულების შეწყვეტა
9.1 ხელშეკრულების დამდები ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მეორე მხარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობის მოქმედების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ.
9.2 ხელშეკრულების დამდები მხარე, რომელიც მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას ვალდებულია შეატყობინოს მეორე მხარეს მიღებული გადაწყვეტილება, მისი მიღების საფუძველი და ამოქმედების თარიღი.
9.3 ხელშეკრულების შეწყვეტისას მხარეს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა მეორე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით.
9.4 ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მხარეებს დანარჩენი ვალდებულებების შესრულებისაგან.
9.5 შემსყიდველს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ, მათ შორის შემდეგ შემთხვევებში:
ა) მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ორჯერ დარღვევის შემთხვევაში;
ბ) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ის შესრულების ვადის 5 (ხუთი) კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების შემთხვევაში;
გ) თუ შემსყიდველისათვის ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იგი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;
დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, მათ შორის მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნებისმიერი ისეთი დარღვევის დროს, რაც შეუძლებელს ხდის ნორმალური სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებას, ან იწვევს შემსყიდველის ინტერესის დაკარგვას სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებისადმი.
10. ფორს-მაჟორი
10.1 ფორს-მაჟორი - სტიქიური მოვლენები, გაფიცვები, საბოტაჟი ან სხვა საწარმოო არეულობა, სამოქალაქო მღელვარება, ომი, ბლოკადა, აჯანყება, მიწისძვრა, მეწყრების ჩამოწოლა, ეპიდემია, წყალდიდობა და სხვა მსგავსი მოვლენები, რომელიც არ ექვემდებარება მხარეთა კონტროლს და რომელთა თავიდან აცილებაც მათ მიერ შეუძლებელია. ფორს-მაჟორად არ ითვლება მიმწოდებლის ფინანსური მდგომარეობის გაუარესება, თუ ეს ჩამოთვლილ მოვლენებთან არ არის დაკავშირებული. ამ დროს მხარეებს შორის ხელშეკრულების შესაბამისად გადასახდელ თანხაზე ფორს-მაჟორის შემთხვევაში გათვალისწინებული შეღავათები არ ვრცელდება.
10.2 ხელშეკრულების პირობების ან რომელიმე მათგანის მოქმედების შეჩერება ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო არ იქნება განხილული, როგორც ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა და არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას და მიმწოდებლისათვის ხელშეკრულების შესრულების გარანტიის დაუბრუნებლობას.
10.3 ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობის და შესაძლებლობის მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელნი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.
10.4 იმ შემთხვევაში თუ ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო, იცვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე პირობა, აღნიშნული ცვლილება უნდა გაფორმდეს მხარეთა წერილობითი შეთანხმების სახით.
11. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა
11.1 თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია. ამავე დროს შემსყიდველი არ არის ვალდებული წარუდგინოს მიმწოდებელს რაიმე მტკიცებულებანი იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლების გამოც წარმოიშვა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა.
11.2 ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება (მათ შორის მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულების შეწყვეტა) უნდა გაფორმდეს წერილობით - მხარეთა შეთანხმების სახით და დანართის სახით უნდა დაერთოს ხელშეკრულებას. მხარეთა წერილობითი შეთანხმება ცვლილების თაობაზე, ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.
12. ღირებულება
12.1 მხარეთა შეთანხმებით დასაშვებია ხელშეკრულების საერთო ღირებულების შეცვლა.
12.2 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად გამგეობისათვის იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
12.3 თუ ცვლილება ხორციელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით და შემსყიდველისათვის იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები, ცვლილებების ინიციატორი მხარის მიერ დეტალურად უნდა იქნეს დასაბუთებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა, ამასთან, ცვლილების აუცილებლობის გამომწვევი მიზეზის არსიდან გამომდინარე, თუკი შესაძლებელია, ცვლილების ინიციატორის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს აღნიშნული მიზეზის დამადასტურებელი დოკუმენტი (შესაბამისი ექსპერტის დასკვნა და ა. შ.)
12.4 თუკი ცვლილების ინიციატორი მიმწოდებელია, ხელშეკრულების მიმდინარეობისას ინსპექტირების ჯგუფი ამოწმებს
(თუ შესაძლებელია) რამდენად შეესაბამება რეალობას მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია.
12.5 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში, დაუშვებელია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობით გაზრდა.
12.6 ხელშეკრულების ღირებულების შეცვლა ფორმდება მხარეთა წერილობითი შეთანხმების სახით.
13. ურთიერთობა ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შორის
3.1 ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შორის უნდა ატარებდეს წერილობით ფორმას. წერილობითი შეტყობინება, რომელსაც ერთი მხარე ხელშეკრულების შესაბამისად უგზავნის მეორე მხარეს, იგზავნება საფოსტო გზავნილის სახით. ოპერატიული კავშირის დამყარების მიზნით დასაშვებია შეტყობინების მეორე მხარისათვის მიწოდება ტელეფონის, ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის გაგზავნის გზით იმ პირობით, რომ შეტყობინების ორიგინალი შემდგომში წარედგინება მეორე მხარეს უშუალოდ ან ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე საფოსტო გზავნილის გაგზავნის მეშვეობით.
13.2 ტელეფონით, ელექტრონული ფოსტით ან/და ფაქსით ურთიერთობისათვის გამოყენებულ იქნება:
ა) მიმწოდებლის შემდეგი რეკვიზიტები: ტელეფონის ნომერი --- ; საკონტ. პირი ბ-ნი --- , ელექტრონული ფოსტა: ---; ბ) შემსყიდველის შემდეგი რეკვიზიტები: ტელეფონის ნომერი: 2374519; საკონტ. პირი ქ-ნი ლალი კვანტალიანი, ელექტრონული ფოსტა: xxxxxxxxxxxxxxx@xxxxx.xxx;
13.3 ხელშეკრულებაში მონაწილე ორივე მხარე ვალდებულია, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში საკონტაქტო პირ(ებ)ის ან ინფორმაციის ცვლილება წერილობითი სახით აცნობოს მეორე მხარეს.
13.4 შეტყობინება შედის ძალაში ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს.
14. სადაო საკითხების გადაწყვეტა
14.1 ხელშეკრულების დამდები მხარეები თანხმდებიან მასზედ, რომ ხელშეკრულების ან მასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ მათ შორის წარმოქმნილი ნებისმიერი დავა შესაძლებელია გადაწყდეს მხარეთა შეთანხმებით, ხოლო ასეთის მიუღწევლობის შემთხვევაში, დავა გადაწყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს სასამართლოს მიერ.
14.2 ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლები.
14.3 ხელშეკრულება დადებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ინტერპრეტირებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.
15. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია
15.1 იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენება გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების --- ოდენობით.
15.2 მიმწოდებელს მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად გაცემული საბანკო გარანტია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრული და ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, დაუბრუნდება მხარეთა შორის შესყიდვის ობიექტის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
15.3 მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მიმწოდებლის მოთხოვნისთანავე დაუბრუნოს მას ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია.
15.4 უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია წარმოდგენილია სსიპ
„საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან
(xxxxxxxx xx. დანართის სახით).
16. ქვეკონტრაქტორი
16.1 ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია წინასწარ, წერილობით შეთანხმდეს შემსყიდველთან.
16.2 ქვეკონტრაქტორი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ტენდერით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
16.3 ამ ხელშეკრულების ფარგლებში დადებული ყველა ქვეკონტრაქტის ასლი უნდა წარედგინოს შემსყიდველს.
16.4 ამ ხელშეკრულების ფარგლებში დადებული არც ერთი ქვეკონტრაქტი არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისაგან.
17. სხვა პირობები
17.1 ამ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
17.2 ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, ოთხ ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეულს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა და ინახება ხელმომწერ მხარეებთან (ერთი პირი მიმწოდებელთან და სამი პირი შემსყიდველთან). ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მიმოწერა შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.
17.3. წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერი ცვლილება ან დამატება ძალაშია მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი წერილობითი ფორმითაა შედგენილი და ხელმოწერილი მხარეთა მიერ.
17.4 „ხელშეკრულების“ მუხლ(ებ)ი, პუნქტ(ებ)ი დანომრილია და დასათაურებულია მხოლოდ მოხერხებულობისათვის და ამ ფაქტს „ხელშეკრულების“ ინტერპრეტაციისათვის მნიშვნელობა არ ენიჭება. მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის დასათაურებაში ან დანომვრაში ცდომილების/სხვაობის არსებობის შემთხვევაში, გამოიყენება ამავე მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის შესაბამისი შინაარსის მქონე მუხლ(ებ)ი, პუნქტ(ებ)ი ან/და ქვეპუნქტ(ებ)ი.
17.5 „ხელშეკრულების“ ტექსტში მექანიკური ან/და ტექნიკური შეცდომის ან/და ხარვეზის არსებობის შემთხვევაში „მხარეთა“ მიერ, აღნიშნული შეცდომა ან/და ხარვეზი განხილული და განმარტებული უნდა იყოს „ხელშეკრულების“ შესაბამისი წინადადების (წინადადებების) ან/და შინაარსიდან გამომდინარე. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული შეცდომა ან/და ხარვეზი არ შეესაბამება „ხელშეკრულების“ სათანადო წინადადებას/წინადადებებს ან შინაარს, მას (ხარვეზი/შეცდომა) „ხელშეკრულების“ შინაარსის განმარტებასთან დაკავშირებით არ ექნება (არ მიენიჭება) რაიმე მნიშვნელობა.