Contract
ხელშეკრულება #09.06.23. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ
ქ. თბილისი 09 ივნისი 2023 წელი
ერთის მხრივ, ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი, წარმოდგენილი მისი დირექტორის xxxxxx xxxxxxxxxxxxxxx სახით (შემდგომში „შემსყიდველი“) და მეორეს მხრივ, შპს ტერმინალ ვესტ თრეიდინგი, წარმოდგენილი მისი კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი ნინო სიჭინავას სახით (შემდგომში „მიმწოდებელი“), ვხელმძღვანელობთ რა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 17.08.2015 წლის №13 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის“ მე-2 მუხლის „ა“ პუნქტისა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
1.1 ხელშეკრულების საგანია, 27 ერთეული საწვიმარი ლაბადას CPV:18200000, 18221300 (დანართი N1-ის შესაბამისად) სახელმწიფო შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
2. შესყიდვის ობიექტი
2.1 წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, შემსყიდველს მიაწოდოს დანართი N1-ით განსაზღვრული აღწერილობისა და ღირებულების „საქონელი’’.
3. ხელშეკრულების ღირებულება
3.1 საქონლის ფასი განსაზღვრულია დანართი N1-ის შესაბამისად.
3.2 წინამდებარე ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 826.20 (რვაასოცდაექვსი ლარი და 20 თეთრი) ლარს დღგ-ს ჩათვლით.
3.3. დაფინანსების წყაროს წარმოადგენს საკუთარი შემოსავლები 100%.
4. შესყიდვის ობიექტის ხარისხი და გარანტია
4.1. ,,მიმწოდებელი“ იძლევა გარანტიას მასზედ, რომ მის მიერ მოწოდებული საქონელი იქნება ახალი და არ იქნება ექსპლუატაციაში ნამყოფი, შეესაბამება წინამდებარე ხელშეკრულების მოთხოვნებს.
4.2 „მიმწოდებელი’’ იძლევა გარანტიას მასზედ, რომ უზრუნველყოფს დეფექტური საქონლის ახლით შეცვლას ან/და ხარვეზის გამოსწორებას საკუთარი ხარჯით.
4.3 „მიმწოდებელი“ იძლევა გარანტიას მასზედ, რომ მოწოდებული საქონელი იქნება ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო.
5. საქონლის მოწოდების პირობები
5.1 მიმწოდებლის მიერ საქონლის გადაცემა განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანედს 5 (ხუთი) სამუშაო დღეში (წუნდებულის შემთხვევაში მიმწოდებელი შეცვლის საკუთარი ხარჯებით 1 სამუშაო დღეში).
5.2 საქონლის მიმღებია: ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი.
5.3 მიმწოდებელის მიერ შემსყიდველისთვის საქონლის გადაცემის ადგილია: ქ. თბილისი, თემქის დასახლება, მე-11 მიკრო რაიონი, მესამე კვარტალი, ნაკვეთი 01/10 (ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი).
5.4 საქონლის ტრანსპორტირებას საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს მიმწოდებელი.
5.5 ხელშეკრულების ადმინისტრატორად განისაზღვრა: მანანა მოისწრაფიშვილი, ტელ: 557 57 88 33.
6. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
6.1 საქონელი შემსყიდველის მიერ ჩაბარებულად, ხოლო მიმწოდებლის მიერ მიწოდებულად ითვლება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შედეგად, რომელიც შედგება და დადასტურდება შემსყიდველისა და მიმწოდებლის მიერ საამისოდ უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერებით, ფაქტიურად მიწოდებული საქონლის შესაბამისად.
6.1.1 მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს შემსყიდველის მხრიდან განახორციელებს ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის დირექტორი xxxxxx xxxxxxxxxxxxxx.
6.1.2 მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს და მიღება-ჩაბარების ხელმოწერას შემსყიდველის მხრიდან განახორციელებს xxxxxx xxxxxxxxxxxxxx - ა(ა)xx xxxxxxxxxx ტრანსპორტის კოლეჯის დირექტორი.
7. ანგარიშსწორება
7.1 ანგარიშსწორების ფორმა: უნაღდო ანგარიშსწორება, კონსიგნაციით, ეროვნულ ვალუტაში.
7.2 ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის შედგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
7.3 ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება შემდეგი დოკუმენტების საფუძველზე:
• მიღება-ჩაბარების აქტი;
• სასაქონლო ზედდებული;
• საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში).
8. ,,შემსყიდველის’’ უფლება-მოვალეობანი
8.1. ,,შემსყიდველს’’ უფლება აქვს, მოსთხოვოს ,,მიმწოდებელს“ საქონლის შეუფერხებელი მიწოდება, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ,,მიმწოდებელის“ ყველა და ნებისმიერი ვალდებულების შესრულება და ,,შემსყიდველის’’ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებების რეალიზაციისათვის ხელშეწყობა.
8.2. ,,შემსყიდველს’’ უფლება აქვს, შეამოწმოს მიწოდებული საქონლის ხარისხი და ხარვეზის შემთხვევაში მოსთხოვოს
,,მიმწოდებელს’’ ხარვეზის აღმოფხვრა ,,მიმწოდებლისავე’’ ხარჯზე ან დეფექტური საქონლის ახლით შეცვლა.
8.3. ,,შემსყიდველი’’ ვალდებულია აუნაზღაუროს ,,მიმწოდებელს“ მის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვით ,,მიწოდებული“ საქონლის ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღირებულება.
9. ,,მიმწოდებლის’’ უფლება-მოვალეობანი
9.1. ,,მიმწოდებელს’’ უფლება აქვს მოსთხოვოს ,,შემსყიდველს’’ ამ ხელშეკრულების შესაბამისად და დადგენილი წესით მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურება.
9.2 ,,მიმწოდებლი’’ ვალდებულია ,,შემსყიდველის’’ მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ, საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას მიწოდებულ საქონელში არსებული ხარვეზი ან/და მოახდინოს წუნდებული საქონლის ახლით შეცვლა.
9.3. ,,მიმწოდებელი’’ ვალდებულია შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები.
10. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
10.1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
11. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა
11.1 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადების გადაცდენის შემთხვევაში, ყოველი დაგვიანებული დღისთვის, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო 0,1 %-ის ოდენობით. ამასთან, xxxxxxxxxxxxxx დარიცხვა შეწყდება მას შემდეგ, რაც დარიცხული თანხა მიაღწევს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5 %-ს.
11.2 იმ შემთხვევაში თუ ვადების გადაცდენისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების 3%-ს, შემსყიდველს უფლება აქვს შეწყვიტოს ხელშეკრულება.
11.3 მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით.
11.4 ხელშეკრულების ფარგლებში გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მაქსიმალური ზღვრული ოდენობა, რომელიც შეიძლება დაეკისროს მიმწოდებელს, შეადგენს ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 5%-ს.
12. ფორს-მაჟორი
12.1 წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე არც ერთი მხარე არ აგებს პასუხს მეორე მხარის წინაშე და თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან საკუთარი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების გამო, თუ ამის მიზეზი გახდა საგანგებო ხასიათის მქონე გადაულახავი ძალა, რომლის წარმოშობაზე ხელშეკრულების მონაწილე მხარეები პასუხს არ აგებენ და რომლის არსებობის ან წარმოშობის შესახებ წინამდებარე ხელშეკრულების დადების მომენტში არ შეეძლოთ სცოდნოდათ.
12.2 გადაულახავ ძალად ჩაითვლება შემდეგი (და არა მხოლოდ):
ა) სტიქიური უბედურებანი (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა, შტორმი და სხვა);
ბ) გამოცხადებული ან გამოუცხადებელი ომი, სამოქალაქო არეულობა, ნებისმიერი სახის საომარი მოქმედებები, საგანგებო მდგომარეობა;
გ) ეპიდემიები;
დ) ბლოკადა ან ნებისმიერი ეკონომიკური ემბარგო;
ე) ხელისუფლების ნებისმიერი ერთეულის ან ხელისუფლების მიერ საამისოდ კომპეტენტურად განსაზღვრული ორგანოს გადაწყვეტილება და ისეთი ნორმატიული აქტების გამოცემა, რომლებიც ზემოქმედებენ მხარეების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე და ცვლიან, წყვეტენ ან აჩერებენ წინამდებარე ხელშეკრულების დებულებებსა და პირობებს.
12.3. ფორს-მაჟორული მოვლენა დადასტურებული უნდა იქნეს კომპეტენტური ორგანოს მიერ.
12.4. ფორს-მაჟორული მოვლენების წარმოშობის შესახებ მხარემ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მეორე მხარეს მის ხელთ არსებული საკომუნიკაციო საშუალებებით (ტელეფონი, ფოსტა, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა, კურიერი და სხვა) და წარუდგინოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ფორს-მაჟორული გარემოების არსებობისა და ხანგრძლივობის მითითებით.
12.5. ფორს-მაჟორული გარემოებების შეწყვეტისთანავე მხარეები დაუყოვნებლივ აგრძელებენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
12.6. ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობის პირობებში, ვალდებულებების შესრულების პერიოდი შეჩერდება იმ დროით, რა დროსაც გასტანა ასეთმა გარემოებებმა, თუ მხარეთა შორის არ იქნა მიღწეული სხვაგვარი შეთანხმება.
თუ მხარეების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა გაგრძელდა სამ თვეზე მეტ ხანს, თითოეული მხარე უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედება, შეწყვეტის სავარაუდო თარიღამდე არანაკლებ ორი კვირით ადრე წერილობითი შეტყობინების გაგზავნით (ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით) ან სხვა ხელმისაწვდომი საშუალებით, რომელიც მიწოდებული იქნება მხარის მიერ იმ მისამართზე, რომელიც მითითებულ იქნა
,,შემსყიდველის« პირველადი რეგისტრაციის დროს.
13. დავები და მათი გადაწყვეტის წესი
13.1. ხელშეკრულების შესრულებისას მხარეთა შორის წამოჭრილი დავები ან აზრთა სხვადასხვაობა შესაძლებელია გადაწყვეტილ იქნას ორივე მხარის ერთობლივი მოლაპარაკების საფუძველზე.
13.2. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში მხარეები მიმართავენ სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
14. ხელშეკრულების პირობების გადასინჯვის შესაძლებლობა
14.1. წინამდებარე ხელშეკრულების პირობების, მათ შორის, ფასის შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილებების შედეგად იზრდება ხელშეკრულების საერთო ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები ,,შემსყიდველი“ ორგანიზაციისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების პირობების გადასინჯვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
15. სხვა პირობები
15.1 მხარეები აუნაზღაურებენ ერთმანეთს მიყენებულ ზარალს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
15.2. არც ერთ მხარეს არა აქვს უფლება გადასცეს მესამე პირს თავისი უფლებები და მოვალეობები, მეორე მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე.
15.3 ,,შემსყიდველი“ იტოვებს უფლებას შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ ის 2 კვირით ადრე წერილობით შეატყობინებს მიმწოდებელს ამის შესახებ.
15.4 ყველა ის შემთხვევა და პირობა, რომელიც გათვალისწინებული არ არის წინამდებარე ხელშეკრულებით, განიხილება და გადაწყდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
15.5 წინამდებარე ხელშეკრულების ყველა პირობა და დებულება ვრცელდება და სავალდებულოა მხარეთა უფლებამონაცვლეთათვის, სამართალ-მემკვიდრეთათვის, წარმომადგენელთათვის, რწმუნებულებისა და მუშაკებისთვის.
15.6 წინამდებარე ხელსეკრულება მოიცავს მხარეთა შორის არსებულ ყველა წინასწარ შეთანხმებას და შესაბამისად წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე ძალას კარგავს მხარეთა შორის წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერამდე არსებული და წინამდებარე ხელშეკრულების საგანთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი, მიმოწერა და ზეპირი შეთანხმება.
15.7 წინამდებარე ხელშეკრულების ყველა დამატება, ცვლილება და შესწორების ყველა დანართი წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
15.8 თუ წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შეიცვლება წინამდებარე ხელშეკრულების მე-16 მუხლში მითითებული რომელიმე რეკვიზიტი, მხარე მოვალეა დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს აღნიშნულის შესახებ მეორე მხარეს.
15.9 მოქმედი კანონმდებლობის ცვლილება, რომელიც ცვლის ან აუქმებს წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე დებულებას, არ იწვევს მთლიანად ხელშეკრულების ან მისი სხვა ნაწილის გაუქმებას. მხარეები ვალდებულნი არიან შეუსაბამო ან ბათილი დებულება შეცვალონ ისეთი დებულებით, რომელიც ყველაზე უკეთ ასახავს კანონმდებლობასთან შეუსაბამო ან ბათილი დებულების არსს.
15.10. მხარეებს შეუძლიათ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ორმხრივად შეწყვიტონ წინამდებარე ხელშეკრულება მისი მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე.
15.11. ,,შემსყიდველს“ უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება მისი მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე, ან უარი განაცხადოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, თუ ,,მიმწოდებელი“ არ ასრულებს ამ ხელშეკრულებით მასზე დაკისრებულ მოვალეობას.
15.12. მესამე პირთან ურთიერთობაში მხარეები მოქმედებენ თავიანთი სახელით, ხარჯებითა და რისკით.
15.13. წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერი ცვლილება ან დამატება ძალაშია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის წერილობითი ფორმითაა შედგენილი და ხელმოწერილია მხარეთა მიერ.
16. მხარეთა იურიდიული მისამართები და რეკვიზიტები:
„შემსყიდველი”
ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი
ქ. თბილისი, თემქის დასახლება, მე-11 მიკრო რაიონი, მესამე კვარტალი, ნაკვეთი 01/10
ს/კ: 402019917
სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი:TRESGE22
ანგარიშის № XX00XX0000000000000000
xxxxxx xxxxxxxxxxxxxx დირექტორი
„მიმწოდებელი“
შპს ტერმინალ xxxx xxxxxxxxx მის: თბილისი, თვალჭრელიძის 2 ს.კ.406119178
სს „თიბისი ბანკი“ ბანკის კოდი: XXXXXX00
ანგარიშის XX00XX0000000000000000
ტელ: +995 x000000000
ნინო სიჭინავა კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
დანართი #1 | |||||||
ფასების ცხრილი | |||||||
# | CPV | შესყიდვის ობიექტის დასახელება | ტექნიკური მახასიათებელი | რაოდენობა | განზომილება | ერთეულის ღირებულება | ჯამი |
1 | 18221300 | ლაბადა | ლურჯი ფერის საწვიმარი ლაბადა FY2301/BLUE XXL | 27 | ცალი | 30.60 | 826.20 |
სულ xxxx(დღგს-გათვალისწინებით): | 826.20 |
„შემსყიდველი”
ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი
ქ. თბილისი, თემქის დასახლება, მე-11 მიკრო რაიონი, მესამე კვარტალი, ნაკვეთი 01/10
ს/კ: 402019917
xxxxxx xxxxxxxxxxxxxx დირექტორი
„მიმწოდებელი“
შპს ტერმინალ xxxx xxxxxxxxx მის: თბილისი, თვალჭრელიძის 2 ს.კ.406119178
ნინო სიჭინავა კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი