Contract
ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №167
ქ. თბილისი
1. ხელშეკრულების დამდები მხარეები
ერთის მხრივ შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური (მის: ქ. თბილისი, ინგოროყვას ქუჩა N7, საბანკო რეკვიზიტები: სახელმწიფო ხაზინა, კოდი - TRESGE22, საიდ. კოდი - 205350699), შემდგომში წოდებული „შემსყიდველად“, წარმოდგენილი სამსახურის უფროსის xxxxxxxx xxxxxxxxxxxx სახით და მეორეს მხრივ
მიმწოდებელი: შპს ,,კავკასია პლიუსი“, საიდენტიფიკაციო კოდი: 205083201
მისამართი, xxxxxxxx: მის: ქ. თბილისი, ქ. წამებულის N41 ქ. N4; ტელ: 595 15 05 01
დირექტორი: xxxxxx xxxxxxxxxxxxxx xxxxxxx xxxxxxxxxxx: სს ,,პროკრედიტ ბანკი“; ბანკის კოდი: MIBGGE22 ა/ა XX00XX0000000000000000
ორივე ერთად წოდებული როგორც „მხარეები“, ვმოქმედებთ, რა საქართველოს კანონმდებლობისა და ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 10 მარტის თანხმობის (SMP200000766) საფუძველზე, ვთანხმდებით სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობებზე და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების თაობაზე.
2. ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტი, შესყიდვის საშუალება, ხელშეკრულების ღირებულება და ხელშეკრულების მოქმედების ვადა
2.1. ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტია: 2019 წლის 3 ივლისის №59 ბრძანების შესაბამისად სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 24 საათიან რეჟიმზე მომუშავე (სამორიგეო ცვლა) თანამშრომლებისათვის დაკონსერვებული ლორის ძეხვის შესყიდვა (ინფორმაცია საქონლის დასახელების, ტექნიკური მახასიათებლების, რაოდენობისა და ერთეულის ღირებულების შესახებ მოცემულია ფასების ცხრილში, რომელიც თან ერთვის ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს (იხ. დანართი N1, 1 (ერთი) ფურცელი) CPV-15100000.
2.2. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 264 361.80 (ორასსამოცდაოთხი ათას სამასსამოცდაერთი 80 თეთრი) ლარს. ხელშეკრულების ღირებულება მოიცავს, როგორც შესყიდვის ობიექტის ღირებულებას, ასევე წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ გაწეულ ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.
2.3. ხელშეკრულება ძალაშია ხელშეკრულების გაფორმებიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
3. შესყიდვის ობიექტის მიწოდების პირობები, ვადა და ადგილი
3.1. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა: 2020 წლის 1 აპრილიდან 2020 წლის 31 მაისის ჩათვლით.
3.2. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილი: ქ. თბილისი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია.
3.3. მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო შესყიდვის ობიექტის მიწოდება მოქმედი ყველა საჭირო ნორმების, სტანდარტების, წესებისა და მოთხოვნების დაცვით.
4. შესყიდვის ობიექტის ხარისხი და გარანტია
4.1. მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, რომ შესყიდვის ობიექტის ხარისხი უპასუხებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და დააკმაყოფილებს შემსყიდველის მოთხოვნებს. ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს დადგენილ სტანდარტებს.
5. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
5.1. შემსყიდველს ან მის წარმომადგენლებს უფლება აქვთ განახორციელონ ტექნიკური კონტროლი ან/და, რათა დარწმუნდნენ მათ შესაბამისობაში კონტრაქტით გათვალისწინებულ ტექნიკურ პირობებთან.
5.2. მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლის განხორციელებისათვის აუცილებელი პერსონალისა და ტექნიკური საშუალებების გამოყოფა, ასევე უზრუნველყოს საჭირო სამუშაო პირობები. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლის მიზნით გამოიყენებს საკუთარ ან მოწვეულ პერსონალს, მის შრომის ანაზღაურებას უზრუნველყოფს თვითონ შემსყიდველი ორგანიზაცია.
5.3. შემსყიდველი შესყიდვის ობიექტის მიწოდების კონტროლს ახდენს სისტემატიურად, საკუთარი შეხედულებისამებრ. კონტროლი ხორციელდება როგორც შუალედური ფორმით - შესყიდვის ობიექტის მიწოდების
პროცესში, ისე მისი დამთავრების შემდგომ. შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ხელშეკრულების მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე მოახდინოს დამატებითი კვლევა.
5.4. მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კონტროლის შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა და წუნდებული საქონლის შეცვლა.
5.5. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს შემსყიდველის მხრიდან განახორციელებს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფლებამოსილი პირ(ებ)ი.
5.6 მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლი შემსყიდველის მხრიდან შესაძლებელია აგრეთვე განახორციელოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის მიზნით შექმნილმა ინსპექტირების ჯგუფმა.
6. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
6.1. შესყიდვის ობიექტის მიღება - ჩაბარება განხორციელდება ერთ ეტაპად, შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით.
6.2. შემსყიდველის მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაბამისი უფლებამოსილი პირ(ებ)ი. მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების პარალელურად, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოუდგინოს შემსყიდველს შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაცია (მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად).
6.3. იმ შემთხვევაში, თუ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმება შესაძლებელია განხორციელდეს მომდევნო სამუშაო დღეს, რაც არ ჩაითვლება მიმწოდებლის მხრიდან ვადის გადაცილებად.
7. ანგარიშსწორება და ანგარიშსწორების ვალუტა
7.1. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.
7.2. ანგარიშსწორება განხორციელდება 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით, ფაქტიურად მიწოდებული საქონლის მიხედვით. მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან, შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში) გამოწერისა და შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება- საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საფინანსო უზრუნველყოფისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის საფინანსო სამმართველოში წარმოდგენის შემდეგ არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. თუ ანგარიშსწორების განხორციელების ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ ანგარიშსწორება განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს.
7.3. წინასწარი ანგარიშსწორება (ავანსი) არ გამოიყენება.
8. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა
(საჯარიმო სანქციები, ფორმა, ოდენობა და გადახდის ვადები)
8.1. ფორს-მაჟორული პირობების გარდა, ხელშეკრულების დამდები მხარეების მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისა ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში გამოიყენება საჯარიმო სანქციები.
8.2. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების (გარდა შესრულების ვადის დარღვევისა) შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმის გადახდა ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0.10%-ის ოდენობით.
8.3. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.10%-ის ოდენობით.
8.4. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ის ოდენობით.
8.5. საჯარიმო სანქციით დაკისრებული თანხა გადახდილ უნდა იქნას მხარისთვის აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილების (წერილი ჯარიმის დაკისრების თაობაზე) გაცნობიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) თვის ვადაში.
8.6. საჯარიმო სანქციების გადახდა არ ათავისუფლებს ხელშეკრულების მხარეებს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან.
9. ხელშეკრულების შეწყვეტა
9.1. ხელშეკრულების დამდები ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მეორე მხარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ.
9.2. ხელშეკრულების დამდები მხარე, რომელიც მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას ვალდებულია შეატყობინოს მეორე მხარეს მიღებული გადაწყვეტილება, მისი მიღების საფუძველი და ამოქმედების თარიღი.
9.3. ხელშეკრულების შეწყვეტისას მხარეს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა მეორე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით.
9.4. ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მხარეებს დანარჩენი ვალდებულებების შესრულებისაგან.
9.5. შემსყიდველს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ, მათ შორის შემდეგ შემთხვევებში:
ა) მიმწოდებლის მიერ შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადის 20 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების შემთხვევაში;
ბ) თუ შემსყიდველისათვის ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იგი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;
გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, მათ შორის მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნებისმიერი ისეთი დარღვევის დროს, რაც შეუძლებელს ხდის ნორმალური სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებას, ან იწვევს შემსყიდველის ინტერესის დაკარგვას სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებისადმი.
9.6. ამ მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებში მითითებულ შემთხვევებში შემსყიდველი ვალდებულია აუნაზღაუროს მიმწოდებელს ფაქტიურად მიწოდებული საქონლის ღირებულება.
10. ფორს-მაჟორი
10.1. ფორს-მაჟორი - სტიქიური მოვლენები, გაფიცვები, საბოტაჟი ან სხვა საწარმოო არეულობა, სამოქალაქო მღელვარება, ომი, ბლოკადა, აჯანყება, მიწისძვრა, მეწყრების ჩამოწოლა, ეპიდემია, წყალდიდობა და სხვა მსგავსი მოვლენები, რომელიც არ ექვემდებარება მხარეთა კონტროლს და რომელთა თავიდან აცილებაც მათ მიერ შეუძლებელია. ფორს-მაჟორად არ ითვლება მიმწოდებლის ფინანსური მდგომარეობის გაუარესება, თუ ეს ჩამოთვლილ მოვლენებთან არ არის დაკავშირებული.
10.2. ხელშეკრულების პირობების ან რომელიმე მათგანის მოქმედების შეჩერება ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო არ იქნება განხილული, როგორც ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა და არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას და მიმწოდებლისათვის ხელშეკრულების შესრულების გარანტიის დაუბრუნებლობას.
10.3. ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ, რომელსაც თან უნდა ახლდეს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მათ შორის, საჯარო სამართლის კორპორაცია
„საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის“ დასკვნა ფორს-მაჟორის დადასტურების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობის მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელნი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.
10.4. იმ შემთხვევაში თუ ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო, იცვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე პირობა, აღნიშნული ცვლილება უნდა გაფორმდეს მხარეთა წერილობითი შეთანხმების სახით.
11. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა
11.1. თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია. ამავე დროს შემსყიდველი არ არის ვალდებული წარუდგინოს მიმწოდებელს რაიმე მტკიცებულებანი იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლის გამოც წარმოიშვა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა.
11.2. ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება (მათ შორის მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულების შეწყვეტა) უნდა გაფორმდეს წერილობით - მხარეთა შეთანხმების სახით და დანართის სახით უნდა დაერთოს ხელშეკრულებას. მხარეთა წერილობითი შეთანხმება ცვლილების თაობაზე, ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.
11.3. ხელშეკრულების საბოლოო ღირებულება განისაზღვრება ფაქტობრივად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის ღირებულების შესაბამისად, რაც არ საჭიროებს დამატებით შეთანხმებას.
12. უფლებების გადაცემა
12.1. ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების მთლიანი ან ნაწილობრივი გადაცემა ფორმდება მხარეთა წერილობითი შეთანხმებით (შემსყიდველი - მიმწოდებელი - მესამე პირი).
12.2. დაუშვებელია ხელშეკრულებაში მიმწოდებლის ჩანაცვლება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა (ორგანიზაციის შერწყმა, გაყოფა და სხვ.)
13. ღირებულება
13.1. მხარეთა შეთანხმებით დასაშვებია ხელშეკრულების საერთო ღირებულების შეცვლა.
13.2. მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად შემსყიდველი ორგანიზაციისათვის იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
13.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში დაუშვებელია თავდაპირველად დადებული ხელშეკრულების ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობით გაზრდა.
13.4. ხელშეკრულების ღირებულების შეცვლა ფორმდება მხარეთა წერილობითი შეთანხმების სახით.
14. ურთიერთობა ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შორის
14.1. ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შორის უნდა ატარებდეს წერილობით ფორმას. წერილობითი შეტყობინება, რომელსაც ერთი მხარე ხელშეკრულების შესაბამისად უგზავნის მეორე მხარეს, იგზავნება საფოსტო გზავნილის სახით. ოპერატიული კავშირის დამყარების მიზნით დასაშვებია შეტყობინების მეორე მხარისათვის მიწოდება ტელეფონის, ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის გაგზავნის გზით იმ პირობით, რომ შეტყობინების ორიგინალი შემდგომში წარედგინება მეორე მხარეს უშუალოდ ან ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე საფოსტო გზავნილის გაგზავნის მეშვეობით.
14.2. შეტყობინება შედის ძალაში ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს.
15. სადაო საკითხების გადაწყვეტა
15.1. ხელშეკრულების დამდები მხარეები თანხმდებიან მასზედ, რომ ხელშეკრულების ან მასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ მათ შორის წარმოქმნილი ნებისმიერი დავა შესაძლებელია გადაწყდეს მხარეთა შეთანხმებით, ხოლო ასეთის მიუღწევლობის შემთხვევაში, დავა გადაწყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს სასამართლოს მიერ
15.2. ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლები.
15.3. შემსყიდველს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა მეორე მხარის მიერ ხელშეკრ ულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით/ვალდებულების დარღვევით (მათ შორის უხარისხო შესრულებით).
15.4. ხელშეკრულება დადებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ინტერპრეტირებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.
16. სხვა პირობები
16.1. ამ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
16.2. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე. ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მიმოწერა შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.
16.3. წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერი ცვლილება ან დამატება ძალაშია მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი წერილობითი ფორმითაა შედგენილი და ხელმოწერილი მხარეთა მიერ.
16.4. „ხელშეკრულების“ მუხლ(ებ)ი, პუნქტ(ებ)ი დანომრილია და დასათაურებულია მხოლოდ მოხერხებულობისათვის და ამ ფაქტს „ხელშეკრულების“ ინტერპრეტაციისათვის მნიშვნელობა არ ენიჭება. მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის დასათაურებაში ან დანომვრაში ცდომილების/სხვაობის არსებობის შემთხვევაში, გამოიყენება ამავე მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის შესაბამისი შინაარსის მქონე მუხლ(ებ)ი, პუნქტ(ებ)ი ან/და ქვეპუნქტ(ებ)ი.
16.5. „ხელშეკრულების“ ტექსტში მექანიკური ან/და ტექნიკური შეცდომის ან/და ხარვეზის არსებობის შემთხვევაში
„მხარეთა“ მიერ, აღნიშნული შეცდომა ან/და ხარვეზი განხილული და განმარტებული უნდა იყოს
„ხელშეკრულების“ შესაბამისი წინადადების (წინადადებების) ან/და შინაარსიდან გამომდინარე. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული შეცდომა ან/და ხარვეზი არ შეესაბამება „ხელშეკრულების“ სათანადო წინადადებას/წინადადებებს ან შინაარს, მას (ხარვეზი/შეცდომა) „ხელშეკრულების“ შინაარსის განმარტებასთან დაკავშირებით არ ექნება (არ მიენიჭება) რაიმე მნიშვნელობა.
მხარეები
მიმწოდებელი:
შპს ,,კავკასია პლიუსი“
დირექტორი xxxxxx xxxxxxxxxxxxxx
შემსყიდველი:
საგანგებო სიტიაციების მართვის სამსახური სამსახურის უფროსი xxxxxxxx xxxxxxxxxxx
დანართი №1 | ||||||||
N | შესასყიდი ობიექტის დასახელება | განზომილება | რაოდენობა | ერთეულის ღირებულება (ლარი) | საერთო ღირებულება (ლარი) | მიწოდების ვადები | ვარგისიანობის ვადა | მიწოდების ადგილი |
1 | დაკონსერვებული xxxxx xxxxx (200 გრამიან შეფუთვაში) | ცალი | 71065 | 3.72 | 264,361.80 | 2020 წლის 1 აპრილიდან 2020 წლის 31 მაისის ჩათვლით | მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წელი | ქ. თბილისი, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია |
სულ ჯამი: | 264,361.80 |