Contract
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №
ქ.თბილისი 2018წელი
ერთი მხრივ, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – „შემსყიდველი“) წარმოდგენილი თავმჯდომარის მოადგილის xxxxx xxxxxxxxxxxx სახით და მეორე მხრივ, (შემდგომში – „მიმწოდებელი“) წარმოდგენილი დირექტორის , „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთავმჯდომარის2011წლის7აპრილის№9ბრძანებისსაფუძველზე,ვდებთხელშეკრულებას შემდეგზე:
1. გამოყენებული ტერმინების განმარტებები ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
1.1 `ხელშეკრულება სახელმწიფოშესყიდვის შესახებ~ (შემდგომში – `ხელშეკრულება~) - შემსყიდველსა და
მიმწოდებელს შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ, მასზე თანდართული ყველა დოკუმენტით და ასევე სხვა დოკუმენტაციით, რომლებზეც ხელშეკრულებაში არის მინიშნებები.
1.2 `ხელშეკრულებისღირებულება~ - საერთოთანხა, რომელიცუნდაგადაიხადოსშემსყიდველმამიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულიშესრულებისათვის.
1.3 „დღე“, „კვირა“, „თვე“ - კალენდარული დღე, კვირა, თვე.
1.4 „შემსყიდველი“ - ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს შესყიდვას.
1.5 „მიმწოდებელი“ - პირი, რომელიც ახორციელებს მომსახურების გაწევას ამ ხელშეკრულების ფარგლებში.
1.6 „მომსახურება“ - წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების საგანი.
2. ხელშეკრულების საგანი
სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით („მევენახეობის განვითარების ღონისძიებები“ ქვეპროგრამით) გურჯაანის რაიონის მუნიციპალიტეტში არსებული ვენახების (საერთო საორიენტაციო ფართობი 4500 ჰექტარი) საკადასტრო აზომვითი მომსახურების შესყიდვა (კლასიფიკატორის CPV- 71354300 კოდი) ელექტრონული ტენდერის საშუალებით.(სატენდერო განცხადების ნომერი SPA170007612). ხელშეკრულებას თან ახლავს დანართი
№ 1 და დანართი№ 2, რომლებიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
3. მომსახურების გაწევის ვადები და ადგილი
3.1. მომსახურების გაწევის ვადები: არაუგვიანეს 2018 წლის ---;
3.2. მომსახურების გაწევის ადგილი: საქართველო, ახმეტის რაიონის მუნიციპალიტეტი.
4. ხელშეკრულების ღირებულება
4.1 ხელშეკრულების საერთო საორიენტაციო ღირებულება შეადგენს --- ( ) ლარს.
4.2 აზომვითი მომსახურების ერთეულის ღირებულებები მითითებულია დანართში №1, რომელიც თან ახლავს ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
4.3 ხელშეკრულების ღირებულება მოიცავს როგორც მომსახურების ღირებულებას, ასევე ამ ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ გაწეულ ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.
4.4 ფასების ცვლილების შემთხვევაში ამ ხელშეკრულების მხარემ, მეორე მხარეს უნდა აცნობოს წერილობით, რომელსაც უფლება აქვს არ დაეთანხმოს აღნიშნულ ცვლილებაზე.
5. მხარეთა ვალდებულებები
5.1. მიმწოდებელი ვალდებულია:
5.1.2 გამარჯვებულმაპრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს გურჯაანის რაიონის მუნიციპალიტეტში არსებული ვენახების(საერთოსაორიენტაციოფართობი4500ჰექტარი)საკადასტროაზომვადააზომვითინახაზისელ.
ფორმითა და ალბომის სახით წარმოდგენა.
ა) გურჯაანის რაიონის მუნიციპალიტეტში არსებული ვენახების ნაკვეთების ორთოფოტოების მომზადება გაფოთლილ პერიოდში (აეროფოტოგადაღება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ პერიოდში), საკადასტრო აზომვა, აზომვითი ნახაზების ელ. ფორმითა და ალბომის სახით წარმოდგენა;
ბ) ვენახის მფლობელების და ვენახების შესახებ საანკეტო ინფორმაციის შეკრება.
გ) ახლად შეგროვებული ინფორმაციის (ვენახების ნაკვეთები და მესაკუთრეების) ატვირთვა ვენახების კადასტრის არსებულ მონაცემთა ბაზაში.
5.1.3გამარჯვებულმაპრეტენდენტმაუნდაუზრუნველყოსშემდეგიქმედებებიაზომილიმიწისნაკვეთების (ვენახების) შესახებ:
ა. თითოეული ვენახის ნაკვეთი მოხაზული უნდა იქნეს „საქართველოს ვენახების კადასტრის საერთო კონცეფციის“ ძირითადი პრინციპების მიხედვით.
ბ.თითოეულივენახისნაკვეთისშესახებშეგროვებულიუნდაიქნესსაანკეტომონაცემებისნაკრებიდანართ2-ში მოყვანილი პარამეტრებისმიხედვით:
• ვენახის ნაკვეთის ნომერი - თანმიმდევრულინომერი მინიჭებული პროგრამის მიერ
• საიდენტიფიკაციო კოდი - უნიკალური ნომერი შედგენილი 13 ციფრისაგან, რომელიც შეესაბამება ნაკვეთის შემომსაზღვრელი პოლიგონის შიგნით მდებარე წერილის კოორდინატებს (X, Y) და გადმოცემულია მეტრებში გამოხატული სააკორდინაციო სისტემისსაშუალებით.
• ვენახის ადგილმდებარეობა ადმინისტრაციული საზღვრებისა და მევენახეობის ზონების მიხედვით.
• მანძილი რიგთაშორის და მცენარეთა შორის
• მცენარეთა რაოდენობაჰექტარზე
• გამოკლებულ მცენარეთარაოდენობა
• ვაზის ჯიში
• საძირე
• დარგვის წელი
• ვენახის მდეგომარეობა (სუსტი, საშუალო და კარგი)
• ვაზების ფორმირებისსისტემა
• რწყვის ტიპი
• პროდუქციის ტიპი (საღვინე/ სუფრის ყურძენი/საძირე)
• კულტივირების ტიპი (მხოლოდ ვაზის კულტივირება / თანამდევი კულტურის არსებობა)
• ვენახის ნაკვეთის ფართობის დადგენა
• ვენახის დეკლარირებული ფართობის (მევენახის მიერ დასახელებული ფართობი) მითითება ჰექტრებში გ. გურჯაანის რაიონში არსებული ადგილწარმოშობისზონების მონიშვნა რუკაზე.
დ. მესაკუთრის და/ან მფლობელის დადგენა, მისი საიდენტიფიკაციო / საკონტაქტო ინფორმაციის მოპოვება და საკუთრების ტიპის დადგენა ვენახის ნაკვეთისათვის დანართი N2-ის შესაბამისად.
ე. გეოგრაფიულიინფორმაცია შეკრეფილი უნდა იქნეს EPSG: 32638: WGS84/ UTM ZONE 38 N სისტემისმიხედვით.
ვ) ფერადი ციფრული ორთოფოტოების დამზადება, რეზოლუცია პიქსელის ზომა 15 სმ-მდე. ტერიტორიაზე მიბმის სიზუსტე ± 2.5 სმ.
ზ.გეოგრაფიულმონაცემთაშეკრებაუნდაგანხორციელდესისეთფორმატში(ESRIgeodatabaseანSHP),რომელიც საშუალებას მოგვცემსრომისგადაყვანილიიქნესOracleSpatial-ისსივრცულფორმატში.თ)შეასრულოსამ ხელშეკრულებით მასზე დაკისრებული სხვა ვალდებულებები.
5.2 შემსყიდველი ვალდებულია:
ა) დროულად განიხილოს „მიმწოდებლის“ მიერ წარმოდგენილი წინადადებები, რომლებიც
დაკავშირებულია ხელშეკრულების შესრულებასთან;
ბ) ხელშეკრულების პირობების შესაბამისად უზრუნველყოს მიმწოდებელთან ანგარიშსწორება;
გ) მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით დროულად მიაწოდოს მას შესაბამისიინფორმაცია;
დ) განახორციელოს ამ ხელშეკრულებით მასზე დაკისრებული სხვა ვალდებულებები.
5.3 მიმწოდებელს უფლება აქვს მოითხოვოს შემსყიდველისგან მომსახურების ღირებულების ანაზღაურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით.
5.4 შემსყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს მიმწოდებლისაგან ნაკისრი ვალდებულებების დროული, ხარისხიანი და ჯეროვანი შესრულება.
6. ხარისხი
გაწეული მომსახურების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს ხელშეკრულებეით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
7. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
7.1 შემსყიდველი უფლება აქვს, მომსახურების გაწევის ნებისმიერ ეტაპზე, განახორციელოს ამ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი. ასეთ შემთხვევაში, კონტროლს განახორციელებს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ვენახების აღრიცხვისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი – xxxxx xxxxxxx;
7.2 შემსყიდველის შესაბამისი წარმომადგენლის (წარმომადგენლები, საჭიროების შემთხვევაში ასევე მოწვეული ექსპერტი) მიერ არასათანადო მომსახურების აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან დაუყოვნებლივ გამოასწოროს წუნი. იმ შემთხვევაში თუ არასათანადო მომსახურების (წუნის) გამოსწორებაშეუძლებელიადაშემსყიდველსუკვეგადახდილიაქვსმომსახურებისღირებულება,მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს დაუბრუნოს აღნიშნული არასათანადო (წუნდებული) მომსახურების ღირებულება; 7.3 ამ მუხლის 7.2 პუნქტით გათვალისწინებული არასათანადო მომსახურების გამოსწორება უნდა განხორციელდეს ამ
ხელშეკრულების ვადის გასვლამდე.
8. მომსახურების მიღება-ჩაბარების წესი
მომსახურების მიღება დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტით. მიღება-ჩაბარების აქტი ფორმდება წერილობითი ფორმით, მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერით.
9. ანგარიშსწორება
9.1 ანგარიშსწორება განხორციელდება შემდეგი პირობებით: ა) ანგარიშსწორების ვალუტა – ლარი;
ბ) ანგარიშსწორების ფორმა – უნაღდო, ამ ხელშეკრულებაში მითითებული მიმწოდებლის საბანკო რეკვიზიტების შესაბამისად.
9.2 შემსყიდველი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს მიმწოდებელს ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ღირებულება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, მისი გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
9.3 თუ ანგარიშსწორების განხორციელების ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, ანგარიშსწორება განხროციელდება მომდევნო სამუშაო დღე.
10. ხელშეკრულების შესრულების შეფერხება
თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ მხარეებს წარმოეშობათ რაიმე ხელშემშლელი გარემოება, რაც აფერხებს ხელშეკრულების პირობების შესრულებას, მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შემაფერხებელი ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ. შეტყობინების მიმღებმა მხარემ გონივრულ (უმოკლეს) ვადაში უნდა აცნობოს მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილება, აღნიშნულ გარემოებებთანდაკავშირებით.
11. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა
11.1 ნებისმიერი ცვლილება ამ ხელშეკრულებაში განხორციელდება წერილობითი ფორმით და დასტურდება მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით.
11.2 თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი მხარე ვალდებულია, შესაბამისი ინფორმაციის
თაობაზე წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს.
12. დავების გადაწყვეტა
12.1 ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით მხარეთა შორის წარმოშობილი ნებისმიერი დავა წყდება ურთიერთშეთანხმების გზით.
12.2 მხარეთა შორის მოლაპარაკების დაწყებიდან 5 დღის ვადაში შეუთანხმებლობის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობითდადგენილიწესითდავასწყვეტსსასამართლო.
13. ხელშეკრულების შეწყვეტა
13.1 შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს ამ ხელშეკრულების მოქმედება, თუ მეორე მხარე ვერ უზრუნველყოფს თავისი ვალდებულებების ჯეროვან შესრულებას, ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.
13.2 ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისაგან.
13.3 ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.
14. პასუხისმგებლობა ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის
14.1. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მხარეები პასუხს აგებენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
14.2. ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი ან/და ვადაგადაცილებით შესრულების შემთხვევაში მხარეს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.02%- ის ოდენობით;
14.3. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10% ოდენობით;
14.4. ხელშეკრულების ნაწილობრივ შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო შესასრულებელი (დარჩენილი) ვალდებულების შესაბამისი ღირებულების 10%-ის ოდენობით.
14.5. საჯარიმო სანქციების გადახდა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან.
15. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებს 2018 წლის 31 დეკემბრისჩათვლით.
16. ფორს-მაჟორი
16.1 წინამდებარე ხელშეკრულების დამდები რომელიმე მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას, თუ ხელშეკრულების შესრულების შეფერხება ან მისი ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოწვეულია ფორს-მაჟორული მდგომარეობით.
16.2 ამ მუხლის მიზნებისათვის „ფორს-მაჟორი“ ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებულნი შემსყიდველის ან/და მიმწოდებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნიათ წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იქნეს ომით ან სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით, საქონლის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებით, საბიუჯეტო ასიგნებების მკვეთრი შემცირებით და სხვა.
16.3 მხარემ, რომელსაც შეექმნა ფორს-მაჟორული გარემოება, ვალდებულია დაუყოვნებლივ, პირველივე შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს ასეთი გარემოების დადგომიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, წერილობით აცნობოს მეორე მხარეს შექმნილი გარემოების და მისი სავარაუდო აღმოფხვრის ვადის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი არ თავისუფლდება ხელშეკრულების პირობების სრული ან ნაწილობრივი
შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობისგან.
17. სხვა პირობები
ხელშეკრულება შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალისმქონე ორ ეგზემპლარად, ქართულ ენაზე, აქედან ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მიმწოდებელს, ერთი - შემსყიდველს.
18. მხარეთა რეკვიზიტები:
შემსყიდველი სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო თავმჯდომარის მოადგილე xxxxx xxxxxxxxxxx ს/კ 204446965 xxxxx. მის.: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზ. №6. საბანკო რეკვიზიტები: სახელმწიფო ხაზინა, კოდი ბ.კ. TRESGE22; ა/ა 200122900 ტელ.: 297 41 03 xxxxx xxxxxxxxxxx | მიმწოდებელი |
დანართ№1 ფასების ცხრილი
№ | შესყიდვის ობიექტის დასახელება | საერთო | 1ჰექტარი ვენახის | საერთო | მომსახურების გაწევის ვადა |
საორიენტაციო ფართობი | აზომვის ღირებულება | საორიენტაციო ღირებულება | |||
(ჰექტარი) | (ლარი) | (ლარი) | |||
1 | გურჯაანის მუნიციპალიტეტში | 4500 | |||
არსებული ვენახების საკადასტრო აზომვა და აზომვითი ნახაზების | |||||
მომზადება. |
მოცემული ფართობი არის საორიენტაციო, შესაბამისად შემსყიდველს უფლება აქვს სრულად არ აითვისოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულიმომსახურება.
სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო თავჯდომარის მოადგილე
xxxxx xxxxxxxxxxx
დირექტორი