სესხი] ხელშეკრულება N
ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები სესხის ხელშეკრულება N თავსართი
[სესხი] ხელშეკრულება N
სესხის საპროცენტო განაკვეთი
▪ სესხის საპროცენტო განაკვეთის ტიპი – ფიქსირებული
▪ სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი = %
თარიღი:
▪ სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი = %
სხვა სახელშეკრულებო ინფორმაცია
▪ სამომხმარებლო სესხის მთლიანი თანხის ოდენობა = ლარი
▪ ფინანსური ორგანიზაციის მიერ გადასახდელი მთლიანი თანხის ოდენობა = ლარი (მითითებული თანხა დაექვემდებარება კორექტირებას სესხის ვადაში გამსესხებლის მიერ სესხის თანხის გაზრდის ან შემცირების შემთხვევაში)
▪ სესხის ვადა = თვე
სს მისო „ინტელექსპრესი“ არ არის ლიცენზირებული ბანკი და ბანკისგან განხვავებით მასზე ვრცელდება მსუბუქი ზედამხედველობის რეჟიმი. ფინანსური ინსტიტუტის გაკოტრების შემთხვევაში თქვენ შესაძლოა ვერ დაიბრუნოთ თქვენი თანხა. ბანკებისგან განსხვავებით თქვენი შენატანის დაკარგვის რისკის შემცირებას ცდილობს მხოლოდ ფინანსური ინსტიტუტი. აღნიშნული გამჟღავნების ტექსტის მიზანია გაცნობოთ, რომ ამ ფინანსურ ინსტიტუტში სახსრების განთავსებასთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირების მიზნით ფინანსური ინსტიტუტის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, ასევე ნებისმიერი სხვა საჭირო ინფორმაციის მოძიება თქვენი პასუხისმგებლობაა. ფინანსური ინსტიტუტის ფინანსური დოკუმენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ‐გვერდზე xxxx://xxx.xxx.xxx.xx. აღნიშნული გამჟღავნების ტექსტი გამცნობთ არსებული რისკების შესახებ, თუმცა ის არ მოიცავს ყველა დაკავშირებულ რისკს.
ხელმოწერით თქვენ ადასტურებთ რომ აცნობიერებთ სს მისო „ინტელექსპრესში“
სახსრების განთავსებასთან დაკავშირებულ რისკებს.
გამსესხებლის მხრიდან მსესხებლისთვის თანხის ვადაზე ადრე მოთხოვნის შემთხვევაში, მსესხებელი უფლებამოსილია თანხით სარგებლობის რეალური ვადის შესაბამისად გადაიხადოს წლიური პროცენტი %-ის ოდენობით.
▪ მომხმარებელს (გამსესხებელს) უფლება აქვს წარადგინოს პრეტენზია მსესხებლის მომხმარებელთა პრეტენზიების განხილვის სამსახურში ზეპირი, სტანდანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.
გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდსა – xxxx://xxx.xxx.xx/xx და ცხელ ხაზზე – 032 2 406 406
სესხის ხელშეკრულება N:
ქ. თბილისი თარიღი:
ერთის მხრივ, (პ/ნ: ; მისამართი: ტელეფონი: ) (შემდგომში მოხსენიებული
როგორც გამსესხებელი) და მეორეს მხრივ, სს მისო „ინტელექსპრესი“; ს/ნ: 202353176; მის: ქ.თბილისი, xxxxx xxxxxxxxxxxx გამზ., N 89/24, (შემდგომში მოხსენიებული, როგორც – მსესხებელი) წარმოდგენილი გენერალური დირექტორის მინდობილი პირის სახით, ვთანხმდებით და ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი
1.1. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და მოთხოვნების შესაბამისად გამსესხებელი იღებს ვალდებულებას მსესხებელს მისცეს სესხი, ხოლო მსესხებელი იღებს ვალდებულებას დააბრუნოს გამსესეხებელს მიღებული სესხი წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად განსაზღვრულ ვადაში, გადაიხადოს პროცენტი და სრულად შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები.
1.2. გამსესხებელი აძლევს, ხოლო მსესხებელი იღებს სესხად
ლარს
1.3. გამსესხებელს შეუძლია დამატებით მისცეს სესხი მსესხებელს ამ ხელშეკრულების ფარგლებში,თუ მსესხებელი თანახმაა მის მიღებაზე.
1.4. სესხის ტიპი: მიღებული სესხი.
1.5. ფინანსური ორგანიზაციის მიერ გადასახდელი მთლიანი თანხის ოდენობა = ლარი (დაანგარიშებულია სესხით თვის ვადით სარგებლობის შემთხვევაშიდა ამასთანავე მითითებული თანხა დაექვემდებარება კორექტირებას აღნიშნულ ვადაში გამსესხებლის მიერ სესხის თანხის გაზრდის ან შემცირების შემთხვევაში).
მუხლი 2. სესხის ვადა და საპროცენტო განაკვეთი
2.1. წინამდებარე ხელშეკრულების პირველ მუხლში განსაზღვრული სესხი გაიცემა თვის სარგებლობის ვადით.(შეიძლება განხორციელედეს სესხის სარგებლობის ვადის პროლონგაცია ან შემცირება, წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით). სესხის სარგებლობისთვის წლიური საპროცენტო განაკვეთი გაანგარიშდება %–ით (აღნიშნული პროცენტით განსაზღვრულ თანხას დააკლდება საშემოსავლო გადასახადი 5%–ის ოდენობით).
2.2. სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: %
2.3. სესხის საპროცენტო განაკვეთის ტიპი – ფიქსირებული
2.4. სესხის ვადაზე ადრე დაფარვის საკომისიო: 0%
მუხლი 3. სესხის პირობები
3.1. სესხის დაფარვის ვადა აითვლება სესხის თანხის მიღების მომენტიდან და განისაზღვრება თვის ვადით,თუ არ ხდება სესხის სარგებლობის ვადის პროლონგაცია,წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით.
3.2. სარგებლის (პროცენტის) დარიცხვა დაიწყება მსესხებლის მიერ სესხის მიღების მომენტიდან და
ხორციელდება 365 დღის ბაზაზე, ყოველი კალენდარული თვის
რიცხიდან გამსესხებელს
შეუძლია გაიტანოს წინა თვის დარიცხული სარგებელი (პროცენტი). თუ სარგებლის (პროცენტის) გატანის დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ სარგებლის (პროცენტის) გატანა განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს.
3.3. გამსესხებელს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს სესხის თანხის მთლიანად ან ნაწილობრივ გატანა დარიცხულ სარგებელთან ერთად, თუ მსესხებელს წინასწარ 1 სამუშაო დღით ადრე გააფრთხილებს.
3.4. წინამდებარე ხელშეკრულების 3.1. პუნქტით გათვალისწინებული სესხის დაფარვის ვადის გასვლის დღეს, თუ გამსესხებელი არ გაიტანს დარჩენილ სესხის თანხას სრულად დარიცხულ
სარგებელთან ერთად, მსესხებელი უფლებამოსილია სესხის სარგებლობის ვადა ავტომატურად
გააგრძელოს დამატებით
თვის ვადით, ხოლო აღნიშნული ვადის პერიოდში სესხის
სარგებლობისთვის წლური საპროცენტო სარგებლის განაკვეთის ოდენობა განისაზღვრება მსესხებლის მიერ დადგენილი განაკვეთის შესაბამისად. თუ აღნიშნული გახანგრძლივებული ვადის ამოწურვის დღეს, გამსესხებელი არ გაიტანს დარჩენილ სესხის თანხას სრულად დარიცხულ სარგებელთან ერთად, მსესხებელი უფლებამოისლია სესხის სარგებლობის ვადა ავტომატურად გააგრძელოს თვის ვადით, ხოლო აღნიშნული ვადის პერიოდში სესხის სარგებლობისთვის წლიური საპროცენტო განაკვეთი გაანგარიშდება %–ით, ამ უკანასკნელი ვადის გასვლა იწვევს წინამდებარე ხელშეკრულების ავტომატურ შეწყვეტას და გამსესხებელი ვალდებულია გაიტანოს შესაბამისი სესხის თანხა და სარგებელი (პროცენტი).
3.5. სესხის თანხა არ შეიძლება იყოს ერთეულზე ნაკლები და ერთეულზე მეტი, გარდა
მსესხებლის მიერ დაშვებული შემთხვევისა.
3.6. გამსესხებლის მიერ მსესხებლისთვის სესხის გადაცემა ხდება წინამდებარე ხელმოწერის შემოდგომ და დასტურდება მსესხებლის მიერ გაცემული შემოსავლის ორდერით ან/და საბანკო ანგარიშზე სესხის თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტით.
3.7. მსესხებელს უფლება აქვს სესხის თანხა ან/და სარგებელი (პროცენტი) გამსესხებელს გადასცეს მსესხებლის სალაროდან ან/და გამსესხებლის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით.
3.8. მსესხებელს უფლება აქვს წინამდებარე ხელშეკრულება შეწყვიტოს ნებისმიერ დროს გამსესხებლის გაფრთხილების გარეშე და დაუბრუნოს გამსესხებელს სესხის თანხა ხელშეკრულების შეწყვეტის დღეს დარიცხულ სარგებელთან (პროცენტთან) ერთად.
3.9. ხელშეკრულების თითოეულ მხარეს აქვს უფლება მოსთხოვოს მეორე მხარეს წინამდებარე ხელშეკრულებიდან და მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე ვალდებულებათა კეთილსინდისიერი შესრულება.
3.10. გამსესხებელს უფლება აქვს წარადგინოს პრეტენზია მსესხებლის მომხმარებელთა პრეტენზიების განხილვის სამსახურში ზეპირი, სტანდანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.
მუხლი 4. გამსესხებლის გარანტიები
4.1. სესხის გამცემი აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ:
4.1.1. წინამდებარე ხელშეკრულების დადების დღეს ხელშეკრულებაში მითითებულია მისი საცხოვრებელი ადგილი;
4.1.2. გაცნობილია და ეთანხმება მსესხებელის მიერ სესხის მიღების პირობებს;
4.1.3. წინამდებარე ხელშეკრულების დადებისა და შესრულებისათვის გააჩნია საჭირო უფლებამოსილება და შესაძლებლობები.
მუხლი 5. ინფორმაციის კონფიდენციალობა
5.1. მსესხებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას გამსესხებლის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალობა და წინამდებარე ხელშეკრულების პირობები არ გაახმაუროს, გარდა წინამდებარე ხელშეკრულებით ან მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 6. ხელშეკრულების სხვა პირობები
6.1 წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერის დღიდან.
6.2 წინამდებარე ხელშეკრულებაზე ვრცელდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის ნორმები.
6.3 მხარეთა მიერ მიჩნეულია, რომ სადავო საკითხის/ების ურთიერთმოლაპარაკებით 15(თხუთმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში კონსესუსის მიუღწევლობის შემთხვევაში,განსახილველად და გადასაწყვეტად კომპეტენტურია სასამართლო მსესხებლის ადგილსამყოფელის მიხედვით.
6.4. წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, 2 (ორ) ეგზემპლარად და თითო ეგზემპლარი გადაეცემა თითოეულ მხარეს.
6.5. წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე მუხლის (ან მისი ნაწილის) ბათილობა არ გამოიწვევს მთლიანად ხელშეკრულების ბათილობას.
6.6. საკითხები, რომლებიც წარმოშვებიან წინამდებარე ხელშეკრულების მხარეებს შორის და რომელთა რეგულირებაც არ არის მოცემული ხელშეკრულებაში, გადაწყდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
6.7. ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა,საომარი მოქმედებები და ა.შ.) რაც არ არის დამოკიდებული მხარეთა ნებაზე და ეწინააღმდეგება წინამდებარე ხელშეკრულების ვალდებულებების შესრულებას, ასეთი ვალდებულებების შესრულების ვადები შესაბამისად გადაიწევს ფორს‐მაჟორული გარემოებების მოქმედების ვადის მიხედვით. ეს ვალდებულებები ექვემდებარება სავალდებულო შესრულებას ფორს‐მაჟორული
გარემოებების შეწყვეტის შემდეგ.
6.8. ხელშეკრულების მუხლებს წანამძღვრებული აქვს სათაურები ხელშეკრულების ტექსტით სარგებლობის გასაადვილებლად და ეს სათაურები არ მიიჩნევა ამ ხელშეკრულების რომელიმე დებულების განმსაზღვრელად, შემცვლელად ან განმმარტებლად.
6.9. ნებისმიერი შეტყობინება, რომელსაც ერთი მხარე, ხელშეკრულების შესაბამისად, უგზავნის მეორე მხარეს, გაგზავნილ უნდა იქნეს ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე. მხარეები ვალდებულები არიან წინასწარ აცნობონ ერთმანეთს ხელშეკრულებაში დაფიქსირებული მისამართის (ადგილსამყოფლის) შეცვლის შესახებ ახალი მისამართის მითითებით. თუ მხარე არ აცნობებს მეორე მხარეს წინამდებარე ხელშეკრულებაში მითითებული მისამართის შეცვლის შესახებ წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად, მაშინ მისთვის გაგზავნილი შეტყობინება წინამდებარე ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე ჩაითვლება მის მიერ მიღებულად წერილის გაგზავნიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. ამასთანავე, ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების შეჩერების/დროებით შეწყვეტის შემთხვევაში მსესხებელი ზემოაღნიშნული გარემოებ(ებ)ის დადგომიდან არაუგვიანეს ხუთი სამუშაო დღის ვადაში გამსესხებელს შეატყობინებს ერთ‐ერთი ან ორივე მითითებული კომუნიკაციის საშუალებით: ა) მოკლე ტექსტური შეტყობინების (სმს) გაგზავნით ამ ხელშეკრულებაში მითითებულ გამსესხებლის საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე, ბ) წერილობითი შეტყობინების გაგზავნით ამ ხელშეკრულებაში მითითებულ გამსესხებლის ელ‐ფოსტის მისამართზე.
6.11. საქრთველოს კანონმდებლობის პრიციპებიდან გამომდინარე, გამსესხებელი თანახმობას აცხადებს, რომ სს მისო „ინტელექსპრესის“ მიერ დამუშავებული იქნეს მისი პერსონალური მონაცემები. დამუშავებული ინფორმაცია (მონაცემები), შესაძლებელიაგამოყენებულ იქნას კანონიერი მიზნებისთვის (მათ შორის მარკეტინგული მიზნისთვის, სმს შეტყობინების გაგზავნისთვის, მომსახურების საჭიროებიდან გამომდინარე სხვა ორგანიზაციისთვის/პირისთვის გადაცემა). გამსესხებლის პერსონალური მონაცემები დამუშავებიდან 6 (ექვსი) კალენდარული წლის ვადით ინახება, როგორც ელექტრონული ფორმატით, ასევე ბეჭდური რედაქციით.
6.12 ხელშეკრულება არ შეიცავს რაიმე დამატებით სიტყვიერ შეთანხმებას.
6.13 გამსესხებლის განცხადება: თანხმობას ვაცხადებ, რომ სს მისო „ინტელექსპრესმა“ კანონმდებლობით დადგენილი წესით, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის მომსახურების მიზნით და ამ მიზნის განსახორციელებლად საჭირო მოცულობით, სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან მიიღოს, ორგანიზაციისთვის აუცილებელი, ჩემი პერსონალური მონაცემები.
6.14 მხარეებმა წავიკითხეთ წინამდებარე ხელშეკრულება, იგი ზუსტად გამოხატავს ჩვენს ნებას და მოვაწერეთ მას ხელი.
სს მისო „ინტელექსპრესი“ არ არის ლიცენზირებული ბანკი და ბანკისგან განხვავებით მასზე ვრცელდება მსუბუქი ზედამხედველობის რეჟიმი. ფინანსური ინსტიტუტის გაკოტრების შემთხვევაში თქვენ შესაძლოა ვერ დაიბრუნოთ თქვენი თანხა. ბანკებისგან განსხვავებით თქვენი შენატანის დაკარგვის რისკის შემცირებას ცდილობს მხოლოდ ფინანსური ინსტიტუტი. აღნიშნული გამჟღავნების ტექსტის მიზანია გაცნობოთ, რომ ამ ფინანსურ ინსტიტუტში სახსრების განთავსებასთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირების მიზნით ფინანსური ინსტიტუტის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, ასევე ნებისმიერი სხვა საჭირო ინფორმაციის მოძიება თქვენი პასუხისმგებლობაა. ფინანსური ინსტიტუტის ფინანსური დოკუმენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ‐გვერდზე xxxx://xxx.xxx.xxx.xx. აღნიშნული გამჟღავნების ტექსტი გამცნობთ არსებული რისკების შესახებ, თუმცა ის არ მოიცავს ყველა დაკავშირებულ რისკს.
ხელმოწერით თქვენ ადასტურებთ რომ აცნობიერებთ სს მისო „ინტელექსპრესში“
სახსრების განთავსებასთან დაკავშირებულ რისკებს.
გამსესხებელი მსესხებელი
სს მისო ინტელექსპრესი
პ/ნ:‐
მისამართი: ‐‐‐‐‐‐‐‐ მისამართი: ქ. თბილისი,
xxxxx xxxxxxxxxxxx
xxxxxxxxxx xxxxxxxxx ნომერი: ‐-------- გამზ., N 89/24
ელ-ფოსტა: ს/კ: 202353176
/ ????? >>>>/_ _//??? ???????/_