ხელშეკრულება N 61
ხელშეკრულება N 61
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ
ქ. თბილისი 24 აპრილი 2019წ.
ერთის მხრივ შ.პ.ს. „ჰერმესი“ (შემდგომში „შემსყიდველი“) მისი დირექტორის xxxxx xxxxxxxx სახით და მეორეს მხრივ შ.პ.ს. „x.ს.ბ. საქართველოს“ (შემგომში „მიმწოდებელი“) მისი დირექტორის მ. ბაშინურიძის სახით საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ვდებთ აღნიშნულ ხელშეკრულებას გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, მონეტარული ზღვრების შესაბამისად.
მუხლი 1. ტერმინთა განმარტება
1.1. „ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ (შემდგომ - ხელშეკრულება) შემსყიდველ ორგანიზაციასა და ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტს შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ, მასზე თანდართული ყველა დოკუმენტით და ასევე მთელი დოკუმენტაციით, რომლებზეც ხელშეკრულებაში არის მითითებული.
1.2. „ხელშეკრულების ღირებულება“ - ნიშნავს საერთო თანხას, რომელიც უნდა გადაიხადოს შემსყიდველმა ორგანიზაციამ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ზედმიწევნით შესრულებისათვის;
1.3. შემსყიდველი ორგანიზაცია - ორგანიზაცია (დაწესებულება) რომელიც ახორციელებს შესყიდვას;
1.4. მიმწოდებელი - პირი, რომელმაც მოიპოვა გამარჯვება ტენდერში და აწვდის მომსახურებას მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში;
1.5. დღე, კვირა, თვე - ნიშნავს კალენდარულ დღეს, კვირას, თვეს.
მუხლი 2. სტანდარტები
2.1. მიმწოდებელი კისრულობს პასუხისმგებლობას, რომ მოწოდებული მომსახურება შეესაბამება ყველა მოქმედ თანამედროვე სტანდარტებს და ნორმებს.
2.2. მიმწოდებელი პასუხისმგებელია პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის სრულყოფილებაზე, აღმოჩენელი ხარვეზის შემთხვევაში ის ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოასწოროს ის.
მუხლი 3. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
3.1. შემსყიდველს ან ან მის წარმომადგენლებს უფლება აქვთ განახორციელონ ტექნიკური კონტროლი ან/და გამოცადონ მოწოდებული მომსახურება, რათა დარწმუნდნენ მათ შესაბამისობაში კონტრაქტით გათვალისწინებულ ტექნიკურ პირობებთან.
3.2. მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს შემსყიდველი კონტროლის (ინსპექტირების) ჩატარებისათვის აუცილებელი პერსონალით, ტექნიკური საშუალებით და სხვა სამშაო პირობებით. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი კონტროლს (ინსპექტირების) მიზნით გამოიყენებს საკუთარ ან მოწვეულ პერსონალს, მის შრომის ანაზღაურებას უზრუნველყოფს შემსყიდველი.
3..3 მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კონტროლის (ინსპექტირების) შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა, წუნდებული საქონლის შეცვლა.
3.4. ამ მუხლის არც ერთი პუნქტი არ ათავისუფლებს მიმწოდებელს მოცემული ხელშეკრულების სხვა ვალდებულებებისაგან.
3.5. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების კონტროლს შემსყიდველის მხრიდან განახორციელებენ შ.პ.ს. „ჰერმესი“-ს აზომვა-გეგმარებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ლოჯისტიკის განყოფილების თანამშრომლები.
მუხლი 4. შესყიდვის ობიექტი (CPV71242000)
4.1. შესყიდვის ობიექტს (ხელშეკრულების საგანს) წარმოადგენს:
ქ. თბილისში, მუხათგვერდის საქალაქო სასაფლაოზე ქვის საამქროს (საკადასტრო კოდი #01,72,14,004,457) შენობა– ნაგებობებისა და ღრმა–ღელის საქალაქო სასაფლაოზე ყოფილი სათბურის ტერიტორიაზე არსებული საქვაბის
ლითონის მილისა და ბეტონის კონსტრუქციების დემონტაჟის პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შედგენის მომსახურება.
4.2. პროექტი უნდა მოიცავდეს ყველა საჭირო ინფორმაციას, რაც საჭიროა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურთან შესათანხმებლად, მათ შორის ტოპო გეოდეზიურ ნახაზს.
4.3. მიმწოდებელმა დემონტაჟის ხარჯთაღრიცხვაში უნდა გაითვალისწინოს დემონტაჟის შედეგად დარჩენილი მასალების შემდეგ მისამართზე ტრანსპორტირება: ქ. თბილისი, ატოცის ქ. N2.
4.4. მიმწოდებელმა დემონტაჟის ხარჯთაღრიცხვაში უნდა გაითვალისწინოს დემონტაჟის შედეგად დარჩენილი ნაგვისგან ტერიტორიის გასუფთავება და ქვის საამქროს ტერიტორიაზე განთავსებული ბეტონის კონსტრუქციების(ფილების) გადატანის ხარჯები, შემსყიდველის მიერ მითითებულ ადგილზე.
მუხლი 5. მომსახურების მიწოდების პირობები
5.1 პროექტის წარმოდგენა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 15 სამუშაო დღის ვადაში.
5.2. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს 2 (ორ) ეგზემპლარად (ქაღალდის ვერსია, რომლის ყველა გვერდი დამოწმებული უნდა იყოს მიმწოდებელის უფლებამოსილი პირის მიერ) და ერთი ეგზემპლარი ელექტრონული ვერსია (ნახაზები და სქემატური ნაწილი PDF-ისა და Autocad-ის ან Archicad-ის ფორმატში, ხოლო სახარჯთაღრიცხვო ნაწილი Excel ან Word-ის ფორმატში ჩაწერილი CD ან DVD ფორმატის დისკზე).
5.3. სახართაღრიცხვო დოკუმენტაცია მომზადებული უნდა იყოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 12 ივლისის N1-1/1463 ბრძანებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით.
მუხლი 6. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
6.1. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარება განხორციელდება მომსახურების მიწოდებისა და შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით. (შემსყიდველის მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებაზე უფლებამოსილ პირებს წარმოადგენენ წინამდებარე ხელშეკრულების 3.5. პუნქტში მითითებული პირები).
6.2. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებასთან, ერთად მიმწოდებელი ვალდებულია წარუდგინოს შემსყიდველს წარმოუდგინოს საქართველოს კანონდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტაცია.
მუხლი 7. ხელშეკრულების ღირებულება და ანგარიშსწორება
7.1 ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 1 600 ლარს დღგ-ს ჩათვლით.
7.2. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.
7.3. ანგარიშსწორება მოხდება საქონლის მიწოდებისა და მე-6 მუხლში გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ არაუგვიანეს 7 საბანკო დღის ვადაში.
7.4. საავანსო ანგარიშსწორება არ გამოიყენება.
მუხლი 8. ფასები
8.1. მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებული ფასი წარმოადგენს ხელშეკრულების ღირებულებით პარამეტრებს.
8.2. ხელშეკრულების ღირებულებითი პარამეტრების შეცვლა ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ჯამური ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა.
8.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში, დაუშვებელია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობის გაზრდა.
მუხლი 9. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა
9.1. არავითარი გადახრა ან ცვლილება ხელშეკრულების პირობებში არ დაიშვება ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი წერილობითი შესწორების გარდა,
9.2. თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია.
9.3. ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც მოჰყვება ხელშეკრულების ფასის გაზრდა ან შემსყიდველისათვის პირობების გაუარესება, დაუშვებელია გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მულით გათვალისწინებული შემთხვევებისა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის და ამ დებულების მოთხოვნათა გათვალისწინებით.
9.4. ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულების დანართის სახით, რომელიც ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.
მუხლი 10. უფლებების გადაცემა
10.1. მიმწოდებელმა შემსყიდველის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, არც მთლიანად და არც ნაწილობრივ არ უნდა გადასცეს მოცემული ხელშეკრულებით არსებული თავისი ვალდებულებები მესამე პირს.
მუხლი 11. სუბკონტრაქტორები
11.1. ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ მიმწოდებელმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს სუბ- კონტრაქტორ(ებ)ის აყვანის ან შეცვლის შესახებ (სუბ-კონტრაქტორის აყვანის აუცილებლობის მიზეზების დასაბუთებით). სუბ-კონტრაქტორ(ებ)ის დასაშვებობის საკითხს წყვეტს შემსყიდველი და მიმწოდებელი ერთობლივი მოლაპარაკების საფუძველზე, რომელიც გაფორმდება წერილობითი ფორმით წინამდებარე ხელშეკრულების დამატების სახით.
11.2. ხელშეკრულების ფარგლებში დადებული სუბკონტრაქტის ასლი უნდა წარედგინოს შემსყიდველს.
11.3. ამ ხელშეკრულების ფარგლებში დადებული არც ერთ სუბკონტრაქტი არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისაგან.
მუხლი 12. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა
12.1. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან შესრულების ვადის გადაცილებისათვის დამრღვევ მხარეს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა, - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების 0.2.%-ის ოდენობით.
12.2. იმ შემთხვევაში, თუ ვადების გადაცდენისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების 3%-ს, შემსყიდველს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.
12.3. საჯარო სანქციის გადახდა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან.
მუხლი 13. ხელშეკრულების შეწყვეტა მისი პირობების შეუსრულებლობის გამო
13.1. შემსყიდველს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ შეწყვიტოს ხელშეკრულება, მიმწოდებლისათვის ვალდებულებების შეუსრულებლობის წერილობითი შეტყობინების შემდეგ:
ა) თუ მიმწოდებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ან შემსყიდველის მიერ გაგრძელებულ ვადებში შეუძლია მიაწოდოს მთელი საქონელი ან მისი ნაწილი;
ბ) თუ მიმწოდებელს არ შეუძლია შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე ვალდებულება.
13.2. ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა არ ათავისფულებს მიმწოდებელს დანარჩენი ვალდებულებების შესრულებისაგან.
13.3. შემსყიდველს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახე აგრეთვე:
ა) თუ შემსყიდველისათვის ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იგი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულების ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;
ბ) მიმწოდებლის გაკოტრების შემთხვევაში;
გ) თუ მისთვის ცნობილი გახდება, რომ მიმწოდებლის საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდა;
დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.
მუხლი 14. ფორს-მაჟორი
14.1. ხელშეკრულების დამდები რომელიმე მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა არ გამოიწვევს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, თუ ხელშეკრულების შესრულების შეფერხება ან მისი ვალდებულებების შეუსრულებლობა არის ფორს-მაჟორული გარემოების შედეგი.
14.2. ამ მუხლის მიზნებისათვის „ფორს-მაჟორი“ ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული შემსყიდვლისა ან/და მიმწოდებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეძლება გამოწვეული იქნას ომით, სტიქტიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით და საქონლის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებით, საბიუჯეტო ასიგნებების მკვეთრი შემცირებთ და სხვა.
14.3. ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარე წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობისდა მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლებისაგან.
მუხლი 15. სადავო საკითხების გადაწყვეტა
15.1. შემსყიდველმა და მიმწოდებელმა ყველა ღონე უნდა იხმარონ, რათა პირდაპირი არაოფიციალური მოლაპარაკებების პროცესში შეთანხმებით მოაგვარონ ყველა უთანხმოება და დავა, წარმოქმნილი მათ შორის ხელშეკრულების ან მასთან დაკავშირებული სხვა კომპონენტის ირგვლივ.
15.2. თუ ასეთი მოლაპარაკების დაწყებიდან 15 დღის განმავლობაში შემსყიდველი და მიმწოდებელი ვერ შეძლებენ სადავო საკითხის შეთანხმებით მოგავარებას, ნებისმიერ მხარეს დავის გადაწყვეტის მიზნით შეუძლია დადგენილი წესის მიხედვით მიმართოს საერთო სასამართლოს.
მუხლი 16. შეტყობინება
16.1. ნებისმიერი შეტყობინება, რომელსაც ერთი მხარე, ხელშეკრულების შესაბამისად, უგზავნის მეორე მხარეს, გაიგზავნება წერილის, ტექსის ან ფაქსის სახით, ორიგინალის შემდგომი წარმოდგენით, ხელშეკრულებათი მითითებული მეორე მხარის მისამართზე.
16.2. შეტყობინება ძალაში შედის ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს ან შეტყობინების ძალაში შესვლის დადგენილ დღეს, იმის მიხედვით, თუ ამ თარიღებიდან რომელი უფრო გვიან დგება.
17. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
17.1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაშია ხელმოწერის თარიღიდან და მოქმედებს 2019 წლის 25 ივნისის ჩათვლით.
მუხლი 18. გარდამავალი დებულებები
18.1. არც ერთ მხარეს არ აქვს უფლება გადასცეს მესამე პირს თავისი უფლებები და მოვალეობები, მეორე მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე.
18.2. მესამე პირთან ურთიერთობაში მხარეები მოქმედებენ თავიანთი სახელით, ხარჯებით და რისკით.
18.3. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, ორ ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეულს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა და ინახება ხელმომწერ მხარეებთან. ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერ მიმოწერა შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.
18.4. გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება და დანართები თან ერთივს ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
18.5. წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერი ცვლილება ან დამატება ძალაშია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის წერილობითი ფორითაა შედგენილი და ხელმოწერილია მხარეთა მიერ.
შემსყიდველი:
შ.პ.ს. „ჰერმესი:
საიდ. კოდი: 202888349
თბილისი, მოციქულთა სწორი ნინოს ქ. #2ა. სს თიბისი ბანკი
ბანკის კოდი: XXXXXX00
ა/ა XX00XX0000000000000000
დირექტორი xxxxx xxxxxxx
მიმწოდებელი:
შ.პ.ს. „x.ს.ბ. საქართველო“ საიდ.კოდი: 424612789
მის: ქ. თბილისი, ვაზისუბნის მე-2 მ/რ, კორპ. 13,
ბინა 133
ბანკი: თიბისი ბანკი ბანკის კოდი TBCBGE 22
ა/ა XX00XX0000000000000000
დირექტორი x. xxxxxxxxxx