ქ. თბილისი 10 აპრილი, 2019 წeli
ხელშეკრულება #01-92/2019 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (გამარტივებული შესყიდვა)
ქ. თბილისი 10 აპრილი, 2019 წeli
შემსყიდველი: სსიპ – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო (შემდგომში წოდებული „შემსყიდველად“), წარმოდგენილი დირექტორის მოადგილის xxxxx xxxxxxxxx სახით
მისამართი: ქ. თბილისი, xxxxx xxxxxxxxxxxx გამზ. №89/24 - კ. xxxxxxxxxxxxx №89/24; საიდენტიფიკაციო კოდი: 205316399;
საბანკო რეკვიზიტები: სახელმწიფო ხაზინა, ხაზინის ერთიანი ანგარიში ბ/კოდი: TRESGE22
მიმწოდებელი: შპს „ქსერო“ (შემდგომში წოდებული „მიმწოდებლად”), წარმოდგენილი დირექტორის xxxxxxxx xxxxxxxxxx სახით,
მისამართი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №83, ბინა118; საიდენტიფიკაციო კოდი: 404982051;
საბანკო რეკვიზიტები: სს „თიბისი ბანკი“, ბ. კოდი:XXXXXX00, ა/ა:XX00XX0000000000000000;
ერთი მხრივ შემსყიდველი, ხოლო მეორე მხრივ მიმწოდებელი, ხელმძღვანელობენ რა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, ადასტურებენ, რომ ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის , მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ს1“ ქვეპუნქტისა და და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმები და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესი“ -ს მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, მოხსენებითი ბარათის #73-0119081754 მოთხოვნის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის წესით დებენ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
1.1. „ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ (შემდგომში – „ხელშეკრულება“) – შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის დადებული წინამდებარე ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ, მასზე თანდართული ყველა დოკუმენტით.
1.2. „ხელშეკრულების ღირებულება“ – საერთო თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს შემსყიდველმა მიმ- წოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული, ზედმიწევნით შესრულებისათ- ვის.
1.3. „დღე“, „კვირა“, „თვე“ – კალენდარული დღე, კვირა, თვე.
1.4. „შემსყიდველი“ – ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს შესყიდვას.
1.5. „მიმწოდებელი“ – პირი, რომელიც ახორციელებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდებას.
1.6. „შესყიდვის ობიექტი“ – ხელშეკრულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების სა- განი.
2. ხელშეკრულების საგანი
2.1. წინამდებარე ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს, შემსყიდველის მიერ, მიმწოდებლისგან, ცხოველთა თავშესაფრის კინოლოგებისთვის, 2.2. პუნქტში მითითებული 10 ერთეული ჟილეტის, (შემდგომში „საქონელი“) შესყიდვა, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შე- საბამისად (18235400 - ჟილეტები);
2.2. საქონლის მახასიათებლები:
№ | დასახელება | აღწერილობა | განზ-ბა | რაო-ბა | ერთეულის ფასი | ჯამი (ლარი) |
1 | ქსოვილი: მაღალი ხარისხის, რომელიც უნდა უძლებდეს | |||||
რეცხვას, ფერი არ უნდა გასდიოდეს და არ უნდა | ||||||
ხუნდებოდეს; | ||||||
სარჩული: თხელი; | ||||||
შესაკრავი: ელვა, დაფარული ქარდამცავი ფხრიწით; | ||||||
ჟილეტი - | ჯიბეები: ორი გვერდითი ჩაჭრილი ჯიბე ელვა | |||||
(თანმდევი | შესაკრავით; მარჯვენა კალთაზე; ზემოთ | |||||
ლოგოს და | ჰორიზონტალურად ჩაჭრილი ორ ღილზე შესაკრავი ჯიბე, | ცალი | 10 | 40 | 400 | |
წარწერების | კლაპნით; უნდა იკვრებოდეს ორ ღილზე მარცხენა | |||||
დატანების | კალთაზე ზემოთ პორტატული რაციისა და ფანრის | |||||
მომსახურება) | ჩასადები ჯიბე; შიდა ჯიბე. | |||||
სააგენტოს ლოგო: მკერდზე მარცხენა მხარეს და | ||||||
ზურგზე; | ||||||
ჟილეტს შუაწელზე უნდა ჰქონდეს ამრეკლი; | ||||||
ფერი: შეთანხმებით; | ||||||
ზომა: დაზუსტდება მოთხოვნის დროს. |
2.3. შესყიდვა ხორციელდება ადგილობრივი თვითმართველობის ბიუჯეტიდან 2019 წლისთვის გამოყოფილი თანხებით.
3. მხარეთა მოვალეობები
3.1. მიმწოდებელი ვალდებულია:
3.1.1. მიმწოდებელი ვალდებულია ეტაპობრივად, მოთხოვნის შესაბამისად, გადასცეს შემსყიდველს ამ ხელშეკრულების 2.2. პუნქტში მითითებული ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო შესყიდვის ობიექტი;
3.1.2. თუკი მიწოდებულ საქონელს, მიწოდების მომენტში ან/და საგარანტიო პერიოდის (1 წელი) განმავლობაში, აღმოაჩნდება რაიმე ნაკლი, ან დაზიანება, რომელიც გამოწვეული არ იქნება შემსყიდველის მხრიდან არასწორი ექსპლუატაციის შედეგად, მიმწოდებელი ვალდებულია თავისი ხარჯით უზრუნველყოს აღნიშნული საქონლის შეცვლა ან/და გადაკეთება, შემსყიდველის მოთხოვნიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში;
3.1.3. მიმწოდებლის ვალდებულება საქონლის გადაცემაზე ითვლება შესრულებულად, შემსყიდველ- ისათვის საქონლის გადაცემის და აღნიშნულზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მომენტიდან. საქონლის გადაცემასთან ერთად, მიმწოდებელი ვალდებულია გადასცეს შემსყიდველს ყველა შესაბამისი დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, არსებობის შემთხვევაში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა);
3.1.4. მიმწოდებლის მიერ შემოთავაზებული საქონელი უნდა იყოს შესაბამისი დაფასოებით და შეფუთვით, ტანსაცმლის ზომების შესაბამისი მარკირებით, თანმდევი მომსახურება (ტანსაცმელზე ლოგოების და წარწერების დატანება) უნდა იყოს ხარისხიანად შესრულებული: სააგენტოს და მერიის ფერადი ლოგო უნდა იყოს ნაქარგი და კარგად უნდა იყოს დატანილი ტანსაცმელზე, წარწერები უნდა იყოს მკვეთრი და თანაბარი ზომის ასოებით შესრულებული, საქონელი უნდა იყოს რეცხვამედეგი, უნდა ინარჩუნებდეს ხარისხს, თვისობრივ მაჩვენებლებს, ფორმას და ზომას. ფერი უნდა იყოს გახუნების და ტემპერატურის ზემოქმედების მიმართ მდგრადი (რეცხვის, მზის სხივების და დაუთოების მიმართ). ყველა გვირისტი უნდა იყოს შესრულებული თანაბარი, სწორი ძაფით (დასაშვებია სამკერვალო ძაფი), რომელიც უნდა იყოს გამძლე, ძალის ზემოქმედების შედეგად არ უნდა გაწყდეს.
3.2. მიმწოდებელი უფლებამოსილია:
3.2.1. მოსთხოვოს შემსყიდველს შესყიდვის ობიექტის ღირებულების ანაზღაურება ხელშეკრულებით გა- თვალისწინებული პირობების შესაბამისად.
3.3. შემსყიდველის ვალდებულია:
3.3.1. მოახდინოს ანგარიშსწორება მიმწოდებელთან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
3.3.2. უზრუნველყოს შესყიდვის საგნის მიღება.
3.4. შემსყიდველის უფლებამოსილია:
3.4.1. მოსთხოვოს მიმწოდებელს წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება.
4. ხელშეკრულების ღირებულება
4.1. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს 400. 00 (ოთხასი) ლარს.
4.2. საქონლის ერთეულის ღირებულება მოცემულია ხელშეკრულების 2.2. პუნქტში;
4.2. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება მოიცავს მიმწოდებლის მიერ გასაწევ ყველა ხარჯს, მათ შორის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.
5. ანგარიშსწორების წესი
5.1. შემსყიდველი იღებს ვალდებულებას, აუნაზღაუროს მიმწოდებელს ხელშეკრულებით განსაზღვ- რული შესყიდვის ობიექტის ღირებულება ეტაპობრივად, საქონლის მიწოდების შესაბამისად, მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და წინამდებარე ხელშეკრულების 6.4. პუნქტში მითითებული დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
5.2 ანგარიშსწორების ვალუტა – ლარი.
5.3. გადახდის ფორმა – უნაღდო.
6. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილი, ვადები და მიღება-ჩაბარების წესი
6.1. საქონლის შესყიდვის ადგილია: ქ. xxxxxxx, xxxxx xxxx x00;
6.2. შესყიდვის საგნის მიწოდების ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღე;
6.3. საქონლის მოწოდებასთან ერთად მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ყველა შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა შემსყიდველისათვის (სასაქონლო ზედნადები და არსებობის შემთხვევაში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;).
6.4. შესყიდვის საგანი ჩაითვლება მიღებულად მას შემდეგ, რაც მხარეებს შორის გაფორმდება მიღება- ჩაბარების აქტი. მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის უფლებამოსილება შემსყიდველის მხრიდან მიე- ნიჭოს სააგენტოს ცხოველთა კონტროლისა და რეგულირების დეპარტამენტის ცხოველთა თავშესაფრის განყოფილების უფროსის მოადგილის xxxxxx xxxxxxxxxxxx.
7. ხელშეკრულების მოქმედების ვადები
7.1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების მხრიდან ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით (გარდა საქონლის საგარანტიო ვადისა).
8. ხელშეკრულების ინსპექტირება
8.1. შემსყიდველი ახორციელებს კონტროლსა და ზედამხედველობას მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულ- ების პირობების შესრულებაზე.
8.2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონტროლისა და ზედამხედველობის განხო- რციელება, შემსყიდველის მხრიდან ევალება, სააგენტოს ცხოველთა კონტროლისა და რეგულირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს xxxx xxxxxxxxx.
9. ხელშეკრულების შეწყვეტა
9.1. შემსყიდველი უფლებამოსილია უარი თქვას წინამდებარე ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხის მნიშვნელოვანი დარღვევის (გამოუსწორებელი ნაკლის, ისეთი ნაკლის, რომლის გამოსწორება შეუძლებელია განსაზღვრული მატერიალური და დროის დანახარჯების გარეშე, ან რომელიც კვლავ აღმოჩნდება ნაკლის გამოსწორების შემდეგ) შემთხვევაში.
9.2. შემსყიდველი უფლებამოსილია მთლიანად ან ნაწილობრივ შეწყვიტოს ხელშეკრულება მიმწოდებლისთვის ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის წერილობითი შეტყობინების შემდეგ, თუ:
9.2.1. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ან შემსყიდველის მიერ გაგრძელებულ ვადაში მიმწოდებელს არ შეუძლია საქონლის მიწოდება;
9.2.2. მიმწოდებელს არ შეუძლია შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე ვალდებულება;
9.2.3. შემსყიდველისათვის ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, იგი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;
9.2.4. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
9.3. წინამდებარე ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს დანარჩენი ვალდებულებების შესრულებისაგან.
10. მხარეთა პასუხისმგებლობა
10.1. მხარეების მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
10.2. რომელიმე მხარის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების მეორე მხარეს უფლება აქვს, მოითხოვოს ხელშეკრულებიდან გასვლა ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ (დამატებითი ვადის განსაზღვრისათვის გამოიყენება წერილობითი ფორმა). თუ ვალდებულების ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელია გამოყენებულ იქნას დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება.
10.3. ხელშეკრულებიდან გასვლისას მხარეს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა მეორე მხარის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით.
10.4. მიმწოდებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია დააკისროს მიმწოდებელს, ხოლო ასეთ შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის ოდენობით.
10.5. მიმწოდებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია დააკისროს მიმწოდებელს, ხოლო ასეთ შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების 10%-ის ოდენობით.
10.6. რომელიმე მხარის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში, მეორე მხარე იტოვებს უფლებას მოითხოვოს დამრღვევი მხარისგან, ხოლო ამ შემთხვევაში დამრღვევი მხარე ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო, ვალდებულების შესრულების ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0,1%-ის ოდენობით.
10.6.საჯარიმო სანქციით დაკისრებული თანხა გადახდილ უნდა იქნას მხარისთვის (მიმწოდებელი) აღ- ნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილების (წერილი პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე) გაცნობიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) დღისა.
11. ფორს-მაჟორი
11.1. მხარეებს არ დაეკისრებათ პასუხისმგებლობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულ- ებების შეუსრულებლობის, არაჯეროვანი შესრულების ან ვადის გადაცილებისათვის თუკი, შეუსრულებლ- ობა გამოწვეულია ფორს-მაჟორული გარემოებებით.
11.2 ამ მუხლის მიზნებისათვის ფორს-მაჟორი ნიშნავს ისეთ გარემოებებს, რომელთა არსებობის გამო მხარისათვის ობიექტურად შეუძლებელი იყო სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება (სტიქიური მოვლენები, საომარი მოქმედება, ეპიდემია, კარანტინი, საქონლის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესება, სახელწიფო გადატრიალება და სხვ.).
11.3 ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, პირველი შესაძლებლობისთანავე უნდა გაუ- გზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შე- სახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან პასუხს, იგი თავისი შეხედულებ- ისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობის მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალ- დებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულების შესრულების ისეთი ალტერნატიუ- ლი ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებებისაგან.
12. ხელშეკრულების პირობების გადასინჯვის წესი
12.1. ხელშეკრულების პირობების, მათ შორის, ფასების გადასინჯვა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შე- მდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენ ამ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ.
12.2 ამ ხელშეკრულების 12.1. პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში შეძლება მოთხოვნილ იქნეს ხელ- შეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი.
12.3 გარემოებათა შეცვლას უთანაბრდება, როცა წარმოდგენები, რომლებიც ხელშეკრულების საფუ- ძველი გახდა, არასწორი აღმოჩნდა.
12.4. წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შეცვლა არ დაიშვება, თუ ეს გამოიწვევს ხელშეკრუ- ლების ფასის გაზრდას ან შემსყიდველისათვის ხელშეკრულების პირობების გაუარესებას, გარდა ამ ხელშეკრულების 12.1, 12.2. და 12.3. პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა.
11.5. ხელშეკრულების ღირებულების პარამეტრების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილებების შედეგად იზრდება ჯამური ღირებულება, ან უარესდება ხელშეკრულების პირობები
დამკვეთი ორგანიზაციისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა.
11.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში, დაუშვებელია ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%- ზე მეტი ოდენობის გაზრდა.
13. ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
13.1 ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა დასაშვებია მხოლოდ მხარეთა წერი- ლობითი შეთანხმებით.
13.2 თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირო- ბების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია ამის შესახებ წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს.
13.3 ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება და დამატება უნდა გაფორმდეს შეთანხმების სახით მხარეების, ან მათ მიერ უფლებამოსილი პირების მიერ, რომელიც ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.
14. ხელშეკრულების შესრულების შეფერხება
14.1 თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებიან რაიმე ხელშემშლელ გარემო- ებას, რომელთა გამო ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, ამ მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ.
14.2. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების პირობების შესრულების შეფერხების გამო მხარეები შეთა- ნხმდებიან ხელშეკრულების პირობების შესრულების ვადის გაგრძელებაზე, ეს გადაწყვეტილება უნდა გაფ- ორმდეს ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის გზით.
15. საპატენტო უფლებები:
15.1. საქონლის ან მისი ნებისმიერი ნაწილის გამოყენებისას საპატენტო უფლების დარღვევასთან, ასევე სასაქონლო მარკის, ან საწარმოო ნაკეთობის გამოყენებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავების, ან მატერიალური პასუხისმგებლობის მოგვარება ეკისრება მიმწოდებელს.
16. დავების გადაჭრის წესი
ამ ხელშეკრულების შესრულების დროს წამოჭრილი ყველა დავა შეძლებისდაგვარად გადაიჭრება მხარეთა შორის მოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას წყვეტს სასამართლო.
17. დასკვნითი დებულებები
ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, მხარეები არსებითად ეთანხმებიან ხელშეკრულების პირობებს და ყოველივე ზემოთქმულის დასტურად გააფორმეს წინამდებარე ხელშეკრულება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ამ დოკუმენტის თავში მითითებულ დღესა და წელს, და მხარეების მიერ დადასტურებულია ელექტრონული ხემოწერით/ელექტრონული შტამპით.
მხარეთა რეკვიზიტები:
შემსყიდველი:
სიპ - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო
მიმწოდებელი: შპს „ქსერო“
xxxxx xxxxxxxx xxxxxxxx xxxxxxxxx დირექტორის მოადგილე დირექტორი
ჩვენ ქვემოთ ხელისმომწერნი, ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, გავეცანით „სახელმწიფო
შესყიდვების შესახებ
ს·აქართველოს კანონის მე-8 მუხლს (ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და
წესები) და ხელისმოწერით ვადასტურებთ, რომ მიმწოდებლის მიმართ (შპს „ქსერო“, 01-92/2019) არ ვიმყოფებით ინტერესთა კონფლიქტში.
სსიპ – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის მოადგილე
/ xxxxx xxxxxxxx /
ინსპექტირების განმახორციელებელი პირი:
სააგენტოს ცხოველთა კონტროლისა და რეგულირების
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე / xxxx xxxxxxxx /
სააგენტოს ცხოველთა კონტროლისა და რეგულირების დეპარტამენტის ცხოველთა თავშესაფრის განყოფილების
უფროსის მოადგილე / xxxxxx xxxxxxxxxxx /
ფასების კვლევის განმახორციელებელი პირი სსიპ - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის
მთავარი სპეციალისტი - ტექნიკური მენეჯერი / xxxxxx xxxxxxxxx /