საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდსა - www.nbg.gov.ge/cp და ცხელ ხაზზე - 322 406 406
N დდ/თთ/წწ
ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები | |
საკრედიტო ხელშეკრულება | |
კრედიტის საპროცენტო განაკვეთი | |
• კრედიტის საპროცენტო განაკვეთის ტიპი | • ფიქსირებული |
• კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი | • 9 % − 32 % |
• კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი • არაუმეტეს 50 % | |
ფინანსური ხარჯები | |
• ყოველთვიური შენატანები (ძირითადი თანხა პროცენტი) | + • |
• პირველი შენატანი | • (ივსება იმ შემთხვევაში თუ განსხვავებულია მეორე შენატანისგან) |
• ვადის ბოლოს შენატანი | • |
• დაზღვევის ღირებულება | • 0 |
- სიცოცხლის დაზღვევის ღირებულება (სრუ პერიოდზე) | ლ • 0 |
- ქონების დაზღვევის ღირებულება (სრულ პერიოდზე) | • 0 |
• კრედიტის გაცემის ადმინისტრაციული გადასახდელი | • სესხის თანხის 0.5% - 5% |
- კრედიტის გაცემის საკომისიო | • 0 |
• სანოტარო ხარჯი | • 0 |
• ადმინისტრაციული ორგანოს მომსახურებისათვის • 0 დაწესებული საფასური | |
− საჯარო რეესტრის ან/და მომსახურების სააგენტოს ხარჯი | • 0 |
− იპოთეკით დატვირთვის ხარჯი | • 83 ლარი |
− იპოთეკის მოხსნის ხარჯი | • 83 ლარი |
სხვა სახელშეკრულებო ინფორმაცია | |
• სამომხმარებლო კრედიტის მთლიანი • თანხის ოდენობა | |
• მომხმარებლის მიერ გადასახდელი • მთლიანი თანხის ოდენობა | |
• კრედიტის ვადა • | |
• საკრედიტო ხელშეკრულების • მოქმედების ვადა | ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებების შესრულებამდე. |
• წინსწრებით დაფარვის საკომისიო თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6-დან 12 თვემდე, შეადგენს გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 0.5%-ს თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 12-დან 24 თვემდე, შეადგენს გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ |
მსესხებელი_
გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას
საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდსა - xxx.xxx.xxx.xx/xx და ცხელ ხაზზე - 322 406 406
ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 1%-ს; თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 24 თვეზე მეტი, შეადგენს გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 2%-ს. | |
• ვადაგადაცილების ჯარიმა - ვადაგადაცილებული თანხის | • ვადაგადაცილებული თანხის 0.25% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, არაუმეტეს სესხის ნარჩენი ძირის 0.27%-ისა, ამასთან, ვადაგადაცილების დაწყებიდან მის სრულ აღმოფხვრამდე პერიოდში დაკისრებული ხარჯების ჯამური მოცულობა არ გადააჭარბებს მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1.5-მაგ |
ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების ცვლილების შემთხვევაში, მომხმარებლის ინფორმირება მოხდება ცვლილებამდე არანაკლებ 2 (ორი) თვით ადრე, ხოლო სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში – არანაკლებ ერთი თვით ადრე წერილობით/ელექტრონული ფოსტით/ინტერნეტბანკით/მოკლე ტექსტური შეტყობინებით. | |
მომხმარებელს უფლება აქვს წარადგინოს პრეტენზია ფინანსური ორგანიზაციის პრეტენზიების სამსახურში ზეპირი, თავისუფალი წერილობითი, სტანდანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. | |
გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდსა – xxxx://xxx.xxx.xx/xx და ცხელ ხაზზე – 0322406406 |
მსესხებელი
საკრედიტო ხელშეკრულება N
ქ.თბილისი დდ/თთ/წწ
ხელშეკრულების მონაწილე მხარეები:
ერთის მხრივ - ბანკი | • სააქციო საზოგადოება “სილქ ბანკი” |
წარმომადგენელი | • |
მისამართი | • ქ. თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი N2 |
ს/ნ. | • 201955027 |
ტელეფონი / ფაქსი | • 2 242 242 / 2 242 222 |
საკონტაქტო პირი | • |
საკონტაქტო პირის ტელ/ელ.ფოსტა | • |
მეორეს მხრივ - მსესხებელი | • |
წარმომადგენელი | • |
ს/ნ | • |
მისამართი იურიდიული | • |
მისამართი ფაქტიური | • |
ტელეფონი / ელ.ფოსტა | • |
ერთობლივი სურვილის შესაბამისად ვხელმძღვანელობთ რა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ტერმინთა განმარტება
1.1. ბანკი - სააქციო საზოგადოება „სილქ ბანკი“.
1.2. მომხმარებელი - მსესხებელი;
1.3. მსესხებელი - რეზიდენტი ან არარეზიდენტი იურიდიული პირი (კლიენტი ან/და მომხმარებელი), რომელიც სარგებლობს ბანკის საბანკო და/ან საკრედიტო პროდუქტების მომსახურებით.
1.4. ხელშეკრულება - ბანკთან გაფორმებული წინამდებარე და მის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულება (დანართი), რომელიც არეგულირებს ბანკსა და მსესხებელს შორის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ძირითად პირობებსა და პარამეტრებს.
1.5. საბანკო კრედიტი - წინამდებარე ხელშეკრულების და მის ფარგლებში გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მსესხებლისთვის სასყიდლიანი კრედიტის მიცემა სესხის ფორმით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
1.7. საპროცენტო განაკვეთი - საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფიქსირებული ან ინდექსირებული წლიური საპროცენტო განაკვეთი ხელშეკრულებით განსაზღვრული პერიოდის მანძილზე.
1.8. ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი – საპროცენტო განაკვეთი, რომელიც ფიქსირდება ხელშეკრულებაში და უცვლელია ხელშეკრულების მოქმედების სრული პერიოდის მანძილზე ან რომლის ცვლილება შესაძლებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ცალკეული გარემოებების, გარდა საჯარო ინდექსის ცვლილების გარემოებისა, დადგომის შემთხვევაში. საპროცენტო განაკვეთის ცვლილებად არ მიიჩნევა ხელშეკრულებაში წინასწარ განსაზღვრული პირობების შესაბამისად მსესხებლის ქმედებასთან დაკავშირებული გარემოების დადგომიდან გამომდინარე საპროცენტო განაკვეთის ავტომატური ცვლილება;
1.9. კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი – კრედიტის ისეთი საპროცენტო განაკვეთი, რომლის გაანგარიშებაში გაითვალისწინება ყველა აუცილებელი ფინანსური ხარჯი;
1.10. ფინანსური ხარჯი – ხარჯი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ მოთხოვნილია ბანკის მიერ და წარმოადგენს მომხმარებლის მიერ საკრედიტო პროდუქტის მიღების, შენარჩუნებისა და დახურვისათვის გასაწევ აუცილებელ ხარჯს.
1.11. კრედიტის მთლიანი თანხა – საკრედიტო ხელშეკრულებით დადგენილი მთლიანი მისაღები თანხის მაქსიმალური შესაძლო ოდენობა;
1.12. საბანკო პროდუქტი - სხვადასხვა სახის საბანკო მომსახურება, რომელსაც მსესხებელს სთავაზობს ბანკი;
1.13. დაკავშირებული საკრედიტო ხელშეკრულება – საკრედიტო ხელშეკრულება ბანკსა და მომხმარებელს შორის, რომლის მიხედვითაც ბანკი კრედიტს გასცემს უშუალოდ საქონლის ან მომსახურების მიწოდების სხვა წინასწარ განსაზღვრული კონკრეტული შეთანხმების დაფინანსებისათვის;
1.14. ნაღდი ანგარიშსწორების ფასი – დაკავშირებული საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმების დროს საქონლის/მომსახურების ფასი, რომელსაც დაკავშირებული საკრედიტო ხელშეკრულების მონაწილე მომხმარებელი გადაუხდიდა საქონლის მიმწოდებელს საკუთარი სახსრებით ანგარიშსწორების შემთხვევაში ბანკის კრედიტის გამოყენების გარეშე;
1.15. ხელშეკრულების თავსართი – ხელშეკრულების ნაწილი, რომელიც წინ უსწრებს ხელშეკრულების ყველა სხვა ნაწილს/დებულებას და წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს;
1.16. მხარეები - ბანკი და მსესხებელი ერთად.
2. ხელშეკრულების საგანი
2.1. 2.1. გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების (ან მის გარეშე), საფუძველზე ბანკი და მსესხებელი დებენ წინამდებარე ხელშეკრულებას (შემდგომში წოდებული “ხელშეკრულება”), რომლის შესაბამისადაც ბანკი იღებს ვალდებულებას მსესხებელს მისცეს საბანკო კრედიტი, ხოლო მსესხებელი იღებს ვალდებულებას დააბრუნოს მიღებული საბანკო კრედიტი, გადაიხადოს დარიცხული პროცენტი, მომსახურების საკომისიო, საურავი/პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფინანსური ხარჯი და სრულად შეასრულოს ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები.
2.2. წინამდებარე ხელშეკრულებაზე და მის საფუძველზე მხარეთა შორის წარმოშობილ ურთიერთობებზე სრულად ვრცელდება ამ ხელშეკრულების „2.1“ პუნქტში მითითებული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების (ასეთი ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში) დებულებები (პირობები) და მისი უზრუნველყოფის საშუალებები.
3. კრედიტის პირობები
3.1. | კრედიტის საპროცენტო განაკვეთის ტიპი | • ფიქსირებული | |||||||||
3.2. | კრედიტის ვადა | • | |||||||||
3.3. | საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ვადა | • ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებების შესრულებამდე. | |||||||||
3.4. | სამომხმარებლო კრედიტის მთლიანი თანხის ოდენობა | • | |||||||||
3.5. | გასატანი თანხის ოდენობა | • | |||||||||
3.6. | მომხმარებლის მიერ გადასახდელი მთლიანი თანხის ოდენობა | • | |||||||||
3.7. | პერიოდულობა (გატანის თარიღები) | • ერთჯერადი ( წ.) | |||||||||
3.8. | გატანების საერთო რაოდენობა | • ერთი | |||||||||
3.9. | წლიური საპროცენტო განაკვეთი | • | |||||||||
3.10. | კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი | • | |||||||||
3.11. | კრედიტის მიზნობრიობა | • | |||||||||
3.12. | კრედიტის დასაფარად შენატანების ოდენობა / სიხშირე | / | • დეტალურად მითითებულია გადახდის | ||||||||
შენატანების განხორციელების მაქსიმალური ვადები / საერთო | გრაფიკში | ||||||||||
რაოდენობა | |||||||||||
კრედიტის გაცემასთან დაკავშირებული ფინანსური ხარჯები | |||||||||||
3.13. | კრედიტის გაცემის საკომისიო | • | |||||||||
3.14. | სადაზღვევო ხარჯი (ასეთის არსებობისას) | • | |||||||||
3.15. | სანოტარო ხარჯი (ასეთის არსებობისას) | • | |||||||||
3.16. | თანხის განაღდების საკომისიო | • | |||||||||
3.17. | საჯარო რეესტრის ანდა მომსახურების (ასეთის არსებობისას) | სააგენტოს | ხარჯი | • | |||||||
კრედიტის შენარჩუნებასთან დაკავშირებული ფინანსური ხარჯები | |||||||||||
3.18. | კრედიტის მომსახურების ყოველთვიური საკომისიო | • | |||||||||
3.19. | ინფორმაცია ფინანსური ხარჯების შესახებ, | რომელიც | • კრედიტის | ეფექტური | საპროცენტო | ||||||
გათვალისწინებულია კრედიტის | ეფექტური | საპროცენტო | განაკვეთის გამოთვლაში მონაწილეობს | ||||||||
განაკვეთის გამოთვლაში | მესამე მუხლის შემდეგი ქვეპუნქტები: | ||||||||||
3.2; 3.4; 3.9; 3.12; 3.13; 3.14; 3.15; 3.16; | |||||||||||
3.17; 3.18; | |||||||||||
3.20. | ვადაგადაცილებულ თანხაზე ბანკის სასარგებლოდ დასარიცხი | • ვადაგადაცილებული | თანხის | 0.25% | |||||||
ყოველდღიური პირგასამტეხლო | ყოველ | ვადაგადაცილებულ | ღეზე, | ||||||||
არაუმეტეს სესხის ნარჩენი ძირის 0.27%- |
ისა, ამასთან, ვადაგადაცილების | ||
დაწყებიდან მის სრულ აღმოფხვრამდე | ||
პერიოდში დაკისრებული ხარჯების | ||
ჯამური მოცულობა არ გადააჭარბებს | ||
მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის | ||
1.5-მაგ ოდენობას | ||
3.21. | მსესხებლის უფლება კრედიტის წინასწარ დაფარვაზე | • გააჩნია |
3.22. | მსესხებლის მიერ კრედიტის წინასწარ დაფარვის უფლების | • თუ ხელშეკრულების დასრულებამდე |
გამოყენების შემთხვევისას (ასეთი უფლების არსებობისას) | დარჩენილია 6-დან 12 თვემდე, | |
წინსწრებით დაფარულ თანხებზე ბანკის სასარგებლოდ | შეადგენს გადახდის მომენტში | |
დასარიცხი პროცენტი (ხარჯი) | კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე | |
მიმართული თანხის არაუმეტეს 0.5%-ს | ||
• თუ ხელშეკრულების დასრულებამდე | ||
დარჩენილია 12-დან 24 თვემდე, | ||
შეადგენს გადახდის მომენტში | ||
კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე | ||
მიმართული თანხის არაუმეტეს 1%-ს; | ||
• თუ ხელშეკრულების დასრულებამდე | ||
დარჩენილია 24 თვეზე მეტი, შეადგენს | ||
გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ | ||
ძირითად თანხაზე მიმართული თანხის | ||
არაუმეტეს 2%-ს. | ||
3.23. | დამატებითი პირობები | • |
3.24. | ვალუტის კურსი (ხელშეკრულების ხელმოწერის დღე) | • 1 USD = GEL |
3.25. ბანკი უფლებამოსილია მსესხებელზე გასცეს კრედიტი წინამდებარე ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ მსესხებლის ანგარიშზე საკრედიტო თანხის ჩარიცხვის გზით, იმ პირობით, რომ მოცემულ პერიოდში გაფორმდება მსესხებლის საკრედიტო ვალდებულებების უზრუნველსაყოფად ბანკისათვის მისაღები (გირავნობის, იპოთეკის, თავდებობის ან სხვა სახის) ხელშეკრულებები, ან ბანკში წარმოდგენილი იქნება საბანკო გარანტია (ასეთი მოთხოვნის არსებობისას). მსესხებლის მიერ ამ პუნქტის მოთხოვნის შეუსრულებლობის ან ამ მოთხოვნათა შესრულებაზე თავის არიდების შემთხვევაში ბანკს აქვს უფლება არ გასცეს მსესხებელზე საბანკო კრედიტი, მოითხოვოს გაცემული კრედიტის ვადაზე ადრე დაბრუნება და ცალმხრივად მოშალოს წინამდებარე ხელშეკრულება.
3.26. კრედიტის და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის თავისდროულად დაუბრუნებლობისას, კრედიტის დაფარვის გრაფიკის დარღვევისას, მსესხებელს საკრედიტო დავალიანებაზე დაერიცხება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო (საურავი).
3.27. მსესხებელი საკრედიტო ვალდებულებებს შეასრულებს ბანკთან შეთანხმებული გადახდის გრაფიკის დაცვით.
3.28. კრედიტის გადახდის გრაფიკი წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
4. კრედიტის დასაფარად შენატანების ოდენობა, სიხშირე, შენატანების განხორციელების მაქსიმალური ვადები, საერთო რაოდენობა, შენატანებით არსებული ვალდებულების (დავალიანების) დაფარვის რიგითობა
4.1. კრედიტის დასაფარად შენატანების ოდენობა დადგენილია გადახდის გრაფიკის მიხედვით;
4.2. კრედიტის დაფარვის სიხშირე დადგენილია გადახდის გრაფიკის მიხედვით;
4.3. კრედიტის დაფარვის შენატანების განხორციელების მაქსიმალური ვადები დადგენილია გადახდის გრაფიკის მიხედვით;
4.4. კრედიტის დასაფარად შემოტანების რაოდენობა დადგენილია გადახდის გრაფიკის მიხედვით;
4.5. საკრედიტო ვალდებულების დასაფარად (შესასრულებლად) შემოტანილი ანდა მსესხებლის ანგარიშზე ჩარიცხული თანხებით მსესხებლის დავალიანების დაფარვის რიგითობა:
4.5.1. კრედიტის გაცემასთან დაკავშირებული ფინანსური ხარჯები;
4.5.2. კრედიტის შენარჩუნებასთან დაკავშირებული ფინანსური ხარჯი;
4.5.3. კრედიტზე დარიცხული ვადაგადაცილების საურავი/ჯარიმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
4.5.4. წინსწრების პროცენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
4.5.5. სადაზღვევო თანხები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
4.5.6. კრედიტზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი;
4.5.7. კრედიტის ძირითადი თანხა;
4.6. ხსენებული რიგითობა შეიძლება არ იყოს დაცული, იმ შემთხვევებში, თუ მსესხებლის ანგარიშზე შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოების მიერ წარმოდგენილია შეზღუდვები (ყადაღა / და სხვა) ანდა საინკასო დავალებები.
4.7. იმ შემთხვევაში, როდესაც მსესხებლის მიერ კრედიტის დასაფარად ბანკში თანხის შეტანის დღე ემთხვევა უქმე დღეს, მსესხებლისგან შენატანი მიიღება მომდევნო სამუშაო დღეს. აღნიშნული გარემოება არ ჩაითვლება ვადაგადაცილებად და მსესხებელს დამატებით არ დაერიცხება დამატებითი პირგასამტეხლო.
4.8. იმ შემთხვევაში თუ კლიენტს ერთდროულად უწევს რამდენიმე ვალდებულების შესრულება (რამდენიმე კრედიტის ერთდროულად (ერთ თარიღში) დაფარვა), იგი უფლებამოსილია, ყოველი ასეთი შემთხვევის დადგომისას (ყოველ ჯერზე), ვალდებულების დაფარვამდე წერილობითი განცხადებით ან/და ინტერნეტბანკის ან/და ქოლცენტრის საშუალებით, მიმართოს ბანკს და მოითხოვოს ვალდებულებების შესრულება (სესხის დაფარვა) მისთვის სასურველი თანმიმდევრობით (პრიორიტეტულობით). ხოლო, თუ კლიენტი არ გამოიყენებს წინამდებარე პუნქტით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას, ბანკი მოახდენს ვალდებულებების დაფარვას შემდეგი პრიორიტეტულობით:
თუ ადგილი ექნება ისეთ გარემოებას როცა დაფარვის დღეს არის ვადადამდგარი დაფარვით რამოდენიმე ვალდებულება და ამ ვალდებულებებს შორის რომელიმე ვალდებულების დაფარვა უსწრებს დაფარვის თარიღით სხვა ვალდებულებას პირველ რიგში დაიფარება ის ვალდებულება, რომლის დაფარვის/გადახდის ვადაც პირველად დადგა;
თუ ადგილი ექნება ისეთ გარემოებას როცა დაფარვის დღეს არის ვადადამდგარი დაფარვის რამოდენიმე ვალდებულება და ამ ვალდებულებებს შორის დაფარვის ვალდებულების თარიღები ემთხვევა ერთმანეთს (ერთი თარიღითაა) მაშინ პირველ რიგში დაიფარება არაუზრუნველყოფილი ვალდებულება (კრედიტ(ებ)ი) და შემდგომ უზრუნველყოფილი ვალდებულება (კრედიტ(ებ)ი);
თუ ადგილი ექნება ისეთ გარემოებას როცა დაფარვის დღეს არის ვადადამდგარი დაფარვით რამოდენიმე ვალდებულება და ამ ვალდებულებებს შორის ყველა ვალდებულება ხასიათდება ერთნაირი უზრუნველყოფით (ან ყველა უზრუნველყოფილია ან ყველა არაუზრუნველყოფილია) მაშინ დაიფარება პირველად ის ვალდებულება რომელსაც ერიცხება უფრო დიდი საპროცენტო სარგებელი.
ამავდროულად, მხარეები შევთანხმდით, რომ იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი არ გამოიყენებს მისთვის მინჭებულ უფლებას ვალდებულების დაფარვის რიგითობის ნაწილში მისთვის განსაზღვრულ ვადაში (ანუ ვალდებულების შესრულების მომენტში), ბანკი იტოვებს უფლებამოსილებას, ყოველი კონკრეტული შემთხვევისას, ცალმხრივად შეცვალოს წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებათა შესრულების რიგითობა (პრიორიტეტულობა) თავისი შეხედულებით კლიენტის დამატებითი ინფორმირების გარეშე.
5. ფინანსური ხარჯები
5.1. ფინანსური ხარჯი არის ხარჯი, რომელიც გაითვალისწინება ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლაში და რომელიც გადასახდელია მომხმარებლის მიერ და პირდაპირ ან არაპირდაპირ მოთხოვნილია ბანკის მიერ და წარმოადგენს აუცილებელ პირობას საბანკო პროდუქტის შეძენის, შენარჩუნებისა და დახურვისათვის, მათ შორის:
5.1.1. საპროცენტო ხარჯები/შენატანები;
5.1.2. მომსახურებაზე დაწესებული გადასახდელები;
5.1.3. ტრანზაქციის და საკომისიოს ხარჯები;
5.1.4. აუცილებელი დაზღვევის ხარჯები;
5.1.5. ქონების ღირებულების შეფასების ხარჯები;
5.1.6. სანოტარო ხარჯები;
5.1.7. გადასახდელები, რომელსაც მსესხებელი უხდის მესამე პირს პროდუქტის დახურვის დროს, თუ ეს წარმოადგენს მომხმარებლის მიერ საკრედიტო პროდუქტის დახურვის და ხელშეკრულებამდე არსებული უფლებების აღდგენისათვის აუცილებელ პირობას;
5.1.8. სხვა პროდუქტთან დაკავშირებული აუცილებელი გადასახდელები / შენატანები, თუ აღნიშნული პროდუქტით სარგებლობა წარმოადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას.
5.2. ფინანსურ ხარჯებს არ მიეკუთვნება ის ხარჯები, რომელთა გადახდაც მსესხებლისთვის სავალდებულო იქნებოდა, იმ შემთხვევაშიც, თუ მსესხებელი კრედიტის გამოყენების გარეშე თავად განახორციელებდა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის/მომსახურების შეძენას.
მსესხებელი
6-14
6. უზრუნველყოფა
6.1. ხელშეკრულების (მისი დანართებითა და დამატებებით) გათვალისწინებული მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ის შესრულება უზრუნველყოფილია:
6.1.1. მსესხებლის მთელი ქონებით; ამასთან ერთად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბანკი უფლებამისილია, აინაზღაუროს დანაკლისი მესაკუთრის/მსესხებლის სხვა ქონების ხარჯზე, თუ იპოთეკით/გირავნობით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხები არ არის საკმარისი ბანკის მოთხოვნათა სრულად დასაკმაყოფილებლად;
6.1.2. მსესხებლის ან მესამე პირის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონებით, თავდებობებით ან სხვა სახის უზრუნველყოფის საშუალებ(ებ)ით, რომელზედაც გაფორმებულია კონკრეტული ხელშეკრულება.
6.2. მსესხებლის მიერ ბანკის წინაშე აღებული ვალდებულებების ნებისმიერი ნაწილობრივი ან მთლიანი დარღვევა, ან სხვა საფუძვლებით ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა ბანკს აძლევს საფუძველს, გამოიყენოს ხელშეკრულებ(ებ)ით გათვალისწინებული ვალდებულებების უზრუნველსაყოფად არსებული აქტივები მათი რეალიზაციის უფლებით, რომლიდანაც მიღებული თანხებით დაიფარება მსესხებლის სრული ან ნაწილობრივი დავალიანება. მსესხებლის დავალიანების დაფარვის წყაროს, ასევე წარმოადგენს მსესხებლის საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრები. როდესაც იპოთეკით ან/და გირავნობით დატვირთული უძრავ/მოძრავი ნივთის (სესხის უზრუნველყოფის საშუალების) რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარავად, ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს მსესხებლის და/ან თავდების საკუთრებაში არსებული ნებისმიერი უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაცია დარჩენილი დავალიანების დაფარვის მიზნით.
6.3. მსესხებლის ფინანსური მდგომარეობის გაუარესების ან საკრედიტო ვალდებულების უზრუნველყოფის საგნის განადგურების, მისი ღირებულების შემცირების, გაუფასურების ან დაზიანების შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია წარუდგინოს ბანკს ბანკისათვის მისაღები დამატებითი უზრუნველყოფის საშუალება და გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა, საფუძველია წინამდებარე და მის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტისა.
7. მსესხებლის გარანტიები და განცხადებები
7.1. მსესხებელი იძლევა გარანტიას და აცხადებს რომ:
7.1.1. ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე თანახმაა მიიღოს ბანკის მიერ გამოგზავნილი ყველანაირი შეტყობინება (გზავნილი). ყველა შეტყობინება, რაც გაიგზავნება (მიუხედავად მისი ჩაბარებისა ან და ჩაბარებაზე უარის თქმისა) ბანკის მიერ ხელშეკრულებაში მითითებულ მსესხებლის მისამართზე, ჩაითვლება მის მიერ მიღებულად;
7.1.2. ხელშეკრულების დადებისას არ იმყოფება შეცდომაში, მოტყუების, მის წინააღმდეგ გამოყენებული ძალადობის ან მუქარის გავლენის ქვეშ, არ აქვს ადგილი მსესხებლის წინააღმდეგ წინასწარგანზრახულ ბოროტ შეთქმულებას ან მძიმე გარემოებების არსებობას;
7.1.3. xxxxxxxxxxx ბანკს წარუდგინა მისი ფინანსური მოღვაწეობის განვლილი პერიოდებისა და ბოლო საანგარიშო პერიოდის შესაბამისი სრული და სარწმუნო ფინანსური ინფორმაცია;
7.1.4. გააჩნია ხელშეკრულების დადებისა და შესრულებისათვის საჭირო უფლებამოსილება და შესაძლებლობები;
7.1.5. არ მონაწილეობს არც ერთ სასამართლო პროცესში (მოპასუხის, მოსარჩელის ან მესამე პირის სახით), რითაც საფრთხე ემუქრება ბანკის წინაშე ხელშეკრულებ(ებ)ით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებას.
7.1.6. ბანკმა წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებისას სრულად უზრუნველყო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მსესხებელზე მიწოდებისას უტყუარი, გასაგები და გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელი სრული ინფორმაციის დროული მიწოდება, რომელიც მას არ უბიძგებს ისეთი გადაწყვეტილების მიღებისაკენ, რომელსაც იგი არ მიიღებდა უტყუარი და სრული ინფორმაციის ფლობის პირობებში.
7.1.7. ბანკმა სრულად უზრუნველყო წინამდებარე საბანკო პროდუქტის (კრედიტის) მახასიათებლების შესახებ ისეთი ინფორმაციის განცხადება და მიწოდება, რომელიც შეესაბამება სინამდვილეს და შეცდომაში არ შეყავს მსესხებელი.
7.1.8. ხელშეკრულების გაფორმებისას სრულყოფილად გაეცნო ხელშეკრულებას და ხელშეკრულების მნიშვნელოვან პირობებს;
7.1.9. ხელშეკრულების გაფორმებისას სრულყოფილად გაეცნო xxxxxx მიერ პრეტენზიების მიღების/განხილვის სტანდარტულ წერილობით პროცედურას;
7.1.10. მსესხებლისთვის ცნობილია, რომ უცხოური ვალუტით აღებული სესხი მას მნიშვნელოვანი რისკის წინაშე აყენებს და სრულად გააზრებული აქვს ამ რისკის შედეგები; ასევე, ვალუტის კურსის ცვლილებამ შესაძლოა
ლარით გამოხატული შენატანები მნიშვნელოვნად გაზარდოს. ხსენებულის გათვალისწინებით დამდგარი შედეგების მიხედვით ბანკის მიმართ პრეტენზიები არ ექნება;
7.1.11. ხელშეკრულების გაფორმებამდე გაეცნო კრედიტთან (ხელშეკრულებასთან) დაკავშირებულ ფინანსურ ხარჯებს და თანახმა გააფორმოს ხელშეკრულება მოცემული პირობების და ხარჯების გათვალისწინებით;
7.1.12. ხელშეკრულების გაფორმებისას გაეცნო და მომავალშიც გაეცნობა მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდსა – xxx.xxx.xxx.xx/xx და ცხელ ხაზზე – 032 2406 406;
7.1.13. ხელშეკრულებაში, მის თავსართში და დანართებში მოცემული ინფორმაცია არის მისთვის გასაგებ ქართულ ენაზე, ადვილად წაკითხვადია, აღქმადია ტექსტის შინაარი და აღქმადია შრიფტის ზომა;
7.1.14. საჭიროების შემთხვევაში უარს არ იტყვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე და მისი პირობების შეცვლაზე ბანკის მოთხოვნების გათვალისწინებით.
7.1.15. იმ შემთხვევაში, თუ სესხის უზრუნველყოფის საშუალების რეალიზაიით ამოღებული ამონაგები არ იქნება საკმარისი მთლიანი დავალიანების დასაფარად დამატებით უზრუნველყოფს სახსერების მოძიებას და დავალიანების სრულად დაფარვას.
7.1.16. მის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში ბანკის მოთხოვნისთანავე ვადაზე ადრე დაფარავს არსებულ დავალიანებას.
7.1.17. წინამდებარე ხელშეკრულებით ბანკს ანიჭებს უფლებამოსილებას ნებისმიერი მესამე პირისგან (სახელმწიფო და კერძო ორგანიზაცია, სსიპ, სამინისტრო, საგადასახადო ორგანო და სხვა) მიიღოს ყველანაირი მისთვის საჭირო ინფორმაცია, დოკუმენტები და კომენტარები მსესხებლის შესახებ.
7.1.18. წინამდებარე ხელშეკრულებით ბანკს ანიჭებს უფლებამოსილებას ნებისმიერი მესამე პირს (სახელმწიფო და კერძო ორგანიზაცია, სსიპ, სამინისტრო, საგადასახადო ორგანო და სხვა) გადასცეს სესხთან დაკავშირებული ყველანაირი ინფორმაცია, დოკუმენტები და კომენტარები მსესხებლის შესახებ.
8. xxxxxx მიერ მსესხებლისგან ინფორმაციის გამოთხოვა
8.1. ბანკს უფლება აქვს მსესხებლისაგან მიიღოს ყველანაირი საჭირო ინფორმაცია, დოკუმენტები და კომენტარები, როგორც კრედიტის მიზნობრივად გამოყენებაზე, ისე მსესხებლის ფინანსური და ქონებრივი მდგომარეობის შესამოწმებლად.
8.2. ბანკის მოთხოვნის საფუძველზე მსესხებელმა ბანკს უნდა წარუდგინოს ხელშეკრულების მეშვეობით ათვისებული კრედიტის მიზნობრივად გამოყენების (გახარჯვის) დამადასტურებელი დოკუმენტები, დაუშვას ბანკის წარმომადგენელი მის საკუთრებაში მყოფ შენობა-ნაგებობეში (საცხოვრებელი და საქმიანობის ადგილის მიხედვით), იპოთეკით დატვირთული ან/და დაგირავებული ქონების დათვალიერების მიზნით;
8.3. მსესხებლის მიერ ხელშეკრულებ(ებ)ით ათვისებული თანხების მიზნობრივ გამოყენებას საჭიროების შემთხვევაში ამოწმებს ბანკი, შესაბამისად მსესხებელი ვალდებულია შექმნას და ბანკის მოთხოვნის საფუძველზე წარმოადგინოს ათვისებული თანხების მიზნობრივი გამოყენების კონტროლისა და ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია. მსესხებლის მიერ ბანკში წარმოდგენილი წერილობითი ინფორმაცის სიზუსტეზე და უტყუარობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მსესხებელს;
8.4. მსესხებელი ვალდებულია, შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტები ბანკს წარუდგინოს ასეთი მოთხოვნის გაკეთებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის განმავლობაში, თუ ბანკის მოთხოვნაში სხვა ვადა არ არის დადგენილი; ვადის დარღვევა იწვევს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სანქციებს.
8.5. xxxxx უფლებამოსილია აცნობოს მსესხებელს ის ინფორმაცია, რაც ბანკის შეხედულებით, მსესხებლის მიერ ხელშეკრულებ(ებ)ის დარღვევას ან მსესხებლის ფინანსური მდგომარეობის ისეთ გაუარესებას ადასტურებს, რაც, საფრთხეს უქმნის ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებას და მისცეს მას დრო აღნიშნული ინფორმაციის დასადასტურებლად ან უარსაყოფლად.
9. მოთხოვნები და შეზღუდვები
9.1. მხარეთა ნებაყოფლობითი შეთანხმებით, ხელშეკრულებ(ებ)ის საფუძველზე მსესხებლის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების არსებობის მთელი პერიოდის განმავლობაში მსესხებელი ვალდებულია ბანკს წინასწარ წერილობით შეატყობინოს:
9.1.1. სხვა კრედიტორებისგან მათ შორის ფინანსური ინსტიტუტებიდან საკრედიტო ვალდებულებების აღების ანდა დამატების შესახებ;
9.1.2. საბანკო ანგარიშების სხვა საბანკო დაწესებულებებში გახსნის შესახებ;
9.1.3. საკუთარი ქონების (უძრავ მოძრავი) დაგირავების ანდა თავდებობის გაცემის შესახებ.
მსესხებელი
10. მხარეთა ვალდებულებები და უფლებები
10.1. მსესხებელი ვალდებულია:
10.1.1. დააბრუნოს მიღებული კრედიტი დარიცხულ საპროცენტო სარგებელთან ერთად თანახმად ხელშეკრულებისა;
10.1.2. წინასწარ აცნობოს ბანკს თავისი ადგილსამყოფელის (მისამართის) შეცვლის და ახალ ადგილზე გადასვლის (ასეთის ასრებობის შემთხვევაში) შესახებ, აღნიშნული ცვლილების განხორციელებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა;
10.1.3. xxxxxxx ბანკს მისი ფინანსურ და/ან ქონებრივ მდგომარეობაში მოსალოდნელი უარყოფითი ცვლილებების და ასევე იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება განაპირობონ ასეთი ცვლილებები, აღნიშნული გარემოებების განხორციელებამდე 10 კალენდარული დღით ადრე;
10.1.4. პირველივე მოთხოვნისთანავე აუნაზღაუროს ბანკს მისი ყველა დანახარჯი, რომელიც ბანკმა გასწია ხელშეკრულებ(ებ)ის იძულებით შესრულებისათვის;
10.1.5. შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.
10.2. ბანკი ვალდებულია:
10.2.1. მსესხებელზე გასცეს საბანკო კრედიტი ხელშეკრულების შესაბამისად;
10.2.2. შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
10.3. მსესხებელი უფლებამოსილია:
10.3.1. მოსთხოვოს ბანკს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.
10.4. ბანკი უფლებამოსილია:
10.4.1. მსესხებლის მიერ ხელშეკრულებ(ებ)ით ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ის დარღვევის შეთხვევაში, ბანკმა მსესხებლის შესახებ არსებული უარყოფითი (ნეგატიური) ინფორმაცია გაავცელოს ანდა განათავსოს საჭიროების მიხედვით;
10.4.2. მსესხებლის მიერ ხელშეკრულებ(ებ)ით ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისას, მსესხებლის საკრედიტო ისტორიის მონაცემები გამოაქვეყნოს ან/და გადასცეს მესამე პირებს ყოველგვარი შეზღუდვისა და ნებართვების გარეშე.
10.4.3. მოსთხოვოს მსესხებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.
10.5. როგორც ბანკი, ასევე მსესხებელი იღებს ვალდებულებას დაიცვან ერთმანეთის შესახებ მიღებული კონფიდენციალური ინფორმაცია, გარდა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ასევე გაუფრთხილდნენ ერთმანეთის რეპუტაციას.
11. წინამდებარე და მის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ის პირობების დარღვევა და მხარეთა ურთიერთპასუხისმგებლობა
11.1. ხელშეკრულების მონაწილე თითოეულ მხარეს უფლება აქვს, მოსთხოვოს მეორე მხარეს ხელშეკრულებ(ებ)ისა და მოქმედი კანონმდებლობის დაცვით ვალდებულებათა კეთილსინდისიერი შესრულება;
11.2. ბანკი უფლებამოსილია კლიენტის მიერ, შეთანხმებით ან/და ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შეცვალოს ხელშეკრულების პირობები, რომელიც მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) კლიენტის მხრიდან ვალდებულების დაფარვის საბოლოო ვადას, გადახდის გრაფიკს, საპროცენტო სარგებელს და/ან საკომისიო სარგებელს და/ან სხვა მოსაკრებელსა და პირგასამტეხლოს ოდენობას. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ კლიენტს ეცნობება წერილობით ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე ანდა ელექტრონულ საფოსტო მისამართზე შეტყობინების გაგზავნის გზით, ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების ცვლილების შემთხვევაში, ცვლილებამდე არანაკლებ 2 (ორი) თვით ადრე, ხოლო სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში – არანაკლებ ერთი თვით ადრე წერილობით/ელექტრონული ფოსტით/ ინტერნეტბანკით/მოკლე ტექსტური შეტყობინებით. ამასთან, ზემოთ მითითებულ ვადაში, კლიენტს უფლება აქვს ბანკთან რაიმე წინასწარი შეთანხმების გარეშე, მიიღოს შეთავაზებული ახალი პირობები ან უარი თქვას საბანკო მომსახურეობაზე და ვადაზე ადრე დაფაროს ამ კონკრეტული ხელშეკრულების საფუძველზე არსებული დავალიანება. მითითებულ ვადაში, xxxxxxxx მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული
დავალიანების ვადაზე ადრე სრულად დაუფარაობის შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ კლიენტი თანახმაა მიიღოს ახალი პირობები და ბანკის შეტყობინება ჩაითვლება ორმხრივ შეთანხმება და ხელშეკრულების დამატებად.
11.3. ვადადამდგარი გადახდების დადგომისას, ასევე ბანკის მიმართ არსებული ნებისმიერი დავალიანების არსებობის შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილია, მსესხებლის/თავდების დავალებით ან მისი დავალების გარეშე ჩამოწეროს აღნიშნული თანხები მსესხებლის/თავდების ნებისმიერი ანგარიშიდან (კონვერტაციის უფლების გათვალისწინებით), გარდა ვადიანი დეპოზიტიდან (გარდა დეპოზიტით უზრუნველყოფილი კრედიტისა) და წარმართოს აღნიშნული თანხები დავალიანებების დასაფარავად;
11.4. ბანკის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე მსესხებელი იღებს ვალდებულებას სხვა მომსახურე ბანკს (ასეთის არსებობისას) წარუდგინოს გადახდის დავალება მისი ნებისმიერი საბანკო ანგარიშიდან თანხის ჩამოწერის (გადარიცხვის) შესახებ. აღნიშნული თანხები მიმართული უნდა იქნას ბანკის მიმართ არსებული დავალიანების დაფარვაზე;
11.5. მსესხებელი ვალდებულია აუნაზღაუროს ბანკს მსესხებლის დავალიანების იძულებითი წესით ამოღებისათვის გაწეული ნებისმიერი დანახარჯი და ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შედეგად ბანკზე მიყენებული ზარალი, რომელიც მიადგა ან მიადგება ბანკს წინამდებარე ხელშეკრულებით მსესხებლის მიერ გათვალისწინებული ნებისმიერი პირობის დარღვევით;
11.6. ნებისმიერი და ყოველი უფლება, რომელიც მიენიჭება ბანკს მსესხებელთან გაფორმებული ხელშეკრულების დარღვევის შედეგად კრებითია და დაემატება ამ ხელშეკულებით ან სხვაგვარად მინიჭებულ ყველა სხვა უფლებას.
12. დაზღვევა
12.1. თუ, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულია დაზღვევის განხორციელება, მსესხებელი ვალდებულია:
12.1.1. დაზღვევა განახორციელოს შეთავაზებული სადაზღვეო კომპანიებიდან მისთვის მისაღებ სადაზღვევო კომპანიაში;
12.1.2. დაზღვევა განახორციელოს ბანკის მიერ მოთხოვნილი და სადაზღვევო კომპანიის მიერ დადგენილი პირობების დაცვით;
12.1.3. დაზღვევის განხორციელების შემთხვევაში სადაზღვევო სერთიფიკატში ბენეფიციარი უნდა იყოს ბანკი;
12.2. იმ შემთხვევაში, თუ მსესხებლის მიერ სადაზღვევო პრემიის საზღაურის გადახდა არ განხორციელდება დადგენილ ვადებში ბანკი უფლებამოსილია, ხოლო მსესხებელი თანახმაა ბანკმა მსესხებლის ანგარიშებიდან მასზე საკმარისი ნაშთის არსებობის შემთხვევაში ჩამოჭრას სადაზღვევო პრემიის თანხები და მიმართოს სადაზღვევო პრემიის ასანაზღაურებლად.
13. ბანკში პრეტენზიების წარდგენის ფორმები და მისი მიღების სტანდარტული პროცედურა
13.1. მსესხებლის მიერ წინამდებარე სესხთან დაკავშირებით ბანკში პრეტენზიის წარდგენის ფორმაა წერილობით,ზეპირი, თავისუფალი წერილობითი, სტანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმა;
13.2. მაქსიმალური ვადა წერილობითი პასუხის მიღებისათვის წერილობითი ფორმით გამოხატულ პრეტენზიაზე განიხილება 15 სამუშაო დღით;
13.3. პრეტენზიების განხილვის პროცედურის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის წყარო, მაქსიმალური ვადა წერილობითი პასუხის მიღებისათვის წერილობითი ფორმით გამოხატულ პრეტენზიაზე, ასევე, ბანკის პრეტენზიების განხილვის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მექანიზმები რეგულირდება ბანკში პრეტენზიების წარდგენის შესახებ დოკუმენტით, რომელიც განთავსებულია ბანკის ვებ-გვერდზე.
13.4. მსესხებლის პრეტენზიების განხილვას აწარმოებს ბანკის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი
(მომხმარებელთა პრეტენზიების განხილვის დანაყოფი).
13.5. მსესხებლის მიერ პრეტენზიის წარდგენა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესაძლებელია ბანკის ნებისმიერ ფილიალში/სერვის-ცენტრში.
14. ბანკის მიერ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება
14.1. ბანკი ვალდებულია ყოველგვარი დამატებითი გადასახდელების გარეშე მსესხებლის მოთხოვნის საფუძველზე, მსესხებელს მიაწოდოს მატერიალური ანდა ელექტრონული ფორმით მინიმუმ შემდეგი სტანდარტული ინფორმაცია:
14.1.1. სესხის ნაშთი;
14.1.2. სესხის შემდგომი შენატანის ვადა და ოდენობა გარდა იმ შემთხვევებისა, სადაც ეს შეუძლებელია ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენების გამო;
14.1.3. საშეღავათო ან სხვა პირობების არსებობის შემთხვევაში, ინფორმაცია მათ შესახებ და ამ პირობის გამოყენებისათვის არსებული ვადები და საჭირო შენატანები გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს შეუძლებელია ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენების გამო.
14.1.4. ხელშეკრულების ასლი, რომელიც შესაძლებლობის შემთხვევაში უნდა იყოს დამოწმებული;
14.1.5. ხელშეკრულებით გათვალისწინებული განახლებული მომავალი შენატანებისა და გამოტანების დეტალური გრაფიკი, რომელშეც მოცემული უნდა იყოს მინიმუმ შემდეგი ინფორმაცია: ძირითადი თანხა, პროცენტი, xxxxxx მიერ დაწესებული სხვა გადასახდელები;
14.1.6. განხორციელებული შენატანებისა და გამოტანების დეტალური ამონაწერი, რომელშიც მოცემული უნდა იყოს მინიმუმ შემდეგი ინფორმაცია: ძირითადი თანხა, საპროცენტო განაკვეთი, პროცენტი, ბანკის მიერ დაწესებული სხვა გადასახდელები.
14.2. ბანკი ვალდებულია ყოველგვარი დამატებითი გადასახდელების გარეშე მსესხებლის მოთხოვნის საფუძველზე, მსესხებელს მიაწოდოს მატერიალური ანდა ელექტრონული ფორმით ბანკსა და მსესხებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ასლი.
15. მხარეთა შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა
15.1. მხარეთა შორის წარმოშობილი ნებისმიერი დავა გადაწყდება ურთიერთმოლაპარაკების საფუძველზე;
15.2. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში წინამდებარე და მის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ნებისმიერი დავა, მათ შორის დაკავშირებული ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობასთან, მოშლასთან, შეწყვეტასთან და ბათილობასთან, განხილული და გადაწყვეტილი უნდა იქნეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ.
15.3. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სასამართლოში საქმის განხილვისას პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება (მათ შორის დაუსწრებელი გადაწყვეტილება) ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.
16. ხელშეკრულების ძალაში შესვლა და მისი მოქმედება
16.1. ხელშეკრულება ძალაში შედის მისი ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებს ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებების შესრულებამდე.
17. ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები
17.1. ბანკი უფლებამოსილია მსესხებლის მიერ ხელშეკრულებ(ებ)ით ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გაუგზავნოს შეტყობინება მსესხებელს და ცალმხრივად ვადაზე ადრე შეწყვიტოს წინამდებარე და მის ფარგლებში გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულება, მოსთხოვოს მსესხებელს კრედიტის, მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის, მომსახურეობის საკომისიოს, საურავის/პირგასამტეხლოს დაუყოვნებლივ სრული ან ნაწილობრივი დაფარვა. მსესხებელი ვალდებულია ბანკიდან ასეთი შეტყობინების მიღების შემდეგ, მასში მითითებულ ვადაში დააბრუნოს საკრედიტო პროდუქტებით მიღებული თანხები, მასზე დარიცხულ საპროცენტო სარგებელთან, მომსახურეობის საკომისიოს და დარიცხულ საჯარიმო თანხებთან (პირგასამტეხლოს) ერთად. მხარეთა შეთანხმებით, ბანკის მხრიდან ცალმხრივად ხელშეკრულების შეწყვეტის წერილობითი შეტყობინება მსესხებელს ეგზავნება ხელშეკრულების შეწყვეტამდე არაუგვიანეს 30 კალენდარული დღით ადრე.
17.2. ბანკის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ის ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველს ასევე წარმოადგენს ქვემოთ მითითებული ერთ-ერთი შემდეგი გარემოებების არსებობა, კერძოდ, თუ:
17.2.1. მსესხებელი დაარღვევს ხელშეკრულების ნებისმიერ ვალდებულებას და დაარღვევს დავალიანების დაფარვის ბანკთან შეთანხმებული გადახდის გრაფიკს ზედიზედ ორჯერ მაინც. გრაფიკით გათვალისწინებული თანხის ნაწილობრივი გადახდა არ ჩაითვლება გადახდის გრაფიკის შესრულებად;
17.2.2. მსესხებელი არ შეასრულებს ხელშეკრულებ(ებ)ით გათვალისწინებულ ვალდებულებების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს;
17.2.3. მმართველობითი ორგანოების, სასამართლო ან მსგავსი უფლებამოსილების მქონე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ან გამოყენებული ღონისძიება ართულებს ან შეუძლებელს ხდის მსესხებლის
მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ან მისი ვალდებულების დაფარვის მიზნით ქონების განკარგვას;
17.2.4. მსესხებელი ვერ ასრულებს ხელშეკრულებ(ებ)ით ნაკისრ ნებისმიერ სხვა ვალდებულებას.
17.2.5. არსებობს მნიშვნელოვანი უარყოფითი ცვლილება მსესხებლის ფინანსურ და/ან ქონებრივ მდგომარეობაში, რამაც შეიძლება ბანკის შეხედულებისამებრ მნიშვნელოვნად გაართულოს ან შეუძლებელი გახადოს მსესხებლის ვალდებულებ(ებ)ის ხელშეკრულებ(ებ)ით გათვალისწინებული პირობების შესრულება, რაც შეიძლება ბანკის ან სხვა კომპეტენტური მესამე პირების მიერ იყოს დადასტურებული;
17.2.6. xxxxxxx წინასწარი წერილობითი შეთანხმების გარეშე საკრედიტო პროდუქტებით ათვისებული თანხების ან მისი ნებისმიერი ნაწილის გამოყენება მოხდა მისი მიზნობრიობის დარღვევით;
17.2.7. ნებისმიერი განცხადება ან გარანტია, რომელსაც ადასტურებდა მსესხებელი ან რაც მოცემულია ხელშეკრულებ(ებ)ში, აღმოჩნდება არსებითად არასწორი;
17.2.8. თუ მსესხებელი უარს იტყვის ბანკის წინადადებაზე შეცვალოს ხელშეკრულება ვითარების მნიშვნელოვნად შეცვლის გამო;
17.2.9. მოხდება სესხის უზრუნველყოფის საშუალების განადგურება, გაუფასურება, უკან გამოთხოვა/გაუქმება ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის, საბანკო გარანტიის ანდა თავდებობის ემთხვევაში.
17.2.10. მსესხებელი უარს იტყვის ბანკის წინადადებაზე შეიცვალოს გაწეული მომსახურეობის საკომისიოს ოდენობა ან საურავის/პირგასამტეხლოს ოდენობა.
18. კრედიტინფო - საქართველო
18.1. მე, „მსესხებელი გამოვხატავ თანხმობას და უფლებას ვაძლევ ბანკს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და პირობებით, დაამუშაოს წინამდებარე ხელშეკრულებაში და ბანკში დაცული ინფორმაცია, ასევე, ჩემ შესახებ საკრედიტო ბიუროებში დაცული ინფორმაცია გადამხდელუნარიანობის ანალიზის მიზნისათვის.
18.2. მე, მსესხებელს გაცნობიერებული მაქვს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები, რომ მომხმარებლის (მათ შორის, მონაცემთა სუბიექტი) მოთხოვნის შემთხვევაში, მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული, ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ.
18.3. ასევე, მე, „მსესხებელი“ გამოვხატავ თანხმობას და უფლებას ვაძლევ ბანკს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და პირობებით, დაამუშაოს წინამდებარე ხელშეკრულებაში და ბანკში დაცული ინფორმაცია, ასევე, ჩემ შესახებ საკრედიტო ბიუროებში დაცული ინფორმაცია გადამხდელუნარიანობის ანალიზის მიზნისათვის წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში შეუზღუდავად.
18.4. მიუხედავად წინამდებარე ხელშეკრულების სხვა დებულებებით გათვალისწინებული შეზღუდვებისა, ამ ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელი ბანკს ანიჭებს უპირობო უფლებას, მსესხებლის შესახებ ინფორმაცია მსესხებელთან დამატებითი შეთანხმების გარეშე გადასცეს სს ,,საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველოს“ ს.კ. 204470740, რაც იწვევს მსესხებლის აღრიცხვას მონაცემთა ბაზაში. მსესხებელი ასევე ანიჭებს ბანკს უფლებას ამ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ნებისმიერ დროს გაეცნოს მსესხებლის საკრედიტო ისტორიას სს ,,საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველოს მონაცემთა ბაზაში, მსესხებლის დამატებით თანხმობის გარეშე.
18.5. გადასაცემი ინფორმაცია, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს: მსესხებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, მიმდინარე სესხის მოცულობას, მიზნობრიობას, დარიცხულ პროცენტს, მოქმედების ვადას, მსესხებლის მიერ სესხთან დაკავშირებული გადახდების დროულობას, დავალიანების ნაშთს, უზრუნველყოფის საგნის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ხოლო სასამართლოს/საარბიტრაჟო დავის არსებობის შემთხვევაში სასამართლო/საარბიტრაჟო სამართალწარმოების და სააღსრულებო წარმოების შედეგებს, აგრეთვე მსესხებლის მსხვილი აქციონერებისა (დამფუძნებლების) და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების სახელებსა და საიდენტიფიკაციო მონაცემებს.
19. პირგასამტეხლო და მისი გაანგარიშების წესი
19.1. პირგასამტეხლოს ოდენობა და მისი გაანგარიშების წესი დადგენილია წინამდებარე ხელშერულებით.
19.2. თუ მსესხებელი დააგვიანებს ან არ გადაიხდის კრედიტის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში ამავე გრაფიკით გათვალისწინებულ თანხას, ბანკი უფლებამოსილია დაარიცხოს, ხოლო ასეთ შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს ვადაგადაცილების პირგასამტეხლო ხელშეკრულებით დადგენილი ოდენობით.
19.3. ბანკის თანხმობის საფუძველზე კრედიტის თანხა შეიძლება დაიფაროს კრედიტის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებზე ადრეც, მაგრამ ამ შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია დაარიცხოს, ხოლო ასეთ შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს წინსწრებით გადახდის პირგასამტეხლო ხელშეკრულებით დადგენილი ოდენობით.
19.4. პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მსესხებელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ისაგან.
20. ფორს-მაჟორი
20.1. მხარეები დროებით თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებლებისგან, თუ ისინი გამოწვეული არის ფორს-მაჟორული გარემოებების გამო. კერძოდ: წყალდიდობით, მიწისძვრით, ხანძრით, სამხედრო მოქმედებით, ბლოკადით, სახელმწიფო ორგანოების აქტებით ან ქმედებით;
20.2. მხარეების მიერ ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებ(ებ)ის შესრულება გადაიდება ფორს-მაჟორული გარემოებების ლიკვიდაციამდე.
21. სხვა დებულებები
21.1. ხელშეკრულებების ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე უფლების გამოუყენებლობა არ წარმოადგენს ამ უფლებაზე უარის თქმას;
21.2. ხელშეკრულებების რომელიმე დებულების ბათილად ცნობა არ იწვევს მთელი ხელშეკრულების ან მისი სხვა დებულებების ბათილობას;
21.3. იმ შემთვევაში, თუ დადასტურდა, რომ ხელშეკრულება არ შეიცავს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი „კომერციული ბანკების მიერ საბანკო მომსახურების გაწევისას მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების“ წესით გათვალისწინებულ ინფორმაციას ან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მსესხებლისათვის არ ხორციელდება ინფორმაციის დადგენილი წესის მიხედვით მიწოდება, არ შეიძლება გახდეს აღნიშნული ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი.
21.4. მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, ხელშეკრულებაში შეიძლება შეტანილი იქნეს ცვლილებები და დამატებები;
21.5. მსესხებლის მისამართზე გაგზავნილი წერილები და შეტყობინებები ითვლება მის მიერ მიღებულად მიუხედავად იმისა, მისი რეალური ადგილსამყოფელი ემთხვევა თუ არა წერილის გაგზავნის დღეს ბანკისათვის ცნობილ მის მისამართს, თუ ახალი ადგილსამყოფელის და იქ გადასვლის თარიღის შესახებ მსესხებელი წერილობით წინასწარ არ აცნობებს ბანკს; ამასთან ერთად მხარეები შევთანხმდით, რომ ამ ხელშეკრულებაში მითითებულ მსესხებლის ელექტრონულ საფოსტო მისამართზე xxxxxx მიერ გაგზავნილი ყველა ელექტრონული შეტყობინება (მათ შორის სასამართლო/საარბიტრაჟო გზავნილი, უწყება და სხვა დოკუმენტაცია) ითვლება მსესხებლის მიერ მიღებულად;
21.6. ბანკი უფლებამოსილია, მსესხებლის თანხმობის გარეშე, ხელშეკრულებების და მის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული გარიგებებით გათვალისწინებული თავისი უფლებები მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს სხვა (მესამე) პირებს;
21.7. მსესხებლის მიერ ხელშეკრულებ(ებ)ით ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისას, ბანკი ასევე უფლებამოსილია მსესხებლის საკრედიტო ისტორიის მონაცემები გამოაქვეყნოს ან/და გადასცეს მესამე პირებს ყოველგვარი შეზღუდვისა და ნებართვების გარეშე.
21.8. ხელშეკრულებების დადების მომენტისათვის არსებული გარემოებების ან იმ გარემოებების, რომლებიდანაც გამოდიოდნენ მსესხებელი და ბანკი ხელშეკრულების დადების მომენტში, მნიშვნელოვნად შეცვლის შემთხვევაში, რაც თავის მხრივ ასევე მოიცავს საპროცენტო განაკვეთის ცვლილებას, ბანკს აქვს უფლება გაუგზავნოს მსესხებელს წერილობითი წინადადება ამ ხელშეკრულების პირობების შეცვლასთან დაკავშირებით
60 კალენდარული დღით ადრე მსესხებლისთვის ხელსაყრელი მეთოდით (წერილობით, ელექტრონულად, სმს-ის საშუალებით).
21.9. ვალდებულების შესრულებისას მხარეები ხელმძღვანელობენ საქართველოს კანონმდებლობით და მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით;
21.10. წინამდებარე ხელშეკრულება მისი ვალდებულებებითა და სარგოებით ვრცელდება მხარეთა შესაბამის მემკვიდრეებზე და მონაცვლეებზე, მაგრამ მსესხებელს ბანკისგან განსხვავებით უფლება არა აქვს გადასცეს ან გადააბაროს მთლიანად ან ნაწილობრივ მესამე პირს ამ ხელშეკრულებით მასზე დაკისრებული ნებისმიერი ვადებულება ან მინიჭებული უფლება ბანკის წერილობითი თანხმობის გარეშე.
21.11. წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელი ბანკს ანიჭებს უფლებას მიიღოს მსესხებლის პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან.
21.12. წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე თანაბარი იურიდიული ძალის მქონე 3 (სამი)
ეგზემპლარად, რომელთაგანაც ერთი გადაეცემა მსესხებელს, ორი რჩება ბანკში;
21.13. მხარეთა შორის წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული ცალკეული ხელშეკრულებები, მათი დანართები წარმოადგენენ ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და მათზე სრულად ვცელდება ამ ხელშეკრულების პირობები, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
21.14. მსესხებელი თანახმა ვარ „ბანკმა“: ა) საბანკო პროდუქტებით მომსახურების მიზნით, არაერთჯერადად და შეუზღუდავად დაამუშაოს ჩემი პერსონალური მონაცემები (განსაკუთრებული კატეგორიის-პროფესიული ორგანიზაციის წევრობასთან ანდა ბიომეტრიული მონაცემები; ბ) საქმიანობიდან გამომდინარე ამ დოკუმენტში მითითებულ ანდა ბანკის პროგრამაში რეგისტრირებულ სატელეფონო ნომრებზე (ფოსტის, ელექტრონული ფოსტის, სატელეფონო ზარების და SMS შეტყობინებების, სხვა ელექტრონული ანდა სატელეკომუნიკაციო საშუალებით) აწარმოოს პირდაპირი მარკეტინგი საქონლის ან/და მომსახურების შეთავაზებაზე ანდა გამოაგზავნოს ნებისმიერი სახის საინფორმაციო/გამაფრთხილებები შეტყობინებები; გ) დაამუშავოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის ჩემი და განცხადებაში მითითებული პირების ანდა საჯარო წყაროების გამოყენებით მოპოვებული პერსონალური მონაცემი; მსესხებელი ვადასტურებ, რომ: ა) ჩემთვის ცნობილია „ბანკის“ მიზანი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, თანხმობის გაცემის სამართლებრივი შედეგები; ამ დომუმენტის ხელმოწერამდე ბანკის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ზეპირად მომცა განმარტება საბანკო პროდუქტებით მომსახურებისთვის ამ დოკუმენტში მითითებული პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნის და აუცილებლობის შესახებ.
21.15. მსესხებელი ვადასტურებ და ვიძლევი გარანტიას, რომ არ ვმონაწილეობ ტერორისტულ საქმიანობაში და ხელს არ ვუწყობ ტერორიზმის დაფინანსებას ან/და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას.
21.16. მსესხებლისთვის ცნობილია, რომ ბანკი ვალდებულია თავდებობის/სოლიდარული პასუხისმგებლობის ხელშეკრულების მონაწილე მხარისათვის, ასევე იპოთეკის და/ან გირავნობის საგნის მესაკუთრისათვის ხელმისაწვდომი გახადოს მსესხებელთან გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების თავსართისა და მოთხოვნის შემთხვევაში ხელშეკრულების ასლები იმავე ფორმით, რა ფორმითაც გაფორმებულია მსესხებელთან და აღნიშნული ვალდებულების თაობაზე მსესხებელი წინასწარ გაფრთხილებულია.
22. დანართები
22.1. კრედიტის გადახდის (დაფარვის) გრაფიკი.
23. მხარეთა ხელმოწერები
ვადასტურებ, რომ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ბანკმა მომაწოდა, ხოლო მე (მსესხებელმა) მივიღე ხელშეკრულების დედანი
ბანკი მსესხებელი
_ __ _
ხელმოწერა ხელმოწერა
ხელმოწერის პროცესს ესწრებოდა ----------------------------------------------