ხელშეკრულება N ----------
ხელშეკრულება N ----------
(ხელშეკრულების გაფორმების ადგილი) 00.00.202- წ.
ერთი მხრივ შემსრულებელი - შპს „საქართველოს ფოსტა“ (ს/ნ: 203836233) წარმომადგენელი - (თანამდებობა / სახელი / გვარი )
მეორე მხრივ დამკვეთი - დასახელება / სახელი გვარი (ს/ნ ან პ/ნ: XXXXXXXX) წარმომადგენელი - სახელი გვარი (პ/ნ XXXXXXX)
ვაფორმებთ ამ ხელშეკრულებას შემდეგზე:
მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი
1.1. ხელშეკრულების საგანია წინამდებარე ხელშეკრულების N1 დანართით განსაზღვრული მომსახურების ჯამური ღირებულების ანაზღაურების სანაცვლოდ, შემსრულებლის მიერ დამკვეთისათვის ტვირთის სახმელეთო გადაზიდვისა და მასთან უშუალოდ დაკავშირებული დამატებითი მომსახურებ(ებ)ის გაწევა.
1.2. ტვირთის სახმელეთო გადაზიდვისა და მასთან უშუალოდ დაკავშირებული დამატებითი მომსახურებ(ებ)ის არსებითი პირობები განისაზღვრება წინამდებარე ხელშეკრულებისა და მისი N1 დანართის შესაბამისად.
1.3. წინამდებარე ხელშეკრულება წარმოადგენს დამკვეთისა და შემსრულებლის მიერ გამოხატულ ნებას ტვირთის ერთჯერად გადაზიდვასა და მასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურებ(ებ)ის გაწევაზე.
მუხლი 2. მომსახურების ღირებულება და ანგარიშსწორების წესი
2.1. მომსახურების ჯამური ღირებულება განისაზღვრება წინამდებარე ხელშეკრულების N1 დანართის შესაბამისად, რომელშიც მიეთითება დამკვეთის მიერ მოთხოვნილი სახმელეთო გადაზიდვისა და მასთან უშუალოდ დაკავშირებული დამატებითი მომსახურებ(ებ)ის ღირებულებები.
2.2. დამკვეთის მიერ შემსრულებელთან ანგარიშსწორება ხორციელდება წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში. ამასთან, შემსრულებელი იტოვებს უფლებას, არ დაიწყოს მომსახურების გაწევის პროცესი დამკვეთის მიერ მომსახურების ჯამური ღირებულების სრულად გადახდამდე.
2.3. დამკვეთის მიერ შემსრულებლისათვის წინამდებარე ხელშეკრულების N1 დანართით განსაზღვრული მომსახურების ჯამური ღირებულების ანაზღაურება ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით ეროვნულ ვალუტაში.
მუხლი 3. მომსახურების სპეციალური პირობები
3.1. დამკვეთი იძლევა გარანტიას, რომ მის მიერ შემსრულებლისათვის გადაცემული ტვირთი არ წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვაში დაუშვებელ ან/და „სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ ევროპული შეთანხმებით“ (ADR) განსაზღვრულ სახიფათო ტვირთებს, აგრეთვე მალფუჭებად პროდუქტს ან/და მსხვრევად ნივთებს.
3.2. დამკვეთი ვალდებულია უზრუნველყოს ტვირთის იმგვარი შეფუთვა, რაც გამორიცხავს შეფუთვის ან/და ტვირთის დაზიანების ან/და დაკარგვის საფრთხეს შემსრულებლის მიერ მისი გადაზიდვის ან/და სხვაგვარი დამატებითი მომსახურების გაწევის პროცესში. ამასთან, შემსრულებელი სრულად იხსნის პასუხისმგებლობას ზიანზე, რომელიც გამოწვეულია ტვირთის არასათანადო ან/და უხარისხო შეფუთვით, აგრეთვე დამკვეთის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების 3.1. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევით.
3.3. დამკვეთი ვალდებულია მიაწოდოს შემსრულებელს ტვირთთან ან/და მის გადაზიდვასთან დაკავშირებული ზუსტი ინფორმაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში შემსრულებელი უფლებამოსილია მოსთხოვოს დამკვეთს ფაქტობრივად წარმოშობილი ზიანისა და დამატებითი ხარჯების ანაზღაურება.
3.4. შემსრულებლის მიერ მომსახურების გაწევა და ტვირთის მიმღებისათვის ჩაბარება დასტურდება წინამდებარე ხელშეკრულების N1 დანართზე ტვირთის მიმღების ხელმოწერით, სადაც აღნიშნული იქნება ტვირთის მიმღების საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი).
3.5. ტვირთის მიმღებისათვის ჩაბარების შემდეგ შემსრულებელი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას ტვირთის უსაფრთხოებასა და მთლიანობაზე.
3.6. იმ შემთხვევაში, თუ გადაზიდვის დაწყების შემდეგ დამკვეთი მოთხოვს წინამდებარე ხელშეკრულების N1 დანართით გათვალისწინებული პირობის ცვლილებას, მხარეთა შორის გაფორმდება ახალი ხელშეკრულება და მასში აღინიშნება მომსახურების ყველა არსებითი პირობა.
3.7. იმ შემთხვევაში, თუ ტვირთის მიმღები უარს განაცხადებს ტვირთის ჩაბარებაზე, შემსრულებელი ტელეფონით ან/და
წერილობით აცნობებს დამკვეთს ასეთი გარემოების შესახებ და მოითხოვს შესაბამის მითითებებს. იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთის მითითება ცვლის წინამდებარე ხელშეკრულების N1 დანართით გათვალისწინებულ პირობებს, მხარეთა შორის გაფორმდება ახალი ხელშეკრულება და მასში აღინიშნება მომსახურების ყველა არსებითი პირობა.
3.8. იმ შემთხვევაში, თუ დანიშნულების პუნქტში ვერ ხერხდება ტვირთის მიმღების მოძიება, შემსრულებელი უფლებამოსილია ტვირთი ჩააბაროს იმ პირს, ვინც მას დახვდება დანიშნულების პუნქტში. მხარეები თანხმდებიან, რომ აღნიშნულ შემთხვევაში ტვირთი ითვლება მიმღებისთვის ჩაბარებულად ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების სრული დაცვით.
3.9. დამკვეთის მხრიდან წინამდებარე ხელშეკრულების 3.6 პუნქტით გათვალისწინებული მითითების მიუღებლობის ან/და დამკვეთის მხრიდან სხვა ნებისმიერი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შემრულებელი იტოვებს უფლებას გადაიტანოს ტვირთი საკუთარ საწყობში და მოთხოვოს დამკვეთს ფაქტობრივად გაწეული მომსახურებისა და ყველა სხვა დამატებითი ხარჯის ანაზღაურება, რაც გამოწვეული იქნა დამკვეთის ამგვარი ქმედებით ან/და უმოქმედობით. ამასთან, შემსრულებელს წინამდებარე ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ხარჯების გამო აქვს ტვირთზე გირავნობის უფლება და იგი უფლებამოსილია საკუთარ საწყობში დააკავოს ტვირთი მომსახურების ღირებულებისა და სხვა დამატებითი ხარჯების ანაზღაურებამდე.
3.10. დამკვეთის მიერ შემსრულებლის სატვირთო ავტომობილის მოცდენა ექვემდებარება დამკვეთის მხრიდან დამატებით ანაზღაურებას შემსრულებლის მიერ გამოცხადებული (ვებ-გვერდზე განთავსებული) ტარიფების შესაბამისად. ამასთან, მოცდენის დროის ათვლა იწყება:
3.10.1. ტვირთის სატვირთო ავტომობილში ჩატვირთვის დღის მომდევნო დღიდან - იმ შემთხვევაში, თუ გადაზიდვისათვის საჭიროა 24 საათზე ნაკლები დრო;
3.10.2. სატვირთო ავტომობილის დანიშნულების პუნქტში გამოცხადების დღის მომდევნო დღიდან - იმ შემთხვევაში, თუ გადაზიდვისათვის საჭიროა 24 საათზე მეტი დრო.
მუხლი 4. მხარეთა პასუხისმგებლობა და დაუძლეველი ძალა
4.1. მხარეები ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად და სრულად, ხელშეკრულების პირობებისა და საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით შეასრულონ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
4.2. მხარეები პასუხს აგებენ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობასა და არაჯეროვნად შესრულებაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
4.3. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან ვალდებულებების სრული ან/და ნაწილობრივი შეუსრულებლობისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას, მათ შორის, დაუძლეველი ძალის მოქმედების შემთხვევაში, რომლის დროსაც შეუძლებელია წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. შემსრულებლის პასუხისმგებლობა გამოირიცხება იმ შემთხვევაშიც, თუ დამკვეთის მხრიდან დარღვეულია ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულება, მათ შორის, შემსრულებლისათვის წინამდებარე ხელშეკრულების 3.1 პუნქტით მიცემული გარანტია.
4.4. დაუძლეველი ძალის ქვეშ იგულისხმება გარემოებები, რომლებიც არ არსებობდნენ და რომელთა გათვალისწინება მხარეებს არ შეეძლოთ წინამდებარე ხელშეკრულების დადების დროს, ასევე რომელთა დადგომა, ზემოქმედების თავიდან აცილება და გადალახვა მხარეებს არ ხელეწიფებოდათ, კერძოდ: წყალდიდობა, მიწისძვრა, აფეთქებები, ხანძარი, ავტოსატრანსპორტო შემთხვევა, ემბარგო, ომი და საომარი მოქმედებები, ბლოკადა, გაფიცვები, კანონმდებლობის ცვლილებები და სხვა გარემოებები, რომლებიც აუარესებენ წინამდებარე ხელშეკრულების მხარეების სამართლებრივ სტატუსსა და რეჟიმს.
4.5. დაუძლეველი ძალის მოქმედების მთელ პერიოდში მხარეები მიიღებენ ყველა აუცილებელ ზომას, რათა მაქსიმალურად შეამცირონ ის დრო, რომლის განმავლობაშიც შეფერხებულია ვალდებულებ(ებ)ის შესრულება.
4.6. მხარე, რომელიც მიუთითებს დაუძლეველი ძალის გარემოებაზე თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან იმ ფარგლებში, რომლებშიც მას ხელი შეუშალეს დაუძლეველი ძალით გამოწვეულმა გარემოებებმა. ამასთან, იგი არ თავისუფლდება ამ ხელშეკრულების იმ სხვა ვალდებულებათა შესრულებისგან, რომელთა შესრულებასაც ხელს არ უშლის დაუძლეველი ძალით გამოწვეული გარემოებები.
4.7. მხარე, რომლისთვისაც დაუძლეველი ძალის დადგომის გამო ვალდებულებების შესრულება შეუძლებელი შეიქმნა, ვალდებულია გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 7 (შვიდი) სამუშაო დღისა, აცნობოს მეორე მხარეს. არასაპატიო მიზეზით შეუტყობინებლობისა და დაგვიანებული შეტყობინების შემთხვევაში, იგი კარგავს უფლებას დაეყრდნოს დაუძლეველი ძალის არსებობას, როგორც პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველს. ამასთან, მხარეები თანხმდებიან, რომ შემსრულებელის მიერ ინფორმაცია დაუძლეველი ძალის დადგომის შესახებ გამოქვეყნდება შემსრულებლის ვებ-გვერდზე.
4.8. მხარე ვალდებულია დაუძლეველი ძალის დასრულების შესახებ წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოს მეორე მხარეს გონივრულ ვადაში, მაგრამ არანაკლებ 2 (ორი) სამუშაო დღისა ასეთი გარემოებების დასრულებიდან.
4.9. თუ დაუძლეველი ძალის მოქმედება გრძელდება 30 (ოცდაათი) დღეზე მეტ ხანს, მხარეებმა უნდა გადაწყვიტონ წინამდებარე ხელშეკრულების ბედი; თუ მხარეები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, დავა განიხილება წინამდებარე ხელშეკრულების მე-6 მუხლის შესაბამისად.
მუხლი 5. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
5.1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე. ამასთან, ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით მხარეები ადასტურებენ, რომ წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში შემსრულებლის მიერ მომსახურება გაიწევა ერთჯერადად.
5.2. შემსრულებელი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება დამკვეთის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.
მუხლი 6. დავები და მათი გადაწყვეტის წესი
6.1. მხარეები ადგენენ, რომ წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ყველა პრეტენზია განხილული უნდა იქნეს 20 (ოცი) კალენდარული დღის ვადაში, მხარის მიერ პრეტენზიის წერილობითი ფორმით მიღების დღიდან.
6.2. ყველა დავა და უთანხმოება, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, წყდება მხარეთა შორის მოლაპარაკების შედეგად. იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკების შედეგად შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული
30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში, მაშინ მხარეთა შორის დავას განიხილება საქართველოს საერთო სასამართლოების სისტებაში საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 7. დასკვნითი დებულებები
7.1. წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დამკვეთის მხრიდან საკონტაქტო პირია:
ტელ:
ელექტრონული ფოსტა:
7.2. წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, ორი თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, რომლის თითოეული ეგზემპლარი გადაეცემათ მხარეებს, ამ ხელშეკრულების პირობებზე მხარეთა ნების გამოხატვა ხორციელდება მის დანართ N1-ზე ხელმოწერით.
7.3 შემსრულებლის საბანკო რეკვიზიტებია:
ბანკი: სს „ლიბერთი ბანკი“ ბანკის კოდი: LBRTGE22
ანგარიშის ნომერი: XX00XX0000000000000000
გადახდის მიმღები - შპს „საქართველოს ფოსტა“ (ს/ნ 203836233)
დანართი N 1
საწყისი პუნქტი | დანიშნულების პუნქტი | ლუქის ნომერი | ტვირთის საერთო წონა (კგ) | ღირებულება (ლარი დღგ-ს ჩათვლით) |
N. | დამატებითი მომსახურება | ღირებულება (ლარი დღგ-ს ჩათვლით) |
1. | დატვირთვა ან/და ჩამოტვირთვა (ამწე) | |
2. | დატვირთვა ან/და ჩამოტვირთვა (მუშა) | |
3. | xxxxxxx xxxxxxxxxxxxx (ტემპ. რეჟიმი) | |
4. | სატვირთოს მოცდენა | |
5. | სატვირთოს მოცდენა (ტემპ. რეჟიმი) |
ტვირთის გადაზიდვისა და მასთან უშუალოდ დაკავშირებული დამატებითი მომსახურების ღირებულების გაანგარიშება ხორციელდება შპს „საქართველოს ფოსტის“ ვებ-გვერდზე (xxx.xxxxx.xx) განთავსებული საქართველოს ტერიტორიაზე საავტომობილო გადაზიდვის ტარიფების შესაბამისად.
დამკვეთის სახელით (ხელმოწერა) | მომსახურების ჯამური ღირებულება (ლარი დღგ-ს ჩათვლით) |
შემსრულებლის სახელით (ხელმოწერა) |
ჩავიბარე:
ტვირთის მიმღებ(ებ)ის სახელი / გვარი / პირადი ნომერი და ხელმოწერა