Contract
ხელშეკრულება
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ № 125/191 კლასიფიკატორის კოდი: 39141100
ქ. თბილისი 2019წ.
ჩვენ, ქვემოთ ხელის მომწერნი, ერთის მხრივ, სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (შემდგომში - შემსყიდველი), წარმოდგენილი დირექტორის თეა xxxxxxxxxxxx სახით და მეორეს მხრივ, შპს შპს "არე.ჯი+" (შემდგომში - მიმწოდებელი) წარმოდგენილი მისი დირექტორის xxxxxxx xxxxxxxx სახით, ვხელმძღვანელობთ რა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
I. ხელშეკრულების საგანი
1.1 ხელშეკრულების საგანია კედლის თაროების (შემდგომში - შესყიდვის ობიექტი) შესყიდვა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანების მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით (მონეტარული ზღვრების დაცვით).
II. შესყიდვის ობიექტის ღირებულება
2.1. შესყიდვის ობიექტის ღირებულება შეადგენს 260.00 (ორას სამოცი) ლარს, მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა (ხელშეკრულების მე-3 მუხლით განსაზღვრული პირობების თანახმად) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით.
2.2. შესყიდვის ობიექტის ერთეული ღირებულება დანართი №1-ში, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
III. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადები, პირობები და ადგილი
3.1. მიმწოდებელი უზრუნველყოფს დანართი №1-ით განსაზღვრული საქონლის მოწოდებას ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარულ დღეში.
3.2. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილია ქ. თბილისი, სავაჭრო ობიექტი „საბა“.
IV. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
4.1. შესყიდვის ობიექტი ჩაითვლება მიღებულად შესყიდვის ობიექტის ფაქტობრივი მიწოდებისა და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
V. ანგარიშსწორების ფორმა, ვადა და ადგილი
5.1. მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ლარებში, „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.
5.2. მიმწოდებელს შესყიდვის ობიექტი აუნაზღაურდება უნაღდო ანგარიშსწორებით, საქონლის მიწოდების შემდეგ საგადასახადო დოკუმენტის წარმოდგენის ან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
VI. მხარეთა უფლება-მოვალეობანი
6.1. შემსყიდველი ორგანიზაცია და მიმწოდებელი მოქმედებენ საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით.
6.2. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია:
- ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, აუნაზღაუროს მიმწოდებელს შესყიდვის ობიექტის ღირებულება.
6.3. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს:
- განახორციელოს კონტროლი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე;
- მოსთხოვოს მიმწოდებელს მიწოდებული შესყიდვის ობიექტის კონტროლის შედეგად გამოვლენილი დეფექტების აღმოფხვრა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან რაიმე დამატებითი დანახარჯის გაწევის გარეშე.
6.4. მიმწოდებელი ვალდებულია:
- მიაწოდოს შემსყიდველ ორგანიზაციას შესყიდვის ობიექტი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად;
- შესაბამისი წერილობითი შეტყობინებიდან 3 (სამი) დღის ვადაში საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს შესყიდვის ობიექტის კონტროლის შედეგად გამოვლენილი დეფექტების აღმოფხვრა;
- დაიცვას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა.
6.5. მიმწოდებელს უფლება აქვს:
- მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას შესყიდვის ობიექტის ღირებულების ანაზღაურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
VII. ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი
7.1. ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლს განახორციელებს შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი თანამშრომელი - xxxxxx xxxxxxx/ლოგისტიკისა და შესყიდვების მენეჯერი.
VIII. მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების პირობების დარღვევისას
8.1. მხარეები პასუხს აგებენ ერთმანეთის წინაშე მათ მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
8.2. თუ ხელშეკრულების ერთი მხარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, მეორე მხარე უფლებამოსილია წერილობითი ფორმით მას დაუწესოს დამატებით ვადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებისთვის.
8.3. ხელშეკრულების ერთი მხარის მიერ დამატებით ვადაში ვალდებულების კვლავ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მეორე მხარეს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება.
8.4. ხელშეკრულების მხარეს, მის მიერ შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებული ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში, დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესყიდვის ობიექტის საერთო ღირებულების 0.02 (ნოლი მთელი ორი მეასედი) პროცენტის ოდენობით.
8.5. თუ ერთი მხარისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს შესყიდვის ობიექტის საერთო ღირებულების 5 (ხუთი) პროცენტს, მეორე მხარეს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება.
IX. ფორს-მაჟორული სიტუაციები
9.1. მხარეები პასუხისმგებელნი არ არიან თავიანთ ვალდებულებათა სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობაზე, თუ ის გამოწვეულია ისეთი გარემოებებით, როგორიცაა: წყალდიდობა, ხანძარი, მიწისძვრა და სხვა სტიქიური მოვლენები, აგრეთვე საომარი მოქმედებები, რომლებიც უშუალო ზემოქმედებას ახდენენ ხელშეკრულების შესრულებაზე. ხელშეკრულების შესრულების ვადა გადაიწევს შესაბამისი დროით, ხელისშემშლელ გარემოებათა აღმოფხვრის შემდეგ.
9.2. თუ ფორს-მაჟორული გარემოებების გამო სახელშეკრულებო ვალდებულებების მთლიანი ან ნაწილობრივი შეუსრულებლობა გრძელდება ორ თვეზე მეტ ხანს, მხარეებს უფლება აქვთ შეწყვიტონ ხელშეკრულების მოქმედება, კომპენსაციის მოთხოვნის უფლების გარეშე. მხარე, რომელსაც შეექმნა ფორს-მაჟორის გარემოება, დაუყოვნებლივ აცნობებს ამის შესახებ მეორე მხარეს.
X. ხელშეკრულების პირობების გადასინჯვა
10.1. ხელშეკრულებების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ცვლილებების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამ შემთხვევაშიც ფასის ცვლილება დასაშვებია არაუმეტეს შესყიდვის ობიექტის ღირებულების10%-ისა.
10.2. ხელშეკრულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა შესაძლებელია მხარეთა თანხმობის შემთხვევაში. ნებისმიერი ცვლილება და დამატება ხელშეკრულებაში შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ წერილობითი ფორმით. ხელშეკრულების პირობების ნებისმიერ ცვლილებაზე უნდა გაფორმდეს შეთანხმება, რომელიც ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.
XI. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
11.1. ხელშეკრულება ძალაშია მხარეთა მიერ მასზე ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2020 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
XII. დავა და მისი გადაწყვეტის წესი
12.1. წამოჭრილი დავა ან აზრთა სხვადასხვაობა შესაძლებელია გადაწყდეს ორივე მხარის ერთობლივი მოლაპარაკების საფუძველზე.
12.2. თუ შემსყიდველი ორგანიზაცია და მიმწოდებელი მოლაპარაკებების დაწყებიდან 15 (თხუთმეტი) დღის განმავლობაში ვერ შეძლებენ შეთანხმების საფუძველზე გადაწყვიტონ დავა, მაშინ ნებისმიერ მხარეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
XIII. სხვა პირობები
13.1. საკითხები, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ ხელშეკრულებით, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
13.2. არც ერთ მხარეს არა აქვს უფლება გადასცეს მესამე პირს თავისი უფლებები და მოვალეობები, მეორე მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე.
13.3. მესამე პირთან ურთიერთობაში მხარეები მოქმედებენ თავიანთი სახელით, ხარჯებითა და რისკით.
13.4. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე ორ ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეულს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა და ერთი ინახება შემყიდველ ორგანიზაციაში, ხოლო ერთი მიმწოდებელთან. ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მიმოწერა შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.
XIV. მხარეთა იურიდიული მისამართები და რეკვიზიტები, მხარეების წარმომადგენელთა ხელმოწერები, ბეჭედი
სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა მის: ქ. თბილისი, ჭონქაძეს ქ. №20
საიდენტიფიკაციო კოდი: ს/კ 205329697 Xxxx@xxx.xxx.xx
შ.პ.ს. „არე.ჯი+“ ს.კ 443568079
მის: ქ.თბილისი, ერისთავის 5 ბანკი: თიბისი ბანკი
ა/ნ XX00XX0000000000000000
LEPL DEFENCE INSTITUTION BUILDING SCHOOL
Digitally signed by LEPL DEFENCE INSTITUTION BUILDING SCHOOL Date: 2019.12.17
17:35:20 +04'00'
xxx xxxxxxxxxxx დირექტორი
xxxxxxx xxxxxxx დირექტორი
დანართი №1
დასახელება | რაოდენობა | ერთეულის ფასი |
კედლის თარო (90X90X20) | 1 | 90 |
კედლის თარო (130X55X20) | 1 | 90 |
კედლის თარო (ტრანსფომერი) | 1 | 80 |
BUILDING
Digitally signed by LEPL DEFENCE INSTITUTION BUILDING SCHOOL
SCHOOL
Date: 2019.12.17
17:35:42 +04'00'