იმის გათვალისწინებით, რომ შემსყიდველმა ჩაატარა ელექტრონული ტენდერი (აუქციონის გარეშე) (NAT-------) სატელეკომუნიკაციო მომსახურებების შესყიდვაზე (CPV 64200000), რომელშიც გამარჯვებულად მიჩნეულ იქნა მიმწოდებლის სატენდერო წინადადება, რომლის მიხედვითაც...
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პროექტი
ქ. გორი 2023 წელი
ერთის მხრივ, გორის მუნიციპალიტეტის მერია (შემდგომში „შემსყიდველი“) წარმოდგენილი მერის xxxxxxxx xxxxxxxxxxxxx სახით და მეორეს მხრივ, ------------- წარმოდგენილი სახით
(შემდგომში „მიმწოდებელი“) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
იმის გათვალისწინებით, რომ შემსყიდველმა ჩაატარა ელექტრონული ტენდერი (აუქციონის გარეშე) (NAT-------) სატელეკომუნიკაციო მომსახურებების შესყიდვაზე (CPV 64200000), რომელშიც გამარჯვებულად მიჩნეულ იქნა მიმწოდებლის სატენდერო წინადადება, რომლის მიხედვითაც მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება, მიაწოდოს საზოგადოებრივი სატელეფონო კავშირის მომსახურებები, სახელშეკრულებო ღირებულებით ---- (თანხა სიტყვიერად) ლარი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით (შემდგომში „ხელშეკრულების ღირებულება“).
1. გამოყენებული ტერმინები
ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
1.1. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში ხელშეკრულება) - შემსყიდველ ორგანიზაციასა და ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენს შორის დადებული ხელშეკრულება, თანდართულ და ხელშეკრულებაში მითითებულ ყველა დოკუმენტაციასთან ერთად, რომელიც ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ.
1.2. შემსყიდველი ორგანიზაცია (შემდგომში „შემსყიდველი“) - ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს შესყიდვებს.
1.3. მიმწოდებელი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც მოიპოვა გამარჯვება ტენდერში და აწვდის საქონელს/მომსახურებას ან ასრულებს სამუშაოს.
1.4. ხელშეკრულების ღირებულება - საერთო თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს შემსყიდველმა ორგანიზაციამ, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისათვის.
1.5. დღე - ნიშნავს კალენდარული დღეს.
2. შესყიდვის ობიექტი
2.1. შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს - გორის მუნიციპალიტეტის მერიის და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის საზოგადოებრივი სატელეფონო კავშირის მომსახურებები (CPV64211000), დანართი N1-ის მიხედვით, რომელიც თან ერთვის ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
3. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა
3.1. ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების გააქტიურება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების ძალაში შესვლის ან/და ტექნიკური სამუშაოების დასრულების დღიდან არაუგვიანეს 24 საათისა;
3.2. მომსახურების მიწოდება უნდა განხორციელდეს 2024 წლის 01 იანვრიდან 2024 წლის 31
დეკემბრის ჩათვლით, უწყვეტად.
4. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილი
4.1. პრეტენდენტმა სატელეფონო მომსახურების მიწოდება უნდა უზრუნველყოს PSTN და
VOIP ტექნოლოგიით, კერძოდ:
4.1.1 ნომრებზე, 370 27 00 03; 370 27 00 06 - ქ. გორი, გრ. ფერაძის N5 - მომსახურების მიწოდება უნდა უზრუნველყოს VOIP ტექნოლოგიით;
4.1.2 ნომრებზე 370 27 71 33 ; 370 27 29 99; 370 27 57 12 - ქ. გორი, სტალინის გამზირი N16 -
მომსახურების მიწოდება უნდა უზრუნველყოს E1 ტექნოლოგიით.
5. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
5.1. შემსყიდველი ან/და შემსყიდველის წარმომადგენელი უფლებამოსილია, განახორციელოს ტექნიკური ზედამხედველობა და კონტროლი მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე და განახორციელოს მომსახურების ხარისხის ინსპექტირება.
5.2. შემოწმების შედეგად გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრასთან და ხელახალ ინსპექტირებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მიმწოდებელს.
5.3. შემსყიდველის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულის ინსპექტირებას განახორციელებს - გორის მუნიციპალიტეტის მერიის მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის და შრომის უსაფრთხოების დაცვის განყოფილების სპეციალისტი - xxxxx xxxxxxx.
6. ანგარიშსწორება და ვალუტა
6.1. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე.
6.2. ანგარიშსწორება მოხდება 2024 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებული სახსრებით.
6.3. ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, შესრულების დამადასტურებელი შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
7. ხელშეკრულების ღირებულება
7.1. მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებული ფასი წარმოადგენს ხელშეკრულების ღირებულების პარამეტრს.
7.2. ხელშეკრულების ღირებულების შეცვლა დასაშვებია მხოლოდ მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.
7.3. ხლშეკრულების ღირებულების შეცვლა დაუშვებელია თუ ამგვარი ცვლილებით იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან/და უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისათვის.
7.4. ამ წესიდან გამონაკლის წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა, რა დროსაც დაუშვებელია თავდაპირველად დადებული ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობით გაზრდა.
8. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა
8.1. ხელშეკრულებაში ცვლილების ან დამატების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა მიერ ორმხრივად ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე.
8.2. წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზის არსებობის შემთხვევაში, თუ აუცილებელი გახდება ხელშეკრულებაში ცვლილების ან დამატების შეტანა, ცვლილების ინიციატორი მხარე ვალდებულია წერილობით აცნობოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია.
8.3. ნებისმიერი ცვლილება ან დამატება, რომლითაც იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება მდგომარეობა შემსყიდველისათვის დაუშვებელია, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
8.4. ხელშეკრულებაში შესატანი ნებისმიერი ცვლილება ფორმდება წერილობითი ფორმით, შეთანხმების სახით და წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
9. უფლებების გადაცემა
9.1. შემსყიდველის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე დაუშვებელია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მთლიანი ან ნაწილობრივი გადაცემა მესამე პირისათვის.
10. სუბკონტრაქტორები
10.1. თუ სატენდერო წინადადებაში მითითებული არ არის სუბკონტრაქტის არსებობის შესახებ, მაშინ მიმწოდებელი ვალდებულია წერილობით აცნობოს შემსყიდველს წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში დადებული ყველა სუბკონტრაქტის შესახებ.
10.2. წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში დადებული ყველა სუბკონტრაქტი უნდა წარედგინოს შემსყიდველ მხარეს.
10.3. წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში დადებული არცერთი სუბკონტრაქტი არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ნაკისრი ვალდებულებისაგან.
11. ხელშეკრულების შესრულების შეფერხება
11.1. თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში წარმოიშვა წინასწარ გაუთვალისწინებელი შეფერხება, მაშინ მხარე ვალდებულია ასეთი შეფერხების წარმოშობის მომენტიდან არა უგვიანეს 5 (ხუთი) დღის ვადაში წერილობით აცნობოს მეორე მხარეს შეფერხების მიზეზის და მისი შესაძლო ხანგრძლივობის შესახებ, რის შესახებაც მეორე მხარე არა უგვიანეს 5 (ხუთი) დღის ვადაში აცნობებს წერილობით პასუხს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.
11.2. თუ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შეფერხების არსებობისას მხარეები შეთანხმდებიან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გაგრძელების თაობაზე, ასეთი შეთანხმება უნდა გაფორმდეს წერილობით, რაც დაერთვის ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
12. მხარეთა უფლება-მოვალეობანი
12.1. მხარეები მოქმედებენ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.
12.2. შემსყიდველი ვალდებულია:
12.2.1. კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება.
12.2.2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდების პროცეში წარმოშობილი ყველა გაუთვალისწინებელი გარემოების შემთხვევაში დაუყოვნებლივ, წერილობით აცნობოს მიმწოდებელს.
12.2.3. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად აუნაზღაუროს მიმწოდებელს გაწეული მომსახურების საზღაური.
12.2.4. დაუყოვნებლივ, წერილობით აცნობოს მიმწოდებელს მომსახურების ზედამხედველობისას აღმოჩენილი დეფექტის/ნაკლის შესახებ.
12.3. შემსყიდველს უფლება აქვს:
12.3.1. განახორციელოს მომსახურების კონტროლი.
12.3.2. შეაჩეროს ან შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებლის მიერ წარდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ყალბი აღმოჩნდება.
12.4. მიმწოდებელი ვალდებულია:
12.4.1. კეთილსინდისიერად და დათქმულ ვადაში შეასრულოს წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება.
12.4.2. დაუყოვნებლივ, საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას ყველა ნაკლი, რომელიც გამოვლენილი იქნება შემსყიდველის მიერ ტექნიკური ზედამხედველობის დროს.
12.4.3. მომსახურების შესასრულებლად საჭირო ტექნიკის, მასალის და სხვა ინვენტარის მობილიზება უნდა მოახდინოს მიმწოდებელმა, რომელთა დაზიანების, დაკარგვის ან გაუმართაობის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს.
12.4.4. მიმწოდებელმა უნდა მიიღოს ყველა ზომა ტექნიკური უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის უზრუნველსაყოფად.
12.5. მიმწოდებელს უფლება აქვს:
12.5.1. მოსთხოვოს შემსყიდველს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.
13. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა
13.1. მიწოდების ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.2%-ს ოდენობით.
13.2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება მიყენებული ზიანის ანაზღაურება, მაგრამ არანაკლებ ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5% ოდენობით.
13.3. თუ ვადის დარღვევის გამო, მიმწოდებლისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური ოდენობა გადააჭარბებს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 2%-ს, შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება.
13.4. პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისაგან.
13.5. შემსყიდველის მხრიდან წინამდებარე ხელშეკრულების 6.3 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის დარღვევისთვის, მიმწოდებელი უფლებამოსილია მოსთხოვოს შემსყიდველს
(ხოლო ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში შემსყიდველი ვალდებულია აუნაზღაუროს) პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0,2% - ის ოდენობით.
14. ხელშეკრულების შეწყვეტა მისი პირობების შეუსრულებლობის გამო
14.1. ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მეორე მხარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შესახებ, რაზედაც აცნობებს მეორე მხარეს წერილობითი ფორმით.
14.2. ხელშეკრულების შეწყვეტა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ხორციელდება მხარეთა შორის დანართის გაფორმების გზით.
14.3. შემსყიდველი უფლებამოსილია, ვადამდე, ცალმხრივად შეწყვიტოს ეს ხელშეკრულება თუ:
ა) მიმწოდებელი არღვევს (არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს) ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვალდებულებას/ვალდებულებებს;
ბ) მიმწოდებლის მიმართ მიმდინარეობს გაკოტრების ან გადახდისუუნარობის საქმისწარმოება (მიუხედავად მისი დაწყების დროისა);
გ) მიმწოდებლის ქონებას დაედო ყადაღა, თუ ეს გარემოება ზეგავლენას ახდენს ან შესაძლებელია, ზეგავლენა მოახდინოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შესრულებაზე;
დ) მიმდინარეობს მიმწოდებლის რეორგანიზაცია, თუ ეს გარემოება ზეგავლენას ახდენს ან შესაძლებელია, მოახდინოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შესრულებაზე;
ე) ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ შემსყიდველისათვის ცნობილი გახდა, რომ მიმწოდებელმა ხელშეკრულების დადების მიზნით ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
15. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა დაუძლეველი ძალის არსებობისას
15.1. მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციებს და ხელშეკრულების შერულების გარანტიის დაუბრუნებლობას იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია დაუძლეველი ძალით,
15.2. ამ ხელშეკრულების მიზნებისათვის „დაუძლეველი ძალა“ ნიშნავს ისეთ გარემოებას, რომელიც არ არის გამოწვეული მხარეთა ბრალეულობით, შეუძლებელია წინასწარ ცნობილი ყოფილიყო მხარეთათვის და რომლის არსებობაც გამორიცხავს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას (მაგ: სტიქიური მოვლენები, ომი, გაფიცვები და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფორს-მაჟორული სიტუაციები).
15.3. ასეთი გარემოების არსებობის შემთხვევაში, იმ მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს
დაუძლეველი ძალის აღმოფხვრიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში წერილობით უნდა აცნობოს მეორე მხარეს შექმნილი ვითარების შესახებ.
15.4. თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა გრძელდება ერთ თვეზე მეტი ვადით, მაშინ მხარეებს უფლება აქვთ შეწყვიტონ ხელშეკრულება კომპენსაციის მოთხოვნის გარეშე.
16. სადაო საკითხების გადაწყვეტა
16.1. მხარეები უნდა ეცადნონ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა გადაწყვიტონ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
16.2. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ შეძლებენ სადაო საკითხზე შეთანხმებას, მათ უფლება აქვთ მიმართონ სასამართლოს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
17. გამოყენებული სამართალი
17.1. ხელშეკრულება დადებულია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
18. მხარისათვის შეტყობინების გაგზავნა
18.1. მხარეთა შორის, წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეტყობინების გაგზავნა უნდა მოხდეს წერილობითი ფორმით, მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე. (შემსყიდველის შემთხვევაში - xxxx@xxxx.xxx.xx; მიმწოდებლის
შემთხვევაში - .)
18.2. შეტყობინება ძალაში შედის მხარის მიერ მისი მიღების დღიდან ან შეტყობინებაში მითითებული ვადიდან.
19. გადასახადები და დაბეგვრა
19.1. რეზიდენტი და არარეზიდენტი მიმწოდებლები პასუხს აგებენ ყველა იმ გადასახადის გადახდაზე, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოში მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით.
20. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
20.1. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს -----
---------- ჩათვლით.
21. სხვა პირობები
21.1. შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის ურთიერთობა რეგულირდება წინამდებარე ხელშეკრულებით, სატენდერო დოკუმენტაციითა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
21.2. წინამდებარე ხელშეკრულებას და სატენდერო დოკუმენტაციას აქვს თანაბარი იურიდიული ძალა.
21.3. წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე PDF ფაილის სახით, ხელმოწერილია/შტამპდასმულია ელექტრონულად და ინახება ხელმომწერ მხარეებთან.
21.4. წინამდებარე ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილება ან დამატება შეიტანება წერილობითი ფორმით და წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
22. მხარეთა რეკვიზიტები
შემსყიდველი მიმწოდებელი
გორის მუნიციპალიტეტის მერია დასახელება |
ს/კ 218086087 ს/კ |
მის: ქ. გორი, ფერაძის №5 მის: |
სახელმწიფო ხაზინა ბანკის დასახელება: |
კოდი: TRESGE22 ბანკის კოდი: |
ა/№ 300843460 ა/ა გორის მუნიციპალიტეტის მერი xxxxxxxx xxxxxxxxxxxx |