• ლიმიტის ფარგლებში ათვისებული კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი: რეფინანსირების განაკვეთს + X% (განისაზღვრება ინდივიდუალურად), მაგრამ არანაკლებ X%-ისა (განისაზღვრება ინდივიდუალურად) და არაუმეტეს X%-ისა (განისაზღვრება ინდივიდუალურად).
ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება
ხელშეკრულების გაფორმების თარიღი
კრედიტის საპროცენტო განაკვეთი
• კრედიტის საპროცენტო განაკვეთის ტიპი: ინდექსირებული
• ლიმიტის ფარგლებში ათვისებული კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი: რეფინანსირების განაკვეთს + X% (განისაზღვრება ინდივიდუალურად), მაგრამ არანაკლებ X%-ისა (განისაზღვრება ინდივიდუალურად) და არაუმეტეს X%-ისა (განისაზღვრება ინდივიდუალურად).
• კრედიტის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: X% (განისაზღვრება
ინდივიდუალურად). (დათვლილია იმ დაშვებით, რომ ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი ინდექსის ოდენობა უცვლელია ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში და ლიმიტის ფარგლებში კრედიტი ათვისებულია სრულად, მასზე დარიცხული სარგებლის გადახდა ხდება თვეში ერთხელ, ხოლო ლიმიტის ვადის ბოლოს სრულად იფარება xxxxxxx).
• აუთვისებელი კრედიტის ნაშთზე დასარიცხი წლიური საპროცენტო განაკვეთი: X%
(განისაზღვრება ინდივიდუალურად).
ფინანსური ხარჯები
• საკრედიტო ლიმიტის ფარგლებში ათვისებულ კრედიტზე დარიცხული სარგებლის (პროცენტის)
გადახდა ხდება ყოველთვიურად, არაუგვიანეს ყოველი კალენდარული თვის ბოლო რიცხვისა (თუ ბოლო გადახდისას ეს ვადა აღემატება ლიმიტის ვადას, ბოლო გადახდა მოხდება ლიმიტის ვადის ბოლოს), ხოლო საკრედიტო ლიმიტი მცირდება გრაფიკის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესაბამისად გადახდილი თანხებით; გრაფიკის არარსებობის შემთხვევაში, კრედიტის ძირითადი თანხის გადახდა (სრულად დაფარვა) ხდება საკრედიტო ხაზის ლიმიტის ვადის ბოლოს. შენატანები შეიცვლება რეფინანსირების განაკვეთის ცვლილების შესაბამისად.
• კრედიტის გაცემის საკომისიო: ლიმიტიდან ათვისებული თანხის X% (განისაზღვრება ინდივიდუალურად).
• უზრუნველყოფის ხელშეკრულების რეგისტრაციის ხარჯი: განისაზღვრება ინდივიდუალურად
• უზრუნველყოფის ხელშეკრულების გაუქმების რეგისტრაციის ხარჯი: განისაზღვრება ინდივიდუალურად
სხვა სახელშეკრულებო ინფორმაცია
• კრედიტის ათვისებასთან დაკავშირებული ხარჯი (კრედიტის გადარიცხვის ან/და განაღდების საკომისიო): X ლარი (განისაზღვრება ინდივიდუალურად).
• საკრედიტო ხაზის ლიმიტი: X ლარი (განისაზღვრება ინდივიდუალურად).
• მსესხებლის მიერ გადასახდელი მთლიანი თანხის ოდენობა (დათვლილია იმ დაშვებით, რომ ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი ინდექსის ოდენობა უცვლელია ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში და ლიმიტის ფარგლებში კრედიტი ათვისებულია სრულად, მასზე დარიცხული სარგებლის გადახდა ხდება თვეში ერთხელ, ხოლო xxxxxxx ვადის ბოლოს სრულად იფარება კრედიტი): X ლარი (განისაზღვრება ინდივიდუალურად).
• საკრედიტო ხაზის ლიმიტის ხანგრძლივობა: კრედიტის გაცემიდან X წელი (განისაზღვრება
ინდივიდუალურად).
• საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების მოქმედების ვადა: კლიენტის მიერ საკრედიტო ვალდებულებების სრულად შესრულებამდე.
• კლიენტი უფლებამოსილია, ვადაზე ადრე დაფაროს კრედიტი. კრედიტის წინსწრებით დაფარვის საკომისიო (მსესხებლის კუთვნილი ან მესამე პირის სახსრებით): გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 0,5% (განისაზღვრება ინდივიდუალურად); კრედიტის რეფინანსირების (გარდა შიდა რეფინანსირებისა) საკომისიო: გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 0,5% (განისაზღვრება ინდივიდუალურად). ამ პუნქტით განსაზღვრული ნებისმიერი საკომისიოს ოდენობა შეადგენს 0%-ს, თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6 თვემდე პერიოდი. თუ კრედიტის ძირითადი თანხის ან/და მასზე დარიცხული სარგებლის დაფარვისთვის
გათვალისწინებულია საშეღავათო პერიოდი, პირველ რიგში სრულად იფარება საშეღავათო პერიოდის განმავლობაში დარიცხული სარგებელი.
• ვადაგადაცილების ჯარიმა: მიმდინარე დავალიანების X% (განისაზღვრება ინდივიდუალურად)
ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ჯარიმა ანგარიშზე ბრუნვების წარმოების ვალდებულების დარღვევისთვის: მიმდინარე დავალიანების მინიმუმ 1%. ჯარიმის/პირგასამტეხლოს ჯამური ოდენობა თითოეულ დღეზე არ უნდა აღემატებოდეს სესხის ნარჩენი ძირი თანხის 0,27%-ს. ამასთან, ვადაგადაცილების დაწყებიდან მის სრულ აღმოფხვრამდე პერიოდში დაკისრებული ხარჯების ჯამური მოცულობა არ უნდა აჭარბებდეს კლიენტის მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას.
ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთიანი სესხი მომხმარებელს მნიშვნელოვანი რისკის წინაშე აყენებს! საჯარო ინდექსის ცვლილებამ შესაძლოა შენატანები მნიშვნელოვნად გაზარდოს. ინდექსის მაჩვენებლის შესაძლო 5 პროცენტული პუნქტით ზრდის შემთხვევაში გაანგარიშებული:
⮚ კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს: წლიური X%-ს (განისაზღვრება ინდივიდუალურად).
• ბანკი უფლებამოსილია, ცალმხრივად განახორციელოს ცვლილებები ხელშეკრულებაში, რის
შესახებაც კლიენტს ეცნობება წერილობითი ფორმით / ელექტრონული ფოსტით / ინტერნეტბანკით / მოკლე ტექსტური შეტყობინებით, შემდეგი ვადების დაცვით:
⮚ ხელშეკრულების თავსართში მოცემული მნიშვნელოვანი პირობების ცვლილების შემთხვევაში
- ცვლილების განხორციელებამდე არანაკლებ 2 (ორი) თვით ადრე;
⮚ ხელშეკრულების სხვა პირობების ცვლილების ან/და სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში – ცვლილებამდე არანაკლებ 1 (ერთი) თვით ადრე;
⮚ კლიენტის ქმედებით გამოწვეული გარემოებების დადგომის გამო პირობების ცვლილების შემთხვევაში - შესაბამისი ცვლილების განხორცილებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.
• მსესხებელს უფლება აქვს ბანკში წარადგინოს პრეტენზია ზეპირი, თავისუფალი წერილობითი,
სტანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. პრეტენზიას განიხილავს მომხმარებლის გამოცდილების მართვისა და ხარისხის უზრუნველყოფის განყოფილება.
გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდსა - xxx.xxx.xxx.xx/xx და ცხელ ხაზზე - 032 2 406 406.
საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება (ხელშეკრულების ძირითადი პირობები)
თარიღი
ერთი მხრივ, სს "ბაზისბანკი" (შემდგომში "ბანკი") და მეორე მხრივ იურიდიული პირის დასახელება (შემდგომში
„კლიენტი“ ან "მსესხებელი"), ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი
1.1. საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების (შემდგომში „საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება“ ან „ხელშეკრულება“) საფუძველზე, ბანკი უხსნის მსესხებელს საკრედიტო ხაზს, რომლის ფარგლებშიც აძლევს სასყიდლიან კრედიტს სესხის ფორმით, ხოლო მსესხებელი იღებს ვალდებულებას, დააბრუნოს მიღებული კრედიტი, გადაიხადოს დარიცხული საპროცენტო სარგებელი და ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.
1.2. წინამდებარე ხელშეკრულებით (შემდგომში „საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების ძირითადი პირობები“ ან
„ძირითადი პირობები“) განისაზღვრება საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების ძირითადი/არსებითი პირობები (კრედიტის მოცულობა, ვადა, საპროცენტო სარგებელი, კრედიტის გამოთხოვისა და საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები და ა.შ), ხოლო სხვა პირობები რეგულირდება საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების სპეციფიკური პირობებით (შემდგომში „სპეციფიკური პირობები“), რომელიც განთავსებულია ბანკის ოფიციალურ ინტერნეტ-გვერდზე xxxxx://xxxxxx.xx.xx/xxxxxx/xxxx/Xxx0xxxxxXXXxxxx0xXxXX0xXX0X0x0XxXxxxxxx.xxx და წარმოადგენს საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. მხარეთა შეთანხმებით, სპეციფიკური პირობები შესაძლებელია ასევე მატერიალური სახით დაერთოს წინამდებარე ხელშეკრულებას და დამოწმდეს მხარეთა ხელმოწერებით.
მუხლი 2. კრედიტის ძირითადი პირობები
2.1. საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების ძირითადი პირობებია:
• კრედიტის ტიპი: საკრედიტო ლიმიტის ფარგლებში მრავალჯერადად ათვისებადი კრედიტი.
• საკრედიტო ლიმიტი (მთლიანი მოცულობა): X ლარი (განისაზღვრება ინდივიდუალურად). ამასთან, კრედიტის მთლიანი თანხიდან მსესხებლის მიერ მისაღები/გასატანი (ფინანსური ხარჯების გამოკლებით დარჩენილი) თანხის ოდენობა შეადგენს X ლარს (განისაზღვრება ინდივიდუალურად).
• მსესხებლის მიერ გადასახდელი მთლიანი თანხის ოდენობა (დათვლილია იმ დაშვებით, რომ ხელშეკრულების
დადების დროს მოქმედი ინდექსის ოდენობა უცვლელია ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში და ლიმიტის ფარგლებში კრედიტი ათვისებულია სრულად, მასზე დარიცხული სარგებლის გადახდა ხდება თვეში ერთხელ, ხოლო ლიმიტის ვადის ბოლოს სრულად იფარება კრედიტი): X ლარი (განისაზღვრება ინდივიდუალურად).
• საკრედიტო ლიმიტის ვადა (ხანგრძლივობა): X წელი (განისაზღვრება ინდივიდუალურად).
• საპროცენტო განაკვეთის ტიპი: ინდექსირებული
• საკრედიტო ლიმიტის ფარგლებში ათვისებული კრედიტის საპროცენტო განაკვეთი: ამ ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების (საბაზისო) განაკვეთს1 (შემდგომში „საბაზისო განაკვეთი“) დამატებული ფიქსირებული საპროცენტო კოეფიციენტი - X% (განისაზღვრება ინდივიდუალურად) (შემდგომში „საბაზისო განაკვეთის დანამატი“), რაც ჯამში შეადგენს წლიურ X%-ს (თვეში შეადგენს X%-ს) (განისაზღვრება ინდივიდუალურად) ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის. კრედიტის საპროცენტო განაკვეთი და შესაბამისად, შენატანები, ყოველ ჯერზე ავტომატურად იცვლება (გაზრდის ან შემცირების თვალსაზრისით) საბაზისო განაკვეთის ცვლილების შემთხვევაში, კალენდარული თვის განმავლობაში მინიმუმ ერთხელ, მსესხებლის წინასწარი თანხმობის გარეშე და განისაზღვრება ცვლილების განხორციელების მომენტისათვის საბაზისო განაკვეთისა და საბაზისო განაკვეთის დანამატის ჯამური ოდენობით, თუმცა იმ პირობით, რომ საპროცენტო განაკვეთის ოდენობა არ უნდა იყოს წლიურ X%-ზე (განისაზღვრება ინდივიდუალურად) ნაკლები, ხოლო მაქსიმალური განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს წლიურ X%-ს (განისაზღვრება ინდივიდუალურად). საბაზისო განაკვეთის ცვლილების შემთხვევაში, ბანკი აცნობებს მსესხებელს აღნიშნული განაკვეთს მიერ მიღებული მნიშვნელობის შესახებ, ცვლილებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, ამ ხელშეკრულებით დადგენილი ერთ-ერთი ფორმით. ამასთან, ბანკი უფლებამოსილია, არ შეცვალოს საპროცენტო განაკვეთი, თუ მსესხებელი ნებისმიერი კალენდარული თვის განმავლობაში არ მოახდენს კრედიტის ძირითადი თანხის შემცირებას ან/და არის ვადაგადაცილებაში.
⮚ ბანკი უფლებამოსილია, ცალმხრივად განახორციელოს საპროცენტო განაკვეთის ცვლილება (მათ შორის, საბაზისო განაკვეთის ჩანაცვლება სხვა ინდექსით ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის პირობებით სარგებლის გამოთვლის წესის გაუქმება და საპროცენტო განაკვეთის ფიქსირება), ერთ-ერთი ან რამდენიმე შემდეგი გარემოების არსებობისას: (ა) ბანკის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, ან საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის გაუქმების შემთხვევაში, საბაზისო განაკვეთის სხვა ინდექსით ჩანაცვლებისას; (ბ) ბანკის მიერ საკრედიტო რესურსების მიღების და/ან გაცემის ზოგადი პირობების ცვლილებისას; (გ) კლიენტის საკრედიტო რეიტინგის (კლიენტის მიერ სესხის გადახდისუნარიანობა და/ან სესხის მომსახურების კოეფიციენტი) ან/და ქონებრივი მდგომარეობის გაუარესებისას; (დ) ბანკის ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი ტიპის სესხების გაცემისთვის დადგენილი რომელიმე მოთხოვნის (პირობა, კრიტერიუმი) დარღვევისას (გაუარესებისას); (ე) ბანკის მიერ მსესხებლის
1 გაეცანით ინფორმაციას რეფინანსირების განაკვეთის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდისა - xxx.xxx.xxx.xx/xx და ცხელი ხაზის 032 2 406 406 მეშვეობით.
მიმართ არსებული მოთხოვნის საქართველოს ეროვნულ ბანკში დაგირავების შეუძლებლობისას; (ვ) კლიენტის მიერ ბანკის მიმართ ნაკისრი რომელიმე პირობის/ვალდებულების დარღვევისას ან/და არაჯეროვნად შესრულებისას. საპროცენტო განაგვეთის ცვლილება განხორციელდება საკრედიტო ხელშეკრულებით დადგენილი წესით.
• ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შენატანების ცვლილებისას, შესაბამისი ცვლილების ასახვა
და აღნიშნულის შესახებ კლიენტის ინფორმირება/შეტყობინება მოხდება საკრედიტო ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და ფორმით. მსესხებელი უფლებას ანიჭებს ბანკს და თანახმაა, რომ ბანკმა, გრაფიკით გათვალისწინებული შენატანებისა და სხვა ვადამოსული ვალდებულებების (მათ შორის, კრედიტის ძირი, დარიცხული საპროცენტო სარგებელი, საკომისიო, პირგასამტეხლო, ჯარიმა) სრულად დასაფარად საკმარისი თანხები უაქცეპტო წესით ჩამოწეროს მსესხებლის ნებისმიერი ანგარიშ(ებ)იდან და მიმართოს ისინი მსესხებლის შესაბამისი ვალდებულებების დასაფარად. (საჭიროებისას, მოახდინოს თანხის კონვერტაცია ბანკში დადგენილი კურსით).
• საკრედიტო ლიმიტიდან აუთვისებელ ნაშთზე დასარიცხი საპროცენტო განაკვეთი: წლიური X% (განისაზღვრება
ინდივიდუალურად).
• საკრედიტო ლიმიტის მიზნობრიობა: განისაზღვრება ინდივიდუალურად.
• ლიმიტის ფარგლებში კრედიტის გაცემის ფორმა: მრავალჯერადი ათვისებით.
• პირგასამტეხლო/ჯარიმა: გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია დააკისროს ხოლო მსესხებელი ვალდებულია გადაუხადოს ბანკს პირგასამტეხლო მიმდინარე დავალიანების (ვადაგადაცილებული) თანხის X%-ის (განისაზღვრება ინდივიდუალურად) ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი სს “ბაზისბანკში” გახსნილ მის ანგარიშ(ებ)ზე არ აწარმოებს მთლიანი საბანკო ბრუნვის მინიმუმ 90%-ს, ბანკი უფლებამოსილია დააკისროს, ხოლო მსესხებელი ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, ჯარიმის სახით გადაიხადოს ყოველ დარღვეულ თვეზე მიმდინარე ვალდებულების მინიმუმ 1%, თუმცა დარიცხული ყველა პირგასამტეხლოს ჯამური ოდენობა უნდა იყოს არაუმეტეს სესხის ნარჩენი ძირი თანხის 0,27%-ისა დარღვევის თითოეული დღისთვის. ამასთან, ვადაგადაცილების დაწყებიდან მის სრულ აღმოფხვრამდე პერიოდში დაკისრებული ხარჯების ჯამური მოცულობა არ უნდა აჭარბებდეს კლიენტის მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას.
• საკრედიტო ლიმიტიდან ათვისებული კრედიტის წინსწრებით დაფარვის საკომისიო (მსესხებლის კუთვნილი ან
მესამე პირის სახსრებით): გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის 0%;
• საკრედიტო ლიმიტიდან ათვისებული კრედიტის რეფინანსირების საკომისიო: გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 0,5% (განისაზღვრება ინდივიდუალურად). ამ პუნქტით განსაზღვრული ნებისმიერი საკომისიოს ოდენობა შეადგენს 0%-ს, თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6 თვემდე ვადა. ანგარიშზე კრედიტის სრულად დასაფარად საკმარისი თანხის არსებობის მიუხედავად, ავტომატურად არ მოხდება კრედიტის წინსწრებით დაფარვა, გარდა ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული შემთხვევებისა, როდესაც xxxxxx მიერ მოხდება ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა და კრედიტის სრულად ან ნაწილობრივ გამოთხოვა.
• კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: წლიური X% (განისაზღვრება ინდივიდუალურად). ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ითვლება იმ დაშვებით, რომ ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი ინდექსის ოდენობა უცვლელია ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში და ლიმიტის ფარგლებში კრედიტი ათვისებულია სრულად, მასზე დარიცხული სარგებლის გადახდა ხდება თვეში ერთხელ, ხოლო ლიმიტის ვადის ბოლოს სრულად იფარება კრედიტი.
• საკრედიტო ვალდებულებების უზრუნველყოფა: იპოთეკა/თავდებობა/გირავნობა (განისაზღვრება ინდივიდუალურად).
2.2. მსესხებლის ფინანსური ხარჯი შეადგენს:
• საკრედიტო ლიმიტის ფარგლებში ათვისებულ კრედიტზე დარიცხული სარგებლის (პროცენტის) გადახდა ხდება ყოველთვიურად, არაუგვიანეს ყოველი კალენდარული თვის ბოლო რიცხვისა (თუ ბოლო გადახდისას ეს ვადა აღემატება ლიმიტის ვადას, ბოლო გადახდა მოხდება ლიმიტის ვადის ბოლოს), ხოლო საკრედიტო ლიმიტი მცირდება გრაფიკის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესაბამისად გადახდილი თანხებით; გრაფიკის არარსებობის შემთხვევაში, კრედიტის ძირითადი თანხის გადახდა (სრულად დაფარვა) ხდება საკრედიტო ხაზის ლიმიტის ვადის ბოლოს.
• საკრედიტო ლიმიტის ფარგლებში კრედიტის გაცემის საკომისიო: (განისაზღვრება ინდივიდუალურად)
• უზრუნველყოფის ხელშეკრულების რეგისტრაციის ხარჯი: (განისაზღვრება ინდივიდუალურად)
• უზრუნველყოფის ხელშეკრულების რეგისტრაციის გაუქმების ხარჯი: (განისაზღვრება ინდივიდუალურად)
• კრედიტის ათვისებასთან დაკავშირებული ხარჯი (კრედიტის გადარიცხვის ან/და განაღდების საკომისიო): X ლარი (განისაზღვრება ინდივიდუალურად).
2.3. საჯარო ინდექსის (საბაზისო განაკვეთის) მაჩვენებლის წლის განმავლობაში შესაძლო 5 (ხუთი) პროცენტული პუნქტით ზრდის შემთხვევაში: კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს: წლიურ X%-ს (განისაზღვრება ინდივიდუალურად)
მუხლი 3. სხვა პირობები
3.1. xxxxxx მიერ საკრედიტო ლიმიტის ფარგლებში კრედიტ(ებ)ის გაცემა შესაძლებელია მას შემდეგ, რაც შესრულდება მისი გაცემისათვის დადგენილი ყველა წინაპირობა, თუმცა, ბანკი უფლებამოსილია, ლიმიტის ფარგლებში კრედიტი გასცეს შესაბამისი წინაპირობების შესრულებამდეც.
3.2. ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელია განხორციელდეს უზრუნველყოფის სხვა საშუალებ(ებ)ის დამატება. თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან, მსესხებელი ვალდებულია, თავად უზრუნველყოს ხელშეკრულების
უზრუნველსაყოფად გასაფორმებელი ხელშეკრულებების დამოწმებისა და სათანადო ორგანოში რეგისტრაციის ხარჯების გადახდა.
3.3. მსესხებლის მიერ საკრედიტო ლიმიტის ფარგლებში ათვისებული კრედიტის დასაფარად გადახდილი თანხ(ებ)ით, ბანკის მიმართ დავალიანება დაიფარება შემდეგი თანმიმდევრობით: პირველ რიგში სადაზღვევო პრემია (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ პირგასამტეხლო/საკომისიო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ კრედიტის ძირითად თანხაზე დარიცხული სარგებელი, შემდეგ კრედიტის ძირითადი თანხა.
3.4. ბანკში მსესხებლის ერთზე მეტი მიმდინარე დავალიანების არსებობისას, როდესაც მსესხებლის ანგარიშზე განთავსებული თანხა საკმარისი არ არის ერთზე მეტი ვადამოსული/ვადაგადაცილებული ვალდებულების სრულად შესასრულებლად, მსესხებელი უფლებამოსილია, სს „ბაზისბანკის“ სერვისცენტრში წარდგენილი წერილობითი განცხადების საფუძველზე, თავად განსაზღვროს ვალდებულებების დაფარვის რიგითობა. მსესხებლის განცხადების არარსებობის შემთხვევაში, შესაბამისი საკრედიტო/საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებ(ებ)იდან გამომდინარე ვალდებულებების დაფარვა განხორციელდება შემდეგი რიგითობით: პირველ რიგში იფარება ვადაგადაცილებაში მყოფი არაუზრუნველყოფილი ვალდებულებები, შემდეგ ვადაგადაცილებაში მყოფი უზრუნველყოფილი ვალდებულებები, შემდეგ ვადამოსული არაუზრუნველყოფილი ვალდებულებები და ბოლოს ვადამოსული უზრუნველყოფილი ვალდებულებები; ამასთან, ერთი და იმავე კატეგორიის ვალდებულებების დაფარვა ხორციელდება დაფარვის მომენტში არსებული ვალდებულების ძირი თანხის ნაშთის კლებადობით, უდიდესიდან უმცირესისკენ.
3.5. მსესხებელი უფლებამოსილია წარადგინოს პრეტენზია ზეპირი, თავისუფალი წერილობითი, სტანდანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით ბანკის სერვისცენტრ(ებ)ში და/ან ამ ხელშეკრულებაში მითითებულ საკონტაქტო რეკვიზიტებზე. პრეტენზიას განიხილავს ბანკის მომხმარებლის გამოცდილების მართვისა და ხარისხის უზრუნველყოფის განყოფილება. პრეტენზიის მიღების და განხილვის პროცედურა წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და მისი მიღება შესაძლებელია ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში. xxxxxx მიერ პრეტენზიის განხილვის მაქსიმალური ვადაა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე სათანადო ფორმით შედგენილი პრეტენზიის ბანკის მიერ მიღების დღიდან.
3.6. საკრედიტო ლიმიტიდან მსესხებლის მიერ კრედიტების ათვისება დამოკიდებულია ბანკის ნებაზე. ამასთან, ბანკს უფლება აქვს, აღარ დაუშვას საკრედიტო ლიმიტიდან მსესხებლის მიერ კრედიტ(ებ)ის ათვისების შესაძლებლობა, იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება მინიმუმ ერთ-ერთ შემდეგ გარემოებას:
3.6.1. ბანკს დაუდგება ლიკვიდობის კრიზისი, როდესაც ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, xxxxxx მიერ საკრედიტო ლიმიტის ფარგლებში კრედიტ(ებ)ის გაცემა საფრთხეს უქმნის ბანკის ლიკვიდობას;
3.6.2. თუ წინამდებარე ხელშეკრულების „3.7.“ პუნქტში მითითებული პირობების შესაბამისად, სახეზეა ბანკის მიერ საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების შეწყვეტისა და ლიმიტის ფარგლებში გაცემული კრედიტ(ებ)ის გამოთხოვის რომელიმე წინაპირობა/საფუძველი;
3.6.3. კლიენტის მიერ ბანკის მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებ(ებ)თან დაკავშირებული ხარვეზის არსებობისას (რაც საჭიროების შემთხვევაში, ხელს შეუშლიდა ბანკის მიერ შესაბამისი უზრუნველყოფის ობიექტ(ებ)ის ხარჯზე მოთხოვნის დაკმაყოფილებას);
3.6.4. კლიენტის, მისი საბანკო ანგარიშ(ებ)ის და/ან სხვა ქონებ(ებ)ის მიმართ საინკასო დავალების, ყადაღის, აკრძალვის და/ან სხვა საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის მოქმედებისას (გარდა იმ შემთხვევისა, თუ მხარეთა შეთანხმებით, საკრედიტო ლიმიტის ფარგლებში კრედიტის ათვისების მიზანს შესაბამისი ვალდებულებ(ებ)ის დაფარვა წარმოადგენს).
3.6.5. წინამდებარე ხელშეკრულებით და/ან მისი რომელიმე დანართით განსაზღვრულ სხვა გარემოებების არსებობისას.
3.7. ბანკი უფლებამოსილია, ცალმხრივად შეწყვიტოს საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება კლიენტისთვის შესაბამისი შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე, აღარ დაუშვას ლიმიტის ფარგლებში დამატებით კრედიტ(ებ)ის გაცემა და მოსთხოვოს კლიენტს არსებული საკრედიტო ვალდებულებების ვადამდე სრულად ან ნაწილობრივ შესრულება/გადახდა, ხოლო კლიენტი ვალდებულია, შეტყობინებაში მითითებულ ვადაში დააბრუნოს კრედიტის ძირითადი თანხა მასზე დარიცხულ სარგებელთან და პირგასამტეხლოსთან/საკომისიოსთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით, მათ შორის, თუნდაც ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობისას: (ა) კლიენტის მიერ არ იქნება გადახდილი საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებით და/ან გრაფიკით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განსაზღვრული შენატანი ან ნებისმიერი სხვა გადასახდელი და აღნიშნული ხარვეზი არ იქნება გამოსწორებული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში; (ბ) კლიენტი ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე იკისრებს ვალდებულებებს მესამე პირების წინაშე და/ან დაირღვა ბანკის მიერ დაწესებული ფინანსური შეზღუდვა; (გ) განადგურდება, დაზიანდება ან ღირებულება შეუმცირდება კლიენტის ვალდებულებათა უზრუნველყოფის ობიექტს(ებს) (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ან გაუარესდება თანამსესხებლის/თავდების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ფინანსური მდგომარეობა; (დ) კლიენტის მიერ დაირღვევა კრედიტის მიზნობრიობა, ან ამავე ან/და ძირითადი ხელშეკრულებით დადგენილი სხვა რომელიმე პირობა/ვალდებულება ან/და კლიენტი არაჯეროვნად ასრულებს ბანკის მიმართ წინამდებარე ან/და სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით ნაკისრ ვალდებულებათაგან თუნდაც ერთ-ერთს; (ე) ნებისმიერი განცხადება ან გარანტია, რომელსაც ადასტურებდა კლიენტი, აღმოჩნდება არასწორი; (ვ) არსებობს უარყოფითი ცვლილება მსესხებლის/თანამსესხებლის ან/და თავდების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ფინანსურ ან/და ქონებრივ მდგომარეობაში, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად გაართულოს ან შეუძლებელი გახადოს საკრედიტო ვალდებულებების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება (ზ) მსესხებლის/თანამსესხებლის ან თავდების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გარდაცვალების, უგზო-უკვლოდ დაკარგულად, ქმედუუნაროდ ან შეზღუდულ ქმედუნარიანად გამოცხადების შემთხვევაში, ან თუ მსესხებლის/თანამსესხებლის/თავდების მიმართ დაიწყება სალიკვიდაციო წარმოება ან გაიხსნება გაკოტრების/გადახდისუუნარობის საქმის წარმოება (თუ მსესხებელი/თანამსესხებელი/თავდები იურიდიული პირია).
3.8. შეუსრულებელ ვალდებულებებზე კლიენტი პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რაც ასევე გულისხმობს, რომ კლიენტის მიმართ არსებული ბანკის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, ბანკის მხრიდან შესაძლებელია განხორციელდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვადასხვა სახის იძულების ღონისძიებები, მათ შორის (და არა მხოლოდ):
3.8.1. კლიენტის კუთვნილ უძრავ-მოძრავ ქონებაზე (მათ შორის, საბანკო ანგარიშებზე) და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ყადაღის დადება და/ან შეზღუდვის დაწესება;
3.8.2. კლიენტის რეგისტრაცია მოვალეთა რეესტრში;
3.8.3. კლიენტის მიერ ბანკის მიმართ ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფის საგნ(ებ)ის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეალიზაცია შესაბამისი ხელშეკრულებ(ებ)ით დადგენილი წესით. ამასთან, თუ უზრუნველყოფის საგნ(ებ)ის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სარეალიზაციოდ მიქცევის შედეგად სრულად ვერ დაიფარება საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბანკის მოთხოვნა, ბანკი უფლებამოსილია, დარჩენილი დავალიანების დაფარვის მიზნით აღსრულება მიაქციოს კლიენტის ნებისმიერ სხვა ქონებაზე (კლიენტის კუთვნილი ნებისმიერი ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე), თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 4. დასკვნითი დებულებები
4.1. საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება (ხელშეკრულების ძირითადი და სპეციფიკური პირობები), სესხის დაფარვის გრაფიკთან ერთად ძალაში შედის მხარეთა მიერ წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებს კლიენტის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე. ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა არ ათავისუფლებს კლიენტს ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებისაგან.
4.2. იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ელექტრონული დოკუმენტის სახით, მხარეთა მიერ ხელშეკრულება დამოწმებული იქნება კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერებით ან ელექტრონული ხელმოწერებით, ბანკის დისტანციური მომსახურების არხ(ებ)ში ინტეგრირებული, ან ბანკთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი სხვა პირის მფლობელობაში არსებული ელექტრონული ხელმოწერების პლატფორმის (მათ შორის, შპს “ენჯითი როქით სოლუშენს"-ის, ს/ნ 405432580, მფლობელობაში არსებული პლატფორმის - Signify.ge-ის) საშუალებით/გამოყენებით (შემდგომში “ელექტრონული პლატფორმა”), მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ასევე ელექტრონული ხელმოწერების შესაბამისი პლატფორმის მიერ დადგენილი წესებითა და პროცედურით. ელექტრონული დოკუმენტის სახით მომზადებული და გაფორმებული ხელშეკრულება კლიენტს მიეწოდება ელექტრონულად, მხარეთა შორის შეთანხმებული საკომუნიკაციო არხით ან შესაბამისი ელექტრონული პლატფორმის საშალებით. თუ წინამდებარე ხელშეკრულება მომზადებულია დაბეჭდილი დოკუმენტის სახით, მხარეთა მიერ მისი დამოწმება მოხდება პირადი ხელმოწერებით და მომზადდება თანაბარი იურიდიული ძალის მქონე იმდენ ეგზემპლარად, რამდენი მხარეცაა წარმოდგენილი და თითო პირი გადაეცემა ყოველ მხარეს.
4.3. მხარეები თანხმდებიან, რომ ხელშეკრულების საგანთან დაკავშირებით მხარეთა შორის ბანკის დისტანციური მომსახურების არხ(ებ)ის ან/და ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით შესრულებული ნებისმიერი ქმედება (მათ შორის, დოკუმენტების ელექტრონული ხელმოწერა), აგრეთვე ელექტრონული ფორმით შედგენილი დოკუმენტაცია და მხარეთა შორის წარმოებული ელექტრონული კომუნიკაცია ატარებს ოფიციალურ ხასიათს, გააჩნია სათანადო იურიდიული ძალა და უნარი, დაშვებულ იქნას მტკიცებულებად, რომელთა საშუალებითაც, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია შესაბამისი იურიდიული ფაქტების დამტკიცება (მათ შორის, ხელშეკრულებებისა და სხვა დოკუმენტების გაფორმების ფაქტის უტყუარობის დადგენა), მათ შორის სასამართლო/საარბიტრაჟო დავის დროსაც (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
4.4. მხარეთა შორის შეტყობინება (კომუნიკაცია) ხორციელდება ქართულ ენაზე, წერილობით, ან საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ფორმით. ბანკს შეუძლია შეტყობინებისთვის გამოიყენოს კომუნიკაციის სხვა საშუალებებიც - ელექტრონული ფოსტა, დისტანციური არხ(ებ)ი (მათ შორის, ინტერნეტ-ბანკი, მობაილ-ბანკი), ან სატელეფონო (სატელეფონო ზარი, მოკლე ტექსტური შეტყობინება) შეტყობინება.
4.5. საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებაში ცვლილებების/დამატებების შეტანა შესაძლებელია: (ა) მხარეთა შორის წერილობითი ფორმით გაფორმებული ან/და ბანკის დისტანციური მომსახურების არხის ან ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით დადებული შეთანხმებით, ან (ბ) ბანკის მიერ, ცალმხრივად, საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, რა დროსაც ბანკის მიერ მსესხებელს შეტყობინება ეგზავნება ცვლილებ(ებ)ის ძალაში შესვლამდე არანაკლებ 2 (ორი) კალენდარული თვით ადრე (ხელშეკრულებასა და მის თავსართში მოცემული მნიშვნელოვან პირობებში ცვლილების შემთხვევაში), ან არანაკლებ 1 (ერთი) კალენდარული თვით ადრე (საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების სხვა პირობების ცვლილების და/ან სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში), საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებით დადგენილი ფორმითა და წესით. თუ მსესხებელი არ ეთანხმება ცვლილებას, იგი უფლებამოსილია, ცვლილების ძალაში შესვლამდე შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება ბანკის მიმართ არსებული ვალდებულებების სრულად შესრულებით, სხვა შემთხვევაში, ბანკის მიერ შეთავაზებული ცვლილებები ჩაითვლება მსესხებლის მიერ მიღებულად, ხოლო ხელშეკრულება შეცვლილად, შეთავაზებული პირობების შესაბამისად. ამასთან, ბანკს არ ევალება მსესხებლის ინფორმირება ხელშეკრულების ისეთ ცვლილებაზე (დამატებაზე), რომელიც ხორციელდება მსესხებლის სასარგებლოდ და უფლება აქვს, ძალაში შეიყვანოს ბანკის ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე xxx.xxxxxxxxx.xx და/ან ბანკის სერვისცენტრებში შესაბამისი ინფორმაციის განთავსებისთანავე, ხოლო კლიენტის ქმედებით გამოწვეული გარემოებების დადგომის გამო პირობების ცვლილების შემთხვევაში, ბანკი აცნობებს კლიენტს შესაბამისი ცვლილების განხორცილებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებით განსაზღვრული ერთ-ერთი ფორმით.
4.6. საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების ფარგლებში წარმოშობილ სადაო საკითხებს მხარეები გადაწყვეტენ მოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, ბანკსა და კლიენტს შორის არსებულ სადაო საკითხებს განიხილავს სასამართლო, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებული ბანკის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება (მათ შორის გადახდის ბრძანება) მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ერთი პრიმა ნაწილის შესაბამისად.
4.7. ხელშეკრულების ყველა დანართი წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
4.8. საკითხები, რომლებიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე ხელშეკრულებით, რეგულირდება სპეციფიკური პირობებით, გენერალური ხელშეკრულებითა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მოქმედი კანონმდებლობით.
4.9. თუ წინამდებარე ხელშეკრულება გაფორმებულია ბანკსა და რამდენიმე მსესხებელს (თანამსესხებლებს) შორის, ხელშეკრულების პირობები გავრცელდება თითოეული თანამსესხებლის, როგორც სოლიდარული მოვალის მიმართ.
4.10. ბანკის საქმიანობის ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი (მისამართი: თბილისი, სანაპიროს ქ.2), საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4.11. მსესხებელი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ:
4.11.1. ჯეროვნად გაეცნო და ეთანხმება წინამდებარე ხელშეკრულებას, სპეციფიკურ პირობებს (რომელიც მოთხოვნის შემთხვევაში გადაეცემა ბანკის მიერ დამოწმებული სახით) და ეთანხმება მათ;
4.11.2. ხელშეკრულებას დებს საკუთარი საჭიროებისათვის და გააჩნია ხელშეკრულების დადებისა და შესრულებისათვის საჭირო უფლებამოსილება.
4.11.3. ხელშეკრულება დადებულია მის მიერ ნებაყოფლობით, ბანკის ან სხვა პირთა მხრიდან ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომის და/ან სხვა ნეგატიური გარემოების ზემოქმედების გარეშე.
მუხლი 5. მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერები ბანკი: სააქციო საზოგადოება "ბაზისბანკი", საიდენტიფიკაციო კოდი: 203841833, მისამართი: 0103 საქართველო, ქ. თბილისი, ქეთევან წამებულის გამზირი N1. xxxxxxxx: x000 000 000 000, ელექტრონული ფოსტის მისამართი: xxxx@xxxxxxxxx.xx, საბანკო საქმიანობის ლიცენზია N173, გაცემის თარიღი 04.11.1993 წ.
კლიენტი, მსესხებელი: (მიეთითება რეკვიზიტები)