Contract
ხელშეკრულება მომსახურების შესახებ
ქ. თბილისი , 20 წ.
სააქციო საზოგადოება „ “ (ს/კ 000000000) შედგომში `ემიტენტი~ წარმოდგენილი მისი
დირექტორის
(პ/ნ 00000000000) სახით, და სს `კავკასრეესტრი~ (ს/კ 211369115;
ლიცენზიის #70002) შემდგომში `რეგისტრატორი~ მისი დირექტორის xxxxx xxxxxxxxxxxx (პ/ნ
01025003399) სახით, დებენ ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
1.1. ემიტენტი ავალებს, ხოლო რეგისტრატორი იღებს ვალდებულებას გაუწიოს ემიტენტს, აგრეთვე მის მიერ გამოშვებული _(მიეთითოს კატეგორია)_ აქციების (შემდეგში „ფასიანი ქაღალდები“) მფლობელებს ფასიანი ქაღალდების მიმოქცევის და რეესტრის წარმოებასთან დაკავშირებული მომსახურება, რომელიც გულისხმობს შემდეგი სამუშაოების შესრულებას:
1.1.1. ემიტენტის ფასიანი ქაღალდების რეესტრის კონსოლიდირება;
1.1.2. პირველადი განთავსების დროს ემიტენტის ფასიანი ქაღალდების მფლობელთათვის პიროვნული ანგარიშების გახსნა, რის შემდეგაც ისინი გახდებიან ანგარიშის მფლობელები და მათ ანგარიშებზე შესაბამისი რაოდენობის ფასიანი ქაღალდების გადაცემა;
1.1.3. ემიტენტის უფლებამოსილი მოთხოვნის საფუძველზე ინფორმაციის მიწოდება ფასიანი
ქაღალდების რაოდენობისა და მათი მფლობელების რეკვიზიტების, აგრეთვე ფასიანი ქაღალდების განთავსებისა და მიმოქცევის შესახებ;
1.1.4. ემიტენტის შეკვეთით ფასიანი ქაღალდების მფლობელებზე დივიდენდების დარიცხვა;
1.1.5. ემიტენტის შეკვეთით მისი ფასიანი ქაღალდების მფლობელთათვის საინფორმაციო მასალების დაგზავნა;
1.1.6. ემიტენტის შეკვეთით მისი ფასიანი ქაღალდების მფლობელთა (აქციონერების /ანგარიშთა მფლობელების) საერთო კრების მოწვევის, ჩატარების, დღის წესრიგის საკითხებზე ხმის მიცემის ორგანიზაცია;
1.1.7. ფასიანი ქაღალდების მფლობელთათვის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმება და გაცემა;
1.1.8. ფასიანი ქაღალდების მეორადი ბრუნვის დროს რეესტრში ახალ მფლობელთა შესახებ შესაბამისი ჩანაწერების შექმნა და მათ ანგარიშებზე ფასიანი ქაღალდების გადაცემა;
1.1.9. ემიტენტის ფასიანი ქაღალდების მფლობელებისათვის მათი კუთვნილი ფასიანი ქაღალდებისა და მათთან დაკავშირებული ოპერაციების შესახებ ამონაწერის გაცემა.
1.2. წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში რეგისტრატორის მომსახურება ვრცელდება ემიტენტის მიერ გამოშვებული შემდეგი კატეგორიის ფასიან ქაღალდებზე: _(მიეთითოს კატეგორია)_ აქციები (არამატერიალიზრბული). იმ შემთხვევაში, თუ ემიტენტი ახორციელებს ახალი კლასის ფასიანი ქაღალდების ემისიას, ემიტენტსა და რეგისტრატორს შორის ფორმდება ახალი ხელშეკრულება.
2. მხარეთა უფლება-მოვალეობანი
2.1 მხარეები ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებენ დროულად და კეთილსინდისიერად.
2.2. მოცემული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის რეგისტრატორი იყენებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამოუკიდებლად შემუშავებულ წესებსა და დოკუმენტებს.
2.3. რეგისტრატორი ვალდებულია:
2.3.1. გაუწიოს ემიტენტს ფასიანი ქაღალდების რეესტრის კონსოლიდაციის მომსახურება შესაბამისი დოკუმენტაციის მიღებიდან ორი თვის ვადაში;
2.3.2. გაუწიოს ემიტენტს მომსახურება საქართველოში ფასიანი ქაღალდების გამოშვებისა და მიმოქცევის მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად;
2.3.3. დადგენილი წესით შეიტანოს ცვლილება რეესტრში ემიტენტის ფასიან ქაღალდებზე ოპერაციების შესახებ;
2.3.4. ემიტენტის მოთხოვნის საფუძველზე წარუდგინოს მას ფასიანი ქაღალდების განთავსებისა და მიმოქცევის პირველადი აღრიცხვის საბუთები და არანაკლებ წელიწადში ერთხელ შეადგინოს ფასიანი ქაღალდების მფლობელთა სია, აგრეთვე გადასცეს ემიტენტს (უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს) ფასიანი ქაღალდების მფლობელთა სია ემიტენტის მოთხოვნაში განსაზღვრული თარიღის მდგომარეობით;
2.3.5. უზრუნველყოს ემიტენტისთვის რეგისტრატორის ტარიფების ხელმისაწვდომობა;
2.3.65. შეუსრულოს ემიტენტს გლობალური ოპერაციები მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
2.4. xxxxxxxx xxxxxxxxxx:
2.4.1. ფასიანი ქაღალდების რეესტრის კონსოლიდაციისათვის რეგისტრატორს ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 დღის ვადაში მიაწოდოს შემდეგი დოკუმენტების ასლები:
ა) სააქციო საზოგადოების სადამფუძნებლო დოკუმენტები მათში შეტანილი ყველა ცვლილებებითა და დამატებებით;
ბ) სააქციო საზოგადოების ფასიანი ქაღალდების რეესტრი (ან/და აქციონერთა სიები, რომლებიც მიღებულია სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროდან - ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ) განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ამონაწერი უნდა იყოს გაცემული ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღისათვის);
დ) გამოშვებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობის ცვლილების შესაბამისი აქციონერთა კრების ოქმი და მასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები;
ე) დოკუმენტები, რომლებიც ეხება აქციების ნომინალური ღირებულების ცვლილებას და წესს, რომლის მიხედვითაც ეს ცვლილებაა ასახული;
ვ) აქციონერთა კრებების ოქმები, რომლებმაც გავლენა იქონიეს აქციონერთა საკუთრების უფლებებზე, პრივილეგიებზე;
ზ) საბუთები, რომლებიც დაკავშირებულია აქციებზე საკუთრების გადაცემის ნებისმიერ ფორმასთან;
თ) აქციონერების/ დამფუძნებლების შესახებ სრული ინფორმაცია (დასახელება, იურიდიული და საფოსტო მისამართი, ტელეფონები, ელ. ფოსტა), და შემდეგი დოკუმენტები: ფიზიკური პირებისთვის - პირადობის მოწმობების/პასპორტების ასლები, იურიდიული პირებისთვის - საჯარო რეესტრის განახლებული ამონაწერი და წესდება;
ი) აქციების საფასურის შენატანის დამადასტურებელი დოკუმენტები;
კ) ემიტენტის ხელმძღვანელმა პირმა ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი უნდა დაამოწმოს ხელმოწერით და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ლ) რეგისტრატორთან ურთიერთობის დარგში ემიტენტის უფლებამოსილი წარმომადგენლის დანიშვნის დოკუმენტი, უფლებამოსილების ვადის, უფლებამოსილი პირის რეკვიზიტების მითითებით. ხელშეკრულებას თან ერთვის მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერის ნიმუშები.
2.4.2. ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოს მიერ რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების ყოველი კონკრეტული ემისიისას გადასცეს რეგისტრატორს ემისიის პროსპექტი ან/და ფასიანი ქაღალდებისთვის საერთაშორისო საიდენტიფიკაციო ნომრის (ISIN) მინიჭების შესახებ გამოცემული დოკუმენტი;
2.4.3. დროულად აანაზღაუროს რეგისტრატორის მომსახურება მოცემული ხელშეკრულების
მეოთხე თავში განსაზღვრული წესისა და ოდენობის შესაბამისად;
2.4.4. 7 (შვიდი) დღის განმავლობაში შეატყობინოს რეგისტრატორს მის სადამფუძნებლო დოკუმენტებში, აგრეთვე თანამდებობის პირების ცვლილების და სხვა 2.4.1 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებში ცვლილებების შესახებ;
2.4.5 ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში რეესტრი აწარმოოს მხოლოდ რეგისტრატორის მეშვეობით და არ აქვს უფლება, გააფორმოს ხელშეკრულება რეესტრის წარმოების შესახებ, ამავდროულად სხვა რეგისტრატორთან.
3. მხარეების პასუხისმგებლობა
3.1. xxxxxxxx xxxxxxxxxxxxxxx მის მიერ რეგისტრატორისთვის გადაცემული საბუთების სისრულესა და სიზუსტეზე.
3.2. რეგისტრატორი პასუხისმგებელია ემიტენტისა და მისი ფასიანი ქაღალდების მფლობელების წინაშე რეგისტრატორის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების გამო მიყენებული ზარალის ანაზღაურებაზე, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც მოვალეობების შეუსრულებლობა თუ არასათანადოდ შესრულება გამოწვეულია საკანონმდებლო მოთხოვნებით ან ზარალი გამოწვეულია ემიტენტის მიერ რეგისტრატორისათვის არასწორი/არასრული ინფორმაციის მიწოდებით, მიუწოდებლობით ან დაგვიანებით მიწოდებით, ან ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობით. ამ შემთხვევაში მიყენებულ ზარალზე პასუხისმგებელია თავად xxxxxxxx.
3.3. რეგისტრატორი პასუხისმგებელი არ არის იმ რეგისტრატორების მიერ მიყენებულ ზარალზე, რომლებიც ემიტენტის ფასიანი ქაღალდების რეესტრს აწარმოებდნენ წინამდებარე ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე.
3.4. რეგისტრატორი პასუხს არ აგებს ემიტენტის დავალებით შესრულებული მომსახურების საფინანსო და საგადასახადო შედეგებზე. მაგალითად, დივიდენდების დაანგარიშებისას და ფასიანი ქაღალდების მფლობელთათვის დივიდენდების გაცემაში დახმარების გაწევისას რეგისტრატორი პასუხს არ აგებს თავად დივიდენდის მოცულობაზე, მათ დროულ გაცემაზე და მასთან დაკავშირებული გადასახადების გადახდაზე. xxxxxxxx xxxxxxxxxx თავად ან მოწვეული ექსპერტების მეშვეობით უზრუნველყოს საგადასახადო კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობა.
4. ხელშეკრულების ფინანსური პირობები
4.1. წინამდებარე ხელშეკრულებით გაწეული მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება რეგისტრატორის მიერ დამტკიცებული ტარიფების (ტარიფები შეიძლება დაერთოს ხელშეკრულებას დანართის სახით) მიხედვით. ტარიფში ცალკე კომპონენტად უნდა აისახოს რეგულირების საფასური მისი დაწესების შემთხვევაში.
4.2. ხელშეკრულების დადების შემდგომ ემიტენტი ვალდებულია მომსახურების ყოველთვიური სააბონენტო გადასახადი ყოველკვარტალურად წინასწარ გადაუხადოს რეგისტრატორს ყოველი კვარტლის დაწყებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში.
4.3. ემიტენტი ვალდებულია გადაუხადოს რეგისტრატორს ყველა სხვა მომსახურების საფასური ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისად წინასწარ, მომსახურების მიღებამდე. ამ პუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი მომსახურების ან ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნამდე ემიტენტს სრულად უნდა ჰქონდეს დაფარული რეგისტრატორის მიმართ დავალიანება, რისთვისაც არანაკლებ ერთი დღით ადრე უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საბუთი - გადახდის ქვითარი.
4.4. ემიტენტის მხრიდან წინამდებარე ხელშეკრულების 4.1, 4.2 და 4.3 პუნქტების 1 (ერთ) თვეზე მეტი ვადაგადაცილებით შეუსრულებლობის შემთხვევაში ემიტენტს ავტომატურად უჩერდება მომსახურება, ამასთან რეგისტრატორი იტოვებს უფლებას დარღვევის დღიდან დააკისროს ემიტენტს ჯარიმა, რომელიც განისაზღვრება გადასახდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით ყოველ გადაცილებულ დღეზე, მაგრამ არაუმეტეს გადასახდელი თანხის 10%-სა და იმ ოდენობის თანხით, რომელიც უნდა გადაეხადა ემიტენტს მომსახურების შეჩერების პერიოდში რეგისტრატორისათვის სააბონენტო გადასახადის სახით;
4.5. ამ მუხლის 4.4 პუნქტის შესაბამისად ემიტენტისათვის შეჩერებული მომსახურების აღდგენა ხორციელდება ავტომატურად იმ თარიღიდან, როდესაც აღმოფხვრილ იქნება შეჩერების მიზეზები და ემიტენტის მიერ სრულად იქნება დაფარული მომსახურების შეჩერებამდე და მომსახურების შეჩერების პერიოდში საჯარიმო სანქციის სახით რეგისტრატორის მიმართ წარმოქმნილი დავალიანება.
5. კონფიდენციალურობა
5.1. ემიტენტის ინფორმაცია, რომელიც წინამდებარე ხელშეკრულების თანახმად ინახება
რეგისტრატორთან წარმოადგენს ემიტენტის საკუთრებას.
5.2. რეგისტრატორი ვალდებულია დაიცვას აღნიშნული ინფორმაციის კონფიდენციალურობა და უფლება აქვს წარუდგინოს ის მესამე პირებს მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
5.3. რეგისტრატორს უფლება არ აქვს გამოიყენოს ეს ინფორმაცია საკუთარი მიზნებისთვის.
6. შეტყობინების ფორმა
6.1. ერთი მხარის მიერ მეორე მხარისთვის გაგზავნილი ყველა შეტყობინება და ინფორმაცია უნდა იყოს:
6.1.1. გაფორმებული წერილობით;
6.1.2. ხელმოწერილი უნდა იყოს მხარეთა სათანადოდ უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ;
6.1.3. გადაცემული პირადად ან დაზღვეული წერილით.
6.2. გამონაკლის შემთხვევებში მხარეები შეიძლება წერილობით შეთანხმდნენ შეტყობინების ელექტრონული ან საკაბელო არხებით, ტელეფონით ან ფაქსით, ან მყისიერი გადაცემის სხვა მექანიზმის გამოყენებაზე.
7. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
7.1. ხელშეკრულების მოქმედების ვადა არის ერთი წელი.
7.2. ხელშეკრულება ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან. ხელშეკრულების ვადის დასრულებამდე ერთი თვით ადრე, თუ რომელიმე მხარე წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, ის ავტომატურად გაგრძელდება იმავე ვადით და პირობებით. აღნიშნული წესი გამოიყენება ყოველი ერთწლიანი ვადის გასვლისას.
8. ხელშეკრულების შეწყვეტა
8.1. წინამდებარე ხელშეკრულება შეწყდება იმ შემთხვევაში, თუ:
8.1.1. ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის მხარეებს არ გააჩნიათ დავალიანება ერთმანეთის მიმართ, შესრულებული აქვთ ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება და დასრულდება ხელშეკრულების ვადა მეშვიდე მუხლის პირობების გათვალისწინებით;
8.1.2. მხარეები ურთიერთშეთანხმებით მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას;
8.1.3. რეგისტრატორს გაუუქმდება ლიცენზია. ამ შემთხვევაში ემიტენტს შეუძლია დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ხელშეკრულება. ის არ არის ვალდებული ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის გამო რეგისტრატორს გადაუხადოს რაიმე თანხა კომპენსაციის სახით. ამასთან ემიტენტი არ თავისუფლდება ხელშეკრულების 4.5 პუნქტის შესაბამისად ამ მომენტისათვის რეგისტრატორის მიმართ შესასრულებელი ვალდებულებისაგან;
8.1.4. ერთ-ერთი მხარე მეორე მხარისაგან მიღებული სამართლიანი წერილობითი პრეტენზიის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს.
8.1.5. ემიტენტი უფლებამოსილია, 8.1.1 პუნტის მოთხოვნის გათვალისწინებით, ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ ემიტენტისათვის მიუღებელია რეგისტრატორის მიერ 9.1 პუნქტის შესაბამისად დადგენილი ახალი ტარიფები.
8.2. ხელშეკრულების შეწყვეტამდე ერთი თვით ადრე ხელშეკრულების შეწყვეტის ინიციატორმა ოფიციალურად უნდა გააფრთხილოს მეორე მხარე. მხარეთა მიერ წინასწარი გაფრთხილების გარეშე ხელშეკრულების შეწყვეტისას ინიციატორი მხარე ვალდებულია მეორე მხარეს გადაუხადოს მუხლი 4.2-ით გათვალისწინებული სააბონენტო მომსახურების ერთი კვარტლის ფასი (ტარიფი).
8.3. ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში, 30 დღის ვადაში რეგისტრატორმა უნდა
გადასცეს და xxxxxxxxx ჩაიბაროს ფასიანი ქაღალდების მფლობელთა რეესტრი და ყველა სახის ჩანაწერები, რომლებიც გადაცემის დღემდე შეიქმნა, რაზეც დგება სათანადო მიღება-ჩაბარების აქტი. ამ დროისათვის მათ შესრულებული უნდა ჰქონდეთ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
9. დამატებითი დებულებები
9.1. რეგისტრატორს უფლება აქვს შეცვალოს ტარიფები.
9.2. წინამდებარე ხელშეკრულების მიხედვით მხარეები თავისუფლდებიან თავიანთი მოვალეობების შესრულებისაგან დაუძლეველი ძალის წარმოშობის შემთხვევაში.
9.3. წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესრულებისათვის დაუძლეველ ძალად ითვლება: ომი, რევოლუცია, ამბოხება, სტიქიური უბედურება, ეპიდემია, რეგისტრატორისგან დამოუკიდებელი ხანგრძლივი საკომუნიკაციო და ენერგეტიკული შეფერხებები და სხვა.
9.4. ცვლილებები და დამატებები წინამდებარე ხელშეკრულებაში შეიძლება შევიდეს მხოლოდ მხარეების ორმხრივი წერილობითი თანხმობით.
9.5. წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებისას მხარეებს შორის წარმოქმნილი სადავო სიტუაციები გარკვეული უნდა იყოს მოლაპარაკების მეშვეობით, ხოლო ამ გზით შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
9.6. წინამდებარე ხელშეკრულება იდება თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ორ ეგზემპლარად, თითო ეგზემპლარი თითოეული მხარისათვის.
10. მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერები
`რეგისტრატორი~ | `ემიტენტი~ |
სს `კავკასრეესტრი“ ს/კ 211369115 | სს ,, ” ს/კ 000000000 |
თბილისი, 0186, ვაჟა-ფშაველას გამზ. 71, მე-10 ბლოკი, მე-7 სართული | თბილისი, ქ. N,. |
ტელ.: 2 500 211 | |
ტელ.: | |
საბანკო რეკვიზიტები: | |
სსკბ `თიბისი ბანკი~, კოდი: XXXXXX00, ა/ა XX00XX0000000000000000 GEL | სსკბ ` ~, კოდი: , ა/ა GE GEL |
ელ. ფოსტა: xxxx@xxxxxxxxxxxxx.xx დირექტორი: /x. xxxxxxxxxxx/ მობ: 570 10 70 08 | ელ. ფოსტა: დირექტორი: /სახელი, გვარი/ მობ: |