Contract
ხელშეკრულება იურიდიული პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ
1. ხელშეკრულების საგანი
1.1 xxxxx xxxxxxx გაუხსნის ანგარიშ(ებ)ს, აწარმოებს მის საბანკო ოპერაციებს და გაუწევს ამ ხელშეკრულებაში აღწერილ მომსახურებას ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებითა და წესებით.
1.2 ამ ხელშეკრულებაში აღწერილ მომსახურებათა მისაღებად კლიენტი xxxxx მიმართავს შესაბამისი წერილობითი განაცხადით (ან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ფორმით), რომლითაც ის იმავდროულად ადასტურებს, რომ დეტალურად იცნობს ამ ხელშეკრულების ყველა პირობას (ამ ხელშეკრულებაში შეტანილ ყველა ცვლილებას და დამატებას) და ეთანხმება მათ, რითაც უერთება ამ ხელშეკრულებას. xxxxx უფლებამოსილია, გადაწყვეტილების მისაღებად კლიენტს მოსთხოვოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციისა და/ან დოკუმენტაციის წარდგენა. xxxxx განიხილავს კლიენტის განაცხადს და დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დაიწყებს კლიენტისთვის განაცხადში მითითებული მომსახურების გაწევას განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღისა.
1.2.1 ბანკი უფლებამოსილია, კლიენტს უარი განუცხადოს მომსახურების გაწევაზე უარის მიზეზ(ებ)ის განმარტების გარეშე. xxxxxxxx მიერ განაცხადის შევსება, აგრეთვე, ბანკისათვის დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა არ წარმოშობს ბანკის ვალდებულებას, გაუწიოს კლიენტს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ან რომელიმე მომსახურება.
1.3 ანგარიშ(ებ)ი იხსნება კლიენტის განაცხადისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული აუცილებელი დოკუმენტების საფუძველზე (ბანკისთვის წარდგენის შემდეგ), რომელთა უტყუარობაზეც პასუხისმგებელია კლიენტი.
1.4 ბანკის მიერ დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად ანგარიშ(ებ)ი შესაძლებელია გაიხსნას დისტანციურად ანუ სატელეფონო, ინტერნეტ-ბანკის, სხვადასხვა დისტანციური/ელექტრონული საკომუნიკაციო არხების ან/და კომუნიკაციის სხვა საშუალებით გაკეთებული განაცხადის საფუძველზე იმ შემთხვევაში, როდესაც კლიენტს უკვე აქვს ანგარიში ბანკში. შესაბამისი დოკუმენტების არსებობამდე (ბანკისთვის წარდგენამდე) დისტანციურად გახსნილ ანგარიშზე შესაძლებელია მხოლოდ ჩარიცხვის ოპერაციების განხორციელება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
1.4.1 ბანკი უფლებამოისლია, რეზიდენტ იურიდიულ პირს, რომლის უფლებამოსილი წარმომადგენლის და ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობის გადამოწმება (იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია) ბანკმა განახორციელა სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ამ ხელშეკრულების 1.4 პუნქტში მითითებული დისტანციური/ელექტრონული არხების ან/და კომუნიკაციის სხვა საშუალებით კლიენტის მიერ გაკეთებული განაცხადის საფუძველზე ანგარიშ(ებ)ის გახსნის შემთხვევაში, ბანკის მიერ დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად, თავად განსაზღვროს ამ წესით (დისტანციურად) გახსნილ ანგარიშ(ებ)ზე საბანკო ოპერაციების წარმოების პირობები, მიუხედავად იმისა, კლიენტს უკვე აქვს თუ არა ბანკში ანგარიში.
1.4.1.1 ამ ხელშეკრულების 1.4.1 ქვეპუნქტის შესაბამისად დისტანციურად გახსნილი ანგარიშ(ებ)ის შემთხხვევაში, ანგარიშის გასახსნელად კანონმდებლობით გათვალისწინებული საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვალდებულება არ არსებობს, თუ დოკუმენტაცია მოიპოვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონული მონაცემთა ბაზიდან და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.
2. ანგარიშზე ფულადი სახსრების შეტანა ჩარიცხვა და სხვა საბანო ოპერაციების წარმოება
2.1 კლიენტის ანგარიშზე ფულადი სახსრები შეიძლება ჩაირიცხოს როგორც ნაღდი, ისე უნაღდო წესით.
2.2 იმ შემთხვევაში, თუ სხვა ბანკის მეშვეობით კლიენტის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის საბუთში აღნიშნული საიდენტიფიკაციო მონაცემები სრულად არ დაემთხვევა ბანკის ხელთ არსებულ ინფორმაციას კლიენტის შესახებ, ბანკი მიღებულ თანხას ჩარიცხავს “გაურკვეველი თანხების” ანგარიშზე, აწარმოებს აუცილებელ გამოკვლევას თანხის მიმღების დასადგენად და მონაცემებს შორის შეუსაბამობის გამოსწორების შემთხვევაში თანხას ჩარიცხავს კლიენტის ანგარიშზე, ხოლო გამოუსწორებლობის შემთხვევაში თანხას დაუბრუნებს გადამხდელს.
2.3 კლიენტი ვალდებულია მის ანგარიშზე თანხის შეცდომით ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ შეატყობინოს და გადასცეს ბანკს შეცდომით ჩარიცხული თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში კლიენტი პასუხს აგებს ამ ხელშეკრულებისა და კანონმდებლობის შესაბამისად.
2.4 კლიენტის ანგარიშებზე შეტანილი ან/და ჩარიცხული თანხ(ებ)ის ასახვას, კლიენტის ანგარიშიდან თანხ(ებ)ის გადარიცხვას ან კლიენტის მიერ ნაღდი ანგარიშსწორების წესით ბანკში შეტანილი თანხ(ებ)ის მიმღების ანგარიშზე ასახვას ბანკი უზრუნველყოფს არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღისა.
2.5 კლიენტის მიერ წარმოებული, SMS კოდის საშუალებით დადასტურებული საბანკო ოპერაციების წესი განისაზღვრება ამ ხელშეკრულების მე-13 მუხლში გათვალისწინებული წესით.
3. ანგარიშიდან ფულადი სახსრების ჩამოწერა
3.1 ბანკის მიერ ანგარიშებიდან ფულადი სახსრების ჩამოწერა, როგორც წესი, ხორციელდება კლიენტის თანხმობის, ნებართვის, დავალების, ან მოთხოვნის საფუძველზე, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით.
3.2 ბანკის მიერ კლიენტის ანგარიშ(ებ)იდან თანხ(ებ)ის უაქცეპტო წესით (კლიენტის შემდგომი თანხმობის გარეშე) ჩამოწერა შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:
3.2.1 ბანკის მოქმედი ტარიფების შესაბამისად მომსახურების საფასურის (საკომისიოს) ან/და პირგასამტეხლოს გადასახდელად;
3.2.2 შეცდომით ან/და კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით ჩარიცხული ან/და საეჭვო თანხ(ებ)ის უკან დასაბრუნებლად;
3.2.3 ბანკის წინაშე არსებული ნებისმიერი სახის დავალიანების დასაფარავად ან ვალდებულების შესასრულებლად (იმ შემთხვევაში, თუ დავალიანება ან ვალდებულება დაფიქსირებულია ეროვნული ვალუტისგან განსხვავებულ ვალუტაში, ეკვივალენტი დგინდება ბანკის მიერ თანხის ჩამოწერის მომენტისათვის ბანკის მიერ დადგენილი კომერციული კურსით), ამასთან კლიენტი აცნობიერებს, რომ ბანკი არ არის ვალდებული კლიენტის დავალების გარეშე ჩამოწეროს თანხები კლიენტის ანგარიშ(ებ)იდან კლიენტის რომელიმე ვალდებულების შესრულების მიზნით;
3.2.4 მოქმედი კანონმდებლობით ან/და კლიენტსა და ბანკს შორის დადებული ხელშეკრულებით, შეთანხმებით ან/და სხვა დოკუმენტით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში (მაგალითად საინკასო დავალების არსებობისას).
3.3 კლიენტის მიერ ბანკისთვის მიცემული დავალების გაუქმება შეიძლება ბანკთან შეთანხმებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული დავალება ჯერ არ შესრულებულა და მისი გაუქმება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას, ან იმ ვალდებულების არსს, რომლის შესასრულებლადაც გაიცა დავალება.
3.4 ბანკი უფლებამოსილია არ შეასრულოს კლიენტის დავალება და დავალების შეუსრულებლობის შესახებ ნებისმიერი ფორმით შეატყობინოს კლიენტს, იმ შემთხვევაში თუ:
3.4.1 ვერ ხერხდება კლიენტის სრულფასოვანი იდენტიფიკაცია;
3.4.2 დავალება შედგენილი ან წარდგენილია ბანკში დადგენილი წესის დარღვევით ან შეიცავს არაზუსტ ინფორმაციას (მითითებებს);
3.4.3 დავალებაში აღნიშნული თანხა აღემატება ანგარიშზე არსებულ ხელმისაწვდომ თანხას ან ბანკის მიერ დადგენილ ლიმიტებს;
3.4.4 ბანკს გაუჩნდა ეჭვი კანონსაწინააღმდეგო ოპერაციის განხორციელების მცდელობის შესახებ;
3.4.5 აღნიშნული გათვალისწინებულია კანონმდებლობით ან კლიენტს ბანკის მიმართ გააჩნია ფულადი ვალდებულება (დავალიანება).
3.5 ანგარიშიდან ფულადი სახსრების გასატანად (გასაცემად), როგორც წესი, გამოიყენება სალაროს გასავლის ორდერები (როგორც სტანდარტული, ისე სპეციალური).
3.6 კლიენტს უფლება აქვს ანგარიშიდან ფულადი სახსრების გასატანად გამოიყენოს ბანკისგან წინასწარ მიღებული სპეციალური ფორმის სალაროს გასავლის ორდერები (შემდგომში “სპეციალური ორდერები”), რომელთა შევსება ხდება კლიენტის მიერ.
3.7 კლიენტი ვალდებულია:
3.7.1 გაუფრთხილდეს სპეციალურ ორდერებს;
3.7.2 არ დაუშვას მათი შევსების გარეშე გადაცემა ნებისმიერი მესამე პირისთვის;
3.7.3 დაიცვას სპეციალური ორდერის შევსების წესები;
3.7.4 დაუყოვნებლივ აცნობოს ბანკს სპეციალური ორდერ(ებ)ის დაკარგვის შესახებ.
3.8 სპეციალური ორდერის საფუძველზე ანგარიშიდან თანხის გატანა დასაშვებია სპეციალური ორდერის კლიენტის მიერ შედგენიდან (ხელმოწერიდან) 180 (ას ოთხმოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.
3.9 ბანკს უფლება აქვს არ გასცეს თანხა, თუ სპეციალურ ორდერზე დაფიქსირებული ხელმოწერა ეკუთვნის პირს, რომელიც ბანკისთვის სპეციალური ორდერის გაცემის (გამოწერის) ან წარდგენის მომენტში არ იყო ან არ არის კლიენტის უფლებამოსილი წარმომადგენელი (დირექტორი ან მისი რწმუნებული) - თუ, სპეციალურ ორდერზე დაფიქსირებული ხელმოწერა არ ედრება კლიენტის უფლებამოსილი წარმომადგენლის (დირექტორი ან მისი რწმუნებული) ხელმოწერის ნიმუშს.
3.10 ამ ხელშეკრულებით კლიენტი ბანკს ანიჭებს უფლებამოსილებას კლიენტის დავალებით ოპერაციების შესრულებისას, საჭიროების შემთხვევაში, კლიენტის მიერ დამატებითი დავალების ბანკისთვის წარდგენის გარეშე განახორციელოს თანხების კონვერტაცია ან/და კლიენტის ანგარიშებს შორის თანხების გადარიცხვა.
3.11 სპეციალური ორდერის შევსების წესების დარღვევით შევსებული სპეციალური ორდერი ითვლება არასწორად შევსებულად. სპეციალური ორდერის არასწორად შევსების ან სპეციალური ორდერის ტექსტში რაიმე ცვლილების შეტანის შემთხვევაში, სპეციალური ორდერი ითვლება ძალადაკარგულად და ბანკს უფლება აქვს არ შეასრულოს კლიენტის ან სპეციალური ორდერის წარმომდგენის მოთხოვნა თანხის განაღდების შესახებ. იგივე წესი გამოიყენება, თუ სპეციალური ორდერი, ბანკის შეფასებით, დაზიანებულია.
4. საფასური საბანკო მომსახურებისთვის
4.1 კლიენტისა და ბანკის ფინანსური ურთიერთობა წესრიგდება ბანკის ტარიფებითა და ბანკსა და კლიენტს შორის დადებული ხელშეკრულებებით. ანგარიშის წარმოებისათვის, ამ ანგარიშიდან განხორციელებული ოპერაციებისათვის და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისთვის კლიენტი ბანკს უხდის ოპერაციის შესრულების ან მომსახურების გაწევის დროისათვის ბანკის მიერ დადგენილი და მოქმედი ტარიფების შესაბამისად ან მხარეთა დამატებითი შეთანხმებით განსაზღვრულ თანხას (მომსახურების საფასურს, საკომისიოს და სხვა).
4.2 ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში კლიენტს არ დაუბრუნდება მის მიერ უკვე გადახდილი მომსახურების საფასური (საკომისიო).
5. მხარეთა ვალდებულებები და უფლებები
5.1 კლიენტი ვალდებულია:
5.1.1 დაუყოვნებლივ აცნობოს ბანკს მის მიერ ბანკისთვის წარდგენილ დოკუმენტებსა და მიწოდებულ ინფორმაციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, ასევე წერილობით შეატყობინოს ბანკს იმ პირების შეცვლის შესახებ, რომლებიც უფლებამოსილნი არიან განკარგონ ანგარიში, ან მიიღონ ინფორმაცია ანგარიშის მდგომარეობის შესახებ და შეტყობინებას დაურთოს შესაბამისი დოკუმენტები. ცვლილებების შესახებ შეტყობინებისა და შესაბამისი საბუთების მიღებამდე ბანკის მიერ ოპერაციები სრულდება ადრე წარდგენილი საბუთებისა და ხელმოწერის ნიმუშის საფუძველზე(გარდა ამ ხელშეკრულების 1.4.1 ქვეპუნქტის შესაბამისად დისტანციურად გახსნილი ანგარიშ(ებ)ისა, რა შემთხვევშიც კლიენტის ხელმოწერის ნიმუშის დაფიქსირება / ანგარიშის გასახსნელად საჭირო დოკუმენტაციის კლიენტის მიერ ბანკში წარდგენა, არ არის სავალდებულო);
5.1.2 დაუყოვნებლივ წერილობით ან ინტერნეტ-ბანკის მეშვეობით ან ბანკის სატელეფონო სერვისცენტრთან დაკავშირებით (ნომერზე +99532 2272727) შეატყობინოს ბანკს მისამართის, ტელეფონის ნომრების, ელექტრონული ფოსტის მისამართის ან/და სხვა საკონტაქტო მონაცემების შეცვლის შესახებ;
5.1.3 ყოველი ახალი ანგარიშის გახსნის განაცხადდთან ერთად ბანკს წარუდგინოს ბანკის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტები კლიენტის საგადასახადო/სამეწარმეო სტატუსის შესაბამისად;
5.1.4 ბანკის მიერ მისთვის გახსნილი ანგარიშები სამეწარმეო მიზნებისთვის გამოიყენოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ექნება შესაბამისი საგადასახადო/სამეწარმეო სტატუსი. წინააღმდეგ შემთხვევაში კლიენტი ვალდებულია არ გამოიყენოს თავისი ანგარიშები სამეწარმეო საქმიანობისთვის;
5.1.5 ბანკის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ წარუდგინოს და გადასცეს ბანკს კლიენტთან დაკავშირებული და კლიენტის მიერ განხორციელებულ საბანკო ოპერაციებთან დაკავშირებული ნებისმიერი და ყველა საბუთის (ინვოისის, ანგარიშ-ფაქტურის, ხელშეკრულების, წერილის ან/და სხვა) ხელმოწერილი დედანი ან სათანადო წესით დამოწმებული ასლი (საბუთების ნამდვილობაზე, სიზუსტესა და კანონიერებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება კლიენტს;
5.1.6 დაიცვას ამ ხელშეკრულების პირობები;
5.1.7 დაიცვას ბანკის მიერ გავრცელებულ საინფორმაციო მასალაში აღწერილი პროცედურები;
5.1.8 დროულად გადაიხადოს მომსახურების საფასური (საკომისიო);
5.1.9 ბანკის მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) კალენდარული დღისა ხელი მოაწეროს და გადასცეს ბანკს ამ უკანასკნელისთვის ამ ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებ(ებ)ის განხორციელებისთვის ან ამ ხელშეკრულებით კლიენტისთვის დაკისრებული ვალდებულებ(ებ)ის შესრულებისთვის საჭირო ნებისმიერი საბუთი;
5.1.10 სრულად აანაზღაუროს ამ ხელშეკრულების და მის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებების დადებასთან, დამოწმებასთან, რეგისტრაციასთან, შესრულებასთან და გაუქმებასთან დაკავშირებული ან/და კლიენტის მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო ბანკის მიერ გაწეული (მათ შორის კლიენტისთვის შეტყობინების გაგზავნასთან დაკავშირებული) ყველა და ნებისმიერი ხარჯი.
5.2 ბანკი ვალდებულია:
5.2.1 მოთხოვნის შესაბამისად მიაწოდოს კლიენტს ინფორმაცია ანგარიშის მდგომარეობის შესახებ;
5.2.2 შეასრულოს კლიენტის დავალებები ამ ხელშეკრულებისა და კანონმდებლობის შესაბამისად;
5.2.3 დაიცვას ამ ხელშეკრულების პირობები.
5.3 კლიენტს ეკრძალება ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე მომსახურების გამოყენება უკანონო მიზნით, მათ შორის იმ საქონლის ან მომსახურების შესაძენად, რომლის შეძენაც აკრძალულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
5.4 ბანკი არ არის ვალდებული კლიენტს მიაწოდოს ინფორმაცია ცვლილებების (მათ შორის კლიენტისთვის სასარგებლო ან/და ინდექსირებულ საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებული ცვლილებების) შესახებ.
5.5 გადასახადების თავიდან არიდების ხელშეწყობის აღკვეთის პოლიტიკა
5.5.1 “მხარეები” აცხადებენ და იძლევიან გარანტიას, რომ:
5.5.1.1 თითოეული მათგანი ასევე, მათი შვილობილი, მშობელი კომპანიები, ასევე მათთან დაკავშირებული პირები თავიანთ საქმიანობასა და ბიზნეს ურთიერთობებს წარმართავენ კეთილსინდისიერად და მართლზომიერად, ეთიკის მაღალი სტანდარტების დაცვით. მხარეებს გააჩნიათ ნულოვანი ტოლერანტობა კორუფციის, საგადასახადო თაღლითობის, გადასახადებისგან თავის არიდებისა და ნებისმიერი სხვა სახის დანაშაულებრივი ქმედებების მიმართ და აღნიშნულ საკითებს უწევენ მუდმივ კონტროლს.
5.5.1.2 „მხარეები“, ასევე მათთან დაკავშირებული პირები: მათი შვილობილი, მშობელი კომპანიების უმაღლესი მენეჯმენტის წევრები, უფლებამოსილი პირები, წარმომადგენლები, თანამშრომლები, სხვა პერსონალი არ მიიღებენ მონაწილეობას იმგვარ ქმედებებში, რაც გულისხმობს კორუფციის, საგადასახადო თაღლითობის, გადასახადებისგან თავის არიდების ხელშეწყობას (პირდაპირ ან ირიბად) ნებისმიერი ფორმით.
5.5.1.3 თითოეული მათგანი ასევე, მათთან დაკავშირებული პირები არ ყოფილან ცნობილი დამნაშავედ ან/და ბრალდებული კორუფციის, საგადასახადო თაღლითობის, გადასახადებისგან თავის არიდების ან ხელშემწყობის კუთხით.
5.5.1.4 ნებისმიერი ზემოაღნიშნული დებულების დარღვევამ შესაძლებელია გამოიწვიოს როგორც ამ, ისე მხარეებს შორის აქამდე გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულების შეწყვეტა ამასთან, ამგვარი შეწყვეტა არ გამორიცხავს დამრღვევი მხარის ან/და მისი უმაღლესი მენეჯმენტის წევრის უფლებამოსილი პირის, წარმომადგენლის, თანამშრომლის, სხვა პერსონალის ან მასთან დაკავშირებული პირის ან/და დაკავშირებული პირის პასუხისმგებლობას და შესაბამის სანქციებს, რაც გათვალისწინებულია კანონმდებლობით. (მათ შორის, შესაძლო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც). ამასთანავე მხარეები ადასტურებენ, რომ მხარის პასუხისმგებლობას არ გამოიწვევს უმაღლესი მენეჯმენტის უფლებამოსილი პირის, სხვა პერსონალის ან მასთან დაკავშირებული პირის ან/და დაკავშირებული საწარმოს ქმედება, თუკი ეს პირი არ მოქმედებდა მხარის სახელითა და დავალებით.
5.5.1.5აღნიშნული განცხადებები და გარანტიები ძალაშია მხარეთა მიერ ამ ხელშეკრულების ან/და აქამდე გაფორმებული ყველა სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე, მიუხედავად ასეთი ხელშეკრულებ(ებ)ის სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტისა.
5.6 ნებისმიერი მხარე დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს მეორე მხარეს ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს ან/და გამოიწვიოს წინამდებარე გარანტიების დარღვევა; ასევე, ნებისმიერი ისეთი გარემოების დაწყების ან დადგომის შესახებ, რითაც საფრთხე შეექმნება ხელშეკრულებ(ებ)ით ნაკისრი ვალდებულებების სრულ და ჯეროვან შესრულებას. ზემოთაღნიშნული გარანტიების დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე, ბანკს აქვს უფლება, შემოწმების მიზნით, ხელშემკვრელ მხარეს მოსთხოვოს ანგარიშგებებისა და ჩანაწერების მოწოდება.
6. მხარეთა პასუხისმგებლობა
6.1 ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულყოფილად და დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში მხარეები პასუხს აგებენ ამ ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
6.2 ბანკი პასუხისმგებელია კლიენტის წინაშე საბანკო ოპერაციების ზუსტად და დროულად განხორციელებისთვის. ბანკის მიზეზით ანგარიშიდან თანხის არასწორად ჩამოწერის, ან ანგარიშზე თანხების ჩარიცხვის ვადების დარღვევისათვის ბანკი იხდის პირგასამტეხლოს შესაბამისი თანხის 0,05%-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული საბანკო დღისთვის, ან კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6.3 ამ ხელშეკრულების 2.3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში, კლიენტი ვალდებული იქნება გადაუხადოს ბანკს პირგასამტეხლო ამ ხელშეკრულების 2.3 პუნქტის საფუძველზე ბანკისთვის გადასაცემი თანხის 0,05%-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
6.4 პირგასამტეხლოს გადახდა დამრღვევს არ ათავისუფლებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისაგან.
6.5 ბანკი არ არის პასუხისმგებელი:
6.5.1 ვალდებულების შეუსრულებლობისათვის (მათ შორის კლიენტის მიერ განხორციელებულ საერთაშორისო გადარიცხვებთან დაკავშირებით), თუ:
6.5.1.1 ეს გამოწვეულია კლიენტის “საგადახდო დავალებაში”, ან სხვა რომელიმე საბუთში აღნიშნული მიმღები ან შუამავალი ბანკის ნებისმიერი ქმედებით ან/და შეცდომით, ან ბანკისაგან დამოუკიდებელი ნებისმიერი სხვა მიზეზით;
6.5.1.2 იმ სახელმწიფოზე, რომლის ტერიტორიაზეც მოქმედებს თანხის მიმღების (ადრესატის) მომსახურე ბანკი ვრცელდება ემბარგო ან/და სხვა რაიმე შეზღუდვა, რაც აფერხებს ადრესატის მიერ თანხის მიღებას;
6.5.1.3 საკორესპოდენტო ბანკი (რომლის მეშვეობითაც სრულდება გადარიცხვა) უარს განაცხადებს ოპერაციის შესრულებაზე ან/და მოხდება გადასარიცხავი თანხის დაკავება/ბლოკირება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის ან/და სხვა მიზნით.
6.5.2 შედეგებზე, რომლებიც გამოწვეულია:
6.5.2.1 კლიენტის დავალებით ოპერაციის განხორციელებით;
6.5.2.2 კლიენტის ან სხვა პირის კუთვნილი კომპიუტერის, ტელეფონის აპარატის ან/და სხვა მოწყობილობისა თუ აღჭურვილობის (მათი რომელიმე ნაწილის ან/და აქსესუარის) ან/და პროგრამული უზრუნველყოფის გაუმართავობით;
6.5.2.3 ტელეკომუნიკაციების ოპერატორის, ინტერნეტ-პროვაიდერის ან/და ნებისმიერი სხვა პირის მიზეზით;
6.5.2.4 კლიენტის მიერ განაცხადის ან/და განცხადების არასწორი ან არასრულყოფილი შევსებით;
6.5.2.5 კლიენტის მიერ ბანკისთვის მიწოდებული ინფორმაციის უსწორობით ან/და უზუსტობით;
6.5.2.6 კლიენტის მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით;
6.5.2.7 კლიენტისთვის ამ ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებების კლიენტის მიერ გამოუყენებლობით.
6.5.2.8 ბანკის მიერ გაცემული რეკომენდაციების კლიენტის მიერ შეუსრულებლობით.
6.6 მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, თუ ეს გარემოებები გამოწვეულია დაუძლეველი (გადაულახავი) ძალის პირდაპირი ზემოქმედებით, კერძოდ: წყალდიდობით, მიწისძვრით, ხანძრით, გაფიცვით, სამხედრო მოქმედებით, ბლოკადით, სახელმწიფო ორგანოების აქტით ან ქმედებით და სხვა (ფორს-მაჟორული გარემოებები). ფორს-მაჟორული გარემოების დადგომისას მხარეები ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ შეატყობინონ ამის შესახებ მეორე მხარეს. მხარეების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება გადაიდება ფორს-მაჟორული გარემოებების ლიკვიდაციამდე.
7. ინფორმაცია კლიენტის შესახებ და საბანკო საიდუმლოება
7.1 კლიენტი აცხადებს, რომ მის მიერ ამ ხელშეკრულების 1.2 პუნქტში აღნიშნული განაცხადის ბანკის მიერ მიღების მომენტში ბანკისთვის მიწოდებული ინფორმაცია (მათ შორის სამეწარმეო საქმიანობისა და მისი, როგორც გადასახადის გადამხდელის სტატუსის შესახებ) არის უტყუარი, ზუსტი, სრული და ამომწურავი. კლიენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ბანკს მისი საიდენტიფიკაციო მონაცემების, საკონტაქტო ინფორმაციის, სტატუსის ან საქმიანობის სახის ნებისმიერი ცვლილების შესახებ.
7.1.1 კლიენტი აცხადებს და ადასტურებს, რომ:
7.1.1.1აქვს ამ ხელშეკრულების დადებისა და შესრულებისათვის საჭირო უფლებაუნარიანობა;
7.1.1.2არ მონაწილეობს არც ერთ სასამართლო პროცესში (მოსარჩელის, მოპასუხის ან მესამე პირის სახით), რითაც საფრთხეს უქმნის კლიენტის ვალდებულებების შესრულებას, კლიენტის ქონებას ან/და აქტივებს;
7.1.1.3უარს არ იტყვის ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე, ასევე არ გადასცემს თავის ვალდებულებებს მესამე პირს. ამასთან, ეს დებულება არ გულისხმობს დათქმას, რომ xxxxxxxx/მსესხებელმა პირადად უნდა შეასრულოს ვალდებულებები და არ გამორიცხავს ბანკის უფლებას, მიიღოს მესამე პირისგან შემოთავაზებული შესრულება და ამ მიზნებისთვის კლიენტი/მსესხებელი აცხადებს თანხმობას, რომ xxxxxx მესამე პირს გადასცეს ინფორმაცია კლიენტის/მსესხებლის მიმდინარე დავალიანების/გადასახდელების შესახებ;
7.1.1.4ამ ხელშეკრულების დადებისას, იგი არ იმყოფება შეცდომის, მოტყუების, მის წინააღმდეგ გამოყენებული ძალადობის ან მუქარის გავლენის ქვეშ;
7.1.1.5მისთვის ცნობილია, რომ ბანკისათვის ყალბი ან/და არასწორი (სინამდვილესთან შეუსაბამო) ინფორმაციის/ცნობ(ებ)ის მიწოდება არის დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით და წარმოადგენს საკმარის საფუძველს ამ ხელშეკრულების მოქმედების შესაწყვეტად.
7.2 ბანკი ვალდებულია დაიცვას კლიენტთან დაკავშირებული საბანკო ოპერაციების და ანგარიშების შესახებ ინფორმაციის საიდუმლოება (კონფიდენციალობა), რომელიც მისთვის ცნობილი გახდა კლიენტთან საქმიანი ურთიერთობისას, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ან თუ საქმე ეხება ჩვეულებრივ საბანკო ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებითაც არ ილახება კლიენტის ინტერესები (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 863-ე მუხლის შესაბამისად). xxxxxx მიერ კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულება ძალაშია ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შემდეგაც.
7.3 ბანკი პასუხს არ აგებს xxxxxxxx მიერ ბანკისთვის მიწოდებული საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამისად გაგზავნილი შეტყობინების სხვა პირის მიერ მიღებით გამოწვეულ შედეგ(ებ)ზე.
7.4 კლიენტის მომსახურების გაუმჯობესების მიზნით კლიენტი ბანკს ანიჭებს უფლებას სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსგან, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან ან/და მსგავსი უფლებამოსილების მქონე სხვა ორგანოსგან/პირისგან მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია კლიენტის შესახებ (მათ შორის პერსონალური მონაცემები) ანგარიშ(ებ)ის გახსნის, ოპერაცი(ებ)ის წარმოების ან/და მომსახურების გაწევის დროს.
7.5 კლიენტი აცხადებს თანხმობას, რომ სს „თიბისი ბანკი“ უფლებამოსილია:
7.5.1 კლიენტის ნებისმიერი განაცხადი, ასევე კლიენტთან დადებულ გარიგებებთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტაცია (მ.შ. პერსონალური ინფორმაცია) შენახვის მიზნით გადასცეს სახელმწიფო არქივს ან ამ პროფილის კომერციულ ორგანიზაციას, რომელიც უზრუნველყოფს მიწოდებული დოკუმენტაციის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით დაარქივებასა და უსაფრთხო პირობებში შენახვას კონფიდენციალობის წესების სრული დაცვით;
7.5.2 კლიენტის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი რომელიმე ვალდებულების დროულად ან/და ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში, პრობლემური აქტივ(ებ)ის მართვის მიზნით, ბანკთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფ პრობლემური აქტივების მართვის კომპანიას, გადასცეს კლიენტის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია და კლიენტთან გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულება, რომელიც თავის მხრივ კისრულობს ვალდებულებას, დაიცვას ბანკის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალობა;
7.5.3 ბანკის აუდიტორებს, კონსულტანტებს, მრჩეველებს და სხვა მსგავსი კატეგორიის ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს, საჭიროების შესაბამისად, გადასცეს კლიენტის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია და კლიენტთან გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულება, რომლებიც თავის მხრივ კისრულობენ ვალდებულებას, დაიცვან ბანკის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალობა;
7.5.4 კლიენტისათვის სხვადასხვა მომსახურების შეთავაზებისა და გაწევისათვის (მათ შორის სხვადასხვა პროდუქტ(ებ)ის შეთავაზებისათვის) აუცილებელი ინფორმაცია (მ.შ. კლიენტის პერსონალური მონაცემები), გადასცეს ბანკის შვილობილ კომპანიებს ან სხვა მონათესავე საწარმო(ებ)ს, რომლებიც თავის მხრივ კისრულობენ ვალდებულებას, დაიცვან ბანკის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალობა;
7.5.5 კლიენტთან კომუნიკაციის გამარტივების, ეფექტურად და დროულად განხორციელების მიზნით, კლიენტის დამატებითი თანხმობის გარეშე, კლიენტის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია (როგორც პერსონალური მონაცემები, მათ შორის საბანკო საიდუმლოების შემცველი (კონფიდენციალური) ინფორმაცია), შეუზღუდავად, ნებისმიერი მოცულობით (კონკრეტული საჭიროების შესაბამისად) გადასცეს შპს „საქართველოს ფოსტას“, რომელიც თავის მხრივ კისრულობს ვალდებულებას, დაიცვას ბანკის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალობა.
7.5.6 კანონმდებლობით დადგენილი წესით, კლიენტის მიერ სადაზღვევო პროდუქტის მიღების მიზნით, კლიენტის დამატებითი თანხმობის გარეშე, კლიენტის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია (როგორც პერსონალური მონაცემები, მათ შორის საბანკო საიდუმლოების შემცველი (კონფიდენციალური) ინფორმაცია), შეუზღუდავად, ნებისმიერი მოცულობით გადასცეს სს „თიბისი დაზღვევას“ (ს/კ 405042804), რომელიც თავის მხრივ კისრულობს ვალდებულებას, დაიცვას ბანკის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალობა.
7.6 კლიენტი ბანკს ათავისუფლებს ამ ხელშეკრულების 7.4 - 7.5 პუნქტების საფუძველზე მიღებული/გაცემული ინფორმაციის საიდუმლოების დაცვის ვალდებულებისგან და აცხადებს უარს ზემოხსენებულ პუნქტებში აღწერილი ინფორმაციის ბანკის მიერ გამჟღავნებით ან მესამე პირ(ებ)ისთვის გადაცემით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე.
7.7 მხარეები თანხმდებიან, რომ სხვადასხვა დისტანციური საბანკო მომსახურების არხების / ელექტრონული საკომუნიკაციო არხების საშუალებებით (ბანკომატი, სწრაფი გადახდის ტერმინალი, ინტერნეტ ბანკი, მობაილ ბანკი, xxx.xxxxxxxxx.xx, სატელეფონო სერვისცენტრი და სხვ.) კლიენტის მიერ გაცხადებულ თანხმობას მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით (მათ შორის სსგს-ს, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს, შემოსავლების სამსახურის და სხვა ბაზებში დაცული პირის პერსონალური მონაცემების ბანკის მიერ მიღებასთან და დამუშავებასთან დაკავშირებული თანხმობა) გააჩნია წერილობითი ფორმით შესრულებული, ქაღალდზე დაბეჭდილი, კლიენტის მიერ ხელმოწერით დადასტურებული საბუთის ტოლფასი იურიდიული ძალა.
8. ხელშეკრულების მოქმედება და სხვა პირობები
8.1 ეს ხელშეკრულება ძალაში შედის ამ ხელშეკრულების 1.2 პუნქტში აღნიშნული განაცხადის მიღების ბანკის მიერ დადასტურების მომენტიდან და იმოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.
8.2 კლიენტს უფლება აქვს ნებისმიერ დროს დახუროს ანგარიში ან შეწყვიტოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე ან ყველა სახის მომსახურებით სარგებლობა ანგარიშის დახურვამდე ან მომსახურებით სარგებლობის შეწყვეტამდე 10 (ათი) კალენდარული დღით ადრე ბანკისთვის წერილობითი შეტყობინების გადაცემის მეშვეობით. ამ შემთხვევაში კლიენტი ვალდებული იქნება ანგარიშის დახურვის ან/და მომსახურებით სარგებლობის შეწყვეტის შესახებ წერილობითი შეტყობინების ბანკისთვის გადაცემიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღისა გადაუხადოს ბანკს შესაბამის ანგარიშთან ან/და მომსახურებასთან დაკავშირებული ყველა საკომისიო და სხვა სახის გადასახდელი.
8.2.1 კლიენტი ვალდებულია ხელშეკრულების შეწყვეტამდე უზრუნველყოს ანგარიშ(ებ)ზე არსებული ნაშთ(ებ)ის ანგარიშ(ებ)იდან სრულად გატანა და/ან აცნობოს ბანკს სხვა კომერიცულ ბანკში არსებული ალტერნატიული საბანკო რეკვიზიტების შესახებ რომელზეც ბანკი შეძლებს კლიენტის ანგარიშზე არსებული ნაშთის გადარიცხვას. ხოლო, კლიენტის მიერ ამ პუნქტით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია: (ა) კლიენტის დამატებითი თანხმობის გარეშე გადარიცხოს ანგარიშ(ებ)ზე არსებული ნაშთ(ებ)ი კლიენტის სხვა ბანკში ასებულ ანგარიშზე, რომლის რეკვიზიტები ბანკისთვის ცნობილი გახდა მომსახურების გაწევისას ან საჯარო წყაროდან და/ან (ბ) გადაიტანოს ანგარიშ(ებ)ზე არსებული ნაშთ(ებ)ი ბანკის სატრანზიტო ანგარიშზე და/ან (გ) შეუზღუდოს კლიენტს ანგარიშ(ებ)ზე წვდომა, საბანკო ოპერაციების წარმოება, უარი უთხრას მომსახურების გაწევაზე.
8.3 ბანკს უფლება აქვს ნებისმიერ დროს:
8.3.1 შეწყვიტოს ამ ხელშეკრულების მოქმედება შეწყვეტამდე არანაკლებ 10 (ათი) კალენდარული დღით ადრე კლიენტისთვის შეტყობინებით;
8.3.2 შეცვალოს ამ ხელშეკრულებაში აღწერილი მომსახურების პირობები, მახასიათებლები ან/და საფასური (ბანკის მიერ დადგენილ ტარიფებში ცვლილებების შემთხვევაში), კლიენტს შესთავაზოს ან შეწყვიტოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე ან რამდენიმე მომსახურების გაწევა;
8.3.3 დახუროს კლიენტის ანგარიში კლიენტის მიერ ბანკთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის, ანგარიშზე 6 (ექვსი) თვის განმავლობაში ნაშთის არარსებობის ან/და ანგარიშის მეშვეობით ოპერაციების განუხორციელებლობის შემთხვევაში (ამ პუნქტის მიზნებისთვის ოპერაციის განხორციელებად არ ჩაითვლება ბანკის მომსახურების საფასურის გადარიცხვა/ჩამოწერა კლიენტის ანგარიშიდან). ბანკში კლიენტს ანგარიში ასევე დაეხურება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. ანგარიშის დახურვის შემთხვევაში კლიენტს დაუბრუნდება შესაბამის ანგარიშზე რიცხული თანხა;
8.3.4 კლიენტის დამატებითი თანხმობის გარეშე, გაუხსნას კლიენტს საანგარიშსწორებო (მიმდინარე, საბარათე, სარეალიზაციო და სხვა მსგავსი) ან/და მოთხოვნამდე ანაბრის (სადეპოზიტო) ანგარიში ნებისმიერ ვალუტაში იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ კლიენტს არ აქვს ასეთი ანგარიში ან/და საჭიროა ასეთი ანგარიშის დამატებით გახსნა (კრედიტის დაფარვის/ვალდებულებ(ებ)ის შესრულების, საანაბრო ანგარიშ(ებ)ზე თანხ(ებ)ის შეტანის/ჩარიცხვის ან/და საანაბრო ანგარიშ(ებ)იდან თანხ(ებ)ის გატანის/გადარიცხვის, საანგარიშსწორებო ანგარიშ(ებ)ზე არსებული ვალუტისაგან განსხვავებული ვალუტის თანხის ჩარიცხვის ოპერაციის, შესაბამისი ვალუტის ანგარიშ(ებ)ზე ასახვის (ჩარიცხვის) და სხვ. მიზნით). ამ შემთხვევაში, ეს ხელშეკრულება ან/და კლიენტის მიერ ხელმოწერილი ნებისმიერი განაცხადი, რომლითაც ის უერთდება ამ ხელშეკრულებას, ჩაითვლება კლიენტის განაცხადად შესაბამისი ანგარიშის გახსნის შესახებ.
8.4 ამ ხელშეკრულების მოქმედება ნებისმიერ დროს შეიძლება შეწყდეს მხარეთა შეთანხმებით ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
8.5 ბანკს უფლება აქვს ცვლილებები (დამატებები) შეიტანოს ამ ხელშეკრულების ტექსტში ცვლილების (დამატებების) განხორციელებამდე 10 (ათი) კალენდარული დღით ადრე ბანკის ინტერნეტ-გვერდზე xxx.xxxxxxx.xx ან/და ბანკის ფილიალებისა და სერვიცენტრების შენობებში შესაბამისი ინფორმაციის განთავსების მეშვეობით.
8.6 ამ ხელშეკრულების 8.5 პუნქტში აღწერილ შემთხვევაში კლიენტს უფლება ექნება ბანკის ინტერნეტ-გვერდზე ან/და ბანკის ფილიალებისა და სერვიცენტრების შენობებში ინფორმაციის განთავსებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის გასვლამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ამ ხელშეკრულების მოქმედება ამ ხელშეკრულების 8.2 პუნქტით გათვალისწინებული წესით.
8.7 იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი არ ისარგებლებს ამ ხელშეკრულების 8.6 პუნქტში აღწერილი უფლებით, ბანკის მიერ შეთავაზებული ცვლილებები (დამატებები) ჩაითვლება კლიენტის მიერ მიღებულად, ხელშეკრულება კი შეცვლილად, შეთავაზებული პირობების შესაბამისად. ბანკს უფლება აქვს ცვლილება, რომელიც არ აუარესებს კლიენტის მდგომარეობას ძალაში შეიყვანოს ინტერნეტ- გვერდზე მისი განთავსებისთანავე.
8.7.1 მხარეები თანხმდებიან, რომ თუ წინამდებარე ან/და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულების პირობების ცვლილებას, ბანკი განახორციელებს კლიენტის სასარგებლოდ, ბანკი არ არის ვალდებული წინასწარ აცნობოს კლიენტს ცვლილების შესახებ.
8.8 ნებისმიერი შეტყობინება ხორციელდება წერილობით, ან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ფორმით. წერილობითი შეტყობინება მხარეს უნდა გადაეცეს შეტყობინების გამგზავნისთვის ცნობილ ბოლო მისამართზე. ბანკს შეუძლია შეტყობინებისთვის გამოიყენოს კომუნიკაციის სხვა საშუალებებიც (მათ შორის ელექტრონული, ციფრული, სატელეფონო და სხვა):
8.8.1 მხარეები თანხმდებიან, რომ მსესხებლის მიერ გაცხადებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე, რომელიც მითითებულია (ა) წინამდებარე ხელშეკრულებაში და/ან (ბ) მსესხებლის მიერ ბანკისათვის მიწოდებულ/წარდგენილ ნებისმიერ დოკუმენტში და/ან (გ) ნებისმიერ საჯარო წყაროში, გაგზავნილი ელექტრონული შეტყობინება, ითვლება მსესხებლისათვის ოფიციალურად ჩაბარებულ შეტყობინებად;
8.8.2 თუ მხარეს შეტყობინება ეგზავნება ელექტრონული ფოსტის მისამართზე, მიღება (მხარისათვის ჩაბარება) უნდა დადასტურდეს შესაბამისი ტექნიკური საშუალების ამონაწერით ან/და შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით. კლიენტი აცხადებს თანხმობას, რომ წინამდებარე ხელშეკრულების 8.8.1 ქვეპუნქტში განსაზღვრულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნილი ელექტრონული შეტყობინება (თუ მიღება (მხარისათვის ჩაბარება) დასტურდება შესაბამისი ტექნიკური საშუალების ამონაწერით ან/და შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით), მისთვის ჩაბარებულად ითვლება;
8.8.3 შეტყობინება მიღებულად/ჩაბარებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ შეტყობინების გამგზავნ მხარეს შეტყობინება დაუბრუნდება გაგზავნილ მისამართზე შეტყობინების ადრესატის ადგილსამყოფელის არარსებობის გამო, ადრესატი უარს განაცხადებს შეტყობინების მიღებაზე ან თავს აარიდებს მის მიღებას;
8.8.4 შეტყობინება ასევე მიღებულად/ჩაბარებულად ითვლება კანონმდებლობით განსაზღვრული ნებისმიერი ფორმითა და საშულებით გაგზავნისა და ჩაბარების შემთხვევაშიც.
8.9 იმ საკითხების მოწესრიგებისას, რომლებიც ამ ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული, მხარეები ხელმძღვანელობენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
8.10 მხარეთა შორის წამოჭრილი ყველა დავა და უთანხმოება გადაწყდება მოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა განიხილება 8.16-8.19 პუნქტების შესაბამისად.
8.11 მხარეები თანხმდებიან, რომ:
8.11.1 ბანკის ინტერნეტ-გვერდზე განთავსებულ და ბანკის მონაცემთა ბაზებში (კომპიუტერულ პროგრამებში) დაცულ ინფორმაციას, ამ ინფორმაციის ბანკის მიერ დამზადებულ ელექტრონულ ასლებსა და ამონაბეჭდებს, რომლებიც დამოწმებულია ბანკის დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ხელმოწერით, აქვთ მტკიცებულებითი ძალა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ურთიერთობებთან დაკავშირებული ფაქტების არსებობა-არარსებობის დადასტურების მიზნებისთვის.
8.12 ამ ხელშეკრულებას ენიჭება უპირატესი ძალა მხარეთა შორის ამ ხელშეკრულების საგანთან დაკავშირებით ადრე გაფორმებულ სხვა ხელშეკრულებებთან წინააღმდეგობის შემთხვევაში.
8.13 ამ ხელშეკრულების რომელიმე ნაწილის ბათილობა და/ან მოქმედების შეწყვეტა არ იწვევს მთლიანად ხელშეკრულების ბათილობას ან მოქმედების შეწყვეტას.
8.14 კლიენტის მომსახურების პირობები, ტარიფები, საპროცენტო განაკვეთები და ბანკის რეკომენდაციები უფრო დეტალურად არის აღწერილი ბანკის მიერ გავრცელებულ საინფორმაციო მასალაში (მათ შორის ბუკლეტები, ბროშურები, ბანკის ინტერნეტ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია და სხვა). საინფორმაციო მასალაში მოცემულ ინფორმაციასა და ამ ხელშეკრულების შინაარსს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში გამოიყენება ამ ხელშეკრულების დებულებები.
8.15 ამ ხელშეკრულების ტექსტი განთავსებულია ბანკის ინტერნეტ-გვერდზე xxx.xxxxxxx.xx, მოთხოვნის შემთხვევაში კლიენტს გადაეცემა ხელმოწერილი ხელშეკრულება.
8.16 მხარეები თანხმდებიან, რომ ამ ხელშეკრულებიდან (შეთანხმებიდან) გამომდინარე ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა, განსახილველად და საბოლოოდ გადასაწყვეტად გადაეცემა სასამართლოს, თუ დავის საგნის ჯამური (საერთო) ღირებულება ნაკლებია 7 000 (შვიდი ათასი) ლარზე ან ეკვივალენტზე უცხოურ ვალუტაში (სარჩელის წარდგენის თარიღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად). მხარეები თანხმდებიან, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268–ე მუხლის 1f ნაწილის შესაბამისად, ამ ხელშეკრულებიდან (შეთანხმებიდან) გამომდინარე დავასთან დაკავშირებული ბანკის სარჩელის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
8.17 მხარეები თანხმდებიან, რომ ამ ხელშეკრულებიდან (შეთანხმებიდან) გამომდინარე ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა, განსახილველად და საბოლოოდ გადასაწყვეტად გადაეცემა არბიტრაჟს, თუ დავის საგნის ჯამური (საერთო) ღირებულება მეტია 7 000 (შვიდი ათასი) ლარზე (სარჩელის წარდგენის თარიღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად). არბიტრაჟს დავა განსახილველად და საბოლოოდ გადასაწყვეტად გადაეცემა შემდეგი წესით: 1) 7 000 (შვიდი ათასი) ლარიდან 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარამდე (ან ეკვივალენტზე უცხოურ ვალუტაში (სარჩელის წარდგენის თარიღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად)) - მუდმივმოქმედ არბიტრაჟს “მორავი” (საიდენტიფიკაციო კოდი: 404379347); 2) 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს (ან ეკვივალენტზე უცხოურ ვალუტაში (სარჩელის წარდგენის თარიღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად)) ზემოთ - მუდმივმოქმედ არბიტრაჟს „თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტი“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 205273005). იმ შემთხვევაში, თუ საარბიტრაჟო სარჩელის (პრეტენზიის) წარდგენის მომენტში, ზემოხსენებულ არბიტრაჟთაგან რომელიმე იქნება ლიკვიდირებული ან მას შეჩერებული/შეწყვეტილი ექნება ფუნქციონირება, დავა განსახილველად და საბოლოოდ გადასაწყვეტად გადაეცემა სასამართლოს. იმ შემთხვევაში, თუ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებებით საარბიტრაჟო დათქმა
სხვადასხვაგვარად რეგულირდება, დავის შემთხვევაში, გამოიყენება მხარეთა შორის დადებული უახლესი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საარბიტრაჟო დათქმა.
8.17.1 იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე ხელშეკრულების, ან მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულების დადების ადგილია დასავლეთ საქართველოს (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია, გურია, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო, ზემო სვანეთი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) ტერიტორია, მხარეები თანხმდებიან, რომ ამ ხელშეკრულებიდან (შეთანხმებიდან), გამომდინარე ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა, განსახილველად და საბოლოოდ გადასაწყვეტად გადაეცემა მუდმივმოქმედ არბიტრაჟს - შპს „არბიტრაჟის სახლს“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 411322359), თუ დავის საგნის ჯამური (საერთო) ღირებულება მეტია 7 000 (შვიდი ათასი) ლარზე ან მის ეკვივალენტზე უცხოურ ვალუტაში (სარჩელის წარდგენის თარიღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად). ამასთან, მხარეთა შეთანხმებით, დავის განხილვის ადგილია ქუთაისი. იმ შემთხვევაში, თუ საარბიტრაჟო სარჩელის (პრეტენზიის) წარდგენის მომენტში, ზემოხსენებული არბიტრაჟი იქნება ლიკვიდირებული ან მას შეჩერებული/შეწყვეტილი ექნება ფუნქციონირება, დავა განსახილველად და საბოლოოდ გადასაწყვეტად გადაეცემა სასამართლოს. იმ შემთხვევაში, თუ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებებით/შეთანხმებებით საარბიტრაჟო დათქმა სხვადასხვაგვარად რეგულირდება, დავის შემთხვევაში, გამოიყენება მხარეთა შორის დადებული უახლესი ხელშეკრულებით/შეთანხმებით გათვალისწინებული საარბიტრაჟო დათქმა.
8.18 მხარეები თანხმდებიან და ადგენენ საარბიტრაჟო წარმოების წესებს და პროცედურებს ქვემოთ მოყვანილი პირობების (საარბიტრაჟო დათქმა–შეთანხმება) შესაბამისად. საარბიტრაჟო წარმოების წესები და პროცედურები განისაზღვრება მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულების დებულების შესაბამისად, თუ წინამდებარე შეთანხმებით სხვა წესები და პროცედურები არ არის განსაზღვრული ან წინამდებარე შეთანხმება არ ადგენს მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულების დებულებისაგან განსხვავებულ ან/და დამატებით წესებს და პროცედურებს. ამასთან გამოიყენება მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულების დებულების ის რედაქცია, რომელიც მოქმედებს საარბიტრაჟო სარჩელის მიღების თარიღისათვის. საარბიტრაჟო დავ(ებ)ის განხილვის ადგილი არის ქალაქი თბილისი, არბიტრაჟი დავას გადაწყვეტს საქართველოს კანომდებლობით მოქმედი სამართლის ნორმების შესაბამისად და საარბიტრაჟო განხილვა წარმოებს ქართულ ენაზე. მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულება დავას განიხილავს ერთი არბიტრის შემადგენლობით. თუ დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარს ან მის ეკვივალენტს საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენის თარიღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად უცხოურ ვალუტაში, არბიტრაჟი დავას განიხილავს მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე (საარბიტრაჟო განხილვის ფორმა), მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულების დებულების შესაბამისად.საარბიტრაჟო განხილვის დაწყებამდე ან განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე, მხარეს შეუძლია შუამდგომლობით მიმართოს მუდმივმოქმედ საარბიტრაჟო დაწესებულებას, ხოლო არბიტრაჟის ფორმირების შემდეგ – არბიტრაჟს, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ. მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულების (ან არბიტრაჟის) მიერ გამოყენებულ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებს აქვთ სავალდებულო ძალა და იგი უნდა აღსრულდეს არბიტრაჟის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. მხარეები თანხმდებიან, რომ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება(ებ)ს აქვს (აქვთ) სავალდებულო იურიდიული ძალა მხარის მიერ მის ცნობისა და აღსრულებისათვის სასამართლოსათვის მიმართვის გარეშე. თუ მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულების დებულებით ან/და კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული, არბიტრაჟის გადაწყვეტილების გამოტანასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხების გადაწყვეტის უფლებამოსიელბა ენიჭება საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარეს. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან და არ არის აუცილებელი შეიცავდეს სამოტივაციო ნაწილს.
8.19 მხარეები თანხმდებიან, რომ კომუნიკაცია მათსა და სასამართლოს ან/და მათსა და საარბიტრაჟო დაწესებულებას ან/და მათსა და არბიტრებს შორის წარმოებს წერილობით, მათ შორის ელექტრონული ფოსტის საშუალებით (ელექტრონული ფორმით). მხარეები თანხმდებიან, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნებისმიერი ოფიციალური შეტყობინება, მათ შორის ხელშეკრულებაზე უარის თქმის, ხელშეკრულების მოშლის, ხელშეკრულების შეწყვეტის ან/და ვალდებულების შესრულებისათვის დამატებითი ვადის განსაზღვრის, აგრეთვე საპროცენტო განაკვეთის ბანკის მიერ ცალმხრივად გაზრდის შესახებ განხორცილებულად ჩაითვლება, თუ მხარეს ჩაბარდება წერილობით, მათ შორის ელექტრონული ფორმით წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების რეკვიზიტების ნაწილში განსაზღვრულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. კლიენტი აცხადებს თანხმობას, რომ სასამართლომ ან არბიტრაჟმა (არბიტრმა) მისი დაბარება, მისთვის უწყების ჩაბარება, მისთვის სასამართლო ან საარბიტრაჟო საქმისწარმოების დოკუმენტაციების გადაცემა, მისთვის გადაწყვეტილების (განჩინების) / საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ჩაბარება განახორციელოს წერილობით, მათ შორის ელექტრონული ფოსტის საშუალებით წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების რეკვიზიტების ნაწილში განსაზღვრულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. თუ მხარეს შეტყობინება ეგზავნება ელექტრონული ფორმით წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების რეკვიზიტების ნაწილში მითითებულ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე, მიღება (მხარისათვის ჩაბარება) უნდა დადასტურდეს შესაბამისი ტექნიკური საშუალების ამონაწერით ან/და შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით. კლიენტი აცხადებს თანხმობას, რომ წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების რეკვიზიტების ნაწილში განსაზღვრულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე ელექტრონული ფოსტის საშუალებით განთავსებული შეტყობინება (თუ მიღება (მხარისათვის ჩაბარება) დასტურდება შესაბამისი ტექნიკური საშუალების ამონაწერით ან/და შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით) მისთვის ჩაბარებულად ითვლება.
8.20 იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს ექნება რაიმე სახის ვალდებულება ბანკის მიმართ, ამ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ბანკი განახორციელებს იპოთეკის ან/და გირავნობის საგნის საკუთრებაში მიღებას ან რეალიზაციას და ბანკის (როგორც იპოთეკარის ან/და მოგირავნის) მიერ იპოთეკის ან/და გირავნობის საგნის საკუთრებაში მიღების მომენტისთვის იპოთეკის ან/და გირავნობის საგნის ღირებულება იქნება უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოცულობაზე ნაკლები ან თუ იპოთეკის ან/და გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარავად, უზრუნველყოფილი მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება მხოლოდ იპოთეკის ან/და გირავნობის საგნის ღირებულების ან იპოთეკის ან/და გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხის ტოლი ოდენობით.
8.21 ამ ხელშეკრულების 8.20 პუნქტით დადგენილი წესი გამოიყენება ასევე გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში იპოთეკისა და გირავნობის საგნ(ებ)ის რეალიზაციის შემთხვევაში, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ აუქციონზე გასაყიდი დატვირთული ნივთის სყიდვის ფასი იქნება ბანკის მოთხოვნაზე ნაკლები, დატვირთული ნივთის რეალიზაციით მიღებული თანხით ბანკის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ ბანკის მოთხოვნა მაინც ჩაითვლება უზრუნველყოფილად, ხოლო ბანკი უზრუნველყოფილ კრედიტორად.
8.22 ბანკს უფლება აქვს მოითხოვოს აღსრულების მიქცევა კლიენტის ნებისმიერ ქონებაზე (კლიენტის კუთვნილ ნებისმიერ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე) მიუხედავად იმისა უზრუნველყოფილია, თუ არა კლიენტის ვალდებულება (ბანკის მოთხოვნა) სანივთო უფლებით (იპოთეკით, გირავნობით).
8.23 იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი წინასწარ არ განაცხადებს წერილობით უარს, ჩაითვლება, რომ კლიენტი თანახმაა ბანკის მიერ განხორციელებულ წამახალისებელ აქციებში მონაწილეობასა და ამ აქციების პირობებზე, მათ შორის პირობაზე, რომ წამახალისებელ აქციაში გამარჯვების შემთხვევაში, მოხდება ამ ინფორმაციის და კლიენტის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება ბანკის სხვადასხვა არხების საშუალებით.
8.24 კლიენტს უფლება აქვს ბანკს მიმართოს პრეტენზიით ზეპირი, წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. პრეტენზიის ზეპირი ფორმით დასაფიქსირებლად მომხმარებელს შეუძლია მიმართოს სს „თიბისი ბანკის’’ სატელეფონო სერვისცენტრს x00000 0 000000. პრეტენზიის სტანდარტული წერილობითი ფორმის მიღება შესაძლებელია ბანკის ფილიალებსა და სერვისცენტრებში. ელექტრონული ფორმით პრეტენზიის დაფიქსირება შესაძლებელია ინტერნეტბანკის ან ბანკის ვებგვერდის (xxx.xxxxxxx.xx) საშუალებით. კლიენტის მიერ დაფიქსირებული პრეტენზიის განხილვის მაქსიმალური ვადაა, განმცხადებლის მომართვისა და იდენტიფიკაციიდან არაუგვიანეს ერთი თვე. პრეტენზიებს განიხილავს სს „თიბისი ბანკის“ მომხმარებელთა მხარდაჭერის განყოფილება. პრეტენზიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, კლიენტს ეცნობება წერილობით ან/და კომუნიკაციის სხვა საშუალებით (ელექტრონული, ციფრული, სატელეფონო ან სხვა). პრეტენზიის განხილვის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ნებისმიერ ფილიალში/სერვისცენტრში და/ან დისტანციური არხების საშუალებით.
9.1 მომსახურების აღწერა
9. ინტერნეტ-ბანკი
9.1.1 ინტერნეტ-ბანკით მომსახურება გულისხმობს ბანკში გამოუცხადებლად კლიენტის მიერ ბანკის სპეციალური ინტერნეტ-გვერდის xxxxx://xxx.xxxxxxxxx.xx გამოყენებით ბანკის მიერ განსაზღვრული:
9.1.1.1 საბანკო ინფორმაციის მიღებას;
9.1.1.2 სხვადასხვა საბანკო მომსახურებით (სერვისით) სარგებლობისთვის რეგისტრაციას;
9.1.1.3 ლიმიტების ფარგლებში სხვადასხვა საბანკო ოპერაციის განხორციელებას.
9.1.2 ინტერნეტ-ბანკის საშუალებით კლიენტს შეუძლია განახორციელოს სხვადასხვა საბანკო ოპერაცია ან/და ქმედება ამ ხელშეკრულებაში მოცემული და ოპერაციის განხორციელების დროისთვის ბანკის მიერ დადგენილი წესების, მოთხოვნებისა და პირობების შესაბამისად.
9.1.3 ინტერნეტ-ბანკით მომსახურების მისაღებად კლიენტმა ბანკს უნდა მიმართოს განაცხადით ამ ხელშეკრულების 1.2 პუნქტის შესაბამისად.
9.1.4 დაკარგული/დავიწყებული მომხმარებლის სახელის ან/და პაროლის აღდგენა შესაძლებელია ამ ხელშეკრულების 9.1.3 ქვეპუნქტში აღწერილი წესით.
9.2 კლიენტის იდენტიფიკაცია
9.2.1 ბანკის ინტერნეტ-გვერდზე შესვლის დროს კლიენტის იდენტიფიკაცია ხდება “მომხმარებლის სახელით” (Usernamde) და “პაროლით” (Password) (შემდგომში „საიდენტიფიკაციო მონაცემები“). ზემოხსენებული მონაცემების ინტერნეტ-გვერდის სპეციალურ „შემსვლელ“ გრაფაში შეტანის გარეშე კლიენტს არ ექნება საშუალება, მიიღოს ინფორმაცია მისი ანგარიშ(ებ)ის შესახებ, შეასრულოს საბანკო ოპერაციები ან დარეგისტრირდეს მომსახურებებზე (სერვისებზე).
9.2.2 კლიენტის ინფორმაციისა და ოპერაციების უსაფრთხოების დაცვის მიზნით ბანკი უფლებამოსილია შექმნას დამატებითი მექანიზმები კლიენტის იდენტიფიკაციისთვის, გარკვეული სახის მომსახურების გასაწევად მოითხოვოს ბანკის მიერ კლიენტისთვის გადაცემული მოწყობილობების (“Digipass Token“ და სხვა) მეშვეობით შექმნილი (გენერირებული) ან/და სხვა სახის კოდების გამოყენება.
9.2.3 ბანკი და კლიენტი ვალდებულნი არიან დაიცვან საიდენტიფიკაციო მონაცემების კონფიდენციალობა.
9.2.4 საიდენტიფიკაციო მონაცემების დაკარგვის შემთხვევაში, კლიენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბანკს განცხადებით (ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე ფორმით) ახალი საიდენტიფიკაციო მონაცემების მინიჭების შესახებ.
9.2.5 ბანკი ვალდებულია კლიენტის მიერ საიდენტიფიკაციო მონაცემების დაკარგვის თაობაზე შეტყობინების საფუძველზე უზრუნველყოს კლიენტის ანგარიშებზე ინტერნეტ-ბანკით მომსახურების შეჩერება კლიენტისგან ახალი განკარგულებების მიღებამდე.
9.2.6 თუ კლიენტის ანგარიშ(ებ)ის მართვა ხდება ერთობლივად რამდენიმე ხელმოწერის („ფაქსიმილეს“) გამოყენებით, კლიენტის ოპერაცია ინტერნეტ-ბანკის მეშვეობით შესრულდება მხოლოდ ყველა ხელმომწერი პირის მიერ ამ ოპერაციის ელექტრონულად დადასტურების (ავტორიზაციის) შემთხვევაში, თუ მიუხედავად რამენიმე ხელმომწერი პირის არსებობისა, ნებისმიერ მათგანს აქვს ოპერაციების დამოუკიდებლად წარმოების უფლება ოპერაცია შესრულდება ერთ-ერთი ხელმომწერი პირის მიერ ამ ოპერაციის ელექტრონულად დადასტურების (ავტორიზაციის) შემთხვევაში.
9.2.7 კლიენტის მიერ ბანკში ახალი ანგარიშის გახსნისას, ინტერნეტ-ბანკით მომსახურება განხორციელდება ავტომატურად, არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების გამოყენებით.
9.2.8 კლიენტი წინასწარ აცხადებს, რომ მხოლოდ შესაბამისი სერვისების (მომსახურებების) პირობების დეტალურად შესწავლის შემდეგ დარეგისტრირდება ამ სერვისების მომხმარებლად და რომ ამ ხელშეკრულების 9.2.1 ქვეპუნქტში აღნიშნული საიდენტიფიკაციო მონაცემების გამოყენებით რეგისტრაციის ნების გამოხატვა ჩაითვლება მის თანხმობად იმ მომსახურების ყველა პირობაზე, რომლის მომხმარებლადაც დარეგისტრირდება კლიენტი ბანკის ინტერნეტ-გვერდის მეშვეობით.
9.2.9 კლიენტის პრეტენზიები ინტერნეტ-ბანკით მომსახურებასთან დაკავშირებით მიიღება ოპერაციის განხორციელებიდან 45 (ორმოცდახუთი) დღის განმავლობაში.
9.2.10 კლიენტი აცნობიერებს და ადასტურებს, რომ ინტერნეტ-ბანკის საშუალებით ბანკისთვის გაგზავნილ შეტყობინებას/დავალებას (მათ შორის საგადახდო დავალებას), ნებისმიერ განაცხადს/მოთხოვნას (მათ შორის ანგარიშის გახსნის/დახურვის ან/და კრედიტის წინსწრებით დაფარვის შესახებ)) აქვს ანგარიშის განკარგვაზე უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული (წერილობითი ფორმით შესრულებული და ხელმოწერილი) ქაღალდზე დაბეჭდილი საბუთის ტოლფასი იურიდიული ძალა;
9.2.11 კლიენტი ბანკს ავალებს და უფლებას აძლევს ბანკთან ინტერნეტ-ბანკით კავშირისას:
9.2.11.1 კლიენტისთვის ხელმისაწვდომი გახადოს მიაწოდოს მას ინფორმაცია მისი ანგარიშების შესახებ;
9.2.11.2 კლიენტის დავალებით შეასრულოს ინტერნეტ-ბანკით მომსახურების ფარგლებში ბანკის მიერ დაშვებული ოპერაციები ან/და ქმედებები.
9.3 კლიენტი ვალდებულია:
9.3.1 ინტერნეტ-ბანკთან კავშირის დასამყარებლად გამოიყენოს მხოლოდ „ინტერნეტ-ბრაუზერის“ ისეთი თანამედროვე ვერსია, რომელიც მონაცემთა მინიმუმ 128 (ას ოცდარვა) ბიტიან დაშიფვრას უზრუნველყოფს;
9.3.2 უსაფრთხოდ შეინახოს ინტერნეტ-ბანკით სარგებლობისთვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია, საიდენტიფიკაციო მონაცემები და ბანკის მიერ მისთვის გადაცემული/მიწოდებული მოწყობილობები (“Digipass Token“, “Digipass Nano“ და სხვა), ჩაწერილი (ინსტალირებული) პროგრამული მოდულები/აპლიკაციები, ასევე ამ მოწყობილობებთან, ჩაწერილ (ინსტალირებულ) პროგრამულ მოდულებთან/აპლიკაციებთან დაკავშირებული ყველა სახის კოდი და არ დაუშვას მათი აღმოჩენა ნებისმიერი მესამე პირის განკარგულებაში;
9.3.3 ინტერნეტ-ბანკში პირველად შესვლისთანავე შეცვალოს პაროლი (Password) და დაიცვას მისი კონფიდენციალობა;
9.3.4 ხშირად ცვალოს პაროლი, არ გაანდოს პაროლი, კოდი და/ან ბანკის მიერ მისთვის გადაცემული/მიწოდებული მოწყობილობის (“Digipass Token“, “Digipass Nano“ და სხვა), ჩაწერილი (ინსტალირებული) პროგრამული მოდულების/აპლიკაციების, საიდენტიფიკაციო კოდი მესამე პირს, არ შეინახოს ეს მონაცემები კომპიუტერის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის (მაგალითად მობილური ტელეფონის აპარატის) მეხსიერებაში, არ დაუშვას ბანკის მიერ მისთვის გადაცემული მოწყობილობების ან/და ამ მოწყობილობების საშუალებით შექმნილი (გენერირებული) ან/და სხვა სახის კოდების აღმოჩენა ნებისმიერი მესამე პირის განკარგულებაში მესამე პირისთვის გადაცემა;
9.3.5 ინტერნეტ-ბანკის უშუალო გამოყენებამდე დარწმუნდეს, რომ რომ მისამართის ველში ნამდვილად წერია ამ ხელშეკრულების 9.1.1 ქვეპუნქტში მითითებული მისამართი და ამ მისამართის ნამდვილობა (აუთენტიკურობა/ორიგინალობა) გადაამოწმოს უსაფრთხოების სერთიფიკატით;
9.3.6 პაროლის, რომელიმე კოდის ან მოწყობილობის დაკარგვის ან გამჟღავნების (ნებისმიერი მესამე პირის განკარგულებაში აღმოჩენის) შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეატყობინოს ბანკს ამის შესახებ;
9.3.7 არ ენდოს ელ. ფოსტის მისამართზე მიღებულ შეტყობინებებს, რომელთა ავტორებიც ბანკის სახელით ითხოვენ პირადი ან/და საბანკო მონაცემების მიწოდება/განახლებას;
9.3.8 დროულად გადაიხადოს მომსახურების საფასური.
9.4 კლიენტი უფლებამოსილია:
9.4.1 ინტერნეტ-ბანკის მომხმარებლად დაარეგისტრიროს რამდენიმე პირი, რომლებსაც ექნებათ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების სრულად, ან ნაწილობრივ მიღების უფლება;
9.4.2 ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით უარი თქვას ინტერნეტ-ბანკით სარგებლობაზე.
9.5 ბანკს უფლება აქვს:
9.5.1 ინტერნეტ-ბანკის მეშვეობით კლიენტისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ინფორმაცია მისი ანგარიშების შესახებ;
9.5.2 კლიენტის დავალებით შეასრულოს ბანკის მიერ ინტერნეტ-ბანკით მომსახურების ფარგლებში დაშვებული ოპერაციები;
9.5.3 რისკების შემცირების მიზნით კლიენტის აქტიურ ოპერაციებზე (გადარიცხვები, კონვერტაციები) ცალმხრივად დააწესოს შეზღუდვები და დაადგინოს ასეთი ოპერაციების ზღვრულად დასაშვები პარამეტრები (ერთჯერადი გადარიცხვის მაქსიმალური თანხა, გარკვეულ პერიოდში ჯამურად გადარიცხული თანხის მაქსიმალური ოდენობა, გადარიცხვების მაქსიმალური რაოდენობა, ერთი მომხმარებლის მიერ შესრულებული ოპერაციების დადასტურების აუცილებლობა სხვა მომხმარებლის მიერ და სხვა).
10.1 მომსახურების აღწერა
10. ავტომატური გადარიცხვები
10.1.1 ავტომატური გადარიცხვებით მომსახურება გულისხმობს კლიენტის ანგარიშებიდან ბანკის მიერ თანხების გადარიცხვას კლიენტის შემდგომი თანხმობის გარეშე, ავტომატური გადარიცხების შესახებ კლიენტის განაცხადში მითითებული ფიქსირებული თანხის ან კლიენტის კრედიტორის მიერ კლიენტის დავალიანების შესახებ ბანკისთვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
10.1.2 მხარეები თანხმდებიან, რომ ავტომატური გადარიცხვების შესასრულებლად ბანკის მიერ შექმნილ (ფორმირებულ) ელექტრონულ საგადახდო საბუთს აქვს ქაღალდზე დაბეჭდილი და ანგარიშის განკარგვის უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ხელმოწერით დადასტურებული საბუთის ტოლფასი იურიდიული ძალა.
10.1.3 ბანკი ავტომატურ გადარიცხვებს განახორციელებს ამ ხელშეკრულებაში, ავტომატური გადარიცხვების სერვისზე რეგისტრაციის განაცხადსა და ბანკის მიერ გავრცელებულ საინფორმაციო მასალაში მოცემული მოთხოვნებისა და პირობების გათვალისწინებით.
10.1.4 ავტომატური გადარიცხვების მომსახურების მისაღებად კლიენტმა ბანკს უნდა მიმართოს განაცხადით ამ ხელშეკრულების 1.2 პუნქტის შესაბამისად.
10.2 კლიენტი ვალდებულია:
10.2.1 ავტომატური გადარიცხვების სერვისზე რეგისტრაციის შესახებ განაცხადში მიუთითოს ერთი ან რამდენიმე ანგარიში (რომელთაგან ერთი აუცილებლად იქნება სალარე);
10.2.2 დამხმარე ანგარიშად აუცილებლად დაარეგისტრიროს უცხოურ ვალუტაში გახსნილი საკუთარი ანგარიში იმ შემთხვევაში, თუ ავტომატური გადარიცხვებით ხდება უცხოურ ვალუტაში დაფიქსირებული თანხის (ეკვივალენტის ეროვნულ ვალუტაში) გადახდა.
10.2.3 განაცხადში მითითებულ ანგარიშებზე ყოველთვის იქონიოს ავტომატური გადარიცხვებისთვის საკმარისი ნაშთი;
10.2.4 გადაიხადოს მომსახურების საფასური გადარიცხვის მომენტისთვის ბანკში მოქმედი ტარიფების შესაბამისად.
10.3 კლიენტი უფლებამოსილია:
10.3.1 ბანკის საინფორმაციო მასალაში დაფიქსირებული სერვისების საშუალებით მიიღოს ინფორმაცია მისი ანგარიშებიდან ავტომატური გადარიცხვების განხორციელების შესახებ;
10.3.2 შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები სერვისზე რეგისტრაციის თავდაპირველ განაცხადში დაფიქსირებულ მონაცემებში;
10.3.3 ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით უარი განაცხადოს ავტომატური გადარიცხვების სერვისით სარგებლობაზე.
10.4 ბანკი ვალდებულია:
10.4.1 უზრუნველყოს კლიენტი ავტომატური გადარიცხვებით ბანკის მიერ გავრცელებულ საინფორმაციო მასალაში მოცემული პირობების დაცვით;
10.4.2 უზრუნველყოს კლიენტის ინფორმირება (მოკლე ტექსტური შეტყობინებით) შესრულებული გადარიცხვის თაობაზე.
10.5 ბანკი უფლებამოსილია:
10.5.1 არ განახორციელოს ავტომატური გადარიცხვა (ანგარიშსწორება) კლიენტის ანგარიშ(ებ)ზე არასაკმარისი თანხის არსებობისას;
10.5.2 არ განახორციელოს ავტომატური გადარიცხვა (ანგარიშსწორება) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან ბანკის წინაშე დავალიანების არსებობისას;
10.5.3 მის მიერ გავრცელებული საინფორმაციო მასალით (მათ შორის ბუკლეტებით, ბროშურებით, ბანკის ინტერნეტ-გვერდზე შესაბამისი ინფორმაციის განთავსებით და სხვა) განსაზღვროს ავტომატური გადარიცხვების შესრულებისა და კლიენტთან დაკავშირებული ან სხვა
ნებისმიერი მიზეზით რომელიმე ავტომატური გადარიცხვის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში კლიენტისთვის შეტყობინების გარეშე ავტომატური გადარიცხვებით მომსახურების ცალმხრივად სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტის წესი.
11.1 მომსახურების აღწერა
11. სატელეფონო მომსახურება
11.1.1 სატელეფონო მომსახურება გულისხმობს კლიენტის მიერ ბანკში გამოუცხადებლად სატელეფონო კავშირის გამოყენებით ბანკის მიერ განსაზღვრული:
11.1.1.1 საბანკო ინფორმაციის მიღებას;
11.1.1.2 სხვადასხვა საბანკო სერვისით სარგებლობისთვის რეგისტრაციას და ცვლილებების შეტანას რეგისტრირებულ მონაცემებში.
11.1.1.3 განაცხადის წარდგენას ბანკომატში დაკავებული თანხის დაბრუნების შესახებ.
11.1.2 სატელეფონო მომსახურება ვრცელდება კლიენტის ყველა საბანკო ანგარიშზე. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს არ სურს სატელეფონო მომსახურების მიღება მის რომელიმე ანგარიშთან დაკავშირებით, ის ვალდებულია წერილობით ან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ფორმით განუცხადოს ბანკს ამის შესახებ.
11.1.3 სატელეფონო მომსახურების მისაღებად კლიენტმა ბანკს უნდა მიმართოს განაცხადით ამ ხელშეკრულების 1.2 პუნქტის შესაბამისად.
11.2 კლიენტის იდენტიფიკაცია
11.2.1 ბანკი კლიენტის იდენტიფიკაციის მიზნებისთვის გამოიყენებს ბანკის მიერ წინასწარ განსაზღვრულ კითხვებს (როგორც პერსონალური მნიშვნელობის, ასევე დაკავშირებული კლიენტის პროდუქტებთან/ოპერაციებთან). კლიენტის იდენტიფიკაცია ხდება, როგორც სატელეფონო მომსახურების, ასევე ნებისმიერი სხვა საბანკო მომსახურების გაწევის წინ / სხვადასხვა საბანკო პროდუქტებზე (ელექტრონული სერვისებზე) რეგისტრაციისას. იდენტიფიცირების პროცედურის გავლის გარეშე, კლიენტი ვერ მიიღებს ამ ხელშეკრულების 11.1.1 ქვეპუნქტში აღწერილ მომსახურებას. ბანკთან ყოველი სატელეფონო კავშირისას (სატელეფონო მომსახურების მიღების ყოველ ჯერზე) კლიენტმა უნდა გაიაროს იდენტიფიცირების პროცედურა (სწორედ უნდა უპასუხოს სატელეფონო სერვისცენტრის ოპერატორის მიერ დასმულ (ბანკის მიერ წინასწარ განსაზღვრულ) შეკითხვებს).
11.2.2 ბანკი უფლებამოსილია უარი უთხრას სატელეფონო მომსახურებაზე პირს, რომელიც არ, ან ვერ გაივლის იდენტიფიცირების პროცედურას.
11.2.3 იმ შემთხვევაში თუ ბანკს გაუჩნდება ეჭვი , რომ ინფორმაციის მიღებას, ან ოპერაციის განხორციელებას ცდილობს არა კლიენტი, არამედ მესამე პირი, ბანკს უფლება აქვს უარი თქვას სატელეფონო დავალებების შესრულებაზე.
11.3 კლიენტის განცხადებები, დავალებები და თანხმობები
11.3.1 კლიენტი ბანკს ავალებს და უფლებას აძლევს ბანკთან ტელეფონით დაკავშირებისას, იდენტიფიკაციის შესაბამისი პროცედურის გავლის შემდეგ:
11.3.1.1 მიაწოდოს მას ინფორმაცია მისი ანგარიშების შესახებ.
11.3.2 ამ ხელშეკრულებით კლიენტი აცხადებს თანხმობას, რომ მასთან განხორციელებული ნებისმიერი სატელეფონო საუბარი (მათ შორის მისი ნებისმიერი მოთხოვნა/განცხადება საბანკო ინფორმაციის მიღების, სერვისით სარგებლობისთვის რეგისტრაციის, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების შეტანის, საბანკო (მათ შორის საკრედიტო) პროდუქტის მიღების ან/და ოპერაციის განხორციელების შესახებ) დაფიქსირდეს (ჩაიწეროს) ბანკის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში და დავის შემთხვევაში ასეთ ჩანაწერს ჰქონდეს მტკიცებულებითი ძალა (გამოყენებული იქნეს მტკიცებულებად). სატელეფონო საუბრის ჩანაწერი მიიჩნევა ბანკის საკუთრებად და მისი შექმნიდან სამი წლის გასვლამდე ბანკი ვალდებულია, ბანკისთვის მისაღები ფორმით გადასცეს ის კლიენტს მისი წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღისა (ბანკის ეს ვალდებულება ვრცელდება მხოლოდ 2011 წლის 1 იანვრიდან განხორციელებულ ჩანაწერებზე).
12.1 მომსახურების აღწერა
12. ვიზა/მასტერ ქარდ ბიზნეს პლასტიკური ბარათები
12.1.1 პლასტიკური ბარათით მომსახურება გულისხმობს ბანკის მიერ გამოშვებული ,,ვიზა’’ (VISA) ან ,,მასთერქარდ’’ (MasterCard) ბიზნეს პლასტიკური ბარათის (შემდგომში „ბარათის“) მეშვეობით კლიენტის ან მის მიერ წერილობით დასახელებული პირის (შემდგომში “ბარათის მფლობელის”) მიერ საბანკო ოპერაციების განხორციელებას კლიენტის კუთვნილი საბარათე ანგარიშ(ებ)იდან.
12.1.2 ამ ხელშეკრულების საფუძველზე კლიენტს შეუძლია მიიღოს ერთი, ან რამდენიმე ბარათი, რომელთა ტიპი განისაზღვრება კლიენტის მიერ ყოველ კონკრეტულ ბარათთან დაკავშირებით ხელმოწერილი განაცხადით, რომელიც წარმოადგენს ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
12.1.3 ბარათის გაცემისას კლიენტის მობილური ტელეფონის ნომერი ავტომატურად რეგისტრირდება ბანკის SMS სერვისზე (სერვისით სარგებლობის წესები და პირობები მოცემულია ბანკის მიერ გავრცელებულ საინფორმაციო მასალაში). კლიენტი უფლებამოსილია უარი განაცხადოს აღნიშნული სერვისით სარგებლობაზე, რის შესახებ ის ვალდებულია მიუთითოს განაცხადში.
12.1.4 ბარათით სარგებლობის წესები დეტალურად მოცემულია ,,ვიზა’’ (VISA) და ,,მასთერქარდ’’ (MasterCard) საერთაშორისო საგადამხდელო სისტემების პროცედურების შესაბამისად ბანკის მიერ შედგენილ საინფორმაციო მასალაში, რომელიც განთავსებულია ბანკის ინტერნეტ- გვერდზე. ,,ვიზა’’ (VISA) და ,,მასთერქარდ’’ (MasterCard) საერთაშორისო საგადამხდელო სისტემების პროცედურები და წესები წარმოადგენს ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
12.1.5 ბარათის მფლობელი არის პირი, რომლის სახელზეც გაცემულია ბარათი (შესაძლებელია იყოს კლიენტი ან მის მიერ დასახელებული პირი). ბარათის მფლობელის იდენტიფიკაცია ხდება ბარათის ზედაპირზე მითითებული სახელით, გვარით, მასზე დატანილი ხელმოწერის ნიმუშითა და საიდუმლო პერსონალური საიდენტიფიკაციო კოდით (პინ-კოდი). ბიზნეს პლასტიკურ ბარათზე ასევე დატანილია კლიენტის სახელწოდებაც.
12.1.6 ბარათით სარგებლობის პერიოდი განისაზღვრება ბარათზე მითითებული ვადის მიხედვით. ბარათის მოქმედების ვადა იწურება ბარათზე მითითებული თვის ბოლო დღის გასვლის შემდეგ.
12.1.7 ბარათით სარგებლობისათვის კლიენტი ვალდებულია ბანკს გადაუხადოს მომსახურების საკომისიო ბანკის მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად.
12.1.8 კლიენტს უფლება აქვს ჰქონდეს რამდენიმე საბარათე ანგარიში და სარგებლობდეს ერთ საბარათე ანგარიშთან დაკავშირებული მხოლოდ ერთი ბარათით (ამ პუნქტის მიზნებისთვის საბარათე ანგარიშად განიხილება ერთობლიობა სხვადასხვა ვალუტაში გახსნილი იმ ანგარიშებისა, რომლებსაც აქვთ ერთი ნომერი).
12.2 ბარათთან დაკავშირებული პროცედურები
12.2.1 ბარათით ოპერაციების წარმოებისათვის ბანკი გახსნის შესაბამის საბარათე ანგარიშ(ებ)ს.
12.2.2 კლიენტი/ბარათის მფლობელი უფლებამოსილია გამოიყენოს საბარათე ანგარიშზე არსებული თანხა ბარათის მომსახურების საკომისიოების და მინიმალური ნაშთის გამოკლებით. თანხის გადახარჯვის შემთხვევაში კლიენტი/ბარათის მფლობელი ვალდებული იქნება ბანკს გადაუხადოს გადახარჯვასთან დაკავშირებული საკომისიოები.
12.2.3 რისკების შემცირების მიზნით ბარათისა და საბარათე ანგარიშის გამოყენება შეიძლება დამატებით შეიზღუდოს ბანკის მიერ შესაბამისი ლიმიტების დაწესების გზით.
12.2.4 ბარათის დამზადების შესახებ განაცხადს ხელს აწერს ერთი მხრივ, კლიენტის უფლებამოსილი წარმომადგენელი, ხოლო მეორე მხრივ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს ბარათი (ბარათის მფლობელი).
12.2.5 ბანკს უფლება აქვს დააკავშიროს სხვადასხვა ვალუტის ანგარიში ერთ პლასტიკურ ბარათთან ან რამდენიმე ბარათი ერთ საბანკო ანგარიშთან. ვალუტების პრიორიტეტულობას განსაზღვრავს კლიენტი. ინფორმაცია პლასტიკური ბარათის ანგარიშზე/ანგარიშებზე არსებული ნაშთის/ნაშთების შესახებ, საბარათე სისტემაში მითითებულია პრიორიტეტულ ვალუტაში, იმ დღეს მოქმედი საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსის შესაბამისად.
12.2.6 ბარათის მისაღებად კლიენტმა ბანკს უნდა წარუდგინოს შესაბამისი განაცხადი, შეიტანოს ან ჩარიცხოს ანგარიშზე მინიმალური ნაშთი და ბარათის წლიური მომსახურების საკომისიო ბანკის მიერ განსაზღვრული ტარიფების შესაბამისად.
12.2.7 საბარათე ანგარიშზე ამ ხელშეკრულების 12.2.6 ქვეპუნქტში დასახელებული თანხ(ებ)ის ჩარიცხვის შემდეგ, ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში, ბანკი დაამზადებს და კლიენტს ან ბარათის მფლობელს გადასცემს ბარათს და პინ-კოდს ან SMS-კოდს, რომლითაც შესაძლებელია პინ-კოდის მიღება, შესაბამის დოკუმენტაციასთან ან/და საინფორმაციო მასალასთან ერთად.
12.2.8 იმ შემთხვევაში, თუ ბარათის დამზადებიდან 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში კლიენტი ან ბარათის მფლობელი არ ჩაიბარებს ბარათს, ბანკს უფლება ექნება გაანადგუროს ბარათი და ამ შემთხვევაში:
12.2.8.1 კლიენტს არ უბრუნდება მის მიერ გადახდილი საკომისიოები;
12.2.8.2 ბარათზე რიცხული მინიმალური ნაშთი და სხვა თანხები კლიენტს დაუბრუნდება ამ ხელშეკრულების 12.4.6.1 ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით.
12.2.9 იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშის მფლობელის (კლიენტის) უფლებამოსილი წარმომადგენელი და ბარათის მფლობელი არ არის ერთი და იგივე პირი:
12.2.9.1 ანგარიშის მფლობელის (კლიენტის) უფლებამოსილ წარმომადგენელს დამოუკიდებლად შეუძლია: ახალი ბარათის მიღება, ვალუტების პრიორიტეტების ცვლილების მოთხოვნა, საბარათე ანგარიშ(ებ)ის გახსნა, ბარათის გაუქმება, საბარათე ანგარიშის დახურვა, ბარათის დაბლოკვა/განბლოკვა, ბანკომატის მიერ დაკავებული ბარათის მიღება, ბარათის პინკოდის ცვლილება (კლიენტმა ბანკს უნდა წარუდგინოს შესაბამისი განაცხადი);
12.2.9.2 ბარათის მფლობელს დამოუკიდებლად შეუძლია: მისთვის დამზადებული ბარათის მიღება, მისთვის დამზადებული ბარათის დაბლოკვა, განბლოკვა (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბარათი დაიბლოკა პინ-კოდის არასწორად აკრეფის გამო), ბანკომატის მიერ დაკავებული ბარათის მიღება (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბარათის მფლობელს მისთვის დამზადებული ბარათი ბანკომატში დარჩა ან ასეთი ბარათი დაკავებული იქნა ბანკომატის გაუმართავობის გამო), ბარათის პინკოდის ცვლილება (კლიენტმა ბანკს უნდა წარუდგინოს შესაბამისი განაცხადი);
12.2.9.3 ანგარიშის მფლობელის (კლიენტის) უფლებამოსილ წარმომადგენელს და ბარათის მფლობელს მხოლოდ ერთობლივად შეუძლიათ ბარათის მფლობელისთვის ახალი ბარათის დამზადების მოთხოვნა.
12.3 საბარათე ანგარიშზე რიცხული თანხები, არასანქცირებული ოვერდრაფტი
12.3.1 მინიმალური ნაშთი არის თანხა, რომელიც დაბლოკილია საბარათე ანგარიშზე ბარათის მოქმედების ვადის განმავლობაში. მინიმალური ნაშთის ოდენობა განისაზღვრება ბარათის ტიპის მიხედვით, ,,ვიზა’’ (VISA) და ,,მასთერქარდ’’ (MasterCard) საერთაშორისო საგადამხდელო სისტემების რეკომენდაციების გათვალისწინებით ბანკის მიერ დადგენილი წესებისა და პირობების შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ტრანზაქციის შედეგად საბარათე ანგარიშზე არსებული თანხა აღმოჩნდება მინიმალურ ნაშთზე ნაკლები, კლიენტი ვალდებული იქნება დაუყოვნებლივ შეიტანოს ან ჩარიცხოს საბარათე ანგარიშზე თანხა, რომელიც საკმარისი იქნება მინიმალური ნაშთის შესავსებად.
12.3.2 საბარათე ანგარიშზე რიცხული თანხების განკარგვა დასაშვებია ბანკის მიერ დადგენილი ლიმიტების ფარგლებში, ხოლო მინიმალური ნაშთის თავისუფალი განკარგვა შესაძლებელია მხოლოდ ანგარიშთან დაკავშირებული ყველა ბარათის გაუქმების შემთხვევაში ბანკის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.
12.3.3 იმ შემთხვევაში, როდესაც ბარათით თანხების განკარგვა (ნაღდი ან/და უნაღდო წესით) განხორციელდება საბარათე ანგარიშის ვალუტისგან განსხვავებულ ვალუტაში, მაშინ ბარათის მფლობელის ანგარიშიდან მოხდება თანხის ჩამოწერა კონვერტაციის გზით. კონვერტაცია ბანკის ქსელში მოხდება ანგარიშსწორების (ტრანზაქციის კლიენტის ანგარიშ(ებ)ზე ასახვის) დღისთვის ბანკის მიერ საბარათე სისტემისთვის დადგენილი კომერციული კურსით, ხოლო ქსელის გარეთ ,,ვიზას’’ (VISA) ან ,,მასთერქარდის’’ (MasterCard) მიერ დაწესებული კურსით. ამ ხელშეკრულების მიზნებისათვის „ბანკის ქსელი“ გულისხმობს, სს „თიბისი ბანკს“ და „პარტნიორ ბანკებს“ (პარტნიორი ბანკების ნუსხა იხ. შემდეგ ვებგვერდზე: xxxx://xxx.xxxxxxx.xx/xxx/xx/xxx/xxxxx/xxxx-xxx-xxxxxxxxxxx). მაგალითები, იხ. შემდეგ ვებგვერდზე: xxxx://xxx.xxxxxxx.xx/xxx/xx/xxx/xxxxx/xxxx-xxxxxxxxxxx;
12.3.4 არასანქცირებული ოვერდრაფტი არის ბანკის თანხმობის (ნებართვის) გარეშე კლიენტის საბარათე ანგარიშზე წარმოშობილი უარყოფითი ნაშთი (დავალიანება).
12.3.5 არასანქცირებული ოვერდრაფტის წარმოშობის შემთხვევაში კლიენტი ვალდებული იქნება დაუყოვნებლივ შეავსოს თანხა მინიმალური ნაშთის ოდენობამდე.
12.3.6 არასანქცირებული ოვერდრაფტით სარგებლობისათვის კლიენტი ვალდებული იქნება გადაუხადოს ბანკს საპროცენტო სარგებელი, რომლის წლიური განაკვეთი განისაზღვრება არასანქცირებული ოვერდრაფტის წარმოშობის მომენტისთვის ბანკის მიერ არასანქცირებული ოვერდრაფტით სარგებლობისთვის დადგენილი ტარიფების შესაბამისად, კალენდარული წლის 365 (სამას სამოცდახუთი) დღეზე გაანგარიშებით. არასანქცირებული ოვერდრაფტით სარგებლობის შემთხვევაში, მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება წლიური 48%-ის ოდენობით. საპროცენტო სარგებელი (პროცენტი) ოვერდრაფტს დაერიცხება წარმოშობის თარიღიდან მისი სრულად დაფარვის (ფაქტობრივად გადახდის) თარიღამდე.
12.3.7 იმ შემთხვევაში, თუ ბარათი დაკავშირებულია რამდენიმე სხვადასხვა ვალუტიან ანგარიშთან და ერთ-ერთი ვალუტის ანგარიშზე დაშვებულია საკრედიტო/ოვერდრაფტის ლიმიტი ან არსებობს არასანქცირებული ოვერდრაფტი, აღნიშნულ ბარათზე დაკავშირებულ რომელიმე ანგარიშზე თანხის შეტანისას/ჩარიცხვისას მოხდება თანხის კონვერტაცია (კონვერტაცია განხორციელდება საბანკო
ოპერაციის განხორციელების დღეს სს ,,თიბისი ბანკი“-ს მიერ დადგენილი კომერციული კურსით) და საკრედიტო/ოვერდრაფტის ლიმიტის/არასანქცირებული ოვერდრაფტის დაფარვა.
12.3.8 კლიენტის მიერ ბარათით ATM, POS, E-Commerce_ით და ბანკში ტერმინალით ოპერაციის შესრულებისთანავე ბანკი ახორციელებს თანხის ბლოკირებას შესრულებული ტრანზაქციის თანხის შესაბამისად. ბლოკირებისას კონვერტაციის საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენება ბანკის მიერ საბარათე სისტემისთვის დადგენილი კომერციული კურსი. GEL/USD/EUR_სგან განსხვავებულ ვალუტაში ქსელის გარეთ შესრულებული ოპერაციებისათვის დამატებით გამოიყენება ,,ვიზას’’ (VISA) ან ,,მასთერქარდის’’ (MasterCard) მიერ დაწესებული კურსი. VISA/MasterCard ბარათით განხორციელებული ტრანზაქციები გარკვეული პერიოდის შემდეგ აისახება კლიენტის ანგარიშზე.კლიენტის მიერ განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბანკის სხვადასხვა დისტნციური არხების მეშვეობით.
12.3.9 თუ კლიენტის მიერ პლასტიკური ბარათის მეშვეობით განხორციელებული დავალების თანხა აღემატება დავალებაში მითითებული ვალუტის შესაბამის ანგარიშზე არსებულ ნაშთს, (ან ანგარიშზე საერთოდ არ არის განთავსებული ნაშთი), მიუხედავად ამისა დავალებით მოთხოვნილი თანხა სრულად ჩამოიჭრება დავალების (ტრანზაქციის) თანხის შესაბამისი ვალუტის ანგარიშიდან (აღნიშნულის არსებობის შემთხვევაში). შესაბამისი ვალუტის ანგარიშიზე წარმოიქმნება უარყოფითი ნაშთი არასაკმარისი თანხის ნაწილში, რომელიც იფარება პირველი პრიორიტეტული ვალუტის ანგარიშიდან, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ამ პრიორიტეტული ვალუტის ანგარიშზე არ არის საკმარისი ნაშთი, უარყოფითი ნაშთის დაფარვა განხორციელდება რიგით მომდევნო პრიორიტეტული ვალუტის ანგარიშიდან. სხვადასხვა ვალუტის ანგარიშებს შორის კონვერტაცია განხორციელდება, უნაღდო ანგარიშსწორებისას ბანკში დადგენილი კომერციული კურსით. მაგალითები, იხ. შემდეგ ვებგვერდზე xxxx://xxx.xxxxxxx.xx/xxx/xx/xxx/xxxxx/xxxx-xxxxxxxxxxx
12.4 ბარათის და საბარათე ანგარიშის მოქმედების შეჩერება ან გაუქმება
12.4.1 ბარათის მოქმედება შეჩერდება ბარათის მფლობელის ან კლიენტის სურვილის დაფიქსირების, ბარათის დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში. ბარათის მფლობელი და კლიენტი ვალდებულნი არიან ბარათის დაკარგვის შესახებ დაუყოვნებლივ წერილობით ან ტელეფონით (ნომერზე +99532 2272727) შეატყობინონ ბანკს. ბანკი უზრუნველყოფს ბარათის მოქმედების შეჩერებას ბარათის მფლობელის ან კლიენტის მიერ განსაზღვრული მეთოდის მიხედვით ბარათის მონაცემების შეტანით:
12.4.1.1 ლოკალურ სტოპ-სიაში, რომელიც მაქსიმუმ 1 (ერთ) საბანკო დღეში უზრუნველყოფს ბარათის ბლოკირებას მხოლოდ ავტორიზებული ტრანზაქციებისთვის;
12.4.1.2 საერთაშორისო სტოპ-სიაში, რომელიც უზრუნველყოფს ბარათის სრულ ბლოკირებას (არაავტორიზებული ტრანზაქციებისთვის) მაქსიმუმ 14 (თოთხმეტ) საბანკო დღეში;
12.4.1.3 ამ ხელშეკრულების მიზნებისათვის „სტოპ-სია“ არის, იმ ბარათების საერთაშორისო ან ლოკალური სია, რომლებზედაც შეზღუდულია ტრანზაქციების განხორციელება და ვრცელდება მომსახურების განსაკუთრებული რეჟიმი;
12.4.1.4 ამ ხელშეკრულების მიზნებისათვის „ავტორიზაცია“ („ავტორიზებული ტრანზაქცია“) გულისხმობს, ტრანზაქციის დადასტურებას პინ კოდით და/ან ბარათის უკანა მხარეს განთავსებული უსაფრთხოების კოდით და/ან ამ რეკვიზიტების ერთობლიობით და/ან ბანკის მიერ დადგენილი სხვა მექანიზმით, რომელიც გადაეცემა უშუალოდ კლიენტს/ბარათის მფლობელს და რომლის კონფიდენციალობაზეც პასუხისმგებელია კლიენტი/ბარათის მფლობელი;
12.4.1.5 ამ ხელშეკრულების მიზნებისათვის „არაავტორიზებული ტრანზაქცია“ გულისხმობს, ტრანზაქციას, რომელიც არ არის შესრულებული კლიენტის/ბარათის მფლობელის ნებართვით და არ არის ავტორიზებული.
12.4.2 კლიენტის ან/და ბარათის მფლობელის მიერ ამ ხელშეკრულებით ან ბარათით სარგებლობის წესებით განსაზღვრული რომელიმე პირობის დარღვევის შემთხვევაში ბანკს ნებისმიერ დროს შეუძლია შეაჩეროს ან დაბლოკოს ბარათ(ებ)ის მოქმედება.
12.4.3 ბარათზე მითითებული ვადის განმავლობაში კლიენტი ვალდებულია აანაზღაუროს ბლოკირებული ბარათით განხორციელებული არაავტორიზებული ტრანზაქციებით წარმოშობილი ზიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბლოკირება არ განხროციელდა საერთაშორისო სტოპ-სიაში შეტანით.
12.4.4 ბარათის მფლობელი ან/და კლიენტი უფლებამოსილია გაასაჩივროს საერთაშორისო სტოპ-სიაში შეტანის გზით ბლოკირებული ბარათით განხორციელებული ტრანზაქცია.
12.4.5 კლიენტი ვალდებულია გადაიხადოს ბარათის სტოპ-სიაში შეტანის საკომისიო.
12.4.6 ბანკს უფლება აქვს დახუროს საბარათე ანგარიში:
12.4.6.1 კლიენტის წერილობითი განაცხადის ბანკის მიერ მიღების ან ბარათის მოქმედების ვადის ამოწურვიდან 30 (ოცდაათი) დღის გასვლის შემდეგ, თუ ამ ხნის განმავლობაში კლიენტი არ წარუდგენს ბანკს წერილობით მოთხოვნას ბარათის მოქმედების გაგრძელების შესახებ. ასეთ შემთხვევებში, საბარათე ანგარიში ჩაითვლება დახურულად და კლიენტს დაუბრუნდება თანხები ყველა ბარათის (მათ შორის დამატებითი ბარათ(ებ)ის) ბანკისათვის გადაცემიდან არანაკლებ 30 (ოცდაათი) დღის ვადაში და მხოლოდ მას შემდეგ, რაც სრულად დაიფარება ბანკის მიმართ არსებული ყველა სახის დავალიანება.
12.4.6.2 ბანკსა და ,,ვიზას’’ (VISA) ან ,,მასთერქარდს’’ (MasterCard) შორის ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში (ამ შემთხვევაში ბანკი ვალდებულია 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში შეატყობინოს კლიენტს საბარათე ანგარიშის დახურვის შესახებ).
12.4.7 ბარათით განხორციელებულ ტრანზაქციებს ბანკი აკონტროლებს სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის – მონიტორინგის მოდულის მეშვეობით, რაც ნიშნავს იმას, რომ ბანკს უფლება აქვს დროებით შეაჩეროს ბარათის მოქმედება საეჭვო ტრანზაქციების დაფიქსირებისას (მონიტორინგი). კლიენტი უფლებამოსილია უარი განაცხადოს მისი ბარათის მონიტორინგზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რაც ფიქსირდება განაცხადით.
12.5 მხარეთა ვალდებულებები და უფლებები
12.5.1 კლიენტი/ბარათის მფლობელი ვალდებულია:
12.5.1.1 გადაცემის მომენტში შეამოწმოს იმ კონვერტის მთლიანობა, რომელშიც მოთავსებულია პინ-კოდი ან SMS-კოდი, რომლითაც შესაძლებელია პინ-კოდის მიღება ;
12.5.1.2 შეინახოს ბარათით განხორციელებული ყველა ოპერაციის დამადასტურებელი საბუთი ასეთი ოპერაციის განხორციელებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში და საჭიროების შემთხვევაში წარუდგინოს ისინი ბანკს;
12.5.1.3 ბარათის გამოყენებით შესრულებული ოპერაციების (ტრანზაქციების) არცნობის შემთხვევაში წერილობით მიმართოს ბანკს ოპერაციის განხორციელებიდან (ტრანზაქციიდან) 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, საჩივრები თანხის დაბრუნებაზე არ მიიღება. ამასთან ინტერნეტში განხორციელებული ტრანზაქციების გასაჩივრების უფლება კლიენტს/ბარათის მფლობელს არ აქვს. კლიენტი ვალდებულია გადაიხადოს ,,ვიზას“ (VISA) ან ,,მასთერქარდის’’ (MasterCard) მიერ პრობლემის გამოძიებასთან დაკავშირებით დაწესებული დამატებითი მომსახურებების საფასური.
12.5.1.4 არ დაუშვას ბარათის ან პინ-კოდის ან SMS-კოდის, რომლითაც შესაძლებელია პინ-კოდის მიღება, მესამე პირებისთვის გადაცემა (გამჟღავნება);
12.5.1.5 აანაზღაუროს ბანკის მიერ გაწეული ის დანახარჯები, რომლებიც დაკავშირებულია ,,ვიზას’’ (VISA) ან ,,მასთერქარდის’’ (MasterCard) მიერ ბარათის დამატებითი სახის ფასიან მომსახურებებთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
12.5.2 ტრანზაქციის (ოპერაციის) გასაჩივრების შედეგად თანხის დაბრუნების შემთხვევაში, ბანკი ვალდებულია მაქსიმუმ 90 (ოთხმოცდაათი) დღის განმავლობაში უზრუნველყოს კლიენტის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა.
12.5.3 ბანკი უფლებამოსილია:
12.5.3.1 უზრუნველყოს სავაჭრო ან მომსახურების ობიექტის მიერ (მათ შორის კაზინო, ტოტალიზატორი და სხვა) მინიმალური ნაშთის ზევით ჩარიცხული თანხის საბარათე ანგარიშზე ასახვა ჩარიცხვიდან 30 (ოცდაათი) დღის ვადაში.
12.5.3.2 დაბლოკოს ბარათი ან/და საბარათე ანგარიში (შეაჩეროს ოპერაციები) იმ შემთხვევაში, თუ გაჩნდება ეჭვი, რომ ბარათის გამოყენებით ან საბარათე ანგარიშზე ხორციელდება ან/და განხორციელდა არასანქცირებული ან/და მართლსაწინააღმდეგო ოპერაცია.
12.5.4 ბანკი არ არის პასუხისმგებელი:
12.5.4.1 ბარათის მფლობელს ან/და კლიენტსა და მომსახურების ობიექტებს შორის წარმოქმნილ სადავო სიტუაციებზე.
12.5.4.2 ბარათის არასანქცირებული გამოყენებისათვის იმ ფაქტების გამო, რომლებიც კლიენტის/ბარათის მფლობელის ან/და კლიენტის მიზეზით არის გამოწვეული, მათ შორის, კლიენტის/ბარათის მფლობელის ან/და კლიენტის მიერ ბარათზე მონიტორინგის გაუქმების მოთხოვნის მოქმედების პერიოდში.
12.5.4.3 ისეთ ოპერაციებზე, რომლებიც შესრულებულია დაკარგული/მოპარული ბარათით, თუ ბარათის მფლობელმა არ უზრუნველყო დაკარგული/მოპარული ბარათის დროული ბლოკირება ან ოპერაციებზე, რომლებიც შესრულებულია მესამე პირის მიერ, თუ ტრანზაქცია ავტორიზებულია.
12.5.5 კლიენტის/ბარათის მფლობელის რომელიმე ანგარიშზე საინკასო დავალების ან ყადაღის დადების აქტის არსებობის შემთხვევაში კლიენტის/ბარათის მფლობელის ანგარიშზე დაშვებული საკრედიტო ლიმიტი ან/და ოვერდრაფტი ჩაითვლება ავტომატურად გაუქმებულად. საინკასო დავალების შესრულების ან გაუქმების (უკან გათხოვის) ან ყადაღის გაუქმების (უკან გათხოვის) შემთხვევაში ბანკს უფლება ექნება ცალმხრივად აღადგინოს საკრედიტო ლიმიტი ან/და ოვერდრაფტი.
12.5.6 ამ ხელშეკრულების 12.5.5 ქვეპუნქტის მოქმედება ვრცელდება ყველა ტიპის პლასტიკურ ბარათზე, მათ შორის, პლასტიკურ ბარათებზე
,,ვიზა’’ (VISA) და ,,მასთერქარდ’’ (MasterCard) და სხვა ნებისმიერ პლასტიკურ ბარათზე ისევე, როგორც რომელიმე პლასტიკურ ბარათთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკრედიტო პროდუქტზე.
13.1 მომსახურების აღწერა
13. მომსახურება მოკლე ტექსტური შეტყობინებებით (SMS სერვისი)
13.1.1 SMS სერვისი არის დისტანციური საბანკო მომსახურება, რომლის საშუალებითაც კლიენტის მიერ ბანკისთვის წარდგენილ განაცხადში დაფიქსირებული მობილური ტელეფონის ნომრის მეშვეობით ექნება საშუალება: მიიღოს ინფორმაცია საკუთარ საბანკო ანგარიშებზე შესრულებული ოპერაციების შესახებ, მოითხოვოს და მიიღოს საჭირო საბანკო ინფორმაცია ან განაცხადში დაფიქსირებულ მობილური ტელეფონის ნომერზე გაგზავნილი SMS კოდით დადასტურების მეშვეობით, შეასრულოს გარკვეული ტიპის საბანკო ოპერაციები ბანკის მიერ განსაზღვრული ლიმიტების და წესების შესაბამისად.
13.1.2 მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მომსახურება გულისხმობს კლიენტის მიერ ბანკისთვის წარდგენილ განაცხადში დაფიქსირებული მობილური ტელეფონის ნომრის მეშვეობით სპეციალური მოკლე ტექსტური შეტყობინების ამისთვის განკუთვნილ ნომერზე გაგზავნით ბანკის მიერ განსაზღვრული საბანკო ინფორმაციის მიღებას.
13.1.3 მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მომსახურებას კლიენტი ავტომატურად მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს ნებისმიერი სახის საბანკო ანგარიში ან/და სარგებლობს ბანკის ერთი პროდუქტით მაინც.
13.1.4 მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მომსახურებაზე ვრცელდება ამ ხელშეკრულების პირობები ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისების გათვალისწინებით.
13.1.5 ამ ხელშეკრულების მე-13 მუხლში მოცემული პირობები გამოიყენება კლიენტის როგორც არსებულ, ისე მომავალში გახსნილ უკლებლივ ყველა საბანკო ანგარიშთან მიმართებით.
13.2 მხარეთა უფლებები და ვალდებულებები
13.2.1 კლიენტი ვალდებულია:
13.2.1.1 მოკლე ტექსტური შეტყობინება გაგზავნოს ბანკის მიერ მითითებულ ნომერზე ბანკის მიერ გავრცელებულ საინფორმაციო მასალაში აღწერილი ფორმატით;
13.2.1.2 არ დაუშვას მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის აპარატის ან/და სიმ-ბარათის მოხვედრა მესამე პირის განკარგულებაში;
13.2.1.3 მობილური ტელეფონის აპარატის ან/და სიმ-ბარათის, ნომრის შეცვლის ან/და დაკარგვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ბანკს ტელეფონით (ნომერზე +99532 2272727), წერილობით ანინტერნეტ-ბანკით
13.2.2 ბანკი ვალდებულია:
13.2.2.1 კლიენტის მიერ ტელეფონის ნომრის შეცვლის, მობილური ტელეფონის აპარატის ან/და სიმ-ბარათის დაკარგვის თაობაზე ზეპირი (ტელეფონით), წერილობითი ან ინტერნეტ-ბანკის მეშვეობით კლიენტისგან მიღებული შეტყობინების საფუძველზე უზრუნველყოს მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მომსახურების შეჩერება მომსახურების აღდგენის თაობაზე კლიენტის განცხადების მიღებამდე. კლიენტის მიერ ბანკისთვის ზეპირი (სატელეფონო) განცხადების წარდგენის შემთხვევაში კლიენტის იდენტიფიკაცია მოხდება ბანკის მიერ წინასწარ განსაზღვრულ კითხვების მეშვეობით
13.2.3 ბანკი უფლებამოსილია:
13.2.3.1 არ შეასრულოს კლიენტის დავალება კლიენტის მიერ ბანკისთვის არასწორი (ამ ხელშეკრულების ან ბანკის მიერ გავრცელებული საინფორმაციო მასალის პირობებთან შეუსაბამო) შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში;
13.2.3.2 კლიენტს გაუზავნოს სარეკლამო შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინებები;
13.2.3.3 კლიენტს გაუგზავნოს მოკლე ტექსტური შეტყობინება კრედიტის (სესხის, ოვერდრაფტის, საკრედიტო ლიმიტის ან/და სხვა საკრედიტო პროდუქტის) ოდენობის, დაფარვის თარიღის, დავალიანების ან/და შესრულებული ავტომატური გადარიცხვის შესახებ (ბანკი არ არის ვალდებული კლიენტს გაუგზავნოს ასეთი შეტყობინება და ნებისმიერ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა ბანკის შეტყობინებას, კლიენტი ვალდებულია დროულად დაფაროს კრედიტი (სესხი, ოვერდრაფტი, საკრედიტო ლიმიტი ან/და სხვა საკრედიტო პროდუქტი) და გადაიხადოს სხვა გადასახდელები (საპროცენტო სარგებელი, პირგასამტეხლო, საკომისიო და სხვა).
13.3 მხარეები თანხმდებიან რომ კლიენტის მიერ განაცხადში დაფიქსირებულ მობილური ტელეფონის ნომერზე გაგზავნილი SMS კოდით საბანკო ოპერაციების დადასტურებას, გააჩნია წერილობითი ფორმით შესრულებული, ქაღალდზე დაბეჭდილი, კლიენტის მიერ ხელმოწერით დადასტურებული, საბუთის ტოლფასი იურიდიული ძალა. შესაბამისად, მხარეები თანხმდებიან, რომ საბანკო ოპერაციების კლიენტის მიერ SMS კოდით დადასტურების საკითხი არ შეიძლება გახდეს მხარეთა შორის დავის წარმოშობის წინაპირობა
13.4 კლიენტის მიერ SMS კოდით დადასტურებული საბანკო ოპერაციის შესრულების შემდეგ, კლიენტს უფლება აქვს მოსთხოვოს ბანკს, მის მიერ შესრულებული საბანკო ოპერაცი(ებ)ის ამსახველი, ქაღალდზე დაბეჭდილი ინფორმაციის (საგადახდო დავალების) ასლის მისთვის გადაცემა.
13.5 ბანკი იძლევა გარანტიას, კლიენტის მიერ SMS კოდით დადასტურებული, საბანკო ოპერაციის ელექტრონული დოკუმენტის (საგადახდო დავალების), საიმედოდ დაცვის შესახებ.
14.1 მომსახურების აღწერა
14. მომსახურება ანაბრით
14.1.1 ანაბრით მომსახურება გულისხმობს კლიენტის (შემდგომში “მეანაბრის”) განაცხადის საფუძველზე ბანკის მიერ მეანაბრისთვის საანაბრო ანგარიშის გახსნას და ანგარიშზე რიცხული თანხისთვის საპროცენტო სარგებლის დარიცხვას.
14.1.2 მეანაბრეს შეუძლია ისარგებლოს ვადიანი და მოთხოვნამდე ანაბრებით და მათი სახესხვაობებით (მოდიფიკაციებით).
14.2 ანაბრისთვის საპროცენტო სარგებლის დარიცხვა
14.2.1 ანაბარისთვის საპროცენტო სარგებლის დარიცხვა ხდება წელიწადში 365 დღეზე გადაანგარიშებით მხარეთა მიერ ყოველ კონკრეტულ ანაბართან დაკავშირებით ხელმოწერილი ანაბრის ხელშეკრულებისა და ბანკის მიერ გავრცელებული საინფორმაციო მასალის (მათ შორის ბუკლეტები, ბროშურები, ბანკის ინტერნეტ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია და სხვა) შესაბამისად;
14.2.2 ანაბრისთვის დასარიცხი საპროცენტო სარგებლის გამოანგარიშება იწყება თანხის ანგარიშზე შეტანის ან ჩარიცხვის დღის მომდევნო სამუშაო დღიდან.
14.3 ბანკის ვალდებულებები და უფლებები
14.3.1 ბანკი ვალდებულია:
14.3.1.1 მიიღოს ანაბარი და დაარიცხოს მას საპროცენტო სარგებელი ამ ხელშეკრულების შესაბამისად;
14.3.1.2 ანაბრის ვადის გასვლის ან მეანაბრის მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 7 (შვიდი) კალენდარული დღისა (ანაბრის ტიპის შესაბამისად) ანაბრის თანხა და დარიცხული სარგებელი გადასცეს მეანაბრეს იმავე ვალუტაში.
14.3.2 ბანკი უფლებამოსილია:
14.3.2.1 განკარგოს საანაბრო ანგარიშზე რიცხული თანხა საკუთარი სახელითა და შეხედულებისამებრ;
14.3.2.2 კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოდენობითა და პერიოდულობით ბიუჯეტის სასარგებლოდ გადარიცხოს საშემოსავალო გადასახადი ანაბარზე დარიცხული საპროცენტო სარგებლისათვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
14.3.2.3 კანონმდებლობის ან ბანკთან დადებული ნებისმიერი ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულების მიზნით, მეანაბრის შემდგომი თანხმობის, ან ნებართვის გარეშე, ასეთი ვალდებულების წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს უაქცეპტო წესით ჩამოწეროს თანხები მეანაბრის ნებისმიერი საანაბრო ანგარიშიდან ან/და დახუროს (შეწყვიტოს) ანაბარი;
14.3.2.4 კლიენტის დამატებითი თანხმობის გარეშე გაუხსნას კლიენტს საანგარიშსწორებო (მიმდინარე, საბარათე, სარეალიზაციო და სხვა მსგავსი) ან/და მოთხოვნამდე ანაბრის სადეპოზიტო ანგარიში ნებისმიერ ვალუტაში იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ კლიენტს არ აქვს ასეთი ანგარიში ან/და საჭიროა ასეთი ანგარიშის დამატებით გახსნა (ამ შემთხვევაში ეს ხელშეკრულება ან/და კლიენტის მიერ ხელმოწერილი ნებისმიერი განაცხადი, რომლითაც ის უერთდება ამ ხელშეკრულებას ჩაითვლება კლიენტის განაცხადად საანგარისშწორებო (მიმდინარე, საბარათე, სარეალიზაციო და სხვა მსგავსი) ან/და მოთხოვნამდე ანაბრის სადეპოზიტო ანგარიშის გახსნის შესახებ);
14.3.2.5 კლიენტის საანგარიშსწორებო (მიმდინარე, საბარათე, სარეალიზაციო და სხვა) ან/და მოთხოვნამდე ანაბრის ანგარიშზე ანაბრის გახსნის ან/და ანაბრისთვის თანხის დამატების დანიშნულებით შეტანილი ან/და ჩარიცხული თანხა ავტომატურად (მეანაბრის დამატებითი თანხმობის გარეშე) გადარიცხოს მეანაბრის ან/და თანხის შეტანის/ჩარიცხვის საბუთში მითითებული ნებისმიერი პირის საანაბრო (სადეპოზიტო) ანგარიშზე;
14.3.2.6 კლიენტის ვადიანი ანაბრის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დანიშნულებით მიღებული თანხა (იმ შემთხვევაში, თუ ჩარიცხვის საბუთში მითითებულია საანაბრო ანგარიშის ნომერი) თავდაპირველად ჩარიცხოს კლიენტის მიმდინარე (საანგარიშსწორებო ან/და მოთხოვნამდე ანაბრის ანგარიშზე და შემდეგ გადარიცხოს კლიენტის საანაბრო ანგარიშზე ამ ხელშეკრულების 3.2 პუნქტის გათვალისწინებით.
14.4 ვადიანი (“ვადიანი”, “ვადიანი +”, “ოქროს”) ანაბრის განსაკუთრებული პირობები
14.4.1 ვადიანი ანაბრის შემთხვევაში საპროცენტო სარგებელი დაერიცხება საანაბრო ანგარიშზე არსებულ ნაშთს.
14.4.2 ვადიანი ანაბრისთვის დარიცხული საპროცენტო სარგებელი მეანაბრის მიერ მითითებულ ანგარიშზე ჩაირიცხება წინასწარ, ყოველთვიურად ან ანაბრის ვადის გასვლის (ამოწურვის) შემდეგ მეანაბრესა და ბანკს შორის გაფორმებული ანაბრის ხელშეკრულების შესაბამისად.
14.4.3 იმ შემთხვევაში, თუ მეანაბრე აირჩევს საპროცენტო სარგებლის ყოველთვიურად ჩარიცხვას, დარიცხული სარგებლის ჩარიცხვა მეანაბრის ანგარიშზე მოხდება ყოველი თვის იმ რიცხვში, რომელშიც გაიხსნა ანაბარი.
14.4.4 იმ შემთხვევაში, თუ მეანაბრის განაცხადში აღნიშნული თანხა ანგარიშზე არ იქნება შეტანილი ან ჩარიცხული განაცხადის გაკეთებიდან ერთი დღის ვადაში, ბანკისა და მეანაბრის შეთანხმება (ხელშეკრულება) ანაბრის გახსნის შესახებ ჩაითვლება ავტომატურად გაუქმებულად.
14.4.5 იმ შემთხვევაში, თუ მეანაბრე ანაბრის ვადის გასვლამდე მოითხოვს მისთვის ანაბრის დაბრუნებას, ანაბრისთვის სარგებლის დარიცხვა მოხდება ბანკის მიერ განსაზღვრული, განსხვავებული (შემცირებული) საპროცენტო განაკვეთის მიხედვით.
14.4.6 ამ ხელშეკრულების 14.4.5 ქვეპუნქტში აღწერილ შემთხვევაში მეანაბრე ვალდებული იქნება, გადაუხადოს ბანკს პირგასამტეხლო, რომელიც ტოლი იქნება სხვაობისა ანაბარზე სტანდარტულად დასარიცხ და ამ ხელშეკრულების 14.4.5 ქვეპუნქტის შესაბამისად დარიცხულ საპროცენტო სარგებლის ოდენობებს შორის.
14.4.7 ანაბრის ვადის გასვლის შემდეგ ანაბრის ვადა ავტომატურად გაგრძელდება ანაბრის ხელშეკრულებაში მითითებული ვადით მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში. ანაბრის ვადის ავტომატური გაგრძელებისას (პროლონგაციისას) ყოველი ახალი ანაბრის გახსნის თარიღი დაემთხვევა წინა ანაბრის ვადის გასვლის თარიღს, ხოლო საპროცენტო სარგებელი საშემოსავლო გადასახადის (ასეთის
არსებობის შემთხვევაში) გადახდის შემდეგ დაემატება ანაბრის ძირითად თანხას (მოხდება კაპიტალიზაცია) ან ჩაირიცხება მეანაბრის სხვა ანგარიშზე მეანაბრის სურვილის შემთხვევაში. ანაბრის ვადის ავტომატურად გაგრძელების შეთხვევაში ანაბარზე გავრცელდება ბანკის მიერ ვადის გაგრძელების დროს ამ სახის ანაბრისთვის დადგენილი პირობები.
14.4.8 ბანკს უფლება აქვს ანაბრის ვადის გასვლის შესახებ მეანაბრეს აცნობოს მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) მეშვეობით ან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ფორმით. მეანაბრეს შეტყობინება გაეგზავნება მის მიერ ანაბრის გახსნის მომენტში ბანკისთვის წარდგენილ განაცხადში დაფიქსირებულ მობილური ტელეფონის ნომერზე. კლიენტი ვალდებულია შეატყობინოს ბანკს ამ ნომრის შეცვლის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში ბანკი პასუხს არ აგებს დამდგარ შედეგებზე.
14.5 მოთხოვნამდე ანაბრის განსაკუთრებული პირობები
14.5.1 შემნახველი ანაბრის შემთხვევაში საპროცენტო სარგებელი დაერიცხება ყოველი საოპერაციო დღის ბოლოს საანაბრო ანგარიშზე არსებულ ნაშთს.
14.5.2 ანაბრის “ჩემი სეიფი” შემთხვევაში საპროცენტო სარგებელი დაერიცხება კალენდარული თვის პირველი რიცხვიდან იმავე თვის ბოლო რიცხვის ჩათვლით პერიოდში ყოველი საოპერაციო დღის ბოლოს საანაბრო ანგარიშზე დაფიქსირებულ ნაშთებს შორის უმცირესს.
14.5.3 მოთხოვნამდე ანაბრისთვის (შემნახველი ანაბრისთვის და ანაბრისთვის “ჩემი სეიფი”) დარიცხული საპროცენტო სარგებელი მეანაბრის მიერ მითითებულ ანგარიშზე ჩაირიცხება თვეში ერთხელ, ყოველი კალენდარული თვის ბოლო დღეს. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული თვის ბოლო დღე დაემთხვევა დასვენების ან უქმე დღეს საპროცენტო სარგებლის ჩარიცხვა მოხდება მომდევნო სამუშაო დღეს.
14.5.4 მოთხოვნამდე ანაბრის საანაბრო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა და ამ ანგარიშიდან თანხის გატანა/გადარიცხვა (მხოლოდ მეანაბრის ანგარიშებზე) შეუზღუდავია.
14.5.5 ბანკი უფლებამოსილია, ცალმხრივად შეცვალოს მოთხოვნამდე ანაბრის საპროცენტო სარგებლის განაკვეთი ან/და საპროცენტო სარგებლის დარიცხვის მეთოდი, რის შესახებაც ბანკი, მეანაბრის ინფორმირებას უზრუნველყოფს ცვლილებამდე 1 (ერთი) თვით ადრე ფილიალებისა და სერვისცენტრების ოფისებში ან ინტერნეტ-გვერდზე xxx.xxxxxxx.xx შესაბამისი ინფორმაციის განთავსების მეშვეობით.
15. საკრედიტო პროდუქტების ზოგადი პირობები
15.1 ამ ხელშეკრულების საფუძველზე კლიენტს შეუძლია ისარგებლოს ამ ხელშეკრულების მე-16 მუხლში აღწერილი საკრედიტო პროდუქტით.
15.2 ამ ხელშეკრულების 15.1 პუნქტში დასახელებული საკრედიტო პროდუქტი აღწერილია ამ ხელშეკრულების შესაბამის ნაწილში. ამ მუხლით განისაზღვრება საკრედიტო პროდუქტების ზოგადი პირობები, ხოლო კონკრეტული პირობები განისაზღვრება და რეგულირდება, მხარეთა შორის გაფორმებული შესაბამისი საკრედიტო პროდუქტის ხელშეკრულებით. სხვა ტიპის საკრედიტო პროდუქტები, როგორც წესი, გაიცემა ბანკსა და კლიენტს შორის დადებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, რაც არ გამორიცხავს რომელიმე საკრედიტო პროდუქტის გაცემას პირდაპირ ამ ხელშეკრულების საფუძველზე.
15.3 საკრედიტო პროდუქტის მისაღებად კლიენტმა ბანკს უნდა მიმართოს განაცხადით (ზოგიერთი პროდუქტის მიღება დასაშვებია კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით (ტელეფონით, ინტერნეტით, ელექტრონული ფოსტით და ა.შ.) გაკეთებული განაცხადის საფუძველზე). xxxxx განიხილავს კლიენტის განაცხადს და მიიღებს გადაწყვეტილებას საკრედიტო პროდუქტის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ (ბანკი არ არის ვალდებული განმარტოს უარის თქმის მიზეზი).
15.3.1 კლიენტი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს ბანკის ნებისმიერი დისტანციური არხის / კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების გამოყენებით, დააფიქსიროს მოთხოვნა კლიენტსა და ბანკს შორის გაფორმებული საკრედიტო პროდუქტის ხელშეკრულების (მათ შორის დისტანციური არხების საშუალებით მიღებული საკრედიტო პროდუქტის ხელშეკრულების) ასლის გადაცემასთან დაკავშირებით, ხოლო ამ უკანასკნელის მისაღებად, უნდა გამოცხადდეს ბანკის ფილიალში/სერვისცენტრში
15.4 საკრედიტო პროდუქტის მიღების შემდეგ კლიენტი (მსესხებელი) ვალდებული იქნება დააბრუნოს ის და გადაიხადოს საპროცენტო სარგებელი ბანკთან შეთანხმებული პირობების შესაბამისად.
15.4.1 საპროცენტო სარგებელი ერიცხება კლიენტის ფაქტობრივ დავალიანებას ბანკის მიმართ და იანგარიშება პროდუქტით ფაქტობრივად სარგებლობის დღეების შესაბამისად 365 დღეზე გაანგარიშებით.
15.5 კლიენტის ფულადი ვალდებულები, როგორ წესი, სრულდება მის ანგარიშ(ებ)ზე აკუმულირებული თანხებით.
15.6 იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს არ აქვს საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიში, საკრედიტო პროდუქტის მიღების შესახებ განაცხადი იმავდროულად ჩაითვლება განაცხადად საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიშის გახსნის შესახებ და საკრედიტო პროდუქტის გაცემამდე გაიხსნება კლიენტის საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიში.
15.7 კლიენტის/ბარათის მფლობელის მიერ საკრედიტო პროდუქტის დასაფარავად ბანკისთვის გადაცემული ან ბარათის მფლობელის/კლიენტის ანგარიშზე არსებული თანხით პირველ რიგში დაიფარება სადაზღვევო პრემია, შემდეგ პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ საპროცენტო სარგებელი და ბოლოს კრედიტის ძირითადი თანხა. კლიენტი ბანკს უფლებას ანიჭებს:
15.7.1 შეცვალოს ამ ხელშეკრულების 15.7 პუნქტში მოცემული წესი;
15.7.2 ბანკმა თავად განსაზღვროს კლიენტის ვალდებულებების შესრულების რიგითობა (პრიორიტეტულობა), ანუ ცალმხრივად გადაწყვიტოს, თუ რა ოდენობით (მოცულობით) და რომელ საკრედიტო პროდუქტთან დაკავშირებული დავალიანება დაიფაროს კლიენტის მიერ მისთვის გადაცემული ან/და კლიენტის ანგარიშ(ებ)ზე განთავსებული თანხ(ებ)ით, რაც ნიშნავს იმას, რომ კლიენტი ბანკს ანიჭებს კლიენტის სახელით კლიენტის ვალდებულებათა შესრულების რიგითობის (პრიორიტეტულობის) განსაზღვრის უფლებამოსილებას.
15.8 ყოველთვიურად გადასახდელი თანხის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში კლიენტი/ბარათის მფლობელი ვალდებული იქნება გადაუხადოს ბანკს პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის, რომელიც შესაძლებელია შედგებოდეს ფიქსირებული პირგასამტეხლოსა და ყოველდღიური პირგასამტეხლოსგან და რომელთა ოდენობაც განისაზღვრება ვადაგადაცილების წარმოშობის მომენტში ბანკის მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად.
15.9 საკრედიტო პროდუქტს არ დაერიცხება პირგასამტეხლო, თუ თანხის შეტანის (გადახდის) თარიღი დაემთხვევა არასაბანკო დღეს. ამ შემთხვევაში კლიენტი ვალდებული იქნება გადასახდელი თანხა შესაბამის ანგარიშზე შეიტანოს (გადაიხადოს) მომდევნო საბანკო დღეს.
15.10 იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი/ბარათის მფლობელი ბანკთან შეთანხმებულ ვადაში არ დაფარავს საკრედიტო პროდუქტის ათვისების გზით მის მიერ ბანკისგან მიღებულ კრედიტს, მისთვის დარიცხულ სარგებელს, პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სადაზღვევო პრემიას ან დროულად არ გადაიხდის ბანკის მიერ განსაზღვრულ რომელიმე საკომისიოს, ბანკს უფლება ექნება:
15.10.1 საკუთარი მოთხოვნა დაიკმაყოფილოს კლიენტის/ბარათის მფლობელის საბანკო ანგარიშების დაყადაღებით და/ან ნებისმიერი აქტივის რეალიზაციის ხარჯზე (ეს უფლება არ ზღუდავს ბანკის მიერ ამ ხელშეკრულების 3.2 პუნქტის საფუძველზე წარმოშობილი უფლების გამოყენებას), მიუხედავად იმისა უზრუნველყოფილია, თუ არა კლიენტის ვალდებულება (ბანკის მოთხოვნა) სანივთო უფლებით (იპოთეკით, გირავნობით). ამასთან, xxxxx უფლებამოსილია, თავისი შეხედულებისამებრ, გადახდა/აღსრულება პირველ რიგში მიაქციოს კლიენტის იმ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე, რომელიც არ წარმოადგენს კლიენტის ვალდებულებების უზრუნველყოფის საგანს;
15.10.2 ნებისმიერ დროს მოსთხოვოს კლიენტს/ბარათის მფლობელს საკრედიტო ლიმიტის ათვისებით წარმოშობილი დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად მასთან იპოთეკის ან გირავნობის ხელშეკრულების დადება (ამ შემთხვევაში კლიენტი/ბარათის მფლობელი ვალდებული იქნება ბანკის მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა ბანკთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დატვირთავს ან დააგირავებს ბანკისთვის მისაღებ ქონებას, რომლის ღირებულებაც არ უნდა იყოს ათვისებული საკრედიტო პროდუქტის, მისთვის დარიცხული სარგებლისა და პირგასამტეხლოს ჯამზე ნაკლები და უზრუნველყოს ბანკის უფლებების რეგისტრაცია შესაბამის რეესტრში. ხელშეკრულებ(ებ)ის გაფორმებისა და მათ საფუძველზე წარმოშობილი უფლებების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ხარჯებს გაიღებს კლიენტი/ბარათის მფლობელი);
15.10.3 მოითხოვოს გირავნობის ან/და იპოთეკის საგნის მისთვის გადაცემა და ნივთის მისთვის გადაცემის შემდეგ პირდაპირი მიყიდვის ან სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვა წესით გაასხვისოს გირავნობის ან/და ოპოთეკის საგანი და რეალიზაციისთვის საჭირო ხარჯების დაფარვის შემდეგ მიღებული თანხა მიმართოს კრედიტის დასაფარავად. თუკი გირავნობის ან/და იპოთეკის საგნის გაყიდვით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს მსესხებლის დავალიანებას, ბანკს უფლება ექნება აღსრულება მიაქციოს კლიენტის/მსესხებლის ნებისმიერ ქონებაზე.
15.11 კლიენტის/მსესხებლის მიერ ყოველთვიურად გადასახდელი თანხის, საპროცენტო სარგებლის, პირგასამტეხლოს ან სადაზღვევო პრემიის დროულად გადაუხდელობის, რომელიმე წინაპირობის, დამატებითი პირობის, xxxxxx მიერ კლიენტისთვის წარდგენილი მოთხოვნის ან/და xxxxxxxx მიერ ნაკისრი რომელიმე ვალდებულების დროულად და ჯეროვნად შეუსრულებლობის (დარღვევის) ან სხვა მნიშვნელოვანი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში ბანკს უფლება ექნება ცალმხრივად შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა ან/და შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედება ან/და მოსთხოვოს კლიენტს/მსესხებელს საკრედიტო პროდუქტის დაბრუნება მისთვის დარიცხულ გადასახდელებთნ (საპროცენტო სარგებელი, პირგასამტეხლო და სხვა) ერთად.
15.12 xxxxxxx xxxxxxxx, სესხის, ოვერდრაფტის, საკრედიტო ლიმიტის ან/და კლიენტთან/მსესხებელთან დადებული ნებისმიერი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი საკრედიტო პროდუქტის (ამ ხელშეკრულების 15.12-15.17 პუნქტების მიზნებისთვის შემდგომში “კრედიტის”) დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული გადახდების ვადაზე ადრე განხორციელების მოთხოვნის დაფიქსირება (მათ შორის კრედიტის წინსწრებით სრულად ან ნაწილობრივ დაბრუნება ან/და რეფინანსირება) ან/და გაუქმება, უნდა განხორციელდეს კლიენტის/მსესხებლის მიერ ბანკისათვის წერილობითი (მატერიალური ან ელექტრონული) განაცხადის (მოთხოვნის) წარდგენის გზით. კლიენტის/მსესხებლის განაცხადის (მოთხოვნის) შესრულებას (კლიენტის/მსესხებლის ანგარიშ(ებ)ზე საკმარისი სახსრების არსებობისას), ბანკი უზრუნველყოფს განაცხადის (მოთხოვნის) მიღების დღეს, ან მომდევნო სამუშაო დღეს, თუ კლიენტის/მსესხებლის მიერ განაცხადის (მოთხოვნის) დაფიქსირება განხორციელდა არასამუშაო საათებში. მიუხედავად ზემოხსენებულისა, ბანკი უფლებამოსილია სხვადასხვა (მათ შორის ტექნიკური) მიზეზიდან გამომდინარე და/ან სხვადასხვა ფაქტის დადგენის მიზნით, კლიენტის/მსესხებლის განაცხადი (მოთხოვნა) შეასრულოს მისი მიღებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში. კლიენტის/მსესხებლის განაცხადის (მოთხოვნის) მიღებიდან და კლიენტის/მსესხებლის ანგარიშ(ებ)ზე საკმარისი სახსრების არსებობისას, კრედიტის ვადაზე ადრე (სრულად ან ნაწილობრივ) დაფარვამდე პერიოდში, კრედიტს არ დაერიცხება პროცენტი. ამასთან, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კრედიტის (რომლის თანხა აღემატება 2 000 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში) წინსწრებით სრულად ან ნაწილობრივ დაფარვისას, კლიენტი/მსესხებელი ვალდებულია ბანკს შესაბამისი განცხადებით (მოთხოვნით) მიმართოს სავარაუდო გადახდის თარიღამდე 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღით ადრე.
15.13 კრედიტის ნაწილის წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში, ბანკს უფლება ექნება ცალმხრივად შეცვალოს კრედიტის დაფარვის გრაფიკი (შეადგინოს ახალი გრაფიკი) და ამ შემთხვევაში მსესხებელი ვალდებული იქნება კრედიტი დაფაროს ბანკის მიერ შედგენილი ახალი გრაფიკის მიხედვით. ახალი გრაფიკი შედგება ერთ-ერთი შემდეგი პრინციპით: 1) გადასახდელი თანხა (ნარჩენი ძირითადი თანხა (კრედიტის ნაშთი)) თანაბრად გადანაწილდება კრედიტის სრულად დაფარვამდე დარჩენილ ვადაზე; ან 2) შემცირდება კრედიტის სრულად დაფარვამდე დარჩენილი ვადა, ხოლო გრაფიკით გათვალისწინებული პერიოდულობით გადასახდელი თანხა, უცვლელი დარჩება.
15.14 კრედიტის წინსწრებით დაფარვის შესახებ განცხადების ბანკისთვის წარდგენის შემთხვევაში, კლიენტი/მსესხებელი ვალდებული იქნება წარუდგინოს ბანკს ნებისმიერი ინფორმაცია/დოკუმენტი, რომელიც პირდაპირ ან ირიბად იძლევა კრედიტის რეფინანსირების ფაქტის დადგენის შესაძლებლობას ან უარყოფს კრედიტის რეფინანსირების ფაქტს.
15.15 იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი კრედიტის პირობებით გათვალისწინებულია რეფინანსირების საკომისიო და ბანკს გაუჩნდება ეჭვი, რომ ხდება რეფინანსირება, ბანკს უფლება ექნება კრედიტის წინასწრებით დაფარვის შესახებ კლიენტის/მსესხებლის განცხადების მიღების შემდეგ ნებისმიერ დროს დამატებით მოსთხოვოს კლიენტს/მსესხებელს კრედიტის რეფინანსირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის/დოკუმენტის მისთვის წარდგენა მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 (ორი) საბანკო დღისა.
15.16 კრედიტის რეფინანსირებად ჩაითვლება ნებისმიერი ფინანსური ინსტიტუტის (კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, საკრედიტო კავშირის ან/და სხვა პირის) მიერ პირდაპირ ან/და ირიბად, უშუალოდ ან/და სხვა პირ(ებ)ის მეშვეობით გაცემული თანხით სს “თიბისი ბანკისგან” მიღებული კრედიტის წინსწრებით (შეთანხმებულ ვადაზე ადრე) დაფარვა პირდაპირ ან/და ირიბად, უშუალოდ ან/და სხვა პირ(ებ)ის მეშვეობით.
15.17 მხარეები თანხმდებიან, რომ:
15.17.1 ბანკი არ არის ვალდებული დაამტკიცოს რეფინანსირების ფაქტი და მას უფლება აქვს, კრედიტის რეფინანსირების შესახებ ინფორმაციის ნებისმიერი წყაროთი მიღების შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება კლიენტისთვის/მსესხებლისთვის შესაბამისი საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, რაც ნიშნავს იმას, რომ რეფინანსირების არარსებობის ფაქტის მტკიცების ვალდებულება ეკისრება კლიენტს/მსესხებელს;
15.17.2 წინსწრებით დაფარვისა და რეფინანსირების საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება კლიენტთან/მსესხებელთან დადებული ხელშეკრულებ(ებით;
15.17.3 იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი/მსესხებელი სასამართლოსთვის მიმართვის გზით დაამტკიცებს რეფინანსირების არარსებობის ფაქტს, ბანკი ვალდებული იქნება, დაუბრუნოს მას მხოლოდ უაქცეპტო წესით ჩამოწერილი საკომისიო ან/და პირგასამტეხლო, ხოლო
კლიენტი/მსესხებელი უარს აცხადებს ბანკის ქმედებებით (ბანკის მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევით) მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე.
15.18 იმ შემთხვევაში, თუ კლიენტის მიერ საკრედიტო პროდუქტით სარგებლობისთვის ბანკი მოითხოვს მისთვის სადაზღვევო პოლისის წარდგენას, კლიენტი/ბარათის მფლობელი ვალდებული იქნება:
15.18.1 დაზღვევის ხელშეკრულება დადოს ბანკისათვის მისაღებ პირთაგან რომელიმესთან, ამ უკანასკნელის მიერ განსაზღვრული პირობებისა და ტარიფების შესაბამისად;
15.18.2 დაზღვევა განახორციელოს ბანკის მიერ მოთხოვნილი პირობების დაცვით.
15.18.3 უზრუნველყოს სადაზღვევო პოლისში ერთადერთ ბენეფიციარად ბანკის დასახელება.
15.19 იმ შემთხვევაში თუ კლიენტი/ბარათის მფლობელი არ გადაიხდის სადაზღვევო პრემიას ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული წესითა და ვადებში დავალიანება ჩაითვლება ვადაგადაცილებულად.
15.20 დაზღვევის პირობების არსებითი გაუარესების ან სადაზღვევო ტარიფების გაზრდის შემთხვევაში კლიენტს/ბარათის მფლობელს უფლება ექნება წერილობით გამოხატოს სავალდებულო დაზღვევის მოთხოვნის გაუქმების სურვილი. ბანკი ცალმხრივად იღებს გადაწყვეტილებას სავალდებულო დაზღვევის მოთხოვნის გაუქმების შესახებ ხელმძღვანელობს რა საკუთარი დაკრედიტების პრინციპებითა და წესებით.
15.21 კლიენტი/ბარათის მფლობელი თანახმაა, რომ ბანკმა ამ ხელშეკრულების 3.2 პუნქტით გათვალისწინებული წესით ყოველთვიურად ჩამოწეროს სადაზღვევო პრემიის თანხა მზღვეველის (სადაზღვევო კომპანიის) სასარგებლოდ კლიენტის/ბარათის მფლობელის ნებისმიერი ანგარიშიდან.
15.22 კლიენტი ბანკს ანიჭებს უპირობო უფლებას, კლიენტის დამატებითი თანხმობის გარეშე კლიენტის თავდებ(ებ)ს ან/და ნებისმიერ პირს, რომელის ქონებითაც უზრუნველყოფილია კლიენტის ვალდებულებ(ებ)ის შესრულება, მიაწოდოს ინფორმაცია ბანკის მიმართ კლიენტის ვალდებულებ(ებ)ის შესახებ და/ან ამ პუნქტში ჩამოთვლილთაგან ნებისმიერ პირს, მოთხოვნის შემთხვევაში, გადასცეს ბანკსა და კლიენტს შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებ(ებ)ის ასლ(ებ)ი (მათ შორის, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება).
15.23 კლიენტი გამოხატავს თანხმობას და უფლებას აძლევს სს „თიბისი ბანკს“ (შემდგომში „ბანკი“), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და პირობებით, დაამუშაოს წინამდებარე დოკუმენტში და ბანკში დაცული კლიენტის ინფორმაცია, ასევე, კლიენტის შესახებ საკრედიტო საინფორმაციო ბიურო(ებ)ში (შემდგომში „ბიურო“) დაცული ინფორმაცია გადამხდელუნარიანობის ანალიზის მიზნისათვის. კლიენტი აცნობიერებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებებს, რომ კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში, მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული, ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. აღნიშნული თანხმობა არის ერთჯერადი და მოქმედია დათანხმებიდან 30 სამუშაო დღის განმავლობაში. ამასთან, კლიენტი ადასტურებს, რომ ბანკი შეაგროვებს/დაამუშავებს კლიენტის შესახებ ყველა იმ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტურ ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდებასთან და ინფორმაციის მიღებასთან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და პირობებით. წინამდებარე პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია მუშავდება კლიენტის გადამხდელუნარიანობის ანალიზის მიზნისათვის და ხელმისაწვდომი იქნება ბიუროში ჩართული სესხის გამცემი ორგანიზაცი(ებ)ისთვის და ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებელი პირ(ებ)ისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
15.24 ბანკს უფლება აქვს კრედიტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ან/და კლიენტის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულების (მათ შორის კრედიტის დაბრუნების) მიზნით მოითხოვოს და მიიღოს კლიენტის შესახებ მესამე პირთ(ებ)ან თუ ადმინისტრაციულ ორგანო(ებ)ში არსებული ნებისმიერი სახის პერსონალური ინფორმაცია.
15.25 იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი დაარღვევს ბანკთან დადებული რომელიმე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას ან ეს საჭირო იქნება ბანკის საქმიანი რეპუტაციის ან/და კანონიერი ინტერესის დასაცავად, ბანკს უფლება ექნება სასამართლოს/არბიტრაჟს/აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადასცეს ან/და გამოიყენოს ინფორმაცია კლიენტის შესახებ ისვე, როგორც კლიენტის მიერ ხელმოწერილი ნებისმიერი დოკუმენტი.
15.26 ბანკს უფლება აქვს:
15.26.1 მის წინაშე წარმოშობილი ნებისმიერი ვალდებულების შესრულების მიზნით, ასეთი ვალდებულების წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს კლიენტის შემდგომი თანხმობის გარეშე (უაქცეპტო წესით) ჩამოწეროს თანხა კლიენტის ნებისმიერი ანგარიშიდან. იმ შემთხვევაში, თუ დავალიანება დაფიქსირებულია ანგარიშზე არსებული თანხის ვალუტისგან განსხვავებულ ვალუტაში, ეკვივალენტი განისაზღვრება ბანკის მიერ თანხის ჩამოწერის მომენტისათვის დადგენილი კურსით;
15.26.2 კლიენტის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის, შსს მომსახურების სააგენტოსთვის ან/და სხვა ადმინისტრაციული ორგანოსთვის გადასახდელი მომსახურების საფასური ან/და კრედიტის გაცემასთან დაკავშირებული სხვა სახის გადასახდელი (მათ შორის სადაზღვევო პრემია) კლიენტის შემდგომი თანხმობის გარეშე (უაქცეპტო წესით) გადარიცხოს კლიენტის ნებისმიერი ანგარიშიდან შესაბამისი პირის ანგარიშზე;
15.26.3 იმ პირისთვის თანხის გადახდის მიზნით, ვისგანაც კლიენტი ბანკის მიერ გაცემული კრედიტით შეიძენს ნივთს ან მიიღებს მომსახურებას, კლიენტის ნებისმიერი ანგარიშიდან კლიენტის შემდგომი თანხმობის გარეშე (უაქცეპტო წესით) ჩამოწეროს შესაბამისი თანხა, დააკონვერტიროს ეროვნულ ვალუტაში, ჩარიცხოს კლიენტის სალარე ანგარიშზე და გადარიცხოს შესაბამისი პირის ანგარიშზე.
16. საკრედიტო ლიმიტი
16.1 საბარათე ანგარიშზე საკრედიტო ლიმიტის დაშვება გულისხმობს პლასტიკური ბარათის მფლობელისთვის საკრედიტო რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭებას, საკრედიტო ლიმიტით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში.
16.2 საბარათე ანგარიშზე საკრედიტო ლიმიტის დასაშვებად ბარათის მფლობელი ბანკს მიმართავს განაცხადით. განაცხადში აღინიშნება საკრედიტო ლიმიტის მაქსიმალური ოდენობა, რომლის მიღებაც სურს ბარათის მფლობელს; საკრედიტო ლიმიტის ვალუტა, ვადა, რომლის განმავლობაშიც ბარათის მფლობელი მზად არის დააბრუნოს ათვისებული საკრედიტო ლიმიტი; სარგებლის წლიური საპროცენტო განაკვეთი (ბანკის მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად) და სხვა ინფორმაცია.
16.3 ბარათის მფლობელის განაცხადის მიღების შემდეგ ბანკი განიხილავს საკრედიტო ლიმიტის დაშვების საკითხს და დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ბარათის მფლობელს აძლევს უფლებას, ისარგებლოს მის ანგარიშზე დაშვებული საკრედიტო ლიმიტით ბანკის მიერ განსაზღვრული პირობების შესაბამისად, რის შესახებაც ბარათის მფლობელს ინფორმაცია მიეწოდება ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი ფორმით. ამასთან, კლიენტი ვალდებულია განაცხადის ბანკისთვის მიწოდებიდან
3 (სამი) სამუშაო დღის გასვლის შემდეგ დაუკავშირდეს ბანკის სატელეფონო სერვისცენტრს (ნომერზე +99532 2272727) მის საბარათე ანგარიშზე საკრედიტო ლიმიტის დაშვების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.
16.4 ათვისებული საკრედიტო ლიმიტით სარგებლობისათვის ბარათის მფლობელი ვალდებული იქნება გადაუხადოს ბანკს სარგებელი, რომლის წლიური განაკვეთი დგინდება ლიმიტის ათვისების მომენტისთვის ბანკის მიერ საკრედიტო ლიმიტით სარგებლობისთვის დადგენილი ტარიფების შესაბამისად, კალენდარული წლის 365 (სამას სამოცდახუთი) დღეზე გაანგარიშებით. სარგებელი (პროცენტი) ათვისებულ საკრედიტო ლიმიტს დაერიცხება წარმოშობის თარიღიდან მისი სრულად დაფარვის (ფაქტობრივად გადახდის) თარიღამდე.
16.5 საკრედიტო ლიმიტის ან მისი ნაწილის ათვისების მომენტიდან ბარათის მფლობელს წარმოეშობა ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ბანკისთვის გადახდის ვალდებულება. ყოველთვიურად გადასახდელი თანხა, როგორც წესი, მოიცავს: სადაზღვევო პრემიის თანხას, ათვისებული საკრედიტო ლიმიტის ნაწილს და ათვისებულ საკრედიტო ლიმიტზე დარიცხულ სარგებელს.
16.6 ყოველთვიურად გადასახდელი თანხა გადახდილი უნდა იქნეს ამ ხელშეკრულების 16.3 პუნქტის შესაბამისად ბანკის მიერ კლიენტისთვის გაგზავნილ ინფორმაციაში მითითებული პერიოდულობით.
16.7 ბანკს უფლება აქვს:
16.7.1 იმ გარემოებ(ებ)ის მნიშვნელოვნად შეცვლის შემთხვევაში, რომელთა არსებობის გამოც ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება საკრედიტო ლიმიტის დაშვების შესახებ, ბარათის მფლობელის მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ან/და ფორს- მაჟორული გარემოების დადგომის შემთხვევაში ბარათის მფლობელისთვის წინასწარ შეტყობინების გარეშე, ნებისმიერ დროს, ცალმხრივად შეაჩეროს/გააუქმოს ბარათის მოქმედება ან გააუქმოს/შეამციროს საკრედიტო ლიმიტით სარგებლობის უფლება ან/და ბარათის მფლობელისთვის შეტყობინებით მოითხოვოს ბარათის მფლობელის მიერ ათვისებული თანხის (კრედიტის) დაბრუნება მისთვის დარიცხულ სარგებელთან და პირგასამტეხლოსთან ერთად ბარათის მფლობელის მიერ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღისა.
16.7.2 საკუთარი ინიციატივით, ბარათის მფლობელისთვის წინასწარ შეტყობინების გარეშე ბარათის მფლობელის საბარათე ანგარიშზე დაუშვას საკრედიტო ლიმიტი, გაზარდოს საბარათე ანგარიშზე უკვე დაშვებული ლიმიტი ან საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა, რაზეც ბარათის მფლობელი თანხმობას აცხადებს საკრედიტო ლიმიტის დაშვების შესახებ განაცხადის ხელმოწერით.
16.8 საბარათე ანგარიშზე საკრედიტო ლიმიტის დაშვებისთვის, უკვე დაშვებული ლიმიტის ვადის გაგრძელებისთვის, საკრედიტო ლიმიტის მოცულობის გაზრდისთვის ან საკრედიტო ლიმიტთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღებისთვის ბარათის მფლობელი იხდის საკომისიოს ბანკის მიერ განსაზღვრული ტარიფების შესაბამისად.
17.1 მომსახურების აღწერა
17. სახელფასო პროექტი
17.1.1 მომსახურება სახელფასო პროექტით გულისხმობს კლიენტის მოთხოვნით კლიენტის საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიშიდან კლიენტის მიერ დასაქმებული პირების (შემდგომში “დასაქმებულების”) ანგარიშებზე თანხის გადარიცხვის ოპერაციებს სპეციალური სისტემის - სახელფასო პროგრამული მოდულის (შემდგომში “მოდულის”) გამოყენებით.
17.1.2 სურვილის შემთხვევაში კლიენტს უფლება აქვს გადაიხადოს დასაქმებულებისთვის ბარათების დამზადებისა და მათ ანგარიშებზე ჩარიცხული თანხების განაღდების საკომისიოები.
17.1.3 ბანკის მიერ სახელფასო პროგრამული მოდულით კლიენტის ანგარიშებიდან გადარიცხვის ოპერაციები წარმოებს კლიენტის მიერ ბანკთან წინასწარ შეთანხმებული სპეციალური პროგრამის საშუალებით (კომპაქტ-დისკის, პროგრამის, ინტერნეტ-ბანკი, Excel ფაილის გამოყენებით).
17.1.4 კლიენტის სურვილით ბანკი განახორციელებს დასაქმებულთა ანგარიშებზე გადარიცხული თანხის კონვერსიას (გადატანას სალარე ანგარიშიდან სავალუტო ანგარიშზე) ბანკის მიერ დადგენილი კურსით.
17.1.5 სახელფასო პროექტთან და მოდულთან დაკავშირებულ ურთიერთობას კლიენტი ბანკთან დაამყარებს თავად, ან მის მიერ დანიშნული პირის მეშვეობით, რომლისთვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭება გაფორმდება ბანკის მიერ კლიენტისთვის შეთავაზებული ფორმით.
17.1.6 სახელფასო პროექტში ჩართვისა და მოდულით მომსახურების მისაღებად კლიენტმა ბანკს უნდა მიმართოს განაცხადით ამ ხელშეკრულების 1.2 პუნქტის შესაბამისად.
17.1.7 სახელფასო პროექტით სარგებლობისას, კლიენტის ანგარიშიდან დასაქმებულის ანგარიშზე 6 (ექვსი) თვის განმავლობაში თანხის (ხელფასის) ჩაურიცხველობის (ბრუნვის არარსებობის) შემთხვევაში, დასაქმებულს გაუუქმდება ყველა ის შეღავათი, რომლითაც დასაქმებული სარგებლობდა სახელფასო პროექტის ფარგლებში. ხოლო, იმ შემთხვევაში თუ სახელფასო პროექტით სარგებლობისას, 6 (ექვსი) თვის განმავლობაში კლიენტის ანგარიშიდან დასაქმებულთა ანგარიშებზე არ განხორციელდება თანხების (ხელფასების) ჩარიცხვა, დასაქმებულთა შეღავათიანი ტარიფების/პირობების გაუქმებასთან ერთად, ასევე გაუქმდება კლიენტის მომსახურება სახელფასო პროექტით და ყველა ის შეღავათი, რომლითაც კლიენტი სარგებლობდა აღნიშნული მომსახურების ფარგლებში.
17.2 კლიენტი ვალდებულია:
17.2.1 მხარეთა მიერ წინასწარ შეთანხმებული ელექტრონული ფაილის სახით ბანკისთვის მისაღები ელექტორონული ინფორმაციის მატარებლის მეშვეობით გადასცეს ბანკს ინფორმაცია დასაქმებულების ანგარიშებზე ჩასარიცხი თანხების შესახებ;
17.2.2 ანაზღაურებების დასაქმებულთა ანგარიშებზე გადარიცხვის სურვილის არსებობისას წარუდგინოს ბანკს საგადახდო დავალება დასაქმებულთა ანგარიშებზე ჩასარიცხი ანაზღაურებების ჯამური თანხის მითითებით და ამ ხელშეკრულების 17.2.1 ქვეპუნქტში აღნიშნული ელექტრონული ფაილიდან ამობეჭდილი დასაქმებულთა რეესტრი (სია) ანგარიშების ნომრების, თანხებისა და იმ ვალუტის მითითებით რა ვალუტაშიც უნდა მოხდეს დასაქმებულთა ანგარიშზე ჩარიცხული ანაზღაურების კონვერსია ბანკის მიერ დადგენილი კურსით;
17.2.3 დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს ბანკს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის (ორგანიზაციიდან წასვლის) შესახებ;
17.2.4 გადაუხადოს ბანკს სახელფასო პროექტის ფარგლებში დასაქმებულებისთვის დამზადებული პლასტიკური ბარათებით მომსახურების საკომისიო სრულად (ბარათების მოქმედების ვადის ამოწურვამდე), თუ სახელფასო პროგრამული მოდულით მომსახურების მიღების დაწყების მომენტიდან ერთი წლის განმავლობაში კლიენტი უარს იტყვის ბანკისგან ამ მუხლით ან/და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიღებაზე;
17.2.5 გადაუხადოს ბანკს კლიენტის დასაქმებულებისთვის სახელფასო პროექტის ფარგლებში დამზადებული ბარათების მეშვეობით თანხის განაღდების საკომისიო იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია კლიენტის განაცხადით სახელფასო პროექტში ჩართვის თაობაზე;
17.2.6 ბანკს წარუდგინოს დასაქმებულთა პირადობის დამადასტურებელი საბუთების (პირადობის მოწმობების ან პასპორტების) და გადასახადის გადამხდელის მოწმობების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასლები, რომელთა დედნებთან შესაბამისობა დამოწმებულია მის მიერ (კლიენტის წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის ხელმოწერით);
17.2.7 დროულად მიაწოდოს კლიენტის დასაქმებულებს ბანკის მომსახურებისა და პროდუქტების შესახებ უტყუარი, გასაგები და გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელი სრული ინფორმაცია, რომელიც დასაქმებულებს (მომხმარებლებს) არ უბიძგებს ისეთი გადაწყვეტილების მიღებისაკენ, რომელსაც იგი არ მიიღებდა უტყუარი და სრული ინფორმაციის ფლობის პირობებში;
17.2.8 კლიენტის დასაქმებულებს (მომხმარებლებს) მიაწოდოს ინფორმაცია სავალუტო რისკის შესახებ, როდესაც დასაქმებულების (მომხმარებლების) შემოსავლები არ არის ჰეჯირებული სავალუტო კურსის ცვლილების მიმართ, ასევე უცხოური ვალუტით დეპოზიტის განთავსების/კრედიტის მიღების შემთხვევაში მიაწოდოს დასაქმებულებს (მომხმარებლებს) ინფორმაცია მსგავსი პირობების მქონე პროდუქტზე ეროვნული ვალუტით;
17.2.9 ხელშეკრულების გაფორმებამდე თითოეულ დასაქმებულს (მომხმარებელს) გააცნოს ხელშეკრულებაში მოცემული ფინანსური ხარჯები და თანხმობის შემდეგ გააფორმოს მასთან ხელშეკრულება;
17.2.10 ბანკისგან მიიღოს და კლიენტის დასაქმებულებს გადასცეს პლასტიკური ბარათები დალუქულ კონვერტებში მოთავსებულ პინ- კოდებთან, SMS-კოდებთან, რომლითაც შესაძლებელია პინ-კოდის მიღება, ინტერნეტ-ბანკის კოდებთან, “სმარტ კლუბის” ბარათებთან, ფეი სტიკერებთან და სხვა საბუთებთან ერთად და უზრუნველყოს პლასტიკური ბარათების ხელმოწერა მათი მფლობელების მიერ.
17.3 ბანკი ვალდებულია:
17.3.1 ამ ხელშეკრულების 17.2.2 ქვეპუნქტში აღწერილი დავალების მიღებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში გადარიცხოს თანხები დასაქმებულების ანგარიშებზე.
17.4 ამ ხელშეკრულების ხელმოწერით კლიენტი და ბანკი თანხმდებიან, რომ ამ ხელშეკრულების 17.2.5-17.2.10 ქვეპუნქტებში აღწერილი ვალდებულებების სრულყოფილად შესრულების მიზნით, ბანკის წარმომადგენელი კლიენტის დასაქმებულებთან ურთიერთობაში იქნება ან თავად კლიენტი ან სახელფასო პროექტში ჩართვის შესახებ განაცხადის ხელმოწერით, xxxxxxxx მიერ დასახელებული (დანიშნული) კლიენტის დასაქმებული, რომელიც უშუალოდ შეასრულებს ამ ხელშეკრულების 17.2.5-17.2.10 ქვეპუნქტებში აღწერილ ქმედებებს ბანკის სახელით. კლიენტი ან მის მიერ დანიშნული დასაქმებული ვალდებული იქნება:
17.4.1 პირადად გადაიღოს (შექმნას) დასაქმებულების პირადობის დამადასტურებელი საბუთების ასლები და დაამოწმოს ამ ასლების დედნებთან შესაბამისობა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული დებულებით („კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“) და “უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;
17.4.2 პირადად დაესწროს თითოეული დასაქმებულის მიერ სახელფასო პროექტის მონაწილის განაცხადის ხელმოწერის პროცესს და ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ წერილობით ან xxxxxx მიერ მოთხოვნილი სხვა საშუალებებიტ დაუდასტუროს ბანკს (და xxxxxx მიერ დასახელებულ ნებისმიერ პირს) ის, რომ სახელფასო პროექტის მონაწილის განაცხადს ნამდვილად მასში მითითებულმა პირმა მოაწერა ხელი;
17.4.3 დამოწმებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი)კალენდარული დღისა გადასცეს ბანკს დასაქმებულების პირადობის დამადასტურებელი საბუთების დამოწმებული ასლები;
17.4.4 ბანკისგან მიიღოს და კლიენტის დასაქმებულებს გადასცეს პლასტიკური ბარათები დალუქულ კონვერტებში მოთავსებულ პინ- კოდებთან, SMS-კოდებთან, რომლითაც შესაძლებელია პინ-კოდის მიღება, ინტერნეტ-ბანკის კოდებთან, “სმარტ კლუბის” ბარათებთან, ფეი სტიკერებთან და სხვა საბუთებთან ერთად და უზრუნველყოს პლასტიკური ბარათების ხელმოწერა მათი მფლობელების მიერ;
17.4.5 კეთილსინდისიერად, ჯეროვნად და სრულფასოვნად განახორციელოს ამ ხელშეკრულების 12.2.5-17.2.10 ქვეპუნქტებში აღწერილი მოქმედებები.
17.5 კლიენტის მიერ მისი ახალი დასაქმებულის სახელფასო პროექტში ჩართვის შემთხვევაში კლიენტი კვლავ ჩაითვლება ბანკის წარმომადგენლად ამ ხელშეკრულების 12.2.5-17.2.10 ქვეპუნქტებში აღწერილი შეზღუდული უფლებლებამოსილებით, ხოლო ამ ხელშეკრულების 17.4 პუნქტის შესაბამისად დასახელებული (დანიშნული) პირი ვალდებული იქნება შეასრულოს ამ ხელშეკრულების 17.2.5-17.2.10 ქვეპუნქტებში აღწერილ ქმედებები კლიენტის ახალ დასაქმებულთან მიმართებით.
18.1 მომსახურების აღწერა
18. ინკასაცია
18.1.1 საინკასაციო მომსახურება გულისხმობს კლიენტის მოთხოვნით მისი კუთვნილი ნაღდი ფულის და ფასეულობის გადაზიდვას (ინკასაციას).
18.1.2 საინკასაციო მომსახურების პირობები დეტალურად აღწერილია ამ ხელშეკრულების დანართში #5-8, რომელიც არის ამ ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი;
18.1.3 საინკასაციო მომსახურების მისაღებად კლიენტმა ბანკს უნდა მიმართოს განაცხადით ამ ხელშეკრულების 1.2 პუნქტის შესაბამისად.
18.2 კლიენტი ვალდებულია:
18.2.1 საინკასაციო მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში ბანკში გახსნას საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიში;
18.2.2 24 (ოცდაოთხი) საათით ადრე წერილობით აცნობოს ბანკს საინკასაციო მომსახურების საჭიროების შესახებ;
18.2.3 ზედმიწევნით დაიცვას ამ ხელშეკრულების დანართში #5-8 აღწერილი პირობები;
18.2.4 დააკმაყოფილოს ბანკის სალაროს კომისიის პრეტენზია თანხის/ფასეულობის რაოდენობის ან/და კუპიურების ვარგისიანობის შესახებ;
18.2.5 დროულად მიაწოდოს თანხა/ფასეულობა ბანკის წარმომადგენელს და თანხის/ფასეულობის მითვლის შემდეგ ხელი მოაწეროს შესაბამის დოკუმენტებს;
18.2.6 დაიცვას ბანკის მიერ თანხის/ფასეულობის გატანისა და შემოტანის გრაფიკის კონფიდენციალობა;
18.2.7 სათანადოდ შეამოწმოს წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებებლი საბუთი;
18.2.8 ნადი ფულის/ფასეულობის მისაღებად და გადასაცემად უზრუნველყოს იზოლირებული სადგომი, თავისუფალი და განათებული მისასვლელით, როგორც წესი პირველ სართულზე;
18.2.9 ბანკს ფული/ფასეულობა გადასცეს მხოლოდ დალუქული ჩანთებით;
18.2.10 დროულად გადაუხადოს ბანკს მომსახურების საფასური (საკომისიო);
18.2.11 ინკასირებულ თანხაში არსებული დაზიანებული უცხოური ვალუტის ბანკისთვის გადაცემის შემთხვევაში ბანკს გადაუხადოს საკომისიო დაზიანებული უცხოური ვალუტის მიღებისთვის ბანკის მიერ დაზიანებული უცხოური ვალუტის მიღების მომენტისთვის დადგენილი ტარიფების შესაბამისად;
18.2.12 დაიცვას ამ ხელშეკრულების ტექსტისა და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის საიდუმლოება (ეს ვალდებულება ძალაშია ამ ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შემდეგაც).
18.3 კლიენტს უფლება აქვს:
18.3.1 ბანკისათვის წინასწარ შეტყობინების შემდგომ დაესწროს კომისიის მიერ ნაღდი ფულის/ფასეულობის საბოლოო მითვლას ბანკში ან დანიშნულების სხვა ადგილას. იმ შემთხვევაში, როდესაც კლიენტი არ დაესწრება ნაღდი ფულის/ფასეულობის საბოლოო მითვლას და ასეთი დათვლისას აღმოჩნდება ნაღდი ფულის/ფასეულობის დანაკლისი, პასუხისმგებლობა არასწორი ინფორმაციის წარმოდგენისათვის დაეკისრება კლიენტს, კომისიის მიერ გადათვლის შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებული თანხა/ფასეულობა ჩაირიცხება კლიენტის ანგარიშზე, ხოლო ნაღდი ფულის/ფასეულობის დანაკლისთან დაკავშირებით შედგება ცნობა.
18.4 ბანკი ვალდებულია:
18.4.1 ხარისხიანად გაუწიოს კლიენტს საინკასაციო მომსახურება;
18.4.2 კლიენტისგან მიღების შემდეგ უზრუნველყოს დალუქული ჩანთის მთლიანობის დაცვა.
18.5 ბანკს უფლება აქვს:
18.5.1 უარი განუცხადოს კლიენტს მომსახურების გაწევაზე (ინკასაციაზე) ჩანთის ან მასზე არსებული ლუქის დაზიანების ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, ან/და იმ შემთხვევაში, თუ მისთვის მიუღებელია ინკასაციისთვის განკუთვნილი შენობის (ობიექტის) ადგილმდებარეობა.
19. ნომინალური მფლობელობის ანგარიში
19.1 მომსახურების აღწერა
19.1.1 მომსახურებაში იგულისხმება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესითა და კლიენტის (შემდგომში „ანგარიშის მფლობელი“) განაცხადის საფუძველზე ბანკის მიერ კლიენტისთვის ნომინალური მფლობელობის ერთობლივი ანგარიშის ან ნომინალური მფლობელობის სეგრეგირებული ანგარიშის გახსნა (შემდგომში “ნომინალური მფლობელობის ანგარიში“). ნომინალური მფლობელობის ანგარიში გაიხსნება მხოლოდ მიმდინარე ანგარიშის სახით.
19.1.2 ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე შეიძლება განთავსდეს და/ან ამ ანგარიშიდან გადაირიცხოს მხოლოდ ანგარიშის მფლობელი პირის კლიენტის სახსრები, რომელსაც ეს პირი ფლობს და განკარგავს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი საკუთარი სახსრებისაგან განცალკევებით.
19.1.3 ბანკის მოთხოვნის შემთხვევებში, ნომინალური ანგარიშის მფლობელი პირი ვალდებულია ბანკს წარუდგინოს ინფორმაცია მისი კლიენტის (კლიენტების) და/ან მათი ბენეფიციარი მფლობელების შესახებ.
19.1.4 ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე წარმოებული ოპერაციების შინაარსსა და დანიშნულებაზე პასუხს აგებს ანგარიშის ნომინალური მფლობელი.
19.1.5 აკრძალულია ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე არსებული თანხების განკარგვა უშუალოდ ანგარიშის ნომინალური მფლობელის კლიენტის მიერ წარმოდგენილი დავალების საფუძველზე.
19.1.6 ნომინალური მფლობელობის ანგარიში შეიძლება გადაფორმდეს სხვა პირზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
19.1.7 ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე ვრცელდება მიმდინარე ანგარიშისთვის, ბანკში დაწესებული სტანდარტული ტარიფები.
20. საკრედიტო ურთიერთობის ან/და ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის პირობები
20.1 ბანკს უფლება ექნება შეწყვიტოს კლიენტთან არსებული საკრედიტო ურთიერთობა ან/და ნებისმიერი, რამდენიმე ან ყველა დამატებითი ხელშეკრულების მოქმედება ან/და მოსთხოვოს კლიენტს კრედიტის ძირითადი თანხის დაბრუნება მისთვის დარიცხულ საპროცენტო სარგებელთან და პირგასამტეხლოსთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში), იმ შემთხვევაში თუ დადგება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი გარემოება:
20.1.1 კლიენტი დაარღვევს ამ ხელშეკრულებით, ამ ხელშეკრულების საფუძველზე დადებული ნებისმიერ დამატებითი ხელშეკრულებით ან ბანკთან გაფორმებული ნებისმიერი დოკუმენტით ნაკისრ რომელიმე ვალდებულებას;
20.1.2 კლიენტი დაარღვევს ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულებისთვის თანდართული გრაფიკის მიხედვით თანხის გადახდის ვალდებულებას;
20.1.3 არ შესრულდება (დაირღვევა) რომელიმე წინაპირობა, დამატებითი პირობა ან/და ბანკის მიერ კლიენტისთვის წაყენებული მოთხოვნა;
20.1.4 კლიენტი იკისრებს ნებისმიერ ვალდებულებას ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
20.1.5 კლიენტი არამიზნობრივად გამოიყენებს რომელიმე დამატებითი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულ საკრედიტო პროდუქტს (დაარღვევს მიზნობრიობას);
20.1.6 მნიშვნელოვნად შემცირდება კლიენტის კაპიტალი;
20.1.7 განხორციელდება მნიშვნელოვანი ცვლილება კლიენტის საკუთრებაში ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
20.1.8 მოხდება ნებისმიერი ცვლილება კლიენტის, მისი თავდების, ამ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულების ნებისმიერი მხარის ან/და გარანტის დამფუძნებლებში, მენეჯმენტში ან აღმასრულებელ/სამეთვალყურეო ორგანოში ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
20.1.9 კლიენტის აქტივების მნიშვნელოვანი ნაწილი (ოცი პროცენტი ან მეტი) გასხვისდება ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
20.1.10 გაუარესდება კლიენტის, მისი თავდების, ამ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულების ნებისმიერი მხარის ან/და გარანტის ქონებრივი ან/და ფინანსური მდგომარეობა ან შეიქმნება ასეთი გარემოების დადგომის საფრთხე;
20.1.11 ამ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულების მხარე ან მისი უფლებამონაცვლე დაარღვევს შესაბამისი ხელშეკრულების რომელიმე პირობას;
20.1.12 განადგურდება, დაზიანდება ან/და ღირებულება შეუმცირდება ამ ხელშეკრულების უზრუნველყოფის ობიექტ(ებ)ს, რისთვისაც ბანკს არ ეკისრება პასუხისმგებლობა;
20.1.13 კლიენტის მიმართ დაიწყება სააღსრულებო წარმოება;
20.1.14 კლიენტის რომელიმე საბანკო ანგარიშს ან კლიენტის კუთვნილ ქონებას (ნებისმიერ ნივთს ან არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს) დაედება ყადაღა ან კლიენტის ან მისი ქონების მიმართ გამოყენებული იქნება სარჩელის, გადაწყვეტილების აღსრულების ან/და საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ნებისმიერი ღონისძიება;
20.1.15 რაიმე უფლებით, ვალდებულებით ან/და შეზღუდვით (მათ შორის საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებით, ყადაღით და სხვა) დაიტვირთება ამ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დაგირავებული ან იპოთეკით დატვირთული ან/და კლიენტის კუთვნილი ნებისმიერი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე;
20.1.16 კლიენტის, მისი თავდების, ამ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულების ნებისმიერი მხარის ან/და გარანტის მიმართ დადგება ლიკვიდაციის ან გადახდისუუნაროდ გამოცხადების საფრთხე ან თუ ზემოთ ჩამოთვლილ პირთაგან რომელიმე თავად მიიღებს გადაწყვეტილებას ლიკვიდაციის შესახებ;
20.1.17 ნებისმიერი უფლებამოსილი ორგანო ჩამოართმევს კლიენტს ნებისმიერ აქტივს ან მის მნიშვნელოვან ნაწილს, ან მოახდენს ასეთი აქტივის ნაციონალიზაციას ან მოხდება სხვაგვარი ექსპროპრიაცია;
20.1.18 კლიენტის მიერ გაკეთებული ნებისმიერი განცხადება ან/და ბანკისთვის მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია აღმოჩნდება მნიშვნელოვნად არასწორი ან მცდარი (სინამდვილესთან შეუსაბამო);
20.1.19 კლიენტი ჩაიდენს ბანკის მოტყუებისკენ მიმართულ ნებისმიერ ქმედებას;
20.1.20 დადგება ნებისმიერი ისეთი გარემოება, რომლის არსებობამაც შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს კლიენტის, მისი თავდების ან/და ამ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულების მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ის შესრულება ან კლიენტის მიერ თანხის დროულად გადახდა.
20.2 კლიენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ბანკს ამ ხელშეკრულების 20.1.1-20.1.20 ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოების დადგომის შესახებ.
20.3 ამ ხელშეკრულების 20.1 პუნქტში აღწერილ შემთხვევაში (მიუხედავად კლიენტის ბრალისა ამ ხელშეკრულების 20.1 პუნქტში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოების დადგომაში) კლიენტი ვალდებული იქნება დაუყოვნებლივ (ან ბანკის მიერ მითითებულ ვადაში) დაუბრუნოს ბანკს კრედიტის ძირითადი თანხა მისთვის დარიცხულ სარგებელთან და პირგასამტეხლოსთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შეასრულოს ბანკის წინაშე ნაკისრი ყველა ფინანსური ვალდებულება.
20.4 ამ ხელშეკრულების 20.1 პუნქტში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოების დადგომის შემთხვევაში ბანკს უფლება ექნება კლიენტის შემდგომი თანხმობის გარეშე (უაქცეპტოდ) გადაიყვანოს კლიენტი გამკაცრებული მონიტორინგის რეჟიმში, რაც გულისხმობს ბანკის სრულ უფლებამოსილებას, მიავლინოს მისი წარმომადგენელი xxxxxxxxx (კლიენტის კუთვნილ ნებისმიერ სათავსოში) და რეალური შემოსავლების მონიტორინგის საფუძველზე უშუალოდ კლიენტისგან (მათ შორის მისი სალაროდან) მიიღოს ბანკისთვის გადასახდელი თანხა ერთიანად ან ნაწილ-ნაწილ.
20.5 ამ ხელშეკრულების 20.4 პუნქტში აღწერილ შემთხვევაში კლიენტი ვალდებული იქნება დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ბანკის წარმომადგენლის დაშვება იპოთეკისა და გირავნობის ნებისმიერი საგნის ან/და კლიენტის კუთვნილი ნებისმერი აქტივის (ქონების) შესამოწმებლად ან/და კლიენტის ფინანსური მდგომარეობის შესასწავლად, რაც არ გამორიცხავს ბანკისთვის ამ ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით მინიჭებული სხვა ნებისმიერი უფლების გამოყენების შესაძლებლობას.