Contract
ნასყიდობის ხელშეკრულება №
ქ. თბილისი, საქართველო 01 იანვარი, 2019 წელი
|
ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენენ: |
|
|
|
ბანკი: |
|
|
|
საფირმო სახელწოდება: |
|
სს ”ლიბერთი ბანკი” |
|
იურიდიული მისამართი: |
|
საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. №74; |
|
საიდენტიფიკაციო კოდი: |
|
203828304 |
|
საკონტაქტო მონაცემები: |
|
|
|
საკორესპონდენტო მისამართი: (ივსება იმ შემთხვევაში თუ განსხვავდება იურიდიული მისამართისაგან) |
|
|
|
ტელეფონი: |
|
|
|
ელ-ფოსტა: |
|
|
|
წარმომადგენელი (ხელმომწერი) პირი: |
|
|
|
სახელი და გვარი: |
|
|
|
წარმომადგენლის თანამდებობა: |
|
|
|
გამყიდველი: |
|
|
|
სახელწოდება/სახელი და გვარი: |
|
|
|
საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი: |
|
|
|
იურიდიული/საცხოვრებელი მისამართი: |
|
|
|
საკონტაქტო მონაცემები: |
|
|
|
საკონტაქტო პირი: |
|
|
|
საკორესპონდენტო მისამართი: (ივსება თუ განსხვავდება იურიდიული/საცხოვრებელი მისამართისაგან) |
|
|
|
ტელეფონი: |
|
|
|
ელ-ფოსტა: |
|
|
|
საბანკო რეკვიზიტები: |
|
|
|
ბანკის დასახელება: |
|
|
|
ბანკის სვიფტ კოდი: |
|
|
|
ანგარიშის ნომერი: |
|
|
|
წარმომადგენელი (ხელმომწერი პირი): |
|
|
|
სახელი და გვარი: |
|
|
|
პირადი ნომერი: |
|
|
|
წარმომადგენლის თანამდებობა: |
|
|
|
ხელშეკრულების საგანი |
ხელშეკრულების საფუძველზე და მისი პირობების შესაბამისად:
გამყიდველი იღებს ვალდებულებას ხელშეკრულების მე-3 მუხლით განსაზღვრულ მოძრავ ნივთზე (შემდგომში - ნასყიდობის საგანი) საკუთრების უფლება გადასცეს ბანკს და მიაწოდოს ნასყიდობის საგანი (შემდგომში - ნასყიდობა);
ბანკი იღებს ვალდებულებას მიიღოს ნასყიდობის საგანი და გადაუხადოს გამყიდველს ხელშეკრულების მე-4 მუხლით განსაზღვრული საფასური (შემდგომში - ხელშეკრულების საფასური).
ნასყიდობის საგნის აღწერა, მისი ბანკისათვის მიწოდების პირობები, აგრეთვე ხელშეკრულების საფასურის მოცულობა, პირგასამტეხლო და მხარეთა მიერ შეთანხმებული სხვა დამატებითი პირობები მოცემულია ხელშეკრულების მე-3 და მე-4 მუხლებში.
|
ნასყიდობის საგნის აღწერა და მისი ბანკისათვის მიწოდების პირობები |
|
|
|
ნასყიდობის სანგის აღწერა: |
|
[მოძრავი ნივთის დასახელება, რაოდენობა, პარამეტრები და სხვა] < ან > [ნასყიდობის საგანი განსაზღვრულია ხელშეკრულების #1 დანართით] |
|
ნასყიდობის საგნის ბანკისათვის მიწოდების ვადა: |
|
ტექსტი |
|
ნასყიდობის საგნის ბანკისათვის მიწოდების ადგილი: |
|
ტექსტი |
|
ნასყიდობის საგნის სრულად ან ნაწილ-ნაწილ მიწოდების მიღება–ჩაბარება: |
|
[ნასყიდობის საგნის ან მისი ნაწილის მიწოდება მიღება–ჩაბარების აქტით დადასტურებას არ საჭიროებს] < ან > [ნასყიდობის საგნის ან მისი ნაწილის მიწოდება საჭიროებს მიღება–ჩაბარების აქტით დადასტურდებას] < ან > [მიეთითოს ნასყიდობის საგნის ან მისი ნაწილის მიწოდების დამატებითი პირობები რის საფუძველზე და შესაბამისი პერიოდულობით მხარეთა შორის უნდა გაფორმდეს შესაბამისი მიწოდების მიღება–ჩაბარების აქტი]; |
|
ნასყიდობის საგნის საგარანტიო (ვარგისიანობის) ვადა: |
|
[მიღება-ჩაბარების აქტის შედგენიდან 1 (ერთი) კალენდარული წელი] < ან > [ნასყიდობის საგნის ბანკისათვის გადაცემიდან 1 (ერთი) კალენდარული წელი] < ან > [სხვა პირობა]; |
|
საფასური, პირგასამტეხლო და დამატებითი პირობები |
|
|
|
ხელშეკრულების საფასური: |
|
[[რიცხვი ციფრებით] [(რიცხვი სიტყვებით)] [ვალუტა] [უცხოური ვალუტის შემთხვევაში დამატებით ტექსტი: 1. თუ გადახდა ხდება ავანსად: ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში გადახდის (ავანსის) დღისთვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფიქსირებული ოფიციალური კურსის შესაბამისად; 2. თუ გადახდა ხდება საქონლის/მომსახურების მიწოდების შემდეგ: ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში საქონლის/მომსახურების მიწოდების (ან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების) დღისთვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფიქსირებული ოფიციალური კურსის შესაბამისად; 3. თუ ნაწილის გადახდა ხდება წინასწარ, ხოლო ნაწილის საქონლის/მომსახურების მიწოდების შემდეგ: პირველი ნაწილის გადახდა მოხდება ეროვნულ ვალუტაში გადახდის (ავანსის) დღისთვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფიქსირებული ოფიციალური კურსის შესაბამისად, ხოლო დარჩენილი ნაწილის გადახდა ეროვნულ ვალუტაში საქონლის/მომსახურების მიწოდების (ან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების) დღისთვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფიქსირებული ოფიციალური კურსის შესაბამისად.] < ან > [სხვა პირობა]; |
|
გადასახადები და გადასახდელები: |
|
ხელშეკრულების საფასური [მოიცავს ან არ მოიცავს] კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა სახის გადასახდელს და გადასახადს < ან > [სხვა პირობა]; |
|
გადახდის პირობები:
|
|
[გადახდის პერიოდულობა] < ან > [ხელშეკრულების „ა“ დანართში განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად]; |
|
მხარეთა შორის ანგარიშსწორების ფორმა: |
|
უნაღდო |
|
პირგასამტეხლო და მისი გადახდის პირობები: |
|
[ხელშეკრულებით ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულების დარღვევისათვის გამყიდველს ბანკის სასრგებლოდ დაეკისრება ერთჯერადი პირგასამტეხლო ხელშეკრულების საფასურის მოცულობის 1%–ის ოდენობით და ყოველდღიური პირგასამტეხლო თითოეული დარღვეული ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის (სრული ან არასრული) ხელშეკრულების საფასურის მოცულობის 0.5%-ის ოდენობით] < ან > [სხვა პირობა]. |
|
მხარეთა შორის შეთანხმებული სხვა დამატებითი პირობები: |
|
მიეთითება ყველა სხვა დამატებითი პირობა რომელიც არ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით ან/და განსხვავებულად არეგულირებს ხელშეკრულების არსებულ პირობებს |
|
ხელშეკრულების მოქმედების ფარგლები |
მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება შედგება შემდეგი დოკუმენტებისაგან: (ა) წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულება ან/და (ბ) ნებისმიერი დამატებითი დანართი. ამასთან:
ნასყიდობის ხელშეკრულების პირობებსა და დანართ(ებ)ის პირობებს შორის წინააღმდეგობის არსებობისას უპირატესობა მიენიჭება დანართ(ებ)ის პირობებს;
ნასყიდობის ხელშეკრულების მე-3 ან/და მე-4 მუხლების პირობებსა და ნასყიდობის ხელშეკრულების სხვა პირობებს შორის წინააღმდეგობის არსებობისას უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ პირობებს;
დანართ(ებ)ის პირობებს შორის წინააღმდეგობის არსებობისას უპირატესობა მიენიჭება იმ დანართის პირობებს, რომელიც ადგენს უფრო სპეციალურ პირობებს და განკუთვნილია კონკრეტული სამართალურთიერთობის მოსაწესრიგებლად.
|
ტერმინთა განმარტებები |
თუ წინამდებარე ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული ან/და მისი კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, ქვემოთმოცემულ ტერმინებს ენიჭებათ შემდეგი მნიშვნელობა:
ანგარიში - ბანკში არსებული გამყიდველის საბანკო ანგარიშ(ებ)ი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ანგარიშსწორება - სხვადასხვა საშუალებებით (მათ შორის საბანკო დაწესებულებების მეშვეობით) გადამხდელი პირის მიერ ფულადი სახსრების მიმღები პირისათვის გადაცემის შესრულების პროცესი;
ბანკი - ნასყიდობის ხელშეკრულების 1.1. პუნქტში მითითებული პირი, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების მხარეს;
განცხადებები და გარანტიები - ხელშეკრულების მე-7 მუხლში მოცემული გამყიდველის განცხადებები და გარანტიები;
დანართი - მხარეთა მიერ ხელმოწერილი ნებისმიერი დამატებითი დანართ(ებ)ი, რომელიც აზუსტებს, ცვლის ან/და წყვეტს ხელშეკრულებას ან/და მის პირობებს და წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს;
ინტელექტუალური პროდუქტი - მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, (მათ შორის ერთმნიშვნელოვნად ბანკის მოთხოვნით შექმნილი ნებისმიერი პროდუქტი/ნაწარმოები, რომლებიც წარმოადგენს ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს, განურჩევლად დანიშნულების, გამოხატვის ფორმის და საშუალებისა), რომელთა მიმართაც არსებობს კანონმდებლობის საფუძველზე ინტელექტუალური სამართლის ნორმებით მოწესრიგებული ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები (მათ შორის ინტელექტუალურ პროდუქტთან დაკავშირებული საავტორო და მომიჯნავე უფლებები, პატენტის, გამოგონების, სასარგებლო მოდელის, დიზაინის, სასაქონლო ნიშნის ან/და ინტერნეტ დომენის სარგებლობასთან/გამოყენებასთან და განკარგვასთან დაკავშირებული უფლებები).
კანონმდებლობა - საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, აგრეთვე საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში მოქცეული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების ერთობლიობა;
კონფიდენციალური ინფორმაცია - თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ხელშეკრულების ხელმოწერის ან/და მისი შესრულების შედეგად ერთ-ერთი მხარის მიერ მეორე მხარის შესახებ მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან/და გაგზავნილი ნებისმიერი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (მათ შორის ინფორმაცია/დოკუმენტაცია მხარის პერსონალური, წილობრივი, ფინანსური მონაცემების, მხარის მფლობელი/მმართველი/ურთიერთდაკავშირებული პირ(ებ)ის, მესამე პირ(ებ)თან არსებული გარიგებ(ებ)ის, მფლობელობაში არსებული მოძრავი ან/და უძრავი ობიექტ(ებ)ის, ბიზნეს პროცესის/პროცედურების, მარკეტინგული სტრატეგიის, პროექტ(ებ)ის ან/და სხვა სახის მონაცემების შესახებ) ან/და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
მესამე პირ(ებ)ი - ნებისმიერი პირი, რომელიც არ წარმოადგენს ხელშეკრულების მხარეს;
ნასყიდობის ხელშეკრულება - მხარეთა შორის დადებული წინამდებარე გარიგება;
მოძრავი ნივთი - ნებისმიერი ნივთ(ებ)ი, რომელიც კანონმდებლობის მიხედვით არ არის უძრავი ნივთ(ებ)ი;
მწარმოებელი - პირი, რომელიც აწარმოებს საბოლოო პროდუქტს (მათ შორის პროდუქტის ძირითად ელემენტს ან/და მის ნაწილს), აგრეთვე პირი რომელსაც პროდუქტი გამოაქვს გასაყიდად, გასაქირავებლად ან სხვა ფორმით სარეალიზაციოდ;
მხარე/მხარეები - ბანკი ან/და გამყიდველი კონტექსტის შესაბამისად;
ნივთობრივად უნაკლო - მოძრავი ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ მოძრავი ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუკი იგი/ისინი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. ამასთან, ნივთობრივ ნაკლს უთანაბრდება, გამყიდველის მიერ ხელშეკრულებისგან განსხვავებული ან უფრო ნაკლები რაოდენობის მოძრავი ნივთის მიწოდება.
პირგასამტეხლო (ჯარიმა) – ხელშეკრულებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომლის გადახდაც მხარეს დაეკისრება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, ხელშეკრულებითვე განსაზღვრული პირობებით. ამასთან, პირგასამტეხლოს დაანგარიშება დაიწყება დამრღვევი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების მომენტიდან, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ იქნება გათვალისწინებული, ხოლო პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება ხელშეკრულების დამრღვევ მხარეს წარმოეშვება, მხოლოდ მეორე მხარის მოთხოვნის საფუძველზე.
პირი/პირები - ფიზიკური პირ(ებ)ი, იურიდიული პირ(ებ)ი (მათ შორის საჯარო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ი), არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირ(ებ)ი ან/და კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი სხვა ორგანიზაციული/არარეგისტრირებული წარმონაქმნ(ებ)ი.
პროდუქტი - ნაწარმოები, მოძრავი ნივთი ან მისი ნაწილი, გარდა გადაუმუშავებელი, მეცხოველეობის, მეფუტკრეობის, მეთევზეობის, ნადირობის ან/და მიწათმოქმედების შედეგად მიღებული ნატურალური სასოფლო-სამეურნეო პროდუქტ(ებ)ისა.
რეესტრი - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი ან/და სხვა კანონმდებლობით განსაზღვრული მარეგისტრირებელი სუბიექტი, რომელიც ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს ნასყიდობის საგანთან დაკავშირებული მხარის უფლებების ან/და მოვალეობების რეესტრში რეგისტრაციას.
საანგარიშო თვე - 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე;
საბანკო დღე - ბანკის მიერ დადგენილი სამუშაო დღის (ბანკის მიერ განსაზღვრული დასვენების ან/და კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღეების გარდა) ის ნაწილი, რომლის განმავლობაშიც ბანკი ახორციელებს საბანკო მომსახურებას.
უფლებრივად უნაკლო - მოძრავი ნივთი, რომლის მიმართ მესამე პირ(ებ)ს არ შეუძლიათ გამოიყენონ რაიმე სახის უფლებები ბანკის წინააღმდეგ ან/და წარუდგინონ ბანკს პრეტენზია აღნიშნული უფლებების გამო;
გამყიდველი - ნასყიდობის ხელშეკრულების 1.2. პუნქტში მითითებული პირი, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების მხარეს;
ფორს-მაჟორი/ფორს-მაჟორული გარემოებ(ებ)ი - ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ წარმოშობილი დაუძლეველი ძალის გარემოებები, სტიქიური მოვლენები, კატაკლიზმები, ომი, სამოქალაქო არეულობა, გაფიცვა, ლოკაუტი, კარანტინი, საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლების ან/და თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო საგადამხდელო სისტემების გადაწყვეტილებები და ა.შ. რომელიც: (ა) არ არის დაკავშირებული მხარეთა ქმედებასთან ან/და უმოქმედობასთან; და (ბ) შეუძლებელს ხდის მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვადამოსული ვალდებულებ(ებ)ის სრულ და xxxxxxx შესრულებას.
ქვეკონტრაქტორ(ებ)ი - მესამე პირ(ებ)ი, რომლებთანაც არსებული ხელშეკრულებების საფუძველზე გამყიდველი უზრუნველყოფს მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულ და ჯეროვან შესრულებას;
ხელშეკრულება - მხარეთა შორის გაფორმებული: (ა) ნასყიდობის ხელშეკრულება; ან/და (ბ) ნებისმიერი დამატებითი დანართი, რომელიც დაიდო/დაიდება ხელშეკრულებასთან დაკავშირებით და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს;
|
განცხადებები და გარანტიები |
გამყიდველი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ:
წარმოადგენს უფლებაუნარიან და ქმედუნარიან პირს, რომელსაც ხელშეკრულების დადების მიზნით მოპოვებული აქვს ყველა საჭირო თანხმობა, ნებართვა ან/და დავალება (მინდობილობა);
ნასყიდობის საგანი წარმოადგენს გამყიდველის საკუთრებას, რომელსაც არ გააჩნია უფლებრივი ან/და ნივთობრივი ნაკლი;
ხელშეკრულების დადება ან/და შესრულება არ მოდის წინააღმდეგობაში კანონმდებლობასთან (მათ შორის გამყიდველის იურისდიქციის კანონმდებლობასთან), საერთაშორისო ნორმებთან, გამყიდველის დებულებებთან, წესდებებთან, გადაწყვეტილებებთან, სადამფუძნებლო ან/და სხვა სახის დოკუმენტებთან, არ იწვევს სხვა სახელშეკრულებო/სამართლებრივი ურთიერთობებით ნაკისრი/განსაზღვრული ვალდებულებ(ებ)ის დარღვევას და არ წარმოშობს მესამე პირ(ებ)ისათვის ხელშეკრულებაზე შეცილების უფლებას;
ხელშეკრულების დადების თარიღისათვის მისთვის არ არის ცნობილი ფორს-მაჟორის არსებობის შესახებ, რომელიც შეუძლებელს გახდის მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვადამოსული ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებას;
გამყიდველი მოპასუხის ან მესამე პირის სახით არ მონაწილეობს სასამართლო ან/და საარბიტრაჟო დავაში, ადმინისტრაციულ წარმოებებში, რომელიც ხელს შეუშლის მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულ და ჯეროვან შესრულებას;
წარმოადგენს გადახდისუნარიან პირს, რომლის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის (გაკოტრების ან რეაბილიტაციის) საქმისწარმოება, ლიკვიდაციის პროცესი, ან/და არ არსებობს სხვა სახის გარემოება, რომელიც ხელს შეუშლის მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულ და ჯეროვან შესრულებას;
ხელშეკრულების დადების მიზნით, ბანკისათვის წარდგენილი ინფორმაცია არის უტყუარი და ზუსტი, ხოლო დოკუმენტები (მათ შორის ერთმნიშვნელოვნად წესდება, სადამფუძნებლო დოკუმენტ(ებ)ი, დავალება (მინდობილობა) და სხვა) წარმოადგენს სრულ და მოქმედ რედაქციას;
არ მონაწილეობს, პირდაპირ ან არაპირდაპირ, რაიმე უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ნარკოტიკებით ვაჭრობაში ან/და ტერორიზმში), რომელიც ეწინააღმდეგება ნებისმიერი იურისდიქციის კანონმდებლობას (მათ შორის, გამყიდველის რეზიდენტი ქვეყნის იურისდიქციის კანონმდებლობას) და არ იყნებს თავის საქმიანობაში (მათი თანხმობის ან/და შესაბამისი ნებართვის გარეშე) არასრულწლოვნის ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შრომას.
ხელშეკრულების დადებისას ბანკის ან/და მესამე პირ(ებ)ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია გამყიდველის ან/და მისი ახლობლების მიმართ იძულებას, მოტყუებას ან/და მუქარას, ბანკს არ უსარგებლია გამყიდველის მძიმე ფინანსური მდგომარეობით და არ გამოუყენებია ბოროტად ბანკის საბაზრო ძალაუფლება.
გამყიდველი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს ბანკს ნებისმიერი გარემოებ(ებ)ის შესახებ, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ხელშეკრულებაში მითითებული განცხადებებისა და გარანტიების ან/და ხელშეკრულებით ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულებ(ებ)ის დარღვევა.
მხარეები აცნობიერებენ და თანხმდებიან, რომ ხელშეკრულებას დებენ განცხადებებსა და გარანტიებზე დაყრდნობით და თვლიან მათ ხელშეკრულების პირობებად. შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული განცხადებების და გარანტიების დარღვევა საკმარის საფუძველს წარმოადგენს ბანკის მიერ ხელშეკრულებაზე ცალმხრივი უარის სათქმელად.
|
ხელშეკრულების ძირითადი პირობები |
ნასყიდობის საგნის ბანკისათვის მიწოდება. გამყიდველი ვალდებულია ნასყიდობის საგანთან ერთად მიაწოდოს ბანკს მასთან (ნასყიდობის საგანთან) დაკავშირებული საბუთები (მათ შორის დამამზადებლის/მწარმოებლის მიერ მოძრავ ნივთზე თანდართული დოკუმენტაცია, საგარანტიო დოკუმენტები, მოძრავი ნივთის ექსპლუატაციის სახელმძღვანელო და სხვა).
თუ ხელშეკრულების საფუძველზე გამყიდველი უზრუნველყოფს ნასყიდობის საგნის ბანკისათვის მიწოდებას და მასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას, გამყიდველი ვალდებულია ნასყიდობის საგნის გაგზავნის მიზნით დადოს შესაბამისი ხელშეკრულებები, რომლებიც აუცილებელია მოძრავი ნივთის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ადგილზე გადაზიდვისათვის.
ბანკი უფლებამოსილია გამყიდველის მიერ ბანკისათვის ნასყიდობის საგნის გაგზავნამდე ნებისმიერ დროს შეცვალოს ნასყიდობის საგნის ბანკისათვის მიწოდების ადგილი.
გამყიდველი ვალდებულია ბანკს მიაწოდოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნასყიდობის საგანი.
გამყიდველის მიერ ბანკისათვის ნასყიდობის საგნის მიწოდება, თუ ეს გათვალისწინებულია ხელშეკრულებით, უნდა დასტურდებოდეს მხარეთა შორის შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტით.
მიუხედავად მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის არსებობის ან არარსებობისა, თუ გამყიდველის მიერ ბანკისათვის მიწოდებული ნასყიდობის საგანი ან მისი ნაწილი არ არის უფლებრივად ან/და ნივთობრივად უნაკლო, ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს, ხოლო გამყიდველი, ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში (დამატებითი ვადა), ვალდებულია საკუთარი ხარჯით (ა) აღმოფხვრას არსებული ნაკლი, (ბ) ხოლო გვაროვნული მოძრავი ნივთის შემთხვევაში მიაწოდოს ბანკს ახალი ნასყიდობის საგანი. ამასთან, გამყიდველისათვის განსაზღვრული/დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია თავად განახორციელოს ნაკლის აღმოფხვრა და მოსთხოვოს გამყიდველს ნაკლის გამოსწორებისათვის გაწეული ხარჯის, მათ შორის ზიანის (ზარალის), სრულად ანაზღაურება.
თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე ბანკის მიერ დამატებითი ვადა არ გამოიყენება, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. xxxxxx მიერ გამყიდველის გაფრთხილების შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია: (ა) თავად განახორციელოს ნაკლის აღმოფხვრა და მოსთხოვოს გამყიდველს ნაკლის გამოსწორებისათვის გაწეული ხარჯის, მათ შორის ზიანის (ზარალის), სრულად ანაზღაურება ან (ბ) მოსთხოვოს გამყიდველს ხელშეკრულების საფასურის შემცირება ან/და (ბ) სრულად ან ნაწილობრივ შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება.
თუ გამყიდველმა ბანკისათვის მიწოდებული ნასყიდობის საგნისათვის იკისრა საგარანტიო (ვარგისიანობის) ვადა, ამ ვადის განმავლობაში გამოვლენილი ნაკლი (როგორც უფლებრივი ასევე ნივთობრივი) წარმოშობს ბანკის მოთხოვნის უფლებას (მათ შორის ნაკლის გამოსწორების ან/და ზიანის/ზარალის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას).
გამყიდველის მიერ ბანკისათვის ნასყიდობის საგანი მიწოდებულად ჩაითვლება, ნასყიდობის საგანის ბანკისათვის გადაცემის და ნასყიდობის საგანზე ბანკის საკუთრების უფლების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან (ასეთი უფლების რეგისტრაციის სავალდებულობის შემთხვევაში).
კანონმდებლობით ან/და ხელშეკრულებით განსაზღვრულ შემთხვევებში თუ ნასყიდობის საგანთან დაკავშირებული უფლებები (მათ შორის ნასყიდობის საგანზე ბანკის საკუთრების უფლება) საჭიროებს რეესტრში რეგისტრაციას, გამყიდველი ვალდებულია ნასყიდობის საგნის ბანკისათვის მიწოდებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, აღნიშნული უფლებ(ებ)ის რეგისტრაციის მიზნით მიმართოს რეესტრს და წარადგინოს ყველა აუცილებელი და საჭირო დოკუმენტაცია. ამასთან გამყიდველის აღნიშნული ვალდებულება ბანკს არ ართმევს უფლებას, აღნიშნული ვადის განმავლობაში ან მისი ამოწურვის შემდგომ, მიმართოს რეესტრს ნასყიდობის საგანთან დაკავშირებული ზემოხსენებული უფლებ(ებ)ის (მათ შორის ნასყიდობის საგანზე ბანკის საკუთრების უფლების) რეგისტრაციის მოთხოვნით.
შეცვლილი გარემოებები. გამყიდველმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ბანკს ნებისმიერი იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომლის გათვალისწინებაც გამყიდველის მიერ ხელშეკრულების დადებისას შეუძლებელი იყო და რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ხელშეკრულების საფასურის გაზრდა (შემდგომში - შეცვლილი გარემოებები).
ბანკის მოთხოვნისას, გამყიდველმა უნდა წარუდგინოს ბანკს ბანკისათვის მისაღები ავტორიტეტული საექსპერტო დაწესებულების დასკვნა, რომლითაც დადასტურებული იქნება გამყიდველის მიერ მითითებული შეცვლილი გარემოებების ნამდვილობა და გავლენა ხელეკრულების საფასურის მოცულობაზე.
შეცვლილი გარემოებების არსებობის დადასტურების შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილია: (ა) მოითხოვოს ხელშეკრულების მისადაგება აღნიშნული გარემოებებისადმი ან (ბ) ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.
|
ხელშეკრულების შესრულების გარანტია და კონტროლი |
ბანკს უფლება აქვს ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე გააკონტროლოს გამყიდველის ან/და ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
გამყიდველი ვალდებულია ბანკის წერილობითი მოთხოვნისას უზრუნველყოს ბანკი კონტროლის ჩატარებისათვის აუცილებელი სამუშაო პირობებით.
|
მხარეთა პასუხისმგებლობა |
მხარეები იღებენ ვალდებულებას აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი (ზარალი) კანონმდებლობით ან/და ხელშეკრულებით დადგენილი წესით.
მიუხედავად ხელშეკრულების 10.1. პუნქტით განსაზღვრული გარანტიისა, გამყიდველის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულების უზრუნველსაყოფად, გამყიდველი აცხადებს წინასწარ თანხმობას ბანკის სრულ უფლებამოსილებაზე, ბანკმა საკუთარი შეხედულებისამებრ:
გამყიდველის ნებისმიერი სახის ბანკში არსებული ანგარიშიდან უაქცეპტოდ ჩამოწეროს ყველა გადასახდელი (მათ შორის ერთმნიშვნელოვნად ზიანის/ზარალის ანაზღაურების თანხები) და მიმართოს არსებული ფულადი ვალდებულებების დასაფარად/შესამცირებლად;
თუ გადასახდელი და ანგარიშზე რიცხული თანხა სხვადასხვა ვალუტაშია, ბანკმა თავად განახორციელოს კონვერტაცია გადახდის თარიღისათვის ბანკში მოქმედი კომერციული კურსით, ხოლო კონვერტაციის მომსახურების ღირებულება ასევე უაქცეპტოდ ჩამოწეროს გამყიდველის ანგარიშიდან.
ბანკის წინაშე არსებული გამყიდველის ვალდებულებები გაქვითოს გამყიდველის წინაშე არსებულ ბანკის ნებისმიერ ვალდებულებაში (მათ შორის ერთმნიშვნელოვნად ხელშეკრულების საფასურის გადახდის ვალდებულებაში და სხვა).
გამყიდველი ვალდებულია აუნაზღაუროს ბანკს ნებისმიერი ზიანი/ზარალი, რომელიც გამომდინარეობს ბანკისაგან მიღებული მასალის (მათ შორის მოძრავი ან/და უძრავი ქონების) ან/და გამყიდველის მიერ მიწოდებული ნასყიდობის საგნის ან/და დამზადებული ნაკეთობის დაზიანების, დაკარგვის ან/და განადგურების შედეგად.
თუ ხელშეკრულება ითვალისწინებს გამყიდველის მიერ ბანკისათვის პროდუქტის მიწოდებას და გამყიდველი წარმოადგენს პროდუქტის მწარმოებელს, გამყიდველი პასუხისმგებელია პროდუქტით გამოწვეული ნებისმიერი ზიანისათვის/ზარალისათვის, მიუხედავად იმისა, იმყოფება თუ არა გამყიდველი სახელშეკრულებო ურთიერთობაში დაზარალებულ პირთან.
|
ხელშეკრულების მოქმედება და ხელშეკრულების შეწყვეტა |
თუ ნასყიდობის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე.
ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და პირობებით შესაძლებელია ხელშეკრულების ვადამდე სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტა:
xxxxxx მიერ, თუ გამყიდველი სრულად და ჯეროვნად არ შეასრულებს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ნებისმიერ ვალდებულებას (მათ შორის, ფულად ვალდებულებას, განცხადებებს და გარანტიებს, ნასყიდობის საგნის მიწოდების ვალდებულებას, ნებისმიერ პირობას ან/და სხვა ვალდებულებას);
მხარეთა წერილობითი შეთანხმებით;
ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველი კანონმდებლობის საფუძველზე და მის შესაბამისად მიიღებს ხელშეკრულების ცალმხრივად სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტის გადაწყვეტილებას, ვალდებულია წერილობით შეატყობინოს ბანკს მიღებული გადაწყვეტილება, მისი მიღების საფუძველი და ამოქმედების თარიღი, რომელიც არ უნდა იყოს 60 (სამოცი) კალენდარულ დღეზე ნაკლები. ხოლო თუ ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხელშეკრულება უნდა შეწყდეს უფრო მოკლე ვადებში ან/და ბანკს მიზანშეწონილად მიაჩნია ხელშეკრულების უფრო მოკლე ვადებში შეწყვეტა, ხელშეკრულება შეიძლება უფრო მოკლე ვადებშიც შეწყდეს.
იმ შემთხვევაში თუ ბანკი მიიღებს ხელშეკრულების ცალმხრივად სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტის გადაწყვეტილებას, ვალდებულია შეატყობინოს გამყიდველს მიღებული გადაწყვეტილება და ამოქმედების თარიღი, რომელიც 1 (ერთი) თვეზე მეტი ხნის ვადით გაფორმებული ხელშეკრულების შემთხვევაში არ უნდა იყოს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღეზე ნაკლები.
ხელშეკრულების ვადამდე სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტის შემთხვევაში:
თუ ხელშეკრულების შეწყვეტა ხდება ბანკის ინიციატივით, ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, გამყიდველი ვალდებულია ბანკს დაუტოვოს (საკუთრებაში გადასცეს) მისთვის ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტამდე მიწოდებული ნასყიდობის საგანი ან მისი ნაწილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), თუ ბანკს გააჩნია მიღებული ნასყიდობის საგნის ან მისი ნაწილის მიმართ ინტერესი. ამასთან, ბანკი ვალდებულია გადაუხადოს გამყიდველს მიღებული ნასყიდობის საგნის პროპორციული საფასური;
თუ ხელშეკრულების შეწყვეტა ხდება ბანკის ინიციატივით, გამყიდველის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების საფუძველზე:
ბანკი უფლებამოსილია დაუბრუნოს გამყიდველს მიწოდებული ნასყიდობის საგანი ან მისი ნაწილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო გამყიდველი ვალდებულია დაუბრუნოს ბანკს მიღებული ხელშეკრულების საფასური და დაუყოვნებლივ აუნაზღაუროს ბანკს მის (ბანკის) მიერ გაწეული დანახარჯი, მათ შორის ნებისმიერი ზიანი (ზარალი);
ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, გამყიდველი ვალდებულია ბანკს დაუტოვოს (საკუთრებაში გადასცეს) მისთვის ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტამდე მიწოდებული ნასყიდობის საგანი ან მისი ნაწილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), თუ ბანკს გააჩნია მიღებული ნასყიდობის საგნის ან მისი ნაწილის მიმართ ინტერესი; ამასთან, ბანკი ვალდებულია გადაუხადოს გამყიდველს მიღებული ნასყიდობის საგნის პროპორციული საფასური;
xxxxx უფლებამოსილია გამყიდველის მიერ ბანკისათვის გადასახდელის მოცულობის ფარგლებში არ გადაუხადოს გამყიდველს ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტში არსებული ხელშეკრულების საფასური ან მისი ნაწილი, რაც შესაბამისი მოცულობით ჩაითვლება (გაიქვითება) გამყიდველის მიერ ბანკისათვის გადასახდელის ანგარიშში.
ხელშეკრულების სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტა არ ათავისუფლებს გამყიდველს ხელშეკრულებით ნაკისრი ან/და კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებისაგან (გადახდისაგან) ამგვარი ვალდებულების იძულებითი ან ნებაყოფლობითი შესრულების მომენტამდე.
თუ ხელშეკრულების სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტის შედეგები (მათ შორის პასუხისმგებლობა) არ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით, მაშინ მხარეები იხელმძღვანელებენ შესაბამისი კანონმდებლობით.
|
ანგარიშსწორება |
ხელშეკრულების საფუძველზე არსებული ფულადი ვალდებულებები, გარდა ხელშეკრულების საფასურისა, უნდა შესრულდეს (გადახდილ უნდა იქნას) შესაბამისი ფულადი ვალდებულებ(ებ)ის წარმოშობიდან (პირგასამტეხლოს, ზიანის/ზარალის ანაზღაურების შემთხვევაში მისი/მათი გადახდის მოთხოვნის წარდგენიდან) 10 (ათი) საბანკო დღის ვადაში.
თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, მხარეთა შორის ანგარიშსწორება წარმოებს უნაღდო ანგარიშწორების წესით.
უნაღდო ანგარიშწორების შემთხვევაში ფულადი სახსრები უნდა ჩაირიცხოს ხელშეკრულებაში მითითებულ ან მხარეთა მიერ დამატებით მიწოდებულ/განსაზღვრულ საბანკო რეკვიზიტებზე.
|
კომუნიკაცია |
მხარეთა შორის ნებისმიერი ურთიერთობა უნდა განხორციელდეს წერილობითი ფორმით და მიეწოდოს მხარეს ნასყიდობის ხელშეკრულებაში ან/და ბანკთან არსებულ სხვა ხელშეკრულებ(ებ)ში მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე პირადად, კურიერის (მათ შორის რეგისტრირებული ფოსტის ან/და სასამართლო კურიერის), ელექტრონული ფოსტის, ფიჭური კავშირგაბმულობის (მოკლეტექსტური შეტყობინების) ან/და ბანკის მიერ შემდგომში განსაზღვრული კომუნიკაციის სხვა საშუალებებით, იმის გათვალისწინებით, რომ:
გამყიდველის მიერ ბანკისათვის პირადად ან/და კურიერის საშუალებით გაგზავნილი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება ბანკის კანცელარიაში შეტყობინების რეგისტრაციის დღეს, ხოლო ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნისას, xxxxxx მიერ გამყიდველისთვის მიღების დამადასტურებელი საპასუხო ელექტრონული წერილის გაგზავნის დღეს;
ბანკის მიერ გამყიდველისათვის კურიერის (მათ შორის რეგისტრირებული ფოსტის ან/და სასამართლო კურიერის) საშუალებით გაგზავნილი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება გამყიდველისთვის ჩაბარების დღეს, ხოლო აღნიშნული ჩაბარების დადასტურების არ არსებობის შემთხვევაში გამყიდველის მისამართზე შეტყობინების ნებისმიერი პირისთვის ჩაბარებიდან მომდევნო კალენდარულ დღეს;
xxxxxx მიერ გამყიდველისათვის ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაგზავნილი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება გამყიდველის ელექტრონული ფოსტის სერვერიდან მიღებული დასტურის (ადრესატის ელექტრონულ ფოსტაში რეგისტრაციის შესახებ შეტყობინების) გაცემის დღეს. ხოლო ასეთი დასტურის არ არსებობის შემთხვევაში მომდევნო კალენდარულ დღეს;
ბანკის მიერ გამყიდველისათვის ფიჭური კავშირგაბმულობის (მოკლეტექსტური შეტყობინების) ან/და ბანკის მიერ შემდგომში განსაზღვრული კომუნიკაციის სხვა საშუალებებით გაგზავნილი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების გაგზავნიდან მომდევნო კალენდარულ დღეს.
იმ შეთხვევაში თუ გამყიდველი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი საკონტაქტო მონაცემის (მათ შორის ხელშეკრულებაში არსებული ნებისმიერი რეკვიზიტის) ცვლილების შესახებ წინასწარ არ შეატყობინებს ბანკს ან/და უშუალოდ ან საკონტაქტო პირის საშუალებით უარს განაცხადებს ხელშეკრულების საფუძველზე გაგზავნილი შეტყობინების მიღებაზე, ან გაგზავნილი შეტყობინება ვერ ჩაბარდება გამყიდველს მისამართზე არყოფნის მიზეზით ზედიზედ ორჯერ, xxxxxx მიერ განხორციელებული ნებისმიერი ასეთი შეტყობინება ჩაითვლება ჩაბარებულად შეტყობინების გაგზავნიდან მომდევნო კალენდარულ დღეს.
|
კონფიდენციალურობა |
მხარე ვალდებულია, როგორც ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, ასევე სახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულების შემდეგაც, არ გაამჟღავნოს ან/და მესამე პირ(ებ)ს არ გადასცეს კონფიდენციალური ინფორმაცია.
კონფიდენციალურ ინფორმაციას არ განეკუთვნება: (ა) ინფორმაცია რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე არის/გახდება საჯარო; (ბ) ინფორმაცია, რომლის გამჟღავნების თაობაზეც არსებობს კონფიდენციალური ინფორმაციის მესაკუთრე მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობა ან/და მხარეთა შეთანხმება; (გ) ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებაც განხორციელდება, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათ შორის მესამე პირ(ებ)ის კანონიერი მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად;
გამყიდველი ბანკს ანიჭებს უფლებამოსილებას, გამყიდველის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის მიზნით, მესამე პირ(ებ)ს გადასცეს ან/და მესამე პირ(ებ)ისაგან მიიღოს (მათ შორის ერთმნიშვნელოვნად ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან), გამყიდველის შესახებ არსებული კონფიდენციალური ინფორმაცია.
|
პრეტენზიები და დავები |
ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა დავა უნდა გადაწყდეს მხარეთა შორის მოლაპარაკების გზით.
დავის მოუგვარებლობის შემთხვევაში, მხარეები მიმართავენ სასამართლოს ბანკის ადგილსამყოფელის მიხედვით. ამასთან, მხარეები თანხმდებიან, რომ დავასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბანკის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
|
ფორს-მაჟორი |
მხარე არ არის პასუხისმგებელი მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაზე ან/და არაჯეროვან შესრულებაზე, თუ აღნიშნული შეუსრულებლობა ან/და არაჯეროვანი შესრულება განპირობებულია ფორს-მაჟორული გარემოებ(ებ)ის მოქმედების შედეგად.
მხარე, რომელსაც წარმოეშვა ფორს-მაჟორი, მიუხედავად იმისა დასრულებულია თუ არა მისი მოქმედება, ვალდებულია: (ა) აღნიშნული გარემოებ(ებ)ის დადგომიდან 3 (სამი) საბანკო დღის ვადაში მიაწოდოს მეორე მხარეს ფორს-მაჟორულ გარემოებ(ებ)თან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც უნდა შეიცავდეს ფორს-მაჟორული გარემოებ(ებ)ის აღწერას, მისი მოქმედების სავარაუდო ხანგრძლივობას, შეწყვეტის შემთხვევაში შეწყვეტის თარიღს/დროს და (ბ) მიიღოს აუცილებელი ზომები ამ გარემოებ(ებ)ით გამოწვეული/მოსალოდნელი შედეგების (მათ შორის ერთმნიშვნელოვნად ზიანის/ზარალი) შესამცირებლად/აღმოსაფხვრელად.
გამყიდველის მიერ ფორს-მაჟორული გარემოებ(ებ)ზე მითითებისას მათი არსებობა ან/და არარსებობა უნდა დასტურდებოდეს კანონმდებლობის საფუძველზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობით, რომელიც ბანკს უნდა წარედგინოს ფორს-მაჟორული გარემობ(ებ)ის შესახებ ბანკისათვის ინფორმაციის მიწოდებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში.
ხელშეკრულების 16.2. პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულება შესაბამის მხარეზე ვრცელდება ფორს-მაჟორული გარემოებ(ებ)ის შეწყვეტის შემთხვევაშიც.
ფორს-მაჟორის მოქმედების განმავლობაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და მათი შესრულების ვადები შეჩერდება და გადავადდება ფორს-მაჟორის ხანგრძლივობის შესაბამისად. აღნიშნული ვადების დინება ან/და ვალდებულებების შესრულების პირობა განახლდება ფორს-მაჟორული გარემოებ(ებ)ის აღმოფხვრისთანავე.
გამყიდველი ვალდებულია სრულად და ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა ვალდებულებები თუ (ა) ფორს-მაჟორის მოქმედება არ ახდენს გავლენას მათ სრულ და xxxxxxx შესრულებაზე და (ბ) ბანკს აღნიშნული შესრულების მიმართ გააჩნია ინტერესი.
იმ შემთხვევაში თუ, ფორს-მაჟორის მოქმედებისას: (ა) ფორს-მაჟორის ვადის ხანგრძლივობა აღემატება 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარულ დღეს ან (ბ) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ის შესრულების მიმართ ბანკს აღარ გააჩნია ინტერესი - ბანკი უფლებამოსილია ცალმხრივად მოითხოვოს ხელშეკრულების სრულად ან/და ნაწილობრივ შეწყვეტა.
|
გამყიდველების სიმრავლე |
ხელშეკრულების მიზნებისათვის, „გამყიდველი”-ს დეფინიციაში მოცემულ პირებზე ხელშეკრულების პირობები გავრცელდება სრულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაბამისი პირის სამართლებრივი სტატუსიდან (ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი) გამომდინარე კონკრეტული პირობა ვერ გავრცელდება ამგვარ პირზე.
იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს ერთზე მეტი გამყიდველი:
თითოეული ასეთი გამყიდველი წარმოადგენს ბანკის მიმართ სოლიდარულ მოვალეს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებზე;
თითოეული გამყიდველის სოლიდარული პასუხისმგებლობა ძალაშია მიუხედავად მათ მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების უზრუნველსაყოფად ბანკის სასარგებლოდ რაიმე ფორმით გაცემული დამატებითი ვალდებულების (მათ შორის, დაზღვევის ან/და გარანტიის) არსებობა/არარსებობისა;
ერთ-ერთ გამყიდველთან დაკავშირებული ფაქტები გამოიყენება სხვა გამყიდველების მიმართაც, იმის გათვალისწინებით, რომ xxxxxx მიერ რომელიმე გამყიდველის მიმართ თავისი უფლებების გამოუყენებლობა (სრულად ან ნაწილობრივ) არ გავრცელდება სხვა გამყიდველებზე და არ ათავისუფლებს მათ შესაბამისი ვალდებულებებისაგან;
ერთ-ერთი გამყიდველის მიერ ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია შესაბამისი მოთხოვნა/მოთხოვნები წაუყენოს ნებისმიერ გამყიდველს და მის მიმართ ისარგებლოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან/და კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით.
xxxxx უფლებამოსილია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ გამყიდველს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. სოლიდარული ვალდებულება ვრცელდება გამყიდველის უფლებამონაცვლეებსა და სამართალმემკვიდრეებზე მათი წილის შესაბამისად. თუ ერთი გამყიდველის ვალდებულებას შეასრულებს სხვა ნებისმერი გამყიდველი კრედიტორის წინაშე მას უჩნდება რეგრესის უფლება იმ გამყიდველის მიმართ, ვისი ვალდებულებაც შეასრულა. თუ ერთ-ერთი გამყიდველი გადახდისუუნარო გახდება, ასეთ შემთხვევაში მის მიერ შეუსრულებელი ვალდებულება თანაბრად ნაწილდება სხვა გამყიდველებზე.
გამყიდველის მიერ ხელშეკრულების სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტა დასაშვებია ყველა გამყიდველის მიერ ბანკისთვის წარდგენილი ერთობლივი მოთხოვნის საფუძველზე.
|
სხვა პირობები |
მხარეები ადასტურებენ, რომ ხელშეკრულების ხელმოწერისას ისინი მოქმედებდნენ გონივრული განსჯის შედეგად, წინასწარ გაეცნენ ხელშეკრულებას, სრულად ესმით ხელშეკრულების პირობების შინაარსი და ისინი სათანადოდ იქნა შესწავლილი მხარეთა მიერ.
თითოეული მხარე (ა) უფლებამისილია ისარგებლოს ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებ(ებ)ით და (ბ) ვალდებულია შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ი.
თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ბანკის მოთხოვნა გამყიდველის მიერ უნდა შესრულდეს მოთხოვნით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო ასეთის არ არსებობისას, ბანკის მოთხოვნიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში.
ხელშეკრულების რომელიმე მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის კანონმდებლობის საფუძველზე ბათილად ცნობის/ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში დანარჩენი მუხლ(ებ)ი, პუნქტ(ებ)ი, ქვეპუნქტ(ებ)ი ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას, ბათილი/ძალადაკარგული მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის, ქვეპუნქტ(ებ)ის ნაცვლად მოქმედებს ის მუხლ(ებ)ი, პუნქტ(ებ)ი ან/და ქვეპუნქტ(ებ)ი, რომლ(ებ)ითაც ადვილად მიიღწევა ხელშეკრულების მიზანი.
ხელშეკრულებაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა დასაშვებია წერილობითი ფორმით მხარეთა მიერ ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე. ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებები ან/და დამატებები წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და მოქმედებს მასთან ერთად.
ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულებიდან ან/და კანონმდებლობიდან გამომდინარე ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, მეორე მხარის მიერ უფლებ(ებ)ის გამოუყენებლობა არ წარმოადგენს მოთხოვნის უფლებაზე უარის თქმის საფუძველს, ამასთან აღნიშნული მხარის მიერ ამგვარი უფლებ(ებ)ის გამოუყენებლობა არ წარმოადგენს შემდგომში ხელშეკრულების ან/და კანონმდებლობის დარღვევის შედეგად წარმოშობილ მოთხოვნის უფლებაზე უარის თქმის საფუძველს.
ნებისმიერი და ყოველი უფლება, რომელიც მიენიჭება მხარეს მეორე მხარის მიერ ხელშეკრულების ან/და კანონმდებლობის სრულად ან ნაწილობრივ დარღვევის შედეგად, კრებითია და დაემატება ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით მინიჭებულ ყველა სხვა უფლებას.
გამყიდველი არ არის უფლებამოსილი ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე მესამე პირ(ებ)ს სრულად ან ნაწილობრივ დაუთმოს ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებები ან/და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ამასთან, xxxxx მიუხედავად აღნიშნული პირობისა უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებს მესამე პირებისაგან მიიღოს ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულება.
ხელშეკრულების პირობების მოქმედება სრულად ვრცელდება მხარეებზე, მათ თანამშრომლებზე, წარმომადგენლებზე, სამართალმემკვიდრეებსა და უფლებამონაცვლეებზე.
ხელშეკრულება რეგულირდება და განიმარტება კანონმდებლობის შესაბამისად. იმ შემთხვევებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით მხარეები იხელმძღვანელებენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით ან/და დამატებით შეთახმებული პირობებით. ამასთან, მხარეები თანხმდებიან, რომ ხელშეკრულების შესრულების ადგილად მიიჩნევა ბანკის იურიდიული მისამართი.
მხარეები თანხმდებიან, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ან/და მასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღურების ვალდებულება ეკისრება გამყიდველს (მათ შორის და არამარტო, გამყიდველი უზრუნველყოფს: (ა) ნასყიდობის საგნის ბანკისათვის მიწოდებას; (ბ) ნასყიდობის საგნის ბანკისათვის გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯების (მათ შორის აწონვის, შეფუთვის, ტრანსპორტირების, ნასყიდობის საგნის ბანკისათვის მიწოდების ადგილიდან სხვა ადგილას გადატანის ხარჯები და ა.შ.) ანაზღაურებას; და (დ) ნასყიდობის საგნის მიწოდების ადგილამდე ტრანსპორტირებისას დაზღვევას).
ხელშეკრულებაში არსებული მუხლ(ებ)ი/პუნქტ(ებ)ი/ქვეპუნქტ(ებ)ი დანომრილი და დასათაურებულია, ხოლო გამუქებული სიტყვები მოცემულია ხელშეკრულების შინაარსის მოხერხებულად აღქმის მიზნით და არ ახდენს გავლენას ხელშეკრულების პირობ(ებ)ის ინტერპრეტაციაზე.
თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ხელშეკრულების ხელმოწერამდე მხარეთა შორის ხელშეკრულების საგანზე არსებული სიტყვიერი ან/და წერილობითი შეთანხმებები ჩაითვლება ძალადაკარგულად.
გამყიდველი ვალდებულია ხელი მოაწეროს ხელშეკრულების ყველა გვერდს.
ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე. მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულება დამატებით შესაძლოა დაიდოს სხვა ენაზეც. ამ შემთხვევაში ქართულ ენაზე შედგენილ ხელშეკრულებას უპირატესობა მიენიჭება სხვა ენაზე შედგენილ ხელშეკრულების ეგზემპლარებთან მიმართებაში.
ხელშეკრულების თითო თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარი გადაეცათ მხარეებს.
|
მხარეთა ხელმოწერები: |
xxxxx |
xxxxxxxxxx |
----------------------------- |
-------------------------------- |
გვ. 1 / სულ 6 გვ.
ბანკი /________________/ გამყიდველი /________________/