Contract
მობილური საკომუნიკაციო მომსახურების სააბონენტო ხელშეკრულება
1. ტერმინთა განმარტება:
1.1. „ოპერატორი“ - შპს „ეკლეკტიკ“, დაფუძნებული და მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საიდენტიფიკაციო კოდი: 404556814, მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, N66 xxxx xxxxxxxxxx გამზირი.
1.2. „აბონენტი“ – ფიზიკური ან იურიდიული პირი (რომელიც წარმოადგენს ბოლო მომხმარებელს და რომელსაც ეკრძალება
„მომსახურების“ შემდგომი გადაყიდვა ან/და სხვაგვარად „მესამე პირებისათვის“ მიწოდება), რომლის სახელი/სახელწოდება, საიდენტიფიკაციო მონაცემები და სხვა სახის ინფორმაცია მოცემულია წინამდებარე „ხელშეკრულებაში“.
1.3. „აბონენტის ნომერი“ – „ოპერატორის“ მიერ „აბონენტისათვის“ მინიჭებული პირადი საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელზეც გაერთიანებულია ერთი ან/და რამდენიმე „მომსახურება“ და რომელზეც ხორციელდება „მომსახურების ღირებულების“ დარიცხვა ან/და გადახდა/წინასწარ გადახდა.
1.4. „შეკვეთის ფორმა“ - წინამდებარე ხელშეკრულების დანართი, რომელშიც „აბონენტის“ პირად მონაცემებთან ერთად მიეთითება
„აბონენტის“ მიერ არჩეული მომსახურება, „სააბონენტო პაკეტი“, მომსახურების მოცულობა და მომსახურებასთან დაკავშირებული სხვა ძირითადი ინფორმაცია.
1.5. „სააბონენტო ანგარიში“ – „ოპერატორის“ მიერ „აბონენტის“ სახელზე გახსნილი ვირტუალური პირადი ანგარიში, რომელზეც ხდება გაერთიანებული მომსახურებების ღირებულების დარიცხვა ან/და გადახდა/წინასწარ გადახდა.
1.6. „კომისია“ - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;
1.7. „კანონმდებლობა“ – საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები.
1.8. „მომსახურება“ – მობილური საკომუნიკაციო, ინტერნეტ ან/და დამატებითი მომსახურება.
1.9. „მობილური საკომუნიკაციო მომსახურება“ - საერთო სარგებლობის სატელეფონო მომსახურებები, რომლებიც განკუთვნილია პირდაპირ ან არაპირდაპირ, ეროვნული ან ეროვნული და საერთაშორისო ზარებისდა მათთან დაკავშირებული საკომუნიკაციო მომსახურებების (მაგ.: მოკლე ტექსტური შეტყობინება) განსახორციელებლად და მისაღებად, ეროვნულ ან საერთაშორისო ნუმერაციის გეგმაში მითითებული შესაბამისი ტელეფონის ნომრის ან ნომრების გამოყენებით, რომლებიც საერთო სარგებლობის მობილური საკომუნიკაციო ქსელით არის უზრუნველყოფილი.
1.10. „ინტერნეტ მომსახურება“ - საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება, რომელიც უზრუნველყოფს ინტერნეტთან წვდომას და, ამგვარად, გამოყენებული ქსელის ტექნოლოგიის და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური მოწყობილობის მიუხედავად, იძლევა ინტერნეტის ფაქტობრივად ყველა წერტილთან დაშვების შესაძლებლობას.
1.11. „მომსახურების სატარიფო გეგმა“/„სატარიფო გეგმა“ –
„მომსახურების“ პაკეტი/გეგმა (რაც მათ შორის, მოიცავს
„მომსახურების“ ღირებულებას, პირობებს და „მომსახურებაში“ შემავალ სერვისებს, მომსახურების დროებით შეჩერებისა და აღდგენის საფასურებს), რომელსაც „ოპერატორი“ ზოგადად სთავაზობს თავის აბონენტებს. „სატარიფო გეგმის“ დეტალური ჩამონათვალი/აღწერილობა მოცემულია სატარიფო ცხრილში, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე “ხელშეკრულების“ დანართს და მის განუყოფელ ნაწილს.
1.12. „მომსახურების ღირებულება“ – „აბონენტის“ მიერ კონკრეტულად არჩეული მომსახურების პაკეტის ღირებულება „სატარიფო გეგმიდან“, რომელიც მათ შორის მოიცავს „აბონენტის“ მიერ არჩეული მომსახურების პაკეტის ღირებულებას ან/და
„მომსახურების“ გააქტიურების ღირებულებას ან/და დროებით შეჩერების ღირებულებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
1.13. „მომსახურების/სააბონენტო პაკეტი“ - მომსახურების შესაბამისი სატარიფო გეგმით გათვალისწინებული მომსახურებ(ებ)ის სქემა, შესაბამისი საფასურ(ებ)ის დეტალური აღწერით.
1.14. „წუთობრივი მომსახურების საფასური“ – მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომხმარებლისათვის მიწოდებული ისეთი მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისთვის დადგენილი ტარიფი, რომელიც გამოითვლება წუთობრივად; წუთობრივი მომსახურების საფასურის დარიცხვა ხორციელდება გაწეული მომსახურების წამობრივი სიზუსტით.
1.15. „სააბონენტო გადასახდელი“ – კომპანიის მიერ აბონენტისთვის მომსახურებით განსაზღვრულ პერიოდში სარგებლობისთვის დაწესებული ფიქსირებული გადასახდელი.
1.16. „მესამე პირი“ – ნებისმიერი პირი, გარდა წინამდებარე ხელშეკრულების ხელმომწერებისა.
1.17. „მხარე/მხარეები“ – „აბონენტი“ და „ოპერატორი“, კონტექსტის შესაბამისად.
1.18. „საიდენტიფიკაციო ინფორმაცია“ – ინფორმაცია მომსახურების მიმწოდებლის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის, დასახელების, საიდენტიფიკაციო კოდის შესახებ; ასევე, ინფორმაცია აბონენტის სახელის, გვარის, პირადი ნომრის (იურიდიული პირის შემთხვევაში, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის, დასახელების, საიდენტიფიკაციო კოდის) შესახებ.
1.19. „პერსონალური ინფორმაცია / მონაცემები“ – აბონენტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, რეგისტრაციის მისამართი, მომსახურების სახეობ(ებ)ის, გაწეული მომსახურების თარიღის, ოდენობის, საფასურის შესახებ, ასევე ნებისმიერი ინფორმაცია აბონენტის მიერ გადახდილ/გადასახდელ თანხაზე, ტრაფიკზე, გაწეულ მომსახურებაზე (საბილინგო ან სხვა სისტემაში დაცული ნებისმიერი მონაცემი მომსახურების, ზარის წამოწყების/გამოძახების შესახებ, რომელიც, მათ შორის, დაკავშირებულია, ზარ(ებ)ის/მომსახურების კომუტაციასთან, გადამისამართებასთან, ზარ(ებ)ის ხანგრძლივობასთან, იმ მოწყობილობის ადგილმდებარეობასთან, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება მომსახურების მიღება) ან/და აბონენტის ნებისმიერი სხვა ინფორმაცია/მონაცემი, რომელიც დაკავშირებულია იდენტიფიცირებულ/იდენტიფიცირებად პირთან.
1 ოპერატორი 1 /
/ აბონენტი / /
1.20. „პერსონალურ მონაცემთა დამუშავება“ - ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, კერძოდ, შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, აუდიოჩაწერა, ვიდეოჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება ან გამჟღავნება მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება.
1.21. „კოდური სიტყვა“ – ციფრების, ასოების ან/და სიტყვების კომბინაცია, რომელიც ემსახურება „აბონენტის“ იდენტიფიცირებას და რომელიც მითითებულია „შეკვეთის ფორმაში“.
1.22. „პრომო აქცია“ – „ოპერატორის“ მიერ შესაბამისი „მომსახურებების ღირებულების“ ან/და „მომსახურების“ სხვა მახასიათებლების დროებითი ცვლილება ამგვარი „პრომო აქცი(ებ)ის“ ფარგლებში და ვადით.
1.23. „პრომო აქციით სარგებლობის/აქტივაციის საფასური“ -
„ოპერატორის“ მიერ „პრომო აქციით“ სარგებლობისათვის/აქტივაციისათვის დაწესებული ერთჯერადი ან/და ყოველდღიური, ყოველკვირეული, ყოველთვიური საფასური (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც „აბონენტს“ ჩამოეჭრება
„ნომრის“ ანგარიშიდან „პრომო აქციის“ გააქტიურებისთანავე ან/და
„პრომო აქციით“ დადგენილ ვადებში. „პრომო აქციით სარგებლობის/აქტივაციის საფასურის“ ჩამოჭრა არ არის დამოკიდებული: ა) „აბონენტის“ უფლებაზე ვადაზეადრე შეწყვიტოს
„პრომო აქციით“ სარგებლობა; ბ) „აბონენტის“ უფლებაზე ფაქტობრივად ისარგებლოს „პრომო აქციით“.
1.24. „ავტომატურად გაგრძელებადი პაკეტი“ - პაკეტის გააქტიურებიდან შესაბამისი ვადის გასვლის შემდეგ, ანგარიშზე საკმარისი თანხის არსებობის შემთხვევაში, პაკეტი გრძელდება ყოველ ჯერზე ავტომატურად, იმავე ვადით, დამატებითი USSD კოდის აკრეფის გარეშე; იმ შემთხვევაში, თუ პაკეტის მოქმედების ვადის ამოწურვისას ანგარიშზე არ იქნება საკმარისი თანხა, პაკეტი ავტომატურად განახლდება ბალანსის საკმარისი თანხით შევსებისთანავე (აქციის შემთხვევაში - მხოლოდ აქციის ვადის დასრულებამდე პერიოდზე, ხოლო აქციის ვადის ამოწურვისას აქციით ჩართული პაკეტი განახლდება სტანადრტული ტარიფით); ამასთან, არასაკმარისი თანხის შემთხვევაში თუ ბალანსი ამოწურულია ან ფიქსირდება დავალიანება ან ანგარიშზე არ არის არასაკმარისი თანხა პაკეტის განახლებისათვის, მისი საკმარისი თანხით შევსებამდე აბონენტს პაკეტის მოქმედება შეეზღუდება. ამასთან, პაკეტის განახლებისთვის არასაკმარისი, მაგრამ დადებითი ბალანსის შემთხვევაში - მოხდება ანგარიშზე არსებული თანხის გახარჯვა შესაბამისი მოცულობის მობილურ ინტერნეტზე
/სასაუბრო წუთებზე / მოკლე ტექსტურ შეტყობინებებზე (პაკეტით
გათვალისწინებული მომსახურებ(ებ)ის შესაბამისად), იმ სტანდარტული ტარიფით, რაც დადგენილი იქნება კონკრეტული მომენტისთვის პაკეტის ამოწურვის შემდგომ მოხმარებად მობილურ ინტერნეტ მოცულობაზე /სასაუბროწუთებზე / მოკლე ტექსტურ შეტყობინებებზე.
1.25. „თანხმობა“ - მონაცემთა სუბიექტის (ფიზიკური პირი აბონენტის) მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ, მის შესახებ მონაცემთა განსაზღვრული მიზნით დამუშავებაზე, მათ შორის, მესამე პირებისთვის გადაცემაზე ზეპირად, სატელეკომუნიკაციო ან სხვა შესაბამისი, მათ შორის ამ „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული საშუალებით გამოხატული ნებაყოფლობითი
თანხმობა, რომლითაც შესაძლებელია ნათლად დადგინდეს მონაცემთა სუბიექტის ნება.
1.26. „უსაფრთხოების კოდები” - “მომხმარებლის” სახელი, პაროლი, PIN/PUK კოდები და სხვ.
1.27. „ბილინგის ინფორმაცია“ – აბონენტისთვის „ოპერატორის“ მიერ მიწოდებული მომსახურების ან „ოპერატორის“ ქსელის შესაბამისი ელემენტების დატვირთვის (ტრაფიკის) და მათი საოპერაციო რესურსების გარკვეულ პერიოდში გამოყენებული მოცულობის შესახებ მონაცემები, რომელსაც „ოპერატორი“ აწვდის აბონენტს ანგარიშსწორების განხორციელების მიზნით.
1.28. „სიმბარათი“ – წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად „ოპერატორის“ მიერ „აბონენტისათვის“ გადაცემული პერსონალური საიდენტიფიკაციო ბარათი, რომელზეც დაპროგრამებულია/გაწერილია „ნომერი“, რომელიც უზრუნველყოფს „აბონენტის“ ტერმინალური მოწყობილობის კავშირს „ოპერეტორის“ ქსელთან და რომელიც გამოიყენება
„აბონენტის“ მიერ „მომსახურების“ მისაღებად.
1.29. „დისტანციური გარიგება“ – ერთი ან რამდენიმე დისტანციური კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით დადებული შეთანხმება მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის, დისტანციური გაყიდვისა და მომსახურების მიწოდების თაობაზე, მომსახურების მიმწოდებლისა და მომხმარებლის ერთდროული ფიზიკური დასწრების გარეშე.
1.30. „მომხმარებლის თანხმობის დამადასტურებელი მექანიზმი“ – მომხმარებლის მიერ მომსახურების ხელშეკრულების დადების ნების გამოვლენის დადასტურების საშუალება, როგორიცაა პირადი ხელმოწერა (მათ შორის და არა მხოლოდ, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა), დისტანციური გარიგების შემთხვევაში, შესაბამის ღილაკზე – რომელიც აღნიშნავს სიტყვას
„აქტივაცია“, ან მსგავსი შინაარსის მატარებელ სხვასიტყვებს – თითის დაჭერა, „კოდური სიტყვის“ ან ერთჯერადი კოდის გამოყენება, ან მომხმარებლის სხვა მოქმედება, რომელიც ადასტურებს მის თანხმობას (მაგ., მომხმარებლის მიერ ციფრების კომბინაციის აკრეფით მომსახურებით სარგებლობა).
1.31. „ნომერი/ნომრები“ – „ოპერატორის“ მფლობელობაში არსებული თავისუფალი ნუმერაციის რესურსიდან წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე და მისი მოქმედების ვადით
„აბონენტისათვის“ გადაცემული და „აბონენტის“ მიერ არჩეული კონკრეტული სატელეფონო ნომერი/ნომრები ან/და აბონენტის მფლობელობაში არსებული ნომრები (პორტირებული აბონენტის ან/და სხვა შემთხვევაში); სატელეფონო მომსახურებისას, შესაბამისი სატელეკომუნიკაციო მომსახურების მისაწოდებლად გამოყენებადი ნუმერაციის რესურსი აბონენტს გადაეცემა დროებით სარგებლობაში.
1.32. „საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურების ნომრები“ - საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით“ გათვალისწინებული საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურების ნომრები, რომლებიც მოცემულია „ოპერატორის“ ვებ- გვერდზე.
1.33. „რეგლამენტი“ – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული
„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების
მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტი“.
1.34. „სამუშაო დღე“ – დღე, შაბათის, კვირის ან „კანონმდებლობით“ დადგენილი ოფიციალური უქმე დღეების გარდა.
1.35. „საკონტაქტო ინფორმაცია“ – „აბონენტის“ მიერ „ხელშეკრულებაში“ დაფიქსირებული სრული საფოსტო მისამართი, ტელეფონის ნომერი ან/და ელექტრონული ფოსტა.
1.36. „ტრაფიკი“ – საკომუნიკაციო სისტემის მეშვეობით, დროის მოცემულ მონაკვეთში გადაცემული მონაცემების (სიგნალების, გზავნილების, პაკეტების და ა.შ.) ერთობლიობა.
1.37. „ხარისხიანი მომსახურება“ – უწყვეტად (გარდა „ხელშეკრულებითა“ და კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა) მიწოდებული მომსახურება „ოპერატორის“ მიერ შეთავაზებული მომსახურების პაკეტის ან/და მოცულობის შესაბამისად.
1.38. „ოპერატორის საკონტაქტო მონაცემები“ - საფოსტო მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, N66 xxxx xxxxxxxxxx გამზირი; საინფორმაციო სამსახურის ტელეფონის ნომერი: 11 00 10 / 0162; ელექტრონული ფოსტის მისამართი: xxxx@xxxxx.xx;
1.39. „ოპერატორის ვებ-გვერდი“ – xxx.xxxxx.xx
2. ხელშეკრულების საგანი
2.1. წინამდებარე „ხელშეკრულების“ საფუძველზე და მისი პირობების შესაბამისად, „ოპერატორი“ „აბონენტს“ გაუწევს მობილურ საკომუნიკაციო ან/და მასთან დაკავშირებულ დამატებით მომსახურებას რომლის მიწოდების დეტალური პირობები მოცემულია ამ „ხელშეკრულებასა“ და მის დანართებში. აღნიშნული
„მომსახურების“ სანაცვლოდ, „აბონენტი“ ვალდებულია გადაიხადოს შესაბამისი „მომსახურების ღირებულება“ და სხვა გადასახდელები, წინამდებარე „ხელშეკრულებით“ დადგენილი წესით.
2.2. „აბონენტის“ მიერ „შეკვეთის ფორმაში“ მიეთითება „აბონენტის“ მიერ არჩეული მომსახურება, სააბონენტო პაკეტი, აბონენტის მიერ არჩეული ნომერი, მომსახურების მოცულობა და მომსახურებასთან დაკავშირებული სხვა ძირითადი ინფორმაცია.
2.3. „აბონენტი“ ირჩევს მისთვის სასურველ პრომო აქციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მომსახურების ტარიფს ან/და სატარიფო გეგმას, აგრეთვე ანგარიშსწორების და გადახდის მეთოდს, რომლებიც გააქტიურდება ნომრის აქტივაციის დროს.
2.4. „ხელშეკრულების“ პირობების შესაბამისად, „ოპერატორი“ გადასცემს
„აბონენტს“ „სიმბარათს“ მასზე დაპროგრამებული „ნომრით“ და უზრუნველყოფს მის ჩართვას “ოპერატორის” მობილურ სატელეფონო ქსელში „მომსახურების“ მისაღებად.
2.5. „მომსახურებით“ სარგებლობის დაწყებისას შერჩეული
„მომსახურების“ პაკეტი განისაზღვრება „შეკვეთის ფორმით“. არჩეულ
„მომსახურების“ პაკეტში შემავალი პირობების ჩამონათვალი მოცემულია „ოპერატორის ვებ-გვერდზე“.
2.6. „მომსახურების“ გარდა, აღნიშნულ მომსახურებ(ებ)თან დაკავშირებით ან/და მის საფუძველზე და ფარგლებში, დამატებითი პირობების შესაბამისად „აბონენტისთვის“ „ოპერატორის“ მიერ შესაძლებელია დრო და დრო შეთავაზებულ იქნას დამატებითი მომსახურებები. დამატებითი მომსახურების გაწევის პირობები მოცემულია/განთავსდება „ოპერატორის ვებ-გვერდზე“.
2.7. „ოპერატორი“ უფლებამოსილია დაადგინოს ერთიანი უწყვეტი ზარის მაქსიმალური ხანგრძლივობა, როგორც მის შიდა ქსელში, ისე სხვა ოპერატორის მიმართულებით (ქსელის გარეთ) განხორციელებულ
ან/და სხვა ოპერატორისაგან შემომავალ ზარზე, რაც განთავსდება
„კომპანიის ვებ-გვერდზე“ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2.8. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება ხორციელდება ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების საფუძველზე.
2.9. აბონენტის მიერ კონკრეტული მომსახურების პაკეტის ჩართვა, აგრეთვე დამატებითი მომსახურების აქტივაცია და შესაბამისი მომსახურების/დამატებითი მომსახურების მიღება გულისხმობს, რომ აბონენტი სრულად/დეტალურად იცნობს მის/მათ პირობებს და აცხადებს უპირობო თანხმობას აღნიშნული მომსახურების/დამატებითი მომსახურების პირობების შესრულებაზე.
2.10. მოქმედი პრომო აქციის პირობებსა და ტარიფებს, ასევე ცალკეულ სატარიფო გეგმებსა და სააბონენტო პაკეტებს, ძირითადი და დამატებითი მომსახურების სახეებს, მომსახურების შეზღუდვის/აღდგენის/შეწყვეტის და სხვა პირობების შესახებ ინფორმაციას აბონენტი დამატებით შეიძლება გაეცნოს „ოპერატორის ვებ-გვერდზე“ ან ცხელ ხაზზე.
3. ქსელში ჩართვის და მომსახურებისპირობები
3.1. „ხელშეკრულება“ ძალაში შედის მხარეთა მიერ „შეკვეთის ფორმის“ ხელმოწერის მომენტიდან. „შეკვეთის ფორმის“ ხელმოწერით
„აბონენტი“ ადასტურებს, რომ ერთანხმება წინამდებარე
„ხელშეკრულებით“ განსაზღვრულ პირობებს.
3.2. „აბონენტი“ ვალდებულია გადაიხადოს „მომსახურების საფასური“ “ოპერატორის” აბონენტთა მომსახურების ცენტრების სალაროში თანხის შეტანით, ასევე ბარათის მეშვეობით კომპანიის ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომი online გადახდის ფუნქციონალის გამოყენებით, ან/და გადახდის სხვა ალტერნატიული საშუალებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
3.3. „აბონენტის“ მომსახურების ქსელში ჩართვა ხორციელდება მის მიერ
„მომსახურების ღირებულების“ გადახდის შემდეგ გადახდიდან 24 საათის განმავლობაში.
3.4. ზედმეტად გადახდილი თანხა აღირიცხება აბონენტის სააბონენტო ანგარიშზე, თუ აბონენტი არ ითხოვს ამ თანხის უკან დაბრუნებას;
3.5. იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებისთანავე აბონენტი იწყებს აქციით სარგებლობას, „შეკვეთის ფორმაში“ მიეთითება მის მიერ არჩეული რეგულარული პაკეტი და სააქციო პაკეტი. აქციის დასრულების შემდგომ ან ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში აბონენტი უბრუნდება მის მიერ ხელშეკრულების დადებისას დაფიქსირებულ რეგულარულ პაკეტს, თუ სხვაგვარად არ განისაზღვრება აქციის პირობებით.
3.6. წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში შესაძლებელია ოპერატორის მიერ აბონენტისთვის შეთავაზებულ იქნას მომსახურების მიწოდება სხვადასხვა მეთოდითა და მიღების ფორმით, რა შემთხვევაშიც აბონენტის მიერ ამგვარი მომსახურებით სარგებლობა უპირობოდ ნიშნავს შესაბამის პირობებზე დათანხმებას.
4. მომსახურების ხარისხი
4.1. ოპერატორი უზრუნველყოფს მომსახურების მაღალი ხარისხით მიწოდებას, მაგრამ გარანტიას არ იძლევა, რომ მომსახურება იქნება სრულიად შეუფერხებელი ან მუდმივად ხელმისაწვდომი.
4.2. ოპერატორის მიერ შეთავაზებული ხარისხის პარამეტრებია: ინტერნეტ- მომსახურების დაყოვნება (Latency) <400 მილიწამი; ხმოვანი კავშირის დამყარების დრო (Call Setup Time) < 30 წამი და ერთიანი უწყვეტი ზარის ხანგრძლივობა - 1 საათი.
4.3. გარდა გადაუდებელი სარემონტო თუ პროფილაქტიკური სამუშაოების მიმდინარეობის, ოპერატორი აბონენტს მიაწვდის
„ხარისხიან მომსახურებას“ დღე-ღამის 24 საათის განმავლობაში, და კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მიერ დადგენილ ტექნიკურ ნორმების, სტანდარტების და ოპერატორის სალიცენზიო პირობების შესაბამისი.
4.4. ოპერატორი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლო და ხელმისაწვდომ რესურსსა და საშუალებას, რათა უზრუნველყოს შეკვეთილი მომსახურების ხელმისაწვდომობა წლიური ისეთი მაჩვენებლით, რაც გულისხმობს ყოველი სრული საანგარიშო პერიოდის თვის განმავლობაში მომსახურების ჯამში არაუმეტეს 24 საათიან შეწყვეტას (რა დროსაც გათიშული და ხელმიუწვდომელია მთლიანად მომსახურება) და რომლისთვისაც ოპერატორს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა. ამასთან, აბონენტისათვის მომსახურების აღნიშნული მაჩვენებლით მიწოდების შემთხვევაში მომსახურება ჩაითვლება უწყვეტად და ჯეროვნად მიწოდებულად.
4.5. ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული დათქმებისა და გამონაკლისი შემთხვევების გათვალისწინებით, თუ მომსახურების წყვეტის ხანგრძლივობა გადასცდა ამ ხელშეკრულების 4.3. პუნქტით განსაზღვრულ დროს, მაშინ ოპერატორი აბონენტს, აბონენტის შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, საკომპენსაციო პირობის სახით სააბონენტო ანგარიშზე გაუაქტიურებს სააბონენტო ლიმიტს, რომელიც ტოლია შესაბამისი წყვეტის დროის პროპორციული სააბონენტო ღირებულების ოდენობის.
4.6. ოპერატორი ვალდებულია, ინფორმაცია მიმდინარე საანგარიშო პერიოდში მომსახურების შეწყვეტის ან შეფერხების შესახებ, შეინახოს მინიმუმ შემდგომი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში. ორაზროვნების თავიდან აცილების მიზნით, ოპერატორი აცხადებს და აბონენტმა იცის (თანახმაა), რომ ოპერატორს შესაძლოა, არ ჰქონდეს ტექნიკური შესაძლებლობა აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდეგ შეინახოს ეს ინფორმაცია.
5. დაზიანების აღმოფხვრის წესი და ვადა
5.1. დაზიანება არის კავშირის დარღვევის ყოველი ფაქტი, რომელიც დადასტურებულია მომსახურების მიმწოდებლის მიერ, მომხმარებლის (აბონენტის) გამოკითხვით და რომელიც ზღუდავს შეთავაზებული მომსახურებებიდან ერთ-ერთს. კომპანიის მიერ დაზიანების აღმოფხვრა ხორციელდება ამ ხელშეკრულებითა და რეგლამენტით განსაზღვრული პირობებითა და ვადებში.
5.2. დაზიანების შემთხვევაში, აბონენტი წერილობით განცხადებას წარადგენს „ოპერატორის“ სერვის ცენტრში ან ოპერატორის ვებ- გვერდზე არსებულ საკონტაქტო/პრეტენზიების წარდგენის ველში ან ტოვებს ზეპირ შეტყობინებას სატელეფონო ნომერზე 11 00 10.
5.3. ოპერატორი აბონენტის განაცხადის/შეტყობინების საფუძველზე იმავდროულად ხსნის დაზიანების ბილეთს, სადაც მოცემულია დაზიანების მოკლე აღწერილობა; დაზიანების ბილეთში აღიწერება დაზიანების აღმოფხვრის ყველა გატარებული ღონისძიება, ზუსტი დროის მითითებით.
5.4. დაზიანების ხანგრძლივობად ითვლება დრო მომხმარებლის მიერ კავშირის დაზიანებაზე განაცხადის შეტანის მომენტიდან, მისი აღმოფხვრის (უქმე დღეებისა და კვირა დღის გამოკლებით) ან აბონენტის მიერ ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ნებისმიერი მომსახურების მიღების მომენტამდე.
5.5. ოპერატორის დაზიანების განყოფილებაში აღირიცხება აბონენტისაგან შემოსული ნებისმიერი წერილობითი ა ნზეპირი განცხადება.
დაზიანებად არ ჩაითვლება აბონენტის განცხადება, თუ მომსახურება შეზღუდულია 5.6. ქვეპუნქტით განსაზღვრული ერთ-ერთი მიზეზით.
5.6. დაზიანებებში არ ჩაითვლება მობილური საკომუნიკაციო კავშირის შეწყვეტა/შეფერხება შემდეგი მიზეზებით:
5.6.1. ქსელში გეგმიური ან გადაუდებელი სარეკონსტრუქციო და პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება, ქსელის ელემენტების/კომპონენტების, ასევე საბილინგო სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის განახლება, მოდიფიცირება, რაც ემსახურება, მათ შორის, მომსახურების ხარისხის შენარჩუნებას/გაუმჯობესებას ან ახალი ტექნოლოგიების დანერგვას ან გამიზნულია ქსელის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
5.6.2. მესამე პირთა ქსელებში ან შეერთების კვანძებში შეფერხებები ან ხელმიუწვდომლობა, რომელთა ადმინისტრირება ან კონტროლი ხორციელდება მესამე პირთა მიერ; ასევე, ნებისმიერი დაზიანება, ხარვეზი, შეფერხება ან/და სხვა გარემოება, რომელიც გამოწვეულია მესამე პირის პროგრამული უზრუნველყოფის, აპლიკაციის, ტერმინალური მოწყობილობის ან აბონენტზე გადაცემული სიმბარათის დაზიანებით ან თუ აბონენტის მიერ მომსახურების მისაღებად გამოიყენება ტექნიკურ ნორმებთან შეუსაბამო ტერმინალური მოწყობილობები;
5.6.3. მომსახურების წყვეტა ნომრის პორტირების პროცესის უზრუნველსაყოფად;
5.6.4. „მომსახურების“ შეზღუდვა „მომსახურების“ საფასურის გადაუხდელობის გამო.
5.6.5. მობილური ქსელის გათიშვა ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის/შეფერხების გამო;
5.6.6. კიბერშეტევა / ჰაკერული თავდასხმა;
5.6.7. მომსახურების წყვეტა/შეფერხება გამოწვეულია კონკრეტულ ლოკაციაზე მყოფი აბონენტების არასტანდარტული სიმრავლით ან/და მომსახურების მოხმარების არაბუნებრივი/არასტანდარტული ზრდით;
5.6.8. მომსახურების წყვეტა ან/და შეფერხება გამოწვეულია მობილური ტექნოლოგიისა და რადიო-სიგნალის გავრცელების ბუნებრივი თავისებურებებით, მათ შორის, ატმოსფერული, ლანდშაფტური ან/და სხვა ბუნებრივი გარემოებებით (მათ შორის, შესაძლოა რადიო-სიგნალი დაიკარგოს ან მომსახურებების მიწოდება შეფერხდეს შენობებში, გვირაბებში ან/და სხვა მიწისქვეშა ნაგებობებში);
5.6.9. მობილური ქსელის გათიშვა ფორსმაჟორული გარემოებების გამო.
5.7. მასშტაბური ავარიის, აგრეთვე სხვა ისეთი გაუთვალისწინებელი გარემოებების შემთხვევაში, რაც შეუძლებელს ხდის მომსახურების მიწოდებას, ოპერატორი სოციალური პლატფორმების ან/და ვებ- გვერდის საშუალებებით აფრთხილებს აბონენტებს. გაფრთხილებისას ოპერატორი ვალდებულია აბონენტებს შეატყობინოს შეწყვეტის მიზეზი და ხანგრძლივობა; მას შემდეგ, რაც კომპანიისთვის ცნობილი გახდება დაზიანების სახეობა, იგი ვალდებულია აგრეთვე გამოაქვეყნოს ინფორმაცია მომსახურების შეწყვეტის მიზეზისა და სავარაუდო ხანგრძლივობის თაობაზე;
5.8. დაზიანების აღმოფხვრის პირობებსა და ვადებთან დაკავშირებული საჩივრების (პრეტენზიების) განხილვა ხორციელდება ამ ხელშეკრულებისა და რეგლამენტის შესაბამისად; დაზიანების აღმოფხვრის თაობაზე აბონენტის საჩივრის (პრეტენზიის) განხილვისას, დაზიანების ბილეთი ძირითადი წერილობითი მტკიცებულებაა.
6. მომსახურების მიწოდების შეზღუდვა, დროებით შეჩერება, აღდგენა და შეწყვეტის პირობები
6.1. აბონენტის მიერ ოპერატორისათვის გადასახდელი ნებისმიერი თანხის (მომსახურების საფასური, დამატებითი მომსახურების ფარგლებში დარიცხული საფასური და ნებისმიერი სხვა დავალიანება) დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში ან/და წინამდებარე ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში ოპერატორი უფლებამოსილია შეუზღუდოს აბონენტს მომსახურების მიწოდება.
6.2. მომსახურების შეზღუდვა ავტომატურად იწვევს დამატებითი მომსახურებების შეზღუდვას, თუ დამატებითი მომსახურების პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
6.3. ოპერატორი უფლებამოსილია შეუზღუდოს აბონენტს მომსახურების მიწოდება, თუ:
6.3.1. მომსახურების მიწოდება შეუძლებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფორს-მაჟორული გარემოებების გამო;
6.3.2. აბონენტი არ იცავს ხელშეკრულებით განსაზღვრულ წესებს, მათ შორის, დროულად არ იხდის მიწოდებული მომსახურების საფასურს;
6.3.3. აბონენტი იყენებს ან ცდილობს გამოიყენოს სატელეკომუნიკაციო საშუალებები, მომსახურება არაკანონიერი მიზნებისათვის ან არაკანონიერი გზით მიიღოს მომსახურება;
6.3.4. ადგილი აქვს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობის წესების დარღვევას. ამ შემთხვევაში მომსახურების მიწოდება ნაწილობრივ ან სრულად შეჩერდება ზემოაღნიშნული ქმედების ეფექტურად და დროულად აღსაკვეთად;
6.3.5. აბონენტის ქმედება საფრთხეს უქმნის ოპერატორის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ფუნქციონირებას, მთლიანობას ან უსაფრთხოებას ან ოპერატორის სხვა აბონენტს უზღუდავს მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურებების გამოყენების შესაძლებლობას ან ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ან მომსახურების გამოყენებით სხვაგვარად აყენებს ზიანს ან ასეთ საფრთხეს უქმნის ოპერატორს ან მის აბონენტებს. წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის არსებობის შემთხვევაში, ოპერატორი უფლებამოსილია შეუზღუდოს აბონენტს მომსახურების მიწოდება ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე;
6.3.6. საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, რომ აბონენტის მიერ ხორციელდება კომერციული ხასიათის მასიური გზავნილების/შეტყობინებების გაგზავნა;
6.3.7. თუ აბონენტის ნომერზე ამოიწურა ბალანსი. ასეთ შემთხვევაში ოპერატორი უფლებამოსილია აბონენტის““ნომერზე შეზღუდოს გამავალი ზარი 30 (ოცდაათი) დღის ვადით. აღნიშნული ოცდაათდღიანი პერიოდის განმავლობაში აბონენტს შეეძლება მხოლოდ შემომავალი ზარების მიღება, აქტიური სასაუბრო, SMS და ინტერნეტ ბონუსების გამოყენება, ულიმიტო პაკეტებით/მომსახურებებით სარგებლობა, “ოპერატორის” გარკვეული უფასო სერვისებით, აგრეთვე საგანგებო ნომრებით სარგებლობა. აღნიშნული ოცდაათდღიანი პერიოდის გასვლის შემდგომ ნომერზე მომსახურება შეიზღუდება ორმხრივად. მომსახურების ორმხრივად შეზღუდვა არ გულისხმობს საგანგებო ნომრებით სარგებლობის შეზღუდვას.
6.4. მომსახურების მიწოდების ცალმხრივად შეზღუდვის შემთხვევაში, ოპერატორი ვალდებულია საერთო სარგებლობის სატელეფონო საკომუნიკაციო მომსახურების მიმღებ აბონენტს შესაძლებლობა მისცეს განახორციელოს ზარები საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურების ნომრებზე და ოპერატორის ცხელ ხაზზე და მიიღოს შემომავალი ზარები, ასევე, მოკლე ტექსტური შეტყობინებები, ხოლო მომსახურების მიწოდების ორმხრივად შეზღუდვის დროს განახორციელოს ზარები საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურების ნომრებზე.
6.5. მომსახურების შეზღუდვის პერიოდში მომსახურების განახლება შესაძლებელია მხოლოდ ყოველთვიური საფასურის, აღდგენის საფასურის, სხვა დავალიანების გადახდის, ან მომსახურების შეზღუდვის სხვა საფუძვლის აღმოფხვრიდან არაუგვიანეს 24 საათის განმავლობაში.
6.6. ოპერატორი უფლებამოსილია, შეწყვიტოს შეკვეთილი მომსახურება იმ შემთხვევაშიც, თუ შეუძლებელი ხდება აბონენტისათვის შეკვეთილი მომსახურების მიწოდება ობიექტური მიზეზების გამო, რაც შეიძლება იყოს, მაგალითად, მომსახურების მიწოდების საკომუნიკაციო ქსელის მნიშვნელოვანი დაზიანება, შესაბამისი ტექნიკური საშუალებების განადგურება/არქონა, ლიცენზიის, ნებართვის, ავტორიზაციის გაუქმება/შეჩერება, კონკრეტული მომსახურების მიწოდების სრულად შეწყვეტა ან მისი არსებითი მოდიფიცირება და სხვა.
6.7. აბონენტს უფლება აქვს, ხელშეკრულებით განსაზღვრული წესის დაცვით, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს მომსახურება, დავალიანების სრულად დაფარვის და მომსახურების აპარატურის (ასეთი არსებობის შემთხვევაში) დაბრუნების შემდეგ.
6.8. გააქტიურებული მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში აბონენტს უუქმდება ამ ხელშეკრულების შესაბამისად და ფარგლებში დარიცხული/ჩართული ნებისმიერი სახის საჩუქარი, შეღავათი, ქულა, აქცია, ფასდაკლება და სხვა, თუ სხვა რამ არ არის განსაზღვრული კონკრეტული აქციის, და შეთავაზების პირობებით.
6.9. „აბონენტს“ ნომერი შეუნარჩუნდება ნომერზე ბალანსის ბოლო შევსებიდან 150 კალენდარული დღის განმავლობაში. თუ აბონენტი მოცემული 150 დღიანი ვადის გასვლამდე არ შეავსებს ნომერზე ბალანსს, ნომერი ავტომატურ რეჟიმში გაუქმდება.
6.10. აბონენტი უფლებამოსილია ისარგებლოს „მომსახურების“ დროებით შეჩერების მომსახურებით წლის განმავლობაში ჯამში 150 კალენდარული დღის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ ნომერზე ბალანსის ბოლო შევსებიდან გასულია წინამდებარე ხელშეკრულებით
6.9 მუხლით გათვალისწინებული ნომრის შენარჩუნების 150 დღიანი ვადის ნაწილი, აბონენტი წლის ჭრილში შეძლებს „მომსახურების“ დროებით შეჩერების მომსახურებით სარგებლობას მოცემული 150 დღიანი ვადიდან დარჩენილი დღეების პროპორციული ვადით.
„აბონენტი“ შეძლებს „მომსახურების“ დროებით შეჩერების მომსახურებით სარგებლობას „ოპერატორის“ ცხელ-ხაზზე განაცხადის გაკეთების გზით. წლის ათვლა იწყება პირველი შეჩერების მოთხოვნის დაფიქსირებიდან.
6.11. მომსახურების დროებით შეჩერებისთვის აუცილებელია, მომსახურების შესაბამის სააბონენტო ანგარიშზე არ ირიცხებოდეს დავალიანება.
7. მომსახურების ცვლილებები და დამატებები
7.1. ოპერატორი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეცვალოს მომსახურების ნებისმიერი პირობა, მთლიანი ხელშეკრულება,
პირობები, მომსახურების ღირებულება, ტარიფი, ფუნქციები, პირობები, ვადები, დაამატოს ახალი და გააუქმოს ძველი წესები, ამ მუხლით განსაზღვრული წესის დაცვით.
7.2. ოპერატორი ვალდებულია სულ მცირე 1 (ერთი) თვით ადრე ინდივიდუალური შეტყობინებით მიაწოდოს ინფორმაცია აბონენტს წინამდებარე ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილების შესახებ, მათ შორის, მომსახურების ტარიფების ზრდის შესახებ. ოპერატორი უფლებამოსილია არ დაიცვას ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადა და შეტყობინების წესი იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ აბონენტისთვის დაწესებული მომსახურების ახალი პირობები აუმჯობესებს აბონენტის უფლებრივ მდგომარეობას ან/და გამოწვეულია ისეთი საკანონმდებლო ცვლილებებით ან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ახალი რეგულაციებით, რომელთა ძალაში შესვლის თარიღის გამო შეუძლებელია ამ ვადის დაცვა. ყველა ასეთ სხვა შემთხვევაში ოპერატორის ვებ-გვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნება ჩაითვლება აბონენტის შეტყობინებად.
7.3. ოპერატორის მიერ 7.2. პუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენების შემთხვევაში, თუ „აბონენტი“ ოპერატორის მიერ მიღებული შეტყობინებით გათვალისწინებული ცვლილებების ძალაში შესვლის დრომდე არ განაცხადებს წერილობით უარს შეცვლილი პირობების მისთვის მიუღებლობის შესახებ, ჩაითვლება, რომ „აბონენტი“ თანახმაა ოპერატორის მიერ შეთავაზებულ ამგვარ ცვლილებებზე, ხოლო დადგენილ ვადაში „აბონენტის“ მიერ უარის გაცხადების შემთხვევაში ოპერატორი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება.
7.4. თუ ოპერატორის მიერ აბონენტისათვის გაგზავნილი შეტყობინების მიღება არ არის დადასტურებული აბონენტის ხელმოწერით, რაიმე დოკუმენტით (ქვითარი და სხვა) ან/და შეტყობინების შესაბამისი სხვა საშუალებით, ნებისმიერი ასეთი შეტყობინება მიჩნეულ უნდა იქნას სათანადო წესის შესაბამისად გაგზავნილად და მიღებულად: კურიერის ან საფოსტო გზავნილის გაგზავნის შემთხვევაში გაგზავნიდან მე-5 კალენდარულ დღეს, მობილურის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების ან ელ. ფოსტის საშუალებით გაგზავნის შემთხვევაში გაგზავნის დროს ან სატელევიზიო შეტყობინების გაგზავნის დროს. მოკლე ტექსტური, ელ. ფოსტით ან/და სატელევიზიო შეტყობინების გაგზავნილი შეტყობინება გაგზავნილად მიიჩნევა ოპერატორის ქსელიდან გაგზავნის დადასტურების ფაქტით. შეტყობინება მიღებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ შეტყობინების გამგზავნ ოპერატორს შეტყობინება დაუბრუნდება აბონენტის ადგილსამყოფლის არ არსებობის გამო, აბონენტი უარს განაცხადებს შეტყობინების მიღებაზე ან თავს აარიდებს მის მიღებას.
7.5. თუ აბონენტი ოპერატორისგან მიღებული შეტყობინებით (მათ შორის ინდივიდუალური შეტყობინებით) გათვალისწინებული ცვლილებების/დამატებების ძალაში შესვლის დრომდე (თარიღამდე) არ განაცხადებს უარს შეცვლილ პირობებზე, ჩაითვლება რომ აბონენტი თანახმაა ოპერატორის მიერ შემოთავაზებულ შეცვლილ პირობებზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აბონენტი შეტყობინებით გათვალისწინებულ ვადაში უარს განაცხადებს შემოთავაზებულ ცვლილებებზე, ოპერატორი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება ან შეწყვიტოს იმ მომსახურების მიწოდება, რომელსაც ეხება ცვლილება/დამატება.
7.6. აბონენტის ოპერატორთან დისტანციური კომუნიკაციისას გამოყენებული იქნება “შეკვეთის ფორმაში” მოცემული საკონტაქტო
ინფორმაცია, აგრეთვე საკონტაქტო მობილურზე აბონენტის მოთხოვნით გაგზავნილი კოდური სიტყვა.
8. მომსახურების საფასური, ანაზღაურება და ანაზღაურების წესი
8.1. აბონენტი ვალდებულია დროულად გადაიხადოს მომსახურების ღირებულება, აგრეთვე სხვა სახის გადასახდელები (დამატებითი მომსახურების საფასური და სხვა).
8.2. თუკი სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, მომსახურების სააბონენტო გადასახდელი მოიცავს ოპერატორის მიერ აბონენტისათვის გაწეული მომსახურების ღირებულებას.
8.3. ანგარიშსწორება ხორციელდება ლარში, წინასწარი გადახდის წესით, სრულად აბონენტის მიერ არჩეული მომსახურების პაკეტის ღირებულების ოდენობით შესაბამისი ბალანსის ამოწურვამე, უნაღდო ან ნაღდი ანგარიშსწორების სახით. ამასთან, „აბონენტი“ მხოლოდ მაშინ არის უფლებამოსილი არასრულად გადაიხადოს „მომსახურების ღირებულება“, თუ მის ბალანსზე ირიცხება დადებითი ნაშთი. ასეთ შემთხვევაში, „აბონენტს“ მომსახურება მიეწოდება გადახდილი თანხის პროპორციულად, ბალანსის ამოწურვამდე.
8.4. ხელშეკრულებაში მოცემული ფასები გამოსახულია ლარში და მას შემდეგ, რაც ოპერატორი დარეგისტრირდება დღგ-ს გადამხდელად, ხელშეკრულებაში მოცემული ფასები მოიცავს დღგ-საც.
8.5. ნებისმიერი ტიპის მომსახურების ღირებულების გადახდა უნდა მოხდეს საქართველოში არსებული კომერციული ბანკების სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით, ვებ-გვერდებიდან (xxxx.xx და xxxxxx.xx ) ან ოპერატორის ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომი online გადახდის ფუნქციონალის გამოყენებით, აბონენტის ნომრისა და საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების მითითებით.
8.6. აბონენტის მიერ თანხა გადახდილად ითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც იგი ჩაირიცხება (აისახება) ოპერატორის საბანკო ანგარიშზე/სააბონენტო ანგარიშზე.
8.7. ზედმეტად გადახდილი თანხა აღირიცხება აბონენტის სააბონენტო ანგარიშზე, თუ აბონენტი არ ითხოვს ამთანხის უკან დაბრუნებას.
8.8. დამატებითი პაკეტის არჩევის შემთხვევაში, შესაბამისი ღირებულების გადახდა „აბონენტის“ მიერ მოხდება პაკეტის გააქტიურებისთანავე.
8.9. მესამე პირთა მიერ შემოთავაზებული მომსახურების საშუალებით (სწრაფი გადახდის აპარატები, ბანკები და სხვა.) მომსახურების საფასურის ჩარიცხვისას პირობები და წესები, მათ შორის ჩასარიცხი თანხის მინიმალური ოდენობა და საფასური განისაზღვრება ასეთი მომსახურების გამწევი მესამე პირების მიერ და სცილდება ოპერატორის პასუხისმგებლობის ფარგლებს.
8.10. აბონენტი თანახმაა სააბონენტო გადასახდელი საფასური და სხვა გადასახადები დაფაროს (გადაიხადოს) ნებისმიერმა მესამე პირმა ან/და ოპერატორმა მესამე პირისაგან მიიღოს ნებისმიერი შემოთავაზებული შესრულება აბონენტის ყოველგვარი დამატებითი თანხმობის გარეშე.
8.11. აბონენტი თანახმაა, რომ მის ნაცვლად მესამე პირის მიერ ანგარიშსწორების განსახორციელებლად, აბონენტის ანგარიშზე არსებული დავალიანების ჯამური ოდენობის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომია. აღნიშნული პირობა არ ართმევს აბონენტს უფლებას, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი ჯამური დავალიანების შესახებ ინფორმაციის მესამე პირებზე გაცემის უფლების შეზღუდვა.
8.12. აბონენტის მოთხოვნის შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია უფასოდ მიაწოდოს აბონენტს საანგარიშო პერიოდში (წინამდებარე პუნქტის მიზნებისთვის საანგარიშო პერიოდი მოიცავს მომსახურების მიღების მიმდინარე თვეს) გაწეული მომსახურებ(ებ)ის დეტალური
ანგარიში (მათ შორის, სერვის ცენტრებიდან გაცემისა და საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნის გზით), ხოლო არასაანგარიშო პერიოდის დეტალური ანგარიში აბონენტს მოთხოვნის შემთხვევაში მიეწოდება კოპანიის მიერ დაწესებული საფასურის გადახდით.
8.13. დეტალური ანგარიშის მოთხოვნისა და წარდგენის გზები და მასში შემავალი ინფორმაცია, ასევე გაცემის ტარიფები დეტალურად მოცემულია ოპერატორის ვებ-გვერდზე.
6. მხარეთა პასუხისმგებლობა და ზიანის ანაზღაურება. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტა
6.2. აბონენტი პასუხს აგებს ხელშეკრულებით ვალდებულების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით ოპერატორისათვის მიყენებულ ზიანზე. ზიანის ანაზღაურება არ ათავისუფლებს აბონენტს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისაგან.
6.3. აბონენტი უფლებამოსილია მოითხოვოს ოპერატორისაგან პირდაპირი ზიანის ანაზღაურება, თუ ზიანი გამოწვეულია ოპერატორის მხოლოდ ბრალეული განზრახვით/მოქმედებით ან უხეში გაუფრთხილებლობით. იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც მოქმედი კანონმდებლობით არის დაშვებული, არცერთი მხარე არ არის პასუხისმგებელი მეორეს წინაშე არაპირდაპირი ზიანისათვის, მათ შორის, წარმოების ან საქმიანობის შეჩერების, მონაცემთა დაკარგვის, მიუღებელი სარგებელის ან ნაყოფის ან სხვა არაპირდაპირი დანაკარგისათვის ან მათი შედეგებისათვის.
6.4. „ოპერატორი“ არ არის პასუხისმგებელი:
6.4.1. „აბონენტის“ მიერ ქსელში გადაცემულ ინფორმაციაზე;
6.4.2. თუ „მომსახურების“ მიწოდების შეზღუდვა ან გათიშვა გამოწვეულია „აბონენტის“ კუთვნილი აპარატურის გაუმართაობით;
6.4.3. აბონენტის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით შემოთავაზებული მომსახურების საფასურის გადახდის ნებისმიერი საშუალების, მათ შორის ოპერატორის ვებ- გვერდზე ხელმისაწვდომი online გადახდის ფუნქციონალის გამოყენების დროს საბანკო რეკვიზიტების არასწორად მითითების ან სხვა მესამე პირის(ების) საბანკო რეკვიზიტების გამოყენების, აგრეთვე სხვა ნებისმიერი მოთხოვნილი ინფორმაციის, მათ შორის და არა მხოლოდ აბონენტის ნომრის არასწორად მითითების შედეგად, მომსახურების გააქტიურების შეუძლებლობაზე.
6.5. „აბონენტი“ აცხადებს თანხმობას, რომ ოპერატორი უფლებამოსილია ნებისმიერი ტექნიკური საშუალებით მიაწოდოს ინფორმაცია ახალი მომსახურებების, სერვისების, პროექტების და სხვადასხვა სახის აქტივობების შესახებ, მათ შორის, როგორც ოპერატორის, ასევე მესამე პირის „რეკლამა“, რაც არ გამორიცხავს აბონენტის უფლებას, უარი განაცხადოს ასეთი რეკლამის მიღებაზე, შესაბამისი განაცხადით.
6.6. „ოპერატორი“ არ არის პასუხისმგებელი ზარალზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა „აბონენტის“ მიერ მონაცემთა შინაარსის ან სხვა ინფორმაციის გადაცემისას „მომსახურებით“ სარგებლობის პროცესში. გარდა ამისა,
„ოპერატორი“ შეუძლებელია პასუხისმგებელი იყოს ნებისმიერ ისეთ ზარალზე, რომელიც გამოწვეულია მონაცემთა ვირუსის, დაგვიანებით გადაცემის, განადგურების ან „აბონენტის“ მონაცემთა დაკარგვის
შედეგად, ასევე „აბონენტის“ ბრალით მესამე პირისათვის მიყენებული ზარალის შემთხვევებზე.
6.7. აბონენტი ვალდებულია უმოკლეს გონივრულ ვადაში შეატყობინოს ოპერატორს დაზიანების, მომსახურების შეფერხების ან/და
„სიმბარათის“ დაკარგვის შესახებ. ოპერატორისთვის ამ ინფორმაციის მიწოდებამდე აბონენტის ნომრიდან განხორციელებულ ნებისმიერ ზარზე ან/და მომსახურებაზე პასუხისმგებელია და გადახდას ახორციელებს აბონენტი.
6.8. აბონენტი ვალდებულია არ დაუშვას მიწოდებული მომსახურების ჩართვა ფროდთან ასოცირებული საერთაშორისო ან სხვა ფასიანი ტრაფიკის არასანქცირებული გატარების ან/და ფროდის მიზნით განხორციელებულ ქმედებებსა და სქემებში, ასევე დაიცვას კომპანიის ქსელთან მიერთებული ნებისმიერი საკუთარი ან დროებით სარგებლობაში გადაცემული ტერმინალური მოწყობილობა ნებისმიერი უნებართვო ჩართვისა და გამოყენებისაგან, ასევე არ დაუშვას კომპანიის მიერ მისთვის გამოყოფილი ნუმერაციის რესურსის შეცვლა. აბონენტი უპირობოდ აღიარებს მის პასუხისმგებლობას აღნიშნული ქმედებების შედეგად, კომპანიის მიმართ წარმოქმნილ ნებისმიერი სახის დავალიანებაზე ან/და მიყენებულ ზარალზე.
6.9. ხელშეკრულებით და მისი დანართებით გაუთვალისწინებელი გარემოებების დადგომის შემთხვევაში მხარეები ხელმძღვანელობენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, უპირველეს ყოვლისა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
6.10. ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებულ ყველა დავას, უთანხმოებას და პრეტენზიას მხარეები წყვეტენ ურთიერთმოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, აბონენტს შეუძლია ერთჯერადად მიმართოს ოპერატორის აბონენტთა პრეტენზიების განყოფილებას.
6.11. მომსახურების პირობებთან დაკავშირებული პრეტენზიები მხარეებმა შეიძლება ერთმანეთს წაუყენონ წერილობით ან/და ზეპირად. აბონენტს შეუძლია პრეტენზია ოპერატორს წარუდგინოს ზეპირად, ოპერატორის მუდმივმოქმედი ცხელი ხაზის საშუალებით, ხოლო აბონენტის წერილობითი პრეტენზია/საჩივარი შედგენილი უნდა იქნას განცხადების სახით და წარედგინოს/მიეწოდოს ოპერატორს ადმინისტრაციული ოფისის მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, N66 xxxx xxxxxxxxxx გამზირი, აბონენტთა პრეტენზიების განყოფილებას ან/და ელექტრონულად, ოპერატორის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ საკონტაქტო/პრეტენზიების წარდგენის ველში. პრეტენზიაში აბონენტმა უნდა მიუთითოს ვინაობა, მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია. პრეტენზიაში მკაფიოდ და სრულყოფილად უნდა იყოს ჩამოყალიბებული თუ რა მიაჩნია აბონენტს ოპერატორის მხრიდან არასწორ ან არასამართლიან ქმედებად, მოთხოვნა და გარემოებები, რომელსაც მოთხოვნა ეფუძნება. აბონენტის მიერ წარდგენილი პრეტენზია განხილული იქნება კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.
6.12. მხარეებს, შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში ნებისმიერ დროს შეუძლიათ მიმართონ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს (კომპეტენციას დაქვემდებარებულ საკითხებზე) ან საქართველოს სასამართლოს.
6.13. მხარეთა შეთანხმებით წინამდებარე ხელშეკრულების შესრულების ადგილად მიჩნეულია ოპერატორის იურიდიული მისამართი. შესაბამისად, მხარეები თანხმდებიან და აღიარებენ, რომ
ხელშეკრულების საფუძველზე დავის წარმოშობის/არსებობის შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია წარმოადგენს დავის განმხილველ განსჯად სასამართლოს.
7. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტის პირობები
7.2. ხელშეკრულება მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით, მისი ხელშეკრულების ან/და პირობების შესაბამისად შეწყვეტამდე.
7.3. ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ვადაზე ადრე:
7.3.1. ოპერატორის მიერ, აბონენტის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისას;
7.3.2. ოპერატორის მიერ, ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ აბონენტისათვის კანონმდებლობით ან/და წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი ფორმით გაგზავნილი შეტყობინების მიღებიდან საამისოდ დადგენილ ვადაში აბონენტის მიერ ცვლილებებზე უარის გაცხადებისას;
7.3.3. ოპერატორის მიერ, თუ აბონენტის სატელეკომუნიკაციო მოწყობილობა ზიანს აყენებს ოპერატორის ქსელს ან იწვევს მის ქსელში საზიანო ხელშეშლებს;
7.3.4. ოპერატორის მიერ 151-ე კალენდარულ დღეს, თუ აბონენტი
150 კალენდარული დღის განმავლობაში უწყვეტად არ სარგებლობს „ოპერატორის“ ფასიანი სერვისებით ან შემომავალი ზარით, არ ხარჯავს ბონუსებს ან/და არ ახდენს ბალანსის შევსებას. ასეთ შემთხვევაში, ოპერატორი უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს ნომერი;
7.3.5. აბონენტის მიერ, დავალიანების სრულად დაფარვის და მომსახურების აპარატურის (ასეთი არსებობის შემთხვევაში) დაბრუნების და სხვა ვალდებულებების სრულად შესრულების შემთხვევაში, ოპერატორის მიერ განსაზღვრულ სერვის ცენტრში წერილობითი განცხადებით;
7.3.6. აბონენტის დროებით სარგებლობაში გადაცემული ნომრის ამ ხელშეკრულებითა და რეგლამენტით განსაზღვრული წესით სხვა ოპერატორის ქსელში პორტირებით;
7.3.7. ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.
7.4. ხელშეკრულების სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტა არ ათავისუფლებს აბონენტს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებისაგან (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ხელშეკრულების შეწყვეტამდე მიღებული მომსახურების საფასურის სრულად გადახდის ვალდებულებისაგან).
7.5. „ხელშეკრულების“ შეწყვეტის შედეგად, აბონენტის ანგარიშის გაუქმების შემთხვევაში, მის ანგარიშზე არსებული თანხა (აბონენტის მიერ დეპოზიტზე დასმული გაუხარჯავი თანხა) ინახება ხელშეკრულების შეწყვეტიდან არანაკლებ 3 წლის ვადით. აღნიშნული ვადის განმავლობაში, მომსახურების ხელახალი აქტივაციის შემთხვევაში, აბონენტს გაუხარჯავი თანხა უბრუნდება დადებითი ბალანსის სახით. სხვა შემთხვევაში (ანუ როდესაც აბონენტი არ ითხოვს ხელახალ აქტივაციას), აბონენტს თანხა დაუბრუნდება ოპერატორისათვის წერილობითი განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში, მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე (აბონენტმა უნდა წარმოადგინოს საბანკო რეკვიზიტები ბანკის მიერ გაცემული დოკუმენტის სახით).
7.6. სააბონენტო ანგარიშზე არსებული ერთეულები (ოპერატორის მიერ აბონენტისათვის დარიცხული ქულები, ბონუსი ან ნებისმიერი
წამახალისებელი ან სხვა ტიპის ბენეფიტი) უქმდება/არ ექვემდებარება დაბრუნებას ან კონვერტაციას თანხაში, თუ ოპერატორის მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.
8. პორტირება
8.1. აბონენტს უფლება აქვს შეცვალოს ოპერატორი სხვა ოპერატორით
(მიმღები ოპერატორი) ნომრის/ინდექსის შენარჩუნებით;
8.2. პორტირების განსახორციელებლად აბონენტი განცხადებით მიმართავს მიმღებ ოპერატორს;
8.3. განცხადების წარდგენის მომენტიდან პორტირების განხორციელებამდე, აბონენტი ვერ შეძლებს სააბონენტო ნომრის გადაფორმებას სხვა პირზე, ასევე ხელშეკრულების შეწყვეტას ოპერატორთან;
8.4. ინფორმაციას პორტირების ზუსტი თარიღის და დროის შესახებ აბონენტს გააცნობს მიმღები ოპერატორი;
8.5. სააბონენტო ნომრის პორტირება ვერ განხორციელდება თუ:
8.5.1. სააბონენტო ნომერი, რომლის პორტირებასაც ითხოვს განმცხადებელი ეკუთვნის სხვა პირს, ან განაცხადი წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ, ან სააბონენტო ნომრის მფლობელი დაუდგენელია;
8.5.2. აბონენტს უკვე წარდგენილი აქვს განცხადება იგივე სააბონენტო ნომრის სხვა მიმღებ ოპერატორთან პორტირების თაობაზე;
8.5.3. სააბონენტო ნომრის შეძენიდან, ან სააბონენტო ნომრის ბოლო პორტირებიდან არ გასულა 30 დღე;
8.5.4. აბონენტს, იმ სააბონენტო ნომერზე, რომლის პორტირებასაც ითხოვს, ოპერატორისგან მიღებულ მომსახურებაზე აქვს დავალიანება, ან/და დავალიანების გამო შეზღუდული აქვს მომსახურების მიწოდება;
8.6. აბონენტი უფლებამოსილია სააბონენტო ნომრის ფიზიკური პორტირებისთვის განსაზღვრულ დრომდე, 1 საათით ადრე უარი განაცხადოს პორტირებაზე, მიმღებ ოპერატორთან შესაბამისი განცხადების წარდგენით.
8.7. იმ შემთხვევაში, თუ პორტირების შემდგომ აღმოჩნდა, რომ აბონენტს აქვს დავალიანება ოპერატორთან, აღნიშნული დავალიანების დაფარვა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ოპერატორის მომსახურების ოფისებში. დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში პორტირებულ ნომერზე მომსახურება შეიზღუდება.
8.8. პორტირების მომენტში სააბონენტო ანგარიშზე არსებული თანხა გადაერიცხება მიმღებ ოპერატორს.
9. აბონენტის პერსონალური ინფორმაცია
9.1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისა და მისი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით ოპერატორი როგორც პირადად, ასევე მისი უფლებამოსილი პირების მეშვეობით, ამუშავებს აბონენტის პერსონალურ მონაცემებს, ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტიდან, კანონმდებლობით განსაზღვრული დროით, რომლის მანძილზეც ოპერატორი ვალდებულია შეინახოს აბონენტისა და მისთვის მომსახურების გაწევის შესახებ ინფორმაცია;
9.2. მონაცემებს ოპერატორი ამუშავებს, როგორც ავტომატური ისე არა ავტომატური საშუალებების გამოყენებით. დამუშავებაში მოიაზრება შემდეგი ქმედებები: შეგროვება, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოყენება ან გამჟღავნება/გადაცემა, დეპერსონალიზაცია, დაბლოკვა, წაშლა, ან განადგურება;
9.3. ოპერატორი ამუშავებს აბონენტის შესახებ შემდეგ ინფორმაციას: სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, პირად ნომერს, მისამართს,
სააბონენტო ნომერს, სიმ-ბარათის ნომერს, xxxxxxxx xxxxxx, ელ. ფოსტას, კომუნიკაციის წყაროს და იდენტიფიცირებისთვის საჭირო მონაცემებს; კომუნიკაციის თარიღის, დროისა და ხანგრძლივობისთვის საჭირო მონაცემებს; კომუნიკაციის სახის, მისი აღჭურვილობის ან შესაძლო აღჭურვილობის ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემებს; საბილინგო ინფორმაციას, რომელიც მოიცავს ტრაფიკის შესახებ მონაცემებს;
9.4. მონაცემებს ოპერატორი ამუშავებს აბონენტისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის, მისი ხარისხის განსაზღვრის, მარკეტინგული კვლევების, პროდუქტებისა და მომსახურების განვითარების, მომსახურების გაუმჯობესების, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის, ადმინისტრირების, საკრედიტო ინფორმაციის მართვის და თაღლითური ქმედებათა თავიდან აცილების მიზნებისთვის.
9.5. აღნიშნული ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით, მონაცემებს ოპერატორის სახელით ამუშავებენ ასევე უფლებამოსილი პირები, მათთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის არსებით პირობას წარმოადგენს აბონენტთა მონაცემების კონფიდენციალურობა და მათი დამუშავებისას უსაფრთხოების დაცვა.
9.6. აბონენტი ეთანხმება და უფლებას აძლევს ოპერატორს, მასზედ რომ მისი პერსონალურ მონაცემები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ ოპერატორმა გაუმჟღავნოს მისი ჯგუფის კომპანიებს, კომერციულ და როუმინგ პარტნიორებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სხვა ავტორიზებულ ოპერატორებს და მესამე პირებს, მათ შორის საკრედიტო ბიუროებს, რომელთაც ოპერატორისგან მინიჭებული აქვთ დავალიანების ამოღების უფლება და კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით სახელმწიფო ორგანოებს.
9.7. ხელშეკრულების ხელმოწერით აბონენტი ეთანხმება ოპერატორის და მისი პარტნიორი კომპანიების საქმიანობის, ტარიფებისა და მომსახურებების შესახებ, ასევე მესამე პირთა პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ სარეკლამო/საინფორმაციო ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინებების მიღებას;
9.8. აბონენტს ნებისმიერ დროს შეუძლია უარი თქვას პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის მისი მონაცემების დამუშავებაზე.
9.9. აბონენტს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული მონაცემების შესახებ, საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება.
10. განცხადებები და გარანტიები
10.1. „ხელშეკრულებაზე“ ხელმოწერით „აბონენტი“ ადასტურებს, რომ მას გააჩნია სრული უფლებამოსილება გააფორმოს წინამდებარე ხელშეკრულება. ასევე „აბონენტი“ აღიარებს და ადასტურებს, რომ მას მოპოვებული აქვს ყველა საჭირო თანხმობა თუ ნებართვა, რომელიც აუცილებელია ამგვარი „მომსახურებების“ მის სახელზე დასარეგისტრირებლად (გასაფორმებლად).
10.2. „ხელშეკრულება“ მასში გათვალისწინებული ვალდებულებებითა და უფლებებით ვრცელდება და სავალდებულოა შესასრულებლად
„მხარეთა“ უფლებამონაცვლეებისა თუ მემკვიდრეებისათვის/ სამართალმემკვიდრეებისათვის.
10.3. აბონენტი ეთანხმება (შემდგომი დამატებითი აქცეპტის ან/და თანხმობის გარეშე) ოპერატორის მიერ მისთვის გამოყოფილი ნუმერაციის რესურსის ცვლილებას, თუ ამგვარი ცვლილება გამოწვეულია/განპირობებულია ოპერატორის ან/და სხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემული შესაბამისი აქტით. თუ აბონენტი არ ეთანხმება აღნიშნულ ცვლილებებს, ოპერატორი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება ამავე ხელშეკრულების და რეგლამენტის პირობების შესაბამისად.
10.4. „აბონენტი“ არ არის უფლებამოსილი ოპერატორის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე მესამე პირს გადასცეს მის მიერ
„ხელშეკრულებით“ ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულება ან მასზე მინიჭებული უფლება (გარდა „აბონენტის“ მიერ სააბონენტო თანხის გადახდის ვალდებულებისა).
10.5. „მხარეები“ ადასტურებენ, რომ „ხელშეკრულების“ შინაარსი ზუსტად გამოხატავს „მხარეთა“ ნებას და რომ მათ მიერ ნების გამოვლენა მოხდა “ხელშეკრულების” შინაარსის გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ სიტყვა-სიტყვითი აზრიდან.
10.6. „აბონენტი“ აცხადებს და ადასტურებს, რომ ის გაეცნო და ეთანხმება ხელშეკრულებას მისი დანართებითურთ, ასევე ოპერატორის მიერ
„მომსახურების“ გაწევის ამ „ხელშეკრულებითა“ და მისი დანართებით გათვალისწინებულ წესსა და პირობებს. „აბონენტი“ აცხადებს, რომ შეასრულებს „ხელშეკრულების“ პირობებს;
10.7. „აბონენტი“ აცხადებს, რომ მის მიერ წარმოდგენილი მონაცემები, მათ შორის რეკვიზიტები, ზუსტია.
10.8. „აბონენტი“ ვალდებულია ოპერატორს დაუყოვნებლივ აცნობოს რეკვიზიტების ცვლილების შესახებ ოპერატორის სატელეფონო ცხელ ხაზზე, დარეკვით ან სერვის-ცენტრში წერილობითი განაცხადის საშუალებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპერატორი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას „აბონენტის“ მისთვის ცნობილ ბოლო მისამართზე გაგზავნილი შეტყობინების შედეგად წარმოშობილ ნებისმიერი სახის შესაძლო ზიანსა თუ ზარალზე.
დანართი სატარიფო გეგმა
სტანდარტული ტარიფები | ტარიფი |
წუთი ყველა ოპერატორთან საქართველოში | 24 თეთრი |
SMS-ის გაგზავნა საქართველოში | 6 თეთრი |
SMS-ის გაგზავნა საზღვარგარეთ | 24 თეთრი |
მობილური ინტერნეტი, 1მბ (დამრგვალება 10კბ) | 70 თეთრი |
ვიდეო ზარი | 24 თეთრი |
Hallo Starter (xxxx xxxxxxxx ) | 1 ლარი |
გამოყენების ვადა | 30 დღე |
შიდა ქსელში | 11 თეთრი |
ზარი ყველა ადგილობრივ ოპერატორთან საქართველოში* | 11 თეთრი |
ზარის წამოწყება | 11 თეთრი |
SMS ფასი | 3 თეთრი |
Hallo Voyager 1 (xxxx xxxxxxxx 1) | 15 ლარი |
გამოყენების ვადა | 15 დღე |
საერთაშორისო მიმართულება* | 15 წუთი |
ლოკალური წუთი ** | 30 წუთი |
მობილური ინტერნეტი | 4,000 MB |
sms *** | ულიმიტო |
Hallo Voyager 2 (xxxx xxxxxxxx 2) | 30 ლარი |
გამოყენების ვადა | 15 დღე |
საერთაშორისო მიმართულება* | 30 წუთი |
ლოკალური წუთი ** | ულიმიტო |
მობილური ინტერნეტი | ულიმიტო |
sms *** | ულიმიტო |
Hallo MIX 7 (xxxx xxxx 7) | 7 ლარი |
გამოყენების ვადა | 30 დღე |
წუთი ყველა ოპერატორთან საქართველოში | 150 წუთი |
ინტერნეტი | 300 MB |
ტარიფი ბონუსის ამოწურვის სემთხვევაში | 1MB - 15 თეთრი |
SMS | 1000 |
Hallo infinity 23 (xxxx xxxxxxxx 23 ) | 23 ლარი |
გამოყენების ვადა | 30 დღე |
წუთი ყველა ოპერატორთან საქართველოში | ულიმიტო |
ინტერნეტი | 1 GB |
ტარიფი ვადის ბონუსის ამოწურვის სემთხვევაში | 1MB - 1 თეთრი |
SMS | ულიმიტო |
Hallo infinity 33 (xxxx უსასრულო 33 ) | 33 ლარი |
გამოყენების ვადა | 30 დღე |
წუთი ყველა ოპერატორთან საქართველოში | ულიმიტო |
ინტერნეტი | 7 GB |
ტარიფი ბონუსის ამოწურვის სემთხვევაში | 1MB - 1 თეთრი |
SMS | ულიმიტო |
Hallo infinity 53 (xxxx უსასრულო 53 ) | 53 ლარი |
გამოყენების ვადა | 30 დღე |
წუთი ყველა ოპერატორთან საქართველოში* | უსასრულო |
ინტერნეტი | უსასრულო |
sms** | უსასრულო |
Internet package (ინტერნეტ პაკეტი ) 1 | 30 დღე |
800 MB | 5.0 ლარი |
2000 MB | 8.0 ლარი |
4000 MB | 11.0 ლარი |
6000 MB | 16.0 ლარი |
12 000 MB | 19.0 ლარი |
35 000 MB | 36.0 ლარი |
Internet package ( xxxxxxx xxxxxxx xxxxxx ) 2 | ფასი |
1 დღე | 2 ლარი |
5 დღე | 7 ლარი |
7 დღე | 9 ლარი |
30 დღე | 32 ლარი |
Minute packageწუთობრივი პაკეტები | 30 დღე |
50 წთ | 3.0 ლარი |
100 წთ | 5.0 ლარი |
300 წთ | 10.0 ლარი |
500 წთ | 15.0 ლარი |
(SMS package) სმს პაკეტები | 30 დღე |
150 SMS | 1.5 ლარი |
500 SMS | 3.0 ლარი |
ულიმიტო | 7.0 ლარი |