სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N6/ბ (გამარტივებული შესყიდვა)
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N6/ბ (გამარტივებული შესყიდვა)
ერთი მხრივ, სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემია (შემდგომში ,,შემსყიდველი’’) წარმოდგენილი მისი დირექტორის xxxxxx xxxxxxxxx სახით და მეორე მხრივ, შპს ,,მაგთიკომი“, (შემდგომში მიმწოდებელი) წარმოდგენილი მისი გენერალური დირექტორის მოადგილის xxxxx xxxxxxx სახით, ორივე ერთად წოდებული როგორც „მხარეები“, ვმოქმედებთ რა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ს1“ თანახმად, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
1.1. მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას გაუწიოს დანართი N1-ით გათვალისწინებულ ნომერ(ებ)ზე მობილური ინტერნეტ მომსახურება, მომსახურების მიწოდების სტანდარტული პირობების (რომელიც მოცემულია მიმწოდებლის ვებ- გვერზე: xxx.xxxxxxxx.xx) და წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო შემსყიდველი იღებს ვალდებულებას გადაიხადოს მომსახურების საფასური წინამდებარე ხელშეკრულების დებულებათა შესაბამისად.
2. შესყიდვის ობიექტი
2.1. მოდემ(ებ)ის გადაცემა ამ ხელშეკრულების დანართი N1-ით გათვალისწინებული პირობებით და ინტერნეტ მომსახურების შესყიდვა CPV - 72400000.
2.2. შესყიდვის ობიექტის ფასი განისაზღვრება ეროვნულ ვალუტაში.
2.3. დაფინანსების წყარო - სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები.
3. ხელშეკრულების საერთო ღირებულება
3.1 ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს - 1532 (ათას ხუთას ოცდათორმეტი) ლარს.
3.2 მოდემის და მომსახურების ღირებულება/ინტერნეტ პაკეტების ღირებულება და პირობები განისაზღვრება წინამდებარე ხელშეკრულების დანართი N1-ით.
4. შესყიდვის ობიექტის ხარისხი და გარანტია
4.1 მიმწოდებელი იძლევა გარანტიას, რომ შესყიდვის ობიექტის ხარისხი დააკმაყოფილებს მხარეთა მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით შეთანხმებულ პირობებს. მობილური ინტერნეტ მომსახურების ხარისხობრივი მაჩვენებელი მოცემულია დანართ N1-ში.
4.2 მომსახურება ხელმისაწვდომია დღე-ღამის 24 საათის განმავლობაში, უწყვეტად გარდა გადაუდებელი სარემონტო და პროფილაქტიკური სამუშაოების მიმდინარეობისა და შეესაბამება კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მიერ დადგენილ ტექნიკურ ნორმებს, სტანდარტებს და მიმწოდებლის ლიცენზიის პირობებს 4.3 და 4.4 პუნქტებით და ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა გამონაკლისი შემთხვევების გათვალისწინებით.
4.3 რადიოტალღების ბუნებრივი გავრცელების თავისებურებების გამო, მომსახურება შესაძლებელია არ იყოს უწყვეტი ან შეუფერხებელი, რადიოსატელეფონო სიგნალი შეიძლება დაიკარგოს ან მომსახურების ხარისხი შესაძლებელია გაუარესდეს, განსაკუთრებით შენობებთან, შენობებში, გვირაბებში ან სხვა მიწისქვეშა ნაგებობებში ან მომსახურების მიღების ადგილის გეოგრაფიული, მეტეოროლოგიური ან სხვაგვარი თავისებურებებიდან გამომდინარე.
4.4 მიმწოდებელი არ არის პასუხისმგებელი მომსახურების შეფერხებების ან ნაკლოვანებებისათვის, იმ შემთხვევაში თუ მომსახურების მისაღებად შემსყიდველი იყენებს გაუმართავ, დაზიანებულ მოდემს ან თუ ეს უკანასკნელი მოდიფიცირებულია ან გარემონტებულია მწარმოებლის არაავტორიზებული წარმომადგენლის მიერ და მასთან შეთანხმების გარეშე.
5. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილი, ვადები და პირობები
5.1 წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის ორმხრივად ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2022 წლის 31 იანვრამდე.
5.2 მომსახურების გაწევის ვადები: 2021 წლის 23 თებერვლიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
5.3 მომსახურების (შესყიდვის ობიექტის) მიღება ხორციელდება მიმწოდებლის სიგნალის დაფარვის ზონაში.
6. ანგარიშსწორების ფორმა და ვადები
6.1 შემსყიდველის მიერ მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორცილედება ეროვნულ ვალუტაში, უნაღდო ანგარიშსწორების წესით, დანართში N1-ში მითითებული ფასების და პირობების შესაბამისად.
6.2 გაწეული მომსახურების, მათ შორის, დამატებით მომსახურებების მოცულობისა და ოდენობის განსაზღვრა და დაანგარიშება ხორციელდება მიმწოდებლის საბილინგო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით. გაწეული მომსახურების საფასურთან, მოცულობასთან ან მის ოდენობასთან, შემსყიდველის მხრიდან პრეტენზიის არსებობისას, მომსახურების საფასურის დაანგარიშების საფუძველს წარმოადგენს მიმწოდებლის საბილინგო სისტემის მონაცემები.
7. მხარეთა უფლება-მოვალეობები
7.1 შემსყიდველი უფლებამოსილია:
საკუთარი შეხედულებისამებრ აირჩიოს ინტერნეტ პაკეტები;
7.1.1 1.1.2 პუნქტის წესის დაცვით შეატყობინოს მიმწოდებელს მომსახურების მიწოდების შეფერხების/ხარვეზების შესახებ;
7.1.2 ისარგებლოს პორტალით, რომელიც წარმოადგენს თვითმომსახურების პროგრამას/აპლიკაციას, რომლის გამოყენებით შემსყიდველს საშუალება აქვს, მიმწოდებლის მიერ დადგენილი წესების და პირობების შესაბამისად, ისარგებლოს ხელმისაწვდომი დისტანციური ოპერაციებით, მათ შორის მომსახურების შეძენის და სხვა ფუქციებით, რომელსაც მიმწოდებელი დრო და დრო შესთავაზებს შემსყიდველს. პორტალის საშუალებით ინფორმაციის/მომსახურებების მიღებისათვის შესაძლოა გათვალისწინებული იყოს გარკვეული საფასური, შეზღუდვა გარკვეული სერვისის/ინფორმაციის მიღებაზე, ისევე როგორც დამატებითი დაცვითი საშუალებები.
7.2 შემსყიდველი ვალდებულია:
7.2.1 გადაიხადოს მომსახურების საფასური წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და ტარიფების შესაბამისად.
7.2.2 დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს ერთი კვირის განმავლობაში წერილობით აცნობოს მიმწოდებელს ამ ხელშეკრულებაში მითითებულ მის რეკვიზიტებში ცვლილებების შეტანის შესახებ;
7.2.3 მიღებული მომსახურების საფასურთან ერთად გადაუხადოს მიმწოდებელს 112-ს მომსახურების საფასური.
7.3 მიმწოდებელი უფლებამოსილია:
7.3.1 ცალმხრივად შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, შემსყიდველი თავისი საქმიანობის განხორციელებისას მოახდენს მიღებული მომსახურების მიწოდებას ნებისმიერი ფორმით მესამე პირებისათვის;
7.3.2 ცალმხრივად დაადგინოს ან/და შეცვალოს მომსახურების პირობები, სახეები, წესები, ტარიფები, საფასური გადახდის წესები და სხვა პირობები. ნებისმიერი ცვლილების შესახებ, შემსყიდველს ეცნობება წერილობით ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით ასეთი ცვლილების ძალაში შესვლამდე 10 სამუშაო დღით ადრე. შემსყიდველის შეტყობინება ცვლილების თაობაზე სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცვლილება შემსყიდველისთვის აუარესებს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;
7.3.3 დროებით, ნაწილობრივ ან სრულად შეაჩეროს მომსახურების მიწოდება, იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების მიღებისას: ზიანი ადგება მიმწოდებელს, სხვა აბონენტებს ან მესამე პირებს; მოდემით ან საიდენტიფიკაციო კოდის გამოყენებით ხდება ქსელში უნებართვო ჩართვა, ხორციელდება მრავალჯერადი მცდელობები არარსებული გადახდის ბარათის გააქტიურების მიზნით; ხორციელდება სპამის, დაუშვებელი პროდუქციის, კომპიუტერული ვირუსის, თაღლითური, ან მავნე პროგრამების გავრცელება, ან შემსყიდველი არღვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან მიმწოდებლის ვებ-გვედზე გამოქვეყნებულ კეთილსიდისიერი სარგებლობის წესებს;
7.3.4 მოახდინოს შემსყიდველის ცალკეული მომსახურებების სახეებთან, მის ფრაგმენტებთან, განსაზღვრულ საინფორმაციო რესურსებთან, მათ შორის საინფორმაციო მომსახურების ცენტრთან, ინტერნეტ-მისამართებთან, განსაზღვრულ ქსელებთან, სერვერებთან წვდომის და სარგებლობის შეჩერება/შეზღუდვა ან მოახდინოს ინტერნეტ მისამართების და დომენების ბლოკირება, იმ შემთხვევაში თუ ადგილი აქვს კანონმდებლობის დარღვევას.
7.3.5 ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება შემსყიდველის მხრიდან 7.3.3 პუნქტის დაღვევის შემთხვევაში, თუ 7.3.3 პუნქტის შესაბამისად შეზღუდული მომსახურების შემსყიდველის მოთხოვნით განახლების შემთხვევაში, შემსყიდველი განმეორებით მოახდენს ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებისა და მოთხოვნების დარღვევას.
7.3.6 ანგარიშსწორების ვადის დაგვიანების ან ინტერნეტ პაკეტით გათვალისწინებული მოცულობის ამოწურვის შემთხვევაში, შეზღუდოს მომსახურების მიწოდება. მომსახურების მიწოდება განახლდება, მხოლოდ ანგარიშსწორების განხორციელების/მომსახურების პაკეტის შეძენის შემთხვევაში.
7.3.7 მომსახურების შეზღუდვის საფუძვლის 45 დღის განმავლობაში არ აღმოფხვრის შემთხვევაში, შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება.
7.4 მიმწოდებელი ვალდებულია:
7.4.1 სარგებლობის უფლებით გადასცეს სიმ-ბარათი, სადაც გააქტიურებული იქნება დანართ N1-ით გათვალისწინებული სააბონენტო ნომერი;
7.4.2 აღმოფხვრას მომსახურებაში არსებული შეფერხებები და აღადგინოს ქსელის ნორმალურ რეჟიმში ფუნქციონირება გონივრულ ვადებში, ტექნიკური შესაძლებლობების და მის ხელთ არსებული რესურსების ფარგლებში, მაგრამ არაუგვიანეს მიზეზის წარმოშობიდან 12 საათის განმავლობაში ან კანონმდებლობით დადგენილ ვადაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
7.4.3 დაიცვას მომსახურებაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ტექნიკური ნორმები;
7.4.4 მომსახურების მიწოდება დაიწყოს (ქსელში ჩართვა) დანართ N1-ით გათვალისწინებული ქსელში ჩართვის საფასურის გადახდიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღეს, თუ მხარეთა შორის სხვა რამ არ იქნება გათვალისწინებული;
7.4.5 მომსახურების მიწოდების შეფერხების, მიუწოდებლობის ან უხარისხოდ მიწოდების შემთხვევაში, გადაუხადოს შემსყიდველს კომპენსაცია უკანასკნელ საანგარიშო პერიოდში შემსყიდველის მიერ 1 საათის განმავლობაში ფაქტიურად მიღებული მომსახურების საშუალო საფასურის 1 პროცენტის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ საათზე 7.4.2 პუნქტის პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდგომ. ამ პუნქტით გათვალისწინებული საკომპენსაციო მიზნებისათვის 7.4.2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ათვლა დაიწყება, შემსყიდველის მიერ
7.1.2 პუნქტით შესაბამისად, მიმწოდებლისთვის შეტყობინების გაგზავნიდან.
7.5 შემსყიდველი პასუხისმგებელია მოდემითა და მასში მოთავსებული სიმ-ბარათით შესრულებულ მოქმედებებზე და ვალდებულია მისი საშუალებით შეკვეთილი მომსახურებების საფასურის გადახდაზე.
7.6 მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისას კომუნიკაციების სფეროსათვის დამახასიათებელი არაკეთილსინდისიერი ქმედების დაფიქსირების შემთხვევაში, მიიღებენ ყველა ზომას აღნიშნული ქმედების დროულად აღსაკვეთად. ასეთი ქმედების დროულად აღსაკვეთად მიმწოდებელი უფლებამოსილია შეუზღუდოს შემსყიდველს მომსახურების მიწოდება.
7.7 შემსყიდველისთვის ცნობილია, რომ სააბონენტო ნომრები მას გადაეცემა მხოლოდ 1.1 პუნქტში მითითებული მოდემის საშუალებით ინტერნეტ მომსახურების მისაღებად და დაუშვებელია მიმწოდებლის თანხმობის გარეშე სააბონენტო ნომრების სხვა ტერმინალური მოწყობილობაში განთავსება. იმ შემთხვევაში, თუ შემყიდველის მიერ სააბონენტო ნომრები მოთავსებული იქნება მოდემის გარდა, სხვა ტერმინალურ მოწყობილობაში, იმოქმედებს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მიღებული მომსახურების კონკრეტული სტანდარტული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და სტანდარტული ტარიფები. ასეთი ფაქტის დადგომა, გულისხმობს, რომ შემსყიდველი გაცნობილია ასეთი კონკრეტული მომსახურების ხელშეკრულების პირობებს, სტანდარტულ ტარიფებს და უპირობოდ ეთანხმება მათ. ამასთან, აბონენტის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი მომსახურების მიღებისას, მოქმედებს სტანდარტული ტარიფები (მოცემულია ვებ-გვერდზე xxx.xxxxxxxx.xx) ან ოპერატორის მიერ საჯარო შეთავაზებით გათვალისწინებული პირობები, ხოლო სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების ან არასაკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლების მომსახურების მიღებისას იმოქმედებს ამავე კომპანიების მიერ დადგენილი ტარიფები.
7.8 შემსყიდველი პასუხისმგებელია პორტალის საკუთარი ანგარიშის უსაფრთხოებაზე და მისი საშუალებით შეკვეთილ/შეძენილი მომსახურების გადახდაზე. შემსყიდველი პასუხს აგებს პორტალის ანგარიშის არავტორიზებულ გამოყენებაზე, თუ შემსყიდველი რაიმე სახით გაუმჟღავნებს ანგარიშის დეტალებს/მონაცემებს სხვა პირს ან/და თუ შემსყიდველის აპარატურა/ქსელი არ იქნება დაცული ინტერნეტისგან სწორად. შესაბამისად, შემსყიდველი ვალდებულია დაიცვას და არ გაამჟღავნოს პორტალის ანგარიშის ისეთი დეტალები, როგორიცაა მომხმარებლის სახელი ან/და პაროლი.
7.9 მიმწოდებელის უფლებამოსილია მომსახურების გაწევისას უზრუნველყოს უსაფრთხოების სისტემების ფუნქციონირება, რა დროსაც შესაძლებელია ასეთი სისტემის ამოქმედებით შეიზღუდოს წვდომა კონკრეტულ ვებ-გვერდზე/ვებ-საიტზე/ვებ- სივრცეზე, ქსელის რესურსზე, კონკრეტულ IP მისამართებზე, სერვერზე და ასეთ შემთხვევაში მიმდწოდებელი არ არის პასუხისმგებელი მომსახურების ასეთ შეზუდვაზე და არ წარმოშობს შემსყიდველის მხრიდან რაიმე სახის კომპენსაციის ან ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.
8. დაუძლეველი ძალა (ფორს-მაჟორი)
8.1 მხარეები თავისუფლდებიან ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობისაგან, თუ აღნიშნული გამოწვეულია აუცდენელი დაუძლეველი ძალის ზეგავლენით. აღნიშნულის არსებობის შემთხვევაში, მხარე ვალდებულია აცნობოს მეორე მხარეს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეუძლებლობის შესახებ;
8.2 წინამდებარე ხელშეკრულების 8.1 პუნქტში მითითებული დაუძლეველი ძალის არსებობა უნდა დადასტურდეს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
8.3 მიმწოდებელი არ აგებს პასუხს მომსახურების შეფერხებაზე ან შეწყვეტაზე, თუ ეს გამოწვეულია შემსყიდველის მიერ ისეთი სააბონენტო მოწყობილობის გამოყენებით, რომელიც არ შეესაბამება ასეთი მოწყობილობებისათვის დადგენილ ტექნიკურ ნორმებს.
8.4 თუ დაუძლეველი ძალის მოქმედება გრძელდება 30 დღეზე მეტ ხანს, ნებისმიერ მხარეს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.
9. მხარეთა პასუხისმგებლობა
9.1 მხარეთა მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხიმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
9.2 თუ ხელშეკრულების რომელიმე მხარე დაარღვევს წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია შეწყვიტოს ხელშეკრულება ვალდებულების შეუსრულებლობისთვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ (დამატებითი ვადის განსაზღვრისათვის გამოიყენება წერილობითი
ფორმა). თუ ვალდებულების ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელია გამოყენებულ იქნას დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება.
9.3 მიმწოდებელი არ არის პასუხისმგებელი შემსყიდველისთვის ან მესამე პირებისათვის მიყენებულ არაპირდაპირ ზიანზე, მათ შორის, წარმოების ან საქმიანობის შეჩერებაზე, მონაცემთა დაკარგვის, მიუღებელი სარგებლის ან ნაყოფის, ან სხვა არაპირდაპირი დანაკარგისათვის ან მათი შედეგებისათვის.
10. დავები და მათი გადაწყვეტის წესი
10.1 მხარეთა შორის წამოჭრილი დავები გადაწყდება ერთობლივი მოლაპარაკების გზით.
10.2 შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში მხარეები მიმართავენ სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
10.3 მომსახურების არაჯეროვნად მიღებასთან ან ნებისმიერ ხარვეზთან დაკავშირებით შემსყიდველი უფლებამოსილია პრეტენზიით/საჩივრით (ზეპირი ან წერილობითი ფორმით) მიმართოს მიმწოდებელს. წერილობითი პრეტენზია/საჩივარი შედგენილი უნდა იქნას განცხადების სახით და წარედგინოს/მიეწოდოს მიმწოდებელს ადმინისტრაციული ოფისის მისამართზე: ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას #7 აბონენტთა პრეტენზიების განყოფილებას ან მიმწოდებლის ნებისმიერი რეალიზაციისა და აბონენტთა მომსახურების ოფისს. პრეტენზიაში შემსყიდველმა უნდა მიუთითოს ვინაობა, მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია. პრეტენზიაში მკაფიოდ და სრულყოფილად უნდა იყოს ჩამოყალიბებული თუ რა მიაჩნია შემსყიდველს მიმწოდებლის მხრიდან არასწორ ან არასამართლიან ქმედებად, მოთხოვნა და გარემოებები, რომელსაც მოთხოვნა ეფუძნება. წარდგენილი პრეტენზია განხილული იქნება კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.
10.4 მხარეებს შორის უთანხმოების ან დავის წარმოშობისას შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში ნებისმიერი დავა მხარის (პრეტენდენტის) არჩევანით, განსახილველად და საბოლოოდ გადასაწყვეტად შესაძლებელია გადაეცეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედ მომხმარებელთა ინტერესების საზოდოებრივი დამცველის სამსახურს/კომისიას (მათ კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე) ან სასამართლოს (თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია წარმოადგენს დავის განმხილველ განსჯად სასამართლოს). ამასთან, მხარეები თანხმდებიან, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ მიქცეულ იქნება აღსასრულებლად. ყოველგვარი გაუგებრობის გამოსარიცხად, მხარეები თანხმდებიან რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიძლება მიქცეულ იქნას დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ზიანი და მისი ანაზღაურება.
11. სხვა პირობები
11.1 მომსახურების გაწევის სტანდარტული პირობები, წინამდებარე ხელშეკრულება და მისი დანართები (აგრეთვე დანართი, რომელიც შეიძლება მომავალში დაერთოს ხელშეკრულებას) წარმოადგენს ერთიან ხელშეკრულებას და მხარეთა საბოლოო შეთანხმებას ხელშეკრულების საგანთან დაკავშირებით. სტანდარტულ პირობებს, ან სხვა გარიგებებს და წინამდებარე ხელშეკრულების პირობებს შორის წინააღმდეგობების არსებობის შემთხვევაში უპირატესი ძალა ენიჭება წინამდებარე ხელშეკრულებას.
11.2 წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისთვის წერილობით შეტყობინებად მიიჩნევა მხარის მისამართზე გაგზავნილი წერილი. ოპერატიული კავშირის დამყარების მიზნით მხარეები თანხმდებიან, რომ წერილობით შეტყობინებად ასევე მიჩნეულ იქნება მხარის მიერ მეორე მხარისათვის ფაქსის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი შეტყობინება, იმ პირობით, რომ აუცილებლობის შემთხვევაში (მიმწოდებლის მოთხოვნის შემთხვევაში) შეტყობინების ორიგინალი შემდგომში წარედგინება მიმწოდებელს. მხარეები ასევე თანხმდებიან, რომ შემსყიდველი უფლებამოსილია წინასწარ მიანიჭოს მინდობილობა საკუთარ წარმომადგენელს, რომელიც აღჭურვილი იქნება უფლებამოსილებით წარმოადგინოს შემსყიდველი მიმწოდებელთან ურთიერთობაში და მიმართოს მიმწოდებელს როგორც წერილობით, ასევე ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის საშუალებით, მოითხოვოს ხელშეკრულების პირობების ცვლილება დაზუსტება, ნებისმიერი სახის ინფორმაცია (მათ შორის, საბილინგო მონაცემები). მხარეთა მიერ რეკვიზიტების ცვლილების შეუტყობინებლობის შემთხვევაში, ერთი მხარის მიერ მეორე მხარისათვის ბოლოს ცნობილ მისამართზე, ელექტრონულ ფოსტაზე, ფაქსის ნომერზე გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლება მიღებულად. ამ შემთხვევაში შეტყობინება მიღებულად ითვლება გაგზავნის მეორე სამუშაო დღეს. შემსყიდველის წარმომადგენლისთვის (მინდობილი პირისთვის) მინდობილობის გაუქმების შესახებ მიმწოდებლის შეტყობინებამდე, ასეთი წარმომადგენლისაგან მიღებული წერილი/შეტყობინება ჩაითვლება მიღებულად შემსყიდველისაგან.
11.3 არც ერთ მხარეს არა აქვს უფლება გადასცეს მესამე პირს თავისი უფლებები და მოვალეობები, მეორე მხარის თანხმობის გარეშე.
11.4 მესამე პირებთან ურთიერთობაში მხარეები მოქმედებენ თავიანთი სახელით, ხარჯებითა და რისკით.
11.5 წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი ჯარიმის/პირგასამტეხლოს დაკისრება წარმოადგენს მხარეთა უფლება და არა ვალდებულებას დამრღვევი მხარის მიმართ და ამ უფლების რეალიზება შესაძლებელია მხოლოდ წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ამასთან, პირგასამტეხლოს/ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს მხარეს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან.
11.6 მიმწოდებელი პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს მიმწოდებლის ვებ-გვედზე გამოქვეყნებული -
„კონფიდენციალობის პოლიტიკის“ შესაბამისად.
11.7 წინამდებარე ხელშეკრულების მუხლები/პუნქტები დასათაურებულია მხოლოდ ხელშეკრულების შინაარსის აღქმის მოხერხებულობისათვის და გავლენას არ მოახდენს მათ ინტერპრეტირებაზე.
11.8 ხელშეკრულება შედგენილია ელექტრონულად ქართულ ენაზე, ორ ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეულს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა და ინახება ხელშემკვრელ მხარეებთან. წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მიმოწერა შესრულებულ უნდა იყოს ქართულ ენაზე.
12. მხარეთა რეკვიზიტები
შემსყიდველი:
სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემია, გორგასლის ქ. N10
დირექტორი
xxxxxx xxxxxxxx --------------------
მიმწოდებელი:
შპს „მაგთიკომი“, ა. პოლიტკოვსკაიას N7
გენერალური დირექტორის მოადგილე xxxxx xxxxxx ----------------------
შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის 2021 წლის 22 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების დანართი N1
1. მოდემის გადაცემის ფორმა:
დროებით სარგებლობაში x საკუთრებაში 🞎
2. ანგარიშსწორების პირობა:
წინასწარი გადახდა 🞎 შემდგომი გადახდა x
შემდგომი გადახდის პირობისას, მომსახურების საფასური გადახდა წარმოებს მომსახურების გაწევის შემდგომი კალენდარული თვის არაუგვიანეს 25 რიცხვისა, ხოლო თუ ეს თარიღი ემთხვევა არასამუშაო/დასვენების დღეებს, მაშინ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.
3. წინასწარი გადახდის პირობით, ქსელში ჩართვის და მომსახურების საფასურის გადახდა წარმოებს წინასწარ და მომსახურების მიწოდება განხორციმოდემის სერიული ნომერი: 868767035148340
ელდება შეძენილი პაკეტით გათვალისწინებული მოცულობის ამოწურვამდე/ საანგარიშო თვის ბოლო დღემდე (თვის ნებისმიერ პერიოდში ჩართული პაკეტის ამოწურვის ვადა განისაზღვრება კალენდარული თვის ბოლო დღით, კალენდარული თვის ბოლო დღეს პაკეტით გათვალისწინებული ერთეულები უქმდება). ანგარიშსწორება განხორციელებულად მიიჩნევა მიმწოდებლის ანგარიშზე შესაბამისი თანხის ჩარიცხვისას. ამდენად, შემსყიდველი აცნობიერებს, რომ თუ მომსახურება ბანკის მიერ თანხის ჩარიცხვა, ნებისმიერი მიზეზით, არ განხორციელდება პაკეტით გათვალისწინებული მოცულობის ამოწურვამდე/საანგარიშო თვის ბოლო დღემდე, მომსახურების მიწოდება შეიზღუდება.
ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით მიმწოდებლის შემდეგ საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვით:
მიმღები: შპს „მაგთიკომი“, ს/კ 204876606
მომსახურე ბანკი: ვითიბი ბანკი ჯორჯია ცენტრალური ფილიალი ბანკის კოდი: UGEBGE22
ანგარიშის N: XX00XX0000000000000000
4. 4G როუტერი
მომსახურება | ლარი დღგ-ს ჩათვლით |
მოდემის დროებით სარგებლობაში გადაცემა | უფასო |
ქსელში ჩართვის ღირებულება | უფასო |
მოდემის დაზიანების/არ დაბრუნების საკომპენსაციო თანხა | 500 |
5. სააბონენო ნომრები: [708021707];
6. ინტერნეტ პაკეტების საფასური:
პაკეტის მოცულობა | სარგებლობის ღირებულება დღგ-ს ჩათვლით |
1 000 მბ. | 5 |
3 000 მბ. | 9 |
5 000 მბ. | 12 |
20 000 მბ. | 30 |
ულიმიტო | 150 |
8 ინტერნეტ პაკეტების თვის ნებისმიერ პერიოდში ჩართული პაკეტის ამოწურვის ვადა განისაზღვრება კალენდარული თვის ბოლო დღით. დარიცხული საფასური გადაანგარიშდება მიღებული მომსახურების დღეების პროპორციულად. კალენდარული თვის ბოლო დღეს პაკეტით გათვალისწინებული ერთეულები უქმდება.
9 თვის ნებისმიერ პერიოდში ინტერნეტ პაკეტების დამატებით შეძენილი პაკეტის ღირებულება კორპორატიულ ნომერს ჩამოეჭრება სრულად.
10 კალენდარული თვის ნებისმიერ რიცხვში წინამდებარე ხელშეკრულების ან მისი ნაწილის შეწყვეტის შემთხვევაში, აბონენტი ვალდებულია გადაიხადოს აღნიშნულ თვეში მომსახურებით გათვალისწინებული თანხა სრულად.
11 წინასწარ შეძენილი პაკეტის ამოწურვის შემთხვევაში, იმოქმედებს მიმწოდებლის მიერ დაწესებული სტანდარტული ტარიფი - 1 მბ. [10] თეთრი;
12 მობილური ინტერნეტ მომსახურების დაყოვნება შეადგენს < 400 მილიწამს;
13 შემსყიდველი ვალდებულია დროებით სარგებლობაში გადაცემულ მოდემს გაუფრთხილდეს და მოუაროს, ისე როგორც საკუთარს. შემსყიდველს ეკრძალება აპარატურის ნებისმიერი სახითა თუ ფორმით მოდიფიცირება, მათ შორის, საგარანტიო ლუქის მოხსნა, მოწყობილობებისა თუ პროგრამული უზრუნველყოფის ნებისმიერი სახის ცვლილება, მიუხედავად იმისა, იწვევს თუ არა ლუქის მოხსნა, ან ცვლილება სარგებლობაში გადაცემული აპარატურის დაზიანებას;
14 დროებით სარგებლობაში გადაცემული მოდემის დაზიანების/არ დაბრუნების შემთხვევაში, შემსყიდველი ვალდებულია აუნაზღაუროს მიმწოდებელს საკომპენსაციო თანხა ამ დანართში მითთებული ოდენობით, შესაბამისი მოთხოვნიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. ამასთან, დაზიანებულად ჩაითვლება ყველა მოდემი, რომელსაც აქვს ნივთობრივი ნაკლი (გარეგანი დეფექტები, ბზარები და სხვა სახის ზემოქმედების ნიშნები);
15 იმ შემთხვევაში, თუ მოდემის გადაცემიდან 48 საათის განმავლობაში, შემსყიდველი არ გამოთქვამს პრეტენზიას მოდემის მუშაობის ხარისხზე, ჩაითვლება, რომ მოდემი არის უნაკლო. მოდემის გადაცემიდან 48 საათის განმავლობაში, მოდემის მუშაობის თაობაზე შემსყიდველის მიერ პრეტენზიის გამოთქმის შემთხვევაში, მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას გამოასწოროს ასეთი ნაკლი.
შემსყიდველი:
დირექტორი
xxxxxx xxxxxxxx -------------------------
მიმწოდებელი:
გენერალური დირექტორის მოადგილე xxxxx xxxxxx ----------------------
ხელწერილი
ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ