ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები საკრედიტო ხელშეკრულება No -----
ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები საკრედიტო ხელშეკრულება No -----
ქ. ------- --.--.20--
კრედიტის საპროცენტო განაკვეთი კრედიტის საპროცენტო განაკვეთის ტიპი:
(--/--/---- დან --/--/---- ჩათვლით პერიოდში - ფიქსირებული % წლიური;)1
(--/--/---- დან --/--/---- ჩათვლით პერიოდში - ფიქსირებული. -- % წლიური;
--/--/---- დან --/--/---- ჩათვლით პერიოდში - ინდექსირებული. -- % წლიური. (რეფინანსირების განაკვეთს)(EURIBOR-ს)(Term SOFR-ს)(ლიბორს) დამატებული %;)2
(--/--/---- დან --/--/---- ჩათვლით პერიოდში - ინდექსირებული. -- % წლიური. (რეფინანსირების განაკვეთს)(EURIBOR-ს)(Term SOFR-ს)(ლიბორს) დამატებული %;)3
რეფინანსირების განაკვეთის შემთხვევაში:
(ბანკი უფლებამოსილია ცალმხრივად, მრავალჯერადად, მსესხებლის დამატებითი თანხმობის გარეშე, ავტომატურად გაზარდოს/შეამციროს საპროცენტო განაკვეთი იმდენი პროცენტული პუნქტით, რამდენი პროცენტული პუნქტითაც გაიზრდება/შემცირდება რეფინანსირების (მონეტარული პოლიტიკის) განაკვეთი, მაგრამ არანაკლებ წლიური --- %-ისა და არაუმეტეს წლიური %-ისა.)
ლიბორის შემთხვევაში:
(ბანკი უფლებამოსილია ცალმხრივად, მრავალჯერადად, მსესხებლის დამატებითი თანხმობის გარეშე, ავტომატურად ყოველ -- თვეში ერთხელ გაზარდოს/შეამციროს საპროცენტო განაკვეთი იმდენი პროცენტული პუნქტით, რამდენი პროცენტული პუნქტითაც გაიზრდება/შემცირდება ლიბორი, მაგრამ არანაკლებ წლიური --- %-ისა და არაუმეტეს წლიური %-ისა.)
EURIBOR-ის შემთხვევაში:
(ბანკი უფლებამოსილია ცალმხრივად, მრავალჯერადად, მსესხებლის დამატებითი თანხმობის გარეშე, ავტომატურად ყოველ -- თვეში ერთხელ გაზარდოს/შეამციროს საპროცენტო განაკვეთი იმდენი პროცენტული პუნქტით, რამდენი პროცენტული პუნქტითაც გაიზრდება/შემცირდება
„EURIBOR“-ი, მაგრამ არაუმეტეს წლიური --- %-ისა თუ „EURIBOR“-ი ნულზე ნაკლებია, მაშინ
„EURIBOR“-ი ითვლება ნულად.)
Term SOFR-ის შემთხვევაში:
(ბანკი უფლებამოსილია ცალმხრივად, მრავალჯერადად, მსესხებლის დამატებითი თანხმობის გარეშე, ავტომატურად ყოველ -- თვეში ერთხელ გაზარდოს/შეამციროს საპროცენტო განაკვეთი იმდენი პროცენტული პუნქტით, რამდენი პროცენტული პუნქტითაც გაიზრდება/შემცირდება Term SOFR-ი, მაგრამ არანაკლებ წლიური --%-ისა და არაუმეტეს წლიური --%-ისა.)
კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: -- %;
1 თუ სესხი გაიცემა მხოლოდ ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით;
2 თუ სესხი გაიცემა ფიქსირებული და ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთით (შერეულ განაკვეთიანი სესხი);
3 თუ სესხი გაიცემა მხოლოდ ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთით;
(კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ითვლება დაშვებით, რომ ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი ინდექსის ოდენობა უცვლელია ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში;)4
ფინანსური ხარჯები:
ყოველთვიური შენატანები ((ძირითადი თანხა და პროცენტი): ----.-- ლარი/ევრო/აშშ დოლარი. ვადის ბოლოს შენატანი ----.-- ლარი/ევრო/აშშ დოლარი.)5 (თანდართული გრაფიკის შესაბამისად.)6 (შენატანები შეიცვლება ინდექსის ცვლილების შესაბამისად;)7
დაზღვევის ხარჯები:---.--
კრედიტის გაცემის საკომისიო: --.--
თანხის განაღდების საკომისიო: --.--
გადარიცხვის საკომისიო: --.--
უზრუნველყოფის ხელშეკრულების რეგისტრაციის ხარჯი: --.--
ნოტარიული ხარჯი: --.--
სესხის გაცემის საკითხის განხილვის საკომისიო: --.--
სხვა სახელშეკრულებო ინფორმაცია:
კრედიტის მთლიანი თანხის ოდენობა: ლარი/ევრო/აშშ დოლარი
მომხმარებლის მიერ გადასახდელი მთლიანი თანხის ოდენობა: ლარი/ევრო/აშშ დოლარი.
კრედიტის და საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ვადა თვე;
კრედიტის ვადამდე დაფარვის საკომისიო: (ცვლადი საპროცენტო განაკვეთის დარიცხვის პერიოდში, ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილი ვადის მიხედვით: ა) 0% - 6 თვეზე ნაკლები ვადის შემთხვევაში; ბ) 0,5% 6-დან 24 თვემდე ვადის შემთხვევაში; გ) 1% - 24 თვეზე მეტი ვადის შემთხვევაში;) (ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის დარიცხვის პერიოდში, ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილი ვადის მიხედვით: ა) 0% - 6 თვემდე ვადის შემთხვევაში; ბ) 0.5% - 6-დან 12 თვემდე ვადის შემთხვევაში; გ) 1% - 12-დან 24 თვემდე ვადის შემთხვევაში; დ) 2 % - 24 თვეზე მეტი ვადის შემთხვევაში;) (ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის დარიცხვის პერიოდში ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილი ვადის მიხედვით: ა) 0.5% - 6 თვეზე მეტი ვადის შემთხვევაში და 0% - 6 თვეზე ნაკლები ვადის შემთხვევაში;) სესხზე საშეღავათო პერიოდის არსებობისას, პირველ რიგში დაიფარება საშეღავათო პერიოდის განმავლობაში დარიცხული საპროცენტო სარგებელი/პირგასამტეხლო/ნებისმიერი სახის ხარჯი სრულად (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ვადაგადაცილების პირგასამტეხლო: სესხის ვადაგადაცილებული შენატანიდან ძირითადი თანხის
-.-- % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამასთან, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობის დაანგარიშება ყოველი ვადის გადაცილებისას არ უნდა აღემატებოდეს კანონმდებლობით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას;
ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების ცვლილების შემთხვევაში, მომხმარებლის ინფორმირება მოხდება ცვლილებამდე არანაკლებ 2 (ორი) თვით ადრე, ხოლო სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში - არანაკლებ ერთი თვით ადრე წერილობით, ან
4 მხოლოდ ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის მქონე სესხებზე
5 თუ სესხის გრაფიკით განსაზღვრული შენატანები თანაბარია
6 თუ სესხის გრაფიკით განსაზღვრული შენატანები არათანაბარია
7 მხოლოდ ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის მქონე სესხებზე
ელექტრონული ფოსტით, ან ინტერნეტ-ბანკით, ან მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ან სატელეფონო ზარით.
უცხოური ვალუტით აღებული სესხი მომხმარებელს მნიშვნელოვანი რისკის წინაშე აყენებს. ვალუტის კურსის ცვლილებამ შესაძლოა ლარით გამოხატული შენატანები მნიშვნელოვნად გაზარდოს;
კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ლარის შესაძლო 15%-იანი წლიური გაუფასურების შემთხვევაში: -- %;8
(ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ლიბორის 3 პროცენტული პუნქტით ზრდის შემთხვევაში: -- %;) (ეფექტური საპროცენტო განაკვეთი Term SOFR-ის 3 პროცენტული პუნქტით ზრდის შემთხვევაში:
-- %;)
(ეფექტური საპროცენტო განაკვეთი EURIBOR-ის 3 პროცენტული პუნქტით ზრდის შემთხვევაში: --
%;)
(ეფექტური საპროცენტო განაკვეთი რეფინანსირების განაკვეთის 5 პროცენტული პუნქტით ზრდის შემთხვევაში: -- %;)9
მომხმარებელს, უკმაყოფილების ან შენიშვნის არსებობის შემთხვევაში, უფლება აქვს განაცხადოს პრეტენზია ზეპირი, თავისუფალი წერილობითი, სტანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით, ასევე მიმართოს პრეტენზიის წარდგენის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მექანიზმებს. პრეტენზიაზე რეაგირება ხდება მისი მიღებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) თვის ვადაში;
გაეცანით მომხმარებლისათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდსა – www. xxx.xxx.xx/xx – და ცხელ ხაზზე 032 2406406.
8 მონიშნული პუნქტები ეხება მხოლოდ უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხს
9 მხოლოდ ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის მქონე სესხებზე
საკრედიტო ხელშეკრულება No -----
ქ. ------- --.--.20--
მუხლი 1.
1.1. ბანკი: სს "პროკრედიტ ბანკი"; საიდენტიფიკაციო კოდი: 204851197;
1.2. მსესხებელი/მსესხებლები: (სახელი, გვარი/დასახელება, (პ.ნ. / ს.ნ ) მისამართი)
მუხლი 2.
ბანკი გასცემს მსესხებელზე კრედიტს, ამ ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით.
2.1. კრედიტის მთლიანი თანხის ოდენობა: ლარი/ევრო/აშშ დოლარი;
2.2. საპროცენტო განაკვეთი კრედიტის თანხაზე: -- % წლიური.
2.3. კრედიტის საპროცენტო განაკვეთის ტიპი:
(--/--/---- დან --/--/---- ჩათვლით პერიოდში - ფიქსირებული % წლიური;)10
(--/--/---- დან --/--/---- ჩათვლით პერიოდში - ფიქსირებული. -- % წლიური;
--/--/---- დან --/--/---- ჩათვლით პერიოდში - ინდექსირებული. -- % წლიური. (რეფინანსირების განაკვეთს) (EURIBOR-ს)(Term SOFR-ს)(ლიბორს) დამატებული %;)11
(--/--/---- დან --/--/---- ჩათვლით პერიოდში - ინდექსირებული. -- % წლიური. (რეფინანსირების განაკვეთს) (EURIBOR-ს)(Term SOFR-ს)(ლიბორს) დამატებული %;)12
რეფინანსირების განაკვეთის შემთხვევაში:
(საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული რეფინანსირების (მონეტარული პოლიტიკის) განაკვეთი. სესხის გაცემის მომენტისათვის რეფინანსირების (მონეტარული პოლიტიკის) განაკვეთია -- %. ბანკი უფლებამოსილია ცალმხრივად, მრავალჯერადად, მსესხებლის დამატებითი თანხმობის გარეშე, ავტომატურად გაზარდოს/შეამციროს საპროცენტო განაკვეთი იმდენი პროცენტული პუნქტით, რამდენი პროცენტული პუნქტითაც გაიზრდება/შემცირდება რეფინანსირების (მონეტარული პოლიტიკის) განაკვეთი, მაგრამ არანაკლებ წლიური ---
%-ისა და არაუმეტეს წლიური %-ისა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული რეფინანსირების
განაკვეთი (მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი) საჯაროდ ხელმისაწვდომია საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერნეტ გვერდიდან: xxx.xxx.xxx.xx.)
ლიბორის შემთხვევაში:
(აშშ დოლარის -- თვიან დეპოზიტზე ლონდონის ბანკთაშორისი შეთავაზების განაკვეთი (შემდგომში „ლიბორი“). სესხის გაცემის მომენტისათვის (ბრიტანეთის საბანკო ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული, დამრგვალებული მეასედებამდე) ლიბორის საპროცენტო განაკვეთია --- %. ბანკი უფლებამოსილია ცალმხრივად, მრავალჯერადად, მსესხებლის დამატებითი თანხმობის გარეშე, ავტომატურად ყოველ -- თვეში ერთხელ გაზარდოს/შეამციროს საპროცენტო განაკვეთი იმდენი პროცენტული პუნქტით, რამდენი პროცენტული პუნქტითაც გაიზრდება/შემცირდება ლიბორი, მაგრამ არანაკლებ წლიური --- %-ისა და არაუმეტეს წლიური %-ისა.
ლიბორი ქვეყნდება შესაბამისი პერიოდით და ვალუტით ბრიტანეთის საბანკო ასოციაციის მიერ, ლონდონის საერთაშორისო ბირჟაზე მონაწილე, შერჩეული ბანკების მიერ წარმოდგენილ მონაცემებზე დაყრდნობით. მიმდინარე აქტუალური განაკვეთის ნახვა შეიძლება შემდეგი ინტერნეტ გვერდიდან: www.global- xxxxx.xxx/xxxxxxxx-xxxxx/xxxxx/xxxxx.xxxx.)
EURIBOR-ის შემთხვევაში:
(ევროს -- თვიან დეპოზიტზე ევროპის შიდა საბანკო ბაზარზე წამყვანი ბანკების მიერ ქვოტირების საფუძველზე მიღებული (ან დადგენილი) ევროს საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი დამრგვალებული მეასედებამდე (შემდგომში „EURIBOR“). სესხის გაცემის მომენტისათვის „EURIBOR“-ის საპროცენტო განაკვეთია -- %. ბანკი უფლებამოსილია ცალმხრივად, მრავალჯერადად, მსესხებლის დამატებითი თანხმობის გარეშე, ავტომატურად ყოველ -- თვეში ერთხელ გაზარდოს/შეამციროს საპროცენტო განაკვეთი იმდენი პროცენტული პუნქტით, რამდენი პროცენტული პუნქტითაც გაიზრდება/შემცირდება „EURIBOR“-ი, მაგრამ არაუმეტეს წლიური %-ისა
თუ „EURIBOR“-ი ნულზე ნაკლებია, მაშინ „EURIBOR“-ი ითვლება ნულად. XXXXXXX განისაზღვრება იმ პერიოდზე, რომელიც შეესაბამება პროცენტის დარიცხვის მოცემულ პერიოდს და ქვეყნდება ყოველი პროცენტის დარიცხვის პერიოდის დაწყებამდე ორი საბანკო დღით ადრე, ბრიუსელის დროით 11:00 საათზე Reuters Service-ის შესაბამის
10 თუ სესხი გაიცემა მხოლოდ ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით;
11 თუ სესხი გაიცემა ფიქსირებული და ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთით (შერეულ განაკვეთიანი სესხი);
12 თუ სესხი გაიცემა მხოლოდ ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთით;
EURIBOR 01 გვერდზე. მიმდინარე აქტუალური განაკვეთის ნახვა შეიძლება შემდეგი ინტერნეტ გვერდიდან: xxxx://xxx.xxxxxx-xxxxx.xxx/xxxxxxxx-xxxxx/xxxxxxx/xxxxxxx-xxxxxxxx-0-xxxxxx.xxxx.)
Term SOFR შემთხვევაში:
(CME GROUP-ის მიერ გამოქვეყნებულ, აშშ დოლარში დენომინირებული უზრუნველყოფილი ერთდღიანი ბანკთაშორისი დაფინანსების საპროცენტო განაკვეთის (SOFR) საპროგნოზო -- თვიანი საშუალო მაჩვენებელი (შემდგომში „Term SOFR“). სესხის გაცემის მომენტისათვის (CME Group-ის მიერ გამოქვეყნებული, დამრგვალებული მეასედებამდე) Term SOFR-ის საპროცენტო განაკვეთია --%. ბანკი უფლებამოსილია ცალმხრივად, მრავალჯერადად, მსესხებლის დამატებითი თანხმობის გარეშე, ავტომატურად ყოველ -- თვეში ერთხელ გაზარდოს/შეამციროს საპროცენტო განაკვეთი იმდენი პროცენტული პუნქტით, რამდენი პროცენტული პუნქტითაც გაიზრდება/შემცირდება Term SOFR-ი, მაგრამ არანაკლებ წლიური --%-ისა და არაუმეტეს წლიური --
%-ისა. Term SOFR დგინდება ფინანსური ინსტრუმენტების ბაზრის მოლოდინების გათვალისწინებით; კალკულაციის მეთოდი ითვალისწინებს Term SOFR -ის გამოქვეყნების წინა სამუშაო დღეს არსებული ფინანსური ინსტრუმენტების საშუალო საპროცენტო განაკვეთებს, რომლებიც თავის მხრივ ეფუძნება ერთდღიან ბანკთაშორისი დაფინანსების საპროცენტო განაკვეთებს (SOFR). Term SOFR-ი ქვეყნდება შესაბამისი პერიოდით და ვალუტით CME ჯგუფის (CME Group) მიერ. მიმდინარე აქტუალური განაკვეთის ნახვა შეიძლება შემდეგი ინტერნეტ გვერდიდან: xxxxx://xxx.xxxxxxxx.xxx/xxxxxx-xxxx/xxx-xxxxx-xxxxxxxxx-xxxxxxxxxxxxxx/xxxx- sofr.html. მონაცემების განახლება ხდება ყოველდღიურ რეჟიმში.)
2.4. ყოველთვიური შენატანები ((ძირითადი თანხა და პროცენტი): ლარი/ევრო/აშშ დოლარი. ვადის ბოლოს
შენატანი ლარი/ევრო/აშშ დოლარი.)13 (თანდართული გრაფიკის შესაბამისად.)14 (შენატანები შეიცვლება
ინდექსის ცვლილების შესაბამისად;)15
2.5. მომხმარებლის მიერ გადასახდელი მთლიანი თანხის ოდენობა: -- ლარი/აშშ დოლარი/ევრო
2.6. კრედიტის და საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ვადა: თვე;
2.7. კრედიტის მთლიანი თანხიდან ფინანსური ხარჯების გამოკლებით დარჩენილი გასატანი თანხის ოდენობა: --;
2.8. კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: -- %; (კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ითვლება დაშვებით, რომ ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი ინდექსის ოდენობა უცვლელია ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.)16
(ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ლიბორის 3 პროცენტული პუნქტით ზრდის შემთხვევაში: -- %;) (ეფექტური საპროცენტო განაკვეთი Term SOFR-ის 3 პროცენტული პუნქტით ზრდის შემთხვევაში: -- %;) (ეფექტური საპროცენტო განაკვეთი EURIBOR-ის 3 პროცენტული პუნქტით ზრდის შემთხვევაში: -- %;)
(ეფექტური საპროცენტო განაკვეთი რეფინანსირების განაკვეთის 5 პროცენტული პუნქტით ზრდის შემთხვევაში: -
2.9. კრედიტის გაცემის საკომისიო: --.--
2.10. დაზღვევის ხარჯი: --
2.11. თანხის განაღდების საკომისიო: --.--
2.12. გადარიცხვის საკომისიო: --.--
2.13. უზრუნველყოფის ხელშეკრულების რეგისტრაციის ხარჯი: --
2.14. ნოტარიული ხარჯი: --
2.15. სესხის გაცემის საკითხის განხილვის საკომისიო: --
2.16. კრედიტის ვადამდე დაფარვის საკომისიო: (ცვლადი საპროცენტო განაკვეთის დარიცხვის პერიოდში, ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილი ვადის მიხედვით: ა) 0% - 6 თვეზე ნაკლები ვადის შემთხვევაში; ბ) 0,5% 6-დან 24 თვემდე ვადის შემთხვევაში; გ) 1% - 24 თვეზე მეტი ვადის შემთხვევაში;) (ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის დარიცხვის პერიოდში, ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილი ვადის მიხედვით: ა) 0% - 6 თვემდე ვადის შემთხვევაში; ბ) 0.5% - 6-დან 12 თვემდე ვადის შემთხვევაში; გ) 1% - 12-დან 24 თვემდე ვადის შემთხვევაში; დ) 2 % - 24 თვეზე მეტი ვადის შემთხვევაში;) (ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის დარიცხვის პერიოდში ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილი ვადის მიხედვით: ა) 0.5% - 6 თვეზე მეტი ვადის შემთხვევაში და 0% - 6 თვეზე ნაკლები ვადის შემთხვევაში;)
13 თუ სესხის გრაფიკით განსაზღვრული შენატანები თანაბარია
14 თუ სესხის გრაფიკით განსაზღვრული შენატანები არათანაბარია
15 მხოლოდ ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის მქონე სესხებზე
16 მხოლოდ ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის მქონე სესხებზე
17 მხოლოდ ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის მქონე სესხებზე
2.17. სესხზე საშეღავათო პერიოდის არსებობისას, მისი წინასწარ ნაწილობრივი ან სრული დაფარვის შემთხვევაში, პირველ რიგში დაიფარება საშეღავათო პერიოდის განმავლობაში დარიცხული საპროცენტო სარგებელი/პირგასამტეხლო/ნებისმიერი სახის ხარჯი სრულად (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2.18. ვადაგადაცილების პირგასამტეხლო: სესხის ვადაგადაცილებული შენატანიდან ძირითადი თანხის --- % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამასთან, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობის დაანგარიშება ყოველი ვადის გადაცილებისას არ უნდა აღემატებოდეს კანონმდებლობით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას.
მუხლი 3.
3.1. ბანკი გასცემს მსესხებელზე კრედიტს, ამ ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით.
3.2. კრედიტის მიზანი:
3.3. პირგასამტეხლო:
3.3.1. პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მსესხებელს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან.
3.3.2. პირგასამტეხლოს დარიცხვა ვალდებულების სრულ შესრულებამდე გრძელდება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბანკი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ან/და არაჯეროვნად შესრულებისათვის შეწყვეტს ხელშეკრულებას.
3.6. შეთანხმებული უზრუნველყოფა და სოლიდარული თავდებობა:
3.6.1. მსესხებლის მიერ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება უზრუნველყოფილი იქნება გაფორმებული და/ან მომავალში გასაფორმებელი იპოთეკის, გირავნობის, ცესიის და ა.შ. ხელშეკრულებებით.
3.6.2. წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი მსესხებლის ვალდებულებების შესრულება მსესხებელთან ერთად უზრუნველყოფილი იქნება ასევე სოლიდარული თავდებ(ებ)ის მიერ, მათთან გაფორმებული და/ან მომავალში გასაფორმებელი ხელშეკრულებებით.
3.6.3. ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფის საგნის დაზღვევა სავალდებულოა.
მუხლი 4.
4.1. პრეტენზიის წარდგენა შესაძლებელია თავისუფალი წერილობითი ან სტანდარტული წერილობითი პრეტენზიის ფურცლის შევსებით, ასევე ელექტრონული ფორმით (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფისებში) ან ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე xxx.xxxxxxxxxxxxx.xx პრეტენზიის ფორმის დარეგისტრირებით. პრეტენზიაზე რეაგირება ხდება მისი მიღებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) თვის ვადაში, რომელსაც განიხილავს ბანკში მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული.
4.2. კრედიტის დაბრუნება და პროცენტების გადახდა ხორციელდება კრედიტის დაფარვის გრაფიკის მიხედვით
(დანართი N1).
4.3. შეტყობინების ვალდებულება არ არსებობს პირობების მსესხებლის სასარგებლოდ შეცვლისას.
4.4. ამ ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მხოლოდ წერილობითი ფორმით. ცვლილების/დამატების შეტანისთვის წერილობითი ფორმის დაცვა და/ან ცვლილების შესახებ შეტყობინება სავალდებულო არ არის როდესაც კეთდება მომხმარებლის სასარგებლო ცვლილება. ასევე, ბანკი უფლებამოსილია ხელშეკრულებაში ცალმხრივად შეიტანოს ცვლილება ან/და დამატება თუ მსესხებლის, თანამსესხებლის, სოლიდარული თავდების (თუ სესხი უზრუნველყოფილია სოლიდარული თავდებობით) ან/და უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრის მიერ არ შესრულდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.
4.5. წინამდებარე ხელშეკრულებაზე მოქმედებს და ვრცელდება „დამატებითი სახელშეკრულებო პირობები“, რომლითაც ასევე განსაზღვრულია მხარეთა სხვადასხვა სახის უფლება-მოვალეობანი და სახელშეკრულებო პირობები. „დამატებითი სახელშეკრულებო პირობები“ წარმოადგენს ამ ხელშეკრულების ხელშეკრულების შემადგენელ და განუყოფელ ნაწილს და სავალდებულოა შესასრულებლად. „დამატებითი სახელშეკრულებო პირობები“ განთავსებულია როგორც ბანკის ოფისებში, ასევე ბანკის ინტერნეტ გვერდზე xxx.xxxxxxxxxxxxx.xx. ხელშეკრულებაზე ხელმოწერით მსესხებელი ადასტურებს, რომ გაეცნო „დამატებით სახელშეკრულებო პირობებს“, ეთანხმება, პრეტენზია არ გააჩნია და კისრულობს მათი შესრულების ვალდებულებას.
4.6. ბანკი უფლებამოსილია, „დამატებით სახელშეკრულებო პირობებში” მოცემული წესით და მიზნებიდან გამომდინარე, დაამუშავოს მსესხებლის შესახებ ნებისმიერი (მათ შორის, საბანკო, კომერციული, პერსონალური და ბიომეტრული) მონაცემები, მათ შორის: გამოითხოვოს ინფორმაცია სს “კრედიტინფო საქართველოდან”, გადასცეს მსესხებლის და/ან წინამდებარე ხელშეკრულების/კრედიტის შესახებ ინფორმაცია სს “კრედიტინფო საქართველოს”, მიიღოს მსესხებლის პერსონალური მონაცემები სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან.
4.7. თუ კრედიტის მოცულობა აღემატება 2 000 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში, მსესხებელი ვალდებულია, მიმართოს ბანკს წერილობითი ფორმით, კრედიტის ვადაზე ადრე დაფარვამდე 14 კალენდარული დღით ადრე.
4.8. ნებისმიერ ელექტრონულ ხელმოწერას, ხელმომწერის მიერ წინამდებარე გარიგების დადასტურებას ინტერნეტ ბანკინგით, შეთანხმებული მეილით ან/და მხარეთა შორის შეთანხმებული ნებისმიერი სხვა სანდო საკომუნიკაციო არხით, აქვს მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა და გარიგება ძალაშია დადასტურების მომენტიდან. აღნიშნული ფორმით გარიგების დადასტურება არ შეიძლება გახდეს სადაო მატერიალურ დოკუმენტზე ფიზიკური ხელმოწერის არარსებობის გამო.
4.9. ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების ცვლილების შემთხვევაში, მომხმარებლის ინფორმირება მოხდება ცვლილებამდე არანაკლებ 2 (ორი) თვით ადრე, ხოლო სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში - არანაკლებ ერთი თვით ადრე წერილობით, ან ელექტრონული ფოსტით, ან ინტერნეტ-ბანკით, ან მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ან სატელეფონო ზარის მეშვეობით მეშვეობით.
4.10. ბანკის საზედამხედველო ორგანო: საქართველოს ეროვნული ბანკი. მისამართი: ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. N2.
4.11. მსესხებელი აცხადებს, რომ გაეცნო ბანკის ფილიალში/ვებ-გვერდზე პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პირობებს და თანხმობას აცხადებს, საჭირო მოცულობით, მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.
4.12. წინამდებარე ხელშეკრულება გაფორმებულია მხარეებს შორის ორი თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად. ერთი ინახება ბანკში, ხოლო მეორე გადაეცემა მხარე(ებ)ს.
მუხლი 5.
5.1. გადახდისას პირველ რიგში იფარება საკომისიოები, გადახდის ვადის გადაცილების გამო დაკისრებული პირგასამტეხლო, შემდეგ დარიცხული პროცენტები და ბოლოს კრედიტის თანხა. აღნიშნული რიგითობა ბანკის შეხედულებისამებრ შეიძლება შეიცვალოს.
5.2. მთელი კაპიტალის ან ნაწილის ვადამდე დაფარვისას პირველ რიგში დაიფარება ვადაზე ადრე დაფარვის დღისათვის დარიცხული პროცენტი სრულად.
5.3. გადახდის ვადის დადგომისას, ასევე გადახდის ვადის გადაცილებისას, ბანკი უფლებამოსილია მოახდინოს საბანკო პროდუქტისა და მასზე დარიცხული პროცენტების, ასევე ნებისმიერი სხვა გადასახდელებისა და პირგასამტეხლოს/ჯარიმების დაფარვა მსესხებლის მიმდინარე ანგარიშებზე, მსესხებლის შემნახველი ანაბრის ანგარიშებზე, სადეპოზიტო ანგარიშზე (გარდა ვადიანი დეპოზიტისა, თუ სესხი არ არის უზრუნველყოფილი ვადიანი დეპოზიტით) და/ან მის სხვა ნებისმიერი სახის/ტიპის ანგარიშებზე არსებული თანხების, მათ შორის მსესხებლის ანგარიშ(ებ)ზე დაშვებული ოვერდრაფტის თანხიდან (აუთვისებელი ნაშთიდან), უაქცეპტოდ/მსესხებლის დამატებითი თანხმობის გარეშე ჩამოჭრის გზით. ამასთანავე, თუ უაქცეპტო წესით ჩამოსაჭრელი თანხა განსხვავდება ვალდებულების ვალუტისაგან, ბანკი უფლებამოსილია მსესხებლის ხარჯზე მოახდინოს ერთი სავალუტო ერთეულიდან მეორეში თანხის კონვერტაცია ბანკის კომერციული კურსის შესაბამისად.
5.4. მსესხებელი თანახმაა, რომ xxxxxx იძულებითი გადახდევინება მიაქციოს მსესხებლის და ან სოლიდარული თავდების კუთვნილ ნებისმიერ (მათ შორის არაუზრუნველყოფილ) ქონებაზე. ამასთან მსესხებლის მიმართ არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით იძულებითი აღსრულება თავდაპირველად შეეხება უზრუნველყოფის საგნებს, ხოლო თუ არ დაიფარება დავალიანება სრულად, შემდეგ მსესხებლის/სოლიდარული თავდების კუთვნილ სხვა ნებისმიერ ქონებას.
5.5. მსესხებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების დარღვევის ნებისმიერი შემთხვევა (ან შეუსაბამობა ამ ხელშეკრულებების პირობებთან) ანიჭებს ბანკს უფლებას მიიღოს დაკმაყოფილება წინამდებარე ხელშეკრულების 3.6.–ე პუნქტში მითითებული ხელშეკრულებების საფუძველზე (რომლებიც წარმოადგენენ ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს).
5.6. თუ იპოთეკის/გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ არის საკმარისი იპოთეკით/გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად, მხარეები თანხმდებიან, რომ ასეთ შემთხვევაში უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა არ ჩაითვლება სრულად დაკმაყოფილებულად, არამედ ჩაითვლება დაკმაყოფილებულად მხოლოდ იმ ნაწილში, რასაც გასწვდება იპოთეკის/გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა.
მუხლი 6.
6.1. ბანკი უფლებამოსილია ვადამდე ცალმხრივად შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება, მოითხოვოს ყველა გაცემული კრედიტის ვადამდე დაფარვა, დარიცხული პროცენტის და პირგასამტეხლოს გადახდა, აგრეთვე ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, ხოლო მსესხებელი ვალდებულია შეასრულოს აღნიშნული მოთხოვნები, თუ:
6.1.1 დაირღვა კრედიტის დაფარვისთვის განსაზღვრული ვადა ან კრედიტის მიზნობრივად გამოყენების პირობა;
6.1.2 არ შესრულდა ამ ხელშეკრულებით, ასევე უზრუნველყოფის ან/და თავდების სოლიდარული პასუხისმგებლობის შესახებ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის მესამე პირების მიერ;
6.1.3 გაუარესდება მსესხებლის ან სოლიდარული თავდების ქონებრივი/ფინანსური მდგომარეობა (მათ შორის ჩამოერთმევა ქონება, ან შეეზღუდება სარგებლობის უფლება), ან შეიქმნება ასეთი საშიშროება და მსესხებელი არ წარმოადგენს დამატებით უზრუნველყოფის საშუალებას;
6.1.4 მსესხებლის მიზანია ბანკის მოტყუება ან ბანკს მიეწოდა მსესხებლის ვალდებულებების, სამეურნეო და/ან ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყალბი/არასწორი ცნობა, კრედიტის მიღების, ოდენობის გაზრდის და/ან შეღავათიანი პირობებით მიღებისათვის.
6.1.5 თუ რაიმე მიზეზით ვადამდე დაირღვა მსესხებელის ან სოლიდარული თავდების კუთვნილი, ბანკში გახსნილი ანაბარი;
6.2. ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ყველა დავა განიხილება საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ბანკის ადგილსამყოფელის მიხედვით. ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად.
დანართი: N1
Classification: Restricted to Partners
კრედიტის დაფარვის გრაფიკი
წინამდებარე გრაფიკში მოცემული მონაცემები მოქმედია საპროცენტო განაკვეთის, ინდექსის ან სხვა ფინანსური ხარჯების ცვლილებამდე გაცემის თარიღი: --.--.20--
საპროცენტო განაკვეთი: % წლიური;
სესხის თანხა: ლარი/ევრო/აშშ დოლარი ( თანხა სიტყვიერად ) ;
სესხის გრაფიკის ველების დასახელება
# | თარიღი | დღე | შენატანი | ძირი | პროცენტი | დაგროვილი %-ის წილი | დარჩენილი დაგროვილი პროცენტი | სალდო |