Contract
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება ----
(ელექტრონული ტენდერი )
ერთი მხრივ, სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემია (შემდგომში „შემსყიდველი“) წარმოდგენილი მისი დირექტორის -------------სახით და მეორე მხრივ, ---- (შემდგომში „მიმწოდებელი“) წარმოდგენილი ---------
სახით, ორივე ერთად წოდებული როგორც „მხარეები“, ვმოქმედებთ რა საქართველოს კანომდებლობის, მათ შორის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას:
1. გამოყენებული ტერმინების განმარტებები ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
1.1. „ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ (შემდგომში - „ხელშეკრულება“) - შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის დადებულ ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ, მასზე თანდართული ყველა დოკუმენტით და ასევე მთელი დოკუმენტაციით, რომლებზეც ხელშეკრულებაში არის მინიშნებები;
1.2. „ხელშეკრულების ღირებულება“ - საერთო თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს შემსყიდველმა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ზედმიწევნით შესრულებისათვის;
1.3. „დღე“, „კვირა“, „თვე“ - კალენდარული დღე, კვირა, თვე;
1.4. „შემსყიდველი“ - ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს შესყიდვას;
1.5. „მიმწოდებელი“ - პირი, რომელიც ახორციელებს მომსახურების გაწევას ამ ხელშეკრულების ფარგლებში;
1.6. „მომსახურება“ - წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების საგანი;
2. ხელშეკრულების საგანი
2.1. დანართი N1-ის შესაბამისად კვებითი მომსახურების (კლასიფიკატორის CPV- 55500000 კოდი და შესყიდვის კონკრეტული ობიექტი - 55520000, 55521200) შესყიდვა. დანართი N1 წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
2.2. დაფინანსების წყარო - მიზნობრივი გრანტი.
3. ხელშეკრულების მოქმედების ვადა, მომსახურების გაწევის ვადები და ადგილი
3.1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის ხელშეკრულების თავში მითითებული თარიღიდან და მოქმედებს 2020 წლის 30 იანვარი;
3.2. მომსახურების გაწევის ვადები: მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს შემსყიდველის წერილობითი ან ზეპირსიტყვიერი მოთხოვნის (მოთხოვნა უნდა განხორციელდეს მომსახურების გაწევამდე ერთი დღით ადრე) შესაბამისად 2019 წლის ნოემბერ/დეკემბერი.
3.3. მომსახურების გაწევის ადგილი: ახალციხე.
4. ხელშეკრულების ღირებულება
4.1. ხელშეკრულების ღირებულება დღგ-ის გარეშე შეადგენს ---------- ლარს. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია გენდერული თანასწორობისა და ქალთა დასაქმებისთვის (UN-Women) და სსიპ - ფინანსთა სამინისტროს აკადემიას შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე პროგრამა სარგებლობს საგადასახადო შეღავათით და შესყიდვას ახორციელებს დღგ-ის გარეშე. შესაბამისი სტატუსი შგიძლიათ იხილოთ ვებ- გვერდზე xxxx://xx.xx/0000.
4.2. ხელშეკრულების ღირებულება მოიცავს როგორც გასაწევი მომსახურების ღირებულებას, ასევე წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ გაწეულ ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს;
4.3. ფასების ცვლილების შესახებ ამ ხელშეკრულების მხარემ უნდა შეატყობინოს მეორე მხარეს წერილობით, რომელიც თავის მხრივ უფლებამოსილია არ დაეთანხმოს აღნიშნულ ცვილებაზე.
4.4. წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შეცვლა, მათ შორის ფასის შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისათვის გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების
დადგომის შემთხვევაში დაუშვებელია ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობით გაზრდა.
5. მხარეთა უფლება-მოვალეობები
5.1. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს:
5.1.1 კვებითი მომსახურების გაწევა შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად;
5.1.2 შემდეგი სახის აუცილებელი ინვენტარის ქონა:
5.1.2.1 თერმოსი, ჩაიდანი, მიკრო ტალღური ღუმელი;
5.1.2.2 სხვადასხვა დანიშნულების ჭურჭელი თეფში, დანა-ჩანგალი, კოვზი, ჭიქა, ფინჯანი, სამარილე, საშაქრე, სატყემლე, ფოდნოსი და სხვა (შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სხვადასხვა დანიშნულების მაღალი ხარისხის ერთჯერადი გამოყენების ჭურჭელი);
5.1.2.3 მაგიდის გადასაფარებლები, ხელსახოცები, (მაგიდები შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში);
5.1.3 მზა კერძების მიწოდება შესაბამისი ტემპერატურის დაცვით;
5.1.4 საკვები და ჭურჭელი მიწოდებული უნდა იქნეს შესაბამისი კონტეინერებით. დაუშვებელია, პოლიეთილენის პარკებით და სხვა არასათანადო საშუალებების გამოყენებით მიწოდება.
5.1.5 კერძების და სუფრის გაფორმება თანამედროვე და დახვეწილი სტილით;
5.1.6 მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მისაწოდებელი კერძების დამზადება ეკოლოგიურად სუფთა, ახალი, მაღალხარისხიანი და ჯანსაღი პროდუქტებისგან;
5.1.7 მიმწოდებელი ვალდებული უზრუნველყოს მაღალი ხარისხის ხსნადი ყავის და ჩაის მიწოდება ერთჯერადი „პაკეტით/კონვერტით“;
5.1.8 მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მიწოდების ადგილზე შესაბამისის რაოდენობის მომსახურე პერსონალის ყოფნა მომსახურების გაწევის სრულ პერიოდში;
5.1.9 მომსახურე პერსონალის აღჭურვა უნიფორმებით;
5.1.10 კერძების ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს ჰიგიენური ნორმების დაცვით.
5.1.11 განახორციელოს ამ ხელშეკრულებით მასზე დაკისრებული სხვა ვალდებულებები.
5.1.12 მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური დავალების სრული გათვალისწინებით და დაცვით.
5.2. შემსყიდველი ვალდებულია:
5.2.1 უზრუნველყოს ხელშეკრულების შესრულების კონტროლი;
5.2.2 განახორციელოს ამ ხელშეკრულებით მასზე დაკისრებული სხვა ვალდებულებები.
5.3. შემსყიდველი უფლებამოსილია:
5.3.1 მოითხოვოს თითოეულ ჯერზე დანართი N1-ში მითითებული პოზიციებიდან მინიმუმ 2 პოზიცია;
6. ხარისხი
6.1. გაწეული მომსახურების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს ამ სფეროში არსებულ სტანდარტებს.
6.2. მისაწოდებელი კერძები და კვების პროდუქტები თავისი საგემოვნო თვისებებით უნდა შეესაბამებოდეს შესაბამის სტანდარტებს და იყოს საკვებად ვარგისი და ჯანმრთელობისთვის უვნებელი, რაზეც მიმწოდებელი პასუხს აგებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;
7. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
7.1. შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი განხორციელდება პერიოდულად, შემსყიდველის მოთხოვნათა შესაბამისად, მოსახურების გაწევის დროს.
7.2. ხელშეკრულების შესრულების კონტროს განახორციელებს: სსიპ - ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული უფლებამოსილი პირ(ებ)ი.
7.3. შემსყიდველის შესაბამისი წარმომადგენელი (წარმომადგენლები, მოწვეული ექსპერტი) უფლებამოსილია ჩაატაროს ხარისხის კონტროლი და თუ აღმოჩნდება წუნი გაწეულ მომსახურებაში, მიმწოდებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოასწოროს წუნი, ხოლო თუ მიმწოდებელი ვერ შეძლებს წუნის გამოსწორებას და შემსყიდველს უკვე გადახდილი აქვს მომსახურების ღირებულება დაუბრუნოს შემსყიდველს აღნიშნული მომსაუხრების ღირებულება.
7.4. თუ ამ მუხლის 7.3 პუნქტით გათვალისწინებული წუნის გამოსწორების ვადა სცილდება ამ ხელშეკრულების მოქმედების ვადას, მიმწოდებლის მიერ წუნის გამოსწორება, ხოლო წუნის გამოსწორების შეუძლებლობის შემთხვევაში თანხის დაბრუნება უნდა განხორციელდეს ამ ხელშეკრულების მოქმედების ვადის
გასვლამდე.
8. მიღება-ჩაბარების წესი
8.1. მომსახურების მიღება წარმოებს მიღება-ჩაბარების აქტის სახით. მიღება-ჩაბარების აქტი ფორმდება წერილობითი ფორმით, მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელის მოწერით, კონტროლის განმახორციელები xxx(ებ)ის დადებითი დასკვნის საფუძველზე.
8.2. შესყიდვის ობიექტი ჩაითვლება მიღებულად მისი ფაქტობრივი მიწოდების და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
8.3. მომსახურების მიღებას აწარმოებს: სსიპ - ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული უფლებამოსილი პირ(ებ)x.
9. ანგარიშსწორება
9.1. ანგარიშსწორება განხორციელდება შემდეგი პირობებით:
ა) ანგარიშსწორების ვალუტა - ლარი;
ბ) ანგარიშსწორების ფორმა - უნაღდო, წინამდებარე ხელშეკრულებაში მითითებული მიმწოდებლის საბანკო რეკვიზიტების შესაბამისად.
9.2. შემსყიდველი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს მიმწოდებელს ფაქტიურად გაწეული მომსახურების ღირებულება შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან, (თუ მიმწოდებელი არ არის დღგ-ეს გადამხდელი, დღგ-ეს არ გადამხდელობის შესახებ შესაბამისი ცნობის წარმოდგენიდან) და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
10. ხელშეკრულების შესრულების შეფერხება
10.1. თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებიან რაიმე ხელშემშლელ გარემოებებს, რომელთა გამო ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, ამ მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ. შეტყობინების მიმღებმა მხარემ შესაძლო უმოკლეს ვადაში უნდა აცნობოს მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილება, მიღებული აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით.
10.2. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების პირობების შესრულების შეფერხების გამო მხარეები შეთანხმდებიან ხელშეკრულების პირობების შესრულების ვადის გაგრძელების თაობაზე, ეს გადაწყვეტილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის გზით, ხელშეკრულების მე-12 მუხლის შესაბამისად.
11. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა
11.1. ხელშეკრულების 3.2 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების გაწევის ვადების გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს დაკისროს პირგასამტეხლო ყოველ ასეთ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.02%-ის ოდენობით.
11.2. ხელშეკრულების 5.1. პუნქტით განსაზღვრული მომსახურების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს დაკისროს პირგასამტეხლო ყოველ ასეთ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.02%-ის ოდენობით.
11.3.ხელშეკრულების 7.3 პუნქტით გათვალისწინებული წუნის აღმოფხვრისათვის დადგენილი ვადის გადაცილების შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.02%-ის ოდენობით.
11.4.ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება და მოსთხოვოს მიმწოდებელს ზიანის (პირგასამტეხლოს გათვალისწინებით) ანაზღაურება.
11.5.პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან.
12. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა
12.1. ნებისმიერი ცვლილება წინამდებარე ხელშეკრულებაში განხორციელდება წერილობით ორივე მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერით.
12.2. თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია.
13. დავების გადაწყვეტა
13.1. ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეთა შორის წარმოქმნილი უთანხმოება წყდება მოლაპარაკებების გზით.
13.2. თუ ასეთი მოლაპარაკების დაწყებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში შემსყიდველი და მიმწოდებელი ვერ შეძლებენ სადაო საკითხის შეთანხმებით მოგვარებას, ნებისმიერ მხარეს დავის გადაწყვეტის მიზნით შეუძლია, მიმართოს სასამართლოს კანონით დადგენილი წესით.
14. ხელშეკრულების შეწყვეტა
14.1. შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედება, თუ მეორე მხარე ვერ უზრუნველყოფს თავისი ვალდებულებების ჯეროვან შესრულებას, ან მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.
14.2. ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისაგან.
14.3. ხელშეკრულება აგრეთვე შეიძლება შეწყდეს მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.
15. ფორს-მაჟორი
15.1. წინამდებარე ხელშეკრულების დამდები რომელიმე მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას, თუ ხელშეკრულების შესრულების შეფერხება ან მისი ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოწვეულია ფორს-მაჟორული მდგომარეობით.
15.2. ამ მუხლის მიზნებისათვის “ფორს-მაჟორი” ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებულნი შემსყიდველის ან/და მიმწოდებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნიათ წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იქნეს ომით ან სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით, საქონლის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებით, საბიუჯეტო ასიგნებების მკვეთრი შემცირებით და სხვა.
15.3. მხარემ, რომელსაც შეექმნა ფორს-მაჟორული გარემოება, დაუყოვნებლივ წერილობით უნდა აცნობოს მეორე მხარეს შექმნილი გარემოების და მისი სავარაუდო აღმოფხვრის ვადის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი არ თავისუფლდება ხელშეკრულების პირობების სრული ან ნაწილობრივი შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობისგან.
16. სხვა პირობები
ხელშეკრულება შედგენილია სამი თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, ქართულ ენაზე, აქედან ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მიმწოდებელს, ხოლო ორი _ შემსყიდველს.
17. მხარეთა რეკვიზიტები:
შემსყიდველი
მიმწოდებელი
სსიპ - ფინანსთა სამინისტროს აკადემია წარმოდგენილი დირექტორის სახით,
ფაქტიური მის: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №10
საბანკო რეკვიზიტები: “სახელმწიფო ხაზინა“, კოდი TRESGE22, ს/კ 206348987
------
დანართი #1
ფასების ცხრილი | |||||
№ | (*) გასაწევის მომსახურების დეტალურ ჩამონათვალი | (*) აღწერილობა | განზ. რაოდენობა/მოცულობა | ზღვრული ერთეულის ფასი (დღგ-ს გარეშე) | პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ერთეულის ფასი (დღგ-ის გარეშე) |
2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
ცხელი კერძები | |||||
1 | საქონლის კატლეტი | საქონლის ხორცი, სანელებლები, საფანელი | 100 გრ | 2.29 | |
2 | ქაბაბი | საქონლის ხორცი, ღორის ხორცი, სანელებლები | 100 გრ | 2.54 | |
3 | ტოლმა ვაზის ფოთოლში | საქონლის ხორცი, ვაზის ფოთოლი, საკმაზები | 100 გრ | 2.37 | |
4 | ტოლმა ბოსტნეულის | საქონლის ხორცი, ბოსტნეული (ბადრიჯანი, ყაბაყი, ბულგარული, პომიდორი), ბრინჯი, ტომატი, საკმაზები | 100 გრ | 2.29 | |
5 | ხბოს მწვადი | ხბოს ხორცი | 150 გრ | 3.39 | |
6 | ღორის მწვადი | ღორის ხორცი | 160 გრ | 2.71 | |
7 | ბოსტნეულის მწვადი | ბოსტნეული საკმაზები | 150გრ | 2.37 | |
8 | შემწვარი თევზის ფილე | თევზი ფილე, ზეთი, საფანელი, საკმაზები, | 100 გრ | 2.37 | |
9 | ქათამი ბრინჯით და ბოსტნეულით | ქათმის ხორცი, ბრინჯი, ბოსტნეული | 150 გრ | 2.71 | |
10 | ქათმის მწვადი | ქათმის ხორცი | 150 გრ | 2.54 |
11 | შემწვარი ქათამი ქლიავით ან ალუჩით | ქათმის ხორცი, ხახვი, საკმაზები, ქლიავი ან ალუჩა | 100 გრ | 2.37 | |
12 | ქათმის კატლეტი | ქათმის ხორცი, ზეთი, მარილი, სტაფილო, შავი პილპილი | 100 გრ | 2.12 | |
13 | შემწვარი ქათმის ბურთები, ჰოლანდიური ყველით | ქათმის ფილე, ჰოლანდიური ყველი, საკმაზები | 100 გრ | 2.12 | |
14 | შემწვარი კარტოფილი, ლორით და ჰოლანდიური ყველით | კარტოფილი, ლორი, ჰოლანდიური ყველი, საკმაზები | 100 გრ | 1.69 | |
15 | კიევური კატლეტი | ქათმის ხორცი, კამა, კარაქის შიგთავსი | 100 გრ | 2.54 | |
16 | სოკოს ბისტროგანოვი | ხის სოკო, ნიორი, ხახვი, მწვანილები | 100გრ | 2.37 | |
17 | ბისტროგანოვი | საქონლის ხორცი, ნაღები | 100 გრ | 2.37 | |
18 | xxxxx | xxxxxxxx ხორცი, პომიდვრის სოუსი, ხახვი, ქინძი, საკმაზები | 100 გრ | 2.37 | |
19 | ღორის ხორცი ოჯახურად | ღორის ხორცი, კარტოფილი, სანელებლები, ცოცხალი ქინძი | 100 გრ | 2.54 | |
20 | ხის სოკოს ჩაშუშული | ხის სოკო, ნიორი, ხახვი, მწვანილები | 100გრ | 2.29 | |
21 | სოკოს ოჯახური | xxxx xxxx, კარტოფილი, სანელებლები, ცოცხალი ქინძი | 100გრ | 2.29 | |
22 | ყაურმა | საქონლის გულ-ღვიძლი, თეთრი ღვინო, ტომატი, ხახვი ,სანკმაზები | 100გრ | 2.54 | |
23 | ყალია ქათმის | ქათმის ან საქონლის ხორცი, ხახვი, ბროწეული, საკმაზები | 100 გრ | 2.54 | |
24 | აჯაბსანდალი | ბადრიჯანი, კარტოფილი,ხახვი, პომიდორი, ბულგარული, მწვანილები და სანელებლები | 100 გრ | 2.12 |
25 | ქათმის ნაგეთსი ლორით და სოკოთი | ქათმის ფილე, ლორი, სოკო, ხახვი, მწვანილები, საკმაზები | 100გრ | 2.37 | |
26 | ტიფტელი ბეშამელის სოუსით | საქონლის ხორცი, ხახვი, მწვანილები,ბეშამელის სოუსი, საკმაზები | 100გრ | 2.37 | |
27 | დაკეპილი ხორცი ბადრიჯნით და პომიდვრით | საქონლის ხორცი, ბადრიჯანი, პომიდორი, მწვანილები, საკმაზები | 100გრ | 2.71 | |
28 | ჟულიენი | სოკო, არაჟანი, კარაქი,ყველი საკმაზები | 100გრ | 2.54 | |
სალათები | |||||
29 | ბადრიჯანი ნიგვზით | ბადრიჯანი, ნიგოზი, საკმაზები | 100გრ | 2.37 | |
30 | xxxxxx | xxxxxxxxx, სტაფილო, კიტრის მჟავე, მაიონეზი, ბარდა | 100გრ | 1.53 | |
31 | კრაბის სალათა | კრაბი, ბრინჯი, მაიონეზი, შავი პილპილი | 100გრ | 1.86 | |
32 | ქათმის და კიტრის სალათა | ქათმის ხორცი, კიტრი, მაიონეზი, შავი პილპილი, მწვანე ხახვი | 100გრ | 2.03 | |
33 | ქათმის და სოკოს სალათა | ქათმის ხორცი, სოკო, მაიონეზი, შავი პილპილი, მწვანე ხახვი | 100გრ | 2.54 | |
34 | ისპანახი ნიგვზით | ისპანახი, ნიგოზი, საკმაზები | 100გრ | 1.86 | |
35 | ჭარხალი ნიგვზით | ჭარხალი, ნიგოზი, საკმაზები | 100გრ | 1.86 | |
36 | ჭარხლის სალათი | ჭარხალი, სტაფილო, ხახვი, მწვანილები | 100გრ | 1.53 | |
37 | ჭარხალი ტყემლით | ჭარხალი, ტყემალი, საკმაზები | 100 გრ | 1.53 | |
38 | სოკოს სალათა | სოკო, xxxxx, მაიონეზი, მწვანე ხახვი, საკმაზები | 100გრ | 2.03 | |
39 | თევზის (ტუნა) სალათი | თეზი ტუნა, სიმინდი,სტაფილო, მწვანე ხახვი, კიტრი. xxxxxx, საკმაზები | 100 გრ | 2.03 |
40 | ქათმის სალათა ბრინჯით | ქათმის ხორცი, ხახვი, მაიონეზი, მწვანე ბულგარული | 100გრ | 2.03 | |
41 | ვინიგრეტი | ჭარხალი, ლობიო, კარტოფილი, მწვანილები | 100გრ | 1.53 | |
42 | სალათი შუბა | კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი, კვერცხი, მაიონეზი, საკმაზები | 100 გრ | 1.53 | |
43 | კიტრი-პომიდვრის სალათა | კიტრი, პომიდორი, მწვანილები | 100გრ | 1.53 | |
44 | კიტრი-პომიდვრის სალათა ნიგვზით | კიტრი, პომიდორი, მწვანილები, ნიგოზი | 100გრ | 1.86 | |
45 | ბერძნული სალათა | კიტრი, პომიდორი, სალათის ფოთოლი, ფეტა, შავი ზეთისხილი | 100გრ | 1.86 | |
46 | მწვანე სალათა | სალათის ფოთოლი, კიტრი, ბულგარული წიწაკა, ზეთისხილი | 100გრ | 1.69 | |
47 | ქათმის სალათა | ქათმის ხორცი, სალათის ფოთოლი, კიტრი, სოუსი | 100გრ | 2.03 | |
48 | სტაფილოს სალათა | სტაფილო, სოკო | 100გრ | 1.69 | |
49 | ბოსტნეულის სალათი | სტაფილო, კიტრი, წით. ბულგარული, კომბოსტო, მწვანილები | 100გრ | 1.69 | |
50 | მაკარონის სალათი | მაკარონი, სიმინდი,სტაფილო, მაიონეზი, კიტრის მარინადი, საკმაზები | 100 გრ | 1.53 | |
51 | საქონლის ან ღორის ხორცის სალათა | საქონლის ან ღორის ხორცი, ხახვი, მაიონეზი, მწვანილები | 100გრ | 2.54 | |
52 | ყვავილოვანი კომბოსტოს სალათი | ყვავილოვანი კომბოსტო, მაიონეზი, საკმაზები | 100 გრ | 1.53 | |
53 | სალათი ცეზარი | ქათმის ფილე, სალათის ფოთოლი, სუხარი, ყველი, xxxxx, პომიდორი. საკმაზები | 100გრ | 2.71 |
54 | სალათი ბოსტნეულის მიქსი | ბადრჯანი, სტაფილო, ხახვი, წითელი ბულგარული, მწვანე ბულგარული, სიმინდი, საკმაზები | 100გრ | 2.12 | |
55 | ჭარხლის სალათი ხორცით | ჭარხალი, საქონლის ხორცი, კვერცხი, მდოგვი, საკმაზები | 100გრ | 2.37 | |
56 | ფარშირებული კვერცხი | კვერცხი, მაიონეზი, საკმაზები | 1 ცალი | 0.68 | |
57 | ყველის ასორტი | იმერული ყველი, სულგუნი, შებოლილი სულგუნი | 150 გრ | 1.27 | |
გარნირი | |||||
58 | წიწიბურა | წიწიბურა, ზეთი, მარილი | 100 გრ | 1.53 | |
59 | xxxxx | xxxxxxxxx, ზეთი, მარილი | 100 გრ | 1.53 | |
60 | xxxxxx | xxxxxx, ზეთი, მარილი | 100 გრ | 1.53 | |
61 | xxxxxxxx | xxxxxxxx, ზეთი, მარილი | 100 გრ | 1.53 | |
62 | მექსიკური კარტოფილი | კარტოფილი, ზეთი, საკმაზები | 100 გრ | 2.12 | |
63 | კარტოფილი xxx | xxxxxxxxx, ზეთი | 100 გრ | 2.12 | |
64 | მოხარშული კარტოფილი კამით | კარტოფილი, კამა | 100 გრ | 1.27 | |
65 | xxxxxx xxxxxxxxxx | ბრინჯი,ბოსტნეული | 100 გრ | 1.53 | |
66 | მაკარონი ბოსტნეულით | მაკარონი, ბოსტნეული | 100 გრ | 1.53 | |
67 | ნადუღი სულგუნის ფირფიტებში | ნადუღი, პიტნა, სულგუნის ფირფიტები | 70გრ | 1.69 | |
სოუსები | |||||
68 | საწებელი | საწებელი | 30 გრ | 0.34 | |
69 | ტყემალი | ტყემალი | 30 გრ | 0.34 | |
70 | მაიონეზი სპეციებით | მაიონეზი სპეციებით | 30 გრ | 0.34 | |
ცომეული | |||||
71 | პური | 100 გრ | 0.42 | ||
72 | მჭადი ყველით | მჭადის ფქვილი, ყველი | 70 გრ | 1.53 | |
73 | xxxxx xxxx | xxxx, xxxx, პომიდორი | +/-100 გრ | 1.69 |
74 | პიცა ძეხვით | ყველი, ძეხვი | +/-100 გრ | 1.69 | |
75 | პიცა სამარხვო | პომიდორი, სოკო, ბულგარული | +/-100 გრ | 1.53 | |
76 | სოკოს xxxx | xxxx, პომიდორი | +/-100 გრ | 1.53 | |
77 | ქათმის ღვეზელი | ქათმის ხორცი, ხახვი, ზეთი | 120 გრ | 1.53 | |
78 | ხაჭაპური | ყველი, ზეთი | 120 გრ | 2.12 | |
79 | ლობიანი | ლობიო, სანელებლები | 120 გრ | 1.44 | |
80 | სოკოს ღვეზელი | სოკო, ხახვი, სანელებლები | 100 გრ | 1.44 | |
81 | ტარხუნის ღვეზელი | ტარხუნა, ბრინჯი, სანელებლები | 100 გრ | 1.44 | |
82 | ხორცის ღვეზელი | საქონლის ხორცი, ბრინჯი, სანელებლები | 100 გრ | 1.69 | |
83 | კარტოფილის ღვეზელი | კარტოფილი, სანელებლები | 100 გრ | 1.02 | |
84 | xxxxx xxxxxxxx(ცივი) | ტოსტის პური, სალათის ფოთოლი, ლორი, | 150 გრ | 2.37 | |
85 | ჰოთ-დოგი | სოსისი, ფენოვანი ცომი | 150 გრ | 1.53 | |
86 | xxxxx xxxxxxxx | ლორი, ფენოვანი ცომი | 100 გრ | 1.53 | |
ყავის შესვენება | |||||
87 | ფინჯანი ჩაი | ჩაი, შაქარი, ლიმონი | 1 ცალი | 0.85 | |
88 | ფინჯანი ყავა | ყავა, შაქარი, რძე | 1 ცალი | 1.02 | |
89 | მაფინი | შოკოლადით, xxxxxxx, ყავით | 100 გრ | 1.53 | |
90 | კრემიანი ნამცხვარი | xxxxxxx, მედოგი, კარამელი, ქოქოსი და ა. შ | 100 გრ | 1.53 | |
91 | მშრალი ნამცხვარი | ქადა, სიგარეტი, ჯემიანი ბისკვიტი, კროასანი | 100 გრ | 1.27 | |
ფურშეტი | |||||
92 | კანაპე ლორით | xxxx, ვიჩინა, მჟავე კიტრი | 1 ცალი | 1.27 | |
93 | კანაპე ძეხვით | პური, ძეხვი, კიტრი | 1 ცალი | 1.27 | |
94 | კანაპე ორაგულით | პური, ორაგული, ლიმონი | 1 ცალი | 2.12 | |
95 | კანაპე ხიზილალით | პური, ხიზილალა, კიტრი | 1 ცალი | 2.12 | |
96 | კანაპე ყველით და ხიზილალით | პური, ხიზილალა, ყველი, კიტრი | 1 ცალი | 2.12 |
97 | სოკოს ქუდი ყველით | სოკო, ყველი, სოიოს სოუსი, ზეთისხილი | 1 ცალი | 1.02 | |
98 | სოკოს ქუდი ნიგვზით | სოკო, ყველი, ნიგოზი | 1 ცალი | 1.02 | |
99 | ბადრიჯანი ნიგვზით (პური) | პური, ბადრიჯანი, ნიგოზი, საკმაზები | 1 ცალი | 1.44 | |
100 | ოლივიე (პური) | პური, კარტოფილი, სტაფილო, ბარდა, მაიონეზი | 1 ცალი | 1.27 | |
101 | კრაბის სალათა (პური) | პური, კრაბი, ბრინჯი, მაიონეზი | 1 ცალი | 1.27 | |
102 | ისპანახი ნიგვზით (პური) | პური, ისპანახი, ნიგოზი, საკმაზები | 1 ცალი | 1.27 | |
103 | ჭარხალი ნიგვზით (პური) | პური, ჭარხალი, სანელებლები | 1 ცალი | 1.27 | |
104 | ქათმის სალათა (პური) | პური, ქათმის ხორცი, კიტრი, მაიონეზი | 1 ცალი | 1.53 | |
105 | პრასის სალათა (პური) | პური, პრასი, ნიგოზი, სანელებლები | 1 ცალი | 1.27 | |
106 | სტაფილოს სალათა (პური) | პური, სტაფილო, სიმინდი,კიტრი, მაიონეზი | 1 ცალი | 1.27 | |
107 | ქათმის სალათი ვალოვანში | ქათმის ხორცი, კიტრი, მაიონეზი, შავი პილპილი, მწვანე ხახვი, ფქვილი, სპრედი, საკმაზები | 1 ცალი | 1.7 | |
108 | ხორცის სალათი ვალოვანში | საქონლის ან ღორის ხორცი, ხახვი, მაიონეზი, მწვანილები, ფქვილი, სპრედი, საკმაზები | 1 ცალი | 1.7 | |
109 | კრაბის სალათი ვალოვანში | კრაბი, ბრინჯი, მაიონეზი,ფქვილი, სპრედი, საკმაზები | 1 ცალი | 1.27 | |
110 | სოკოს სალათი ვალოვაბში | სოკო, ბრინჯი, სტაფილო, მაიონეზი, ბულგარული, ფქვილი, სპრედი, საკმაზები | 1 ცალი | 1.27 | |
111 | თევზის (ტუნა) სალათი ვალოვანში | თეზი ტუნა, სიმინდი,სტაფილო, მწვანე ხახვი, კიტრი. ბრინჯი, მაიონეზი,ფქვილი, სპრედი, | 1 ცალი | 1.69 |
საკმაზები | |||||
112 | ხილის ასორტი | სეზონური ხილი ასორტი, მინიმუმ 4 სახეობა (ერთ პირზე) | 100-150 გრ | 1.7 | |
სასმელები | |||||
113 | ნატურალური წვენი | ვაშლი, ფორთოხალი, ალუბალი, ანანასი | 250 მლ | 0.85 | |
114 | xxxxxxxx | xxxxxxx, ფორთხოლის, ტარხუნის და x.შ | 250 მლ | 0.85 | |
პრეისკურანტის ღირებულება | 201.86 |