Contract
ოვერდრაფტის შესახებ ხელშეკრულების სტანდარტული პირობები
1. დეფინიციები
თუ ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ან მისი/მათი კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს ხელშეკრულებაში ან/და მასთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებ(ებ)ში შემდეგ ტერმინებსა და გამოთქმებს ექნებათ შემდეგი მნიშვნელობები:
1.1. ანგარიში – ბანკში არსებული კლიენტის საბანკო ანგარიშ(ებ)ი.
1.2. განცხადებები და გარანტიები – ხელშეკრულების დანართი N1-ის მე-2 მუხლში მოცემული კლიენტის განცხადებები და გარანტიები.
1.3. გრაფიკი – ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული ოვერდრაფტის თანხის და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაბრუნების გრაფიკი, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების საინფორმაციო ხასიათის მქონე დანართს. ამასთან, გრაფიკსა და ხელშეკრულების დებულებებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში ხელშეკრულების დებულებებს მიენიჭება უპირატესობა.
1.4. დამატებითი პირობები – ხელშეკრულების დანართ N2-ით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განსაზღვრული პირობები, მასში შეტანილი დამატებებისა და ცვლილებების ჩათვლით.
1.5. დანართი – თუკი ცალსახად სხვაგვარად არ იქნა გათვალისწინებული ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებებით, ხელშეკრულების ან მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის დანართ(ებ)ი (კონტექსტის შესაბამისად), რომელიც/რომლებიც წარმოადგენს ხელშეკრულების ან მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის განუყოფელ ნაწილს და მოქმედებს მასთან ერთად.
1.6. კანონმდებლობა – საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში მოქცეული საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები.
1.7. კლიენტი – ფიზიკური პირ(ებ)ი, იურიდიული პირ(ებ)ი ან/და სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნ(ებ)ი, რომლის/რომელთა სახელი/სახელწოდება, საიდენტიფიკაციო მონაცემები და სხვა სახის ინფორმაცია მოცემულია ოვერდრაფტის ხელშეკრულების 1.2. პუნქტში.
1.8. მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულება (ან ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულება) – ხელშეკრულების საფუძველზე და მის შესაბამისად (ა) ბანკსა და კლიენტს, ან ბანკსა და მესამე მხარე(ებ)ს შორის დადებული უზრუნველყოფის ხელშეკრულება, თავდებობის
ხელშეკრულება ან/და დოკუმენტები, რომელთა დადება ან/და გაცემა გათვალისწინებულია ხელშეკრულებით ან/და ხდება მის საფუძველზე; ან/და (ბ) ბანკსა და კლიენტს, ან ბანკსა და მესამე მხარეს/მხარეებს შორის დადებული სხვა სახის ხელშეკრულებები, რომლებიც დადებულია ხელშეკრულების პირობების შესაბამისად კლიენტის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ოვერდრაფტით სარგებლობისათვის, ან მის უზრუნველსაყოფად.
1.9. მესამე პირი – ნებისმიერი პირი გარდა კლიენტისა ან/და ბანკისა.
1.10. მხარე/მხარეები – კლიენტი ან/და ბანკი, კონტექსტის შესაბამისად.
1.11. ოვერდრაფტი – ხელშეკრულების საფუძველზე და პირობების შესაბამისად ოვერდრაფტი (ლიმიტი) წარმოადგენს ბანკის მიერ კლიენტის ანგარიშზე მოკლე ვადით დაწესებული სადებეტო ნაშთის თანხობრივი მოცულობის მაქსიმალურ ლიმიტს, რომელიც კლიენტს საშუალებას აძლევს მის ანგარიშზე დაწესებული სადებეტო ნაშთის ფარგლებში მრავალჯერადად გამოიყენოს ანგარიშზე რიცხულ თანხაზე მეტი თანხა (მათ შორის უკვე ათვისებული ოვერდრაფტის თანხის სრულად ან ნაწილობრივ რეფინანსირებისთვის), ხოლო წარმოქმნილი დავალიანება პირველ რიგში ავტომატურად დაიფარება ანგარიშზე შემოსული თანხით. ამასთან, მხარეები აცნობიერებენ და თანხმდებიან, რომ: (ა) ოვერდრაფტის თანხით სარგებლობისას, მაქსიმალური ლიმიტის ფარგლებში ასათვისებელი ოვერდრაფტის თანხის მოცულობის გაანგარიშებისას, მხედველობაში არ მიიღება ხელშეკრულებიდან ან/და მასთან დაკავშირებული ხელშეკრულებ(ებ)იდან გამომდინარე კლიენტის მიერ ათვისებული ოვერდრაფტის თანხის ის მოცულობა/ნაწილი, რომელიც ბანკის მიმართ უკვე შესრულებულია, (ბ) ათვისებული ოვერდრაფტის თანხის სრულად ან ნაწილობრივ რეფინანსირებისას დასარეფინანსირებელი ვალდებულება არ მიიღება მხედველობაში ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული ხელშეკრულებ(ებ)ით გათვალისწინებული მაქსიმალური ლიმიტის გაანგარიშებისას და (გ) იმ შემთხვევაში, თუ ოვერდრაფტი დამტკიცებულია ერთ რომელიმე ვალუტაში და შესაბამისი ოვერდრაფტის თანხის ან მისი ნაწილის გაცემა/მიწოდება ხდება სხვა ვალუტაში, მაშინ მოქმედებს ხელშეკრულების დანართი N1-ის 3.5.2. ქვეპუნქტი.
1.12. xxxxxxxxxxx თანხა – დაბრუნების,
ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ბანკის მიერ კლიენტისათვის
გამოყოფილი (ათვისებული ან ასათვისებელი) ფულადი სახსრები.
1.13. ოვერდრაფტის ხელშეკრულება – ქვემოთ მოცემული 3.1.1. ქვეპუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულება, რომლის დანართსაც წარმოადგენს წინამდებარე სტანდარტული პირობები.
1.14. პირგასამტეხლო (ჯარიმა) – კლიენტის მიერ ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით ნაკისრი ფინანსური ან/და სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის გადასახდელი თანხა, რომლის ოდენობა და გადახდის პირობები განისაზღვრება ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის დებულებების შესაბამისად.
1.15. პირი – ფიზიკური პირ(ებ)ი, იურიდიული პირ(ებ)ი ან/და საქართველოს ან სხვა ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნ(ებ)ი, რომელიც/რომლებიც არ
წარმოადგენს/წარმოადგენენ იურიდიულ პირ(ებ)ს.
1.16. საბანკო დღე – დღე (შაბათის, კვირის ან კანონმდებლობით განსაზღვრული ოფიციალური დასვენების დღეების გარდა), როდესაც საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები ღიაა და წარმართავენ თავიანთ ჩვეულებრივ საქმიანობას.
1.17. საკომისიო – ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის ფარგლებში და მათ შესაბამისად, ბანკის მიერ ოვერდრაფტით სარგებლობისათვის კლიენტისათვის დაწესებული გადასახადი, რომლის ოდენობა და გადახდის პირობები განისაზღვრება ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის დებულებების შესაბამისად.
1.18. საპროცენტო სარგებელი – ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების საფუძველზე და მათი პირობების შესაბამისად ოვერდრაფტის თანხით სარგებლობისათვის დაწესებული ბანკისათვის გადასახდელი სარგებელი, რომელიც, როგორც წესი, დაიანგარიშება შესაბამისი ათვისებული თანხის ფიქსირებული ან ცვალებადი პროცენტული მაჩვენებლით და რომლის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება ხელშეკრულებით ან/და შესაბამისი მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით.
1.19. სტანდარტული პირობები – ხელშეკრულების დანართ N1-ით განსაზღვრული პირობები, მასში შეტანილი დამატებებისა და ცვლილებების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩათვლით.
1.20. შვილობილი კომპანია – პირთან მიმართებაში, ნებისმიერი სხვა კომპანია, რომლის წილის, აქციების ან/და ხმების არანაკლებ 50%-ს
(ორმოცდაათ პროცენტს) პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს, ან რომელსაც სხვაგვარად მართავს აღნიშნული პირი.
1.21. ხელშეკრულება – მხარეთა შორის დადებული (ა) ოვერდრაფტის ხელშეკრულება; (ბ) ოვერდრაფტის ხელშეკრულების დანართი N1 (სტანდარტული პირობები); (გ) ოვერდრაფტის ხელშეკრულების დანართი N2 (დამატებითი პირობები), ასეთის არსებობის შემთხვევაში; და (დ) ნებისმიერი დამატებითი დანართ(ებ)ი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც დაიდება მომავალში კლიენტის მიერ ხელშეკრულებასთან მიმართებაში, მათში პერიოდულად შეტანილი ცვლილებების და დამატებების ჩათვლით.
1.22. DEBT/ფულადი ვალდებულება – კლიენტის ნებისმიერი სახის ფულადი ვალდებულება, რომელსაც ერიცხება საპროცენტო სარგებელი.
1.23. DSCR/ბანკის წინაშე არსებული ფულადი ვალდებულების მომსახურების კოეფიციენტი - გადასახადების და საპროცენტო სარგებლის გადახდამდე, ასევე აქტივებზე ამორტიზაციის და ცვეთის დარიცხვამდე არსებული კლიენტის მოგება (დაკორექტირებული კლიენტის საკუთარი სახსრებით დაფინანსებული კაპიტალური დანახარჯებით, დივიდენდებით, მოგების გადასახადით და ცვლილებებით საბრუნავ კაპიტალში) გაყოფილი ბანკის წინაშე არსებული ფულადი ვალდებულების მიმდინარე ნაწილის მოსამსახურებლად საჭირო ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის ჯამზე.
1.24. EBITDA - მოგების გადასახადის და საპროცენტო სარგებლის გადახდამდე, ასევე აქტივებზე ამორტიზაციის და ცვეთის დარიცხვამდე არსებული კლიენტის მოგება.
1.25. EQUITY/კაპიტალი - კლიენტის მთლიანი აქტივების საერთო ღირებულებას გამოკლებული კლიენტის მთლიანი ვალდებულებების (ფულადი და არაფულადი) საერთო ღირებულება (მათ შორის დამფუძნებლის/აქციონერისპარტნიორის ფულადი მოთხოვნები, რომლებიც სუბორდინიერებულია კლიენტის წინაშე ბანკის მოთხოვნების მიმართ).
1.26. CAPEX/კაპიტალური დანახარჯები - კლიენტის ისეთი დანახარჯები, რომელიც ზრდის მისი ძირითადი საშუალებების ღირებულებას.
1.27. Current Assets/მიმდინარე აქტივი - კლიენტის ყველა ის აქტივი, რომელიც ნებისმიერი 12 (თორმეტი) თვიანი პერიოდის განმავლობაში არ წარმოადგენს რეალიზაციის/განკარგვის ობიექტს.
1.28. Current Liabilities/მიმდინარე ვალდებულებები - კლიენტის ნებისმიერი ვალდებულება მესამე პირის წინაშე, რომელიც არ წარმოადგენს გრძელვადიან ვალდებულებას, ამასთან, გრძელვადიან ვალდებულებას წარმოადგენს
ვალდებულება, რომელთა მოქმედების ვადა აღემატება 12 (თორმეტი) თვეს.
2. განცხადებები და გარანტიები
2.1. კლიენტი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ:
2.1.1. ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის დადების/ხელმოწერის დროისათვის არის/იქნება ქმედუნარიანი (მათ შორის, შექმნილი კანონმდებლობით დადგენილი წესით);
2.1.2. ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის დადების/ხელმოწერისა და შესრულებისათვის საჭირო უფლებამოსილების მიზნით მის მიერ მოპოვებულია ყველა აუცილებელი თანხმობა, ნებართვა თუ მინდობილობა;
2.1.3. ხელშეკრულების დანართ(ებ)ის ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის დადების/ხელმოწერისა და შესრულებისათვის საჭირო უფლებამოსილების მიზნით მის მიერ მოპოვებული იქნება ყველა აუცილებელი თანხმობა, ნებართვა თუ მინდობილობა;
2.1.4. ხელშეკრულება ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ი იდება/დაიდება მის მიერ ნებაყოფლობით, მეორე მხარის ან სხვა მესამე პირთა მხრიდან მის მიმართ ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომის ან/და რაიმე სხვა გარემოების გამოყენების გარეშე;
2.1.5. ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის დადება და შესრულება არ იწვევს/გამოიწვევს იმ სახელშეკრულებო, სასამართლო (მათ შორის, საარბიტრაჟო სასამართლო), საკანონმდებლო ან/და სხვა ვალდებულებების დარღვევას, რომელთა დაცვაზეც ის პასუხისმგებელია;
2.1.6. გარდა მის მიერ ბანკისათვის წინასწარ წერილობით გაცხადებული შემთხვევებისა, ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის დადების/ხელმოწერის მომენტისათვის, ის არ მონაწილეობს არც ერთ დავაში (მოსარჩელის, მოპასუხის, მესამე პირის ან სხვა სახით), რითაც საფრთხე ექმნება მის აქტივებს/ქონებას ან/და მის მიერ ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის პირობების შესრულებას;
2.1.7. ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის დადების/ხელმოწერისა და მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება საკუთარ წესდებასთან ან/და სხვა მარეგულირებელ დოკუმენტთან და ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან;
2.1.8. ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის დადების/ხელმოწერისა და მოქმედების მთელი პერიოდისათვის იგი იცავს და დაიცავს ნებისმიერი ხელშეკრულების
ან/და სხვა გარიგების პირობებს, ან/და სხვა ვალდებულებებს, რომელთა შეუსრულებლობამაც შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს კლიენტის მიერ ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე;
2.1.9. ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის დადების/ხელმოწერისა და მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი მხრიდან ადგილი არ აქვს/ექნება ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებს (ადმინისტრაციული, სისხლის სამართლის და სხვა), მათ შორის: ტერორიზმი, ნარკოტიკული დანაშაული, დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ, დანაშაული კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ, დანაშაული გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წეს(ებ)ის წინააღმდეგ, დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ, დანაშაული მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი ზნეობის წინააღმდეგ, დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ და ფულად საკრედიტო სისტემაში. ამასთან, ერთმნიშვნელოვნად:
2.1.9.1. არ არის/იქნება დაკავებული იმგვარი საქონლის ან/და პროდუქტის ვაჭრობით ან/და წარმოებით თუ სხვა საქმიანობით, რაც აკრძალულია ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობით. მათ შორის, აკრძალული მეთოდებით არ აწარმოებს თევზჭერას;
2.1.9.2. არ აწარმოებს ან/და ვაჭრობს/ივაჭრებს იარაღით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამგვარი ვაჭრობა წარმოადგენს კლიენტის ძირითად საქმიანობას), რადიოაქტიული მასალებით (გარდა სამედიცინო ან/და ხარისხის კონტროლის აპარატურისა), ასბესტოს ბოჭკოთი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბანკი გამოთქვამს თანხმობას ცალკეული ტიპის საქმიანობაზე ან/და პროდუქტებზე), ტროპიკული ტყეების ან ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობით აკრძალული სხვა ფლორისა და ფაუნის ინდივიდებით;
2.1.9.3. არ იყენებს/გამოიყენებს ძირითად საქმიანობაში არასრულწლოვანთა ან იძულებით შრომას;
2.1.9.4. უზრუნველყოფს უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს უფლებას.
2.1.10. მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული ბანკის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ ბანკისათვის წარდგენილი დოკუმენტი ან/და
ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული. ამასთანავე, მისთვის ცნობილია, რომ ყალბი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის მიწოდება, ასევე ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით დადგენილი ოვერდრაფტის მიზნობრიობის დარღვევა კანონმდებლობის შესაბამისად წარმოადგენს დასჯად ქმედებას.
2.1.11. იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს, მიუხედავად მისი იმ უფლებებისა და მოთხოვნებისა, რაც მას შესაძლოა გააჩნდეს შესაბამისი კონტრაგენტ(ებ)ის მიმართ ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებების მიზნობრიობასთან დაკავშირებული სასყიდლიანი ხელშეკრულებიდან გამომდინარე.
2.1.12. მისთვის ცნობილია, რომ ბანკის პოლიტიკა მკაცრად კრძალავს დირექტორის, უფლებამოსილი პირის, წარმომადგენლის, თანამშრომლის, სხვა პერსონალის ან მასთან დაკავშირებული პირის ან/და მისი აფილირებული პირის მონაწილეობას იმგვარ ქმედებებში, რაც გულისხმობს ღირებულების მქონე რაიმე ნივთის/არამატერიალური ქონებრივი სიკეთის შეთავაზებას ან მიღებას (პირდაპირ თუ არაპირდაპირ), ამა თუ იმ პირის, ბანკის, მასთან დაკავშირებული პირის ან/და მისი აფილირებული პირის ან მისი კლიენტის მიერ სარგებლის მიღების, ბიზნესის არაკეთილსინდისიერად მოპოვების ან შენარჩუნების ან/და სხვაგვარი ბიზნეს უპირატესობის მიღების მიზნით;
2.1.13. მას (მათ შორის არც მის დირექტორს, უფლებამოსილ პირს, წარმომადგენელს, თანამშრომელს ან სხვა პერსონალს) ან მასთან დაკავშირებული პირს ან/და მის აფილირებულ პირს:
2.1.13.1. პირდაპირ ან არაპირდაპირ არ გადაუხდია ან მიუღია (ან ჩართულა რაიმე გარიგებაში, რომლის მიხედვითაც უნდა გადაიხადოს ან მიიღოს), ნებისმიერი უკანონო ან/და დაფარული საკომისიო, ქრთამი, სასყიდელი ან ანაზღაურება, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს ხელშეკრულებას ან/და მასთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებას; ან/და
2.1.13.2. არ განუხორციელებია რაიმე ქმედება (ფარული შეთანხმების ჩათვლით), რასაც შესაძლოა გავლენა მოეხდინა კრედიტის მიღების პროცესზე ან ხელშეკრულების დადებაზე, რომლის მიზანია ფასების ხელოვნური რეგულირება ან/და არაკონკურენტული გარემოს შექმნა; ან/და
2.1.13.3. არ შეუთავაზებია ან მიუღია ღირებულების მქონე რაიმე ნივთი/არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რასაც შეიძლება გავლენა მოეხდინა ბანკის, მისი დირექტორის, უფლებამოსილი
პირის, წარმომადგენლის, თანამშრომლის, სხვა პერსონალის ან მასთან დაკავშირებული პირის ან/და მისი აფილირებული პირის ქმედებებზე, ასევე რომელიმე ზემოაღნიშნული პირის მხრიდან არ ჰქონია ადგილი მუქარას მისი ქონების ან რეპუტაციის მიმართ, ბიზნეს უპირატესობის არაკეთილსინდისიერად მოპოვების, ან ბიზნესის წარმოების მიზნით; ან/და
2.1.13.4. სხვაგვარად არ ყოფილა ჩაბმული კორუფციულ საქმიანობაში.
2.1.14. ბანკის პოლიტიკის ან ნებისმიერი ზემოაღნიშნული დებულების დარღვევა გამოიწვევს ოვერდრაფტით სარგებლობის უფლების შეწყვეტას ან/და ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების შეწყვეტას. ამასთან, ამგვარი შეწყვეტა არ გამორიცხავს კლიენტის ან/და მისი დირექტორის, უფლებამოსილი პირის, წარმომადგენლის, თანამშრომლის, სხვა პერსონალის ან მასთან დაკავშირებული პირის ან/და მისი აფილირებული პირის პასუხისმგებლობას და შესაბამის სანქციებს, რაც გათვალისწინებულია კანონმდებლობით (მათ შორის, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც).
2.2. კლიენტის აღნიშნული განცხადებები და გარანტიები ძალაშია მხარეთა მიერ ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე, მიუხედავად ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტისა.
2.3. კლიენტი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს ბანკს ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა; ასევე, ნებისმიერი ისეთი გარემოების დაწყების ან დადგომის შესახებ, რითაც საფრთხე შეექმნება კლიენტის აქტივებს/ქონებას ან/და მის მიერ ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით ნაკისრი ვალდებულებების სრულ და ჯეროვან შესრულებას.
2.4. მხარეები აცხადებენ და აცნობიერებენ, რომ ბანკი მხოლოდ კლიენტის ზემოაღნიშნული განცხადებების და გარანტიების საფუძველზე და მათზე დაყრდნობით დებს/დადებს და შეასრულებს ხელშეკრულებას ან/და მასთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებ(ებ)ს.
3. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოვერდრაფტით სარგებლობის პირობები, პროცედურები და წესი
3.1. ოვერდრაფტის მოცულობა (ლიმიტი) და მის ფარგლებში ოვერდრაფტის თანხის გაცემის წესი
3.1.1. ბანკის უფლებამოსილი ორგანოს მიერ ოვერდრაფტის ლიმიტის დამტკიცების საკითხის დადებითად გადაწყვეტის საფუძველზე ბანკმა და კლიენტმა გააფორმეს ოვერდრაფტის ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება კლიენტის შესაბამის ანგარიშზე დაშვებული ოვერდრაფტით სარგებლობის კონკრეტული პირობები;
3.1.2. ოვერდრაფტის ლიმიტის ფარგლებში ოვერდრაფტის თანხის გამოყენება მოხდება კლიენტის სურვილისამებრ. ამასთან, კლიენტს ოვერდრაფტით სარგებლობის საშუალება მიეცემა მხოლოდ შესაბამის ანგარიშზე მისი კუთვნილი თანხების ამოწურვის შემდგომ.
3.1.3. მიუხედავად, ზემოთ მითითებული პირობებისა, ბანკი უფლებამოსილია:
3.1.3.1. დააწესოს დამატებითი პირობები ოვერდრაფტის დაშვებასთან ან/და მის ფარგლებში თანხების გაცემასთან დაკავშირებით, მათ შორის, დააწესოს კონკრეტული ათვისებული ოვერდრაფტის თანხის დაბრუნების ვადები ან/და სხვა დამატებითი პირობები;
3.1.3.2. ა) ცალმხრივად განაცხადოს უარი ოვერდრაფტის ლიმიტის ფარგლებში ოვერდრაფტის თანხების გაცემაზე (მათ შორის, იმ შემთხვევაშიც, თუკი დარღვეულია ხელშეკრულებით, მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებებით ან/და ბანკთან გაფორმებული სხვა ნებისმიერი ხელშეკრულებ(ებ)ით დადგენილი პირობები და მოთხოვნები, ან/და კლიენტის მიერ არ ხდება ოვერდრაფტით სარგებლობა 180 (ასოთხმოცი) კალენდარული დღის, ან ოვერდრაფტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში) ან/და ბ) ისარგებლოს ხელშეკრულებით, მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებებით ან/და ბანკთან გაფორმებული სხვა ნებისმიერი ხელშეკრულებ(ებ)ით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
3.2. საპროცენტო სარგებელი და საკომისიო ოვერდრაფტის ლიმიტის ფარგლებში ათვისებულ ოვერდრაფტის თანხაზე(ებზე) და მათი დარიცხვის წესი
3.2.1. ოვერდრაფტის ლიმიტის ფარგლებში ათვისებულ თითოეულ ოვერდრაფტის თანხაზე დასარიცხი საპროცენტო სარგებელის ფორმა და ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულებით.
3.2.2. საპროცენტო სარგებელი იანგარიშება ხელშეკრულებით განსაზღვრული ოვერდრაფტის თანხის სარგებლობის ფაქტიური დღეების შესაბამისად, წელიწადში 365 (სამას სამოცდახუთ) დღეზე გაანგარიშებით.
3.2.3. საკომისიოს ოდენობა იანგარიშება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფორმითა და პერიოდულობით. მათ შორის, თუ გათვალისწინებულია წლიური საკომისიო, მაშინ
მისი დაანგარიშება მოხდება საპროცენტო სარგებლის დაანგარიშებისათვის გათვალისწინებული წესით, ხოლო სხვა შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა წესით. ამასთან, საკომისიოს დარიცხვა მოხდება შესაბამისი ოვერდრაფტის ამოქმედების თარიღიდან ოვერდრაფტის ვადის მოქმედების ბოლომდე.
3.2.4. თუ ბანკი სხვაგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, საპროცენტო სარგებლის (როგორც მიუღებელი სარგებლის) დარიცხვა გრძელდება და გადახდას ექვემდებარება შესაბამისი ოვერდრაფტის თანხის დაფარვის ვადაგადაცილების შემთხვევაშიც, მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედებისა ან სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტისა, შესაბამისი ოვერდრაფტის თანხის იძულებითი ან კლიენტის მიერ ნებაყოფლობითი დაფარვის მომენტამდე.
3.2.5. პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს კლიენტს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების (გადასახდელების) შესრულებისაგან (გადახდისაგან).
3.3. პირგასამტეხლო (ჯარიმა) ოვერდრაფტის თანხით სარგებლობის პირობების დარღვევისათვის და მისი დარიცხვის წესი
3.3.1. პირგასამტეხლოს ოდენობა ოვერდრაფტის ლიმიტის ფარგლებში ათვისებული თითოეული ოვერდრაფტის თანხით სარგებლობის პირობების დარღვევისათვის განისაზღვრება ხელშეკრულებით,
3.3.2. თუ ბანკი სხვაგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, კლიენტი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო შემდეგ შემთხვევებში:
3.3.2.1. ოვერდრაფტის ლიმიტის ფარგლებში ათვისებული თითოეული ოვერდრაფტის თანხის ან/და საპროცენტო სარგებლის ხელშეკრულებით დადგენილი ოდენობით და ვადებში გადაუხდელობისათვის;
3.3.2.2. ხელშეკრულებით დადგენილ სხვა შემთხვევებში.
3.3.3. თუ ბანკი სხვაგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, პირგასამტეხლოს დარიცხვა გრძელდება და გადახდას ექვემდებარება ოვერდრაფტის ლიმიტის ფარგლებში ათვისებული თითოეული ოვერდრაფტის თანხის დაფარვის ვადაგადაცილების შემთხვევაში, მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედებისა ან შეწყვეტისა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანების იძულებითი ან კლიენტის მიერ ნებაყოფლობითი დაფარვის მომენტამდე.
3.3.4. ხელშეკრულების დადებით/ხელმოწერით კლიენტი ადასტურებს/დაადასტურებს, რომ ის აცნობიერებს და ეთანხმება ხელშეკრულებით დადგენლი პირგასამატეხლოს არსებობას და მის ოდენობას და რომ ის არ არის შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
3.4. ოვერდრაფტის თანხის, მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის, საკომისიოს, პირგასამტეხლოს (ჯარიმის) და სხვა გადასახდელების გადახდის წესი
3.4.1. კლიენტი ცალსახად და გამოუთხოვადად აცხადებს თანხმობას ოვერდრაფტის ლიმიტის ფარგლებში ათვისებული ოვერდრაფტის თანხის, საპროცენტო სარგებლის, საკომისიოს, პირგასამტეხლოსა და სხვა გადასახდელების გადახდის შემდეგ თანმიმდევრობაზე: პირველ რიგში იფარება საკომისიო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ დარიცხული საპროცენტო სარგებელი, შემდეგ ათვისებული ოვერდრაფტის თანხა და ბოლოს სხვა გადასახდელები. აღნიშნული რიგითობა შეიძლება შეიცვალოს ბანკის შეხედულებით.
3.4.2. თუკი სხვაგვარად არ იქნა დადგენილი ბანკის მიერ (მათ შორის, ოვერდრაფტის ხელშეკრულებაში) ათვისებული ოვერდრაფტის თანხის დაბრუნება უნდა მოხდეს ოვერდრაფტის ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის თარიღამდე.
3.4.3. ოვერდრაფტის თანხის, საპროცენტო სარგებლის, საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს დაანგარიშება და გადახდა უნდა მოხდეს ხელშეკრულებით დადგენილი წესით და შესაბამისად. კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში ბანკი მოამზადებს და გასცემს გრაფიკს, რომელიც წარმოადგენს საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტს და რომელიც ასახავს ოვერდრაფტის ხელშეკრულებაში მითითებული ოვერდრაფტის მაქსიმალური მოცულობის ათვისების შემთხვევაში გადასახდელი საპროცენტო სარგებლის ოდენობას და დაფარვის ვადას/ვადებს.
3.4.4. ოვერდრაფტის თანხის, საპროცენტო სარგებლის, საკომისიოსა და პირგასამტეხლოს გადახდა უნდა განხორციელდეს იმავე ვალუტაში, რა ვალუტაშიც დაშვებულია ოვერდრაფტი, ხოლო აღნიშნული მიზნით თანხის კონვერტაციის აუცილებლობის შემთხვევაში კონვერტაცია უნდა განხორციელდეს კლიენტის ხარჯზე კონვერტაციის თარიღისათვის ბანკში დაწესებული კომერციული კურსით ან კლიენტთან შეთანხმებული კურსით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
3.4.5. კლიენტის მიერ გადახდილი ნებისმიერი თანხა ჩაითვლება ჯეროვნად შესრულებულ ვალდებულებად, თუ ისინი გადახდილია ხელშეკრულებით დადგენილ თარიღში, ხოლო თუ ეს თარიღი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მაშინ დაფარვა უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს მომდევნო საბანკო დღისა. ამასთან, თუ ამგვარი მომდევნო საბანკო დღე არის (ემთხვევა) საანგარიშო თვის მომდევნო თვეში, მაშინ დაფარვა უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს დადგენილი დაფარვის თარიღის წინა საბანკო დღეს.
3.4.6. კლიენტი ასევე ადასტურებს და აცხადებს თანხმობას ბანკის სრულ უფლებამოსილებაზე, კლიენტის მიერ ხელშეკრულებით და მასთან დაკავშირებული ხელშეკრულებ(ებ)ით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ან/და ამგვარი ვალდებულების სრულად ან ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში:
3.4.6.1. კლიენტის ნებისმიერი სახის ანგარიშ(ებ)იდან უაქცეპტოდ ჩამოწეროს ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით გათვალისწინებული ყველა გადასახდელი, ხოლო თუ გადასახდელი და ანგარიშ(ებ)ზე რიცხული თანხა სხვადასხვა ვალუტაშია, ბანკი უფლებამოსილია თავად განახორციელოს კონვერტაცია გადახდის თარიღისათვის ბანკში მოქმედი კომერციული კურსით ან კლიენტთან შეთანხმებული კურსით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო კონვერტაციის მომსახურების ღირებულება ასევე უაქცეპტოდ ჩამოწეროს კლიენტის ანგარიშ(ებ)იდან, კონვერტირებული თანხა კი მიმართოს შესაბამისი გადასახდელის დასაფარად;
3.4.6.2. ისარგებლოს ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით დადგენილი სხვა უფლებებით.
3.5. ოვერდრაფტით სარგებლობის დამატებითი პირობები
3.5.1. თუკი სხვაგვარი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული ბანკის მიერ ან/და თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, იმ შემთხვევაში, თუ ოვერდრაფტის ლიმიტი დამტკიცებულია ერთ რომელიმე ვალუტაში და ოვერდრაფტის თანხის ან მისი ნაწილის გაცემა/ათვისება ხდება სხვა ვალუტაში, მაშინ გამოიყენება გაცემის/ათვისების მომენტში მოქმედი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსი.
3.5.2. იმ შემთხვევაში, თუ ოვერდრაფტის ლიმიტი დამტკიცებულია ერთ რომელიმე ვალუტაში და შესაბამისი ოვერდრაფტის თანხის ან მისი ნაწილის გაცემა / ათვისება ხდება სხვა ვალუტაში, სავალუტო კურსის ცვლილების გამო ოვერდრაფტის ლიმიტის მოცულობის გადაჭარბება არ ჩაითვლება წინამდებარე ხელშეკრულების დარღვევად და კლიენტი ვალდებულია სრულად და ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
3.5.3. მიუხედავად ხელშეკრულების დადებისა/ხელმოწერისა, ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს ცალმხრივად განაცხადოს უარი ხელშეკრულებით განსაზღვრული საბანკო პროდუქტებით მომსახურებაზე (მათ შორის, ოვერდრაფტის თანხების გაცემაზე) ან მის ნაწილზე, თუკი კლიენტის ქონებაზე ან/და
არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე (მათ შორის, ანგარიშ(ებ)ზე) აღრიცხულია (რეგისტრირებულია) რაიმე სახის შეზღუდვა, მათ შორის საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა.
3.5.4. თუ ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით გათვალისწინებული საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს (ჯარიმის) დარიცხვის (გადახდის) მომენტში, კანონმდებლობით (მათ შორის საქართველოს ეროვნული ბანკის ინსტრუქციებით) დადგენილია საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს (ჯარიმის) განაკვეთები, რომელთა მოცულობა უფრო დაბალია, ვიდრე ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით გათვალისწინებული საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს (ჯარიმის) განაკვეთები, ასეთ შემთხვევაში მოქმედებს კანონმდებლობით (მათ შორის საქართველოს ეროვნული ბანკის ინსტრუქციებით) დადგენილი საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს (ჯარიმის) მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი (ამგვარის არსებობის შემთხვევაში).
3.5.5. კლიენტი ვალდებულია ოვერდრაფტის თანხის, მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის (მათ შორის, როგორც მიუღებელი სარგებლის), საკომისიოსა და პირგასამტეხლოს, აგრეთვე ნებისმიერი სხვა სახის დავალიანების ჩათვლით, სხვა საფინანსო ორგანიზაციებიდან რეფინანსირებამდე, 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღით ადრე წერილობით შეატყობინოს ბანკს აღნიშნულის თაობაზე.
4. კლიენტის ძირითადი ვალდებულებები ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების უზრუნველყოფის მიზნით:
4.1. მიზნობრიობა. კლიენტი ვალდებულია დაიცვას ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით დადგენილი ოვერდრაფტის მიზნობრიობა (ამგვარის არსებობის შემთხვევაში);
4.2. დაზღვევა. კლიენტი ვალდებულია ბანკის წერილობით ან ზეპირი მოთხოვნით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო ასეთის არ არსებობისას, ბანკის მოთხოვნიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში დააზღვიოს ამავე მოთხოვნით განსაზღვრული სადაზღვევო შემთხვევები (მათ შორის, ხელშეკრულების დანართი N1-ის 4.3. პუნქტით გათვალისწინებული უზრუნველყოფის საშუალებები) ბანკის სასარგებლოდ (ანუ დაზღვევის ბენეფიციარს უნდა წარმოადგენდეს ბანკი ან/და ბანკის მიერ დასახელებული პირი) ისე, რომ თუკი სხვაგვარად არ იქნა მოთხოვნილი ბანკის მიერ (ა) სადაზღვევო ანაზღაურებით შესაძლებელი იყოს ბანკის (ან/და ბანკის მიერ
დასახელებული პირის) მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება, და (ბ) დაზღვევის ერთჯერადი ან ჯამური ვადა არ უნდა იყოს ბანკის მოთხოვნების მოქმედების ვადაზე ნაკლები.
4.2.1. ამასთან, კლიენტი იღებს ვალდებულებას:
4.2.1.1. დაზღვევა განახორციელოს ბანკისათვის მისაღებ, მაღალი რეპუტაციის მქონე სადაზღვევო კომპანიაში;
4.2.1.2. დაზღვევის მომენტიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი წარუდგინოს ბანკს;
4.2.1.3. თუ დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტის ერთჯერადი მოქმედების ვადა ნაკლებია ბანკის მოთხოვნების მოქმედების ვადაზე, დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტის მოქმედების ვადის გასვლამდე არანაკლებ 10 (ათი) კალენდარული დღით ადრე წარუდგინოს ბანკს დაზღვევის დამადასტურებელი ახალი დოკუმენტი განახლებული ვად(ებ)ით;
4.2.1.4. დაიცვას დაზღვევის შესახებ ხელშეკრულების პირობები, მათ შორის სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ბანკს და სადაზღვევო კომპანიას, აგრეთვე, განახორციელოს ყველა ის ქმედება, რომელიც მოთხოვნილია სადაზღვევო კომპანიის მიერ სადაზღვევო შემთხვევის ასანაზღაურებლად.
4.2.2. კლიენტის მიერ წინამდებარე დებულებებით განსაზღვრული დაზღვევის ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების უზრუნველსაყოფად ან/და აღნიშნული ვალდებულების სრულად ან ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში კლიენტი ასევე ადასტურებს და აცხადებს თანხმობას ბანკის სრულ უფლებამოსილებაზე:
4.2.2.1. იმოქმედოს კლიენტის სახელით და მისივე ხარჯით; შესაბამისად, ამ მიზნით, კლიენტის სახელითა და მის ხარჯზე გამოვიდეს მესამე პირებთან (მათ შორის, სადაზღვევო დაწესებულებებთან) ურთიერთობებში, დადოს ან/და ხელი მოაწეროს ნებისმიერ გარიგებას, მიმართვას, განცხადებას ან/და სხვა ნებისმიერ დოკუმენტს. ბანკის აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელება არ არის დამოკიდებული კლიენტის რაიმე დამატებით თანხმობაზე, ნებართვაზე ან/და მინდობილობაზე და ეს უფლებამოსილება მესამე პირებთან (მათ შორის სადაზღვევო დაწესებულებებთან) ურთიერთობებში არ შეიძლება შეიზღუდოს;
4.2.2.2. კლიენტის ნებისმიერი სახის ანგარიშ(ებ)იდან უაქცეპტოდ ჩამოწეროს ყველა გადასახდელი, ხოლო თუ გადასახდელი და ანგარიშ(ებ)ზე რიცხული თანხა სხვადასხვა ვალუტაშია, ბანკმა თავად განახორციელოს კონვერტაცია გადახდის თარიღისათვის ბანკში მოქმედი კომერციული
კურსით ან კლიენტთან შეთანხმებული კურსით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო კონვერტაციის მომსახურების ღირებულება ასევე უაქცეპტოდ ჩამოწეროს კლიენტის ანგარიშ(ებ)იდან, კონვერტირებული თანხა კი მიმართოს შესაბამისი გადასახდელის დასაფარად;
4.2.2.3. ისარგებლოს ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით დადგენილი სხვა უფლებებით.
4.3. ბანკის მოთხოვნების უზრუნველყოფა. კლიენტი ვალდებულია ხელშეკრულებით (მისი დანართ(ებ)ის ჩათვლით) ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით განსაზღვრული ბანკის მოთხოვნების (ან მათი ნაწილის) შესრულების, ასევე სასამართლოს (მათ შორის საარბიტრაჟო სასამართლო), აღსრულების, უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციასთან დაკავშირებული, თუ უზრუნველყოფილი მოთხოვნებიდან გამომდინარე ნებისმიერი სხვა ხარჯების სრულად და ჯეროვნად უზრუნველსაყოფად:
4.3.1. ბანკის წერილობითი ან ზეპირი მოთხოვნით (მათ შორის, ხელშეკრულების
დადებამდე/ხელმოწერამდე ან/და მისი მოქმედების განმავლობაში პერიოდულად წარდგენილი) დადგენილ ვადაში და პირობებით, ბანკისათვის მისაღები ფორმით:
4.3.1.1. ხელი მოაწეროს უზრუნველყოფის საშუალებების შესახებ გარიგებებს ან/და სხვა დოკუმენტებს და განახორციელოს ამგვარი უზრუნველყოფის საშუალებების რეგისტრაციასთან ან/და სრულყოფასთან დაკავშირებული ნებისმიერი აუცილებელი ან/და მიზანშეწონილი ქმედება;
4.3.1.2. უზრუნველყოს, რომ შესაბამისმა მესამე პირებმა ხელი მოაწერონ უზრუნველყოფის საშუალებების შესახებ ამგვარ გარიგებებს ან/და სხვა დოკუმენტებს და განახორციელონ უზრუნველყოფის საშუალებების რეგისტრაციასთან ან/და სრულყოფასთან დაკავშირებული ნებისმიერი აუცილებელი ან/და მიზანშეწონილი ქმედება;
4.3.2. თუკი სხვაგვარად არ იქნა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრული შესაბამის უზრუნველყოფის ხელშეკრულებებში, თუ უზრუნველყოფის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი (ბანკის საკუთრებაში გადასული უზრუნველყოფის საგანი ან უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა) სრულად არ ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს, მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით, ბანკი უფლებამოსილია გადახდევინება მიაქციოს კლიენტის ნებისმიერ ქონებაზე (მათ შორის, იმ ქონებაზეც, რომელიც არ წარმოადგენს უზრუნველყოფის საგანს).
4.3.3. თუ კლიენტის ან/და უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრის მიმართვის საფუძველზე ბანკი
წერილობით უარს განაცხადებს უზრუნველყოფაზე, მხარეები თანხმდებიან, რომ უზრუნველყოფის ამგვარი გაუქმება ჩაითვლება მხარეთა შორის შეთანხმებულად და ბანკის მოთხოვნები კლიენტის მიმართ დარჩება ძალაში სრული ოდენობით.
4.4. ინფორმაციის წარდგენა. კლიენტი ვალდებულია ქვემოთ მითითებულ ვადებში, ან/და ბანკის წერილობითი ან ზეპირი მოთხოვნით განსაზღვრულ გონივრულ ვადაში ბანკისათვის მისაღები ფორმით მიაწოდოს ბანკს ნებისმიერი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, რომელიც:
4.4.1. ასახავს კლიენტის საერთო აქტივებს/ქონებას, ფინანსურ მდგომარეობას (მათ შორის ბალანსი და მოგება-ზარალის უწყისი), საქმიან ოპერაციებს, ამონაწერებს საბანკო ანგარიშებიდან (მათ შორის, სხვა საბანკო- საფინანსო ინსტიტუტებში არსებული ანგარიშებიდან) და ანგარიშგებას (საგადასახადო ანგარიშგების ჩათვლით), მათ შორის:
4.4.1.1. ყოველი კალენდარული კვარტლის შემდგომი თვის ბოლო რიცხვამდე – ინფორმაცია საერთო აქტივების/ქონების შესახებ, მოგება-ზარალის უწყისი და ბალანსი კალენდარული კვარტლის ბოლო დღის მდგომარეობით;
4.4.1.2. ყოველი მომდევნო კალენდარული წლის მე-4 თვის ბოლო რიცხვამდე – გასული კალენდარული წლის ფინანსური დოკუმენტაცია (ბალანსი და მოგება-ზარალის ანგარიში) კალენდარული წლის ბოლო დღის მდგომარეობით, რომელიც ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში წარმოდგენილ უნდა იქნეს დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დამოწმებული სახით;
4.4.1.3. ყოველი მომდევნო კალენდარული წლის თებერვლის თვის ბოლო რიცხვამდე – წლიური ბიუჯეტი და ბიზნეს გეგმა;
4.4.1.4. დაუყოვნებლივ – იმ შესაძლო, პოტენციური ან/და არსებული ადმინისტრაციული, სასამართლო (მათ შორის, საარბიტრაჟო სასამართლო) ან/და სხვა მსგავსი დავების ან სამართალწარმოების შესახებ, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონიოს კლიენტის მიერ ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, რაც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს, კლიენტის აქტივებთან/ქონებასთან, ხელშეკრულების დანართი N1-ის 4.3. პუნქტით გათვალისწინებულ უზრუნველყოფის საშუალებებთან, კლიენტის გადახდისუნარიანობასთან/გაკოტრებასთან
დაკავშირებულ დავებს ან სამართალწარმოებას.
4.4.2. აუცილებელია ბანკის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დასაცავად და შესასრულებლად;
4.4.3. გათვალისწინებულია ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით ან/და მოთხოვნილია ბანკის მიერ გონივრულობის ფარგლებში (მათ შორის, კლიენტის მიერ ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის მიზნით).
4.5. გარემოს დაცვის, ჯანდაცვის და შრომითი და სოციალური დაცვის უზრუნველყოფა. xxxxxxxx მიერ გარემოს დაცვის, ჯანდაცვის და შრომითი და სოციალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით:
4.5.1. კლიენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ბანკს გარემოს დაცვის, ჯანდაცვის, შრომითი და სოციალური დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის ან ასეთის საშიშროების შესახებ. აღნიშნულთან ერთად კლიენტი ვალდებულია ბანკს აცნობოს იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული დარღვევების აღმოსაფხვრელად, ასევე, ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში შეუთანხმოს ბანკს ან/და გაითვალისწინოს ბანკის მოთხოვნები და რეკომენდაციები აღნიშნული დარღვევების აღმოსაფხვრელად;
4.5.2. მხარეები თანხმდებიან შეასრულონ ხელშეკრულების დანართი N3-ით ნაკისრი/მინიჭებული უფლება-მოვალეობები (ასეთის არსებობისას).
4.6. სხვა ვალდებულებები. კლიენტი ვალდებულია
4.6.1. xxxxxx წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე:
4.6.1.1. კლიენტმა, როგორც იურიდიულმა პირმა ან სხვა ორგანიზაციულმა წარმონაქმნა, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს არ დაუშვას ძირითადი საქმიანობის სფეროს შეცვლა, რეორგანიზაცია (გარდაქმნა, შერწყმა, გაყოფა) ან ლიკვიდაცია ან/და ნებისმიერი მსგავსი რესტრუქტურიზაცია, გარიგება, თუ სხვა ქმედება;
4.6.1.2. არ დაუშვას საკუთარი აქტივების/ქონების ან მისი/მათი ნაწილის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენება ან/და სხვაგვარად დატვირთვა ნებისმიერი მესამე პირის სასარგებლოდ;
4.6.1.3. ნებისმიერი 12 (თორმეტი) თვიანი პერიოდის განმავლობაში არ განკარგოს ნებისმიერი სახით საკუთარი აქტივები/ქონება (ან მისი/მათი ნაწილი) ან/და შეიძინოს ნებისმიერი მესამე პირის ნებისმიერი სახის აქტივები/ქონება ან მისი/მათი ნაწილი;
4.6.1.4. ნებისმიერი 12 (თორმეტი) თვიანი პერიოდის განმავლობაში არ განახორციელოს ინვესტიციები, დაიკისროს რაიმე ვალდებულებები ან/და გაწიოს ხარჯები, მათ შორის კაპიტალური დანახარჯები, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამგვარი
ინვესტიციების, ან/და ხარჯების გაწევა ან/და ვალდებულებების აღება შეესაბამება ხელშეკრულებით განსაზღვრული ოვერდრაფტის მიზნობრიობას, ან/და გახორციელებულია კლიენტის ჩვეული საქმიანობის ფარგლებში;
4.6.1.5. არ დაიკისროს რაიმე დამატებითი საბალანსო ან გარესაბალანსო კრედიტები, სესხები ან/და მსგავსი ვალდებულებები;
4.6.1.6. ნებისმიერი კალენდარული წლის განმავლობაში არ გასცეს დივიდენდები, ხოლო თუ ოვერდრაფტის მოცულობა არ აღემატება 2 000 000 (ორი მილიონი) ლარს, ამასთან, დივიდენდების გაცემა კლიენტს შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კლიენტის მხრიდან ადგილი არა აქვს ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის ან/და ბანკთან გაფორმებული სხვა ნებისმიერი ხელშეკრულებ(ებ)ის ან/და სხვა შეთანხმებების დარღვევას ან/და დივიდენდის გაცემით არ იქმნება ამგვარი დარღვევის საშიშროება.
4.6.2. საკუთარი და მისი შვილობილი კომპანიების ფინანსური ანგარიშგება აწარმოოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და პროცედურების სრული დაცვით, ხოლო ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, (ა) ამგვარი ანგარიშების წარმოება უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებს (International Financial Reporting Standards), და (ბ) ფინანსური ანგარიშების შემოწმება უნდა მოხდეს ბანკისათვის მისაღები აუდიტორის/აუდიტორული კომპანიის მიერ.
4.6.3. არ დაუშვას ბანკისათვის (მისი თანამშრომლების, წარმომადგენლების ან/და სხვა უფლებამოსილი პირების ჩათვლით) ხელშეკრულებიდან ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ნებისმიერი ზიანის (ზარალის) მიყენება ან ხარჯის დაკისრება, რომელიც ბანკს შეიძლება მიადგეს/დაეკისროს კლიენტის, თუ მასთან დაკავშირებული ნებისმიერი მესამე პირის ქმედებისაგან (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ზარალი/ხარჯი გამოწვეულია ბანკის (მისი თანამშრომლების, წარმომადგენლების ან/და სხვა უფლებამოსილი პირების ჩათვლით) დაუდევრობით, სამსახურებრივი გულგრილობით ან გამიზნული ქმედებით), ხოლო ამგვარი გარემოების დადგომისას სრულად და ჯეროვნად აუნაზღაუროს ბანკს ნებისმიერი ამგვარი ზიანი (ზარალი), თუ ხარჯი.
4.6.4. ისარგებლოს მხოლოდ ბანკის პროდუქტებით ან/და მომსახურებით, მათ შორის ერთმნიშვნელოვნად საბანკო ბრუნვის და საბანკო ანგარიშებზე ნაშთის 100 (ასი) % აწარმოოს/იქონიოს მხოლოდ ბანკის მეშვეობით.
4.6.5. უზრუნველყოს ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით გათვალისწინებული განცხადებებისა და გარანტიების, ვალდებულებებისა ან/და სხვა პირობების დაცვა.
5. მხარეთა პასუხისმგებლობა
5.1. მხარეები იღებენ ვალდებულებას აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი (ზარალი) კანონმდებლობით ან/და ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით დადგენილი წესით.
5.2. ამასთან, კლიენტი პასუხს აგებს ხელშეკრულებით და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით ნაკისრი ვალდებულებების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით ბანკისათვის მიყენებულ ნებისმიერ ზიანზე (ზარალზე). მათ შორის, თუ ბანკი სხვაგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ხელშეკრულების დანართი N1-ის 3.5.5. პუნქტით განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში, კლიენტს დარღვეული ვადის პერიოდზე დაერიცხება შესაბამისი საპროცენტო სარგებლის (როგორც მიყენებული ზიანის/ზარალის) დამატებითი მოცულობა. ზიანის (ზარალის) ანაზღაურება კლიენტს არ ათავისუფლებს ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან (გადახდისაგან).
5.3. მიუხედავად ხელშეკრულების დანართი N1-ის
5.1. და 5.2. პუნქტებით განსაზღვრული გარანტიებისა, კლიენტის მიერ ხელშეკრულებით და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულების უზრუნველსაყოფად და შესაბამისად ბანკის უფლებებისა და მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით, კლიენტი აცხადებს წინასწარ თანხმობას ბანკის სრულ უფლებამოსილებაზე:
5.3.1. რამდენიმე ვადამოსული დავალიანების არსებობისას, საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვროს ოვერდრაფტის და მის ფარგლებში არსებული გადასახდელების თანმიმდევრობა და რიგითობა;
5.3.2. ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით გათვალისწინებული ნებისმიერი ვადამოსული გადასახდელის სრულად და ჯეროვნად დაფარვამდე, მასთან არსებული წესების დაცვით უაქცეპტოდ დაბლოკოს კლიენტის ნებისმიერი სახის ანგარიშ(ებ)ი
5.3.3. ხელშეკრულებიდან და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)იდან გამომდინარე ბანკის
წინაშე არსებული კლიენტის ფულადი ვალდებულებ(ებ)ის სრულად და ჯეროვნად შესრულების უზრუნველსაყოფად კლიენტის ნებისმიერი სახის ანგარიშ(ებ)ზე უაქცეპტოდ დაუშვას ოვერდრაფტ(ებ)ი ან/და გაზარდოს არსებული ოვერდრაფტის მოცულობა და შესაბამისი თანხები მიმართოს შესაბამისი გადასახდელების დასაფარად. აღნიშნული მიზნით, კლიენტი ცალსახად და უპირობოდ ადასტურებს, რომ:
5.3.3.1. თუკი ამ დროისათვის კლიენტის ანგარიშ(ებ)ზე უკვე დაშვებულია ოვერდრაფტი:
(ა) ასეთ შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილია ერთპიროვნულად (კლიენტის შემდგომი თანხმობის გარეშე) გაზარდოს ოვერდრაფტის მოცულობა შესაბამისი გადასახდელის ოდენობით;
(ბ) გაზრდილი ოვერდრაფტის ფარგლებში ათვისებულ თანხებზე გავრცელდება შესაბამისი ოვერდრაფტის ხელშეკრულებით დადგენილი პირობები;
(გ) კლიენტის ანგარიშზე თანხ(ებ)ის ჩარიცხვის შემთხვევაში დაშვებული ოვერდრაფტის მოცულობა ავტომატურად შემცირდება შესაბამისი ოვერდრაფტის ხელშეკრულებით დადგენილ ოდენობამდე.
5.3.3.2. თუკი ამ დროისათვის კლიენტის ანგარიშ(ებ)ზე არ არის დაშვებული ოვერდრაფტი:
(ა) ასეთ შემთხვევაში, არ არის აუცილებელი მხარეთა შორის გაფორმდეს ოვერდრაფტის ხელშეკრულება ან/და სხვა რაიმე დოკუმენტი და ბანკი უფლებამოსილია კლიენტის ანგარიშზე ოვერდრაფტი დაუშვას ერთპიროვნულად, ხელშეკრულების საფუძველზე;
(ბ) ოვერდრაფტი დაიშვება შესაბამისი გადასახდელის ოდენობით;
(გ) ოვერდრაფტის ფარგლებში ათვისებულ და შესაბამისი გადასახდელის დასაფარად გადახდილ თანხას დაერიცხება საპროცენტო სარგებელი ხელშეკრულებით ოვერდრაფტზე დაწესებული ოდენობით;
(დ) ოვერდრაფტი დაიშვება 3 (სამი) თვის ვადით და ათვისებული ოვერდრაფტის თანხების დაფარვის ვადის გადაცილების შემთხვევაში, გადაუხდელ თანხებს დაერიცხება პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.5%-ის (ნული მთელი ხუთი მეათედი პროცენტის) ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
(ე) ოვერდრაფტზე გავრცელდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა პირობები.
6. კომუნიკაცია მხარეებს შორის
6.1. მხარეებს შორის ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა უნდა ატარებდეს წერილობით ფორმას. მხარისათვის გათვალისწინებული
წერილობითი შეტყობინება მას შეიძლება მიეწოდოს პირადად ან გაეგზავნოს კურიერის (მათ შორის, საერთაშორისო კურიერის) ან საფოსტო გზავნილის (მათ შორის დაზღვეული წერილის) საშუალებით. ოპერატიულობის მიზნით და ქვემოთ მოცემული დებულებების გათვალისწინებით, დასაშვებია მეორე მხარისათვის შეტყობინების მიწოდება დეპეშის, ტელექსის, ფაქსის, ელექტრონული ფოსტის, მოკლე ტექსტური შეტყობინების, მობილ-ბანკის, ინტერნეტ-ბანკის ან ბანკის მიერ დადგენილი ნებისმიერი სხვა ოპერატიული საშუალებით გაგზავნის გზით, იმ პირობით, რომ მეორე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, ამგვარი მოთხოვნიდან გონივრულ ვადაში მას წარედგინება შეტყობინება წერილობითი ფორმითაც.
6.2. შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს თუ შეტყობინების მიღება დადასტურებულია ადრესატის მიერ (მათ შორის, ელექტრონული დოკუმენტით, ქვითრით, შეტყობინების შესაბამისი სხვა საშუალებით და ა.შ.). თუ შეტყობინების მიღება არ არის დადასტურებული ადრესატის მიერ, ნებისმიერი ასეთი შეტყობინება მიიჩნევა სათანადო წესის შესაბამისად გაგზავნილად და მიღებულად:
6.2.1. კურიერის ან დაზღვეული საფოსტო გზავნილის მეშვეობით წერილობითი შეტყობინების ან დეპეშის გაგზავნის შემთხვევაში – ჩაბარების დადასტურების თარიღის დღეს;
6.2.2. ფაქსის, ტელექსის, ელექტრონული ფოსტის, მოკლე ტექსტური შეტყობინების ან/და სხვა ელექტრონული საშუალებით (გარდა მობილ- ბანკის და ინტერნეტ-ბანკისა) გაგზავნის შემთხვევაში – ადრესატის მიერ შესაბამისი შეტყობინების მიღების დადასტურების თარიღიდან, ან შესაბამისი ქმედების განხორციელებით შეტყობინების მიღების დადასტურების თარიღიდან;
6.2.3. მობილ-ბანკის, ინტერნეტ-ბანკის ან/და ბანკის მიერ შეთავაზებული ნებისმიერი სხვა ოპერატიული საშუალებით გაგზავნის შემთხვევაში – გაგზავნის თარიღიდან მეორე სამუშაო დღეს, თუკი სხვაგვარად არ იქნა გათვალისწინებული კომუნიკაციის ამგვარი საშუალებების გამოყენებაზე ბანკის მიერ დადგენილი წესებითა და პროცედურებით.
6.3. შეტყობინება მიღებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ შეტყობინების გამგზავნ მხარეს შეტყობინება დაუბრუნდება გაგზავნილ მისამართზე შეტყობინების ადრესატის ადგილსამყოფელის არარსებობის გამო, ადრესატი უარს განაცხადებს შეტყობინების მიღებაზე, ან თავს აარიდებს მის მიღებას.
6.4. მხარეები ურთიერთობას განახორციელებენ ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით განსაზღვრულ მისამართებზე (ან სხვა ნებისმიერ მისამართზე, რომელსაც ერთი მხარე აცნობებს მეორეს
წერილობით). მხარე ვალდებულია აღნიშნული მისამართ(ებ)ის ან მათი რომელიმე მონაცემის ცვლილების შესახებ დროულად აცნობოს მეორე მხარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ აღნიშნულ მისამართზე განხორციელებული ურთიერთობა (შეტყობინების გაგზავნა და სხვა) ჩაითვლება ჯეროვნად შესრულებულად.
7. კონფიდენციალურობა
7.1. მხარეები ვალდებული არიან ხელშეკრულების და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის მოქმედების პერიოდში დაიცვან მეორე მხარისაგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაციის კონფიდენციალურობა.
7.2. კონფიდენციალურობის შესახებ ზემოაღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება ინფორმაციას:
7.2.1. რომელიც კანონმდებლობის დარღვევის გარეშე იყო ცნობილი ინფორმაციის მიმღები მხარისათვის მეორე მხარის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებამდე;
7.2.2. რომლის გამჟღავნებაც მოხდება მხარეთა მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და შესასრულებლად (მათ შორის, რომელიმე მხარის მიერ სასამართლო (მათ შორის, საარბიტრაჟო სასამართლო) წესით მისი უფლებების განსახორციელებლად);
7.2.3. რომლის მოპოვებაც შესაძლებელია სხვა წყაროებიდან;
7.2.4. რომელიც არის, ან გახდება მესამე პირ(ებ)ისათვის ხელმისაწვდომი მხარეთა წერილობითი შეთანხმებით, ან მათგან დამოუკიდებლად.
7.3. მიუხედავად ხელშეკრულების დანართი N1-ის
7.1. პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვისა, კლიენტი ბანკს ანიჭებს უპირობო უფლებას, კლიენტის დამატებითი წინასწარი ან შემდგომი თანხმობის ან აქცეპტის გარეშე:
7.3.1. კლიენტის შესახებ ინფორმაცია გადასცეს მის შვილობილ კომპანიებს ან სხვა აფილირებულ პირებს კლიენტისათვის სხვადასხვა ტიპის მომსახურების შეთავაზების მიზნით, იმ პირობით და იმის გათვალისწინებით, რომ:
7.3.1.1. ამგვარი ინფორმაცია შემოიფარგლება მხოლოდ იმ ინფორმაციით, რაც აუცილებელია ამგვარი მომსახურების შესათავაზებლად ან/და ხელშეკრულებით და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად;
7.3.1.2. ინფორმაციის მიმღები პირები დაიცავენ ზემოაღნიშნულ დებულებებს ინფორმაციის კონფიდენციალობასთან დაკავშირებით.
7.3.2. საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვრული და ს.ს. „კრედიტინფო საქართველოსთან“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 204470740) ან ნებისმიერი სხვა მსგავსი ფუნქციის მქონე
დაწესებულებასთან შეთანხმებული წესით, ფორმით და ვადებში:
7.3.2.1. ს.ს. „კრედიტინფო საქართველოს“ ან ნებისმიერ სხვა მსგავსი ფუნქციის მქონე დაწესებულებას, რომელიც შეიძლება ფუნქციონირებდეს ან დაარსდეს საქართველოს ან ნებისმიერი სხვა იურისდიქციის ქვეშ, მიაწოდოს ინფორმაცია კლიენტის შესახებ, რომელიც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს: კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, აგრეთვე კლიენტის მსხვილი
აქციონერებისა/დამფუძნებლების და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების სახელებსა და საიდენტიფიკაციო მონაცემებს, მიმდინარე ვალის წარმოშობის საფუძველს, მოცულობას, მიზნობრიობას, დარიცხულ საპროცენტო სარგებელს, მოქმედების ვადას, კლიენტის მიერ ვალთან დაკავშირებული გადახდების დროულობას, დავალიანების ნაშთს, უზრუნველყოფის საგნის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ხოლო სასამართლო (მათ შორის, საარბიტრაჟო სასამართლო) დავის არსებობის შემთხვევაში სასამართლო (მათ შორის, საარბიტრაჟო სასამართლო) სამართალწარმოების და სააღსრულებო წარმოების შედეგებს;
7.3.2.2. მისცეს თანხმობა ს.ს. „კრედიტინფო საქართველოს“ ან ნებისმიერ სხვა მსგავსი ფუნქციის მქონე დაწესებულებას, რომ ბანკის მიერ ს.ს. „კრედიტინფო საქართველოსათვის“ ან ნებისმიერი სხვა მსგავსი ფუნქციის მქონე დაწესებულებისათვის მიწოდებული კლიენტის მონაცემები ს.ს. „კრედიტინფო საქართველომ” ან ნებისმიერმა სხვა მსგავსი ფუნქციის მქონე დაწესებულებამ გადასცეს მესამე პირებს, იმ პირობით რომ xxxxxx მიერ მიწოდებული კლიენტის მონაცემების მიწოდება მოხდება იმ პირებისთვის, რომლებიც თავადაც აწვდიან ს.ს.
„კრედიტინფო საქართველოს” ან ნებისმიერ სხვა მსგავსი ფუნქციის მქონე დაწესებულებას აღნიშნული ხასიათის მონაცემებს და რომელთაც გაფორმებული აქვთ შესაბამისი ხელშეკრულება ს.ს. „კრედიტინფო საქართველოსთან” ან ნებისმიერ სხვა მსგავსი ფუნქციის მქონე დაწესებულებასთან;
7.3.2.3. მოიძიოს, მიიღოს და გამოიყენოს ს.ს.
„კრედიტინფო საქართველოსთან” ნებისმიერი სხვა მსგავსი ფუნქციის მქონე დაწესებულების მონაცემთა ბაზაში არსებული კლიენტის მონაცემები.
7.3.3. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან ან/და ნებისმიერი სხვა იდენტური ან მსგავსი ფუნქციის მქონე დაწესებულებიდან (კერძო ან საჯარო) გამოითხოვოს, მიიღოს და შეინახოს კლიენტის შესახებ დაცული ინფორმაცია (მათ შორის პერსონალური მონაცემები და საიდენტიფიკაციო
დოკუმენტები) და აღნიშული ინფორმაციის მონაცემთა ბაზები (მათ შორის ელექტრონული ბაზები), ასევე შეასრულოს ყველა საჭირო მოქმედება ან/და პროცედურა რაც დაკავშირებულია ზემოაღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებასთან;
7.3.4. კლიენტის შესახებ ინფორმაცია (მათ შორის, ინფორმაცია ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების შესახებ) მიაწოდოს:
7.3.4.1. ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების და შესაბამისი უზრუნველყოფის ხელშეკრულებების/გარიგებების მხარეებს;
7.3.4.2. მესამე პირებს: ა) კლიენტის მიერ ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებების პირობების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულების შედეგად ბანკის უფლებების განხორციელების მიზნით, ან/და კლიენტის მიერ ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე მონიტორინგის მიზნით ან ბ) რომლებიც დაინტერესებულნი არიან ხელშეკრულებიდან ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ბანკის მოთხოვნების შეძენით/სინდიცირებით ან/და კლიენტის ვალდებულებების გადაკისრებით.
8. პრეტენზიები და დავები
8.1. ხელშეკრულებიდან ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)იდან გამომდინარე პრეტენზიები მხარეებმა შეიძლება ერთმანეთს წაუყენონ წერილობით ან/და ზეპირად. პრეტენზიის მიმღები მხარე ვალდებულია პრეტენზიის მიღებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში მთლიანად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილოს წამოყენებული პრეტენზია, ან წერილობით ან/და ზეპირად აცნობოს მეორე მხარეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
8.2. ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის ირგვლივ წამოჭრილი ნებისმიერი დავა (მათ შორის, ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობასთან, ინტერპრეტაციასთან, შესრულებასთან და აღსრულებასთან დაკავშირებით) წყდება მოლაპარაკებით. დავის მოუგვარებლობის შემთხვევაში, მხარეები მიმართავენ სასამართლოს. ამასთან, მხარეები თანხმდებიან, რომ დავასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბანკის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
8.3. მიუხედავად, ხელშეკრულების დანართი N1-ის
8.2. პუნქტით განსაზღვრული დებულებისა, იმ შემთხვევაში თუ მხარეთა შორის დავა უკვე არ არის გადაცემული სასამართლოში განსახილველად, ბანკი უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ დავის გადასაწყვეტად მიმართოს ხელშეკრულების დანართი N1-ის 8.4. პუნქტით განსაზღვრულ არბიტრაჟს ამავე პუნქტით განსაზღვრული საარბიტრაჟო შეთანხმების შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში, კლიენტი სრულად და უპირობოდ ეთანხმება ამ პუნქტით გათვალისწინებულ საარბიტრაჟო დათქმას და გამოთქვამს თანხმობას დავის განხილვა მოხდეს არბიტრაჟში. საარბიტრაჟო განხილვა ჩატარდება საქართველოში (ქ. თბილისში), ქართულ ენაზე, ქართული სამართლის ნორმების (კანონმდებლობის) შესაბამისად და მუდმივმოქმედი არბიტრაჟის რეგლამენტის/ დებულების იმ რედაქციის შესაბამისად, რომელიც იქნება მოქმედი საარბიტრაჟო სარჩელის მიღების თარიღისათვის და ამასთან, სრულად ან ნაწილობრივ არ იქნება შეუსაბამო ამ პუნქტით და ხელშეკრულების დანართი N1-ის
8.4. პუნქტში განსაზღვრულ საარბიტრაჟო შეთანხმებასთან, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ან მხარეთა დამატებითი წერილობითი შეთანხმებით სხვაგვარად არ იქნა განსაზღვრული. არბიტრაჟის მეშვეობით დავის განხილვის სხვა პირობები მოცემულია ხელშეკრულების დანართი N1-ის 8.4. პუნქტში.
8.4. ხელშეკრულებიდან (მათ შორის მისი დანართ(ებ)იდან) ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)იდან გამომდინარე ნებისმიერი დავის არბიტრაჟისათვის გადაცემის შემთხვევაში:
8.4.1. თუ დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 100,000 (ასი ათასი) ლარს ან მის ექვივალენტს (საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენის თარიღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფიქსირებული კურსით) უცხოურ ვალუტაში, მხარეთა შორის დავა განიხილება 1 (ერთი) არბიტრისაგან შემდგარი საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ, რომელსაც საარბიტრაჟო სარჩელის წარმოებაში მიღებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში ნიშნავს თავად მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სასამართლოს თავმჯდომარე მუდმივმოქმედი არბიტრაჟის არბიტრთა ნუსხიდან;
8.4.2. თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 100,000 (ასი ათასი) ლარს ან მის ექვივალენტს (საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენის თარიღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფიქსირებული კურსით) უცხოურ ვალუტაში, მხარეთა შორის დავა განიხილება მუდმივმოქმედი არბიტრაჟის არბიტრთა ნუსხიდან დანიშნული 3 (სამი) არბიტრისაგან
შემდგარი საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ, რომელთაგან თითო არბიტრს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის რეგლამენტის/დებულების შესაბამისად ნიშნავს თითოეული მხარე, ხოლო მესამე არბიტრს - მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სასამართლოს თავმჯდომარე. ამასთან:
8.4.2.1. მოსარჩელე არბიტრს ნიშნავს საარბიტრაჟო სარჩელის წარმოებაში მიღებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში, ხოლო მოპასუხე - მისთვის საარბიტრაჟო სარჩელის გადაცემიდან
7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში (თუ მოპასუხე წარმოდგენილია ერთზე მეტი პირით, მაშინ ვადის ათვლა იწყება საარბიტრაჟო სარჩელის ერთ-ერთი მათგანისათვის (ყველაზე ადრე ჩაბარების გათვალისწინებით) ჩაბარების შემდეგი დღიდან). თუ კი საარბიტრაჟო დავაში რომელიმე მხარეს მონაწილეობს ერთზე მეტი პირი, მათ ერთობლივად უნდა ისარგებლონ არბიტრის დანიშვნის უფლებით;
8.4.2.2. მესამე არბიტრის, რომელიც ამავე დროს იქნება საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარე, დანიშვნის უფლებას მხარეები გადასცემენ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც არბიტრს ნიშნავს საარბიტრაჟო სარჩელის წარმოებაში მიღებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში;
8.4.2.3. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მხარე არ დანიშნავს არბიტრს ხელშეკრულების დანართი N1-ის 8.4.2.1. ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვადაში, ჩაითვლება რომ ის უარს ამბობს ისარგებლოს არბიტრის უშუალოდ დანიშვნის უფლებით და რომ არბიტრის დანიშვნის უფლებას იგი გადასცემს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სასამართლოს თავმჯდომარეს. ამ შემთხვევაში მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სასამართლოს თავმჯდომარე არბიტრს ნიშნავს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის არბიტრთა ნუსხიდან, შესაბამისი მხარის მიერ არბიტრის დანიშვნის ვადის გაშვებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში.
8.4.3. ხელშეკრულების დანართი N1-ის 8.4.1. და 8.4.2. ქვეპუნქტების პირობ(ებ)ის შესაბამისად არბიტრის დანიშვნის თანადროულად შესაბამისმა მხარემ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სასამართლოს უნდა წარუდგინოს არბიტრობის კანდიდატის წერილობითი თანხმობა არბიტრობაზე;
8.4.4. მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის ან სხვა რაიმე მიზეზით უმოქმედობის შემთხვევაში, არბიტრს შეუწყდება უფლებამოსილება საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე ან მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სასამართლოს თავმჯდომარის მიერ საკუთარი ინიციატივით ან ერთ-ერთი მხარის დასაბუთებული წერილობითი განცხადებით;
8.4.5. მხარეს, რომელსაც განზრახული აქვს აცილება გამოუცხადოს არბიტრს, ვალდებულია აცილების შესახებ წერილობითი განცხადება
წარუდგინოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სასამართლოს თავმჯდომარეს და არბიტრებს 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა შესაბამისი არბიტრის დანიშვნა ან კანონმდებლობით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, რომელიც არბიტრის აცილების საფუძველია. განცხადებაში უნდა მიეთითოს აცილების საფუძველი და მოტივები. თუ არბიტრი, რომლის აცილების საკითხიც განიხილება, არ აცხადებს თვითაცილებას ან თუ მეორე მხარე არ დაეთანხმება აცილებას მისთვის არბიტრის აცილების თაობაზე წერილობითი განცხადების წარდგენიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში, მაშინ აცილების საკითხს გადაწყვეტს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სასამართლოს თავმჯდომარე ამ ვადის ამოწურვიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში. მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სასამართლოს თავმჯდომარის ეს გადაწყვეტილება საბოლოოა, არ გასაჩივრდება და მხარეები თანხმდებიან არბიტრის აცილების მოთხოვნით არ მიმართონ სასამართლოს;
8.4.6. არბიტრის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ან აცილებიდან/თვითაცილებიდან 7 (შვიდი) კალენდალური დღის ვადაში ამგვარი არბიტრის ნაცვლად არბიტრს ნიშნავს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სასამართლოს თავმჯდომარე მუდმივმოქმედი არბიტრაჟის არბიტრთა ნუსხიდან;
8.4.7. საარბიტრაჟო განხილვის დაწყებამდე ან განხილვის ნებისმიერ სტადიაზე საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე, მხარეს შეუძლია შუამდგომლობით მიმართოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სასამართლოს თავმჯდომარეს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ. მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სასამართლოს თავმჯდომარის მიერ გამოყენებულ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებს აქვთ სავალდებულო ძალა და უნდა აღსრულდეს შესაბამისად მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სასამართლოს თავმჯდომარის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ზემოაღნიშნული დათქმიდან გამომდინარე, მხარეები თანხმდებიან, რომ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების აღსრულებისათვის სასამართლოსათვის მიმართვა და სასამართლოს მიერ მათი ცნობა არ არის საჭირო;
8.4.8. საარბიტრაჟო დავის განხილვა იწყება მოპასუხისათვის საარბიტრაჟო სარჩელის გადაცემის მომეტიდან;
8.4.9. თუ დავის საგნის ღირებულება არ აღემატება:
8.4.9.1. 50,000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს ან მის ექვივალენტს (საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენის თარიღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფიქსირებული კურსით) უცხოურ ვალუტაში და დავა განიხილება 1 (ერთი) არბიტრისაგან
შემდგარი საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ, საარბიტრაჟო სასამართლო დავას განიხილავს ზეპირი განხილვის/მოსმენის გარეშე;
8.4.9.2. 200,000 (ორასი ათასი) ლარს ან მის ექვივალენტს (საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენის თარიღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფიქსირებული კურსით) უცხოურ ვალუტაში და დავა განიხილება 3 (სამი) არბიტრისაგან შემდგარი საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ, საარბიტრაჟო სასამართლო დავას განიხილავს ზეპირი განხილვის/მოსმენის გარეშე.
8.4.10. საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებულ საარბიტრაჟო თუ სხვა მოსაკრებელს და გადასახდელს გადაიხდის/აანაზღაურებს და ხარჯებს გაიღებს/აანაზღაურებს წაგებული მხარე;
8.4.11. მოპასუხეს უფლება აქვს საარბიტრაჟო სარჩელზე შესაგებელი/შეპასუხება წარმოადგინოს საარბიტრაჟო სარჩელის მიღებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში. ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ ჩაითვლება, რომ მოპასუხემ უარი განაცხადა შესაგებელზე/შეპასუხებაზე;
8.4.12. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილ უნდა იქნეს საარბიტრაჟო განხილვის დაწყებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. აუცილებლობის შემთხვევაში ეს ვადა შესაძლებელია გაიზარდოს გონივრული ვადით, მაგრამ არაუმეტეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადისა. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან. საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარემ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანის მომენტიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, რომელიც სხვა აუცილებელ შემადგენელ ნაწილებთან ერთად უნდა შეიცავდეს ასევე სამოტივაციო ნაწილს, უნდა გადასცეს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელი გადაწყვეტილებაც უნდა გადაეცეს მხარეს მისი ზეპირი ან წერილობითი მოთხოვნისთანავე;
8.4.13. თითოეულ მხარეს უფლება აქვს საარბიტრაჟო
გადაწყვეტილების მის მიერ მიღებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, მაგრამ არაუმეტეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანის მომენტიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში მოსთხოვოს საარბიტრაჟო სასამართლოს:
8.4.13.1. გაასწოროს შეცდომა, რომელიც დაშვებულ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში მოცემულ გაანგარიშებებში, აგრეთვე მისი წერითი, ბეჭდური ან სხვა ამგვარი შეცდომები;
8.4.13.2. მისცეს განმარტება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების რომელიმე კონკრეტულ საკითხთან ან ამ გადაწყვეტილების რომელიმე ნაწილთან დაკავშირებით;
8.4.13.3. გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება იმ მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომლებიც გაცხადებული იყო საარბიტრაჟო განხილვის მიმდინარეობისას, მაგრამ არ იქნა ასახული გადაწყვეტილებაში;
8.4.14. ყველა კომუნიკაცია მხარეებს, მუდმივმოქმედ არბიტრაჟსა და საარბიტრაჟო სასამართლოს შორის უნდა წარმოებდეს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის კანცელარიის მეშვეობით;
8.4.15. საარბიტრაჟო დავის განხილვის წესები და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები, რომლებიც არ რეგულირდება არც ხელშეკრულებით, არც მუდმივმოქმედი არბიტრაჟის რეგლამენტით/დებულებით და არც კანონმდებლობით, გადაწყდება მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სასამართლოს თავმჯდომარის, ხოლო საარბიტრაჟო სასამართლოს ფორმირების შემდეგ - საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ.
9. ხელშეკრულების მოქმედება და შეწყვეტა
9.1. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი დადების/ხელმოწერის მომენტიდან და ძალაშია მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე.
9.2. ხელშეკრულებით, მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით ან/და კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და პირობებით შესაძლებელია ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის ვადამდე სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტა:
9.2.1. xxxxxx მიერ:
9.2.1.1. თუ კლიენტი სრულად და ჯეროვნად არ შეასრულებს ხელშეკრულებით და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით განსაზღვრულ ნებისმიერ ვალდებულებას (მათ შორის, ფულად ვალდებულებას, განცხადებებს და გარანტიებს, ნებისმიერ პირობას ან/და სხვა ვალდებულებას);
9.2.1.2. ნებისმიერი ისეთი გარემოების დაწყებისას ან დადგომისას, რითაც საფრთხე შეექმნება კლიენტის ან/და ხელშეკრულების დანართი N1- ის 4.3. პუნქტით გათვალისწინებული უზრუნველყოფის საგნის სხვა მესაკუთრ(ეებ)ის აქტივებს/ქონებას ან/და მის (მათ) საქმიანობას, ან/და თუ ბანკისთვის საეჭვო გახდება კლიენტის ან/და ხელშეკრულების დანართი N1-ის 4.3. პუნქტით გათვალისწინებული უზრუნველყოფის საგნის სხვა მესაკუთრ(ეებ)ის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრული და ჯეროვანი შესრულება;
9.2.1.3. კლიენტის მიერ ოვერდრაფტით სარგებლობა არ ხდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში;
9.2.1.4. თუ კლიენტი სრულად და ჯეროვნად არ შეასრულებს ბანკთან გაფორმებული სხვა ნებისმიერი ხელშეკრულებით ან/და სხვა დოკუმენტით ნაკისრ ვალდებულებებს;
9.2.1.5. თუ ადგილი ექნება კლიენტის აქტივების/ქონების ან მისი/მათი ნაწილის დაყადაღებას;
9.2.1.6. თუ ოვერდრაფტის მოცულობა აღემატება 2 000 000 (ორი მილიონი) ლარს და კლიენტის აქციონერ(ებ)ის, პარტნიორ(ებ)ის თუ სხვა სახის დამფუძნებლ(ებ)ის (მათ შორის, ბენეფიციარი მფლობელების) მიერ აქცი(ებ)ის, წილ(ებ)ის ან კლიენტის კაპიტალში/ქონებაში სხვა სახის მიმოქცევადი უფლების განკარგვა (გასხვისება, დატვირთვა და ა.შ.) განხორციელდება ბანკთან წინასწარი წერილობითი შეთანხმების გარეშე;
9.2.1.7. თუ ნებისმიერმა სხვა კრედიტორ(ებ)მა კლიენტს მიმართა მასთან გაფორმებული გარიგებ(ებ)ის ვადამდე შეწყვეტით ან/და მოსთხოვა ვალდებულებ(ებ)ის (მათ შორის ფინანსური) ვადამდე შესრულება.
9.2.2. ოვერდრაფტის მოქმედების ვადის ამოწურვისას, იმ პირობით, რომ მხარეებს სრულად აქვთ შესრულებული ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ;
9.2.3. კლიენტის მიერ ხელშეკრულების დანართი N1- ის 9.3. პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში და პირობებით;
9.2.4. მხარეთა წერილობითი შეთანხმებით;
9.2.5. ხელშეკრულებით, მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
9.3. კლიენტი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება ოვერდრაფტის მოქმედების ვადის ამოწურვამდე, იმ პირობით, რომ კლიენტს არ გააჩნია ხელშეკრულებიდან ან/და მასთან დაკავშირებული
ხელშეკრულებ(ებ)იდან გამომდინარე რაიმე სახის შეუსრულებელი/შესასრულებელი ვალდებულება ბანკის მიმართ.
9.4. მხარე, რომელიც მიიღებს ხელშეკრულების ცალმხრივად სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტის გადაწყვეტილებას, ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს მიღებული გადაწყვეტილება, მისი მიღების საფუძველი და ამოქმედების თარიღი, რომელიც არ უნდა იყოს 10 (ათი) კალენდარულ დღეზე ნაკლები. ამასთან, თუ ხელშეკრულებით, მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხელშეკრულება შესაძლებელია ან უნდა შეწყდეს უფრო მოკლე ვადებში, ან/და ბანკს მიზანშეწონილად მიაჩნია ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის უფრო მოკლე ვადებში შეწყვეტა, ხელშეკრულება ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ი შეიძლება უფრო მოკლე ვადებშიც შეწყდეს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში კლიენტი იღებს ვალდებულებას კანონმდებლობით ნებადართულ ფარგლებში ითანამშრომლოს
ბანკთან ამგვარი შეწყვეტის შედეგად ბანკისათვის შესაძლო ზიანის (ზარალის) მიყენების თავიდან ასაცილებლად ან მაქსიმალურად შესამცირებლად.
9.5. ხელშეკრულების დანართი N1-ის 9.2.1. ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ნებისმიერი შემთხვევის, ან სხვა მსგავსი გარემოების (რაც წარმოადგენს ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის შეწყვეტის საფუძველს) დადგომისას:
9.5.1. ბანკი თავისუფლდება ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის საფუძველზე კლიენტის წინაშე ნაკისრი ვალდებულებებისაგან;
9.5.2. ბანკი უფლებამოსილია:
9.5.2.1. კლიენტის დამატებითი აქცეპტის (თანხმობის) გარეშე კლიენტი გადაიყვანოს გამკაცრებული მონიტორინგის რეჟიმში, რაც გულისხმობს ბანკის სრულ უფლებამოსილებას, მიავლინოს მისი წარმომადგენელი კლიენტთან და რეალური შემოსავლების მონიტორინგის საფუძველზე უშუალოდ კლიენტისაგან (მათ შორის მისი სალაროდან) მიიღოს ბანკის კუთვნილი თანხები ერთიანად ან ნაწილ-ნაწილ. ასეთ შემთხვევაში, კლიენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ბანკის წარმომადგენლის დაშვება კლიენტის აქტივების/ქონების შესამოწმებლად ან/და კლიენტის ფინანსური მდგომარეობის შესასწავლად, და მიაწოდოს ბანკს ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის, სხვა საბანკო დაწესებულებებში კლიენტის საბანკო ანგარიშ(ებ)იდან ამონაწერები) და დოკუმენტაცია;
9.5.2.2. ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის შეუწყვეტლად, ან ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მოსთხოვოს კლიენტს ფინანსური ვალდებულებების ვადამდე შესრულება (მათ შორის, ოვერდრაფტის თანხის, მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის (მათ შორის, როგორც მიუღებელი სარგებლის), საკომისიოსა და პირგასამტეხლოს, აგრეთვე ნებისმიერი სხვა სახის დავალიანების ჩათვლით), რა შემთხვევაშიც ვალდებულების წინსწრებით შესრულების ან/და სხვა საფინანსო ორგანიზაციებიდან რეფინანსირებისათვის კლიენტს არ ეკისრება რაიმე დამატებითი გადასახდელის გადახდა.
9.6. ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტა არ ათავისუფლებს კლიენტს ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით ნაკისრი ან/და კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებისაგან (მათ შორის, ოვერდრაფტის თანხის, მასზე დარიცხული საპროცენტო
სარგებლის (მათ შორის, როგორც მიუღებელი სარგებლის), საკომისიოსა და პირგასამტეხლოს, აგრეთვე ნებისმიერი სხვა სახის დავალიანების ჩათვლით) ამგვარი ვალდებულების იძულებითი ან ნებაყოფლობითი შესრულების მომენტამდე.
10. ცვლილებები და დამატებები
10.1. ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა დაიშვება წერილობითი ფორმით მხარეთა შეთანხმებით.
10.2. მიუხედავად ხელშეკრულების დანართი N1-ის
10.1. პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვისა, ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს საკუთარი შეხედულებისამებრ, კლიენტის დამატებითი თანხმობისა თუ აქცეპტის გარეშე, ცალმხრივად:
10.2.1. შეამციროს ოვერდრაფტის მოცულობა;
10.2.2. შეცვალოს ხელშეკრულებით დადგენილი საპროცენტო სარგებლის, საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს ოდენობა(ები) არაუმეტეს არსებული განაკვეთის 1/4 (ერთი მეოთხედის) ოდენობით;
10.2.3. შეცვალოს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით დადგენილი საპროცენტო სარგებლის, საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს ოდენობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფარგლებში;
10.2.4. შეცვალოს ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით გათვალისწინებული გადახდის ვადა/ვადები, იმ პირობით, რომ ამგვარი ცვლილების შედეგად გადახდის ვადა/ვადები უნდა შეიცვალოს არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალანდარული დღით;
10.2.5. შეცვალოს ხელშეკრულების სტანდარტული პირობები;
10.2.6. დაადგინოს საკომისიოს ტიპები ან/და მათი განაკვეთ(ებ)ის ოდენობა.
10.3. ბანკის მიერ ხელშეკრულების დანართი N1-ის
10.2. პუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენების შემთხვევაში:
10.3.1. თუ ასეთი გადაწყვეტილება აუარესებს კლიენტის მდგომარეობას, მაშინ ასეთი გადაწყვეტილების მიღების შესახებ ბანკი ცვლილების ძალაში შესვლის თარიღამდე არანაკლებ 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღით ადრე ატყობინებს კლიენტს ხელშეკრულების დანართი N1-ის მე-6 მუხლით დადგენილი წესით. კლიენტი უფლებამოსილია შეტყობინების მიღებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში წერილობითი სახით უარი განაცხადოს ამგვარ ცვლილებაზე, და ასეთ შემთხვევაში, ცვლილება არ შევა ძალაში, ხოლო კლიენტი ვალდებულია წერილობითი უარის თარიღიდან მომდევნო 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში (ან ბანკთან შეთანხმებულ სხვა ვადაში) დაფაროს
ხელშეკრულებით ან/და შესაბამისი მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით ბანკის წინაშე არსებული დავალიანება იმ პირობით, რომ კლიენტს არ დაეკისრება დავალიანების ვადამდე დაფარვის პირგასამტეხლო. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი არ ისარგებლებს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით, ამგვარი ცვლილება ძალაში შევა ბანკის შეტყობინებაში მითითებული თარიღიდან;
10.3.2. თუ ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია კლიენტის სასარგებლოდ, ან/და არ აუარესებს კლიენტის მდგომარეობას, მაშინ ასეთი გადაწყვეტილება არ საჭიროებს კლიენტის დამატებით თანხმობას ან აქცეპტს და ამ სახით შეცვლილი პირობები ამოქმედდება ბანკის მიერ განსაზღვრული თარიღიდან. ამასთან, ბანკი ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში შეატყობინოს კლიენტს ხელშეკრულების დანართი N1-ის მე-6 მუხლით დადგენილი წესით ან/და ბანკის სერვის ცენტრებში ან/და სხვა მომსახურების წერტილებში შესაბამისი განცხადების განთავსებით.
10.4. ბანკის მიერ ხელშეკრულების დანართი N1-ის
10.2. და 10.3. პუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღებისას, იგი მხედველობაში მიიღებს ქვეყანაში დაფიქსირებული ინფლაციის დონეს, სამომხმარებლო ფასებს, სამეწარმეო აქტიურობის ინდექსებს, სხვა გლობალური ან/და რეგიონალური ხასიათის სოციალურ- ეკონომიკურ ფაქტორებს, ასევე კლიენტთან საკრედიტო ურთიერთობის ისტორიას. ამასთან,
10.2.2. ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების ინდივიდუალურად გამოყენების უფლება ბანკს აქვს კლიენტის მიერ ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით (მათ შორის, მათი დანართ(ებ)ით) ნაკისრი ვალდებულებების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების ყოველ ჯერზე.
10.5. ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებები და დამატებები (მათ შორის ხელშეკრულების დანართი N1-ის 10.2. და 10.3. პუნქტების შესაბამისად განხორციელებული ცვლილებები და დამატებები) წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
11. ხელშეკრულების პირობების მოქმედება კლიენტ(ებ)ის მიმართ
11.1. ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის მიზნებისათვის,
„კლიენტი”-ს დეფინიციაში მოცემულ პირებზე ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის პირობები გავრცელდება სრულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაბამისი პირის სამართლებრივი
სტატუსიდან (ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი. ასევე, ფიზიკური პირის ასაკი) გამომდინარე კონკრეტული პირობა ვერ გავრცელდება ამგვარ პირზე.
11.2. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის მხარეს წარმოადგენს ერთზე მეტი კლიენტი:
11.2.1. ხელშეკრულების დანართი N1-ის მე-11 მუხლის სხვა დებულებებით დადგენილი პასუხისმგებლობის შეუზღუდავად, თითოეული ასეთი კლიენტისათვის ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა შესაძლოა მოხდეს ინდივიდუალურად, ერთობლივად ან/და ცალკეული ჯგუფების მიხედვით;
11.2.2. თითოეული ასეთი კლიენტი წარმოადგენს ბანკის მიმართ სოლიდარულ მოვალეს ხელშეკრულებიდან ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)იდან გამომდინარე ვალდებულებებზე;
11.2.3. თითოეული კლიენტის სოლიდარული პასუხისმგებლობა ვრცელდება ხელშეკრულებასთან დაკავშირებული და მასთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით გათვალისწინებულ ვალდებულებებთან მიმართებაშიც, მიუხედავად იმისა, წარმოადგენს თუ არა ეს კლიენტი ამგვარი მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის მხარეს;
11.2.4. თითოეული კლიენტის სოლიდარული პასუხისმგებლობა ძალაშია მიუხედავად მათ მიერ ხელშეკრულებიდან ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად ბანკის სასარგებლოდ რაიმე ფორმით გაცემული დამატებითი ვალდებულების (მათ შორის, თავდებობის ან/და გარანტიის) არსებობა/არარსებობისა;
11.2.5. ერთ-ერთ კლიენტთან დაკავშირებული ფაქტები გამოიყენება სხვა კლიენტების მიმართაც, იმის გათვალისწინებით, რომ ბანკის მიერ რომელიმე კლიენტის მიმართ თავისი უფლებების გამოუყენებლობა (სრულად ან ნაწილობრივ) არ გავრცელდება სხვა კლიენტებზე და არ ათავისუფლებს მათ შესაბამისი ვალდებულებებისაგან;
11.2.6. ერთ-ერთი კლიენტის მიერ ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის დარღვევის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია შესაბამისი მოთხოვნა/ მოთხოვნები წაუყენოს ნებისმიერ კლიენტს და მის მიმართ ისარგებლოს ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით გათვალისწინებული
ან/და კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით;
11.2.7. xxxxxx მიერ ერთ-ერთი კლიენტისათვის გაგზავნილი ნებისმიერი სახის შეტყობინება ჩაითვლება ყველა კლიენტისათვის გაგზავნილ შეტყობინებად, ხოლო ერთ–ერთი კლიენტის მიერ შეტყობინების მიღება ყველა კლიენტის მიერ შესაბამისი შეტყობინების მიღებად.
12. სხვა პირობები
12.1. მხარეები ადასტურებენ, რომ ხელშეკრულების შინაარსი ზუსტად გამოხატავს მხარეთა ნებას და რომ მათ მიერ ნების გამოვლენა მოხდა ხელშეკრულების შინაარსის გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობიდან.
12.2. ნებისმიერი და ყოველი უფლება, რომელიც მიენიჭება მხარეს მეორე მხარის მიერ ხელშეკრულების, მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის ან/და კანონმდებლობის სრულად ან ნაწილობრივ დარღვევის შედეგად, კრებითია და დაემატება ხელშეკრულებით, მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით ან/და კანონმდებლობით მინიჭებულ ყველა სხვა უფლებას.
12.3. ერთ-ერთი მხარის მხრიდან ხელშეკრულების, მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის ან/და კანონმდებლობის სრულად ან ნაწილობრივ დარღვევასთან დაკავშირებით მეორე მხარის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებების გამოუყენებლობა არ გავრცელდება ხელშეკრულების, მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის ან/და კანონმდებლობის ნებისმიერ შემდგომ დარღვევაზე.
12.4. ხელშეკრულების (მათ შორის, მისი დანართების) ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის (მათ შორის, მისი/მათი დანართ(ებ)ის) რომელიმე მუხლის, პუნქტის ან/და ქვეპუნქტის ბათილობა არ გამოიწვევს მთლიანად ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის ან/და მათი სხვა მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის ბათილობას. ბათილი დებულების ნაცვლად, გამოიყენება იმგვარი დებულება, რომლითაც უფრო ადვილად მიიღწევა ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით (მათ შორის ბათილი დებულებით) გათვალისწინებული მიზანი.
12.5. ხელშეკრულებაში ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ში მხოლობით რიცხვში გამოყენებული სიტყვები გულისხმობს მრავლობითს და პირიქით.
12.6. ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის მუხლები, პუნქტები ან/და ქვეპუნქტები დანომრილია და დასათაურებულია მხოლოდ მოხერხებულობისათვის და ამ ფაქტს
ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული ხელშეკრულებ(ებ)ის ინტერპრეტაციისათვის მნიშვნელობა არ ენიჭება.
12.7. ხელშეკრულების დანართებსა და მასთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებებზე სრულად ვრცელდება ხელშეკრულების მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის და ქვეპუნქტ(ებ)ის მოქმედება. ამასთან, ხელშეკრულების და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის პირობებს შორის წინააღმდეგობის ან შეუსაბამობის არსებობისას, ამგვარ სხვა ხელშეკრულების პირობებს მიენიჭება უპირატესობა იმ საკითხებთან მიმართებაში, რომელთა
დასარეგულირებლადაც დადებულია ამგვარი სხვა ხელშეკრულება.
12.8. მხარეები თანხმდებიან, რომ ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის დებულებ(ებ)ის არსებობა/არარსებობასთან, მათ შინაარსთან, განმარტებასთან ან/და განხორციელებასთან დაკავშირებით მხარეთა შორის დავის წარმოშობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ბანკში დაცულ ეგზემპლარს. ამასთან, ამ უკანასკნელ დებულებასთან მიმართებით ყოველგვარი ეჭვის ან/და დავის გამორიცხვის მიზნით, კლიენტი ვალდებულია ხელი მოაწეროს ხელშეკრულების და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის (მათი დანართ(ებ)ის ჩათვლით) ბანკში დაცული ეგზემპლარის თითოეულ გვერდს, მაგრამ კლიენტის მიერ ამ ვალდებულების შეუსრულებლობა არ ხდის ამ პუნქტით გათვალისწინებულ დებულებას საეჭვოს ან სადავოს.
12.9. ხელშეკრულება ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ი მისი ვალდებულებებითა და სარგოებით ვრცელდება და სავალდებულოა მხარეთა უფლებამონაცვლეების, თუ მემკვიდრეებისათვის/სამართალმემკვიდრეების ათვის.
12.10. კლიენტს უფლება არა აქვს ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე მესამე პირს გადასცეს ან გადააბაროს მასზე ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით (მათ შორის, მათი დანართ(ებ)ით) ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულება ან მინიჭებული უფლება. ბანკის უარი გამორიცხავს ნებისმიერი ზემოაღნიშნული ქმედების ან/და გარიგების განხორციელების შესაძლებლობას და შესაბამისად ამ წესის დარღვევით განხორციელებული ქმედება ან/და გარიგება ბათილია და არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს, გარდა კანონმდებლობით ცალსახად განსაზღვრული შემთხვევებისა. ამასთან, ეს დებულება არ გულისხმობს დათქმას, რომ
xxxxxxxx პირადად უნდა შეასრულოს ვალდებულებები და არ გამორიცხავს ბანკის უფლებას მიიღოს მესამე პირისაგან შემოთავაზებული შესრულება, მიუხედავად იმისა თანახმაა თუ არა კლიენტი.
12.11. იმ შემთხვევებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით, მხარეები იხელმძღვანელებენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით ან/და დამატებით შეთახმებული პირობებით.
12.12. ხელშეკრულება ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ი შედგენილია ქართულ ენაზე. თუ რომელიმე მხარემ არ იცის ქართული ენა ან/და მისი დამწერლობა, ან მხარეებს ან ერთ- ერთ მხარეს სურს, მაშინ ხელშეკრულება ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ი შესაძლოა შედგეს და დაიდოს ასევე მხარეებისათვის მისაღებ სხვა ენაზეც. ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის ინტერპრეტაციისას უპირატესობა ენიჭება ქართულ ენაზე შედგენილ ტექსტს. აღნიშნული ნორმები ვრცელდება, ასევე, მხარეთა შორის ურთიერთობაზე ან/და ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის, თუ ნებისმიერი სხვა დოკუმენტის შედგენასა თუ ინტერპრეტაციაზე.
12.13. ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის თანაბარი იურიდიული ძალის მქონე თითო იდენტური ეგზემპლარი გადაეცემა მხარეებს.