Contract
ხელშეკრულება
ფიქსირებული სატელეფონო კავშირით მომსახურების შესაებ იურიდიული პირებისთვის
ქ. თბილისი 2022წელი
სააქციო საზოგადოება “გლობალ ერთი” (შემდგომში “მომსახურების მიმწოდებელი”), ს/კ 201949918, იურიდიული მისამართი თბილისი, კედიას ქ. #4, ფაქტიური მისამართი თბილისი, ც. დადიანის გამზირი # 7, ბიზნეს ცენტრი ქარვასლა, ბ 505/506 , გენერალური დირექტორის xxxxxx xxxxxxxxx სახით, ერთის მხრივ და
საქართველოს მოქალაქე (შემდგომში “მომხმარებელი”), პირადი ნომერი ,
მცხოვრები , საკონტაქტო ნომერი
, საკონტაქტო ელ . ფოსტა
მეორეს მხრივ, დებენ ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ტერმინთა განმარტება:
ამ ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურება (შემდგომში ,,მომსახურება”)–
ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომხმარებლის სასარგებლოდ გაწეული
ადგილობრივი, საერთაშორისო, საქალაქთაშორისო,მობილური საკომუნიკაციო კავშირით, ინტერნეტით და მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურება;
ბ)ფიქსირებული სატელეფონო მომსახურება – საერთო სარგებლობის სადენიანი/უსადენოსატელეფონო მომსახურება, რომელიც განკუთვნილია პირდაპირ ან არაპირდაპირ, ეროვნული ან ეროვნული და საერთაშორისო ზარების განსახორციელებლად და მისაღებად, ეროვნულ ან საერთაშორისო ნუმერაციის გეგმაში მითითებული შესაბამისი ტელეფონის ნომრის ან ნომრების გამოყენებით;
გ) მომსახურების შეზღუდვა – მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომხმარებლისთვის მომსახურების შეზღუდული პირობებით მიწოდება (საერთაშორისო და საქალაქთაშორისო კავშირთან დაშვების შეზღუდვა, შემომავალი ზარის შეზღუდვა, გამავალი ზარის შეზღუდვა).
დ) მომსახურების შეწყვეტა – მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომხმარებელთან დადებული მომსახურების ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა, რა დროსაც მომხმარებელს ერთმევა საშუალება ისარგებლოს ხელშეკრულებით განსაზღვრული ნომრით;
ე) ტარიფი – მომსახურების მიმწოდებლის მიერ შეთავაზებული მომსახურების დადგენილი საფასური;
ვ) განვადება – წერილობით შეთანხმება მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის მიმდინარე მომსახურების ანგარიშის გადახდის გადავადების შესახებ;
ზ) დეპოზიტი – მომხმარებლის მიერ მომსახურების მიმწოდებლის ანგარიშზე წინასწარ ჩარიცხული (შეტანილი)
განსაზღვრული თანხა;
თ) საჩივარი – მომხმარებლის ან ნებისმიერი დაინტერესებული მხარის მიერ მომსახურების მიმწოდებლის ან კომისიის მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში წარდგენილი წერილობითი განცხადება მომსახურების გაწევისას დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნით.
ი) ტერმინალური მოწყობილობა – მომხმარებლის მიერ საკომუნიკაციო მომსახურების მისაღებად განკუთვნილი, ფიქსირებულ მისამართზე განთავსებული ტექნიკური აღჭურვილობა, რომელიც არ არის მომსახურების მიმწოდებლის ქსელის ნაწილი, თუმცა დაკავშირებულია მასთან.
კ) უნებართვო ჩართვა – მესამე პირის მიერ მომსახურების მომხმარებლის სატელეფონო ხაზით მისი ნებართვის გარეშე სარგებლობა, რის შემდეგაც მომხმარებელს დაერიცხა გარკვეული თანხა;
ლ) დამატებითი მომსახურება – მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომხმარებლისთვის შეთავაზებული მომსახურება – საერთაშორისო და საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურება;
მ))რეგლამენტი“ –„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტი“
ნ)პერსონალური ინფორმაცია– მომხმარებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, რეგისტრაციის მისამართი, ინფორმაცია მომსახურების მიწოდების ადგილის, მომსახურების სახეობის, გაწეული მომსახურების თარიღის, ოდენობის, საფასურის შესახებ, ასევე ნებისმიერი ინფორმაცია აბონენტის მიერ გადახდილ/გადასახდელ თანხაზე, ტრაფიკზე, გაწეულმომსახურებაზე (საბილინგო ან სხვა სისტემაში დაცული ნებისმიერი მონაცემი მომსახურების, ზარის წამოწყების/გამოძახების შესახებ, რომელიც, მათ შორის, დაკავშირებულია, ზარის/მომსახურების გადამისამართებასთან, ზარის ხანგრძლივობასთან, იმ მოწყობილობის ადგილმდებარეობასთან, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება მომსახურების მიღება) ან/და აბონენტის ნებისმიერი სხვა მონაცემი, რომელიც დაკავშირებულია იდენტიფიცირებად პირთან;
2. მომსახურების მიწოდების პირობები
2.1. მომსახურების მიწოდება ხდება წინამდებარე ხელშეკრულებებით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად.
2.2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს ხარისხიანი მომსახურება.
2.3. მომსახურების მიმწოდებელი უზრუნველყოფს 1 (ერთი)სატელეფონო ნომრის გამოყოფას
;
2.4. მომსახურების მიწოდების ადგილი
2.5 .მომსახურების მიწოდების თარიღი
3. მომხმარებლის უფლებები
3.1. მომხმარებელს უფლება აქვს მომსახურების მიმწოდებლისგან მოითხოვოს და მიიღოს, ხოლო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მიაწოდოს მომხმარებელს მისთვის გაწეული მომსახურების შესახებ მასთან დაცული ინფორმაცია, გასული საანგარიშო თვის დეტალური ანგარიში ან მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის დამატებითი მომსახურების მიღების პირობებისა და საშეღავათო სისტემის შესახებ, ხოლო განსაზღვრული თანხის გადახდის შემთხვევაში უზრუნველყოს იგი მოთხოვნილ პერიოდზე (არასაანგარიშო) დეტალური ანგარიშით მომხმარებლის მოთხოვნისამებრ.
3.2. მომხმარებელი უფლებამოსილია მისთვის მიერ დროებით სარგებლობაში გადაცემული სააბონენტო ნომრის უცვლელად დაპორტირდეს სხვა ავტორიზებული პირის შესაბამის ქსელში მომსახურებების მისაღებად;
4. მომხმარებლის ვალდებულება
4.1.მომხმარებელი ვალდებულია:
ა)დროულად გადაიხადოს სატელეფონო ნომრის გამოყოფის საფასური; ბ) დროულად და სრულად გადაიხადოს ნომრის სააბონენტო გადასახადი;
გ) დროულად გადაიხადოს წუთობრივი მომსახურებისა საფასური, დამატებითი მომსახურების სარგებლობის შემთხვევაში დროულად გადაიხადოს გაწეული მომსახურებისთვის დარიცხული მომსახურების საფასური.
დ) დაუბრკოლებლად დაუშვას მომსახურების მიმწოდებლის წარმომადგენელი ტერმინალური მოწყობილობის განთავსების ადგილზე;
ე) მომხმარებელს უფლება არა აქვს მომსახურების წინასწარი თანხმობის გარეშე მესამე პირს გადასცეს მასზე ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება , გარდა გადასახადის გადახდის ვალდებულებისა;
5. ტარიფები
5.1.1. 1 (ერთი) სატლეფონო ნომრის ორგანიზების ღირებულება შეადგენს ლარს დ.ღ.გ.ს- ჩათვლით;
5.1.2. ყოველთვიური მომსახურეობის გადასახადი ერთ 1 (ერთ) სატელეფონო ნომერზე შეადგენს 4 (ოთხი) ლარს დღგ-ს ჩათვლით;
5.1.3. წუთობრივი მომსახურების გადასახადი ყოველ ერთ წუთზე შეადგენს 0.02 ლარს დღგ-ს ჩათვლით წუთობრივი მომსახურების გადასახადი ქსელის შიგნით შეადგენს 0.00 ლარს;
5.1.4. საერთაშორისო და საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ტარიფები განისაზღვრება დანართი #-1 –ის საფუძველზე;
5.1.5. „112“-ის მომსახურების საფასურის დარიცხვა განხორციელდება საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30
დეკემბრის №660 დადგენილებით გათვალისწინებული წესით.
5.1.6. მომსახურების ტარიფების ცვლილების შემთხვევაში ხორციელდება მომხმარებლის შეტყობინება 30
(ოცდაათი)დღით ადრე ცვლილებების განხორციელებამდე წერილობითი (ინდივიდუალური) ფორმით.
6. ანგარიშსწორება
6.1. სატელეფონო ნომრის ღირებულების გადახდა მომხმარებლის მიერ იწარმოებს ნომრის გამოყოფიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა;
6.2. სააბონენტო გადასახადის, წუთობრივი გადასახადის და დამატებით მომსახურებაზე დარიცხული გადასახადის გადახდა ხორციელდება საანგარიშო თვის მომდევნო თვის არაუგვიანეს 25 რიცხვისა მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომხმარებლისთვის ამავე თვის 15 რიცხვამდე წარდგენილი ანგარიშის საფუძველზე, უნაღდო ანგარიშსწორების წესით.
6.3. ზედმეტად გადახდილი თანხა აღირიცხება მომხმარებლის სადეპოზიტო ანგარიშზე, თუ მომხმარებელი არ ითხოვს ამ თანხის უკან დაბრუნებას.
6.4. მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია სადეპოზიტო ანგარიშზე არსებული თანხები გამოიყენოს მიმდინარე ანგარიშის დასაფარად.
6.5. ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნება მომსახურების მიმწოდებლის მიერ უნდა განხორციელდეს მომხმარებლის განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 10 დღისა.
7. განვადება
7.1. მომსახურების მიმწოდებელს გააჩნია მომსახურების საფასურის გადახდის ალტერნატიული ფორმა (განვადება), თუ მომხმარებელი მიმართავს მას თხოვნით მომსახურების საფასურის გადახდის გადავადების შესახებ არაუგვიანეს გადახდის ბოლო ვადამდე 5 (ხუთი) სამუშაო დღით ადრე.
7.2. განვადებით მომსახურების საფასურის გადახდის შემთხვევაში მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის იდება წერილობითი შეთანხმება.
8. დაზიანების აღმოფხვრა
8.1. დაზიანება არის კავშირის დარღვევის ყოველი ფაქტი, რომელიც დადასტურებულია მომსახურების მიმწოდებლის მიერ.დაზიანების აღმოფხვრა ხორციელდება ამ ხელშეკრულებითა და რეგლამენტით განსაზღვრული პირობებითა და ვადებში;
8.1. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია დროულად აღმოფხვრას დაზიანებები; იმ შემთხვევაში, თუ:
ა) დაზიანება სადემარკაციო წერტილიდან მომსახურების მიმწოდებლის მხარეზეა, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია დაზიანება აღმოფხვრას უფასოდ;
ბ) დაზიანება სადემარკაციო წერტილიდან მონხმარებლის მხარეზეა, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია აცნობოს მომხმარებელს ამის შესახებ და შესთავაზოს მას დაზიანების აღმოფხვრა თანხის გადახდით მის მიერ
დადგენილი ტარიფის შესაბამისად.
9. მოსახურების შეზღუდვა და შეწყვეტა
9.1. მომხმარებლისთვის მომსახურების შეზღუდვა ხორციელდება წინამდებარე ხელშეკრულებისა და ოპერატორებს შორის დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე
9.2. მომსახურების შეზღუდვის საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) სააბონენტო და წუთობრივი გადასახადის გადაუხდელობა;
ბ) მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაწეული დამატებითი მომსახურების ან\და სხვა ოპერატორთა მიერ გაწეულ მომსახურებაზე დარიცხული დავალიანების დროულად გადაუხდელობა.
გ) მომსახურების მიმწოდებლის მოწყობილობის დაზიანება;
დ) მომხმარებლის მიერ ტერმინალური მოწყობილობის განთავსების ადგილას მომსახურების მიმწოდებლის დაშვებაზე უარი;
ე) გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება მომხმარებლის წინასწარი ინფორმირების პირობით; ვ)ფორს- მაჟორული გარემოებები;
ზ) დაზიანება (ავარია);
9.3. მომსახურების შეზღუდვის ფორმაა:
ა) გამავალი ზარის შეზღუდვა (მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება განახორციელოს ზარები საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურების ნომრებზე და მომსახურების მიმწოდებელის ცხელ ხაზზე და მიიღოს შემომავალი ზარები)
ბ) შემომავალი ზარის შეზღუდვა ( შემომავალი და გამავალი ზარების შეზღუდვის დროს განხორციელდება ზარები საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურების ნომრებზე)
9.4. მომსახურების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) მომსახურების შეზღუდვის საფუძვლის ა პუნქტით გათვალისწინებული პირობების 60 დღეში აღმოუფხვრელობა.
9.5. მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომსახურების შეზღუდვა დაიშვება მომხმარებლის წინასწარი გაფრთხილებიდან (პერსონალური მენეჯერის მიერ სატელეფონო შეტყობინებიდან ან/და ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინებიდან ) არა უადრეს 3 (სამი) სამუშაო დღისა..
9.6. მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია შეზღუდოს მომსახურება ა მხოლოდ სამუშაო საათების შემდეგ და მხოლოდ სამუშაო დღის წინა დღეს;
9.7. მომსახურების მიმწოდებელს შეუძლია შეზღუდოს მომსახურება წინასწარი გაფრთხილების გარეშე , თუ მომხმარებელი არ ასრულებს განვადებაზე შეთანხმების პირობებს.
10. შეზღუდული მომსახურების აღდგენა
10.1. მომსახურების მიმწოდებლის მიერ შეზღუდული მომსახურების აღდგენა იწარმოებს შეზღუდვის მიზეზების აღმოფხვრიდან არა უგვიანეს 24 (ოცდაოთხი) საათისა;
11. მომხმარებელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა
11.1. მომხმარებლის დარღვეული თუ სადაოდ ქცეული უფლებების აღდგენის საფუძველს წარმოადგენს საჩივარი.
43;
11.2. საჩივარი შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით და გაგზავნილი იქნეს ელ. ფოსტის მისამართზე:
xxxx@xxxxxx-xxxx.xxx ან დაფიქსირდეს ზეპირი ფორმით ცხელ ხაზზე: 243 91 43;
11.3. მომხმარებელს უფლება აქვს საჩივარი წარადგინოს უშუალოდ მომსახურების მიმწოდებლის საჩივრების განხილვის სამსახურში თბილისი, ც.xxxx xxxxxxxx გამზირი 7, ბიზნესცენტრი ქარვასლა ,ბ 505/506;
11.4. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საჩივარი განიხილოს და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს საჩივრის რეგისტრაციიდან 15 დღის ვადაში
11.5. თუ საკითხის გადაწყვეტისთვის აუცილებელია არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენა, ან\და საჩივრის წარმომდგენის მიერ დამატებითი დოკუმენტის თუ სხვა ინფორმაციის წარმოდგენა, მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საჩივრის განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ, მაგრამ არაუმეტეს 15 დღისა.
11.6. მომსახურების მიმწოდებლის საჩივრების განხილვის სამსახურში საჩივრის განხილვის პერიოდში მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს მომსახურების ანგარიშით გათვალისწინებული უდაო თანხა, ხოლო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია არ შეუზღუდოს მომხმარებელს მომსახურება., ან აღუდგინოს შეზღუდული მომსახურება.
12. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და მისი შეწყვეტის პირობები
12.1. ხელშეკრულება ძალაში შედის 2022 წლის და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.
12.2. ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს:
ა) მხარეთა შეთანხმებით;
ბ) მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომხმარებლის მხრიდან ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან\და მომსახურების შეზღუდვის საფუძვლის ა და ბ პუნქტებით გათვალისწინებული პირობების 60 დღეში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში.
გ) მომხმარებლის მიერ მომსახურების მიმწოდებლის მხრიდან წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში.
დ)მომხმარებლის მიერ სატელეფონო ნომრის სხვა ოპერატორის ქსელში პორტირების შემთხვევაში;
12.3. ხელშეკრულების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მომხმარებელს დავალიანების სრულად დაფარვის ვალდებულებებისაგან.
13. პასუხისმგებლობა
13.1. მხარეები პასუხს აგებენ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულ და ჯეროვან შესრულებაზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით.
13.2. მომსახურების მიმწოდებლი იღებს ვალდებულებას გაუწიოს მომხმარებელს 24 საათიანი, უწყვეტი და ხარისხიანი მომსახურება.
13.3. მომსახურების მიმწოდებლი იღებს ვალდებულებას დაზიანების 24 საათის განმავლობაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში მოახდინოს გადაანგარიშება და ისე დაარიცხოს მომხმარებელს თანხა.
14. ფორს-მაჟორი
14.1. ფორს მაჟორული გარემოებები მხარეებს ათავისუფლებს ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან ამ გარემოებათა მოქმედების პერიოდში.
14.2.. მხარეები ვალდებულნი არიან დაუყონებლივ, წერილობითი ფორმით აცნობონ ერთმანეთს ფორს-მაჟორული გარემოებების დაწყებისა და დამთავრების თაობაზე.
15. სხვა პირობები
15.1. ყველა ცვლილება, დამატება წინამდებარე ხელშეკრულებაში ხორციელდება წერილობით, ძალაშია მხარეთა ხელმოწერისთანავე და წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
15.2. ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს ხელშეკრულების არასტანდარტულ პირობებს; არასტანდარტულ პირობებს ენიჭება უპირატესობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სტანდარტულ პირობებთან მიმართებაში; 15.3.მხარეები ვალდებული არიან დაიცვან მეორე მხარისაგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაციის კონფიდენციალურობა, გარდა ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა;
15.4. მომხმარებელი თანხმობას აცხადებს მომსახურების მიმწოდებელმა განახორციელოს მის შესახებ არსებული პერსონალური მონაცემების დამუშავება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2
მუხლის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, რაც გულისხმობს ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არა ავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებულ მოქმედებას;
15.5. მომხმარებელი თანხმობას აძლევს მომსახურების მიმწოდებელმა დაამუშავოს და გამოიყენოს მის შესახებ არსებული პერსონალური მონაცემები თავის სასარგებლოდ, მათ შორის, გასცეს/გაამღჟავნოს მესამე პირებზე აბონენტის დამუშავებული პერსონალური მონაცემები, საკუთარი მარკეტინგული, ინფორმაციული ან სხვა დანიშნულების მქონე ინფორმაციის მიწოდების მიზნით; პერსონალური მონაცემების კომპანიის მარკეტინგული, ინფორმაციული ან სხვა დანიშნულების მქონე ინფორმაციის მიწოდების მიზნით დამუშავებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მომხმარებლი უფლებამოსილია წერილობით ან ელექტრონულად განაცხადოს ამგვარი უარის შესახებ ამ ხელშეკრულების ხელმოწერამდე ან/და ნებისმიერ დროს ამ ხელშეკრულების ხელმოწერისა და ძალაში შესვლიდან;
15.6. ყველა დავა წარმოშობილი წინამდებარე ხელშეკრულებიდან წყდება მოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობისას – საქართველოს სასამართლოსთვის მიმართვის გზით.
15.7. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, ორ პირად, მატერიალური (ნაბეჭდი) ფორმით, რომელთაგან თითოეულს გააჩნია თანაბარი იურიუდიული ძალა და გადაეცემა მხარეებს; ხელშეკრულება შესაძლებელია გაფორმდეს ელექტრონულად, ელექტრონული ხელმოწერის გამოყენებით;
15.8. ხელშეკრულებაზე თანდართული დანართი #1 – დამატებითი მომსახურების ტარიფები წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
ს.ს. "გლობალ ერთი”
ს/კ 201949918
0117, თბილისი ცოტნე-დადიანისგამზ. 7
ვებ -გვერდი xxx.xxxxxx-xxxx.xx
ელ- ფოსტა: xxxx@xxxxxx-xxxx.xxx
სს "ხალიკ ბანკი საქართველო" XX00XX0000000000000000
ბანკის კოდი HABGGE22 საინფორმაციო- ცხელი ხაზი 243 91 43
ს.ს. “გლობალ ერთი”-ს გენერალური დირექტორი
გ. xxxxxxxx