ს.ს. "ლაზიკა კაპიტალი" XX.XX.20XX. ხელშეკრულების მონაწილე მხარეები კრედიტორი: მისო სს "ლაზიკა კაპიტალი" საიდენტიფიკაციო კოდი: 220411132წარმომადგენელი:პირადი ნომერი:უფლებამოსილების დამდგენი დოკუმენტი: მინდობილობა მინდობილობის ნომერი:რეგისტრაციის...
ს.ს. "ლაზიკა კაპიტალი" |
XX.XX.20XX. |
ხელშეკრულების მონაწილე მხარეები |
კრედიტორი: მისო სს "ლაზიკა კაპიტალი" |
საიდენტიფიკაციო კოდი: 220411132 წარმომადგენელი: პირადი ნომერი: უფლებამოსილების დამდგენი დოკუმენტი: მინდობილობა მინდობილობის ნომერი: რეგისტრაციის თარიღი: წელი. |
მსესხებელი ფიზიკური პირი/ინდ.მეწარმე: XXXXX XXXXXXXXX |
პირადი ნომერი: XXXXXXXXXX იურიდიული მისამართი: XXXXXXX ფაქტიური მისამართი: XXXXXXXXXX, XXXXXXXXX |
კრედიტორი მისო სს "ლაზიკა კაპიტალი" ხელშეკრულებაში შემდგომში მოხსენიებულია როგორც "საზოგადოება". მსესხებელი ფიზიკური პირი / ინდ. მეწარმე, იურიდიული პირი და თანამსესხებელი ხელშეკრულებაში შემდგომში მოხსენიებულია როგორც "მსესხებელი". |
1. ხელშეკრულების საგანი |
1.1. თანახმად წინამდებარე ხელშეკრულებისა, “ საზოგადოება” უფლებამოსილია გასცეს მსესხებელზე ფულადი სახსრები, შემდგომში წოდებული როგორც “ სესხი ” , ხოლო მსესხებელი იღებს ვალდებულებას შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები მთელი მოცულობით; 1.1.1. სასესხო განაცხადის განხილვისა; დამტკიცებისა და სესხის გაცემის საფუძველს წარმოადგენს: ა) მსესხედბლის მიერ მოწოდებული ფინანსურ და მატერიალურ მდგომარეობაზე ინფორმაცია. ბ) საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული ინფორმაცია: (საკუთრება; სარგებლობა; შეზღუდვა; გირავნობა-იპოთეკა და სხვა). გ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში რეგისტრირებული ინფორმაცია უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის ან/და ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში მსესხებლის და/ან თანამსესხებლის სახელზე რიცხული ქონების თაობაზე. დ) არ არის (რეგისტრირებული) აღრიცხული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, როგორც ბენეფიციარი, რომლის სოციალურ-ეკონომიური მაჩვენებელი საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვარზე ნაკლებია. 1.2. თუ წინამდებარე სესხის ხელშეკრულება გაფორმებულია 1.3. პუნქტით გათვალისწინებული გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში, თანახმად # გენერალური ხელშეკრულებისა, “ კრედიტორი ” უფლებამოსილია გააფორმოს წინამდებარე კონკრეტული სესხის ხელშეკრულება, რომელიც წარმოადგენს # გენერალურ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და “ კრედიტორი ” უფლებამოსილია მსესხებელზე გასცეს ფულადი სახსრები, შემდგომში წოდებული როგორც “ სესხი ” , ხოლო მსესხებელი იღებს ვალდებულებას შეასრულოს წინამდებარე სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები მთელი მოცულობით; შენიშვნა: წინამდებარე სესხის ხელშეკრულების 1.3. პუნქტი ივსება თუ წინამდებარე სესხის ხელშეკრულება გაფორმებულია გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში. 1.3. გენერალური ხელშეკრულება: #. |
2. სესხის პირობები |
2.1. სესხის მოცულობა: XXX,XX ლარი; 2.1.1. გასაცემი თანხის მოცულობა: XXX,XX ლარი; 2.1.2. მომხმარებლის მიერ გადასახდელი მთლიანი თანხის ოდენობა = XXX,XX ლარი; 2.2. სესხის ათვისება: ერთჯერადი ათვისება (სტანდარტ.) 2.2.1 სესხის გატანის თარიღები: XX.XX.20XX 2.3. სესხის ვადა: x წელი (xx თვე); 2.3.1. პროცენტის დარიცხვაზე საშეღავათო პერიოდი: X თვე. 2.4. სესხის საპროცენტო სარგებელი: ა) საპროცენტო განაკვეთის ტიპი - ფიქსირებული; ბ) მიზნობრიობის (დავალების) დადგენილი წესით და ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, წლიური |
1 of 7 |
ს.ს. ” ლაზიკა კაპიტალი” |
საპროცენტო განაკვეთი შესაძლებელია გაიზარდოს ფიქსირებული X%-ით; გ) სესხით სარგებლობისათვის წლიური საპროცენტო სარგებლის მოცულობა შეადგენს X%-ს კალენდარული წლის 365 (სამასსამოცდახუთი) დღეზე გაანგარიშებით. დ) სესხით სარგებლობისათვის ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის მოცულობა შეადგენს X %-ს; ე) ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: XX,XX%; ვ) ინფორმაცია იმ ფინანსური ხარჯების შესახებ, რომლებიც გათვალისწინებულია ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლაში: - სესხის საპროცენტო განაკვეთი; - გაცემის საკომისიო; - უზრუნველყოფის საგნის (გირავნობა/იპოთეკა) რეგისტრაციის ხარჯი; - უზრუნველყოფის საგნის (გირავნობა/იპოთეკა) რეგისტრაციიდან მოხსნის ხარჯი; - ს.ს. "კრედიტინფო საქართველოს" მომსახურების ხარჯი. ზ) დაშვებები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომლებიც გამოყენებული იქნა ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლაში. 2.5. სესხის მიზნობრიობა: 1. პროდუქტის შეძენა / სერვისის მიღება-XXX,XX ლარი; 2 0 ლარი; 2.6. სესხის გაცემის ადმინისტრაციული გადასახდელი: ა) სესხის გაცემასთან დაკავშირებით დაწესებული საპროცედურო და საბანკო მომსახურების გადასახადის გადახდა სრული მოცულობით ეკისრება მსესხებელს, რომელიც შეადგენს XXX,XX ლარს; ბ) საკრედიტო ისტორიის (ინფორმაციის) მოპოვებასთან დაკავშირებული ს.ს. "კრედიტინფო საქართველოს" მომსახურების გადასახადის გადახდა ეკისრება მსესხებელს და შეადგენს: X ლარს; გ) სესხის გაცემის ადმინისტრაციული გადასახდელის დაქვითვა მოხდება საზოგადოების მიერ მსესხებელზე გასაცემი თანხიდან. 2.7. თუ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია სესხის ორ ნაწილად გაცემა, მაშინ სესხის ხელშეკრულების 2.6. მუხლით მთლიან სესხზე გათვალისწინებული გადასახადის დაქვითვა საზოგადოების მიერ მოხდება პირველ ეტაპზე გაცემული თანხიდან; 2.8.სესხი უზრუნველყოფილია ხელშეკრულებით: |
2.9."საზოგადოება" თანახმაა მსესხებლის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების იპოთეკიის უფლებით დატვირთვის გარეშე გასცეს სესხი შემდეგი პირობით: ა) მსესხებელი ვალდებულია წინამდებარე ხელშეკრულებით არსებული საკრედიტო ვალდებულების ამოწურვამდე მის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისების (გაყიდვა; გაჩუქება და სხვა; მესაკუთრის შეცვლა) შემთხვევაში, გასხვისებამდე 10 კალენდარული დღით ადრე წერილობით შეატყობინოს კრედიტორს ასეთი გადაწყვეტილების მიღების შესახებ, რომ აცილებულ იქნას ვარაუდი მოვალის მცდელობისა, საკრედიტო ვალდებულების შესრულების თავიდან არიდებაზე. ბ) წინამდებარე ხელშეკრულების 2.8. პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების გასხვისება განიხილება როგორც მოვალის მიერ წინასწარგანზრახვით ვალდებულების შესრულებისაგან თავის არიდება, რაც იქნება საფუძველი გასხვისების (გაყიდვა; გაჩუქება და სხვა; მესაკუთრის შეცვლა) ბათილად ცნობისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნისა. გ) კრედიტორი ვალდებულია 10 კალენდარული დღის ვადაში გასცეს (წერილობითი პასუხი) თანხმობა გასხვისებაზე, ან მოითხოვოს გასხვისების აკრძალვა მოვალისაგან და/ან სასამართლოში მიმართვით, ან მოითხოვოს საკრედიტო ვალდევბულების სრულად დაფარვა უძრავი ქონების გასხვისებამდე. შესაძლებელია მხარეები შეთანხმდნენ სხვა პირობაზე წერილობით. დ) კრედიტორის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების 2.8. პუნქტის გ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის (წერილობითი პასუხი) 10 დღის ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში მოვალე უფლებამოსილია ქონების გასხვისებაზე ყოველგვარი სამართლებრივი შეზრდვის გარეშე. 2.10. თუ მსესხებელს გააჩნია ერთზე მეტი სესხი ს.ს. „ ლაზიკა კაპიტალში“ , ან არის ს.ს. „ ლაზიკა კაპიტალში“ სხვა მესამე პირის, მსესხებლის ვადაგადაცილებული სესხ(ებ)ის უზრუნველყოფის მიმწოდებელი (სოლიდარული მოვალე; თავდები; თანამსესხებელი), საზოგადოება უფლებამოსილია მსესხებლის სესხზე შემოტანილი თანხა თავის შეხედულებისამებრ მიმართოს სხვა ზემოაღნიშნულ ვადაგადაცილებულ სესხ(ებ)ის (ნაწილის) დასაფარავად, თუ მომხმარებლის მიერ არ მოხდება ამ ვალდებულებების დაფარვის რიგითობის არჩევა ან ვერ მოხერხდა მომხმარებელთან დაკავშირება ინდივიდუალური საკომუნიკაციო საშუალებით ტელეფონის ნომერზე 577620993 სატელეფონო ზარის განხორციელებით; 2.11. სესხის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტების დაფარვა უნდა მოხდეს ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს; 2.11.1. სესხის დაბრუნებასა და პროცენტების გადახდასთან დაკავშირებული შემონატანების განხორციელებისას, პირველ რიგში იფარება საფოსტო ხარჯი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ჯარიმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი და ბოლოს სესხის ძირითადი თანხა. აღნიშნული ოპერაციების შესახებ საზოგადოება |
2 of 7 |
ს.ს. ” ლაზიკა კაპიტალი” |
მსესხებლის მოთხოვნის თანახმად აძლევს ამონაწერს ანგარიშიდან/პირადი საქმიდან; 2.11.2. სესხის ძირითადი თანხა და მისი სარგებლობისათვის დარიცხული პროცენტები მხარეთა შეთანხმებით შეიძლება დაიფაროს ვადაზე ადრე; 2.12. სესხის ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში მსესხებელი იხდის ადრე დაფარვის საკომისიოს: ა) თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6-დან 12 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენი ძირითადი თანხის არაუმეტეს 0.5%-ისა; ბ) თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 12-დან 24 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენი ძირითადი თანხის არაუმეტეს 1%-ისა; გ) თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 24 თვეზე მეტი, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენი ძირითადი თანხის არაუმეტეს 2%-ისა. 2.12.1. თუ ხელშეკრულების (გრაფიკით გათვალისწინებული ვადის) დასრულებამდე დარჩენილია 6 თვემდე პერიოდი, მსესხებელი არ იხდის ადრე დაფარვის საკომისიოს; 2.13. სესხის გადახდა სესხის დაფარვის გრაფიკის მიხედვით ჩაითვლება დადგენილ ვადაში განხორციელებულად, თუ გადასახდელი თანხა დაიფარება მთელი მოცულობით გრაფიკში მითითებულ დღეს. თუ ეს დღე ემთხვევა დასვენების დღეს, მაშინ გადახდა უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს შემდგომი პირველი სამუშაო დღისა, ამასთან სესხის თანხაზე პროცენტები დაირიცხება და გადაიხდება არასამუშაო დღიდან მომდევნო სამუშაო დღემდე პერიოდზეც; 2.14. სესხის გადახდა სესხის დაფარვის გრაფიკის მიხედვით ჩაითვლება დადგენილ ვადაში განხორციელებულად, თუ გრაფიკით გადასახდელი თანხა დაიფარება გრაფიკით დადგენილი თარიღის დადგომამდე არაუმეტეს 14 კალენდარული დღით ადრე; 2.15. თუ წინამდებარე სესხის ხელშეკრულების 2.5. მუხლით გათვალისწინებულია ორი მიზნობრიობა შესაძლებელია სესხი გაიცეს ორ ნაწილად: ა) პირველ ეტაპზე საზოგადოება გასცემს სესხის ხელშეკრულების 2.5. მუხლის მეორე ნაწილში მითითებული თანხას (მიზნობრიობა 2): ბ) მსესხებელზე სესხის თანხის სრულად ან შემდგომი ტრანშის გაცემა მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც სესხის ხელშეკრულების 2.5. მუხლის მეორე ნაწილში მითითებული მიზნობრიობის ფაქტობრივი შესრულება დადასტურებულ იქნება შესაბამისი დოკუმენტით; გ) სესხის გაცემებს შორის ინტერვალი არ უნდა აღემატებოდეს 11 სამუშაო დღეს; დ) სესხის სრულ თანხაზე პროცენტის დარიცხვა იწარმოებს, მსესხებლის მიერ თანხის ნაწილის გატანისთანავე; ე) იმ შემთხვევაში თუ, არასაპატიო მიზეზით 11 სამუშაო დღის განმავლობაში მსესხებლის მიერ არ მოხდება შეთანხმებული პირობის ან სესხის ხელშეკრულების 2.5. მუხლი გათვალისწინებული მიზნობრიობის შესრულება, უპირობოდ მოითხოვება: • მომდევნო სამი დღის განმავლობაში მსესხებლის მიერ გატანილი თანხის დაბრუნება, დარიცხულ საპროცენტო სარგებელთან ერთად ან საზოგადოების მიერ განხილულ იქნება გაცემულ თანხაზე ახალი გადახდის გრაფიკის (ვადის შემცირება; საპროცენტო სარგებლის გაზრდა) შედგენა და დამტკიცება; • სესხის გადახდის ახალი გრაფიკის დამტკიცების შემთხვევაში ვადის ათვლა დაიწყება სესხის გაცემის დღიდან; • მსესხებლის ინფორმირება ახალი გადახდის გრაფიკის დამტკიცებისა და/ან ხელშეკრულების სხვა პირობების ცვლილების შესახებ უნდა განხორციელდეს სატელეფონო კავშირით, და ან ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე შეტყობინების გაგზავნით ცვლილების განხორციელებამდე მინიმუმ 1 (ერთი) თვით ადრე. ვ) იმ შემთხვევაში, თუ სესხის მიზნობრიობას წარმოადგენს სრულად ან ნაწილობრივ მიმდინარე დავალიანების დაფარვა საგადასახადო ორგანოებთან, შესაბამისი ტრანზაქცია აუცილებელი წესით უნდა განხორციელდეს შესაბამისი გადარიცხვით და დაუშვებელია მსესხებელთან ნაღდი ანგარიშსწორების წარმოება; 2.16. სესხის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ შესაძლებელია სესხის რეფინანსირება; 2.17. წინამდებარე სესხის ხელშეკრულების 2.15. მუხლში აღნიშნული უფლება არ ნიშნავს სესხის შეპირებას და რეფინანსირება შესაძლებელია მხოლოდ საზოგადოების მიერ შესაბამისი პროექტის საკრედიტო კომიტეტზე განხილვისა და დამტკიცების შემდგომ. 2.18.სესხის ძირითადი თანხის, დარიცხული სარგებლის; საურავის; სხვა კრედიტორის მიერ გაწეული ხარჯების დაფარვასთან დაკავშირებით სალაროს მომსახურების საკომისიო განისაზღვრება თითოეულ ოპერაციაზე შემდეგი მოცულობით: ოპერაციის მოცულობა < ან = 60 ლარზე, სალაროს მომსახურების საკომისიო შეადგენს 0,5 ლარს. ოპერაციის მოცულობა > 60 ლარზე და < ან ტოლი 120 ლარზე, სალაროს მომსახურების საკომისიო შეადგენს 0,6 ლარს. ოპერაციის მოცულობა > 120 ლარზე, სალაროს მომსახურების საკომისიო შეადგენს 0,90 ლარს. |
3. ხელშეკრულების მოქმედების ვადები და პირობები |
3.1. სესხის ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებს მხარეებს შორის წარმოშობილი უფლება-მოვალეობების სრულ ამოწურვამდე; 3.2. წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე პუნქტის ბათილად ცნობა არ იწვევს მთელი ხელშეკრულების ან |
3 of 7 |
ს.ს. ” ლაზიკა კაპიტალი” |
მისი სხვა პუნქტების ბათილობას; 3.3. წინამდებარე ხელშეკრულება მისი უფლებებითა და ვალდებულებებით ვრცელდება მხარეთა შესაბამის მემკვიდრეებზე და მონაცვლეებზე. მაგრამ მსესხებელს უფლება არა აქვს გადასცეს ან გადააბაროს მესამე პირს მასზე ამ ხელშეკრულებით დაკისრებული ნებისმიერი ვალდებულება ან მინიჭებული უფლება. |
4. მხარეთა უფლება-მოვალეობები |
4.1. საზოგადოება უფლებამოსილია: ა) სესხის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში ან, თუ მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობა არსებითად უარესდება, რითაც საფრთხე შეექმნება სესხის გადახდის გრაფიკის ჯეროვნად მომსახურეობას, საზოგადოებას უფლება აქვს ვადამდე მოითხოვოს სესხის დაბრუნება; ბ) თუ მსესხებლის მიერ მოხდება გადახდის გრაფიკით დადგენილი თარიღის დარღვევა, კრედიტორი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს სესხის ხელშეკრულება და მიიღოს შესაბამისი სამართლებრივი ზომები; 4.2. კრედიტორი მსესხებელთან წინასწარ შეთანხმების საფუძველზე უფლებამოსილია: ა) მსესხებელი კრედიტორს ანიჭებს უპირობო უფლებას მსესხებლის შესახებ იფნორმაცია მსესხებელთან დამატებითი შეთანხმების გარეშე მოიძიოს/გადაამოწმოს მსესხებლის პერსონალური მონაცემები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს; სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს; სს „ კრედიტინფო საქართველოსა“ და სხვა ნებისმიერ ხელმისაწვდომ და კანონით ნებადართულ მონაცემთა ბაზაში, კერძოდ: სესხის ხელშეკრულებისათვის აუცილებელი რეკვიზიტები, პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემები: სახელი; გვარი; დაბადების თარიღი; მისამართი და ა.შ. ასევე ს.ს. "კრედიტინფო საქართველოს" მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან მიიღოს მსესხებლის საკრედიტო ინფორმაცია; ბ) მსესხებელი კრედიტორს ანიჭებს უპირობო უფლებას მსესხებლის შესახებ ინფორმაცია მსესხებელთან დამატებითი შეთანხმების გარეშე გადასცეს ს.ს. "კრედიტინფო საქართველო"-ს, რაც იწვევს მსესხებლის აღრიცხვას ს.ს. „ კრედიტინფო საქართველოს“ მონაცემთა ბაზაში; გ) გადასაცემი ინფორმაცია ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს: მსესხებლის საინდენტიფიკაციო მონაცემებს; მიმდინარე სესხის მოცულობას; მიზნობრიობას; დარიცხულ პროცენტს; მოქმედების ვადას; გადახდების დროულობას; დავალიანების ნაშთს; უზრუნველყოფის საგნის საინდენტიფიკაციო მონაცემებს; ასევე სასამართლო დავის არსებობის შემთხვევაში სასამართლო წარმოებისა და სააღსრულებლო წარმოების შედეგებს; დ) მსესხებელი წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით ორგანიზაციას ანიჭებს უპირობო უფლებამოსილებას ნებისმიერ დროს გაეცნოს მსესხებელზე არსებულ ნებისმიერ ინფორმაციას ზემოარნიშნულ მონაცემთა ბაზაში. 4.3. მსესხებელი ვალდებულია: ა) ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფორმით, პირობითა და ვადის დაცვით გადაუხადოს საზოგადოებას სესხი, საპროცენტო სარგებელი; ბ) შექმნას სესხის გამოყენების კონტროლისა და ამ ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვების პირობები, მისი ფინანსური მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტების რეგულარულად გაცნობისა და მის შენობა-ნაგებობებში თავისუფალი შეღწევისა თუ მსესხებლის სათავსოებისა და მოწყობილობების დათვალიერების ჩათვლით; გ) კრედიტორის წერილობითი თანხმობის გარეშე არ დადოს გარიგებები ახალი სესხებისა და კრედიტების აღებასთან დაკავშირებით; დ) შეატყობინოს კრედიტორს თუ ის მონაწილეობას ღებულობს სასამართლო პროცესში, რითაც შეიძლება საფრთხე დაემუქროს მის ქონებასა და კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულებას; ე) დაუყოვნებლივ წერილობით შეატყობინოს კრედიტორს თუ შეიცვალა საცხოვრებელი, ფაქტიური და/ან რეგისტრირებული მისამართი, ბიზნეს მისამართი. 4.4. საზოგადოება უფლებამოსილია გადასცეს მსესხებელთან და წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებთან დაკავშირებული ინფორმაცია მესამე პირს საზოგადოების მიერ მსესხებლის მიმართ წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე არსებული მოთხოვნის დათმობის მიზნით. 4.4.1. ამ ხელშეკრულებით მსესხებელი საზოგადოებას ანიჭებს უპირობო უფლებას მსესხებლის პერსონალური მონაცემები მსესხებელთან დამატებით შეთანხმების გარეშე გადასცეს მესამე პირს. პერსონალური მონაცემების გადაცემა შესაძლებელია წინამდებარე სესხის ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდენლობით მინიჭებული უფლებების რეალიზაციისა და არსებული ვალდებულებების შესრულების მიზნით (მოთხოვნის დათმობა). |
5. ვადაგადაცილება |
სესხი ვადაგადაცილებულად ითვლება, თუ: |
4 of 7 |
ს.ს. ” ლაზიკა კაპიტალი” |
5.1. გრაფიკით გათვალისწინებული გადახდის დღისთვის სესხის ძირითადი თანხა არ არის დაფარული სრული მოცულობით ან გრაფიკით გათვალისწინებული გადახდის დღისთვის გადასახდელი ძირითადი თანხა დროულად ან ვადაზე ადრე არის დაფარული, მაგრამ საპროცენტო თანხის გრაფიკით გათვალისწინებულ გადახდის თარიღსა და მსესხებლის მიერ საპროცენტო თანხის ბოლო ფაქტიურ გადახდის თარიღს შორის სხვაობა აღემატება 15 დღიან ინტერვალს ან არ ფიქსირდება სესხზე დარიცხული პროცენტის სრულად დაფარვა საპროცენტო თანხის გრაფიკით გათვალისწინებული გადახდის თარიღამდე 15 დღის განმავლობაში. |
5.2. მსესხებლის მიერ სესხის გადახდის გრაფიკის დარღვევისა და სესხის ან მისი ნაწილის დაუბრუნებლობის შემთხვევაში მსესხებელს წარმოეშობა კრედიტის დაუბრუნებლობის სამართლებრივ შედეგებთან დაკავშირებული რისკები - მაგალითად, მიმდინარე ანგარიშების დაყადაღების რისკი, მის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების კრედიტის დასაფარად რეალიზაციის შესაძლო რისკი, სესხის უზრუნველსაყოფად სამართლებრივად დატვირთული უძრავ-მოძრავი ქონების კრედიტის დასაფარად რეალიზაციის შესაძლო რისკი, სოლიდარული მოვალის, თავდების საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების კრედიტის დასაფარად რეალიზაციის შესაძლო რისკი მიმდინარე ანგარიშების დაყადაღების რისკი. |
6. ჯარიმები დაგვიანებით გადახდისათვის |
6.1. სესხის დაფარვის გრაფიკითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევის შემთხვევაში, მსესხებელს სესხზე ვადაგადაცილებიდან მესამე დღეს პირგასამტეხლოს სახით ერთჯერადად ერიცხება 20 ლარი, ხოლო ვადაგადაცილების მეოთხე დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერიცხება პირგასამტეხლო სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27%-ის ოდენობით. თუ დავალიანების დაფარვა განხორციელდება ვადაგადაცილებიდან 180 დღის განმავლობაში, მსესხებელს ვადაგადაცილების მესამე დღიდან დაერიცხება პირგასამტეხლო სესხის გადაცილებული ძირითადი თანხის 0.27% ოდენობით, ნაცვლად სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27%-ისა; 6.2. თუ ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა მიაღწევს 181 კალენდარულ დღეს, კრედიტორი წყვეტს წინამდებარე სესხის ხელშეკრულების 2.4. პუნქტით გათვალისწინებული პროცენტისა და 6.1. პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დარიცხვას და კრედიტორი უფლებამოსილია მიიღოს შესაბამისი სამართლებრივი ზომები; 6.3. უწყვეტად ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 180 კალენდარულ დღეს; 6.4. თუ მსესხებლის მიერ 180 კალენდარული დღის განმავლობაში განხორციელდება გადახდის დღისთვის არსებული მიმდინარე დავალიანების (ძირი; პროცენტი; ჯარიმა; პირგასამტეხლო) დაფარვა, გადაცილებული დღეების რაოდენობა გაუტოლდება 0-ს და შემდგომი გადახდის გადაცილების შემთხვევაში გადაცილებული დღეების რაოდენობის ათვლა დაიწყება თავიდან; 6.5. მსესხებელი აცხადებს და თანახმაა, რომ ნებისმიერი შეტყობინება (წერილი) კრედიტორის მიერ გაიგზავნოს მსესხებლის მიერ ხელშეკრულებაში მითითებულ ფაქტიურ მისამართზე; 6.6. მხარეები თანხმდებიან, რომ მომხმარებლისათვის უფასო წინასწარი შეტყობინების ინდივიდუალურ საკომუნიკაციო საშუალებად გამოყენებულ იქნას სატელეფონო ზარი მომხმარებლის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე 577620993 და/ან ამავე ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა; კრედიტორი არ აგებს პასუხს დაუკავშირებლობაზე, თუ მომხმარებელთან დაკავშირება/მისთვის ინფორმაციის მიწოდება (სმს ტექსტური შეტყობინების გაგზავნა) ვერ ხერხდება ადრესატის ბრალეულობით და/ან ადრესატმა შეიცვალა საკონტაქტო ინფორმაცია და ამის შესახებ არ აცნობა კრედიტორს; 6.7. კრედიტორის მიერ გაწეული ნებისმიერი ხარჯი (საფოსტო გზავნილის ღირებულება; ადრესატის მოძიებასთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი გაუთვალისწინებელი ხარჯი, რაც დაკავშირებულია ვადაგადაცილებული სესხის დაბრუნებასთან), ეკისრება მსესხებელს, როგორც მოვალის ბრალეულობით გამოწვეული ხარჯი. |
7. პრეტენზიის წარდგენის წესი |
7.1.ნებისმიერ პირს პრეტენზიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარდგენის ფორმები შეუძლია მოითხოვოს მისო ს.ს. "ლაზიკა კაპიტალის" ნებისმიერ ფილიალში სამუშაო საათებში. 7.2.პრეტინზიის ფორმა გაცემულ უნდა იქნას მოთხოვნისთანავე. 7.3.პრეტენზიის წარდგენა ასევე შესაძლებელია: ა) ფოსტით, მისამართზე: ქ. ზუგდიდი, x. გამსახურდიას ქ. N 59; ბ) ელ. ფოსტით, მისამართზე: xxxxxxxxx@xxxxxxxxxxxxx.xx |
5 of 7 |
ს.ს. ” ლაზიკა კაპიტალი” |
დ) ტელეფონით, ორგანიზაციის ცხელ ხაზზე T 0322194727 (113); 7.4.მისო ს.ს. "ლაზიკა კაპიტალი" ვალდებულია პრეტენზიის წარდგენიდან 30 (ოცდაათი) კალენდრული დღის ვადაში გასცეს წერილობითი პასუხი პრეტენზიის ავტორს. |
8. დავის გადაწყვეტა |
8.1. ხელშეკრულების თაობაზე წარმოშობილი სადაო საკითხები უნდა გადაწყდეს მხარეთა შორის ურთიერთშეთანხმების გზით; 8.1.1. წინამდებარე ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის ირგვლივ წამოჭრილი ნებისმიერი დავა (მათ შორის, ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის (იპოთეკა/გირავნობა) არსებობასთან, ინტერპრეტაციასთან, შესრულებასთან და აღსრულებასთან დაკავშირებით), წყდება მოლაპარაკებებით. დავის მოუგვარებლობის შემთხვევაში, მხარეები მიმართავენ საერთო სასამართლოს (რაიონული/საქალაქო/მაგისტრი სასამართლოები) და/ან აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული საქმისწარმოებას; 8.2. მხარეთა შორის წარმოშობილი ნებისმიერი დავისა და უთანხმოების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტის შეუძლებლობის შემთხვევაში, მხარეები თანხმდებიან, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 1-1 ნაწილის შესაბამისად; 8.2.1. სარჩელი (განცხადება; პრეტენზია) მოპასუხის წინააღმდეგ წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით; 8.2.2. თუ მოპასუხის საცხოვრებელი ადგილი და რეგისტრაციის ადგილი არ ემთხვევა ერთმანეთს, მაშინ სარჩელი (განცხადება; პრეტენზია) წარედგინება მოპასუხის მიერ საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმების დროს მის მიერ მითითებულ ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართის მიხედვით. |
9. ფორს-მაჟორი |
9.1. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობისას ფორს-მაჟორული გარემოებების პერიოდში, თუ ისინი გამოწვეული არიან გადაულახავი ძალის შედეგად. ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომისას მხაერეები ვალდებულნი არიან დაუყონებლივ წერილობით შეატყობინონ მეორე მხარეს ამის შესახებ; 9.2. მხარეების მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება გადაიდება ფორს-მაჟორული გარემოებების ლიკვიდაციამდე. |
10. ზოგადი დებულებები |
10.1. ხელშეკრულების დანართები წარმოადგენენ წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს; 10.2. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე 2 (ორი) ეგზემპლიარად, რომელთაც თანაბარი იურიდიული ძალა აქვთ. |
11. გაფრთხილება |
11.1. იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტთ სს "ლაზიკა კაპიტალში" ამა თუ იმ ფორმით თანხის განთავსებას, გთხოვთ, გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ გაფრთხილების ტექსტს და გაითვალისწინოთ, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სააქციო საზოგადოება "ლაზიკა კაპიტალი" არ არის ლიცენზირებული ბანკი და ბანკისგან განხვავებით მასზე ვრცელდება მსუბუქი ზედამხედველობის რეჟიმი. მისი გაკოტრების შემთხვევაში, თქვენ შესაძლოა ვერ დაიბრუნოთ თქვენი თანხა. ეს რისკები დაკავშირებულია თქვენს მიერ ამ ორგანიზაციაში სესხის, თამასუქის ან სხვა ნებისმიერი ფორმით თანხის განთავსების (დეპოზიტის) შემთხვევაში და არ მოქმედებს წინამდებარე სესხის ხელშეკრულებაზე. |
12. მომხმარებლისათვის ინფორმაციის მიწოდება |
12.1. სს მსო "ლაზიკა კაპიტალი" (მის. ზუგდიდი, გამსახურდიას 59) შეაგროვებს/დაამუშავებს პირის შესახებ ყველა იმ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტურ ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდებასთან და ინფორმაციის მიღებასთან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და პირობებით. წინამდებარე ინფორმაცია მუშავდება მომხმარებლის გადამხდელუნარიანობის ანალიზის მიზნისათვის და ხელმისაწვდომი იქნება საკრედიტო საინფორმაციო ბიუროში ჩართული მომხმარებლებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით (სესხის გამცემი ორგანიზაციები და ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებელი პირები). 12.2. მომხმარებლის (მათ შორის, მონაცემთა სუბიექტი) მოთხოვნის შემთხვევაში, მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული, ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. |
6 of 7 |
ს.ს. ” ლაზიკა კაპიტალი” |
13. მსესხებლის გაფრთხილება პასუხისმგებლობაზე |
13.1. მე, მსესხებელი, გაფრთხილებული ვარ პასუხისმგებლობაზე, რომ xxxx მიერ სესხის არამიზნობრივად მითვისებით; კომპანიის თანამშრომელთან უკანონო გარიგებაში შესვლით; სესხის მიღების (დაუფლების) მიზნით, ჩემთვის მოთხოვნილი ფინანსური და ქონებრივი ინფორმაციის გაყალბებით; დოკუმენტაციის გაყალბებით; ჩემი პირადი ინტერესების სასარგებლოდ და კომპანიის ინტერესების საზიანოდ ნებისმიერი ინფორმაციის შეგნებულად დამალვით; სხვა მესამე პირებთან ერთად სესხის მიღების (დაუფლების) მიზნით ნებისმიერ უკანონო გარიგებაში შესვლით და ჩემს მიერ კომპანიის საწინააღმდეგოდ ნებისმიერი სხვა უკანონო ქმედებების ჩადენის შემთხვევაში, კომპანიის სასარგებლოდ დამეკისრება ზიანის ანაზღაურება ზემოაღნიშნული დარღვევის (დარღვევების) გამოვლენის მომენტისათვის შესაბამის სესხზე არსებული ბალანსის 150%-ის ოდენობით. 13.2. კომპანიის მიერ გაფრთხილებული ვარ რომ კრედიტის უკანონოდ მიღების შემთხვევაში დამეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, დანაშაულებრივ ქმედებაზე გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208 - მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთ წლამდე. 13.3. მე ვეთანხმები და ვიღებ ვალდებულებას ჩემი ურთიერთობა კომპანიასთან წავმართო სესხის ხელშეკრულებაში განსაზღვრული ვალდებულებისა და წესების შესაბამისად. |
14. მხარეთა რეკვიზიტები |
"მსესხებელი" XXXXXXX XXXXXXXXXX პირადი ნომერი: XXXXXXXXXXX იურიდიული მისამართი: XXXXXXX ფაქტიური მისამართი: XXXXXXXXXX, XXXXXXXXX /XXXXXXX XXXXXXXXXX/ |