სახით, “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონისა და ელექტრონულ ტენდერში აუქციონის გარეშე (NAT--------------) გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადების საფუძველზე, დებენ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
ხელშეკრულება #
მომსახურების შესყიდვის შესახებ
------------- წელი ქ. თბილისი
ერთის მხრივ ------------------------- (შემდგომში ”შემსყიდველი”) წარმოდგენილი მისი ----------
------- სახით და მეორეს მხრივ ---------------- (შემდგომში ”მიმწოდებელი”) წარმოდგენილი მისი ---
---------- სახით, “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონისა და ელექტრონულ ტენდერში აუქციონის გარეშე (NAT--------------) გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადების საფუძველზე, დებენ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. გამოყენებული ტერმინების განმარტებები ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
1.1. „ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ (შემდგომ _ “ხელშეკრულება”) _ შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ, მასზე თანდართული ყველა დოკუმენტით და დამატებებით და ასევე მთელი დოკუმენტაციით, რომლებზეც ხელშეკრულებაში არის მინიშნებები.
1.2. „ხელშეკრულების ღირებულება“ ნიშნავს საერთო თანხას, რომელიც უნდა გადაიხადოს შემსყიდველმა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ზედმიწევნით შესრულებისათვის;
1.3. „შემსყიდველი“ -
1.4. „მიმწოდებელი“ –
1.5. „დღე“, „კვირა“, „თვე“ - კალენდარული დღე, კვირა, თვე;
1.6. „მომსახურება“ - წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების საგანი;
1.7. „ინსპექტირება“ - ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა.
2. ხელშეკრულების საგანი
2.1. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს --------------------- (შემდგომში “კომპანია“) ფინანსური ანგარიშგების აუდიტორული (ფასს-სთან შესაბამისობის) მომსახურების შესყიდვა (CPV 79200000).
3. მომსახურების გაწევის პირობები
3.1. წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე მიმწოდებელი ახორციელებს:
3.1.1 -------------------- მომსახურების შესყიდვას დანართი 1-ში მითითებული ფასების მიხედვით;
3.1.2 “ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებით აუდიტორის სხვა მოვალეობებს (მათ შორის ფინანსური და მმართველობის ანგარიშგებების გაცნობა-დადასტურებას და სხვა საქმიანობას (კანონმდებლობით საჭიროების შემთხვევაში)), რაც უნდა შედიოდეს წლიური აუდიტის ფასში და არ იქნება ანაზღაურებული დამატებით;
3.2. მომსახურების გაწევის ვადა - 2020 წლის 1 აგვისტო.
4. სახელშეკრულებო ღირებულება
4.1. საერთო სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს ------ ( ) ლარს.
4.2. ხელშეკრულების ღირებულება მოიცავს როგორც მომსახურების ღირებულებას, ასევე წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ გაწეულ ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.
5. ანგარიშსწორების პირობები
5.1. ყოველი კონკრეტული მომსახურების გაწევის დასრულების შემდეგ, მხარეებს შორის გაფორმდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი;
5.2. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით, ორ ეტაპად: პირველი ეტაპი 3.1.1 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების დასრულების შემდეგ სახელშეკრულებო ღირებულების 50%, ხოლო მეორე ეტაპი, სახელშეკრულებო ღირებულების 50%, ანაზღაურდება, „შემსყიდველის“ მიერ “ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში (xxxxx.xxx.xx) აუდიტორული დასკვნის წარდგენის და
„მიმწოდებლის“ მიერ დადასტურების შემდეგ.
5.3. ანგარიშსწორების საფუძველია მხარეების უფლებამოსილი პირების მიერ გაწეულ მომსახურებაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
5.4. ანგარიშსწორება განხორციელდება მომსახურების გაწევის შემდეგ, 5.3. პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
6. ხარისხი
6.1. მომსახურების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს დადგენილ სტანდარტებს და აკმაყოფილებდეს ხელშეკრულების პირობებს.
7. მხარეთა უფლება–მოვალეობები
7.1. შემსყიდველი უფლებამოსილია:
7.1.1. აწარმოოს მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და გაწეული მომსახურების ხარისხის კონტროლი;
7.1.2. განაცხადოს უარი დაგვიანებით მიწოდებული, უხარისხო (წუნდებული) ან არასრული მოცულობით გაწეული მომსახურების მიღებაზე;
7.1.3. ჩაატაროს ინსპექტირება, რისთვისაც გამოყოფს უფლებამოსილ პირს, საჭიროების შემთხვევაში ჩაატაროს ხარისხის კონტროლი, რისთვისაც შესაძლებელია მოწვეულ იქნეს ექსპერტი.
7.2. შემსყიდველი ვალდებულია:
7.2.1. მოახდინოს ანგარიშსწორება მიმწოდებელთან წინამდებარე ხელშეკრულების მე–5 მუხლით გათვალისწინებული პირობებით;
7.2.2. დროულად განიხილოს მიმწოდებლის მიერ წამოჭრილი პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია ხელშეკრულების შესრულებასთან.
7.3. მიმწოდებელი უფლებამოსილია:
7.3.1. მიიღოს გაწეული მომსახურებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურება;
7.4. მიმწოდებელი ვალდებულია:
7.4.1. უზრუნველყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში შემსყიდველისათვის ხარისხიანი მომსახურების გაწევა;
7.4.2. უზრუნველყოს მიწოდებულ მომსახურებაზე გამოვლენილი დეფექტებისა და ნაკლოვანების აღმოფხვრა საკუთარი ხარჯით;
7.4.3. „მიმწოდებელი“ ვალდებულია „შემსყიდველს“ აუდიტის დაწყებამდე წარუდგინოს გეგმა შესასრულებელი სამუშაოს ძირითადი ეტაპებისა და შესრულების ვადების მითითებით ოთხივე კომპანიის ჭრილში და ასევე ყოველკვირეული ანგარიშები („სტატუსრეპორტი“) მათი შერულების მიმდინარეობის შესახებ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
7.4.4. ხელი შეუწყოს შემსყიდველს ინსპექტირების ჩატარების დროს.
8. ინსპექტირება
8.1. შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების ინსპექტირება განხორციელდება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, შემსყიდველის მოთხოვნების შესაბამისად;
8.2. ინსპექტირებას და მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერას განახორციელებს ---------
8.3. შემსყიდველის შესაბამისი წარმომადგენლის (წარმომადგენლები, მოწვეული ექსპერტი) მიერ ხარისხის კონტროლის ჩატარების შემთხვევაში თუ აღმოჩნდება წუნდებული მომსახურება, შემსყიდველი აცნობებს მიმწოდებელს წერილობით ამის შესახებ, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია წერილობითი შეტყობინებიდან დაუყოვნებლივ გამოასწოროს წუნი.
9. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა, ხელშეკრულების შეწყვეტა
9.1. არავითარი გადახრა ან ცვლილება ხელშეკრულების პირობებში არ დაიშვება ორივე მხრის მიერ ხელმოწერილი წერილობითი შესწორებების გარდა;
9.2. თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია;
9.3. ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულების დანართის (შეთანხმება) სახით, რომელიც ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად;
9.4. ხელშეკრულება ან მისი რომელიმე დებულება შესაძლებელია შეწყდეს შემსყიდველის ინიციატივით, წერილობითი შეტყობინების საფუძველზე.
10. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა
10.1. ვადაგადაცილების პირგასამტეხლო შეადგენს 0.1%-ს ვადაგადაცილებული მომსახურეობის (იმ კონკრეტული პერიოდის კონკრეტული მომსახურების) ღირებულებიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
10.2. აუდიტის და შუალედური განხილვის დრო აუდიტორმა უნდა დაგეგმოს ისე, რომ კომპანიებს მისცეს მინიმუმ 25 დღე საწყისი ინფორმაციის წარსადგენად (პირველი მოთხოვნის შემდეგ) და მინიმუმ 14 დღე მოთხოვნიდან დამატებითი ინფორმაციის წარსადგენად (შემსყიდველის მიერ ამ ვადების დაგვიანების შემთხვევაში მოხდება პირგასამტეხლოს დაანგარიშებისას შესაბამისი დღეების გამოკლება);
10.3. იმ შემთხვევაში, თუ დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების 1%–ს, მხარეებს უფლება აქვთ შეწყვიტონ ხელშეკრულება.
11. დაუძლეველი ძალა (ფორს – მაჟორი)
11.1. მხარეები თავისუფლდებიან ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობისაგან, თუ აღნიშნული გამოწვეულია დაუძლეველი ძალის (ფორს–მაჟორი) ზეგავლენით. აღნიშნულის არსებობის შემთხვევაში, მხარე ვალდებულია აცნობოს მეორე მხარეს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეუძლებლობის შესახებ;
11.2. თუ ერთ-ერთი მხარე დაუძლეველი ძალის გამო ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა აცნობოს მეორე მხარეს მათი დადგომის ან/და დასრულების შესახებ; წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი მხარე არ გათავისუფლდება ნაკისრი ვალდებულებებისაგან;
11.3. მხარეთა პასუხისმგებლობა და ვალდებულებები განახლდება დაუძლეველი ძალის მოქმედების დასრულებისთანავე.
12. სადაო საკითხების გადაწყვეტა
12.1. შემსყიდველმა და მიმწოდებელმა ყველა ღონე უნდა იხმაროს, რათა პირდაპირი არაოფიციალური მოლაპარაკებების პროცესში შეთანხმებით მოაგვარონ ყველა უთანხმოება და დავა, წარმოქმნილი მათ შორის ხელშეკრულების ან მასთან დაკავშირებული სხვა კომპონენტის ირგვლივ;
12.2. თუ შემსყიდველი და მიმწოდებელი ვერ შეძლებენ სადაო საკითხის შეთანხმებით მოგვარებას, ნებისმიერ მხრეს დავის გადაწყვეტის მიზნით შეუძლია დადგენილი წესის და მიხედვით მიმართოს საქართველოს სასამართლოს.
13. ხელშეკრულების ვადა
13.1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2020 წლის --.
14. განსაკუთრებული პირობები
14.1. მხარეები თანხმდებიან, რომ ის ურთიერთობანი, რომელიც არ იქნა მოწესრიგებული წინამდებარე ხელშეკრულებით, რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით;
14.2. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, 3 (სამი) ეგზემპლარად და თითოეულ მათგანს იურიდიული ძალა აქვს;
14.3. ხელშეკრულების ერთი ეგზემპლარი ეგზავნება ,,მიმწოდებელს“, ხოლო ორი ინახება შემსყიდველ ორგანიზაციაში.
15. მხარეთა ხელმოწერები და რეკვიზიტები
“შემსყიდველი” | “მიმწოდებელი” |