სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება N _________
სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება N _________
ცდCPV 45200000 - მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
1. ზოგადი ნაწილი
1.1 ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენენ: ერთის მხრივ, ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდი“, (მის: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №20, ს/კ 404384974, სახაზინო რეკვიზიტები: სახელმწიფო ხაზინა, TRESGE22, XX00XX0000000000000000, ტელ: 0322470014) შემდგომში „შემსყიდველი“, წარმოდგენილი მისი დირექტორის xxxxx xxxxxxxxx სახით და მეორეს მხრივ, შპს , (მის:
), საბანკო რეკვიზიტები: , ბანკის კოდი: , ა/ა , ტელ: ) შემდგომში „მიმწოდებელი“, წარმოდგენილი მისი დირექტორის სახით, ორივე ერთად წოდებული როგორც მხარეები;
1.2 საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
ქ. თბილისში, xxxxxxxxxxx მოედანზე მდებარე სახლების (შენობა ნაგებობების) - ახოსპირელის I ჩიხი N2-4, ახოსპირელის III ჩიხი N5/6, ახოსპირელის I ჩიხი N3, xxxxxxxxxxx მოედანის N4, ლერმონტოვის N1/9 და ლერმონტოვის N3-ის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
1.3 შესყიდვის საფუძველი - ელექტრონული ტენდერი .
1.4 ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს
(სიტყვიერად თანხა
) ლარს, რომელიც მოიცავს, როგორც შესასყიდი ობიექტის ღირებულებას, ასევე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ გაწეულ ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.
1.5 დაფინანსების წყარო - ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის საბიუჯეტო სახსრები.
1.6 ხელშეკრულება ძალაშია მხარეთა მიერ ხელმოწერიდან ჩათვლით.
1.7 შესყიდვის ობიექტის დასრულების ვადა - ჩათვლით.
1.8 შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილია: ქ. თბილისში, xxxxxxxxxxx მოედანზე მდებარე სახლების (შენობა ნაგებობების) - ახოსპირელის I ჩიხი N2-4, ახოსპირელის III ჩიხი N5/6, ახოსპირელის I ჩიხი N3, xxxxxxxxxxx მოედანის N4, ლერმონტოვის N1/9 და ლერმონტოვის N3.
2. პროექტის მართვის ორგანიზაციული სტრუქტურა.
2.1. მიმწოდებელი ვალდებულია წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 (ათი) კალენდარულ დღეში წერილობითი ფორმით N1 დანართის შესაბამისად წარუდგინოს შემსყიდველს საკადრო შემადგენლობა, რომელიც შესაბამისი სფეროების მიხედვით უხელმძღვანელებს შესყიდვის ობიექტის მიწოდების პროცესს (ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას). N1 დანართის ფორმალურ სახეს განსაზღვრავს შემსყიდველი.
2.2. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში ჩაანაცვლოს მის მიერ განსაზღვრული საკადრო შემადგენლობა შემსყიდველისთვის მისაღები სხვა პირებით.
2.3. წინამდებარე ხელშეკრულების 2.1. და 2.2. პუნქტებით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი საკადრო შემადგენლობის წარმოუდგენლობის ან/და არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ერთჯერადი ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო აღნიშნული პუნქტებით განსაზღვრული ვადების 10 (ათი) კალენდარულ დღეზე მეტით დარღვევის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
2.4. მიმწოდებელი უფლებამოსილია შეცვალოს საკადრო შემადგენლობა, რის შესახებაც შემსყიდველს უნდა ეცნობოს წინასწარ წერილობითი ფორმით. აღნიშნული შესაძლებლობა არ გამორიცხვას ამ მუხლის 2.2. პუნქტით განსაზღვრულ მიმწოდებლის ვალდებულებას.
2.5. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია წარადგინოს ინფორმაცია შესყიდვის ობიექტზე მომუშავე პირების (პერსონალი) რაოდენობისა და მათი სამუშაოთა სახეობების მიხედვით განაწილების შესახებ, ამგვარი მოთხოვნიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.
2.6. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია წარადგინოს ინფორმაცია შესყიდვის ობიექტზე მომუშავე ყველა ქვეკონტრაქტორი კომპანიის შესახებ (ორგანიზაციის გამოცდილების, პერსონალის რაოდენობისა და მათი კვალიფიკაციის ჩათვლით), ამგვარი მოთხოვნიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.
2.7. წინამდებარე ხელშეკრულების 2.5. და 2.6. პუნქტებით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი ინფორმაციის წარმოუდგენლობის ან/და არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ერთჯერადი ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო აღნიშნული პუნქტით განსაზღვრული ვადის 10 (ათი)
კალენდარულ დღეზე მეტით დარღვევის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
3. პროექტის განხორციელების ვადების მართვა.
3.1. პროექტის (შესყიდვის ობიექტის რეალიზების) ვადაში მართვა ხორციელდება გეგმა-გრაფიკის საშუალებით.
3.2. ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში, მიმწოდებელი ამზადებს და წერილობითი ფორმით წარუდგენს შემსყიდველს პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკს. გეგმა-გრაფიკის დათქმულ ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ერთჯერადი ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 (ოცი) კალენდარულ დღეში მისი წარუდგენლობის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
3.3. თუ, მიმწოდებლის მიერ გეგმა-გრაფიკის წარდგენიდან, 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში შემსყიდველი არ წარუდგენს მიმწოდებელს შენიშვნას გეგმა-გრაფიკის შესახებ, გეგმა-გრაფიკი ითვლება შემსყიდველთან შეთანხმებულად. შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს წაუყენოს გეგმა- გრაფიკთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის შენიშვნა, რომლის დაკმაყოფილებაც მიმწოდებლისათვის სავალდებულოა. ამ პუნქტის პირველი და მეორე წინადადების რეგულირება ასევე ვრცელდება დეტალურ გეგმა-გრაფიკზე.
3.4. შემსყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს გეგმა-გრაფიკის კორექტირება, რის შესასრულებლადაც შემსყიდველი მიმწოდებელს წერილობითი ფორმით განუსაზღვრავს კორექტირების გონივრულ ვადას. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ერთჯერადი ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო მითითებული ვადის 20 (ოცი) კალენდარული დღით ვადაგადაცილების შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
3.5. გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოების (თითოეული პუნქტის) ვადების არასაპატიო მიზეზით გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და მიეცემა გონივრული ვადა ვალდებულების შესასრულებლად. მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის მიერ დამატებითი გონივრული ვადის განსაზღვრიდან 5 (სამი) კალენდარული დღის ვადაში, წარუდგინოს შემსყიდველს კორექტირებული გეგმა-გრაფიკი (მხოლოდ ვადაგადაცილებული სამუშაოების ნაწილში). მესამე დარღვევის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება. ყოველგვარი გაუგებრობის გამოსარიცხად, მხარეები განმარტავენ, რომ ამ პუნქტში აღნიშნული ყოველი დარღვევა/დარღვევის ფაქტი გულისხმობს სამუშაოს კონკრეტული ეტაპის დასრულების ვადაგადაცილების ფაქტს და ვადაგადაცილების ყოველი დღე არ იქნება მიჩნეული ცალკეულ დამოუკიდებელ გარემოებად.
3.6. მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, გაზარდოს როგორც დასაქმებული პერსონალისა და მანქანა-მექანიზმების რაოდენობა, ისე სამუშაო რეჟიმი (სამუშაო დროის ზრდა, ღამის ცვლის დამატება, 24 (ოცდაოთხი) საათიანი რეჟიმი). აღნიშნული მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს არაუგვიანეს 7 (შვიდი) კალენდარული დღისა. ხსენებული ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. ამასთან, აღნიშნული ვადის 10 (ათი) კალენდარულ დღეზე მეტით გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს დამატებით დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.05 (ნული მთელი ხუთი მეასედი)
%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ან შემსყიდველი ისარგებლებს ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის უფლებით და მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას. მას შემდეგ რაც აღმოიფხვრება საგანგებო რეჟიმში მუშაობის აუცილებლობა, შემსყიდველთან შეთანხმებით მიმწოდებელი უფლებამოსილია დაუბრნდეს სამუშაო სტანდარტულ რეჟიმს
3.7. მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, შეცვალოს ქვეკონტრაქტორი კომპანია, რომელიც არაჯეროვნად (უხარისხოდ/დაგვიანებით) ასრულებს სამუშაოებს. აღნიშნული მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღისა. ხსენებული ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. ამასთან, აღნიშნული ვადის 10 (ათი) კალენდარულ დღეზე მეტით გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს დამატებით დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.05 (ნული მთელი ხუთი მეასედი) %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ან შემსყიდველი ისარგებლებს ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის უფლებით და მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას.
3.8. გეგმა-გრაფიკის დარღვევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, ჩაითვლება საპატიოდ, თუ შესაბამისი ვადის გასვლამდე მიმწოდებელი დაუყოვნებლივ შეატყობინებს შემსყიდველს ისეთი დამაბრკოლებელი გარემოების არსებობის შესახებ, რომელიც ობიექტურად ამართლებს ვადაგადაცილებას. მიმწოდებელი ვალდებულია დამაბრკოლებელი გარემოების აღმოფხვრისთანავე წარუდგინოს შემსყიდველს კორექტირებული გეგმა-გრაფიკი. ამ პუნქტის მიზნებისათვის ვადაგადაცილების საპატიოდ მიჩნევის
საკითხს აფასებს მხოლოდ შემსყიდველი, რომელიც 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში წერილობით აცნობებს მიმწოდებელს მოთხოვნის დაკმაყოფილების, ან მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. თუკი მიმწოდებლის პასუხი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გაიცა მას შემდეგ, რაც გავიდა შესაბამისი სამუშაოსათვის განკუთვნილი ვადა, მიმწოდებელს ამ ვადის დარღვევისთვის არ დაერიცხება ჯარიმა.
3.9. ხელშეკრულების პირველი მუხლის 1.7. პუნქტით გათვალისწინებული მიწოდების საბოლოო ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ვადაგადაცილებით შესრულებული სამუშაოების ღირებულების 0,05 (ნული მთელი ხუთი მეასედი) პროცენტის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო ობიექტზე დარჩენილი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 0,05 (ნული მთელი ხუთი მეასედი) პროცენტის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
3.10. მიმწოდებელი ვალდებულია აიღოს ნებართვები, რომლებიც ეხება სამუშაოთა წარმოებასთან დაკავშირებულ გზის შეზღუდვას, ხეების მოჭრას და მწვანე საფარის რეკონსტრუქციას. მიმწოდებელი ასევე ვალდებულია, უზრუნველყოს წყალმომარაგების, კანალიზაციის, გაზმომარაგების, ელექტრომომარაგებისა და ტელესაკომუნიკაციო ქსელების გათიშვის, ჩართვისა და გადალაგების ორგანიზება. მიმწოდებელი, ნებართვების მოპოვების მიზნით, უფლებამოსილია მოითხოვოს შემსყიდველის წერილობითი შუამდგომლობა შესაბამის ორგანიზაციებში წარსადგენად. კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ნებართვების მოპოვებას ახორციელებს შემსყიდველი. ნებისმიერი ხარჯი, რაც წარმოიშვება ნებართვების აღებასთან დაკავშირებით, ან ამ პუნქტში აღნიშნული, დამატებითი სამუშაოების შესრულებიდან გამომდინარე, ანაზღაურდება დამატებით და შეტანილი იქნება ხარჯთაღრიცხვაში. მიმწოდებელი თავისუფლდება წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის/ნებართვების მოპოვების ვალდებულებისგან, თუკი აღნიშნული ნებართვა/ნებართვები მოპოვებულ იქნა შემსყიდველის მიერ.
3.11. სამუშაოს შესრულების ვადები გადაიწევს ნებართვის აღების, ლიცენზიის მოპოვების, უფლებამოსილ სტრუქტურებთან შეთანხმების ან დასკვნის აღების დროით, თუ მიმწოდებელი დაუსაბუთებს (მათ შორის, წარუდგენს დოკუმენტაციას, რომლითაც დასტურდება, რომ მიმწოდებელმა დროულად მიმართა უფლებამოსილ პირებს მათი ოპერირების ვადების გათვალისწინებით) შემსყიდველს ვადის გადაწევის აუცილებლობას.
3.12. შემსყიდველი ვალდებულია ხელი შეუწყოს მიმწოდებელს სამუშაოების შესრულებაში, ასევე, მოიპოვოს თანხმობები იმ კერძო პირებისგან, რომლებმაც შესაძლებელია ხელი შეუშალონ ან ხელს უშლიან სამუშაოების წარმოებას. თუ სახეზეა ასეთი ხელშეშლა, მიმწოდებელი ვალდებულია ასეთი ფაქტის გამოვლენისთანავე დროულად აცნობოს შემსყიდველს.
3.13. შემსყიდველი ასევე უფლებამოსილია მოითხოვოს დეტალური გეგმა-გრაფიკის წარმოდგენა. დეტალური გეგმა-გრაფიკი, სამუშაოთა მოცულობებისა და შესრულების დროის თვალსაზრისით, შესაბამისობაში უნდა იყოს ამ მუხლის 3.1. პუნქტით განსაზღვრულ გეგმა-გრაფიკთან. დეტალური გეგმა- გრაფიკის დეტალიზაციის ხარისხს განსაზღვრავს შემსყიდველი.
3.14. მოთხოვნის შემთხვევაში, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ვადაში მიმწოდებელი ვალდებულია მნიშვნელოვანი მასალების შესახებ წარმოადგინოს მასალების შესყიდვისა და მოწოდების გეგმა-გრაფიკი (მის დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად). აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო მითითებული ვადის 10 (ათი) კალენდარული დღით ვადაგადაცილების შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ზემოაღნიშნული წესი ვრცელდება ასევე იმ შემთხვევებზეც, როდესაც მიმწოდებელი მასალების შესყიდვას ახორციელებს ქვეკონტრაქტორი პირისგან ან აღნიშნული პირის საშუალებით.
4. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების მართვა.
4.1. იმ შემთხვევაში, თუ ფიქსირდება შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში შეთანხმებული პროექტიდან ან მასში მოცემული საპროექტო გადაწყვეტებიდან გადახვევა (პროექტის დარღვევა) ან ზოგადსამშენებლო სტანდარტებთან შეუსაბამობა, შემსყიდველი უფლებამოსილია შეაჩეროს სამუშაოები, მოითხოვოს ფიზიკური სამუშაოების შემსრულებლ(ებ)ის შეცვლა ან ხელშეკრულების შეწყვეტა. შემსყიდველის აღნიშნული გადაწყვეტილებათაგან, ნებისმიერის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია აუნაზღაუროს შემსყიდველს მიყენებული ზიანი.
4.2. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელმა შემსყიდველის წერილობითი თანხმობის გარეშე შეასრულა სამუშაოები, რომლებიც სცილდება პროექტით გათვალისწინებულ სამუშაო მოცულობებს ან/და განახორციელა ახალი სახეობის სამუშაოები, მაშინ შემსყიდველს არ წარმოეშობა ამ სამუშაოების ღირებულების ანგარიშსწორების ვალდებულება, იმის მიუხედავად, ემსახურებოდა თუ არა აღნიშნული სამუშაოები შესყიდვის საგნის პროექტით განსაზღვრული საბოლოო შედეგის მიღწევას. შემსყიდველი
უფლებამოსილია ხსენებული თანხმობა გასცეს აღნიშნული სამუშაოების შესრულებამდე, შესრულების პროცესში ან შემდგომ.
4.3. მხარეები თანხმდებიან, რომ მიმწოდებელი ვალდებულია, ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, სამუშაოების შესრულების ან/და მასალების ხარისხის შეუსაბამობაზე შემსყიდველისგან მიღებული პრეტენზია დააკმაყოფილოს სამუშაოების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე, იმ შემთხვევაშიც კი თუ წინა ეტაპზე (ეტაპებზე) მიღება-ჩაბარების აქტით მიღებულ სამუშაოებზე, შეუსაბამობები ხარისხთან მიმართებაში გამოვლინდა მხოლოდ შემდგომ პერიოდში. პრეტენზიის დაკმაყოფილებისათვის შემსყიდველი განსაზღვრავს გონივრულ ვადას. აღნიშნული ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ერთჯერადად 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში მიმწოდებელი კვლავ დაჯარიმდება 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო შესრულებისათვის მესამედ განსაზღვრული ვადის გადაცილების შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
4.4. პროექტით განუსაზღვრელი ტექნოლოგიით ან მეთოდოლოგიით სამუშაოს შესრულების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აღნიშნული დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შემსყიდველს. წერილობით შეტყობინებაში მითითებული უნდა იქნეს თუ რა ტექნოლოგიით (მეთოდოლოგიით) აპირებს მიმწოდებელი არასტანდარტული სამუშაოს შესრულებას. თუ შემსყიდველი შეტყობინების მიღებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში ოფიციალურად არ აცნობებს პასუხს მიმწოდებელს, გაგზავნილი წინადადება შეთანხმებულად ითვლება. აღნიშნული პროცედურის შესრულების გარეშე, მიმწოდებლის მიერ მხოლოდ საკუთარი გადაწყვეტილებით შესრულებული სამუშაოს ხარისხსა და ფუნქციონალურ ეფექტურობაზე მთლიანად პასუხისმგებელია მიმწოდებელი.
4.5. არასტანდარტული გადაწყვეტილების შეთანხმებისათვის, მიმწოდებელი აგზავნის ოფიციალურ შეტყობინებას შემსყიდველთან. წერილობით შეტყობინებაში მითითებულ უნდა იქნეს თუ როგორ შეასრულებს არასტანდარტულ სამუშაოს და ასევე რა მეთოდოლოგიით იხელმძღვანელებს. შემსყიდველი წერილობით აცნობებს პასუხს მიმწოდებელს შეტყობინების მიღებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში. თუ შემსყიდველი შეტყობინების მიღებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში ოფიციალურად არ აცნობებს პასუხს მიმწოდებელს, გაგზავნილი წინადადება შეთანხმებულად ითვლება. აღნიშნული პროცედურის შესრულების გარეშე, მიმწოდებლის მიერ მხოლოდ საკუთარი გადაწყვეტილებით შესრულებული სამუშაოს ხარისხსა და ფუნქციონალურ ეფექტურობაზე მთლიანად პასუხისმგებელია მიმწოდებელი.
4.6. ხარჯთაღრიცხვაში, ხოლო პრეისკურანტის შემთხვევაში - პრეისკურანტში, ახალი სახის სამუშაოს ერთეულის ფასის ასახვა დაშვებულია მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით და შესაბამისი კვალიფიკაციის საექსპერტო ბიუროს, კერძოდ სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან/და საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ აკრედიტირებული საექსპერტო ორგანიზაციის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე. საექსპერტო ორგანიზაციას უნდა გააჩნდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის (ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზა) აკრედიტაცია. ახალი ერთეულის ფასის დადგენაზე გაწეული საექსპერტო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება წარმოადგენს მიმწოდებლის ვალდებულებას, ამასთან, პრეისკურანტში შესაბამისი სამუშაოს ან მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.
4.7. ხარჯთაღრიცხვის/პრეისკურანტის კორექტირება ხორციელდება მხარეთა შეთანხმებით, წინამდებარე ხელშეკრულების პირობათა გათვალისწინებით.
4.8. ხელშეკრულების საერთო ღირებულების ზრდა, შესაძლებელია არაუმეტეს 10%-სა და მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, როდესაც იცვლება საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული მოცულობები, ან/და დგება ახალი სახეობის სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა.
4.9. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების დროს, ყველა ტიპის ზიანზე ან/და დანაკარგზე, რაც გამოწვეული იქნება რეაბილიტაციის პროცესში ბუნებრივი მოვლენებით (წვიმა, თოვლი, ყინვა, ქარი და ა.შ) და რომელთა თავიდან აცილებაც შესაძლებელი იქნებოდა სათანადო პრევენციული ღონისძიებების განხორციელებით, პასუხისმგებელია მიმწოდებელი, რომელიც ვალდებულია შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში აღმოფხვრას ზიანი საკუთარი ხარჯებით. დარღვევის აღმოფხვრის ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ერთჯერადად 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, შემსყიდველის მიერ განსაზღვრული დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, მიმწოდებელი კვლავ დაჯარიმდება 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო შემსყიდველის მესამედ განსაზღვრული ვადის გადაცილების შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოითხოვოს ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
4.10. მიმწოდებელი ვალდებულია ყველა ის სამუშაო, რომელიც უკავშირდება ატმოსფერული ნალექებით, ქარით გამოწვეულ ზემოქმედებისგან დაცვას, სანიტარული წერტილების ვენტილირებად
ფუნქციონირებას, ბუნებრივი აირმომარაგებისა და ელექტროგაყვანილობების უსაფრთხო ექსპლუატაციას ან სხვა სამუშაოებს, შეასრულოს მთლიანად საკუთარი პასუხისმგებლობით, ფუნქციონალურად უნაკლოდ. შესრულებულ სამუშაოებში ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, მიმწოდებელს ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიეცემა გონივრული ვადა, რა ვადაშიც ხარვეზის გამოუწორებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ერთჯერადი ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო შემსყიდველის მიერ განსაზღვრული დამატებითი (მეორე) ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, მიმწოდებელი კვლავ დაჯარიმდება 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. მესამე შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
4.11. მიმწოდებელი ვალდებულია საპროექტო დოკუმენტაციით დაუზუსტებელი ისეთი ტიპის სამუშაოების შესრულება, რომელიც, როგორც წესი, დადგენილია სამშენებლო წესებით და სტანდარტებით (ხის, ლითონის, ქვის დეტალების, ნაძერწი ფიგურების რესტავრაციის, საცრემლეების, წვიმასატარი მილების, მუხლების, ძაბრებისა და ღარების, მათი სამაგრების დამზადება-მოწყობის, გადახურვის სიბრტყეებზე თუნუქის შეერთებების ნაწიბურების მდგარი და დაწვენილი ნარიმანდების, კარ-ფანჯრების ალათებისა და ნაოთხალების მდგომარეობის, სიბრტყითი ზედაპირების ვერტიკალური და ჰორიზონტალური უსწორობების, კედლებისა და კარნიზების, სწორხაზოვანი ნაკეთობებისა და სხვა მსგავსი სახეობების, საღებავით ზედაპირების დაფარვის ინტენსივობის გადახრების დასაშვები სტანდარტები და ა.შ.) შეათანხმოს შემსყიდველის უფლებამოსილ წარმომადგენელთან.
5. სამშენებლო სამუშაოების მიღება
5.1 შესასყიდი ობიექტის მიღება წარმოებს ეტაპობრივად, შუალედური და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
5.2 შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება ხდება წერილობითი ფორმით მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლის ან იმ სუბიექტის ხელის მოწერით, ვისაც დელეგირებული აქვს შესაბამისი უფლებამოსილება, მიმწოდებლის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს (არაუმეტესპრეისკურანტით/ხარჯთაღრიცხვით დადგენილი ერთეული ღირებულების) შესაბამისად წარმოდგენილი სამუშაოთა შესრულების აქტის(ფორმა N2-ის) საფუძველზე.
5.3 შემსყიდველს, ან სხვა სუბიექტს, ვისაც დელეგირებული აქვს შესაბამისი უფლებამოსილება, შეუძლია განაცხადოს უარი უხარისხო (წუნდებული), ან არასრული თანმხლები დოკუმენტაციის მქონე შესყიდვის ობიექტის მიღებაზე და მის ანაზღაურებაზე, მანამ სანამ არ მოხდება წუნის გამოსწორება ან თანმხლები დოკუმენტაციის სრულყოფა. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ წარდგენილი სამუშაოების შესრულების აქტში ასახული სამუშაოების ნაწილზე დგინდება ხარვეზები (ნაკლოვანება), რაც დადასტურებული უნდა იქნას სათანადო აქტით) მიღება-ჩაბარების აქტში გაკეთდება განმარტება იმის თაობაზე, რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან დაკავდება ნაკლოვანი (ხარვეზიანი) სამუშაოს ღირებულების ათმაგი ოდენობის თანხა, რომელიც ანაზღაურდება მხოლოდ ხარვეზის გამოსწორების შემდეგ, შესაბამისი აქტის გაფორმების საფუძველზე. ამ პუნქტის პირველი და მეორე წინადადებების რეგულირებების გამოყენების თაობაზე არჩევანს აკეთებს შემსყიდველი მიმწოდებელთან შეთანხმების გარეშე.
5.4 შესრულებული სამუშაოების მიღების აქტს, ფორმა N2-ს, ადგენს მიმწოდებელი, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მოცულობებისა და პრეისკურანტის/ხარჯთაღრიცხვის ფასების (თითოეული პოზიცია) მიხედვით, რომელიც არ უნდა აჭარბებდეს სახელმწიფო შესყიდვის ტენდერში დაფიქსირებულ სამუშაოების ერთეული პოზიციის ღირებულებებს.
5.5 მიმწოდებელი, შესრულებული სამუშაოს ფორმა N2-ს შემსყიდველს წარუდგენს შემდეგი სახით: ნაბეჭდი (2 ეგზემპლარი) ან/და ელექტრონული ვერსიის სახით.
5.6 შემსყიდველის წარმომადგენელი - ტექნიკური ზედამხედველი, ან სხვა სუბიექტი, ვისაც დელეგირებული აქვს შესაბამისი უფლებამოსილება, ადასტურებს წარმოდგენილ ფორმა N2-ში აღწერილი სამუშაოების სახეობებს, მოცულობებს და ასევე იმ ფაქტს, რომ სამუშაოთა ერთეული ფასების მაჩვენებლები არ აღემატება პრეისკურანტით/ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრულ ერთეულის ფასებს.
5.7 მიმწოდებელი ვალდებულია: მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების პარალელურად, წარმოუდგინოს შემსყიდველს შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაცია (მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად).
5.8 მიმწოდებელი ვალდებულია ფარული სამუშაოების წარმოებისას, შეადგინოს დაფარული სამუშაოების აქტი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად. ფარული სამუშაოების აქტს მიმწოდებლის უფლებამოსილ წარმომადგენელთან ერთად ხელს უნდა აწერდეს ტექნიკური ზედამხედველი ან ის სუბიექტი ვისაც შემსყიდველისაგან დელეგირებული აქვს შესაბამისი უფლებამოსილება.
5.9 მიმწოდებელს ეკისრება პასუხისმგებლობა შესყიდვის საგნის დაცვა-შენარჩუნებაზე საბოლოო მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმების დღემდე.
5.10 საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე, შემსყიდველისა და მიმწოდებელის უფლებამოსილი წარმომადგენლები, ან სხვა სუბიექტები, რომლებთაც დელეგირებული აქვთ შესაბამისი უფლებამოსილება,
ატარებენ ობიექტის შემოწმებას სამუშაოების წარმოების ყველა ეტაპზე შესრულებული სამუშაოს საქართველოში მოქმედ ნორმების მოთხოვნებთან ხარისხობრივი და ფუნქციონალური შესაბამისობის დადგენის მიზნით.
5.11 დადგენილი ხარვეზების გამოსწორების გარეშე საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი არ ფორმდება.
5.12 სამუშაოების წარმოების პროცესში, სამუშაოების ახალი პოზიცი(ებ)ის წარმოქმნის შემთხვევაში, შემსყიდველის მხრიდან ანაზღაურება განხორციელდება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნით განსაზღვრული ახალი პოზიციის ერთეულის ფასის ფარგლებში (იხ. ახალი სამუშაოს ღირებულების დადგენა - ხელშეკრულების პუნქტი 4.6) ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ფაქტობრივი დანახარჯების საფუძველზე.
5.13 სამუშაოების წარმოების პროცესში, სამუშაოს ახალი პოზიცი(ებ)ის ინიცირების შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოების შესახებ ფაქტობრივი დანახარჯების დადგენის საექსპერტო მომსახურების ხარჯებს აანაზღაურებს მიმწოდებელი.
5.14. ფაქტობრივი დანახარჯების თაობაზე სსიპ - xxxxx xxxxxxxxxxx სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნა უნდა მოიცავდეს ინფორმაციას შესრულებული სამუშაოების მოცულობების თაობაზე (რომელიც დადასტურებული იქნება უფლებამოსილი პირის/პირების ან სუბიექტის მიერ) და კვლევით ადგენდეს სამუშაოების ერთეულზე ფაქტობრივად გაწეულ დანახარჯებს.
6. ანგარიშსწორების პირობები
6.1 ანგარიშსწორების ვალუტაა ქართული ლარი.
6.2 ანგარიშსწორების ფორმაა უნაღდო, მიმწოდებლის საბანკო რეკვიზიტების შესაბამისად.
6.3 შემსყიდველი ვალდებულია ანგარიშსწორება მოახდინოს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
6.4 თუ ანგარიშსწორება უნდა შესრულდეს არასამუშაო დღეს, მაშინ ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს მომდევნო სამუშაო დღეს, რაც არ ჩაითვლება გადახდის ვადის გადაცილებად.
6.5 შემსყიდველთან შეთანხმებით შესაძლებელია წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსი) გამოყენება.
6.6 შემსყიდველი უფლებამოსილია ავანსის უზრუნველსაყოფად გაცემული საბანკო გარანტიით განსაზღვრული საგარანტიო თანხა გამოითხოვოს გარანტისგან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის ან/და ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში.
6.7 შემსყიდველის მიერ გაცემული ავანსის გაქვითვა განხორციელდება მხარეთა დადასტურებული შესრულებული სამუშაოების აქტების ღირებულების მიხედვით ან შემსყიდველის გადაწყვეტილებისამებრ.
6.8 ავანსის სახით წინასწარი ანგარიშსწორება იწარმოებს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით მიმწოდებლის მიერ საავანსო თანხის იდენტური ოდენობის, მაგრამ ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 30%-ისა, (თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებლის შემთხვევაში იდენტური თანხის 50%-ის ოდენობით) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ
„საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან გაცემული გამოუთხოვადი და უპირობო საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში (საავანსო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების დასრულების ვადას).
6.9 იმ შემთხვევაში თუკი, წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსი) გარანტია წარმოდგენილი იქნება უცხოურ ვალუტაში და სავალუტო კურსის ცვლილება (ლარის გამყარება) გამოიწვევს ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების შესაბამის პროცენტულ ოდენობასთან მიმართებით საბანკო გარანტიის ღირებულების ეროვნულ ვალუტაში (ლარში) შემცირებას, მიმწოდებელი ვალდებული იქნება გაზარდოს ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის ღირებულება და წარუდგინოს იგი შემსყიდველს ყოველი ასეთი შემთხვევის დადგომიდან არაუგვიანს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
6.10 იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ არ შეადგინა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, შემსყიდველი აუნაზღაურებს მიმწოდებელს მხოლოდ მის მიერ ფაქტობრივი მოცულობებით შესრულებული სამუშაოს ღირებულებას, ხარჯთაღრიცხვის მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე მიმწოდებელს არ უნდა გააჩნდეს პრეტენზია სამუშაოთა აუთვისებელი მოცულობებისა და სამუშაოთა სახეობების შესრულებაზე და მის გადახდაზე.
7. მიმწოდებლის პასუხისმგებლობა მშენებლობის უსაფრთხოებასა და ობიექტის დაცვაზე
7.1. მიმწოდებელი თავად არის პასუხისმგებელი სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოდ წარმოებაზე როგორც შემსყიდველის, ისე მესამე პირების (მათ შორის, შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოები) წინაშე. მიმწოდებლის პასუხისმგებლობის სფეროს ასევე განეკუთვნება ხმაურის, ვიბრაციისა და მტვრის გავლენის მინიმიზაცია.
7.2. მიმწოდებელი თავად არის პასუხისმგებელი შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვაზე.
7.3. გზის შეზღუდვასთან დაკავშირებული ნებართვის მოპოვების შემთხვევაში, მიმწოდებელი თავად არის პასუხისმგებელი ნიშნების შესაბამისი წესით განთავსებაზე.
7.4. მიმწოდებელი პასუხისმგებელია სამშენებლო მოედანზე განთავსებული (ღია და დახურულ სივრცეში) მატერიალური ფასეულობების (როგორც მის მიერ შემოტანილი, ასევე დამკვეთის მოთხოვნით დემონტირებული ვარგისი მასალები და მესამე პირების (მათ შორის, მესაკუთრეების ნივთები)) დაცვასა და შენარჩუნებაზე.
7.5. მიმწოდებელი ვალდებულია სარეაბილიტაციო არეალში არსებული კომუნიკაციები, რომელიც არ წარმოადგენს ხელისშემშლელ გარემოებას შეინარჩუნოს გამართულ მდგომარეობაში, ხოლო მისი დაზიანების შემთხვევაში უზრუნველყოს მათი აღდგენა.
7.6. მიმწოდებელი ვალდებულია, სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების/მიმდინარეობის განმავლობაში უზრუნველყოს წყლის, გაზის, ელექტროენერგიის და სხვა საკომუნიკაციო ქსელების გამრიცხველიანებიდან მოხსნა პროვაიდერ კომპანიებთან შეთანხმებით და მათი უსაფრთხო შენახვა.
7.7. მიმწოდებელი ვალდებულია სარეაბილიტაციო არეალში მოაწყოს სველი წერტილები (საპირფარეშო), და არეალში უზრუნველყოს ჰიგიენის დაცვა.
7.8. მიმწოდებელი ვალდებულია დაამზადოს და სამშენებლო მოედნის მიმდებარე ადგილებზე განათავსოს საპროექტო ობიექტის შესახებ ინფორმაციის შემცველი ბანერები.
7.9. ხელშეკრულების 7.7. და 7.8. პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ერთჯერადად 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, შემსყიდველის მიერ განსაზღვრული დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, მიმწოდებელი კვლავ დაჯარიმდება 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო შემსყიდველის მესამედ განსაზღვრული ვადის გადაცილების შემთხვევაში, შემსყიდველი დაჯარიმდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.05 (ნული მთელი ხუთი მეასედი) %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ან შემსყიდველი ისარგებლებს ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის უფლებით და მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას.
8. გარემოს დაცვის თვალსაზრისით მიმწოდებლის ვალდებულებები.
8.1. მიმწოდებელი პასუხისმგებელია სამშენებლო და/ან ინერტული ნარჩენებით, გაწყლოვანებული გრუნტით (ტალახით) დანაგვიანებაზე, როგორც ობიექტზე, ასევე ობიექტის მიმდებარე ტერიტორიასა და ქუჩებზე.
8.2. მიმწოდებელი ვალდებულია დაასუფთავოს ყველა სამუშაო ადგილი სამშენებლო მოედნის ფარგლებში და მის გარეთ მათთან მისასვლელი გზების ჩათვლით მას შემდეგ, რაც დაასრულებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს. წინაამღდებ შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელთან არ გააფორმოს სამუშაოების შესრულების საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი და უარი განაცხადოს შესაბამისი ანგარიშსწორების განხორციელებაზე.
9. სამშენებლო სამუშაოებით დაინტერესებული პირების ინფორმირება.
9.1 მიმწოდებელი ვალდებულია სამშენებლო სამუშაოების შესახებ ნებისმიერი სახის ინფორმაცია გასცეს მხოლოდ შემსყიდველთან შეთანხმებით, რათა თავიდან აცილებულ იქნას ამ სამუშაოებით დაინტერესებული პირების არასწორი ინფორმირება.
9.2.ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.1 პუნქტის დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება ყოველ ასეთ დარღვევაზე ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
10. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
10.1. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო გარანტია. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის ხელშეკრულება არ გაფორმდება.
10.2. იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან გაცემული საბანკო გარანტია ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის (თეთრ სიაში დარეგისტრირებული მიმწოდებლის შემთხვევაში 2,5%-ის ოდენობით) ოდენობით, რომლის მოქმედების ვადა უნდა აღემატებოდეს წინამდებარე ხელშეკრულების პირველი მუხლის 1.7. პუნქტით განსაზღვრულ სამუშაოების ვადას არანაკლებ 60 (სამოცი) კალენდარული დღით. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ ობიექტური მიზეზების გამო ვერ ხერხდება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის ვადის ამოწურვამდე, მიმწოდებელი ვალდებულია ვადა გაზარდოს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღამდე.
10.3. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უპირობო გარანტია გამოიყენება ნებისმიერი ზიანის ანაზღაურების მიზნით, რომელიც მიადგება შემსყიდველს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო.
10.4. გარანტია უნდა იყოს უპირობო, ე.ი. გარანტიით გათვალისწინებული თანხები შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებისა და მტკიცებულების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე.
10.5. ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრული და ჯეროვანი შესრულების შემდეგ (მიღება-ჩაბარების საბოლოო აქტის გაფორმების შემდეგ), შემსყიდველი დაუბრუნებს მიმწოდებელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიას მოთხოვნისთანავე.
10.6 მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის განკარგვის უფლება რჩება შემსყიდველს.
11. შესყიდვის ობიექტის ხარისხის გარანტია
11.1. შესასყიდი ობიექტის ხარისხი უნდა იყოს მაღალი და შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებსა და სტანდარტებს.
11.2. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შესრულებული სამშენებლო სამუშაოების საგარანტიო მომსახურება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 (ორი) წლის განმავლობაში.
11.3. სამუშაოს დასრულების შემდეგ, ობიექტის სწორი ექსპლუატაციის პირობებში, საგარანტიო ვადის განმავლობაში მიმწოდებლის უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით ან უხარისხო სამშენებლო მასალის გამოყენებით გამოწვეული ნაკლის/ხარვეზის (წუნი, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია ნაკლი/ხარვეზი აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფს ნაკლის აღმოფხვრას დადგენილ ვადაში, შემსყიდველს უფლება აქვს დააკისროს მიმწოდებელს წუნდებული სამუშაოს ღირებულების ტოლფასი პირგასამტეხლოს გადახდა, რაც მიმწოდებელმა, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღისა (შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის ჯარიმის (პირგასამტეხლო) დაკისრების თაობაზე წერილობითი შეტყობინებიდან) უნდა გადაიხადოს. თუ ხსენებულ ვადაში მიმწოდებელი არ უზრუველყოფს პირგასამტეხლოს გადახდას და ამავდროულად მოქმედი იქნება შესყიდვის ობიექტის ხარისხის გარანტია, შემსყიდველი გამოითხოვს პირგასამტეხლოს შესაბამის საგარანტიო თანხას. თუ საგარანტიო თანხა პირგასამტეხლოს ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდება, საგარანტიო თანხის გამოთხოვის შემდგომ შემსყიდველი მოთხოვნის უფლებას ინარჩუნებს პირგასამტეხლოსა და ხარისხის გარანტიის საგარანტიო თანხის სხვაობაზე.
11.4. მიმწოდებელი ვალდებულია საბოლოო ანგარიშსწორებამდე წარმოადგინოს ხარისხის უზრუნველყოფის უპირობო, გამოუთხოვადი გარანტია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფაქტიურად შესრულებული სამუშაობის მთლიანი ღირებულების 2,5%-ის ოდენობით. უპირობო გამოუთხოვადი გარანტიის მოქმედების ვადაა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 1 (ერთი) წელი. აღნიშნული გარანტია წარმოდგენილ უნდა იქნას საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან
10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საფინანსო წლის დასრულებამდე დარჩენილია 10 (ათი) კალენდარულ დღეზე ნაკლები, ზემოაღნიშნული გარანტია წარმოდგენილ უნდა იქნას საფინანსო წლის დასრულებამდე. ხარისხის უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენამდე შემსყიდველი უფლებამოსილია არ მოახდინოს საბოლოო-მიღება ჩაბარების აქტით განსაზღვრული სამუშაოთა ღირებულების ანგარიშსწორებას. შესაბამისად, ამ შემთხვევაზე არ ვრცელდება ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.3. პუნქტის რეგულირება.
11.5. თუ ხელშეკრულების საგარანტიო პერიოდის ვადის გასვლამდე გამოვლენილი ხარვეზების შედეგად შემსყიდველს მიადგა ზარალი 11.4. პუნქტით გათვალისწინებული ჯამური ღირებულების 2,5 %-ზე მეტი ოდენობით, მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს შემსყიდველს შესაბამისი ნარჩენი ღირებულება ან აღმოფხვრას ნაკლი/ხარვეზი (წუნი, დეფექტი) საკუთარი ხარჯებით შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში (წინამდებარე ხელშეკრულების 11.3 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადების გათვალისწინებით).
12. სხვა პირობები
12.1. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს სარეაბილიტაციო ობიექტის დროებითი წყალმომარაგება და ელექტრომომარაგება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების და ტექნიკური პირობის გათვალისწინებით;
12.2. მიმწოდებელი ვალდებულია, მესამე პირთაგან ობიექტის დაზიანების შემთხვევაში, მიმართოს შესაბამის ორგანოებს და აღნიშნულის თაობაზე შეატყობინოს შემსყიდველს.
12.3. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან ვალდებულებების სრული ან/და ნაწილობრივი
შეუსრულებლობისათვის დაუძლეველი ძალის მოქმედების შემთხვევაში, რომლის შეუძლებელია წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.
12.4. „დაუძლეველი ძალის“ქვეშ იგულისხმება გარემოებები, რომლებიც არ არსებობდნენ წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების დროს და რომელთა დადგომა და ზემოქმედება მხარეებს არ შეეძლოთ თავიდან აეცილებინათ და გადაელახათ, კერძოდ: წყალდიდობა, მიწისძვრა, ომი და საომარი მოქმედებები, სახელმწიფო ორგანოების მოქმედება, დაკავშირებული საკანონმდებლო/კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღებასა და ცვლილებებთან, რომლებიც აუარესებენ მხარეთა სამართლებრივ სტატუსს და რეჟიმს.
12.5. მხარემ, რომლისთვისაც ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო შეუძლებელი შეიქმნა ვალდებულებების შესრულება ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ ყველა შემთხვევაში ამ გარემოებების დადგომიდან არაუგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა, წერილობით აცნობოს მეორე მხარეს.
12.6. შეუტყობინებლობის ან/და დაგვიანებით შეტყობინების შემთხვევაში მხარე კარგავს უფლებას, დაეყრდნოს ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობას, როგორც პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების საფუძველს.
12.7. შეტყობინებაში მითითებული ფაქტები დადასტურებულ უნდა იქნეს კომპეტენტური ორგანოების მიერ. დადასტურება არ არის საჭირო, თუ აღნიშნული ფაქტები ცნობილია საზოგადოდ.
12.8. დაუძლეველი ძალის ერთ თვეზე მეტი ხნით გაგრძელების შემთხვევაში მხარეებს უფლება აქვთ ცალმხრივად გადაწყვიტონ ხელშეკრულების ბედი.
12.9. ხელშეკრულების დამდები ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მეორე მხარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობების მოქმედების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე.
12.10. ხელშეკრულების დამდები მხარე, რომელიც მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას ვალდებულია შეატყობინოს მეორე მხარეს გადაწყვეტილების საფუძველი და ამოქმედების თარიღი, მისი მიღებიდან 10 (ათი) კალენდარულ დღეში.
12.11. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციები (პირგასამტეხლო (მათ შორის, ჯარიმა და საურავი)) გადახდილი უნდა იქნეს შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ სანქციის გადახდის მოთხოვნა ნებაყოფლობით არ იქნება დაკმაყოფილებული დადგენილ ვადაში, შემსყიდველი უფლებამოსილია, მიღება-ჩაბარების აქტის მონაცემების მიუხედავად, უზრუნველყოს მის მიერ შესასრულებელი ანგარიშსწორების ვალდებულებიდან სანქციის თანხის გაქვითვა. ამ შემთხვევაში, შემსყიდველი არ საჭიროებს გაქვითვის თაობაზე მიმწოდებლის თანხმობას.
12.12. შემსყიდველს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ, მათ შორის შემდეგ შემთხვევებში:
ა) მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, თუ ასეთი დარღვევისთვის გამოსწორებისთვის მიცემული გონივრული ვადა უშედეგოდ გავიდა;
ბ) ეტაპობრივად განსახორციელებელი სამუშაოების ან საბოლოო მიწოდების ვადის 10 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების შემთხვევაში;
გ) ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობისას.
12.13. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და მისი არაჯეროვანი შესრულების გამო შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელი არ თავისუფლდება მიყენებელი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან.
12.14. ხელშეკრულებაში დამატებების ან/და ცვლილებების შეტანა მხარეთა ურთიერთშეთანხმების გზით შესაძლებელია მხოლოდ წერილობითი ფორმით მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერით.
12.15. წინამდებარე ხელშეკრულების დანართები წარმოადგენს ხელშეკრულების არსებით შემადგენელ ნაწილს.
12.16. აქვე, ფონდის დირექტორი ადასტურებს, რომ არ იმყოფება ინტერესთა კონფლიქტში მიმწოდებლის მიმართ.
13. მხარეთა ხელმოწერები
შემსყიდველი მიმწოდებელი
ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდი“ შპს
დირექტორი დირექტორი