იჯარის ხელშეკრულება Nრფმ/
იჯარის ხელშეკრულება Nრფმ/
ქ. თბილისი 2016 წელი
შპს „რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტი“ (ს/კ 202460103), შემდგომში - „მეიჯარე“, წარმოდგენილი მისი ----
----------------- სახით და -------------- (ს/კ (პ/ნ) ), შემდგომში - „მოიჯარე“, „მეიჯარის“ მიერ 2016 წლის
--------- გამოცხადებული №---/ ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტ-აუქციონი) შედეგების საფუძველზე
და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი და მოქმედების ვადა
1.1 ”მეიჯარე“ გადასცემს, ხოლო ”მოიჯარე” იჯარის ფორმით დროებით სასყიდლიან სარგებლობაში იღებს შპს ”რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტი”-ს საკუთრებაში რიცხულ ქონებას, მდებარე: ------------ (ს/კ ----------) , სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით.
1.2 ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს მხარეებს შორის გაფორმებული იჯარით გადაცემული ქონების მიღება-ჩაბარების აქტი (დანართი №1).
1.3 ხელშეკრულების მოქმედების ვადაა --- ( ) წელიწადი.
2. საიჯარო ქირა და ანგარიშსწორების წესი :
2.1 საიჯარო ქირა ყოველთვიურად შეადგენს ------ (-------) აშშ დოლარს დღგ-ს ჩათვლით (ელექტრონულ აუქციონზე ”მოიჯარე”-ს მიერ ლოტზე დაფიქსირებული საბოლოო თანხა). თანხა დახადილ უნდა იქნას ექვივალენტი ლარში, გადახდის დღისათის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.
2.2 საიჯარო ქირა ”მოიჯარემ” ”მეიჯარეს” უნდა გადაუხადოს ყოველი საანგარიშსწორებო თვის მომდევნო თვის 10 რიცხვამდე.
2.3 ”ბე”-ს სახით შემოტანილი თანხა გათვალისწინებული იქნება პირველი და საბოლოო თვის ანგარიშსწორებისას.
2.4 საიჯარო ქირა ირიცხება ”მეიჯარე”-ს შემდეგ საანგარიშსწორებო ანგარიშზე: სს “საქართველოს ბანკი” ცენტრალური ფილიალი, ბანკის კოდი: 220101502, ა\ა: XX00XX0000000000000000.
2.5 საიჯარო ქირის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში მოიჯარეს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით.
2.6 პირგასამტეხლო ”მოიჯარეს” ეკისრება წინასწარი გაფრთხილების გარეშე.
2.7 საიჯარო ქირის ათვლა იწყება მხარეთა მიერ ხელშეკრულების გაფორმების დღიდან 2.1 და 2.2 პუნქტებით გათვალისწინებული ოდენობისა და პირობების შესაბამისად;
3. მხარეთა უფლება-მოვალეობანი:
3.1 ”მეიჯარეს” უფლება აქვს:
3.1.1 წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ნებისმიერ დროს შეუფერხებლად დაათვალიეროს იჯარით გაცემული ქონება, მათ შორის შეამოწმოს ”მოიჯარის” მიერ ტექნიკური უსაფრთხოების და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის მდგომარეობა;
3.1.2 ”მეიჯარეს” უფლება აქვს წელიწადში ერთხელ, გადახედოს საიჯარო ქირას მისი გაზრდის მიზნით და შესთავაზოს შესაბამისი ცვლილება მოიჯარეს. გაზრდილი საიჯარო ქირა დაითვლება დათვლის მომენტში არსებული საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემულ ქონებაზე და გათვალისწინებული იქნება მხოლოდ საიჯარო საგნის ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც ის იმყოფებოდა გადაცემის მომენტისათვის. საიჯარო ქირას დაითვლის დამოუკიდებელი აუდიტორი.
3.1.3 მოითხოვოს ”მოიჯარის” მიერ იჯარით გაცემული ქონების დაზიანების, გაუარესების ან საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ ქონების დაბრუნების დაყოვნების შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, რაც დადასტურებული იქნება ”მეიჯარის” მიერ შერჩეული დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ;
3.1.4 მოითხოვოს საიჯარო ხელშეკრულების ვადამდე მოშლა, თუ “მოიჯარე” არღვევს ხელშეკრულების პირობებს;
3.1.5 ”მეიჯარეს” უფლება აქვს ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე, თუ “მოიჯარე” ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში სამჯერ არ გადაიხდის ან ვადის დარღვევით გადაიხდის ყოველთვიურად დადგენილ საიჯარო ქირას.
3.2 ”მოიჯარეს” უფლება აქვს:
3.2.1 განახორციელოს ობიექტზე სამეწარმეო საქმიანობა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;
3.2.2. ქვეიჯარით გადასცეს მესამე პირს იჯარით აღებული ობიექტი ან ობიექტის ნაწილი მხოლოდ “მეიჯარესთან” წინასწარ შეთანხმებით. განახორციელოს კონტროლი ქვემოიჯარის საქმიანობაზე, რათა საიჯარო ქონება მის მიერ გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მეიჯარის მიერ ნებადართული მიზნებისათვის;
3.2.4. მოსთხოვოს ”მეიჯარეს” ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
3.3 ”მოიჯარე” ვალდებულია:
3.3.1 გადაუხადოს ”მეიჯარეს” საიჯარო ქირა იმ ოდენობითა და პირობებით, რაც გათვალისწინებულია ამ ხელშეკრულების მეორე პუნქტით;
3.3.2 უზრუნველყოს საიჯარო ფართის მოვლა-პატრონობა, უსაფრთხოებისა და სანიტარული-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
3.3.3 აუნაზღაუროს ”მეიჯარეს” ქონების გაუარესებით გამოწვეული ზარალი, გარდა ფორს-მაჟორული სიტუაციისას გამოწვეული ზიანისა;
3.3.4 ”მეიჯარეს” მოთხოვნის შესაბამისად წარუდგინოს ინფორმაცია იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე;
3.3.5. “მეიჯარის” დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, რომ საწარმოს საკუთარი მიზნებისათვის ესაჭიროება საიჯარო ფართი, გაფრთხილებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში უპირობოდ გაათავისუფლოს აღნიშნული ფართი, ყოველგვარი კომპენსაციებს გარეშე;
3.3.6 ”მეიჯარესთან” შეთანხმებით, საჭიროებისამებრ საიჯარო ქონების ნორმალურ მდგომარეობაში მოყვანის მიზნით, ჩაუტაროს საიჯარო ქონებას კაპიტალური ან/და მიმდინარე სარემონტო ან სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელთა ღირებულება ”მეიჯარის” მიერ არ ანაზღაურდება;
3.3.7 “მოიჯარე” ვალდებულია, მისი მოთხოვნით, ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხევაში შესთავაზოს “მეიჯარეს” სხვა გადახდისუნარიანი და მისთვის მისაღები მოიჯარე, რომელიც თანახმა იქნება იჯარის ხელშეკრულება მიიღოს იმავე პირობებით. ხოლო თუ “მოიჯარე” ვერ შესთავაზებს ასეთ მოიჯარეს, მან საიჯარო ქირა უნდა იხადოს საიჯარო ურთიერთობათა დასრულებამდე;
3.3.8 ”მოიჯარე” ვალდებულია, წელიწადში ერთხელ, შპს ”რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტს” წარუდგინოს ანგარიში, იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე;
3.3.9 საკუთარი საჭიროებიდან გამომდინარე, საკუთარი ხარჯებითა და დაგენილი წესით, ხელშეკრულების საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან უზრუნველყოს კომუნალური გადასახადებისათვის საჭირო მრიცხველების დაყენება და შესაბამისად გადაიხადოს აღნიშნული კომუნალური გადასახდები.
3.3.10 საიჯირო ურთიერთობების პერიოდში, მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის მშენებლობის დაწყებამდე, ვალდებულია შესაბამისი პროექტი შეათანხმოს „მეიჯარესთან“;
3.3.11 გამომდინარე იქედან, რომ საიჯარო მიწის ნაკვეთის უშუალო სიახლოვეს განთავსებულია რკინიგზის კუთვნილი წყალგამტარი რკინაბეტონის მართკუთხა მილი და პორტალური ტიპის მილის სათავსის ნაგებობა, სს
„საქართველოს რკნიგზის“ საჭიროების შემთხვევაში, რკინიგზის მილის და სათავსის გაწმენდითი, მიმდინარე ნა კაპიტალური შეკეთების სამუშაოების წარმოებისას, მიწის ნაკვეთზე, დაუყოვნებლივ და შეუფერხებლად დაუშვას რკინიგზის თანამშრომლები და ტექნიკა.
3.3.12 „მეიჯარე“ ან/და სს „საქართველოს რკინიგზა“ არ არის პასუხისმგებელი, საიჯარო ნაკვეთის მხარეს, რკნიგზის განაპირა ლიანდაგიდან 31 მეტრიან ზოლში, საგანგებო სიტუაციის შედეგად წარმოშობილ ზიანზე (ზარალზე),
„მოიჯარის“ ან/და მასთან კავშირში მყოფ მესამე პირების მიმართ.
3.4 ”მეიჯარე” ვალდებულია:
3.4.1 ხელშეკრულების საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგნეტოში რეგისტრაციის მომენტიდან ვადიან სარგებლობაში გადასცეს ”მოიჯარეს” საიჯარო ქონება;
3.4.2 შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
4. მხარეთა პასუხისმგებლობა
4.1 მხარეები ვალდებულნი არიან აუნაზღაურონ ერთმანეთს ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანი, რომლის ანაზღაურების წესი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
4.2 “მეიჯარე” კისრულობს პასუხისმგებლობას, რომ მის მიერ იჯარით გაცემული ქონების მიმართ, ხელშეკრულების დადების მომენტში არ არსებობს მესამე პირის მხრიდან რაიმე პრეტენზია.
4.3 პასუხისმგებლობა საიჯარო ქონების მართლოზომიერ ექსპლუატაციაზე ეკისრება ”მოიჯარეს”.
5. ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები
5.1 ”მეიჯარე” უფლებამოსილია ცალმხრივად მოითხოვოს ხელშეკრულების ვადამდე მოშლა, თუ ”მოიჯარე”:
5.1.1 დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში ”მოიჯარე” იღებს გაფრთხილებას წერილობითი ფორმით, სადაც მიეთითება ვადა დარღვევის აღმოსაფხვრელად;
5.1.2 მნიშვნელოვნად აზიანებს და/ან ქმნის საიჯარო ქონების დაზიანების რეალურ საშიშროებას;
5.1.3 არ იყენებს საიჯარო ქონებას ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისათვის;
5.1.4 წინაბდებარე ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში ”მოიჯარე” სამჯერ არ გადაიხდის ან ვადის დარღვევით გადაიხდის ყოველთვიურად დადგენილ საიჯარო ქირას.
5.1.5 თუ გაფრთხილებით გათვალისწინებულ ვადაში ”მოიჯარე” არ აღმოფხვრის დარღვევას ან უარს განაცხადებს ჯარიმის გადახდაზე, ”მეიჯარეს” უფლება აქვს ცალმხრივად მოშალოს იჯარის ხელშეკრულება. ამ შემთხვევაში ”მოიჯარე ” კარგავს ყველა სახის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას;
5.1.6 ხელშეკრულების მოშლის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს საწარმოს ან/და გაიჯარებული ქონების მესაკუთრის შეცვლა მოიჯარისათვის ყოველგვარი კომპენსაციებისა და ჯარიმების ანაზღაურების გარეშე.
6. ფორს-მაჟორი
6.1 მხარეები პასუხს არ აგებენ ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის, თუ ეს გამოწვეულია ფორს- მაჟორული გარემოებებით (წყალდიდობა, მიწისძვრა, სხვა სტიქიური უბედურებები, ომი).
6.2 ფორს-მაჟორული გარემოებების გასვლის შემდეგ საიჯარო ურთიერთობები გრძელდება ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით, გარდა იმ შემთხვევისა თუ ეს შეუძლებელია ქონების განადგურების გამო.
6.3 თუ ფორს-მაჟორული გარემოებები გრძელდება სამ თვეზე მეტ ხანს, თითოეულ მხარეს აქვს უფლება მოშალოს ხელშეკრულება მეორე მხარისათვის სათანადო შეტყობინების გაგზავნის შემდეგ.
6.4 ფორს-მაჟორული მდგომარეობის შემთხვევაში, გარდა ზემოაღნიშნულისა მოქმედებს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დებულებები.
7. დავის გადაწყვეტა
7.1 მხარეები მიიღებენ ყველა შესაძლო ზომას, რათა მათ შორის წარმოშობილი უთანხმოება და დავა გადაწყვიტონ ურთიერთშეთანხმებით.
7.2 შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავას გადაწყვეტს სასამართლო.
8. საიჯარო ქონების დაბრუნების წესი
8.1 იჯარის ვადის გასვლის შემდეგ ან ხელშეკრულების მოშლის ვადის დადგომისთანავე ”მოიჯარე” ვალდებულია დაუბრუნოს ”მეიჯარეს” იჯარით აღებული ქონება მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
8.2 იჯარის ვადის გასვლიდან ან ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტისას, ხუთი დღის განმავლობაში ქონების დაბრუნების თაობაზე ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის ერთი ეგზემპლარი დაერთვება წინამდებარე ხელშეკრულებას.
8.3 „მოიჯარის“ მიერ საიჯარო ქონებაზე განხორციელებული გაუმჯობესების და კეთილმოწყობის სამუშაოები რჩება „მეიჯარეს“ უსასყიდლოდ.
8.4. ამ ხელშეკრულების 8.2 პუქნტით გათვალისწინებულ ვადაში ”მოიჯარის” მიერ ქონების დაუბრუნებლობის შემთხვევაში, ”მოიჯარე” ვალდებულია იხადოს საიჯარო ქირა ქონების დაბრუნებამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვალდებულია იხადოს როგორც საიჯრო ქირა, ასევე ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლო ერთი თვის საიჯარო ქირის 0,5 %-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
9. დასკვნითი დებულებები
9.1 თითოეული მხარე იღებს ვალდებულებას მკაცრად დაიცვას ხელშეკრულების პირობები.
9.2 მხარეები კისრულობენ ვალდებულებას არ გაახმაურონ კონფედენციალური ცნობები, რომელიც მათთვის ცნობილი გახდება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.
9.3 ნებისმიერი შეტყობინება, დაკავშირებული ამ ხელშეკრულების ცვლილებასთან, დგება წერილობითი ფორმით.
9.4 ის საკითხები, რომელიც ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ არის, გადაწყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
9.5 მხარეები ვალდებული არიან მისამართებისა და რეკვიზიტების შეცვლის თაობაზე ერთმანეთს აცნობონ 15 დღის ვადაში.
9.6 9.5 პუნქტის შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობა ეკისრება მხარეს, რომელმაც არ შეასრულა ეს ვალდებულება.
9.7 ხელშეკრულება ძალაში შედის, ხელმოწერისა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან და მოქმედებს მხარეთა მიერ ვალდებულებების სრულ შესრულებამდე.
9.8 მოიჯარე ვალდებულია მოახდინოს ხელშეკრულების საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაცია. ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და ხელშეკრულების ასლის გამოთხოვის ხარჯები ანაზღაურდება „მოიჯარის“ მიერ.
9.9 წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, ოთხი თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება მოიჯარეს, ორი მეიჯარეს და ერთი ინახება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
9.10 თუ ხელშეკრულების რომელიმე დებულება მიჩნეული იქნება ბათილად, სხვა დანარჩენი პირობები იმოქმედებს უცვლელად.
10. მხარეთა რეკვიზიტები
“მეიჯარე” | “მოიჯარე” |
შპს „რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტი“ ს/კ 202460103 ქ.თბილისი, xxxxx xxxxx №15 ტელ.: 595 03 00 10 | ------------------------------ ს/კ (პ/ნ) -------------------- მის.: ------------------------------------------- ტელ.: ------------------------- |
- |