მეორე მხრივ, შპს "აუდიტორი" მისის დირექტორი რუსუდან ზუხბაიას სახით (საჯარო სექტორის აუდიტორი (სერტიფიკატი N 0283 გაცემის თარიღი 04.07.2018 მოქმედების ვადა 25.06.2023 ) (შემდგომში – “მიმწოდებელი’), პირადი ნომერი 62006014287 საბანკო რეკვიზიტები:...
ხელშეკრულება № 3 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ
ქ. თბილისი 27 იანვარი 2020 წ.
ერთი მხრივ, სსიპ "ვაჟა-ფშაველას სახ მუზეუმი“ წარმოდგენილი მისი დირექტორის xxxxxx xxxxxxxxxxx სახით (შემდგომში-“შემსყიდველი”),მისამართი: საქართველო დუშეთის რაიონი xxx xxxxxxx;
მეორე მხრივ, შპს "აუდიტორი" მისის დირექტორი რუსუდან ზუხბაიას სახით (საჯარო სექტორის აუდიტორი (სერტიფიკატი N 0283 გაცემის თარიღი 04.07.2018 მოქმედების ვადა 25.06.2023 ) (შემდგომში – “მიმწოდებელი’), პირადი ნომერი 62006014287 საბანკო რეკვიზიტები: სს"თიბისი“ საბანკო კოდი: XXXXXX00 საბანკო ანგარიში: XX00XX0000000000000000
ვხელმძღვანელობთ რა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით მე-3 მუხლის პირველი პუნქტის
„ს1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
ხელშეკრულების საგანის წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის შესაბამისად, გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის გზით, აუდიტორული მომსახურების შესყიდვა. კლ.კოდი: CPV79212000
წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს დამკვეთისათვის 2018 წლის 31 დეკემბერს დასრულებული საანგარიშო წლისათვის ფინანსური ანგარიშგების შემოწმება და შესაბამისი აუდიტორული დასკვნის მომზადების მომსახურების გაწევა.
2. ხელშეკრულების საერთო ღირებულება
2.1. ხელშეკრულების ფასი განისაზღვრება ეროვნულ ვალუტაში;
2.2. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს: 1000.00(ერთიათასი ლარი და ნული თეთრი) ლარს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი გადასახადების გათვალისწინებით.
3. მომსახურების ხარისხი
3.1. მიმწოდებელი იძლევა გარანტიას, რომ გაწეული მომსახურების ხარისხი უპასუხებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და დააკმაყოფილებს შემსყიდველის მოთხოვნებს.
4. მომსახურების მიწოდების ვადები
4.1. მომსახურების გაწევის პერიოდი განისაზღვრება : არაუგვიანეს 2020 წლის 7 მარტისა
5. მომსახურების მიღება-ჩაბარების წესი
5.1. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება ჩაითვლება მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველზე.
5.2. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების პარარელურად მიმწოდებელი ვალდებულია სრულად წარუდგინოს შემსყიდველს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
6. ანგარიშსწორების ფორმა, გრაფიკი (ვადები) და ადგილი
6.1. მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში;
6.2. მომსახურების ღირებულების ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით;
6.3. ხელშეკრულებთ გათვალისწინებული თანხის ანაზღაურება განხორციელდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შემდგომ წინამდებარე ხელშეკრულების მე-5 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა.
დაფინანსების წყარო : საკუთარი შემოსავლები.
7. მხარეთა უფლება–მოვალეობანი
7.1. შემსყიდველს უფლება აქვს:
• მოსთხოვოს მიმწოდებელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულება.
7.2. შემსყიდველი ვალდებულია:
• უზრუნველყოს აუდიტორული მომსახურებისათვის ყველა საჭირო დოკუმენტის გაცნობის საშუალება და წერილობით ან სიტყვიერი განმარტება.
• მოახდინოს ანგარიშსწორება მიმწოდებელთან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად;
7.3. მიმწოდებელი ვალდებულია:
• მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას საქმიანობის ეთიკა და მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალობა.
• „მიმწოდებელი“ ვალდებულია მოსთხოვოს შემსყიდველს მომსახურების ღირებულების ანაზღაურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით.
• დაიცვას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა.
8. მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების დარღვევისას
8.1. მხარეების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
8.2. იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულების რომელიმე მხარე დაარღვევს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, მეორე მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს, ხოლო ასეთ შემთხვევაში დამრღვევი მხარე ვალდებულია გადაიხადოს ჯარიმა შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების/გადასახდელი თანხის 0.05%–ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
8.3. თუ ხელშეკრულების რომელიმე მხარე დაარღვევს წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინაე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია მოითხოვოს ხელშეკრულებიდან გასვლა ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ (დამატებითი ვადის განსაზღვრისათვის გამოიყენება წერილობითი ფორმა). თუ ვალდებულების ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელია გამოყენებულ იქნას დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება.
8.4. ხელშეკრულებიდან გასვლასთან დაკავშირებით შესაბამისად გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
9. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
9.1. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერისთანავე და მოქმედებს 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით.
10. ხელშეკრულების პირობების გადასინჯვის შესაძლებლობა
10.1. წინამდებარე ხელშეკრულების პირობების მიმართ, მათ შორის, ფასის შეცვლა დაუშვებელია,თუა ამ ცვლილების შედეგად იზრდება ხელშეკრულების საერთო ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისთვის, გარდა საქართველოს კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
10.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების თავდაპირველი ჯამური ღირებულების გაზრდა დაუშვებელია 10%-მეტი ოდენობით.
11. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა
11.1. ხელშკრულების დამდებ არცერთ მხარეს არ აქვს უფლება ცალმხრივად შეცვალოს ხელშეკრულების პირობები.
11.2. თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია.
11.3. ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულების შეთანხმების სახით, რომელიც ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.
12. ფორს–მაჟორი
12.1. მხარეები არ არიან პასუხისმგებელნი თავინთი ვალდებულებების სრულ ან ნაწილობრივ შეუსრულებლობაზე, თუ ეს შეუსრულებლობა გამოწვეულია ისეთი გარემოებებით, როგორიცაა წყალდიდობა, ხანძარი, მიწისძვრა და სხვა სტიქიური მოვლენები, აგრეთვე ომები და საომარი მოქმედებები, თუ ისინი უშუალო ზემოქმედებას ახდენენ ხელშეკრულების შესრულებაზე. ხელშეკრულების შესრულების ვადა გადაიწევს შესაბამისი დროით, გარემოებათა დასრულების შემდეგ;
12.2. თუ სახელშეკრულებო ვალდებულებების მთლიანი ან ნაწილობრივი შეუსრულებლობის პირობები გაგრძელდება ერთ თვეზე მეტ ხანს, მხარეებს უფლება აქვთ შეწყვიტონ ხელშეკრულების მოქმედება, კომპენსაციის უფლების მოთხოვნის გარეშე;
12.3. მხარე, რომელსაც შეექმნა ფორს–მაჟორული გარემოება დაუყოვნებლივ აცნობებს ამის შესახებ მეორე მხარეს.
13. დავები და მათი გადაწყვეტის წესი
13.1. ხელშეკრულების შესრულებისას მხარეთა შორის წამოჭრილი დავები ან აზრთა სხვადასხვაობა შესაძლებელია გადაწყვეტილ იქნას ორივე მხარის ერთობლივი მოლაპარაკების საფუძველზე;
13.2. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში მხარეები მიმართავენ სასამართლოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
14. ხელშეკრულების შემოწმების პირობები
14.1. შემსყიდველი უფლებამოსილია მომსახურების მიწოდებისას, მიღება-ჩაბარბის აქტის გაფორმებამდე განახორციელოს შემოწმება, რომლის მიზანია მომსახურბის შესაბამისობის დადგენა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან და მოთხოვნებთან;
14.2. ხელშეკრულების ინსპექტირებას შემსყიდველო ორგანიზაციის მხრდან განახორციელებს მუზეუმის დირექტორი xxxxxx xxxxxxxxxx და მთავარი ბუღალტერი ანა მჭედლიშვილი
15. სხვა პირობები
15.1. არც ერთ მხარეს აქვს უფლება თავისი უფლებები და მოვალეობები გადასცეს მესამე პირს, მეორე მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე;
15.2. მესამე პირებთან ურთიერთობაში მხარეები მოქმედებენ თავიანთი სახელით, ხარჯებითა და რისკით;
15.3. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, ორ ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეულს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა. ერთი ეგზემპლარი გადაეცემა შემსყიდველს, ხოლო ერთი ინახება მიმწოდებელთან. ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მიმოწერა შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე;
15.4. წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერი ცვლილება ან დამატება ძალაშია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის წერილობითი ფორმითაა შედგენილი და ხელმოწერილია მხარეთა მიერ.
16. მხარეთა იურიდიული მისამართები და რეკვიზიტები:
შემსყიდველი:
სსიპ "ვაჟა-ფშაველას სახ მუზეუმი“ მის:დუშეთი სოფელის ჩარგალი ს/კ 229281158
დირექტორი:
მიმწოდებელი:
შპს აუდიტორი ს/კ 400259689
მის ქ. თბილისი, მუხიანის 3მ/რ 19 კორპ. ბინა41 ტ: 577183090
რეკვიზიტები : ბანკის კოდი: XXXXXX00 ა/ნ XX00XX0000000000000000
დირექტორი :
/xxxxxx xxxxxxxxxx/ /რუსუდან ზუხბაია/
ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, სსიპ ვაჟა ფშაველას სახლ მუზეუმის დირექტორი xxxxxx xxxxxxxxxxx ხელის მოწერით ვადასტურებ, რომ 2020 წლის 27 იანვარს გაფორმებული N3 ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუდიტორული მომსახურების შესყიდვის განხორციელებაში შპს "აუდიტორი" ს/კ 400259689 მისი დირექტორი xxxxxxx ზუხბაია მონაწილეობა არ იწვევს ინტერესთა კონფლიქტს.
მუზეუმის დირექტორი : /xxxxxx xxxxxxxxxx/