• ოვერდრაფტის საპროცენტო განაკვეთი: წლიური X%
ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები ანგარიშზე ოვერდრაფტით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება
ხელშეკრულების გაფორმების თარიღი
ოვერდრაფტის საპროცენტო განაკვეთი
• ოვერდრაფტის საპროცენტო განაკვეთის ტიპი: ცვლადი
• ოვერდრაფტის საპროცენტო განაკვეთი: წლიური X%
• ოვერდრაფტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: წლიური X%. აღნიშნული განაკვეთი დათვლილია იმ დაშვებით, რომ მომხმარებელი ყოველთვიურად იხდის დარიცხულ საპროცენტო სარგებელს, ხოლო ძირითად თანხას იხდის ვადის ბოლოს.
ფინანსური ხარჯი
• მომხმარებელი ვალდებულია, ყოველთვიურად დაფაროს ოვერდრაფტიდან (კრედიტიდან) ათვისებულ თანხაზე დარიცხული სარგებელი, ხოლო ძირითადი თანხის გადახდა განახორციელოს ოვერდრაფტის ვადის ბოლოს. კონკრეტული შენატანები განისაზღვრება ათვისებული თანხისა და დაფარვის ვადების შესაბამისად.
• კრედიტის ათვისებასთან დაკავშირებული ხარჯი (კრედიტის გადარიცხვის ან/და განაღდების
საკომისიო): X%, მინიმუმ X ლარი
სხვა სახელშეკრულებო ინფორმაცია
• ოვერდრაფტის (კრედიტის) ლიმიტი: X ლარი (განისაზღვრება ინდივიდუალურად).
• მომხმარებლის მიერ გადასახდელი მთლიანი თანხის ოდენობა: X ლარი (განისაზღვრება ინდივიდუალურად) (კრედიტის 1 წლის მანძილზე, მინიმალური შენატანებით დაფარვის შემთხვევაში).
• ოვერდრაფტის ვადა: ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 1 (ერთი) წელი. მომხმარებლის მიმართვის
საფუძველზე ან/და ბანკის ცალმხრივი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ოვერდრაფტის ვადა, შესაძლებელია ყოველ ჯერზე ავტომატურად გაგრძელდეს იმავე ან სხვა ვადით, რის შესახებაც ეცნობება მომხმარებელს ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და ფორმით.
• ხელშეკრულების მოქმედების ვადა: მომხმარებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად
შესრულებამდე.
• კლიენტი უფლებამოსილია, ვადამდე დაფაროს ოვერდრაფტი.
• ვადაგადაცილების ჯარიმა: 0 ლარი.
• ბანკი უფლებამოსილია, ცალმხრივად განახორციელოს ცვლილებები ხელშეკრულებაში, რის შესახებაც კლიენტს ეცნობება წერილობითი ფორმით / ელექტრონული ფოსტით / ინტერნეტბანკით / მოკლე ტექსტური შეტყობინებით, შემდეგი ვადების დაცვით:
⮚ ხელშეკრულების თავსართში მოცემული მნიშვნელოვანი პირობების ცვლილების შემთხვევაში - ცვლილების განხორციელებამდე არანაკლებ 2 (ორი) თვით ადრე;
⮚ ხელშეკრულების სხვა პირობების ცვლილების ან/და სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში – ცვლილებამდე არანაკლებ 1 (ერთი) თვით ადრე;
⮚ კლიენტის ქმედებით გამოწვეული გარემოებების დადგომის გამო პირობების ცვლილების შემთხვევაში - შესაბამისი ცვლილების განხორცილებიდან 5 (ხუთ) სამუშაო დღის ვადაში.
• მომხმარებელი უფლებამოსილია, ყოველთვიურად მიიღოს უფასო ამონაწერი წერილობითი ფორმით
ან ინტერნეტბანკით.
• კლიენტს უფლება აქვს წარადგინოს პრეტენზია მომხმარებლის გამოცდილების მართვისა და ხარისხის უზრუნველყოფის განყოფილებაში ზეპირი, თავისუფალი წერილობითი, სტანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.
გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ- გვერდსა - xxx.xxx.xxx.xx/xx და ცხელ ხაზზე - 032 2 406 406.
ხელშეკრულება N
(ანგარიშზე ოვერდრაფტით სარგებლობის შესახებ)
თარიღი
ერთი მხრივ სს “ბაზისბანკი” (შემდგომში “ბანკი”) და მეორე მხრივ
„მსესხებელი“) ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
(შემდგომში „კლიენტი“ ან
მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი
1.1. წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე, ბანკი კლიენტის საბანკო ანგარიშზე (განისაზღვრება ინდივიდუალურად) (შემდგომში „ანგარიში“) უშვებს მოკლევადიან საკრედიტო ლიმიტს (შემდგომში წოდებული “ოვერდრაფტი”, ან “კრედიტი”) და უფლებას ანიჭებს მსესხებელს, საკუთარი ფულადი სახსრების უკმარისობის შემთხვევაში, ისარგებლოს ბანკის საკრედიტო რესურსით, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით.
1.2. წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე ბანკის მიერ კლიენტისთვის ოვერდრაფტის გამოყოფის საკითხს ცალმხრივად წყვეტს ბანკი; ბანკს არ გააჩნია ოვერდრაფტის დაშვების ვალდებულება. ამასთან, xxxxxx მიერ ანგარიშზე ოვერდრაფტის დაშვებისას არ უნდა არსებობდეს რაიმე ისეთი გარემოება, რომელმაც შეიძლება განაპირობოს კლიენტის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა.
1.3. საკრედიტო ლიმიტის ან მისი ნაწილის ათვისების მომენტიდან კლიენტს წარმოეშობა ოვერდრაფტის (კრედიტის), მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლისა და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა გადასახდელების დაბრუნების ვალდებულება, რაც უნდა შესრულდეს ამავე ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და პირობებით, ანგარიშზე შესაბამისი თანხ(ებ)ის ჩარიცხვის გზით.
1.4. წინამდებარე ხელშეკრულებით (შემდგომში „ხელშეკრულება“ ან „ოვერდრაფტის ძირითადი პირობები“) განისაზღვრება ანგარიშზე დაშვებული ოვერდრაფტის ძირითადი/არსებითი პირობები (ოვერდრაფტის მოცულობა, ვადა, საპროცენტო სარგებელი, ოვერდრაფტის გაუქმებისა და ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები და ა.შ), ხოლო:
• სხვა საკრედიტო პირობები რეგულირდება “ანგარიშზე საკრედიტო ლიმიტით სარგებლობის შესახებ“
ხელშეკრულებით (შემდგომში „საკრედიტო ლიმიტით მომსახურების სპეციფიკური პირობები“ ან „სპეციფიკური პირობები“), რომელიც განთავსებულია ბანკის ოფიციალურ ინტერნეტ-გვერდზე xxxxx://xx.xx/xxxx/XxxxXxxxXxxx.xxx.
• ანგარიშით და ანგარიშზე გაცემული ბარათით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მომსახურებასთან დაკავშირებული პირობები რეგულირდება „ფიზიკური პირის საბანკო მომსახურების შესახებ“ ხელშეკრულებით, რომელიც განთავსებულია ბანკის ოფიციალურ ინტერნეტ-გვერდზე xxxxx://xx.xx/xxxx/XxxxxxxXxxxxxxxxxx.xxx.
• ანგარიშისა და ბარათის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მომსახურებასთან დაკავშირებული ტარიფები (შემდგომში
„ტარიფები“) განთავსებულია ბანკის ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე xxxxx://xx.xx/xx/xxxxxxxx/xxxxx/xxxxxxxx- services/overdraft.
1.5. „საკრედიტო ლიმიტით მომსახურების სპეციფიკური პირობები“, „ფიზიკური პირის საბანკო მომსახურების შესახებ“ ხელშეკრულება და ტარიფები წარმოადგენენ წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. მითითებულ პირობებსა და ამ ხელშეკრულებას შორის წინააღმდეგობის არსებობისას, უპირატესობა მიენიჭება წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებს. მხარეთა შეთანხმებით, სპეციფიკური პირობები შესაძლებელია ასევე მატერიალური სახით დაერთოს წინამდებარე ხელშეკრულებას და დამოწმდეს მხარეთა ხელმოწერებით.
მუხლი 2. ოვერდრაფტის გაცემის, სარგებლობისა და დაბრუნების პირობები
2.1. წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე:
• კრედიტის ტიპი: ოვერდრაფტი - საკრედიტო ლიმიტის ფარგლებში მიმდინარე ანგარიშიდან მრავალჯერადადად ათვისებადი კრედიტი.
• ოვერდრაფტის (საკრედიტო ლიმიტის) მოცულობა შეადგენს: X ლარს (განისაზღვრება ინდივიდუალურად). ამასთან, ოვერდრაფტის მთლიანი თანხიდან კლიენტის მიერ მისაღები/გასატანი (ფინანსური ხარჯების გამოკლებით დარჩენილი) თანხის ოდენობა შეადგენს X ლარს (განისაზღვრება ინდივიდუალურად). ოვერდრაფტის ათვისების შესაძლებლობა კლიენტს ენიჭება წინამდებარე ხელშეკრულების ძალაში შესვლისთანავე. კლიენტის მიერ ოვერდრაფტიდან თანხ(ებ)ის (კრედიტის) ათვისება შესაძლებელია განხორციელდეს ერთიანად, ან რამდენიმე ეტაპად.
• xxxxxxxx მიერ გადასახდელი მთლიანი თანხის ოდენობა: X ლარი (განისაზღვრება ინდივიდუალურად) (კრედიტის 1 წლის მანძილზე, მინიმალური შენატანებით დაფარვისას).
• ოვერდრაფტის ვადა: ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 1 (ერთი) წელი. ოვერდრაფტი განახლებადი ხასიათისაა და კლიენტს უფლება აქვს, ისარგებლოს ბანკის საკრედიტო რესურსით ოვერდრაფტის ვადის ამოწურვამდე. ამასთანავე, კლიენტი ვალდებულია, იმავე ვადაში სრულად დაფაროს ოვერდრაფტი, მასზე დარიცხულ სარგებელთან, პირგასამტეხლოსთან და სხვა გადასახდელებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ერთად. კლიენტის მიმართვის საფუძველზე ან/და ბანკის ცალმხრივი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ოვერდრაფტის ვადა, შესაძლებელია, ყოველ ჯერზე ავტომატურად გაგრძელდეს იმავე ან სხვა ვადით, რის შესახებაც ეცნობება კლიენტს ხელშეკრულებით დადგენილი ფორმით.
• ოვერდრაფტის საპროცენტო განაკვეთის ტიპი: ცვლადი.
• ოვერდრაფტის საპროცენტო განაკვეთი: წლიური X%. სარგებელის დარიცხვა მიმდინარეობს ყოველდღიურად, xxxxxxxx მიერ ოვერდრაფტის ფარგლებში ფაქტიურად ათვისებულ თანხაზე. ამასთან დღეების რაოდენობა განისაზღვრება
თვეში 30 (ოცდაათი) დღით. ოვერდრაფტზე დარიცხული სარგებლის ათვლა იწყება კლიენტის მიერ ოვერდრაფტიდან თანხის რეალურად გამოყენების დღიდან და გრძელდება ოვერდრაფტის დაფარვამდე.
⮚ ბანკი უფლებამოსილია, ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველ 3 (სამი) თვეში ერთხელ გადახედოს საპროცენტო განაკვეთს და ცალმხრივად განახორციელოს მისი ცვლილება, ქვემოთ მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას: (ა) ბანკის მიერ საკრედიტო რესურსების მიღების და/ან გაცემის ზოგადი პირობების ცვლილება; (ბ) კლიენტის საკრედიტო რეიტინგის (კლიენტის მიერ კრედიტის გადახდისუნარიანობა და/ან კრედიტის მომსახურების კოეფიციენტი) ან/და ქონებრივი მდგომარეობის გაუარესება; (გ) ბანკის ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი ტიპის საკრედიტო რესურსის გაცემისთვის დადგენილი რომელიმე მოთხოვნის (პირობა, კრიტერიუმი) დარღვევა (გაუარესება); (დ) ინფლაციის ზრდა, ეკონომიკური ვარდნა ან/და ფულად საკრედიტო ბაზარზე საპროცენტო განაკვეთების პროცენტული პუნქტით ცვლილება. საპროცენტო განაკვეთის ცვლილებისას, მისი ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს კანონით დადგენილ მაქსიმალურ ზედა ზღვარს.
• კლიენტი უფლებამოსილია, ვადამდე დაფაროს ოვერდრაფტი. ამასთან, კლიენტის სხვა ანგარიშ(ებ)ზე ოვერდრაფტის სრულად დასაფარად საკმარისი თანხის არსებობის მიუხედავად, ავტომატურად არ მოხდება კრედიტის წინსწრებით დაფარვა, გარდა ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული შემთხვევებისა, როდესაც xxxxxx მიერ მოხდება ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა და კრედიტის სრულად ან ნაწილობრივ გამოთხოვა.
• ვადაგადაცილების ჯარიმა: 0 ლარი.
• ოვერდრაფტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: წლიური X%. აღნიშნული განაკვეთი დათვლილია იმ დაშვებით, რომ მომხმარებელი ყოველთვიურად იხდის დარიცხულ საპროცენტო სარგებელს, ხოლო ძირითად თანხას იხდის ვადის ბოლოს.
2.2. კლიენტის ფინანსური ხარჯი:
• კლიენტი ვალდებულია, ყოველთვიურად დაფაროს ოვერდრაფტიდან (საკრედიტო ლიმიტიდან) ათვისებულ თანხაზე დარიცხული სარგებელი, ხოლო ძირითადი თანხის გადახდა განახორციელოს ოვერდრაფტის ვადის ბოლოს. კონკრეტული შენატანები განისაზღვრება ათვისებული თანხისა და დაფარვის ვადების შესაბამისად.
• კრედიტის ათვისებასთან დაკავშირებული ხარჯი (კრედიტის გადარიცხვის ან/და განაღდების საკომისიო): X%,
მინიმუმ X ლარი
მუხლი 3. სხვა საკრედიტო პირობები
3.1. კლიენტი უფლებამოსილია, გამოიყენოს ანგარიშზე არსებული თანხა და საკრედიტო ლიმიტი, მათ შორის, ოვერდრაფტით სარგებლობასთან დაკავშირებული საკომისიოების დასაფარად. თანხის გადახარჯვის შემთხვევაში ძირითად თანხას ასევე გამოაკლდება გადახარჯვასთან დაკავშირებული საკომისიო(ები).
3.2. კლიენტი ვალდებულია, წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე ბანკის წინაშე წარმოშობილი ვალდებულებები სრულად დაფაროს არაუგვიანეს ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრულ, ოვერდრაფტის ვადის ამოწურვის დღეს (თუ მანამდე არ მოხდება ოვერდრაფტის ვადის განახლება, ამავე ხელშეკრულებით დადგენილი წესით).
3.3. კლიენტის მიერ გადახდილი თანხ(ებ)ით, ბანკის მიმართ დავალიანება დაიფარება შემდეგი თანმიმდევრობით: პირველ რიგში სადაზღვევო პრემია (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ გადახარჯული თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ დარიცხული პირგასამტეხლო, ჯარიმა, საკომისიო(ები) (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ დარიცხული პროცენტი და ბოლოს, კრედიტის/ოვერდრაფტის ძირითადი თანხა.
3.4. ბანკში კლიენტის ერთზე მეტი მიმდინარე დავალიანების არსებობისას, როდესაც კლიენტის ანგარიშზე განთავსებული თანხა საკმარისი არ არის ერთზე მეტი ვადამოსული/ვადაგადაცილებული ვალდებულების სრულად შესასრულებლად, კლიენტი უფლებამოსილია, სს „ბაზისბანკის“ სერვისცენტრში წარდგენილი წერილობითი განცხადების საფუძველზე, თავად განსაზღვროს ვალდებულებების დაფარვის რიგითობა. კლიენტის განცხადების არარსებობის შემთხვევაში, შესაბამისი ვალდებულებების დაფარვა განხორციელდება შემდეგი რიგითობით: პირველ რიგში იფარება ვადაგადაცილებაში მყოფი არაუზრუნველყოფილი ვალდებულებები, შემდეგ ვადაგადაცილებაში მყოფი უზრუნველყოფილი ვალდებულებები, შემდეგ ვადამოსული არაუზრუნველყოფილი ვალდებულებები და ბოლოს ვადამოსული უზრუნველყოფილი ვალდებულებები. ამასთან, ერთი და იმავე კატეგორიის ვალდებულებების დაფარვა ხორციელდება დაფარვის მომენტში არსებული ვალდებულების ძირი თანხის ნაშთის კლებადობით, უდიდესიდან უმცირესისკენ.
3.5. მსესხებელი უფლებამოსილია წარადგინოს პრეტენზია ზეპირი, თავისუფალი წერილობითი, სტანდანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით ბანკის სერვისცენტრ(ებ)ში და/ან ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო რეკვიზიტებზე. პრეტენზიას განიხილავს ბანკის მომხმარებლის გამოცდილების მართვისა და ხარისხის უზრუნველყოფის განყოფილება. პრეტენზიის მიღების და განხილვის პროცედურა წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და მისი მიღება შესაძლებელია ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში. xxxxxx მიერ პრეტენზიის განხილვის მაქსიმალური ვადაა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე სათანადო ფორმით შედგენილი პრეტენზიის ბანკის მიერ მიღების დღიდან.
3.6. შეუსრულებელ ვალდებულებებზე კლიენტი პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რაც ასევე გულისხმობს, რომ კლიენტის მიმართ არსებული ბანკის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, ბანკის მხრიდან შესაძლებელია განხორციელდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვადასხვა სახის იძულების ღონისძიებები, მათ შორის (და არა მხოლოდ):
3.6.1. კლიენტის კუთვნილ უძრავ-მოძრავ ქონებაზე (მათ შორის, საბანკო ანგარიშებზე) და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ყადაღის დადება და/ან შეზღუდვის დაწესება.
3.6.2. კლიენტის რეგისტრაცია მოვალეთა რეესტრში.
3.6.3. კლიენტის მიერ ბანკის მიმართ ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფის საგნ(ებ)ის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეალიზაცია შესაბამისი ხელშეკრულებ(ებ)ით დადგენილი წესით. ამასთან, თუ უზრუნველყოფის საგნ(ებ)ის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სარეალიზაციოდ მიქცევის შედეგად სრულად ვერ დაიფარება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბანკის მოთხოვნა, ბანკი უფლებამოსილია, დარჩენილი დავალიანების დაფარვის მიზნით აღსრულება მიაქციოს კლიენტის ნებისმიერ სხვა ქონებაზე (კლიენტის კუთვნილი ნებისმიერი ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე), თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 4. განსაკუთრებული პირობები
4.1. ბანკი უფლებამოსილია, კლიენტის წინასწარი შეტყობინებისა და თანხმობის გარეშე, ცალმხრივად შეამციროს ან გააუქმოს ოვერდრაფტი და მოსთხოვოს კლიენტს მის მიერ ათვისებული თანხის (კრედიტის) დაბრუნება მასზე დარიცხულ სარგებელთან და ჯარიმასთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ერთად, ქვემოთ მოცემული მინიმუმ ერთი გარემოების არსებობისას: (ა) თუ კლიენტმა დაარღვია წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ოვერდრაფტიდან ათვისების გზით ბანკისაგან მიღებული კრედიტისა და მასზე დარიცხული პროცენტის ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესით დაფარვის შესახებ და/ან დროულად არ გადაიხდა ბანკის მიერ განსაზღვრული რომელიმე საკომისიო; (ბ) თუ ბანკისათვის ცნობილი გახდა თუნდაც ერთი ისეთი პირობის არსებობის შესახებ, რამაც შეიძლება განაპირობოს კლიენტის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა; (გ) ნებისმიერ დროს, ბანკის პატივსადები ინტერესის არსებობის შემთხვევაში, ამასთან ბანკს არ ევალება აღნიშნულის დასაბუთება.
4.2. მხარეები თანხმდებიან და კლიენტი უფლებას ანიჭებს ბანკს, რომ კლიენტის მიერ მინიმალური შენატანის (გადასახადის) გადაუხდელობის შემთხვევაში, ბანკმა, შესაბამისი პერიოდისთვის დარიცხული მინიმალური შენატანის თანხის, ასევე სხვა ვადადამდგარი ვალდებულების დასაფარად საკმარისი თანხ(ებ)ის (მათ შორის, დარიცხული წლიური სარგებლის/ პროცენტის) ჩამოჭრა და ვალდებულების დაფარვა განახორციელოს უაქცეპტო წესით, ბანკში არსებული კლიენტის ნებისმიერი ანგარიშიდან, ხოლო ანგარიშზე საკმარისი ნაშთის არარსებობის შემთხვევაში - საკრედიტო ლიმიტის ათვისების ხარჯზე, ხოლო, თუ იმ მომენტისთვის კლიენტს სრულად აქვს ათვისებული საკრედიტო ლიმიტი (ოვერდრაფტი), ვალდებულებების დაფარვა განხორცილედება ოვერდრაფტის გაზრდის ხარჯზე; ამის შემდგომ, ანგარიშზე განთავსებული კლიენტის ფულადი სახსრები პირველ რიგში მიმართული იქნება ოვერდრაფტის გაზრდილი წილის გადასაფარად, რის შემდეგაც, ოვერდრაფტის აღნიშნული ნაწილი გაუქმდება.
4.3. ოვერდრაფტის ვადის ბოლოს კლიენტის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია, გააუქმოს ოვერდრაფტი და შეწყვიტოს კლიენტის მომსახურება. ასეთ შემთხვევაში, კლიენტს ეხსნება სასესხო ანგარიში, რომელზეც გადადის ოვერდრაფტზე არსებული სრული დავალიანება, რის შედეგადაც კლიენტსა და ბანკს შორის წარმოიშვება ახალი საკრედიტო სახელშეკრულებო ურთიერთობა, შემდეგი ძირითადი პირობებით: (ა) კრედიტის მოცულობა: კლიენტის მიერ შეუსრულებელი ვალდებულების ჯამური თანხა; (ბ) კრედიტის ხანგრძლივობა: 6 (ექვსი) თვე; (გ) საპროცენტო განაკვეთი: წლიური 32%; (დ) ეფექტური საპროცენტო განაკვეთი X%; (დ) დაფარვის გრაფიკი: ყოველთვიურად, თანაბარი გადახდებით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში და წესით მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის წარმოშობის შესახებ ბანკი არანაკლებ 5 (ხუთი) სამუშაო დღით ადრე აცნობებს კლიენტს საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული ერთ-ერთი ფორმით.
4.4. ოვერდრაფტის თანხის შემცირება/გაზრდა, ოვერდრაფტის მოქმედების შეჩერება ან/და გაუქმება ასევე შესაძლებელია კლიენტის წერილობითი განცხადების საფუძველზე, ან მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
4.5. კლიენტის ანგარიშ(ებ)ის მიმართ საინკასო დავალების წარდგენის შემთხვევაში, ბანკის მიერ არ მოხდება შესაბამისი საინკასო დავალების შესრულება ოვერდრაფტის გამოყენებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კლიენტს გაცემული აქვს ბანკის მიმართ თანხმობა საინკასო დავალების ოვერდრაფტის თანხებით შესრულებაზე. საინკასო დავალების შესრულებამდე კლიენტს შეზღუდული იქნება ოვერდრაფტის გამოყენების უფლება.
მუხლი 5. ვალდებულებათა უზრუნველყოფა
5.1. მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით (ბანკის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად) კლიენტი ბანკის სასარგებლოდ აგირავებს სს “ბაზისბანკში” გახსნილ მის საბანკო ანგარიშს (განისაზღვრება ინდივიდუალურად) და მასზე, წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში რიცხულ თანხებს.
5.2. კლიენტი (დამგირავებელი) უფლებას ანიჭებს ბანკს (მოგირავნეს), უპირატესად დაიკმაყოფილოს საკუთარი მოთხოვნა დაგირავებული ქონების ხარჯზე, რისთვისაც ბანკი უფლებამოსილია, კლიენტის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, კლიენტთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, მისი ვალდებულებების მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების მიზნით, უაქცეპტო წესით ჩამოწეროს თანხები კლიენტის დაგირავებული ანგარიშიდან და/ან გააუქმოს ოვერდრაფტი.
5.3. კლიენტი (დამგირავებელი) ვალდებულია, გირავნობის უფლების შეწყვეტამდე, ბანკის (მოგირავნის) ნებართვის გარეშე არ გაასხვისოს/დააგირავოს გირავნობის საგანი. ამ პირობის შეუსრულებლობა უფლებას ანიჭებს ბანკს, დაუყოვნებლივ
მოსთხოვოს კლიენტს ვალდებულებათა ვადამდე სრულად შესრულება და დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა დაგირავებული ქონების ხარჯზე.
5.4. დაგირავებულ ანგარიშზე, საინკასო დავალების, ყადაღის და/ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რომელიმე შეზღუდვის წარმოდგენის შემთხვევაში, ბანკი სარგებლობს დაგირავებული ქონების ხარჯზე მოთხოვნის დაკმაყოფილების უპირატესი უფლებით, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ იქნება განსაზღვრული.
მუხლი 6. დასკვნითი დებულებები
6.1. წინამდებარე ხელშეკრულება (ხელშეკრულების ძირითადი და სპეციფიკური პირობები) ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებს კლიენტის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე. ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა არ ათავისუფლებს კლიენტს ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებისაგან.
6.2. იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ელექტრონული დოკუმენტის სახით, მხარეთა მიერ ხელშეკრულება დამოწმებული იქნება კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერებით ან ელექტრონული ხელმოწერებით, ბანკის დისტანციური მომსახურების არხ(ებ)ში ინტეგრირებული, ან ბანკთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი სხვა პირის მფლობელობაში არსებული ელექტრონული ხელმოწერების პლატფორმის (მათ შორის, შპს “ენჯითი როქით სოლუშენს"-ის, ს/ნ 405432580, მფლობელობაში არსებული პლატფორმის - Signify.ge-ის) საშუალებით/გამოყენებით (შემდგომში “ელექტრონული პლატფორმა”), მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ასევე ელექტრონული ხელმოწერების შესაბამისი პლატფორმის მიერ დადგენილი წესებითა და პროცედურით. ელექტრონული დოკუმენტის სახით მომზადებული და გაფორმებული ხელშეკრულება კლიენტს მიეწოდება ელექტრონულად, მხარეთა შორის შეთანხმებული საკომუნიკაციო არხით ან შესაბამისი ელექტრონული პლატფორმის საშალებით. თუ წინამდებარე ხელშეკრულება მომზადებულია დაბეჭდილი დოკუმენტის სახით, მხარეთა მიერ მისი დამოწმება მოხდება პირადი ხელმოწერებით და მომზადდება თანაბარი იურიდიული ძალის მქონე იმდენ ეგზემპლარად, რამდენი მხარეცაა წარმოდგენილი და თითო პირი გადაეცემა ყოველ მხარეს.
6.3. მხარეები თანხმდებიან, რომ ხელშეკრულების საგანთან დაკავშირებით მხარეთა შორის ბანკის დისტანციური მომსახურების არხ(ებ)ის ან/და ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით შესრულებული ნებისმიერი ქმედება (მათ შორის, დოკუმენტების ელექტრონული ხელმოწერა), აგრეთვე ელექტრონული ფორმით შედგენილი დოკუმენტაცია და მხარეთა შორის წარმოებული ელექტრონული კომუნიკაცია ატარებს ოფიციალურ ხასიათს, გააჩნია სათანადო იურიდიული ძალა და უნარი, დაშვებულ იქნას მტკიცებულებად, რომელთა საშუალებითაც, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია შესაბამისი იურიდიული ფაქტების დამტკიცება (მათ შორის, ხელშეკრულებებისა და სხვა დოკუმენტების გაფორმების ფაქტის უტყუარობის დადგენა), მათ შორის სასამართლო/საარბიტრაჟო დავის დროსაც (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
6.4. მხარეთა შორის შეტყობინება (კომუნიკაცია) ხორციელდება ქართულ ენაზე, წერილობით, ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ფორმით. ბანკს შეუძლია შეტყობინებისთვის გამოიყენოს კომუნიკაციის სხვა საშუალებებიც - ელექტრონული ფოსტა, დისტანციური არხ(ებ)ი (მათ შორის, ინტერნეტ-ბანკი, მობაილ-ბანკი), ან სატელეფონო (სატელეფონო ზარი, მოკლე ტექსტური შეტყობინება) შეტყობინება.
6.5. ხელშეკრულებაში ცვლილებების/დამატებების შეტანა შესაძლებელია: (ა) მხარეთა შორის წერილობითი ფორმით გაფორმებული ან/და ბანკის დისტანციური მომსახურების არხის ან ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით დადებული შეთანხმებით, ან (ბ) ბანკის მიერ, ცალმხრივად, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, რა დროსაც ბანკის მიერ მსესხებელს შეტყობინება ეგზავნება ცვლილებ(ებ)ის ძალაში შესვლამდე არანაკლებ 2 (ორი) კალენდარული თვით ადრე (ხელშეკრულებასა და მის თავსართში მოცემული მნიშვნელოვან პირობებში ცვლილების შემთხვევაში), ან არანაკლებ 1 (ერთი) კალენდარული თვით ადრე (ხელშეკრულების სხვა პირობების ცვლილების და/ან სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში), ხელშეკრულებით დადგენილი ფორმითა და წესით. თუ მსესხებელი არ ეთანხმება ცვლილებას, იგი უფლებამოსილია, ცვლილების ძალაში შესვლამდე შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება ბანკის მიმართ არსებული ვალდებულებების სრულად შესრულებით, სხვა შემთხვევაში, ბანკის მიერ შეთავაზებული ცვლილებები ჩაითვლება მსესხებლის მიერ მიღებულად, ხოლო ხელშეკრულება შეცვლილად, შეთავაზებული პირობების შესაბამისად. ამასთან, ბანკს არ ევალება მსესხებლის ინფორმირება ხელშეკრულების ისეთ ცვლილებაზე (დამატებაზე), რომელიც ხორციელდება მსესხებლის სასარგებლოდ და უფლება აქვს, ძალაში შეიყვანოს ბანკის ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე xxx.xxxxxxxxx.xx და/ან ბანკის სერვისცენტრებში შესაბამისი ინფორმაციის განთავსებისთანავე, ხოლო კლიენტის ქმედებით გამოწვეული გარემოებების დადგომის გამო პირობების ცვლილების შემთხვევაში, ბანკი აცნობებს კლიენტს შესაბამისი ცვლილების განხორცილებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული ერთ-ერთი ფორმით.
6.6. ხელშეკრულების ფარგლებში წარმოშობილ სადაო საკითხებს მხარეები გადაწყვეტენ მოლაპარაკების გზით. შეთანხმების
მიუღწევლობის შემთხვევაში, ბანკსა და კლიენტს შორის არსებულ სადაო საკითხებს განიხილავს სასამართლო, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებული ბანკის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება (მათ შორის გადახდის ბრძანება) მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ერთი პრიმა ნაწილის შესაბამისად.
6.7. ხელშეკრულების ყველა დანართი წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
6.8. საკითხები, რომლებიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე ხელშეკრულებით, რეგულირდება „საკრედიტო ლიმიტით მომსახურების სპეციფიკური პირობებით“, „ფიზიკური პირის საბანკო მომსახურების შესახებ“ ხელშეკრულებითა და მოქმედი კანონმდებლობით.
6.9. ანგარიშით მომსახურებასთან დაკავშირებულ საკომისიო(ებ)ს კლიენტი უხდის ბანკს მომსახურების გაწევის მომენტისთვის ბანკში დადგენილი და მოქმედი ტარიფების შესაბამისად.
6.10. ბანკის საქმიანობის ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი (მისამართი: თბილისი, სანაპიროს ქ.2), საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
6.11. კლიენტი აცხადებს და ადასტურებს, რომ:
6.11.1. ჯეროვნად გაეცნო და ეთანხმება წინამდებარე ხელშეკრულებას, „საკრედიტო ლიმიტით მომსახურების სპეციფიკური პირობებს“, „ფიზიკური პირის საბანკო მომსახურების შესახებ“ ხელშეკრულებას და ტარიფებს
6.11.2. ხელშეკრულებას დებს საკუთარი საჭიროებისათვის და გააჩნია ხელშეკრულების დადებისა და შესრულებისათვის საჭირო უფლებამოსილება.
6.11.3. ხელშეკრულება დადებულია მის მიერ ნებაყოფლობით, ბანკის ან სხვა პირთა მხრიდან ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომის და/ან სხვა ნეგატიური გარემოების ზემოქმედების გარეშე.
მუხლი 7. მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერები ბანკი: სააქციო საზოგადოება „ბაზისბანკი“, საიდენტიფიკაციო კოდი: 203841833, მისამართი: 0103 საქართველო, ქ. თბილისი, ქეთევან წამებულის გამზირი N1. xxxxxxxx: x000 000 000 000, ელექტრონული ფოსტის მისამართი: xxxx@xxxxxxxxx.xx, საბანკო საქმიანობის ლიცენზია N173, გაცემის თარიღი 04.11.1993 წ.
კლიენტი: (მიეთითება რეკვიზიტები)