გირავნობის ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები (დანართი N1)
გირავნობის ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები/დანართი N1
გირავნობის ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები (დანართი N1)
დეფინიციები
თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ან მისი კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, ხელშეკრულების მიზნებისთვის ქვემოთ მოცემულ დეფინიციებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ანგარიში – ბანკში არსებული დამგირავებლის ანგარიში, ამგვარის არსებობის შემთხვევაში;
განცხადებები და გარანტიები – სპეციფიკური პირობების მე-2 მუხლში მოცემული დამგირავებლის განცხადებები და გარანტიები;
დამატებითი პირობები/დანართი N2 – გირავნობის ხელშეკრულების დანართი N2-ით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განსაზღვრული პირობები, მასში შეტანილი დამატებებისა და ცვლილებების ჩათვლით;
დამგირავებელი – ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან/და სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომლის სახელი/სახელწოდება, საიდენტიფიკაციო მონაცემები და სხვა სახის ინფორმაცია მოცემულია გირავნობის ხელშეკრულების 1.2. პუნქტში;
დანართი – ხელშეკრულების დანართი (კონტექსტის შესაბამისად), რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და მოქმედებს მასთან ერთად;
ვებ-გვერდი - ბანკის ოფიციალური ვებ-გვერდი, რომლის ამჟამინდელი მისამართია - xxx.xxxxxxxxxxxxx.xx;
კანონმდებლობა – საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში მოქცეული საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები;
მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულება/ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულება – ხელშეკრულების საფუძველზე და მის შესაბამისად ბანკსა და დამგირავებელს ან/და ბანკსა და მესამე პირს (მათ შორის ერთმნიშვნელოვნად მოვალეს) შორის დადებული დაზღვევის ხელშეკრულება, სხვა გარიგება ან/და დოკუმენტი, რომელთა დადება ან/და გაცემა გათვალისწინებულია ხელშეკრულებით ან/და ხდება მის საფუძველზე;
მესამე პირი – ნებისმიერი პირი გარდა დამგირავებლისა და ბანკისა;
მოვალე – გირავნობის ხელშეკრულების 3.3. პუნქტით განსაზღვრული არსებული ან/და სამომავლო მოვალე;
მხარე/მხარეები – დამგირავებელი ან/და ბანკი, კონტექსტის შესაბამისად;
პირი – ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან/და საქართველოს ან სხვა ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს;
რეესტრი – (ა) ფასიანი ქაღალდების (აქციების) შემთხვევაში - კანონმდებლობით გათვალისწინებული ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი (ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილი პირი), (ბ) საჰაერო და საზღვაო ხომალდების შემთხვევაში - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია (ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილი პირი), (გ) მექანიკური სატრანსპორტო და დამხმარე ტექნიკური საშუალებების შემთხვევაში - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, (დ) სხვა შემთხვევებში - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირი;
საბანკო დღე - დღე (შაბათის, კვირის ან/და კანონმდებლობით კომერციული ბანკებისათვის განსაზღვრული ოფიციალური დასვენების დღეების გარდა), როდესაც საქართველოში კომერციული ბანკები ღიაა და წარმართავენ თავიანთ საქმიანობას;
სპეციფიკური პირობები/დანართი N1 - გირავნობის ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები, მასში შეტანილი დამატებებისა და ცვლილებების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩათვლით;
უზრუნველყოფილი მოთხოვნები – გირავნობის ხელშეკრულების 3.4. პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები;
უზრუნველყოფილი მოთხოვნების ხელშეკრულება - ძირითადი ხელშეკრულება ან/და ძირითად ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულება;
შვილობილი კომპანია – პირთან მიმართებაში, ნებისმიერი სხვა კომპანია, რომლის წილის, აქციების ან/და ხმების არანაკლებ 50 (ორმოცდაათი) %-ს პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს, ან რომელსაც სხვაგვარად მართავს აღნიშნული პირი;
ძირითადი ხელშეკრულება – გირავნობის ხელშეკრულების 3.1. პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება;
ძირითად ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულება – გირავნობის ხელშეკრულების 3.2. პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება;
ხელშეკრულება – მხარეთა შორის დადებული (ა) გირავნობის ხელშეკრულება (შემდგომში - გირავნობის ხელშეკრულება); (ბ) დანართი N1; (გ) დანართი N2 (ასეთის არსებობის შემთხვევაში); (დ) ნებისმიერი დამატებითი დანართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და რომელიც დაიდება მომავალში მხარეთა მიერ წინამდებარე გირავნობის ხელშეკრულებასთან მიმართებაში, ზემოაღნიშნულ დოკუმენტებში პერიოდულად შეტანილი ცვლილებების და დამატებების ჩათვლით და (ე) მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულება/ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულება.
განცხადებები და გარანტიები
დამგირავებელი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ:
მისთვის ცნობილი და ნათელია:
რომ გირავნობის საგანი ბანკის სასარგებლოდ გირავნობით იტვირთება მოვალის მიმართ არსებული უზრუნველყოფილი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად;
თუ რა სახის და მოცულობის მოთხოვნების უზრუნველსაყოფად ტვირთავს გირავნობის საგანს ბანკის სასარგებლოდ;
ძირითადი ხელშეკრულების არსებული პირობები და დებულებები, მათ შორის, ის გარემოება, რომ დამგირავებლის პასუხისმგებლობის ფარგლები განისაზღვრება უზრუნველყოფილი მოთხოვნების ხელშეკრულების (მათში შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით) პირობებისა და დებულებების შესაბამისად.
მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული ბანკის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების ან/და უზრუნველყოფილი მოთხოვნების ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ ბანკისათვის წარდგენილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული. ამასთანავე, მისთვის ცნობილია, რომ ყალბი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის მიწოდება კანონმდებლობის შესაბამისად წარმოადგენს დასჯად ქმედებას;
გირავნობის საგანს არ გააჩნია რაიმე თვისება, რომლის გამოვლინების შედეგად ადგილი ექნება მის დაზიანებას, განადგურებას, ღირებულების შემცირებას ან გაუფასურებას;
გირავნობის საგანი არ არის ამოღებული ბრუნვიდან;
გირავნობის საგნის ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით გირავნობით დატვირთვა არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და არ არღვევს სხვა პირის კანონმდებლობით დაცულ უფლებებსა და ინტერესებს;
ხელშეკრულების დადებისას გირავნობის საგნის ნივთობრივი და უფლებრივი მდგომარეობის დადგენისას ბანკი დაეყრდნო დამგირავებლის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას ან/და ინფორმაციას.
ხელშეკრულების დადების/ხელმოწერისა და შესრულებისათვის საჭირო უფლებამოსილების მიზნით მხარეთა მიერ მოპოვებულია ყველა აუცილებელი თანხმობა, ნებართვა თუ მინდობილობა.
მხარეთა სხვა უფლება-მოვალეობები
დამგირავებელს უფლება აქვს ისარგებლოს გირავნობის საგნით და მისი ნაყოფით ისე, რომ ამით არ შემცირდეს გირავნობის საგნის ღირებულება, თუ ეს შემცირება არ არის გირავნობის საგნის ნორმალური სამეურნეო გამოყენების შედეგი;
დამგირავებელი ვალდებულია დაიცვას გირავნობის საგანი მესამე პირის ხელყოფისა და მოთხოვნებისაგან. ამასთან, xxxxx დაუყოვნებლივ შეატყობინოს მის მიმართ მესამე პირის მიერ სარჩელის აღძვრის შესახებ, თუ სასარჩელო მოთხოვნის საგანია გირავნობის საგანზე, მის ნაწილზე, ნაყოფზე ან/და გაუმჯობესებაზე დამგირავებლის უფლების შეწყვეტა ან შეზღუდვა.
დაზღვევა.
ბანკის წერილობითი მოთხოვნით განსაზღვრულ ვადაში და პირობებით, ხოლო ასეთი ვადის არ არსებობისას, ბანკის მოთხოვნიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში დააზღვიოს ამავე მოთხოვნით განსაზღვრული სადაზღვევო შემთხვევები ბანკის სასარგებლოდ (ანუ დაზღვევის ბენეფიციარს უნდა წარმოადგენდეს ბანკი ან/და xxxxxx მიერ დასახელებული პირი) ისე, რომ (ა) სადაზღვევო ანაზღაურებით შესაძლებელი იყოს ბანკის (ან/და ბანკის მიერ დასახელებული პირის) მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება, და (ბ) დაზღვევის ერთჯერადი ან ჯამური ვადა არ უნდა იყოს ბანკის მოთხოვნების მოქმედების ვადაზე ნაკლები;
დაზღვევის მომენტიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი წარუდგინოს ბანკს;
თუ დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტის ერთჯერადი მოქმედების ვადა ნაკლებია ბანკის მოთხოვნების მოქმედების ვადაზე, დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტის მოქმედების ვადის გასვლამდე არანაკლებ 10 (ათი) კალენდარული დღით ადრე წარუდგინოს ბანკს დაზღვევის დამადასტურებელი ახალი დოკუმენტი განახლებული ვადით;
დაიცვას დაზღვევის შესახებ ხელშეკრულების პირობები, მათ შორის სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ბანკს და სადაზღვევო კომპანიას.
ინფორმაციის წარდგენა.
xxxxxx წერილობითი მოთხოვნით განსაზღვრულ გონივრულ ვადაში ბანკისათვის მისაღები ფორმით მიაწოდოს ბანკს დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, რომელიც:
ასახავს მონაცემებს იმ შესაძლო, პოტენციური ან/და არსებული ადმინისტრაციული, სასამართლო (მათ შორის, საარბიტრაჟო სასამართლო) ან/და სხვა მსგავსი დავების ან/და სამართალწარმოების შესახებ, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონიოს დამგირავებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, რაც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს, გირავნობის საგანთან, გადახდისუუნარობასთან/გაკოტრებასთან დაკავშირებულ დავებს ან სამართალწარმოებას;
აუცილებელია ბანკის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დასაცავად და შესასრულებლად;
მოთხოვნილია ბანკის მიერ გონივრულობის ფარგლებში (დამგირავებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის მიზნით).
სხვა ვალდებულებები.
თუ ის იმავდროულად არ არის მოვალე, არ წაუყენოს ბანკს ის შესაგებლები, რომლის უფლებაც მხოლოდ მოვალეს აქვს, მათ შორის, შესაგებლები ფულად ვალდებულებათა გაქვითვისა და მოთხოვნის გასაჩივრების გამო;
როგორც იურიდიულმა პირმა ან სხვა ორგანიზაციულმა წარმონაქმნა, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს, ბანკის წინასწარი თანხმობის გარეშე არ დაუშვას საქმიანობის სფეროს შეცვლა, რეორგანიზაცია (გარდაქმნა, შერწყმა, გაყოფა) ან ლიკვიდაცია;
ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე არ დაუშვას გირავნობის საგნის (ან მისი ნაწილის) განკარგვა (საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემა, მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, გარდაქმნა, გაყოფა ან/და გაერთიანება სხვა საგანთან და სხვ.) ბანკის უარი გამორიცხავს გირავნობის საგანზე (ან მის ნაწილზე) ნებისმიერი ზემოაღნიშნული ქმედების ან/და გარიგების განხორციელების შესაძლებლობას.
თუ დაგირავებულია ანაბარი (დეპოზიტი), ანგარიშზე განთავსებული თანხა ან/და სადეპოზიტო სერტიფიკატი, გირავნობის საგანს წარმოადგენს ასევე მათზე დასარიცხი/დარიცხული საპროცენტო სარგებელი. ამასთან, ბანკი უფლებამოსილია უაქცეპტოდ, სრულად ან ნაწილობრივ დაბლოკოს გირავნობის საგანი, მიუხედავად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების ვადამოსულობისა.
გირავნობის საგანზე გადახდევინების მიქცევის შედეგად გირავნობის საგნის რეალიზაციის შემთხვევაში (მათ შორის ერთმნიშვნელოვნად გირავნობის საგნის ბანკის საკუთრებაში გადასვლის შემთხვევაში) ბანკის წერილობით მოთხოვნით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო ასეთის არ არსებობისას, ბანკის მოთხოვნიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში განახორციელოს ყველა ქმედება, რაც აუცილებელია გირავნობის საგანზე ბანკის (ან/და ბანკის მიერ მითითებულ მესამე პირის) სრული და შეუზღუდავი საკუთრების უფლების წარმოშობისათვის ან/და გადასცეს გირავნობის საგანი ბანკს (ან/და ბანკის მიერ მითითებულ მესამე პირს);
უზრუნველყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული განცხადებებისა და გარანტიების, ვალდებულებებისა ან/და სხვა პირობების დაცვა;
ბანკს უფლება აქვს:
მიიღოს სარგებელი მის მფლობელობაში არსებული გირავნობის საგნიდან, იმ პირობით, რომ xxxxxx მიერ მიღებული სარგებელი ჩაითვლება უზრუნველყოფილი მოთხოვნების ანგარიშში;
გირავნობის საგნის ნივთობრივი და უფლებრივი უნაკლობის უზრუნველსაყოფად გამოიყენოს იგივე უფლებები, რაც მესაკუთრემ;
უზრუნველყოფილი მოთხოვნები და გირავნობა (ხელშეკრულებიდან გამომდინარე მისი უფლებები და მოთხოვნები) გადასცეს სხვა პირს;
სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროს, მოითხოვოს უზრუნველყოფილი მოთხოვნების ვადამდელი დაკმაყოფილება და მოთხოვნები დაიკმაყოფილოს სადაზღვევო ანაზღაურების ხარჯზე;
განახორციელოს გირავნობის საგნის გადახდევინებისათვის მიქცევა, მიუხედავად იმისა, თუ ვის მფლობელობაში, სარგებლობაში ან საკუთრებაშია გირავნობის საგანი;
ბანკი ვალდებულია უზრუნველყოფილი მოთხოვნების და გირავნობის დათმობის შესახებ გონივრულ ვადაში წერილობით აცნობოს დამგირავებელს.
თითოეული მხარე ვალდებულია დაიცვას და შეასრულოს ხელშეკრულებით დადგენილი პირობები და ვალდებულებები ან/და კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებები.
პირდაპირ მიქცევა უზრუნველყოფილი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად
ბანკი უფლებამოსილია:
ნებისმიერი სახის დაგირავებულ საბანკო ანგარიშზე (მათ შორის საანაბრე ანგარიშზე) არსებული სახსრები უაქცეპტოდ ჩამოწეროს და პირდაპირ მიაქციოს უზრუნველყოფილი მოთხოვნების ხელშეკრულების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად, ხელშეკრულების) საფუძველზე წარმოშობილი მოთხოვნების (მათ შორის, ვადამოუსვლელის) დაუყოვნებლივ შესასრულებლად, ხოლო თუ გადასახდელი და დაგირავებულ საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა სხვადასხვა ვალუტაშია, ბანკი უფლებამოსილია თავად განახორციელოს კონვერტაცია გადახდის თარიღისათვის ბანკში მოქმედი კომერციული კურსით ან დამგირავებელთან შეთანხმებული კურსით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო კონვერტაციის მომსახურების ღირებულება ასევე უაქცეპტოდ ჩამოწეროს დამგირავებლის ანგარიშიდან, მათ შორის დაგირავებული საბანკო ანგარიშიდან;
დამგირავებლისათვის შესაბამისი შეტყობინების მიწოდებით მოახდინოს ნებისმიერი სახის ურთიერთმოთხოვნათა (მათ შორის დაგირავებულ საანაბრე ანგარიშიდან გამომდინარე მოთხოვნათა) გაქვითვა. ამასთან:
ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის უფლება ბანკს ენიჭება მაშინაც, როცა ერთ-ერთი მოთხოვნის შესრულების ვადა ჯერ არ დამდგარა ან გასაქვითი მოთხოვნებისათვის გათვალისწინებულია შესრულების სხვადასხვა ადგილი;
ბანკის გასაქვითი მოთხოვნის ხანდაზმულობა არ გამორიცხავს ბანკის უფლებას გაქვითოს ურთიერთმოთხოვნები, თუ ბანკის გასაქვითი მოთხოვნა იმ დროისათვის არ იყო ხანდაზმული, როცა მისი გაქვითვა ჯერ კიდევ შეიძლებოდა;
თუ ბანკს ან/და დამგირავებელს ერთმანეთის მიმართ გააჩნია ერთზე მეტი მოთხოვნა, ურთიერთმოთხოვნათა გასაქვითად გამოიყენება ყოველი მათგანი, ხოლო აღნიშნულ მოთხოვნათა გაქვითვის აუცილებლობას და რიგითობას განსაზღვრავს ბანკი ერთპიროვნულად და საკუთარი შეხედულებისამებრ;
თუ გასაქვითი მოთხოვნები მთლიანად ვერ ფარავენ ერთმანეთს, იქვითება მოთხოვნის ის ნაწილი, რომლის მოცულობაც ნაკლებია მეორე მოთხოვნის მოცულობაზე;
თუ გასაქვითი მოთხოვნების ფულადი გამოხატულება სხვადასხვა ვალუტაშია, ბანკი უფლებამოსილია ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა განახორციელოს გაქვითვის თარიღისათვის ბანკში მოქმედი კომერციული კურსით ან დამგირავებელთან შეთანხმებული კურსით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
მხარეთა პასუხისმგებლობა
მხარეები იღებენ ვალდებულებას აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ ხელშეკრულების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი (ზარალი), ხოლო ზიანის (ზარალის) ანაზღაურება მხარეებს არ ათავისუფლებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან/გადახდისგან.
უზრუნველყოფილი მოთხოვნების ხელშეკრულებიდან გამომდინარე რამდენიმე ვადამოსული დავალიანების არსებობისას, გადახევინების მიქცევის შედეგად მიღებული თანხით ბანკის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, ბანკი უფლებამოსილია, განსაზღვროს არსებული გადასახდელების თანმიმდევრობა და რიგითობა.
კომუნიკაცია მხარეთა შორის
მხარეთა შორის ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა უნდა ატარებდეს წერილობით ფორმას. მხარისათვის გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინება მას შეიძლება მიეწოდოს პირადად ან გაეგზავნოს კურიერის (მათ შორის, საერთაშორისო კურიერის) ან საფოსტო გზავნილის (მათ შორის, დაზღვეული წერილის) საშუალებით. ოპერატიულობის მიზნით და ქვემოთ მოცემული დებულებების გათვალისწინებით, გარდა დამგირავებლისთვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფინანსური ვალდებულებების ვადამდე შესრულების მოთხოვნის წარდგენისა ან ხელშეკრულების სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტის შესახებ შეტყობინებისა, დასაშვებია მეორე მხარისათვის შეტყობინების მიწოდება ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით (მათ შორის, მობილ-ბანკით, ინტერნეტ ბანკით) გაგზავნის გზით, იმ პირობით, რომ მეორე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, ამგვარი მოთხოვნიდან გონივრულ ვადაში მას წარედგინება შეტყობინება წერილობითი ფორმითაც.
შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს თუ შეტყობინების მიღება დადასტურებულია ადრესატის მიერ (მათ შორის, ელექტრონული დოკუმენტით, ქვითრით, შეტყობინების შესაბამისი სხვა საშუალებით და ა.შ.). თუ შეტყობინების მიღება არ არის დადასტურებული ადრესატის მიერ, ნებისმიერი ასეთი შეტყობინება მიიჩნევა სათანადო წესის შესაბამისად გაგზავნილად და მიღებულად:
კურიერის ან დაზღვეული საფოსტო გზავნილის მეშვეობით წერილობითი შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში – ჩაბარების დადასტურების თარიღის დღეს;
ელექტრონული ფოსტის, ან/და სხვა ელექტრონული საშუალებით გაგზავნის შემთხვევაში – გაგზავნის თარიღიდან მეორე საბანკო დღეს.
შეტყობინება მიღებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ შეტყობინების გამგზავნ მხარეს შეტყობინება დაუბრუნდება გაგზავნილ მისამართზე/საკონტაქტო მონაცემებზე შეტყობინების ადრესატის ადგილსამყოფელის არარსებობის გამო, ადრესატი უარს განაცხადებს შეტყობინების მიღებაზე, ან თავს აარიდებს მის მიღებას.
მხარეები ურთიერთობას განახორციელებენ ხელშეკრულებით განსაზღვრულ მისამართებზე/საკონტაქტო მონაცემებზე (ან სხვა ნებისმიერ მისამართზე/საკონტაქტო მონაცემზე, რომელსაც ერთი მხარე აცნობებს მეორეს წერილობით). მხარე ვალდებულია აღნიშნული მისამართის ან მათი რომელიმე მონაცემის ცვლილების შესახებ დროულად აცნობოს მეორე მხარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ აღნიშნულ მისამართზე განხორციელებული ურთიერთობა (შეტყობინების გაგზავნა და სხვა) ჩაითვლება ჯეროვნად შესრულებულად.
კონფიდენციალურობა
მხარეები ვალდებული არიან, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, დაიცვან მეორე მხარისაგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაციის კონფიდენციალურობა.
კონფიდენციალურობის შესახებ ზემოაღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება ინფორმაციას ან ინფორმაციის გამჟღავნებას:
რომელიც კანონმდებლობის დარღვევის გარეშე იყო ცნობილი ინფორმაციის მიმღები მხარისათვის ინფორმაციის გამამჟღავნებელი მხარის მიერ შესაბამისი ინფორმაციის გამჟღავნებამდე;
რომლის გამჟღავნებაც მოხდება მხარეთა მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და შესასრულებლად (მათ შორის, რომელიმე მხარის მიერ სასამართლო (მათ შორის, საარბიტრაჟო სასამართლო) წესით მისი უფლებების განსახორციელებლად);
რომლის მოპოვებაც შესაძლებელია სხვა საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან;
მიუხედავად სპეციფიკური პირობების 7.1. პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვისა, დამგირავებელი ბანკს ანიჭებს უპირობოუფლებას, დამგირავებლის დამატებითი წინასწარი ან შემდგომი თანხმობის ან აქცეპტის გარეშე:
დამგირავებლის შესახებ ინფორმაცია გადასცეს მის შვილობილ კომპანიებს ან სხვა აფილირებულ პირებს დამგირავებლისათვის სხვადასხვა ტიპის მომსახურების შეთავაზების მიზნით, იმ პირობით და იმის გათვალისწინებით, რომ:
ამგვარი ინფორმაცია შემოიფარგლება მხოლოდ იმ ინფორმაციით, რაც აუცილებელია ამგვარი მომსახურების შესათავაზებლად ან/და ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად;
ინფორმაციის მიმღები პირები დაიცავენ ზემოაღნიშნულ დებულებებს ინფორმაციის კონფიდენციალობასთან დაკავშირებით.
ძიებების რაოდენობის შეუზღუდავად, მოიძიოს ინფორმაცია დამგირავებლის შესახებ სს „კრედიტინფო საქართველოს“ (ს/ნ 204470740) ან ნებისმიერი სხვა მსგავსი ფუნქციის მქონე სუბიექტის, რომელიც შეიძლება ფუნქციონირებდეს ან დაარსდეს საქართველოს ან ნებისმიერი სხვა იურისდიქციის ქვეშ, მონაცემთა ბაზაში და დამგირავებლის პოზიტიური ან/და ნეგატიური ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია, ნებისმიერი ცვლილების/დამატების ჩათვლით, გადასცეს სს „კრედიტინფო საქართველოს“ ან ნებისმიერი სხვა მსგავსი ფუნქციის მქონე სუბიექტს (სს „კრედიტინფო საქართველოსთვის“ ნეგატიური ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის გადაცემის დეტალური პირობები განთავსებულია ვებ გვერდზე: xxx.xxxxxxxxxx.xx), რაც იწვევს დამგირავებლის აღრიცხვას სს „კრედიტინფო საქართველოს“ ან ნებისმიერი სხვა მსგავსი ფუნქციის მქონე სუბიექტის მონაცემთა ბაზაში, რომლის მიზანია: (ა) დამგირავებელზე მონაცემთა შეგროვება, გადამუშავება და გავრცელება, რომელიც დაკავშირებულია მიმდინარე, შესრულებული, შეუსრულებელი, ვადაგადაცილებული საკრედიტო/სასესხო თუ სხვა სახის ფინანსური ვალდებულების სტატუსთან; და (ბ) მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაციის ანალიტიკური გადამუშავება (მათ შორის პირის კრედიტუნარიანობის/გადახდისუნარიანობის შემოწმების ან/და სხვა კანონიერი მიზნით). დამგირავებლისათვის ცნობილია, რომ: (ა) სს „კრედიტინფო საქართველო“ წარმოადგენს საკრედიტო ბიუროს და ის უფლებამოსილია მიღებული ინფორმაცია/პერსონალური მონაცემები დაამუშავოს/გადაამუშავოს და გადასცეს მესამე პირებს, პირის კრედიტუნარიანობის/გადახდისუნარიანობის შეფასების, შემოწმების ან/და სხვა კანონიერი მიზნით; (ბ) სს „კრედიტინფო საქართველოსათვის“ ან ნებისმიერი სხვა მსგავსი ფუნქციის მქონე სუბიექტისთვის გადასაცემი და მისგან მისაღები ინფორმაცია, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს დამგირავებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, აგრეთვე დამგირავებლის მსხვილი აქციონერების/დამფუძნებლების და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების სახელებსა და საიდენტიფიკაციო მონაცემებს, მიმდინარე საკრედიტო/სასესხო თუ სხვა სახის ფინანსური ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, მოცულობას, მიზნობრიობას, დარიცხულ საპროცენტო სარგებელს, მოქმედების ვადას, პირის მიერ საკრედიტო/სასესხო თუ სხვა სახის ფინანსურ ვალდებულებასთან დაკავშირებული გადახდების დროულობას, დავალიანების ნაშთს, უზრუნველყოფის ოდენობასა და უზრუნველყოფის საგნის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ხოლო სასამართლო (მათ შორის, საარბიტრაჟო სასამართლო) დავის არსებობის შემთხვევაში - სასამართლო (მათ შორის, საარბიტრაჟო სასამართლო) სამართალწარმოებისა და სააღსრულებო წარმოების შედეგს, აგრეთვე მონაცემთა ბაზისთვის საჭირო სხვა მონაცემებს.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან ან/და ნებისმიერი სხვა იდენტური ან მსგავსი ფუნქციის მქონე დაწესებულებიდან (კერძო ან საჯარო) გამოითხოვოს, მიიღოს და შეინახოს დამგირავებლის შესახებ დაცული ინფორმაცია (მათ შორის პერსონალური მონაცემები და საიდენტიფიკაციო დოკუმენტები) და აღნიშული ინფორმაციის მონაცემთა ბაზები (მათ შორის ელექტრონული ბაზები), ასევე შეასრულოს ყველა საჭირო მოქმედება ან/და პროცედურა რაც დაკავშირებულია ზემოაღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებასთან;
დამგირავებლის შესახებ ინფორმაცია (მათ შორის, ინფორმაცია ხელშეკრულების შესახებ) მიაწოდოს:
ხელშეკრულების ან/და უზრუნველყოფილი მოთხოვნების ხელშეკრულების ან/და მის უზრუნველსაყოფად გაფორმებული ხელშეკრულების მხარეებს;
მესამე პირებს (ა) დამგირავებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულების შედეგად ბანკის უფლებების განხორციელების მიზნით, ან/და დამგირავებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე მონიტორინგის მიზნით ან (ბ) რომლებიც დაინტერესებულნი არიან ხელშეკრულებიდან და ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბანკის მოთხოვნების შეძენით/სინდიცირებით ან/და დამგირავებლის ვალდებულებების გადაკისრებით.
ხელშეკრულების პირობების მოქმედება დამგირავებლის მიმართ
ხელშეკრულების მიზნებისათვის, “დამგირავებელის” დეფინიციაში მოცემულ პირებზე ხელშეკრულების პირობები გავრცელდება სრულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაბამისი პირის სამართლებრივი სტატუსიდან (ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი. ასევე ფიზიკური პირის ასაკი) გამომდინარე კონკრეტული პირობა ვერ გავრცელდება ამგვარ პირზე.
თუ ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს ერთზე მეტი დამგირავებელი:
თითოეული ასეთი დამგირავებელი წარმოადგენს ბანკის მიმართ სოლიდარულ მოვალეს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებზე;
თითოეული დამგირავებლის სოლიდარული პასუხისმგებლობა ძალაშია მიუხედავად მათ მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად ბანკის სასარგებლოდ რაიმე ფორმით გაცემული დამატებითი ვალდებულების (მათ შორის, თავდებობის ან/და გარანტიის) არსებობა/არარსებობისა;
ერთ-ერთი დამგირავებლის მიერ ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია შესაბამისი მოთხოვნა/მოთხოვნები წაუყენოს ნებისმიერ დამგირავებელს და მის მიმართ ისარგებლოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან/და კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით.
ხელშეკრულების მოქმედება და შეწყვეტა
ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერით, ხოლო კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში, დამატებით, გირავნობის საგნის ბანკისთვის ან ბანკის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მფლობელობაში გადაცემით ან გირავნობის უფლების წარმოშობის რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან და თუკი სხვაგვარად არ იქნა განსაზღვრული გირავნობის ხელშეკრულების დანართ N2-ით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მოქმედებს:
ძირითადი ხელშეკრულების ვადის ბოლომდე (იმ პირობით, რომ აღნიშნული თარიღისათვის მოვალის მიერ სრულად და ჯეროვნად იქნება შესრულებული უზრუნველყოფილი მოთხოვნების ხელშეკრულებით გათვალისწინებული უზრუნველყოფილი მოთხოვნები); ან
დამგირავებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე.
ცვლილებები და დამატებები
ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა დაიშვება წერილობითი ფორმით მხარეთა შეთანხმებით. ცვლილებები და დამატებები წარმოადგენს ხელშეკრულების დანართს და განუყოფელ ნაწილს.
სხვა პირობები
მხარეები ადასტურებენ, რომ ხელშეკრულების შინაარსი ზუსტად გამოხატავს მხარეთა ნებას და რომ მათ მიერ ნების გამოვლენა მოხდა ხელშეკრულების შინაარსის გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობიდან.
ერთ-ერთი მხარის მხრიდან ხელშეკრულების ან/და კანონმდებლობის სრულად ან ნაწილობრივ დარღვევასთან დაკავშირებით მეორე მხარის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებების გამოუყენებლობა არ გავრცელდება ხელშეკრულების ან/და კანონმდებლობის ნებისმიერ შემდგომ დარღვევაზე.
ხელშეკრულების რომელიმე მუხლის, პუნქტის ან/და ქვეპუნქტის ბათილობა არ გამოიწვევს მთლიანად ხელშეკრულების ან/და მისი სხვა მუხლის, პუნქტის ან/და ქვეპუნქტის ბათილობას.
ხელშეკრულებაში მხოლობით რიცხვში გამოყენებული სიტყვები, კონტექსტის შესაბამისად, გულისხმობს მრავლობითს და პირიქით.
ხელშეკრულებაში, გარდა გირავნობის ხელშეკრულების 2.4. პუნქტისა, განსაზღვრული დეფინიციები გამოყოფილია მკაფიოდ გამუქებული სიტყვებით ან/და სიმბოლოებით.
გირავნობის საგნის (ან მისი ნაწილის) დაკარგვასთან, დაზიანებასთან, განადგურებასთან, ღირებულების შემცირებასთან ან გაუფასურებასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი სახის ანაზღაურება, მათ შორის, სადაზღვევო ანაზღაურება, იკავებს გირავნობის საგნის (ან მისი ნაწილის) ადგილს. ამასთან, დამგირავებელს უფლება აქვს ბანკის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში ანაზღაურების თანხით შეიძინოს დაკარგული, დაზიანებული, განადგურებული, გაუფასურებული გირავნობის საგნის (ან მისი ნაწილის) შემცვლელი ნივთი, რომელიც დაიკავებს გირავნობის საგნის (ან მისი ნაწილის) ადგილს.
ხელშეკრულების დანართები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დანომრილია მოხერხებულობისათვის და ამ ფაქტს ხელშეკრულების ინტერპრეტაციისათვის ან/და ნამდვილობისათვის მნიშვნელობა არ ენიჭება, ამასთან დანართის ამა თუ იმ ნუმერაციით არსებობა არ გულისხმობს, რომ აუცილებელი წესით არსებობს წინა ნუმერაციით დანომრილი დანართი. მხარეები დამატებით თანხმდებიან, რომ ხელშეკრულების დანართები ხელშეკრულების დადების მიზნებისათვის არ წარმოადგენს ხელშეკრულების არსებით პირობებს.
ხელშეკრულება მისი ვალდებულებებითა და უფლებებით, ვრცელდება და სავალდებულოა მხარეთა უფლებამონაცვლეების, თუ მემკვიდრეებისათვის/ სამართალმემკვიდრეებისათვის.
დამგირავებელს უფლება არა აქვს ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე მესამე პირს გადასცეს ან გადააბაროს მასზე ხელშეკრულებით ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულება ან მინიჭებული უფლება. ამასთან, ეს დებულება არ გულისხმობს დათქმას, რომ დამგირავებელმა პირადად უნდა შეასრულოს ვალდებულებები და არ გამორიცხავს ბანკის უფლებას მიიღოს მესამე პირისაგან შემოთავაზებული შესრულება, მიუხედავად იმისა თანახმაა თუ არა დამგირავებელი.
ხელშეკრულების ინტერპრეტაციისას უპირატესობა ენიჭება ქართულ ენაზე შედგენილ ტექსტს.
ხელშეკრულების იდენტური ეგზემპლიარი გადაეცა მხარეებს.
7 / 7