თეგეტა მოტორსი“ (შემდგომში „მიმწოდებელი“), წარმოდგენილი „კომპანია“ / მარწმუნებელი“ გაყიდვების დეპარტამენტის უფროსის თეიმურაზ დარისპანაშვილის (პ.ნ.36001016265 პირადიმოწმობა#ა0603518 ) სახით, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის მე-8 მუხლის...
ხელშეკრულება №17 (სახელმწიფო შესყიდვების შესახებ )
ქ.ქუთაისი 07.02.2019წელი
ერთის მხრივ, ააიპ ,,ბაღდათის კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და მუნიციპალური სერვისების გაერთიანება” (შემდგომში ”შემსყიდველი”), წარმოდგენილი დირექტორი xxxxxxx xxxxxxxxx სახით და მეორეს მხრივ, შპს
,,თეგეტა მოტორსი“ (შემდგომში „მიმწოდებელი“), წარმოდგენილი „კომპანია“ / მარწმუნებელი“ გაყიდვების დეპარტამენტის უფროსის xxxxxxxx xxxxxxxxxxxxxxx (პ.ნ.36001016265 პირადიმოწმობა#ა0603518 ) სახით, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, ვადასტურებთ, რომ არ ვიმყოფებით ერთმანეთთან ინტერესთა კონფლიქტში, ,,საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონი’’-ს 101მუხლის მე-3 პუნქტის თ) ქვეპუნქტი სადაც საქართველოს მთავრობის 2011 წლის21 იანვრის №26 დადგენილების პირობების შესაბამისად, ვდებთ გამარტივებული შესყიდვის სახის ხელშეკრულებას (სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 29 იანვრის განკარგულება N549 გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით გამარტივებული შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის გათვალისწინებით)შემდეგზე:
1. ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებები
1.1. ”ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” (შემდგომში _ „ხელშეკრულება“) _ შემსყიდველს და მიმწოდებელს შორის დადებული წინამდებარე ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ, მასზე თანდართული ყველა დოკუმენტით. ხელშეკრულება შედგენილია 2 (ორი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად ქართულენაზე, აქედან ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მიმწოდებელს, ერთი- შემსყიდველს.
1.2. ”ხელშეკრულების ღირებულება” _ ხელშეკრულების ჯამური ღირებულება, რომელიც უნდა გადაიხადოს შემსყიდველმა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ზედმიწევნით შესრულების სანაცვლოდ.
1.3. ”დღე”, კვირა”, ”თვე” _ კალენდარულიდღე, კვირა, თვე.
1.4.”შემსყიდველი” _ ორგანიზაცია, რომელიცახორციელებსშესყიდვას.
1.5. ”მიმწოდებელი” _ პირი, რომელიცახორციელებსმომსახურების გაწევას, ხელშეკრულებისფარგლებში.
1.6. “მომსახურება“ _ ხელშეკრულების მე-2 მუხლითგათვალისწინებულიხელშეკრულებისსაგანი.
2. ხელშეკრულების საგანი
2.1.ხელშეკრულების საგანი ააიპ ,,ბაღდათის კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და მუნიციპალური სერვისების გაერთიანების“ დაქვემდებარებაში არსებული სპეც ტექნიკის ექსკავატორი XXX0XX0XX00000000 შეკეთების მომსახურეობა თანდართული დეფექტური აქტის შესაბამისად (დეფექტური აქტი N9 თანხით 346.70 ლარი) შესაბამისად.
კერძოდ : სპეც ტექნიკის შეკეთება
2.2 CPV კოდი 50100000 სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
3. ხელშეკრულების ღირებულება
3.1 ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს -346.70(სამასორმოცდაექვსი)ლარს
კერძოდ:
დეფექტური აქტი N9
მძიმე ტექნიკის JCB 5CX-ის
1.ზეთი ჰიდრ. JCBHP46 1000L რაოდ 10 ლიტრი თანხით 100 ლარი
2. მ/წნ შლანგი-12 მმ 2SN.275 რაოდ 5,90 მეტრი თანხით 76,70
3. ქურო 2SN.-12 რაოდ 4 ცალი თანხით 8 ლარი 4.ქურო 4SP-20 რაოდ 2 ცალი თანხით 7 ლარი
5,მ/წნ შლანგი 20მმ, 2SN. 215 ატმ. რაოდ 1 მეტრი თანხით 21 ლარი
6. უკანა მაშუქი რაოდ 1 ცალი თანხით 29 ლარი
მაღალი წნევის მილის დამზადება რაოდ 3 თანხით 105 ლარი საერთო ღირებულება:346.70 ლარი
3.2 ხელშეკრულების ღირებულება მოიცავს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევასთან დაკავშირებულ მიმწოდებლის ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.
4. ანგარიშსწორების ფორმა და ვადები
4.1. მიმწოდებელთან ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ეროვნულ ვალუტაში.
4.2. მიმწოდებელთან ანგარიშსწორება იწარმოებს შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის საფუძველზე.
4.3 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანგარიშსწორება განხორციელდება შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენიდან 10(ათი) დღის ვადაში.
5. მიღება-ჩაბარების წესი
5.1 მიწოდებული მომსახურება შემსყიდველის მიერ ჩაითვლება მიღებულადსაგადასახადო დოკუმენტაციის შემსყიდველის მხრიდან წარდგენის შემდეგ,რომელშიც მითითებული უნდა იყოს გაწეული მომსახურების ღირებულება.
5.2. მომსახურების სრულად გაწევის დასრულების შემდეგ მიმწოდებელი შემსყიდველს წარუდგენს შესაბამის საგადასახადო დოკუმენტაციას.
6. საქონლის მოწოდების ადგილი და ვადა
6.1. მომსახურების გაწევა მოხდება მისამართზე: ქ. ბაღდათი წერეთლის 16.
6.2. მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მოთხოვნიდან 2(ორი) სამუშაო დღის ვადაში.
6.3. მომსახურების გაწევა მიმწოდებლის მიერ უნდა განხორციელდეს დამკვეთის მოთხოვნის და საჭიროების შესაბამისად.
7. მხარეთა უფლება-მოვალეობები
7.1. შემსყიდველი უფლებამოსილია:
ა) ნებისმიერ დროს განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ინსპექტირება;
7.2. შემსყიდველი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადებისა და პირობების დაცვით.
7.3. მიმწოდებელი უფლებამოსილია:
მოსთხოვოს შემსყიდველს გაწეული მომსახურებისღირებულების ანაზღაურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადებისა და პირობების დაცვით.
7.4. მიმწოდებელი ვალდებულია:
ა) მომსახურება უზრუნველყოს სათანადო ხარისხით, შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი მომსახურების პარამეტრების დაცვით და სრული მოცულობით, იმ ვადაში რომელიც მითითებულია ხელშეკრულების 6.2 და 6.3 პუნქტებში
ბ) იმ შემთხვევაში თუ შეცვლილი სათადარიგო ნაწილი არ შეესაბამება ხელშეკრულების პირობებს, საკუთარი სახსრებით აღმოფხრას აღმოჩენილი ხარვეზი.
8. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ინსპექტირება
8.1. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ინსპექტირებას განახორციელებს ააიპ „ბაღდათის კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და მუნიციპალური სერვისების გაერთიანები“-ს შესყიდვების კოორდინატორი.
8.2. ინსპექტირება გულისხმობს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების, გაწეული მომსახურების ხარისხის კონტროლს.
8.3. ყველა გამოვლენილი ხარვეზის ან ნაკლის აღმოფხვრასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9. პირგასამტეხლო ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის.
9.1. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში, მხარეს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ გადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების 0,1%-ის ოდენობით.
9.2. იმ შემთხვევაში, თუ დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების 10 %-ს, შემსყიდველი იტოვებს უფლებას შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოსთხოვოს მიმწოდებელს ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის გადასახდელი პირგასამტეხლოს ანაზღაურება.
9.3. პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მხარეს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან.
10. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა და ხელშეკრულების შეწყვეტა
10.1. ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების, დამატების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ წერილობითი ფორმით, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე.
10.2. ხელშეკრულების პირობების, მათ შორის ფასის შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილებების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველისათვის, გარდა საქართველოს სამოქალქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების პირობების გადასინჯვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
10.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებების დადგომის შემთხვევაში, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების გაზრდა დაუშვებელია ხელშეკრულების ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობით.
10.4. ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მეორე მხარე უფლებამოსილია ცალმხრივად მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
10.5. მხარე ვალდებულია არანაკლებ 5(ხუთი) დღით ადრე წერილობით ან კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით შეატყობინოს მეორე მხარეს 10.4. პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების განზრახვის თაობაზე.
10.6. ხელშეკრულება ასევე შეიძლება შეწყდეს მხარეთა ინიციატივით, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
11. დაუძლეველი ძალა
11.1 მხარეები თავისუფლდებიან ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობისაგან, თუ აღნიშნული გამოწვეულია დაუძლეველი ძალის ზეგავლენით. აღნიშნულის არსებობის შემთხვევაში, მხარე ვალდებულია აცნობოს მეორე მხარეს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეუძლებლობის შესახებ.
11.2. თუ ერთ-ერთი მხარე დაუძლეველი ძალის გამო ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა აცნობოს მეორე მხარეს მათი დადგომის ან/და დასრულების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი მხარე არ გათავისუფლდება ნაკისრი ვალდებულებებისაგან.
11.3. მხარეთა პასუხისმგებლობა და ვალდებულებები განახლდება დაუძლეველი ძალის მოქმედების დასრულებისთანავე.
12. დავები და მათი გადაწყვეტის წესი
12.1 ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში წამოჭრილი ყველა დავა გადაიჭრება ურთიერთშეთანხმების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავის გადასაწყვეტად მხარეები უფლებამოსილნი არიან მიმართონ სასამართლოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
13. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერის თარიღიდან და მოქმედებს 2019 წლის 1 -მარტამდე.
14. მხარეთა რეკვიზიტები
„შემსყიდველი“ | „მიმწოდებელი“ |
ააიპ ,,ბაღდათისკეთიმოწყობის, დასუფთავებისა და მუნიციპალური სერვისების გაერთიანება“ საინდ კოდი; 425052523 მის: ქ.ბაღდათი წერეთლის 16 ს.ს. „სახელმწიფო ხაზინა“ ტელ:595785 707 Integration Digitally signed oდfირექტორი: by Integration of Bამaბეgრhკიdრaოdბაi'ქsიძე Baghdadi's amenities, amenities, cleaning and | შპს „თეგეტამოტორსი“ ს/კ: 202 177205 მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N5 ტელ: 224 44 44; 599 09 09 10. ბანკი:სს „თიბისიბანკი“ ბანკისკოდი: XXXXXX00 ა/აXX00XX 0000 0000 0000 0000 გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი xxxxxxxx xxxxxxxxxxxxxx |
cleaning and municipal
municipal services
services
Date: 2019.02.07
14:39:15 +04'00'
Tegeta Motors LLC 2019.02.07
16:12:49 +04'00'