Contract
საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები
მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი
1.1. საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების (შემდგომში „საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება“ ან „ხელშეკრულება“) სპეციფიკური პირობების (შემდგომში „სპეციფიკური პირობები“ ან „საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები“) მოქმედება ვრცელდება სს „ბაზისბანკსა“ (შემდგომში „ბანკი“) და ბანკის კლიენტ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს1 (შემდგომში „კლიენტი“ ან „მსესხებელი“) შორის წერილობითი ფორმით ან ბანკის მომსახურების დისტანციური მომსახურების არხით გაფორმებული ყველა იმ საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებების მიმართ, რომლის ძირითადი პირობები (შემდგომში „ძირითადი პირობები“ ან „საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების ძირითადი პირობები“) მითითებას აკეთებს წინამდებარე სპეციფიკურ პირობებზე და განსაზღვრავს საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.
1.2. საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების ძირითადი პირობები განსაზღვრავს საკრედიტო ურთიერთობის კონკრეტულ, არსებით პირობებს (საკრედიტო ლიმიტის მოცულობა, ვადა, საპროცენტო სარგებელი, საკრედიტო ლიმიტის გაუქმების, კრედიტის გამოთხოვისა და ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები და ა.შ), ხოლო სპეციფიური პირობები აზუსტებს მათ და ასევე არეგულირებს მხარეთა საკრედიტო ურთიერთობის ყველა იმ საკითხს, რაც განსაზღვრული არ არის ძირითადი პირობებით. ძირითად პირობებს (მათ შორის, მის დანართ(ებ)ს) და სპეციფიკურ პირობებს შორის არსებითი წინააღმდეგობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ძირითად პირობებსა და მის დანართებს, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ სპეციფიკური პირობები აზუსტებს ძირითადი პირობებით განსაზღვრულ საკითხებს.
1.3. ძირითადი პირობები (მისი ყველა დანართი) და სპეციფიკური პირობები ერთობლიობაში ქმნიან საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებას, სავალდებულოა შესასრულებლად და ვრცელდება ბანკის ყველა იმ მსესხებლის/თანამსესხებლის მიმართ, ვინც სარგებლობს ბანკის საკრედიტო პროდუქტ(ებ)ით.
1.4. თუ საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება გაფორმებულია ბანკსა და კლიენტს შორის გაფორმებული “კრედიტებითა და გარანტიებით მომსახურების შესახებ” გენერალური ხელშეკრულების (შემდგომში „გენერალური ხელშეკრულება“) ფარგლებში, აღნიშნულის შესახებ მითითებული იქნება ძირითად პირობებში და საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების მიმართ გავრცელდება გენერალური ხელშეკრულების მოქმედებაც.
მუხლი 2. საკრედიტო ლიმიტიდან კრედიტის ათვისებისა და დაბრუნების პირობები
2.1. საკრედიტო ლიმიტის ფარგლებში კრედიტ(ებ)ის ათვისება შესაძლებელია არაერთჯერადად. კრედიტზე დარიცხული სარგებლის ათვლა დაიწყება მსესხებლის სასესხო ანგარიშზე შესაბამისი თანხის ჩარიცხვის დღიდან და ერიცხება არსებულ დავალიანებას. ამასთან, თუ ძირითადი პირობებით და/ან მისი დანართ(ებ)ით სხვა რამ არ არის განსაზღვრული:
2.1.1. დაშვებული საკრედიტო ლიმიტის ფარგლებში, ბანკს კრედიტ(ებ)ის გაცემის ვალდებულება წარმოეშვება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მარეგისტრირებელ ორგანოში დასრულდება საკრედიტო ხაზის/გენერალური ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმებული ხელშეკრულების რეგისტრაცია (იგულისხმება ისეთი ხელშეკრულება, რომლის ძალაში შესვლისათვის სავალდებულოა მისი რეგისტრაცია სათანადო ორგანოში) და შესრულდება საკრედიტო ლიმიტის ფარგლებში კრედიტ(ებ)ის დასაშვებად/გასაცემად ბანკის მიერ დადგენილი ყველა წინაპირობა. აღნიშნულის მიუხედავად, ბანკის გადაწყვეტილების შემთხვევაში, საკრედიტო ლიმიტიდან კრედიტ(ებ)ის ათვისების შესაძლებლობა შეიძლება მიეცეს კლიენტს ბანკის მიერ განსაზღვრული წინაპირობების შესრულებამდეც.
2.1.2. საკრედიტო ლიმიტიდან ათვისებულ კრედიტზე სარგებლის დარიცხვა მიმდინარეობს ყოველდღიურად, ამასთან დღეების რაოდენობა განისაზღვრება თვეში 30 დღით.
2.1.3. გადახდილი თანხ(ებ)ით, მსესხებლის დავალიანება ბანკის მიმართ დაიფარება შემდეგი თანმიმდევრობით: პირველ რიგში სადაზღვევო პრემია (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ პირგასამტეხლო/საკომისიო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ კრედიტის ძირითად თანხაზე დარიცხული სარგებელი, შემდეგ კრედიტის ძირითადი თანხა.
2.1.4. როდესაც მსესხებელი სარგებლობს საკრედიტო ვალდებულებების დაფარვის საშეღავათო პერიოდით კრედიტის ძირითად თანხაზე ან/და დარიცხულ პროცენტზე, საშეღავათო პერიოდის განმავლობაში კრედიტზე სარგებლის დარიცხვა ხორციელდება ხელშეკრულებით დადგენილი წესით. ამასთან, გრაფიკით განსაზღვრული შენატანები (გრაფიკის არსებობის შემთხვევაში) მოიცავს საშეღავათო პერიოდში დარიცხულ სარგებელსაც (შესაბამისი პროპორციით). მსესხებლის მიერ კრედიტის სრულად, ან ნაწილობრივ წინსწრებით დაფარვის/შემცირების, ან რეფინანსირების შემთხვევაში, მსესხებელი ვალდებულია, პირველ რიგში დაფაროს საშეღავათო პერიოდის განმავლობაში დარიცხული სარგებელი სრულად.
2.1.5. ბანკში მსესხებლის ერთზე მეტი მიმდინარე დავალიანების არსებობისას, როდესაც მსესხებლის ანგარიშზე განთავსებული თანხა საკმარისი არ არის ერთზე მეტი ვადამოსული/ვადაგადაცილებული ვალდებულების სრულად შესასრულებლად, მსესხებელი უფლებამოსილია, სს „ბაზისბანკის“ სერვისცენტრში წარდგენილი წერილობითი
1 იგულისხმება ასევე ყველა თანამსესხებელი, რომელიც სოლიდარულადაა პასუხისმგებელი/ვალდებული ბანკის მიმართ არსებული საკრედიტო ვალდებულებების შესრულებაზე.
განცხადების საფუძველზე, თავად განსაზღვროს ვალდებულებების დაფარვის რიგითობა. მსესხებლის განცხადების არარსებობის შემთხვევაში, შესაბამისი საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებ(ებ)იდან გამომდინარე ვალდებულებების დაფარვა განხორციელდება შემდეგი რიგითობით: პირველ რიგში იფარება ვადაგადაცილებაში მყოფი არაუზრუნველყოფილი ვალდებულებები, შემდეგ ვადაგადაცილებაში მყოფი უზრუნველყოფილი ვალდებულებები, შემდეგ ვადამოსული არაუზრუნველყოფილი ვალდებულებები და ბოლოს ვადამოსული უზრუნველყოფილი ვალდებულებები; ამასთან, ერთი და იმავე კატეგორიის ვალდებულებების დაფარვა ხორციელდება დაფარვის მომენტში არსებული ვალდებულების ძირი თანხის ნაშთის კლებადობით, უდიდესიდან უმცირესისკენ.
2.2. მსესხებელი ვალდებულია, კრედიტის ძირითადი თანხა და მასზე დარიცხული სარგებელი გადაიხადოს იმავე ვალუტით, რითაც გაცემულია კრედიტი. მსესხებლის მიერ ყოველთვიურად ხდება კრედიტზე დარიცხული სარგებლის გადახდა (არაუგვიანეს ყოველი კალენდარული`თვის ბოლო რიცხვისა (თუ ბოლო გადახდისას ეს ვადა აღემატება ლიმიტის ვადას, ბოლო გადახდა მოხდება ლიმიტის ვადის ბოლოს), ხოლო საკრედიტო ლიმიტი მცირდება გრაფიკის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (შემდგომში „გრაფიკი“) შესაბამისად გადახდილი თანხებით; გრაფიკის არარსებობის შემთხვევაში, კრედიტის ძირითადი თანხის (მთლიანი მოცულობის) და მასთან დაკავშირებული სხვა გადასახდელების სრულად დაფარვა ხდება კრედიტის (საკრედიტო ხაზის ლიმიტის) ვადის ბოლოს.
2.2.1. მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფულადი ვალდებულების შესრულებად ითვლება, გადახდის დღეს, ხელშეკრულებით და/ან გრაფიკით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განსაზღვრული თანხის მსესხებლის ანგარიშზე არსებობა და ამავდროულად ანგარიშზე შეზღუდვის (საინკასო დავალება, ყადაღა და ა.შ) არარსებობა. თუ ეს დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ გადახდა უნდა განხორციელდეს მომდევნო სამუშაო დღეს.
2.2.2. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საკრედიტო ვალდებულებების დაფარვის და/ან გრაფიკის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ცვლილებისას (მათ შორის, ავტომატურად, ბანკის მიერ ცალმხრივად, მსესხებლისთვის წინასწარი შეტყობინებისა და მისი თანხმობის გარეშე), შეცვლილი/განახლებული ინფორმაცია განთავსდება ბანკის დისტანციური მომსახურების არხ(ებ)ში (ინტერნეტ ბანკი, მობაილ ბანკი), გააჩნია სათანადო იურიდიული ძალა და მსესხებელი ვალდებულია, გადახდები განაგრძოს შესაბამისი პირობებით. ამასთანავე, მსესხებელი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს და მიიღოს ბანკისგან განახლებული (მიმდინარე) ინფორმაცია საკრედიტო ვალდებულებების დაფარვის შესახებ, მატერიალური ფორმით.
2.3. საკრედიტო ლიმიტიდან მსესხებლის მიერ კრედიტების ათვისება დამოკიდებულია ბანკის ნებაზე. ამასთან, თუ ძირითადი პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ბანკს უფლება აქვს, აღარ დაუშვას საკრედიტო ლიმიტიდან მსესხებლის მიერ კრედიტ(ებ)ის ათვისების შესაძლებლობა, იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება მინიმუმ ერთ-ერთ შემდეგ გარემოებას:
2.3.1. ბანკს დაუდგება ლიკვიდობის კრიზისი, როდესაც ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, xxxxxx მიერ საკრედიტო ლიმიტის ფარგლებში კრედიტ(ებ)ის გაცემა საფრთხეს უქმნის ბანკის ლიკვიდობას;
2.3.2. თუ ძირითადი პირობების შესაბამისად, სახეზეა ბანკის მიერ საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების შეწყვეტისა და ლიმიტის ფარგლებში გაცემული კრედიტ(ებ)ის გამოთხოვის რომელიმე წინაპირობა/საფუძველი;
2.3.3. კლიენტის მიერ ბანკის მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებ(ებ)თან დაკავშირებული ხარვეზის არსებობისას (რაც საჭიროების შემთხვევაში, ხელს შეუშლიდა ბანკის მიერ შესაბამისი უზრუნველყოფის ობიექტ(ებ)ის ხარჯზე მოთხოვნის დაკმაყოფილებას);
2.3.4. კლიენტის, მისი საბანკო ანგარიშ(ებ)ის და/ან სხვა ქონებ(ებ)ის მიმართ საინკასო დავალების, ყადაღის, აკრძალვის და/ან სხვა საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის მოქმედებისას (გარდა იმ შემთხვევისა, თუ მხარეთა შეთანხმებით, საკრედიტო ლიმიტის ფარგლებში კრედიტის ათვისების მიზანს შესაბამისი ვალდებულებ(ებ)ის დაფარვა წარმოადგენს).
2.3.5. ძირითადი პირობებით და/ან მისი რომელიმე დანართით განსაზღვრულ სხვა გარემოებების არსებობისას.
2.4. მხარეები დამატებით თანხმდებიან და მსესხებელი უფლებას ანიჭებს ბანკს, რომ ბანკის შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მსესხებლის ვალდებულებების შესრულება მიიღოს მესამე პირის მხრიდან.
2.5. მსესხებელი უფლებას ანიჭებს ბანკს და თანახმაა, რომ ბანკში არსებული მსესხებლის ნებისმიერი ანგარიშ(ებ)იდან ბანკმა უაქცეპტო წესით ჩამოწეროს:
2.5.1. მსესხებლის მიმდინარე/ვადამოსული ვალდებულებების (მათ შორის, კრედიტის ძირი, დარიცხული საპროცენტო სარგებელი, პირგასამტეხლო, ჯარიმა, საკომისიო), ასევე, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ვალდებულებათა ვადამდე დასაფარად საკმარისი თანხები (საჭიროებისას მოახდინოს თანხის კონვერტაცია ბანკში დადგენილი კურსით) და მიმართოს ისინი მსესხებლის შესაბამისი ვალდებულებების დასაფარად;
2.5.2. საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების, ან/და მის უზრუნველსაყოფად გაფორმებელი ხელშეკრულებ(ებ)ის დამოწმების (მათ შორის, ნოტარიუსის მიერ) საფასურის შესაბამისი თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საჭიროებისას, მოახდინოს თანხის კონვერტაცია შესაბამის ვალუტაში, ბანკში დადგენილი კურსით და მიმართოს დამოწმების საფასურის გადასახდელად;
2.5.3. მსესხებლის სადაზღვევო პრემიის თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მზღვეველის (სადაზღვევო კომპანიის) სასარგებლოდ, საჭიროებისას მოახდინოს თანხის კონვერტაცია შესაბამის ვალუტაში, ბანკში დადგენილი კურსით და მიმართოს სადაზღვევო პრემიის დასაფარავად, მსესხებლის ხარჯზე.
2.6. კრედიტს არ ერიცხება პირგასამტეხლო, თუ თანხის შეტანის (გადახდის) თარიღი დაემთხვევა დასვენების/უქმე დღეს. ამ შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია გადასახდელი თანხა შესაბამის ანგარიშზე შეიტანოს (გადაიხადოს) მომდევნო სამუშაო დღეს.
2.7. თუ ძირითადი პირობებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, საკრედიტო ხაზის ლიმიტის ფარგლებში ათვისებული კრედიტის ძირითადი თანხების წინსწრებით დაფარვისას, მსესხებელს არ ეკისრება რაიმე სახის საკომისიოს გადახდა. ამასთანავე, საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებით დადგენილი პირობების მიუხედავად, ბანკის მიერ ასევე არ მოხდება კლიენტისთვის ლიმიტის ფარგლებში ათვისებული კრედიტ(ებ)ის რეფინანსირების საკომისიოს დაკისრება შემდეგ შემთხვევებში: (ა) თუ საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6 თვემდე პერიოდი; (ბ) თუ ლიმიტის ფარგლებში ათვისებული კრედიტ(ებ)ის მთლიანად ან ნაწილობრივ რეფინანსირება ხდება სს “ბაზიბანკის” მიერ ან სს “ბაზისბანკის” მოთხოვნით, საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებაში შესატან ცვლილებებზე მსესხებლის ან/და უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრ(ეებ)ის მხრიდან დაუთანხმებლობის/უარის შემთხვევაში (აღნიშნული პირობა არ ვრცელდება შემთხვევებზე, თუ ბანკისგან დამოუკიდებელი მიზეზით გაუქმდა არსებული ინდექსი და ხდება ინდექსის ჩანაცვლება); (დ) თუ რეფინანსირება ხდება სს “ბაზისბანკის” მოთხოვნის საფუძველზე; (ე) თუ ლიმიტის ფარგლებში ათვისებული კრედიტ(ებ)ი იფარება კრედიტის დაფარვის უზრუნველსაყოფად დადებული დაზღვევის ხელშეკრულების ფარგლებში.
2.8. კრედიტის ვადაზე ადრე (წინსწრებით) დაფარვა/შემცირება ან რეფინანსირება ხდება შემდეგი წესით:
2.8.1. მსესხებელი აკეთებს განცხადებას წერილობით ან ბანკის მომსახურების დისტანციური არხის (ინტერნეტ ბანკი, მობაილ ბანკი) საშუალებით, ვალდებულების ვადაზე ადრე (წინსწრებით) დაფარვის/შემცირების ან რეფინანსირების თაობაზე და განათავსებს ფულად სახსრებს ბანკში არსებულ შესაბამის ანგარიშზე.
2.8.2. საკრედიტო ლიმიტის დასაფარად/შესამცირებლად ან რეფინანსირებისთვის საკმარისი თანხის მსესხებლის შესაბამის ანგარიშზე სრულად არსებობის შემთხვევაში (ამავდროულად, ანგარიშზე არ უნდა არსებობდეს რაიმე სახის შეზღუდვა, მათ შორის, საინკასო დავალება, ყადაღა და ა.შ), მსესხებლის მოთხოვნის შესრულება ხდება ბანკის მიერ განცხადების მიღების დღესვე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ტექნიკური ან სხვა მიზეზით კრედიტის დაფარვა საჭიროებს გარკვეულ ვადას.
2.8.3. იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკური ან სხვა მიზეზით კრედიტის დაფარვა საჭიროებს გარკვეულ ვადას, ბანკი ახდენს მსესხებლის განცხადების განხილვას მიღებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ამასთან, განაცხადის განხილვის პერიოდში ბანკის მიერ კრედიტზე საპროცენტო სარგებლის დარიცხვა არ ხორციელდება.
2.8.4. თუ საკრედიტო ლიმიტის ფარგლებში ათვისებული კრედიტ(ებ)ის მოცულობა აღემატება 2,000,000 (ორი მილიონი) ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში, მსესხებელი ვალდებულია, უზრუნველყოს საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებით დადგენილი ფორმით ბანკისთვის წინასწარი შეტყობინების მიწოდება, კრედიტის წინსწრებით დაფარვამდე ან რეფინანსირებამდე არანაკლებ 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღით ადრე.
2.9. მხარეები თანხმდებიან, რომ კლიენტის ანგარიშზე საკრედიტო ლიმიტის ფარგლებში ათვისებული კრედიტ(ებ)ის სრულად დასაფარად საკმარისი თანხის არსებობის მიუხედავად, ავტომატურად არ მოხდება კრედიტის წინსწრებით დაფარვა, გარდა საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 3. მხარეთა დამატებითი უფლებები და ვალდებულებები; დაზღვევა
3.1. ბანკი უფლებამოსილია:
3.1.1. საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, აკონტროლოს მსესხებლის საფინანსო-სამეურნეო მდგომარეობა, კრედიტის მიზნობრივი გამოყენება და უზრუნველყოფაში არსებული ობიექტების მდგომარეობა.
3.1.2. კონტროლის განხორციელების მიზნით, მსესხებელთან მიავლინოს საკუთარი თანამშრომლები და დამოუკიდებელი ექსპერტები. კონტროლის შედეგად მოპოვებული დოკუმენტები და ინფორმაცია კონფიდენციალურია და არ ექვემდებარება მესამე პირებისათვის გადაცემას, გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა.
3.1.3. საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და/ან ვალდებულებები, უზრუნველყოფის საშუალებებსა და მათთან დაკავშირებულ სხვა მოთხოვნებთან ერთად, სრულად ან ნაწილობრივ გადასცეს მესამე პირ(ებ)ს, მსესხებლის დამატებითი შეტყობინებისა და თანხმობის გარეშე. ასეთ შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია, მესამე პირს გადასცეს საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებებსა და ვალდებულებებთან კავშირში მყოფი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია, რაზეც მსესხებელი წინასწარ აცხადებს თანხმობას.
3.2. მსესხებელი ვალდებულია;
3.2.1. შეუქმნას ბანკს, ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვების პირობა, მსესხებლის ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანი ოპერაციების ამსახველი საბუთების რეგულარული გაცნობის, მისი შენობა-ნაგებობებში თავისუფალი შესვლის, მსესხებლის სათავსოებისა და მოწყობილობების დათვალიერებისა და შემოწმების ჩათვლით. შემოწმების პერიოდულობა და რაოდენობა განისაზღვრება ბანკის მიერ, მსესხებლის წინასწარი შეტყობინების გარეშე.
3.2.2. ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგინოს მას მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (მათ შორის, მიმდინარე საქმიანობისა და ფინანსური მდგომარეობის ამსახველი ფინანსური თუ იურიდიული და ბანკის დოკუმენტაცია) გონივრულ ვადაში, თუმცა, არაუგვიანეს ბანკის მოთხოვნიდან 10 (ათი) სამუშაო დღისა (თუ მხარეები სხვა ვადაზე არ შეთანხმდებიან).
3.2.3. საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ბანკის წინასწარი წერილობითი შეტყობინების გარეშე, არ იკისროს ფულადი ვალდებულებები მესამე პირის წინაშე, არ გაასხვისოს და სამართლებრივად არ დატვირთოს მის საკუთრებაში არსებული ქონება და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, არ გადასცეს საკუთარი ვალდებულებები შესასრულებლად მესამე პირებს.
3.2.4. ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, გონივრულ ვადაში (არაუგვიანეს მოთხოვნიდან ერთი კალენდარული თვისა) დააზღვიოს საკუთარი სიცოცხლე და შრომისუნარიანობა (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი ფიზიკური პირია), უზრუნველყოფის საგანი და/ან ბანკის მიერ მოთხოვნილი სხვა რისკები. ამასთან, თუ ბანკსა და მსესხებელს შორის სხვა რამ არ იქნება შეთანხმებული, დაზღვევა უნდა გაფორმდეს კრედიტის ჯამური მოცულობის შესაბამის თანხაზე, ერთადერთ ბენეფიციარად დასახელებული უნდა იყოს ბანკი და დაზღვევა უნდა მოქმედებდეს საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების ძალაში ყოფნის ვადით.
3.3. ბანკი უფლებამოსილია, საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ნებისმიერ დროს, საკუთარი ხარჯით და მისთვის მისაღები პირობებით დააზღვიოს მსესხებლის გარდაცვალების გამო საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების და მის ფარგლებში გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულებ(ებ)ის საფუძველზე ბანკის წინაშე წარმოშობილი მსესხებლის ვალდებულებების შეუსრულებლობის და/ან შესაბამისი ვალდებულებების უზრუნველყოფის საგნ(ებ)ის განადგურების რისკ(ებ)ი. აღნიშნულთან დაკავშირებით, მსესხებელი უფლებას ანიჭებს ბანკს, რომ:
3.3.1. მსესხებლის სახელით იმოქმედოს და გამოვიდეს მსესხებლის მიერ შერჩეულ და მხარეთა შორის შეთანხმებულ (ბანკისთვის მისაღებ) სადაზღვევო კომპანიასთან და მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ მესამე პირებთან ურთიერთობებში, დადოს ან/და ხელი მოაწეროს ნებისმიერ გარიგებას/ხელშეკრულებას, მიმართვას, განცხადებას ან/და სხვა ნებისმიერ დოკუმენტს, რაც დაკავშირებულია „3.3.“ პუნქტში აღნიშნული რისკების სათანადოდ დაზღვევასთან და ბანკის, როგორც ბენეფიციარის მიერ, შესაბამისი დაზღვევით სარგებლობასთან;
3.3.2. მსესხებლის სახელით განახორციელოს მისი გარდაცვალების გამო საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების და მის ფარგლებში გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულებ(ებ)ის საფუძველზე ბანკის წინაშე წარმოშობილი მსესხებლის ვალდებულებების შეუსრულებლობის (თუ მსესხებელი ფიზიკური პირია) და/ან შესაბამისი ვალდებულებების უზრუნველყოფის საგნ(ებ)ის განადგურების რისკ(ებ)ის დაზღვევა მსესხებლის მიერ შერჩეულ და მხარეთა შორის შეთანხმებულ (ბანკისათვის მისაღებ) სადაზღვევო კომპანიაში, ბანკისთვის მისაღები პირობებითა და პერიოდით;
3.3.3. უზრუნველყოს სადაზღვევო პოლისში ერთადერთ ბენეფიციარად ბანკის დასახელება;
3.3.4. განახორციელოს მზღვეველის ცვლილებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოქმედება, შეწყვიტოს ნებისმიერ მზღვეველთან არსებული სადაზღვევო ურთიერთობა/ხელშეკრულება, რომელიც დაკავშირებულია ბანკის მომსახურებასთან;
3.3.5. მსესხებლის მოთხოვნის შემთხვევაში, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ნებისმიერ დროს მიიღოს ბანკისგან ინფორმაცია დაზღვევით სარგებლობისა და დაზღვევის პირობების შესახებ.
3.4. მსესხებელი აცნობიერებს, რომ სპეციფიკური პირობების „3.3.“ პუნქტში განსაზღვრული ბანკის უფლებამოსილებების განხორციელება წარმოადგენს ბანკის ნებას და არა ვალდებულებას; აღნიშნული უფლების რეალიზება არ არის დამოკიდებული მსესხებლის რაიმე დამატებით თანხმობაზე, ნებართვაზე ან/და მინდობილობაზე და ეს უფლებამოსილება მესამე პირებთან, მათ შორის, სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობაში არ შეიძლება შეიზღუდოს.
მუხლი 4. ინფორმაცია მსესხებლის შესახებ
4.1. მხარეები თანხმდებიან, რომ საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ბანკი შეაგროვებს/დაამუშავებს მსესხებლის შესახებ ყველა იმ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტურ ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდებასთან და ინფორმაციის მიღებასთან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და პირობებით. წინამდებარე ინფორმაცია მუშავდება მსესხებლის გადამხდელუნარიანობის ანალიზის მიზნისათვის და ხელმისაწვდომი იქნება საკრედიტო საინფორმაციო ბიუროში ჩართული მომხმარებლებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით (სესხის გამცემი ორგანიზაციები და ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებელი პირები).
4.2. მსესხებლის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკი ვალდებულია, გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული, ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ.
4.3. მსესხებელი უფლებას ანიჭებს ბანკს და თანახმაა, რომ:
4.3.1. ბანკმა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საბანკო მომსახურების გაწევის მიზნით და ამ მიზნის განსახორციელებლად საჭირო მოცულობით, მიიღოს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან, ბანკისთვის აუცილებელი, მსესხებლის (მსესხებლის უფლებამოსილი წარმომადგენლ(ებ)ის) შესახებ პერსონალური და/ან ბიომეტრიული მონაცემები;
4.3.2. ბანკმა საბანკო მომსახურების გაწევის მიზნით და ამ მიზნის განსახორციელებლად საჭირო მოცულობით, დაამუშავოს მსესხებლის (მსესხებლის უფლებამოსილი წარმომადგენლ(ებ)ის) შესახებ ნებისმიერი კანონიერი გზით (მათ შორის, საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან) მოპოვებული პერსონალური მონაცემები, მათ შორის, მოახდინოს მათი გამოყენება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის (სხვადასხვა საკრედიტო პროდუქტებით სარგებლობის შეთავაზებისთვის);
4.3.3. ბანკმა დაამუშაოს (მათ შორის, გასცეს შესაბამისი პერიოდულობით სადაზღვევო კომპანიაზე) მსესხებლის პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია (მათ შორის, მსესხებლის გარდაცვალების შემდეგ, შესაბამისი მიზეზების დასადგენად, თუ მსესხებელი ფიზიკური პირია) სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობის მიზნით;
4.3.4. იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი დაარღვევს ბანკთან დადებული რომელიმე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას ან ეს საჭირო იქნება ბანკის საქმიანი რეპუტაციის ან/და კანონიერი ინტერესის დასაცავად, ბანკმა სასამართლოს/არბიტრაჟს/აღსრულების ეროვნულ ბიუროს/კერძო აღმასრულებელს გადასცეს ან/და გამოიყენოს ინფორმაცია მსესხებლის შესახებ ისევე, როგორც მსესხებლის მიერ ხელმოწერილი ნებისმიერი დოკუმენტი;
4.3.5. ბანკმა მსესხებლის დამატებითი თანხმობის გარეშე მიაწოდოს თავდებ(ებ)ს ან/და პირ(ებ)ს, რომელთა ქონებ(ებ)ითაც უზრუნველყოფილია მსესხებლის ვალდებულებ(ებ)ი, ინფორმაცია/დოკუმენტაცია იმ ვალდებულებათა შესახებ, რომლებიც უზრუნველყოფილია კონკრეტულად ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიმღები პირის თავდებობით ან/და ქონებით. ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება): დავალიანების მოცულობას, ვადას, საკრედიტო პროდუქტის დაფარვის ისტორიას, შესაბამის ხელშეკრულებებს და სხვა. ამ პუნქტში განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდება არ განიხილება საბანკო საიდუმლოების გაცემად.
მუხლი 5. ფორს-მაჟორი
5.1. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, თუ ამის მიზეზი გახდა საგანგებო ხასიათის მქონე გადაულახავი ძალა, რომლის წარმოშობა ხელშეკრულების დადების მომენტში მხარეებს არ შეეძლოთ წინასწარ განესაზღვრათ და თავიდან აეცილებინათ.
5.2. გადაულახავ ძალად ჩაითვლება სტიქიური უბედურებანი (მიწისძვრა, ხანძარი და სხვა), ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებანი, რომლებიც ცვლიან, აჩერებენ ან წყვეტენ საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების დებულებებს, ნებისმიერი ხასიათის საომარი მოქმედებანი და სხვა ამგვარი მოვლენები, რომელთა წარმოშობაზეც ხელშეკრულებაში მონაწილე მხარეები პასუხს არ აგებენ.
5.3. ფორს-მაჟორული მოვლენა დადასტურებული უნდა იყოს სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ.
5.4. ფორს-მაჟორი არ ათავისუფლებს მხარეებს მისი (ფორს მაჟორის) დასრულების შემდეგ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებისაგან.
5.5. თუ ფორს-მაჟორი გრძელდება ერთ თვეზე მეტ ხანს, მხარეს უფლება აქვს შეწყვიტოს საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება, მისი შეწყვეტის მომენტისათვის არსებული ვალდებულებების მთლიანი შესრულებით.
მუხლი 6. შეტყობინება
6.1. თუ საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების ძირითადი პირობებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, მხარეთა შეტყობინება ხორციელდება წერილობით, ხოლო ბანკს შეუძლია შეტყობინებისთვის გამოიყენოს კომუნიკაციის სხვა საშუალებებიც - ელექტრონული ფოსტა, დისტანციური არხ(ებ)ი (მათ შორის, ინტერნეტ-ბანკი, მობაილ-ბანკი), ან სატელეფონო (სატელეფონო ზარი, მოკლე ტექსტური შეტყობინება) შეტყობინება. შეტყობინება მხარეს უნდა გადაეცეს შეტყობინების გამგზავნისთვის ცნობილ ბოლო მისამართზე.
6.2. შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს, თუ შეტყობინების მიღება დადასტურებულია შესაბამისი წესით (მათ შორის, ელექტრონული დოკუმენტით, ქვითრით, შეტყობინების შესაბამისი სხვა საშუალებით და ა.შ.). თუ შეტყობინების მიღება არ არის დადასტურებული, ნებისმიერი ასეთი შეტყობინება მიიჩნევა სათანადო წესის შესაბამისად გაგზავნილად და მიღებულად:
6.2.1. კურიერის ან საფოსტო გზავნილის მეშვეობით წერილობითი შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში – (ა) თუ შეტყობინება გაგზავნილია ბანკის მიერ - გაგზავნიდან 3 (სამი) კალენდარულ დღეში, ან ჩაბარების დადასტურების თარიღის დღეს (რომელსაც უფრო ადრე ექნება ადგილი); (ბ) თუ შეტყობინება გაგზავნილია მსესხებლის მიერ - ბანკის კანცელარიაში შეტყობინების დარეგისტრირების მომდევნო საბანკო დღეს;
6.2.2. xxxxxx მიერ შეტყობინების ელექტრონული ფოსტის, დისტანციური არხის (მათ შორის, ინტერნეტ-ბანკის, xxxxxx xxxxxx) ან ტელეფონის (სატელეფონო ზარი, მოკლე ტექსტური შეტყობინება) მეშვეობით გაგზავნის შემთხვევაში
– გაგზავნის თარიღის მომდევნო საბანკო დღეს.
6.3. შეტყობინება მიღებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ შეტყობინების გამგზავნ მხარეს შეტყობინება დაუბრუნდება ერთ-ერთი შემდეგი მიზეზის გამო: (ა) შესაბამის მისამართზე/საკონტაქტო მონაცემებზე შეტყობინების ადრესატის ადგილსამყოფელის არარსებობის გამო, (ბ) ადრესატი უარს განაცხადებს შეტყობინების მიღებაზე, ან (გ) ადრესატი თავს აარიდებს შეტყობინების მიღებას.
6.4. მსესხებელი ვალდებულია, საკონტაქტო რეკვიზიტებში ცვლილების განხორციელებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის განმავლობაში, წერილობით აცნობოს ბანკს სახელი/გვარის (სახელწოდების), საპასპორტო მონაცემების (რეგისტრაციის მონაცემების), მისამართის (იურიდიული/ფაქტიური) და საკონტაქტო მონაცემების (ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა და ა.შ) ცვლილებების შესახებ.
6.5. ბანკი პასუხს არ აგებს მსესხებლის მიერ ბანკისთვის მიწოდებული საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამისად გაგზავნილი შეტყობინების სხვა პირის მიერ მიღებით გამოწვეულ შედეგებზე.
მუხლი 7. დავების გადაწყვეტა
7.1. საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების ფარგლებში წარმოშობილ სადაო საკითხებს ბანკი და კლიენტი გადაწყვეტენ მოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, თუ საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების ძირითადი პირობებით ან ბანკსა და კლიენტს შორის გაფორმებული სხვა სათანადო შეთანხმებით გათვალისწინებული არ არის საარბიტრაჟო დათქმა კონკრეტულ არბიტრაჟზე, მხარეთა შორის არსებულ სადაო საკითხებს განიხილავს სასამართლო, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
7.2. საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებული ბანკის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება (მათ შორის გადახდის ბრძანება) მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ერთი პრიმა ნაწილის შესაბამისად.
7.3. მხარეები თანხმდებიან, რომ ბანკის ინტერნეტ-გვერდზე განთავსებულ და/ან ბანკის მონაცემთა ბაზებში (კომპიუტერულ პროგრამებში) დაცულ ინფორმაციას, ამ ინფორმაციის ბანკის მიერ დამზადებულ ელექტრონულ ასლებსა და ამონაბეჭდებს, რომლებიც დამოწმებულია ბანკის მიერ, აქვთ მტკიცებულებითი ძალა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ურთიერთობებთან დაკავშირებული ფაქტების არსებობის დადასტურების მიზნებისთვის.
მუხლი 8. დასკვნითი დებულებები
8.1. საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება (სპეციფიკური პირობების ჩათვლით) ყველა შესაბამის კლიენტთან მიმართებაში ძალაში შედის მხარეთა მიერ საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების ძირითადი პირობების გაფორმების (ხელმოწერის) მომენტიდან და მოქმედებს კლიენტის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე.
8.2. საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების (ან/და მისი რომელიმე პირობის) ვადამდე შეწყვეტა ან/და კლიენტის მიერ პირგასამტეხლოს/საკომისიოს/ჯარიმის გადახდა, არ ათავისუფლებს კლიენტს ბანკის მიმართ ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებისაგან.
8.3. თუ მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების ძირითადი პირობებით ან/და მოქმედი კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებაში (მათ შორის, ძირითად ან/და სპეციფიკურ პირობებში) ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია:
8.3.1. მხარეთა შორის წერილობითი ფორმით გაფორმებული ან/და ბანკის დისტანციური მომსახურების არხის მეშვეობით დადებული შეთანხმებით, ან
8.3.2. xxxxxx მიერ, ცალმხრივად, რა დროსაც კლიენტს შეტყობინება გაეგზავნება ცვლილებ(ებ)ის ძალაში შესვლამდე მინიმუმ 1 (ერთი) კალენდარული თვით ადრე, საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი ფორმით. თუ მსესხებელი არ ეთანხმება ცვლილებას, იგი უფლებამოსილია, ცვლილების ძალაში შესვლამდე შეწყვიტოს საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების მოქმედება ბანკის მიმართ არსებული ვალდებულებების სრულად შესრულებით. სხვა შემთხვევაში, ბანკის მიერ შეთავაზებული ცვლილებები ჩაითვლება მსესხებლის მიერ მიღებულად, ხოლო ხელშეკრულება შეცვლილად, შეთავაზებული პირობების შესაბამისად.
8.4. ბანკს არ ევალება მსესხებლის ინფორმირება ხელშეკრულების ისეთ ცვლილებებზე/დამატებებზე, რომელიც ხორციელდება მსესხებლის სასარგებლოდ და უფლება აქვს, ძალაში შეიყვანოს ბანკის ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე (xxx.xxxxxxxxx.xx) და/ან ბანკის სერვისცენტრებში შესაბამისი ინფორმაციის განთავსებისთანავე.
8.5. ურთიერთობები, რომლებიც არ არის მოწესრიგებული საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებით, რეგულირდება გენერალური ხელშეკრულებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
8.6. ბანკის საქმიანობის ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი (მისამართი: თბილისი, სანაპიროს ქ.2), საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
8.7. წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, განთავსებულია ბანკის ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე (xxx.xxxxxxxxx.xx) და გააჩნია სათანადო იურიდიული ძალა.