NAT გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის შედეგების მიხედვით ვაფორმებთ ხელშეკრულებას შემდეგზე:
ხელშეკრულება №
(სახელმწიფო შესყიდვების შესახებ)
ქ. თბილისი წ.
ერთის მხრივ, სსიპ „ლ. xxxxxxxxxxxx სახ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ (შემდგომში „შემსყიდველი“) მისი გენერალური დირექტორის მოადგილის სახით და მეორეს
მხრივ, (შემდგომში „მიმწოდებელი“) მისი დირექტორის სახით, 2018 წლის
NAT გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის შედეგების მიხედვით ვაფორმებთ ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულების შესყიდვის ობიექტი
1.1.“ბაზრის კვლევა და ეკონომიკური კვლევა; გამოკითხვები და სტატისტიკის“ მომსახურების შესყიდვა
(CPV79300000), დანართი #1-ის შესაბამისად.
1.2. შესყიდვის ობიექტის დეტალური აღწერილობა:
1.2.1. სამედიცინო პროფილის გადაცემაში/შოუში შემსყიდველთან შეთანხმებით ჯანმრთელობის სხვადასხვა პრიორიტეტული თემების გაშუქების უზრუნველყოფა.
1.2.2. სულ 16 (თექვსმეტი) თემის მომზადება და გაშუქება: 12 თემა „ჯანმრთელობის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის „თამბაქო კონტროლის ხელშეწყობის“, „C ჰეპატიტის პრევენცია და მოსახლეობის განათლების ხელშეწყობის“, „ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობა და ნივთიერება დამოკიდებულების პრევენციის“, ჯანსაღი კვების შესახებ განათლება და ცნობიერების ამაღლების“, „ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების შესახებ ცნობიერების ამაღლების“ კომპონენტების ფარგლებში. 4 თემა „უსაფრთხო სისხლის“ სახელმწიფო პროგრამის „სისხლის უანგარო, რეგულარული დონორობის მხარდაჭერისა და მოზიდვის ეროვნული კამპანიის განხორციელებას, მ.შ. "უანგარო დონორთა მსოფლიო დღესთან" დაკავშირებული ღონისძიებების მხარდაჭერის კომპონენტის“ ფარგლებში. კვირაში მინიმუმ ერთი თემის გაშუქება.
1.2.3. თემის გაშუქება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისთვის წერილობით წინასწარ მიწოდებული საკითხების გათვალისწინებით; შესაძლებელია დაგეგმილი თემის ჩანაცვლება შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნის ან მასთან წერილობითი შეთანხმებით რომელიმე საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე.
1.2.4. გადაცემის თემის ფორმატი, შინაარსობრივი მხარე, ისევე როგორც მოწვეული სტუმრები და/ან მომზადებული სიუჟეტი და მასში მონაწილე ადამიანები წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული შემსყიდველთან. სამედიცინო გადაცემაში გასაშუქებელი თემები და მათი რაოდენობრივი განაწილება უნდა განხორციელდეს დაფინანსების წყაროების მიხედვით.
2. ხელშეკრულების საფუძველი
2.1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი.
2.2 „2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28
დეკემბრის N592 დადგენილება (შემდეგში - „დადგენილება“).
2.3 დაფინანსების წყარო: „ჯანმრთელობის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამისა და „უსაფრთხო სისხლის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფარგლებში.
3. ხელშეკრულების საერთო ღირებულება
3.1. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს -------- ( ) ლარს (მომსახურების შესყიდვასთან
დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით).
4. ხელშეკრულების კონტროლი
4.1. ხელშეკრულების შესრულების კონტროლს განახორციელებს – „შემსყიდველის“ სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების შესრულების კონტროლის ჯგუფი ან/და შესაბამისი ფუნქციებით აღჭურვილი პირი რომელიც წარმოქმნილი საჭიროებიდან გამომდინარე, განახორციელებს ინსპექტირებას, რაც გულისხმობს ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლს.
4.2. ინსპექტირების განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა საჭირო საბუთის წარდგენა, ფინანსური ხარჯის და საორგანიზაციო საკითხების გადაწყვეტა ეკისრება მიმწოდებელს.
4.3 ინსპექტირებასა და მიღება-ჩაბარებაზე პასუხისმგელებლი პირები არიან: xxxx xxxxxxxxxxx.
5. შესყიდვის ობიექტის ხარისხი
5.1. „მომსახურების“ უხარისხობის შემთხვევაში „შემსყიდველი“ წერილობით აცნობებს „მიმწოდებელს“ წუნდების მიზეზების მითითებით. „მიმწოდებელი“ საკუთარი სახსრებით დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს შესყიდვის ობიექტის ნაკლის აღმოფხვრას „შემსყიდველის“ ინტერესების გათვალისწინებით.
6. შესყიდვის ობიექტის მიწოდების პირობები, ადგილი და ვადები
6.1.„მომსახურების“ გაწევა განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2018 წლის „მომსახურების“ მიწოდება განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2018 წლის წლის 1 ივლისამდე პერიოდში.
6.2. გაწეული „მომსახურების“შესახებ ინფორმაცია მე-7 მუხლის შესაბამისად წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ ლ. xxxxxxxxxxxx სახ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ მ. ასათიანის ქ. #3 ან კახეთის გზატკეცილი მე-16კმ. ალექსეევკის დასახლება #3.
7. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
7.1. მომსახურების მიწოდების დასრულების შემდგომ ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი.
7.2. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განხორციელდება მოწოდებული მომსახურების შემოწმება, რომელსაც განახორციელებს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სპეციალურად შექმნილი ინსპექტირების ჯგუფი.
7.3. წარმოდგენილ ანგარიშ ფაქტურას ან/და სასაქონლო ზედნადებს(არსებობის შემთხვევაში) შემსყიდველის მხრიდან ხელს აწერს სათანადოდ უფლებამოსილი წარმომადგენელი, ხოლო მიმწოდებლის მხრიდან მის მიერ უფლებამოსილი პირი.
7.4. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველისათვის 7.3. პუნქტში მითითებული დოკუმენტაციის წარდგენა მომსახურების დანიშნულების ადგილზე მიწოდებისთანავე. პასუხისმგებლობა შემსყიდველის მიერ აღნიშნული დოკუმენტაციის დაგვიანებით მიღების ან მიუღებლობის შედეგად წარმოქმნილი ყველა ხარჯებისათვის ეკისრება მიმწოდებელს.
7.5. „მომსახურების“ მიღების დროს გამოვლენილი დეფექტისა და ნაკლის აღმოფხვრას, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს „მიმწოდებელი“.
7.6. იმ შემთხვევაში, თუ „შემსყიდველის“ მიერ საბოლოო შემოწმების შედეგად გამოვლენილი იქნება
„მომსახურების“ უხარისხობა, იგი წერილობით აცნობებს „მიმწოდებელს“ წუნდების მიზეზების მითითებით და მოითხოვს სათანადო კომპენსაციას.
7.7. „მიმწოდებელი“ ვალდებულია სსიპ ლ. xxxxxxxxxxxx სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კანცელარიის გავლით წარმოადგინოს:
7.7.1. შემსყიდველის მიერ მიწოდებული თემების გაშუქების წინასწარი გეგმა-გრაფიკი „შემსყიდველთან“ შესათანმხებად; თემის აქტუალობიდან გამომდინარე შეიძლება შეიცვალოს თემების რიგითობა, რის შესახებაც მიმწოდებელი ინფორმირებული უნდა იყოს სულ მცირე 1 კვირით ადრე.
7.7.2. გადაცემაში გაშუქებული თემები ჩაწერილი 5 ცალ DVD ფორმატზე;
7.7.3. მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს TMI-ის ან თი-ვი ემ-არ საქართველოს (ჩამოთვლილიდან ერთ-ერთის) სისტემით განსაზღვრული ანგარიშების ყოველთვიური მიწოდება შემსყიდველისათვის მოცემულ თვეს გაწეული მომსახურების დასრულების შემდეგ არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. წარდგენილი ანგარიში უნდა იყოს ხელმოწერილი შპს “xxx xxxxx ინტელიჯენსის“ (TMI) ან თი-ვი ემ-არ საქართველოს (ჩამოთვლილიდან ერთ-ერთის) მიერ.
8. ანგარიშსწორების წესი, ფორმა და ვადები
8.1. ანგარიშსწორების ფორმა იქნება: უნაღდო ანგარიშსწორება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისად.
8.2. ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიური გაწეული „მომსახურების“ ღირებულების შესაბამისად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
8.3. ანგარიშსწორება განხორციელდება ლარებში.
9. მხარეთა უფლება-მოვალეობანი
9.1. „შემსყიდველი“ უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება „მომსახურების“ ხარისხის, ვადის ან/და მიწოდების პირობების გაუარესების გამო, აგრეთვე მე-12 მუხლით გათვალისწინებული პირობების შემთხვევაში;
9.2. „შემსყიდველი“ ვალდებულია უზრუნველყოს გაწეული მომსახურების ღირებულების დროული გადარიცხვა მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე;
9.3. „მიმწოდებელი“ უფლებამოსილია მოსთხოვოს „შემსყიდველს“ „მომსახურების“ ღირებულების დროული გადარიცხვა მის საბანკო ანგარიშზე;
9.4. „მიმწოდებელი“' ვალდებულია: უზრუნველყოს ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ხარისხის „მომსახურების“
მიწოდება შემსყიდველისათვის ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესაბამისად;
10. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა (პირგასამტეხლო)
10.1. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადების დარღვევის შემთხვევაში „მიმწოდებელს“ ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა დარჩენილი გასაწევი „მომსახურეობის“ ღირებულების 0,05%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაანგარიშებით.
10.2 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა პირობების დარღვევის შემთხვევაში, „მიმწოდებელი“ ერთჯერადად იხდის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების ღირებულების 2%-ის ოდენობით დარღვევის ყოველი ფაქტის დაანგარიშებით.
10.3. ხელშეკრულების მე-10 მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გარდა, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის საჯარიმო სანქციები რეგულირდება „დადგენილებით“.
10.4. იმ შემთხვევაში, თუ პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების 10%-ს შემსყიდველს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოითხოვოს მიყენებული ზარალის ანაზღაურება.
10.5 საჯარიმო სანქციების გადახდა არ ათავისუფლებს „მიმწოდებელს“ ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან.
10.6. „შემსყიდველს“ შეუძლია ასევე მთლიანად ან ნაწილობრივ შეწყვიტოს ხელშეკრულება, „მიმწოდებლისათვის“
ვალდებულებების შეუსრულებლობის წერილობითი შეტყობინების შემდეგ:
10.6.1. თუ „მიმწოდებელს“ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ან „შემსყიდველის“ მიერ გაგრძელებულ ვადებში არ შეუძლია მიაწოდოს „მომსახურება“;
10.6.2. თუ „მიმწოდებელს“ არ შეუძლია შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე ვალდებულება, რომელიც ცვლის პირობებს, რის გამოც ვერ განხორციელდება „მომსახურების“ მიწოდება სრულად ან დადგენილ ვადებში;
10.6.3 თუ ხელშეკრულების შესრულების გაგრძელება მიზანშეუწონელია „შემსყიდველის“ ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე.
10.6.4. თუ „შემსყიდველისათვის“ ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იგი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;
10.6.5. „მიმწოდებლის“ გაკოტრების შემთხვევაში.
10.7. ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლებს „მიმწოდებელს“ დანარჩენი ვალდებულებების შესრულებისაგან.
10.8. „მიმწოდებელი“ იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს პირგასამტეხლოს თანხის გადახდა წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
11. დაუძლეველი ძალის მოქმედება
11.1. ხელშეკრულების დამდები რომელიმე მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას, თუ ხელშეკრულების შესრულების შეფერხება ან მისი ვალდებულებების შეუსრულებლობა არის დაუძლეველ გარემოებათა შედეგი.
11.2. ამ მუხლის მიზნებისათვის „დაუძლეველი ძალა“ ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული „შემსყიდველისა“
და/ან „მიმწოდებლის“ შეცდომებსა და დაუდევრობასთან და მას გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შიეძლება გამოწვეული იქნას საბრძოლო მოქმედებებით, წყალდიდობით, ეპიდემიით, კარანტინით, და სხვა მასთან გათანაბრებული მოვლენებით. რომელსაც ცნობენ მხარეები.
11.3. დაუძლეველი გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება აღწერილობით გარემოებებისა და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობათა მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების
შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელი იქნებიან დაუძლეველი გარემოებების ზეგავლენისაგან.
11.4. დაუძლეველი ძალის არსებობა, უკიდურეს შემთხვევათა გარდა, უნდა იყოს დადასტურებული ოფიციალური ორგანოების მიერ, პრესის ან სხვა მხარეებისათვის მისაღები ფორმით.
12. ხელშეკრულების შეწყვეტა
12.1 ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ერთ-ერთი მხარის ინიციატივით მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
12.2. ხელშეკრულების 12.1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მხარე ვალდებულია მეორე მხარეს აღნიშნულის თაობაზე აცნობოს წერილობით, არაუგვიანეს 15 სამუშაო დღით ადრე.
12.3. წერილობითი შეტყობინება არ ათავისუფლებს მხარეებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან ხელშეკრულების შეწყვეტამდე.
13. სადავო საკითხების გადაწყვეტა
13.1. „შემსყიდველმა“ და „მიმწოდებელმა“ უნდა იხმაროს ყველა ღონე, რათა მათ შორის, ყველა უთანხმოება და დავა, წარმოქმნილი ხელშეკრულების ან მასთან დაკავშირებული სხვა კომპონენტის ირგვლივ, მოაგვარონ მოლაპარაკების წესით.
13.2. თუ „შემსყიდველი“ და „მიმწოდებელი“ ვერ შეძლებენ სადაო საკითხის მოგვარებას მოლაპარაკების გამართვის შემდეგ, ნებისმიერ მხარეს დავის გადაწყვეტის მიზნით შეუძლია დადგენილი წესის მიხედვით მიმართოს სასამართლოს, რის შესახებაც იგი წინასწარ აცნობებს მეორე მხარეს.
14. გამოსაყენებელი სამართალი
14.1. ხელშეკრულება დადებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ინტერპრეტირებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.
15. ხელშეკრულების ენა
15.1. ხელშეკრულების ენაა ქართული. ხელშეკრულებასთან დაკავშირებული მთელი წერილობითი მოლაპარაკებები და სხვა დოკუმენტაცია, რომელიც გაიცვლება მხარეთა შორის უნდა შეესაბამებოდეს სახელშეკრულებო პირობებს.
16. ურთიერთობა მხარეებს შორის
16.1. ნებისმიერი შეტყობინება, რომელსაც ერთი მხარე, ხელშეკრულების შესაბამისად, უგზავნის მეორე მხარეს, გაიგზავნება წერილის, დეპეშის, ტელექსის ან ფაქსის სახით, ორიგინალის შემდგომი წარმოდგენით, ხელშეკრულებაში მითითებული მეორე მხარის მისამართზე.
16.2. შეტყობინება შედის ძალაში ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს ან შეტყობინების ძალაში შესვლის დადგენილ დღეს, იმის მიხედვით, თუ ამ თარიღებიდან რომელი უფრო გვიან დგება.
17. ხელშეკრულების სხვა პირობები
17.1. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა ხდება მხოლოდ მხარეების მიერ წერილობითი შესწორებით და ფორმდება ხელშეკრულების დანამატის სახით, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
17.2. „მიმწოდებელს“ არ აქვს უფლება „შემსყიდველის“ წერილობითი თანხმობის გარეშე მოახდინოს მესამე პირისათვის უფლებების გადაცემა.
17.3. ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილებების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული შემთხვევებისა.
17.4. ხელშეკრულების შესრულების შეფერხების შემთხვევაში მხარეები დაუყოვნებლივ წერილობით ატყობინებენ ერთმანეთს და ღებულობენ ერთობლივ გადაწყვეტილებას.
18. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
18.1. ხელშეკრულება შედის ძალაში მხარეთა მიერ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის თარიღიდან.
18.2. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრება: 2018 წლის 10 აგვისტომდე.
18.3.ხელშეკრულების მოქმედების ვადებში ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა ურთიერთშეთანხმებით.
18.4. ურთიერთობა მხარეებს შორის წყდება მხარეების მიერ ყველა ვალდებულებათა შესრულებისა და დებიტორულ-კრედიტორულ დავალიანებათა დაფარვის შემდგომ.
19. განსაკუთრებული შენიშვნები
19.1. ხელშეკრულება დგება სამ თანაბარძალოვან ეგზემპლიარად, საიდანაც ერთი ეგზემპლიარი გადაეცემა
„მიმწოდებელს“ ხოლო ორი ეგზემპლიარი ინახება „შემსყიდველთან“.
20. მხარეთა რეკვიზიტები
„შემსყიდველი“ „მიმწოდებელი“
სსიპ „ლ. xxxxxxxxxxxx სახ. დაავადებათა კონტროლის და საზოგ. ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“
მისამართი: თბილისი, მ.ასათიანის 9 საიდენტიფიკაციო კოდი: 211324351 სახელმწიფო ხაზინა: TRESGE22
ა/ნ: XX00XX0000000000000000
გენერალური დირექტორი: