Contract
აღნაგობის ხელშეკრულება #რფმ/------ (პროექტი)
q. თბილისი ------------ 2016 weli
შპს `რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტი~ (საიდენტიფიკაციო კოდი 202460103), შემდგომში – ~მესაკუთრე~,
წარმოდგენილი მისი ------------------------------ (პირადი №--------------------) სახით და ------------------
(საიდენტიფიკაციო/პირადი №-----------------), შემდგომში – ”მეაღნაგე”, წარმოდგენილი ------------------------ (პ/ნ----
------------------) სახით, „მესაკუთრის“ მიერ 2016 წლის ---------------- გამოცხადებული №------/ ელექტრონული
აუქციონის (ინტერნეტ-აუქციონი) შედეგების საფუძველზე და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი და მოქმედების ვადა
1.1 `მესაკუთრე“ გადასცემს, ხოლო `მეაღნაგე~ აღნაგობის უფლებით დროებით სასყიდლიან სარგებლობაში იღებს შპს `რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტი~-ს საკუთრებაში რიცხულ მიწის ნავეთს: მდებარე: ;
ფართი: ----------------- კვ.მ.; (ს/კ --------------------, უფლების რეგისტრაციის თარიღი ------------, № ).
1.2 აღნაგობის უფლების მოქმედების ვადა - 20 (ოცი) კალენდარული წელი.
2. აღნაგობის საზღაური და ანგარიშსწორების წესი :
2.1 აღნაგობის საზღაური (შემდგომში ”საზღაური”) ყოველთვიურად შეადგენს ----------- (-------------) ლარს, დღგ-ს ჩათვლით (ელექტრონულ აუქციონზე ”მეაღნაგი”-ს მიერ ლოტზე დაფიქსირებული საბოლოო თანხა).
2.2 არასრული თვის შემთხვევაში, აღნაგობის საზღაურის გადახდევინება მოხდება პროპორციულად, ფაქტობრივი სარგბელობის შესაბამისად.
2.3 საზღაური ”მეაღნაგემ” ”მესაკუთრეს” უნდა გადაუხადოს ყოველი საანგარიშსწორებო თვის მომდევნო თვის 10
რიცხვამდე.
2.4 ”ბე”-ს სახით შემოტანილი თანხა გათვალისწინებული იქნება ბოლო ექვსი თვის ანგარიშსწორებისას.
2.5 საზღაური ირიცხება ”მესაკუთრე”-ს შემდეგ საანგარიშსწორებო ანგარიშზე: სს “საქართველოს ბანკი” ცენტრალური ფილიალი, ბანკის კოდი: 220101502, ა\ა: XX00XX0000000000000000.
2.6 საზღაურის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში მეაღნაგეს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით.
2.7 პირგასამტეხლო ”მეაღნაგეს” ეკისრება წინასწარი გაფრთხილების გარეშე.
2.8 საზღაურის ათვლა იწყება მხარეთა მიერ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგნოში რეგისტრაციის დღიდან 2.1 და 2.2 პუნქტებით გათვალისწინებული ოდენობისა და პირობების შესაბამისად.
3. მხარეთა უფლება-მოვალეობანი:
3.1 ”მესაკუთრეს” უფლება აქვს:
3.1.1 წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ნებისმიერ დროს შეუფერხებლად დაათვალიეროს აღნაგობის უფლებით გაცემული ქონება, მათ შორის შეამოწმოს ”მეაღნაგის” მიერ ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვის მდგომარეობა.
3.1.2 ხუთ წელიწადში ერთხელ, გადახედოს საზღაურს მისი გაზრდის მიზნით და თუ ეკონომიკური პირობები არსებითად შეცვლილია, შესთავაზოს შესაბამისი ცვლილება მეაღნაგეს. მეაღნაგე ვალდებულია დათანმხდეს ეკონომიკური პირობების არსებითი ცვლილებებით გამოწვეული გაზრდილი საზღაურის გადახდას. საზღაური დაითვლება დათვლის მომენტში არსებული საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემულ ქონებაზე და გათვალისწინებული იქნება მხოლოდ ხელშეკრულების საგნის ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც ის იმყოფებოდა გადაცემის მომენტისათვის. საზღაურს დაითვლის დამოუკიდებელი აუდიტორი (ესპერტი).
3.1.3 მოითხოვოს ”მეაღნაგის” მიერ ქონების გაუვარგისების, ქონების ღირებულების შემცირების, დაზიანების ან/და
გაუარესების შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, რაც დადასტურებული იქნება ”მესაკუთრის” მიერ შერჩეული დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ.
3.1.4 დასაბუთებული მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას, მესაკუთრეს უფლება აქვს უარი უთხრას ”მეაღნაგე”-ს აღნაგობის უფლების გასასხვისებაზე ან დროებით სარგებლობაში გადაცემაზე.
3.1.5 გაასხვისოს აღნაგობით გადაცემული მიწის ნაკვეთი მეაღნაგის თანხმობის გარეშე, იმ პირობით, რომ ახალი მესაკუთრის ხელში აღნაგობის პირობები იგივე დარჩება.
3.2 ”მეაღნაგეს” უფლება აქვს:
3.2.1 აღნაგობის უფლებით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე აღმართოს შენობა-ნაგებობა და განახორციელოს ობიექტზე სამეწარმეო საქმიანობა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
3.2.2 აღნაგობის უფლების გასხვისება ან დროებით სარგებლობაში გადაცემა ”მეაღნაგეს” შეუძლია მხოლოდ მესაკუთრის წინასწარი თანხმობით.
3.2.3 აღნაგობის უფლებით აშენებული შენობა ან/და მისი ნაწილი ქვეიჯარით გადასცეს მესამე პირ(ებ)ს ისე, რომ არ შეილახოს ”მესაკუთრის” უფლებები.
3.2.4 მოსთხოვოს ”მესაკუთრეს” ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
3.2.5 აღნაგობის უფლების საფუძველზე აშენებულ შენობა-ნაგებობაზე ”მეაღნაგეს” გააჩნია ისეთი უფლება- მოვალეობები, რაც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულია უძრავი ქონების მესაკუთრის მიმართ, წინამდებარე ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით.
3.3 ”მესაკუთრე” ვალდებულია:
3.3.1 ხელშეკრულების საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგნეტოში რეგისტრაციის მომენტიდან ვადიან სარგებლობაში გადასცეს ”მეაღნაგეს” მიწის ნაკვეთი.
3.3.2 3.4.8 პუნქტით გათვალისწინებული პირობის დარღვევისას/შეუსრულებლობისას, შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება, ”მეაღნაგისათვის” ყოველგვარი კომპენსაციების გაცემის გარეშე.
3.3.3 აღნაგობით გადაცემულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით არ დადოს ისეთი გარიგება, რამაც შეიძლება შეუძლებელი გახადოს მეაღნაგის მიერ ამ ხელშეკრულების პირობების შესრულება.
3.4 ”მეაღნაგე” ვალდებულია:
3.4.1 გადაუხადოს ”მესაკუთრეს” აღნაგობის საზღაური იმ ოდენობითა და პირობებით, რაც გათვალისწინებულია ამ ხელშეკრულებით.
3.4.2 დაიცვას კანონმდებლობით გათვალისწინებული ხანძარსაწინააღმდეგო, უსაფრთხოების და სანიტარულ- ჰიგიენური ნორმები და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, უზრუნველყოს გადაცემული მიწის ნაკვეთის მოვლა- პატრონობა, კეთილსინდისიერად ისარგებლოს აღნიშნული ქონებით.
3.4.3 მისი საქმიანობის განხოციელების პროცესში დაიცვას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და საერთაშორისო ნორმებით დადგენილი, გარემოს დაცვის კუთხით არსებული ყველა ნორმა.
3.4.4 მიწის ნაკვეთი გამოიყენოს მხოლოდ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისათვის და არ მიაყენოს ზიანი გარემოს, მათ შორის მიწას, როგორც ბუნების ელემენტს.
3.4.5 საქმიანობის განხორციელებისას გაითავლისწინოს საწარმოო ნარჩენებით გარემოზე შესაძლო ზემოქმედების ფაქტორები.
3.4.6 მოიპოვოს ყველა ლიცენზია/ნებართვა, რაც საჭირო გახდება აღნაგობის უფლებით დატვირთულ მიწის ნაკვეთზე ისეთი საქმიანობის წარმოებისას, რომლის განხორციელებისათვის საჭიროა ასეთი სახის დოკუმენტი.
3.4.7 უზრუნველყოს მისი საქმიანობის შედეგად წარმოშობილი ნარჩენების მართვის ორგანიზების მკაცრი კონტროლი.
3.4.8 ”მეაღნაგე” იღებს ვალდებულებას, აღნაგობით დატვირთულ მიწის ნაკვეთზე ”მეაღნაგის” მიერ წარმოებული საქმიანობიდან გამომდინარე დამდგარი გარემოსდაცვითი ან სხვა ზიანისათვის, ”მესაკუთრეზე” მატერიალური ან/და სხვაგვარი პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევაში, აანაზღაუროს ”მესაკუთრის” სრული პასუხისმგებლობის თანხა.
3.4.9 აღნაგობით გადაცემული ქონების გაუვარგისების, ქონების ღირებულების შემცირების შემთხვევაში, უმოკლეს ვადაში საკუთარი სახსრებით გამოასწოროს მიწის ნაკვეთის მდგომარეობა ან/და აუნაზღაუროს მესაკუთრეს მიყენებული ზიანი.
3.4.10 მესაკუთრის მოთხოვნის საფუძველზე წარუდგინოს მას აღნაგობით გადაცემულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია.
3.4.11 აცნობოს მესაკუთრეს ყველა საკითხის ან გარემოების შესახებ, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს აღნაგობით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე.
3.4.12 ”მეაღნაგე” ვალდებულია წარუდგინოს ”მესაკუთრეს” აღნაგობის უფლებით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე ასაშენებელი შენობა-ნაგებობის პროექტი, მოსაწყობი ობიექტის გეგმა და პროექტი, რომელიც თავის მხრივ
„მესაკუთრი“-ს მხრიდან შეთანხმებული უნდა იქნას სს „საქართველოს რკინიგზა“-სთან.
3.4.13 ”მეაღნაგეს” მშენებლობის განხორციელება შეუძლია მხოლოდ მესაკუთრის მხრიდან წერილობითი თანხმობის გაცემის შემდეგ. ასეთი თანხმობის გარეშე წარმოებული ნებისმიერი სამშენებლო სამუშაოები ჩაითვლება უკანონოდ და ”მესაკუთრეს” უფლება აქვს მოითხოვოს დაუყოვნებლივი დემონტაჟი, მისი მხრიდან ყოველგვარო კომპენსაციების გაცემის გარეშე.
3.4.14 აღნაგობის უფლების საფუძველზე ასაშენებელი შენობა-ნაგებობის პროექტში ისეთი პირობების გათვალისწინებისას, რაც შელახავს ”მესაკუთრის” უფლებებს, მეაღნაგე ვალდებულია შეიტანოს პროექტში შესაბამისი ცვლილებები.
3.4.15 ”მეაღნაგეს” არ აქვს უფლება აღნაგობის უფლების საფუძველზე ასაშენებელი შენობა-ნაგებობის ”მესაკუთრესთან” შეთანხმებულ პროექტში შეიტანოს მნიშვნელოვანი ცვლილებები (სართულების რაოდენობა, სიღრმე, განაშენიანების ფართი და სხვა) ”მესაკუთრესთან” წინასწარი შეთანხმების გარეშე.
3.4.16 ”მეაღნაგე” ვალდებულია იხადოს აღნაგობის საზღაური მიუხედავად იმისა დაანგრევს, დაინგრევა თუ სხვაგვარად დაზიანდება აღნაგობის უფლების საფუძველზე აშენებული შენობა-ნაგებობა.
3.4.17 აღნაგობის უფლების საფუძველზე აშენებულ (ასაშენებელ) შენობა-ნაგებობის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მშენებლობაზე და ექსპლუატაციაზე სრული პასუხისმგებლობა და ვალდებულებები ეკისრება ”მეაღნაგეს”.
3.4.18 განახორციელოს კონტროლი ქვემოიჯარის საქმიანობაზე, რათა აღნაგობის უფლებით გადაცემული მიწის ნაკვეთი და მასზე აშენებული შენობა-ნაგებობა(ები) მის მიერ გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ”მესაკუთრის” მიერ ნებადართული მიზნებისათვის.
3.4.19 აღნაგობის უფლების შეწყვეტისას აღნაგობის უფლების მქონეს არა აქვს უფლება წაიღოს ნაგებობა ან მისი შემადგენელი ნაწილები.
3.4.20 ხელშეკრულების შეწყვეტიდან ამ ხელშეკრულების 4.2 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში გაათავისუფლოს მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა და ჩააბაროს მესაკუთრეს.
3.4.21 საკუთარი ხარჯებითა და დადგენილი წესით, ხელშეკრულების საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან საჭიროებისამებრ უზრუნველყოს კომუნალური გადასახადებისათვის საჭირო მრიცხველების დაყენება და შესაბამისად გადაიხადოს აღნიშნული კომუნალური გადასახდები.
4. მიწის ნაკვეთის გადაცემის წესი და აღნაგობის ვადის გასვლის შედეგები
4.1 მიწის ნაკვეთის გადაცემა ხორციელდება აღნაგობის უფლების საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, სადაც აღწერილი იქნება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდგომარეობა და მხარეთა შენიშვნები.
4.2 მიწის ნაკვეთის დაბრუნება განხორციელდება ხელშეკრულების ვადის ამოწურვიდან 20 (ოცი) სამუშაო დღის ვადაში, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
4.3 აღნაგობის უფლების შეწყვეტისას აღნაგობის უფლების საფუძველზე აშენებული შენობა-ნაგებობა სათანადო წესით რეგისტრირდება მიწის ნაკვეთის მესაკუთრის სახელზე.
4.4 აღნაგობის უფლების ვადის გასვლისას მესაკუთრემ აღნაგობის უფლების მქონეს უნდა მისცეს სათანადო ანაზღაურება ნაკვეთზე აღმართული ნაგებობისათვის, გარდა 4.5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. სათანადო ანაზღაურებად არ ჩაითვლება თანხა, რომელიც არ შეადგენს შეფასების მომენტში ნაგებობის ღირებულების ორ მესამედს. ქონების ღირებულებას დაითვლის დამოუკიდებელი აუდიტორი (ექსპერტი).
4.5 მესაკუთრეს შეუძლია ანაზღაურების გადახდის სანაცვლოდ აღნაგობის უფლების მქონეს გაუგრძელოს აღნაგობის უფლება წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადითა და პირობებით. თუ აღნაგობის უფლების მქონე უარს იტყვის ამ გაგრძელებაზე, მაშინ იგი კარგავს ანაზღაურების მოთხოვნის უფლებასაც.
4.6 აღნაგობის უფლების ვადის გასვლისას, თუ ”მეაღნაგე” უარს იტყვის 4.4 და 4.5 პუქნტებით შეთავაზებულ პირობებზე, ”მესაკუთრე” უფლებამოსილია შეწყვიტოს აღნაგობის უფლება და კომპენსაციის გაცემის გარეშე მოახდინოს შენობა-ნაგებობის მის საკუთრებად რეგისტრაცია;
4.7 აღნაგობის უფლების შეწყვეტისას, მესაკუთრე უფლებამოსილია მოითხოვოს ”მეაღნაგის” მიერ დადებული ქირავნობის ან იჯარის ხელშეკრულებაში მხარედ ჩანაცვლება.
5. ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები
5.1 ”მესაკუთრეს” უფლება აქვს ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე, თუ “მეაღნაგე” სამჯერ არ გადაიხდის ან ვადის დარღვევით გადაიხდის ყოველთვიურად დადგენილ აღნაგობის საზღაურს.
5.2 მესაკუთრის დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, რომ საწარმოს საკუთარი მიზნებისათვის ესაჭიროება აღნაგობის უფლებით დატვირთული მიწის ნაკვეთი, გაფრთხილებიდან 6 თვის ვადაში უპირობოდ გაათავისუფლოს აღნიშნული მიწის ნაკვეთი და მასზე აღმართული (ან/და მიწის ქვემოთ არსებული) შენობა-ნაგებობა. ამ შემთხვევაში ”მესაკუთრე” ვალდებულია გადაუხადოს აღნაგობის უფლების მქონეს კომპენსაცია აღნაგობის უფლებით გაცემულ მიწის ნაკვეთზე აღმართული შენობა-ნაგებობის თვითღირებულების ოდენობით, შესრულებულ სამუშაოებზე ფაქტიურად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე, აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოდგენისა და მიწის ნაკვეთის გამონთავისუფლებიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში. აღნიშნულზე უნდა შედგეს ორმხრივი დოკუმენტი.
5.3 ხელშეკრულების შეწყვეტის სხვა პირობები:
ა. ხელშეკრულების ვადის გასვლა;
ბ. თუ მიწის ნაკვეთი ”მეაღნაგისაგან” დამოუკიდებელი მიზეზების გამო განადგურდა და ”მეაღნაგისათვის”
შეუძლებელი ხდება ქონებით სარგებლობა;
გ. 3.3.2 პუნქტით გათვალისწინებული პირობის დადგომისას;
დ. თუ ”მეაღნაგე” დანიშნულებისამებრ არ იყენებს ქონებას;
ე. ერთი-ერთი მხარის მოთხოვნით, თუ მეორე მხარე არსებითად არღვევს ხელშეკრულების პირობებს; ვ. თუ ”მეაღნაგე” ახორციელებს ისეთ ქმედებებს, რაც იწვევს მიწის ნაკვეთის განადგურებას;
ზ. თუ ”მეაღნაგე” მიწის ნაკვეთზე ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო შეთანხმებებით აკრძალულ ქმედებებს;
თ. კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
5.4 აღნაგობის უფლების შეწყვეტისათვის საჭიროა მესაკუთრის თანხმობა.
6. მხარეთა პასუხისმგებლობა
6.1 “მესაკუთრე” აცხადებს, რომ მის მიერ აღნაგობის უფლებით დატვირთული მიწის ნაკვეთის მიმართ, ხელშეკრულების დადების მომენტში არ არსებობს მისთვის ცნობილი მესამე პირის მხრიდან რაიმე პრეტენზია.
6.2 პასუხისმგებლობა აღნაგობის უფლებით დატვირთული მიწის ნაკვეთის და აღნაგობის უფლების საფუძველზე აღმართული შენობა-ნაგებობის მართლოზომიერ ექსპლუატაციაზე ეკისრება ”მეაღნაგეს”.
6.3 აღნაგობით გაცემულ მიწის ნაკვეთზე, კომერციული საქმიანობის განხორციელების შედეგად, გარემოზე მიყენებული ზიანისათვის ყოველგვარი სახის პახუსიმგებლობა ეკისრება ”მეაღნაგეს”.
7. ფორს-მაჟორი
7.1 მხარეები პასუხს არ აგებენ ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის, თუ ეს გამოწვეულია ფორს-მაჟორული გარემოებებით (წყალდიდობა, მიწისძვრა, სხვა სტიქიური უბედურებები, ომი).
7.2 ფორს-მაჟორული გარემოებების გასვლის შემდეგ მხარეთა ურთიერთობები გრძელდება ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით, გარდა იმ შემთხვევისა თუ ეს შეუძლებელია აღნაგობის უფლებით გადაცემული მიწის ნაკვეთის მთლიანად ან ნაწილობრივ (ისეთი მდგომარეობა, როდესაც შეუძლებელი ხდება ქონების ხელშეკრულების მიზნების განხორციელებისათვის გამოყენება) განადგურების გამო.
7.3 თუ ფორს-მაჟორული გარემოებები გრძელდება სამ თვეზე მეტ ხანს, თითოეულ მხარეს აქვს უფლება მოშალოს ხელშეკრულება მეორე მხარისათვის სათანადო შეტყობინების გაგზავნის შემდეგ.
7.4 ფორს-მაჟორული მდგომარეობის შემთხვევაში, გარდა ზემოაღნიშნულისა მოქმედებს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დებულებები.
8. დავის გადაწყვეტა
8.1 მხარეები მიიღებენ ყველა შესაძლო ზომას, რათა მათ შორის წარმოშობილი უთანხმოება და დავა გადაწყვიტონ ურთიერთშეთანხმებით.
8.2 თუ 3.1.2 პუნქტით გათვალისწინებული საზღაურის ოდენობაზე მხარეებმა ვერ მოაღწიეს შეთანხმებას, დავას გადაწყვეტს საქართველოს საერთო სასამართლოები;
8.3 მხარეები ადასტურებენ, რომ მათ ნოტარიუსისაგან მიიღეს ჯეროვანი განმარტება ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის სამართლებრივი ინსტიტუტის (მისი არსისა და ძირითადი პრინციპების) შესახებ და მათთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ xxxxxxxxxx მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი შეცვლის სასამართლოს სააღსრულებო ფურცელს; შესაბამისად მხარეები შეთანხმდნენ, რომ კრედიტორს უფლება აქვს სასამართლოსადმი მიმართვისა და სასამართლო საქმისწარმოების გარეშე მიმართოს ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით, მიიღოს ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი და მოვალის მიმართ თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით აღსრულების პროცესი დაიწყოს ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ამასთანავე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელი გაიცემა მოვალეების მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის გამოთხოვის გარეშე. ხოლო, მოვალეების ან მესამე პირების მიერ სააღსრულებო ფურცლის გასაჩივრება არ შეაჩერებს სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებულ წარმოებას.
9. დასკვნითი დებულებები
9.1 თითოეული მხარე იღებს ვალდებულებას მკაცრად დაიცვას ხელშეკრულების პირობები.
9.2 მხარეები კისრულობენ ვალდებულებას არ გაახმაურონ კონფედენციალური ცნობები, რომელიც მათთვის ცნობილი გახდება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.
9.3 ნებისმიერი შეტყობინება, დაკავშირებული ამ ხელშეკრულების ცვლილებასთან, დგება წერილობითი ფორმით.
9.4 ნებისმიერი შეთანხმება, დაკავშირებული ამ ხელშეკრულების ცვლილებასთან, დგება წერილობითი ფორმით და საჭიროებს ორივე მხარის მიერ ხელმოწერას.
9.5 ის საკითხები, რომელიც ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ არის, გადაწყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
9.6 მხარეები ვალდებული არიან მისამართებისა და რეკვიზიტების შეცვლის თაობაზე ერთმანეთს წერილობით აცნობონ 15 დღის ვადაში.
9.7 მხარე, რომლის მიმართაც დაიწყება გაკოტრების საქმის წარმოება, ვალდებულია აცნობოს მეორე მხარეს აღნიშნულის შესახებ.
9.8 ხელშეკრულება ძალაში შედის, სანოტარო წესით დამოწმების და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან და მოქმედებს მხარეთა მიერ ვალდებულებების სრულ შესრულებამდე.
9.9 აღნაგობის უფლება საჯარო რეესტრში შეიტანება მიწის ნაკვეთზე არამესაკუთრეთა სანივთო უფლებებს შორის მხოლოდ პირველი რიგის უფლებად. ეს რიგი არ შეიძლება შეიცვალოს;
9.10 მეაღნაგე ვალდებულია მოახდინოს ხელშეკრულების საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაცია.
ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების, საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და ხელშეკრულების ასლის (2
ეგზემპლიარად) გამოთხოვის ხარჯები ანაზღაურდება „მეაღნაგის“ მიერ.
9.11 წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, ოთხი თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება სანოტარო ბიუროში, ერთი მეაღნაგეს, ერთი მესაკუთრეს და ერთი ინახება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
9.12 თუ ხელშეკრულების რომელიმე დებულება მიჩნეული იქნება ბათილად, სხვა დანარჩენი პირობები იმოქმედებს უცვლელად.
10. მხარეთა რეკვიზიტები
“მესაკუთრე” | “მეაღნაგე” |
შპს „რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტი“ ქ. თბილისი, თამარ მეფის გამზირი №15 ტელ.: 595 03 00 10 |