Contract
ნასყიდობის ხელშეკრულება №
ქ. თბილისი ”------” 2021 წელი
ერთის მხრივ, სს ”საქართველოს რკინიგზა ” (საიდენტიფიკაციო №202886010), შემდგომში- ”გამყიდველი”, წარმომადგენელი მისი გენერალური დირექტორის xxxxx xxxxxxx სახით და მეორეს მხირვ ------------------------------ (საიდენტიფიკაციო --------------), შემდგომში ”მყიდველი”, წარმომადგენელი მისი
სს ”საქართველოს რკინიგზის” დირექტორთა საბჭოს ------- წლის ----- № დადგენილების,
სს ”საქართველოს რკინიგზის” სამეთვალყურეო საბჭოს -------წლის --------- № სხდომის
ოქმის, სს საქართველოს რკინიგზის~-ს მიერ 2021 წლის -------- გამოცხადებული №-------
ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტ-აუქციონი) შედეგების საფუძველზე და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ვდებთ წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
1.1. წინამდებარე ხელშეკრულების საგანია სს ”საქართველოს რკინიგზის” მიერ ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტ-აუქციონი) წესით, ლოტი ით განსაზღვრული -
-------------- ლითონის ჯართის რეალიზება.
1.2. ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ”გამყიდველი” გადასცემს ”მყიდველს” საკუთრების უფლებას ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულ ქონებაზე, რომელიც განთავსებულია ქ. გორი და ს.არგვეთა .....................................
1.3. ,,მყიდველისთვის” ნასყიდობის საგნის გადაცემა მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რაც დადასტურდება მხარეთა უფლებამოსილი პირების მიერ.
2. ხელშეკრულების ფასი
2.1. ხელშეკრულების საგნის საერთო ღირებულება შეადგენს ლარს;
3. ანგარიშსწორების პირობები
მყიდველი ვალდებულია ხელშეკრულების 2.1 პუნქტით გათვალისწინებული თანხა
ლარი, ”ბე-ს” თანხის - ---- ლარის გამოკლებით, ჩარიცხოს სს ”საქართველოს რკინიგზის” ანგარიშსწორების ანაგარიშზე:
ს/ს ”თი ბი სი” ბანკი მარჯანიშვილის xxxxxxx, ბანკის კოდი: XXXXXX00;
ანგარიშის ნომერი: XX00XX0000000000000000 მიმღები: სს „საქართველოს რკინიგზა“
3.1 ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღისა, 2021 წლის 24 საათამდე;
3.1. საბოლოო ანგარიშწორება ”მყიდველსა” და ”გამყიდველს” შორის განხორციელდება სს ”საქართველოს რკინიგზის” მიერ ფაქტობრივად მიწოდებული საქონლის შესაბამისად, ჯართის გადაწონვის დასრულებიდან 15 საბანკო დღის ვადაში. კერძოდ, თუ სხვადასხვა სახეობის ლითონის ჯართის აწონვის შედეგად დადგინდა ხელშეკრულებით განსაზღვრულზე მეტი ან ნაკლები ოდენობა, ,,მყიდველი” -,,გამყიდველს”/,,გამყიდველი”-
,,მყიდველს” აუნაზღაურებს თანხას დანართი 1-ის შესაბამისად;
3.2. ”მყიდველის” მიერ გადახდილი ”ბე”-ს თანხა ----------- ლარი ჩაითვლება გასაყიდი ქონების ფასში საბოლოო ანგარიშსწორებისას;
3.3. თუ ”მყიდველი” არ გადაიხდის ნასყიდობის საგნის სრულ ღირებულებას ხელშეკრულების 3.1 პუნქტით დადგენილი ოდენობითა და ვადაში, №-------
ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტ-აუქციონი) შედეგები უქმდება და ”მყიდველს” არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე და არ დაუბრუნდება გადახდილი ”ბე”-ს თანხა
- ----------- ლარის ოდენობით.
4. ნასყიდობის საგნის გატანის ხარჯები
4.1. ”მყიდველი” საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს წინამდებარე ხელშეკრულებით შეძენილი ქონების (ლითონის ჯართის) აწონვას (დაკალიბრებულ სასწორზე, რომელსაც გააჩნია შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული სერთიფიკატი), დატვირთვა- გადმოტვირთვასა და ტრანსპორტირებას;
5. საკუთრების უფლების გადასვლა
5.1. შეძენილ ქონებაზე ”მყიდველი” საკუთრების უფლებას იძენს ხელშეკრულების საერთო ღირებულების სრულად გადახდისა და მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის დღიდან.
5.2. ,,გამყიდველის“ მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერაზე უფლებამოსილია კომისია, რომელიც შეიქმნება შესაბამისი ბრძანების საფუძველზე.
6. მხარეთა ვალდებულებები
6.1. ”გამყიდველი” ვალდებულია ”მყიდველს” გადასცეს წინამდებარე ხელშეკრულების 1.1 პუნქტში განსაზღვრული ქონება, ამ უკანასკნელის მხრიდან ნასყიდობის ფასის სრულად გადახდის შემდეგ;
6.2. ”მყიდველი ” ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 (სამოცი) სამუშაო დღის ვადაში სრულად უზრუნველყოს შეძენილი ქონების გატანა ”გამყიდველის” ტერიტორიიდან და გატანის პროცესში მისი გადაწონვა, ქონების განთავსების ტერიტორიის მიხედვით, უახლოეს სერთიფიცირებულ სასწორზე, „გამყიდველის“ უფლებამოსილი წარმომადგენლების თანდასწრებით;
6.3. ყოველი გადაწონვის პროცედურის დასრულებისას, მხარეები ვალდებულნი არიან გააფორმონ წინამდებარე ხელშეკრულების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მიღება- ჩაბარების აქტი, რომელშიც აღინიშნება „გამყიდველის“ მიერ, „მყიდველისთვის“ გადაცემული ჯართის სახეობა და წონა;
6.4. ხელშეკრულების 6.2 პუნქტის მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში,
,,მყიდველს“ დაეკისრება პირგასამტეხლო, ჯართის სარეალიზაციო ღირებულების 0.1 %, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
6.5. „გამყიდველი“ უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება იმ შემთხვევაში თუ 6.4 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო გადააჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების 5%.
6.6. მხარეები თანხმდებიან, რომ რეალიზებულ ჯართის აქტივში რეალიზებულ წონასა და ფაქტიურ წონას შორის (გადაწონვის შედეგად) სადაშვები სხვაობა შესაძლებელია იყოს 10%-მდე რაც გამოვლინდება ჯართის მარაგზე ან/და მისი დატვირთვის შედეგათ მძიმე ტექნიკას (სატრანსპორტო საშუალებას ან/და სხვა) გაყოლილი სხვადასხვა მასალა (ქვიშა/ბეტონი/ნაგავი და სხვა), რომელიც არ ჩაითვლება რეალიზებული აქტივის
სახეობაში, რაზეც მხარეთა შორის შედგება დამატებითი დოკუმენტი (ორმხრივი აღწერის აქტი);
7. დავის გადაწყვეტა
7.1. მხარეები ეცდებიან ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული ყველა დავა გადაჭრან ურთიერთმოლაპარაკების გზით;
7.2. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში მხარეები მიმართავენ სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
8. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
8.1. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებს ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე.
9. სხვა პირობები
9.1. თითოეული მხარე ვალდებულია მკაცრად დაიცვას ხელშეკრულების პირობები;
9.2. ხელშეკრულების განსაზღვრული პირობების დარღვევით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
9.3. ხელშეკრულების ადმინისტრატორები განისაზღვრნონ სს ,,საქართველოს რკინიგზის“ 2021 წლის ----- N ბრძანების შესაბამისად.
9.4. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე 3 თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად.
9.5. ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა წერილობითი შეთანხმებით.
მხარეთა რეკვიზიტები
”გამყიდველი” ”მყიდველი”
სს ”საქართველოს რკინიგზა” ს/კ 202886010
მის: ქ. თბილისი, თამარ მეფის გამზ. №15
/ / /
დანართი 1
განზ. ერთეული | ერთეულის საწყისი გასაყიდი ფასი ლარი | ერთეულის გასაყიდი ფასი ბიჯის გათვალისწინებით ლარი | |
თუ სხვადასხვა სახეობის ლითონის ჯართის აწონვის შედეგად დადგინდა ხელშეკრულებით განსაზღვრულზე მეტი ან ნაკლები ოდენობა, ”მყიდველი”- ”გამყიდველს” / ”გამყიდველი”- ”მყიდველს” გადაუხდის თანხას საბოლოო სახელშეკრულებო ფასის პროპორციულად.
მხარეთა რეკვიზიტები: