ხელშეკრულების
ზოგადი პირობები
|
ტერმინთა
განმარტებები
|
ხელშეკრულებაში
გამოყენებული ყველა სიტყვა
ან გამონათქვამი ატარებს
ქვემოთ მოცემული განსაზღვრებებით
მინიჭებულ შინაარს, გარდა
ხელშეკრულების კონკრეტულ
მუხლში კონტექსტით განსხვავებულად
განმარტებული შემთხვევებისა:
|
ხელშეკრულება
|
„ხელშეკრულება“
გულისხმობს წინამდებარე
შეთანხმებასა და ქვეთავი
1.3-ში მითითებულ ყველა
დოკუმენტს ერთობლივად.
„ნახაზები“
ნიშნავს დანართების
ჩამონათვალში მითითებულ
დამკვეთის კუთვნილ საშემსრულებლო
ნახაზებსა და ხელშეკრულების
მიმდინარეობისას შექმნილი
ნებისმიერი დამატებითი
თუ შეცვლილი ნახაზების
ერთობლიობას.
„სპეციფიკაცია“
გულისხმობს დანართების
ჩამონათვალში მითითებულ
დოკუმენტს, რომელიც ასახავს
„დამკვეთის“ მიერ დაწესებულ
მოთხოვნებს შესასრულებელი
სამუშაოს, შესაძლო შესასრულებელი
საპროექტო დოკუმენტაციის
და ნებისმიერი განსახორციელებელი
ცვლილების დოკუმენტების
მიმართ.
„პროექტის
განმარტებითი ბარათი“
ნიშნავს დანართების
ჩამონათვალში მითითებულ
დოკუმენტს, რომელიც აღწერს
განსახორციელებელ პროეტს,
მიღებული საინჟინრო
გადაწყვეტილებების საფუძვლებს
და სამუშაოთა ორგანიზებას.
„ხარჯთაღრიცხვა“
გულისხმობს დანართების
ჩამონათვალში მითითებულ
დოკუმენტს, რომელიც ასახავს
შემსრულებლის მიერ
განფასებულ
სამუშაოების ჩამონათვალს
(რომლის საფუძველზეც მოგებულ
იქნა ტენდერი შემსრულებლის
მიერ) და ხელშეკრულების
მიმდინარეობისას დამატებული
ან შეცვლილი პოზიციების
ერთობლიობას.
|
უფლებამოსილი
პირები
|
„დამკვეთი“
გულისხმობს შეთანხმებაში
მითითებულ იურიდიულ პირს
ან მის სამართალმემკვიდრეს.
„შემსრულებელი“
გულისხმობს შეთანხმებაში
მითითებულ იურიდიულ პირს
ან მის სამართალმემკვიდრეს.
„მხარე“
გულისხმობს დამკვეთს ან
შემსრულებელს, ხოლო „მხარეები“
ორივეს.
|
თარიღები,
დრო, ვადები
|
„დღე“ გულისხმობს
კალენდარულ დღეს.
„სამუშაოთა
დასრულების ვადა“ გულისხმობს
დროის მონაკვეთს სამუშაოთა
დაწყების თარიღიდან
ხელშეკრულების სპეციფიკური
პირობების 1.1.10-ქვეთავში
მითითებულ სამუშაოების
დასრულების დაგეგმილ
თარიღამდე.
„სამუშაოთა
დაწყების თარიღი“ განისაზღვრება
ხელშეკრულების ხელმოწერიდან
მე - 14 დღე, თუ ხელშეკრულების
სპეციფიკური პირობების
1.1.11-ქვეთავში სხვაგვარად
არ არის განსაზღვრული.
|
თანხები
და გადახდები
|
„საავანსო
გადახდა“ გულისხმობს
დამკვეთის მიერ შემსრულებლისთვის
წინასწარ ჯერ არ შესრულებული
სამუშაოებისათვის თანხის
გადახდას, ხელშეკრულების
სპეციფიკური პირობების
10.2-ქვეთავში განსაზღვრული
ოდენობითა და პირობებით.
„საავანსო
თანხის გაქვითვა“ გულისხმობს
შესრულებიდან დამკვეთის
მიერ ხელშეკრულების
სპეციფიკური პირობების
10.4.1.-ში მითითებული ოდენობით
თანხის დაკლებას.
„შუალედური
შესრულება“ გულისხმობს
შემსრულებლის მიერ დანართი
„ე“-ს ფორმით დამკვეთისთვის
მიწოდებული თანხის გადახდის
მოთხოვნას, რომლის შესაბამისი
სამუშაოებიც განხორციელებულია
აღნიშნული მომენტისთვის.
„დაკავებული
თანხა“
გულისხმობს
თანხას რომელსაც დამკვეთი
დაუკავებს შემსრულებელს
10.4.2 - ის შესაბამისად ყველა
შუალედური შესრულების
ანაზღაურების დროს და
დაუბრუნებს ხელშეკერულების
ქვეთავების 10.5 და 10.6-ის
შესაბამისად.
„ხარჯი“
გულისხმობს შემსრულებლის
მიერ ხელშეკრულების პირობების
შესაბამისად გაწეულ ან
გასაწევ დანახარჯს მოგების
დარიცხვის გარეშე.
„საბოლოო
ანგარიშსწორება“ გულისხმობს
ხელშეკრულების დასრულების
დროისთვის არსებული
გადასახდელი თანხის დაფარვას.
|
სხვა
განმარტებები
|
„დეფექტი“
გულისხმობს
მიღება-ჩაბარების შემდგომ
ხელშეკრულების დასრულებამდე
(სრულ საგარანტიო პერიოდში)
გამოვლენილ ხარვეზს.
„კომუნიკაცია“
გულისხმობს ხელშეკრულების
აღსრულებასთან დაკავშირებულ
ნებისმიერი ინფორმაციის
გაცვლას მხარეთა შორის.
„მასალა“
გულისხმობს ნებისმიერ
ნივთიერებას/ნივთს შემსრულებლის
მოწყობილობების გარდა,
რომელიც გამოიყენება
სამუშაოთა დასრულებული
სახის მისაღწევად.
„პროგრამა“
გულისხმობს
შემსრულებლის მიერ დამკვეთისთვის
წარდგენილ სამუშაოთა დროში
გაწერილ გეგმა-გრაფიკს და
შესაბამის სავარაუდო
თანხებს, რომლის ათვისებასაც
შემსრულებელი გეგმავს
ყოველთვიურად. პროგრამა
განახლებულ უნდა იქნას
ხელშეკრულების სპეციფიკური
პირობების 7.3-ქვეთავში
მითითებული სიხშირითა და
პირობებით.
„სამუშაოები“
გულისხმობს ხელშეკრულების
დანართების შესაბამისად
შესასრულებელ/შესრულებულ
ყველა სამუშაოს, დროებითი
და ცვლილების საფუძველზე
შესრულებული სამუშაოების
ჩათვლით.
„სამუშაოების
დასრულების დადასტურება“
გულისხმობს, რომ სამუშაოები
დასრულებულია ხელშეკრულების
მოთხოვნების შესაბამისად
და გამოსწორებულია დამკვეთის
მიერ დაფიქსირებული ხარვეზები.
სამუშაოების დასრულების
დადასტურების თარიღი
განსაზღვრავს ხელშეკრულების
სპეციფიკური პირობების
7.6-ქვეთავით განსაზღვრული
ბონუსის ათვლის თარიღს,
ასეთის არსებობის შემთხვევაში.
„სამშენებლო
მოედანი“ გულისხმობს
დამკვეთის მიერ გამოყოფილ
ადგილ(ებ)ს სადაც განხორციელებულ
უნდა იქნას ხელშეკრულებით
გათვალისწინებული სამუშაოები.
„ფორს
მაჟორი“ გულისხმობს
განსაკუთრებულ შემთხვევას
ან გამონაკლის, რომელიც არ
ექვემდებარება რომელიმე
მხარის კონტროლს, რომლის
გათვალისწინებაც შეუძლებელი
იყო ხელშეკრულების გაფორმებამდე,
რომლის დადგომის თავიდან
აცილება შეუძლებელი
იყო
მხარეთა მიერ, და რომლის
დადგომაც რაიმე ფორმით
ინიცირებული არ არის მხარეთა
მიერ.
„შემსრულებლის
მოწყობილობები“ გულისხმობს
ყველა დანადგარს, სატრანსპორტო
საშუალებას, ტექნიკას,
ინსტრუმენტს, ხელსაწყოს
და სამუშაოების შესრულებისათვის
საჭირო ნებისმიერ საგანს,
მასალისა
გარდა.
„ცვლილება“
გულისხმობს ნებისმიერ
ცვლილებას ნახაზებში,
სპეციფიკაციაში და
ხარჯთაღრიცხვაში, რომელიც
განხორციელებულ იქნება
დამკვეთის მოთხოვნით ქვეთავი
9.1-ის შესაბამისად.
„ძირითადი
სამუშაოების დასრულების
დადასტურება“ გულისხმობს,
რომ სამუშაოები შესრულებულია
იმ მოცულობით, რომ ფუნქციურად
გამართულია სრულად და
დამკვეთს შეუძლია გამოიყენოს
საპროექტო დანიშნულების
შესაბამისად, მაგრამ
ფიქსირდება უმნიშვნელო
ხარვეზები ან დაუსრულებელი
სამუშაოები, რომლების
ჩამონათვალიც თან ერთვის
აღნიშნულ დადასტურებას
და შემსრულებელს ეძლევა
გონივრული ვადა ამ ხარვეზების
აღმოფხვრისათვის. ძირითადი
სამუშაოების დასრულების
დადასტურების თარიღი
განსაზღვრავს ხელშეკრულების
სპეციფიკური პირობების
7.5-ქვეთავით განსაზღვრული
ჯარიმის დასრულების თარიღს,
ასეთის არსებობის შემთხვევაში.
„ხარვეზი“
გულისხმობს სამუშაოების
მიმდინარეობისას ან ძირითადი
სამუშაოების დასრულების
დადასტურებისას დაფიქსირებულ
შეუსაბამობას შესრულებულ
სამუშაოსა და ხელშეკრულების
მოთხოვნებს შორის.
|
ინტერპრეტაცია
|
ამ
ხელშეკრულების განმარტებისას,
თუ კონტექსტიდან სხვაგვარად
არ არის განმარტებული:
„დადასტურება“
გულისხმობს წერილობით
დადასტურებას;
„წერილობით“
გულისხმობს
გაგზავნილს წერილობითი
ფორმით (ფოსტით, ელ. ფოსტით
ან ფაქსით), მიღების
დამადასტურებელი საბუთის
არსებობის შემთხვევაში;
თუ
კონტექსტი სხვაგვარად არ
განმარტავს, მხოლობითში
ნახსენები სიტყვა ასევე
გულისხმობს მრავლობით
მნიშვნელობასაც და მრავლობითში
ნახსენები სიტყვა ასევე
გულისხმობს მხოლობით
მნიშვნელობასაც;
სათაურები
ხელშეკრულებაში გამოყენებულია
მხოლოდ გაადვილებული
აღქმისათვის და არ ატარებს
სხვა არსებით მნიშვნელობას.
|
დოკუმენტების
პრიორიტეტულობა
|
ქვემოთ
ჩამოთვლილი დოკუმენტები
განიხილება ხელშეკრულების
განუყოფელ ნაწილად და მათი
ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს
ჩამონათვალში განსაზღვრული
თანმიმდევრობითა და
პრიორიტეტულობით:
შეთანხმება
ფასთა
გამოკითხვაში მონაწილის
საბოლოო წინადადების
შემაჯამებელი ფურცელი
ხელშეკრულების
სპეციფიკური პირობები
ხელშეკრულების
ზოგადი პირობები
ხელშეკრულების
ნებისმიერი ცვლილება
დანართი
„ა“: პროგრამა
დანართი
„ბ“: ნახაზები
დანართი
„გ“: ხარჯთაღრიცხვა
დანართი
„ვ“: შესრულებული სამუშაოების
ანაზღაურების მოთხოვნის
უწყისის ფორმა
დანართი
„ზ“: ცვლილების უწყისის
ფორმა
და
ხელშეკრულების სპეციფიკური
პირობებში მითითებული ყველა
სხვა დოკუმენტი, რომელიც
ასევე ამ ხელშეკრულების
განუყოფელი ნაწილია.
|
მარეგულირებელი
კანონმდებლობა
|
ხელშეკრულება
რეგულირდება და განიმარტება
საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად.
|
კომუნიკაცია
|
ხელშეკრულების
ყველა დებულებით განსაზღვრული
შეტყობინება, მითითება თუ
ნებისმიერი სხვა კომუნიკაცია,
განხორციელებული ნებისმიერი
მხარისაგან უნდა მოხდეს
წერილობით, ხელშეკრულების
სპეციფიკური პირობების 1.5
ქვეთავით განსაზღვრულ ენაზე
და გონივრულ ვადაში.
|
ნორმატიული
ვალდებულებები
|
თუ
ხელშეკრულების რომელიმე
დებულება ჩაითვლება უკანონოდ
ან აღუსრულებლად, აღნიშნული
არ იქონიებს ზეგავლენას
დანარჩენი დებულებების და
მთლიანად ხელშეკრულების
კანონიერებაზე და აღსრულებადობაზე.
შემსრულებელი
ვალდებულია დაექვემდებაროს
იმ ქვეყნის კანონმდებლობას,
რომელშიც ხორციელდება
ხელშეკრულებით გათვალისწინებული
სამუშაოები. შემსულებელი
ასევე ვალდებულია თავად
გადაიხადოს ყველა სახის
მოსაკრებელი და გადასახადი,
რომელიც ეხება შესასრულებელ
სამუშაოებსა და ამისათვის
გამოსაყენებელ მასალას
(გარდა დამკვეთის მასალისა)
და შემსრულებლის მოწყობილობებს.
|
დამკვეთი
|
სამშენებლო
მოედნით უზრუნველყოფა
|
დამკვეთი
ვალდებულია უზრუნველყოს
ტერიტორია სამშენებლო
მოედნისათვის და მასზე წვდომა
შემსრულებლისთვის ხელშეკრულების
სპეციფიკური პირობების
2.1-ქვეთავში მითითებული
დროისათვის.
|
ნებართვები
და ლიცენზიები
|
დამკვეთი
ვალდებულია საკუთარი
კომპეტენციის ფარგლებში
უზრუნველყოს შემსრულებლის
დახმარება სამუშაოებისათვის
საჭირო ნებართვების, ლიცენზიების
ან ვიზების მოპოვებისთვის.
ლიცენზიების, ნებართვებისა
და სხვა ავტორიზაციის
დოკუმენტების მოპოვებასთან
დაკავშირებული საკითხები
და ვალდებულებები რეგულირდება
ხელშეკრულების სპეციფიკური
პირობებით.
|
დამკვეთის
ინსტრუქციები
|
შემსრულებელი
ვალდებულია დაემორჩილოს
სამუშაოებთან დაკავშირებულ
დამკვეთის ყველა მითითებას,
სამუშაოების ნაწილობრივ
ან სრულად შეჩერების ჩათვლით.
|
დადასტურებები
|
დამკვეთის
ან მისი წარმომადგენლის
მხრიდან დადასტურება, თანხმობა,
კომენტარი ან მათ გაცემაზე
უარი არ შეიძლება გახდეს
შემსრულებლის მიერ შემდგომი
ვალდებულებების
შესრულებაზე/გაგრძელებაზე
უარის მიზეზი.
|
დამკვეთის
წარმომადგენლები
|
უფლებამოსილი
პირები
|
დამკვეთის
მიერ გამოყოფილ უნდა იქნას
ერთი ან რამდენიმე თანამშრომელი,
რომელიც უფლებამოსილი იქნება
იმოქმედოს დამკვეთის სახელით
და მის მიერ განსაზღვრულ
უფლებამოსილების ფარგლებში
წინამდებარე ხელშეკრულების
სპეციფიკური პირობების 3.1.
ქვეთავის შესაბამისად. ეს
უფლებამოსილი პირი განსაზღვრული
უნდა იყოს ხელშეკრულების
სპეციფიკური პირობების
3.1-ქვეთავით ან დამკვეთმა
წერილობით უნდა შეატყობინოს
შემსრულებელს ხსენებული
პირის შესახებ.
|
დამკვეთის
წარმომადგენლები
|
დამკვეთი
ასევე უფლებამოსილია
წინამდებარე ხელშეკრულებიდან
გამომდინარე საკუთარი
უფლებებისა და მოვალეობების
განხორციელებისათვის ან
შესასრულებლად დანიშნოს/მოიწვიოს
წარმომადგენელი იურიდიული
ან ფიზიკური პირი. დანიშნული
პირი შესაძლებელია განისაზღვროს
ხელშეკრულების სპეციფიკური
პირობების 3.2-ქვეთავით ან
დამკვეთმა დამატებით
შეატყობინოს შემსრულებელს
სხვა პირების შესახებ. დამკვეთი
ვალდებულია შემსრულებელს
წერილობით შეატყობინოს
დანიშნული წარმომადგენლისთვის
მინიჭებული უფლებამოსილების
და მოვალეობის შესახებ.
|
შემსრულებელი
|
ზოგადი
ვალდებულებები
|
შემსრულებელი
ვალდებულია ხელშეკრულების
მოთხოვნების შესაბამისად
კეთილსინდისიერად შეასრულოს
სამუშაოები. შემსრულებელი
ასევე ვალდებულია სრულად
განახორციელოს სამუშაოების
შესასრულებლად ყველა საჭირო
ქმედება: სამშენებლო მოედანზე
უზრუნველყოს ყველა საჭირო
მასალის, მუშახელის, ტექნიკის,
მოწყობილობა-დანადგარის
და ინსტრუმენტის მობილიზება
და განახორციელოს საკუთარი
თანამშრომლების მიერ
შესრულებული სამუშაოების
ზედამხედველობა სახელშეკრულებო
მოთხოვნებთან შესაბამისობისა
და ხარისხის კონტროლის
თვალსაზრისით.
შემსრულებელი
ვალდებულია დამკვეთის
მოთხოვნიდან 7 (შვიდი) დღის
განმავლობაში წარუდგინოს
მას ყველა უფლებამოსილების,
ნებართვის (კორპორაციული
ნებართვის ჩათვლით), თანხმობის
და ლიცენზიის ფლობის
დამადასტურებელი საბუთი,
რაც მოითხოვება საქართველოს
კანონმდებლობით და საჭირო
იქნება წინამდებარე ხელშეკრულების
ხელმოწერის და ხელშეკრულებით
ნაკისრი ვალდებულებების
აღებისთვის.
შემსრულებელი
ვალდებულია დასტურის მისაღებად
გაუგზავნოს დამკვეთს
სამუშაოების შესასრულებლად
საჭირო მასალის ნიმუშ(ებ)ი
და მწარმოებლის მიერ გაცემული
სერტიფიკატ(ებ)ი. შემსრულებელმა
უნდა გაითვალისწინოს აღნიშნული
პროცედურა საკუთარ პროგრამაში
(ქვეთავი 7.3) და უზრუნველყოს
მათი დროული განხორციელება,
სამუშაოების მიმდინარეობის
შეფერხების თავიდან აცილების
მიზნით. შემსრულებელს შეუძლია
აღნიშნული მასალა გამოიყენოს
მხოლოდ დამკვეთის მიერ
სახელშეკრულებო მოთხოვნებთან
შესაბამისობის დადასტურების
შემდგომ.
შემსრულებელი
ვალდებულია ხელშეკრულებით
გათვალისწინებული სამუშაოების
შესასრულებლად გამოიყენოს
სათანადო კვალიფიკაციის
და გამოცდილების მქონე
თანამშრომლები, რომელთა
მიერ შესრულებელ სამუშაოზე
პასუხისმგებელია სრულად.
დამკვეთი უფლებამოსილია
მოითხოვოს შემსრულებლისგან
ხელშეკრულების სპეციფიკური
პირობების 4.1-ქვეთავში
მითითებული თანამშრომლების
კვალიფიკაციის დამადასტურებელი
სერტიფიკატი და/ან სამუშაოების
განხორციელებისათვის საჭირო
წარმოსადგენი დოკუმეტი,
ისევე როგორც საჭიროების
შემთხვევაში მოახდინოს
შემსრულებლის თანამშრომლების
წინასწარი ტესტირება, რის
შემდეგაც შესაბამისი
სპეციალისტი დაიშვება
სამუშაოებზე.
შემსრულებელი
ვალდებულია, დამკვეთის
დასაბუთებული მოთხოვნის
შემთხვევაში, ჩაანაცვლოს
საკუთარი თანამშრომელი, თუ
მის მიერ შესრულებული სამუშაობი
არ ჩაითვლება ჯეროვნად.
შემსრულებელი
სრულად პასუხისმგებელია
საკუთარი წარმომადგენლის
ან ნებისმიერი სხვა თანამშრომლის
ქმედებით ან უმოქმედებით
გამოწვეულ ქონების დაზიანებაზე,
სხეულის დაზიანებაზე ან
გარდაცვალებაზე. შემსრულებელი
ვალდებულია ასეთ შემთხვევაში
თავიდან ააცილოს დამკვეთს
ნებისმიერი და ყველა მოთხოვნა,
სარჩელი და გადაწყვეტილება.
იმ შემთხვევაში თუ ამ საკითხთან
დაკავშირებით დამკვეთს
მოუწია რაიმე ხარჯის გაწევა,
შემსრულებელი ვალდებულია
სრულად აუნაზღაუროს დამკვეთს
ეს ხარჯი.
|
შემსრულებლის
წარმომადგენელი
|
შემსრულებელი
ვალდებულია დასტურის მისაღებად
წარუდგინოს დამკვეთს საკუთარი
წარმომადგენლის პროფესიული
ბიოგრაფია, რომლის სახელი
და გვარი დაფიქსირებულ იქნება
ხელშეკრულების სპეციფიკური
პირობების 4.2-ქვეთავში.
დამკვეთის დასტურის შემთხვევაში
აღნიშნული პიროვნება განიხილება
შემსრულებლის წარმომადგენლად,
რომელსაც დამკვეთი მიმართავს
საკუთარი ინსტრუქციებით.
|
ქვეკონტრაქტები
|
შემსრულებელს
არ აქვს უფლება ქვეკონტრაქტით
გასცეს შესასრულებელი
სამუშაოების სრული მოცულობა
ან მისი ნაწილი. ასეთი
ფაქტის დაფიქსირება განიხილება
როგორც ვალდებულებების
შეუსრულებლობა და განიხილება
ხელშეკრულების შეწყვეტის
მიზეზად. სამუშაოს ქვეკონტრაქტით
გაცემა შემსრულებლის მიერ
შესაძლებელია მხოლოდ დამკვეთთან
წერილობით შეთანხმების
შემდეგ. იმ შემთხვევში თუ
შემსრულებელი დამკვეთის
თანხმობით ქვეკონტრატით
გასცემს ნებისმიერ სამუშაოს,
შემსრულებელი თავად რჩება
პასუხისმგებელი დამკვეთის
წინაშე ქვეკონტრაქტორის
მიერ შესრულებული სამუშაოს
ხელშეკრულების პირობებთან
შესაბამისობაზე.
|
ხელშეკრულების
უზრუნველყოფის გარანტია
|
ხელშეკრულების
ხელმოწერიდან სამუშაოთა
დაწყების თარიღამდე შემსრულებელი
ვალდებულია წარუდგინოს
დამკვეთს ხელშეკრულების
შესრულების უზრუნველყოფის
გარანტია, რომლის ოდენობა
და პირობები განსაზღვრულია
ხელშეკრულების სპეციფიკური
პირობების
4.4-ქვეთავით.
|
შემსრულებლის
დამზადებული ნახაზები
|
შემსრულებლის
ნახაზები
|
შემსრულებელი
ვალდებულია საჭიროების
შემთხვევაში დასტურის
მისაღებად წარუდგინოს
დამკვეთს საშემსრულებლო
ნახაზები, რომლის მიხედვითაც
განხორციელებულ იქნება
ნებისმიერი დამატებითი და
ცვლილებაში ასახული სამუშაოები.
მიღებიდან 10 (ათი) დღის
განმავლობაში დამკვეთი
წერილობით მიმართავს
შემსრულებელს დასტურით ან
შენიშვნ(ებ)ით ან უარყოფით
(იმ შემთხვევაში თუ წარდგენილი
საშემსრულებო ნახაზები არ
შეესაბამება ხელშეკრულების
მოთხოვნებს), შესაბამისი
მიზეზების განმარტებით.
შემსრულებელს არ აქვს უფლება
განახორციელოს საშემსრულებლო
ნახაზებში მითითებული
სამუშაოები დამკვეთისგან
დასტურის მიღებამდე. დამკვეთის
მიერ გამოთქმული შენიშვნების
ან შემოთავაზებული ნახაზების
უარყოფის შემთხვევაში
შემსრულებელი ვალდებულია
უმოკლეს ვადაში აღმოფხვრას
შენიშვნები ან უარყოფის
მიზეზები და ხელახლა წარუდგინოს
დამკვეთს დასტურის მისაღებად.
|
პასუხისმგებლობა
ნახაზებზე
|
შემსრულებელი
პასუხისმგებელია ქვეთავი
5.1-ში განხილულ ნახაზებზე,
რომლის შინაარსიც უნდა
ეთანხმებოდეს ხელშეკრულებით
გათვალისწინებული სამუშაოების
შესრულებას.
შემსრულებელი ასევე
პასუხისმგებელია მის მიერ
წარდგენილი ნახაზებით
გამოწვეულ ინტელექტუალური
საკუთრების უფლებების
დარღვევაზეც.
|
შემსრულებლის
პასუხისმგებლობის შეზღუდვა
|
შემსრულებლის
პასუხისმგებლობის შეზღუდვა
|
წინამდებარე
ხელშეკრულების მიხედვით
შემსრულებლის პასუხისმგებლობა
იზღუდება თუ:
დამკვეთის
მიერ შეჩერდა სამუშაოები
2.3-ქვეთავის შესაბამისად,
და ეს შეჩერება არ არის
ნაკარნახევი შემსრულებლის
არაჯეროვანი ქმედებით;
სამუშაოების
განხორციელების დროს
სამშენებლო მოედანზე
წარმოიქმნა ფიზიკური
დაბრკოლებები (გამოწვეული
არახელსაყრელი კლიმატური
პირობებით), რომლის თავიდან
აცილება შეუძლებელი იქნებოდა
რაციონალური დაგეგმვის,
სამუშაოების დროულად და
კეთილსინდისიერად განხორციელების
პირობებში გამოცდილი
შემსრულებლის მიერ. ასეთის
წარმოქნის შემთხვევაში
შემსრულებელი ვალდებულია
დაუყოვნებლივ აცნობოს
დამკვეთს;
სამუშაოების
განხორციელებისათვის საჭირო
ცვლილებები დამკვეთის მიერ
განზრახ დაგვიანდა ან ჩაიშალა;
განხორციელდა
საკანონმდებლო ცვლილება,
რომელიც შეეხება ხელშეკრულებით
გათვალისწინებულ სამუშაოებს,
და ეს ცვლილება ძალაში შევა
შემსრულებლის მიერ ტენდერში
წარმოდგენილი შემოთავაზების
თარიღის შემდგომ;
ხელშეკრულებით
გათვალისწინებული სამუშაოების
განხორციელებისას შემსრულებელი
დაჯარიმებულ იქნა სახელმწიფო
უწყების მიერ ქმედებისთვის,
რომელიც საჭიროებს დამკვეთის
მიერ მოსაპოვებელ ნებართვას;
|
სამუშაოების
დროის კონტროლი
|
სამუშაოების
შესრულება
|
შემსრულებელი
ვალდებულია შეუდგეს სამუშაოების
შესრულებას ქვეთავი 1.1.11-ით
განსაზღვრულ სამუშაოთა
დაწყების თარიღით, იმუშაოს
წარმოდგენილი პროგრამის
შესაბამისად და დაასრულოს
სამუშაოები ხელშეკრულებით
გაწერილ ხელშეკრულების
სპეციფიკური
პირობების
7.1-ქვეთავით დაკონკრეტებულ
ვადაში, დაგვიანების გარეშე.
|
სამუშაოების
დროებითი შეჩერება
|
ხელშეკრულების
მიმდინარეობის განმავლობაში
შემსრულებელი უფლებამოსილია
საკუთარი საჭიროებების გამო
ისარგებლოს წარმოდგენილი
პროგრამით გაუთვალისწინებელი
სამუშაოების შეჩერების
დროებითი უფლებით. ასეთი
უფლებით შემსრულებელს შეუძლია
ისარგებლოს მხოლოდ ორჯერ
სამუშაოების მიმდინარეობის
მთელ პერიოდში, თითოეული
დროებითი შეჩერების შემთხვევაში
დაუყოვნებლივ აცნობოს
დამკვეთს და ასეთი შეჩერების
ხანგრძლივობა არ უნდა
აღემატებოდეს 2 (ორი) დღეს.
წინააღმდეგ შემთხვევაში
სამუშაოების თვითნებური
შეჩერება განიხილება როგორც
11.1-ქვეთავში განხილული
ვალდებულების შეუსრულებლობა
და განიხილება ხელშეკრულების
შეწყვეტის საფუძვლად.
|
სამუშაო
პროგრამა
|
„შემსრულებელი
ვალდებულია ხელშეკრულების
სპეციფიკური პირობების
7.3-ქვეთავში მითითებული
სიხშირით მიაწოდოს დამკვეთს
ინფორმაციის სახით ყოველი
მომდევნო თვის სამუშაო
პროგრამა, რომელშიც გაწერილია
შემსრულებლის მიერ დაგეგმილი
სამუშაოების თანმიმდევრობა
და ზუსტი ვადები.
პროგრამა ასევე უნდა
ითვალისწინებდეს შემსრულებლის
მიერ დამკვეთთან დასტურის
მისაღებად წარსადგენი
ნებისმიერი მასალისა თუ
დოკუმენტის შეთანხმების
პროცედურებს. დამკვეთი
სარგებლობს პროგრამაში
ასახული სამუშაოების (მათ
შორის ფარული) დასრულების
თარიღებით, რათა შეამოწმოს
და დაუდასტუროს შემსრულებელს
სამუშაოების ჯეროვანი
შესრულება. აღნიშნული დასტურის
გარეშე შემსრულებელს არ
აქვს უფლება გადავიდეს
სამუშაოების მომდევნო ეტაპზე,
გარდა იმ შემთხევისა თუ
შემსრულებელი ახორციელებს
სამუშაოებს დამკვეთთან
შეთანხმებული პროგრამის
ზუსტი დაცვით, ხოლო დამკვეთის
წარმომადგენელი არ გამოცხადდა
სამშენებლო მოედანზე მისთვის
საინტერესო ნებისმიერი
სამუშაოს შესამოწმებლად.
იმ შემთხვევაში თუ შემსრულებელმა
დაასრულა ფარული სამუშაოები
სამუშაო პროგრამის დარღვევით,
რამაც დამკვეთი შეზღუდა
შემოწმების შესაძლებლობაში,
შემსრულებელი ვალდებულია
დამკვეთის მოთხოვნის
შესაბამისად გახსნას ნებისმიერი
ფარული სამუშაო და ისევ
აღადგინოს საჭირო მდგომარეობამდე
საკუთარი ხარჯებით. შემსრულებელი
ვალდებულია 7 (შვიდი) დღით
ადრე აცნობოს დამკვეთს
სამუშაო პროგრამაში
განსახორციელებელი ცვლილების
შესახებ.
|
ვადის
გაგრძელება
|
შემსრულებელს
აქვს უფლება მოითხოვის
სამუშაოებისათვის განკუთვნილი
ვადის გაგრძელება იმ შემთხვევაში,
თუ დაგვიანება არ არის
გამოწვეული შემსრულებლის
ბრალეულობით, ან გამოწვეულია
ისეთი გაუთვალისწინებელი
გარემოებით, რომელზე ზეგავლენაც
არ აქვთ მხარეებს (ფორსმაჟორი).
|
სამუშაოების
დაგვიანებული დასრულება
|
იმ
შემთხვევაში თუ შემსრულებელი
დაასრულებს სამუშაოებს
ხელშეკრულებით გათვალისწინებული
ვადის გასვლის შედგომ, მის
მიმართ ამოქმედებული იქნება
ხელშეკრულების სპეციფიკური
პირობების 7.5-ქვეთავით
გათვალისწინებული პირგასამტეხლო
ყოველ ვადაგადაცილებულ
დღეზე.
|
სამუშაოების
ნააადრევი დასრულება
|
იმ
შემთხვევაში თუ შემსრულებელი
დაასრულებს სამუშაოებს
ხელშეკრულებით გათვალისწინებული
ვადის გასვლამდე, მის მიმართ
ამოქმედებული იქნება
ხელშეკრულების სპეციფიკური
პირობების 7.6-ქვეთავით
გათვალისწინებული ბონუსი
ყოველ ვადამდე დასრულებულ
დღეზე. სამუშაოების ნაადრევი
დასრულების შემთხვევაში
შემსრულებლისთვის ბონუსის
გადახდა შესაძლებელია მხოლოდ
იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოების
განხორციელებისას გამოყენებულ
არ იქნა 7.2-ქვეთავით გათვალისწინებული
შემსრულებლის უფლება და
დამკვეთი უდასტურებს
შემსრულებელს სამუშაოების
დასრულებას, ხარვეზების
მითითების გარეშე.
|
დასრულების
პროცედურები
|
სამუშაოების
დასრულება
|
შემსრულებელი
ვალდებულია წერილობით
მიმართოს დამკვეთს სამუშაოების
დასრულებასთან დაკავშირებით,
როდესაც მიიჩნევს რომ
სამუშაოები დასრულდა.
|
ფარული
სამუშაოების შემოწმება და
ტესტირება
|
დამკვეთს
აქვს უფლება ნებისმიერ დროს
მოითხოვოს ნებისმიერი ფარული
სამუშაოს გახსნა და შემოწმება.
თუ აღნიშნული შემოწმების
შედეგად არ დადასტურდა
შემსრულებლის მიერ სამუშაოების
ხელშეკრულების მოთხოვნების
დარღვევით შესრულება, მხოლოდ
ამ შემთხვევაში შემსრულებელს
აქვს უფლება მოითხოვოს ფარული
სამუშაოების გახსნისა და
მის პირვანდელ მდგომარეობაში
აღდგენასთან დაკავშირებული
ცვლილება ქვეთავ 9.2-ში გაწერილი
პირობების შესაბამისად და
დამკვეთისგან ანაზღაურების
პირობით.
დამკვეთს
ასევე აქვს უფლება ნებისმიერ
დროს საკუთარი ხარჯით მოითხოვოს
სამუშაოების შესრულებისთვის
გამოყენებული ნებისმიერი
მასალის ხარისხის შემოწმება
მესამე პირის მიერ, ხოლო იმ
შემთხვევაში თუ შემოწმებული
მასალის ხარისხი არ შეესაბამება
ხელშეკრულების მოთხოვნებს,
შემსრულებელი ვალდებულია
დაფაროს შემოწმების ღირებულება
და ჩაანაცვლოს ხსენებული
მასალა დამკვეთისთვის
ნებისმიერი ანაზღაურების
მოთხოვნის უფლების გარეშე.
დამკვეთს
ასევე აქვს უფლება ნებისმიერ
დროს მოითხოვოს ნებისმიერი
ხელშეკრულების პირობების
შესაბამისად დამონტაჟებული
აგრეგატის, აპარატურის ან
მაქანა-დანადგარის
ტესტირება/შემოწმება
(შესაძლებელია მესამე პირის
მიერაც), ხოლო იმ შემთხვევაში
თუ შემოწმების შედეგად
აღმოჩენილ იქნება ხელშეკრულების
მოთხოვნებთან შეუსაბამობა,
შემსრულებელი ვალდებულია
საკუთარი ხარჯით დაფაროს
შემოწმების ღირებულება და
ჩაანაცვლოს ხსენებული
აგრეგატი, აპარატურა ან
მაქანა-დანადგარი დამკვეთისთვის
ნებისმიერი ანაზღაურების
მოთხოვნის უფლების გარეშე.
|
სამუშაოების
დასრულების დადასტურება
|
ქვეთავ
8.1-ში განმარტებული დასრულების
წერილის მიღების შემდეგ
დამკვეთი გონივრულ ვადაში
წერილობით უგზავნის შემსრულებელს
სამუშაოების დასრულების
დადასტურებას, ან ძირითადი
სამუშაოების დასრულების
დადასტურებას ხარვეზების
მითითებით, ან არ უდასტურებს
შესრულებულ სამუშაოებს
ხელშეკრულების მოთხოვნებთან
შეუსაბამობის მიზეზით და
შესაბამისი განმარტებებით.
|
ხარვეზების
გამოსწორება
|
დამკვეთის
მიერ ძირითადი სამუშაოების
დასრულების დადასტურების
წერილის მიღების შემდეგ
შემსრულებელი ვალდებულია
დამკვეთთან შეთანხმებულ
ვადებში აღმოფხვრას ამავე
წერილის დანართში მითითებული
ხარვეზები.
შემსრულებლის
მიერ ხარვეზების არ ან ვერ
აღმოფხვრის შემთხვევაში
დამკვეთი უფლებამოსილია
არ გადაუხადოს შემსრულებელს
დაკავებული თანხა და მოახმაროს
ეს თანხა აღნიშნული ხარვეზების
მესამე პირის დახმარებით
ან საკუთარი ძალებით
გამოსწორებას. აღნიშნული
არ გამორიცხავს დამკვეთის
უფლებას მოითხოვოს შემსრულებლისგან
ზიანის ანაზღაურება.
შემსრულებლის
მიერ ხარვეზების არ ან ვერ
აღმოფხვრის შემთხვევაში
დამკვეთი უფლებამოსილია
ცალმხივად შეწყვიტოს
ხელშეკრულება ქვეთავი 11.1-ის
მიზეზით.
|
მიღება-ჩარების
აქტი
|
დამკვეთის
მიერ შემსრულებლისთვის
წერილობით მიწოდებული
ძირითადი სამუშაოების
დასრულების დადასტურების
წერილში მითითებული ხარვეზების
აღმოფხვრის დადასტურების
შემდეგ მხარეები ხელს აწერენ
მიღება-ჩაბარების აქტს,
რომელიც გულისხმობს შემსრულებლის
მიერ დამკვეთისთვის გადაცემულ
დასრულებულ სამუშაოებს მათი
ჯამური ღირებულების მითითებით.
მიღება-ჩაბარების აქტის
ხელმოწერა არ ზღუდავს ქვეთავი
8.2-ით განსაზღვრულ დამკვეთის
უფლებებს და არ წარმოადგენს
მხარეთა შორის საბოლოო
ანგარიშსწორების საფუძველს.
|
საგარანტიო
პერიოდი
|
მიღება-ჩაბარების
აქტის ხელმოწერის დღიდან
იწყება საგარანტიო პერიოდის
ათვლა, რომლის ხანგრძლივობაც
განისაზღვრება ხელშეკრულების
სპეციფიკური პირობების
8.6-ქვეთავში მითითებული ვადით.
|
დეფექტების
აღმოფხვრა
|
შემსრულებელი
ვალდებულია უმოკლეს ვადაში
აღმოფხვრას ნებისმიერი
დეფექტი, რომელიც თავს იჩენს
საგარანტიო პერიოდში და
გამოწვეული არ არის განზრახ
მიყენებული დაზიანებით ან
ისეთი გაუთვალისწინებელი
გარემოებებით, რომლის თავიდან
აცილებაც შეუძლებელი იყო
მხარეების მიერ.
შემსრულებლის
მიერ დეფექტების არ ან ვერ
აღმოფხვრის შემთხვევაში
დამკვეთი უფლებამოსილია
არ გადაუხადოს შემსრულებელს
დაკავებული თანხის მეორე
ნახევარი, ან თუ თანხა უკვე
გადახდილია ხელშეკრულების
სპეციფიკური პირობებით
განზასღვრული საბანკო
გარანტიის საფუძველზე,
გამოიყენოს ეს გარანტია.
იმ
შემთხვევაში თუ ქვეთავი
8.6-ის შესაბამისი ვადის
გასვლამდე დაფიქსირებული
დეფექტი არ იქნება გამოსწორებული,
შემსრულებელი ვალდებულია
გააგრძელოს ყველა აქტიური
საბანკო გარანტია იმ ვადით,
რა დროც დაჭირდება ხსენებული
დეფექტის აღმოფხვრას.
შემსრულებლის
მიერ დეფექტების არ ან ვერ
აღმოფხვრის შემთხვევაში
დამკვეთი უფლებამოსილია
ცალმხივად შეწყვიტოს
ხელშეკრულება ქვეთავი 11.1-ის
შესაბამისად.
|
ხელშეკრულების
დასრულება
|
დამკვეთი
წერილობით დაუდასტურებს
შემსრულებელს საგარანტიო
პერიოდის წარმატებით
დასრულებას, რის შემდგომაც
განახორციელებს საბოლოო
ანგარიშწორებას.
|
ცვლილებები
და პრეტენზიები
|
ცვლილებების
უფლება
|
დამკვეთს
აქვს უფლება მოითხოვოს
ხელშეკრულებით გათვალისწინებული
სამუშაოებში ცვლილების
შეტანა ნებისმიერ დროს,
საგარანტიო პერიოდის ჩათვლით.
|
ცვლილებების
ღირებულებების შეფასება
|
ცვლილებების
ღირებულების შეფასება უნდა
მოხდეს შემდეგი პრიორიტეტულობით:
ხელშეკრულებით
გათვალისწინებული სამუშაოების
ერთეულის ფასზე დაყრდნობით,
ან;
თუ
დამატებითი სამუშაო არ არის
ხელშეკრულებაში დაფიქსირებული
სამუშაოს იდენტური, ერთეულის
ფასის განსაზღვრისთვის
შესაძლებელია ხელშეკრულებაში
დაფიქსირებული ანალოგიური
სამუშაოს ერთეულის ფასით
სარგებლობა, ან;
თუ
დამატებითი სამუშაო არ არის
ხელშეკრულებაში დაფიქსირებული
სამუშაოს იდენტური, დამკვეთი
უფლებამოსილია განსაზღვროს
ერთეულის ფასი მის მიერ
ჩატარებული ფასთა გამოკითხვის
შედეგების შესაბამისად,
ან;
თუ
დამატებითი სამუშაო არ არის
ხელშეკრულებაში დაფიქსირებული
სამუშაოს იდენტური, მხარეებს
შეუძლიათ შეთანხმდნენ
ფიქსირებულ თანხაზე, ან;
ერთეულის
ფასის განსაზღვრისას მხარეებს
შეუძლიათ იხემძღვანელონ
ხელშეკრულების სპეციფიკური
პირობების 9.2(e)-ქვეთავში
მითითებული წყაროს მონაცემებით.
|
დროული
შეტყობინება
|
მხარე
ვალდებულია დაუყოვნებლივ
შეატყობინოს მეორე მხარეს
ნებისმიერი ისეთი გარემოების
წარმოშობის შესახებ, რომელმაც
შესაძლოა ხელი შეუშალოს ან
შეაყოვნოს სამუშაოების
მიმდინარეობა ან გამოიწვიოს
ნებისმიერი დამატებითი
სამუშაოს შესრულების
აუცილებლობა. შემსრულებელი
ვალდებულია საკუთარი
კომპეტენციის ფარგლებში
განახორციელოს ყველა სახის
გონივრული ქმედება აღნიშნული
გარემოებების თავიდან
აცილების მიზნით.
დაგვიანებული
შეტყობინების ან შემსრულებლის
მიერ აღნიშნული გარემოებების
თავიდან აცილების მიზნით
განხორციელებული არაკვალიფიციური,
დაგვიანებული ან არასაკმარისი
ქმედების შემთხვევაში,
დამკვეთი შემსრულებელს
დაუკმაყოფილებს მხოლოდ იმ
ცვლილების მოთხოვნას, რომელიც
აუცილებელი იქნებოდა აღნიშნული
გარემოებების შესახებ დროული
შეტყობინების და შემსრულებლის
მიერ აღნიშნული გარემოებების
თავიდან აცილების მიზნით
განხორციელებული კვალიფიციური,
დროული და აუცილებელი ქმედების
განხორციელების შემთხვევაში.
ასეთ შემთხვევაში დამკვეთს
ყოველთვის ექნება ზიანის
ანაზღაურების მოთხოვნის
უფლება.
|
პრეტენზიის
უფლება
|
შესრულებული
სამუშაოების ხარისხის
სახელშეკრულებო მოთხოვნებთან
შეუსაბამობის შემთხვევაში
დამკვეთი უფლემოსილია
მოსთხოვოს შემსრულებელს
ხარისხის გამოსწორება ან
საკუთარი შეხედულებით
დასაბუთებულად შეამციროს
შემსრულებლისთვის ამ
სამუშაოებისათვის გადასახდელი
თანხის ოდენობა.
იმ
შემთხვევაში თუ შემსრულებელს
დამკვეთის მიერ საკუთარი
ვალდებულების არ შესრულების
გამო მოუწია დამატებით ხარჯის
გაწევა, რომლის თავიდან
აცილება შეუძლებელია
შემსრულებლის მიერ, შემსრულებელს
აქვს უფლება აღნიშნული ხარჯის
დაფარვა მოსთხოვოს დამკვეთს.
იმ
შემთხვევაში თუ შემსრულებელს
ხელშეკრულების პირობების
შესაბამისად შესრულებული
აქვს ნებისმიერი სამუშაო,
ხოლო დამკვეთის მითითებით
ან დამკვეთის მიერ საკუთარი
ვალდებულებების არ შესრულების
გამო აუცილებელი გახდა
აღნიშნული სამუშაოში ცვლილების
შეტანა, დამკვეთი ვალდებულია
დაუდასტუროს და აუნაზღაუროს
შემსრულებელს ეს ცვლილება.
|
ცვლილებისა
და პრეტენზიების პროცედურები
|
შემსრულებელი
ვალდებულია დამკვეთის მიერ
ცვლილების მოთხოვნიდან ან
9.3 ქვეთავში მითითებული
გარემოების დადგომიდან 7
(შვიდი) დღის განმავლობაში
წარუდგინოს დამკვეთს დეტალურად
ჩაშლილი დამატებით
განსახორციელებელი სამუშაოების
ჩამონათვალი დანართ „ე“-ში
მითითებული ცვლილების უწყისის
ფორმით, რომლის განფასება
მოხდება 9.2 ქვეთავის შესაბამისად.
|
ხელშეკრულების
ღირებულება და გადახდები
|
სამუშაოთა
ღირებულება
|
სამუშაოთა
ღირებულება განისაზღვრება
ხელშეკრულების დანართი
„გ“-ს და ხელშეკრულების
ზოგადი პირობების მე-9 თავის
შესაბამისად განხორციელებული
ცვლილებების ერთობლიობით.
|
საავანსო
გადახდა
|
შემსრულებელს
აქვს უფლება ხელშეკრულების
სპეციფიკური პირობების
10.2-ქვეთავში განსაზღვრული
მოთხოვნების შესაბამისად
ისარგებლოს საავანსო გადახდით
ხელშეკერულების სპეციფიკური
პირობების 10.2-ქვეთავში
განსაზღვრული ოდენობითა
და პირობებით.
|
შესრულებების
პერიოდულობა
|
შემსრულებელს
აქვს უფლება ხელშეკრულების
სპეციფიკური პირობების
10.3-ქვეთავში განსაზღვრული
სიხშირით მიაწოდოს დამკვეთს
შესრულება.
|
შუალედური
შესრულებები
|
შემსრულებელი
წარუდგენს დამკვეთს შუალედურად
შესრულებული სამუშაოების
უწყისს, რომელიც შედგენილ
უნდა იქნას დანართ „დ“-ში
მითითებული ფორმით. შესრულებაში
დაფიქსირებული უნდა იყოს
დანართ „ე“-ში ან ხელშეკრულების
ზოგადი პირობების მე-9 თავში
განსაზღვრული მოთხოვნების
შესაბამისად დოკუმენტირებული
ცვლილების უწყისში დაფიქსირებული
სამუშაოების ის ნაწილი,
რომელიც შემსრულებლის აზრით
განხორციელებულია.
შუალედური
შესრულებით დაფიქსირებული
სამუშაოების მოცულობები
და შესაბამისი თანხები
ექვემდებარება გასწორებას
(გაზრდას/შემცირებას) მომდევნო
შუალედურ შესრულებაში, თუ
წინა შესრულებ(ებ)ში აღმოჩენილ
იქნა ნებისმიერი უზუსტობა.
|
|
დამკვეთი
ვალდებულია განახორციელოს
გადახდა შუალედურად შესრულებული
სამუშაოების უწყისის მიღებიდან
21 (ოცდაერთი) დღის განმავლობაში,
დამკვეთის მიერ ხელშეკრულების
სპეციფიკური პირობების 3.2
ქვეთავით განსაზღვრული
წარმომადგენლის მიერ (ასეთის
არსებობის შემთხვევაში)
სამუშაობის ჯეროვნად შესრულების
დადასტურების შემდგომ.
დამკვეთი უფლებამოსილია
შუალედურად შესრულებული
სამუშაოების უწყისში მითითებულ
თანხას დააკლოს: გაცემული
ავანსის (ასეთის
არსებობის შემთხვევაში)
გაქვითვისთვის საჭირო
ხელშეკრულების სპეციფიკური
პირობების 10.4-ქვეთავში
განსაზღვრული პროცენტის
ოდენობის შესაბამისი თანხა,
ხელშეკრულების სპეციფიკური
პირობების 10.4-ქვეთავში
განსაზღვრული პროცენტის
შესაბამისი დაკავებული
თანხა, ან ხელშეკრულების
პირობების დარღვევით
შესრულებული სამუშაოების
ხელშეკრულების სპეციფიკური
პირობების 10.4-ქვეთავში
განსაზღვრული პროცენტის
ოდენობის შესაბამისი ჯარიმის
თანხა, ან ხელშეკრულებით
განსაზღვრული დამკვეთის
სასარგებლოდ გადასახდელი
თანხა.
|
დაკავებული
თანხის პირველი ნახევრის
დაბრუნება
|
შემსრულებელი
უფლებამოსილია შესრულებული
სამუშაოების ანაზღაურების
მოთხოვნის უწყისის ფორმით
მოითხოვოს დამკვეთისგან
დაკავებული თანხის პირველი
ნახევრის დაბრუნება, მას
შემდეგ რაც დამკვეთი დაუდასტურებს
შემსრულებელს სამუშაოების
დასრულებას ქვეთავი 8.5-ის
შესაბამისად.
|
დაკავებული
თანხის მეორე ნახევრის
დაბრუნება
|
დაკავებული
თანხის მეორე ნახევრის
დაბრუნება განხორციელდება
დამკვეთის მიერ შემსრულებლისთვის
საგანტიო პერიოდის წარმატებულად
დასრულების დადასტურების
შემდგომ ქვეთავი 8.8-ის
შესაბამისად.
შემსრულებელი
უფლებამოსილია მოითხოვოს
დაკავებული თანხის მეორე
ნახევრის გადახდა ხელშეკრულების
სპეციფიკური პირობების
10.6-ქვეთავში განსაზღვრული
შესაბამისი საბანკო გარანტიის
სანაცვლოდ მას შემდეგ რაც
ქვეთავი 8.5-ის შესაბამისად
ხელი მოეწერება მიღება-ჩაბარების
აქტს. დაკავებული თანხის
მეორე ნახევრის საბანკო
გარანტია განთავისუფლდება
ხელშეკრულების დასრულების
შემდგომ.
|
საბოლოო
ანგარიშსწორება
|
შემსრულებლისთვის
საგანტიო პერიოდის წარმატებულად
დასრულების დადასტურების
შემდგომ დამკვეთი ვალდებულია
განახორციელოს საბოლოო
ანგარიშსწორება, გადაუხადოს
შემსრულებელს დაკავებული
თანხა (ხსენებული დროისთვის
ასეთის არსებობის შემთხვევაში)
და გაუნთავისუფლოს აქტიური
საბანკო გარანტიები,
ხელშეკრულების შესრულების
უზრუნველყოფის გარანტიის
ჩათვლით.
|
ვალუტა
|
ყველა
სახის გადახდები განხორციელებულ
იქნება ხელშეკრულების
სპეციფიკური პირობების
10.8-ქვეთავით განსაზღვრულ
ვალუტაში.
|
დაგვიანებული
გადახდა
|
შემსრულებელი
უფლებამოსილია მოსთხოვოს
დამკვეთს კომპენსაცია
ხელშეკრულებით გაწერილი
გადახდების ვადების დარღვევის
შემთხვევაში.
კომპენსაცია
გადახდილ უნდა იქნას
ხელშეკრულების სპეციფიკური
პირობების 10.9-ქვეთავში
მითითებული წესის მიხედვით.
|
საბანკო
რეკვიზიტები
|
ნებისმიერი
ანგარიშსწორება დამკვეთსა
და შემსრულებელს შორის უნდა
მოხდეს ხელშეკრულების
სპეციფიკური პირობების
10.10-ქვეთავში მითითებულ საბანკო
რეკვიზიტებზე.
|
ვალდებულების
შეუსრულებლობა
|
ვალდებულების
შეუსრულებლობა შემსრულებლის
მიერ
|
თუ
შემსრულებელი მიატოვებს
სამუშაოებს, უარს განახცადებს
ან ვერ შეასრულებს დამკვეთის
მიერ ხელშეკრულების პირობების
შესაბამის მითითებებს, ან
ვერ უზრუნველყოფს სამუშაოების
მიმდინარეობას მის მიერ
წარმოდგენილი პროგრამის
შესაბამისად, დამკვეთი
უფლებამოსილია განიხილოს
არსებული მდგომარეობა როგორც
ვალდებულების შეუსრულებლობა
და შემრულებელს გაუგზავნოს
გაფრთხილება მდგომარეობის
გამოსწორების მოთხოვნით.
ვალდებულების შეუსრულებლობა
განიხილება ხელშეკრულების
შეწყვეტის მიზეზად.
|
|
თუ
გაფრთხილების მიღებიდან 7
(შვიდი) დღის ვადაში შემსრულებელი
არ განახორციელებს ყველა
პრაქტიკულად საჭირო მოქმედებას,
რათა აღმოფხვრილ იქნას
გაფრთხილების წერილში
დაფიქსირებული პრეტენზია,
დამკვეთი უფლებამოსილია
გაუგზავნოს შემსრულებელს
შეტყობინება ხელშეკრულების
შეწყვეტის შესახებ. ხელშეკრულების
შეწყვეტის შესახებ შეტყობინების
მიღების შემდგომ შემსრულებელი
ვალდებულია დაუყოვნებლივ
შეაჩეროს აქტივობა სამშენებლო
მოედანზე, გადააბაროს
სამშენებლო მოედანი დამკვეთს
იმ მდგომარეობაში, როგორშიც
იმყოფებოდა შეტყობინების
მიღებისას და დატოვოს
სამშენებლო მოედანი, ამასთან
შემსრულებელს არ აქვს უფლება
სამშენებლო მოედნიდან წაიღოს
მასალა და შემსრულებლის
მოწყობილობები მანამდე,
სანამ არ დასრულდება
ხელშეკრულების შეწყვეტის
პროცედურა და არ მოხდება
საბოლოო ანგარიშსწორება
დამკვეთსა და შემსრულებელს
შორის.
ხელშეკრულების
პირობების ნებისმიერ
დარღვევასთან დაკავშირებული
დამკვეთის უფლებები და
სამართლებრივი დაცვის
საშუალებები ძალაში რჩება
ხელშეკრულების შეწყვეტის
ან მოქმედების ვადის დასრულების
შემდგომაც.
|
ვალდებულების
შეუსრულებლობა დამკვეთის
მიერ
|
თუ
დამკვეთი არ განახორციელებს
გადახდებს ხელშეკრულების
პირობების შესაბამისად,
შემსრულებელი უფლებამოსილია
განიხილოს არსებული მდგომარეობა
როგორც ვალდებულების
შეუსრულებლობა და დამკვეთს
გაუგზავნოს გაფრთხილება
მდგომარეობის გამოსწორების
მოთხოვნით. თუ დამკვეთის
მიერ მდგომარეობა არ იქნა
გამოსწორებული 7 (შვიდი) დღის
ვადაში, შემსრულებელი
უფლებამოსილია შეაჩეროს
ყველა ტიპის ხელშეკრულებით
გათვალისწინებული სამუშაოები.
თუ
დამკვეთის მიერ ვალდებულების
შეუსრულებლობა გამოსწორებულ
არ იქნა გაფრთხილების მიღებიდან
21 (ოცდაერთი) დღის განმავლობაში,
შემსრულებელი უფლებამოსილია
გაუგზავნოს დამკვეთს
შეტყობინება ხელშეკრულების
შეწყვეტის შესახებ და დატოვოს
სამშენებლო მოედანი, ამასთან
შემსრულებელს აქვს უფლება
სამშენებლო მოედნიდან წაიღოს
მასალა და შემსრულებლის
მოწყობილობები.
|
გაკოტრება
|
თუ
ერთ-ერთი მხარე შესაბამისი
კანონმდებლობის მიხედვით
გამოცხადებულია გაკოტრებულად,
მეორე მხარე უფლებამოსილია
შესაბამისი შეტყობინების
გაგზავნით დაუყოვნებლივ
შეწყვიტოს ხელშეკრულება.
შემსრულებლის გაკოტრების
შემთხვევაში იგი ვალდებულია
დატოვოს სამშენებლო მოედანი,
ამასთან შემსრულებელს არ
აქვს უფლება სამშენებლო
მოედნიდან წაიღოს მასალა
და შემსრულებლის მოწყობილობები
მანამდე, სანამ არ დასრულდება
ხელშეკრულების შეწყვეტის
პროცედურა.
|
ანგარიშსწორება
ხელშეკრულების შეწყვეტის
შემდგომ
|
ხელშეკრულების
შეწყვეტის შემთხვევაში
შესაძლებელია შემდეგი ტიპის
ანგარიშსწორებები:
შემსრულებელს
აქვს უფლება მოითხოვოს
შეწყვეტის შესახებ შეტყობინების
მიღების დროისთვის შესრულებული
ჯერ არ ანაზღაურებული სამუშაოს
ანაზღაურება ქვეთავი 10.4-ის
შესაბამისად;
შემსრულებელს
აქვს უფლება მოითხოვოს
შეწყვეტის შესახებ შეტყობინების
მიღების დროისთვის ობიექტზე
მობილიზებული მასალის
ანაზღაურება თუ ეს მასალა
მობილიზებულია ობიექტზე
ხელშეკრულების მოთხოვნების
შესაბამისი ხარისხითა და
რაოდენობით;
დამკვეთს
აქვს უფლება მოითხოვოს
მისთვის ხელშეკრულებით
გათვალისწინებული ნებისმიერი
ტიპის ანაზღაურება;
იმ
შემთხვევაში თუ ხელშეკრულების
შეწყვეტა მოხდა ქვეთავი
11.1-ის ან 11.3-ის საფუძველზე,
დამკვეთს აქვს უფლება
მოსთხოვოს შემსრულებელს
ხელშეკრულების შეწყვეტის
მომენტისთვის დარჩენილი
განსახორციელებელი სამუშაოების
ღირებულების ის ნაწილი,
რომელიც განსაზღვრულია
ხელშეკრულების სპეციფიკური
პირობების 11.4-ქვეთავში;
იმ
შემთხვევაში თუ ხელშეკრულების
შეწყვეტა მოხდა ქვეთავი
11.2-ის ან 11.3-ის საფუძველზე,
შემსრულებელს აქვს უფლება
მოსთხოვოს დამკვეთს
ხელშეკრულების შეწყვეტის
მომენტისთვის დარჩენილი
განსახორციელებელი სამუშაოების
ღირებულების ის ნაწილი,
რომელიც განსაზღვრულია
ხელშეკრულების სპეციფიკური
პირობების 11.4-ქვეთავში;
დარჩენილი
თანხის ანგარიშსწორება უნდა
განხორციელდეს ხელშეკრულების
შეწყვეტის შესახებ შეტყობინების
მიღებიდან 28 (ოცდარვა) დღის
განმავლობაში.
|
ინტელექტუალური
საკუთრება
|
ინტელექტუალური
საკუთრება
|
შემსრულებელი
ეთანხმება და ადასტურებს,
რომ არ ექნება არანაირი
უფლება ან დაინტერესება
დამკვეთის კუთვნილ სავაჭრო
ნიშანთან ან ნებისმიერ სხვა
ინტელექტუალურ საკუთრებასთან
მიმართებაში და არ ეცდება
გამოთქვას პრეტენზიები
მათთან დაკავშირებით.
ყოველგვარი
საავტორო უფლება ან სხვა
ინტელექტუალური საკუთრება,
ხელშეკრულების მიმდინარეობის
დროს წარმოებულ ან გამოყენებულ
მასალებზე, შემუშავებულ
ნახაზებზე ან მიღებულ საინჟინრო
გადაწყვეტილებებზე ენიჭება
დამკვეთს.
შემსრულებელი
ვალდებულია აუნაზღაუროს
დამკვეთს ნებისმიერი ზიანი
ან ზარალი, რომელიც შესაძლოა
მიადგეს დამკვეთს, შემსრულებლის
მხრიდან ხელშეკრულებით
გათვალისწინებული სამუშაოების
შესრულების დროს მესამე
პირის კუთვნილი ინტელექტუალური
საკუთრების უნებართვოდ
გამოყენების შედეგად.
|
კონფიდენციალურობა
|
კონფიდენციალურობა
|
ხელშეკრულების
მოქმედების განმავლობაში,
ისევე როგორც მისი მოქმედების
ვადის ამოწურვის ან შეწყვეტის
შემდგომ, შემსრულებელი
ვალდებულია დაიცვას დამკვეთის
საქმიანობასთან, პროდუქციასთან
ან მის წარმომადგენლებთან
დაკავშირებული ინფორმაციის
კონფიდენციალურობა. დამკვეთის
მოთხოვნის საფუძველზე,
ხელშეკრულებასთან დაკავშირებული
კონფიდენციუალური ინფორმაცია,
რომელსაც ფლობს ან რომლითაც
სარგებლობს შემსრულებელი,
უბრუნდება დამკვეთს ან
ნადგურდება შემსრულებლის
მიერ. შემსრულებელი აგრეთვე
ვალდებულია, დამკვეთის
წინასწარი წერილობითი
თანხმობის გარეშე არ გადასცეს
მესამე მხარეს ან სხვაგვარად
არ გაამხილოს ხელშეკრულებით
განსაზღვრული ნებისმიერი
ურთიერთობის შესახებ
ინფორმაცია.
|
რისკები
და პასუხისმგებლობები
|
პასუხისმგებლობა
|
ქვეთავი
1.1.11-ის ძალაში შესვლიდან
ქვეთავი 8.5-ის შესაბამისად
მიღება-ჩაბარების ხელმოწერამდე,
და ქვეთავი 8.7-ით განსაზღვრული
დეფექტების აღმოფხვრის
პერიოდში შემსრულებელი
იღებს სრულ პასუხისმგებლობას
შესასრულებელ სამუშაოებთან
დაკავშირებით, ხოლო ქვეთავი
8.5-ის შესაბამისად მიღება-ჩაბარების
აქტის ხელმოწერიდან საგარანტიო
პერიოდის დასრულების შემდგომ
პასუხისმგებლობა გადადის
დამკვეთზე. თუ საგარანტიო
პერიოდში დამკვეთის ბრალეულობით
შესრულებულ სამუშაოებს
მიადგა რაიმე ტიპის ზიანი,
დამკვეთი საკუთარი
ხარჯით გამოასწორებს ზიანს.
|
ფორს
მაჟორი
|
თუ
რომელიმე მხარე ფორს მაჟორული
მდგომარეობით შეფერხებულ
იქნება საკუთარი ვალდებულებების
შესრულებაში, მხარე, რომელიც
განიცდის ასეთი გარემოების
ზემოქედებას, ვალდებულია
დაუყოვნებლივ შეატყობინოს
მეორე მხარეს ამის შესახებ.
საჭიროების შემთხვევაში
შემსრულებელი ვალდებულია
დამკვეთთან შეთანხმებით
შეაჩეროს სამუშაოების
მიმდინარეობა ან/და დატოვოს
სამშენებლო მოედანი. ფორს
მაჟორული გარემოებების
შეუტყობინებლობის ან
დაგვიანებული შეტყობინების
შემთხვევაში მხარე კარგავს
უფლებას დაეყრდნოს არსებულ
გარემოებას, როგორც
პასუხისმგებლობიდან
განთავისუფლების საფუძველს.
თუ
ფორს მაჟორული მდგომარეობა
გაგრძელდა 45 დღე, თვითოეულ
მხარეს აქვს უფლება ცალმხრივად
მიმართოს მეორე მხარეს
ხელშეკრულების შეწყვეტის
შესახებ შეტყობინებით,
რომელიც ძალაში შევა
შეტყობინებიდან 15 დღის შემდეგ.
ხელშეკრულების
შეწყვეტის შემდგომ შემსრულებელი
უფლებამოსილია წარმოადგინოს
შესრულება ქვეთავი 10.4-ის
შესაბამისად, რომელშიც
გათვალისწინებული იქნება:
შეწყვეტის
შესახებ შეტყობინების
მიღების დროისთვის შესრულებული
ჯერ არ ანაზღაურებული სამუშაოს
ანაზღაურება;
შემსრულებლის
მიერ სამუშაოების შეჩერებასთან
და ადრეულ დასრულებასთან
დაკავშირებით გაწეული
დამატებითი ხარჯი, მოგების
გათვალისწინების გარეშე;
თანხა,
რომელიც ხელშეკრულების
პირობების შესაბამისად
ეკუთვნის დამკვეთს.
დარჩენილი
თანხის ანგარიშსწორება უნდა
განხორციელდეს ხელშეკრულების
შეწყვეტის შესახებ შეტყობინების
მიღებიდან 20 (ოცი) დღის
განმავლობაში.
|
უსაფრთხოება
|
უსაფრთხოების
წესები
|
შემსრულებელი
ვალდებულია დაიცვას დამკვეთის
უსაფრთხოების ნორმები,
რომელიც მდგომარეობს შემდეგში:
კომპანია
RMG-ის შრომის უსაფრთხოებისა
და პერსონალური ჯანდაცვის
პოლიტიკა აგებულია სტანდარტის
OHSAS (Occupational Health and Safety Assessment Series)
18001:2007-ის (უკვე ISO 45001 სტანდარტი)
მიხედვით, რომლის ძირითადი
მიზანია რისკების შეფასება
და კონტროლი სამუშაო ადგილებზე,
ინციდენტების გამოძიება
(არშემდგარი ინციდენტების
ჩათვლით-Near Misses), მაკორექტირებელი
და პრევენციული ღონისძიებების
შემუშავება და გატარება,
საგანგებო ვითარებებზე
დროული და ეფექტური რეაგირება,
პროფესიული დაავადებების
კონტროლი და ამ დაავადებებთან
ბრძოლა, დაკვირვება საოპერაციო
პროცესებზე და მუშაობის
შესრულების ხარისხზე,
პერსონალის სწავლება და
შეფასება და პერსონალის
ავტორიზაცია.
|
|
მოცემული
სტანდარტის თანახმად,
ნებისმიერი სამუშაო პროცესის
წარმოება კომპანიის ტერიტორიაზე
(ასევე კომპანიის ტერიტორიის
გარეთ, თუ მოცემული მუშა
პროცესი ტარდება კომპანია
RMG-ის სახელით) უნდა იქნას
მართული კომპანიის სამუშაოზე
დაშვების ნებართვის და
რისკების შეფასების სტანდარტული
პროცედურების მიხედვით.
ასევე სამუშაო პროცესის
გამართულად წარმოების და
სამუშაო პროცესებთან
დაკავშირებული რისკების
სრულყოფილი კონტროლის მიზნით,
კომპანიის შიდა პოლიტიკა
ითვალისწინებს სამუშაოს
შესრულების მეთოდოლოგიების
(Method Statement) შექმნას, დაგეგმილი
სამუშაო პროცესებისათვის.
კომპანიის პოლიტიკის ნაწილია
შრომის უსაფრთხოების დაცვის
ინსტრუქტაჟების ჩატარება
(Tool box-talk) ყოველი მუშა პროცესის
დაწყების წინ (აღნიშნული
მოთხოვნილია სამუშაო ცვლების
გადაბარების პროცესებისთვისაც).
კომპანიას ასევე გააჩნია
ინდივიდუალური დაცვის
საშუალებების გამოყენების
პროცედურა (PPE Procedure), რომელსაც
იყენებს საკმაოდ ეფექტურად
და ასევე მოითხოვს ამ პროცედურის
შესრულებას კონტრაქტორი/ქვეკონტრაქტორი
პერსონალის წარმომადგენელთაგან.
სამუშაოს მწარმოებელი
პერსონალის მხრიდან ასევე
აუცილებელია, კომპანიის
შრომის უსაფრთხოების დაცვის
სისტემის პროცედურების
(Procedures of SSoW) მიხედვით მოთხოვნილი
ასპექტების შესრულება.
შემსრულებელი
ვალდებულია უზრუნველყოს
საკუთარი თანამშრომლები
პირადი დამცავი საშუალებებით.
შემსრულებელი
ვალდებულია დაუყოვნებლივ
აღკვეთოს დამკვეთის შრომის
უსაფრთხოების სამსახურის
მიერ მითითებული დარღვევა.
შემსრულებელი
ვალდებულია დაუყოვნებლივ
შეატყობინოს დამვეთს სამშენებლო
მოედანზე მომხდარი ნებისმიერი
უბედური შემთხვევისა და/ან
ქონების დაზიანების შესახებ
და წარუდგინოს დეტალური
ანგარიში მომხდარის თაობაზე.
შემსრულებელი
ვალდებულია საქართველოს
კანონმდებლობის მოთხოვნების
შესაბამისად დაქირავებული
თანამშრომლებისთვის და
ასევე ქვეკონტრაქტორის
კომპანიების თანამშრომლებისთვის
უზრუნველყოს უბედური
შემთხვევებისგან დაზღვევა,
რაც შესაბამისად მოიცავს
საქართველოს კანონის შრომის
უსაფრთხოების შესახებ
და საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის
12.09.2018წ. №01-11/ნ ბრძანების
მოთხოვნებს.
|
გარემოს
დაცვა
|
გარემოს
დაცვა
|
შემსრულებელმა
დამკვეთს უნდა მიაწოდოს
საქონელი ან/და მომსახურება
ან/და სამშენებლო სამუშაოები
საქართველოს გარემოსდაცვითი
კანონმდებლობისა და გარემოსდაცვით
სფეროში კომპანიის შიდა
ნორმატიული აქტების შესაბამისად.
გარემოსდაცვით სფეროში
კომპანიის შიდა ნორმატიული
აქტებით განისაზღვრება
ნარჩენების წარმოქმნის
მინიმიზაციის, წყლისა და
სხვა რესურსების ეფექტურად
და რაციონალურად გამოყენების,
ზედაპირული წყლის ობიექტებისა
და ნიადაგის დაბინძურების
თავიდან აცილების საკითხები
საქართველოს კანონმდებლობისა
და კომპანიისათვის მინიჭებული
უფლებების, ნებართვებისა
და ლიცენზიების პირობების
შესაბამისად, რაც შესასრულებლად
სავალდებულოა საწარმოს
მთელს ტერიტორიაზე ნებისმიერი
საქმიანობის განხორციელებისას,
როგორც შემსრულებლისათვის,
ასევე მისი ქვე - კონტრაქტორი
ორგანიზაციებისათვის და
მათი თანამშრომლებისათვის.
გარემოსდაცვით სფეროში
კომპანიის შიდა ნორმატიული
აქტები შემსრულებელს წერილობითი
ფორმით გადაეცემა სამუშაოების
დაწყებამდე და შემდგომში
ასეთი აქტების მიღებისთანავე.
შემსრულებელი
აღიარებს, რომ აქვს შესაბამისი
გარემოსდაცვითი ნებართვები,
ლიცენზიები და უფლებები
(ასეთის საჭიროების შემთხვევაში),
ხოლო მის კონტრაქტორ
ორგანიზაციებსა და მათ
თანამშრომლებს საკმარისი
ცოდნა და გამოცდილება, მასზე
წინამდებარე ხელშეკრულებით
დაკისრებული ვალდებულებების
შესასრულებლად.
შემსრულებელმა
დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს
დამკვეთს გარემოზე ნეგატიური
ფაქტობრივი ან პოტენციური
გავლენის შესახებ, რომელიც
წინამდებარე ხელშეკრულებით
მასზე დაკისრებული ვალდებულებების
შესრულებისას წარმოიშვება,
აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში
შეაჩეროს სამუშაოები თუ
მისი გაგრძელება მნიშვნელოვან
საფრთხეს უქმნის გარემოს.
|
|
დამკვეთთან
შეთანხმების საფუძველზე,
წინამდებარე ხელშეკრულებით
გათვალისწინებული ვალდებულებების
შესრულების უზრუნველსაყოფად,
შემსრულებელს უფლება აქვს
მოითხოვოს მისი თანამშრომლებისა
და ქვე - კონტრაქტორი ორგანიზაციაში
დასაქმებულ პირთათვის
ანაზღაურების გარეშე გარემოს
დაცვის სფეროში ტრენინგებისა
და ცნობიერების ამაღლებისათვის
სწავლების ორგანიზება.
დამკვეთის მოთხოვნის
შემთხვევაში შემსრულებელი
ვალდებულია დაასწროს მისი
თანამშრომლები გარემოს
დაცვის სფეროში ტრენინგებსა
და სწავლებას, შემსრულებელთან
სწავლებისა და ტრენინგების
თარიღთან დაკავშირებით
შეთანხმების საფუძველზე.
წინამდებარე პუნქტის დებულებები
ვრცელდება იმ სახელშეკრულებო
ურთიერთობებზე, როდესაც
შემსრულებლის მიერ ერთი
კალენდარული წლის განმავლობაში
რამდენჯერმე ხორციელდება
სამუშაოების, საქონლის ან
/ და მომსახურების მიწოდება
და ხელშეკრულების ვადა
აღემატება 2 თვეს.
შემსრულებელი
ვალდებულია აანაზღაუროს
გარემოზე მიყენებული ზიანი,
რომელიც გამოწვეულია მისი
ან/და ქვე - კონტრაქტორი
ორგანიზაციის ან / და მათი
თანამშრომლების ბრალეული
ქმედებით. გარემოზე მიყენებული
ზიანი გულისხმობს (თუმცა არ
შემოიფარგლება) შემდეგს:
საწარმოს ტერიტორიაზე და
მის მიმდებარედ ნიადაგის
დაბინძურება და ნაყოფიერი
ფენის დაკარგვა / გაუარესება,
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება,
ზედაპირული და მიწისქვეშა
წყლების დაბინძურება და
ა.შ. გარემოზე მიყენებული
ზიანი შემსრულებლის მიერ
გამოსწორებულ უნდა იქნეს
დაუყოვნებლივ, ხოლო
გამოუსწორებლობის შემთხვევაში,
დამკვეთი უფლებამოსილია
თავად უზრუნველყოს სარემედიაციო
სამუშაოები, ხოლო შემსრულებლი
ვალდებულია აანაზღაუროს
გაწეული დანახარჯები. ამასთან,
გარემოზე ზიანის მიყენების
შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების
მოთხოვნისგან დამოუკიდებლად
დამკვეთი უფლებამოსილია
გამოიყენოს პასუხისმგებლობის
სახით ჯარიმა, რომლის მიზანია
გარემოზე ზიანის მიყენების
პრევენცია, რომლის ოდენობა
თითოეულ შემთხვევაზე არ
აღემატება 500 ლარს. ჯარიმის
ოდენობები (არაუმეტეს 500
ლარისა თითოეულ შემთხვევაზე),
პასუხისმგებლობის დაკისრების
პროცედურა და მასთან
დაკავშირებული საკითხები
განისაზღვრება გარემოსდაცვით
სფეროში დამკვეთის (კომპანიის)
შიდა ნორმატიული აქტის
საფუძველზე.
|
დავათა
გადაწყვეტა
|
მარეგულირებელი
კანონმდებლობა
|
ხელშეკრულება
რეგულირდება და განიმარტება
საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად.
|
იურისდიქცია
|
ხელშეკრულების
საფუძველზე ან მასთან
დაკავშირებით მხარეთა შორის
წარმოშობილი ნებისმიერი
დავა ან უთანხმოება უნდა
გადაწყდეს კეთილსინდისიერი
მოლაპარაკების გზით. იმ
შემთხვევაში, თუ მხარეები
ვერ მიაღწევენ შეთანხმებას,
ამგვარი დავა ან უთანხმოება
შესაძლოა განსახილველად
გადაეცეს საქართველოს
შესაბამისი იურისდიქციის
სასამართლოს.
|