დამატებითი პირობები – ხელშეკრულების დანართ N2-ით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განსაზღვრული პირობები, მასში შეტანილი დამატებებისა და ცვლილებების ჩათვლით; ვებ- გვერდი - ბანკის ოფიციალური ვებ-გვერდი, რომლის ამჟამინდელი მისამართია -...
სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები/დანართი N1
სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები
სპეციფიკური პირობების ტერმინები
თუ ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ან მისი კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, ხელშეკრულებაში ან/და მასთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებაში ქვემოთ მოცემულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ანგარიში – ბანკში არსებული თავდების საბანკო ანგარიშ(ებ)ი, ამგვარის არსებობის შემთხვევაში;
განცხადებები და გარანტიები – სპეციფიკური პირობების მე-2 მუხლში მოცემული თავდების განცხადებები და გარანტიები;
დამატებითი პირობები – ხელშეკრულების დანართ N2-ით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განსაზღვრული პირობები, მასში შეტანილი დამატებებისა და ცვლილებების ჩათვლით;
დანართი – თუკი ცალსახად სხვაგვარად არ იქნა გათვალისწინებული ხელშეკრულებით, ხელშეკრულების დანართ(ებ)ი (კონტექსტის შესაბამისად), რომელიც/რომლებიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და მოქმედებს მასთან ერთად;
ვებ-გვერდი - ბანკის ოფიციალური ვებ-გვერდი, რომლის ამჟამინდელი მისამართია - xxx.xxxxxxxxxxxxx.xx;
თავდები – ფიზიკური პირ(ებ)ი, იურიდიული პირ(ებ)ი ან/და სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნ(ებ)ი, რომლის/რომელთა სახელი/სახელწოდება, საიდენტიფიკაციო მონაცემები და სხვა სახის ინფორმაცია მოცემულია სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების 1.2. პუნქტში;
კანონმდებლობა – საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში მოქცეული საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები;
მესამე პირ(ებ)ი – ნებისმიერი პირი გარდა თავდებისა ან/და ბანკისა;
მოვალე(ები) – სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების 3.3. პუნქტით განსაზღვრული არსებული ან/და სამომავლო მოვალე(ები);
მხარე/მხარეები – თავდები ან/და ბანკი, კონტექსტის შესაბამისად;
მუდმივმოქმედი არბიტრაჟი - შპს დავების განმხილველი ცენტრი (საიდენტიფიკაციო კოდი: 204547348; ამჟამინდელი ვებ-გვერდი: xxx.xxx-xxxxxxxxxxx.xx);
ოვერდრაფტი – ხელშეკრულების საფუძველზე (მათ შორის, სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების 6.3.3. ქვეპუნქტის საფუძველზე) და ბანკში დადგენილი წესებისა და პირობების შესაბამისად, ბანკის მიერ თავდების ანგარიშ(ებ)ზე არაუმეტეს ერთი წლის ვადით დაშვებული სადებეტო ნაშთი, რომელიც პირველ რიგში ავტომატურად დაიფარება ანგარიშზე შემოსული თანხით;
პირ(ებ)ი – ფიზიკური პირ(ებ)ი, იურიდიული პირ(ებ)ი ან/და საქართველოს ან სხვა ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნ(ებ)ი, რომელიც/რომლებიც არ წარმოადგენს/წარმოადგენენ იურიდიულ პირ(ებ)ს;
საპროცენტო სარგებელი – ხელშეკრულების საფუძველზე და ბანკში დადგენილი წესებისა და პირობების შესაბამისად, ოვერდრაფტით სარგებლობისათვის დაწესებული ბანკისათვის გადასახდელი სარგებელი, რომლის ოდენობაც შეესაბამება (ა) ძირითად ხელშეკრულებაში მითითებულ საპროცენტო სარგებლის მაქსიმალურ ოდენობას, ამგვარის არსებობის შემთხვევაში, ან (ბ) ბანკში მოქმედი საპროცენტო სარგებლის მაქსიმალურ ოდენობას, და რომელიც, როგორც წესი, დაიანგარიშება შესაბამისი ათვისებული თანხის ფიქსირებული ან ცვალებადი პროცენტული მაჩვენებლით;
სპეციფიკური პირობები/დანართი N1 - ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები;
უზრუნველყოფილი მოთხოვნები – სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების 3.4. პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები;
შვილობილი კომპანია – პირთან მიმართებაში, ნებისმიერი სხვა კომპანია, რომლის წილის, აქციების ან/და ხმების არანაკლებ 50%-ს (ორმოცდაათ პროცენტს) პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს, ან რომელსაც სხვაგვარად მართავს აღნიშნული პირი;
ძირითადი ხელშეკრულება – სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების 3.1. პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება, მისი დანართების ჩათვლით;
ძირითად ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებები - სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების 3.2. პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება(ები), მისი (მათი) დანართების ჩათვლით;
ხელშეკრულება – მხარეთა შორის დადებული (ა)სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება (შემდგომში - სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება); (ბ) სპეციფიკური პირობები, მასში შეტანილი დამატებებისა და ცვლილებების ჩათვლით; (გ)სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების დანართი N2 (დამატებითი პირობები) (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და (დ) ნებისმიერი დამატებითი დანართ(ებ)ი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და რომლებიც დაიდება მომავალში მხარეთა მიერ სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებასთან მიმართებაში, ზემოაღნიშნულ დოკუმენტებში პერიოდულად შეტანილი ცვლილებების და დამატებების ჩათვლით.
განცხადებები და გარანტიები
თავდები აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ:
მისთვის ცნობილია და ნათელია:
რომ ბანკის სასარგებლოდ თავდებობა გაიცემა მოვალის მიმართ არსებული უზრუნველყოფილი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად;
თუ რა სახის და მოცულობის უზრუნელყოფილი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად კისრულობს იგი თავდებობას ბანკის სასარგებლოდ;
ძირითადი ხელშეკრულების არსებული პირობები და დებულებები, მათ შორის, ის გარემოება, რომ თავდების პასუხისმგებლობის ფარგლები განისაზღვრება ძირითადი ხელშეკრულების ან/და ძირითადი ხელშეკრულების შესაბამისად დადებული ნებისმიერი ძირითად ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის (მათში შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით) პირობებისა და დებულებების შესაბამისად.
ხელშეკრულების დადების/ხელმოწერის დროისათვის არის/იქნება ქმედუნარიანი (მათ შორის, შექმნილი კანონმდებლობით დადგენილი წესით);
ხელშეკრულების დადების/ხელმოწერისა და შესრულებისათვის საჭირო უფლებამოსილების მიზნით მის მიერ მოპოვებულია ყველა აუცილებელი თანხმობა, ნებართვა ან/და მინდობილობა;
მომავალში დანართ(ებ)ის ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის დადების/ხელმოწერისა და შესრულებისათვის საჭირო უფლებამოსილების მიზნით მის მიერ მოპოვებული იქნება ყველა აუცილებელი თანხმობა, ნებართვა თუ მინდობილობა;
ხელშეკრულება იდება/დაიდება მის მიერ ნებაყოფლობით, ბანკის, მოვალის, ან სხვა მესამე პირთა მხრიდან მის მიმართ ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომის ან/და რაიმე სხვა გარემოების გამოყენების გარეშე;
ხელშეკრულების დადება ან/და შესრულება არ იწვევს/გამოიწვევს იმ სახელშეკრულებო, სასამართლო (მათ შორის, საარბიტრაჟო სასამართლო), საკანონმდებლო ან/და სხვა ვალდებულებების დარღვევას, რომელთა დაცვაზეც ის პასუხისმგებელია;
გარდა მის მიერ ბანკისათვის წინასწარ წერილობით გაცხადებული შემთხვევებისა, ხელშეკრულების დადების/ხელმოწერის მომენტისათვის, ის არ მონაწილეობს არც ერთ დავაში (მოსარჩელის, მოპასუხის, მესამე პირის ან სხვა სახით), რითაც საფრთხე ექმნება მის აქტივებს/ქონებას ან/და მის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებას;
ხელშეკრულების დადების/ხელმოწერისა და მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება საკუთარ წესდებასთან ან/და სხვა მარეგულირებელ დოკუმენტთან და ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან;
ხელშეკრულების დადების/ხელმოწერისა და მოქმედების მთელი პერიოდისათვის იგი იცავს და დაიცავს ნებისმიერი ხელშეკრულების ან/და სხვა გარიგების პირობებს, ან/და სხვა ვალდებულებებს, რომელთა შეუსრულებლობამაც შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს თავდების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე;
მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული ბანკის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ ბანკისათვის წარდგენილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული. ამასთანავე, მისთვის ცნობილია, რომ ყალბი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის მიწოდება კანონმდებლობის შესაბამისად წარმოადგენს დასჯად ქმედებას;
მისთვის ცნობილია, რომ ბანკის პოლიტიკა მკაცრად კრძალავს დირექტორის, უფლებამოსილი პირის, წარმომადგენლის, თანამშრომლის, სხვა პერსონალის ან მასთან დაკავშირებული პირის ან/და მისი აფილირებული პირის მონაწილეობას იმგვარ ქმედებებში, რაც გულისხმობს ღირებულების მქონე რაიმე ნივთის/არამატერიალური ქონებრივი სიკეთის შეთავაზებას ან მიღებას (პირდაპირ თუ არაპირდაპირ), ამა თუ იმ პირის, ბანკის, მასთან დაკავშირებული პირის ან/და მისი აფილირებული პირის ან მისი კლიენტის მიერ სარგებლის მიღების, ბიზნესის არაკეთილსინდისიერად მოპოვების ან შენარჩუნების ან/და სხვაგვარი ბიზნეს უპირატესობის მიღების მიზნით;
მას (მათ შორის არც მის დირექტორს, უფლებამოსილ პირს, წარმომადგენელს, თანამშრომელს ან სხვა პერსონალს) ან მასთან დაკავშირებული პირს ან/და მის აფილირებულ პირს:
პირდაპირ ან არაპირდაპირ არ გადაუხდია ან მიუღია (ან ჩართულა რაიმე გარიგებაში, რომლის მიხედვითაც უნდა გადაიხადოს ან მიიღოს), ნებისმიერი უკანონო ან/და დაფარული საკომისიო, ქრთამი, სასყიდელი ან ანაზღაურება, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს ხელშეკრულებას ან/და მასთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებას; ან/და
არ განუხორციელებია რაიმე ქმედება (ფარული შეთანხმების ჩათვლით), რასაც შესაძლოა გავლენა მოეხდინა ხელშეკრულების დადებაზე, რომლის მიზანია ფასების ხელოვნური რეგულირება ან/და არაკონკურენტული გარემოს შექმნა; ან/და
არ შეუთავაზებია ან მიუღია ღირებულების მქონე რაიმე ნივთი/არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რასაც შეიძლება გავლენა მოეხდინა ბანკის, მისი დირექტორის, უფლებამოსილი პირის, წარმომადგენლის, თანამშრომლის, სხვა პერსონალის ან მასთან დაკავშირებული პირის ან/და მისი აფილირებული პირის ქმედებებზე, ასევე რომელიმე ზემოაღნიშნული პირის მხრიდან არ ჰქონია ადგილი მუქარას მისი ქონების ან რეპუტაციის მიმართ, ბიზნეს უპირატესობის არაკეთილსინდისიერად მოპოვების, ან ბიზნესის წარმოების მიზნით; ან/და
სხვაგვარად არ ყოფილა ჩაბმული კორუფციულ საქმიანობაში.
ბანკის პოლიტიკის ან ნებისმიერი ზემოაღნიშნული დებულების დარღვევა გამოიწვევს ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების შეწყვეტას. ამასთან, ამგვარი შეწყვეტა არ გამორიცხავს თავდების ან/და მისი დირექტორის, უფლებამოსილი პირის, წარმომადგენლის, თანამშრომლის, სხვა პერსონალის ან მასთან დაკავშირებული პირის ან/და მისი აფილირებული პირის პასუხისმგებლობას და შესაბამის სანქციებს, რაც გათვალისწინებულია კანონმდებლობით (მათ შორის, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც).
თავდების აღნიშნული განცხადებები და გარანტიები ძალაშია მხარეთა მიერ ხელშეკრულების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე, მიუხედავად ხელშეკრულების სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტისა.
თავდები დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს ბანკს ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან და გარანტიებთან ან/და გამოიწვიოს მათი დარღვევა; ასევე, ნებისმიერი ისეთი გარემოების დაწყების ან დადგომის შესახებ, რითაც საფრთხე შეექმნება თავდების აქტივებს/ქონებას ან/და მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულ და ჯეროვან შესრულებას;
მხარეები აცხადებენ და აცნობიერებენ, რომ ბანკი მხოლოდ თავდების ზემოაღნიშნული განცხადებების და გარანტიების საფუძველზე და მათზე დაყრდნობით დებს და შეასრულებს ხელშეკრულებას.
მხარეთა სხვა უფლება-მოვალეობები
თავდებს უფლება აქვს:
უზრუნველყოფილი მოთხოვნების სრულად და ჯეროვნად დაკმაყოფილების შემდგომ, ბანკისაგან მოითხოვოს მასზე გადასული მოვალის მიმართ უზრუნველყოფილი მოთხოვნების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები;
ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით ისარგებლოს ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
თავდები ვალდებულია:
xxxxxx წერილობითი ან ზეპირი მოთხოვნით განსაზღვრულ გონივრულ ვადაში ბანკისათვის მისაღები ფორმით მიაწოდოს ბანკს ნებისმიერი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, რომელიც:
ასახავს თავდების საერთო აქტივებს/ქონებას, ფინანსურ მდგომარეობას (მათ შორის, ბალანსი და მოგება-ზარალის უწყისი), საქმიან ოპერაციებს, ამონაწერებს საბანკო ანგარიშებიდან (მათ შორის, სხვა საბანკო-საფინანსო ინსტიტუტებში არსებული ანგარიშებიდან) და ანგარიშგებას (საგადასახადო ანგარიშგების ჩათვლით);
ასახავს მონაცემებს იმ შესაძლო, პოტენციური ან/და არსებული ადმინისტრაციული, სასამართლო (მათ შორის, საარბიტრაჟო სასამართლო) ან/და სხვა მსგავსი დავების ან/და სამართალწარმოების შესახებ, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონიოს თავდების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, რაც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს, თავდების აქტივებთან/ქონებასთან, გადახდისუნარიანობასთან/გაკოტრებასთან დაკავშირებულ დავებს ან სამართალწარმოებას;
აუცილებელია ბანკის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დასაცავად და შესასრულებლად;
გათვალისწინებულია ხელშეკრულებით ან/და მოთხოვნილია ბანკის მიერ გონივრულობის ფარგლებში (თავდების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის მიზნით).
xxxxxx წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე:
თავდებმა, როგორც იურიდიულმა პირმა ან სხვა ორგანიზაციულმა წარმონაქმნა, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს არ დაუშვას ძირითადი საქმიანობის სფეროს შეცვლა, რეორგანიზაცია (გარდაქმნა, შერწყმა, გაყოფა) ან ლიკვიდაცია ან/და ნებისმიერი მსგავსი რესტრუქტურიზაცია, გარიგება, თუ სხვა ქმედება, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონიოს თავდების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე;
არ დაუშვას საკუთარი აქტივების/ქონების ან მისი/მათი ნაწილის განკარგვა ან/და სხვაგვარად დატვირთვა, ან/და არ იკისროს იმგვარი ვალდებულებები ან/და გაწიოს ხარჯები, ან/და არ განახორციელოს იმგვარი საქმიანობა, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონიოს თავდების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე.
საკუთარი და მისი შვილობილი კომპანიების ფინანსური ანგარიშგება აწარმოოს კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და პროცედურების სრული დაცვით, ხოლო ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში ბანკის ან/და მოვალ(ეებ)ის ხარჯით დაუშვას ბანკის მიერ შერჩეული აუდიტორი ამგვარი ფინანსური ანგარიშგების შესამოწმებლად;
არ დაუშვას ბანკისათვის (მისი თანამშრომლების, წარმომადგენლების ან/და სხვა უფლებამოსილი პირების ჩათვლით) ხელშეკრულებიდან ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ნებისმიერი ზიანის (ზარალის) მიყენება ან ხარჯის დაკისრება, რომელიც ბანკს შეიძლება მიადგეს/დაეკისროს თავდების, თუ მასთან დაკავშირებული ნებისმიერი მესამე პირის ქმედებისაგან (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ზარალი/ხარჯი გამოწვეულია ბანკის (მისი თანამშრომლების, წარმომადგენლების ან/და სხვა უფლებამოსილი პირების ჩათვლით) დაუდევრობით, სამსახურებრივი გულგრილობით ან გამიზნული ქმედებით), ხოლო ამგვარი გარემოების დადგომისას სრულად და ჯეროვნად აუნაზღაუროს ბანკს ნებისმიერი ამგვარი ზიანი (ზარალი), თუ ხარჯი;
უზრუნველყოს სპეციფიკური პირობებით გათვალისწინებული განცხადებებისა და გარანტიების, ვალდებულებებისა ან/და სხვა პირობების დაცვა;
დაიცვას და შეასრულოს ხელშეკრულებით დადგენილი პირობები და ვალდებულებები ან/და კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებები.
ბანკს უფლება აქვს:
უზრუნველყოფილი მოთხოვნები და თავდებობა (თავდებობიდან გამომდინარე მოთხოვნები) გადასცეს სხვა პირს;
ისარგებლოს ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.
ბანკი ვალდებულია:
უზრუნველყოფილი მოთხოვნების და თავდებობის დათმობის შესახებ გონივრულ ვადაში ზეპირად ან წერილობით აცნობოს თავდებს;
დაიცვას და შეასრულოს ხელშეკრულებით დადგენილი პირობები და ვალდებულებები ან/და კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებები.
კომუნიკაცია მხარეთა შორის
მხარეებს შორის ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა უნდა ატარებდეს წერილობით ფორმას. მხარისათვის გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინება მას შეიძლება მიეწოდოს პირადად ან გაეგზავნოს კურიერის (მათ შორის, საერთაშორისო კურიერის) ან საფოსტო გზავნილის (მათ შორის, დაზღვეული წერილის) საშუალებით. ოპერატიულობის მიზნით და ქვემოთ მოცემული დებულებების გათვალისწინებით, დასაშვებია მეორე მხარისათვის შეტყობინების მიწოდება დეპეშის, ტელექსის, ფაქსის, ელექტრონული ფოსტის, მოკლე ტექსტური შეტყობინების, მობილ-ბანკის, ინტერნეტ-ბანკის ან ბანკის მიერ დადგენილი ნებისმიერი სხვა ოპერატიული საშუალებით გაგზავნის გზით, იმ პირობით, რომ მეორე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, ამგვარი მოთხოვნიდან გონივრულ ვადაში მას წარედგინება შეტყობინება წერილობითი ფორმითაც.
შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს თუ შეტყობინების მიღება დადასტურებულია ადრესატის მიერ (მათ შორის, ელექტრონული დოკუმენტით, ქვითრით, შეტყობინების შესაბამისი სხვა საშუალებით და ა.შ.). თუ შეტყობინების მიღება არ არის დადასტურებული ადრესატის მიერ, ნებისმიერი ასეთი შეტყობინება მიიჩნევა სათანადო წესის შესაბამისად გაგზავნილად და მიღებულად:
კურიერის ან დაზღვეული საფოსტო გზავნილის მეშვეობით წერილობითი შეტყობინების ან დეპეშის გაგზავნის შემთხვევაში – ჩაბარების დადასტურების თარიღის დღეს;
ფაქსის, ელექტრონული ფოსტის, მოკლე ტექსტური შეტყობინების ან/და სხვა ელექტრონული საშუალებით (გარდა მობილ-ბანკის და ინტერნეტ-ბანკისა) გაგზავნის შემთხვევაში – ადრესატის მიერ შესაბამისი შეტყობინების მიღების დადასტურების თარიღიდან, ან შესაბამისი ქმედების განხორციელებით შეტყობინების მიღების დადასტურების თარიღიდან;
მობილ-ბანკის, ინტერნეტ-ბანკის ან/და ბანკის მიერ შეთავაზებული ნებისმიერი სხვა ოპერატიული საშუალებით გაგზავნის შემთხვევაში – გაგზავნის თარიღიდან მეორე სამუშაო დღეს, თუკი სხვაგვარად არ იქნა გათვალისწინებული კომუნიკაციის ამგვარი საშუალებების გამოყენებაზე ბანკის მიერ დადგენილი წესებითა და პროცედურებით.
შეტყობინება მიღებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ შეტყობინების გამგზავნ მხარეს შეტყობინება დაუბრუნდება გაგზავნილ მისამართზე შეტყობინების ადრესატის ადგილსამყოფელის არარსებობის გამო, ადრესატი უარს განაცხადებს შეტყობინების მიღებაზე, ან თავს აარიდებს მის მიღებას.
მხარეები ურთიერთობას განახორციელებენ ხელშეკრულებით განსაზღვრულ მისამართებზე (ან სხვა ნებისმიერ მისამართზე, რომელსაც ერთი მხარე აცნობებს მეორეს წერილობით). მხარე ვალდებულია აღნიშნული მისამართ(ებ)ის ან მათი რომელიმე მონაცემის ცვლილების შესახებ დროულად აცნობოს მეორე მხარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ აღნიშნულ მისამართზე განხორციელებული ურთიერთობა (შეტყობინების გაგზავნა და სხვა) ჩაითვლება ჯეროვნად შესრულებულად.
კონფიდენციალურობა
მხარეები ვალდებული არიან ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დაიცვან მეორე მხარისაგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაციის კონფიდენციალურობა.
კონფიდენციალურობის შესახებ ზემოაღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება ინფორმაციას:
რომელიც კანონმდებლობის დარღვევის გარეშე იყო ცნობილი ინფორმაციის მიმღები მხარისათვის მეორე მხარის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებამდე;
რომლის გამჟღავნებაც მოხდება მხარეთა მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და შესასრულებლად (მათ შორის, რომელიმე მხარის მიერ სასამართლო (მათ შორის, საარბიტრაჟო სასამართლო) წესით მისი უფლებების განსახორციელებლად);
რომლის მოპოვებაც შესაძლებელია სხვა წყაროებიდან;
რომელიც არის, ან გახდება მესამე პირ(ებ)ისათვის ხელმისაწვდომი მხარეთა წერილობითი შეთანხმებით, ან მათგან დამოუკიდებლად.
მიუხედავად სპეციფიკური პირობების 5.1. პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვისა, თავდები ბანკს ანიჭებს უპირობო უფლებას, თავდების დამატებითი წინასწარი ან შემდგომი თანხმობის ან აქცეპტის გარეშე:
თავდების შესახებ ინფორმაცია გადასცეს მის შვილობილ კომპანიებს ან სხვა აფილირებულ პირებს თავდებისათვის სხვადასხვა ტიპის მომსახურების შეთავაზების მიზნით, იმ პირობით და იმის გათვალისწინებით, რომ:
ამგვარი ინფორმაცია შემოიფარგლება მხოლოდ იმ ინფორმაციით, რაც აუცილებელია ამგვარი მომსახურების შესათავაზებლად ან/და ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად;
ინფორმაციის მიმღები პირები დაიცავენ ზემოაღნიშნულ დებულებებს ინფორმაციის კონფიდენციალობასთან დაკავშირებით.
ძიებების რაოდენობის შეუზღუდავად, მოიძიოს ინფორმაცია თავდების შესახებ სს „კრედიტინფო საქართველოს“ (ს/ნ 204470740) ან ნებისმიერი სხვა მსგავსი ფუნქციის მქონე სუბიექტის, რომელიც შეიძლება ფუნქციონირებდეს ან დაარსდეს საქართველოს ან ნებისმიერი სხვა იურისდიქციის ქვეშ, მონაცემთა ბაზაში და თავდების პოზიტიური ან/და ნეგატიური ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია, ნებისმიერი ცვლილების/დამატების ჩათვლით, გადასცეს სს „კრედიტინფო საქართველოს“ ან ნებისმიერი სხვა მსგავსი ფუნქციის მქონე სუბიექტს (სს „კრედიტინფო საქართველოსთვის“ ნეგატიური ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის გადაცემის დეტალური პირობები განთავსებულია ვებ გვერდზე: xxx.xxxxxxxxxx.xx), რაც იწვევს თავდების აღრიცხვას სს „კრედიტინფო საქართველოს“ ან ნებისმიერი სხვა მსგავსი ფუნქციის მქონე სუბიექტის მონაცემთა ბაზაში, რომლის მიზანია: ა) თავდებზე მონაცემთა შეგროვება, გადამუშავება და გავრცელება, რომელიც დაკავშირებულია მიმდინარე, შესრულებული, შეუსრულებელი, ვადაგადაცილებული საკრედიტო/სასესხო თუ სხვა სახის ფინანსური ვალდებულების სტატუსთან; და ბ) მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაციის ანალიტიკური გადამუშავება (მათ შორის პირის კრედიტუნარიანობის/გადახდისუნარიანობის შემოწმების ან/და სხვა კანონიერი მიზნით). თავდებისათვის ცნობილია, რომ: ა) სს „კრედიტინფო საქართველო“ წარმოადგენს საკრედიტო ბიუროს და ის უფლებამოსილია მიღებული ინფორმაცია/პერსონალური მონაცემები დაამუშავოს/გადაამუშავოს და გადასცეს მესამე პირებს, პირის კრედიტუნარიანობის/გადახდისუნარიანობის შეფასების, შემოწმების ან/და სხვა კანონიერი მიზნით; ბ) სს „კრედიტინფო საქართველოსათვის“ ან ნებისმიერი სხვა მსგავსი ფუნქციის მქონე სუბიექტისთვის გადასაცემი და მისგან მისაღები ინფორმაცია, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს თავდების საიდენტიფიკაციო მონაცემებს, აგრეთვე თავდების მსხვილი აქციონერების/დამფუძნებლების და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების სახელებსა და საიდენტიფიკაციო მონაცემებს, მიმდინარე საკრედიტო/სასესხო თუ სხვა სახის ფინანსური ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, მოცულობას, მიზნობრიობას, დარიცხულ საპროცენტო სარგებელს, მოქმედების ვადას, პირის მიერ საკრედიტო/სასესხო თუ სხვა სახის ფინანსურ ვალდებულებასთან დაკავშირებული გადახდების დროულობას, დავალიანების ნაშთს, უზრუნველყოფის ოდენობასა და უზრუნველყოფის საგნის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ხოლო სასამართლო (მათ შორის, საარბიტრაჟო სასამართლო) დავის არსებობის შემთხვევაში - სასამართლო (მათ შორის, საარბიტრაჟო სასამართლო) სამართალწარმოებისა და სააღსრულებო წარმოების შედეგს, აგრეთვე მონაცემთა ბაზისთვის საჭირო სხვა მონაცემებს;
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან ან/და ნებისმიერი სხვა იდენტური ან მსგავსი ფუნქციის მქონე დაწესებულებიდან (კერძო ან საჯარო) გამოითხოვოს, მიიღოს და შეინახოს თავდების შესახებ დაცული ინფორმაცია (მათ შორის პერსონალური მონაცემები და საიდენტიფიკაციო დოკუმენტები) და აღნიშული ინფორმაციის მონაცემთა ბაზები (მათ შორის ელექტრონული ბაზები), ასევე შეასრულოს ყველა საჭირო მოქმედება ან/და პროცედურა რაც დაკავშირებულია ზემოაღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებასთან;
თავდების შესახებ ინფორმაცია (მათ შორის, ინფორმაცია ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების შესახებ) მიაწოდოს:
ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების და ძირითადი ხელშეკრულების მხარეებს;
მესამე პირებს: ა) თავდების მიერ ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებების პირობების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულების შედეგად ბანკის უფლებების განხორციელების მიზნით, ან/და თავდების მიერ ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე მონიტორინგის მიზნით ან ბ) რომლებიც დაინტერესებულნი არიან ხელშეკრულებიდან ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებებიდან და ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბანკის მოთხოვნების შეძენით/სინდიცირებით ან/და თავდების ვალდებულებების გადაკისრებით.
არბიტრაჟი
მხარეები თანხმდებიან, რომ ხელშეკრულებიდან (მათ შორის მისი დანართიდან) ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნებისმიერი დავის არბიტრაჟისათვის გადაცემის შემთხვევაში:
საარბიტრაჟო განხილვა ჩატარდება საქართველოში (ქ. თბილისში), ქართულ ენაზე, ქართული სამართლის ნორმების (კანონმდებლობის) შესაბამისად და მუდმივმოქმედი არბიტრაჟის რეგლამენტის/დებულების იმ რედაქციის შესაბამისად, რომელიც იქნება მოქმედი საარბიტრაჟო სარჩელის მიღების თარიღისათვის და ამასთან, სრულად ან ნაწილობრივ არ იქნება შეუსაბამო ამ პუნქტით განსაზღვრულ საარბიტრაჟო შეთანხმებასთან, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ან მხარეთა დამატებითი წერილობითი შეთანხმებით სხვაგვარად არ იქნა განსაზღვრული;
თუ დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 100,000 (ასი ათასი) ლარს ან მის ექვივალენტს (საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენის თარიღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფიქსირებული კურსით) უცხოურ ვალუტაში, მხარეთა შორის დავა განიხილება 1 (ერთი) არბიტრისაგან შემდგარი საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ, რომელსაც საარბიტრაჟო სარჩელის წარმოებაში მიღებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში ნიშნავს თავად მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სასამართლოს თავმჯდომარე მუდმივმოქმედი არბიტრაჟის არბიტრთა ნუსხიდან;
თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 100,000 (ასი ათასი) ლარს ან მის ექვივალენტს (საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენის თარიღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფიქსირებული კურსით) უცხოურ ვალუტაში, მხარეთა შორის დავა განიხილება მუდმივმოქმედი არბიტრაჟის არბიტრთა ნუსხიდან დანიშნული 3 (სამი) არბიტრისაგან შემდგარი საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ, რომელთაგან თითო არბიტრს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის რეგლამენტის/დებულების შესაბამისად ნიშნავს თითოეული მხარე, ხოლო მესამე არბიტრს - მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სასამართლოს თავმჯდომარე. ამასთან:
მოსარჩელე არბიტრს ნიშნავს საარბიტრაჟო სარჩელის წარმოებაში მიღებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში, ხოლო მოპასუხე - მისთვის საარბიტრაჟო სარჩელის გადაცემიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში (თუ მოპასუხე წარმოდგენილია ერთზე მეტი პირით, მაშინ ვადის ათვლა იწყება საარბიტრაჟო სარჩელის ერთ-ერთი მათგანისათვის (ყველაზე ადრე ჩაბარების გათვალისწინებით) ჩაბარების შემდეგი დღიდან. თუ კი საარბიტრაჟო დავაში რომელიმე მხარეს მონაწილეობს ერთზე მეტი პირი, მათ ერთობლივად უნდა ისარგებლონ არბიტრის დანიშვნის უფლებით;
მესამე არბიტრის, რომელიც ამავე დროს იქნება საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარე, დანიშვნის უფლებას მხარეები გადასცემენ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც არბიტრს ნიშნავს საარბიტრაჟო სარჩელის წარმოებაში მიღებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში;
იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარე არ დანიშნავს არბიტრს სპეციფიკური პირობების 6.1.3.1. ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ჩაითვლება, რომ ის უარს ამბობს ისარგებლოს არბიტრის უშუალოდ დანიშვნის უფლებით და რომ არბიტრის დანიშვნის უფლებას იგი გადასცემს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სასამართლოს თავმჯდომარეს. ამ შემთხვევაში მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სასამართლოს თავმჯდომარე არბიტრს ნიშნავს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის არბიტრთა ნუსხიდან, შესაბამისი მხარის მიერ არბიტრის დანიშვნის ვადის გაშვებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში.
სპეციფიკური პირობების 6.1.2. და 6.1.3. ქვეპუნქტის პირობ(ებ)ის შესაბამისად არბიტრის დანიშვნის თანადროულად შესაბამისმა მხარემ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სასამართლოს უნდა წარუდგინოს არბიტრობის კანდიდატის წერილობითი თანხმობა არბიტრობაზე;
მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის ან სხვა რაიმე მიზეზით უმოქმედობის შემთხვევაში, არბიტრს შეუწყდება უფლებამოსილება საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე ან მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სასამართლოს თავმჯდომარის მიერ საკუთარი ინიციატივით ან ერთ-ერთი მხარის დასაბუთებული წერილობითი განცხადებით;
მხარეს, რომელსაც განზრახული აქვს აცილება გამოუცხადოს არბიტრს, ვალდებულია აცილების შესახებ წერილობითი განცხადება წარუდგინოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სასამართლოს თავმჯდომარეს და არბიტრებს 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა შესაბამისი არბიტრის დანიშვნა ან კანონმდებლობით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, რომელიც არბიტრის აცილების საფუძველია. განცხადებაში უნდა მიეთითოს აცილების საფუძველი და მოტივები. თუ არბიტრი, რომლის აცილების საკითხიც განიხილება, არ აცხადებს თვითაცილებას ან თუ მეორე მხარე არ დაეთანხმება აცილებას მისთვის არბიტრის აცილების თაობაზე წერილობითი განცხადების წარდგენიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში, მაშინ აცილების საკითხს გადაწყვეტს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სასამართლოს თავმჯდომარე ამ ვადის ამოწურვიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში. მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სასამართლოს თავმჯდომარის ეს გადაწყვეტილება საბოლოოა, არ გასაჩივრდება და მხარეები თანხმდებიან არბიტრის აცილების მოთხოვნით არ მიმართონ სასამართლოს;
არბიტრის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ან აცილებიდან/თვითაცილებიდან 7 (შვიდი) კალენდალური დღის ვადაში, ამგვარი არბიტრის ნაცვლად არბიტრს ნიშნავს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სასამართლოს თავმჯდომარე მუდმივმოქმედი არბიტრაჟის არბიტრთა ნუსხიდან;
საარბიტრაჟო განხილვის დაწყებამდე ან განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე, მხარეს შეუძლია შუამდგომლობით მიმართოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სასამართლოს თავმჯდომარეს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ. მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სასამართლოს თავმჯდომარის მიერ გამოყენებულ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებს აქვთ სავალდებულო ძალა და უნდა აღსრულდეს შესაბამისად მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სასამართლოს თავმჯდომარის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ზემოაღნიშნული დათქმიდან გამომდინარე, მხარეები თანხმდებიან, რომ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების აღსრულებისათვის სასამართლოსათვის მიმართვა და სასამართლოს მიერ მათი ცნობა არ არის საჭირო;
საარბიტრაჟო დავის განხილვა იწყება მოპასუხისათვის საარბიტრაჟო სარჩელის გადაცემის მომეტიდან;
თუ დავის საგნის ღირებულება არ აღემატება:
50,000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს ან მის ექვივალენტს (საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენის თარიღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფიქსირებული კურსით) უცხოურ ვალუტაში და დავა განიხილება 1 (ერთი) არბიტრისაგან შემდგარი საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ, საარბიტრაჟო სასამართლო დავას განიხილავს ზეპირი განხილვის/მოსმენის გარეშე;
200,000 (ორასი ათასი) ლარს ან მის ექვივალენტს (საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენის თარიღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფიქსირებული კურსით) უცხოურ ვალუტაში და დავა განიხილება 3 (სამი) არბიტრისაგან შემდგარი საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ, საარბიტრაჟო სასამართლო დავას განიხილავს ზეპირი განხილვის/მოსმენის გარეშე.
საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებულ საარბიტრაჟო თუ სხვა მოსაკრებელს და გადასახდელს გადაიხდის/აანაზღაურებს და ხარჯებს გაიღებს/აანაზღაურებს წაგებული მხარე;
მოპასუხეს უფლება აქვს საარბიტრაჟო სარჩელზე შესაგებელი/შეპასუხება წარმოადგინოს საარბიტრაჟო სარჩელის მიღებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში. ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ ჩაითვლება, რომ მოპასუხემ უარი განაცხადა შესაგებელზე/შეპასუხებაზე;
საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილ უნდა იქნეს საარბიტრაჟო განხილვის დაწყებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. აუცილებლობის შემთხვევაში ეს ვადა შესაძლებელია გაიზარდოს გონივრული ვადით, მაგრამ არაუმეტეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადისა. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან. საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარემ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანის მომენტიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, რომელიც სხვა აუცილებელ შემადგენელ ნაწილებთან ერთად უნდა შეიცავდეს ასევე სამოტივაციო ნაწილს, უნდა გადასცეს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელი გადაწყვეტილებაც უნდა გადაეცეს მხარეს მისი ზეპირი ან წერილობითი მოთხოვნისთანავე;
თითოეულ მხარეს უფლება აქვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მის მიერ მიღებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, მაგრამ არაუმეტეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანის მომენტიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში მოთხოვოს საარბიტრაჟო სასამართლოს:
გაასწოროს შეცდომა, რომელიც დაშვებულ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში მოცემულ გაანგარიშებებში, აგრეთვე მისი წერითი, ბეჭდური ან სხვა ამგვარი შეცდომები;
მისცეს განმარტება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების რომელიმე კონკრეტულ საკითხთან ან ამ გადაწყვეტილების რომელიმე ნაწილთან დაკავშირებით;
გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება იმ მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომლებიც განცხადებული იყო საარბიტრაჟო განხილვის მიმდინარეობისას, მაგრამ არ იქნა ასახული გადაწყვეტილებაში.
ყველა კომუნიკაცია მხარეებს, მუდმივმოქმედ არბიტრაჟსა და საარბიტრაჟო სასამართლოს შორის უნდა წარმოებდეს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის კანცელარიის მეშვეობით;
საარბიტრაჟო დავის განხილვის წესები და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები, რომლებიც არ რეგულირდება არც ხელშეკრულებით, არც მუდმივმოქმედი არბიტრაჟის რეგლამენტით/დებულებით და არც კანონმდებლობით, გადაწყდება მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სასამართლოს თავმჯდომარის, ხოლო საარბიტრაჟო სასამართლოს ფორმირების შემდეგ - საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ.
ხელშეკრულების პირობების მოქმედება თავდებ(ებ)ის მიმართ
ხელშეკრულების მიზნებისათვის, „თავდები”-ს დეფინიციაში მოცემულ პირებზე ხელშეკრულების პირობები გავრცელდება სრულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაბამისი პირის სამართლებრივი სტატუსიდან (ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი) გამომდინარე კონკრეტული პირობა ვერ გავრცელდება ამგვარ პირზე.
იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს ერთზე მეტი თავდები:
თითოეული ასეთი თავდები წარმოადგენს ბანკის მიმართ სოლიდარულ მოვალეს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებზე;
თითოეული თავდების სოლიდარული პასუხისმგებლობა ძალაშია მიუხედავად მათ მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად ბანკის სასარგებლოდ რაიმე ფორმით გაცემული დამატებითი ვალდებულების (მათ შორის, თავდებობის ან/და გარანტიის) არსებობა/არარსებობისა;
ერთ-ერთ თავდებთან დაკავშირებული ფაქტები გამოიყენება სხვა თავდებების მიმართაც, იმის გათვალისწინებით, რომ ბანკის მიერ რომელიმე თავდების მიმართ თავისი უფლებების გამოუყენებლობა (სრულად ან ნაწილობრივ) არ გავრცელდება სხვა თავდებებზე და არ ათავისუფლებს მათ შესაბამისი ვალდებულებებისაგან;
ერთ-ერთი თავდების მიერ ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია შესაბამისი მოთხოვნა/მოთხოვნები წაუყენოს ნებისმიერ თავდებს და მის მიმართ ისარგებლოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან/და კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით.
სხვა პირობები
მხარეები ადასტურებენ, რომ ხელშეკრულების შინაარსი ზუსტად გამოხატავს მხარეთა ნებას და რომ მათ მიერ ნების გამოვლენა მოხდა ხელშეკრულების შინაარსის გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობიდან.
ნებისმიერი და ყოველი უფლება, რომელიც მიენიჭება მხარეს მეორე მხარის მიერ ხელშეკრულების ან/და კანონმდებლობის სრულად ან ნაწილობრივ დარღვევის შედეგად, კრებითია და დაემატება ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით მინიჭებულ ყველა სხვა უფლებას.
ერთ-ერთი მხარის მხრიდან ხელშეკრულების ან/და კანონმდებლობის სრულად ან ნაწილობრივ დარღვევასთან დაკავშირებით მეორე მხარის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებების გამოუყენებლობა არ გავრცელდება ხელშეკრულების ან/და კანონმდებლობის ნებისმიერ შემდგომ დარღვევაზე.
ხელშეკრულების რომელიმე მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის ბათილობა არ გამოიწვევს მთლიანად ხელშეკრულების ან/და მისი სხვა მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის ბათილობას. ბათილი დებულების ნაცვლად, გამოიყენება იმგვარი დებულება, რომლითაც უფრო ადვილად მიიღწევა ხელშეკრულებით (მათ შორის ბათილი დებულებით) გათვალისწინებული მიზანი.
ხელშეკრულებაში მხოლობით რიცხვში გამოყენებული სიტყვები გულისხმობს მრავლობითს და პირიქით.
ხელშეკრულების მუხლები, პუნქტები ან/და ქვეპუნქტები დანომრილია და დასათაურებულია მხოლოდ მოხერხებულობისათვის და ამ ფაქტს ხელშეკრულების ინტერპრეტაციისათვის მნიშვნელობა არ ენიჭება.
ხელშეკრულების დანართებზე სრულად ვრცელდება ხელშეკრულების მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის და ქვეპუნქტ(ებ)ის მოქმედება. ამასთან, ხელშეკრულების და მისი დანართების პირობებს შორის წინააღმდეგობის ან შეუსაბამობის არსებობისას, ამგვარი დანართების პირობებს მიენიჭება უპირატესობა იმ საკითხებთან მიმართებაში, რომელთა დასარეგულირებლადაც დადებულია ამგვარი დანართი.
მხარეები თანხმდებიან, რომ ხელშეკრულების დებულებ(ებ)ის არსებობა/არარსებობასთან, მათ შინაარსთან, განმარტებასთან ან/და განხორციელებასთან დაკავშირებით მხარეთა შორის დავის წარმოშობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ბანკში დაცულ ეგზემპლარს. ამასთან, ამ უკანასკნელ დებულებასთან მიმართებით ყოველგვარი ეჭვის ან/და დავის გამორიცხვის მიზნით, მხარეები თანხმდებიან, რომ ხელშეკრულების და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის (მათი დანართ(ებ)ის ჩათვლით) ბანკში დაცული ეგზემპლარის თითოეულ გვერდზე თავდების ხელმოწერის არ არსებობა არ ხდის ამ პუნქტით გათვალისწინებულ დებულებას საეჭვოს ან სადავოს.
ხელშეკრულება მისი ვალდებულებებითა და სარგოებით ვრცელდება და სავალდებულოა მხარეთა უფლებამონაცვლეების, თუ მემკვიდრეებისათვის/სამართალმემკვიდრეებისათვის.
თავდებს უფლება არა აქვს ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე მესამე პირს გადასცეს ან გადააბაროს მასზე ხელშეკრულებით (მათ შორის, მისი დანართ(ებ)ით) ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულება ან მინიჭებული უფლება. ბანკის უარი გამორიცხავს ნებისმიერი ზემოაღნიშნული ქმედების ან/და გარიგების განხორციელების შესაძლებლობას და შესაბამისად ამ წესის დარღვევით განხორციელებული ქმედება ან/და გარიგება ბათილია და არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს, გარდა კანონმდებლობით ცალსახად განსაზღვრული შემთხვევებისა. ამასთან, ეს დებულება არ გულისხმობს დათქმას, რომ თავდებმა პირადად უნდა შეასრულოს ვალდებულებები და არ გამორიცხავს ბანკის უფლებას მიიღოს მესამე პირისაგან შემოთავაზებული შესრულება, მიუხედავად იმისა თანახმაა თუ არა თავდები.
იმ შემთხვევებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით, მხარეები იხელმძღვანელებენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით ან/და დამატებით შეთახმებული პირობებით.
ხელშეკრულება შედგნილია ქართულ ენაზე. თუ რომელიმე მხარემ არ იცის ქართული ენა ან/და მისი დამწერლობა, ან მხარეებს ან ერთ-ერთ მხარეს სურს, მაშინ ხელშეკრულება შესაძლოა შედგეს და დაიდოს ასევე მხარეთათვის მისაღებ სხვა ენაზეც. ხელშეკრულების ინტერპრეტაციისას უპირატესობა ენიჭება ქართულ ენაზე შედგენილ ტექსტს. აღნიშნული ნორმები ვრცელდება, ასევე, მხარეთა შორის ურთიერთობაზე ან/და ხელშეკრულების, თუ ნებისმიერი სხვა დოკუმენტის შედგენასა თუ ინტერპრეტაციაზე.
ხელშეკრულების თანაბარი იურიდიული ძალის მქონე თითო იდენტური ეგზემპლარი გადაეცემა მხარეებს.
9 / 9
თავდების ხელმოწერა /_________________________/