Contract
ხელშეკრულება №_____________________________
ქ. თბილისი --- აგვისტო 2024 წელი
xx ,,xxxxx xxxxx’’ (შემდგომ «დამკვეთი») წარმოდგენილი მისი --------- დირექტორის, ----------- მიერ, ერთი მხრივ და შპს „----------------------“ (შემდგომ «შემსრულებელი») წარმოდგენილი მისი დირექტორის ------------------- მიერ, მეორე მხრივ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას (შემდგომ «ხელშეკრულება») შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
1.1 შემსრულებელი კისრულობს ვალდებულებას, დამკვეთის მიერ ქალაქ ქუთაისში, ი. xxxxxxxxxxx #1-ში (ს/კ 03.04.24.044.08.502) მდებარე, იჯარით აღებული ფართის სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ღია ტენდერში წარმოდგენილი სატენდერო წინადადების შესაბამისად, საკუთარი მასალით, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებითა და პერსონალით, განახორციელოს სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები (შემდგომ ”სამუშაოები”).
1.2 წინამდებარე ხელშეკრულების №1 დანართი წარმოადგენს ხარჯთაღრიცხვას, რომელშიც მითითებულია კონკრეტული სამუშაოების ჩამონათვალი.
2. სამუშაოს შესრულების პირობები და მხარეთა უფლება-მოვალეობები
2.1 შემსრულებელი ვალდებულია:
ა) ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, საკუთარი ძალებითა და ტექნიკური საშუალებებით, საკუთარი მასალით, შეასრულოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები სრული მოცულობით, დამკვეთის მითითებების, სამშენებლო ნორმების და სტანდარტების, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების სრული დაცვით, ხარისხიანად და დადგენილ ვადაში.
ბ) ობიექტზე და მის ირგვლივ სამუშაოების მიმდინარეობის დროს დაიცვას უსაფრთხოების პირობები, ხელი არ შეუშალოს დამკვეთის სამუშაო პროცესს და სამუშაოთა დასრულების შემდეგ უმოკლეს ვადებში გაათავისუფლოს ტერიტორია სამშენებლო ტექნიკისა და ნარჩენებისაგან. სამუშაოების დასრულების შემდეგ, შემსრულებლის მიერ ობიექტის ის ტერიტორია სადაც მან აწარმოა სამუშაოები სრულად უნდა იყოს დალაგებული და დასუფთავებული. შემსრულებლის სახსრებითა და ძალებით უნდა დასუფთავდეს როგორც სამუშაო ფართი, ასევე გარე პერიმეტრი და სველი წერტილები.
გ) სამუშაოების შესრულების პროცესში გაითვალისწინოს და შეასრულოს დამკვეთის ყველა ზეპირი თუ წერილობითი შენიშვნა, ასევე დამატებითი ანაზღაურების გარეშე, შეასრულოს დამკვეთის მოთხოვნა დამატებითი (ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულზე მეტი) სამუშაოების შესრულების შესახებ, თუ მოთხოვნილი დამატებით შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება არ აღემატება ხარჯთაღრიცხვის კონკრეტულ პუნქტში მოცემული სამუშაოს ღირებულების 15%-ს.
დ) გადასცეს დამკვეთს ნივთობრივად უნაკლო და ჯეროვნად შესრულებული სამუშაო.
ე) შემსრულებელი პასუხისმგებელია სამუშაოებში მონაწილე მისი ტექნიკური პერსონალის კვალიფიკაციაზე, სანდოობაზე და დამკვეთის ობიექტზე მათ მოქმედებაზე.
ვ) სამუშაოთა შესრულების ხარისხის შემოწმებისას (მათ შორის საგარანტიო პერიოდში) დამკვეთის მიერ აღმოჩენილი სამუშაოთა ან/და მასალის დეფექტის, წუნის შემთხვევაში, შესაბამისი წერილობითი მიმართვიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ან დამკვეთის მიერ განსაზღვრულ ვადაში, საკუთარი სახსრებით და საშუალებებით გამოასწოროს ხარვეზი.
ზ) დაიცვას სამუშაოების განხორციელების დროს მიღებული ინფორმაციის (მათ შორის ოთახების განლაგების) კონფიდენციალურობა.
თ) ხელი არ შეუშალოს დამკვეთის წარმომადგენლებს ხელშეკრულების პირობების შესრულების მიმდინარეობის ინსპექტირებისას და მაქსიმალურად უზრუნველყოს დამკვეთის წარმომადგენლები ინსპექტირების ჩატარებისათვის საჭირო ინფორმაციით, პერსონალით, ტექნიკური საშუალებებითა და სხვა პირობებით.
ი) მასალებისა და დანადგარების, ასევე სხვა მოცულობითი ნივთის ობიექტზე მიტანის დროს აცნობოს დამკვეთის წარმომადგენლებს აღნიშნულის შესახებ და მათი ზედამხედველობით განახორციელოს საჭირო ქმედებები.
კ) დამკვეთის თანხმობის გარეშე არ გადასცეს ხელშეკრულებით ნაკისრი უფლებები ან ვალდებულებები მესამე პირს.
ლ) შემსრულებლის ქვეკონტრაქტორის (თუ ასეთი იარსებებს) არსებობა არ ათავისუფლებს შემსრულებელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობებისაგან.
2.2 შემსრულებელი უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს ანაზღაურება შესრულებული სამუშაოებისათვის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
ბ) მოითხოვოს დამკვეთის ბრალეულობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
გ) დამკვეთის მიზეზით სამუშაოების შეფერხების შემთხვევაში მოითხოვოს სამუშაოთა დასრულების ვადის გადაწევა შესაბამისი პერიოდით.
2.3 დამკვეთი ვალდებულია:
ა) მიიღოს შესრულებული სამუშაოები ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად თუ ისინი განხორციელებული იქნება სათანადო დონეზე, ხარისხიანად და გადაუხადოს შემსრულებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღირებულება.
ბ) უზრუნველყოს ობიექტის მზადყოფნა სამუშაოების დასაწყებად.
გ) მისი მიზეზით სამუშაოების მიმდინარეობის შეფერხების შემთხვევაში უზრუნველყოს სამუშაოთა დასრულების ვადის შესაბამისი პერიოდით გახანგრძლივება.
დ) სხვადასხვა მიზეზებით სამუშაოს დაკონსერვების (განუსაზღვრელი ვადით შეჩერების) შემთხვევაში, წერილობით აცნობოს შემსრულებელს აღნიშნულის შესახებ, რის შემდეგ 5 (ხუთი) კალენდარული დღის განმავლობაში ორმხრივი აქტით განისაზღვრება ობიექტზე შესრულებული სამუშაოს მოცულობა და ღირებულება. ამ აქტის ორივე მხარის მიერ ხელმოწერის დღიდან 7 (შვიდი) საბანკო დღის ვადაში მხარეებს შორის უნდა მოხდეს შესაბამისი ანგარიშსწორება. აღნიშნულ შემთხვევაში დამკვეთს შემსრულებლის მიმართ სხვა ფინანსური ვალდებულება არ ეკისრება.
2.4 დამკვეთი უფლებამოსილია:
ა) არ მიიღოს ან/და არ აანაზღაუროს შესრულებული სამუშაოები იმ შემთხვევაში, თუ ობიექტზე სამუშაოების ჩატარების პროცესში ან ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ აღმოჩნდა, რომ სამუშაოები არ არის შესრულებული სრულად და ხარისხიანად.
ბ) გაზარდოს ან შეამციროს სამუშაოთა მოცულობა.
გ) საჭიროების შემთხვევაში დააკონსერვოს სამუშაოები.
დ) განახორციელოს შემსრულებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლი, მის მიერ გამოყოფილი პირის ან პირთა ჯგუფის მეშვეობით სამუშაოთა განხორციელების ადგილზე, ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე, ასევე სამუშაოთა დამთავრების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს შესაბამისი ექსპერტი შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და შესაბამისობის შესამოწმებლად. ხელშეკრულების და სამუშაოთა მიმდინარეობის ინსპექტირებას ახორციელებენ დამკვეთის წარმომადგენლები ან დამკვეთის მიერ მოწვეული სხვა სპეციალისტები/ექსპერტები.
ე) შემსრულებელთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია/დოკუმენტი მიაწოდოს გარე აუდიტორს, რომელიც დამკვეთს უწევს პროფესიულ მომსახურებას.
3. ხელშეკრულების ღირებულება
3.1 სამუშაოების საერთო ღირებულება შეადგენს: -------------- (----------------) ლარს, რომელიც მოიცავს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, ასევე წინამდებარე ხელშეკრულების 1.1 პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელებისათვის ყველა საჭირო ხარჯს.
3.2 სამუშაოთა მოცულობა, აღწერილობა და ერთეულის ღირებულებები მოცემულია ხელშეკრულების №1 დანართში. აღნიშნულ დანართში მოცემული ფასები არ ექვემდებარება გაზრდას რაიმე გარემოების ცვლილების საფუძველზე.
3.3 დამატებითი სამუშაოების (რაც არ იქნება გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვაში) დამკვეთის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელია სამუშაოთა მოცულობების და ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა (გარდა ხელშეკრულების 2.1 პუნქტის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), რაზედაც უნდა გაფორმდეს მხარეთა მიერ ორმხრივად ხელმოწერილი წერილობითი შეთანხმება.
4. ანგარიშსწორების წესი
4.1 დამკვეთი უფლებამოსილია, სამუშაოთა მიმდინარეობის პროცესში ეტაპობრივად განახორციელოს შესრულებულ სამუშაოთა მიღება და ანაზღაურება.
4.2 ანგარიშსწორებას დამკვეთი განახორციელებს ერთიანად ან ეტაპობრივად, ხელშეკრულების 7.1 პუნქტით განსაზღვრული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის მხარეთა მიერ ხელმოწერიდან და დადგენილი წესით ელ/ანგარიშ-ფაქტურის დამკვეთის მხრიდან დადასტურებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
4.3 ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
5. სამუშაოების შესრულების ვადა
5.1 შემსრულებელი ვალდებულია სამუშაოები სრულად შეასრულოს ხელშეკრულების გაფორმებიდან --- (--------) სამუშაო დღის ვადაში. წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისათვის სამუშაო დღეებში არ შედის შაბათ-კვირა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უქმე დღეები.
5.2 სამუშაოთა შესრულების ვადების გაგრძელება შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე. ინიციატორმა მხარემ უნდა აცნობოს მეორე მხარეს, ვადების გაგრძელების ან ცვლილების აუცილებლობის დასაბუთება.
5.3 დამკვეთი იტოვებს უფლებას არ დაეთანხმოს სამუშაოთა შესრულების ვადებში ცვლილების შეტანას, ამ შემთხვევაში სამუშაოები უნდა გაგრძელდეს და დასრულდეს მოქმედი ვადების შესაბამისად (გარდა ფორს-მაჟორული ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა).
6. მხარეთა პასუხისმგებლობა
6.1 წინამდებარე ხელშეკრულების 5.1 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გადაცილების შემთხვევაში, შემსრულებელს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სამუშაოების საერთო ღირებულების (3.1 პუნქტი) 0.5%-ის ოდენობით.
6.2 თუ შემსრულებელი 5.1 პუნქტით გათვალისწინებულ ვადას გადააცილებს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღით (აღნიშნული განიხილება დამატებით განსაზღვრულ ვადად), დამკვეთი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და 6.1 პუნქტით გათვალისწინებული ვადაგადაცილების პირგასამტეხლოს გარდა, დამატებით დააკისროს შემსრულებელს შეწყვეტის პირგასამტეხლო სამუშაოების საერთო ღირებულების 5%-ის ოდენობით. ასეთ შემთხვევაში შემსრულებელი ვალდებულია სრულად ან ნაწილობრივ (შესრულებული სამუშაოს შესაბამისად) აუნაზღაუროს დამკვეთს წინასწარ გადახდილი თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო დამკვეთი ვალდებულია აუნაზღაუროს შემსრულებელს შესრულებული სამუშაოს ღირებულება, რომლის მოცულობა და ღირებულება განისაზღვრება მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერით.
6.3 თუ სამუშაოთა მიმდინარეობის ან შესრულებულ სამუშაოთა შემოწმების პროცესში დამკვეთის მიერ აღმოჩენილი იქნა შესრულებული სამუშაოს ან გამოყენებული მასალის ხარვეზი და შემსრულებელი არ აღიარებს ხარვეზის არსებობას, დამკვეთი უფლებამოსილია მოიწვიოს შესაბამისი ექსპერტი ხარვეზის არსებობის/მოცულობის დადგენის მიზნით. ექსპერტის მიერ ხარვეზის არსებობის დადასტურების შემთხვევაში, შემსრულებელი ვალდებულია დამკვეთის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში საკუთარი ხარჯით აღმოფხვრას არსებული ხარვეზი და აანაზღაუროს ექსპერტის ხარჯები. შემსრულებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია გაფრთხილების ვადის გარეშე შეწყვიტოს ხელშეკრულება და დააკისროს შემსრულებელს შეწყვეტის პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ის ოდენობით. ასეთ შემთხვევაში შემსრულებელი ვალდებულია სრულად ან ნაწილობრივ (შესრულებული სამუშაოს შესაბამისად) აუნაზღაუროს დამკვეთს წინასწარ გადახდილი თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო დამკვეთი ვალდებულია აუნაზღაუროს შემსრულებელს შესრულებული სამუშაოს ღირებულება, რომლის მოცულობა და ღირებულება განისაზღვრება მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერით.
6.4 თუ სამუშაოთა მიმდინარეობის პროცესში შემსრულებელი უარს იტყვის ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ის შესრულებაზე (გარდა ფორს მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევისა), დამკვეთი უფლებამოსილია დააკისროს შემსრულებელს პირგასამტეხლო ხელშეკრულების 3.1 პუნქტში მითითებული თანხის 10%-ის ოდენობით.
6.5 თუ სამუშაოთა საგარანტიო პერიოდის განმავლობაში დამკვეთის მიერ აღმოჩენილი იქნა შესრულებული სამუშაოს ან შემსრულებლის მიერ გამოყენებული მასალის ხარვეზი და შემსრულებელი არ აღიარებს ხარვეზის არსებობას, დამკვეთი უფლებამოსილია მოიწვიოს შესაბამისი ექსპერტი ხარვეზის არსებობის/მოცულობის დადგენის მიზნით. ექსპერტის მიერ ხარვეზის არსებობის დადასტურების შემთხვევაში, შემსრულებელი ვალდებულია, დამკვეთის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში საკუთარი ხარჯით აღმოფხვრას არსებული ხარვეზი და აანაზღაუროს ექსპერტის ხარჯები.
6.6 პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს შემსრულებელს ვალდებულებების შესრულებისაგან და მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან.
6.7 გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსრულებელს აქვს უფლება დააკისროს დამკვეთს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დროულად გადაუხდელი თანხის 0,05%-ის ოდენობით, გარდა ისეთი შემთხვევისა, როცა გადახდა არ ხორციელდება იმ მიზეზით, რომ მხარეთა შორის თანხის ოდენობა ან/და გადახდის პირობები ან/და სამუშაოს ხარისხი/მოცულობა გახდა სადაო.
6.8 საგარანტიო პერიოდის ხანგრძლივობა შეადგენს 1 (ერთი) წელს, რომელიც აითვლება შესრულებულ სამუშაოზე საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან.
6.9 პირგასამტეხლოს მოთხოვნა წარმოადგენს მხარის უფლებას და არა ვალდებულებას.
7. სამუშაოთა მიღება-ჩაბარების წესი
7.1 დამკვეთი ამოწმებს სამუშაოთა მოცულობას, სახარჯთაღრიცხვო პარამეტრებთან შესაბამისობას, შესრულების ხარისხს და პრეტენზიის არქონის შემთხვევაში შემსრულებელთან შესრულებულ სამუშაოს მიღებაზე აფორმებს მიღება – ჩაბარების აქტ(ებ)ს, სადაც აღინიშნება შესრულებული სამუშაო და მისი ღირებულება.
7.2 დამკვეთი უფლებამოსილია, განახორციელოს სამუშაოს მიღება ეტაპობრივად და შესაბამისად, თითოეულ ეტაპზე გააფორმოს 7.1 პუნქტით გათვალისწინებული მიღება-ჩაბარების აქტი.
8. სამუშაოთა შესრულების წესი
8.1 შესრულებულ სამუშაოთა მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად, მოქმედი სამშენებლო ნორმების შესაბამისად, შემსრულებელი ვალდებულია, ბანკის მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, ჩაატაროს ბანკის მიერ მოწონებულ ლაბორატორიაში მასალების და კონსტრუქციების ხარისხის ყველა საკონტროლო ლაბორატორიული გამოცდები და შემოწმებები მათი გამოყენების ვარგისიანობაზე.
8.2 მასალები უნდა ინახებოდეს დახურული წესით, გარდა იმ მასალებისა, რომელიც ნორმების მიხედვით ინახება ღია ცის ქვეშ.
8.3 შემსრულებლის მასალებს და კონსტრუქციებს უნდა ჰქონდეს პასპორტი ან სერტიფიკატი. მათი ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტებს და სამშენებლო ნორმებს.
8.4 თუ შემსრულებელი არ განახორციელებს 8.1 პუნქტით გათვალისწინებულ ლაბორატორიულ შემოწმებას, დამკვეთი უფლებამოსილია, თავად განახორციელოს მითითებული ლაბორატორიული შემოწმება, რომლის ღირებულებას დამკვეთს გამოუქვითავს სამუშაოს საერთო ღირებულებიდან.
8.5 სახელშეკრულებო ობიექტზე შემსრულებელმა უნდა აწარმოოს სამუშაოთა წარმოების ჟურნალი, სადაც ყოველდღიურად ჩაწერს დღიური შესრულებული სამუშაოს მოცულობას, შემსრულებელი პერსონალის მონაცემებს, მექანიზმების ჩამონათვალს, რომელიც მონაწილეობდა სამუშაოს შესრულებაში, ხარისხის დაცვის პროცედურებს და სხვა. ჟურნალში ჩაიწერება დეფექტების შესწორების, დავალებების და გაფრთხილებების ვადები და ინფორმაცია მათი აღმოფხვრის შესახებ.
9. ფორს-მაჟორი
9.1. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, თუ ეს გამოწვეულია დაუძლეველი ძალით („ფორს–მაჟორი“).
9.2. ამ მუხლის მიზნებისათვის „ფორს-მაჟორი“ ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი ნებისა და კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული მხარეთა შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთ ფორს–მაჟორულ მდგომარეობად მიიჩნევა მხოლოდ ომი, სტიქიური მოვლენები, ეპიდემია.
9.3. მხარე, რომელიც ვერ ასრულებს ვალდებულებებს ფორს–მაჟორული გარემოების გამო, ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ მეორე მხარეს შესაბამისი გარემოების დადგომისთანავე. სხვა შემთხვევაში, აღნიშნული მხარე არ თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის.
10. სადავო საკითხების გადაწყვეტა
10.1. მხარეები უზრუნველყოფენ, რომ ხელშეკრულების ირგვლივ წამოჭრილი ნებისმიერი უთანხმოება მხარეთა შორის გადაწყდეს მოლაპარაკების გზით.
10.2. მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში, წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი შინაარსის დავა (მათ შორის, ხელშეკრულების არსებობასთან, ინტერპრეტაციასთან, შესრულებასთან და აღსრულებასთან დაკავშირებით) განიხილება თბილისის საქალაქო სასამართლოების მიერ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
11. ხელშეკრულების სხვა პირობები
11.1 ხელშეკრულება ძალაში შედის ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებს მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულ შესრულებამდე.
11.2 ცვლილება ხელშეკრულების პირობებში შესაძლებელია მხოლოდ ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.
11.3 ხელშეკრულების დანართი წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
11.4 წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ორი თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, რომლებიც ინახება ხელშეკრულების მონაწილე მხარეებთან.
11.5 წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ელექტრონული ფოსტით ინფორმაციის გაცვლისათვის მხარეები გამოიყენებენ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართებს: დამკვეთის მხრიდან - xxxxxxxxxxx@xxxxxxxxx.xx შემსრულებლის მხრიდან - ------------------------
11. მხარეთა რეკვიზიტები
-
დამკვეთი:
სს „ბანკი ქართუ“
მის: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის 39ა
ს/ნ 204891652
------------ დირექტორი
--------------------------
/-------------------------/
შემსრულებელი:
შპს „--------------------------“
ქ. თბილისი, -----------------------------------------
ს/კ ----------------------------
საბანკო რეკვიზიტები
--------------------------------------
-----------------------------------------
დირექტორი
----------------------------
/----------------/
|
Page 4 |
|
|
|