იჯარის ხელშეკრულება Nრქმ/
ქ.
იჯარის ხელშეკრულება Nრქმ/
„ “ 20 წ.
ერთის მხრივ, შპს “ჯიარ ქონების მართვა” (ს/კ 202460103) (შემდგომში “მეიჯარე”), წარმოდგენილი
სახით, (მოქმედი საფუძველზე და
მეორეს მხრივ, (შემდგომში “მოიჯარე”),
xxxxxxxx მიერ 20
წლის
გამოცხადებული №
ელექტრონული/ინტერნეტ აუქციონის შედეგების საფუძველზე და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას (შემდგომში “ხელშეკრულება”) შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი და მოქმედების ვადა
1.1 მეიჯარე გადასცემს, ხოლო მოიჯარე იჯარის ფორმით დროებით სასყიდლიან სარგებლობაში იღებს მეიჯარის საკუთრებაში რიცხულ შემდეგ ქონებას:
არასაცხოვრებელი ფართი.
1.2 ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს მხარეებს შორის გაფორმებული იჯარით გადასაცემი ქონების მიღება-ჩაბარების აქტი (დანართი №1).
1.3 ხელშეკრულების მოქმედების ვადაა 1 (ერთი) წელი.
1.4 იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების ვადის გასვლამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე ერთ- ერთი მხარე, წერილობითი ფორმით, არ განაცხადებს საწინააღმდეგოს, წინამდებარე იჯარის ხელშეკრულება გაგრძელდება დამატებით კიდევ ერთი წლის ვადით. იგივე პირობა ვრცელდება ყოველ მომდევნო საიჯარო წელზე, მაგრამ არაუმეტეს ხუთი წლისა.
2. საიჯარო ქირა და ანგარიშსწორების წესი
2.1 საიჯარო ქირა ყოველთვიურად შეადგენს ( ) ლარს, დღგ-ს ჩათვლით, რაც წარმოადგენს ელექტრონულ აუქციონზე მოიჯარის მიერ ლოტზე დაფიქსირებულ საბოლოო თანხას.
2.2 საიჯარო ქირა მოიჯარემ მეიჯარეს უნდა გადაუხადოს ყოველი საანგარიშსწორებო თვის 10
რიცხვამდე.
2.3 ”ბე”-ს სახით გადახდილი საგარანტიო თანხა გათვალისწინებული იქნება საბოლოო ანგარიშსწორებისას.
2.4 საიჯარო ქირა ირიცხება მეიჯარის შემდეგ საბანკო რეკვიზიტებზე: სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი: XXXXXX00, ა\ა: XX00XX0000000000000000.
2.5 საიჯარო ქირის ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში მოიჯარეს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით.
2.6 პირგასამტეხლო მოიჯარეს ეკისრება წინასწარი გაფრთხილების გარეშე.
2.7 საიჯარო ქირის ათვლა იწყება მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან ხელშეკრულების 2.1 და 2.2 პუნქტებით გათვალისწინებული ოდენობისა და პირობების შესაბამისად.
3. მხარეთა უფლება-მოვალეობანი
3.1 მეიჯარე ვალდებულია:
3.1.1 ვადიან სარგებლობაში გადასცეს მოიჯარეს საიჯარო ქონება;
3.1.2 შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
3.2 მეიჯარეს უფლება აქვს:
3.2.1 წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ნებისმიერ დროს შეუფერხებლად დაათვალიეროს იჯარით გაცემული ქონება, მათ შორის შეამოწმოს მოიჯარის მიერ ტექნიკური და სახანძრო უსაფრთხოებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის მდგომარეობა;
3.2.2 მეიჯარეს უფლება აქვს წელიწადში ერთხელ, გადახედოს საიჯარო ქირას მისი გაზრდის მიზნით და შესთავაზოს შესაბამისი ცვლილება მოიჯარეს;
გაზრდილი საიჯარო ქირა დაითვლება დათვლის მომენტში არსებული საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემულ ქონებაზე და გათვალისწინებული იქნება საიჯარო საგნის მხოლოდ ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც ის იმყოფებოდა გადაცემის მომენტისათვის. საიჯარო ქირას დაითვლის დამოუკიდებელი ექსპერტი.
3.2.3 მოითხოვოს მოიჯარის მიერ იჯარით გაცემული ქონების დაზიანების, გაუარესების ან საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ ქონების დაბრუნების დაყოვნების შედეგად
გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, რაც დადასტურებული იქნება მეიჯარის მიერ შერჩეული დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ;
3.2.4 მოითხოვოს საიჯარო ხელშეკრულების ვადამდე მოშლა, თუ მოიჯარე არღვევს ხელშეკრულების პირობებს;
3.2.5 ხელშეკრულება ცალმხრივად მოშალოს ვადამდე, თუ მოიჯარე ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში სამჯერ არ გადაიხდის ან ვადის დარღვევით გადაიხადის ყოველთვიურად დადგენილ საიჯარო ქირას;
3.2.6 მოიჯარის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების არასათანადოდ შესრულების ან/და შეუსრულებლობის შემთხვევაში, იჯარის შეწყვეტისათვის საკმარისია მეიჯარის მიერ მიღებული ცალმხრივი გადაწყვეტილება.
3.3 მოიჯარე ვალდებულია:
3.3.1 გადაუხადოს მეიჯარეს საიჯარო ქირა იმ ოდენობითა და პირობებით, რაც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით;
3.3.2 უზრუნველყოს იჯარით აღებული ქონების მოვლა-პატრონობა, დაიცვას ქვეყანაში მოქმედი ტექნიკური ზედამხედველობის ნორმები, წესები და ტექნიკური რეგულაციები, სახანძრო უსაფრთხოების, სანიტარულ-ჰიგიენური წესებისა და აგრეთვე სხვა მოქმედი ნორმატიული აქტების მოთხოვნები;
3.3.3 აუნაზღაუროს მეიჯარეს ქონების გაუარესებით გამოწვეული ზარალი, გარდა ფორს- მაჟორული სიტუაციის გამო გამოწვეული ზიანისა;
3.3.4 მეიჯარეს მოთხოვნის შესაბამისად წარუდგინოს ინფორმაცია იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე;
3.3.5. მეიჯარის დასაბუთებული პირველივე მოთხოვნიდან, რომ საკუთარი მიზნებისათვის ესაჭიროება საიჯარო ქონება, გაფრთხილებიდან ერთი (1) თვის ვადაში უპირობოდ გაათავისუფლოს საიჯარო ფართი, ყოველგვარი კომპენსაციის მოთხოვნის გარეშე;
3.3.6 მეიჯარესთან წინასწარ წერილობითი შეთანხმებით (მათ შორის პროექტის, ხარჯთაღრიცხვის ტექნიკური ნაწილისა და სხვა), საჭიროებისამებრ საიჯარო ქონების ნორმალურ მდგომარეობაში მოყვანის მიზნით, ჩაუტაროს საიჯარო ქონებას კაპიტალური ან/და მიმდინარე სარემონტო ან სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელთა ღირებულება მეიჯარის მიერ არ ანაზღაურდება;
3.3.7 წელიწადში ერთხელ, მეიჯარის მოთხოვნის შესაბამისად, წარუდგინოს ანგარიში იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე;
3.3.8 საკუთარი საჭიროებიდან გამომდინარე, საკუთარი ხარჯებითა და დადგენილი წესით, ხელშეკრულების გაფორმების მომენტიდან უზრუნველყოს საჭირო კომუნიკაციების გაყვანა და ქსელის გამართვა, კომუნალური გადასახადებისათვის საჭირო მრიცხველების დაყენება და შესაბამისად გადაიხადოს აღნიშნული კომუნალური გადასახდები;
3.3.9 იჯარით გადაცემულ საიჯარო ფართზე ნებისმიერი სახის სამშენებლო/სარემონტო/ სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყებამდე შესაბამისი პროექტი წინასწარ წერილობით შეათანხმოს მეიჯარესთან და, საჭიროების შემთხვევაში სს „საქართველოს რკინიგზა“-სთან;
3.3.10 იჯარით გადაცემულ ქონებაზე, მეიჯარის თანხმობის გარეშე, მოიჯარემ არ უნდა განათავსოს რეკლამა (გარდა მის საქმიანობასთან დაკავშირებული რეკლამისა).
3.3.11 საიჯარო ურთიერთობის დასრულების შემდეგ, იჯარით გადაცემული ფართი საკუთარი ხარჯით მოიყვანოს არანაკლებ იჯარის დაწყების მომენტისათვის არსებულ მდგომარეობაში.
3.4 მოიჯარეს უფლება აქვს:
3.4.1 განახორციელოს ობიექტზე სამეწარმეო საქმიანობა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;
3.4.2 ქვეიჯარით გადასცეს მესამე პირს იჯარით აღებული ქონება ან ქონების ნაწილი მხოლოდ მეიჯარესთან წინასწარ წერილობითი შეთანხმებით.
ასეთი შემთხვევის დადგომისას მოიჯარე ვალდებულია განახორციელოს კონტროლი ქვემოიჯარის საქმიანობაზე, რათა საიჯარო ქონება ქვემოიჯარის მიერ გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მეიჯარის მიერ ნებადართული მიზნებისათვის და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად;
3.4.3. მოსთხოვოს მეიჯარეს ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
4. მხარეთა პასუხისმგებლობა
4.1 მხარეები ვალდებულნი არიან აუნაზღაურონ ერთმანეთს ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანი, რომლის ანაზღაურების წესი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
4.2 მეიჯარე კისრულობს პასუხისმგებლობას, რომ მის მიერ იჯარით გაცემული ქონების მიმართ, ხელშეკრულების დადების მომენტში არ არსებობს მესამე პირის მხრიდან რაიმე პრეტენზია.
4.3 პასუხისმგებლობა საიჯარო ქონების მართლზომიერ ექსპლუატაციაზე ეკისრება მოიჯარეს.
5. ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები
5.1 ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს მოქმედების ვადის ამოწურვით და მხარის მიერ მოქმედების ვადის ამოწურვამდე.
5.2 მეიჯარე უფლებამოსილია ცალმხრივად მოითხოვოს ხელშეკრულების ვადამდე მოშლა, თუ მოიჯარე:
5.2.1 დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;
სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში მოიჯარე იღებს გაფრთხილებას წერილობითი ფორმით, სადაც მიეთითება ვადა დარღვევის აღმოსაფხვრელად.
5.2.2 მნიშვნელოვნად აზიანებს და/ან ქმნის საიჯარო ქონების დაზიანების რეალურ საშიშროებას;
5.2.3 არ იყენებს საიჯარო ქონებას ხელშეკრულებით განსაზღვრული მხარეთა შორის სიტყვიერად შეთანხმებული მიზნებისათვის;
5.2.4 ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში სამჯერ არ გადაიხდის ან ვადის დარღვევით გადაიხდის ყოველთვიურად დადგენილ საიჯარო ქირას;
ამ შემთხვევაში მოიჯარე იღებს გაფრთხილებას, რომლის ორი კვირის ვადაში შეუსრულებლობა წარმოადგენს მეიჯარის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველს.
5.3 თუ გაფრთხილებით გათვალისწინებულ ვადაში მოიჯარე არ აღმოფხვრის დარღვევას ან უარს განაცხადებს დავალიანების თანხისა და ჯარიმის გადახდაზე, მეიჯარეს უფლება აქვს ცალმხრივად მოშალოს იჯარის ხელშეკრულება. ამ შემთხვევაში მოიჯარე კარგავს ყველა სახის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას;
5.4 ხელშეკრულების მოშლის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს საწარმოს ან/და გაიჯარებული ქონების მესაკუთრის შეცვლა (მეიჯარის ან/და ახალი მესაკუთრის მოთხოვნის შემთხვევაში) მოიჯარისათვის ყოველგვარი კომპენსაციებისა და ჯარიმების ანაზღაურების გარეშე.
5.5 მეიჯარეს უფლება აქვს ცალმხრივად, ვადაზე ადრე, შეწყვიტოს ხელშეკრულება, რის შესახებაც სულ მცირე ერთი (1) თვით ადრე წერილობით უნდა გააფრთხილოს მოიჯარე.
5.6 ზემოთ მოყვანილი საფუძვლებით ხელშეკრულების შეწყვეტისათვის საკმარისია მეიჯარის მიერ ცალმხრივად მიღებული წერილობითი გადაწყვეტილება.
6. ფორს-მაჟორი
6.1 ხელშეკრულების საფუძველზე არც ერთი მხარე არ აგებს პასუხს მეორე მხარის წინაშე და თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან საკუთარი ვალდებულებების შესრულებლობისათვის ან არასათანადო (ნაწილობრივი) შესრულებისათვის თუ ამის მიზეზი გახდა საგანგებო ხასიათის მქონე დაუძლეველი ძალა, რომლის წარმოშობაზე ხელშეკრულების მხარეები - მონაწილეები არ აგებენ პასუხს და რომლის არსებობის ან წარმოშობის შესახებ ხელშეკრულების დადების მომენტში მხარეებს არ შეეძლოთ სცოდნოდათ.
6.2 დაუძლეველ ძალად ითვლება შემდეგი (და არა მხოლოდ):
ა) სტიქიური უბედურებანი (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა, გრიგალი და სხვა);
ბ) გამოცხადებული თუ გამოუცხადებელი ომი, სამოქალაქო არეულობა, ნებისმიერი სახის საომარი ქმედებები, საგანგებო მდგომარეობა;
დ) ეპიდემიები, პანდემიები და ეპიზოოტიები;
ე) ბლოკადა და ნებისმიერი ეკონომიკური ემბარგო;
ვ) ხელისუფლების ნებისმიერი ორგანოს გადაწყვეტილება და ისეთი ნორმატიული აქტის გამოცემა, რომელიც ზეგავლენას ახდენს მხარეთა მიერ ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე და ცვლის, წყვეტს ან აჩერებს ხელშეკრულების დებულებებსა თუ პირობებს.
6.3 ფორს-მაჟორული მოვლენა უნდა დადასტურებულ იქნეს კომპეტენტური ორგანოს მიერ.
6.4 მხარემ, არსებული კომუნიკაციის საშუალებების რომელიმე არხის (ტელეფონის, ფოსტის, ფაქსის, ელექტრონული ფოსტის, კურიერის და სხვა) მეშვეობით უნდა დაუყოვნებლივ აცნობოს მეორე მხარეს ფორს-მაჟორული მოვლენების წარმოშობის შესახებ.
6.5 ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობა ავტომატურად არ იწვევს ხელშეკრულების გაუქმებას. მხარეები ვალდებულნი არიან განსაზღვრონ ხელშეკრულების პირობების ფორს- მაჟორულ მოვლენებთან შესაბამისობის საკითხი.
6.6 ფორს-მაჟორული გარემოებების შეწყვეტისთანავე მხარეები დაუყოვნებლივ აგრძელებენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, გარდა იმ შემთხვევისა თუ ეს შეუძლებელია საიჯარო ქონების განადგურების გამო.
6.7 ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობის პირობებში ვალდებულებების შესრულების პერიოდი შეჩერდება ასეთი ფორს-მაჟორული გარემოებების მოქმედების დროით, თუ სხვა შეთანხმება არ იქნება მიღწეული მხარეთა შორის.
6.8 თუ ფორს-მაჟორული გარემოებების ზემოქმედება გრძელდება ორმოცდახუთ (45) დღეზე მეტი ხნის განმავლობაში თითოეული მხარე უფლებამოსილია მოშალოს ხელშეკრულება მეორე მხარისათვის სათანადო შეტყობინების გაგზავნის შემდეგ.
ამ საფუძვლით ხელშეკრულების შეწყვეტა არ იწვევს რაიმე პასუხისმგებლობას ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით ფორს-მაჟორული გარემოებების გამო, გარდა ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომამდე არსებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის.
6.9 მხარე არ თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან თუ ფორს-მაჟორული გარემოების დადგომა გამოწვეულია მისი ბრალით ან თუ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება შესაძლებელი იყო გონივრულ ვადაში ასეთი გარემოებების დადგომამდე.
6.10 ფორს-მაჟორული მდგომარეობის შემთხვევაში, გარდა ზემოაღნიშნულისა მოქმედებს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დებულებები.
7. დავის გადაწყვეტა
7.1 ხელშეკრულებიდან მომდინარე, მხარეთა შორის წარმოშობილი ნებისმიერი უთანხმოება და დავა გადაწყდება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
7.2 მხარეთა შორის მოლაპარაკების დაწყებიდან ორი (2) კვირის ვადაში შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავების გადაწყვეტა მოხდება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ.
7.3 მხარეები თანხმდებიან, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
8. საიჯარო ქონების დაბრუნების წესი
8.1 იჯარის ვადის გასვლის შემდეგ ან ხელშეკრულების ვადამდე მოშლის შემთხვევაში მოიჯარე ვალდებულია ერთი (1) კვირის ვადაში დაუბრუნოს მეიჯარეს იჯარით აღებული ქონება.
8.2 იჯარის ვადის გასვლის შემდგომ ან ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტისას მხარეები უფლებამოსილნი არიან ქონების დაბრუნების თაობაზე გააფორმონ „მიღება-ჩაბარების აქტი“.
8.3 მოიჯარის მიერ საიჯარო ქონებაზე განხორციელებული გაუმჯობესებისა და კეთილმოწყობის სამუშაოები რჩება მეიჯარეს უსასყიდლოდ.
8.4 ამ ხელშეკრულების 8.1 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში მოიჯარის მიერ ქონების დაუბრუნებლობის შემთხვევაში, მოიჯარე ვალდებულია იხადოს საიჯარო ქირა ქონების დაბრუნებამდე.
წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვალდებულია იხადოს როგორც საიჯარო ქირა, ასევე ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლო ერთი თვის საიჯარო ქირის 0,5 %-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
9. შეტყობინების ჩაბარების წესი
9.1 მხარეები თანხმდებიან, რომ ყველა წერილს, შეტყობინებას, გაფრთხილებას (მათ შორის შეტყობინებას დავალიანების დაფარვის შესახებ, მიღება-ჩაბარების აქტს და სხვა) ერთმანეთს გაუგზავნიან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მხარეთა რეკვიზიტებში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
9.2 მხარეები თანხმებიან, რომ ხელშეკრულების 9.1 მუხლით გათვალისწინებული შეტყობინების ჩაბარება მხარისათვის შეიძლება განხორციელდეს ასევე მხარეთა რეკვიზიტებში მითითებულ ტელეფონის ნომრებზე მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის გზით.
9.3 მხარეები თანხმდებიან, რომ შეტყობინება შეიძლება განხორციელდეს ასევე ნებისმიერი სხვა ფორმით (საფოსტო გზავნილი, პირადი ჩაბარება და ა. შ.).
9.4. შეტყობინების ფორმას ირჩევს გამგზავნი მხარე.
9.5. მხარები თანხმდებიან, რომ შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება მხარის მიერ მეორე მხარისათვის ხელშეკრულების 9.1, 9.2 და 9.3 პუნქტებით გათვალისწინებული წესით გაგზავნის მომენტიდან, გარდა საფოსტო გზავნილისა, რომელიც ჩაბარებულად ითვლება მხარის მიერ მიღების მომენტიდან.
10. დასკვნითი დებულებები
10.1 თითოეული მხარე იღებს ვალდებულებას მკაცრად დაიცვას ხელშეკრულების პირობები.
10.2 მხარეები კისრულობენ ვალდებულებას არ გაახმაურონ კონფიდენციალური ცნობები, რომელიც მათთვის ცნობილი გახდება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.
10.3 ნებისმიერი შეტყობინება, დაკავშირებული ხელშეკრულების ცვლილებასთან, დგება წერილობითი ფორმით.
10.4 საკითხები, რომელიც ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული და რეგულირებული, გადაწყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
10.5 მხარეები ვალდებული არიან მისამართებისა და რეკვიზიტების შეცვლის თაობაზე ერთმანეთს აცნობონ ხუთი (5) დღის ვადაში.
10.6 ხელშეკრულების 10.5 პუნქტის შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობა ეკისრება მხარეს, რომელმაც არ შეასრულა ეს ვალდებულება.
10.7 ხელშეკრულება ძალაში შედის, ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებს მხარეთა მიერ ვალდებულებების სრულ შესრულებამდე.
10.8 ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, სამი თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი (1) გადაეცემა მოიჯარეს, ორი (2) რჩება მეიჯარეს.
10.9 თუ ხელშეკრულების რომელიმე დებულება მიჩნეული იქნება ბათილად, სხვა დანარჩენი პირობები იმოქმედებს უცვლელად.
11. მხარეთა რეკვიზიტები
“მეიჯარე” “მოიჯარე”
შპს „ჯიარ ქონების მართვა“ ს/კ 202460103
ქ. თბილისი, თამარ მეფის გამზ. №15 ტელ.:
ელ. ფოსტა: xxxxxxxxx@xxxxxxx.xx
მის.:
ტელ.:
ელ.ფოსტა: