ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები ღია თამასუქის ხელშეკრულება #XXX
კონფიდენციალური
ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები ღია თამასუქის ხელშეკრულება #XXX
თამასუქის საპროცენტო განაკვეთი:
▪ თამასუქის საპროცენტო განაკვეთის ტიპი: ფიქსირებული
▪ თამასუქის წლიური საპროცენტო განაკვეთი: X%
▪ თამასუქის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: X%
თარიღი: XXX
ფინანსური ხარჯები:
▪ გადასახადები, რომლის დაკავებას და თამასუქის მფლობელის სასარგებლოდ ბიუჯეტში გადარიცხვას ახდენს თამასუქის გამცემი:1 X2
სხვა სახელშეკრულებო ინფორმაცია
▪ თამასუქის ერთჯერადი შენატანი: X
▪ თამასუქის ვადა: X თვე
▪ მომხმარებელს აქვს ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის უფლება.
▪ პირგასამტეხლო თამასუქის შეწყვეტისთვის:
ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, თამასუქს ნაცვლად ზემოთ მოცემული პროცენტისა, დაერიცხება შემცირებული საპროცენტო სარგებელი რომლის ოდენობა დამოკიდებულია თამასუქის ვალუტაზე, კერძოდ, ეროვნულ ვალუტაში გაცემულ თამასუქს დაერიცხება წლიური საპროცენტო სარგებელი X% -ის ოდენობით, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულს - წლიური X%-ის ოდენობით. შემცირებული საპროცენტო სარგებლის დარიცხვა განხორციელდება ხელშეკრულების 4.1 პუნქტით განსაზღვრული წესით, მისი ვადაზე ადრე შეწყვეტის თარიღამდე.
თამასუქის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის უფლების გამოყენების შემთხვევაში, თამასუქის მფლობელი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე წინასწარ, 10 (ათი) სამუშაო დღით ადრე წერილობით აცნობოს თამასუქის გამცემს.
ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების ცვლილების შემთხვევაში, მომხმარებლის ინფორმირება მოხდება ცვლილებამდე არანაკლებ 2 (ორი) თვით ადრე, სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში - არანაკლებ ერთი თვით ადრე მოკლე ტექსტური შეტყობინებით/ელექტრონული ფოსტით. ხოლო
1 თამასუქის მფლობელი ფიზიკური პირის შემთხვევაში.
2 საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი ოდენობის შესაბამისად.
ისეთი ცვლილების განხორციელებისას, რაც არ იწვევს ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების ცვლილებას, მომხმარებლის ინფორმირება განხორციელდება ცვლილებამდე 10 (ათი) სამუშაო დღით ადრე.
წინასწარი შეტყობინების ვალდებულება არ არსებობს, თუ პირობის ცვლილება ხორციელდება მომხმარებლის სასარგებლოდ.
▪ უცხოური ვალუტით განთავსებული ფულადი სახსრები მომხმარებელს მნიშვნელოვანი რისკის წინაშე აყენებს!
▪ ვალუტის კურსის ცვლილებამ შესაძლოა ლარით გამოხატული სარგებელი მნიშვნელოვნად შეამციროს.
⦁ ლარის შესაძლო წლიური 15%-იანი გამყარების შემთხვევაში გაანგარიშებული თამასუქის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი იქნება წლიური X%.3
▪ თამასუქის მფლობელს უფლება აქვს წარადგინოს პრეტენზია ფინანსური ორგანიზაციის ამლ და შესაბამისობის დეპარტამენტში ზეპირი, თავისუფალი წერილობითი, სტანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით (ელ. ფოსტაზე - Xxxxxxxxx@xxxxxxx.xx).
გაეცანით თამასუქის მფლობელისთვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდსა – xxxx://xxx.xxx.xx/xx და ცხელ ხაზზე – 032 2 406 406.
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“ არ არის ლიცენზირებული ბანკი და ბანკისგან განხვავებით მასზე ვრცელდება მსუბუქი ზედამხედველობის რეჟიმი. ფინანსური ინსტიტუტის გაკოტრების შემთხვევაში თქვენ შესაძლოა ვერ დაიბრუნოთ თქვენი თანხა. ბანკებისგან განსხვავებით თქვენი შენატანის დაკარგვის რისკის შემცირებას ცდილობს მხოლოდ ფინანსური ინსტიტუტი. აღნიშნული გამჟღავნების ტექსტის მიზანია გაცნობოთ, რომ ამ ფინანსურ ინსტიტუტში სახსრების განთავსებასთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირების მიზნით ფინანსური ინსტიტუტის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, ასევე ნებისმიერი სხვა
5 უცხოურ ვალუტაში თამასუქის გაცემის შემთხვევაში.
საჭირო ინფორმაციის მოძიება თქვენი პასუხისმგებლობაა. ფინანსური ინსტიტუტის ფინანსური დოკუმენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე xxxx://xxx.xxx.xxx.xx. აღნიშნული გამჟღავნების ტექსტი გამცნობთ არსებული რისკების შესახებ, თუმცა ის არ მოიცავს ყველა დაკავშირებულ რისკს.
ხელმოწერით თქვენ ადასტურებთ რომ აცნობიერებთ სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალ“-ში სახსრების განთავსებასთან დაკავშირებულ რისკებს.
თამასუქის გამცემი თამასუქის მფლობელი სს მისო"კრისტალი" ს/კ 212896570 XXXXXX
1. ხელშეკრულების მხარეები:
ღია თამასუქის ხელშეკრულება #XXX
კონფიდენციალური
1.1. თამასუქის გამცემი: სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალი ს/კ 212896570, მისამართი: ქ. ქუთაისი ნიკეას ქ. #22, ელ.ფოსტა: XXX , წარმოდგენილი მინდობილი პირის XXX სახით,
1.2. თამასუქის მფლობელი: XXX, მისამართი: XXX, ტელ: XXX, ელ.ფოსტა: XXX
2. ხელშეკრულების საგანი:
2.1. თამასუქის გამცემი კისრულობს უპირობო ვალდებულებას, პირადად გადაუხადოს 3.6 პუნქტში აღნიშნული თანხა (მასზე დარიცხული სარგებელი) თამასუქის მფლობელს, წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი წესით და გადახდის დღეს, თამასუქის სერთიფიკატის წარდგენის საფუძველზე.
2.2. წინამდებარე თამასუქი წარმოადგენს არაგადასაპირებელ, მარტივ (სოლო) თამასუქს რომელიც არ ექვემდებარება გადაცემას მესამე პირებზე ინდოსამენტის ან/და ცესიის საშუალებით.
3. თამასუქის პირობები:
3.1. წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, თამასუქის მფლობელს გადაეცემა თამასუქის სერთიფიკატი. მხოლოდ აღნიშნული თამასუქის სერთიფიკატის (დედნის სახით) წარმოდგენის საფუძველზე იქნება თამასუქის მფლობელი უფლებამოსილი მიიღოს თამასუქის თანხა.
3.2. თამასუქის გაცემის ადგილი: XXX
3.3. თამასუქის გაცემის თარიღი: XXXწ.
3.4. თამასუქის ტიპი: მარტივი (სოლო) თამასუქი
3.5. თამასუქის ქვეტიპი: ღია თამასუქი
3.6. თამასუქის თანხა: X
3.7. თამასუქის ვადა: X თვე
3.8. გადახდის დღე/თარიღი (ვადის გასვლის თარიღი): XXX წ.
3.9. გადახდის ადგილი: XXX
3.10. მინიმალური მოთხოვნები თამასუქის გაცემისთვის: თამასუქის ინვოისში მითითებული თანხის გადახდა.
3.11. მინიმალური მოთხოვნები საპროცენტო სარგებლის მიღებისათვის: თამასუქის ინვოისში მითითებული თანხის გადახდა.
3.12. საპროცენტო სარგებლის გაცემის პერიოდულობა/თარიღი: XXX
3.13. თამასუქის მფლობელის მხრიდან თამასუქზე თანხის ვადამდე მოთხოვნის შესაძლებლობა: დასაშვებია ქვემოთ მოცემული წესების დაცვით:
- თამასუქის გაცემიდან მინიმუმ 1 (ერთი) თვის შემდეგ შესაძლებელია თანხის ვადამდე მოთხოვნა.
- თამასუქის გამცემს უნდა ეცნობოს წინასწარ, თანხის ვადამდე მოთხოვნამდე 10 სამუშაო დღით ადრე, წერილობითი განცხადებით მიმართვის გზით.
- მითითებული განცხადების წარდგენის შემდეგ, უნაღდო ანგარიშსწორებით თამასუქის გამცემის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით/თამასუქის გამცემის საბანკო ანგარიშიდან თანხის გადარიცხვით.
3.14. საბანკო ანგარიში/რეკვიზიტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სადაც უნდა განხორციელდეს თამასუქის თანხის და პროცენტის გადახდა: XXX
4. სარგებლის დარიცხვის წესი:
4.1. თამასუქზე საპროცენტო სარგებლის დარიცხვა იწყება თამასუქის თანხის ჩარიცხვის დღის მომდევნო სამუშაო დღიდან და წყდება თამასუქის ვადის გასვლისთანავე.
4.2. თამასუქის წლიური საპროცენტო სარგებლის გადახდა (გადარიცხვის საკომისიოს გამოკლებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხორციელდება თამასუქის მფლობელის საბანკო ანგარიშზე.თამასუქის გამცემი ხელშეკრულებით შეთანხმებული თარიღის მომდევნო სამუშაო დღეს უზრუნველყოფს ხელშეკრულებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე (ხოლო საბანკო რეკვიზიტების ცვლილების შემთხვევაში, თამასუქის მფლობელის მიერ წარმოდგენილი განახლებული რეკვიზიტების გამოყენებით) შესაბამისი სარგებლის გადარიცხვას (გადარიცხვის საკომისიოს გამოკლებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში)).
4.3. თამასუქისთვის საპროცენტო სარგებლის დარიცხვა ხდება წელიწადში 365 დღეზე, ხოლო ნაკიან წელიწადში 366 დღეზე გადაანგარიშებით.
4.4. ღია თამასუქის გადახდის ვადაზე ადრე მოთხოვნის შემთხვევაში, სარგებლის დარიცხვა მოხდება შემცირებული საპროცენტო განაკვეთის მიხედვით, რომელიც დაფიქსირებულია ხელშეკრულების მნიშვნელოვან პირობებში.
5. ხელშეკრულების დამატებითი პირობები
5.1. თამასუქის თანხის გადახდა განხორციელდება თამასუქში აღნიშნულ გადახდის დღეს/თარიღში.
5.2. თუ თამასუქის თანხის/საპროცენტო სარგებლის გადახდის დღე ემთხვევა თამასუქის გამცემის არასამუშაო დღეს, აღნიშნული განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს.
5.3. იმ შემთხვევაში, თუ თამასუქის ქვეტიპი არის დახურული, თამასუქი არ შეიძლება გადასახდელად წარდგენილ იქნეს ხელშეკრულებაში მითითებულ ვადამდე (გამონაკლისია მხარეთა ორმხრივი შეთანხმება).
5.4. იმ შემთხვევაში, თუ თამასუქის ღირებულება შეიცვლება იმგვარად, რომ შესაძლებელია ზარალის მომტანი აღმოჩნდეს თამასუქის გამცემისათვის, ან/და საფრთხე შეუქმნას თამასუქის გამცემის ფინანსურ სტაბილურობას, ან/და განხორციელდება საკანონმდებლო ან/და სხვა სახის ცვლილება, რომელიც გააუარესებს თამასუქის გამცემის მდგომარეობას, თამასუქის გამცემი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს ცალმხრივად შეცვალოს საპროცენტო განაკვეთი ან/და პროდუქტის სხვა ნებისმიერი პირობა. აღნიშნულის შესახებ თამასუქის მფლობელის ინფორმირება განხორციელდება წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი წესით.
5.5. უცხოური ვალუტით თანხების განთავსების შემთხვევაში, მომხმარებელი გაეცნო ფინანსური ორგანიზაციის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას მსგავსი პირობების მქონე პროდუქტზე ეროვნულ ვალუტაში.
5.6. თუ თამასუქის მფლობელი გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებული ფიზიკური პირია, გადახდილ საპროცენტო სარგებელზე შესაბამის საშემოსავლო გადასახადს დაადეკლარირებს და გადაიხდის თამასუქის გამცემი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
5.7. თამასუქის მფლობელი იღებს ვალდებულებას, რომ უზრუნველყოფს თამასუქის გამცემის დაუყოვნებლივ ინფორმირებას მის მონაცემებში (სახელი, გვარი/სახელწოდება, მისამართი ან/და თამასუქის გამცემთან არსებული სხვა ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები), მის დამფუძნებლებთან/ბენეფიციარ მესაკუთრეებთან/დირექტორებთან/პარტნიორებთან დაკავშირებით, ნებისმიერი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში.
5.8. მხარეები თანხმდებიან, რომ თამასუქის განაცხადში/ხელშეკრულებაში მითითებული მისამართი, მობილური ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა გამოყენებულ იქნება თამასუქის გამცემის მიერ თამასუქის მფლობელთან დასაკავშირებლად ან/და ტექსტური ინფორმაციის მისაწოდებლად. იმ შემთხვევაში, თუ თამასუქის მფლობელი ცვლის საკონტაქტო ინფორმაციას, ის ვალდებულია აღნიშნული რეკვიზიტების ცვლილებიდან 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში წერილობით აცნობოს თამასუქის გამცემს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს უკანასკნელი თავისუფლდება თამასუქის მფლობელისთვის სავალდებულოდ მისაწოდებელი ინფორმაციის შეუტყობინებლობის გამო წარმოშობილი პასუხისმგებლობისაგან.
5.9. წინამდებარე თამასუქი შედგენილი და გაცემულია თამასუქის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.
5.10. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა გადაწყდება მხარეთა შეთანხმებით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავა განიხილება საქართველოს საერთო სასამართლოებში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5.11. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თამასუქის თანხის მისაღებად უნდა წარმოადგინოთ წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული თამასუქის სერთიფიკატი (დედანი). თამასუქის დაკარგვისას ან განადგურებისას, უნდა მიმართოთ სასამართლოს, კანომდებლობით დადგენილი წესით, დაკარგული ან განადგურებული ფასიანი ქაღალდის ძალადაკარგულად გამოცხადებისა და მასზე უფლების აღდგენისათვის. სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების წარმოდგენამდე, ვერ შეძლებთ თამასუქის თანხის მიღებას.
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“ არ არის ლიცენზირებული ბანკი და ბანკისგან განხვავებით მასზე ვრცელდება მსუბუქი ზედამხედველობის რეჟიმი. ფინანსური ინსტიტუტის გაკოტრების შემთხვევაში თქვენ შესაძლოა ვერ დაიბრუნოთ თქვენი თანხა. ბანკებისგან განსხვავებით თქვენი შენატანის დაკარგვის რისკის შემცირებას ცდილობს მხოლოდ ფინანსური ინსტიტუტი. აღნიშნული გამჟღავნების ტექსტის მიზანია გაცნობოთ, რომ ამ ფინანსურ ინსტიტუტში სახსრების განთავსებასთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირების მიზნით ფინანსური ინსტიტუტის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, ასევე ნებისმიერი სხვა საჭირო ინფორმაციის მოძიება თქვენი პასუხისმგებლობაა. ფინანსური ინსტიტუტის ფინანსური დოკუმენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე xxxx://xxx.xxx.xxx.xx. აღნიშნული გამჟღავნების ტექსტი გამცნობთ არსებული რისკების შესახებ, თუმცა ის არ მოიცავს ყველა დაკავშირებულ რისკს. ხელმოწერით თქვენ ადასტურებთ რომ აცნობიერებთ სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალ“-ში სახსრების განთავსებასთან დაკავშირებულ რისკებს.
თამასუქის გამცემი თამასუქის მფლობელი
სს მისო"კრისტალი" ს/კ 212896570 XXXXXX