404384974; სახაზინო რეკვიზიტები: სახელმწიფო ხაზინა, TRESGE22, GE24NB0330100200165022; ტელ:
სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება №
71220000 - არქიტექტურულ დაპროექტებასთან დაკავშირებული მომსახურებები
1. ხელშეკრულების დამდები მხარეები
ერთის მხრივ, ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდი“, (მის: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №20; ს/ნ:
404384974; სახაზინო რეკვიზიტები: სახელმწიფო ხაზინა, TRESGE22, XX00XX0000000000000000; ტელ:
0322470014, ელ. ფოსტა x.xxxxxxxxx@xxx.xx) შემდგომში „შემსყიდველი“, წარმოდგენილი მისი დირექტორის xxxxxxxxxx xxxxxxxxx სახით და მეორეს მხრივ, შპს (მის: ); ს/ნ: ; საბანკო რეკვიზიტები: სს ბანკი, ბანკის კოდი , ა/ნ: ; ტელ:
; ელ. ფოსტა: ) შემდგომში „მიმწოდებელი“, წარმოდგენილი მისი დირექტორის სახით, ორივე ერთად წოდებული როგორც „მხარეები“, ვმოქმედებთ რა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
2. ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტი, შესყიდვის საფუძველი, ხელშეკრულების ღირებულება და
ხელშეკრულების მოქმედების ვადა
2.1 ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტია:
ა) მისამართზე შენო(ბე)ბის რეაბილიტაციის პროექტების მომზადება
თანდართული ტექნიკური დავალების შესაბამისად;
ბ) მიმწოდებლის მიერ მომზადებული პროექტის (მათ შორის, შეცვლილი (გადაკეთებული, კორექტირებული) პროექტი) მიხედვით სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას საავტორო ზედამხედველობის განხორციელება. წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისათვის, საავტორო ზედამხედველობა გულისხმობს:
ბ.ა) სამშენებლო სამუშაოების რეგულარული მონიტორინგის განხორციელებას, რაც უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მშენებლობის პროცესში, სულ მცირე კალენდარულ კვირაში ერთხელ, მიმწოდებლის მიერ გამოყოფილი სათანადო კვალიფიკაციის მქონე (არქიტექტორი ან/და ინჟინერ-დამპროექტებელი) პირის არანაკლებ 8 (რვა) საათით მივლენით.
ბ.ბ) მშენებლობის პროცესში საპროექტო გადაწყვეტათა დაზუსტებას - მუშა ნახაზების მომზადებას. შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში მუშა ნახაზები უნდა მომზადდეს არაუგვიანეს შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღისა;
ბ.გ) შემსყიდველის მოთხოვნისამებრ, საპროექტო დოკუმენტაციისა და სამშენებლო სამუშაოების შესაბამისობის უზრუნველყოფად სათანადო კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების (არქეოლოგი, არქიტექტორი, რესტავრატორი, კონსტრუქტორი და ა.შ.) მშენებლობის პროცესში ჩართულობას;
ბ.დ) შემსყიდველის მოთხოვნისამებრ, შემსყიდველისათვის პერიოდული ანგარიშების წარდგენას შესრულებული სამშენებლო სამუშაოებისა და საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისობის ვიზუალური თვალსარისით დადასტურების მიზნით. პერიოდული ანგარიშების ფორმალურ სახეს განსაზღვრავს შემსყიდველი.
ბ.ე) საპროექტო დოკუმენტაციიდან გადახვევის შემთხვევაში, შემსყიდელის დაუყოვნებლივ ინფორმირებას;
ბ.ვ) შემსყიდველის მოთხოვნისამებრ, პროექტში (საპროექტო დოკუმენტაციის ნებისმიერ ნაწილში) ცვლილების/ცვლილებების შეტანას. მიმწოდებელი ვალდებულია ცვლილების ამსახველი საპროექტო დოკუმენტაცია წარუდგინოს შემსყიდველს ცვლილების წერილობითი ფორმით მოთხოვნიდან 10 (ათი) კალენდარულ დღეში ან შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ სხვა ვადაში;
შენიშვნა N1: ამ პუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტში აღნიშნული ვალდებულება ვრცელდება, როგორც ამ მუხლის 2.1 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის საბოლოო მიღება-ჩაბრების აქტის გაფორმებადე, ასევე მის შემდგომ - წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე.
ბ.ზ) სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, პერიოდულ ანგარიშებზე დაყრდნობით საბოლოო, შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენას შემსყიდველისათვის.
2.2 შესყიდვის საფუძველი:
2.3 ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ( ) ლარს, რომელიც
მოიცავს, როგორც შესყიდვის ობიექტის ღირებულებას, ასევე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ გასაწევ ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.
2.4 ამ მუხლის 2.1 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების ღირებულებაა ამ მუხლის 2.3
X ( )
პუნქტით გათვალისწინებული საერთო ღირებულების პროცენტი. ხოლო, 2.1 პუნქტის „ბ“
ქვეპუნქტში აღნიშნული მომსახურების ღირებულებაა ხელშეკრულების საერთო ღირებულების Y ( )
პროცენტი.
2.5 დაფინანსების წყარო: ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წლის საბიუჯეტო სახსრები;
2.6 ამ მუხლის 2.1 შესყიდვის პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს .
2.7 ამ მუხლის 2.1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში გათვალისწინებული მომსახურება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის წერილობითი დავალების გაცემიდან მიმწოდებლის მიერ მომზადებული პროექტის (მათ შორის, შეცვლილი (გადაკეთებული, კორექტირებული) პროექტი) საფუძველზე წარმოებული სამშენებლო სამუშაოების მიღების შესახებ საბოლოო აქტის გაფორმებამდე.
2.8 ხელშეკრულება ძალაშია მხარეთა მიერ მისი ხელმოწერიდან 5 (ხუთი) წლის განმავლობაში. თუ სამშენებლო სამუშაოები არ დაიწყება აღნიშნულ ვადამდე მხარეები უფლებამოსილნი არიან შეთანხმებით გააგრძელონ წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების ვადა, ხოლო თუ სამშენებლო სამუშაოები დაიწყება ამ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში და სამშენებლო სამუშაოების დასრულება, ნებისმიერი მიზეზით, ვერ მოხერხდება აღნიშნულ ვადამდე, წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების ვადა ავტომატურად, დამატებითი შეთანხმების გარეშე, გაგრძელდება იმგვარად, რომ წინამდებარე ხელშეკრულების ვადა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით აღემატებოდეს სამშენებლო სამუშაოების მიწოდების ვადას. თუ სამშენებლო სამუშაოები რამდენიმე ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება მოქმედების ვადა უნდა განისაზღვროს სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შესახებ იმ ხელშეკრულების მიხედვით, რომლის მიწოდების ვადაც ყველაზე ხანგრძლივია.
2.9 ამ მუხლის 2.1 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილია: ქ. თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. №20.
2.10 ამ მუხლის 2.1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილია: ქ. თბილისი, .
3. მხარეთა უფლება-მოვალეობანი
3.1 შემსყიდველი და მიმწოდებელი მოქმედებენ საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით.
3.2 შესყიდვის ობიექტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობას, საპროექტო დავალებას (საპროექტო დავალება დანართის სახით თან ერთვის წინამდებარე ხელშეკრულებას), ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ და მოქმედ სტანდარტებს. საპროექტო მომსახურება უნდა შესრულდეს ტექნიკური წუნის გარეშე და მის საფუძველზე შესაძლებელი უნდა იყოს სანებართვო დოკუმენტაციის მოპოვება და ზედმიწევნითი სიზუსტით სამშენებლო სამუშაოების წარმოება. მიმწოდებელი ვალდებულია საპროექტო მომსახურება გაწიოს საპროექტო ობიექტში ფაქტობრივად არსებული ფართების განვითარება/შენარჩუნების პირობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საპროექტო მიწის ნაკვეთზე არ არსებობს შენობა-ნაგებობა. ნებისმიერ შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია გამოიკვლიოს საპროექტო ობიექტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უძრავი ქონების რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლებებისა და მის მიერ შესრულებული ფაქტობრივი ანაზომების ურთიერთშესაბამისობა და გამოკვლევის შედეგები შეათანხმოს შემსყიდველთან, რათა თავიდან იქნეს xxxxxxxxx მესამე პირ(ებ)ის პრეტენზიები.
3.3 შემსყიდველი ვალდებულია:
ა) დროულად და კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;
ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად აუნაზღაუროს მიმწოდებელს გაწეული მომსახურების ღირებულება.
3.4 შემსყიდველი უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დროულად და კეთილსინდისიერად
შესრულება;
ბ) ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვოს მიმწოდებლისაგან შესრულებული სამუშაოების (მათ შორის, სამუშაოების მიმდინარეობის) გაცნობა და მასთან დაკავშირებული ინფორმაცია;
გ) საპროექტო სამუშაოების გეგმა-გრაფიკისა და საპროექტო დავალებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, მოსთხოვოს მიმწოდებელს მასთან შესაბამისობაში მოყვანა;
დ) განახორციელოს შესყიდვის ობიექტის მიწოდების მონიტორინგი;
ე) მოითხოვოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირთა (არქეოლოგი, არქიტექტორი, რესტავრატორი, კონსტრუქტორი და ა.შ.) ჩართვა საავტორო ზედამხედველობის განხორციელების პროცესში;
ვ) შემსყიდველი უფლებამოსილია პროექტის ცვლილება (გადაკეთება) დაუკვეთოს სხვა პირს, თუმცა, ეს უფლებამოსილება, წინამდებარე ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.3-9.7 პუნქტების გათვალისწინებით, არ გამორიცხავს წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1 პუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მიმწოდებლის ვალდებულებას.
შენიშვნა N2: სხვა პირისათვის პროექტის ცვლილების (გადაკეთება) დაკვეთის უფლებამოსილება უზრუნველყოფს სამშენებლო სამუშაოების შეუფერხებლად წარმოებას, თუ მიმწოდებელი არღვევს ამ ქვეპუნქტით ნაკისრ ვალდებულებას. თუ სხვა პირისათვის პროექტის ცვლილების (გადაკეთება) დაკვეთას საფუძვლად დაედო მის მიერ ხსენებული ვალდებულების დარღვევა, მიმწოდებელი აცნობიერებს, რომ ვალდებულია შემსყიდველის სასარგებლოდ უზრუნველყოს პროექტის ცვლილებისათვის (გადაკეთებისათვის) გაწეული ხარჯების გადახდა.
3.5 მიმწოდებელი ვალდებულია:
ა) დროულად და კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ასევე, დააკმაყოფილოს შემსყიდველის მოთხოვნა დამატებითი მონაცემების წარმოდგენის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ბ) საპროექტო დოკუმენტაცია საკუთრების უფლებით გადასცეს შემსყიდველს, მასში საჭიროებისამებრ ცვლილებების განხორციელების უფლებამოსილებით, მათ შორის, წინამდებარე ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.2-9.10 პუნქტების გათვალისწინებით. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია არ გადასცეს საპროექტო დოკუმენტაცია სხვა პირს, გარდა შემსყიდველისა.
გ) მიმწოდებელი ვალდებულია საპროექტო სამუშაოების შესახებ ნებისმიერი სახის ინფორმაცია გასცეს მხოლოდ შემსყიდველთან შეთანხმებით, რათა თავიდან აცილებულ იქნას ამ სამუშაოებით დაინტერესებული პირების არასწორი ინფორმირება.
დ) შესყიდვის ობიექტი მიაწოდოს შემსყიდველს დანართით განსაზღვრული გეგმა-გრაფიკის ეტაპების შესაბამისად;
ე) მიმწოდებლის მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით ნაწარმოები სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდგომ, შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებთან სრულ შესაბამისობაში მყოფი საპროექტო დოკუმენტაციის ალბომის შემსყიდველისათვის წარდგენა მატერიალური და ელექტრონული (კომპაქტურ დისკზე ჩაწერილი) ფორმით.
შენიშვნა N3: ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ალბომის შემსყიდველისათვის წარდგენამდე საბოლოო ანგარიშსწორება არ განხორციელდება.
ვ) შემსყიდველის წერილობითი დავალების გაცემიდან მიმწოდებლის მიერ მომზადებული პროექტის (მათ შორის, შეცვლილი (გადაკეთებული, კორექტირებული) პროექტი) საფუძველზე წარმოებული სამშენებლო სამუშაოების მიღების შესახებ საბოლოო აქტის გაფორმებამდე განახორციელოს ობიექტის საავტორო ზედამხედველობა წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1 პუნქტის „ბ.ა“-„ბ.ზ“ ქვეპუნქტების შესაბამისად.
3.6 მიმწოდებელი უფლებამოსილია:
ა) მოსთხოვოს შემსყიდველს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება.
4. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი (ინსპექტირება)
4.1 შემსყიდველს უფლება აქვს ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე განახორციელოს
კონტროლი მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე და განახორციელოს მომსახურების ხარისხის და ვადის პერიოდული ინსპექტირება, მათ შორის მესამე პირების მეშვეობით.
4.2 მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კონტროლის (ინსპექტირების) შედეგად გამოვლენილი ყველა ნაკლოვანების აღმოფხვრა.
4.3 შემსყიდველი უფლებამოსილია ხელშეკრულების შესრულებაზე ინსპექტირების განხორციელების მიზნით გამოყოს უფლებამოსილი პირები.
5. საპროექტო მომსახურების მიღება - ჩაბარების წესი
5.1 შესყიდვის ობიექტის მიღება წარმოებს ეტაპობრივად, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
5.2 მიღება-ჩაბარების აქტი ფორმდება მიმწოდებლის მიერ შესყიდვის ობიექტის წარმოდგენიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის ვადაში, წერილობითი ფორმით, მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელის მოწერით და ბეჭდით, თუ შემსყიდველს მომსახურების ინსპექტირების შედეგად არ აქვს შენიშვნა მომსახურების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის შესახებ. შესყიდვის ობიექტი მიღებულად ჩაითვლება, მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ. შემსყიდველი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ პუნქტის პირველი წინადადებით განსაზღვრული ვადის ერთჯერადად არაუმეტეს 10 (ათი) კალენდარული დღით გაზრდის შესახებ, რაც ამავე ვადაში უნდა ეცნობოს მიმწოდებელს.
5.3 შესყიდვის ობიექტის მიღებას აწარმოებს ფონდის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირ(ებ)ი.
5.4 თუ პროექტი არ შეესაბამება წინამდებარე ხელშეკრულების პირობებს, შემსყიდველი მიმწოდებელთან ერთად ან მის გარეშე ადგენს ინსპექტირების აქტს. ამ მუხლის პირობათა მიუხედავად, ინსპექტირების აქტის ნაცვლად დასაშვებია შემსყიდველის ოფიციალური კორესპონდენციის გამოყენებაც, რითაც მიმწოდებელს ეცნობება შესრულებული მომსახურების ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებთან შეუსაბამობის შესახებ. ინსპექტირების აქტი და კორესპონდენცია, ამ ხელშეკრულების მიზნებისათვის, ურთიერთჩანაცვლებადი ტერმინებია და იურიდიული შედეგის მიღწვის თვალსაზრისით, თანაბარი მნიშვნელობისაა.
5.5 შემსყიდველს უფლება აქვს ინსპექტირების დასკვნის საფუძველზე არ მიიღოს შესყიდვის ობიექტი და ამ მუხლის 5.2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოსთხოვოს მიმწოდებელს დაფიქსირებული ნაკლოვანებების აღმოფხვრა, რისთვისაც შემსყიდველი მიმწოდებელს განუსაზღვრავს ვადას, არაუმეტეს 10 (ათი) კალენდარული დღის ოდენობით. ნაკლოვანების ხასიათიდან გამომდინარე, შემსყიდველი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
5.6 წინამდებარე ხელშეკრულების 5.5. პუნქტის შესაბამისად ნაკლოვანების აღმოფხვრისთვის შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოდგენილი შესყიდვის ობიექტის ხელახალ ინსპექტირებას, შემსყიდველი უზრუნველყოფს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, რის თაობაზეც შემსყიდველი ამზადებს ინსპექტირების აქტს. თუ შესყიდვის ობიექტი არ შეესაბამება თავდაპირველი ინსპექტირების აქტში აღნიშნულ მოთხოვნებს (სრულად ან ნაწილობრივ), შემსყიდველი უფლებამოსილია ისარგებლოს წინამდებარე ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.7 პუნქტის პირობებით და შეწყვიტოს ხელშეკრულება.
5.7 შემსყიდველი უფლებამოსილია (თუმცა არ არის ვალდებული) საკუთარი შეხედულებისამებრ ამ მუხლის 5.6 პუნქტით განსაზღვრული ხელახალი ინსპექტირების აქტის საფუძველზე, განუსაზღვროს მიმწოდებელს ვალდებულების შესასრულებლად დამატებითი ვადა, არაუმეტეს 5 (ხუთი) კალენდარული დღისა, რა ვადაშიც წარმოდგენილი შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო პირობებთან შესაბამისობა მოწმდება ინსპექტირების აქტის საფუძველზე ასევე 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში. დამატებით ვადაში შესყიდვის ობიექტის კვლავ ნაკლოვანი სახით წარდგენა ხელშეკრულების შეწყვეტასთან ერთად გამოიწვევს მიმწოდებლის პასუხისმგებლობას წინამდებარე ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.7 პუნქტის შესაბამისად.
5.8 ამ მუხლის 5.5 და 5.7 პუნქტების საფუძველზე განსაზღვრული დამატებითი ვადების მიმწოდებლის მხრიდან დარღვევის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება ან/და ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.2 პუნქტის საფუძველზე, მოითხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტამდე ან ვალდებულების შესრულებამდე პირგასამტეხლოს გადახდა.
5.9 საპროექტო მომსახურება შესრულებულად ჩაითვლება მხოლოდ ნაკლოვანებების აღმოფხვრის შემდეგ.
5.10 შემსყიდველი უფლებამოსილია განაცხადოს უარი დაგვიანებით მიწოდებული, ან უხარისხო
(წუნდებული), ან არასრული თანმხლები დოკუმენტაციის მქონე შესყიდვის ობიექტის მიღებაზე და მის ანაზღაურებაზე.
5.11 ამ ხელშეკრულების მიზნებისათვის ნაკლოვანებას წარმოადგენს ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.2 პუნქტის მოთხოვნებთან შეუსაბამობა.
5.12 თუ შემსყიდველი, ინსპექტირების აქტ(ებ)ის საფუძველზე, წინამდებარე მუხლით დადგენილ ვადებში არ უზრუნველყოფს შენიშვნების წარდგენას, აღნიშნული განხილულ უნდა იქნეს, როგორც ფონდის მხრიდან შენიშვნების არარსებობის ფაქტი.
5.13 ეტაპობრივი და საბოლოო მიწოდების ვადების დარღვევა მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება საპატიოდ, თუ შესაბამისი ვადის გასვლამდე მიმწოდებელი დაუყოვნებლივ შეატყობინებს შემსყიდველს ისეთი დამაბრკოლებელი გარემოების არსებობის შესახებ, რომელიც ობიექტურად ამართლებს ვადაგადაცილებას. ამ პუნქტის მიზნებისათვის ვადაგადაცილების საპატიოდ მიჩნევის საკითხს აფასებს მხოლოდ შემსყიდველი.
6. საავტორო ზედამხედველობის მიღება-ჩაბარების წესი
6.1 საავტორო ზედამხედველობის მიღება წარმოებს ერთ ეტაპად (მას შემდეგ, რაც გაფორმდება მიმწოდებლის მიერ მომზადებული პროექტის (მათ შორის, შეცვლილი (გადაკეთებული, კორექტირებული) პროექტი) საფუძველზე წარმოებული სამშენებლო სამუშაოების მიღების შესახებ საბოლოო აქტი) მიღება- ჩაბარების აქტის საფუძველზე.
6.2 მიღება-ჩაბარების აქტი ფორმდება შემაჯამებელი (საბოლოო) ანგარიშისა და ამ ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ალბომის შემსყიდველისათვის წარდგენის საფუძველზე. შემსყიდველი უფლებამოსილია უარი განაცხადოს ხელშეკრულების პირობათა დარღვევით მიწოდებული შესყიდვის ობიექტის მიღებაზე.
7. ანგარიშსწორება
7.1 წინამდებარე ხელშეკრულების 2.1 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის ანგარიშსწორება ხორციელდება ეტაპობრივად, გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, ხოლო, ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის ანგარიშწორება მოხდება ერთ ეტაპად.
7.2 ანგარიშსწორება წარმოებს ეროვნული ვალუტით უნაღდო ანგარიშსწორების გზით.
7.3 შემსყიდველი ვალდებულია ანგარიშსწორება მოახდინოს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში.
7.4 თუ ანგარიშსწორება უნდა შესრულდეს არასამუშაო დღეს, მაშინ ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს მომდევნო სამუშაო დღეს, რაც არ ჩაითვლება გადახდის ვადის გადაცილებად.
7.5 შემსყიდველთან შეთანხმებით შესაძლებელია წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსი) გამოყენება. კერძოდ:
ა) წინამდებარე ხელშეკრულების 2.1 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის წინასწარი ანგარიშსწორებისათვის დასაშვებია ანაზღაურდეს შესაბამისი მომსახურების ღირებულების არაუმეტეს 10 (ათი) პროცენტი.
ბ) წინამდებარე ხელშეკრულების 2.1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის წინასწარი ანგარიშსწორებისათვის დასაშვებია ანაზღაურდეს შესაბამისი მომსახურების ღირებულების არაუმეტეს 60 (სამოცი) პროცენტი. შემსყიდველთან შეთანხმებით დასაშვებია წინასწარი ანგარიშსწორების ოდენობის ცვლილება.
7.6 ავანსის სახით წინასწარი ანგარიშსწორება იწარმოებს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით მიმწოდებლის მიერ საავანსო თანხის იდენტური ოდენობის (თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებლის შემთხვევაში იდენტური თანხის 50%-ის ოდენობით) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან გაცემული გამოუთხოვადი და უპირობო საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში (საავანსო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების ვადას).
7.7 შემსყიდველი უფლებამოსილია ავანსის უზრუნველსაყოფად გაცემული საბანკო გარანტიით განსაზღვრული საგარანტიო თანხა გამოითხოვოს გარანტისგან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების
პირობების დარღვევის ან/და ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში.
7.8 წინამდებარე ხელშეკრულების 2.1 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტთან მიმართებაში საგარანტიო თანხის გაქვითვა ხდება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ღირებულების მიხედვით. გაქვითვის ანგარიშში დასაშვებია მხოლოდ გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული დასრულებული ეტაპობრივი მომსახურების შეტანა.
7.9 წინამდებარე ხელშეკრულების 2.1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტთან მიმართებაში დაუშვებელია შემსყიდველის მიერ გაცემული საავანსო თანხის გაქვითვა ხელშეკრულების შეწყვეტამდე. თუ ხელშეკრულების შეწყვეტას საფუძვლად უდევს მიმწოდებლის მხრიდან ვალდებულების დარღვევა წინასწარი ანგარიშსწორებისათვის განკუთვნილი საგარანტიო თანხა მიმწოდებელს ჩამოერთმევა სრულად, მიუხედავად მის მიერ გაწეული მომსახურების მოცულობისა. ხოლო, თუ ხელშეკრულების შეწყვეტას საფუძვლად უდევს მიზეზი, რომელიც არ არის დაკავშირებული მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევასთან, საგარანტიო თანხა გაიქვითება მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების ფაქტობრივი ღირებულების გათვალისწინებით.
შენიშვნა N4: ამ მუხლის 7.9 პუნქტის მიზნებისათვის მიმწოდებლის მიერ გაწეული ფაქტობრივი მომსახურების ღირებულება გამოითვლება სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ჯამური ღირებულებისა და ფაქტობრივად შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ღირებულების პროპორციულად. სამშენებლო სამუშაოების პრეისკურანტის საშუალებით შესყიდვის შემთხვევაში, მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება გამოითვლება პროექტის მოცულობათა უწყისის და ფაქტობრივად შესრულებული სამშენებლო სამუშაოების პროპორციულად.
7.10. დაუშვებელია ამ მუხლის 7.9 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ფაქტობრივი ღირებულების გარდა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა.
8. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა
8.1 ფორს-მაჟორული პირობების გარდა, თავიანთი ვალდებულებების არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში მხარეები პასუხს აგებენ ამ ხელშეკრულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
8.2 შემსყიდველი ვალდებულია, ხოლო მიმწოდებელი უფლებამოსილია მეორე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების (ვადების) დარღვევის შემთხვევაში, დააკისროს პირგასამტეხლო დამრღვევ მხარეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვალდებულების შეუსრულებელი ნაწილის ღირებულების 0.1%-ის ოდენობით. ხოლო, ვადის 20 (ოცი) კალენდარული დღის ვადით გადაცილებისას შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
შენიშვნა N5: წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1 პუნქტის „ბ.ბ“ და „ბ.ვ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, ვალდებულების შეუსურულებელ ნაწილად მიიჩნევა ხსენებული მუხლის 2.4 პუქნტის მეორე წინადადებით განსაზღვრული მომსახურების ღირებულება.
8.3 წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციები გადახდილი უნდა იქნეს შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ სანქციის გადახდის მოთხოვნა ნებაყოფლობით არ იქნება დაკმაყოფილებული დადგენილ ვადაში, შემსყიდველი უფლებამოსილია, მიღება-ჩაბარების აქტის მონაცემების მიუხედავად, უზრუნველყოს მის მიერ შესასრულებელი ანგარიშსწორების ვალდებულებიდან სანქციის თანხის გაქვითვა. ამ შემთხვევაში, შემსყიდველი არ საჭიროებს გაქვითვის თაობაზე მიმწოდებლის თანხმობას.
8.4 იმ შემთხვევაში, თუ დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების 5 (ხუთი) პროცენტს, შემსყიდველი ასევე უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.
8.5 საჯარიმო სანქციების გადახდა არ ათავისუფლებს ხელშეკრულების მხარეებს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან.
8.6 წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1 პუნქტის „ბ.ბ“ და „ბ.ვ“ ქვეპუნქტებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია შესაბამისი ვალდებულების შესრულებამდე უარი თქვას ანგარიშსწორებაზე, მათ შორის, ნებისმიერი სანაცვლო ვალდებულების შესრულებაზე, რომელიც არ გამომდინარეობს ამ ხელშეკრულებიდან.
8.7 მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო,
შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია დააკისროს მიმწოდებელს ჯარიმა წინამდებარე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ის ოდენობით.
9. უფლებების გადაცემა
9.1 მიმწოდებელმა შემსყიდველის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, არც მთლიანად და არც ნაწილობრივ არ უნდა გადასცეს მოცემული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თავისი ვალდებულებები მესამე პირს.
9.2 მიმწოდებლი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საერთო ღირებულების ფასად შემსყიდველს
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად გადასცემს ნაწარმოების (ნაწარმოები - იგივე შესყიდვის ობიექტი) გამოყენების განსაკუთრებულ უფლებას (“საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრული უფლებები, მათ შორის, განხორციელების უფლება), რომელიც მოიცავს მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგი უფლებებისგან:
ა) ნაწარმოების რეპროდუცირება (რეპროდუცირების უფლება);
ბ) ნაწარმოების ორიგინალის ან ასლების საზოგადოებაში გავრცელების გაყიდვის ან გაქირავების, ან/და საკუთრების ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის გზით (გავრცელების უფლება);
გ) ნაწარმოების საჯარო ჩვენება (საჯარო ჩვენების უფლება);
დ) ნაწარმოების საჯარო გადაცემა, ეთერში ან კაბელით პირველი ან/და შემდგომი გადაცემის ჩათვლით (საჯარო გადაცემის უფლება);
ე) ნაწარმოების გადამუშავება (გადამუშავების უფლება); ვ) ნაწარმოების თარგმნა (თარგმნის უფლება);
ზ) ნაწარმოების ადაპტაციის, მორგების, მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის და მასში ცვლილებების განხორციელების უფლება.
9.3. მიმწოდებელი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, ნებას რთავს შემსყიდველს შეიტანოს ცვლილებები როგორც თვით ნაწარმოებში, ისე მის სახელწოდებაში (სათაურში), ასევე ნაწარმოებს დაურთოს სხვა ავტორთა ნაწარმოებები. შემსყიდველს შეუძლია ეს უფლებამოსილება გადასცეს მესამე პირ(ებ)ს.
9.4 წინამდებარე ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.2 პუნქტში აღნიშნული უფლებების გამოყენების განსაკუთრებული უფლება შემსყიდველს ანიჭებს უფლებამოსილებას ამ უფლებების გამოყენების ან/და გამოყენების აკრძალვის თაობაზე.
9.5 მიმწოდებელი საავტორო უფლებიდან მომდინარე ქონებრივ უფლებებს შემსყიდველს გადასცემს განსაკუთრებული ლიცენზიით, რაც ნიშნავს რომ ავტორი განსაკუთრებულ უფლებას გადასცემს მხოლოდ შემსყიდველს და მასვე აძლევს უფლებას აკრძალოს ნაწარმოების გამოყენება სხვა პირთა (მათ შორის, ავტორის) მიერ.
9.6 წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე, „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შემსყიდველს გადაეცემა აღნიშნული კანონის ხსენებული მუხლის პირველი (რეალიზაციის (განხორციელების) უფლება) და მე-2 (გამრავლების, გავრცელების, საჯარო ჩვენებისა და გადაკეთების უფლება) პუნქტებით განსაზღვრული უფლებები.
9.7 უფლებათა გადაცემის მიუხედავად, ამ ხელშეკრულების არცერთი პირობა გამორიცხავს მიმწოდებლის ვალდებულებას შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში შეასრულოს წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები (მათ შორის, ცვლილება/გადაკეთება).
9.8 შემსყიდველს საპროექტო მომსახურების რეზულტატი უნდა გადაეცეს უფლებრივი ნაკლის გარეშე. შესაბამისად, საპროექტო დოკუმენტაციასთან დაკავშირებულ მესამე პირთა პრეტენზიებზე პასუხისმგებელია მიმწოდებელი.
9.9 შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებლის მიერ მომზადებული საპროექტო დოკუმენტაციის ცვლილების (კორექტირება, გადაკეთება) სხვა პირისათვის დაკვეთისას, გადასცეს ამ პირს საპროექტო მომსახურების ფარგლებში მიმწოდებლისაგან მიღებული ნებისმიერი დოკუმენტი მასში/მათში ცვლილების შესატანად.
9.10 მიმწოდებლის მიერ მომზადებული საპროექტო დოკუმენტაციის ცვლილების (კორექტირება, გადაკეთება) სხვა პირისათვის დაკვეთის შედეგად მიღებულ პროექტზე წყდება მიმწოდებლის საავტორო
ზედამხედველობის განხორციელების უფლება.
10. სხვა პირობები (ხელშეკრულების შეწყვეტა, ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა)
10.1 ხელშეკრულების დამდები ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მეორე მხარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე.
10.2 ხელშეკრულების დამდები მხარე, რომელიც მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას ვალდებულია შეატყობინოს მეორე მხარეს გადაწყვეტილების საფუძველი და ამოქმედების თარიღი, მისი მიღებიდან 10 (ათი) კალენდარულ დღეში.
10.3 ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მხარეებს დანარჩენი ვალდებულებების შესრულებისაგან.
10.4 ხელშეკრულების შეწყვეტა პირობების დარღვევის გამო არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან.
10.5 ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს:
ა) მხარეთა წერილობითი შეთანხმებით; ბ) ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო;
გ) თუ შემსყიდველმა დაკარგა მიმწოდებლის მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით სამშენებლო სამუშაოების წარმოების ინტერესი;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ან/და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
10.6 შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება (მთლიანად ან ნაწილობრივ), თუ:
ა) მიმწოდებელი არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს; ბ) მიმწოდებელი შემსყიდველის გაფრთხილების მიუხედავად არღვევს ხელშეკრულების პირობებს;
გ) მიმწოდებელი მხარეთა შეთანხმებით გაგრძელებულ ვადებში ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას;
დ) მიმწოდებლის გაკოტრების შემთხვევაში;
ე) თუ შემსყიდველი მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
10.7 მიმწოდებელი ინფორმირებულია, რომ წინამდებარე ხელშეკრულების 2.1 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განხორციელებული მომსახურების შედეგად მიღებული არქიტექტურული ნაწარმოები შესაძლებელია წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში ვერ რეალიზდეს შენობა-ნაგებობის ფორმით (შემსყიდველის მხრიდან სათანადო ფინანსური სახრების არქონის ან სხვა მიზეზის გამო), რა შემთხვევაშიც აცნობიერებს, რომ ვერ განხორციელდება ხელშეკრულების 2.1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება და ვერ მიიღებს ამავე მომსახურებისათვის გათვალისწინებულ საფასურს.
10.8 ხელშეკრულებაში დამატებების ან/და ცვლილებების შეტანა მხარეთა ურთიერთშეთანხმების გზით შესაძლებელია მხოლოდ წერილობითი ფორმით მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერით.
10.9 წინამდებარე ხელშეკრულების დანართები წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
10.10 დაუშვებელია ხელშეკრულების ღირებულების შეცვლა, თუ ამ ცვლილებების შედეგად იზრდება ჯამური ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა.
10.11 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში, დასაშვებია ხელშეკრულების ჯამური ღირებულების მხოლოდ 10%-ის ოდენობით გაზრდა.
10.12 მხარეები გამოიყენებენ ყველა შესაძლებლობას წარმოქმნილი უთანხმოების აღმოსაფხვრელად. უთანხმოების მოლაპარაკების გზით აღმოფხვრის შეუძლებლობის შემთხვევაში ნებისმიერ მხარეს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს.
10.13 თუ შესყიდვის ობიექტის მიხედვით განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოების განხორციელება დაკავშირებული იქნება რაიმე სახის სანებართვო პროცედურასთან ან ადმინისტრაციული ორგანოებისგან/პროვაიდერი კომპანი(ებ)ისგან (სასმელი წყლის, საკანალიზაციო წყალარინების, ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიის, სუსტი დენების) თანხმობის მოპოვებასთან (მაგ.: ხის ჭრა, ხაზობრივი ნაგებობების ადგილმდებარეობის ცვლილება და ა.შ.) და მისი/მათი იდენტიფიცირება შესაძლებელია საპროექტო
მომსახურების გაწევის ეტაპზე, მიმწოდებელი ვალდებულია საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე წერილობით აცნობოს შემსყიდველს შესაბამისი ნებართვის/თანხმობის მიღების საჭიროების თაობაზე. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად დამდგარ ზიანზე პასუხისმგებელია მიმწოდებელი.
10.14 ამ ხელშეკრულების მიზნებისათვის, მიმწოდებელს ნებისმიერ შემთხვევაში ეკისრება პროექტის ცვლილების (გადაკეთება, კორექტირება) ვალდებულება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი ცვლილება ითვალისწინებს:
ა) დამატებით სართულის დაშენებას;
ბ) საპროექტო შენობის ფართობის 20%-ზე მეტით გაზრდას/შემცირებას; გ) სართულის სიმაღლის 1.5 მეტრზე მეტით გაზრდას;
დ) შენობა–ნაგებობის ნულოვანი ნიშნულის ვერტიკალურ ცვლილებას აბსოლუტურ ნულთან მიმართებაში 1.6 მეტრზე მეტად;
ე) საპროექტო ობიექტის ფუნქციის შეცვლას.
10.15 მხარეთა შორის კომუნიკაცია დასაშვებია მხოლოდ წერილობითი ფორმით, მათ შორის, ხელშეკრულებაში მითითებულ ელექტრონული ფოსტის საშუალებით. მხარეები ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ აცნობონ ერთმანეთს ხელშეკრულებაში მითითებული საკონტაქტო და საანგარიშსწორებო რეკვიზიტების ცვლილების შესახებ.
11. მხარეთა ხელმოწერები
მიმწოდებელი
შპს
შემსყიდველი
ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდი
დირექტორი დირექტორი