ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ N140
ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ N140
(გამარტივებული შესყიდვა “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად)
წინამდებარე ხელშეკრულება დაიდო 2019 წლის 4 მარტს ქ. თბილისში.
ერთი მხრივ, შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“, შემდგომში „შემსყიდველი“, წარმოდგენილი დირექტორის პირველი მოადგილის ირაკლი ჟღენტის სახით და მეორე მხრივ, შპს
„ტრანსპორტერი“, შემდგომში „მიმწოდებელი“, წარმოდგენილი დირექტორის სერგო შუღაროვის სახით, ვდებთ ხელშეკრულებას მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, შემდეგზე:
1. ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებები
1.1. „ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ“ (შემდგომში - „ხელშეკრულება“) - შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის დადებული წინამდებარე ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ, მასზე თანდართული ყველა დოკუმენტით.
1.2. „ხელშეკრულების ღირებულება“ - საერთო თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს შემსყიდველმა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ზედმიწევნით შესრულებისათვის.
1.3. „დღე“, „კვირა“, „თვე“ - კალენდარული დღე, კვირა, თვე.
1.4. „შემსყიდველი“ - ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს შესყიდვას.
1.5. „მიმწოდებელი“ - პირი, რომელიც ახორციელებს მომსახურების გაწევას ხელშეკრულების ფარგლებში.
1.6. „მომსახურება“ - ხელშეკრულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების საგანი.
2. ხელშეკრულების საგანი
2.1. „შემსყიდველი“ შეიძენს, ხოლო „მიმწოდებელი“ გაუწევს, შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ბალანსზე რიცხული, დაბა გუდაურში არსებული თოვლმავლის (Lynx Snowmobile Adventure GT, vin:XX0XXXXX0XX000000, 2015 წ.) ტექნიკურ მომსახურებას ხელშეკრულების დანართი N1-ის შესაბამისად.
2.2. CPV-50100000.
3. ხელშეკრულების ღირებულება
3.1 ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 400.00 (ოთხასი ლარი და ნული თეთრი) ლარს.
3.2 ერთეულის ღირებულება განსაზღვრულია ხელშეკრულების დანართი N1-ით.
3.3 ხელშეკრულების ღირებულება შეიცავს მიმწოდებლის ყველა ხარჯსა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ გადასახადს, დაკავშირებულს მომსახურების გაწევასთან.
4. მხარეთა უფლება–მოვალეობები
4.1. მიმწოდებელი ვალდებულია:
4.1.1. უზრუნველყოს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ბალანსზე რიცხული, დაბა გუდაურში არსებული თოვლმავლის (Lynx Snowmobile Adventure GT, vin:XX0XXXXX0XX000000, 2015 წ.) ტექნიკური მომსახურების გაწევა ხელშეკრულების დანართი N1-ის შესაბამისად.
4.2. მიმწოდებელი უფლებამოსილია:
4.2.1. მოსთხოვოს შემსყიდველს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
4.3. შემსყიდველი ვალდებულია:
4.3.1. განახორციელოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება.
4.4. შემსყიდველი უფლებამოსილია:
4.4.1. მიმწოდებლისგან მოითხოვოს მომსახურების გაწევა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროსა და ადგილას;
4.4.2. შეამოწმოს მომსახურების გაწევის ხარისხი;
4.4.3. მონიტორინგის შედეგად მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მისცეს მას მითითება ვალდებულებების დარღვევის გამოსწორების შესახებ ან შეწყვიტოს (არ განახორციელოს) მიმწოდებლის დაფინანსება.
5. ხარისხი
5.1. მიმწოდებელი პასუხს აგებს გაწეული მომსახურების ხარისხზე, ხოლო შემსყიდველი უფლებამოსილია ჩაატაროს გაწეული მომსახურების ხარისხის შემოწმება.
6. მომსახურების გაწევის ადგილი და ვადა
6.1. მომსახურების გაწევის ადგილი: დაბა გუდაური, შემსყიდველის მიერ მითითებული მისამართი.
6.2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ, არაუგვიანეს 2019 წლის 11 მარტისა.
7. მიღება-ჩაბარების წესი
7.1. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის დადასტურების მიზნით, შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი.
7.2. მომსახურება ჩაითვლება გაწეულად მხოლოდ მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
7.3. შემსყიდველის მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის უფლებამოსილება ენიჭება მატერიალურ-ტექნიკური სამსახურის უფროსს xxxxx xxxxxxxxx ან მატერიალურ-ტექნიკური სამსახურის რეგიონული მიმართულების მენეჯერს xxxxxxxxxx xxxxxxxxxxx.
7.4. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მხრიდან მოთხოვნილი მომსახურების გაწევის დადასტურების და ანაზღაურების მიღების მიზნით შემსყიდველს წარუდგინოს შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაცია. ანგარიშსწორების სავალდებულო წინაპირობა მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად არის ანგარიშ-ფაქტურა (არსებობის შემთხვევაში).
8. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ინსპექტირება
8.1. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ინსპექტირებას განახორციელებს მატერიალურ-ტექნიკური სამსახურის უფროსი xxxxx xxxxxxxx.
8.2. ინსპექტირება გულისხმობს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების, აგრეთვე გაწეული მომსახურების ხარისხის კონტროლს.
8.3. ყველა გამოვლენილი ხარვეზის ან ნაკლის აღმოფხვრასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9. ანგარიშსწორების წესი
9.1. გაწეული მომსახურების ანაზღაურება განხორციელდება მთლიანად, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისად, წინამდებარე ხელშეკრულების 7.4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
9.2. ანგარიშსწორების ვალუტა: ლარი.
9.3. ანგარიშსწორების ფორმა: უნაღდო.
10. პასუხისმგებლობა ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის
10.1. მხარეებმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები უნდა შეასრულონ ჯეროვნად, კეთილსინდისიერად ხელშეკრულებით დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები პასუხს აგებენ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის, არაჯეროვანი შესრულების ან/და დაგვიანებით შესრულებისათვის ხელშეკრულებით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
10.2. ფორს-მაჟორული პირობების გარდა, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის, არაჯეროვანი შესრულების ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში გამოიყენება სანქციები, რომელთა ფორმა, ოდენობა, ამოქმედების პირობები განსაზღვრულია წინამდებარე ხელშეკრულებით.
10.3. მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით.
10.4. არაჯეროვნად შესრულებას წარმოადგენს უხარისხო მომსახურების გაწევა. ამასთან, არაჯეროვნად შესრულებად მიიჩნევა ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობა, რომელიც ნაკისრი აქვს მიმწოდებელს წინამდებარე ხელშეკრულებით, გარდა 10.5. პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.
10.5. მიმწოდებლის მიერ დაგვიანებით შესრულებას წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ვადის დარღვევა, რისთვისაც შემსყიდველი უფლებამოსილია დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.2%-ის ოდენობით.
10.6. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელზე დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების 2%-ს (10 კალენდარული დღე), შემსყიდველს უფლება აქვს შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოსთხოვოს მიმწოდებელს ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისთვის გადასახდელი პირგასამტეხლოს ანაზღაურება.
10.7. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მეორე მხარე უფლებამოსილია ცალმხრივად მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
10.8. პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მხარეებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან.
11. ფორს მაჟორი
11.1. მხარეები თავისუფლდებიან ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობისაგან, თუ აღნიშნული გამოწვეულია დაუძლეველი ძალის ზეგავლენით. აღნიშნულის არსებობის შემთხვევაში, მხარე ვალდებულია აცნობოს მეორე მხარეს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეუძლებლობის შესახებ.
11.2. თუ ერთ-ერთი მხარე დაუძლეველი ძალის გამო ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა აცნობოს მეორე მხარეს მათი დადგომის ან/და დასრულების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი მხარე არ გათავისუფლდება ნაკისრი ვალდებულებებისაგან.
11.3. მხარეთა პასუხისმგებლობა და ვალდებულებები განახლდება დაუძლეველი ძალის მოქმედების დასრულებისთანავე.
12. სადაო საკითხების გადაწყვეტა
12.1. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში წამოჭრილი ყველა დავა გადაიჭრება ურთიერთშეთანხმების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავის გადასაწყვეტად მხარეები უფლებამოსილნი არიან მიმართონ სასამართლოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
13. ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა და ხელშეკრულების შეწყვეტა
13.1. ხელშეკრულებაში დამატებების ან/და ცვლილებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ წერილობითი ფორმით, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერით და წარმოადგენს ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
13.2. ხელშეკრულების პირობების, მათ შორის, ფასის შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილებების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ჯამური ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველისთვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების პირობების გადასინჯვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398–ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებების დადგომის შემთხვევაში, ხელშეკრულების თავდაპირველი ჯამური ღირებულების გაზრდა დაუშვებელია 10%–ზე მეტი ოდენობით.
13.3. ხელშეკრულების დამდები ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მეორე მხარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობის მოქმედების შეწყვეტის შესახებ, რაზედაც აცნობებს მეორე მხარეს წერილობითი ფორმით.
13.4. ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მეორე მხარეს დანარჩენი ვალდებულებების შესრულებისგან.
13.5. ხელშეკრულების შეწყვეტის გაფორმება ხდება შეთანხმების გზით, მაგრამ შეუთანხმებლობის შემთხვევაში მხარეებს უფლება აქვთ გამოიყენონ ხელშეკრულების ცალმხრივად (წერილობითი ფორმით) შეწყვეტის შესაძლებლობა.
13.6. შემსყიდველი უფლებამოსილია ვადამდე ცალმხრივად შეწყვიტოს ამ ხელშეკრულების მოქმედება, თუ:
13.6.1. მიმწოდებელი არღვევს ამ ხელშეკრულების პირობებს (არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს);
13.6.2. მიმწოდებლის მიმართ მიმდინარეობს გაკოტრების საქმე (მიუხედავად მისი დაწყების დროისა);
13.6.3. მიმდინარეობს მიმწოდებლის რეორგანიზაცია, თუ ეს გარემოება ზეგავლენას ახდენს ან შესაძლებელია მოახდინოს ხელშეკრულების ჯეროვან შესრულებაზე;
13.6.4. თუ მისთვის ცნობილი გახდება, რომ მიმწოდებლის მიერ მიწოდებული დოკუმენტები ყალბია;
14. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
14.1. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
15. მხარეთა ხელმოწერები
შემსყიდველის მხრიდან: შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ მის: ქ. თბილისი, კოსტავას ქ. N70 სს „თიბისი ბანკი“ ბანკის კოდი: XXXXXX00 ა/ნ XX00XX0000000000000000 ს/კოდი 215 096 367 |
შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დირექტორის პირველი მოადგილე: |
ირაკლი ჟღენტი |
მიმწოდებლის მხრიდან: შპს „ტრანსპორტერი“ მის: ქ. თბილისი, xxxxxxxxxxx ქ. N8/57 სს „თიბისი ბანკი“ ბანკის კოდი: XXXXXX00 ა/ნ XX00XX0000000000000000 ს/კოდი 405 127 508 შპს „ტრანსპორტერის“ დირექტორი: |
xxxxx xxxxxxxx |
ltd mountain
Digitally signed by ltd mountain
Transp Digitally signed
resorts developmen t company
resorts development company
Date: 2019.03.04
17:58:32 +04'00'
orter LLC
by Transporter LLC
Date: 2019.03.04
19:02:17
+04'00'
2019 წლის 4 მარტის N140 ხელშეკრულების დანართი N1
მომსახურების ჩამონათვალი
(Lynx Snowmobile Adventure GT, vin:XX0XXXXX0XX000000, 2015 წ.)
N | მომსახურების დასახელება | განზ. ერთ. | რაოდენობა | ერთ. ღირებულება (ლარი) | საერთო ღირებულება (ლარი) |
1 | გასაღების პროგრამირება | ცალი | 1 | 250.00 | 250.00 |
2 | მობილური სერვის ჯგუფის გამოძახება /გუდაური | 150.00 | 150.00 | ||
xxxx xxx-ის ჩათვლით: | 400.00 |
შემსყიდველი:
შპს „მთის კურორტების განვითარების
კომპანიის“ დირექტორის პირველი მოადგილე: /xxxxxx xxxxxx/
მიმწოდებელი:
შპს „ტრანსპორტერის“ დირექტორი: /xxxxx xxxxxxxx/