Contract
ხელშეკრულება იურიდიული პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ
1. ხელშეკრულების საგანი
1.1 xxxxx xxxxxxx გაუხსნის ანგარიშ(ებ)ს, აწარმოებს მის საბანკო ოპერაციებს და გაუწევს ამ ხელშეკრულებაში აღწერილ მომსახურებას ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებითა და წესებით.
1.2 ამ ხელშეკრულებაში აღწერილ მომსახურებათა მისაღებად კლიენტი xxxxx მიმართავს შესაბამისი წერილობითი განაცხადით (ან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ფორმით), რომლითაც ის იმავდროულად ადასტურებს, რომ დეტალურად იცნობს ამ ხელშეკრულების ყველა პირობას (ამ ხელშეკრულებაში შეტანილ ყველა ცვლილებას და დამატებას) და ეთანხმება მათ, რითაც უერთება ამ ხელშეკრულებას. xxxxx განიხილავს კლიენტის განაცხადს და დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში დაიწყებს კლიენტისთვის განაცხადში მითითებული მომსახურების გაწევას განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღისა.
1.3 ანგარიშ(ებ)ი იხსნება კლიენტის განაცხადისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული აუცილებელი დოკუმენტების საფუძველზე (ბანკისთვის წარდგენის შემდეგ), რომელთა უტყუარობაზეც პასუხისმგებელია კლიენტი.
1.4 ბანკის მიერ დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად ანგარიშ(ებ)ი შესაძლებელია გაიხსნას დისტანციურად ანუ სატელეფონო, ინტერნეტ-ბანკის ან/და კომუნიკაციის სხვა საშუალებით გაკეთებული განაცხადის საფუძველზე იმ შემთხვევაში, როდესაც კლიენტს უკვე აქვს ანგარიში ბანკში. შესაბამისი დოკუმენტების არსებობამდე (ბანკისთვის წარდგენამდე) დისტანციურად გახსნილ ანგარიშზე შესაძლებელია მხოლოდ ჩარიცხვის ოპერაციების განხორციელება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. ანგარიშზე ფულადი სახსრების შეტანა და ჩარიცხვა
2.1 კლიენტის ანგარიშზე ფულადი სახსრები შეიძლება ჩაირიცხოს როგორც ნაღდი, ისე უნაღდო წესით.
2.2 იმ შემთხვევაში, თუ სხვა ბანკის მეშვეობით კლიენტის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის საბუთში აღნიშნული საიდენტიფიკაციო მონაცემები სრულად არ დაემთხვევა ბანკის ხელთ არსებულ ინფორმაციას კლიენტის შესახებ, ბანკი მიღებულ თანხას ჩარიცხავს “გაურკვეველი თანხების” ანგარიშზე, აწარმოებს აუცილებელ გამოკვლევას თანხის მიმღების დასადგენად და მონაცემებს შორის შეუსაბამობის გამოსწორების შემთხვევაში თანხას ჩარიცხავს კლიენტის ანგარიშზე, ხოლო გამოუსწორებლობის შემთხვევაში თანხას დაუბრუნებს გადამხდელს.
2.3 კლიენტი ვალდებულია მის ანგარიშზე თანხის შეცდომით ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ შეატყობინოს და გადასცეს ბანკს შეცდომით ჩარიცხული თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში კლიენტი პასუხს აგებს ამ ხელშეკრულებისა და კანონმდებლობის შესაბამისად.
2.4 კლიენტის ანგარიშებზე შეტანილი ან/და ჩარიცხული თანხ(ებ)ის ასახვას, კლიენტის ანგარიშიდან თანხ(ებ)ის გადარიცხვას ან კლიენტის მიერ ნაღდი ანგარიშსწორების წესით ბანკში შეტანილი თანხ(ებ)ის მიმღების ანგარიშზე ასახვას ბანკი უზრუნველყოფს არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღისა.
3. ანგარიშიდან ფულადი სახსრების ჩამოწერა
3.1 ბანკის მიერ ანგარიშებიდან ფულადი სახსრების ჩამოწერა, როგორც წესი, ხორციელდება კლიენტის თანხმობის, ნებართვის, დავალების, ან მოთხოვნის საფუძველზე, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით.
3.2 ბანკის მიერ კლიენტის ანგარიშ(ებ)იდან თანხ(ებ)ის უაქცეპტო წესით (კლიენტის შემდგომი თანხმობის გარეშე) ჩამოწერა შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:
3.2.1 ბანკის მოქმედი ტარიფების შესაბამისად მომსახურების საფასურის (საკომისიოს) ან/და პირგასამტეხლოს გადასახდელად;
3.2.2 შეცდომით ან/და კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით ჩარიცხული ან/და საეჭვო თანხ(ებ)ის უკან დასაბრუნებლად;
3.2.3 ბანკის წინაშე არსებული ნებისმიერი სახის დავალიანების დასაფარავად ან ვალდებულების შესასრულებლად (იმ შემთხვევაში, თუ დავალიანება ან ვალდებულება დაფიქსირებულია ეროვნული ვალუტისგან განსხვავებულ ვალუტაში, ეკვივალენტი დგინდება ბანკის მიერ თანხის ჩამოწერის მომენტისათვის ბანკის მიერ დადგენილი კომერციული კურსით), ამასთან კლიენტი აცნობიერებს, რომ ბანკი არ არის ვალდებული კლიენტის დავალების გარეშე ჩამოწეროს თანხები კლიენტის ანგარიშ(ებ)იდან კლიენტის რომელიმე ვალდებულების შესრულების მიზნით;
3.2.4 მოქმედი კანონმდებლობით ან/და კლიენტსა და ბანკს შორის დადებული ხელშეკრულებით, შეთანხმებით ან/და სხვა დოკუმენტით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში (მაგალითად საინკასო დავალების არსებობისას).
3.3 კლიენტის მიერ ბანკისთვის მიცემული დავალების გაუქმება შეიძლება ბანკთან შეთანხმებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული დავალება ჯერ არ შესრულებულა და მისი გაუქმება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას, ან იმ ვალდებულების არსს, რომლის შესასრულებლადაც გაიცა დავალება.
3.4 ბანკი უფლებამოსილია არ შეასრულოს კლიენტის დავალება და დავალების შეუსრულებლობის შესახებ ნებისმიერი ფორმით შეატყობინოს კლიენტს, იმ შემთხვევაში თუ:
3.4.1 ვერ ხერხდება კლიენტის სრულფასოვანი იდენტიფიკაცია;
3.4.2 დავალება შედგენილი ან წარდგენილია ბანკში დადგენილი წესის დარღვევით ან შეიცავს არაზუსტ ინფორმაციას (მითითებებს);
3.4.3 დავალებაში აღნიშნული თანხა აღემატება ანგარიშზე არსებულ ხელმისაწვდომ თანხას ან ბანკის მიერ დადგენილ ლიმიტებს;
3.4.4 ბანკს გაუჩნდა ეჭვი კანონსაწინააღმდეგო ოპერაციის განხორციელების მცდელობის შესახებ.
3.5 ანგარიშიდან ფულადი სახსრების გასატანად (გასაცემად), როგორც წესი, გამოიყენება სალაროს გასავლის ორდერები (როგორც სტანდარტული, ისე სპეციალური).
3.6 კლიენტს უფლება აქვს ანგარიშიდან ფულადი სახსრების გასატანად გამოიყენოს ბანკისგან წინასწარ მიღებული სპეციალური ფორმის სალაროს გასავლის ორდერები (შემდგომში “სპეციალური ორდერები”), რომელთა შევსება ხდება კლიენტის მიერ.
3.7 კლიენტი ვალდებულია:
3.7.1 გაუფრთხილდეს სპეციალურ ორდერებს;
3.7.2 არ დაუშვას მათი შევსების გარეშე გადაცემა ნებისმიერი მესამე პირისთვის;
3.7.3 დაიცვას სპეციალური ორდერის შევსების წესები.
3.8 სპეციალური ორდერის საფუძველზე ანგარიშიდან თანხის გატანა დასაშვებია სპეციალური ორდერის კლიენტის მიერ შედგენიდან (ხელმოწერიდან) 180 (ას ოთხმოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.
3.9 ბანკს უფლება აქვს არ გასცეს თანხა, თუ სპეციალურ ორდერზე დაფიქსირებული ხელმოწერა ეკუთვნის პირს, რომელიც ბანკისთვის სპეციალური ორდერის გაცემის (გამოწერის) ან წარდგენის მომენტში არ იყო ან არ არის კლიენტის უფლებამოსილი წარმომადგენელი (დირექტორი ან მისი რწმუნებული).
3.10 ამ ხელშეკრულებით კლიენტი ბანკს ანიჭებს უფლებამოსილებას კლიენტის დავალებით ოპერაციების შესრულებისას, საჭიროების შემთხვევაში, კლიენტის მიერ დამატებითი დავალების ბანკისთვის წარდგენის გარეშე განახორციელოს თანხების კონვერტაცია ან/და კლიენტის ანგარიშებს შორის თანხების გადარიცხვა.
4. საფასური საბანკო მომსახურებისთვის
4.1 კლიენტისა და ბანკის ფინანსური ურთიერთობა წესრიგდება ბანკის ტარიფებითა და ბანკსა და კლიენტს შორის დადებული ხელშეკრულებებით. ანგარიშის წარმოებისათვის, ამ ანგარიშიდან განხორციელებული ოპერაციებისათვის და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისთვის კლიენტი ბანკს უხდის ოპერაციის შესრულების ან მომსახურების გაწევის დროისათვის ბანკის მიერ დადგენილი და მოქმედი ტარიფების შესაბამისად ან მხარეთა დამატებითი შეთანხმებით განსაზღვრულ თანხას (მომსახურების საფასურს, საკომისიოს და სხვა).
4.2 ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში კლიენტს არ დაუბრუნდება მის მიერ უკვე გადახდილი მომსახურების საფასური (საკომისიო).
5. მხარეთა ვალდებულებები და უფლებები
5.1 კლიენტი ვალდებულია:
5.1.1 დაუყოვნებლივ აცნობოს ბანკს მის მიერ ბანკისთვის წარდგენილ დოკუმენტებსა და მიწოდებულ ინფორმაციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, ასევე წერილობით შეატყობინოს ბანკს იმ პირების შეცვლის შესახებ, რომლებიც უფლებამოსილნი არიან განკარგონ ანგარიში, ან მიიღონ ინფორმაცია ანგარიშის მდგომარეობის შესახებ და შეტყობინებას დაურთოს შესაბამისი დოკუმენტები. ცვლილებების შესახებ შეტყობინებისა და შესაბამისი საბუთების მიღებამდე ბანკის მიერ ოპერაციები სრულდება ადრე წარდგენილი საბუთებისა და ხელმოწერის ნიმუშის საფუძველზე.
5.1.2 დაუყოვნებლივ წერილობით ან ინტერნეტ-ბანკის მეშვეობით ან სატელეფონო კოდის გამოყენებით ბანკის სატელეფონო სერვისცენტრთან დაკავშირებით (ნომერზე +99532 2272727) შეატყობინოს ბანკს მისამართის, ტელეფონის ნომრების, ელექტრონული ფოსტის მისამართის ან/და სხვა საკონტაქტო მონაცემების შეცვლის შესახებ;
5.1.3 ყოველი ახალი ანგარიშის გახსნის განაცხადდთან ერთად ბანკს წარუდგინოს ბანკის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტები კლიენტის საგადასახადო/სამეწარმეო სტატუსის შესაბამისად;
5.1.4 ბანკის მიერ მისთვის გახსნილი ანგარიშები სამეწარმეო მიზნებისთვის გამოიყენოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ექნება შესაბამისი საგადასახადო/სამეწარმეო სტატუსი. წინააღმდეგ შემთხვევაში კლიენტი ვალდებულია არ გამოიყენოს თავისი ანგარიშები სამეწარმეო საქმიანობისთვის;
5.1.5 ბანკის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ წარუდგინოს და გადასცეს ბანკს კლიენტის მიერ განხორციელებულ საბანკო ოპერაციებთან დაკავშირებული ნებისმიერი და ყველა საბუთის (ინვოისის, ანგარიშ-ფაქტურის, ხელშეკრულების, წერილის ან/და სხვა) ხელმოწერილი დედანი ან სათანადო წესით დამოწმებული ასლი (საბუთების ნამდვილობაზე, სიზუსტესა და კანონიერებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება კლიენტს;
5.1.6 დაიცვას ამ ხელშეკრულების პირობები;
5.1.7 დაიცვას ბანკის მიერ გავრცელებულ საინფორმაციო მასალაში აღწერილი პროცედურები;
5.1.8 დროულად გადაიხადოს მომსახურების საფასური (საკომისიო);
5.1.9 ბანკის მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) კალენდარული დღისა ხელი მოაწეროს და გადასცეს ბანკს ამ უკანასკნელისთვის ამ ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებ(ებ)ის განხორციელებისთვის ან ამ ხელშეკრულებით კლიენტისთვის დაკისრებული ვალდებულებ(ებ)ის შესრულებისთვის საჭირო ნებისმიერი საბუთი;
5.1.10 სრულად აანაზღაუროს ამ ხელშეკრულების და მის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებების დადებასთან, დამოწმებასთან, რეგისტრაციასთან, შესრულებასთან და გაუქმებასთან დაკავშირებული ან/და კლიენტის მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო ბანკის მიერ გაწეული (მათ შორის კლიენტისთვის შეტყობინების გაგზავნასთან დაკავშირებული) ყველა და ნებისმიერი ხარჯი.
5.2 ბანკი ვალდებულია:
5.2.1 მოთხოვნის შესაბამისად მიაწოდოს კლიენტს ინფორმაცია ანგარიშის მდგომარეობის შესახებ;
5.2.2 შეასრულოს კლიენტის დავალებები ამ ხელშეკრულებისა და კანონმდებლობის შესაბამისად;
5.2.3 დაიცვას ამ ხელშეკრულების პირობები.
5.3 კლიენტს ეკრძალება ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე მომსახურების გამოყენება უკანონო მიზნით, მათ შორის იმ საქონლის ან მომსახურების შესაძენად, რომლის შეძენაც აკრძალულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
5.4 ბანკი არ არის ვალდებული კლიენტს მიაწოდოს ინფორმაცია ცვლილებების (მათ შორის კლიენტისთვის სასარგებლო ან/და ინდექსირებულ საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებული ცვლილებების) შესახებ.
6. მხარეთა პასუხისმგებლობა
6.1 ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულყოფილად და დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში მხარეები პასუხს აგებენ ამ ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
6.2 ბანკი პასუხისმგებელია კლიენტის წინაშე საბანკო ოპერაციების ზუსტად და დროულად განხორციელებისთვის. ბანკის მიზეზით ანგარიშიდან თანხის არასწორად ჩამოწერის, ან ანგარიშზე თანხების ჩარიცხვის ვადების დარღვევისათვის ბანკი იხდის პირგასამტეხლოს შესაბამისი თანხის 0,05%-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული საბანკო დღისთვის, ან კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6.3 ამ ხელშეკრულების 2.3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში, კლიენტი ვალდებული იქნება გადაუხადოს ბანკს პირგასამტეხლო ამ ხელშეკრულების 2.3 პუნქტის საფუძველზე ბანკისთვის გადასაცემი თანხის 0,05%-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
6.4 პირგასამტეხლოს გადახდა დამრღვევს არ ათავისუფლებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისაგან.
6.5 ბანკი არ არის პასუხისმგებელი:
6.5.1 ვალდებულების შეუსრულებლობისათვის (მათ შორის კლიენტის მიერ განხორციელებულ საერთაშორისო გადარიცხვებთან დაკავშირებით), თუ:
6.5.1.1 ეს გამოწვეულია კლიენტის “საგადახდო დავალებაში”, ან სხვა რომელიმე საბუთში აღნიშნული მიმღები ან შუამავალი ბანკის ნებისმიერი ქმედებით ან/და შეცდომით, ან ბანკისაგან დამოუკიდებელი ნებისმიერი სხვა მიზეზით;
6.5.1.2 იმ სახელმწიფოზე, რომლის ტერიტორიაზეც მოქმედებს თანხის მიმღების (ადრესატის) მომსახურე ბანკი ვრცელდება ემბარგო ან/და სხვა რაიმე შეზღუდვა, რაც აფერხებს ადრესატის მიერ თანხის მიღებას;
6.5.1.3 საკორესპოდენტო ბანკი (რომლის მეშვეობითაც სრულდება გადარიცხვა) უარს განაცხადებს ოპერაციის შესრულებაზე ან/და მოხდება გადასარიცხავი თანხის დაკავება/ბლოკირება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის ან/და სხვა მიზნით.
6.5.2 შედეგებზე, რომლებიც გამოწვეულია:
6.5.2.1 კლიენტის დავალებით ოპერაციის განხორციელებით;
6.5.2.2 კლიენტის ან სხვა პირის კუთვნილი კომპიუტერის, ტელეფონის აპარატის ან/და სხვა მოწყობილობისა თუ აღჭურვილობის (მათი რომელიმე ნაწილის ან/და აქსესუარის) ან/და პროგრამული უზრუნველყოფის გაუმართავობით;
6.5.2.3 ტელეკომუნიკაციების ოპერატორის, ინტერნეტ-პროვაიდერის ან/და ნებისმიერი სხვა პირის მიზეზით;
6.5.2.4 კლიენტის მიერ განაცხადის ან/და განცხადების არასწორი ან არასრულყოფილი შევსებით;
6.5.2.5 კლიენტის მიერ ბანკისთვის მიწოდებული ინფორმაციის უსწორობით ან/და უზუსტობით;
6.5.2.6 კლიენტის მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით;
6.5.2.7 კლიენტისთვის ამ ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებების კლიენტის მიერ გამოუყენებლობით.
6.5.2.8 ბანკის მიერ გაცემული რეკომენდაციების კლიენტის მიერ შეუსრულებლობით.
6.6 მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, თუ ეს გარემოებები გამოწვეულია დაუძლეველი (გადაულახავი) ძალის პირდაპირი ზემოქმედებით, კერძოდ: წყალდიდობით, მიწისძვრით, ხანძრით, გაფიცვით, სამხედრო მოქმედებით, ბლოკადით, სახელმწიფო ორგანოების აქტით ან ქმედებით და სხვა (ფორს-მაჟორული გარემოებები). ფორს-მაჟორული გარემოების დადგომისას მხარეები ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ შეატყობინონ ამის შესახებ მეორე მხარეს. მხარეების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება გადაიდება ფორს-მაჟორული გარემოებების ლიკვიდაციამდე.
7. ინფორმაცია კლიენტის შესახებ და საბანკო საიდუმლოება
7.1 კლიენტი აცხადებს, რომ მის მიერ ამ ხელშეკრულების 1.2 პუნქტში აღნიშნული განაცხადის ბანკის მიერ მიღების მომენტში ბანკისთვის მიწოდებული ინფორმაცია (მათ შორის სამეწარმეო საქმიანობისა და მისი, როგორც გადასახადის გადამხდელის სტატუსის შესახებ) არის უტყუარი, ზუსტი, სრული და ამომწურავი. კლიენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ბანკს მისი საიდენტიფიკაციო მონაცემების, საკონტაქტო ინფორმაციის, სტატუსის ან საქმიანობის სახის ნებისმიერი ცვლილების შესახებ.
7.2 ბანკი ვალდებულია დაიცვას კლიენტთან დაკავშირებული საბანკო ოპერაციების და ანგარიშების შესახებ ინფორმაციის საიდუმლოება (კონფიდენციალობა), რომელიც მისთვის ცნობილი გახდა კლიენტთან საქმიანი ურთიერთობისას, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ან თუ საქმე ეხება ჩვეულებრივ საბანკო ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებითაც არ ილახება კლიენტის ინტერესები (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 863-ე მუხლის შესაბამისად). ბანკის მიერ კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულება ძალაშია ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შემდეგაც.
7.3 ბანკი პასუხს არ აგებს კლიენტის მიერ ბანკისთვის მიწოდებული საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამისად გაგზავნილი შეტყობინების სხვა პირის მიერ მიღებით გამოწვეულ შედეგ(ებ)ზე.
7.4 კლიენტის მომსახურების გაუმჯობესების მიზნით კლიენტი ბანკს ანიჭებს უფლებას სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსგან, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან ან/და მსგავსი უფლებამოსილების მქონე სხვა ორგანოსგან/პირისგან მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია კლიენტის შესახებ (მათ შორის პერსონალური მონაცემები) ანგარიშ(ებ)ის გახსნის, ოპერაცი(ებ)ის წარმოების ან/და მომსახურების გაწევის დროს.
7.5 კლიენტი აცხადებს თანხმობას, რომ სს „თიბისი ბანკი“ უფლებამოსილია კლიენტის ნებისმიერი განაცხადი, ასევე კლიენტთან დადებულ გარიგებებთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტაცია (მ.შ. პერსონალური ინფორმაცია) შენახვის მიზნით გადასცეს სახელმწიფო არქივს ან ამ პროფილის კომერციულ ორგანიზაციას, რომელიც უზრუნველყოფს მიწოდებული დოკუმენტაციის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით დაარქივებასა და უსაფრთხო პირობებში შენახვას კონფიდენციალობის წესების სრული დაცვით.
8. ხელშეკრულების მოქმედება და სხვა პირობები
8.1 ეს ხელშეკრულება ძალაში შედის ამ ხელშეკრულების 1.2 პუნქტში აღნიშნული განაცხადის მიღების ბანკის მიერ დადასტურების მომენტიდან და იმოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.
8.2 კლიენტს უფლება აქვს ნებისმიერ დროს დახუროს ანგარიში ან შეწყვიტოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე ან ყველა სახის მომსახურებით სარგებლობა ანგარიშის დახურვამდე ან მომსახურებით სარგებლობის შეწყვეტამდე 10 (ათი) კალენდარული დღით ადრე ბანკისთვის წერილობითი შეტყობინების გადაცემის მეშვეობით.
8.3 ბანკს უფლება აქვს ნებისმიერ დროს:
8.3.1 შეწყვიტოს ამ ხელშეკრულების მოქმედება შეწყვეტამდე არანაკლებ 10 (ათი) კალენდარული დღით ადრე კლიენტისთვის შეტყობინებით;
8.3.2 შეცვალოს ამ ხელშეკრულებაში აღწერილი მომსახურების პირობები, მახასიათებლები ან/და საფასური (ბანკის მიერ დადგენილ ტარიფებში ცვლილებების შემთხვევაში), კლიენტს შესთავაზოს ან შეწყვიტოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე ან რამდენიმე მომსახურების გაწევა;
8.3.3 დახუროს კლიენტის ანგარიში კლიენტის მიერ ბანკთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის, ანგარიშზე 6 (ექვსი) თვის განმავლობაში ნაშთის არარსებობის ან/და ანგარიშის მეშვეობით ოპერაციების განუხორციელებლობის შემთხვევაში (ამ
პუნქტის მიზნებისთვის ოპერაციის განხორციელებად არ ჩაითვლება ბანკის მომსახურების საფასურის გადარიცხვა/ჩამოწერა კლიენტის ანგარიშიდან). ანგარიშის დახურვის შემთხვევაში კლიენტს დაუბრუნდება შესაბამის ანგარიშზე რიცხული თანხა.
8.4 ამ ხელშეკრულების მოქმედება ნებისმიერ დროს შეიძლება შეწყდეს მხარეთა შეთანხმებით ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
8.5 ბანკს უფლება აქვს ცვლილებები (დამატებები) შეიტანოს ამ ხელშეკრულების ტექსტში ცვლილების (დამატებების) განხორციელებამდე 10 (ათი) კალენდარული დღით ადრე ბანკის ინტერნეტ-გვერდზე xxx.xxxxxxx.xx ან/და ბანკის ფილიალებისა და სერვიცენტრების შენობებში შესაბამისი ინფორმაციის განთავსების მეშვეობით.
8.6 ამ ხელშეკრულების 8.5 პუნქტში აღწერილ შემთხვევაში კლიენტს უფლება ექნება ბანკის ინტერნეტ-გვერდზე ან/და ბანკის ფილიალებისა და სერვიცენტრების შენობებში ინფორმაციის განთავსებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის გასვლამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ამ ხელშეკრულების მოქმედება ამ ხელშეკრულების 8.2 პუნქტით გათვალისწინებული წესით.
8.7 იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი არ ისარგებლებს ამ ხელშეკრულების 8.6 პუნქტში აღწერილი უფლებით, ბანკის მიერ შეთავაზებული ცვლილებები (დამატებები) ჩაითვლება კლიენტის მიერ მიღებულად, ხელშეკრულება კი შეცვლილად, შეთავაზებული პირობების შესაბამისად. ბანკს უფლება აქვს ცვლილება, რომელიც არ აუარესებს კლიენტის მდგომარეობას ძალაში შეიყვანოს ინტერნეტ-გვერდზე მისი განთავსებისთანავე.
8.8 ნებისმიერი შეტყობინება ხორციელდება წერილობით, ან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ფორმით. წერილობითი შეტყობინება მხარეს უნდა გადაეცეს შეტყობინების გამგზავნისთვის ცნობილ ბოლო მისამართზე. ბანკს შეუძლია შეტყობინებისთვის გამოიყენოს კომუნიკაციის სხვა საშუალებებიც (მათ შორის ელექტრონული, ციფრული, სატელეფონო და სხვა). მისამართის შეცვლის შესახებ შეტყობინების მიღებამდე ბანკის მიერ კლიენტის წინა მისამართზე გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლება ჩაბარებულად.
8.9 იმ საკითხების მოწესრიგებისას, რომლებიც ამ ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული, მხარეები ხელმძღვანელობენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
8.10 მხარეთა შორის წამოჭრილი ყველა დავა და უთანხმოება გადაწყდება მოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა განიხილება 8.16-8.19 პუნქტების შესაბამისად.
8.11 მხარეები თანხმდებიან, რომ:
8.11.1 ბანკის ინტერნეტ-გვერდზე განთავსებულ და ბანკის მონაცემთა ბაზებში (კომპიუტერულ პროგრამებში) დაცულ ინფორმაციას, ამ ინფორმაციის ბანკის მიერ დამზადებულ ელექტრონულ ასლებსა და ამონაბეჭდებს, რომლებიც დამოწმებულია ბანკის დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ხელმოწერით, აქვთ მტკიცებულებითი ძალა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ურთიერთობებთან დაკავშირებული ფაქტების არსებობა-არარსებობის დადასტურების მიზნებისთვის.
8.12 ამ ხელშეკრულებას ენიჭება უპირატესი ძალა მხარეთა შორის ამ ხელშეკრულების საგანთან დაკავშირებით ადრე გაფორმებულ სხვა ხელშეკრულებებთან წინააღმდეგობის შემთხვევაში.
8.13 ამ ხელშეკრულების რომელიმე ნაწილის ბათილობა და/ან მოქმედების შეწყვეტა არ იწვევს მთლიანად ხელშეკრულების ბათილობას ან მოქმედების შეწყვეტას.
8.14 კლიენტის მომსახურების პირობები, ტარიფები, საპროცენტო განაკვეთები და ბანკის რეკომენდაციები უფრო დეტალურად არის აღწერილი ბანკის მიერ გავრცელებულ საინფორმაციო მასალაში (მათ შორის ბუკლეტები, ბროშურები, ბანკის ინტერნეტ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია და სხვა). საინფორმაციო მასალაში მოცემულ ინფორმაციასა და ამ ხელშეკრულების შინაარსს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში გამოიყენება ამ ხელშეკრულების დებულებები.
8.15 ამ ხელშეკრულების ტექსტი განთავსებულია ბანკის ინტერნეტ-გვერდზე xxx.xxxxxxx.xx, მოთხოვნის შემთხვევაში კლიენტს გადაეცემა ხელმოწერილი ხელშეკრულება.
8.16 მხარეები თანხმდებიან, რომ ამ ხელშეკრულებიდან (შეთანხმებიდან) გამომდინარე, ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა, უთანხმოება ან მოთხოვნა, მათ შორის ამ ხელშეკრულების (შეთანხმების) შესრულების, დარღვევის, შეწყვეტის, ან ბათილობის საკითხ(ებ)ი, რომელთა დავის საგნის ჯამური (საერთო) ღირებულება არ წარმოადგენს 7.000 (შვიდი ათასი) ლარიდან 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარამდე არსებულ თანხას ან ამ თანხის ექვივალენტს სარჩელის წარდგენის თარიღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსის შესაბამისად სხვა ვალუტაში, განსახილველად და საბოლოოდ გადასაწყვეტად გადაეცემა სასამართლოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268–ე მუხლის 1f ნაწილის შესაბამისად, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებული ბანკის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება (მათ შორის გადახდის ბრძანება) მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
8.17 მხარეები თანხმდებიან, რომ ხელშეკრულებიდან (შეთანხმებიდან) გამომდინარე, ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა, უთანხმოება ან მოთხოვნა, მათ შორის ამ ხელშეკრულების (შეთანხმების) შესრულების, დარღვევის, შეწყვეტის, ან ბათილობის საკითხ(ებ)ი, რომელთა დავის საგნის ჯამური (საერთო) ღირებულება წარმოადგენს 7.000 (შვიდი ათასი) ლარიდან 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარამდე არსებულ თანხას ან ამ თანხის ექვივალენტს სარჩელის წარდგენის თარიღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსის შესაბამისად სხვა ვალუტაში, განსახილველად და საბოლოოდ გადასაწყვეტად გადაეცემა არბიტრაჟს. მხარეები თანხმდებიან, რომ მხარეთა შორის დავას განიხილავს მუდმივმოქმედი არბიტრაჟი “მორავი” (საიდენტიფიკაციო კოდი 404379347). იმ შემთხვევაში, თუ საარბიტრაჟო სარჩელის (პრეტენზიის) წარდგენის მომენტში ზემოხსენებულ არბიტრაჟი იქნება ლიკვიდირებული ან მას შეჩერებული/შეწყვეტილი ექნება ფუნქციონირება დავას განიხილავს მუდმივმოქმედი არბიტრაჟი “დავების განმხილველი ცენტრი” (DRC) (საიდენტიფიკაციო კოდი 204547348). იმ შემთხვევაში, თუ საარბიტრაჟო სარჩელის (პრეტენზიის) წარდგენის მომენტში ზემოხსენებულ არბიტრაჟი იქნება ლიკვიდირებული ან მას შეჩერებული/შეწყვეტილი ექნება ფუნქციონირება დავას განიხილავს მუდმივმოქმედი არბიტრაჟი “თბილისის საარბიტრაჟო-სამომრიგებლო პალატა” (საიდენტიფიკაციო კოდი 205184469). იმ შემთხვევაში, თუ საარბიტრაჟო სარჩელის (პრეტენზიის) წარდგენის მომენტში ზემოხსენებული არბიტრაჟი იქნება ლიკვიდირებული ან მას შეჩერებული/შეწყვეტილი ექნება ფუნქციონირება დავას განიხილავს მუდმივმოქმედი არბიტრაჟი “დამოუკიდებელ საარბიტრაჟო სასამართლო” (საიდენტიფიკაციო კოდი 205267913) იმ შემთხვევაში, თუ საარბიტრაჟო სარჩელის (პრეტენზიის) წარდგენის მომენტში ზემოხსენებული არბიტრაჟი იქნება ლიკვიდირებული ან მას შეჩერებული/შეწყვეტილი ექნება ფუნქციონირება დავას განიხილავს მუდმივმოქმედი არბიტრაჟი “თბილისის საარბიტრაჟო პალატა” (საიდენტიფიკაციო კოდი 204418291). იმ შემთხვევაში, თუ საარბიტრაჟო სარჩელის (პრეტენზიის) წარდგენის მომენტში ზემოხსენებული არბიტრაჟი იქნება ლიკვიდირებული ან მას შეჩერებული/შეწყვეტილი ექნება ფუნქციონირება დავას განიხილავს მუდმივმოქმედი არბიტრაჟი “საქართველოს საარბიტრაჟო პალატა” (საიდენტიფიკაციო კოდი 205267389);
8.18 მხარეები თანხმდებიან და ადგენენ საარბიტრაჟო წარმოების წესებს და პროცედურებს ქვემოთჩამოთვლილი პირობების (საარბიტრაჟო
დათქმა–შეთანხმება) შესაბამისად. საარბიტრაჟო წარმოების წესები და პროცედურები განისაზღვრება მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო
დაწესებულების დებულების შესაბამისად, თუ წინამდებარე შეთანხმებით სხვა წესები და პროცედურები არ არის განსაზღვრული ან წინამდებარე შეთანხმება არ ადგენს მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულების დებულებისაგან განსხვავებულ ან/და დამატებით წესებს და პროცედურებს. ამასთან გამოიყენება მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულების დებულების ის რედაქცია, რომელიც მოქმედებს საარბიტრაჟო სარჩელის მიღების თარიღისათვის. საარბიტრაჟო დავ(ებ)ის განხილვის ადგილი არის ქალაქი თბილისი, არბიტრაჟი დავას გადაწყვეტს საქართველოს კანომდებლობით მოქმედი სამართლის ნორმების შესაბამისად და საარბიტრაჟო განხილვა წარმოებს ქართულ ენაზე. მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულება დავას განიხილავს ერთი არბიტრის შემადგენლობით. მხარეები თანხმდებიან, რომ არბიტრის დანიშვნის უფლება გააჩნია ერთპიროვნულად ბანკს. ბანკი არბიტრს ნიშნავს მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულების მიერ საარბიტრაჟო სარჩელის წარმოებაში მიღებიდან 3 (სამი) დღის ვადაში. დანიშნული არბიტრი სავალდებულოდ უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი ურიდიული განათლების მქონე პირი, 2 წლის გამოცდილებით საბანკო სფეროში. თუ დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 20.000 (ოცი ათასი) ლარს ან მის ექვივალენტს საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენის თარიღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსის შესაბამისად სხვა ვალუტაში, არბიტრაჟი დავას განიხილავს მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე (საარბიტრაჟო განხილვის ფორმა) მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულების დებულების შესაბამისად. იმ შემთხვევაში თუ ბანკი არ დანიშნავს არბიტრს ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ ვადაში, ჩაითვლება რომ ის უარს ამბობს ისარგებლოს არბიტრის უშუალოდ დანიშვნის უფლებით. ასეთ შეთხვევევაშ მხარეები წინასწარ თანხმდებიან, რომ არბიტრის დანიშვნის უფლება გადაეცემა მუდმივმოქმედ საარბიტრაჟო დაწესებულებას და მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულება არბიტრს ნიშნავს ბანკის მიერ არბიტრის დანიშვნის ვადის გაშვებიდან 3 (სამი) დღის განმავლობაში. საარბიტრაჟო განხილვის დაწყებამდე ან განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე, მხარეს შეუძლია შუამდგომლობით მიმართოს მუდმივმოქმედ საარბიტრაჟო დაწესებულებას, ხოლო არბიტრაჟის ფორმირების შემდეგ – არბიტრაჟს, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ. მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულების (ან არბიტრაჟის) მიერ გამოყენებულ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებს აქვთ სავალდებულო ძალა და იგი უნდა აღსრულდეს არბიტრაჟის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. მხარეები თანხმდებიან, რომ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება(ებ)ს აქვს (აქვთ) სავალდებულო იურიდიული ძალა მხარის მიერ მის ცნობისა და აღსრულებისათვის სასამართლოსათვის მიმართვის გარეშე. თუ მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულების დებულებით ან/და კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული, არბიტრაჟის გადაწყვეტილების გამოტანასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხების გადაწყვეტის უფლებამოსიელბა ენიჭება საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარეს. საარბიტრაჟო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოპასუხე მხარეს ეკისრება საარბიტრაჟო წარმოებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი, მათ შორის: საარბიტრაჟო მოსაკრებელი, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მოსაკრებელი ან/და სასამართლო ბაჟი, იურიდიული მომსახურების ხარჯები, მტკიცებულებათა გამოთხოვისა ან/და მათი უზრუნვეყოფის ხარჯები, სპეციალისტის, ექსპერტის, თარჯიმნის, ადგილზე დათვალიერების ხარჯები, ასევე მხარის (კლიენტის, დამგირავებლის, იპოთეკის საგნის მესაკუთრის, თავდების, სოლიდარული მოვალის) საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების, არამატერიალური აქტივის მოძიების ხარჯები, ასევე მხარის საცხოვრებელი ადგილის ან/და იურიდიული მისამართის დადგენის ხარჯები, ასევე საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებასთან დაკავშირებული ხარჯები. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან და არ არის აუცილებელი შეიცავდეს სამოტივაციო ნაწილს.
8.19 მხარეები თანხმდებიან, რომ მათ შორის შეტყობინება ან/და სხვა სახის ოფიციალური კომუნიკაცია წარმოებს წერილობით ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით. მხარეები თანხმდებიან, რომ კომუნიკაცია მათსა და სასამართლოს ან/და მათსა და და საარბიტრაჟო დაწესებულებას ან/და მათსა და და არბიტრებს შორის წარმოებს წერილობით ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით. მხარეები თანხმდებიან, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნებისმიერი ოფიციალური შეტყობინება, მათ შორის ხელშეკრულებაზე უარის თქმის, ხელშეკრულების მოშლის, ხელშეკრულების შეწყვეტის ან/და ვალდებულების შესრულებისათვის დამატებითი ვადის განსაზღვრის, აგრეთვე საპროცენტო განაკვეთის ბანკის მიერ ცალმხრივად გაზრდის შესახებ განხორცილებულად ჩაითვლება, თუ მხარეს ჩაბარდება წერილობით ან/და ელექტრონული ფორმით წინამდებარე ხელშეკრულების რეკვიზიტების ნაწილში განსაზღვრულ ელ– ფოსტის მისამართზე. კლიენტი აცხადებს თანხმობას, რომ სასამართლომ ან არბიტრაჟმა (არბიტრმა) მისი დაბარება, მისთვის უწყების ჩაბარება, მისთვის სასამართლო ან საარბიტრაჟო საქმისწარმოების დოკუმენტაციების გადაცემა, მისთვის გადაწყვეტილების (განჩინების)
/ გადახდის ბრძანების / საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ჩაბარება განახორციელოს წერილობით ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით წინამდებარე ხელშეკრულების რეკვიზიტების ნაწილში განსაზღვრულ ელ–ფოსტის მისამართზე. თუ მხარეს შეტყობინება ეგზავნება ელექტრონული ფორმით წინამდებარე ხელშეკრულების რეკვიზიტების ნაწილში მითითებულ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე, მიღება (მხარისათვის ჩაბარება) უნდა დადასტურდეს შესაბამისი ტექნიკური საშუალების ამონაწერით ან/და, შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით. კლიენტი აცხადებს თანხმობას, რომ წინამდებარე ხელშეკრულების რეკვიზიტების ნაწილში განსაზღვრულ ელ–ფოსტის მისამართზე ელექტრონული ფოსტის საშუალებით განთავსებული შეტყობინება (თუ მიღება (მხარისათვის ჩაბარება) დასტურდება შესაბამისი ტექნიკური საშუალების ამონაწერით ან/და შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით) მისთვის ჩაბარებულად ითვლება. კლინეტი იღებს ვალდებულებას აღნიშნულ ელ–ფოსტის მისამართზე განთავსებულ კორესპოდენციას გაეცნოს არანაკლებ თვეში ერთხელ.
8.20 იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს ექნება რაიმე სახის ვალდებულება ბანკის მიმართ, ამ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ბანკი განახორციელებს იპოთეკის ან/და გირავნობის საგნის საკუთრებაში მიღებას ან რეალიზაციას და ბანკის (როგორც იპოთეკარის ან/და მოგირავნის) მიერ იპოთეკის ან/და გირავნობის საგნის საკუთრებაში მიღების მომენტისთვის იპოთეკის ან/და გირავნობის საგნის ღირებულება იქნება უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოცულობაზე ნაკლები ან თუ იპოთეკის ან/და გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარავად, უზრუნველყოფილი მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება მხოლოდ იპოთეკის ან/და გირავნობის საგნის ღირებულების ან იპოთეკის ან/და გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხის ტოლი ოდენობით.
8.21 ამ ხელშეკრულების 8.20 პუნქტით დადგენილი წესი გამოიყენება ასევე გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში იპოთეკისა და გირავნობის საგნ(ებ)ის რეალიზაციის შემთხვევაში, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ აუქციონზე გასაყიდი დატვირთული ნივთის სყიდვის ფასი იქნება ბანკის მოთხოვნაზე ნაკლები, დატვირთული ნივთის რეალიზაციით მიღებული თანხით ბანკის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ ბანკის მოთხოვნა მაინც ჩაითვლება უზრუნველყოფილად, ხოლო ბანკი უზრუნველყოფილ კრედიტორად.
8.22 ბანკს უფლება აქვს მოითხოვოს აღსრულების მიქცევა კლიენტის ნებისმიერ ქონებაზე (კლიენტის კუთვნილ ნებისმიერ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე) მიუხედავად იმისა უზრუნველყოფილია, თუ არა კლიენტის ვალდებულება (ბანკის მოთხოვნა) სანივთო უფლებით (იპოთეკით, გირავნობით).
8.23 იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი წინასწარ არ განაცხადებს წერილობით უარს, ჩაითვლება, რომ კლიენტი თანახმაა ბანკის მიერ განხორციელებულ წამახალისებელ აქციებში მონაწილეობასა და ამ აქციების პირობებზე.
9.1 მომსახურების აღწერა
9. ინტერნეტ-ბანკი
9.1.1 ინტერნეტ-ბანკით მომსახურება გულისხმობს ბანკში გამოუცხადებლად კლიენტის მიერ ბანკის სპეციალური ინტერნეტ-გვერდის xxxxx://xxx.xxxxxxxxx.xx გამოყენებით ბანკის მიერ განსაზღვრული:
9.1.1.1 საბანკო ინფორმაციის მიღებას;
9.1.1.2 სხვადასხვა საბანკო მომსახურებით (სერვისით) სარგებლობისთვის რეგისტრაციას;
9.1.1.3 ლიმიტების ფარგლებში სხვადასხვა საბანკო ოპერაციის განხორციელებას.
9.1.2 ინტერნეტ-ბანკის საშუალებით კლიენტს შეუძლია განახორციელოს სხვადასხვა საბანკო ოპერაცია ან/და ქმედება ამ ხელშეკრულებაში მოცემული და ოპერაციის განხორციელების დროისთვის ბანკის მიერ დადგენილი წესების, მოთხოვნებისა და პირობების შესაბამისად.
9.1.3 ინტერნეტ-ბანკით მომსახურების მისაღებად კლიენტმა ბანკს უნდა მიმართოს განაცხადით ამ ხელშეკრულების 1.2 პუნქტის შესაბამისად.
9.1.4 დაკარგული/დავიწყებული მომხმარებლის სახელის ან/და პაროლის აღდგენა შესაძლებელია ამ ხელშეკრულების 9.1.3 ქვეპუნქტში აღწერილი წესით.
9.2 კლიენტის იდენტიფიკაცია
9.2.1 ბანკის ინტერნეტ-გვერდზე შესვლის დროს კლიენტის იდენტიფიკაცია ხდება “მომხმარებლის სახელით” (Usernamde) და “პაროლით” (Password) (შემდგომში „საიდენტიფიკაციო მონაცემები“). ზემოხსენებული მონაცემების ინტერნეტ-გვერდის სპეციალურ „შემსვლელ“ გრაფაში შეტანის გარეშე კლიენტს არ ექნება საშუალება, მიიღოს ინფორმაცია მისი ანგარიშ(ებ)ის შესახებ, შეასრულოს საბანკო ოპერაციები ან დარეგისტრირდეს მომსახურებებზე (სერვისებზე).
9.2.2 კლიენტის ინფორმაციისა და ოპერაციების უსაფრთხოების დაცვის მიზნით ბანკი უფლებამოსილია შექმნას დამატებითი მექანიზმები კლიენტის იდენტიფიკაციისთვის, გარკვეული სახის მომსახურების გასაწევად მოითხოვოს ბანკის მიერ კლიენტისთვის გადაცემული მოწყობილობების (“Digipass Token“ და სხვა) მეშვეობით შექმნილი (გენერირებული) ან/და სხვა სახის კოდების (მათ შორის ამ ხელშეკრულების 11.2.1 ქვეპუნქტში აღწერილი სატელეფონო კოდის) გამოყენება.
9.2.3 ბანკი და კლიენტი ვალდებულნი არიან დაიცვან საიდენტიფიკაციო მონაცემების კონფიდენციალობა.
9.2.4 საიდენტიფიკაციო მონაცემების დაკარგვის შემთხვევაში, კლიენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბანკს განცხადებით (ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე ფორმით) ახალი საიდენტიფიკაციო მონაცემების მინიჭების შესახებ.
9.2.5 ბანკი ვალდებულია კლიენტის მიერ საიდენტიფიკაციო მონაცემების დაკარგვის თაობაზე შეტყობინების საფუძველზე უზრუნველყოს კლიენტის ანგარიშებზე ინტერნეტ-ბანკით მომსახურების შეჩერება კლიენტისგან ახალი განკარგულებების მიღებამდე.
9.2.6 თუ კლიენტის ანგარიშ(ებ)ის მართვა ხდება ერთობლივად რამდენიმე ხელმოწერის („ფაქსიმილეს“) გამოყენებით, კლიენტის ოპერაცია ინტერნეტ-ბანკის მეშვეობით შესრულდება მხოლოდ ყველა ხელმომწერი პირის მიერ ამ ოპერაციის ელექტრონულად დადასტურების (ავტორიზაციის) შემთხვევაში, თუ მიუხედავად რამენიმე ხელმომწერი პირის არსებობისა, ნებისმიერ მათგანს აქვს ოპერაციების დამოუკიდებლად წარმოების უფლება ოპერაცია შესრულდება ერთ-ერთი ხელმომწერი პირის მიერ ამ ოპერაციის ელექტრონულად დადასტურების (ავტორიზაციის) შემთხვევაში.
9.2.7 კლიენტის მიერ ბანკში ახალი ანგარიშის გახსნისას, ინტერნეტ-ბანკით მომსახურება განხორციელდება ავტომატურად, არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების გამოყენებით.
9.2.8 კლიენტი წინასწარ აცხადებს, რომ მხოლოდ შესაბამისი სერვისების (მომსახურებების) პირობების დეტალურად შესწავლის შემდეგ დარეგისტრირდება ამ სერვისების მომხმარებლად და რომ ამ ხელშეკრულების 9.2.1 ქვეპუნქტში აღნიშნული საიდენტიფიკაციო მონაცემების გამოყენებით რეგისტრაციის ნების გამოხატვა ჩაითვლება მის თანხმობად იმ მომსახურების ყველა პირობაზე, რომლის მომხმარებლადაც დარეგისტრირდება კლიენტი ბანკის ინტერნეტ-გვერდის მეშვეობით.
9.2.9 კლიენტის პრეტენზიები ინტერნეტ-ბანკით მომსახურებასთან დაკავშირებით მიიღება ოპერაციის განხორციელებიდან 45 (ორმოცდახუთი) დღის განმავლობაში.
9.2.10 კლიენტი აცნობიერებს და ადასტურებს, რომ ინტერნეტ-ბანკის საშუალებით ბანკისთვის გაგზავნილ შეტყობინებას (მათ შორის საგადახდო დავალებას, ნებისმიერ განაცხადს (მათ შორის ანგარიშის გახსნის/დახურვის ან/და კრედიტის წინსწრებით დაფარვის შესახებ)) აქვს ანგარიშის განკარგვაზე უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული (წერილობითი ფორმით შესრულებული და ხელმოწერილი) ქაღალდზე დაბეჭდილი საბუთის ტოლფასი იურიდიული ძალა;
9.2.11 კლიენტი ბანკს ავალებს და უფლებას აძლევს ბანკთან ინტერნეტ-ბანკით კავშირისას:
9.2.11.1 კლიენტისთვის ხელმისაწვდომი გახადოს მიაწოდოს მას ინფორმაცია მისი ანგარიშების შესახებ;
9.2.11.2 კლიენტის დავალებით შეასრულოს ინტერნეტ-ბანკით მომსახურების ფარგლებში ბანკის მიერ დაშვებული ოპერაციები ან/და ქმედებები.
9.3 კლიენტი ვალდებულია:
9.3.1 ინტერნეტ-ბანკთან კავშირის დასამყარებლად გამოიყენოს მხოლოდ „ინტერნეტ-ბრაუზერის“ ისეთი თანამედროვე ვერსია, რომელიც მონაცემთა მინიმუმ 128 (ას ოცდარვა) ბიტიან დაშიფვრას უზრუნველყოფს;
9.3.2 უსაფრთხოდ შეინახოს ინტერნეტ-ბანკით სარგებლობისთვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია, საიდენტიფიკაციო მონაცემები და ბანკის მიერ მისთვის გადაცემული/მიწოდებული მოწყობილობები (“Digipass Token“, “Digipass Nano“ და სხვა), ჩაწერილი (ინსტალირებული) პროგრამული მოდულები/აპლიკაციები, ასევე ამ მოწყობილობებთან, ჩაწერილ (ინსტალირებულ) პროგრამულ მოდულებთან/აპლიკაციებთან დაკავშირებული ყველა სახის კოდი და არ დაუშვას მათი აღმოჩენა ნებისმიერი მესამე პირის განკარგულებაში;
9.3.3 ინტერნეტ-ბანკში პირველად შესვლისთანავე შეცვალოს პაროლი (Password) და დაიცვას მისი კონფიდენციალობა;
9.3.4 ხშირად ცვალოს პაროლი, არ გაანდოს პაროლი, კოდი და/ან ბანკის მიერ მისთვის გადაცემული/მიწოდებული მოწყობილობის (“Digipass Token“, “Digipass Nano“ და სხვა), ჩაწერილი (ინსტალირებული) პროგრამული მოდულების/აპლიკაციების, საიდენტიფიკაციო კოდი მესამე პირს, არ შეინახოს ეს მონაცემები კომპიუტერის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის (მაგალითად მობილური ტელეფონის აპარატის) მეხსიერებაში, არ დაუშვას ბანკის მიერ მისთვის გადაცემული მოწყობილობების ან/და ამ მოწყობილობების საშუალებით შექმნილი (გენერირებული) ან/და სხვა სახის კოდების აღმოჩენა ნებისმიერი მესამე პირის განკარგულებაში მესამე პირისთვის გადაცემა;
9.3.5 ინტერნეტ-ბანკის უშუალო გამოყენებამდე დარწმუნდეს, რომ რომ მისამართის ველში ნამდვილად წერია ამ ხელშეკრულების 9.1.1 ქვეპუნქტში მითითებული მისამართი და ამ მისამართის ნამდვილობა (აუთენტიკურობა/ორიგინალობა) გადაამოწმოს უსაფრთხოების სერთიფიკატით;
9.3.6 პაროლის, რომელიმე კოდის ან მოწყობილობის დაკარგვის ან გამჟღავნების (ნებისმიერი მესამე პირის განკარგულებაში აღმოჩენის) შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეატყობინოს ბანკს ამის შესახებ;
9.3.7 არ ენდოს ელ. ფოსტის მისამართზე მიღებულ შეტყობინებებს, რომელთა ავტორებიც ბანკის სახელით ითხოვენ პირადი ან/და საბანკო მონაცემების მიწოდება/განახლებას;
9.3.8 დროულად გადაიხადოს მომსახურების საფასური.
9.4 კლიენტი უფლებამოსილია:
9.4.1 ინტერნეტ-ბანკის მომხმარებლად დაარეგისტრიროს რამდენიმე პირი, რომლებსაც ექნებათ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების სრულად, ან ნაწილობრივ მიღების უფლება;
9.4.2 ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით უარი თქვას ინტერნეტ-ბანკით სარგებლობაზე.
9.5 ბანკს უფლება აქვს:
9.5.1 ინტერნეტ-ბანკის მეშვეობით კლიენტისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ინფორმაცია მისი ანგარიშების შესახებ;
9.5.2 კლიენტის დავალებით შეასრულოს ბანკის მიერ ინტერნეტ-ბანკით მომსახურების ფარგლებში დაშვებული ოპერაციები;
9.5.3 რისკების შემცირების მიზნით კლიენტის აქტიურ ოპერაციებზე (გადარიცხვები, კონვერტაციები) ცალმხრივად დააწესოს შეზღუდვები და დაადგინოს ასეთი ოპერაციების ზღვრულად დასაშვები პარამეტრები (ერთჯერადი გადარიცხვის მაქსიმალური თანხა, გარკვეულ პერიოდში ჯამურად გადარიცხული თანხის მაქსიმალური ოდენობა, გადარიცხვების მაქსიმალური რაოდენობა, ერთი მომხმარებლის მიერ შესრულებული ოპერაციების დადასტურების აუცილებლობა სხვა მომხმარებლის მიერ და სხვა).
10.1 მომსახურების აღწერა
10. ავტომატური გადარიცხვები
10.1.1 ავტომატური გადარიცხვებით მომსახურება გულისხმობს კლიენტის ანგარიშებიდან ბანკის მიერ თანხების გადარიცხვას კლიენტის შემდგომი თანხმობის გარეშე, ავტომატური გადარიცხების შესახებ კლიენტის განაცხადში მითითებული ფიქსირებული თანხის ან კლიენტის კრედიტორის მიერ კლიენტის დავალიანების შესახებ ბანკისთვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
10.1.2 მხარეები თანხმდებიან, რომ ავტომატური გადარიცხვების შესასრულებლად ბანკის მიერ შექმნილ (ფორმირებულ) ელექტრონულ საგადახდო საბუთს აქვს ქაღალდზე დაბეჭდილი და ანგარიშის განკარგვის უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ხელმოწერით დადასტურებული საბუთის ტოლფასი იურიდიული ძალა.
10.1.3 ბანკი ავტომატურ გადარიცხვებს განახორციელებს ამ ხელშეკრულებაში, ავტომატური გადარიცხვების სერვისზე რეგისტრაციის განაცხადსა და ბანკის მიერ გავრცელებულ საინფორმაციო მასალაში მოცემული მოთხოვნებისა და პირობების გათვალისწინებით.
10.1.4 ავტომატური გადარიცხვების მომსახურების მისაღებად კლიენტმა ბანკს უნდა მიმართოს განაცხადით ამ ხელშეკრულების 1.2 პუნქტის შესაბამისად.
10.2 კლიენტი ვალდებულია:
10.2.1 ავტომატური გადარიცხვების სერვისზე რეგისტრაციის შესახებ განაცხადში მიუთითოს ერთი ან რამდენიმე ანგარიში (რომელთაგან ერთი აუცილებლად იქნება სალარე);
10.2.2 დამხმარე ანგარიშად აუცილებლად დაარეგისტრიროს უცხოურ ვალუტაში გახსნილი საკუთარი ანგარიში იმ შემთხვევაში, თუ ავტომატური გადარიცხვებით ხდება უცხოურ ვალუტაში დაფიქსირებული თანხის (ეკვივალენტის ეროვნულ ვალუტაში) გადახდა.
10.2.3 განაცხადში მითითებულ ანგარიშებზე ყოველთვის იქონიოს ავტომატური გადარიცხვებისთვის საკმარისი ნაშთი;
10.2.4 გადაიხადოს მომსახურების საფასური გადარიცხვის მომენტისთვის ბანკში მოქმედი ტარიფების შესაბამისად.
10.3 კლიენტი უფლებამოსილია:
10.3.1 ბანკის საინფორმაციო მასალაში დაფიქსირებული სერვისების საშუალებით მიიღოს ინფორმაცია მისი ანგარიშებიდან ავტომატური გადარიცხვების განხორციელების შესახებ;
10.3.2 შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები სერვისზე რეგისტრაციის თავდაპირველ განაცხადში დაფიქსირებულ მონაცემებში;
10.3.3 ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით უარი განაცხადოს ავტომატური გადარიცხვების სერვისით სარგებლობაზე.
10.4 ბანკი ვალდებულია:
10.4.1 უზრუნველყოს კლიენტი ავტომატური გადარიცხვებით xxxxxx მიერ გავრცელებულ საინფორმაციო მასალაში მოცემული პირობების დაცვით;
10.4.2 უზრუნველყოს კლიენტის ინფორმირება (მოკლე ტექსტური შეტყობინებით) შესრულებული გადარიცხვის თაობაზე.
10.5 ბანკი უფლებამოსილია:
10.5.1 არ განახორციელოს ავტომატური გადარიცხვა (ანგარიშსწორება) კლიენტის ანგარიშ(ებ)ზე არასაკმარისი თანხის არსებობისას;
10.5.2 არ განახორციელოს ავტომატური გადარიცხვა (ანგარიშსწორება) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან ბანკის წინაშე დავალიანების არსებობისას;
10.5.3 მის მიერ გავრცელებული საინფორმაციო მასალით (მათ შორის ბუკლეტებით, ბროშურებით, ბანკის ინტერნეტ-გვერდზე შესაბამისი ინფორმაციის განთავსებით და სხვა) განსაზღვროს ავტომატური გადარიცხვების შესრულებისა და კლიენტთან დაკავშირებული ან სხვა ნებისმიერი მიზეზით რომელიმე ავტომატური გადარიცხვის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში კლიენტისთვის შეტყობინების გარეშე ავტომატური გადარიცხვებით მომსახურების ცალმხრივად სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტის წესი.
11.1 მომსახურების აღწერა
11. სატელეფონო მომსახურება
11.1.1 სატელეფონო მომსახურება გულისხმობს კლიენტის მიერ ბანკში გამოუცხადებლად სატელეფონო კავშირის გამოყენებით ბანკის მიერ განსაზღვრული:
11.1.1.1 საბანკო ინფორმაციის მიღებას;
11.1.1.2 სხვადასხვა საბანკო სერვისით სარგებლობისთვის რეგისტრაციას და ცვლილებების შეტანას რეგისტრირებულ მონაცემებში.
11.1.1.3 განაცხადის წარდგენას ბანკომატში დაკავებული თანხის დაბრუნების შესახებ.
11.1.2 სატელეფონო მომსახურება ვრცელდება კლიენტის ყველა საბანკო ანგარიშზე. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს არ სურს სატელეფონო მომსახურების მიღება მის რომელიმე ანგარიშთან დაკავშირებით, ის ვალდებულია წერილობით ან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ფორმით განუცხადოს ბანკს ამის შესახებ.
11.1.3 სატელეფონო მომსახურების მისაღებად კლიენტმა ბანკს უნდა მიმართოს განაცხადით ამ ხელშეკრულების 1.2 პუნქტის შესაბამისად.
11.2 კლიენტის იდენტიფიკაცია
11.2.1 კლიენტს დალუქული კონვერტით გადაეცემა სპეციალური სატელეფონო კოდი, რომლის დასახელებითაც ხდება კლიენტის იდენტიფიკაცია სატელეფონო მომსახურების გაწევის წინ. სატელეფონო კოდის დასახელების გარეშე კლიენტი ვერ მიიღებს ამ ხელშეკრულების 11.1.1 ქვეპუნქტში აღწერილ მომსახურებას. ბანკთან ყოველი სატელეფონო კავშირისას (სატელეფონო მომსახურების მიღების ყოველ ჯერზე) კლიენტმა უნდა დაასახელოს სატელეფონო კოდის მხოლოდ სამი ციფრი (სატელეფონო სერვისცენტრის ოპერატორის მითითების შესაბამისად). xxxxxxxx არ უნდა დაასახელოს სამზე მეტი ციფრი თითო ჯერზე.
11.2.2 ბანკი უფლებამოსილია გამოიყენოს დამატებითი კითხვები კლიენტის იდენტიფიკაციის მიზნით.
11.2.3 ბანკი ვალდებულია დაიცვას კლიენტისთვის გადაცემული სატელეფონო კოდის კონფიდენციალობა და უარი უთხრას სატელეფონო მომსახურებაზე პირს, რომელიც არ, ან ვერ დაასახელებს სატელეფონო კოდს.
11.2.4 იმ შემთხვევაში თუ ბანკს გაუჩნდება ეჭვი (მათ შორის დამატებითი კითხვებზე მიღებული პასუხების საფუძველზე), რომ ინფორმაციის მიღებას, ან ოპერაციის განხორციელებას ცდილობს არა კლიენტი, არამედ მესამე პირი, ბანკს უფლება აქვს უარი თქვას სატელეფონო დავალებების შესრულებაზე.
11.2.5 სატელეფონო საუბრისას კლიენტის მიერ სატელეფონო კოდის სამჯერ ზედიზედ შეცდომით დასახელების შემთხვევაში ბანკი შეაჩერებს კლიენტისთვის სატელეფონო მომსახურების გაწევას. სატელეფონო მომსახურება აღდგება მას შემდეგ, რაც ბანკი თავად დაუკავშირდება კლიენტს ტელეფონით და მოახდენს მის იდენტიფიკაციას ბანკის მიერ დადგენილი წესით, სატელეფონო კოდის ან დამატებითი შეკითხვების მეშვეობით.
11.2.6 იმ შემთხვევაში, თუ სატელეფონო კოდი კლიენტის მიზეზით გახდება ცნობილი მესამე პირისთვის, ბანკი თავისუფლდება ყოველგვარი პასუხიმგებლობისაგან ამით გამოწვეულ შედეგ(ებ)ზე.
11.2.7 სატელეფონო კოდის დაკარგვის, ან გამჟღავნების შემთხვევაში, კლიენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს ბანკს ამის შესახებ.
11.2.8 ბანკი ვალდებულია კლიენტის მიერ კოდის დაკარგვის თაობაზე ზეპირი (ტელეფონით), ან წერილობითი შეტყობინების საფუძველზე უზრუნველყოს კლიენტის ანგარიშებზე სატელეფონო მომსახურების შეჩერება, კლიენტის მხრიდან ახალი განკარგულებების მიღებამდე. ზეპირი შეტყობინების შემთხვევაში კლიენტის იდენტიფიკაცია მოხდება ბანკის მიერ დადგენილი წესით სატელეფონო კოდის ან დამატებით კითხვების მეშვეობით.
11.2.9 კლიენტს შეუძლია ამ ხელშეკრულების 11.2.1 პუნქტში აღნიშნული კოდით, დარეგისტრირდეს ბანკის მიერ რეგისტრაციის მომენტში შეთავაზებული ელექტრონული სერვისების მომხმარებლად.
11.3 კლიენტის განცხადებები, დავალებები და თანხმობები
11.3.1 კლიენტი წინასწარ აცხადებს, რომ მხოლოდ შესაბამისი მომსახურებების პირობების დეტალურად შესწავლის შემდეგ დარეგისტრირდება ამ სერვისების მომხმარებლად და რომ ამ ხელშეკრულების 11.2.1 ქვეპუნქტში აღნიშნული კოდის გამოყენებით რეგისტრაციის ნების გამოხატვა ჩაითვლება მის თანხმობად იმ სერვისის პირობებზე, რომლის მომხმარებლადაც კლიენტი დარეგისტრირდება სატელეფონო მომსახურების გამოყენებით.
11.3.2 კლიენტი ბანკს ავალებს და უფლებას აძლევს ბანკთან ტელეფონით დაკავშირებისას, იდენტიფიკაციის შესაბამისი პროცედურის გავლის შემდეგ:
11.3.2.1 მიაწოდოს მას ინფორმაცია მისი ანგარიშების შესახებ.
11.3.3 ამ ხელშეკრულებით კლიენტი აცხადებს თანხმობას, რომ მასთან განხორციელებული ნებისმიერი სატელეფონო საუბარი (მათ შორის მისი ნებისმიერი მოთხოვნა/განცხადება საბანკო ინფორმაციის მიღების, სერვისით სარგებლობისთვის რეგისტრაციის, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების შეტანის, საბანკო (მათ შორის საკრედიტო) პროდუქტის მიღების ან/და ოპერაციის განხორციელების შესახებ) დაფიქსირდეს (ჩაიწეროს) ბანკის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში და დავის შემთხვევაში ასეთ ჩანაწერს ჰქონდეს მტკიცებულებითი ძალა (გამოყენებული იქნეს მტკიცებულებად). სატელეფონო საუბრის ჩანაწერი მიიჩნევა ბანკის საკუთრებად და მისი შექმნიდან სამი წლის გასვლამდე ბანკი ვალდებულია, ბანკისთვის მისაღები ფორმით გადასცეს ის კლიენტს მისი წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღისა (ბანკის ეს ვალდებულება ვრცელდება მხოლოდ 2011 წლის 1 იანვრიდან განხორციელებულ ჩანაწერებზე).
12.1 მომსახურების აღწერა
12. ვიზა/მასტერ ქარდ ბიზნეს პლასტიკური ბარათები
12.1.1 პლასტიკური ბარათით მომსახურება გულისხმობს ბანკის მიერ გამოშვებული ,,ვიზა’’ (VISA) ან ,,მასთერქარდ’’ (MasterCard) ბიზნეს პლასტიკური ბარათის (შემდგომში „ბარათის“) მეშვეობით კლიენტის ან მის მიერ წერილობით დასახელებული პირის (შემდგომში “ბარათის მფლობელის”) მიერ საბანკო ოპერაციების განხორციელებას კლიენტის კუთვნილი საბარათე ანგარიშ(ებ)იდან.
12.1.2 ამ ხელშეკრულების საფუძველზე კლიენტს შეუძლია მიიღოს ერთი, ან რამდენიმე ბარათი, რომელთა ტიპი განისაზღვრება კლიენტის მიერ ყოველ კონკრეტულ ბარათთან დაკავშირებით ხელმოწერილი განაცხადით, რომელიც წარმოადგენს ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
12.1.3 ბარათის გაცემისას კლიენტის მობილური ტელეფონის ნომერი ავტომატურად რეგისტრირდება ბანკის SMS სერვისზე (სერვისით სარგებლობის წესები და პირობები მოცემულია ბანკის მიერ გავრცელებულ საინფორმაციო მასალაში). კლიენტი უფლებამოსილია უარი განაცხადოს აღნიშნული სერვისით სარგებლობაზე, რის შესახებ ის ვალდებულია მიუთითოს განაცხადში.
12.1.4 ბარათით სარგებლობის წესები დეტალურად მოცემულია ,,ვიზა’’ (VISA) და ,,მასთერქარდ’’ (MasterCard) საერთაშორისო საგადამხდელო სისტემების პროცედურების შესაბამისად ბანკის მიერ შედგენილ საინფორმაციო მასალაში, რომელიც განთავსებულია ბანკის ინტერნეტ- გვერდზე. ,,ვიზა’’ (VISA) და ,,მასთერქარდ’’ (MasterCard) საერთაშორისო საგადამხდელო სისტემების პროცედურები და წესები წარმოადგენს ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
12.1.5 ბარათის მფლობელი არის პირი, რომლის სახელზეც გაცემულია ბარათი (შესაძლებელია იყოს კლიენტი ან მის მიერ დასახელებული პირი). ბარათის მფლობელის იდენტიფიკაცია ხდება ბარათის ზედაპირზე მითითებული სახელით, გვარით, მასზე დატანილი ხელმოწერის ნიმუშითა და საიდუმლო პერსონალური საიდენტიფიკაციო კოდით (პინ-კოდი). ბიზნეს პლასტიკურ ბარათზე ასევე დატანილია კლიენტის სახელწოდებაც.
12.1.6 ბარათით სარგებლობის პერიოდი განისაზღვრება ბარათზე მითითებული ვადის მიხედვით. ბარათის მოქმედების ვადა იწურება ბარათზე მითითებული თვის ბოლო დღის გასვლის შემდეგ.
12.1.7 ბარათით სარგებლობისათვის კლიენტი ვალდებულია ბანკს გადაუხადოს მომსახურების საკომისიო ბანკის მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად.
12.1.8 კლიენტს უფლება აქვს ჰქონდეს რამდენიმე საბარათე ანგარიში და სარგებლობდეს ერთ საბარათე ანგარიშთან დაკავშირებული მხოლოდ ერთი ბარათით (ამ პუნქტის მიზნებისთვის საბარათე ანგარიშად განიხილება ერთობლიობა სხვადასხვა ვალუტაში გახსნილი იმ ანგარიშებისა, რომლებსაც აქვთ ერთი ნომერი).
12.2 ბარათთან დაკავშირებული პროცედურები
12.2.1 ბარათით ოპერაციების წარმოებისათვის ბანკი გახსნის შესაბამის საბარათე ანგარიშ(ებ)ს.
12.2.2 კლიენტი/ბარათის მფლობელი უფლებამოსილია გამოიყენოს საბარათე ანგარიშზე არსებული თანხა ბარათის მომსახურების საკომისიოების და მინიმალური ნაშთის გამოკლებით. თანხის გადახარჯვის შემთხვევაში კლიენტი/ბარათის მფლობელი ვალდებული იქნება ბანკს გადაუხადოს გადახარჯვასთან დაკავშირებული საკომისიოები.
12.2.3 რისკების შემცირების მიზნით ბარათისა და საბარათე ანგარიშის გამოყენება შეიძლება დამატებით შეიზღუდოს ბანკის მიერ შესაბამისი ლიმიტების დაწესების გზით.
12.2.4 ბარათის დამზადების შესახებ განაცხადს ხელს აწერს ერთი მხრივ, კლიენტის უფლებამოსილი წარმომადგენელი, ხოლო მეორე მხრივ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს ბარათი (ბარათის მფლობელი).
12.2.5 ბანკს უფლება აქვს დააკავშიროს სხვადასხვა ვალუტის ანგარიში ერთ პლასტიკურ ბარათთან ან რამდენიმე ბარათი ერთ საბანკო ანგარიშთან. ვალუტების პრიორიტეტულობას განსაზღვრავს კლიენტი. ინფორმაცია პლასტიკური ბარათის ანგარიშზე/ანგარიშებზე არსებული ნაშთის/ნაშთების შესახებ, საბარათე სისტემაში მითითებულია პრიორიტეტულ ვალუტაში, იმ დღეს მოქმედი საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსის შესაბამისად.
12.2.6 ბარათის მისაღებად კლიენტმა ბანკს უნდა წარუდგინოს შესაბამისი განაცხადი, შეიტანოს ან ჩარიცხოს ანგარიშზე მინიმალური ნაშთი და ბარათის წლიური მომსახურების საკომისიო ბანკის მიერ განსაზღვრული ტარიფების შესაბამისად.
12.2.7 საბარათე ანგარიშზე ამ ხელშეკრულების 12.2.6 ქვეპუნქტში დასახელებული თანხ(ებ)ის ჩარიცხვის შემდეგ, ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში, ბანკი დაამზადებს და კლიენტს ან ბარათის მფლობელს გადასცემს ბარათს და პინ-კოდს ან SMS-კოდს, რომლითაც შესაძლებელია პინ-კოდის მიღება, შესაბამის დოკუმენტაციასთან ან/და საინფორმაციო მასალასთან ერთად.
12.2.8 იმ შემთხვევაში, თუ ბარათის დამზადებიდან 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში კლიენტი ან ბარათის მფლობელი არ ჩაიბარებს ბარათს, ბანკს უფლება ექნება გაანადგუროს ბარათი და ამ შემთხვევაში:
12.2.8.1 კლიენტს არ უბრუნდება მის მიერ გადახდილი საკომისიოები;
12.2.8.2 ბარათზე რიცხული მინიმალური ნაშთი და სხვა თანხები კლიენტს დაუბრუნდება ამ ხელშეკრულების 12.4.6.1 ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით.
12.2.9 იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშის მფლობელის (კლიენტის) უფლებამოსილი წარმომადგენელი და ბარათის მფლობელი არ არის ერთი და იგივე პირი:
12.2.9.1 ანგარიშის მფლობელის (კლიენტის) უფლებამოსილ წარმომადგენელს დამოუკიდებლად შეუძლია: ახალი ბარათის მიღება, ვალუტების პრიორიტეტების ცვლილების მოთხოვნა, საბარათე ანგარიშ(ებ)ის გახსნა, ბარათის გაუქმება, საბარათე ანგარიშის დახურვა, ბარათის დაბლოკვა/განბლოკვა, ბანკომატის მიერ დაკავებული ბარათის მიღება;
12.2.9.2 ბარათის მფლობელს დამოუკიდებლად შეუძლია: მისთვის დამზადებული ბარათის მიღება, მისთვის დამზადებული ბარათის დაბლოკვა, განბლოკვა (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბარათი დაიბლოკა პინ-კოდის არასწორად აკრეფის გამო), ბანკომატის მიერ დაკავებული ბარათის მიღება (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბარათის მფლობელს მისთვის დამზადებული ბარათი ბანკომატში დარჩა ან ასეთი ბარათი დაკავებული იქნა ბანკომატის გაუმართავობის გამო);
12.2.9.3 ანგარიშის მფლობელის (კლიენტის) უფლებამოსილ წარმომადგენელს და ბარათის მფლობელს მხოლოდ ერთობლივად შეუძლიათ ბარათის მფლობელისთვის ახალი ბარათის დამზადების მოთხოვნა.
12.3 საბარათე ანგარიშზე რიცხული თანხები, არასანქცირებული ოვერდრაფტი
12.3.1 მინიმალური ნაშთი არის თანხა, რომელიც დაბლოკილია საბარათე ანგარიშზე ბარათის მოქმედების ვადის განმავლობაში. მინიმალური ნაშთის ოდენობა განისაზღვრება ბარათის ტიპის მიხედვით, ,,ვიზა’’ (VISA) და ,,მასთერქარდ’’ (MasterCard) საერთაშორისო საგადამხდელო სისტემების რეკომენდაციების გათვალისწინებით ბანკის მიერ დადგენილი წესებისა და პირობების შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ტრანზაქციის შედეგად საბარათე ანგარიშზე არსებული თანხა აღმოჩნდება მინიმალურ ნაშთზე ნაკლები, კლიენტი ვალდებული იქნება დაუყოვნებლივ შეიტანოს ან ჩარიცხოს საბარათე ანგარიშზე თანხა, რომელიც საკმარისი იქნება მინიმალური ნაშთის შესავსებად.
12.3.2 საბარათე ანგარიშზე რიცხული თანხების განკარგვა დასაშვებია ბანკის მიერ დადგენილი ლიმიტების ფარგლებში, ხოლო მინიმალური ნაშთის თავისუფალი განკარგვა შესაძლებელია მხოლოდ ანგარიშთან დაკავშირებული ყველა ბარათის გაუქმების შემთხვევაში ბანკის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.
12.3.3 იმ შემთხვევაში, თუ ბარათით ანგარიშსწორება განხორციელდება საბარათე ანგარიშის ვალუტისგან განსხვავებულ ვალუტაში, მაშინ კლიენტის ანგარიშიდან მოხდება თანხის ჩამოწერა და კონვერტაცია. კონვერტაცია ბანკის ქსელში მოხდება ანგარიშსწორების დღეს ბანკის მიერ დაწესებული კომერციული კურსით, ხოლო ქსელის გარეთ ,,ვიზას’’ (VISA) ან ,,მასთერქარდის’’ (MasterCard) მიერ დაწესებული კურსით.
12.3.4 არასანქცირებული ოვერდრაფტი არის ბანკის თანხმობის (ნებართვის) გარეშე კლიენტის საბარათე ანგარიშზე წარმოშობილი უარყოფითი ნაშთი (დავალიანება).
12.3.5 არასანქცირებული ოვერდრაფტის წარმოშობის შემთხვევაში კლიენტი ვალდებული იქნება დაუყოვნებლივ შეავსოს თანხა მინიმალური ნაშთის ოდენობამდე.
12.3.6 არასანქცირებული ოვერდრაფტით სარგებლობისათვის კლიენტი ვალდებული იქნება გადაუხადოს ბანკს საპროცენტო სარგებელი, რომლის წლიური განაკვეთი განისაზღვრება არასანქცირებული ოვერდრაფტის წარმოშობის მომენტისთვის ბანკის მიერ არასანქცირებული ოვერდრაფტით სარგებლობისთვის დადგენილი ტარიფების შესაბამისად, კალენდარული წლის 365 (სამას სამოცდახუთი) დღეზე გაანგარიშებით. საპროცენტო სარგებელი (პროცენტი) ოვერდრაფტს დაერიცხება წარმოშობის თარიღიდან მისი სრულად დაფარვის (ფაქტობრივად გადახდის) თარიღამდე.
12.3.7 იმ შემთხვევაში, თუ ბარათი დაკავშირებულია რამდენიმე სხვადასხვა ვალუტიან ანგარიშთან და ერთ-ერთი ვალუტის ანგარიშზე დაშვებულია საკრედიტო/ოვერდრაფტის ლიმიტი ან არსებობს არასანქცირებული ოვერდრაფტი, აღნიშნულ ბარათზე დაკავშირებულ რომელიმე ანგარიშზე თანხის შეტანისას/ჩარიცხვისას მოხდება თანხის კონვერტაცია (კონვერტაცია განხორციელდება საბანკო ოპერაციის განხორციელების დღეს სს ,,თიბისი ბანკი“-ს მიერ დადგენილი კომერციული კურსით) და საკრედიტო/ოვერდრაფტის ლიმიტის/არასანქცირებული ოვერდრაფტის დაფარვა.
12.4 ბარათის და საბარათე ანგარიშის მოქმედების შეჩერება ან გაუქმება
12.4.1 ბარათის მოქმედება შეჩერდება ბარათის მფლობელის ან კლიენტის სურვილის დაფიქსირების, ბარათის დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში. ბარათის მფლობელი და კლიენტი ვალდებულნი არიან ბარათის დაკარგვის შესახებ დაუყოვნებლივ წერილობით ან ტელეფონით (ნომერზე +99532 2272727) შეატყობინონ ბანკს. ბანკი უზრუნველყოფს ბარათის მოქმედების შეჩერებას ბარათის მფლობელის ან კლიენტის მიერ განსაზღვრული მეთოდის მიხედვით ბარათის მონაცემების შეტანით:
12.4.1.1 ლოკალურ სტოპ-სიაში, რომელიც მაქსიმუმ 1 (ერთ) საბანკო დღეში უზრუნველყოფს ბარათის ბლოკირებას მხოლოდ ავტორიზებული ტრანზაქციებისთვის;
12.4.1.2 საერთაშორისო სტოპ-სიაში, რომელიც უზრუნველყოფს ბარათის სრულ ბლოკირებას (უავტორიზაციო ტრანზაქციებისთვის) მაქსიმუმ 14 (თოთხმეტ) საბანკო დღეში.
12.4.2 კლიენტის ან/და ბარათის მფლობელის მიერ ამ ხელშეკრულებით ან ბარათით სარგებლობის წესებით განსაზღვრული რომელიმე პირობის დარღვევის შემთხვევაში ბანკს ნებისმიერ დროს შეუძლია შეაჩეროს ან დაბლოკოს ბარათ(ებ)ის მოქმედება.
12.4.3 ბარათზე მითითებული ვადის განმავლობაში კლიენტი ვალდებულია აანაზღაუროს ბლოკირებული ბარათით განხორციელებული უავტორიზაციო ტრანზაქციებით წარმოშობილი ზიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბლოკირება არ განხროციელდა საერთაშორისო სტოპ-სიაში შეტანით.
12.4.4 ბარათის მფლობელი ან/და კლიენტი უფლებამოსილია გაასაჩივროს საერთაშორისო სტოპ-სიაში შეტანის გზით ბლოკირებული ბარათით განხორციელებული ტრანზაქცია.
12.4.5 კლიენტი ვალდებულია გადაიხადოს ბარათის სტოპ-სიაში შეტანის საკომისიო.
12.4.6 ბანკს უფლება აქვს დახუროს საბარათე ანგარიში:
12.4.6.1 კლიენტის წერილობითი განაცხადის ბანკის მიერ მიღების ან ბარათის მოქმედების ვადის ამოწურვიდან 30 (ოცდაათი) დღის გასვლის შემდეგ, თუ ამ ხნის განმავლობაში კლიენტი არ წარუდგენს ბანკს წერილობით მოთხოვნას ბარათის მოქმედების გაგრძელების შესახებ. ასეთ შემთხვევებში, საბარათე ანგარიში ჩაითვლება დახურულად და კლიენტს დაუბრუნდება თანხები ყველა ბარათის (მათ შორის დამატებითი ბარათ(ებ)ის) ბანკისათვის გადაცემიდან არანაკლებ 30 (ოცდაათი) დღის ვადაში და მხოლოდ მას შემდეგ, რაც სრულად დაიფარება ბანკის მიმართ არსებული ყველა სახის დავალიანება.
12.4.6.2 ბანკსა და ,,ვიზას’’ (VISA) ან ,,მასთერქარდს’’ (MasterCard) შორის ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში (ამ შემთხვევაში ბანკი ვალდებულია 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში შეატყობინოს კლიენტს საბარათე ანგარიშის დახურვის შესახებ).
12.4.7 ბარათით განხორციელებულ ტრანზაქციებს ბანკი აკონტროლებს სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის – მონიტორინგის მოდულის მეშვეობით, რაც ნიშნავს იმას, რომ ბანკს უფლება აქვს დროებით შეაჩეროს ბარათის მოქმედება საეჭვო ტრანზაქციების დაფიქსირებისას (მონიტორინგი). კლიენტი უფლებამოსილია უარი განაცხადოს მისი ბარათის მონიტორინგზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რაც ფიქსირდება განაცხადით.
12.5 მხარეთა ვალდებულებები და უფლებები
12.5.1 კლიენტი/ბარათის მფლობელი ვალდებულია:
12.5.1.1 გადაცემის მომენტში შეამოწმოს იმ კონვერტის მთლიანობა, რომელშიც მოთავსებულია პინ-კოდი ან SMS-კოდი, რომლითაც შესაძლებელია პინ-კოდის მიღება ;
12.5.1.2 შეინახოს ბარათით განხორციელებული ყველა ოპერაციის დამადასტურებელი საბუთი ასეთი ოპერაციის განხორციელებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში და საჭიროების შემთხვევაში წარუდგინოს ისინი ბანკს;
12.5.1.3 ბარათის გამოყენებით შესრულებული ოპერაციების (ტრანზაქციების) არცნობის შემთხვევაში წერილობით მიმართოს ბანკს ოპერაციის განხორციელებიდან (ტრანზაქციიდან) 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, საჩივრები თანხის დაბრუნებაზე არ მიიღება. ამასთან ინტერნეტში განხორციელებული ტრანზაქციების გასაჩივრების უფლება კლიენტს/ბარათის მფლობელს არ აქვს. კლიენტი ვალდებულია გადაიხადოს ,,ვიზას“ (VISA) ან ,,მასთერქარდის’’ (MasterCard) მიერ პრობლემის გამოძიებასთან დაკავშირებით დაწესებული დამატებითი მომსახურებების საფასური.
12.5.1.4 არ დაუშვას ბარათის ან პინ-კოდის ან SMS-კოდის, რომლითაც შესაძლებელია პინ-კოდის მიღება, მესამე პირებისთვის გადაცემა (გამჟღავნება);
12.5.1.5 აანაზღაუროს ბანკის მიერ გაწეული ის დანახარჯები, რომლებიც დაკავშირებულია ,,ვიზას’’ (VISA) ან ,,მასთერქარდის’’ (MasterCard) მიერ ბარათის დამატებითი სახის ფასიან მომსახურებებთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
12.5.2 ტრანზაქციის (ოპერაციის) გასაჩივრების შედეგად თანხის დაბრუნების შემთხვევაში, ბანკი ვალდებულია მაქსიმუმ 90 (ოთხმოცდაათი) დღის განმავლობაში უზრუნველყოს კლიენტის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა.
12.5.3 ბანკი უფლებამოსილია:
12.5.3.1 უზრუნველყოს სავაჭრო ან მომსახურების ობიექტის მიერ (მათ შორის კაზინო, ტოტალიზატორი და სხვა) მინიმალური ნაშთის ზევით ჩარიცხული თანხის საბარათე ანგარიშზე ასახვა ჩარიცხვიდან 30 (ოცდაათი) დღის ვადაში.
12.5.3.2 დაბლოკოს ბარათი ან/და საბარათე ანგარიში (შეაჩეროს ოპერაციები) იმ შემთხვევაში, თუ გაჩნდება ეჭვი, რომ ბარათის გამოყენებით ან საბარათე ანგარიშზე ხორციელდება ან/და განხორციელდა არასანქცირებული ან/და მართლსაწინააღმდეგო ოპერაცია.
12.5.4 ბანკი არ არის პასუხისმგებელი:
12.5.4.1 ბარათის მფლობელს ან/და კლიენტსა და მომსახურების ობიექტებს შორის წარმოქმნილ სადავო სიტუაციებზე.
12.5.4.2 ბარათის არასანქცირებული გამოყენებისათვის იმ ფაქტების გამო, რომლებიც კლიენტის/ბარათის მფლობელის ან/და კლიენტის მიზეზით არის გამოწვეული, მათ შორის, კლიენტის/ბარათის მფლობელის ან/და კლიენტის მიერ ბარათზე მონიტორინგის გაუქმების მოთხოვნის მოქმედების პერიოდში.
12.5.5 კლიენტის/ბარათის მფლობელის რომელიმე ანგარიშზე საინკასო დავალების ან ყადაღის დადების აქტის არსებობის შემთხვევაში კლიენტის/ბარათის მფლობელის ანგარიშზე დაშვებული საკრედიტო ლიმიტი ან/და ოვერდრაფტი ჩაითვლება ავტომატურად გაუქმებულად. საინკასო დავალების შესრულების ან გაუქმების (უკან გათხოვის) ან ყადაღის გაუქმების (უკან გათხოვის) შემთხვევაში ბანკს უფლება ექნება ცალმხრივად აღადგინოს საკრედიტო ლიმიტი ან/და ოვერდრაფტი.
12.5.6 ამ ხელშეკრულების 12.5.5 ქვეპუნქტის მოქმედება ვრცელდება ყველა ტიპის პლასტიკურ ბარათზე, მათ შორის, პლასტიკურ ბარათებზე
,,ვიზა’’ (VISA) და ,,მასთერქარდ’’ (MasterCard) და სხვა ნებისმიერ პლასტიკურ ბარათზე ისევე, როგორც რომელიმე პლასტიკურ ბარათთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკრედიტო პროდუქტზე.
13.1 მომსახურების აღწერა
13. მომსახურება მოკლე ტექსტური შეტყობინებებით (SMS სერვისი)
13.1.1 მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მომსახურება გულისხმობს კლიენტის მიერ ბანკისთვის წარდგენილ განაცხადში დაფიქსირებული მობილური ტელეფონის ნომრის მეშვეობით სპეციალური მოკლე ტექსტური შეტყობინების ამისთვის განკუთვნილ ნომერზე გაგზავნით ბანკის მიერ განსაზღვრული საბანკო ინფორმაციის მიღებას.
13.1.2 მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მომსახურებას კლიენტი ავტომატურად მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს ნებისმიერი სახის საბანკო ანგარიში ან/და სარგებლობს ბანკის ერთი პროდუქტით მაინც.
13.1.3 მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მომსახურებაზე ვრცელდება ამ ხელშეკრულების პირობები ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისების გათვალისწინებით.
13.1.4 ამ ხელშეკრულების მე-13 მუხლში მოცემული პირობები გამოიყენება კლიენტის როგორც არსებულ, ისე მომავალში გახსნილ უკლებლივ ყველა საბანკო ანგარიშთან მიმართებით.
13.2 მხარეთა უფლებები და ვალდებულებები
13.2.1 კლიენტი ვალდებულია:
13.2.1.1 მოკლე ტექსტური შეტყობინება გაგზავნოს ბანკის მიერ მითითებულ ნომერზე ბანკის მიერ გავრცელებულ საინფორმაციო მასალაში აღწერილი ფორმატით;
13.2.1.2 არ დაუშვას მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის აპარატის ან/და სიმ-ბარათის მოხვედრა მესამე პირის განკარგულებაში;
13.2.1.3 მობილური ტელეფონის აპარატის ან/და სიმ-ბარათის, ნომრის შეცვლის ან/და დაკარგვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ბანკს ტელეფონით (ნომერზე +99532 2272727), წერილობით ანინტერნეტ-ბანკით
13.2.2 ბანკი ვალდებულია:
13.2.2.1 კლიენტის მიერ ტელეფონის ნომრის შეცვლის, მობილური ტელეფონის აპარატის ან/და სიმ-ბარათის დაკარგვის თაობაზე ზეპირი (ტელეფონით), წერილობითი ან ინტერნეტ-ბანკის მეშვეობით კლიენტისგან მიღებული შეტყობინების საფუძველზე უზრუნველყოს მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მომსახურების შეჩერება მომსახურების აღდგენის თაობაზე კლიენტის განცხადების მიღებამდე. კლიენტის მიერ ბანკისთვის ზეპირი (სატელეფონო) განცხადების წარდგენის შემთხვევაში კლიენტის იდენტიფიკაცია მოხდება სატელეფონოოდით ან დამატებითი კითხვების მეშვეობით.
13.3.1 ბანკი უფლებამოსილია:
13.3.1.1 არ შეასრულოს კლიენტის დავალება კლიენტის მიერ ბანკისთვის არასწორი (ამ ხელშეკრულების ან ბანკის მიერ გავრცელებული საინფორმაციო მასალის პირობებთან შეუსაბამო) შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში;
13.3.1.2 კლიენტს გაუზავნოს სარეკლამო შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინებები;
13.3.1.3 კლიენტს გაუგზავნოს მოკლე ტექსტური შეტყობინება კრედიტის (სესხის, ოვერდრაფტის, საკრედიტო ლიმიტის ან/და სხვა საკრედიტო პროდუქტის) ოდენობის, დაფარვის თარიღის, დავალიანების ან/და შესრულებული ავტომატური გადარიცხვის შესახებ (ბანკი არ არის ვალდებული კლიენტს გაუგზავნოს ასეთი შეტყობინება და ნებისმიერ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა ბანკის შეტყობინებას, კლიენტი ვალდებულია დროულად დაფაროს კრედიტი (სესხი, ოვერდრაფტი, საკრედიტო ლიმიტი ან/და სხვა საკრედიტო პროდუქტი) და გადაიხადოს სხვა გადასახდელები (საპროცენტო სარგებელი, პირგასამტეხლო, საკომისიო და სხვა).
14.1 მომსახურების აღწერა
14. მომსახურება ანაბრით
14.1.1 ანაბრით მომსახურება გულისხმობს კლიენტის (შემდგომში “მეანაბრის”) განაცხადის საფუძველზე xxxxxx მიერ მეანაბრისთვის საანაბრო ანგარიშის გახსნას და ანგარიშზე რიცხული თანხისთვის საპროცენტო სარგებლის დარიცხვას.
14.1.2 მეანაბრეს შეუძლია ისარგებლოს ვადიანი და მოთხოვნამდე ანაბრებით და მათი სახესხვაობებით (მოდიფიკაციებით).
14.2 ანაბრისთვის საპროცენტო სარგებლის დარიცხვა
14.2.1 ანაბარისთვის საპროცენტო სარგებლის დარიცხვა ხდება წელიწადში 365 დღეზე გადაანგარიშებით მხარეთა მიერ ყოველ კონკრეტულ ანაბართან დაკავშირებით ხელმოწერილი ანაბრის ხელშეკრულებისა და ბანკის მიერ გავრცელებული საინფორმაციო მასალის (მათ შორის ბუკლეტები, ბროშურები, ბანკის ინტერნეტ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია და სხვა) შესაბამისად;
14.2.2 ანაბრისთვის დასარიცხი საპროცენტო სარგებლის გამოანგარიშება იწყება თანხის ანგარიშზე შეტანის ან ჩარიცხვის დღის მომდევნო სამუშაო დღიდან.
14.3 ბანკის ვალდებულებები და უფლებები
14.3.1 xxxxx xxxxxxxxxx:
14.3.1.1 მიიღოს ანაბარი და დაარიცხოს მას საპროცენტო სარგებელი ამ ხელშეკრულების შესაბამისად;
14.3.1.2 ანაბრის ვადის გასვლის ან მეანაბრის მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 7 (შვიდი) კალენდარული დღისა (ანაბრის ტიპის შესაბამისად) ანაბრის თანხა და დარიცხული სარგებელი გადასცეს მეანაბრეს იმავე ვალუტაში.
14.3.2 ბანკი უფლებამოსილია:
14.3.2.1 განკარგოს საანაბრო ანგარიშზე რიცხული თანხა საკუთარი სახელითა და შეხედულებისამებრ;
14.3.2.2 კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოდენობითა და პერიოდულობით ბიუჯეტის სასარგებლოდ გადარიცხოს საშემოსავალო გადასახადი ანაბარზე დარიცხული საპროცენტო სარგებლისათვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
14.3.2.3 კანონმდებლობის ან ბანკთან დადებული ნებისმიერი ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულების მიზნით, მეანაბრის შემდგომი თანხმობის, ან ნებართვის გარეშე, ასეთი ვალდებულების წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს უაქცეპტო წესით ჩამოწეროს თანხები მეანაბრის ნებისმიერი საანაბრო ანგარიშიდან ან/და დახუროს (შეწყვიტოს) ანაბარი;
14.3.2.4 კლიენტის დამატებითი თანხმობის გარეშე გაუხსნას კლიენტს საანგარიშსწორებო (მიმდინარე, საბარათე, სარეალიზაციო და სხვა მსგავსი) ან/და მოთხოვნამდე ანაბრის სადეპოზიტო ანგარიში ნებისმიერ ვალუტაში იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ კლიენტს არ აქვს ასეთი ანგარიში ან/და საჭიროა ასეთი ანგარიშის დამატებით გახსნა (ამ შემთხვევაში ეს ხელშეკრულება ან/და კლიენტის მიერ ხელმოწერილი ნებისმიერი განაცხადი, რომლითაც ის უერთდება ამ ხელშეკრულებას ჩაითვლება კლიენტის განაცხადად საანგარისშწორებო (მიმდინარე, საბარათე, სარეალიზაციო და სხვა მსგავსი) ან/და მოთხოვნამდე ანაბრის სადეპოზიტო ანგარიშის გახსნის შესახებ);
14.3.2.5 კლიენტის საანგარიშსწორებო (მიმდინარე, საბარათე, სარეალიზაციო და სხვა) ან/და მოთხოვნამდე ანაბრის ანგარიშზე ანაბრის გახსნის ან/და ანაბრისთვის თანხის დამატების დანიშნულებით შეტანილი ან/და ჩარიცხული თანხა ავტომატურად (მეანაბრის დამატებითი თანხმობის გარეშე) გადარიცხოს მეანაბრის ან/და თანხის შეტანის/ჩარიცხვის საბუთში მითითებული ნებისმიერი პირის საანაბრო (სადეპოზიტო) ანგარიშზე;
14.3.2.6 კლიენტის ვადიანი ანაბრის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დანიშნულებით მიღებული თანხა (იმ შემთხვევაში, თუ ჩარიცხვის საბუთში მითითებულია საანაბრო ანგარიშის ნომერი) თავდაპირველად ჩარიცხოს კლიენტის მიმდინარე (საანგარიშსწორებო ან/და მოთხოვნამდე ანაბრის ანგარიშზე და შემდეგ გადარიცხოს კლიენტის საანაბრო ანგარიშზე ამ ხელშეკრულების 3.2 პუნქტის გათვალისწინებით.
14.4 ვადიანი (“ვადიანი”, “ვადიანი +”, “ოქროს”) ანაბრის განსაკუთრებული პირობები
14.4.1 ვადიანი ანაბრის შემთხვევაში საპროცენტო სარგებელი დაერიცხება საანაბრო ანგარიშზე არსებულ ნაშთს.
14.4.2 ვადიანი ანაბრისთვის დარიცხული საპროცენტო სარგებელი მეანაბრის მიერ მითითებულ ანგარიშზე ჩაირიცხება წინასწარ, ყოველთვიურად ან ანაბრის ვადის გასვლის (ამოწურვის) შემდეგ მეანაბრესა და ბანკს შორის გაფორმებული ანაბრის ხელშეკრულების შესაბამისად.
14.4.3 იმ შემთხვევაში, თუ მეანაბრე აირჩევს საპროცენტო სარგებლის ყოველთვიურად ჩარიცხვას, დარიცხული სარგებლის ჩარიცხვა მეანაბრის ანგარიშზე მოხდება ყოველი თვის იმ რიცხვში, რომელშიც გაიხსნა ანაბარი.
14.4.4 იმ შემთხვევაში, თუ მეანაბრის განაცხადში აღნიშნული თანხა ანგარიშზე არ იქნება შეტანილი ან ჩარიცხული განაცხადის გაკეთებიდან ერთი დღის ვადაში, ბანკისა და მეანაბრის შეთანხმება (ხელშეკრულება) ანაბრის გახსნის შესახებ ჩაითვლება ავტომატურად გაუქმებულად.
14.4.5 იმ შემთხვევაში, თუ მეანაბრე ანაბრის ვადის გასვლამდე მოითხოვს მისთვის ანაბრის დაბრუნებას, ანაბრისთვის სარგებლის დარიცხვა მოხდება ბანკის მიერ განსაზღვრული, განსხვავებული (შემცირებული) საპროცენტო განაკვეთის მიხედვით.
14.4.6 ამ ხელშეკრულების 14.4.5 ქვეპუნქტში აღწერილ შემთხვევაში მეანაბრე ვალდებული იქნება, გადაუხადოს ბანკს პირგასამტეხლო, რომელიც ტოლი იქნება სხვაობისა ანაბარზე სტანდარტულად დასარიცხ და ამ ხელშეკრულების 14.4.5 ქვეპუნქტის შესაბამისად დარიცხულ საპროცენტო სარგებლის ოდენობებს შორის.
14.4.7 ანაბრის ვადის გასვლის შემდეგ ანაბრის ვადა ავტომატურად გაგრძელდება ანაბრის ხელშეკრულებაში მითითებული ვადით მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში. ანაბრის ვადის ავტომატური გაგრძელებისას (პროლონგაციისას) ყოველი ახალი ანაბრის გახსნის თარიღი დაემთხვევა წინა ანაბრის ვადის გასვლის თარიღს, ხოლო საპროცენტო სარგებელი საშემოსავლო გადასახადის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადახდის შემდეგ დაემატება ანაბრის ძირითად თანხას (მოხდება კაპიტალიზაცია) ან ჩაირიცხება მეანაბრის სხვა ანგარიშზე მეანაბრის სურვილის შემთხვევაში. ანაბრის ვადის ავტომატურად გაგრძელების შეთხვევაში ანაბარზე გავრცელდება ბანკის მიერ ვადის გაგრძელების დროს ამ სახის ანაბრისთვის დადგენილი პირობები.
14.4.8 ბანკს უფლება აქვს ანაბრის ვადის გასვლის შესახებ მეანაბრეს აცნობოს მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) მეშვეობით ან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ფორმით. მეანაბრეს შეტყობინება გაეგზავნება მის მიერ ანაბრის გახსნის მომენტში ბანკისთვის წარდგენილ განაცხადში დაფიქსირებულ მობილური ტელეფონის ნომერზე. კლიენტი ვალდებულია შეატყობინოს ბანკს ამ ნომრის შეცვლის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში ბანკი პასუხს არ აგებს დამდგარ შედეგებზე.
14.5 მოთხოვნამდე ანაბრის განსაკუთრებული პირობები
14.5.1 შემნახველი ანაბრის შემთხვევაში საპროცენტო სარგებელი დაერიცხება ყოველი საოპერაციო დღის ბოლოს საანაბრო ანგარიშზე არსებულ ნაშთს.
14.5.2 ანაბრის “ჩემი სეიფი” შემთხვევაში საპროცენტო სარგებელი დაერიცხება კალენდარული თვის პირველი რიცხვიდან იმავე თვის ბოლო რიცხვის ჩათვლით პერიოდში ყოველი საოპერაციო დღის ბოლოს საანაბრო ანგარიშზე დაფიქსირებულ ნაშთებს შორის უმცირესს.
14.5.3 მოთხოვნამდე ანაბრისთვის (შემნახველი ანაბრისთვის და ანაბრისთვის “ჩემი სეიფი”) დარიცხული საპროცენტო სარგებელი მეანაბრის მიერ მითითებულ ანგარიშზე ჩაირიცხება თვეში ერთხელ, ყოველი კალენდარული თვის ბოლო დღეს. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული თვის ბოლო დღე დაემთხვევა დასვენების ან უქმე დღეს საპროცენტო სარგებლის ჩარიცხვა მოხდება მომდევნო სამუშაო დღეს.
14.5.4 მოთხოვნამდე ანაბრის საანაბრო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა და ამ ანგარიშიდან თანხის გატანა/გადარიცხვა (მხოლოდ მეანაბრის ანგარიშებზე) შეუზღუდავია.
14.5.5 ბანკი უფლებამოსილია, ცალმხრივად შეცვალოს მოთხოვნამდე ანაბრის საპროცენტო სარგებლის განაკვეთი ან/და საპროცენტო სარგებლის დარიცხვის მეთოდი, რის შესახებაც ბანკი, მეანაბრის ინფორმირებას უზრუნველყოფს ცვლილებამდე 1 (ერთი) თვით ადრე ფილიალებისა და სერვისცენტრების ოფისებში ან ინტერნეტ-გვერდზე xxx.xxxxxxx.xx შესაბამისი ინფორმაციის განთავსების მეშვეობით.
15. საკრედიტო პროდუქტების ზოგადი პირობები
15.1 ამ ხელშეკრულების საფუძველზე კლიენტს შეუძლია ისარგებლოს ამ ხელშეკრულების მე-17 მუხლში აღწერილი საკრედიტო პროდუქტით.
15.2 ამ ხელშეკრულების 15.1 პუნქტში დასახელებული საკრედიტო პროდუქტი აღწერილია ამ ხელშეკრულების შესაბამის ნაწილში, ხოლო ამ მუხლით განისაზღვრება საკრედიტო პროდუქტების ზოგადი პირობები. სხვა ტიპის საკრედიტო პროდუქტები, როგორც წესი, გაიცემა ბანკსა და კლიენტს შორის დადებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, რაც არ გამორიცხავს რომელიმე საკრედიტო პროდუქტის გაცემას პირდაპირ ამ ხელშეკრულების საფუძველზე.
15.3 საკრედიტო პროდუქტის მისაღებად კლიენტმა ბანკს უნდა მიმართოს განაცხადით (ზოგიერთი პროდუქტის მიღება დასაშვებია კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით (ტელეფონით, ინტერნეტით, ელექტრონული ფოსტით და ა.შ.) გაკეთებული განაცხადის საფუძველზე). xxxxx განიხილავს კლიენტის განაცხადს და მიიღებს გადაწყვეტილებას საკრედიტო პროდუქტის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ (ბანკი არ არის ვალდებული განმარტოს უარის თქმის მიზეზი).
15.4 საკრედიტო პროდუქტის მიღების შემდეგ კლიენტი (მსესხებელი) ვალდებული იქნება დააბრუნოს ის და გადაიხადოს საპროცენტო სარგებელი ბანკთან შეთანხმებული პირობების შესაბამისად.
15.5 კლიენტის ფულადი ვალდებულები, როგორ წესი, სრულდება მის ანგარიშ(ებ)ზე აკუმულირებული თანხებით.
15.6 იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს არ აქვს საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიში, საკრედიტო პროდუქტის მიღების შესახებ განაცხადი იმავდროულად ჩაითვლება განაცხადად საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიშის გახსნის შესახებ და საკრედიტო პროდუქტის გაცემამდე გაიხსნება კლიენტის საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიში.
15.7 კლიენტის/ბარათის მფლობელის მიერ საკრედიტო პროდუქტის დასაფარავად ბანკისთვის გადაცემული ან ბარათის მფლობელის/კლიენტის ანგარიშზე არსებული თანხით პირველ რიგში დაიფარება სადაზღვევო პრემია, შემდეგ პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ საპროცენტო სარგებელი და ბოლოს კრედიტის ძირითადი თანხა. კლიენტი ბანკს უფლებას ანიჭებს:
15.7.1 შეცვალოს ამ ხელშეკრულების 15.7 პუნქტში მოცემული წესი;
15.7.2 ბანკმა თავად განსაზღვროს კლიენტის ვალდებულებების შესრულების რიგითობა (პრიორიტეტულობა), ანუ ცალმხრივად გადაწყვიტოს, თუ რა ოდენობით (მოცულობით) და რომელ საკრედიტო პროდუქტთან დაკავშირებული დავალიანება დაიფაროს კლიენტის მიერ მისთვის გადაცემული ან/და კლიენტის ანგარიშ(ებ)ზე განთავსებული თანხ(ებ)ით, რაც ნიშნავს იმას, რომ კლიენტი ბანკს ანიჭებს კლიენტის სახელით კლიენტის ვალდებულებათა შესრულების რიგითობის (პრიორიტეტულობის) განსაზღვრის უფლებამოსილებას.
15.8 ყოველთვიურად გადასახდელი თანხის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში კლიენტი/ბარათის მფლობელი ვალდებული იქნება გადაუხადოს ბანკს პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის, რომელიც შესაძლებელია შედგებოდეს ფიქსირებული პირგასამტეხლოსა და ყოველდღიური პირგასამტეხლოსგან და რომელთა ოდენობაც განისაზღვრება ვადაგადაცილების წარმოშობის მომენტში ბანკის მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად.
15.9 საკრედიტო პროდუქტს არ დაერიცხება პირგასამტეხლო, თუ თანხის შეტანის (გადახდის) თარიღი დაემთხვევა არასაბანკო დღეს. ამ შემთხვევაში კლიენტი ვალდებული იქნება გადასახდელი თანხა შესაბამის ანგარიშზე შეიტანოს (გადაიხადოს) მომდევნო საბანკო დღეს.
15.10 იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი/ბარათის მფლობელი ბანკთან შეთანხმებულ ვადაში არ დაფარავს საკრედიტო პროდუქტის ათვისების გზით მის მიერ ბანკისგან მიღებულ კრედიტს, მისთვის დარიცხულ სარგებელს, პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სადაზღვევო პრემიას ან დროულად არ გადაიხდის ბანკის მიერ განსაზღვრულ რომელიმე საკომისიოს, ბანკს უფლება ექნება:
15.10.1 საკუთარი მოთხოვნა დაიკმაყოფილოს კლიენტის/ბარათის მფლობელის ნებისმიერი აქტივის რეალიზაციის ხარჯზე (ეს უფლება არ ზღუდავს ბანკის მიერ ამ ხელშეკრულების 3.2 პუნქტის საფუძველზე წარმოშობილი უფლების გამოყენებას);
15.10.2 ნებისმიერ დროს მოსთხოვოს კლიენტს/ბარათის მფლობელს საკრედიტო ლიმიტის ათვისებით წარმოშობილი დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად მასთან იპოთეკის ან გირავნობის ხელშეკრულების დადება (ამ შემთხვევაში კლიენტი/ბარათის მფლობელი ვალდებული იქნება ბანკის მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა ბანკთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დატვირთავს ან დააგირავებს ბანკისთვის მისაღებ ქონებას, რომლის ღირებულებაც არ უნდა იყოს ათვისებული საკრედიტო პროდუქტის, მისთვის დარიცხული სარგებლისა და პირგასამტეხლოს ჯამზე ნაკლები და უზრუნველყოს ბანკის უფლებების რეგისტრაცია შესაბამის რეესტრში. ხელშეკრულებ(ებ)ის გაფორმებისა და მათ საფუძველზე წარმოშობილი უფლებების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ხარჯებს გაიღებს კლიენტი/ბარათის მფლობელი);
15.10.3 მოითხოვოს გირავნობის ან/და იპოთეკის საგნის მისთვის გადაცემა და ნივთის მისთვის გადაცემის შემდეგ პირდაპირი მიყიდვის ან სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვა წესით გაასხვისოს გირავნობის ან/და ოპოთეკის საგანი და რეალიზაციისთვის საჭირო ხარჯების დაფარვის შემდეგ მიღებული თანხა მიმართოს კრედიტის დასაფარავად. თუკი გირავნობის ან/და იპოთეკის საგნის გაყიდვით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს მსესხებლის დავალიანებას, ბანკს უფლება ექნება აღსრულება მიაქციოს კლიენტის/მსესხებლის ნებისმიერ ქონებაზე.
15.11 კლიენტის/მსესხებლის მიერ ყოველთვიურად გადასახდელი თანხის, საპროცენტო სარგებლის, პირგასამტეხლოს ან სადაზღვევო პრემიის დროულად გადაუხდელობის, რომელიმე წინაპირობის, დამატებითი პირობის, ბანკის მიერ კლიენტისთვის წარდგენილი მოთხოვნის ან/და კლიენტის მიერ ნაკისრი რომელიმე ვალდებულების დროულად და ჯეროვნად შეუსრულებლობის (დარღვევის) ან სხვა მნიშვნელოვანი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში ბანკს უფლება ექნება ცალმხრივად შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა ან/და შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედება ან/და მოსთხოვოს კლიენტს/მსესხებელს საკრედიტო პროდუქტის დაბრუნება მისთვის დარიცხულ გადასახდელებთნ (საპროცენტო სარგებელი, პირგასამტეხლო და სხვა) ერთად.
15.12 საბანკო კრედიტის, სესხის, ოვერდრაფტის, საკრედიტო ლიმიტის ან/და კლიენტთან/მსესხებელთან დადებული ნებისმიერი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი საკრედიტო პროდუქტის (ამ ხელშეკრულების 15.12-15.17 პუნქტების მიზნებისთვის შემდგომში “კრედიტის”) დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული გადახდების ვადაზე ადრე განხორციელება (მათ შორის კრედიტის წინსწრებით სრულად ან ნაწილობრივ დაბრუნება ან/და რეფინანსირება) შესაძლებელია მხოლოდ სავარაუდო გადახდის თარიღამდე 10 (ათი) კალენდარული დღით ადრე კლიენტის/მსესხებლის მიერ შესაბამისი წერილობითი განცხადების ბანკისთვის წარდგენის შემდეგ.
15.13 კრედიტის ნაწილის წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში, ბანკს უფლება ექნება ავტომატურად შეცვალოს კრედიტის დაფარვის გრაფიკი (შეადგინოს ახალი გრაფიკი) და ამ შემთხვევაში კლიენტი/მსესხებელი ვალდებული იქნება კრედიტი დაფაროს ბანკის მიერ შედგენილი ახალი გრაფიკის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ ბანკი არ შეცვლის კრედიტის დაფარვის გრაფიკს კლიენტი ვალდებული იქნება წინსწრებით თანხის გადახდის მიუხედავად განაგრძოს ბანკისთვის თანხების გადახდა არსებული გრაფიკის მიხედვით.
15.14 კრედიტის წინსწრებით დაფარვის შესახებ განცხადების ბანკისთვის წარდგენის შემთხვევაში, კლიენტი/მსესხებელი ვალდებული იქნება წარუდგინოს ბანკს ნებისმიერი ინფორმაცია/დოკუმენტი, რომელიც პირდაპირ ან ირიბად იძლევა კრედიტის რეფინანსირების ფაქტის დადგენის შესაძლებლობას ან უარყოფს კრედიტის რეფინანსირების ფაქტს.
15.15 იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი კრედიტის პირობებით გათვალისწინებულია რეფინანსირების საკომისიო და ბანკს გაუჩნდება ეჭვი, რომ ხდება რეფინანსირება, ბანკს უფლება ექნება კრედიტის წინასწრებით დაფარვის შესახებ კლიენტის/მსესხებლის განცხადების მიღების შემდეგ ნებისმიერ დროს დამატებით მოსთხოვოს კლიენტს/მსესხებელს კრედიტის რეფინანსირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის/დოკუმენტის მისთვის წარდგენა მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 (ორი) საბანკო დღისა.
15.16 კრედიტის რეფინანსირებად ჩაითვლება ნებისმიერი ფინანსური ინსტიტუტის (კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, საკრედიტო კავშირის ან/და სხვა პირის) მიერ პირდაპირ ან/და ირიბად, უშუალოდ ან/და სხვა პირ(ებ)ის მეშვეობით გაცემული თანხით სს “თიბისი ბანკისგან” მიღებული კრედიტის წინსწრებით (შეთანხმებულ ვადაზე ადრე) დაფარვა პირდაპირ ან/და ირიბად, უშუალოდ ან/და სხვა პირ(ებ)ის მეშვეობით.
15.17 მხარეები თანხმდებიან, რომ:
15.17.1 ბანკი არ არის ვალდებული დაამტკიცოს რეფინანსირების ფაქტი და მას უფლება აქვს, კრედიტის რეფინანსირების შესახებ ინფორმაციის ნებისმიერი წყაროთი მიღების შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება კლიენტისთვის/მსესხებლისთვის შესაბამისი საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, რაც ნიშნავს იმას, რომ რეფინანსირების არარსებობის ფაქტის მტკიცების ვალდებულება ეკისრება კლიენტს/მსესხებელს;
15.17.2 წინსწრებით დაფარვისა და რეფინანსირების საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება კლიენტთან/მსესხებელთან დადებული ხელშეკრულებ(ებით;
15.17.3 იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი/მსესხებელი სასამართლოსთვის მიმართვის გზით დაამტკიცებს რეფინანსირების არარსებობის ფაქტს, ბანკი ვალდებული იქნება, დაუბრუნოს მას მხოლოდ უაქცეპტო წესით ჩამოწერილი საკომისიო ან/და პირგასამტეხლო, ხოლო კლიენტი/მსესხებელი უარს აცხადებს ბანკის ქმედებებით (ბანკის მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევით) მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე.
15.18 იმ შემთხვევაში, თუ კლიენტის მიერ საკრედიტო პროდუქტით სარგებლობისთვის ბანკი მოითხოვს მისთვის სადაზღვევო პოლისის წარდგენას, კლიენტი/ბარათის მფლობელი ვალდებული იქნება:
15.18.1 დაზღვევის ხელშეკრულება დადოს ბანკისათვის მისაღებ პირთაგან რომელიმესთან, ამ უკანასკნელის მიერ განსაზღვრული პირობებისა და ტარიფების შესაბამისად;
15.18.2 დაზღვევა განახორციელოს ბანკის მიერ მოთხოვნილი პირობების დაცვით.
15.18.3 უზრუნველყოს სადაზღვევო პოლისში ერთადერთ ბენეფიციარად ბანკის დასახელება.
15.19 იმ შემთხვევაში თუ კლიენტი/ბარათის მფლობელი არ გადაიხდის სადაზღვევო პრემიას ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული წესითა და ვადებში დავალიანება ჩაითვლება ვადაგადაცილებულად.
15.20 დაზღვევის პირობების არსებითი გაუარესების ან სადაზღვევო ტარიფების გაზრდის შემთხვევაში კლიენტს/ბარათის მფლობელს უფლება ექნება წერილობით გამოხატოს სავალდებულო დაზღვევის მოთხოვნის გაუქმების სურვილი. ბანკი ცალმხრივად იღებს გადაწყვეტილებას სავალდებულო დაზღვევის მოთხოვნის გაუქმების შესახებ ხელმძღვანელობს რა საკუთარი დაკრედიტების პრინციპებითა და წესებით.
15.21 კლიენტი/ბარათის მფლობელი თანახმაა, რომ ბანკმა ამ ხელშეკრულების 3.2 პუნქტით გათვალისწინებული წესით ყოველთვიურად ჩამოწეროს სადაზღვევო პრემიის თანხა მზღვეველის (სადაზღვევო კომპანიის) სასარგებლოდ კლიენტის/ბარათის მფლობელის ნებისმიერი ანგარიშიდან.
15.22 კლიენტი ბანკს ანიჭებს უპირობო უფლებას, კლიენტის დამატებითი თანხმობის გარეშე კლიენტის თავდებ(ებ)ს ან/და პირ(ებ)ს, რომელთა ქონებითაც უზრუნველყოფილია კლიენტის ვალდებულებ(ებ)ის შესრულება მიაწოდოს ინფორმაცია ბანკის მიმართ კლიენტის იმ ვალდებულებ(ებ)ის შესახებ, რომლებიც უზრუნველყოფილია კონკრეტულად ინფორმაციის მიმღები პირის თავდებობით ან/და ქონებით.
15.23 ბანკს უფლება აქვს საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსთან (შემდგომში “ბიუროსთან”) დადებული ხელშეკრულების შესაბამისად:
15.23.1 კლიენტის შესახებ ბანკის ხელთ არსებული როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ინფორმაცია გადასცეს ბიუროს, რის საფუძველზეც კლიენტი აღირიცხება ბიუროს მონაცემთა ბაზაში;
15.23.2 გაეცნოს ბიუროს მონაცემთა ბაზაში აღრიცხულ ინფორმაციას კლიენტის შესახებ (მათ შორის, კლიენტის საკრედიტო ისტორიას).
15.24 ბანკს უფლება აქვს კრედიტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ან/და კლიენტის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულების (მათ შორის კრედიტის დაბრუნების) მიზნით მოითხოვოს და მიიღოს კლიენტის შესახებ მესამე პირთ(ებ)ან თუ ადმინისტრაციულ ორგანო(ებ)ში არსებული ნებისმიერი სახის პერსონალური ინფორმაცია.
15.25 იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი დაარღვევს ბანკთან დადებული რომელიმე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას ან ეს საჭირო იქნება ბანკის საქმიანი რეპუტაციის ან/და კანონიერი ინტერესის დასაცავად, ბანკს უფლება ექნება სასამართლოს/არბიტრაჟს/აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადასცეს ან/და გამოიყენოს ინფორმაცია კლიენტის შესახებ ისვე, როგორც კლიენტის მიერ ხელმოწერილი ნებისმიერი დოკუმენტი.
15.26 ბანკს უფლება აქვს:
15.26.1 მის წინაშე წარმოშობილი ნებისმიერი ვალდებულების შესრულების მიზნით, ასეთი ვალდებულების წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს კლიენტის შემდგომი თანხმობის გარეშე (უაქცეპტო წესით) ჩამოწეროს თანხა კლიენტის ნებისმიერი ანგარიშიდან. იმ შემთხვევაში, თუ დავალიანება დაფიქსირებულია ანგარიშზე არსებული თანხის ვალუტისგან განსხვავებულ ვალუტაში, ეკვივალენტი განისაზღვრება ბანკის მიერ თანხის ჩამოწერის მომენტისათვის დადგენილი კურსით;
15.26.2 კლიენტის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის, შსს მომსახურების სააგენტოსთვის ან/და სხვა ადმინისტრაციული ორგანოსთვის გადასახდელი მომსახურების საფასური ან/და კრედიტის გაცემასთან დაკავშირებული სხვა სახის გადასახდელი (მათ შორის სადაზღვევო პრემია) კლიენტის შემდგომი თანხმობის გარეშე (უაქცეპტო წესით) გადარიცხოს კლიენტის ნებისმიერი ანგარიშიდან შესაბამისი პირის ანგარიშზე;
15.26.3 იმ პირისთვის თანხის გადახდის მიზნით, ვისგანაც კლიენტი ბანკის მიერ გაცემული კრედიტით შეიძენს ნივთს ან მიიღებს მომსახურებას, კლიენტის ნებისმიერი ანგარიშიდან კლიენტის შემდგომი თანხმობის გარეშე (უაქცეპტო წესით) ჩამოწეროს შესაბამისი თანხა, დააკონვერტიროს ეროვნულ ვალუტაში, ჩარიცხოს კლიენტის სალარე ანგარიშზე და გადარიცხოს შესაბამისი პირის ანგარიშზე.
16. საკრედიტო ლიმიტი
16.1 საბარათე ანგარიშზე საკრედიტო ლიმიტის დაშვება გულისხმობს პლასტიკური ბარათის მფლობელისთვის საკრედიტო რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭებას, საკრედიტო ლიმიტით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში.
16.2 საბარათე ანგარიშზე საკრედიტო ლიმიტის დასაშვებად ბარათის მფლობელი ბანკს მიმართავს განაცხადით. განაცხადში აღინიშნება საკრედიტო ლიმიტის მაქსიმალური ოდენობა, რომლის მიღებაც სურს ბარათის მფლობელს; საკრედიტო ლიმიტის ვალუტა, ვადა, რომლის განმავლობაშიც ბარათის მფლობელი მზად არის დააბრუნოს ათვისებული საკრედიტო ლიმიტი; სარგებლის წლიური საპროცენტო განაკვეთი (ბანკის მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად) და სხვა ინფორმაცია.
16.3 ბარათის მფლობელის განაცხადის მიღების შემდეგ ბანკი განიხილავს საკრედიტო ლიმიტის დაშვების საკითხს და დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ბარათის მფლობელს აძლევს უფლებას, ისარგებლოს მის ანგარიშზე დაშვებული საკრედიტო ლიმიტით ბანკის მიერ განსაზღვრული პირობების შესაბამისად, რის შესახებაც ბარათის მფლობელს ინფორმაცია მიეწოდება ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი ფორმით. ამასთან, კლიენტი ვალდებულია განაცხადის ბანკისთვის მიწოდებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის გასვლის შემდეგ ამ ხელშეკრულების 11.2.1 ქვეპუნქტში აღნიშნული კოდის გამოყენებით დაუკავშირდეს ბანკის სატელეფონო სერვისცენტრს (ნომერზე +99532 2272727) მის საბარათე ანგარიშზე საკრედიტო ლიმიტის დაშვების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.
16.4 ათვისებული საკრედიტო ლიმიტით სარგებლობისათვის ბარათის მფლობელი ვალდებული იქნება გადაუხადოს ბანკს სარგებელი, რომლის წლიური განაკვეთი დგინდება ლიმიტის ათვისების მომენტისთვის ბანკის მიერ საკრედიტო ლიმიტით სარგებლობისთვის დადგენილი ტარიფების შესაბამისად, კალენდარული წლის 365 (სამას სამოცდახუთი) დღეზე გაანგარიშებით. სარგებელი (პროცენტი) ათვისებულ საკრედიტო ლიმიტს დაერიცხება წარმოშობის თარიღიდან მისი სრულად დაფარვის (ფაქტობრივად გადახდის) თარიღამდე.
16.5 საკრედიტო ლიმიტის ან მისი ნაწილის ათვისების მომენტიდან ბარათის მფლობელს წარმოეშობა ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ბანკისთვის გადახდის ვალდებულება. ყოველთვიურად გადასახდელი თანხა, როგორც წესი, მოიცავს: სადაზღვევო პრემიის თანხას, ათვისებული საკრედიტო ლიმიტის ნაწილს და ათვისებულ საკრედიტო ლიმიტზე დარიცხულ სარგებელს.
16.6 ყოველთვიურად გადასახდელი თანხა გადახდილი უნდა იქნეს ამ ხელშეკრულების 16.3 პუნქტის შესაბამისად ბანკის მიერ კლიენტისთვის გაგზავნილ ინფორმაციაში მითითებული პერიოდულობით.
16.7 ბანკს უფლება აქვს:
16.7.1 იმ გარემოებ(ებ)ის მნიშვნელოვნად შეცვლის შემთხვევაში, რომელთა არსებობის გამოც ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება საკრედიტო ლიმიტის დაშვების შესახებ, ბარათის მფლობელის მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ან/და ფორს-
მაჟორული გარემოების დადგომის შემთხვევაში ბარათის მფლობელისთვის წინასწარ შეტყობინების გარეშე, ნებისმიერ დროს, ცალმხრივად შეაჩეროს/გააუქმოს ბარათის მოქმედება ან გააუქმოს/შეამციროს საკრედიტო ლიმიტით სარგებლობის უფლება ან/და ბარათის მფლობელისთვის შეტყობინებით მოითხოვოს ბარათის მფლობელის მიერ ათვისებული თანხის (კრედიტის) დაბრუნება მისთვის დარიცხულ სარგებელთან და პირგასამტეხლოსთან ერთად ბარათის მფლობელის მიერ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღისა.
16.7.2 საკუთარი ინიციატივით, ბარათის მფლობელისთვის წინასწარ შეტყობინების გარეშე ბარათის მფლობელის საბარათე ანგარიშზე დაუშვას საკრედიტო ლიმიტი, გაზარდოს საბარათე ანგარიშზე უკვე დაშვებული ლიმიტი ან საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა, რაზეც ბარათის მფლობელი თანხმობას აცხადებს საკრედიტო ლიმიტის დაშვების შესახებ განაცხადის ხელმოწერით.
16.8 საბარათე ანგარიშზე საკრედიტო ლიმიტის დაშვებისთვის, უკვე დაშვებული ლიმიტის ვადის გაგრძელებისთვის, საკრედიტო ლიმიტის მოცულობის გაზრდისთვის ან საკრედიტო ლიმიტთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღებისთვის ბარათის მფლობელი იხდის საკომისიოს ბანკის მიერ განსაზღვრული ტარიფების შესაბამისად.
17.1 მომსახურების აღწერა
17. სახელფასო პროექტი
17.1.1 მომსახურება სახელფასო პროექტით გულისხმობს კლიენტის მოთხოვნით კლიენტის საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიშიდან კლიენტის მიერ დასაქმებული პირების (შემდგომში “დასაქმებულების”) ანგარიშებზე თანხის გადარიცხვის ოპერაციებს სპეციალური სისტემის - სახელფასო პროგრამული მოდულის (შემდგომში “მოდულის”) გამოყენებით.
17.1.2 სურვილის შემთხვევაში კლიენტს უფლება აქვს გადაიხადოს დასაქმებულებისთვის ბარათების დამზადებისა და მათ ანგარიშებზე ჩარიცხული თანხების განაღდების საკომისიოები.
17.1.3 ბანკის მიერ სახელფასო პროგრამული მოდულით კლიენტის ანგარიშებიდან გადარიცხვის ოპერაციები წარმოებს კლიენტის მიერ ბანკთან წინასწარ შეთანხმებული სპეციალური პროგრამის საშუალებით (დისკეტის, კომპაქტ-დისკის, პროგრამის, ინტერნეტ-ბანკი, Excel ფაილის ან db გაფართოების მქონე ფაილის გამოყენებით).
17.1.4 კლიენტის სურვილით ბანკი განახორციელებს დასაქმებულთა ანგარიშებზე გადარიცხული თანხის კონვერსიას (გადატანას სალარე ანგარიშიდან სავალუტო ანგარიშზე) ბანკის მიერ დადგენილი კურსით.
17.1.5 სახელფასო პროექტთან და მოდულთან დაკავშირებულ ურთიერთობას კლიენტი ბანკთან დაამყარებს დირექტორის, ან მის მიერ დანიშნული პირის მეშვეობით, რომლისთვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭება გაფორმდება ბანკის მიერ კლიენტისთვის შეთავაზებული ფორმით.
17.1.6 სახელფასო პროექტში ჩართვისა და მოდულით მომსახურების მისაღებად კლიენტმა ბანკს უნდა მიმართოს განაცხადით ამ ხელშეკრულების 1.2 პუნქტის შესაბამისად.
17.2 კლიენტი ვალდებულია:
17.2.1 მხარეთა მიერ წინასწარ შეთანხმებული ელექტრონული ფაილის სახით ბანკისთვის მისაღები ელექტორონული ინფორმაციის მატარებლის (კომპაქტური დისკი ან სხვა) მეშვეობით გადასცეს ბანკს ინფორმაცია დასაქმებულების ანგარიშებზე ჩასარიცხი თანხების შესახებ;
17.2.2 ანაზღაურებების დასაქმებულთა ანგარიშებზე გადარიცხვის სურვილის არსებობისას წარუდგინოს ბანკს საგადახდო დავალება დასაქმებულთა ანგარიშებზე ჩასარიცხი ანაზღაურებების ჯამური თანხის მითითებით და ამ ხელშეკრულების 17.2.1 ქვეპუნქტში აღნიშნული ელექტრონული ფაილიდან ამობეჭდილი დასაქმებულთა რეესტრი (სია) ანგარიშების ნომრების, თანხებისა და იმ ვალუტის მითითებით რა ვალუტაშიც უნდა მოხდეს დასაქმებულთა ანგარიშზე ჩარიცხული ანაზღაურების კონვერსია ბანკის მიერ დადგენილი კურსით;
17.2.3 დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს ბანკს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის (ორგანიზაციიდან წასვლის) შესახებ;
17.2.4 გადაუხადოს ბანკს სახელფასო პროექტის ფარგლებში დასაქმებულებისთვის დამზადებული პლასტიკური ბარათებით მომსახურების საკომისიო სრულად (ბარათების მოქმედების ვადის ამოწურვამდე), თუ სახელფასო პროგრამული მოდულით მომსახურების მიღების დაწყების მომენტიდან ერთი წლის განმავლობაში კლიენტი უარს იტყვის ბანკისგან ამ მუხლით ან/და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიღებაზე;
17.2.5 გადაუხადოს ბანკს კლიენტის დასაქმებულებისთვის სახელფასო პროექტის ფარგლებში დამზადებული ბარათების მეშვეობით თანხის განაღდების საკომისიო იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია კლიენტის განაცხადით სახელფასო პროექტში ჩართვის თაობაზე;
17.2.6 ბანკს წარუდგინოს დასაქმებულთა პირადობის დამადასტურებელი საბუთების (პირადობის მოწმობების ან პასპორტების) და გადასახადის გადამხდელის მოწმობების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასლები, რომელთა დედნებთან შესაბამისობა დამოწმებულია მის მიერ (კლიენტის წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის ხელმოწერით);
17.2.7 დროულად მიაწოდოს კლიენტის დასაქმებულებს ბანკის მომსახურებისა და პროდუქტების შესახებ უტყუარი, გასაგები და გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელი სრული ინფორმაცია, რომელიც დასაქმებულებს (მომხმარებლებს) არ უბიძგებს ისეთი გადაწყვეტილების მიღებისაკენ, რომელსაც იგი არ მიიღებდა უტყუარი და სრული ინფორმაციის ფლობის პირობებში;
17.2.8 კლიენტის დასაქმებულებს (მომხმარებლებს) მიაწოდოს ინფორმაცია სავალუტო რისკის შესახებ, როდესაც დასაქმებულების (მომხმარებლების) შემოსავლები არ არის ჰეჯირებული სავალუტო კურსის ცვლილების მიმართ, ასევე უცხოური ვალუტით დეპოზიტის განთავსების/კრედიტის მიღების შემთხვევაში მიაწოდოს დასაქმებულებს (მომხმარებლებს) ინფორმაცია მსგავსი პირობების მქონე პროდუქტზე ეროვნული ვალუტით;
17.2.9 ხელშეკრულების გაფორმებამდე თითოეულ დასაქმებულს (მომხმარებელს) გააცნოს ხელშეკრულებაში მოცემული ფინანსური ხარჯები და თანხმობის შემდეგ გააფორმოს მასთან ხელშეკრულება;
17.2.10 ბანკისგან მიიღოს და კლიენტის დასაქმებულებს გადასცეს პლასტიკური ბარათები დალუქულ კონვერტებში მოთავსებულ პინ- კოდებთან, SMS-კოდებთან, რომლითაც შესაძლებელია პინ-კოდის მიღება, სატელეფონო კოდებთან, ინტერნეტ-ბანკის კოდებთან, “სმარტ კლუბის” ბარათებთან და სხვა საბუთებთან ერთად და უზრუნველყოს პლასტიკური ბარათების ხელმოწერა მათი მფლობელების მიერ.
17.2.11 ამ ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) საბანკო დღისა ჩაერთოს სახელფასო პროექტში და ისარგებლოს ამ ხელშეკრულების მე-17 მუხლში აღწერილი მომსახურებით.
17.3 ბანკი ვალდებულია:
17.3.1 ამ ხელშეკრულების 17.2.2 ქვეპუნქტში აღწერილი დავალების მიღებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში გადარიცხოს თანხები დასაქმებულების ანგარიშებზე.
17.4 ამ ხელშეკრულების ხელმოწერით კლიენტი და ბანკი თანხმდებიან, რომ ამ ხელშეკრულების 17.2.5-17.2.10 ქვეპუნქტებში აღწერილი ვალდებულებების სრულყოფილად შესრულების მიზნით ამ ხელშეკრულების ხელმოწერიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში ბანკის წარმომადგენელი კლიენტის დასაქმებულებთან ურთიერთობაში (მხოლოდ ამ ხელშეკრულების 17.2.5-17.2.10 ქვეპუნქტებში აღწერილი შეზღუდული უფლებამოსილებით) იქნება კლიენტი, რომელიც სახელფასო პროექტში ჩართვის შესახებ განაცხადის ხელმოწერით იკისრებს ამ ხელშეკრულების 17.2.5-17.2.10 ქვეპუნქტებში აღწერილ ვალდებულებებს და დაასახელებს (დანიშნავს) კლიენტის იმ დასაქმებულს, ვინც უშუალოდ შეასრულებს ამ ხელშეკრულების 17.2.5-17.2.10 ქვეპუნქტებში აღწერილ ქმედებებს ბანკის სახელით და რომელიც ვალდებული იქნება:
17.4.1 პირადად გადაიღოს (შექმნას) დასაქმებულების პირადობის დამადასტურებელი საბუთების ასლები და დაამოწმოს ამ ასლების დედნებთან შესაბამისობა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული დებულებით („კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“) და “უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;
17.4.2 პირადად დაესწროს თითოეული დასაქმებულის მიერ სახელფასო პროექტის მონაწილის განაცხადის ხელმოწერის პროცესს და ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ წერილობით ან ბანკის მიერ მოთხოვნილი სხვა საშუალებებიტ დაუდასტუროს ბანკს (და ბანკის მიერ დასახელებულ ნებისმიერ პირს) ის, რომ სახელფასო პროექტის მონაწილის განაცხადს ნამდვილად მასში მითითებულმა პირმა მოაწერა ხელი;
17.4.3 დამოწმებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი)კალენდარული დღისა გადასცეს ბანკს დასაქმებულების პირადობის დამადასტურებელი საბუთების დამოწმებული ასლები;
17.4.4 ბანკისგან მიიღოს და კლიენტის დასაქმებულებს გადასცეს პლასტიკური ბარათები დალუქულ კონვერტებში მოთავსებულ პინ- კოდებთან, SMS-კოდებთან, რომლითაც შესაძლებელია პინ-კოდის მიღება, სატელეფონო კოდებთან, ინტერნეტ-ბანკის კოდებთან, “სმარტ კლუბის” ბარათებთან და სხვა საბუთებთან ერთად და უზრუნველყოს პლასტიკური ბარათების ხელმოწერა მათი მფლობელების მიერ;
17.4.5 კეთილსინდისიერად, ჯეროვნად და სრულფასოვნად განახორციელოს ამ ხელშეკრულების 12.2.5-17.2.10 ქვეპუნქტებში აღწერილი მოქმედებები.
17.5 კლიენტის მიერ მისი ახალი დასაქმებულის სახელფასო პროექტში ჩართვის შემთხვევაში კლიენტი კვლავ ჩაითვლება ბანკის წარმომადგენლად ამ ხელშეკრულების 12.2.5-17.2.10 ქვეპუნქტებში აღწერილი შეზღუდული უფლებლებამოსილებით, ხოლო ამ ხელშეკრულების 17.4 პუნქტის შესაბამისად დასახელებული (დანიშნული) პირი ვალდებული იქნება შეასრულოს ამ ხელშეკრულების 17.2.5-17.2.10 ქვეპუნქტებში აღწერილ ქმედებები კლიენტის ახალ დასაქმებულთან მიმართებით.
18.1 მომსახურების აღწერა
18. ინკასაცია
18.1.1 საინკასაციო მომსახურება გულისხმობს კლიენტის მოთხოვნით მისი კუთვნილი ნაღდი ფულის და ფასეულობის გადაზიდვას (ინკასაციას).
18.1.2 საინკასაციო მომსახურების პირობები დეტალურად აღწერილია ამ ხელშეკრულების დანართში #5-8, რომელიც არის ამ ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი;
18.1.3 საინკასაციო მომსახურების მისაღებად კლიენტმა ბანკს უნდა მიმართოს განაცხადით ამ ხელშეკრულების 1.2 პუნქტის შესაბამისად.
18.2 კლიენტი ვალდებულია:
18.2.1 საინკასაციო მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში ბანკში გახსნას საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიში;
18.2.2 24 (ოცდაოთხი) საათით ადრე წერილობით აცნობოს ბანკს საინკასაციო მომსახურების საჭიროების შესახებ;
18.2.3 ზედმიწევნით დაიცვას ამ ხელშეკრულების დანართში #5-8 აღწერილი პირობები;
18.2.4 დააკმაყოფილოს ბანკის სალაროს კომისიის პრეტენზია თანხის/ფასეულობის რაოდენობის ან/და კუპიურების ვარგისიანობის შესახებ;
18.2.5 დროულად მიაწოდოს თანხა/ფასეულობა ბანკის წარმომადგენელს და თანხის/ფასეულობის მითვლის შემდეგ ხელი მოაწეროს შესაბამის დოკუმენტებს;
18.2.6 დაიცვას ბანკის მიერ თანხის/ფასეულობის გატანისა და შემოტანის გრაფიკის კონფიდენციალობა;
18.2.7 სათანადოდ შეამოწმოს წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებებლი საბუთი;
18.2.8 ნადი ფულის/ფასეულობის მისაღებად და გადასაცემად უზრუნველყოს იზოლირებული სადგომი, თავისუფალი და განათებული მისასვლელით, როგორც წესი პირველ სართულზე;
18.2.9 ბანკს ფული/ფასეულობა გადასცეს მხოლოდ დალუქული ჩანთებით;
18.2.10 დროულად გადაუხადოს ბანკს მომსახურების საფასური (საკომისიო);
18.2.11 ინკასირებულ თანხაში არსებული დაზიანებული უცხოური ვალუტის ბანკისთვის გადაცემის შემთხვევაში ბანკს გადაუხადოს საკომისიო დაზიანებული უცხოური ვალუტის მიღებისთვის ბანკის მიერ დაზიანებული უცხოური ვალუტის მიღების მომენტისთვის დადგენილი ტარიფების შესაბამისად;
18.2.12 დაიცვას ამ ხელშეკრულების ტექსტისა და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის საიდუმლოება (ეს ვალდებულება ძალაშია ამ ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შემდეგაც).
18.3 კლიენტს უფლება აქვს:
18.3.1 ბანკისათვის წინასწარ შეტყობინების შემდგომ დაესწროს კომისიის მიერ ნაღდი ფულის/ფასეულობის საბოლოო მითვლას ბანკში ან დანიშნულების სხვა ადგილას. იმ შემთხვევაში, როდესაც კლიენტი არ დაესწრება ნაღდი ფულის/ფასეულობის საბოლოო მითვლას და ასეთი დათვლისას აღმოჩნდება ნაღდი ფულის/ფასეულობის დანაკლისი, პასუხისმგებლობა არასწორი ინფორმაციის წარმოდგენისათვის დაეკისრება კლიენტს, კომისიის მიერ გადათვლის შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებული თანხა/ფასეულობა ჩაირიცხება კლიენტის ანგარიშზე, ხოლო ნაღდი ფულის/ფასეულობის დანაკლისთან დაკავშირებით შედგება ცნობა.
18.4 ბანკი ვალდებულია:
18.4.1 ხარისხიანად გაუწიოს კლიენტს საინკასაციო მომსახურება;
18.4.2 კლიენტისგან მიღების შემდეგ უზრუნველყოს დალუქული ჩანთის მთლიანობის დაცვა.
18.5 ბანკს უფლება აქვს:
18.5.1 უარი განუცხადოს კლიენტს მომსახურების გაწევაზე (ინკასაციაზე) ჩანთის ან მასზე არსებული ლუქის დაზიანების ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, ან/და იმ შემთხვევაში, თუ მისთვის მიუღებელია ინკასაციისთვის განკუთვნილი შენობის (ობიექტის) ადგილმდებარეობა.
19. ნომინალური მფლობელობის ანგარიში
19.1 მომსახურების აღწერა
19.1.1 მომსახურებაში იგულისხმება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესითა და კლიენტის (შემდგომში „ანგარიშის მფლობელი“) განაცხადის საფუძველზე ბანკის მიერ კლიენტისთვის ნომინალური მფლობელობის ერთობლივი ანგარიშის ან ნომინალური მფლობელობის სეგრეგირებული ანგარიშის გახსნა (შემდგომში “ნომინალური მფლობელობის ანგარიში“). ნომინალური მფლობელობის ანგარიში გაიხსნება მხოლოდ მიმდინარე ანგარიშის სახით.
19.1.2 ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე შეიძლება განთავსდეს და/ან ამ ანგარიშიდან გადაირიცხოს მხოლოდ ანგარიშის მფლობელი პირის კლიენტის სახსრები, რომელსაც ეს პირი ფლობს და განკარგავს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი საკუთარი სახსრებისაგან განცალკევებით.
19.1.3 ბანკის მოთხოვნის შემთხვევებში, ნომინალური ანგარიშის მფლობელი პირი ვალდებულია ბანკს წარუდგინოს ინფორმაცია მისი კლიენტის (კლიენტების) და/ან მათი ბენეფიციარი მფლობელების შესახებ.
19.1.4 ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე წარმოებული ოპერაციების შინაარსსა და დანიშნულებაზე პასუხს აგებს ანგარიშის ნომინალური მფლობელი.
19.1.5 აკრძალულია ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე არსებული თანხების განკარგვა უშუალოდ ანგარიშის ნომინალური მფლობელის კლიენტის მიერ წარმოდგენილი დავალების საფუძველზე.
19.1.6 ნომინალური მფლობელობის ანგარიში შეიძლება გადაფორმდეს სხვა პირზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
19.1.7 ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე ვრცელდება მიმდინარე ანგარიშისთვის, ბანკში დაწესებული სტანდარტული ტარიფები.
ინფორმაცია მხარეთა შესახებ
ბანკი | კლიენტი |
სს „თიბისი ბანკი“ | შპს „კლიენტი“ |
საიდენტიფიკაციო ნომერი: 204854595 | საიდენტიფიკაციო ნომერი: |
მისამართი: თბილისი, კ. მარჯანიშვილის ქ. #7 | მისამართი: |
ტელეფონის ნომერი; | |
ელ. ფოსტა: | |
ფაქსიმილე (ხელმოწერის ნიმუში) | ფაქსიმილე (ხელმოწერის ნიმუში) |
ხელმოწერა (სახელი და გვარი სრულად და გარკვევით) | ხელმოწერა (სახელი და გვარი სრულად და გარკვევით) |
დანართი #2
ინტერნეტ-გვერდზე xxx.xxxxxxx.xx განთავსებული იურიდიული პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების (შემდგომში “ხელშეკრულების’’) 8.5 პუნქტის შესაბამისად სს “თიბისი ბანკი’’ გთავაზობთ ხელშეკრულებაში შემდეგი ცვლილებების (დამატებების) შეტანას:
a. შეიცვალოს ხელშეკრულების პირველი მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
b. შეიცვალოს ხელშეკრულების 2.1 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
c. შეიცვალოს ხელშეკრულების 3.2.1 ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
დანართი #3
შეთანხმება
იურიდიული პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ერთი მხრივ, სს “თიბისი ბანკი” (შემდგომში “ბანკი”), რომელსაც წარმოადგენს მისი მარჯანიშვილის ფილიალის დირექტორი, xxxxxxx xxxxxxxxx და მეორე მხრივ, შპს “კლიენტი” (შემდგომში “კლიენტი”), რომელსაც წარმოადგენს მისი დირექტორი, , მხარეთა შორის დადებული იურიდიული პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების (შემდგომში “ძირითადი ხელშეკრულების”) საფუძველზე ვთანხმდებით შემდეგზე:
1.1 შეიცვალოს ძირითადი ხელშეკრულების პირველი მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1.2 შეიცვალოს ძირითადი ხელშეკრულების 2.1 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1.3 შეიცვალოს ძირითადი ხელშეკრულების 3.2.1 ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1.4 ძირითადი ხელშეკრულების სხვა ნაწილები დარჩეს უცვლელი.
1.5 ეს შეთანხმება ძალაში შევიდეს მხარეთა მიერ მისი ხელმოწერისთანავე.
1.6 ეს შეთანხმება შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე სამ იდენტურ ეგზემპლარად, რომელთაგან ორი რჩება ბანკს, ერთი გადაეცემა კლიენტს.
ინფორმაცია მხარეთა შესახებ
xxxxx | xxxxxxx |
სს „თიბისი ბანკი“ | შპს „კლიენტი“ |
საიდენტიფიკაციო ნომერი: 204854595 | საიდენტიფიკაციო ნომერი: |
მისამართი: თბილისი, კ. xxxxxxxxxxxxx ქ. #7 | მისამართი: |
ტელეფონის ნომერი; | |
ელ. ფოსტა: | |
ფაქსიმილე (ხელმოწერის ნიმუში) | ფაქსიმილე (ხელმოწერის ნიმუში) |
ხელმოწერა (სახელი და გვარი სრულად და გარკვევით) | ხელმოწერა (სახელი და გვარი სრულად და გარკვევით) |
ხელმოწერილია 2012 წლის 14 ნოემბერს |
დანართი #4
შეთანხმება
იურიდიული პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ერთი მხრივ, სს “თიბისი ბანკი” (შემდგომში “ბანკი”), რომელსაც წარმოადგენს მისი მარჯანიშვილის ფილიალის დირექტორი, xxxxxxx xxxxxxxxx და მეორე მხრივ, შპს “კლიენტი” (შემდგომში “კლიენტი”), რომელსაც წარმოადგენს მისი დირექტორი, , მხარეთა შორის დადებული იურიდიული პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების (შემდგომში “ძირითადი ხელშეკრულების”) საფუძველზე ვთანხმდებით შემდეგზე:
1.1 შეიცვალოს ძირითადი ხელშეკრულება და ჩამოყალიბდეს ამ შეთანხმებისთვის თანდართული რედაქციით.
1.2 ეს შეთანხმება ძალაში შევიდეს მხარეთა მიერ მისი ხელმოწერისთანავე.
1.3 ეს შეთანხმება შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე სამ იდენტურ ეგზემპლარად, რომელთაგან ორი რჩება ბანკს, ერთი გადაეცემა კლიენტს.
ინფორმაცია მხარეთა შესახებ
xxxxx | xxxxxxx |
სს „თიბისი ბანკი“ | შპს „კლიენტი“ |
საიდენტიფიკაციო ნომერი: 204854595 | საიდენტიფიკაციო ნომერი: |
მისამართი: თბილისი, კ. xxxxxxxxxxxxx ქ. #7 | მისამართი: |
ტელეფონის ნომერი; | |
ელ. ფოსტა: | |
ფაქსიმილე (ხელმოწერის ნიმუში) | ფაქსიმილე (ხელმოწერის ნიმუში) |
ხელმოწერა (სახელი და გვარი სრულად და გარკვევით) | ხელმოწერა (სახელი და გვარი სრულად და გარკვევით) |
ხელმოწერილია 2012 წლის 14 ნოემბერს |
დანართი #5
ხელშეკრულება ექსკლუზიური ტარიფებით მომსახურების შესახებ
ერთი მხრივ, სს “თიბისი ბანკი” (შემდგომში “ბანკი”), რომელსაც წარმოადგენს მისი მარჯანიშვილის ფილიალის დირექტორი, xxxxxxx xxxxxxxxx და მეორე მხრივ, შპს “კლიენტი” (შემდგომში “კლიენტი”), რომელსაც წარმოადგენს მისი დირექტორი, , მხარეთა შორის 2010 წლის 1 იანვარს დადებული საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების (შემდგომში “ძირითადი ხელშეკრულების”) საფუძველზე ვდებთ ამ ხელშეკრულებას და ვთანხმდებით შემდეგზე:
1.1 ბანკი კლიენტს მოემსახურება ამ ხელშეკრულების დანართში #1 მოცემული ექსკლუზიური ტარიფებით.
1.2 ბანკს უფლება აქვს კლიენტისთვის შეტყობინებით ნებისმიერ დროს ცალმხრივად შეწყვიტოს ამ ხელშეკრულების მოქმედება.
1.3 ამ ხელშეკრულებაზე ვრცელდება ძირითადი ხელშეკრულების მოქმედება.
1.4 ეს ხელშეკრულება ძალაში შევიდეს მხარეთა მიერ მისი ხელმოწერისთანავე.
1.5 ეს ხელშეკრულება შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე სამ იდენტურ ეგზემპლარად, რომელთაგან ორი რჩება ბანკს, ერთი გადაეცემა კლიენტს.
ინფორმაცია მხარეთა შესახებ
xxxxx | xxxxxxx |
სს “თიბისი ბანკი“ | შპს “კლიენტი“ |
საიდენტიფიკაციო ნომერი: 204854595 | საიდენტიფიკაციო ნომერი: |
მისამართი: თბილისი, კ. xxxxxxxxxxxxx ქ. #7 | მისამართი: |
xxxxxxxxx ნომერი: +99532 2272727 | ტელეფონის ნომერი: |
xx. ფოსტა: | |
ფაქსიმილე (ხელმოწერის ნიმუში) | ფაქსიმილე (ხელმოწერის ნიმუში) |
ხელმოწერა (სახელი და გვარი სრულად და გარკვევით) | ხელმოწერა (სახელი და გვარი სრულად და გარკვევით) |
ხელმოწერილია 2012 წლის 3 მაისს |
დანართი #6
შეთანხმება
ექსკლუზიური ტარიფებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ერთი მხრივ, სს “თიბისი ბანკი” (შემდგომში “ბანკი”), რომელსაც წარმოადგენს მისი მარჯანიშვილის ფილიალის დირექტორი, xxxxxxx xxxxxxxxx და მეორე მხრივ, შპს “კლიენტი” (შემდგომში “კლიენტი”), რომელსაც წარმოადგენს მისი დირექტორი, , გამოვთქვამთ თანამშრომლობის სურვილს და მხარეთა შორის 2011 წლის 1 იანვარს დადებული საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების (შემდგომში „ძირითადი ხელშეკრულების“) და მხარეთა შორის 2012 წლის 1 იანვარს დადებული ექსკლუზიური ტარიფებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების (შემდგომში „დამატებითი ხელშეკრულების“) საფუძველზე ვთანხმდებით შემდეგზე:
1.1 შეიცვალოს დამატებითი ხელშეკრულების 1.2 და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1.2 დამატებითი ხელშეკრულების სხვა ნაწილები დარჩეს უცვლელი.
1.3 ეს შეთანხმება ძალაში შევიდეს მხარეთა მიერ მისი ხელმოწერისთანავე.
1.4 ეს შეთანხმება შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე სამ იდენტურ ეგზემპლარად, რომელთაგან ორი რჩება ბანკს, ერთი გადაეცემა კლიენტს.
ინფორმაცია მხარეთა შესახებ
xxxxx | xxxxxxx |
სს “თიბისი ბანკი“ | შპს “კლიენტი“ |
საიდენტიფიკაციო ნომერი: 204854595 | საიდენტიფიკაციო ნომერი: |
მისამართი: თბილისი, კ. xxxxxxxxxxxxx ქ. #7 | მისამართი: |
xxxxxxxxx ნომერი: +99532 2272727 | ტელეფონის ნომერი: |
xx. ფოსტა: | |
ფაქსიმილე (ხელმოწერის ნიმუში) | ფაქსიმილე (ხელმოწერის ნიმუში) |
ხელმოწერა (სახელი და გვარი სრულად და გარკვევით) | ხელმოწერა (სახელი და გვარი სრულად და გარკვევით) |
ხელმოწერილია 2012 წლის 8 მაისს |
დანართი #7
შეთანხმება
ექსკლუზიური ტარიფებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ერთი მხრივ, სს “თიბისი ბანკი” (შემდგომში “ბანკი”), რომელსაც წარმოადგენს მისი მარჯანიშვილის ფილიალის დირექტორი, xxxxxxx xxxxxxxxx და მეორე მხრივ, შპს “კლიენტი” (შემდგომში “კლიენტი”), რომელსაც წარმოადგენს მისი დირექტორი, , გამოვთქვამთ თანამშრომლობის სურვილს და მხარეთა შორის 2011 წლის 1 იანვარს დადებული საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების (შემდგომში „ძირითადი ხელშეკრულების“) და მხარეთა შორის 2012 წლის 1 იანვარს დადებული ექსკლუზიური ტარიფებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების (შემდგომში „დამატებითი ხელშეკრულების“) საფუძველზე ვთანხმდებით შემდეგზე:
1.1 შეიცვალოს დამატებითი ხელშეკრულების დანართი #1 და ჩამოყალიბდეს ამ შეთანხმებისთვის თანდართული რედაქციით.
1.2 დამატებითი ხელშეკრულების სხვა ნაწილები დარჩეს უცვლელი.
1.3 ეს შეთანხმება ძალაში შევიდეს მხარეთა მიერ მისი ხელმოწერისთანავე.
1.4 ეს შეთანხმება შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე სამ იდენტურ ეგზემპლარად, რომელთაგან ორი რჩება ბანკს, ერთი გადაეცემა კლიენტს.
ინფორმაცია მხარეთა შესახებ
xxxxx | xxxxxxx |
სს “თიბისი ბანკი“ | შპს “კლიენტი“ |
საიდენტიფიკაციო ნომერი: 204854595 | საიდენტიფიკაციო ნომერი: |
მისამართი: თბილისი, კ. xxxxxxxxxxxxx ქ. #7 | მისამართი: |
xxxxxxxxx ნომერი: +99532 2272727 | ტელეფონის ნომერი: |
xx. ფოსტა: | |
ფაქსიმილე (ხელმოწერის ნიმუში) | ფაქსიმილე (ხელმოწერის ნიმუში) |
ხელმოწერა (სახელი და გვარი სრულად და გარკვევით) | ხელმოწერა (სახელი და გვარი სრულად და გარკვევით) |
ხელმოწერილია 2012 წლის 8 მაისს |
დანართი #8
ხელშეკრულება ექსკლუზიური საბანკო მომსახურების შესახებ
ერთი მხრივ, სს “თიბისი ბანკი” (შემდგომში “ბანკი”), რომელსაც წარმოადგენს მისი მარჯანიშვილის ფილიალის დირექტორი, xxxxxxx xxxxxxxxx და მეორე მხრივ, შპს “კლიენტი” (შემდგომში “კლიენტი” ან „კომპანია“), რომელსაც წარმოადგენს მისი დირექტორი, , გამოვთქვამთ თანამშრომლობის სურვილს და მხარეთა შორის 2011 წლის 1 იანვარს დადებული საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების (შემდგომში „ძირითადი ხელშეკრულების“) საფუძველზე ვთანხმდებით შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
1.1 ამ ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტიდან 2017 წლის 10 აპრილამდე xxxxx xxxxxxx გაუწევს ექსკლუზიურ საბანკო მომსახურებას, რაც გულისხმობს ექსკლუზიური ტარიფებით კლიენტის მომსახურებას შემდეგი საბანკო პროდუქტებით:
1.1.1 საოპერაციო მომსახურება;
1.1.2 სადეპოზიტო მომსახურება;
1.1.3 საკრედიტო მომსახურება;
1.1.4 დოკუმენტური ოპერაციები;
1.1.5 ტექნოლოგიური პროდუქტებით (ბანკი-კლიენტი, ინტერნეტ-ბანკი) მომსახურება;
1.1.6 პოს-ტერმინალებით მომსახურება;
1.1.7 სახელფასო პროექტი და სხვა საცალო პროდუქტები კლიენტის დასაქმებულებისთვის.
1.2 ექსკლუზიური ტარიფები მოცემულია ამ ხელშეკრულების დანართში #1, რომელიც წარმოადგენს ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
1.3 ამ ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე შეწყდება მხარეთა შორის 2010 წლის 1 იანვარს დადებული ექსკლუზიური საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების მოქმედება.
2. მხარეთა უფლებები და ვალდებულებები
2.1 მხარეთა უფლებები და ვალდებულებები უფრო დეტალურად არის აღწერილი ძირითად ხელშეკრულებასა და თითოეულ საბანკო მომსახურებასთან დაკავშირებით გაფორმებულ დოკუმენტებში.
2.2 ბანკი ვალდებულია:
2.2.1 კლიენტს მოემსახუროს ამ ხელშეკრულების დანართში #1 მოცემული ექსკლუზიური ტარიფებით;
2.2.2 კლიენტს გაუწიოს კონსულტაცია სხვადასხვა საბანკო მომსახურებასთან ან/და პროდუქტთან დაკავშირებით;
2.2.3 გონივრულ ვადაში განიხილოს კლიენტის განაცხადი ცალკეული საბანკო მომსახურების/პროდუქტის მიღების შესახებ და საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში კლიენტთან გააფორმოს შესაბამისი დოკუმენტაცია;
2.2.4 გაუწიოს კლიენტს სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება;
2.2.5 უზრუნველყოს კლიენტის დასაქმებულები პლასტიკური ბარათებით კლიენტისგან წინასწარ მიღებული ჩამონათვალის შესაბამისად.
2.3 კლიენტი ვალდებულია:
2.3.1 სარგებლობდეს ბანკის სახელფასო პროექტით, რისთვისაც კლიენტმა ბანს უნდა მიაწოდოს ზუსტი და უტყუარი ინფორმაცია მხარეთა შორის შეთანხმებული ფორმატითა და პერიოდულობით;
2.3.2 კლიენტის ან/და კლიენტთან დაკავშირებული ყველა დაწესებულების კუთვნილ ტერიტორიაზე (ობიექტში), სადაც ხორციელდება ანგარიშსწორება დააყენოს ბანკის პოს-ტერმინალები;
2.3.3 კლიენტის ან/და მასთან დაკავშირებული დაწესებულებ(ებ)ის ტერიტორიაზე ბანკომატის განთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ბანკომატის განთავსება უპირველეს ყოვლისა შესთავაზოს ბანკს;
2.3.4 ბანკის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში ბანკს გამოუყოს ადგილები ფილიალების/სერვისცენტრების, ბანკომატების, საბანკო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა მოწყობილობის (მათ შორის სარეკლამო კონსტრუქციების ან/და მასალის) განსათავსებლად (დასამონტაჟებლად);
2.3.5 მხარი დაუჭიროს და დადეხმაროს ბანკს მისი პროდუქტებისა და მომსახურების გაყიდვის სტიმულირებაში, კლიენტის ან/და მასთან დაკავშირებული დაწესებულებ(ებ)ის კუთვნილი ობიექტების ტერიტორიაზე სარეკლამო მასალის გავრცელებაში და ბანკის წარმომადგენლები/დასაქმებულები დაუშვას კლიენტის ან/და მასთან დაკავშირებული დაწესებულებ(ებ)ის ოფისებში/ტერიტორიაზე ბანკის პროდუქტებისა და სარეკლამო მასალის გავრცელებისა და რეალიზაციის მიზნით, ხელი შეუწყოს ბანკის წარმომადგენლებს/დასაქმებულებს კლიენტის დასაქმებულების ან/და მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევასა და საბანკო პროდუქტების შეთავაზებაში (რეგისტრაციაში);
2.3.6 დაიცვას ამ ხელშეკრულების ტექსტისა და შინაარსის ისევე, როგორც ბანკისგან მიღებული ინფორმაციის საიდუმლობა (კონფიდენციალობა), ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე არ გაანდოს/გაუმჟღავნოს ის ნებისმიერ მესამე პირს (საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევების გარდა);
2.3.7 ბანკის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 20 (ოცი) კალენდარული დღისა ბანკს წარუდგინოს კლიენტის ან/და მასთან დაკავშირებული დაწესებულებ(ებ)ის საქმიანობასთან დაკავშირებული შემდეგი ინფორმაცია/დოკუმეტები:
2.3.7.1 ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისი ბანკის მიერ დასახელებული პერიოდისთვის;
2.3.7.2 შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობა კლიენტის ან/და მასთან დაკავშირებული დაწესებულებ(ებ)ის ყველა საბანკო ანგარიშის შესახებ;
2.3.7.3 ამონაწერები სხვა ბანკებში არსებული ყველა ანგარიშიდან (დამოწმებული შესაბამისი ბანკის ბეჭდით) ბანკის მიერ მითითებული პერიოდისთვის;
2.3.7.4 ინფორმაცია კლიენტის მომხმარებლების (კლიენტების, აბონენტების და ა.შ.) შესახებ (ბანკის მოთხოვნის შესაბამისად).
2.3.8 ყველა სახის საბანკო ოპერაციების/ტრანზაქციების 100% აწარმოოს სს “თიბისი ბანკში” გახსნილი ანგარიშების მეშვეობით;
2.3.9 ყველა სახის თავისუფალი თანხების 100% განათავსოს სს “თიბისი ბანკში” გახსნილ ანგარიშ(ებ)ზე.
2.4 კლიენტს ეკრძალება ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე:
2.4.1 ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე, რამდენიმე ან ყველა მომსახურების მიღება სხვა კომერციული ბანკისგან ან/და ფინანსური ინსტიტუტისგან;
2.4.2 სხვა კომერციული ბანკის ან/და ფინანსური ინსტიტუტისთვის კლიენტის ან/და მასთან დაკავშირებული დაწესებულების კუთვნილ ტერიტორიაზე (ობიექტში) ადგილის გამოყოფა ნებისმიერი საქმიანობისთვის, მათ შორის ფილიალის/სერვისცენტრის, ბანკომატის, პოს- ტერმინალის, სარეკლამო კონსტრუქციის ან/და სარეკლამო მასალის განთავსების მიზნით.
3. მხარეთა პასუხისმგებლობა
3.1 ამ ხელშეკრულების პირობების დარღვევისთვის მხარეები პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3.2 ამ ხელშეკრულების 2.3.1-2.3.4 და 2.3.6-2.3.9 ქვეპუნქტებით ნაკისრი რომელიმე ვალდებულებების შეუსრულებლობისა და ბანკის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში კლიენტი ვალდებული იქნება გადაუხადოს ბანკს პირგასამტეხლო 100 000 (ასი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტის ოდენობით (გადახდის დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად) თითოეული ვალდებულების დარღვევის ყოველი ფაქტისთვის.
3.3 ამ ხელშეკრულების 2.4 პუნქტით გვალისწინებული რომელიმე აკრძალვის დარღვევისა და ბანკის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში კლიენტი ვალდებული იქნება გადაუხადოს ბანკს პირგსამტეხლო 500 000 (ხუთასი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტის ოდენობით (გადახდის დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად) დარღვევის ყოველი ფაქტისთვის.
3.4 ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მხარეებს ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ან/და ზიანის ანაზღაურების მოვალეობისგან.
3.5 ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაცვლად ბანკს უფლება აქვს, შეწყვიტოს ექსკლუზიური ტარიფებით კლიენტის მომსახურება და კლიენტს მოსთხოვოს ექსკლუზიური ტარიფებით გაწეული მომსახურებების საკომისიოების/მომსახურების საფასურის გადახდა სტანდარტული ტარიფების შესაბამისად.
3.6 პირგასამტეხლოს დაკისრება მხარეთა უფლებაა და არც ერთ მხარეს არ აქვს ცალსახა ვალდებულება ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში დააკისროს მეორე მხარეს პირგასამტეხლოს გადახდა. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო გადახდას დაექვემდებარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარე, რომელსაც ექნება პირგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნის უფლება მეორე მხარეს მოსთხოვს პირგასამტეხლოს გადახდას.
3.7 ბანკს უფლება აქვს, მის წინაშე წარმოშობილი ნებისმიერი ვალდებულების შესრულების მიზნით, ასეთი ვალდებულების წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს კლიენტის შემდგომი თანხმობის გარეშე უაქცეპტო წესით ჩამოწეროს თანხები კლიენტის ნებისმიერი ანგარიშიდან. იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულება (დავალიანება) დაფიქსირებულია ანგარიშზე არსებული თანხის ვალუტისგან განსხვავებულ ვალუტაში, ეკვივალენტი განისაზღვრება ბანკის მიერ თანხის ჩამოწერის მომენტისათვის დადგენილი კურსით.
4. სხვა პირობები
4.1 ეს ხელშეკრულება ძალაში შევა მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან და იმოქმედებს ამ ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების მთლიანად შესრულებამდე.
4.2 კლიენტს არ აქვს ამ ხელშეკრულების მოქმედების ცალმხრივად შეწყვეტის უფლება ამ ხელშეკრულებით და მის საფუძველზე გაფორმებული ყველა დოკუმენტით ნაკისრი უკლებლივ ყველა ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე.
4.3 ბანკის მიერ ამ ხელშეკრულების მოქმედების ცალმხრივად შეწყვეტა შესაძლებელია კლიენტის ფინანსური ოპერაციების მოცულობის ან ბანკის ინტერესის შეცვლის შემთხვევაში, თუმცა ამის მიუხედავად კლიენტი დარჩება ბანკისთვის სასურველ მომხმარებლად.
4.4 ამ ხელშეკრულების 4.3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტა ხდება შეწყვეტამდე 10 (ათი) კალენდარული დღით ადრე კლიენტისთვის შეტყობინებით.
4.5 ბანკს უფლება აქვს კლიენტისთვის წინასწარ შეტყობინებით გააუქმოს ცალკეული შეღავათები ბანკის ტარიფების ცვლილების შემთხვევაში.
4.6 ბანკს უფლება აქვს ცვლილებები (დამატებები) შეიტანოს ამ ხელშეკრულების ან/და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულების ტექსტში, ცვლილების (დამატებების) განხორციელებამდე 10 (ათი) კალენდარული დღით ადრე ბანკის ინტერნეტ-გვერდზე xxx.xxxxxxx.xx შესაბამისი ინფორმაციის განთავსების ან კლიენტისთვის შეტყობინების გაგზავნის მეშვეობით. ამ პუნქტში აღწერილ შემთხვევაში კლიენტს უფლება ექნება ბანკის ინტერნეტ-გვერდზე ინფორმაციის განთავსებიდან ან ბანკის შეტყობინების მიღებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის გასვლამდე ნებისმიერ დროს შეასრულოს ბანკის მიმართ არსებული ვალდებულებები (მათ შორის სრულად დააბრუნოს ბანკისგან მიღებული კრედიტ(ებ)ი მათთვის დარიცხულ სარგებელთან და პირგასამტეხლოსთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში)) და შეწყვიტოს ამ ხელშეკრულების მოქმედება ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი არ ისარგებლებს ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის უფლებით, ბანკის მიერ შეთავაზებული ცვლილებები (დამატებები) ჩაითვლება კლიენტის მიერ მიღებულად, ხელშეკრულება კი შეცვლილად, შეთავაზებული პირობების შესაბამისად.
4.7 ნებისმიერი შეტყობინება ხორციელდება წერილობით, ან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ფორმით. წერილობითი შეტყობინება მხარეს უნდა გადაეცეს შეტყობინების გამგზავნისთვის ცნობილ ბოლო მისამართზე. ბანკს უფლება აქვს შეტყობინებისთვის გამოიყენოს კომუნიკაციის სხვა საშუალებებიც (მათ შორის ელექტრონული, ციფრული, სატელეფონო და სხვა).
4.8 მხარეთა მიერ ამ ხელშეკრულების შესრულების ადგილად მიჩნეულია ბანკის, მისი ფილიალებისა და სერვისცენტრების მისამართები.
4.9 ამ ხელშეკრულებაზე ვრცელდება ძირითადი ხელშეკრულებისა და საქართველოს კანონმდებლობის მოქმედება.
4.10 მხარეთა შორის წამოჭრილი ყველა დავა და უთანხმოება გადაწყდება მოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო ან ბანკის მიერ შერჩეული არბიტრაჟი ძირითად ხელშეკრულებაში მოცემული საარბიტრაჟო შეთანხმების შესაბამისად. ბანკის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება (მათ შორის გადახდის ბრძანება) უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად.
4.11 მხარეები თანხმებიან, რომ ბანკის ინტერნეტ-გვერდზე განთავსებულ და ბანკის მონაცემთა ბაზებში (კომპიუტერულ პროგრამებში) დაცულ ინფორმაციას, ამ ინფორმაციის ბანკის მიერ დამზადებულ ელექტრონულ ასლებსა და ამონაბეჭდებს, რომლებიც დამოწმებულია ბანკის დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ხელმოწერით, აქვთ მტკიცებულებითი ძალა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ურთიერთობებთან დაკავშირებული ფაქტების არსებობა-არარსებობის დადასტურების მიზნებისთვის.
4.12 ამ ხელშეკრულებას ენიჭება უპირატესი ძალა მხარეთა შორის ამ ხელშეკრულების საგანთან დაკავშირებით ადრე გაფორმებულ სხვა ხელშეკრულებებთან წინააღმდეგობის შემთხვევაში (ძირითადი ხელშეკრულების, საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების #000000 და ორივე ან რომელიმე მათგანის ფარგლებში გაფორმებული დოკუმენტების გარდა).
4.13 ამ ხელშეკრულების რომელიმე ნაწილის ბათილობა და/ან მოქმედების შეწყვეტა არ იწვევს მთლიანად ხელშეკრულების ბათილობას ან მოქმედების შეწყვეტას.
4.14 კლიენტის მომსახურების პირობები უფრო დეტალურად არის აღწერილი ბანკის მიერ გავრცელებულ საინფორმაციო მასალაში (მათ შორის ბუკლეტები, ბროშურები, ბანკის ინტერნეტ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია და სხვა). საინფორმაციო მასალაში მოცემულ ინფორმაციასა და ამ ხელშეკრულების შინაარსს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში გამოიყენება ამ ხელშეკრულების დებულებები.
4.15 კლიენტს არ აქვს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლების ან/და ვალდებულების მესამე პირისთვის გადაცემის/გადაკისრების უფლება ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
4.16 ეს ხელშეკრულება შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე სამ იდენტურ ეგზემპლარად, რომელთაგან ორი რჩება ბანკს, ერთი გადაეცემა კლიენტს.
ინფორმაცია მხარეთა შესახებ
ბანკი | კლიენტი |
სს “თიბისი ბანკი“ | შპს “კლიენტი“ |
საიდენტიფიკაციო ნომერი: 204854595 | საიდენტიფიკაციო ნომერი: |
მისამართი: თბილისი, კ. მარჯანიშვილის ქ. #7 | მისამართი: |
ტელეფონის ნომერი: +99532 2272727 | ტელეფონის ნომერი: |
ელ. ფოსტა: | |
ფაქსიმილე (ხელმოწერის ნიმუში) | ფაქსიმილე (ხელმოწერის ნიმუში) |
ხელმოწერა (სახელი და გვარი სრულად და გარკვევით) | ხელმოწერა (სახელი და გვარი სრულად და გარკვევით) |
ხელმოწერილია 2012 წლის 3 მაისს |
დანართი #9
შეთანხმება
ექსკლუზიური საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ერთი მხრივ, სს “თიბისი ბანკი” (შემდგომში “ბანკი”), რომელსაც წარმოადგენს მისი მარჯანიშვილის ფილიალის დირექტორი, ნიკოლოზ გელაშვილი და მეორე მხრივ, შპს “კლიენტი” (შემდგომში “კლიენტი”), რომელსაც წარმოადგენს მისი დირექტორი, , მხარეთა შორის 2011 წლის 1 იანვარს დადებული საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების (შემდგომში „ძირითადი ხელშეკრულების“) და მხარეთა შორის 2012 წლის 1 იანვარს დადებული ექსკლუზიური საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების (შემდგომში „დამატებითი ხელშეკრულების“) საფუძველზე ვთანხმდებით შემდეგზე:
1.1 შეიცვალოს დამატებითი ხელშეკრულების პირველი მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1.2 შეიცვალოს დამატებითი ხელშეკრულების 2.1 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1.3 შეიცვალოს დამატებითი ხელშეკრულების 3.2.1 ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1.4 დამატებითი ხელშეკრულების სხვა ნაწილები დარჩეს უცვლელი.
1.5 ეს შეთანხმება ძალაში შევიდეს მხარეთა მიერ მისი ხელმოწერისთანავე.
1.6 ეს შეთანხმება შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე სამ იდენტურ ეგზემპლარად, რომელთაგან ორი რჩება ბანკს, ერთი გადაეცემა კლიენტს.
ინფორმაცია მხარეთა შესახებ
ბანკი | კლიენტი |
სს “თიბისი ბანკი“ | შპს “კლიენტი“ |
საიდენტიფიკაციო ნომერი: 204854595 | საიდენტიფიკაციო ნომერი: |
მისამართი: თბილისი, კ. მარჯანიშვილის ქ. #7 | მისამართი: |
ტელეფონის ნომერი: +99532 2272727 | ტელეფონის ნომერი: |
ელ. ფოსტა: | |
ფაქსიმილე (ხელმოწერის ნიმუში) | ფაქსიმილე (ხელმოწერის ნიმუში) |
ხელმოწერა (სახელი და გვარი სრულად და გარკვევით) | ხელმოწერა (სახელი და გვარი სრულად და გარკვევით) |
ხელმოწერილია 2012 წლის 8 მაისს |
დანართი #10

1.1 შეიცვალოს დამატებითი ხელშეკრულება და ჩამოყალიბდეს ამ შეთანხმებისთვის თანდართული რედაქციით.
1.2 დამატებითი ხელშეკრულების სხვა ნაწილები დარჩეს უცვლელი.
1.3 ეს შეთანხმება ძალაში შევიდეს მხარეთა მიერ მისი ხელმოწერისთანავე.
1.4 ეს შეთანხმება შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე სამ იდენტურ ეგზემპლარად, რომელთაგან ორი რჩება ბანკს, ერთი გადაეცემა კლიენტს.
ინფორმაცია მხარეთა შესახებ
ბანკი | კლიენტი |
სს “თიბისი ბანკი“ | შპს “კლიენტი“ |
საიდენტიფიკაციო ნომერი: 204854595 | საიდენტიფიკაციო ნომერი: |
მისამართი: თბილისი, კ. მარჯანიშვილის ქ. #7 | მისამართი: |
ტელეფონის ნომერი: +99532 2272727 | ტელეფონის ნომერი: |
ელ. ფოსტა: | |
ფაქსიმილე (ხელმოწერის ნიმუში) | ფაქსიმილე (ხელმოწერის ნიმუში) |
ხელმოწერა (სახელი და გვარი სრულად და გარკვევით) | ხელმოწერა (სახელი და გვარი სრულად და გარკვევით) |
ხელმოწერილია 2012 წლის 8 მაისს |
დანართი #11
ხელშეკრულება საპროცენტო სარგებლის დარიცხვის შესახებ
ერთი მხრივ, სს “თიბისი ბანკი” (შემდგომში “ბანკი”), რომელსაც წარმოადგენს მისი მარჯანიშვილის ფილიალის დირექტორი, ნიკოლოზ გელაშვილი და მეორე მხრივ, შპს “კლიენტი” (შემდგომში “კლიენტი”), რომელსაც წარმოადგენს მისი დირექტორი, , მხარეთა შორის 2011 წლის 1 იანვარს დადებული საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების (შემდგომში „ძირითადი ხელშეკრულების“) საფუძველზე ვდებთ ამ ხელშეკრულებას ვთანხმდებით შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
1.1 ამ ხელშეკრულების საფუძველზე ბანკი კლიენტის საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიშებზე #00000000000000000, #00000000000000000, #00000000000000000 (შემდგომში „ანგარიშებზე“) განთავსებულ თანხებს დაარიცხავს საპროცენტო სარგებელს ამ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.დარიცხული საპროცენტო სარგებლის ჩარიცხვა განხორციელდება კლიენტის საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიშებზე #00000000000000000 GEL, #00000000000000000 USD, #00000000000000000 EUR.
1.2 ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლში აღწერილი წესით საპროცენტო სარგებელი დაერიცხება თანხებს, რომლებიც 2012 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განთავსებული იქნება ანგარიშებზე.
1.3 საპროცენტო სარგებლის დარიცხვა და კლიენტის საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიშებზე ასახვა (ჩარიცხვა) მოხდება ყოველი კალენდარული თვის ბოლო საბანკო დღეს.
1.4 ბანკს უფლება აქვს:
1.4.1 ნებისმიერ დროს შეცვალოს (გაზარდოს ან შეამციროს) ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლში მოცემული განაკვეთები ან/და თანხები ცვლილებამდე 2 (ორი) საბანკო დღით ადრე კლიენტისთვის შეტყობინებით;
1.4.2 ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ამ ხელშეკრულების მოქმედება შეწყვეტამდე 10 (ათი) საბანკო დღით ადრე კლიენტისთვის შეტყობინებით;
1.4.3 შეტყობინებისთვის გამოიყენოს კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალება (მათ შორის ელექტრონული, ციფრული, სატელეფონო და სხვა).
2. საპროცენტო სარგებლის დარიცხვა
სქემა #1
2.1 კალენდარული თვის განმავლობაში ყოველი საოპერაციო დღის ბოლოს ანგარიშ(ებ)ზე არსებულ ნაშთ(ებ)ს დაერიცხება საპროცენტო სარგებელი წლიური 5%-ის ოდენობით.
2.2 საოპერაციო დღის დასრულების მომენტი განისაზღვრება/დგინდება ბანკის მიერ.
სქემა #2
2.1 კალენდარული თვის განმავლობაში ყოველი საოპერაციო დღის ბოლოს ანგარიშ(ებ)ზე არსებულ ნაშთ(ებ)ს დაერიცხება საპროცენტო სარგებელი:
• წლიური 0%-ის ოდენობით, თუ ნაშთი შეადგენს 0000 ლარზე/აშშ დოლარზე/ევროზე მეტს და 0000 ლარზე/აშშ დოლარზე/ევროზე ნაკლებს;

• წლიური 0%-ის ოდენობით, თუ ნაშთი შეადგენს 0000 ლარზე/აშშ დოლარზე/ევროზე მეტს და 0000 ლარზე/აშშ დოლარზე/ევროზე ნაკლებს.
2.2 საოპერაციო დღის დასრულების მომენტი განისაზღვრება/დგინდება ბანკის მიერ.
სქემა #3
2.1 კალენდარული თვის განმავლობაში დაფიქსირებულ თვის საშუალო ნაშთს დაერიცხება საპროცენტო სარგებელი წლიური 5%-ის ოდენობით.
2.2 თვის საშუალო ნაშთის ოდენობა გამოითვლება ანგარიშებზე ყოველი საოპერაციო დღის ბოლოს არსებული ნაშთების ჯამის მიმდინარე თვის კალენდარული დღეების რაოდენობაზე გაყოფით.
2.3 საოპერაციო დღის დასრულების მომენტი განისაზღვრება/დგინდება ბანკის მიერ.
სქემა #4
2.1 კალენდარული თვის განმავლობაში დაფიქსირებულ თვის საშუალო ნაშთს დაერიცხება საპროცენტო სარგებელი:
• წლიური 0%-ის ოდენობით, თუ ნაშთი შეადგენს 0000 ლარზე/აშშ დოლარზე/ევროზე მეტს და 0000 ლარზე/აშშ დოლარზე/ევროზე ნაკლებს;
• წლიური 0%-ის ოდენობით, თუ ნაშთი შეადგენს 0000 ლარზე/აშშ დოლარზე/ევროზე მეტს და 0000 ლარზე/აშშ დოლარზე/ევროზე ნაკლებს;
• წლიური 0%-ის ოდენობით, თუ ნაშთი შეადგენს 0000 ლარზე/აშშ დოლარზე/ევროზე მეტს და 0000 ლარზე/აშშ დოლარზე/ევროზე ნაკლებს.
2.2 სარგებელი ამ ხელშეკრულების 2.1 პუნქტით განსაზღვრული განაკვეთების მიხედვით ანგარიშებზე არსებულ თანხებს დაერიცხება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშებზე არსებული თანხების ყოველთვიური საშუალო ოდენობა (თვის საშუალო ნაშთი) შეადგენს 0000 (სიტყვებით) ლარზე/აშშ დოლარზე/ევროზე მეტს და 00000000000 ლარზე/აშშ დოლარზე/ევროზე ნაკლებს.
2.3 ანგარიშებზე არსებულ თანხებს სარგებელი არ დაერიცხება იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშებზე არსებული თანხების ყოველთვიური საშუალო ოდენობა (თვის საშუალო ნაშთი) იქნება ამ ხელშეკრულების 2.2 პუნქტში აღნიშნულ ოდენობებზე ნაკლები ან მეტი.
2.4 თვის საშუალო ნაშთის ოდენობა გამოითვლება ყოველი საოპერაციო დღის ბოლოს ანგარიშებზე არსებული ნაშთების ჯამის შესაბამისი თვის კალენდარული დღეების რაოდენობაზე გაყოფით.
2.5 საოპერაციო დღის დასრულების მომენტი განისაზღვრება/დგინდება ბანკის მიერ. სქემა #5
2.1 კალენდარული თვის განმავლობაში ყოველი საოპერაციო დღის ბოლოს ანგარიშ(ებ)ზე არსებულ ნაშთ(ებ)ს შორის უმცირესს (მინიმალურ ნაშთს) დაერიცხება საპროცენტო სარგებელი წლიური 5%-ის ოდენობით.
2.2 საოპერაციო დღის დასრულების მომენტი განისაზღვრება/დგინდება ბანკის მიერ.
სქემა #6
2.1 კალენდარული თვის განმავლობაში ყოველი საოპერაციო დღის ბოლოს ანგარიშ(ებ)ზე არსებულ ნაშთ(ებ)ს შორის უმცირესს (მინიმალურ ნაშთს) დაერიცხება საპროცენტო სარგებელი:
• წლიური 0%-ის ოდენობით, თუ ნაშთი შეადგენს 0000 ლარზე/აშშ დოლარზე/ევროზე მეტს და 0000 ლარზე/აშშ დოლარზე/ევროზე ნაკლებს;
• წლიური 0%-ის ოდენობით, თუ ნაშთი შეადგენს 0000 ლარზე/აშშ დოლარზე/ევროზე მეტს და 0000 ლარზე/აშშ დოლარზე/ევროზე ნაკლებს;
• წლიური 0%-ის ოდენობით, თუ ნაშთი შეადგენს 0000 ლარზე/აშშ დოლარზე/ევროზე მეტს და 0000 ლარზე/აშშ დოლარზე/ევროზე ნაკლებს.
2.2 სარგებელი ამ ხელშეკრულების 2.1 პუნქტით განსაზღვრული განაკვეთების მიხედვით ანგარიშებზე არსებულ თანხებს დაერიცხება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული თვის განმავლობაში ყოველი საოპერაციო დღის ბოლოს ანგარიშ(ებ)ზე არსებულ ნაშთ(ებ)ს შორის უმცირესი (მინიმალური ნაშთი) შეადგენს 0000 (სიტყვებით) ლარზე/აშშ დოლარზე/ევროზე მეტს და 00000000000 ლარზე/აშშ დოლარზე/ევროზე ნაკლებს.
2.3 ანგარიშებზე არსებულ თანხებს სარგებელი არ დაერიცხება იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული თვის განმავლობაში ყოველი საოპერაციო დღის ბოლოს ანგარიშ(ებ)ზე არსებულ ნაშთ(ებ)ს შორის უმცირესი (მინიმალური ნაშთი) იქნება ამ ხელშეკრულების 2.2 პუნქტში აღნიშნულ ოდენობებზე ნაკლები ან მეტი.
2.4 საოპერაციო დღის დასრულების მომენტი განისაზღვრება/დგინდება ბანკის მიერ.
3. სხვა პირობები
3.1 ამ ხელშეკრულებაზე ვრცელდება ძირითადი ხელშეკრულების მოქმედება.
3.2 ეს ხელშეკრულება ძალაში შევა მხარეთა მიერ მისი ხელმოწერისთანავე და იმოქმედებს ამ ხელშეკრულებით მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების მთლიანად შესრულებამდე.
3.3 ეს ხელშეკრულება შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე სამ იდენტურ ეგზემპლარად, რომელთაგან ორი რჩება ბანკს, ერთი გადაეცემა კლიენტს.
ინფორმაცია მხარეთა შესახებ
ბანკი | კლიენტი |
სს “თიბისი ბანკი“ | შპს “კლიენტი“ |
საიდენტიფიკაციო ნომერი: 204854595 | საიდენტიფიკაციო ნომერი: |
მისამართი: თბილისი, კ. მარჯანიშვილის ქ. #7 | მისამართი: |
ტელეფონის ნომერი: +99532 2272727 | ტელეფონის ნომერი: |
ელ. ფოსტა: | |
ფაქსიმილე (ხელმოწერის ნიმუში) | ფაქსიმილე (ხელმოწერის ნიმუში) |
ხელმოწერა (სახელი და გვარი სრულად და გარკვევით) | ხელმოწერა (სახელი და გვარი სრულად და გარკვევით) |
ხელმოწერილია 2012 წლის 3 მაისს |
დანართი #12
შეთანხმება
საპროცენტო სარგებლის დარიცხვის შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ერთი მხრივ, სს “თიბისი ბანკი” (შემდგომში “ბანკი”), რომელსაც წარმოადგენს მისი მარჯანიშვილის ფილიალის დირექტორი, ნიკოლოზ გელაშვილი და მეორე მხრივ, შპს “კლიენტი” (შემდგომში “კლიენტი”), რომელსაც წარმოადგენს მისი დირექტორი, , მხარეთა შორის 2011 წლის 1 იანვარს დადებული საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების (შემდგომში „ძირითადი ხელშეკრულების“) და მხარეთა შორის 2012 წლის 1 იანვარს დადებული საპროცენტო სარგებლის დარიცხვის შესახებ ხელშეკრულების (შემდგომში „დამატებითი ხელშეკრულების“) საფუძველზე ვთანხმდებით შემდეგზე:
1.1 შეიცვალოს დამატებითი ხელშეკრულების პირველი მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1.2 შეიცვალოს დამატებითი ხელშეკრულების 2.1 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1.3 შეიცვალოს დამატებითი ხელშეკრულების 3.2.1 ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1.4 დამატებითი ხელშეკრულების სხვა ნაწილები დარჩეს უცვლელი.
1.5 ეს შეთანხმება ძალაში შევიდეს მხარეთა მიერ მისი ხელმოწერისთანავე.
1.6 ეს შეთანხმება შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე სამ იდენტურ ეგზემპლარად, რომელთაგან ორი რჩება ბანკს, ერთი გადაეცემა კლიენტს.
ინფორმაცია მხარეთა შესახებ
ბანკი | კლიენტი |
სს “თიბისი ბანკი“ | შპს “კლიენტი“ |
საიდენტიფიკაციო ნომერი: 204854595 | საიდენტიფიკაციო ნომერი: |
მისამართი: თბილისი, კ. მარჯანიშვილის ქ. #7 | მისამართი: |
ტელეფონის ნომერი: +99532 2272727 | ტელეფონის ნომერი: |
ელ. ფოსტა: | |
ფაქსიმილე (ხელმოწერის ნიმუში) | ფაქსიმილე (ხელმოწერის ნიმუში) |
ხელმოწერა (სახელი და გვარი სრულად და გარკვევით) | ხელმოწერა (სახელი და გვარი სრულად და გარკვევით) |
ხელმოწერილია 2012 წლის 8 მაისს |
დანართი #13
შეთანხმება
საპროცენტო სარგებლის დარიცხვის შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ერთი მხრივ, სს “თიბისი ბანკი” (შემდგომში “ბანკი”), რომელსაც წარმოადგენს მისი მარჯანიშვილის ფილიალის დირექტორი, ნიკოლოზ გელაშვილი და მეორე მხრივ, შპს “კლიენტი” (შემდგომში “კლიენტი”), რომელსაც წარმოადგენს მისი დირექტორი, , მხარეთა შორის 2011 წლის 1 იანვარს დადებული საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების (შემდგომში „ძირითადი ხელშეკრულების“) და მხარეთა შორის 2012 წლის 1 იანვარს დადებული საპროცენტო სარგებლის დარიცხვის შესახებ ხელშეკრულების (შემდგომში „დამატებითი ხელშეკრულების“) საფუძველზე ვთანხმდებით შემდეგზე:
1.1 შეიცვალოს დამატებითი ხელშეკრულება და ჩამოყალიბდეს ამ შეთანხმებისთვის თანდართული რედაქციით.
1.2 დამატებითი ხელშეკრულების სხვა ნაწილები დარჩეს უცვლელი.
1.3 ეს შეთანხმება ძალაში შევიდეს მხარეთა მიერ მისი ხელმოწერისთანავე.
1.4 ეს შეთანხმება შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე სამ იდენტურ ეგზემპლარად, რომელთაგან ორი რჩება ბანკს, ერთი გადაეცემა კლიენტს.
ინფორმაცია მხარეთა შესახებ
ბანკი | კლიენტი |
სს “თიბისი ბანკი“ | შპს “კლიენტი“ |
საიდენტიფიკაციო ნომერი: 204854595 | საიდენტიფიკაციო ნომერი: |
მისამართი: თბილისი, კ. მარჯანიშვილის ქ. #7 | მისამართი: |
ტელეფონის ნომერი: +99532 2272727 | ტელეფონის ნომერი: |
ელ. ფოსტა: | |
ფაქსიმილე (ხელმოწერის ნიმუში) | ფაქსიმილე (ხელმოწერის ნიმუში) |
ხელმოწერა (სახელი და გვარი სრულად და გარკვევით) | ხელმოწერა (სახელი და გვარი სრულად და გარკვევით) |
ხელმოწერილია 2012 წლის 8 მაისს |
დანართი #14
ხელშეკრულება საპროცენტო სარგებლის დარიცხვის შესახებ
ერთი მხრივ, სს “თიბისი ბანკი” (შემდგომში “ბანკი”), რომელსაც წარმოადგენს მისი მარჯანიშვილის ფილიალის დირექტორი, ნიკოლოზ გელაშვილი და მეორე მხრივ, შპს “კლიენტი” (შემდგომში “კლიენტი”), რომელსაც წარმოადგენს მისი დირექტორი, , მხარეთა შორის 2011 წლის 1 იანვარს დადებული საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების (შემდგომში „ძირითადი ხელშეკრულების“) საფუძველზე ვდებთ ამ ხელშეკრულებას ვთანხმდებით შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
1.1. ამ ხელშეკრულების საფუძველზე ბანკი კლიენტის საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიშებზე #00000000000000000, #00000000000000000, #00000000000000000 (შემდგომში „ანგარიშებზე“) განთავსებულ თანხებს დაარიცხავს საპროცენტო სარგებელს ამ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ეროვნულ ვალუტაში განთავსებულ თანხებზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადარიცხვა მოხდება სახელმწიფო ხაზინაში (ბანკის კოდი: TRESGE22, სახაზინო კოდი ), ხოლო უცხოურ ვალუტაში განთავსებულ თანხებზე საპროცენტო სარგებლის
გადარიცხვა მოხდება საქართველოს ეროვნულ ბანკში (ბანკის კოდი: XXXXXX00, ანგარიშის # );
1.2. ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლში აღწერილი წესით საპროცენტო სარგებელი დაერიცხება თანხებს, რომლებიც 2012 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განთავსებული იქნება ანგარიშებზე.
1.3. საპროცენტო სარგებლის დარიცხვა მოხდება ყოველი კალენდარული თვის ბოლო სამუშაო დღეს და გადარიცხვა - დარიცხვიდან მომდევნო საბანკო დღეს 1.1 პუნქტში მითითებულ რეკვიზიტებზე.
1.4. ბანკს უფლება აქვს:
1.4.1. ნებისმიერ დროს შეცვალოს (გაზარდოს ან შეამციროს) ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლში მოცემული განაკვეთები ან/და თანხები ცვლილებამდე 2 (ორი) საბანკო დღით ადრე კლიენტისთვის შეტყობინებით;
1.4.2. ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ამ ხელშეკრულების მოქმედება შეწყვეტამდე 10 (ათი) საბანკო დღით ადრე კლიენტისთვის შეტყობინებით;
1.4.3. შეტყობინებისთვის გამოიყენოს კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალება (მათ შორის ელექტრონული, ციფრული, სატელეფონო და სხვა).
2. საპროცენტო სარგებლის დარიცხვა
სქემა #1
2.1. კალენდარული თვის განმავლობაში ყოველი საოპერაციო დღის ბოლოს ანგარიშ(ებ)ზე არსებულ ნაშთ(ებ)ს დაერიცხება საპროცენტო სარგებელი წლიური 5%-ის ოდენობით.
2.2. საოპერაციო დღის დასრულების მომენტი განისაზღვრება/დგინდება ბანკის მიერ.
სქემა #2
2.1. კალენდარული თვის განმავლობაში ყოველი საოპერაციო დღის ბოლოს ანგარიშ(ებ)ზე არსებულ ნაშთ(ებ)ს დაერიცხება საპროცენტო სარგებელი:
• წლიური 0%-ის ოდენობით, თუ ნაშთი შეადგენს 0000 ლარზე/აშშ დოლარზე/ევროზე მეტს და 0000 ლარზე/აშშ დოლარზე/ევროზე ნაკლებს;
• წლიური 0%-ის ოდენობით, თუ ნაშთი შეადგენს 0000 ლარზე/აშშ დოლარზე/ევროზე მეტს და 0000 ლარზე/აშშ დოლარზე/ევროზე ნაკლებს;
• წლიური 0%-ის ოდენობით, თუ ნაშთი შეადგენს 0000 ლარზე/აშშ დოლარზე/ევროზე მეტს და 0000 ლარზე/აშშ დოლარზე/ევროზე ნაკლებს.
2.2. საოპერაციო დღის დასრულების მომენტი განისაზღვრება/დგინდება ბანკის მიერ.
სქემა #3
2.1. კალენდარული თვის განმავლობაში დაფიქსირებულ თვის საშუალო ნაშთს დაერიცხება საპროცენტო სარგებელი წლიური 5%-ის ოდენობით.
2.2. თვის საშუალო ნაშთის ოდენობა გამოითვლება ანგარიშებზე ყოველი საოპერაციო დღის ბოლოს არსებული ნაშთების ჯამის მიმდინარე თვის კალენდარული დღეების რაოდენობაზე გაყოფით.
2.3. საოპერაციო დღის დასრულების მომენტი განისაზღვრება/დგინდება ბანკის მიერ.
სქემა #4
2.1. კალენდარული თვის განმავლობაში დაფიქსირებულ თვის საშუალო ნაშთს დაერიცხება საპროცენტო სარგებელი:
• წლიური 0%-ის ოდენობით, თუ ნაშთი შეადგენს 0000 ლარზე/აშშ დოლარზე/ევროზე მეტს და 0000 ლარზე/აშშ დოლარზე/ევროზე ნაკლებს;
• წლიური 0%-ის ოდენობით, თუ ნაშთი შეადგენს 0000 ლარზე/აშშ დოლარზე/ევროზე მეტს და 0000 ლარზე/აშშ დოლარზე/ევროზე ნაკლებს;
• წლიური 0%-ის ოდენობით, თუ ნაშთი შეადგენს 0000 ლარზე/აშშ დოლარზე/ევროზე მეტს და 0000 ლარზე/აშშ დოლარზე/ევროზე ნაკლებს.
2.2. სარგებელი ამ ხელშეკრულების 2.1 პუნქტით განსაზღვრული განაკვეთების მიხედვით ანგარიშებზე არსებულ თანხებს დაერიცხება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშებზე არსებული თანხების ყოველთვიური საშუალო ოდენობა (თვის საშუალო ნაშთი) შეადგენს 0000 (სიტყვებით) ლარზე/აშშ დოლარზე/ევროზე მეტს და 00000000000 ლარზე/აშშ დოლარზე/ევროზე ნაკლებს.
2.3. ანგარიშებზე არსებულ თანხებს სარგებელი არ დაერიცხება იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშებზე არსებული თანხების ყოველთვიური საშუალო ოდენობა (თვის საშუალო ნაშთი) იქნება ამ ხელშეკრულების 2.2 პუნქტში აღნიშნულ ოდენობებზე ნაკლები ან მეტი.
2.4. თვის საშუალო ნაშთის ოდენობა გამოითვლება ყოველი საოპერაციო დღის ბოლოს ანგარიშებზე არსებული ნაშთების ჯამის შესაბამისი თვის კალენდარული დღეების რაოდენობაზე გაყოფით.
2.5. საოპერაციო დღის დასრულების მომენტი განისაზღვრება/დგინდება ბანკის მიერ.
სქემა #5
2.1. კალენდარული თვის განმავლობაში ყოველი საოპერაციო დღის ბოლოს ანგარიშ(ებ)ზე არსებულ ნაშთ(ებ)ს შორის უმცირესს (მინიმალურ ნაშთს) დაერიცხება საპროცენტო სარგებელი წლიური 5%-ის ოდენობით.
2.2. საოპერაციო დღის დასრულების მომენტი განისაზღვრება/დგინდება ბანკის მიერ.
სქემა #6
2.1. კალენდარული თვის განმავლობაში ყოველი საოპერაციო დღის ბოლოს ანგარიშ(ებ)ზე არსებულ ნაშთ(ებ)ს შორის უმცირესს (მინიმალურ ნაშთს) დაერიცხება საპროცენტო სარგებელი:
• წლიური 0%-ის ოდენობით, თუ ნაშთი შეადგენს 0000 ლარზე/აშშ დოლარზე/ევროზე მეტს და 0000 ლარზე/აშშ დოლარზე/ევროზე ნაკლებს;
• წლიური 0%-ის ოდენობით, თუ ნაშთი შეადგენს 0000 ლარზე/აშშ დოლარზე/ევროზე მეტს და 0000 ლარზე/აშშ დოლარზე/ევროზე ნაკლებს;
• წლიური 0%-ის ოდენობით, თუ ნაშთი შეადგენს 0000 ლარზე/აშშ დოლარზე/ევროზე მეტს და 0000 ლარზე/აშშ დოლარზე/ევროზე ნაკლებს.
2.2. სარგებელი ამ ხელშეკრულების 2.1 პუნქტით განსაზღვრული განაკვეთების მიხედვით ანგარიშებზე არსებულ თანხებს დაერიცხება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული თვის განმავლობაში ყოველი საოპერაციო დღის ბოლოს ანგარიშ(ებ)ზე არსებულ ნაშთ(ებ)ს შორის უმცირესი (მინიმალური ნაშთი) შეადგენს 0000 (სიტყვებით) ლარზე/აშშ დოლარზე/ევროზე მეტს და 00000000000 ლარზე/აშშ დოლარზე/ევროზე ნაკლებს.
2.3. ანგარიშებზე არსებულ თანხებს სარგებელი არ დაერიცხება იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული თვის განმავლობაში ყოველი საოპერაციო დღის ბოლოს ანგარიშ(ებ)ზე არსებულ ნაშთ(ებ)ს შორის უმცირესი (მინიმალური ნაშთი) იქნება ამ ხელშეკრულების 2.2 პუნქტში აღნიშნულ ოდენობებზე ნაკლები ან მეტი.
2.4. საოპერაციო დღის დასრულების მომენტი განისაზღვრება/დგინდება ბანკის მიერ.
3. სხვა პირობები
3.1. ამ ხელშეკრულებაზე ვრცელდება ძირითადი ხელშეკრულების მოქმედება.
3.2. ეს ხელშეკრულება ძალაში შევა მხარეთა მიერ მისი ხელმოწერისთანავე და იმოქმედებს ამ ხელშეკრულებით მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების მთლიანად შესრულებამდე.
3.3. ეს ხელშეკრულება შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე სამ იდენტურ ეგზემპლარად, რომელთაგან ორი რჩება ბანკს, ერთი გადაეცემა კლიენტს.
ინფორმაცია მხარეთა შესახებ
ბანკი | კლიენტი |
სს “თიბისი ბანკი“ | შპს “კლიენტი“ |
საიდენტიფიკაციო ნომერი: 204854595 | საიდენტიფიკაციო ნომერი: |
მისამართი: თბილისი, კ. მარჯანიშვილის ქ. #7 | მისამართი: |
ტელეფონის ნომერი: +99532 2272727 | ტელეფონის ნომერი: |
ელ. ფოსტა: | |
ფაქსიმილე (ხელმოწერის ნიმუში) | ფაქსიმილე (ხელმოწერის ნიმუში) |
ხელმოწერა (სახელი და გვარი სრულად და გარკვევით) | ხელმოწერა (სახელი და გვარი სრულად და გარკვევით) |
ხელმოწერილია 2012 წლის 3 მაისს |
დანართი #15
ხელშეკრულება იურიდიული პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ
1. ხელშეკრულების საგანი
1.1 ბანკი კლიენტს გაუხსნის ანგარიშ(ებ)ს, აწარმოებს მის საბანკო ოპერაციებს და გაუწევს ამ ხელშეკრულებაში აღწერილ მომსახურებას ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებითა და წესებით.
1.2 ამ ხელშეკრულებაში აღწერილ მომსახურებათა მისაღებად კლიენტი ბანკს მიმართავს შესაბამისი წერილობითი განაცხადით (ან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ფორმით), რომლითაც ის იმავდროულად ადასტურებს, რომ დეტალურად იცნობს ამ ხელშეკრულების ყველა პირობას (ამ ხელშეკრულებაში შეტანილ ყველა ცვლილებას და დამატებას) და ეთანხმება მათ, რითაც უერთება ამ ხელშეკრულებას. ბანკი განიხილავს კლიენტის განაცხადს და დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში დაიწყებს კლიენტისთვის განაცხადში მითითებული მომსახურების გაწევას განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღისა.
1.3 ანგარიშ(ებ)ი იხსნება კლიენტის განაცხადისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული აუცილებელი დოკუმენტების საფუძველზე (ბანკისთვის წარდგენის შემდეგ), რომელთა უტყუარობაზეც პასუხისმგებელია კლიენტი.
1.3.1 „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით“ გათვალისწინებული საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის (შემდგომში „საბიუჯეტო ორგანიზაცია“) ანგარიშების გახსნისას დამატებით საჭიროა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობის წარმოდგენა იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს განაცხადით მოთხოვნილი აქვს „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გთვალისწინებული ანგარიშ(ებ)ის გახსნა, ხოლო „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ მე-184 მუხლის მე-6 პუნქტით და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება #1266-ით გათვალისწინებული ანგარიშ(ებ)ის (შემდგომში „კორპორაციული ანგარიში“) გახსნისათვის, საბიუჯეტო ორგანიზაციებს მოეთხოვებათ სახელმწიფო ხაზინის თანხმობის წარმოდგენა.
1.3.1.1 საბიუჯეტო ორგანიზაცია უფლებამოსილია ყოველგვარი დამატებითი თანხმობის წარმოდგენის გარეშე ბანკში გახსნას
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გთვალისწინებული ანგარიშ(ებ)ი (შემდგომში „სახაზინო ანგარიში“). სახაზინო ანგარიშის გახსნა შესაძლებელია მხოლოდ ლარის ვალუტაში.
1.4 ბანკის მიერ დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად ანგარიშ(ებ)ი შესაძლებელია გაიხსნას დისტანციურად ანუ სატელეფონო, ინტერნეტ-ბანკის ან/და კომუნიკაციის სხვა საშუალებით გაკეთებული განაცხადის საფუძველზე იმ შემთხვევაში, როდესაც კლიენტს უკვე აქვს ანგარიში ბანკში. შესაბამისი დოკუმენტების არსებობამდე (ბანკისთვის წარდგენამდე) დისტანციურად გახსნილ ანგარიშზე შესაძლებელია მხოლოდ ჩარიცხვის ოპერაციების განხორციელება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. ანგარიშზე ფულადი სახსრების შეტანა და ჩარიცხვა
2.1 კლიენტის ანგარიშზე ფულადი სახსრები შეიძლება ჩაირიცხოს როგორც ნაღდი, ისე უნაღდო წესით.
2.2 იმ შემთხვევაში, თუ სხვა ბანკის მეშვეობით კლიენტის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის საბუთში აღნიშნული საიდენტიფიკაციო მონაცემები სრულად არ დაემთხვევა ბანკის ხელთ არსებულ ინფორმაციას კლიენტის შესახებ, ბანკი მიღებულ თანხას ჩარიცხავს “გაურკვეველი თანხების” ანგარიშზე, აწარმოებს აუცილებელ გამოკვლევას თანხის მიმღების დასადგენად და მონაცემებს შორის შეუსაბამობის გამოსწორების შემთხვევაში თანხას ჩარიცხავს კლიენტის ანგარიშზე, ხოლო გამოუსწორებლობის შემთხვევაში თანხას დაუბრუნებს გადამხდელს.
2.3 კლიენტი ვალდებულია მის ანგარიშზე თანხის შეცდომით ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ შეატყობინოს და გადასცეს ბანკს შეცდომით ჩარიცხული თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში კლიენტი პასუხს აგებს ამ ხელშეკრულებისა და კანონმდებლობის შესაბამისად.
2.4 კლიენტის ანგარიშებზე შეტანილი ან/და ჩარიცხული თანხ(ებ)ის ასახვას, კლიენტის ანგარიშიდან თანხ(ებ)ის გადარიცხვას ან კლიენტის მიერ ნაღდი ანგარიშსწორების წესით ბანკში შეტანილი თანხ(ებ)ის მიმღების ანგარიშზე ასახვას ბანკი უზრუნველყოფს არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღისა.
3. ანგარიშიდან ფულადი სახსრების ჩამოწერა
3.1 ბანკის მიერ ანგარიშებიდან ფულადი სახსრების ჩამოწერა, როგორც წესი, ხორციელდება კლიენტის თანხმობის, ნებართვის, დავალების, ან მოთხოვნის საფუძველზე, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით.
3.2 ბანკის მიერ კლიენტის ანგარიშ(ებ)იდან თანხ(ებ)ის უაქცეპტო წესით (კლიენტის შემდგომი თანხმობის გარეშე) ჩამოწერა შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:
3.2.1 ბანკის მოქმედი ტარიფების შესაბამისად მომსახურების საფასურის (საკომისიოს) ან/და პირგასამტეხლოს გადასახდელად;
3.2.2 შეცდომით ან/და კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით ჩარიცხული ან/და საეჭვო თანხ(ებ)ის უკან დასაბრუნებლად;
3.2.3 ბანკის წინაშე არსებული ნებისმიერი სახის დავალიანების დასაფარავად ან ვალდებულების შესასრულებლად (იმ შემთხვევაში, თუ დავალიანება ან ვალდებულება დაფიქსირებულია ეროვნული ვალუტისგან განსხვავებულ ვალუტაში, ეკვივალენტი დგინდება ბანკის მიერ თანხის ჩამოწერის მომენტისათვის ბანკის მიერ დადგენილი კომერციული კურსით), ამასთან კლიენტი აცნობიერებს, რომ ბანკი არ არის ვალდებული კლიენტის დავალების გარეშე ჩამოწეროს თანხები კლიენტის ანგარიშ(ებ)იდან კლიენტის რომელიმე ვალდებულების შესრულების მიზნით;
3.2.4 მოქმედი კანონმდებლობით ან/და კლიენტსა და ბანკს შორის დადებული ხელშეკრულებით, შეთანხმებით ან/და სხვა დოკუმენტით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში (მაგალითად საინკასო დავალების არსებობისას).
3.3 საბიუჯეტო ორგანიზაციების ანგარიშ(ებ)იდან თანხ(ებ)ის უაქცეპტო წესით ჩამოწერა / გადარიცხვა ხორციელდება შემდეგნაირად:
3.3.1 ბანკის მიერ მისაღები კლიენტზე დარიცხული ნებისმიერი საკომისიოს/საპროცენტო შემოსავალის/ჯარიმის/მომსახურების საფასურის ან სხვა სახის შემოსავლების გადახდის თაობაზე ინფორმაციას ინვოისის სახით კლიენტს ბანკი წარუდგენს თვეში ერთხელ (თვის პირველ რიცხვებში) ან მათი წარმოშობის პერიოდულობის შესაბამისად;
3.3.1.1 ბანკს არ წარმოეშვება ინვოისის წარდგენის ვალდებულება და შესაბამისად ბანკს უფლება აქვს ნებისმიერი მისაღები შემოსავალი (გარდა საკრედიტო პროდუქტ(ებ)თან (საბანკო კრედიტი, ოვერდრაფტი, საბანკო გარანტია, დოკუმენტალური აკრედიტივი და სხვა ხელშეკრულებები) დაკავშიებული საპროცენტო სარგებლის, პირგასამტეხლოს, საკომისიოს და სხვა გადასახდელის სახით მისაღები შემოსავლებისა) უაქცეპტო წესით ჩამოწეროს / გადარიცხოს კლიენტის ანგარიში(ებ)დან იმ შემთხვევაში, როდესაც კლიენტს ბანკში გახნილი აქვს კორპორაციული ანგარიში.
3.3.2 ბანკის მიერ გაცემული ინვოისი ხელმოწერილი იქნება უფლებამოსილი პირის მიერ და დამოწმებული იქნება ბანკის ბეჭდით. ინვოისში დეტალურად იქნება გაწერილი ბანკის მიერ მისაღები თანხების წარმოშობის წყარო;
3.3.3 ინვოისში მითითებული თანხების ინვოისში მითითებულ რეკვიზიტებზე ჩარიცხვა უნდა განხორციელდეს ინვოისის გაცემიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში. დათქმულ ვადაში თანხის მიუღებლობის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია მოსთხოვოს კლიენტს, ხოლო კლიენტი ვალდებული იქნება გადაუხადოს ბანკს ინვოისში მითითებული თანხის 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
3.4 კლიენტის მიერ ბანკისთვის მიცემული დავალების გაუქმება შეიძლება ბანკთან შეთანხმებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული დავალება ჯერ არ შესრულებულა და მისი გაუქმება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას, ან იმ ვალდებულების არსს, რომლის შესასრულებლადაც გაიცა დავალება.
3.5 ბანკი უფლებამოსილია არ შეასრულოს კლიენტის დავალება და დავალების შეუსრულებლობის შესახებ ნებისმიერი ფორმით შეატყობინოს კლიენტს, იმ შემთხვევაში თუ:
3.5.1 ვერ ხერხდება კლიენტის სრულფასოვანი იდენტიფიკაცია;
3.5.2 დავალება შედგენილი ან წარდგენილია ბანკში დადგენილი წესის დარღვევით ან შეიცავს არაზუსტ ინფორმაციას (მითითებებს);
3.5.3 დავალებაში აღნიშნული თანხა აღემატება ანგარიშზე არსებულ ხელმისაწვდომ თანხას ან ბანკის მიერ დადგენილ ლიმიტებს;
3.5.4 ბანკს გაუჩნდა ეჭვი კანონსაწინააღმდეგო ოპერაციის განხორციელების მცდელობის შესახებ.
3.6 ანგარიშიდან ფულადი სახსრების გასატანად (გასაცემად), როგორც წესი, გამოიყენება სალაროს გასავლის ორდერები (როგორც სტანდარტული, ისე სპეციალური).
3.7 კლიენტს უფლება აქვს ანგარიშიდან ფულადი სახსრების გასატანად გამოიყენოს ბანკისგან წინასწარ მიღებული სპეციალური ფორმის სალაროს გასავლის ორდერები (შემდგომში “სპეციალური ორდერები”), რომელთა შევსება ხდება კლიენტის მიერ.
3.8 კლიენტი ვალდებულია:
3.8.1 გაუფრთხილდეს სპეციალურ ორდერებს;
3.8.2 არ დაუშვას მათი შევსების გარეშე გადაცემა ნებისმიერი მესამე პირისთვის;
3.8.3 დაიცვას სპეციალური ორდერის შევსების წესები.
3.9 სპეციალური ორდერის საფუძველზე ანგარიშიდან თანხის გატანა დასაშვებია სპეციალური ორდერის კლიენტის მიერ შედგენიდან (ხელმოწერიდან) 180 (ას ოთხმოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.
3.10 ბანკს უფლება აქვს არ გასცეს თანხა, თუ სპეციალურ ორდერზე დაფიქსირებული ხელმოწერა ეკუთვნის პირს, რომელიც ბანკისთვის სპეციალური ორდერის გაცემის (გამოწერის) ან წარდგენის მომენტში არ იყო ან არ არის კლიენტის უფლებამოსილი წარმომადგენელი (დირექტორი ან მისი რწმუნებული).
3.11 ამ ხელშეკრულებით კლიენტი ბანკს ანიჭებს უფლებამოსილებას კლიენტის დავალებით ოპერაციების შესრულებისას, საჭიროების შემთხვევაში, კლიენტის მიერ დამატებითი დავალების ბანკისთვის წარდგენის გარეშე განახორციელოს თანხების კონვერტაცია ან/და კლიენტის ანგარიშებს შორის თანხების გადარიცხვა.
4. საფასური საბანკო მომსახურებისთვის
4.1 კლიენტისა და ბანკის ფინანსური ურთიერთობა წესრიგდება ბანკის ტარიფებითა და ბანკსა და კლიენტს შორის დადებული ხელშეკრულებებით. ანგარიშის წარმოებისათვის, ამ ანგარიშიდან განხორციელებული ოპერაციებისათვის და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისთვის კლიენტი ბანკს უხდის ოპერაციის შესრულების ან მომსახურების გაწევის დროისათვის ბანკის მიერ დადგენილი და მოქმედი ტარიფების შესაბამისად ან მხარეთა დამატებითი შეთანხმებით განსაზღვრულ თანხას (მომსახურების საფასურს, საკომისიოს და სხვა).
4.2 ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში კლიენტს არ დაუბრუნდება მის მიერ უკვე გადახდილი მომსახურების საფასური (საკომისიო).
5. მხარეთა ვალდებულებები და უფლებები
5.1 კლიენტი ვალდებულია:
5.1.1 დაუყოვნებლივ აცნობოს ბანკს მის მიერ ბანკისთვის წარდგენილ დოკუმენტებსა და მიწოდებულ ინფორმაციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, ასევე წერილობით შეატყობინოს ბანკს იმ პირების შეცვლის შესახებ, რომლებიც უფლებამოსილნი არიან განკარგონ ანგარიში, ან მიიღონ ინფორმაცია ანგარიშის მდგომარეობის შესახებ და შეტყობინებას დაურთოს შესაბამისი დოკუმენტები. ცვლილებების შესახებ შეტყობინებისა და შესაბამისი საბუთების მიღებამდე ბანკის მიერ ოპერაციები სრულდება ადრე წარდგენილი საბუთებისა და ხელმოწერის ნიმუშის საფუძველზე.
5.1.2 დაუყოვნებლივ წერილობით ან ინტერნეტ-ბანკის მეშვეობით ან სატელეფონო კოდის გამოყენებით ბანკის სატელეფონო სერვისცენტრთან დაკავშირებით (ნომერზე +99532 2272727) შეატყობინოს ბანკს მისამართის, ტელეფონის ნომრების, ელექტრონული ფოსტის მისამართის ან/და სხვა საკონტაქტო მონაცემების შეცვლის შესახებ;
5.1.3 ყოველი ახალი ანგარიშის გახსნის განაცხადდთან ერთად ბანკს წარუდგინოს ბანკის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტები კლიენტის საგადასახადო/სამეწარმეო სტატუსის შესაბამისად, ხოლო საბიუჯეტო ორგანიზაციების შემთხვევაში, დამატებით წარუდგინოს წინამდებარე ხელშეკრულების 1.3.1 ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი თანხმობა;
5.1.4 ბანკის მიერ მისთვის გახსნილი ანგარიშები სამეწარმეო მიზნებისთვის გამოიყენოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ექნება შესაბამისი საგადასახადო/სამეწარმეო სტატუსი. წინააღმდეგ შემთხვევაში კლიენტი ვალდებულია არ გამოიყენოს თავისი ანგარიშები სამეწარმეო საქმიანობისთვის;
5.1.5 ბანკის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ წარუდგინოს და გადასცეს ბანკს კლიენტის მიერ განხორციელებულ საბანკო ოპერაციებთან დაკავშირებული ნებისმიერი და ყველა საბუთის (ინვოისის, ანგარიშ-ფაქტურის, ხელშეკრულების, წერილის ან/და სხვა) ხელმოწერილი დედანი ან სათანადო წესით დამოწმებული ასლი (საბუთების ნამდვილობაზე, სიზუსტესა და კანონიერებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება კლიენტს;
5.1.6 დაიცვას ამ ხელშეკრულების პირობები;
5.1.7 დაიცვას ბანკის მიერ გავრცელებულ საინფორმაციო მასალაში აღწერილი პროცედურები;
5.1.8 დროულად გადაიხადოს მომსახურების საფასური (საკომისიო);
5.1.9 ბანკის მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) კალენდარული დღისა ხელი მოაწეროს და გადასცეს ბანკს ამ უკანასკნელისთვის ამ ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებ(ებ)ის განხორციელებისთვის ან ამ ხელშეკრულებით კლიენტისთვის დაკისრებული ვალდებულებ(ებ)ის შესრულებისთვის საჭირო ნებისმიერი საბუთი;
5.1.10 სრულად აანაზღაუროს ამ ხელშეკრულების და მის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებების დადებასთან, დამოწმებასთან, რეგისტრაციასთან, შესრულებასთან და გაუქმებასთან დაკავშირებული ან/და კლიენტის მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო ბანკის მიერ გაწეული (მათ შორის კლიენტისთვის შეტყობინების გაგზავნასთან დაკავშირებული) ყველა და ნებისმიერი ხარჯი.
5.2 ბანკი ვალდებულია:
5.2.1 მოთხოვნის შესაბამისად მიაწოდოს კლიენტს ინფორმაცია ანგარიშის მდგომარეობის შესახებ;
5.2.2 შეასრულოს კლიენტის დავალებები ამ ხელშეკრულებისა და კანონმდებლობის შესაბამისად;
5.2.3 დაიცვას ამ ხელშეკრულების პირობები.
5.3 კლიენტს ეკრძალება ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე მომსახურების გამოყენება უკანონო მიზნით, მათ შორის იმ საქონლის ან მომსახურების შესაძენად, რომლის შეძენაც აკრძალულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
5.4 ბანკი არ არის ვალდებული კლიენტს მიაწოდოს ინფორმაცია ცვლილებების (მათ შორის კლიენტისთვის სასარგებლო ან/და ინდექსირებულ საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებული ცვლილებების) შესახებ.
6. მხარეთა პასუხისმგებლობა
6.1 ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულყოფილად და დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში მხარეები პასუხს აგებენ ამ ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
6.2 ბანკი პასუხისმგებელია კლიენტის წინაშე საბანკო ოპერაციების ზუსტად და დროულად განხორციელებისთვის. ბანკის მიზეზით ანგარიშიდან თანხის არასწორად ჩამოწერის, ან ანგარიშზე თანხების ჩარიცხვის ვადების დარღვევისათვის ბანკი იხდის პირგასამტეხლოს შესაბამისი თანხის 0,05%-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული საბანკო დღისთვის, ან კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6.3 ამ ხელშეკრულების 2.3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში, კლიენტი ვალდებული იქნება გადაუხადოს ბანკს პირგასამტეხლო ამ ხელშეკრულების 2.3 პუნქტის საფუძველზე ბანკისთვის გადასაცემი თანხის 0,05%-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
6.4 პირგასამტეხლოს გადახდა დამრღვევს არ ათავისუფლებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისაგან.
6.5 ბანკი არ არის პასუხისმგებელი:
6.5.1 ვალდებულების შეუსრულებლობისათვის (მათ შორის კლიენტის მიერ განხორციელებულ საერთაშორისო გადარიცხვებთან დაკავშირებით), თუ:
6.5.1.1 ეს გამოწვეულია კლიენტის “საგადახდო დავალებაში”, ან სხვა რომელიმე საბუთში აღნიშნული მიმღები ან შუამავალი ბანკის ნებისმიერი ქმედებით ან/და შეცდომით, ან ბანკისაგან დამოუკიდებელი ნებისმიერი სხვა მიზეზით;
6.5.1.2 იმ სახელმწიფოზე, რომლის ტერიტორიაზეც მოქმედებს თანხის მიმღების (ადრესატის) მომსახურე ბანკი ვრცელდება ემბარგო ან/და სხვა რაიმე შეზღუდვა, რაც აფერხებს ადრესატის მიერ თანხის მიღებას;
6.5.1.3 საკორესპოდენტო ბანკი (რომლის მეშვეობითაც სრულდება გადარიცხვა) უარს განაცხადებს ოპერაციის შესრულებაზე ან/და მოხდება გადასარიცხავი თანხის დაკავება/ბლოკირება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის ან/და სხვა მიზნით.
6.5.2 შედეგებზე, რომლებიც გამოწვეულია:
6.5.2.1 კლიენტის დავალებით ოპერაციის განხორციელებით;
6.5.2.2 კლიენტის ან სხვა პირის კუთვნილი კომპიუტერის, ტელეფონის აპარატის ან/და სხვა მოწყობილობისა თუ აღჭურვილობის (მათი რომელიმე ნაწილის ან/და აქსესუარის) ან/და პროგრამული უზრუნველყოფის გაუმართავობით;
6.5.2.3 ტელეკომუნიკაციების ოპერატორის, ინტერნეტ-პროვაიდერის ან/და ნებისმიერი სხვა პირის მიზეზით;
6.5.2.4 კლიენტის მიერ განაცხადის ან/და განცხადების არასწორი ან არასრულყოფილი შევსებით;
6.5.2.5 კლიენტის მიერ ბანკისთვის მიწოდებული ინფორმაციის უსწორობით ან/და უზუსტობით;
6.5.2.6 კლიენტის მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით;
6.5.2.7 კლიენტისთვის ამ ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებების კლიენტის მიერ გამოუყენებლობით.
6.5.2.8 ბანკის მიერ გაცემული რეკომენდაციების კლიენტის მიერ შეუსრულებლობით.
6.6 მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, თუ ეს გარემოებები გამოწვეულია დაუძლეველი (გადაულახავი) ძალის პირდაპირი ზემოქმედებით, კერძოდ: წყალდიდობით, მიწისძვრით, ხანძრით, გაფიცვით, სამხედრო მოქმედებით, ბლოკადით, სახელმწიფო ორგანოების აქტით ან ქმედებით და სხვა (ფორს-მაჟორული გარემოებები). ფორს-მაჟორული გარემოების დადგომისას მხარეები ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ შეატყობინონ ამის შესახებ მეორე მხარეს. მხარეების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება გადაიდება ფორს-მაჟორული გარემოებების ლიკვიდაციამდე.
7. ინფორმაცია კლიენტის შესახებ და საბანკო საიდუმლოება
7.1 კლიენტი აცხადებს, რომ მის მიერ ამ ხელშეკრულების 1.2 პუნქტში აღნიშნული განაცხადის ბანკის მიერ მიღების მომენტში ბანკისთვის მიწოდებული ინფორმაცია (მათ შორის სამეწარმეო საქმიანობისა და მისი, როგორც გადასახადის გადამხდელის სტატუსის შესახებ) არის
უტყუარი, ზუსტი, სრული და ამომწურავი. კლიენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ბანკს მისი საიდენტიფიკაციო მონაცემების, საკონტაქტო ინფორმაციის, სტატუსის ან საქმიანობის სახის ნებისმიერი ცვლილების შესახებ.
7.2 ბანკი ვალდებულია დაიცვას კლიენტთან დაკავშირებული საბანკო ოპერაციების და ანგარიშების შესახებ ინფორმაციის საიდუმლოება (კონფიდენციალობა), რომელიც მისთვის ცნობილი გახდა კლიენტთან საქმიანი ურთიერთობისას, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ან თუ საქმე ეხება ჩვეულებრივ საბანკო ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებითაც არ ილახება კლიენტის ინტერესები (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 863-ე მუხლის შესაბამისად). xxxxxx მიერ კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულება ძალაშია ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შემდეგაც.
7.3 ბანკი პასუხს არ აგებს xxxxxxxx მიერ ბანკისთვის მიწოდებული საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამისად გაგზავნილი შეტყობინების სხვა პირის მიერ მიღებით გამოწვეულ შედეგ(ებ)ზე.
7.4 კლიენტის მომსახურების გაუმჯობესების მიზნით კლიენტი ბანკს ანიჭებს უფლებას სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსგან, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან ან/და მსგავსი უფლებამოსილების მქონე სხვა ორგანოსგან/პირისგან მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია კლიენტის შესახებ (მათ შორის პერსონალური მონაცემები) ანგარიშ(ებ)ის გახსნის, ოპერაცი(ებ)ის წარმოების ან/და მომსახურების გაწევის დროს.
8. ხელშეკრულების მოქმედება და სხვა პირობები
8.1 ეს ხელშეკრულება ძალაში შედის ამ ხელშეკრულების 1.2 პუნქტში აღნიშნული განაცხადის მიღების ბანკის მიერ დადასტურების მომენტიდან და იმოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.
8.2 კლიენტს უფლება აქვს ნებისმიერ დროს დახუროს ანგარიში ან შეწყვიტოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე ან ყველა სახის მომსახურებით სარგებლობა ანგარიშის დახურვამდე ან მომსახურებით სარგებლობის შეწყვეტამდე 10 (ათი) კალენდარული დღით ადრე ბანკისთვის წერილობითი შეტყობინების გადაცემის მეშვეობით.
8.3 ბანკს უფლება აქვს ნებისმიერ დროს:
8.3.1 შეწყვიტოს ამ ხელშეკრულების მოქმედება შეწყვეტამდე არანაკლებ 10 (ათი) კალენდარული დღით ადრე კლიენტისთვის შეტყობინებით;
8.3.2 შეცვალოს ამ ხელშეკრულებაში აღწერილი მომსახურების პირობები, მახასიათებლები ან/და საფასური (ბანკის მიერ დადგენილ ტარიფებში ცვლილებების შემთხვევაში), კლიენტს შესთავაზოს ან შეწყვიტოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე ან რამდენიმე მომსახურების გაწევა;
8.3.3 დახუროს კლიენტის ანგარიში კლიენტის მიერ ბანკთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის, ანგარიშზე 6 (ექვსი) თვის განმავლობაში ნაშთის არარსებობის ან/და ანგარიშის მეშვეობით ოპერაციების განუხორციელებლობის შემთხვევაში (ამ პუნქტის მიზნებისთვის ოპერაციის განხორციელებად არ ჩაითვლება ბანკის მომსახურების საფასურის გადარიცხვა/ჩამოწერა კლიენტის ანგარიშიდან). ანგარიშის დახურვის შემთხვევაში კლიენტს დაუბრუნდება შესაბამის ანგარიშზე რიცხული თანხა.
8.4 ამ ხელშეკრულების მოქმედება ნებისმიერ დროს შეიძლება შეწყდეს მხარეთა შეთანხმებით ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
8.5 ბანკს უფლება აქვს ცვლილებები (დამატებები) შეიტანოს ამ ხელშეკრულების ტექსტში ცვლილების (დამატებების) განხორციელებამდე 10 (ათი) კალენდარული დღით ადრე ბანკის ინტერნეტ-გვერდზე xxx.xxxxxxx.xx ან/და ბანკის ფილიალებისა და სერვიცენტრების შენობებში შესაბამისი ინფორმაციის განთავსების მეშვეობით.
8.6 ამ ხელშეკრულების 8.5 პუნქტში აღწერილ შემთხვევაში კლიენტს უფლება ექნება ბანკის ინტერნეტ-გვერდზე ან/და ბანკის ფილიალებისა და სერვიცენტრების შენობებში ინფორმაციის განთავსებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის გასვლამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ამ ხელშეკრულების მოქმედება ამ ხელშეკრულების 8.2 პუნქტით გათვალისწინებული წესით.
8.7 იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი არ ისარგებლებს ამ ხელშეკრულების 8.6 პუნქტში აღწერილი უფლებით, xxxxxx მიერ შეთავაზებული ცვლილებები (დამატებები) ჩაითვლება კლიენტის მიერ მიღებულად, ხელშეკრულება კი შეცვლილად, შეთავაზებული პირობების შესაბამისად. ბანკს უფლება აქვს ცვლილება, რომელიც არ აუარესებს კლიენტის მდგომარეობას ძალაში შეიყვანოს ინტერნეტ-გვერდზე მისი განთავსებისთანავე.
8.8 ნებისმიერი შეტყობინება ხორციელდება წერილობით, ან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ფორმით. წერილობითი შეტყობინება მხარეს უნდა გადაეცეს შეტყობინების გამგზავნისთვის ცნობილ ბოლო მისამართზე. ბანკს შეუძლია შეტყობინებისთვის გამოიყენოს კომუნიკაციის სხვა საშუალებებიც (მათ შორის ელექტრონული, ციფრული, სატელეფონო და სხვა). მისამართის შეცვლის შესახებ შეტყობინების მიღებამდე ბანკის მიერ კლიენტის წინა მისამართზე გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლება ჩაბარებულად.
8.9 იმ საკითხების მოწესრიგებისას, რომლებიც ამ ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული, მხარეები ხელმძღვანელობენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
8.10 მხარეთა შორის წამოჭრილი ყველა დავა და უთანხმოება გადაწყდება მოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა განიხილება 8.16-8.19 პუნქტების შესაბამისად.
8.11 მხარეები თანხმდებიან, რომ:
8.11.1 ბანკის ინტერნეტ-გვერდზე განთავსებულ და ბანკის მონაცემთა ბაზებში (კომპიუტერულ პროგრამებში) დაცულ ინფორმაციას, ამ ინფორმაციის ბანკის მიერ დამზადებულ ელექტრონულ ასლებსა და ამონაბეჭდებს, რომლებიც დამოწმებულია ბანკის დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ხელმოწერით, აქვთ მტკიცებულებითი ძალა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ურთიერთობებთან დაკავშირებული ფაქტების არსებობა-არარსებობის დადასტურების მიზნებისთვის.
8.12 ამ ხელშეკრულებას ენიჭება უპირატესი ძალა მხარეთა შორის ამ ხელშეკრულების საგანთან დაკავშირებით ადრე გაფორმებულ სხვა ხელშეკრულებებთან წინააღმდეგობის შემთხვევაში.
8.13 ამ ხელშეკრულების რომელიმე ნაწილის ბათილობა და/ან მოქმედების შეწყვეტა არ იწვევს მთლიანად ხელშეკრულების ბათილობას ან მოქმედების შეწყვეტას.
8.14 კლიენტის მომსახურების პირობები, ტარიფები, საპროცენტო განაკვეთები და ბანკის რეკომენდაციები უფრო დეტალურად არის აღწერილი ბანკის მიერ გავრცელებულ საინფორმაციო მასალაში (მათ შორის ბუკლეტები, ბროშურები, ბანკის ინტერნეტ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია და სხვა). საინფორმაციო მასალაში მოცემულ ინფორმაციასა და ამ ხელშეკრულების შინაარსს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში გამოიყენება ამ ხელშეკრულების დებულებები.
8.15 ამ ხელშეკრულების ტექსტი განთავსებულია ბანკის ინტერნეტ-გვერდზე xxx.xxxxxxx.xx, მოთხოვნის შემთხვევაში კლიენტს გადაეცემა ხელმოწერილი ხელშეკრულება.
8.16 მხარეები თანხმდებიან, რომ ამ ხელშეკრულებიდან (შეთანხმებიდან) გამომდინარე, ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა, უთანხმოება ან მოთხოვნა, მათ შორის ამ ხელშეკრულების (შეთანხმების) შესრულების, დარღვევის, შეწყვეტის, ან ბათილობის საკითხ(ებ)ი, რომელთა დავის საგნის ჯამური (საერთო) ღირებულება არ წარმოადგენს 7.000 (შვიდი ათასი) ლარიდან 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარამდე არსებულ თანხას ან ამ თანხის ექვივალენტს სარჩელის წარდგენის თარიღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსის შესაბამისად სხვა ვალუტაში, განსახილველად და საბოლოოდ გადასაწყვეტად გადაეცემა სასამართლოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268–ე მუხლის 1f ნაწილის შესაბამისად, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებული ბანკის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება (მათ შორის გადახდის ბრძანება) მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
8.17 მხარეები თანხმდებიან, რომ ხელშეკრულებიდან (შეთანხმებიდან) გამომდინარე, ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა, უთანხმოება ან მოთხოვნა, მათ შორის ამ ხელშეკრულების (შეთანხმების) შესრულების, დარღვევის, შეწყვეტის, ან ბათილობის საკითხ(ებ)ი, რომელთა დავის საგნის ჯამური (საერთო) ღირებულება წარმოადგენს 7.000 (შვიდი ათასი) ლარიდან 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარამდე არსებულ თანხას ან ამ თანხის ექვივალენტს სარჩელის წარდგენის თარიღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსის შესაბამისად სხვა ვალუტაში, განსახილველად და საბოლოოდ გადასაწყვეტად გადაეცემა არბიტრაჟს. მხარეები თანხმდებიან, რომ მხარეთა შორის დავას განიხილავს მუდმივმოქმედი არბიტრაჟი “მორავი” (საიდენტიფიკაციო კოდი 404379347). იმ შემთხვევაში, თუ საარბიტრაჟო სარჩელის (პრეტენზიის) წარდგენის მომენტში ზემოხსენებულ არბიტრაჟი იქნება ლიკვიდირებული ან მას შეჩერებული/შეწყვეტილი ექნება ფუნქციონირება დავას განიხილავს მუდმივმოქმედი არბიტრაჟი “დავების განმხილველი ცენტრი” (DRC) (საიდენტიფიკაციო კოდი 204547348). იმ შემთხვევაში, თუ საარბიტრაჟო სარჩელის (პრეტენზიის) წარდგენის მომენტში ზემოხსენებულ არბიტრაჟი იქნება ლიკვიდირებული ან მას შეჩერებული/შეწყვეტილი ექნება ფუნქციონირება დავას განიხილავს მუდმივმოქმედი არბიტრაჟი “თბილისის საარბიტრაჟო-სამომრიგებლო პალატა” (საიდენტიფიკაციო კოდი 205184469). იმ შემთხვევაში, თუ საარბიტრაჟო სარჩელის (პრეტენზიის) წარდგენის მომენტში ზემოხსენებული არბიტრაჟი იქნება ლიკვიდირებული ან მას შეჩერებული/შეწყვეტილი ექნება ფუნქციონირება დავას განიხილავს მუდმივმოქმედი არბიტრაჟი “დამოუკიდებელ საარბიტრაჟო სასამართლო” (საიდენტიფიკაციო კოდი 205267913) იმ შემთხვევაში, თუ საარბიტრაჟო სარჩელის (პრეტენზიის) წარდგენის მომენტში ზემოხსენებული არბიტრაჟი იქნება ლიკვიდირებული ან მას შეჩერებული/შეწყვეტილი ექნება ფუნქციონირება დავას განიხილავს მუდმივმოქმედი არბიტრაჟი “თბილისის საარბიტრაჟო პალატა” (საიდენტიფიკაციო კოდი 204418291). იმ შემთხვევაში, თუ საარბიტრაჟო სარჩელის (პრეტენზიის) წარდგენის მომენტში ზემოხსენებული არბიტრაჟი იქნება ლიკვიდირებული ან მას შეჩერებული/შეწყვეტილი ექნება ფუნქციონირება დავას განიხილავს მუდმივმოქმედი არბიტრაჟი “საქართველოს საარბიტრაჟო პალატა” (საიდენტიფიკაციო კოდი 205267389);
8.18 მხარეები თანხმდებიან და ადგენენ საარბიტრაჟო წარმოების წესებს და პროცედურებს ქვემოთჩამოთვლილი პირობების (საარბიტრაჟო
დათქმა–შეთანხმება) შესაბამისად. საარბიტრაჟო წარმოების წესები და პროცედურები განისაზღვრება მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულების დებულების შესაბამისად, თუ წინამდებარე შეთანხმებით სხვა წესები და პროცედურები არ არის განსაზღვრული ან წინამდებარე შეთანხმება არ ადგენს მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულების დებულებისაგან განსხვავებულ ან/და დამატებით წესებს და პროცედურებს. ამასთან გამოიყენება მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულების დებულების ის რედაქცია, რომელიც მოქმედებს საარბიტრაჟო სარჩელის მიღების თარიღისათვის. საარბიტრაჟო დავ(ებ)ის განხილვის ადგილი არის ქალაქი თბილისი, არბიტრაჟი დავას გადაწყვეტს საქართველოს კანომდებლობით მოქმედი სამართლის ნორმების შესაბამისად და საარბიტრაჟო განხილვა წარმოებს ქართულ ენაზე. მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულება დავას განიხილავს ერთი არბიტრის შემადგენლობით. მხარეები თანხმდებიან, რომ არბიტრის დანიშვნის უფლება გააჩნია ერთპიროვნულად ბანკს. ბანკი არბიტრს ნიშნავს მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულების მიერ საარბიტრაჟო სარჩელის წარმოებაში მიღებიდან 3 (სამი) დღის ვადაში. დანიშნული არბიტრი სავალდებულოდ უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი ურიდიული განათლების მქონე პირი, 2 წლის გამოცდილებით საბანკო სფეროში. თუ დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 20.000 (ოცი ათასი) ლარს ან მის ექვივალენტს საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენის თარიღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსის შესაბამისად სხვა ვალუტაში, არბიტრაჟი დავას განიხილავს მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე (საარბიტრაჟო განხილვის ფორმა) მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულების დებულების შესაბამისად. იმ შემთხვევაში თუ ბანკი არ დანიშნავს არბიტრს ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ ვადაში, ჩაითვლება რომ ის უარს ამბობს ისარგებლოს არბიტრის უშუალოდ დანიშვნის უფლებით. ასეთ შეთხვევევაშ მხარეები წინასწარ თანხმდებიან, რომ არბიტრის დანიშვნის უფლება გადაეცემა მუდმივმოქმედ საარბიტრაჟო დაწესებულებას და მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულება არბიტრს ნიშნავს ბანკის მიერ არბიტრის დანიშვნის ვადის გაშვებიდან 3 (სამი) დღის განმავლობაში. საარბიტრაჟო განხილვის დაწყებამდე ან განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე, მხარეს შეუძლია შუამდგომლობით მიმართოს მუდმივმოქმედ საარბიტრაჟო დაწესებულებას, ხოლო არბიტრაჟის ფორმირების შემდეგ – არბიტრაჟს, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ. მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულების (ან არბიტრაჟის) მიერ გამოყენებულ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებს აქვთ სავალდებულო ძალა და იგი უნდა აღსრულდეს არბიტრაჟის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. მხარეები თანხმდებიან, რომ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება(ებ)ს აქვს (აქვთ) სავალდებულო იურიდიული ძალა მხარის მიერ მის ცნობისა და აღსრულებისათვის სასამართლოსათვის მიმართვის გარეშე. თუ მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულების დებულებით ან/და კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული, არბიტრაჟის გადაწყვეტილების გამოტანასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხების გადაწყვეტის უფლებამოსიელბა ენიჭება საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარეს. საარბიტრაჟო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოპასუხე მხარეს ეკისრება საარბიტრაჟო წარმოებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი, მათ შორის: საარბიტრაჟო მოსაკრებელი, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მოსაკრებელი ან/და სასამართლო ბაჟი, იურიდიული მომსახურების ხარჯები, მტკიცებულებათა გამოთხოვისა ან/და მათი უზრუნვეყოფის ხარჯები, სპეციალისტის, ექსპერტის, თარჯიმნის, ადგილზე დათვალიერების ხარჯები, ასევე მხარის (კლიენტის, დამგირავებლის, იპოთეკის საგნის მესაკუთრის, თავდების, სოლიდარული მოვალის) საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების, არამატერიალური აქტივის მოძიების ხარჯები, ასევე მხარის საცხოვრებელი ადგილის ან/და იურიდიული მისამართის დადგენის ხარჯები, ასევე საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებასთან დაკავშირებული ხარჯები. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან და არ არის აუცილებელი შეიცავდეს სამოტივაციო ნაწილს.
8.19 მხარეები თანხმდებიან, რომ მათ შორის შეტყობინება ან/და სხვა სახის ოფიციალური კომუნიკაცია წარმოებს წერილობით ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით. მხარეები თანხმდებიან, რომ კომუნიკაცია მათსა და სასამართლოს ან/და მათსა და და საარბიტრაჟო დაწესებულებას ან/და მათსა და და არბიტრებს შორის წარმოებს წერილობით ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით. მხარეები თანხმდებიან, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნებისმიერი ოფიციალური შეტყობინება, მათ შორის ხელშეკრულებაზე
უარის თქმის, ხელშეკრულების მოშლის, ხელშეკრულების შეწყვეტის ან/და ვალდებულების შესრულებისათვის დამატებითი ვადის განსაზღვრის, აგრეთვე საპროცენტო განაკვეთის ბანკის მიერ ცალმხრივად გაზრდის შესახებ განხორცილებულად ჩაითვლება, თუ მხარეს ჩაბარდება წერილობით ან/და ელექტრონული ფორმით წინამდებარე ხელშეკრულების რეკვიზიტების ნაწილში განსაზღვრულ ელ– ფოსტის მისამართზე. კლიენტი აცხადებს თანხმობას, რომ სასამართლომ ან არბიტრაჟმა (xxxxxxxx) მისი დაბარება, მისთვის უწყების ჩაბარება, მისთვის სასამართლო ან საარბიტრაჟო საქმისწარმოების დოკუმენტაციების გადაცემა, მისთვის გადაწყვეტილების (განჩინების)
/ გადახდის ბრძანების / საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ჩაბარება განახორციელოს წერილობით ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით წინამდებარე ხელშეკრულების რეკვიზიტების ნაწილში განსაზღვრულ ელ–ფოსტის მისამართზე. თუ მხარეს შეტყობინება ეგზავნება ელექტრონული ფორმით წინამდებარე ხელშეკრულების რეკვიზიტების ნაწილში მითითებულ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე, მიღება (მხარისათვის ჩაბარება) უნდა დადასტურდეს შესაბამისი ტექნიკური საშუალების ამონაწერით ან/და, შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით. კლიენტი აცხადებს თანხმობას, რომ წინამდებარე ხელშეკრულების რეკვიზიტების ნაწილში განსაზღვრულ ელ–ფოსტის მისამართზე ელექტრონული ფოსტის საშუალებით განთავსებული შეტყობინება (თუ მიღება (მხარისათვის ჩაბარება) დასტურდება შესაბამისი ტექნიკური საშუალების ამონაწერით ან/და შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით) მისთვის ჩაბარებულად ითვლება. კლინეტი იღებს ვალდებულებას აღნიშნულ ელ–ფოსტის მისამართზე განთავსებულ კორესპოდენციას გაეცნოს არანაკლებ თვეში ერთხელ.
8.20 იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს ექნება რაიმე სახის ვალდებულება ბანკის მიმართ, ამ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ბანკი განახორციელებს იპოთეკის ან/და გირავნობის საგნის საკუთრებაში მიღებას ან რეალიზაციას და ბანკის (როგორც იპოთეკარის ან/და მოგირავნის) მიერ იპოთეკის ან/და გირავნობის საგნის საკუთრებაში მიღების მომენტისთვის იპოთეკის ან/და გირავნობის საგნის ღირებულება იქნება უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოცულობაზე ნაკლები ან თუ იპოთეკის ან/და გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარავად, უზრუნველყოფილი მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება მხოლოდ იპოთეკის ან/და გირავნობის საგნის ღირებულების ან იპოთეკის ან/და გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხის ტოლი ოდენობით.
8.21 ამ ხელშეკრულების 8.20 პუნქტით დადგენილი წესი გამოიყენება ასევე გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში იპოთეკისა და გირავნობის საგნ(ებ)ის რეალიზაციის შემთხვევაში, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ აუქციონზე გასაყიდი დატვირთული ნივთის სყიდვის ფასი იქნება ბანკის მოთხოვნაზე ნაკლები, დატვირთული ნივთის რეალიზაციით მიღებული თანხით ბანკის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ ბანკის მოთხოვნა მაინც ჩაითვლება უზრუნველყოფილად, ხოლო ბანკი უზრუნველყოფილ კრედიტორად.
8.22 ბანკს უფლება აქვს მოითხოვოს აღსრულების მიქცევა კლიენტის ნებისმიერ ქონებაზე (კლიენტის კუთვნილ ნებისმიერ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე) მიუხედავად იმისა უზრუნველყოფილია, თუ არა კლიენტის ვალდებულება (ბანკის მოთხოვნა) სანივთო უფლებით (იპოთეკით, გირავნობით).
8.23 იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი წინასწარ არ განაცხადებს წერილობით უარს, ჩაითვლება, რომ xxxxxxx თანახმაა ბანკის მიერ განხორციელებულ წამახალისებელ აქციებში მონაწილეობასა და ამ აქციების პირობებზე.
9. ინტერნეტ-ბანკი
9.1 მომსახურების აღწერა
9.1.1 ინტერნეტ-ბანკით მომსახურება გულისხმობს ბანკში გამოუცხადებლად კლიენტის მიერ ბანკის სპეციალური ინტერნეტ-გვერდის xxxxx://xxx.xxxxxxxxx.xx გამოყენებით ბანკის მიერ განსაზღვრული:
9.1.1.1 საბანკო ინფორმაციის მიღებას;
9.1.1.2 სხვადასხვა საბანკო მომსახურებით (სერვისით) სარგებლობისთვის რეგისტრაციას;
9.1.1.3 ლიმიტების ფარგლებში სხვადასხვა საბანკო ოპერაციის განხორციელებას.
9.1.2 ინტერნეტ-ბანკის საშუალებით კლიენტს შეუძლია განახორციელოს სხვადასხვა საბანკო ოპერაცია ან/და ქმედება ამ ხელშეკრულებაში მოცემული და ოპერაციის განხორციელების დროისთვის ბანკის მიერ დადგენილი წესების, მოთხოვნებისა და პირობების შესაბამისად.
9.1.3 ინტერნეტ-ბანკით მომსახურების მისაღებად კლიენტმა ბანკს უნდა მიმართოს განაცხადით ამ ხელშეკრულების 1.2 პუნქტის შესაბამისად.
9.1.4 დაკარგული/დავიწყებული მომხმარებლის სახელის ან/და პაროლის აღდგენა შესაძლებელია ამ ხელშეკრულების 9.1.3 ქვეპუნქტში აღწერილი წესით.
9.2 კლიენტის იდენტიფიკაცია
9.2.1 ბანკის ინტერნეტ-გვერდზე შესვლის დროს კლიენტის იდენტიფიკაცია ხდება “მომხმარებლის სახელით” (Usernamde) და “პაროლით” (Password) (შემდგომში „საიდენტიფიკაციო მონაცემები“). ზემოხსენებული მონაცემების ინტერნეტ-გვერდის სპეციალურ „შემსვლელ“ გრაფაში შეტანის გარეშე კლიენტს არ ექნება საშუალება, მიიღოს ინფორმაცია მისი ანგარიშ(ებ)ის შესახებ, შეასრულოს საბანკო ოპერაციები ან დარეგისტრირდეს მომსახურებებზე (სერვისებზე).
9.2.2 კლიენტის ინფორმაციისა და ოპერაციების უსაფრთხოების დაცვის მიზნით ბანკი უფლებამოსილია შექმნას დამატებითი მექანიზმები კლიენტის იდენტიფიკაციისთვის, გარკვეული სახის მომსახურების გასაწევად მოითხოვოს ბანკის მიერ კლიენტისთვის გადაცემული მოწყობილობების (“Digipass Token“ და სხვა) მეშვეობით შექმნილი (გენერირებული) ან/და სხვა სახის კოდების (მათ შორის ამ ხელშეკრულების 11.2.1 ქვეპუნქტში აღწერილი სატელეფონო კოდის) გამოყენება.
9.2.3 ბანკი და კლიენტი ვალდებულნი არიან დაიცვან საიდენტიფიკაციო მონაცემების კონფიდენციალობა.
9.2.4 საიდენტიფიკაციო მონაცემების დაკარგვის შემთხვევაში, კლიენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბანკს განცხადებით (ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე ფორმით) ახალი საიდენტიფიკაციო მონაცემების მინიჭების შესახებ.
9.2.5 ბანკი ვალდებულია კლიენტის მიერ საიდენტიფიკაციო მონაცემების დაკარგვის თაობაზე შეტყობინების საფუძველზე უზრუნველყოს კლიენტის ანგარიშებზე ინტერნეტ-ბანკით მომსახურების შეჩერება კლიენტისგან ახალი განკარგულებების მიღებამდე.
9.2.6 თუ კლიენტის ანგარიშ(ებ)ის მართვა ხდება ერთობლივად რამდენიმე ხელმოწერის („ფაქსიმილეს“) გამოყენებით, კლიენტის ოპერაცია ინტერნეტ-ბანკის მეშვეობით შესრულდება მხოლოდ ყველა ხელმომწერი პირის მიერ ამ ოპერაციის ელექტრონულად დადასტურების (ავტორიზაციის) შემთხვევაში, თუ მიუხედავად რამენიმე ხელმომწერი პირის არსებობისა, ნებისმიერ მათგანს აქვს ოპერაციების დამოუკიდებლად წარმოების უფლება ოპერაცია შესრულდება ერთ-ერთი ხელმომწერი პირის მიერ ამ ოპერაციის ელექტრონულად დადასტურების (ავტორიზაციის) შემთხვევაში.
9.2.7 კლიენტის მიერ ბანკში ახალი ანგარიშის გახსნისას, ინტერნეტ-ბანკით მომსახურება განხორციელდება ავტომატურად, არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების გამოყენებით.
9.2.8 კლიენტი წინასწარ აცხადებს, რომ მხოლოდ შესაბამისი სერვისების (მომსახურებების) პირობების დეტალურად შესწავლის შემდეგ დარეგისტრირდება ამ სერვისების მომხმარებლად და რომ ამ ხელშეკრულების 9.2.1 ქვეპუნქტში აღნიშნული საიდენტიფიკაციო მონაცემების გამოყენებით რეგისტრაციის ნების გამოხატვა ჩაითვლება მის თანხმობად იმ მომსახურების ყველა პირობაზე, რომლის მომხმარებლადაც დარეგისტრირდება კლიენტი ბანკის ინტერნეტ-გვერდის მეშვეობით.
9.2.9 კლიენტის პრეტენზიები ინტერნეტ-ბანკით მომსახურებასთან დაკავშირებით მიიღება ოპერაციის განხორციელებიდან 45 (ორმოცდახუთი) დღის განმავლობაში.
9.2.10 კლიენტი აცნობიერებს და ადასტურებს, რომ ინტერნეტ-ბანკის საშუალებით ბანკისთვის გაგზავნილ შეტყობინებას (მათ შორის საგადახდო დავალებას, ნებისმიერ განაცხადს (მათ შორის ანგარიშის გახსნის/დახურვის ან/და კრედიტის წინსწრებით დაფარვის შესახებ)) აქვს ანგარიშის განკარგვაზე უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული (წერილობითი ფორმით შესრულებული და ხელმოწერილი) ქაღალდზე დაბეჭდილი საბუთის ტოლფასი იურიდიული ძალა;
9.2.11 კლიენტი ბანკს ავალებს და უფლებას აძლევს ბანკთან ინტერნეტ-ბანკით კავშირისას:
9.2.11.1 კლიენტისთვის ხელმისაწვდომი გახადოს მიაწოდოს მას ინფორმაცია მისი ანგარიშების შესახებ;
9.2.11.2 კლიენტის დავალებით შეასრულოს ინტერნეტ-ბანკით მომსახურების ფარგლებში ბანკის მიერ დაშვებული ოპერაციები ან/და ქმედებები.
9.3 კლიენტი ვალდებულია:
9.3.1 ინტერნეტ-ბანკთან კავშირის დასამყარებლად გამოიყენოს მხოლოდ „ინტერნეტ-ბრაუზერის“ ისეთი თანამედროვე ვერსია, რომელიც მონაცემთა მინიმუმ 128 (ას ოცდარვა) ბიტიან დაშიფვრას უზრუნველყოფს;
9.3.2 უსაფრთხოდ შეინახოს ინტერნეტ-ბანკით სარგებლობისთვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია, საიდენტიფიკაციო მონაცემები და ბანკის მიერ მისთვის გადაცემული/მიწოდებული მოწყობილობები (“Digipass Token“, “Digipass Nano“ და სხვა), ჩაწერილი (ინსტალირებული) პროგრამული მოდულები/აპლიკაციები, ასევე ამ მოწყობილობებთან, ჩაწერილ (ინსტალირებულ) პროგრამულ მოდულებთან/აპლიკაციებთან დაკავშირებული ყველა სახის კოდი და არ დაუშვას მათი აღმოჩენა ნებისმიერი მესამე პირის განკარგულებაში;
9.3.3 ინტერნეტ-ბანკში პირველად შესვლისთანავე შეცვალოს პაროლი (Password) და დაიცვას მისი კონფიდენციალობა;
9.3.4 ხშირად ცვალოს პაროლი, არ გაანდოს პაროლი, კოდი და/ან ბანკის მიერ მისთვის გადაცემული/მიწოდებული მოწყობილობის (“Digipass Token“, “Digipass Nano“ და სხვა), ჩაწერილი (ინსტალირებული) პროგრამული მოდულების/აპლიკაციების, საიდენტიფიკაციო კოდი მესამე პირს, არ შეინახოს ეს მონაცემები კომპიუტერის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის (მაგალითად მობილური ტელეფონის აპარატის) მეხსიერებაში, არ დაუშვას ბანკის მიერ მისთვის გადაცემული მოწყობილობების ან/და ამ მოწყობილობების საშუალებით შექმნილი (გენერირებული) ან/და სხვა სახის კოდების აღმოჩენა ნებისმიერი მესამე პირის განკარგულებაში მესამე პირისთვის გადაცემა;
9.3.5 ინტერნეტ-ბანკის უშუალო გამოყენებამდე დარწმუნდეს, რომ რომ მისამართის ველში ნამდვილად წერია ამ ხელშეკრულების 9.1.1 ქვეპუნქტში მითითებული მისამართი და ამ მისამართის ნამდვილობა (აუთენტიკურობა/ორიგინალობა) გადაამოწმოს უსაფრთხოების სერთიფიკატით;
9.3.6 პაროლის, რომელიმე კოდის ან მოწყობილობის დაკარგვის ან გამჟღავნების (ნებისმიერი მესამე პირის განკარგულებაში აღმოჩენის) შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეატყობინოს ბანკს ამის შესახებ;
9.3.7 არ ენდოს ელ. ფოსტის მისამართზე მიღებულ შეტყობინებებს, რომელთა ავტორებიც ბანკის სახელით ითხოვენ პირადი ან/და საბანკო მონაცემების მიწოდება/განახლებას;
9.3.8 დროულად გადაიხადოს მომსახურების საფასური.
9.4 კლიენტი უფლებამოსილია:
9.4.1 ინტერნეტ-ბანკის მომხმარებლად დაარეგისტრიროს რამდენიმე პირი, რომლებსაც ექნებათ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების სრულად, ან ნაწილობრივ მიღების უფლება;
9.4.2 ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით უარი თქვას ინტერნეტ-ბანკით სარგებლობაზე.
9.5 ბანკს უფლება აქვს:
9.5.1 ინტერნეტ-ბანკის მეშვეობით კლიენტისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ინფორმაცია მისი ანგარიშების შესახებ;
9.5.2 კლიენტის დავალებით შეასრულოს ბანკის მიერ ინტერნეტ-ბანკით მომსახურების ფარგლებში დაშვებული ოპერაციები;
9.5.3 რისკების შემცირების მიზნით კლიენტის აქტიურ ოპერაციებზე (გადარიცხვები, კონვერტაციები) ცალმხრივად დააწესოს შეზღუდვები და დაადგინოს ასეთი ოპერაციების ზღვრულად დასაშვები პარამეტრები (ერთჯერადი გადარიცხვის მაქსიმალური თანხა, გარკვეულ პერიოდში ჯამურად გადარიცხული თანხის მაქსიმალური ოდენობა, გადარიცხვების მაქსიმალური რაოდენობა, ერთი მომხმარებლის მიერ შესრულებული ოპერაციების დადასტურების აუცილებლობა სხვა მომხმარებლის მიერ და სხვა).
10. ავტომატური გადარიცხვები
10.1 მომსახურების აღწერა
10.1.1 ავტომატური გადარიცხვებით მომსახურება გულისხმობს კლიენტის ანგარიშებიდან ბანკის მიერ თანხების გადარიცხვას კლიენტის შემდგომი თანხმობის გარეშე, ავტომატური გადარიცხების შესახებ კლიენტის განაცხადში მითითებული ფიქსირებული თანხის ან კლიენტის კრედიტორის მიერ კლიენტის დავალიანების შესახებ ბანკისთვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
10.1.2 მხარეები თანხმდებიან, რომ ავტომატური გადარიცხვების შესასრულებლად ბანკის მიერ შექმნილ (ფორმირებულ) ელექტრონულ საგადახდო საბუთს აქვს ქაღალდზე დაბეჭდილი და ანგარიშის განკარგვის უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ხელმოწერით დადასტურებული საბუთის ტოლფასი იურიდიული ძალა.
10.1.3 ბანკი ავტომატურ გადარიცხვებს განახორციელებს ამ ხელშეკრულებაში, ავტომატური გადარიცხვების სერვისზე რეგისტრაციის განაცხადსა და ბანკის მიერ გავრცელებულ საინფორმაციო მასალაში მოცემული მოთხოვნებისა და პირობების გათვალისწინებით.
10.1.4 ავტომატური გადარიცხვების მომსახურების მისაღებად კლიენტმა ბანკს უნდა მიმართოს განაცხადით ამ ხელშეკრულების 1.2 პუნქტის შესაბამისად.
10.2 კლიენტი ვალდებულია:
10.2.1 ავტომატური გადარიცხვების სერვისზე რეგისტრაციის შესახებ განაცხადში მიუთითოს ერთი ან რამდენიმე ანგარიში (რომელთაგან ერთი აუცილებლად იქნება სალარე);
10.2.2 დამხმარე ანგარიშად აუცილებლად დაარეგისტრიროს უცხოურ ვალუტაში გახსნილი საკუთარი ანგარიში იმ შემთხვევაში, თუ ავტომატური გადარიცხვებით ხდება უცხოურ ვალუტაში დაფიქსირებული თანხის (ეკვივალენტის ეროვნულ ვალუტაში) გადახდა.
10.2.3 განაცხადში მითითებულ ანგარიშებზე ყოველთვის იქონიოს ავტომატური გადარიცხვებისთვის საკმარისი ნაშთი;
10.2.4 გადაიხადოს მომსახურების საფასური გადარიცხვის მომენტისთვის ბანკში მოქმედი ტარიფების შესაბამისად.
10.3 კლიენტი უფლებამოსილია:
10.3.1 ბანკის საინფორმაციო მასალაში დაფიქსირებული სერვისების საშუალებით მიიღოს ინფორმაცია მისი ანგარიშებიდან ავტომატური გადარიცხვების განხორციელების შესახებ;
10.3.2 შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები სერვისზე რეგისტრაციის თავდაპირველ განაცხადში დაფიქსირებულ მონაცემებში;
10.3.3 ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით უარი განაცხადოს ავტომატური გადარიცხვების სერვისით სარგებლობაზე.
10.4 ბანკი ვალდებულია:
10.4.1 უზრუნველყოს კლიენტი ავტომატური გადარიცხვებით ბანკის მიერ გავრცელებულ საინფორმაციო მასალაში მოცემული პირობების დაცვით;
10.4.2 უზრუნველყოს კლიენტის ინფორმირება (მოკლე ტექსტური შეტყობინებით) შესრულებული გადარიცხვის თაობაზე.
10.5 ბანკი უფლებამოსილია:
10.5.1 არ განახორციელოს ავტომატური გადარიცხვა (ანგარიშსწორება) კლიენტის ანგარიშ(ებ)ზე არასაკმარისი თანხის არსებობისას;
10.5.2 არ განახორციელოს ავტომატური გადარიცხვა (ანგარიშსწორება) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან ბანკის წინაშე დავალიანების არსებობისას;
10.5.3 მის მიერ გავრცელებული საინფორმაციო მასალით (მათ შორის ბუკლეტებით, ბროშურებით, ბანკის ინტერნეტ-გვერდზე შესაბამისი ინფორმაციის განთავსებით და სხვა) განსაზღვროს ავტომატური გადარიცხვების შესრულებისა და კლიენტთან დაკავშირებული ან სხვა ნებისმიერი მიზეზით რომელიმე ავტომატური გადარიცხვის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში კლიენტისთვის შეტყობინების გარეშე ავტომატური გადარიცხვებით მომსახურების ცალმხრივად სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტის წესი.
11. სატელეფონო მომსახურება
11.1 მომსახურების აღწერა
11.1.1 სატელეფონო მომსახურება გულისხმობს კლიენტის მიერ ბანკში გამოუცხადებლად სატელეფონო კავშირის გამოყენებით ბანკის მიერ განსაზღვრული:
11.1.1.1 საბანკო ინფორმაციის მიღებას;
11.1.1.2 სხვადასხვა საბანკო სერვისით სარგებლობისთვის რეგისტრაციას და ცვლილებების შეტანას რეგისტრირებულ მონაცემებში.
11.1.1.3 განაცხადის წარდგენას ბანკომატში დაკავებული თანხის დაბრუნების შესახებ.
11.1.2 სატელეფონო მომსახურება ვრცელდება კლიენტის ყველა საბანკო ანგარიშზე. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს არ სურს სატელეფონო მომსახურების მიღება მის რომელიმე ანგარიშთან დაკავშირებით, ის ვალდებულია წერილობით ან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ფორმით განუცხადოს ბანკს ამის შესახებ.
11.1.3 სატელეფონო მომსახურების მისაღებად კლიენტმა ბანკს უნდა მიმართოს განაცხადით ამ ხელშეკრულების 1.2 პუნქტის შესაბამისად.
11.2 კლიენტის იდენტიფიკაცია
11.2.1 კლიენტს დალუქული კონვერტით გადაეცემა სპეციალური სატელეფონო კოდი, რომლის დასახელებითაც ხდება კლიენტის იდენტიფიკაცია სატელეფონო მომსახურების გაწევის წინ. სატელეფონო კოდის დასახელების გარეშე კლიენტი ვერ მიიღებს ამ ხელშეკრულების 11.1.1 ქვეპუნქტში აღწერილ მომსახურებას. ბანკთან ყოველი სატელეფონო კავშირისას (სატელეფონო მომსახურების მიღების ყოველ ჯერზე) კლიენტმა უნდა დაასახელოს სატელეფონო კოდის მხოლოდ სამი ციფრი (სატელეფონო სერვისცენტრის ოპერატორის მითითების შესაბამისად). კლიენტმა არ უნდა დაასახელოს სამზე მეტი ციფრი თითო ჯერზე.
11.2.2 ბანკი უფლებამოსილია გამოიყენოს დამატებითი კითხვები კლიენტის იდენტიფიკაციის მიზნით.
11.2.3 ბანკი ვალდებულია დაიცვას კლიენტისთვის გადაცემული სატელეფონო კოდის კონფიდენციალობა და უარი უთხრას სატელეფონო მომსახურებაზე პირს, რომელიც არ, ან ვერ დაასახელებს სატელეფონო კოდს.
11.2.4 იმ შემთხვევაში თუ ბანკს გაუჩნდება ეჭვი (მათ შორის დამატებითი კითხვებზე მიღებული პასუხების საფუძველზე), რომ ინფორმაციის მიღებას, ან ოპერაციის განხორციელებას ცდილობს არა კლიენტი, არამედ მესამე პირი, ბანკს უფლება აქვს უარი თქვას სატელეფონო დავალებების შესრულებაზე.
11.2.5 სატელეფონო საუბრისას კლიენტის მიერ სატელეფონო კოდის სამჯერ ზედიზედ შეცდომით დასახელების შემთხვევაში ბანკი შეაჩერებს კლიენტისთვის სატელეფონო მომსახურების გაწევას. სატელეფონო მომსახურება აღდგება მას შემდეგ, რაც ბანკი თავად დაუკავშირდება კლიენტს ტელეფონით და მოახდენს მის იდენტიფიკაციას ბანკის მიერ დადგენილი წესით, სატელეფონო კოდის ან დამატებითი შეკითხვების მეშვეობით.
11.2.6 იმ შემთხვევაში, თუ სატელეფონო კოდი კლიენტის მიზეზით გახდება ცნობილი მესამე პირისთვის, ბანკი თავისუფლდება ყოველგვარი პასუხიმგებლობისაგან ამით გამოწვეულ შედეგ(ებ)ზე.
11.2.7 სატელეფონო კოდის დაკარგვის, ან გამჟღავნების შემთხვევაში, კლიენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს ბანკს ამის შესახებ.
11.2.8 ბანკი ვალდებულია კლიენტის მიერ კოდის დაკარგვის თაობაზე ზეპირი (ტელეფონით), ან წერილობითი შეტყობინების საფუძველზე უზრუნველყოს კლიენტის ანგარიშებზე სატელეფონო მომსახურების შეჩერება, კლიენტის მხრიდან ახალი განკარგულებების მიღებამდე. ზეპირი შეტყობინების შემთხვევაში კლიენტის იდენტიფიკაცია მოხდება ბანკის მიერ დადგენილი წესით სატელეფონო კოდის ან დამატებით კითხვების მეშვეობით.
11.2.9 კლიენტს შეუძლია ამ ხელშეკრულების 11.2.1 პუნქტში აღნიშნული კოდით, დარეგისტრირდეს ბანკის მიერ რეგისტრაციის მომენტში შეთავაზებული ელექტრონული სერვისების მომხმარებლად.
11.3 კლიენტის განცხადებები, დავალებები და თანხმობები
11.3.1 კლიენტი წინასწარ აცხადებს, რომ მხოლოდ შესაბამისი მომსახურებების პირობების დეტალურად შესწავლის შემდეგ დარეგისტრირდება ამ სერვისების მომხმარებლად და რომ ამ ხელშეკრულების 11.2.1 ქვეპუნქტში აღნიშნული კოდის გამოყენებით რეგისტრაციის ნების გამოხატვა ჩაითვლება მის თანხმობად იმ სერვისის პირობებზე, რომლის მომხმარებლადაც კლიენტი დარეგისტრირდება სატელეფონო მომსახურების გამოყენებით.
11.3.2 კლიენტი ბანკს ავალებს და უფლებას აძლევს ბანკთან ტელეფონით დაკავშირებისას, იდენტიფიკაციის შესაბამისი პროცედურის გავლის შემდეგ:
11.3.2.1 მიაწოდოს მას ინფორმაცია მისი ანგარიშების შესახებ.
11.3.3 ამ ხელშეკრულებით კლიენტი აცხადებს თანხმობას, რომ მასთან განხორციელებული ნებისმიერი სატელეფონო საუბარი (მათ შორის მისი ნებისმიერი მოთხოვნა/განცხადება საბანკო ინფორმაციის მიღების, სერვისით სარგებლობისთვის რეგისტრაციის, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების შეტანის, საბანკო (მათ შორის საკრედიტო) პროდუქტის მიღების ან/და ოპერაციის განხორციელების შესახებ) დაფიქსირდეს (ჩაიწეროს) ბანკის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში და დავის შემთხვევაში ასეთ ჩანაწერს ჰქონდეს მტკიცებულებითი ძალა (გამოყენებული იქნეს მტკიცებულებად). სატელეფონო საუბრის ჩანაწერი მიიჩნევა ბანკის საკუთრებად და მისი შექმნიდან სამი წლის გასვლამდე ბანკი ვალდებულია, ბანკისთვის მისაღები ფორმით გადასცეს ის კლიენტს მისი წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღისა (ბანკის ეს ვალდებულება ვრცელდება მხოლოდ 2011 წლის 1 იანვრიდან განხორციელებულ ჩანაწერებზე).
12. ვიზა/მასტერ ქარდ ბიზნეს პლასტიკური ბარათები
12.1 მომსახურების აღწერა
12.1.1 პლასტიკური ბარათით მომსახურება გულისხმობს ბანკის მიერ გამოშვებული ,,ვიზა’’ (VISA) ან ,,მასთერქარდ’’ (MasterCard) ბიზნეს პლასტიკური ბარათის (შემდგომში „ბარათის“) მეშვეობით კლიენტის ან მის მიერ წერილობით დასახელებული პირის (შემდგომში “ბარათის მფლობელის”) მიერ საბანკო ოპერაციების განხორციელებას კლიენტის კუთვნილი საბარათე ანგარიშ(ებ)იდან.
12.1.2 ამ ხელშეკრულების საფუძველზე კლიენტს შეუძლია მიიღოს ერთი, ან რამდენიმე ბარათი, რომელთა ტიპი განისაზღვრება კლიენტის მიერ ყოველ კონკრეტულ ბარათთან დაკავშირებით ხელმოწერილი განაცხადით, რომელიც წარმოადგენს ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
12.1.3 ბარათის გაცემისას კლიენტის მობილური ტელეფონის ნომერი ავტომატურად რეგისტრირდება ბანკის SMS სერვისზე (სერვისით სარგებლობის წესები და პირობები მოცემულია ბანკის მიერ გავრცელებულ საინფორმაციო მასალაში). კლიენტი უფლებამოსილია უარი განაცხადოს აღნიშნული სერვისით სარგებლობაზე, რის შესახებ ის ვალდებულია მიუთითოს განაცხადში.
12.1.4 ბარათით სარგებლობის წესები დეტალურად მოცემულია ,,ვიზა’’ (VISA) და ,,მასთერქარდ’’ (MasterCard) საერთაშორისო საგადამხდელო სისტემების პროცედურების შესაბამისად ბანკის მიერ შედგენილ საინფორმაციო მასალაში, რომელიც განთავსებულია ბანკის ინტერნეტ-გვერდზე. ,,ვიზა’’ (VISA) და ,,მასთერქარდ’’ (MasterCard) საერთაშორისო საგადამხდელო სისტემების პროცედურები და წესები წარმოადგენს ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
12.1.5 ბარათის მფლობელი არის პირი, რომლის სახელზეც გაცემულია ბარათი (შესაძლებელია იყოს კლიენტი ან მის მიერ დასახელებული პირი). ბარათის მფლობელის იდენტიფიკაცია ხდება ბარათის ზედაპირზე მითითებული სახელით, გვარით, მასზე დატანილი ხელმოწერის ნიმუშითა და საიდუმლო პერსონალური საიდენტიფიკაციო კოდით (პინ-კოდი). ბიზნეს პლასტიკურ ბარათზე ასევე დატანილია კლიენტის სახელწოდებაც.
12.1.6 ბარათით სარგებლობის პერიოდი განისაზღვრება ბარათზე მითითებული ვადის მიხედვით. ბარათის მოქმედების ვადა იწურება ბარათზე მითითებული თვის ბოლო დღის გასვლის შემდეგ.
12.1.7 ბარათით სარგებლობისათვის კლიენტი ვალდებულია ბანკს გადაუხადოს მომსახურების საკომისიო ბანკის მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად.
12.1.8 კლიენტს უფლება აქვს ჰქონდეს რამდენიმე საბარათე ანგარიში და სარგებლობდეს ერთ საბარათე ანგარიშთან დაკავშირებული მხოლოდ ერთი ბარათით (ამ პუნქტის მიზნებისთვის საბარათე ანგარიშად განიხილება ერთობლიობა სხვადასხვა ვალუტაში გახსნილი იმ ანგარიშებისა, რომლებსაც აქვთ ერთი ნომერი).
12.6 ბარათთან დაკავშირებული პროცედურები
12.6.1 ბარათით ოპერაციების წარმოებისათვის ბანკი გახსნის შესაბამის საბარათე ანგარიშ(ებ)ს (საბიუჯეტო ორგანიზაციების შემთხვევაში, წინამდებარე ხელშეკრულების 1.3.1 ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი თანხმობის წარმოდგენის შემდგომ).
12.6.2 კლიენტი/ბარათის მფლობელი უფლებამოსილია გამოიყენოს საბარათე ანგარიშზე არსებული თანხა ბარათის მომსახურების საკომისიოების და მინიმალური ნაშთის გამოკლებით. თანხის გადახარჯვის შემთხვევაში კლიენტი/ბარათის მფლობელი ვალდებული იქნება ბანკს გადაუხადოს გადახარჯვასთან დაკავშირებული საკომისიოები.
12.6.3 რისკების შემცირების მიზნით ბარათისა და საბარათე ანგარიშის გამოყენება შეიძლება დამატებით შეიზღუდოს ბანკის მიერ შესაბამისი ლიმიტების დაწესების გზით.
12.6.4 ბარათის დამზადების შესახებ განაცხადს ხელს აწერს ერთი მხრივ, კლიენტის უფლებამოსილი წარმომადგენელი, ხოლო მეორე მხრივ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს ბარათი (ბარათის მფლობელი).
12.6.5 ბანკს უფლება აქვს დააკავშიროს სხვადასხვა ვალუტის ანგარიში ერთ ბარათთან, ან რამდენიმე ბარათი ერთ ანგარიშთან. ვალუტების პრიორიტეტულობას განსაზღვრავს კლიენტი.
12.6.6 ბარათის მისაღებად კლიენტმა ბანკს უნდა წარუდგინოს შესაბამისი განაცხადი, შეიტანოს ან ჩარიცხოს ანგარიშზე მინიმალური ნაშთი და ბარათის წლიური მომსახურების საკომისიო ბანკის მიერ განსაზღვრული ტარიფების შესაბამისად. საბიუჯეტო ორგანიზაციების შემთხვევაში ბარათის წლიური მომსახურების საკომისიოს გადახდა განხორციელდება წინამდებარე ხელშეკრულების 3.3 ქვეპუნქტის შესაბამისად.
12.6.7 საბარათე ანგარიშზე ამ ხელშეკრულების 12.2.6 ქვეპუნქტში დასახელებული თანხ(ებ)ის ჩარიცხვის შემდეგ, ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში, ბანკი დაამზადებს და კლიენტს ან ბარათის მფლობელს გადასცემს ბარათს და პინ-კოდს ან SMS-კოდს, რომლითაც შესაძლებელია პინ-კოდის მიღება, შესაბამის დოკუმენტაციასთან ან/და საინფორმაციო მასალასთან ერთად.
12.6.8 იმ შემთხვევაში, თუ ბარათის დამზადებიდან 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში კლიენტი ან ბარათის მფლობელი არ ჩაიბარებს ბარათს, ბანკს უფლება ექნება გაანადგუროს ბარათი და ამ შემთხვევაში:
12.6.8.1 კლიენტს არ უბრუნდება მის მიერ გადახდილი საკომისიოები;
12.6.8.2 ბარათზე რიცხული მინიმალური ნაშთი და სხვა თანხები კლიენტს დაუბრუნდება ამ ხელშეკრულების 12.4.6.1 ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით.
12.6.9 იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშის მფლობელის (კლიენტის) უფლებამოსილი წარმომადგენელი და ბარათის მფლობელი არ არის ერთი და იგივე პირი:
12.6.9.1 ანგარიშის მფლობელის (კლიენტის) უფლებამოსილ წარმომადგენელს დამოუკიდებლად შეუძლია: ახალი ბარათის მიღება, ვალუტების პრიორიტეტების ცვლილების მოთხოვნა, საბარათე ანგარიშ(ებ)ის გახსნა, ბარათის გაუქმება, საბარათე ანგარიშის დახურვა, ბარათის დაბლოკვა/განბლოკვა, ბანკომატის მიერ დაკავებული ბარათის მიღება;
12.6.9.2 ბარათის მფლობელს დამოუკიდებლად შეუძლია: მისთვის დამზადებული ბარათის მიღება, მისთვის დამზადებული ბარათის დაბლოკვა, განბლოკვა (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბარათი დაიბლოკა პინ-კოდის არასწორად აკრეფის გამო), ბანკომატის მიერ დაკავებული
ბარათის მიღება (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბარათის მფლობელს მისთვის დამზადებული ბარათი ბანკომატში დარჩა ან ასეთი ბარათი დაკავებული იქნა ბანკომატის გაუმართავობის გამო);
12.6.9.3 ანგარიშის მფლობელის (კლიენტის) უფლებამოსილ წარმომადგენელს და ბარათის მფლობელს მხოლოდ ერთობლივად შეუძლიათ ბარათის მფლობელისთვის ახალი ბარათის დამზადების მოთხოვნა.
12.7 საბარათე ანგარიშზე რიცხული თანხები, არასანქცირებული ოვერდრაფტი
12.7.1 მინიმალური ნაშთი არის თანხა, რომელიც დაბლოკილია საბარათე ანგარიშზე ბარათის მოქმედების ვადის განმავლობაში. მინიმალური ნაშთის ოდენობა განისაზღვრება ბარათის ტიპის მიხედვით, ,,ვიზა’’ (VISA) და ,,მასთერქარდ’’ (MasterCard) საერთაშორისო საგადამხდელო სისტემების რეკომენდაციების გათვალისწინებით ბანკის მიერ დადგენილი წესებისა და პირობების შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ტრანზაქციის შედეგად საბარათე ანგარიშზე არსებული თანხა აღმოჩნდება მინიმალურ ნაშთზე ნაკლები, კლიენტი ვალდებული იქნება დაუყოვნებლივ შეიტანოს ან ჩარიცხოს საბარათე ანგარიშზე თანხა, რომელიც საკმარისი იქნება მინიმალური ნაშთის შესავსებად.
12.7.2 საბარათე ანგარიშზე რიცხული თანხების განკარგვა დასაშვებია ბანკის მიერ დადგენილი ლიმიტების ფარგლებში, ხოლო მინიმალური ნაშთის თავისუფალი განკარგვა შესაძლებელია მხოლოდ ანგარიშთან დაკავშირებული ყველა ბარათის გაუქმების შემთხვევაში ბანკის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.
12.7.3 იმ შემთხვევაში, თუ ბარათით ანგარიშსწორება განხორციელდება საბარათე ანგარიშის ვალუტისგან განსხვავებულ ვალუტაში, მაშინ კლიენტის ანგარიშიდან მოხდება თანხის ჩამოწერა და კონვერტაცია. კონვერტაცია ბანკის ქსელში მოხდება ანგარიშსწორების დღეს ბანკის მიერ დაწესებული კომერციული კურსით, ხოლო ქსელის გარეთ ,,ვიზას’’ (VISA) ან ,,მასთერქარდის’’ (MasterCard) მიერ დაწესებული კურსით.
12.7.4 არასანქცირებული ოვერდრაფტი არის ბანკის თანხმობის (ნებართვის) გარეშე კლიენტის საბარათე ანგარიშზე წარმოშობილი უარყოფითი ნაშთი (დავალიანება).
12.7.5 არასანქცირებული ოვერდრაფტის წარმოშობის შემთხვევაში კლიენტი ვალდებული იქნება დაუყოვნებლივ შეავსოს თანხა მინიმალური ნაშთის ოდენობამდე.
12.7.6 არასანქცირებული ოვერდრაფტით სარგებლობისათვის კლიენტი ვალდებული იქნება გადაუხადოს ბანკს საპროცენტო სარგებელი, რომლის წლიური განაკვეთი განისაზღვრება არასანქცირებული ოვერდრაფტის წარმოშობის მომენტისთვის ბანკის მიერ არასანქცირებული ოვერდრაფტით სარგებლობისთვის დადგენილი ტარიფების შესაბამისად, კალენდარული წლის 365 (სამას სამოცდახუთი) დღეზე გაანგარიშებით. საპროცენტო სარგებელი (პროცენტი) ოვერდრაფტს დაერიცხება წარმოშობის თარიღიდან მისი სრულად დაფარვის (ფაქტობრივად გადახდის) თარიღამდე.
12.8 ბარათის და საბარათე ანგარიშის მოქმედების შეჩერება ან გაუქმება
12.8.1 ბარათის მოქმედება შეჩერდება ბარათის მფლობელის ან კლიენტის სურვილის დაფიქსირების, ბარათის დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში. ბარათის მფლობელი და კლიენტი ვალდებულნი არიან ბარათის დაკარგვის შესახებ დაუყოვნებლივ წერილობით ან ტელეფონით (ნომერზე +99532 2272727) შეატყობინონ ბანკს. ბანკი უზრუნველყოფს ბარათის მოქმედების შეჩერებას ბარათის მფლობელის ან კლიენტის მიერ განსაზღვრული მეთოდის მიხედვით ბარათის მონაცემების შეტანით:
12.8.1.1 ლოკალურ სტოპ-სიაში, რომელიც მაქსიმუმ 1 (ერთ) საბანკო დღეში უზრუნველყოფს ბარათის ბლოკირებას მხოლოდ ავტორიზებული ტრანზაქციებისთვის;
12.8.1.2 საერთაშორისო სტოპ-სიაში, რომელიც უზრუნველყოფს ბარათის სრულ ბლოკირებას (უავტორიზაციო ტრანზაქციებისთვის) მაქსიმუმ 14 (თოთხმეტ) საბანკო დღეში.
12.8.2 კლიენტის ან/და ბარათის მფლობელის მიერ ამ ხელშეკრულებით ან ბარათით სარგებლობის წესებით განსაზღვრული რომელიმე პირობის დარღვევის შემთხვევაში ბანკს ნებისმიერ დროს შეუძლია შეაჩეროს ან დაბლოკოს ბარათ(ებ)ის მოქმედება.
12.8.3 ბარათზე მითითებული ვადის განმავლობაში კლიენტი ვალდებულია აანაზღაუროს ბლოკირებული ბარათით განხორციელებული უავტორიზაციო ტრანზაქციებით წარმოშობილი ზიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბლოკირება არ განხროციელდა საერთაშორისო სტოპ-სიაში შეტანით.
12.8.4 ბარათის მფლობელი ან/და კლიენტი უფლებამოსილია გაასაჩივროს საერთაშორისო სტოპ-სიაში შეტანის გზით ბლოკირებული ბარათით განხორციელებული ტრანზაქცია.
12.8.5 კლიენტი ვალდებულია გადაიხადოს ბარათის სტოპ-სიაში შეტანის საკომისიო.
12.8.6 ბანკს უფლება აქვს დახუროს საბარათე ანგარიში:
12.8.6.1 კლიენტის წერილობითი განაცხადის ბანკის მიერ მიღების ან ბარათის მოქმედების ვადის ამოწურვიდან 30 (ოცდაათი) დღის გასვლის შემდეგ, თუ ამ ხნის განმავლობაში კლიენტი არ წარუდგენს ბანკს წერილობით მოთხოვნას ბარათის მოქმედების გაგრძელების შესახებ. ასეთ შემთხვევებში, საბარათე ანგარიში ჩაითვლება დახურულად და კლიენტს დაუბრუნდება თანხები ყველა ბარათის (მათ შორის დამატებითი ბარათ(ებ)ის) ბანკისათვის გადაცემიდან არანაკლებ 30 (ოცდაათი) დღის ვადაში და მხოლოდ მას შემდეგ, რაც სრულად დაიფარება ბანკის მიმართ არსებული ყველა სახის დავალიანება. საბიუჯეტო ორგანიზაციების კორპორაციული ანგარიშის დახურვის შემთხვევაში, ანგარიშზე არსებული თანხები გადაირიცხება კლიენტის სხვა კორპორაციულ ანგარიშზე (მისი არსებობის შემთხვევაში) ან კლიენტის მიერ წარმოდგენილ რეკვიზიტებზე სახელმწიფო ხაზინაში.
12.8.6.2 ბანკსა და ,,ვიზას’’ (VISA) ან ,,მასთერქარდს’’ (MasterCard) შორის ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში (ამ შემთხვევაში ბანკი ვალდებულია 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში შეატყობინოს კლიენტს საბარათე ანგარიშის დახურვის შესახებ).
12.8.7 ბარათით განხორციელებულ ტრანზაქციებს ბანკი აკონტროლებს სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის – მონიტორინგის მოდულის მეშვეობით, რაც ნიშნავს იმას, რომ ბანკს უფლება აქვს დროებით შეაჩეროს ბარათის მოქმედება საეჭვო ტრანზაქციების დაფიქსირებისას (მონიტორინგი). კლიენტი უფლებამოსილია უარი განაცხადოს მისი ბარათის მონიტორინგზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რაც ფიქსირდება განაცხადით.
12.9 მხარეთა ვალდებულებები და უფლებები
12.9.1 კლიენტი/ბარათის მფლობელი ვალდებულია:
12.9.1.1 გადაცემის მომენტში შეამოწმოს იმ კონვერტის მთლიანობა, რომელშიც მოთავსებულია პინ-კოდი ან SMS-კოდი, რომლითაც შესაძლებელია პინ-კოდის მიღება ;
12.9.1.2 შეინახოს ბარათით განხორციელებული ყველა ოპერაციის დამადასტურებელი საბუთი ასეთი ოპერაციის განხორციელებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში და საჭიროების შემთხვევაში წარუდგინოს ისინი ბანკს;
12.9.1.3 ბარათის გამოყენებით შესრულებული ოპერაციების (ტრანზაქციების) არცნობის შემთხვევაში წერილობით მიმართოს ბანკს ოპერაციის განხორციელებიდან (ტრანზაქციიდან) 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, საჩივრები
თანხის დაბრუნებაზე არ მიიღება. ამასთან ინტერნეტში განხორციელებული ტრანზაქციების გასაჩივრების უფლება კლიენტს/ბარათის მფლობელს არ აქვს. კლიენტი ვალდებულია გადაიხადოს ,,ვიზას“ (VISA) ან ,,მასთერქარდის’’ (MasterCard) მიერ პრობლემის გამოძიებასთან დაკავშირებით დაწესებული დამატებითი მომსახურებების საფასური.
12.9.1.4 არ დაუშვას ბარათის ან პინ-კოდის ან SMS-კოდის, რომლითაც შესაძლებელია პინ-კოდის მიღება, მესამე პირებისთვის გადაცემა (გამჟღავნება);
12.9.1.5 აანაზღაუროს ბანკის მიერ გაწეული ის დანახარჯები, რომლებიც დაკავშირებულია ,,ვიზას’’ (VISA) ან ,,მასთერქარდის’’ (MasterCard) მიერ ბარათის დამატებითი სახის ფასიან მომსახურებებთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
12.9.2 ტრანზაქციის (ოპერაციის) გასაჩივრების შედეგად თანხის დაბრუნების შემთხვევაში, ბანკი ვალდებულია მაქსიმუმ 90 (ოთხმოცდაათი) დღის განმავლობაში უზრუნველყოს კლიენტის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა. საბიუჯეტო ორგანიზაციების შემთხვევაში, ბანკი თანხების ჩარიცხვას მოახდენს კლიენტის კორპორაციულ ანგარიშზე (მისი არსებობის შემთხვევაში) ან მის მიერ წარმოდგენილ რეკვიზიტებზე სახელმწიფო ხაზინაში.
12.9.3 ბანკი უფლებამოსილია:
12.9.3.1 უზრუნველყოს სავაჭრო ან მომსახურების ობიექტის მიერ (მათ შორის კაზინო, ტოტალიზატორი და სხვა) მინიმალური ნაშთის ზევით ჩარიცხული თანხის საბარათე ანგარიშზე ასახვა ჩარიცხვიდან 30 (ოცდაათი) დღის ვადაში.
12.9.3.2 დაბლოკოს ბარათი ან/და საბარათე ანგარიში (შეაჩეროს ოპერაციები) იმ შემთხვევაში, თუ გაჩნდება ეჭვი, რომ ბარათის გამოყენებით ან საბარათე ანგარიშზე ხორციელდება ან/და განხორციელდა არასანქცირებული ან/და მართლსაწინააღმდეგო ოპერაცია.
12.9.4 ბანკი არ არის პასუხისმგებელი:
12.9.4.1 ბარათის მფლობელს ან/და კლიენტსა და მომსახურების ობიექტებს შორის წარმოქმნილ სადავო სიტუაციებზე.
12.9.4.2 ბარათის არასანქცირებული გამოყენებისათვის იმ ფაქტების გამო, რომლებიც კლიენტის/ბარათის მფლობელის ან/და კლიენტის მიზეზით არის გამოწვეული, მათ შორის, კლიენტის/ბარათის მფლობელის ან/და xxxxxxxx მიერ ბარათზე მონიტორინგის გაუქმების მოთხოვნის მოქმედების პერიოდში.
12.9.5 კლიენტის/ბარათის მფლობელის რომელიმე ანგარიშზე საინკასო დავალების ან ყადაღის დადების აქტის არსებობის შემთხვევაში კლიენტის/ბარათის მფლობელის ანგარიშზე დაშვებული საკრედიტო ლიმიტი ან/და ოვერდრაფტი ჩაითვლება ავტომატურად გაუქმებულად. საინკასო დავალების შესრულების ან გაუქმების (უკან გათხოვის) ან ყადაღის გაუქმების (უკან გათხოვის) შემთხვევაში ბანკს უფლება ექნება ცალმხრივად აღადგინოს საკრედიტო ლიმიტი ან/და ოვერდრაფტი.
12.9.6 ამ ხელშეკრულების 12.5.5 ქვეპუნქტის მოქმედება ვრცელდება ყველა ტიპის პლასტიკურ ბარათზე, მათ შორის, პლასტიკურ ბარათებზე
,,ვიზა’’ (VISA) და ,,მასთერქარდ’’ (MasterCard) და სხვა ნებისმიერ პლასტიკურ ბარათზე ისევე, როგორც რომელიმე პლასტიკურ ბარათთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკრედიტო პროდუქტზე.
13. მომსახურება მოკლე ტექსტური შეტყობინებებით (SMS სერვისი)
13.1 მომსახურების აღწერა
13.1.1 მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მომსახურება გულისხმობს კლიენტის მიერ ბანკისთვის წარდგენილ განაცხადში დაფიქსირებული მობილური ტელეფონის ნომრის მეშვეობით სპეციალური მოკლე ტექსტური შეტყობინების ამისთვის განკუთვნილ ნომერზე გაგზავნით ბანკის მიერ განსაზღვრული საბანკო ინფორმაციის მიღებას.
13.1.2 მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მომსახურებას კლიენტი ავტომატურად მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს ნებისმიერი სახის საბანკო ანგარიში ან/და სარგებლობს ბანკის ერთი პროდუქტით მაინც.
13.1.3 მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მომსახურებაზე ვრცელდება ამ ხელშეკრულების პირობები ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისების გათვალისწინებით.
13.1.4 ამ ხელშეკრულების მე-13 მუხლში მოცემული პირობები გამოიყენება კლიენტის როგორც არსებულ, ისე მომავალში გახსნილ უკლებლივ ყველა საბანკო ანგარიშთან მიმართებით.
13.2 მხარეთა უფლებები და ვალდებულებები
13.2.1 კლიენტი ვალდებულია:
13.2.1.1 მოკლე ტექსტური შეტყობინება გაგზავნოს ბანკის მიერ მითითებულ ნომერზე ბანკის მიერ გავრცელებულ საინფორმაციო მასალაში აღწერილი ფორმატით;
13.2.1.2 არ დაუშვას მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის აპარატის ან/და სიმ-ბარათის მოხვედრა მესამე პირის განკარგულებაში;
13.2.1.3 მობილური ტელეფონის აპარატის ან/და სიმ-ბარათის, ნომრის შეცვლის ან/და დაკარგვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ბანკს ტელეფონით (ნომერზე +99532 2272727), წერილობით ანინტერნეტ-ბანკით
13.2.2 ბანკი ვალდებულია:
13.2.2.1 კლიენტის მიერ ტელეფონის ნომრის შეცვლის, მობილური ტელეფონის აპარატის ან/და სიმ-ბარათის დაკარგვის თაობაზე ზეპირი (ტელეფონით), წერილობითი ან ინტერნეტ-ბანკის მეშვეობით კლიენტისგან მიღებული შეტყობინების საფუძველზე უზრუნველყოს მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მომსახურების შეჩერება მომსახურების აღდგენის თაობაზე კლიენტის განცხადების მიღებამდე. კლიენტის მიერ ბანკისთვის ზეპირი (სატელეფონო) განცხადების წარდგენის შემთხვევაში კლიენტის იდენტიფიკაცია მოხდება სატელეფონოოდით ან დამატებითი კითხვების მეშვეობით.
13.3.2 ბანკი უფლებამოსილია:
13.3.2.1 არ შეასრულოს კლიენტის დავალება კლიენტის მიერ ბანკისთვის არასწორი (ამ ხელშეკრულების ან ბანკის მიერ გავრცელებული საინფორმაციო მასალის პირობებთან შეუსაბამო) შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში;
13.3.2.2 კლიენტს გაუზავნოს სარეკლამო შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინებები;
13.3.2.3 კლიენტს გაუგზავნოს მოკლე ტექსტური შეტყობინება კრედიტის (სესხის, ოვერდრაფტის, საკრედიტო ლიმიტის ან/და სხვა საკრედიტო პროდუქტის) ოდენობის, დაფარვის თარიღის, დავალიანების ან/და შესრულებული ავტომატური გადარიცხვის შესახებ (ბანკი არ არის ვალდებული კლიენტს გაუგზავნოს ასეთი შეტყობინება და ნებისმიერ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა ბანკის შეტყობინებას, კლიენტი ვალდებულია დროულად დაფაროს კრედიტი (სესხი, ოვერდრაფტი, საკრედიტო ლიმიტი ან/და სხვა საკრედიტო პროდუქტი) და გადაიხადოს სხვა გადასახდელები (საპროცენტო სარგებელი, პირგასამტეხლო, საკომისიო და სხვა).
14. მომსახურება ანაბრით
14.1 მომსახურების აღწერა
14.1.1 ანაბრით მომსახურება გულისხმობს კლიენტის (შემდგომში “მეანაბრის”) განაცხადის საფუძველზე xxxxxx მიერ მეანაბრისთვის საანაბრო ანგარიშის გახსნას და ანგარიშზე რიცხული თანხისთვის საპროცენტო სარგებლის დარიცხვას.
14.1.2 მეანაბრეს შეუძლია ისარგებლოს ვადიანი და მოთხოვნამდე ანაბრებით და მათი სახესხვაობებით (მოდიფიკაციებით).
14.2 ანაბრისთვის საპროცენტო სარგებლის დარიცხვა
14.2.1 ანაბარისთვის საპროცენტო სარგებლის დარიცხვა ხდება წელიწადში 365 დღეზე გადაანგარიშებით მხარეთა მიერ ყოველ კონკრეტულ ანაბართან დაკავშირებით ხელმოწერილი ანაბრის ხელშეკრულებისა და ბანკის მიერ გავრცელებული საინფორმაციო მასალის (მათ შორის ბუკლეტები, ბროშურები, ბანკის ინტერნეტ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია და სხვა) შესაბამისად;
14.2.2 ანაბრისთვის დასარიცხი საპროცენტო სარგებლის გამოანგარიშება იწყება თანხის ანგარიშზე შეტანის ან ჩარიცხვის დღის მომდევნო სამუშაო დღიდან.
14.3 ბანკის ვალდებულებები და უფლებები
14.3.1 xxxxx xxxxxxxxxx:
14.3.1.1 მიიღოს ანაბარი და დაარიცხოს მას საპროცენტო სარგებელი ამ ხელშეკრულების შესაბამისად;
14.3.1.2 ანაბრის ვადის გასვლის ან მეანაბრის მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 7 (შვიდი) კალენდარული დღისა (ანაბრის ტიპის შესაბამისად) ანაბრის თანხა და დარიცხული სარგებელი გადასცეს მეანაბრეს იმავე ვალუტაში. საბიუჯეტო ორგანიზაციების შემთხვევაში, ბანკი მეანაბრეს ანაბრის თანხას ჩაურიცხავს სახაზინო ანგარიშზე ან მის მიერ წარმოდგენილ რეკვიზიტებზე სახელმწიფო ხაზინაში, ხოლო ანაბარზე დარიცხული სარგებელის კლიენტისთვის გადაცემას მოახდენს შემდეგნაირად: ლარის ვალუტაში განთავსებულ თანხებზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადარიცხვა მოხდება შესაბამის რეკვიზიტებზე სახელმწიფო ხაზინაში, ხოლო უცხოურ ვალუტაში განთავსებულ თანხებზე საპროცენტო სარგებლის გადარიცხვა მოხდება შესაბამის რეკვიზიტებზე საქართველოს ეროვნულ ბანკში;
14.3.2 ბანკი უფლებამოსილია:
14.3.2.1 განკარგოს საანაბრო ანგარიშზე რიცხული თანხა საკუთარი სახელითა და შეხედულებისამებრ;
14.3.2.2 კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოდენობითა და პერიოდულობით ბიუჯეტის სასარგებლოდ გადარიცხოს საშემოსავალო გადასახადი ანაბარზე დარიცხული საპროცენტო სარგებლისათვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
14.3.2.3 კანონმდებლობის ან ბანკთან დადებული ნებისმიერი ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულების მიზნით, მეანაბრის შემდგომი თანხმობის, ან ნებართვის გარეშე, ასეთი ვალდებულების წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს უაქცეპტო წესით ჩამოწეროს თანხები მეანაბრის ნებისმიერი საანაბრო ანგარიშიდან ან/და დახუროს (შეწყვიტოს) ანაბარი. საბიუჯეტო ორგანიზაციების შემთხვევაში, მეანაბრეს ანგარიშებიდან თანხების ჩამოწერა / გადარიცხვა განხორციელდება წინამდებარე ხელშეკრულების 3.3 ქვეპუნქტის შესაბამისად;
14.3.2.4 კლიენტის დამატებითი თანხმობის გარეშე გაუხსნას კლიენტს საანგარიშსწორებო (მიმდინარე, საბარათე, სარეალიზაციო და სხვა მსგავსი) ან/და მოთხოვნამდე ანაბრის სადეპოზიტო ანგარიში ნებისმიერ ვალუტაში იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ კლიენტს არ აქვს ასეთი ანგარიში ან/და საჭიროა ასეთი ანგარიშის დამატებით გახსნა (ამ შემთხვევაში ეს ხელშეკრულება ან/და კლიენტის მიერ ხელმოწერილი ნებისმიერი განაცხადი, რომლითაც ის უერთდება ამ ხელშეკრულებას ჩაითვლება კლიენტის განაცხადად საანგარისშწორებო (მიმდინარე, საბარათე, სარეალიზაციო და სხვა მსგავსი) ან/და მოთხოვნამდე ანაბრის სადეპოზიტო ანგარიშის გახსნის შესახებ).
14.3.2.4.1 საბიუჯეტო ორგანიზაციების შემთხვევაში, კლიენტის დამატებითი თანხმობის გარეშე გაუხსნას კლიენტს სახაზინო ანგარიში ეროვნულ ვალუტაში იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ კლიენტს არ აქვს ასეთი ანგარიში ან/და საჭიროა ასეთი ანგარიშის დამატებით გახსნა (ამ შემთხვევაში ეს ხელშეკრულება ან/და კლიენტის მიერ ხელმოწერილი ნებისმიერი განაცხადი, რომლითაც ის უერთდება ამ ხელშეკრულებას ჩაითვლება კლიენტის განაცხადად სახაზინო ანგარიშის გახსნის შესახებ);
14.3.2.5 კლიენტის საანგარიშსწორებო (მიმდინარე, საბარათე, სარეალიზაციო და სხვა) ან/და მოთხოვნამდე ანაბრის ანგარიშზე ანაბრის გახსნის ან/და ანაბრისთვის თანხის დამატების დანიშნულებით შეტანილი ან/და ჩარიცხული თანხა ავტომატურად (მეანაბრის დამატებითი თანხმობის გარეშე) გადარიცხოს მეანაბრის ან/და თანხის შეტანის/ჩარიცხვის საბუთში მითითებული ნებისმიერი პირის საანაბრო (სადეპოზიტო) ანგარიშზე;
14.3.2.5.1 საბიუჯეტო ორგანიზაციების შემთხვევაში, კლიენტის სახაზინო ანგარიშზე ანაბრის გახსნის ან/და ანაბრისთვის თანხის დამატების დანიშნულებით შეტანილი ან/და ჩარიცხული თანხა ავტომატურად (მეანაბრის დამატებითი თანხმობის გარეშე) გადარიცხოს მეანაბრის საანაბრო (სადეპოზიტო) ანგარიშზე;
14.3.2.6 კლიენტის ვადიანი ანაბრის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დანიშნულებით მიღებული თანხა (იმ შემთხვევაში, თუ ჩარიცხვის საბუთში მითითებულია საანაბრო ანგარიშის ნომერი) თავდაპირველად ჩარიცხოს კლიენტის მიმდინარე (საანგარიშსწორებო ან/და მოთხოვნამდე ანაბრის ანგარიშზე (საბიუჯეტო ორგანიზაციების შემთხვევაში, სახაზინო ანგარიშზე) და შემდეგ გადარიცხოს კლიენტის საანაბრო ანგარიშზე ამ ხელშეკრულების 3.2 პუნქტის გათვალისწინებით.
14.4 ვადიანი (“ვადიანი”, “ვადიანი +”, “ოქროს”) ანაბრის განსაკუთრებული პირობები
14.4.1 ვადიანი ანაბრის შემთხვევაში საპროცენტო სარგებელი დაერიცხება საანაბრო ანგარიშზე არსებულ ნაშთს.
14.4.2 ვადიანი ანაბრისთვის დარიცხული საპროცენტო სარგებელი მეანაბრის მიერ მითითებულ ანგარიშზე ჩაირიცხება წინასწარ, ყოველთვიურად ან ანაბრის ვადის გასვლის (ამოწურვის) შემდეგ მეანაბრესა და ბანკს შორის გაფორმებული ანაბრის ხელშეკრულების შესაბამისად. საბიუჯეტო ორგანიზაციების შემთხვევაში, დარიცხული სარგებლის ანგარიშებზე ჩარიცხვა (ასახვა) განხორციელდება წინამდებარე ხელშეკრულების 14.3.1.2 ქვეპუნქტის შესაბამისად;
14.4.3 იმ შემთხვევაში, თუ მეანაბრე აირჩევს საპროცენტო სარგებლის ყოველთვიურად ჩარიცხვას, დარიცხული სარგებლის ჩარიცხვა მეანაბრის ანგარიშზე მოხდება ყოველი თვის იმ რიცხვში, რომელშიც გაიხსნა ანაბარი. საბიუჯეტო ორგანიზაციების შემთხვევაში, დარიცხული სარგებლის ანგარიშებზე ჩარიცხვა (ასახვა) განხორციელდება წინამდებარე ხელშეკრულების 14.3.1.2 ქვეპუნქტის შესაბამისად;
14.4.4 იმ შემთხვევაში, თუ მეანაბრის განაცხადში აღნიშნული თანხა ანგარიშზე არ იქნება შეტანილი ან ჩარიცხული განაცხადის გაკეთებიდან ერთი დღის ვადაში, ბანკისა და მეანაბრის შეთანხმება (ხელშეკრულება) ანაბრის გახსნის შესახებ ჩაითვლება ავტომატურად გაუქმებულად.
14.4.5 იმ შემთხვევაში, თუ მეანაბრე ანაბრის ვადის გასვლამდე მოითხოვს მისთვის ანაბრის დაბრუნებას, ანაბრისთვის სარგებლის დარიცხვა მოხდება ბანკის მიერ განსაზღვრული, განსხვავებული (შემცირებული) საპროცენტო განაკვეთის მიხედვით.
14.4.6 ამ ხელშეკრულების 14.4.5 ქვეპუნქტში აღწერილ შემთხვევაში მეანაბრე ვალდებული იქნება, გადაუხადოს ბანკს პირგასამტეხლო, რომელიც ტოლი იქნება სხვაობისა ანაბარზე სტანდარტულად დასარიცხ და ამ ხელშეკრულების 14.4.5 ქვეპუნქტის შესაბამისად დარიცხულ საპროცენტო სარგებლის ოდენობებს შორის.
14.4.7 ანაბრის ვადის გასვლის შემდეგ ანაბრის ვადა ავტომატურად გაგრძელდება ანაბრის ხელშეკრულებაში მითითებული ვადით მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში. ანაბრის ვადის ავტომატური გაგრძელებისას (პროლონგაციისას) ყოველი ახალი ანაბრის გახსნის თარიღი დაემთხვევა წინა ანაბრის ვადის გასვლის თარიღს, ხოლო საპროცენტო სარგებელი საშემოსავლო გადასახადის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადახდის შემდეგ დაემატება ანაბრის ძირითად თანხას (მოხდება კაპიტალიზაცია) ან ჩაირიცხება მეანაბრის სხვა ანგარიშზე მეანაბრის სურვილის შემთხვევაში. ანაბრის ვადის ავტომატურად გაგრძელების შეთხვევაში ანაბარზე გავრცელდება ბანკის მიერ ვადის გაგრძელების დროს ამ სახის ანაბრისთვის დადგენილი პირობები.
14.4.7.1 საბიუჯეტო ორგანიზაციების შემთხვევაში, ანაბრის ვადის გასვლის შემდეგ ანაბრის ვადა ავტომატურად გაგრძელდება ანაბრის ხელშეკრულებაში მითითებული ვადით მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში. ანაბრის ვადის ავტომატური გაგრძელებისას (პროლონგაციისას) ყოველი ახალი ანაბრის გახსნის თარიღი დაემთხვევა წინა ანაბრის ვადის გასვლის თარიღს, ხოლო საპროცენტო სარგებელი საშემოსავლო გადასახადის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადახდის შემდეგ მეანაბრეს დაუბრუნდება წინამდებარე ხელშეკრულების 14.3.1.2 ქვეპუნქტით გათალისწინებული წესის შესაბამისად. ანაბრის ვადის ავტომატურად გაგრძელების შეთხვევაში ანაბარზე გავრცელდება ბანკის მიერ ვადის გაგრძელების დროს ამ სახის ანაბრისთვის დადგენილი პირობები.
14.4.8 ბანკს უფლება აქვს ანაბრის ვადის გასვლის შესახებ მეანაბრეს აცნობოს მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) მეშვეობით ან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ფორმით. მეანაბრეს შეტყობინება გაეგზავნება მის მიერ ანაბრის გახსნის მომენტში ბანკისთვის წარდგენილ განაცხადში დაფიქსირებულ მობილური ტელეფონის ნომერზე. კლიენტი ვალდებულია შეატყობინოს ბანკს ამ ნომრის შეცვლის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში ბანკი პასუხს არ აგებს დამდგარ შედეგებზე.
14.5 მოთხოვნამდე ანაბრის განსაკუთრებული პირობები
14.5.1 შემნახველი ანაბრის შემთხვევაში საპროცენტო სარგებელი დაერიცხება ყოველი საოპერაციო დღის ბოლოს საანაბრო ანგარიშზე არსებულ ნაშთს.
14.5.2 ანაბრის “ჩემი სეიფი” შემთხვევაში საპროცენტო სარგებელი დაერიცხება კალენდარული თვის პირველი რიცხვიდან იმავე თვის ბოლო რიცხვის ჩათვლით პერიოდში ყოველი საოპერაციო დღის ბოლოს საანაბრო ანგარიშზე დაფიქსირებულ ნაშთებს შორის უმცირესს.
14.5.3 მოთხოვნამდე ანაბრისთვის (შემნახველი ანაბრისთვის და ანაბრისთვის “ჩემი სეიფი”) დარიცხული საპროცენტო სარგებელი მეანაბრის მიერ მითითებულ ანგარიშზე ჩაირიცხება თვეში ერთხელ, ყოველი კალენდარული თვის ბოლო დღეს. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული თვის ბოლო დღე დაემთხვევა დასვენების ან უქმე დღეს საპროცენტო სარგებლის ჩარიცხვა მოხდება მომდევნო სამუშაო დღეს. საბიუჯეტო ორგანიზაციების შემთხვევაში, დარიცხული სარგებლის ანგარიშებზე ჩარიცხვა (ასახვა) განხორციელდება წინამდებარე ხელშეკრულების 14.3.1.2 ქვეპუნქტის შესაბამისად;
14.5.4 მოთხოვნამდე ანაბრის საანაბრო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა და ამ ანგარიშიდან თანხის გატანა/გადარიცხვა (მხოლოდ მეანაბრის ანგარიშებზე) შეუზღუდავია.
14.5.5 ბანკი უფლებამოსილია, ცალმხრივად შეცვალოს მოთხოვნამდე ანაბრის საპროცენტო სარგებლის განაკვეთი ან/და საპროცენტო სარგებლის დარიცხვის მეთოდი, რის შესახებაც ბანკი, მეანაბრის ინფორმირებას უზრუნველყოფს ცვლილებამდე 1 (ერთი) თვით ადრე ფილიალებისა და სერვისცენტრების ოფისებში ან ინტერნეტ-გვერდზე xxx.xxxxxxx.xx შესაბამისი ინფორმაციის განთავსების მეშვეობით.
15. საკრედიტო პროდუქტების ზოგადი პირობები
15.1 ამ ხელშეკრულების საფუძველზე კლიენტს შეუძლია ისარგებლოს ამ ხელშეკრულების მე-17 მუხლში აღწერილი საკრედიტო პროდუქტით.
15.2 ამ ხელშეკრულების 15.1 პუნქტში დასახელებული საკრედიტო პროდუქტი აღწერილია ამ ხელშეკრულების შესაბამის ნაწილში, ხოლო ამ მუხლით განისაზღვრება საკრედიტო პროდუქტების ზოგადი პირობები. სხვა ტიპის საკრედიტო პროდუქტები, როგორც წესი, გაიცემა ბანკსა და კლიენტს შორის დადებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, რაც არ გამორიცხავს რომელიმე საკრედიტო პროდუქტის გაცემას პირდაპირ ამ ხელშეკრულების საფუძველზე.
15.3 საკრედიტო პროდუქტის მისაღებად კლიენტმა ბანკს უნდა მიმართოს განაცხადით (ზოგიერთი პროდუქტის მიღება დასაშვებია კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით (ტელეფონით, ინტერნეტით, ელექტრონული ფოსტით და ა.შ.) გაკეთებული განაცხადის საფუძველზე). xxxxx განიხილავს კლიენტის განაცხადს და მიიღებს გადაწყვეტილებას საკრედიტო პროდუქტის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ (ბანკი არ არის ვალდებული განმარტოს უარის თქმის მიზეზი).
15.3.1 საბიუჯეტო ორგანიზაციების შემთხვევაში, კლიენტის სასარგებლოდ საკრედიტო პროდუქტის გაცემამდე, წარმოდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ხაზინის რეკვიზიტები, სადაც უნდა მოხდეს ბანკის მიერ გასაცემი საკრედიტო პროდუქტით გათვალისწინებული თანხის ჩარიცხვა. საკრედიტო პროდუქტის თანხა ბანკის მიერ ჩაირიცხება ბანკის შიდა ანგარიშზე, ხოლო შემდგომ გადაირიცხება კლიენტის მიერ წარმოდგენილ რეკვიზიტებზე (სახელმწიფო ხაზინაში).
15.4 საკრედიტო პროდუქტის მიღების შემდეგ კლიენტი (მსესხებელი) ვალდებული იქნება დააბრუნოს ის და გადაიხადოს საპროცენტო სარგებელი ბანკთან შეთანხმებული პირობების შესაბამისად.
15.5 კლიენტის ფულადი ვალდებულები, როგორც წესი, სრულდება მის ანგარიშ(ებ)ზე აკუმულირებული თანხებით. საბიუჯეტო ორგანიზაციების შემთხვევაში, ფულადი ვალდებულებების შესრულება ხორციელდება წინამდებარე ხელშეკრულების 3.3 პუნქტით გათალისწინებული წესით;
15.6 იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს არ აქვს საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიში, საკრედიტო პროდუქტის მიღების შესახებ განაცხადი იმავდროულად ჩაითვლება განაცხადად საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიშის გახსნის შესახებ და საკრედიტო პროდუქტის გაცემამდე გაიხსნება კლიენტის საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიში. საბიუჯეტო ორგანიზაციების შემთხვევაში, კლიენტის სასარგებლოდ საკრედიტო პროდუქტის გაცემასთან დაკავშირებით გამოიყენება წინამდებარე ხელშეკურლების 15.3.1 ქვეპუნქტით გათალისწინებული წესი.
15.7 კლიენტის/ბარათის მფლობელის მიერ საკრედიტო პროდუქტის დასაფარავად ბანკისთვის გადაცემული ან ბარათის მფლობელის/კლიენტის ანგარიშზე არსებული თანხით პირველ რიგში დაიფარება სადაზღვევო პრემია, შემდეგ პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ საპროცენტო სარგებელი და ბოლოს კრედიტის ძირითადი თანხა. კლიენტი ბანკს უფლებას ანიჭებს:
15.7.1 შეცვალოს ამ ხელშეკრულების 15.7 პუნქტში მოცემული წესი;
15.7.2 ბანკმა თავად განსაზღვროს კლიენტის ვალდებულებების შესრულების რიგითობა (პრიორიტეტულობა), ანუ ცალმხრივად გადაწყვიტოს, თუ რა ოდენობით (მოცულობით) და რომელ საკრედიტო პროდუქტთან დაკავშირებული დავალიანება დაიფაროს კლიენტის მიერ მისთვის გადაცემული ან/და კლიენტის ანგარიშ(ებ)ზე განთავსებული თანხ(ებ)ით, რაც ნიშნავს იმას, რომ კლიენტი ბანკს ანიჭებს კლიენტის სახელით კლიენტის ვალდებულებათა შესრულების რიგითობის (პრიორიტეტულობის) განსაზღვრის უფლებამოსილებას.
15.8 ყოველთვიურად გადასახდელი თანხის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში კლიენტი/ბარათის მფლობელი ვალდებული იქნება გადაუხადოს ბანკს პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის, რომელიც შესაძლებელია შედგებოდეს ფიქსირებული პირგასამტეხლოსა და ყოველდღიური პირგასამტეხლოსგან და რომელთა ოდენობაც განისაზღვრება ვადაგადაცილების წარმოშობის მომენტში ბანკის მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად.
15.9 საკრედიტო პროდუქტს არ დაერიცხება პირგასამტეხლო, თუ თანხის შეტანის (გადახდის) თარიღი დაემთხვევა არასაბანკო დღეს. ამ შემთხვევაში კლიენტი ვალდებული იქნება გადასახდელი თანხა შესაბამის ანგარიშზე შეიტანოს (გადაიხადოს) მომდევნო საბანკო დღეს.
15.10 იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი/ბარათის მფლობელი ბანკთან შეთანხმებულ ვადაში არ დაფარავს საკრედიტო პროდუქტის ათვისების გზით მის მიერ ბანკისგან მიღებულ კრედიტს, მისთვის დარიცხულ სარგებელს, პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სადაზღვევო პრემიას ან დროულად არ გადაიხდის ბანკის მიერ განსაზღვრულ რომელიმე საკომისიოს, ბანკს უფლება ექნება:
15.10.1 საკუთარი მოთხოვნა დაიკმაყოფილოს კლიენტის/ბარათის მფლობელის ნებისმიერი აქტივის რეალიზაციის ხარჯზე (ეს უფლება არ ზღუდავს ბანკის მიერ ამ ხელშეკრულების 3.2 პუნქტის საფუძველზე წარმოშობილი უფლების გამოყენებას);
15.10.2 ნებისმიერ დროს მოსთხოვოს კლიენტს/ბარათის მფლობელს საკრედიტო ლიმიტის ათვისებით წარმოშობილი დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად მასთან იპოთეკის ან გირავნობის ხელშეკრულების დადება (ამ შემთხვევაში კლიენტი/ბარათის მფლობელი ვალდებული იქნება ბანკის მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა ბანკთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დატვირთავს ან დააგირავებს ბანკისთვის მისაღებ ქონებას, რომლის ღირებულებაც არ უნდა იყოს ათვისებული საკრედიტო პროდუქტის, მისთვის დარიცხული სარგებლისა და პირგასამტეხლოს ჯამზე ნაკლები და უზრუნველყოს ბანკის უფლებების რეგისტრაცია შესაბამის რეესტრში. ხელშეკრულებ(ებ)ის გაფორმებისა და მათ საფუძველზე წარმოშობილი უფლებების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ხარჯებს გაიღებს კლიენტი/ბარათის მფლობელი);
15.10.3 მოითხოვოს გირავნობის ან/და იპოთეკის საგნის მისთვის გადაცემა და ნივთის მისთვის გადაცემის შემდეგ პირდაპირი მიყიდვის ან სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვა წესით გაასხვისოს გირავნობის ან/და ოპოთეკის საგანი და რეალიზაციისთვის საჭირო ხარჯების დაფარვის შემდეგ მიღებული თანხა მიმართოს კრედიტის დასაფარავად. თუკი გირავნობის ან/და იპოთეკის საგნის გაყიდვით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს მსესხებლის დავალიანებას, ბანკს უფლება ექნება აღსრულება მიაქციოს კლიენტის/მსესხებლის ნებისმიერ ქონებაზე.
15.11 კლიენტის/მსესხებლის მიერ ყოველთვიურად გადასახდელი თანხის, საპროცენტო სარგებლის, პირგასამტეხლოს ან სადაზღვევო პრემიის დროულად გადაუხდელობის, რომელიმე წინაპირობის, დამატებითი პირობის, xxxxxx მიერ კლიენტისთვის წარდგენილი მოთხოვნის ან/და xxxxxxxx მიერ ნაკისრი რომელიმე ვალდებულების დროულად და ჯეროვნად შეუსრულებლობის (დარღვევის) ან სხვა მნიშვნელოვანი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში ბანკს უფლება ექნება ცალმხრივად შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა ან/და შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედება ან/და მოსთხოვოს კლიენტს/მსესხებელს საკრედიტო პროდუქტის დაბრუნება მისთვის დარიცხულ გადასახდელებთნ (საპროცენტო სარგებელი, პირგასამტეხლო და სხვა) ერთად.
15.12 xxxxxxx xxxxxxxx, სესხის, ოვერდრაფტის, საკრედიტო ლიმიტის ან/და კლიენტთან/მსესხებელთან დადებული ნებისმიერი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი საკრედიტო პროდუქტის (ამ ხელშეკრულების 15.12-15.17 პუნქტების მიზნებისთვის შემდგომში “კრედიტის”) დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული გადახდების ვადაზე ადრე განხორციელება (მათ შორის კრედიტის წინსწრებით სრულად ან ნაწილობრივ დაბრუნება ან/და რეფინანსირება) შესაძლებელია მხოლოდ სავარაუდო გადახდის თარიღამდე 10 (ათი) კალენდარული დღით ადრე კლიენტის/მსესხებლის მიერ შესაბამისი წერილობითი განცხადების ბანკისთვის წარდგენის შემდეგ.
15.13 კრედიტის ნაწილის წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში, ბანკს უფლება ექნება ავტომატურად შეცვალოს კრედიტის დაფარვის გრაფიკი (შეადგინოს ახალი გრაფიკი) და ამ შემთხვევაში კლიენტი/მსესხებელი ვალდებული იქნება კრედიტი დაფაროს ბანკის მიერ შედგენილი ახალი გრაფიკის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ ბანკი არ შეცვლის კრედიტის დაფარვის გრაფიკს კლიენტი ვალდებული იქნება წინსწრებით თანხის გადახდის მიუხედავად განაგრძოს ბანკისთვის თანხების გადახდა არსებული გრაფიკის მიხედვით.
15.14 კრედიტის წინსწრებით დაფარვის შესახებ განცხადების ბანკისთვის წარდგენის შემთხვევაში, კლიენტი/მსესხებელი ვალდებული იქნება წარუდგინოს ბანკს ნებისმიერი ინფორმაცია/დოკუმენტი, რომელიც პირდაპირ ან ირიბად იძლევა კრედიტის რეფინანსირების ფაქტის დადგენის შესაძლებლობას ან უარყოფს კრედიტის რეფინანსირების ფაქტს.
15.15 იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი კრედიტის პირობებით გათვალისწინებულია რეფინანსირების საკომისიო და ბანკს გაუჩნდება ეჭვი, რომ ხდება რეფინანსირება, ბანკს უფლება ექნება კრედიტის წინასწრებით დაფარვის შესახებ კლიენტის/მსესხებლის განცხადების მიღების შემდეგ ნებისმიერ დროს დამატებით მოსთხოვოს კლიენტს/მსესხებელს კრედიტის რეფინანსირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის/დოკუმენტის მისთვის წარდგენა მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 (ორი) საბანკო დღისა.
15.16 კრედიტის რეფინანსირებად ჩაითვლება ნებისმიერი ფინანსური ინსტიტუტის (კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, საკრედიტო კავშირის ან/და სხვა პირის) მიერ პირდაპირ ან/და ირიბად, უშუალოდ ან/და სხვა პირ(ებ)ის მეშვეობით გაცემული თანხით სს “თიბისი ბანკისგან” მიღებული კრედიტის წინსწრებით (შეთანხმებულ ვადაზე ადრე) დაფარვა პირდაპირ ან/და ირიბად, უშუალოდ ან/და სხვა პირ(ებ)ის მეშვეობით.
15.17 მხარეები თანხმდებიან, რომ:
15.17.1 ბანკი არ არის ვალდებული დაამტკიცოს რეფინანსირების ფაქტი და მას უფლება აქვს, კრედიტის რეფინანსირების შესახებ ინფორმაციის ნებისმიერი წყაროთი მიღების შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება კლიენტისთვის/მსესხებლისთვის შესაბამისი საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, რაც ნიშნავს იმას, რომ რეფინანსირების არარსებობის ფაქტის მტკიცების ვალდებულება ეკისრება კლიენტს/მსესხებელს;
15.17.2 წინსწრებით დაფარვისა და რეფინანსირების საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება კლიენტთან/მსესხებელთან დადებული ხელშეკრულებ(ებით;
15.17.3 იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი/მსესხებელი სასამართლოსთვის მიმართვის გზით დაამტკიცებს რეფინანსირების არარსებობის ფაქტს, ბანკი ვალდებული იქნება, დაუბრუნოს მას მხოლოდ უაქცეპტო წესით ჩამოწერილი საკომისიო ან/და პირგასამტეხლო, ხოლო კლიენტი/მსესხებელი უარს აცხადებს ბანკის ქმედებებით (ბანკის მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევით) მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე.
15.18 იმ შემთხვევაში, თუ კლიენტის მიერ საკრედიტო პროდუქტით სარგებლობისთვის ბანკი მოითხოვს მისთვის სადაზღვევო პოლისის წარდგენას, კლიენტი/ბარათის მფლობელი ვალდებული იქნება:
15.18.1 დაზღვევის ხელშეკრულება დადოს ბანკისათვის მისაღებ პირთაგან რომელიმესთან, ამ უკანასკნელის მიერ განსაზღვრული პირობებისა და ტარიფების შესაბამისად;
15.18.2 დაზღვევა განახორციელოს ბანკის მიერ მოთხოვნილი პირობების დაცვით.
15.18.3 უზრუნველყოს სადაზღვევო პოლისში ერთადერთ ბენეფიციარად ბანკის დასახელება.
15.19 იმ შემთხვევაში თუ კლიენტი/ბარათის მფლობელი არ გადაიხდის სადაზღვევო პრემიას ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული წესითა და ვადებში დავალიანება ჩაითვლება ვადაგადაცილებულად.
15.20 დაზღვევის პირობების არსებითი გაუარესების ან სადაზღვევო ტარიფების გაზრდის შემთხვევაში კლიენტს/ბარათის მფლობელს უფლება ექნება წერილობით გამოხატოს სავალდებულო დაზღვევის მოთხოვნის გაუქმების სურვილი. ბანკი ცალმხრივად იღებს გადაწყვეტილებას სავალდებულო დაზღვევის მოთხოვნის გაუქმების შესახებ ხელმძღვანელობს რა საკუთარი დაკრედიტების პრინციპებითა და წესებით.
15.21 კლიენტი/ბარათის მფლობელი თანახმაა, რომ ბანკმა ამ ხელშეკრულების 3.2 პუნქტით გათვალისწინებული წესით ყოველთვიურად ჩამოწეროს სადაზღვევო პრემიის თანხა მზღვეველის (სადაზღვევო კომპანიის) სასარგებლოდ კლიენტის/ბარათის მფლობელის ნებისმიერი ანგარიშიდან. საბიუჯეტო ორგანიზაციების შემთხვევაში, სადაზღვეო პრემიის ჩამოწერა განხორციელდება წინამდებარე ხელშეკრულების 3.3 ქვეპუნქტის შესაბამისად.
15.22 კლიენტი ბანკს ანიჭებს უპირობო უფლებას, კლიენტის დამატებითი თანხმობის გარეშე კლიენტის თავდებ(ებ)ს ან/და პირ(ებ)ს, რომელთა ქონებითაც უზრუნველყოფილია კლიენტის ვალდებულებ(ებ)ის შესრულება მიაწოდოს ინფორმაცია ბანკის მიმართ კლიენტის იმ ვალდებულებ(ებ)ის შესახებ, რომლებიც უზრუნველყოფილია კონკრეტულად ინფორმაციის მიმღები პირის თავდებობით ან/და ქონებით.
15.23 ბანკს უფლება აქვს საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსთან (შემდგომში “ბიუროსთან”) დადებული ხელშეკრულების შესაბამისად:
15.23.1 კლიენტის შესახებ ბანკის ხელთ არსებული როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ინფორმაცია გადასცეს ბიუროს, რის საფუძველზეც კლიენტი აღირიცხება ბიუროს მონაცემთა ბაზაში;
15.23.2 გაეცნოს ბიუროს მონაცემთა ბაზაში აღრიცხულ ინფორმაციას კლიენტის შესახებ (მათ შორის, კლიენტის საკრედიტო ისტორიას).
15.24 ბანკს უფლება აქვს კრედიტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ან/და კლიენტის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულების (მათ შორის კრედიტის დაბრუნების) მიზნით მოითხოვოს და მიიღოს კლიენტის შესახებ მესამე პირთ(ებ)ან თუ ადმინისტრაციულ ორგანო(ებ)ში არსებული ნებისმიერი სახის პერსონალური ინფორმაცია.
15.25 იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი დაარღვევს ბანკთან დადებული რომელიმე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას ან ეს საჭირო იქნება ბანკის საქმიანი რეპუტაციის ან/და კანონიერი ინტერესის დასაცავად, ბანკს უფლება ექნება სასამართლოს/არბიტრაჟს/აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადასცეს ან/და გამოიყენოს ინფორმაცია კლიენტის შესახებ ისვე, როგორც კლიენტის მიერ ხელმოწერილი ნებისმიერი დოკუმენტი.
15.26 ბანკს უფლება აქვს:
15.26.1 მის წინაშე წარმოშობილი ნებისმიერი ვალდებულების შესრულების მიზნით, ასეთი ვალდებულების წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს კლიენტის შემდგომი თანხმობის გარეშე (უაქცეპტო წესით) ჩამოწეროს თანხა კლიენტის ნებისმიერი ანგარიშიდან. იმ შემთხვევაში, თუ დავალიანება დაფიქსირებულია ანგარიშზე არსებული თანხის ვალუტისგან განსხვავებულ ვალუტაში, ეკვივალენტი განისაზღვრება ბანკის მიერ თანხის ჩამოწერის მომენტისათვის დადგენილი კურსით;
15.26.2 კლიენტის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის, შსს მომსახურების სააგენტოსთვის ან/და სხვა ადმინისტრაციული ორგანოსთვის გადასახდელი მომსახურების საფასური ან/და კრედიტის გაცემასთან დაკავშირებული სხვა სახის გადასახდელი (მათ შორის სადაზღვევო პრემია) კლიენტის შემდგომი თანხმობის გარეშე (უაქცეპტო წესით) გადარიცხოს კლიენტის ნებისმიერი ანგარიშიდან შესაბამისი პირის ანგარიშზე;
15.26.3 იმ პირისთვის თანხის გადახდის მიზნით, ვისგანაც კლიენტი ბანკის მიერ გაცემული კრედიტით შეიძენს ნივთს ან მიიღებს მომსახურებას, კლიენტის ნებისმიერი ანგარიშიდან კლიენტის შემდგომი თანხმობის გარეშე (უაქცეპტო წესით) ჩამოწეროს შესაბამისი თანხა, დააკონვერტიროს ეროვნულ ვალუტაში, ჩარიცხოს კლიენტის სალარე ანგარიშზე და გადარიცხოს შესაბამისი პირის ანგარიშზე;
15.26.4 საბიუჯეტო ორგანიზაციების შემთხვევაში, კლიენტის ანგარიშებიდან თანხების ჩამოწერა / გადარიცხვა განხორციელდება წინამდებარე ხელშეკრულების 3.3 ქვეპუნქტის შესაბამისად.
16. საკრედიტო ლიმიტი
16.1 საბარათე ანგარიშზე საკრედიტო ლიმიტის დაშვება გულისხმობს პლასტიკური ბარათის მფლობელისთვის საკრედიტო რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭებას, საკრედიტო ლიმიტით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში.
16.2 საბარათე ანგარიშზე საკრედიტო ლიმიტის დასაშვებად ბარათის მფლობელი ბანკს მიმართავს განაცხადით. განაცხადში აღინიშნება საკრედიტო ლიმიტის მაქსიმალური ოდენობა, რომლის მიღებაც სურს ბარათის მფლობელს; საკრედიტო ლიმიტის ვალუტა, ვადა, რომლის განმავლობაშიც ბარათის მფლობელი მზად არის დააბრუნოს ათვისებული საკრედიტო ლიმიტი; სარგებლის წლიური საპროცენტო განაკვეთი (ბანკის მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად) და სხვა ინფორმაცია.
16.3 ბარათის მფლობელის განაცხადის მიღების შემდეგ ბანკი განიხილავს საკრედიტო ლიმიტის დაშვების საკითხს და დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ბარათის მფლობელს აძლევს უფლებას, ისარგებლოს მის ანგარიშზე დაშვებული საკრედიტო ლიმიტით ბანკის მიერ განსაზღვრული პირობების შესაბამისად, რის შესახებაც ბარათის მფლობელს ინფორმაცია მიეწოდება ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი ფორმით. ამასთან, კლიენტი ვალდებულია განაცხადის ბანკისთვის მიწოდებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის გასვლის შემდეგ ამ ხელშეკრულების 11.2.1 ქვეპუნქტში აღნიშნული კოდის გამოყენებით დაუკავშირდეს ბანკის სატელეფონო სერვისცენტრს (ნომერზე +99532 2272727) მის საბარათე ანგარიშზე საკრედიტო ლიმიტის დაშვების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.
16.4 ათვისებული საკრედიტო ლიმიტით სარგებლობისათვის ბარათის მფლობელი ვალდებული იქნება გადაუხადოს ბანკს სარგებელი, რომლის წლიური განაკვეთი დგინდება ლიმიტის ათვისების მომენტისთვის ბანკის მიერ საკრედიტო ლიმიტით სარგებლობისთვის დადგენილი ტარიფების შესაბამისად, კალენდარული წლის 365 (სამას სამოცდახუთი) დღეზე გაანგარიშებით. სარგებელი (პროცენტი) ათვისებულ საკრედიტო ლიმიტს დაერიცხება წარმოშობის თარიღიდან მისი სრულად დაფარვის (ფაქტობრივად გადახდის) თარიღამდე.
16.5 საკრედიტო ლიმიტის ან მისი ნაწილის ათვისების მომენტიდან ბარათის მფლობელს წარმოეშობა ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ბანკისთვის გადახდის ვალდებულება. ყოველთვიურად გადასახდელი თანხა, როგორც წესი, მოიცავს: სადაზღვევო პრემიის თანხას, ათვისებული საკრედიტო ლიმიტის ნაწილს და ათვისებულ საკრედიტო ლიმიტზე დარიცხულ სარგებელს.
16.6 ყოველთვიურად გადასახდელი თანხა გადახდილი უნდა იქნეს ამ ხელშეკრულების 16.3 პუნქტის შესაბამისად ბანკის მიერ კლიენტისთვის გაგზავნილ ინფორმაციაში მითითებული პერიოდულობით.
16.7 ბანკს უფლება აქვს:
16.7.1 იმ გარემოებ(ებ)ის მნიშვნელოვნად შეცვლის შემთხვევაში, რომელთა არსებობის გამოც ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება საკრედიტო ლიმიტის დაშვების შესახებ, ბარათის მფლობელის მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ან/და ფორს-მაჟორული გარემოების დადგომის შემთხვევაში ბარათის მფლობელისთვის წინასწარ შეტყობინების გარეშე, ნებისმიერ დროს, ცალმხრივად შეაჩეროს/გააუქმოს ბარათის მოქმედება ან გააუქმოს/შეამციროს საკრედიტო ლიმიტით სარგებლობის უფლება ან/და ბარათის მფლობელისთვის შეტყობინებით მოითხოვოს ბარათის მფლობელის მიერ ათვისებული თანხის (კრედიტის) დაბრუნება მისთვის დარიცხულ სარგებელთან და პირგასამტეხლოსთან ერთად ბარათის მფლობელის მიერ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღისა.
16.7.2 საკუთარი ინიციატივით, ბარათის მფლობელისთვის წინასწარ შეტყობინების გარეშე ბარათის მფლობელის საბარათე ანგარიშზე დაუშვას საკრედიტო ლიმიტი, გაზარდოს საბარათე ანგარიშზე უკვე დაშვებული ლიმიტი ან საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა, რაზეც ბარათის მფლობელი თანხმობას აცხადებს საკრედიტო ლიმიტის დაშვების შესახებ განაცხადის ხელმოწერით.
საბარათე ანგარიშზე საკრედიტო ლიმიტის დაშვებისთვის, უკვე დაშვებული ლიმიტის ვადის გაგრძელებისთვის, საკრედიტო ლიმიტის მოცულობის გაზრდისთვის ან საკრედიტო ლიმიტთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღებისთვის ბარათის მფლობელი იხდის საკომისიოს ბანკის მიერ განსაზღვრული ტარიფების შესაბამისად.
16.8 საბარათე ანგარიშზე საკრედიტო ლიმიტის დაშვებისთვის, უკვე დაშვებული ლიმიტის ვადის გაგრძელებისთვის, საკრედიტო ლიმიტის მოცულობის გაზრდისთვის ან საკრედიტო ლიმიტთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღებისთვის ბარათის მფლობელი იხდის საკომისიოს ბანკის მიერ განსაზღვრული ტარიფების შესაბამისად.
16.9 საბიუჯეტო ორგანიზაციების შემთხვევაში, საბარათე ანგარიშზე საკრედიტო ლიმიტის დაშვება დაუშვებელია.
17. სახელფასო პროექტი
17.1 მომსახურების აღწერა
17.1.1 მომსახურება სახელფასო პროექტით გულისხმობს კლიენტის მოთხოვნით კლიენტის საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიშიდან კლიენტის მიერ დასაქმებული პირების (შემდგომში “დასაქმებულების”) ანგარიშებზე თანხის გადარიცხვის ოპერაციებს სპეციალური სისტემის - სახელფასო პროგრამული მოდულის (შემდგომში “მოდულის”) გამოყენებით.
17.1.2 სურვილის შემთხვევაში კლიენტს უფლება აქვს გადაიხადოს დასაქმებულებისთვის ბარათების დამზადებისა და მათ ანგარიშებზე ჩარიცხული თანხების განაღდების საკომისიოები.
17.1.3 ბანკის მიერ სახელფასო პროგრამული მოდულით კლიენტის ანგარიშებიდან გადარიცხვის ოპერაციები წარმოებს კლიენტის მიერ ბანკთან წინასწარ შეთანხმებული სპეციალური პროგრამის საშუალებით (დისკეტის, კომპაქტ-დისკის, პროგრამის, ინტერნეტ-ბანკი, Excel ფაილის ან db გაფართოების მქონე ფაილის გამოყენებით).
17.1.4 კლიენტის სურვილით ბანკი განახორციელებს დასაქმებულთა ანგარიშებზე გადარიცხული თანხის კონვერსიას (გადატანას სალარე ანგარიშიდან სავალუტო ანგარიშზე) ბანკის მიერ დადგენილი კურსით.
17.1.5 სახელფასო პროექტთან და მოდულთან დაკავშირებულ ურთიერთობას კლიენტი ბანკთან დაამყარებს დირექტორის, ან მის მიერ დანიშნული პირის მეშვეობით, რომლისთვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭება გაფორმდება ბანკის მიერ კლიენტისთვის შეთავაზებული ფორმით.
17.1.6 სახელფასო პროექტში ჩართვისა და მოდულით მომსახურების მისაღებად კლიენტმა ბანკს უნდა მიმართოს განაცხადით ამ ხელშეკრულების 1.2 პუნქტის შესაბამისად.
17.2 კლიენტი ვალდებულია:
17.2.1 მხარეთა მიერ წინასწარ შეთანხმებული ელექტრონული ფაილის სახით ბანკისთვის მისაღები ელექტორონული ინფორმაციის მატარებლის (კომპაქტური დისკი ან სხვა) მეშვეობით გადასცეს ბანკს ინფორმაცია დასაქმებულების ანგარიშებზე ჩასარიცხი თანხების შესახებ;
17.2.2 ანაზღაურებების დასაქმებულთა ანგარიშებზე გადარიცხვის სურვილის არსებობისას წარუდგინოს ბანკს საგადახდო დავალება დასაქმებულთა ანგარიშებზე ჩასარიცხი ანაზღაურებების ჯამური თანხის მითითებით და ამ ხელშეკრულების 17.2.1 ქვეპუნქტში აღნიშნული ელექტრონული ფაილიდან ამობეჭდილი დასაქმებულთა რეესტრი (სია) ანგარიშების ნომრების, თანხებისა და იმ ვალუტის მითითებით რა ვალუტაშიც უნდა მოხდეს დასაქმებულთა ანგარიშზე ჩარიცხული ანაზღაურების კონვერსია ბანკის მიერ დადგენილი კურსით;
17.2.2.1 საბიუჯეტო ორგანიზაციების შემთხვევაში, დასაქმებულთა ანგარიშებზე ჩასარიცხი ანაზღაურების თანხების ჩარიცხვა განხორციელდება სახელმწიფო ხაზინის მიერ;
17.2.3 დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს ბანკს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის (ორგანიზაციიდან წასვლის) შესახებ;
17.2.4 გადაუხადოს ბანკს სახელფასო პროექტის ფარგლებში დასაქმებულებისთვის დამზადებული პლასტიკური ბარათებით მომსახურების საკომისიო სრულად (ბარათების მოქმედების ვადის ამოწურვამდე), თუ სახელფასო პროგრამული მოდულით მომსახურების მიღების დაწყების მომენტიდან ერთი წლის განმავლობაში კლიენტი უარს იტყვის ბანკისგან ამ მუხლით ან/და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიღებაზე;
17.2.5 გადაუხადოს ბანკს კლიენტის დასაქმებულებისთვის სახელფასო პროექტის ფარგლებში დამზადებული ბარათების მეშვეობით თანხის განაღდების საკომისიო იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია კლიენტის განაცხადით სახელფასო პროექტში ჩართვის თაობაზე;
17.2.6 ბანკს წარუდგინოს დასაქმებულთა პირადობის დამადასტურებელი საბუთების (პირადობის მოწმობების ან პასპორტების) და გადასახადის გადამხდელის მოწმობების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასლები, რომელთა დედნებთან შესაბამისობა დამოწმებულია მის მიერ (კლიენტის წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის ხელმოწერით);
17.2.7 დროულად მიაწოდოს კლიენტის დასაქმებულებს ბანკის მომსახურებისა და პროდუქტების შესახებ უტყუარი, გასაგები და გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელი სრული ინფორმაცია, რომელიც დასაქმებულებს (მომხმარებლებს) არ უბიძგებს ისეთი გადაწყვეტილების მიღებისაკენ, რომელსაც იგი არ მიიღებდა უტყუარი და სრული ინფორმაციის ფლობის პირობებში;
17.2.8 კლიენტის დასაქმებულებს (მომხმარებლებს) მიაწოდოს ინფორმაცია სავალუტო რისკის შესახებ, როდესაც დასაქმებულების (მომხმარებლების) შემოსავლები არ არის ჰეჯირებული სავალუტო კურსის ცვლილების მიმართ, ასევე უცხოური ვალუტით
დეპოზიტის განთავსების/კრედიტის მიღების შემთხვევაში მიაწოდოს დასაქმებულებს (მომხმარებლებს) ინფორმაცია მსგავსი პირობების მქონე პროდუქტზე ეროვნული ვალუტით;
17.2.9 ხელშეკრულების გაფორმებამდე თითოეულ დასაქმებულს (მომხმარებელს) გააცნოს ხელშეკრულებაში მოცემული ფინანსური ხარჯები და თანხმობის შემდეგ გააფორმოს მასთან ხელშეკრულება;
17.2.10 ბანკისგან მიიღოს და კლიენტის დასაქმებულებს გადასცეს პლასტიკური ბარათები დალუქულ კონვერტებში მოთავსებულ პინ- კოდებთან, SMS-კოდებთან, რომლითაც შესაძლებელია პინ-კოდის მიღება, სატელეფონო კოდებთან, ინტერნეტ-ბანკის კოდებთან, “სმარტ კლუბის” ბარათებთან და სხვა საბუთებთან ერთად და უზრუნველყოს პლასტიკური ბარათების ხელმოწერა მათი მფლობელების მიერ.
17.2.11 ამ ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) საბანკო დღისა ჩაერთოს სახელფასო პროექტში და ისარგებლოს ამ ხელშეკრულების მე-17 მუხლში აღწერილი მომსახურებით.
17.3 ბანკი ვალდებულია:
17.3.1 ამ ხელშეკრულების 17.2.2 ქვეპუნქტში აღწერილი დავალების მიღებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში გადარიცხოს თანხები დასაქმებულების ანგარიშებზე. საბიუჯეტო ორგანიზაციების შემთხვევაში, დასაქმებულთა ანგარიშებზე თანხების ჩარიცხვა განხორციელდება წინამდებარე ხელშეკრულების 17.2.2.1 ქვეპუნქტის შესაბამისად.
17.4 ამ ხელშეკრულების ხელმოწერით კლიენტი და ბანკი თანხმდებიან, რომ ამ ხელშეკრულების 17.2.5-17.2.10 ქვეპუნქტებში აღწერილი ვალდებულებების სრულყოფილად შესრულების მიზნით ამ ხელშეკრულების ხელმოწერიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში ბანკის წარმომადგენელი კლიენტის დასაქმებულებთან ურთიერთობაში (მხოლოდ ამ ხელშეკრულების 17.2.5-17.2.10 ქვეპუნქტებში აღწერილი შეზღუდული უფლებამოსილებით) იქნება კლიენტი, რომელიც სახელფასო პროექტში ჩართვის შესახებ განაცხადის ხელმოწერით იკისრებს ამ ხელშეკრულების 17.2.5-17.2.10 ქვეპუნქტებში აღწერილ ვალდებულებებს და დაასახელებს (დანიშნავს) კლიენტის იმ დასაქმებულს, ვინც უშუალოდ შეასრულებს ამ ხელშეკრულების 17.2.5-17.2.10 ქვეპუნქტებში აღწერილ ქმედებებს ბანკის სახელით და რომელიც ვალდებული იქნება:
17.4.1 პირადად გადაიღოს (შექმნას) დასაქმებულების პირადობის დამადასტურებელი საბუთების ასლები და დაამოწმოს ამ ასლების დედნებთან შესაბამისობა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული დებულებით („კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“) და “უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;
17.4.2 პირადად დაესწროს თითოეული დასაქმებულის მიერ სახელფასო პროექტის მონაწილის განაცხადის ხელმოწერის პროცესს და ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ წერილობით ან xxxxxx მიერ მოთხოვნილი სხვა საშუალებებიტ დაუდასტუროს ბანკს (და xxxxxx მიერ დასახელებულ ნებისმიერ პირს) ის, რომ სახელფასო პროექტის მონაწილის განაცხადს ნამდვილად მასში მითითებულმა პირმა მოაწერა ხელი;
17.4.3 დამოწმებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი)კალენდარული დღისა გადასცეს ბანკს დასაქმებულების პირადობის დამადასტურებელი საბუთების დამოწმებული ასლები;
17.4.4 ბანკისგან მიიღოს და კლიენტის დასაქმებულებს გადასცეს პლასტიკური ბარათები დალუქულ კონვერტებში მოთავსებულ პინ- კოდებთან, SMS-კოდებთან, რომლითაც შესაძლებელია პინ-კოდის მიღება, სატელეფონო კოდებთან, ინტერნეტ-ბანკის კოდებთან, “სმარტ კლუბის” ბარათებთან და სხვა საბუთებთან ერთად და უზრუნველყოს პლასტიკური ბარათების ხელმოწერა მათი მფლობელების მიერ;
17.4.5 კეთილსინდისიერად, ჯეროვნად და სრულფასოვნად განახორციელოს ამ ხელშეკრულების 12.2.5-17.2.10 ქვეპუნქტებში აღწერილი მოქმედებები.
17.5 კლიენტის მიერ მისი ახალი დასაქმებულის სახელფასო პროექტში ჩართვის შემთხვევაში კლიენტი კვლავ ჩაითვლება ბანკის წარმომადგენლად ამ ხელშეკრულების 12.2.5-17.2.10 ქვეპუნქტებში აღწერილი შეზღუდული უფლებლებამოსილებით, ხოლო ამ ხელშეკრულების 17.4 პუნქტის შესაბამისად დასახელებული (დანიშნული) პირი ვალდებული იქნება შეასრულოს ამ ხელშეკრულების 17.2.5-17.2.10 ქვეპუნქტებში აღწერილ ქმედებები კლიენტის ახალ დასაქმებულთან მიმართებით.
18. ინკასაცია
18.1 მომსახურების აღწერა
18.1.1 საინკასაციო მომსახურება გულისხმობს კლიენტის მოთხოვნით მისი კუთვნილი ნაღდი ფულის და ფასეულობის გადაზიდვას (ინკასაციას).
18.1.2 საინკასაციო მომსახურების პირობები დეტალურად აღწერილია ამ ხელშეკრულების დანართში #5-8, რომელიც არის ამ ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი;
18.1.3 საინკასაციო მომსახურების მისაღებად კლიენტმა ბანკს უნდა მიმართოს განაცხადით ამ ხელშეკრულების 1.2 პუნქტის შესაბამისად.
18.2 კლიენტი ვალდებულია:
18.2.1 საინკასაციო მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში ბანკში გახსნას საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიში;
18.2.2 24 (ოცდაოთხი) საათით ადრე წერილობით აცნობოს ბანკს საინკასაციო მომსახურების საჭიროების შესახებ;
18.2.3 ზედმიწევნით დაიცვას ამ ხელშეკრულების დანართში #5-8 აღწერილი პირობები;
18.2.4 დააკმაყოფილოს ბანკის სალაროს კომისიის პრეტენზია თანხის/ფასეულობის რაოდენობის ან/და კუპიურების ვარგისიანობის შესახებ;
18.2.5 დროულად მიაწოდოს თანხა/ფასეულობა ბანკის წარმომადგენელს და თანხის/ფასეულობის მითვლის შემდეგ ხელი მოაწეროს შესაბამის დოკუმენტებს;
18.2.6 დაიცვას ბანკის მიერ თანხის/ფასეულობის გატანისა და შემოტანის გრაფიკის კონფიდენციალობა;
18.2.7 სათანადოდ შეამოწმოს წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებებლი საბუთი;
18.2.8 ნადი ფულის/ფასეულობის მისაღებად და გადასაცემად უზრუნველყოს იზოლირებული სადგომი, თავისუფალი და განათებული მისასვლელით, როგორც წესი პირველ სართულზე;
18.2.9 ბანკს ფული/ფასეულობა გადასცეს მხოლოდ დალუქული ჩანთებით;
18.2.10 დროულად გადაუხადოს ბანკს მომსახურების საფასური (საკომისიო);
18.2.11 ინკასირებულ თანხაში არსებული დაზიანებული უცხოური ვალუტის ბანკისთვის გადაცემის შემთხვევაში ბანკს გადაუხადოს საკომისიო დაზიანებული უცხოური ვალუტის მიღებისთვის ბანკის მიერ დაზიანებული უცხოური ვალუტის მიღების მომენტისთვის დადგენილი ტარიფების შესაბამისად;
18.2.12 დაიცვას ამ ხელშეკრულების ტექსტისა და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის საიდუმლოება (ეს ვალდებულება ძალაშია ამ ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შემდეგაც).
18.3 კლიენტს უფლება აქვს:
18.3.1 ბანკისათვის წინასწარ შეტყობინების შემდგომ დაესწროს კომისიის მიერ ნაღდი ფულის/ფასეულობის საბოლოო მითვლას ბანკში ან დანიშნულების სხვა ადგილას. იმ შემთხვევაში, როდესაც კლიენტი არ დაესწრება ნაღდი ფულის/ფასეულობის საბოლოო მითვლას და ასეთი დათვლისას აღმოჩნდება ნაღდი ფულის/ფასეულობის დანაკლისი, პასუხისმგებლობა არასწორი ინფორმაციის წარმოდგენისათვის დაეკისრება კლიენტს, კომისიის მიერ გადათვლის შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებული თანხა/ფასეულობა ჩაირიცხება კლიენტის ანგარიშზე, ხოლო ნაღდი ფულის/ფასეულობის დანაკლისთან დაკავშირებით შედგება ცნობა.
18.4 ბანკი ვალდებულია:
18.4.1 ხარისხიანად გაუწიოს კლიენტს საინკასაციო მომსახურება;
18.4.2 კლიენტისგან მიღების შემდეგ უზრუნველყოს დალუქული ჩანთის მთლიანობის დაცვა.
18.5 ბანკს უფლება აქვს:
18.5.1 უარი განუცხადოს კლიენტს მომსახურების გაწევაზე (ინკასაციაზე) ჩანთის ან მასზე არსებული ლუქის დაზიანების ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, ან/და იმ შემთხვევაში, თუ მისთვის მიუღებელია ინკასაციისთვის განკუთვნილი შენობის (ობიექტის) ადგილმდებარეობა.
ინფორმაცია მხარეთა შესახებ
xxxxx | xxxxxxx |
სს „თიბისი ბანკი“ | შპს „კლიენტი“ |
საიდენტიფიკაციო ნომერი: 204854595 | საიდენტიფიკაციო ნომერი: |
მისამართი: თბილისი, კ. xxxxxxxxxxxxx ქ. #7 | მისამართი: |
ტელეფონის ნომერი; | |
ელ. ფოსტა: | |
ფაქსიმილე (ხელმოწერის ნიმუში) | ფაქსიმილე (ხელმოწერის ნიმუში) |
ხელმოწერა (სახელი და გვარი სრულად და გარკვევით) | ხელმოწერა (სახელი და გვარი სრულად და გარკვევით) |
დანართი #16
შეთანხმება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით
ერთი მხრივ, სს “თიბისი ბანკი” (შემდგომში “ბანკი”), რომელსაც წარმოადგენს მისი მარჯანიშვილის ფილიალის დირექტორი, xxxxxxx xxxxxxxxx და მეორე მხრივ, სსიპ / ააიპ “კლიენტი” (შემდგომში “კლიენტი” ან „კომპანია“), რომელსაც წარმოადგენს მისი დირექტორი,
, გამოვთქვამთ თანამშრომლობის სურვილს და მხარეთა შორის დადებული საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების (შემდგომში „ძირითადი ხელშეკრულების“) საფუძველზე ვთანხმდებით შემდეგზე:
1. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში“ 2014 წლის 12 დეკემბერს შესული ცვლილებებიდან გამომდინარე, კლიენტის მიერ საბანკო პროდუქტებით/მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში, გათვალისწინებული უნდა იქნას ამ შეთანხმებით განსაზღვრული პირობები:
1.1 კლიენტის მიერ მისაღები ნებისმიერი სარგებელი/პროცენტი პირველ რიგში ჩაირიცხება ბანკის შიდა ანგარიშზე, ხოლო შემდგომში გადაირიცხება კლიენტის მიერ წარმოდგენილ რეკვიზიტებზე (სახელმწიფო ხაზინაში);
1.2 ბანკის მიერ მისაღები კლიენტზე დარიცხული ნებისმიერი საკომისიოს/საპროცენტო შემოსავალის/ჯარიმის ან სხვა სახის შემოსავლების გადახდის თაობაზე ინფორმაციას ინვოისის სახით კლიენტს ბანკი წარუდგენს თვეში ერთხელ (თვის პირველ რიცხვებში) ან მათი წარმოშობის პერიოდულობის შესაბამისად;
1.2.1 ბანკს არ წარმოეშვება ინვოისის წარდგენის ვალდებულება და შესაბამისად ბანკს უფლება აქვს ნებისმიერი მისაღები შემოსავალი (გარდა საკრედიტო პროდუქტთან დაკავშიებული საპროცენტო სარგებლის, პირგასამტეხლოს, საკომისიოს და სხვა გადასახდელის სახით მისაღები შემოსავლებისა) ჩამოწეროს კლიენტის ანგარიში(ებ)დან იმ შემთხვევაში, როდესაც კლიენტს გახნილი აქვს
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს მე-184 მუხლის მე-6 პუნქტით და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება #1266-ით გათვალისწინებული ანგარიშ(ებ)ი (ე.წ. „კორპორაციული ანგარიში“).
1.3 ბანკის მიერ გაცემული ინვოისი ხელმოწერილი იქნება უფლებამოსილი პირის მიერ და დამოწმებული იქნება ბანკის ბეჭდით. ინვოისში დეტალურად იქნება გაწერილი xxxxxx მიერ მისაღები თანხების წარმოშობის წყარო;
1.4 ინვოისში მითითებული თანხების ჩარიცხვა უნდა განხორციელდეს ინვოისის გაცემიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში. დათქმულ ვადაში თანხის მიუღებლობის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია მოთხოვოს კლიენტს, ხოლო კლიენტი ვალდებული იქნება გადაუხადოს ბანკს ინვოისში მითითებული თანხის 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
1.5 იმ შემთხვევაში თუ კლიენტის მიერ დაფიქსირდება საკრედიტო პროდუქტებით სარგებლობის სურვილი, რომელიც უზრუნველყოფილი უნდა იქნას კლიენტის ფულადი თანხებით აუცილებელია, რომ აღნიშნული თანხების ჩარიცხვა ბანკის მიერ მითითებულ რეკვიზიტებზე განხორციელდეს წინასწარ პროდუქტის გაცემამდე. საკრედიტო პროდუქტების უზრუნველსაყოფად ჩარიცხული თანხები განთავსებული იქნება (დაიჯავშნება) შიდასაბანკო ანგარიშზე (შემდგომში „ბლოკირებულ ანგარიშზე“), რომელიც არ არის კლიენტის ანგარიში. ბანკი უფლებამოსილია უზრუნველყოფის თანხების მიუღებლობის შემთხვევაში არ მოემსახუროს კლიენტს და არ გასცეს მის მიერ მოთხოვნილი საკრედიტო პროდუქტი;
1.6 საკრედიტო პროდუქტების უზრუნველსაყოფად არ შეიძლება გამოყენებული იქნეს კლიენტის ვადიან ან მოთხოვნამდე ანაბრების ანგარიშებზე (დეპოზიტებზე) განთავსებული ფულადი სახსრები;
1.7 საკრედიტო პროდუქტ(ებ)ის უზრუნველსაყოფად ბლოკირებულ ანგარიშზე განთავსებული (დაჯავშნული) თანხები, საკრედიტო პროდუქტ(ებ)ის ვადის გასვლის შემდგომ, შესაბამისი დანიშნულებით კლიენტის ანგარიშების გაუვლელად, გადაირიცხება კლიენტის მიერ წარმოდგენილ რეკვიზიტებზე (სახელმწიფო ხაზინაში);
1.8 კლიენტის სასარგებლოდ სესხის გაცემამდე, წარმოდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ხაზინის რეკვიზიტები, სადაც უნდა მოხდეს სესხის თანხის ჩარიცხვა. სესხის თანხა xxxxxx მიერ ჩაირიცხება ბანკის შიდა ანგარიშზე, ხოლო შემდგომ გადაირიცხება კლიენტის მიერ წარმოდგენილ რეკვიზიტებზე (სახელმწიფო ხაზინაში).
2. ეს შეთანხმება წარმოადგენს ძირითადი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ შეთანხმებაზე სრულად ვრცელდება ძირითადი ხელშეკრულების მოქმედება და საქართველოს კანონმდებლობით ამ შეთანხმებისთვის გათვალისწინებული ყველა სხვა პირობა განსაზღვრულია ძირითადი ხელშეკრულებით;
3. ბანკს უფლება აქვს კლიენტისთვის წინასწარ შეტყობინებით გააუქმოს/შეცვალოს ამ შთანხმებაში აღწერილი პირობები შესაბამისი საკანონმდებლო აქტების ცვლილების შემთხვევაში.
4. ნებისმიერი შეტყობინება ხორციელდება წერილობით, ან ამ შეთანხმებთ გათვალისწინებული სხვა ფორმით. წერილობითი შეტყობინება მხარეს უნდა გადაეცეს შეტყობინების გამგზავნისთვის ცნობილ ბოლო მისამართზე. ბანკს უფლება აქვს შეტყობინებისთვის გამოიყენოს კომუნიკაციის სხვა საშუალებებიც (მათ შორის ელექტრონული, ციფრული, სატელეფონო და სხვა).
5. მხარეთა შორის წამოჭრილი ყველა დავა და უთანხმოება გადაწყდება მოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო ან ბანკის მიერ შერჩეული არბიტრაჟი ძირითად ხელშეკრულებაში მოცემული საარბიტრაჟო შეთანხმების შესაბამისად. ბანკის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება (მათ შორის გადახდის ბრძანება) უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად.
6. ამ შეთანხმებას ენიჭება უპირატესი ძალა მხარეთა შორის ამ შეთანხმების საგანთან დაკავშირებით ადრე გაფორმებულ სხვა ხელშეკრულებებთან წინააღმდეგობის შემთხვევაში.
7. ამ შეთანხმების რომელიმე ნაწილის ბათილობა და/ან მოქმედების შეწყვეტა არ იწვევს მთლიანად შეთანხმების ბათილობას ან მოქმედების შეწყვეტას.
8. კლიენტს არ აქვს ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლების ან/და ვალდებულების მესამე პირისთვის გადაცემის/გადაკისრების უფლება ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
9. ეს შეთანხმება შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე სამ იდენტურ ეგზემპლარად, რომელთაგან ორი რჩება ბანკს, ერთი გადაეცემა კლიენტს.
ინფორმაცია მხარეთა შესახებ
xxxxx | xxxxxxx |
სს “თიბისი ბანკი“ | სსიპ / ააიპ “კლიენტი“ |