საკრედიტო ხელშეკრულება N…… თბილისი , 2022 წ. ერთის მხრივ, სს “პაშა ბანკი საქართველო” (შემდგომში - „ბანკი“), წარმოდგენილი მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის სახით (პირადი N), და მეორეს მხრივ, .......... (შემდგომში – “მსესხებელი”, ს/ნ ), წარმოდგენილი...
საკრედიტო ხელშეკრულება N…… თბილისი , 2022 წ. ერთის მხრივ, სს “პაშა ბანკი საქართველო” (შემდგომში - „ბანკი“), წარმოდგენილი მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის სახით (პირადი N), და მეორეს მხრივ, .......... (შემდგომში – “მსესხებელი”, ს/ნ ), წარმოდგენილი დირექტორის …. (პ/ნ ) მიერ , ორივე მხარე ერთობლივად წოდებული როგორც „მხარეები“, სადაც ბანკი და მსესხებელი ცალ-ცალკე მოხსენიებული არიან, როგორც “მხარე”, ხოლო ერთად – როგორქც “მხარეები”, მხარეთა შორის ………………….. ხელმოწერილი # საკრედიტო მომსახურებაზე გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე (შემდეგ „გენერალური ხელშეკრულება“) ვდებთ წინამდებარე საკრედიტო ხელშეკრულებას შემდეგზე: მუხლი 1. ხელშეკრულების მხარეები 1.1. ბანკი: 1.2. მსესხებელი: | ||||
1.2.1. | სახელი, გვარი/საფირმო სახელწოდება: | |||
1.2.2. | პირადი/საიდენტიფიკაციო ნომერი: | |||
1.2.3. | იურიდიული მისამართი: | |||
1.2.4. | ფაქტობრივი მისამართი: | |||
1.2.5. | წარმომადგენელი (ხელმომწერი პირი): | |||
1.2.6. | წარმომადგენლობა: | |||
1.2.7. | ტელეფონი: | |||
1.2.8. | ელ.ფოსტა: |
1.1.1. | საფირმო სახელწოდება: | სააქციო საზოგადოება „პაშა ბანკი საქართველო“ |
1.1.2. | რეგისტრაციის ფორმა: | კომერციული ბანკი |
1.1.3. | საზედამხედველო ორგანო: | საქართველოს ეროვნული ბანკი (მის: საქართველო, თბილისი, სანაპიროს xxxx x 0; xxxx://xxx.xxx.xx; 032 2 406 406 |
1.1.4. | საიდენტიფიკაციო ნომერი: | 404433671 |
1.1.5. | იურიდიული მისამართი: | საქართველო, თბილისი, ვაკის რაიონი, xxxx xxxxxxxxxx გამზირი, N37მ |
1.1.6. | წარმომადგენელი (ხელმომწერი პირი): | |
1.1.7. | წარმომადგენლობა: | მინდობილობა |
1.1.8. | xxxxxxxx: | + 995 (322) 265 000 |
1.1.9. | ელ.ფოსტა: |
მუხლი 2. კრედიტით სარგებლობის ზოგადი პირობები
2.1. წინამდებარე საკრედიტო ხელშეკრულებით (შემდგომში - ხელშეკრულება) ბანკი იღებს ვალდებულებას მსესხებელზე გასცეს კრედიტი, ხოლო მსესხებელი იღებს ვალდებულებას დააბრუნოს მიღებული კრედიტი, გადაიხადოს დარიცხული საპროცენტო სარგებელი და სრულად შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.
2.2. მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე ხელშეკრულების მხარეთა მიერ ხელმოწერიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში (“ხელმოწერა”) მსესხებელი გენერალური ხელშეკრულების და მის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებებით ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით ბანკთან გააფორმებს, სათანადოდ დაარეგისტრირებს ბანკის მიერ მოთხოვნილ უზრუნველყოფის საშუალებებს და წარმოადგენს უზრუნველყოფის წარმოშობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას.
2.3. მსესხებლის მიერ საკრედიტო ვალდებულების დასაფარად შემოტანილი ან ჩარიცხული თანხიდან პირველ რიგში იფარება დარიცხული ჯარიმა ან პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ – კრედიტზე დარიცხული პროცენტი და ბოლოს კრედიტის ძირითადი თანხა.
2.4. ბანკის წინაშე წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საკრედიტო ვალდებულებებს მსესხებელი სრულად შეასრულებს ბანკის მიმართ, შეთანხმებული გრაფიკის დაცვით, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების შემადგენელ და განუყოფელ ნაწილს.
2.5. თუ ნებისმიერი გადახდის დღე დაემთხვევა არასამუშაო (უქმე) დღეს, მაშინ გადახდა განხორციელდება მომდევნო საბანკო დღეს. წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისთვის “საბანკო დღე” განისაზღვრება კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2.6. მსესხებლის 2 (ორი) თვით ადრე შეტყობინების საფუძველზე ბანკი უფლებამოსილია ქვეყანაში ინფლაციის დონის ან/და სავალუტო რისკის გაზრდის ან/და სხვა გლობალური ან/და რეგიონალური ხასიათის სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორების ან/და ქვეყანაში სხვა ნეგატიური პროცესების გათვალისწინებით, მსესხებლის დამატებითი თანხმობისა თუ აქცეპტის გარეშე, ცალმხრივად:
2.6.1. შეამციროს კრედიტის მოცულობა;
2.6.2. შეცვალოს ხელშეკრულებით დადგენილი საპროცენტო სარგებლის, საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს ოდენობა(ები);
2.6.3. შეცვალოს ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით გათვალისწინებული გადახდის ვადა/ვადები;
2.6.4. შეცვალოს ხელშეკრულების სხვა პირობები;
2.7. მსესხებლისთვის აღნიშნული შეტყობინების გაგზავნა განხორციელდება ინტერნეტბანკის ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით. ასევე, შესაძლებელია მსესხებელის ინფორმირება როგორც წერილობით, ასევე სხვა ტექნიკური საშუალებით (მაგ.: მოკლე ტექსტური შეტყობინება ).
2.8. იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი არ ეთანხმება 2.6. პუნქტით გათვალისწინებულ შეცვლილ პირობებს, იგი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს ბანკს და 30 სამუშაო დღის განმავლობაში ვადამდე დაფაროს მიღებული საბანკო პროდუქტი დარიცხულ საპროცენტო სარგებელთან ერთად. ამ შემთხვევაში მსესხებელს არ დაეკისრება პირგასამტეხლო საბანკო პროდუქტის ვადამდე დაფარვისათვის. იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი, არ ისარგებლებს წინამდებარე პუნქტში აღწერილი უფლებით, xxxxxx მიერ შეთავაზებული ცვლილებები (დამატებები) ჩაითვლება მსესხებლის მიერ მიღებულად, ხელშეკრულება კი შეცვლილად, შეთავაზებული პირობების შესაბამისად.
2.9. მხარეები თანხმდებიან, რომ თუ წინამდებარე ან/და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულების პირობების ცვლილებას, ბანკი განახორციელებს მსესხებლის სასარგებლოდ, ბანკი არ არის ვალდებული წინასწარ აცნობოს მსესხებელს ცვლილების შესახებ. მსესხებლის სასარგებლოდ სახელშეკრულებო პირობების ნებისმიერ ცვლილებას მსესხებელი შეიძლება დაეყრდნოს მხოლოდ ბანკის მხრიდან, შესაბამისი სახელშეკრულებო პირობების ცვლილების, ოფიციალურად, წერილობით, დადასტურების შემთხვევაში. მსესხებელს ნებისმიერ დროს აქვს უფლება მოსთხოვოს ბანკს ინფორმაცია, მის სასარგებლოდ სახელშეკრულებო პირობების ცვლილებაზე.
მუხლი 3. საკრედიტო ხელშეკრულების დადების საფუძველი 3.1. საკრედიტო ხელშეკრულება დადებულია მხარეთა შორის გაფორმებული გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის გაფორმების თარიღი და ნომერი მითითებულია წინამდებარე ხელშეკრულების 4.1. პუნქტში. საკრედიტო ხელშეკრულებაზე სრულად გავრცელდება გენერალური ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობები და ყველა სხვა პირობები, რაც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს გენერალური ხელშეკრულების ყველა მუხლს. გენერალური ხელშეკრულების დებულებებსა და ამ ხელშეკრულების დებულებებს შორის წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ამ ხელშეკრულების დებულებებს. 3.2. საკრედიტო ხელშეკრულების დადება/ხელმოწერა არ გულისხმობს ბანკის მიერ მსესხებლის კრედიტით სარგებლობის უფლების მინიჭებას და კრედიტის თანხის ფაქტობრივ გაცემამდე ბანკი უფლებამოსილია ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი განუცხადოს მსესხებელს კრედიტის თანხით სარგებლობაზე. მუხლი 4. კრედიტის პირობები | |||
4.1. გენერალური ხელშეკრულება საკრედიტო მომსახურებაზე ხელშეკრულების ნომერი და დადების თარიღი: | N 0000000.001 00.00.2022 წ. | ||
4.2. კრედიტის მთლიანი თანხის ოდენობა და ვალუტა: | |||
4.3. კრედიტის ვადა: | |||
4.4. კრედიტის საპროცენტო განაკვეთის ტიპი: | ინდექსირებული | ||
4.5. კრედიტის თანხაზე წლიურად დასარიცხი საპროცენტო განაკვეთი: | ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს +.. % წლიურად. | ||
4.6. კრედიტის აუთვისებელ ნაწილზე დასარიცხი საპროცენტო სარგებელი: | - | ||
4.7. სესხის გაცემის ერთჯერადი საკომისიო: | სესხის სრული თანხის 1%-ს, რომლის გადახდაც მოხდება სესხის გაცემისას და არ ექვემდებარება დაბრუნებას. | ||
4.8. სესხის დაფარვის პირობები | მსესხებელი კრედიტის ძირ თანხას გადაიხდის ყოველთვიურად. მსესხებელი კრედიტის ძირ თანხაზე დარიცხულ საპროცენტო სარგებელს გადაიხდის ყოველთვიურად, სესხის გაცემის დღიდან. | ||
4.9. კრედიტის თანხის ან/და მასზე დარიცხული სარგებლის სხვა საფინანსო ორგანიზაციებიდან რეფინანსირების ან/და ვადამდე დაფარვის საკომისიო: წინსწრებით დაფარვის პირობები: | თუ დაფარვის გრაფიკით დადგენილ ვადამდე ხორციელდება მსესხებლის საკრედიტო ვალდებულების რეფინანსირება და რეფინანსირების წყაროს არ წარმოადგენს მსესხებლის კაპიტალი, რომლის მოზიდვაც მოხდა წინამდებარე საკრედიტო რესურსის გაცემის შემდეგ, მსესხებელი უხდის ბანკს რეფინანსირების პირგასამტეხლოს შემდეგი ოდენობით: თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6 თვეზე მეტი, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 0.5%-ისა. |
თუ მსესხებლის მიერ ხდება საკრედიტო ვალდებულების დადგენილ ვადამდე ადრე დაფარვა და დასაფარი ვალდებულება აღემატება 2,000,000.00 (ორ მილიონ) ლარს, მსესხებელი ვალდებულია დაფარვის სურვილის შესახებ შეატყობინოს ბანკს 14 კალენდარული დღით ადრე. | |||
4.10. ვადაგადაცილების პირგასამტეხლო: | ვადაგადაცილებული თანხის ...%, მაგრამ არა უმეტეს კანონმდებლობით დადგენილი ოდენობისა. | ||
4.11. კრედიტის მიზნობრიობა: | |||
4.12. განსაკუთრებული პირობები: | მხარეები თანხმდებიან, რომ მსესხებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული რომელიმე დაპირებისა და გარანტიის დარღვევის შემთხვევაში ბანკს უფლება ექნება მსესხებლის მიმართ გამოიყენოს ქვემოთ ჩამოთვლილი სანქცია: ა) შეთანხმებულ კრედიტის საპროცენტო განაკვეთს ჯარიმის სახით დაემატება წლიური საპროცენტო სარგებელი 3%-ამდე ოდენობით, ბანკის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით. ბ) მოითხოვოს მსესხებლისგან სესხის სრული თანხის ან დარჩენილი თანხის დაბრუნება ბანკის მიერ გაგზავნილი შეტყობინებიდან 1 თვის ვადაში. | ||
4.19. სპეციფიკური პირობები: | |||
მუხლი 5. მსესხებლის განცხადებები და გარანტიები 5.1. მსესხებელი აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ: 5.1.1. წინამდებარე ხელშეკრულების დადების დღეს მისი იურიდიული და ფაქტიური მისამართებია ხელშეკრულებაში მითითებული მისამართები; 5.1.2. მსესხებლის წარმომადგენელ ფიზიკურ პირს აქვს წინამდებარე ხელშეკრულების დადებისა და შესრულებისათვის საჭირო უფლებამოსილება და მას მიღებული აქვს ამისათვის საჭირო ყველა კორპორატიული ნებართვა და თანხმობა მსესხებლის შესაბამისი ორგანოებიდან (დირექტორატი, სამეთვალყურეო საბჭო, აქციონერთა/პარტნიორთა საერთო კრება); 5.1.3. მსესხებელი არ მონაწილეობს არც ერთ სასამართლო პროცესში (მოსარჩელის, მოპასუხის ან მესამე პირის სახით), რითაც შესაძლებელია საფრთხე დაემუქროს მსესხებლის მიერ ბანკის წინაშე წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი საკრედიტო ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებას. 5.2. მსესხებელი აცხადებს თანხმობას, რომ: სს „პაშა ბანკი საქართველო“ (მისამართი - xxxx xxxxxxxxxx გამზ. N37მ, 0179, თბილისი, საქართველო) შეაგროვებს/დაამუშავებს პირის შესახებ ყველა იმ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტურ ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდებასთან და ინფორმაციის მიღებასთან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და პირობებით. წინამდებარე ინფორმაცია მუშავდება მომხმარებლის გადამხდელუნარიანობის ანალიზის მიზნისათვის და ხელმისაწვდომი იქნება საკრედიტო საინფორმაციო ბიუროში ჩართული მომხმარებლებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით (სესხის გამცემი ორგანიზაციები და ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებელი პირები). მომხმარებლის (მათ შორის, მონაცემთა სუბიექტი) მოთხოვნის შემთხვევაში, მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან |
გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული, ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ.
ბანკი უფლებამოსილია მსესხებლის დამატებითი თანხმობის გარეშე ინფორმაცია მსესხებლის ვალდებულებების შესახებ და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია გადასცეს საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს, მათ შორის, სს „საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველოს“, რაც იწვევს მსესხებლის აღრიცხვას საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს მონაცემთა ბაზაში.
ბანკი უფლებამოსილია მიმდინარე ვალდებულებების შესრულების პერიოდში განახორციელოს მსესხებლის საკრედიტო, არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაციის გადამოწმება საკრედიტო საინფორმაციო ბიუროში, მსესხებლის დამატებითი თანხმობის გარეშე მისი გადახდისუნარიანობის შეფასების მიზნებისათვის.
მსესხებელი ბანკს ანიჭებს უპირობო უფლებას, რომ წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ნებისმიერ დროს, ძიებების რაოდენობის შეუზღუდავად, დაამუშაოს მომხმარებლის (მსესხებლის) შესახებ საკრედიტო საინფორმაციო ბიურო(ებ)ში, მათ შორის, სს „საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველოში" (ს/კ 204470740) დაცული ინფორმაცია.
5.3 მსესხებლის მომსახურების გაუმჯობესების მიზნით მსესხებელი ბანკს ანიჭებს უფლებას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსგან, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან ან/და მსგავსი პროფილის/უფლებამოსილების მქონე სხვა ორგანოსგან/პირისგან მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მსესხებლის შესახებ (მათ შორის პერსონალური მონაცემები) ანგარიშ(ებ)ის გახსნის, ოპერაცი(ებ)ის წარმოების ან/და მომსახურების გაწევის დროს.
5.4 მსესხებელი ბანკს ანიჭებს უფლებას მსესხებლის ნებისმიერი სახის ანგარიშ(ებ)იდან (ნებისმიერი სადეპოზიტო ანგარიშის ჩათვლით) მსესხებლის წინასწარი წერილობითი შეტყობინების შემდეგ უაქცეპტოდ ჩამოწეროს ყველა ვადამოსული გადასახდელი, ხოლო თუ გადასახდელი და ანგარიშ(ებ)ზე რიცხული თანხა სხვა ვალუტაშია, ბანკმა თავად განახორციელოს კონვერტაცია ბანკში გადახდის დღისათვის მოქმედი კომერციული კურსით და აღნიშნული თანხები წარმართოს დავალიანების დასაფარად.
5.5. მსესხებელი აცნობიერებს, თუ რა რისკი შეიძლება მოჰყვეს წინამდებარე საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას და გაცნობიერებული აქვს კრედიტის გადაუხდელობის/კრედიტით სარგებლობის პირობების დარღვევით გამოწვეული სამართლებრივი შედეგები. კერძოდ, ის გარემოება, რომ წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით დავალიანების გადაუხდელობის/ნებისმიერი პირობის (გარანტიის) დარღვევის და xxxxxx მიერ განსაზღვრულ ვადაში გამოუსწორებლობის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია, დააყადაღოს მსესხებელის კუთვნილი უძრავ/მოძრავი ქონება, მათ შორის არამატერიალური ქონებრივი სიკეთე და საბანკო ანგარიშები, მსესხებელის არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით განახორციელოს მსესხებელის კუთვნილი უძრავ/მოძრავი ქონების, მათ შორის არამატერიალური ქონებრივი სიკეთის რეალიზაცია ან ნებისმიერი სხვა ქმედების განხორციელება, რომლის უფლებაც ბან კს აქვს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
5.6. მსესხებელი ითვალისწინებს, რომ მის ანგარიშზე საკმარისი თანხის არსებობის შემთხვევაში, ავტომატურად არ მოხდება კრედიტის წინსწრებით სრულად დაფარვა, და სესხის სრულად წინსწრებით დაფარვისათვის, მსესხებელმა უნდა მიმართოს ბანკს წინამდებარე და გენერალური ხელშეკრულებებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
5.7. იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი სარგებლობს სხვადასხვა საკრედიტო პროდუქტით და მის ანგარიშზე განთავსებული თანხა არ არის საკმარისი ერთზე მეტი ვადამოსული/ვადაგადაცილებული ვალდებულების სრულად დასაფარად, მსესხებელი ვალდებულია დაუკავშირდეს ბანკს სამუშაო დღის 17.00 საათამდე და აცნობოს (შეტყობინების ბანკისათვის მიწოდება დასაშვებია, როგორც წერილობით (ფილიალი/ინტერნეტ ბანკის შეტყობინება), ისე, ზეპირად, ბანკის ქოლცენტრის მეშვეობით) თუ რომელი ვალდებულების დაფარვა სურს უპირატესად, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაიფარება ის ვალდებულება, რომლის ნარჩენი თანხაც ნაკლებია.
მუხლი 6. საკრედიტო ვალდებულების უზრუნველყოფა
6.1. წინამდებარე ხელშეკრულებით მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფას წარმოადგენს გენერალური ხელშეკრულების და მის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად გაფორმებული იპოთეკის, გირავნობის, თავდებობის ან სხვა უზრუნველყოფის ხელშეკრულებები.
6.2. მსესხებლის მიერ საკრედიტო ვალდებულებების დარღვევა, ან კრედიტის და დარიცხული საპროცენტო სარგებლის წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამის ვადაში არდაფარვა, ან სხვა საფუძვლით ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა, ბანკებს აძლევს საფუძველს, გამოიყენონ წინამდებარე ხელშეკრულებით და კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები მსესხებლის ნებისმიერ ქონებაზე გადახდევინების მისაქცევად და საკრედიტო ვალდებულებების უზრუნველსაყოფად არსებული აქტივების (იპოთეკა, გირავნობა, თავდებობა) სარეალიზაციოდ.
6.3. მსესხებლის ვალდებულებების უზრუნველყოფის საგნად საბანკო გარანტიის არსებობის შემთხვევაში, თუ ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში მსესხებელი სრულად არ შეასრულებს ვალდებულებებს, ბანკი უფლებამოსილია მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით სათანადო განცხადებით მიმართოს ბანკს, რომელმაც გასცა (დაამოწმა) xxxxxxx xxxxxxxx, რომ ამ უკანასკნელმა გადაუხადოს ბანკს ყველა თანხა, რაც წარმოადგენს ბანკის მიმართ დავალიანებას მათი განცხადების თანახმად. იმ შემთხვევაში, თუ გარანტიისგან მიღებული თანხები არ იქნება საკმარისი მსესხებლის ვალდებულებების სრულად შესასრულებლად, მსესხებელს რჩება პასუხისმგებლობა დარჩენილ ნაშთზე, ხოლო ბანკს აქვს უფლება იძულებითი გადახდევინება მიაქციონ მსესხებლის სხვა ქონებაზე.
მუხლი 7. მსესხებლის დაპირებები
7.1. მსესხებელი აცნობიერებს, იძლევა გარანტიას და კისრულობს ვალდებულებას, რომ:
7.1.1 ყოველი კვარტლის დასრულებიდან 28 დღის ვადაში ბანკისთვის მისაღები ფორმით წარუდგენს ბანკს ყოველკვარტალურ ანგარიშგებებს. ასეთი ანგარიშგებები უნდა მოიცავდეს:
- დეტალურ კონსოლიდირებულ მოგება-ზარალის უწყისს და ბალანსს შესაბამის თვის და წლის ჭრილში;
- ყოველთვიურ და აკუმულირებულ ყოველთვიურ ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისს;
- კომენტარებს ბიუჯეტიდან ან შესრულების გეგმიდან მნიშვნელოვანი გადახვევის შესახებ თვის ჭრილში;
- ბანკის საჭიროებისამებრ მოთხოვნილ ნებისმიერ სხვა სახის ინფორმაციას.
7.2. ბანკის წერილობითი თანხმობის გარეშე მსესხებელს არ აქვს უფლება:
7.3. მსესხებლის მიერ თანხმობის მისაღებად ბანკისთვის მიმართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში პასუხის გაუცემლობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ ბანკისთვის აღნიშნული მიმართვაში გათვალისწინებული პირობა მისაღებია.
7.4. ბანკს უფლება აქვს განახორციელოს მსესხებლის საბანკო ამონაწერების, ფინანსური დოკუმენტაციისა და საქმიანობის მონიტორინგი ყოველკვარტალურად.
7.5. მსესხებლის მიერ ნებისმიერ სხვა საკრედიტო ორგანიზაციასთან, აქციონერთან ან იურიდიული თუ ფიზიკური პირთან გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების დეფოლტი ავტომატურად გამოიწვევს წინამდებარე კრედიტის დეფოლტს.
მუხლი 8. ინფორმაციისა და დოკუმენტების მიღება, მათი წარდგენა; მსესხებლის გაფრთხილება; პრეტენზიის განხილვა
8.1. ბანკს უფლება აქვს, მსესხებლისაგან მიიღოს ყველა საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტი როგორც კრედიტის მიზნობრივად გახარჯვის, ისე მსესხებლის ფინანსური და ქონებრივი მდგომარეობის შესამოწმებლად. მსესხებელი ვალდებულია, შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტები ბანკს წარუდგინოს მოთხოვნიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
8.2. xxxxx xxxxxxxxxx, დაუყოვნებლივ აცნობოს მსესხებელს ის ინფორმაცია, რაც ბანკის შეხედულებით მსესხებლის მიერ ხელშეკრულების დარღვევას ან მსესხებლის ფინანსური მდგომარეობის ისეთ გაუარესებას ადასტურებს, რაც საფრთხეს უქმნის საკრედიტო ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებას და მისცეს გონივრული დრო მსესხებელს აღნიშნული ინფორმაციის დასადასტურებლად ან უარსაყოფად.
8.3. ბანკისაგან შეტყობინების მიღებიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში მსესხებელმა წერილობით უნდა წარუდგინოს ბანკს შეტყობინებაში მითითებული გარემოებების გამაბათილებელი ინფორმაცია და დოკუმენტები, ან დაუდასტუროს ამ გარემოებების არსებობა და, მათი არსებობის მიუხედავად, თავისი გადახდისუნარიანობა და საკრედიტო ვალდებულებების ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკით დაფარვის შესაძლებლობა. მსესხებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა წარმოადგენს საფუძველს ბანკისათვის, ვადამდე შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება და მოითხოვოს მსესხებლისაგან კრედიტისა და საპროცენტო სარგებლის 30 სამუშაო დღის განმავლობაში დაფარვა.
8.4. მსესხებელმა უნდა წარუდგინოს ბანკს კრედიტის მიზნობრივად გახარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე.
8.5. ბენეფიციარი მესაკუთრის ცვლილების შემთხვევაში მსესხებელმა დაუყონებლივ წერილობითი ფორმით უნდა აცნობოს ბანკს ამის შესახებ და ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს მას ახალი ბენეფიციარი მესაკუთრის მიერ ხელმოწერილი წილის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისთვის ტერმინი “ბენეფიციარი მესაკუთრე” განისაზღვრება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად).
8.6. წინამდებარე ხელშეკრულების 8.5. პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში, მსესხებელმა უნდა აუნაზღაუროს ბანკს პირდაპირი ზიანი/ზარალი/ჯარიმა, რაც ბანკმა შეიძლება განიცადოს აღნიშნულის შედეგად (საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული საჯარიმო სანქციები და ა.შ.).
8.7. მსესხებელი აცნობიერებს და თანახმაა, რომ წინამდებარე ხელშეკრულების 8.5 მუხლში მითითებული ახალი ბენეფიციარი მესაკუთრის შემთხვევაში, ასეთი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ ინფორმაციის სათანადო ფორმით (როგორიც ზოგადად მიღებულია აღნიშნული ინფორმაციისათვის) ბანკისთვის გონივრულ ვადაში არმიწოდება წარმოადგენს მსესხებელსა და ბანკებს შორის ნებისმიერი სახის ბიზნეს-ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველს.
8.8. მსესხებელი ასევე აცნობიერებს და თანახმაა, რომ ბანკი უფლებამოსილია მოსთხოვოს მსესხებელს არსებული ნებისმიერი ფულადი ვალდებულების სრულად დაფარვა და დახუროს მსესხებლის ყველა ანგარიში ბანკში, თუ მსესხებლის ახალი ბენეფიციარი მესაკუთრე ნებისმიერი მიზეზით არ არის მისაღები ბანკისთვის.
8.9. მხარეები თანხმდებიან, რომ 8.7 და 8.8 პუნქტებში აღწერილი ნებისმიერი გარემოების დადგომისას ბანკს აქვს უფლება (და არა ვალდებულება) მსესხებლის 3 თვით ადრე წინასწარი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე შეწყვიტონ მასთან ნებისმიერი სახის ბიზნეს-ურთიერთობა.
8.10. ბანკის მომსახურებით უკმაყოფილების შემთხვევაში კლიენტს უფლება აქვს „მიმართოს ბანკს პრეტენზიით ზეპირი, წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. პრეტენზიის ზეპირი ფორმით დასაფიქსირებლად კლიენტს შეუძლია მიმართოს კონტაქტ ცენტრს (ბანკის სატელეფონო სერვისცენტრი) (+995 322) 22 25 25. პრეტენზიის სტანდარტული წერილობითი ფორმის მიღება შესაძლებელია ბანკის ფილიალებსა და სერვისცენტრებში. ელექტრონული ფორმით პრეტენზიის დაფიქსირება შესაძლებელია ინტერნეტბანკის ან ბანკის ვებ-გვერდის (xxx.xxxxxxxxx.xx) საშუალებით. კლიენტის მიერ დაფიქსირებული პრეტენზიის განხილვის მაქსიმალური ვადაა, კლიენტის მომართვისა და იდენტიფიკაციიდან არაუგვიანეს ერთი თვე. პრეტენზიებს განიხილავს სს „პაშა ბანკი საქართველოს“ მომხმარებელთა გამოცდილების მართვის დეპარტამენტი. პრეტენზიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, კლიენტს ეცნობება დაუყოვნებლივ წერილობით ან ელექტრონულად (კლიენტთან შეთანხმებით და/ან პრეტენზიის დაფიქსირების მეთოდის იდენტურად) პრეტენზიის განხილვის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ნებისმიერ ფილიალში/სერვისცენტრში და/ან დისტანციური არხების საშუალებით. პრეტენზიასთან დაკავშირებით კლიენტსა და ბანკს შორის კომუნიკაცია
ხორციელდება ბანკის შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე:
8.11. „გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ გვერდსა – xxx.xxx.xxx.xx/xx და ცხელ ხაზზე – 032 2 406 406“.
8.12. ბანკი უფლებამოსილია მსესხებლის წინამდებარე ხელშეკრულების (მათ შორის ხელშეკრულების ნებისმიერი დანართის) ასლ(ებ)ი გადასცეს ხელშეკრულების თავდებს, ასევე ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმებული გირავნობის/იპოთეკის/საბანკო გარანტიის ხელშეკრულების მხარეებს.
მუხლი 9. ადგილსამყოფელისა და ფინანსურ და/ან ქონებრივ მდგომარეობაში მოსალოდნელი არსებითი ცვლილებების შესახებ გაფრთხილება
9.1. მსესხებელი ვალდებულია 5 სამუშაო დღის განმავლობაში აცნობოს ბანკს:
9.1.1. ადგილსამყოფელის შეცვლის, ახალი მისამართისა და იქ გადასვლის თარიღის შესახებ;
9.1.2. ფინანსურ და/ან ქონებრივ მდგომარეობაში მოსალოდნელი არსებითი ცვლილებების და ასევე იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება განაპირობონ ასეთი ცვლილებები.
9.2. მხარეები ვალდებულნი არიან გაუფრთხილდნენ ერთმანეთის რეპუტაციას;
9.3. მსესხებელი ბანკს ანიჭებს უფლებას, თავის (მსესხებლის) მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მიმდინარეობის შესახებ, მასთან (მსესხებელთან) დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია გადასცენ და ხელმისაწვდომი გახადონ მესამე პირებისათვის, რომლებისთვისაც აღნიშნული ინფორმაციის გადაცემა განპირობებულია კანონმდებლობის მოთხოვნით ან ბანკის შიდა მარეგლამენტირებელი აქტებით, რაც აუცილებელია ბანკის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.
მუხლი 10. მხარეთა ურთიერთპასუხისმგებლობა; ხელშეკრულების დარღვევა
10.1. ხელშეკრულების თითოეულ მხარეს უფლება აქვს მოსთხოვოს მეორე მხარეს წინამდებარე ხელშეკრულებიდან და მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე ვალდებულებათა კეთილსინდისიერი შესრულება.
10.2. xxxxx უფლებამოსილია 10.4 მუხლში აღწერილი რომელიმე გარემოების წარმოქმნის შემთხვევაში, ვადამდე შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოსთხოვოს მსესხებელს ათვისებული კრედიტის, დარიცხული საპროცენტო სარგებლის და ჯარიმის (არსებობის შემთხვევაში) გადახდა.
10.3. მსესხებელი ვალდებულია ასეთი შეტყობინების მიღების შემდეგ და შეტყობინებაში მითითებულ ვადაში დააბრუნონ კრედიტი მასზე დარიცხულ საპროცენტო სარგებელთან და ხელშეკრულების თანახმად გადასახდელ ყველა სხვა თანხასთან ერთად.
10.4. ბანკის მიერ ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა, კერძოდ, თუ:
10.4.1. მსესხებელი დაარღვევს კრედიტისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვის შეთანხმებულ გრაფიკს ზედიზედ ორჯერ მაინც და სრულად არ დაფარავს მიმდინარე დავალიანებას ბანკის მიერ დამატებით მიცემულ 2 კვირიან ვადაში. გრაფიკით გათვალისწინებული თანხის ნაწილობრივი გადახდა არ ჩაითვლება გრაფიკის შესრულებად;
10.4.2. არსებობს მნიშვნელოვანი უარყოფითი ცვლილება მსესხებლის ფინანსურ ან/და ქონებრივ მდგომარეობაში (რითაც ირღვევა მსესხებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების მე-5 მუხლით ნაკისრი ერთი ან რამდენიმე დაპირება/ვალდებულება), რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად გაართულოს ან შეუძლებელი გახადოს საკრედიტო ვალდებულებების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით შესრულება;
10.4.3. ნებისმიერი განცხადება ან გარანტია, რომელსაც ადასტურებდა მსესხებელი ან რაც მოცემულია წინამდებარე ხელშეკრულებასთან კავშირში, აღმოჩნდება არსებითად არასწორი, რამაც გამოიწვია ბანკის პირდაპირი ფინანსური ზარალი;
10.4.4. ბანკთან წინასწარი შეთანხმების გარეშე კრედიტის ან მისი ნებისმიერი ნაწილის გამოყენება მოხდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტის გაცემის მიზნობრიობის არსებითი დარღვევით.
მუხლი 11. პასუხისმგებლობა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის
11.1. კრედიტის და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის გრაფიკით გათვალისწინებული ვადის დადგომისას, ბანკი უფლებამოსილია, ბანკში არსებული მსესხებლის ანგარიშებიდან უაქცეპტო წესით ჩამოწეროს შესაბამისი ვადამოსული თანხები, საჭიროებისას, მათი კრედიტის ვალუტაში კონვერტაციით ბანკში დადგენილი კურსით და აღნიშნული თანხები წარმართოს დავალიანების დასაფარავად.
11.2. ბანკის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე მსესხებელი ვალდებულია წარუდგინოს სხვა მომსახურე ბანკს (ასეთის არსებობისას) გადახდის დავალება მისი ანგარიშიდან თანხის დავალიანების დასაფარავად გადარიცხვის შესახებ.
11.3. მსესხებელი ვალდებულია აუნაზღაუროს ბანკს პირდaპირი ზარალი, რომელიც მას მიადგება წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი პირობის დარღვევის შედეგად.
მუხლი 12. ხელშეკრულების ძალაში შესვლა და მოქმედება
12.1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერის მომენტიდან და ძალაშია მსესხებლის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებალმდე.
მუხლი 13. დავების გადაწყვეტა
13.1. ნებისმიერი დავა, წარმოშობილი წინამდებარე ხელშეკრულებიდან ან მასთან დაკავშირებით, განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად გადაეცემა სასამართლოს, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
13.2. მხარეთა წერილობითი შეთანხმების შემთხვევაში მხარეთა შორისა წამოჭრილი სადავო საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს დამოუკიდებელი არბიტრაჟის მიერ.
მუხლი 14. დასკვნითი დებულებები
14.1. ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე უფლების გამოუყენებლობა არ წარმოადგენს ამ უფლებაზე უარის თქმას.
14.2. ხელშეკრულების რომელიმე დებულების ბათილად ცნობა არ იწვევს მთელი ხელშეკრულების ან მისი სხვა დებულებების ბათილობას.
14.3. წინამდებარე ხელშეკრულებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.
14.4. იმ შემთხვევაში, თუ ბანკი იყენებს ცვლილების ცალმხრივად შეტანის წინამდებარე ხელშეკრულებით მინიჭებულ უფლებას, აღნიშნულის შესახებ ბანკი მსესხებლის ინფორმირებას უზრუნველყოფს ცვლილებების ძალაში შესვლამდე 1 (ერთი) თვით ადრე მსესხებლისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. ხელშეკრულების მონაწილე მხარეები თანხმდებიან, რომ თუ ხელშეკრულების პირობების ცვლილებას ბანკი განახორციელებს მსესხებლის სასარგებლოდ, მაშინ ასეთი ცვლილების შემთხვევაში ბანკი არ არის ვალდებული წინასწარ აცნობოს მსესხებელს.
14.5. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ასევე წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობებში შეტყობინებები მსესხებელს უნდა ჩაბარდეს პირადად ან გაეგზავნოს დაზღვეული ან რეგისტრირებული საფოსტო გზავნილით ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე და იგი ჩაითვლება ჩაბარებულად ნებისმიერი აქ დათქმული ფორმით გაგზავნისას. მსესხებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს ბანკს წინამდებარე ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართებში ცვლილებების შესახებ. ამასთან, აუცილებელია ახალი რეკვიზიტების სრული და ზუსტი მითითება. ამ წესის დაუცველობის შემთხვევაში, მსესხებელი ვერ მიუთითებს შეტყობინების მიუღებლობის მიზეზად მისამართების შეცვლის ფაქტზე და მას შეტყობინება ჩაეთვლება მიღებულად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა შედეგით.
14.6. ხელშეკრულება შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე 2 (ორ) ეგზემპლარად, ქართულ ენაზე, რომელთაგან ერთი გადაეცემა მსესხებელს, ერთი ეგზემპლარი ბანკს. მუხლი 15. მხარეთა რეკვიზიტები |
ბანკი: სს “პაშა ბანკი საქართველო” მისამართი: ქ. თბილისი, xxxx xxxxxxxxxx გამზირი 37მ, საიდენტიფიკაციო კოდი: 404433671 ტელ: (+ 995 322) 265 000 ელ. ფოსტა: xxxxxx@xxxxxxxxx.xx უფლებამოსილი წარმომადგენელი: პირადი N (ხელმოწერა/signature) მსესხებელი: სს ს/ნ მისამართი: ქ. თბილისი, ტელ: +995 ელ. ფოსტა: დირექტორი ………….. (პ/ნ ) (ხელმოწერა) |