დამატებითი პირობები – ხელშეკრულების დანართ N2-ით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განსაზღვრული პირობები, მასში შეტანილი დამატებებისა და ცვლილებების ჩათვლით; ხელშეკრულება – მხარეთა შორის დადებული (ა) წინამდებარე მომსახურების ხელშეკრულება; (ბ) წინამდებარე...
მომსახურების ხელშეკრულების დანართი N 2
მომსახურების ხელშეკრულება
ქ. [დასახელება] [რიცხვი] [თვე] 2022 წელი
ხელშეკრულების მხარეები
|
კლიენტი: |
|
|
სახელწოდება (საფირმო): |
; |
|
საიდენტიფიკაციო ნომერი: |
; |
|
იურიდიული მისამართი: |
; |
|
საკორესპონდენციო (ფაქტობრივი) მისამართი: |
[?]. |
|
წარმომადგენელი (ხელმომწერი პირი): |
|
|
სახელი და გვარი: |
[?]; |
|
თანამდებობა/სტატუსი: |
[?]. |
|
საკონტაქტო მონაცემები: |
|
|
საკონტაქტო პირის სახელი და გვარი: |
[?]; |
|
თანამდებობა/სტატუსი: |
[?]; |
|
ტელეფონი: |
[?]; |
|
ფაქსი: |
[?]; |
|
ელფოსტა: |
[?]. |
|
საბანკო რეკვიზიტები: |
|
|
ბანკის დასახელება: |
[?]; |
|
ბანკის კოდი: |
[?]; |
|
ანგარიშის ნომერი: |
[?]. |
|
|
|
|
მიმწოდებელი: |
|
|
სახელწოდება (საფირმო)/სახელი, გვარი: |
[?]; |
|
საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი: |
[?]; |
|
იურიდიული/საცხოვრებელი მისამართი: |
[?]; |
|
საკორესპონდენციო (ფაქტობრივი) მისამართი: |
[?]. |
|
წარმომადგენელი (ხელმომწერი პირი): |
|
|
სახელი და გვარი: |
[?]; |
|
პირადი ნომერი: |
[?]; |
|
თანამდებობა/სტატუსი: |
[?]. |
|
საკონტაქტო მონაცემები: |
|
|
საკონტაქტო პირის სახელი და გვარი: |
[?]; |
|
თანამდებობა/სტატუსი: |
[?]; |
|
ტელეფონი: |
[?]; |
|
ფაქსი: |
[?]; |
|
ელფოსტა: |
[?]. |
|
საბანკო რეკვიზიტები: |
|
|
ბანკის დასახელება: |
[?]; |
|
ბანკის კოდი: |
[?]; |
|
ანგარიშის ნომერი: |
[?]. |
დეფინიციები
თუ ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ან მისი კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, ხელშეკრულებაში ან/და მასთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებაში ქვემოთ მოცემულ დეფინიციებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ანგარიში – ბანკში არსებული მიმწოდებლის ან/და კლიენტის საბანკო ანგარიშ(ებ)ი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
განცხადებები და გარანტიები – ხელშეკრულების მე-6 მუხლში მოცემული მიმწოდებლის განცხადებები და გარანტიები;
დამატებითი პირობები – ხელშეკრულების დანართ N2-ით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განსაზღვრული პირობები, მასში შეტანილი დამატებებისა და ცვლილებების ჩათვლით;
დანართი – თუკი ცალსახად სხვაგვარად არ იქნა გათვალისწინებული ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების დანართ(ებ)ი (კონტექსტის შესაბამისად), რომელიც/რომლებიც წარმოადგენს ხელშეკრულების ან მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და მოქმედებს მასთან ერთად;
კანონმდებლობა – საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში მოქცეული საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები;
მასალა – უძრავ–მოძრავი ნივთები და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელიც გამოიყენება მიმწოდებლის მიერ მომსახურების შესასრულებლად (ნაკეთობის დასამზადებლად) და რომელიც გადამუშავების ან/და სხვა მასალასთან შერწყმის შედეგად (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ქმნის ახალ ნაკეთობას;
მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულება (ან ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულება) – ხელშეკრულების საფუძველზე და მის შესაბამისად კლიენტსა და მიმწოდებელს, ან კლიენტს/მიმწოდებელსა და მესამე პირს შორის დადებული ყველა ხელშეკრულება ან/და სხვა დოკუმენტი, რომელთა დადება ან/და გაცემა გათვალისწინებულია ხელშეკრულებით ან/და ხორციელდება მის საფუძველზე/შესაბამისად;
მესამე პირი – ნებისმიერი პირი გარდა კლიენტის ან/და მიმწოდებლისა;
მიმწოდებელი – ფიზიკური პირ(ებ)ი, იურიდიული პირ(ებ)ი ან/და სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნ(ებ)ი, რომლის/რომელთა სახელი/სახელწოდება, საიდენტიფიკაციო მონაცემები და სხვა სახის ინფორმაცია მოცემულია ხელშეკრულების 1.2. პუნქტში;
მხარე/მხარეები – კლიენტი ან/და მიმწოდებელი (კონტექსტის შესაბამისად);
პირი – ფიზიკური პირ(ებ)ი, იურიდიული პირ(ებ)ი ან/და საქართველოს ან სხვა ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნ(ებ)ი, რომელიც/რომლებიც არ წარმოადგენს/წარმოადგენენ იურიდიულ პირ(ებ)ს;
დღე – საუშაო დღე ( შაბათის, კვირის ან კანონმდებლობით განსაზღვრული ოფიციალური დასვენების დღეების გარდა).
ქონება – კლიენტის მიერ მიმწოდებლისათვის გადაცემული უძრავ–მოძრავი ნივთები და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელიც გამოიყენება მიმწოდებლის მიერ მომსახურების შესასრულებლად (ნაკეთობის დასამზადებლად) და რომელიც არ ერწყმის მომსახურების შედეგად შექმნილ ნაკეთობას;
ფორს-მაჟორი – სტიქიური კატასტროფა, ხანძარი, საომარი მოქმედება, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, პანდემია, ეპიდემია ან/და მხარეთათვის გადაულახავი და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელი სხვა გარემოებები/დაუძლეველი ძალები, რომლებიც: ა) არ არის დაკავშირებული მხარეების შეცდომებსა და დაუდევრობასთან, ბ) დაიწყო ან განვითარდა ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ და გ) პირდაპირ და უშუალო ზეგავლენას ახდენს ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად ან/და ჯეროვნად შესრულებაზე;
პირგასამტეხლო - ხელშეკრულებით განსაზღვრული, მხარეთა შორის შეთანხმებული ფულადი თანხა, რომლის მოთხოვნის უფლებაც წარმოიშობა, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში.
ხელშეკრულება – მხარეთა შორის დადებული (ა) წინამდებარე მომსახურების ხელშეკრულება; (ბ) წინამდებარე მომსახურების ხელშეკრულების დანართი N2 (დამატებითი პირობები, ასეთის არსებობის შემთხვევაში) და (გ) ნებისმიერი დანართი, რომლებიც დაიდო/დაიდება მომავალში მხარეთა მიერ წინამდებარე მომსახურების ხელშეკრულებასთან მიმართებაში, ამგვარ დოკუმენტებში პერიოდულად შეტანილი ცვლილებების და დამატებების ჩათვლით.
დანართი N3 - ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მიზნით და ფარგლებში, მხარეთა შორის პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე შეთანხმება.
ხელშეკრულების საგანი
ხელშეკრულების საფუძველზე და მისი პირობების შესაბამისად მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას გაუწიოს კლიენტს ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურება (შემდგომში – მომსახურება), ხოლო კლიენტი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს მიმწოდებელს მომსახურების საფასური (შემდგომში - მომსახურების საფასური).
მომსახურების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯები (მათ შორის ერთმნიშვნელოვნად – ხელშეკრულების დადებასთან და შესრულებასთან დაკავშირებული ან/და მისგან გამომდინარე ნებისმიერი სახის ხარჯის გადახდა) ეკისრება მიმწოდებელს.
მომსახურების აღწერა და მომსახურების საფასურის ოდენობა, ასევე მომსახურების (შემდგომში - მომსახურება) და მომსახურების საფასურის გადახდის განსაკუთრებული პირობები განსაზღვრულია ხელშეკრულების დანართი N1-ით.
მომსახურების სპეციფიკური პირობები
თუ ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული მიმწოდებელმა მომსახურება უნდა შეასრულოს პირადად. მხოლოდ, კლიენტის თანხმობის საფუძველზეა მიმწოდებელი უფლებამოსილი მომსახურება და ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება–მოვალეობები სრულად ან ნაწილობრივ გადაანდოს/გადასცეს მესამე პირს (შემდგომში – სუბკონტრაქტორი).
კლიენტი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მიმწოდებლისაგან, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია კლიენტის წერილობითი ან ზეპირი მოთხოვნით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო ასეთის არ არსებობისას, კლიენტის მოთხოვნიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში მიაწოდოს კლიენტს სუბკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულებ(ებ)ის სათანადო წესით დამოწმებული ასლები. სუბკონტრაქტორთან დადებული არც ერთი ხელშეკრულება არ ათავისუფლებს მიმწოდებელს მის მიერ ამ ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისგან.
სუბკონტრაქტორის მიერ მომსახურების შეუსრულებლობისათვის ან/და არაჯეროვანი შესრულებისათვის, მათ შორის ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ზიანისათვის (ზარალისათვის) პასუხისმგებლობა დაეკისრება მიმწოდებელს, მიუხედავად იმისა სუბკონტრაქტორის შერჩევაში კლიენტმა მიიღო თუ არა რაიმე სახის მონაწილეობა.
თუ ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, მიმწოდებლის მიერ მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვის შედგენის ხარჯები ცალკე არ ანაზღაურდება და შედის მომსახურების საფასურში.
თუ ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული მომსახურების სრულად და ჯეროვნად შესრულების მიზნით კლიენტი უფლებამოსილია გადასცეს მიმწოდებელს ის ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მასალა ან/და ქონება, რომლის გადაცემასაც, საკუთარი ინიციატივით ან მიმწოდებლის მოთხოვნით, კლიენტი მიზანშეწონილად ჩათვლის.
მიმწოდებელი ვალდებულია მოუფრთხილდეს და ჯეროვანი გულისხმიერებით მოეპყროს კლიენტის მიერ მისთვის გადაცემულ ქონებას და მასალას, მოახდინოს მათი დანიშნულებისამებრ გამოყენება, დაიცვას მასალა მესამე პირის ხელყოფისაგან.
მიმწოდებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით შეატყობინოს კლიენტს, კლიენტისაგან მიღებული ქონების ან/და მასალის უხარისხობის, გამოუსადეგარობის, დაზიანების, დაკარგვის, განადგურების ან/და რომელიმე ზემოაღნიშნული საფრთხის ან სხვა გარემოების არსებობის შესახებ, რომელიც საფრთხეს უქმნის მომსახურების ხარისხს (ნაკეთობის სიმტკიცეს, ვარგისიანობას ან/და სხვა).
მიმწოდებელი ვალდებულია მისცეს კლიენტს აუცილებელი ან/და ამ უკანასკნელის მიერ მოთხოვნილი (კლიენტის წერილობითი ან ზეპირი მოთხოვნით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო ასეთის არ არსებობისას, კლიენტის მოთხოვნიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში) ნებისმიერი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ შორის მომსახურების შესრულების მიმდინარეობის შესახებ, ხოლო მომსახურების შესრულების შემდეგ კი ჩააბაროს მას ანგარიში.
მიმწოდებლის მიერ მომსახურების შესრულებისას გაწეული ხარჯი, მათ შორის კლიენტისაგან მიღებული მასალის ხარჯვა, უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი დოკუმენტებით. კლიენტი უფლებამოსილია მოითხოვოს, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია კლიენტის წერილობითი ან ზეპირი მოთხოვნით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო ასეთის არ არსებობისას, კლიენტის მოთხოვნიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში მას წარუდგინოს ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები. არამიზნობრივი ან/და დაუსაბუთებელი ხარჯის არსებობის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია: ა) გადაუხადოს კლიენტს პირგასამტეხლო ხელშეკრულების შესაბამისად და ბ) აუნაზღაუროს კლიენტს აღნიშნული სახით გაწეული ხარჯის მოცულობა და მიყენებული ზიანი (ზარალი).
მიმწოდებელი ვალდებულია შეასრულოს კლიენტის მითითებები. მიმწოდებელი უფლებამოსილია გადაუხვიოს კლიენტის მითითებებს, მხოლოდ ა) კლიენტის წინასწარი თანხმობის საფუძველზე და ბ) თუ გარემოებებიდან გამომდინარე, მიმწოდებელს შეუძლია ივარაუდოს, რომ კლიენტი საქმის ვითარების ცოდნის შემთხვევაში მოიწონებდა ასეთ გადახვევას. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა მიმწოდებელი ვალდებულია არ დაელოდოს კლიენტის თანხმობას და გადაუხვიოს კლიენტის მითითებებს, თუკი დაყოვნებით კლიენტს შეექმნება ზიანის (ზარალის) მიყენების საფრთხე. მიმწოდებელი ვალდებულია აანაზღაუროს მის მიერ ზემოხსენებული ქმედების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შედეგად კლიენტისათვის მიყენებული ნებისმიერი სახის ზიანი (ზარალი).
თუ მიმწოდებლის მიერ კლიენტის მითითებების შესრულებამ შეიძლება კლიენტს მიაყენოს ნებისმიერი სახის ზიანი (ზარალი), მიმწოდებელი ვალდებულია გონივრულ ვადაში შეატყობინოს კლიენტს მოსალოდნელი/არსებული ზიანის (ზარალის) თაობაზე და მოითხოვოს მითითების შეცვლა. მიმწოდებელს შეეძლება კლიენტის მითითებების შესრულება მხოლოდ მაშინ, როცა აცნობებს კლიენტს მოსალოდნელი/არსებული ზიანის (ზარალის) თობაზე, ხოლო ეს უკანასკნელი კი არ შეცვლის მითითებას. მიმწოდებელი ვალდებულია აანაზღაუროს მის მიერ ზემოხსენებული ქმედების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შედეგად კლიენტისათვის მიყენებული ნებისმიერი სახის ზიანი (ზარალი).
ქონება, რომელიც xxxxxxxx გადასცა მიმწოდებელს მომსახურების შესასრულებლად, მესამე პირ(თან მიმწოდებლის ურთიერთობაში ჩაითვლება კლიენტის ქონებად. კლიენტის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე დაუშვებელია მიმწოდებლის მიერ აღნიშნული ქონების გასხვისება, სარგებლობაში გადაცემა, უფლებრივად დატვირთვა და სხვა (თუ თავად ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული).
მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების საფუძველზე კლიენტს მიაწოდოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო უძრავ–მოძრავი ნივთები და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, ამასთან მომსახურების შედეგად მიღებულ პროდუქტზე (უძრავ–მოძრავი ნივთები და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე (შემდგომში – პროდუქტი)) საავტორო ქონებრივი უფლებები ეკუთვნის კლიენტს.
ხელშეკრულების შესრულების გარანტია და კონტროლი
მიმწოდებელი ვალდებულია კლიენტის წერილობითი ან ზეპირი მოთხოვნით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო ასეთის არ არსებობისას, კლიენტის მოთხოვნიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში დააზღვიოს ამავე მოთხოვნით განსაზღვრული სადაზღვევო შემთხვევები კლიენტის სასარგებლოდ (ანუ დაზღვევის ბენეფიციარს უნდა წარმოადგენდეს კლიენტი ან/და xxxxxxxx მიერ დასახელებული პირი) ისე, რომ თუკი სხვაგვარად არ იქნა მოთხოვნილი კლიენტის მიერ (ა) სადაზღვევო ანაზღაურებით შესაძლებელი იყოს კლიენტის (ან/და xxxxxxxx მიერ დასახელებული პირის) მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება, და (ბ) დაზღვევის ერთჯერადი ან ჯამური ვადა არ უნდა იყოს კლიენტის მოთხოვნების მოქმედების ვადაზე ნაკლები.
ამასთან, მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას:
დაზღვევა განახორციელოს კლიენტისათვის მისაღებ, მაღალი რეპუტაციის მქონე სადაზღვევო კომპანიაში;
დაზღვევის მომენტიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი წარუდგინოს კლიენტს;
თუ დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტის ერთჯერადი მოქმედების ვადა ნაკლებია კლიენტის მოთხოვნების მოქმედების ვადაზე, დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტის მოქმედების ვადის გასვლამდე არანაკლებ 10 (ათი) კალენდარული დღით ადრე წარუდგინოს კლიენტს დაზღვევის დამადასტურებელი ახალი დოკუმენტი განახლებული ვად(ებ)ით;
დაიცვას დაზღვევის შესახებ ხელშეკრულების პირობები, მათ შორის სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს კლიენტს და სადაზღვევო კომპანიას, აგრეთვე, განახორციელოს ყველა ის ქმედება, რომელიც მოთხოვნილია სადაზღვევო კომპანიის მიერ სადაზღვევო შემთხვევის ასანაზღაურებლად.
მიმწოდებელი ვალდებულია კლიენტის წერილობითი ან ზეპირი მოთხოვნით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო ასეთის არ არსებობისას, კლიენტის მოთხოვნიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში წარადგინოს ამავე მოთხოვნით განსაზღვრული საბანკო გარანტია კლიენტის სასარგებლოდ (ანუ საბანკო გარანტიის ბენეფიციარს უნდა წარმოადგენდეს კლიენტი ან/და კლიენტის მიერ დასახელებული პირი) ისე, რომ თუკი სხვაგვარად არ იქნა მოთხოვნილი კლიენტის მიერ: (ა) შესაძლებელი იყოს საბანკო გარანტიის თანხის უპირობოდ და შეუქცევადად მიღება (ბ) საბანკო გარანტიის თანხით შესაძლებელი იყოს კლიენტის (ან/და კლიენტის მიერ დასახელებული პირის) მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება და (გ) xxxxxxx xxxxxxxxx ერთჯერადი ან ჯამური ვადა არ უნდა იყოს კლიენტის მოთხოვნების მოქმედების ვადაზე ნაკლები.
ამასთან, მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას:
საბანკო გარანტია წარმოადგინოს კლიენტისათვის მისაღები, მაღალი რეპუტაციის მქონე დაწესებულებიდან;
თუ საბანკო გარანტიის ერთჯერადი მოქმედების ვადა ნაკლებია კლიენტის მოთხოვნების მოქმედების ვადაზე, საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის გასვლამდე არანაკლებ 10 (ათი) კალენდარული დღით ადრე წარუდგინოს კლიენტს ახალი საბანკო გარანტია განახლებული ვად(ებ)ით.
კლიენტს უფლება აქვს ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე გააკონტროლოს მიმწოდებლის ან/და სუბკონტრაქტორის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
მიმწოდებელი ვალდებულია კლიენტის წერილობითი მოთხოვნიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში საკუთარი რესურსებით და ფინანსური სახსრებით უზრუნველყოს კლიენტი კონტროლის ჩატარებისათვის აუცილებელი ტექნიკური საშუალებებით და სხვა სამუშაო პირობებით, მათ შორის, კლიენტის მიერ კონტროლის მიზნით მოწვეული პერსონალის შრომის ანაზღაურებაც.
ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მასალა, ქონება ან/და მისი/მათი ნაწილი მეორე მხარისათვის გადაცემულად, ხოლო მომსახურება ან მისი ნაწილი (ეტაპი) შესრულებულად ჩაითვლება (შემდგომში – მიღება–ჩაბარება) ფაქტობრივი მიღება–ჩაბარებიდან, თუ ხელშეკრულების დანართი N1 -ით განსაზღვრული არ არის: ა) მიღება–ჩაბარების აქტის არსებობა ან ბ) მიღება–ჩაბარების სხვა წესი.
კლიენტი ვალდებულია საგარანტიო პერიოდის მოქმედების, ხოლო საგარანტიო ვადის არარსებობის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ან/და გონივრულ ვადაში, ბრალეული გაჭიანურების გარეშე, წერილობითი სახით აცნობოს მიმწოდებელს მომსახურების ან მისი ნაწილის (ეტაპის) მიღების ან/და საბოლოო შემოწმების შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანების (მათ შორის ნებისმიერი ნაკლის, წუნის ან ხარვეზის) შესახებ.
მომსახურების ან მისი ნაწილის (ეტაპის) მიღების ან/და საბოლოო შემოწმების შედეგად ნაკლოვანების (მათ შორის ნებისმიერი ნაკლის, წუნის ან ხარვეზის) გამოვლენის შემთხვევაში, კლიენტი უფლებამოსილია მოითხოვოს მიმწოდებლისაგან, კლიენტის წერილობითი ან ზეპირი მოთხოვნით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო ასეთის არ არსებობისას, კლიენტის მოთხოვნიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, ნაკლოვანებით შესრულებული მომსახურების ან მისი ნაწილის გამოსწორება ან შეცვლა მიმწოდებლის ხარჯებით ან უარი განაცხადოს მომსახურების ან მისი ნაწილის (ეტაპის) მიღებაზე და მოითხოვოს მისთვის მიყენებული ნებისმიერი სახის ზიანის (ზარალის) ანაზღაურება და სრულად ან ნაწილობრივ შეწყვიტოს ხელშეკრულება.
განცხადებები და გარანტიები
მიმწოდებელი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ:
ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების დადების/ხელმოწერის დროისათვის არის/იქნება ქმედუნარიანი (მათ შორის, შექმნილი კანონმდებლობით დადგენილი წესით);
ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების დადების/ხელმოწერისა და შესრულებისათვის საჭირო უფლებამოსილების მიზნით მის მიერ მოპოვებულია ყველა აუცილებელი თანხმობა, ნებართვა თუ მინდობილობა;
მომავალში დანართის ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების დადების/ხელმოწერისა და შესრულებისათვის საჭირო უფლებამოსილების მიზნით მის მიერ მოპოვებული იქნება ყველა აუცილებელი თანხმობა, ნებართვა თუ მინდობილობა;
ხელშეკრულება ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულები იდება/დაიდება მის მიერ ნებაყოფლობით, კლიენტის ან მესამე პირის მხრიდან მის მიმართ ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომის ან/და რაიმე სხვა გარემოების გამოყენების გარეშე;
ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების დადება და შესრულება არ იწვევს/გამოიწვევს იმ სახელშეკრულებო, სასამართლო (მათ შორის, საარბიტრაჟო სასამართლო), საკანონმდებლო ან/და სხვა ვალდებულებების დარღვევას, რომელთა დაცვაზეც ის პასუხისმგებელია;
ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების დადების/ხელმოწერის მომენტისათვის, ის არ მონაწილეობს არც ერთ დავაში (მოსარჩელის, მოპასუხის, მესამე პირის ან სხვა სახით), რითაც საფრთხე ექმნება მის აქტივებს/ქონებას ან/და მის მიერ ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების პირობების შესრულებას;
ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების დადების/ხელმოწერისა და მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება საკუთარ წესდებასთან ან/და სხვა მარეგულირებელ დოკუმენტთან და ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან;
ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების დადების/ხელმოწერისა და მოქმედების მთელი პერიოდისათვის იგი იცავს და დაიცავს ნებისმიერი ხელშეკრულების ან/და სხვა გარიგების პირობებს, ან/და სხვა ვალდებულებებს, რომელთა შეუსრულებლობამაც შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე;
მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული კლიენტის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ კლიენტისათვის წარდგენილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული. ამასთანავე, მისთვის ცნობილია, რომ ყალბი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის მიწოდება კანონმდებლობის შესაბამისად წარმოადგენს დასჯად ქმედებას;
მისთვის ცნობილია, რომ კლიენტის პოლიტიკა მკაცრად კრძალავს დირექტორის, უფლებამოსილი პირის, წარმომადგენლის, თანამშრომლის, სხვა პერსონალის ან მასთან დაკავშირებული პირის ან/და მისი აფილირებული პირის მონაწილეობას იმგვარ ქმედებებში, რაც გულისხმობს ღირებულების მქონე რაიმე ნივთის/არამატერიალური ქონებრივი სიკეთის შეთავაზებას ან მიღებას (პირდაპირ თუ არაპირდაპირ), ამა თუ იმ პირის, კლიენტის, მასთან დაკავშირებული პირის ან/და მისი აფილირებული პირის ან მისი კლიენტის მიერ სარგებლის მიღების, ბიზნესის არაკეთილსინდისიერად მოპოვების ან შენარჩუნების ან/და სხვაგვარი ბიზნეს უპირატესობის მიღების მიზნით;
მას (მათ შორის არც მის დირექტორს, უფლებამოსილ პირს, წარმომადგენელს, თანამშრომელს ან სხვა პერსონალს) ან მასთან დაკავშირებული პირს ან/და მის აფილირებულ პირს:
პირდაპირ ან არაპირდაპირ არ გადაუხდია ან მიუღია (ან ჩართულა რაიმე გარიგებაში, რომლის მიხედვითაც უნდა გადაიხადოს ან მიიღოს), ნებისმიერი უკანონო ან/და დაფარული საკომისიო, ქრთამი, სასყიდელი ან ანაზღაურება, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს ხელშეკრულებას ან/და მასთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებას; ან/და
არ განუხორციელებია რაიმე ქმედება (ფარული შეთანხმების ჩათვლით), რასაც შესაძლოა გავლენა მოეხდინა მომსახურების შესყიდვის პროცესზე ან ხელშეკრულების დადებაზე, რომლის მიზანია ფასების ხელოვნური რეგულირება ან/და არაკონკურენტული გარემოს შექმნა; ან/და
არ შეუთავაზებია ან მიუღია ღირებულების მქონე რაიმე ნივთი/არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რასაც შეიძლება გავლენა მოეხდინა კლიენტის, მისი დირექტორის, უფლებამოსილი პირის, წარმომადგენლის, თანამშრომლის, სხვა პერსონალის ან მასთან დაკავშირებული პირის ან/და მისი აფილირებული პირის ქმედებებზე, ასევე რომელიმე ზემოაღნიშნული პირის მხრიდან არ ჰქონია ადგილი მუქარას მისი ქონების ან რეპუტაციის მიმართ, ბიზნეს უპირატესობის არაკეთილსინდისიერად მოპოვების, ან ბიზნესის წარმოების მიზნით; ან/და
სხვაგვარად არ ყოფილა ჩაბმული კორუფციულ საქმიანობაში.
კლიენტის პოლიტიკის ან ნებისმიერი ზემოაღნიშნული დებულების დარღვევა გამოიწვევს მის დაუყოვნებლივ დისკვალიფიკაციას მომსახურების შესყიდვის პროცესიდან ან/და ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების შეწყვეტას. ამასთან, ამგვარი დისკვალიფიკაცია ან/და ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების შეწყვეტა არ გამორიცხავს მიმწოდებლის ან/და მისი დირექტორის, უფლებამოსილი პირის, წარმომადგენლის, თანამშრომლის, სხვა პერსონალის ან მასთან დაკავშირებული პირის ან/და მისი აფილირებული პირის პასუხისმგებლობას და შესაბამის სანქციებს, რაც გათვალისწინებულია კანონმდებლობით (მათ შორის, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც).
მიმწოდებლის აღნიშნული განცხადებები და გარანტიები ძალაშია მხარეთა მიერ ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე, მიუხედავად ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტისა.
მიმწოდებელი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს კლიენტს ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან და გარანტიებთან ან/და გამოიწვიოს მათი დარღვევა; ასევე, ნებისმიერი ისეთი გარემოების დაწყების ან დადგომის შესახებ, რითაც საფრთხე შეექმნება მიმწოდებლის აქტივებს/ქონებას ან/და მის მიერ ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებას.
მხარეები აცხადებენ და აცნობიერებენ, რომ კლიენტი მხოლოდ მიმწოდებლის ზემოაღნიშნული განცხადებების და გარანტიების საფუძველზე და მათზე დაყრდნობით დებს/დადებს და შეასრულებს ხელშეკრულებას ან/და მასთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებას.
მხარეთა სხვა უფლება-მოვალეობები
ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები:
უფლებამოსილნი არიან სრულად და ჯეროვნად ისარგებლონ ხელშეკრულებით, მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ან/და შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებებით;
მოვალენი არიან სრულად და ჯეროვნად შეასრულონ ხელშეკრულებით, მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ან/და შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებები.
თუ ის გარემოებები, რომლებიც მომსახურების საფასურის განსაზღვრის საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების/ხელმოწერის შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენ/ხელს მოაწერდნენ ხელშეკრულებას ან დადებდნენ/ხელს მოაწერდნენ სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ, კლიენტი უფლებამოსილია მოითხოვოს, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ხელშეკრულების (მათ შორის მომსახურების საფასურის) მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. მომსახურების საფასურის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას და ახალი ფასის გაანგარიშებისას მხედველობაში მიღებული იქნება შეცვლილი გარემოებების ზეგავლენის დონე მომსახურების საფასურზე, ქვეყანაში დაფიქსირებული ინფლაციის დონე, სამომხმარებლო ფასების და სამეწარმეო აქტიურობის ინდექსები და სხვა ფაქტორები.
მხარეთა პასუხისმგებლობა
თუ ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული:
მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, რომ მის მიერ ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულების დარღვევისათვის გადაუხადოს კლიენტს ერთჯერადი პირგასამტეხლო მომსახურების საფასურის მოცულობის 5%–ის ოდენობით და ყოველდღიური პირგასამტეხლო თითოეული შესაბამისი ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის (სრული ან არასრული) მომსახურების საფასურის მოცულობის 0.5%-ის ოდენობით;
მხარეები იღებენ ვალდებულებას აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი (ზარალი) კანონმდებლობით ან/და ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით დადგენილი წესით, ხოლო ზარალის ანაზღაურება მხარეებს არ ათავისუფლებს ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან (გადახდისაგან).
ფორს-მაჟორის (გარდა იმ ფორს-მაჟორისა, რომელიც უკვე ცნობილია ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების გაფორმების თარიღისათვის) მოქმედების განმავლობაში არც ერთი მხარე არ აგებს პასუხს ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
თუ ის გარემოებები, რომელიც ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარე არ დადებდა ხელშეკრულებას ან დადებდა სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინა, მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს, ხოლო მეორე მხარე ვალდებულია, უზრუნველყოს ხელშეკრულების/მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიღებული იქნება შეცვლილი გარემოებების ზეგავლენის დონე ხელშეკრულების/მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებების პირობებზე.
მხარე, რომელსაც დაუდგა ფორს-მაჟორი, ვალდებულია გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა, აცნობოს მეორე მხარეს შესაბამისი ფორს-მაჟორული გარემოებ(ებ)ის და მისი/მათი სავარაუდო ხანგრძლივობის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს უფლებას დაეყრდნოს ფორს-მაჟორის არსებობას, როგორც პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველს.
შეტყობინებაში მითითებული ფორს-მაჟორული გარემოებ(ებ)ი, თუ ისინი არ წარმოადგენენ საყოველთაოდ აღიარებულ ფაქტებს (გარემოებებს) ან მეორე მხარეს ეჭვი შეაქვს მათ ნამდვილობაში, შესაბამისი მხარის მიერ ფორს-მაჟორული გარემოებ(ებ)ის თაობაზე ცნობის მიღებიდან ან შესაბამისი მხარის მიერ ფორს-მაჟორული გარემოებ(ებ)ის არსებობაზე ეჭვის გამოთქმის თაობაზე შეტყობინების მეორე მხარისათვის გაგზავნიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში ფორს-მაჟორული გარემოებ(ებ)ის არსებობა უნდა დადასტურდეს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
თუ ფორს-მაჟორის მოქმედება, შესაბამისი მხარის მიერ ფორს-მაჟორული გარემოებ(ებ)ის თაობაზე ცნობის ან ფორს-მაჟორული გარემოებ(ებ)ის არსებობის დადასტურების თაობაზე სათანადო ორგანოს დასკვნის მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეზე მეტ ხანს გრძელდება, აღნიშნული 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღიანი ვადის გასვლიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში მხარეებმა უნდა გადაწყვიტონ ხელშეკრულების ბედი, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულება ძალადაკარგულად ჩაითვლება.
მიუხედავად ხელშეკრულების 8.1. პუნქტით განსაზღვრული გარანტიებისა, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულების უზრუნველსაყოფად და შესაბამისად კლიენტის უფლებებისა და მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით, მიმწოდებელი აცხადებს წინასწარ თანხმობას კლიენტის სრულ უფლებამოსილებაზე, საკუთარი შეხედულებისამებრ:
არ გადაუხადოს მიმწოდებელს ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახდელი (მომსახურების საფასური და სხვა), რაც შესაბამისი მოცულობით ჩაითვლება (გაიქვითება) მიმწოდებლის მიერ კლიენტისათვის ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახდელის (პირგასამტეხლო, ზიანის (ზარალის) ანაზღაურება და სხვა) ანგარიშში;
ანგარიშსწორება
მხარეთა შორის ანგარიშსწორება წარმოებს ნაღდი ან/და უნაღდო ანგარიშსწორების წესით.
ხელშეკრულებით განსაზღვრული ნებისმიერი სახის ფულადი ვალდებულება, გარდა მომსახურების საფასურისა, უნდა შესრულდეს (გადახდილ უნდა იქნეს) ფულადი ვალდებულების წარმოშობის თარიღიდან (ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების დღიდან, პირგასამტეხლოს მოთხოვნის დღიდან და სხვა) 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში. ამასთან, თუ ვალდებულების შესრულების (გადახდის) დღე დაემთხვა არასამუშაო დღეს, ამ დღის ნაცვლად გამოიყენება მომდევნო დღე.
ანგარიშსწორება განხორციელდება საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსის შესაბამისად.
უნაღდო ანგარიშსწორებისას თანხები უნდა ჩაირიცხოს შესაბამისი მხარის ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე ან მხარეთა მიერ დამატებით შეთანხმებულ სხვა საბანკო ანგარიშზე.
კომუნიკაცია მხარეთა შორის
მხარეთა შორის ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა უნდა ატარებდეს წერილობით ფორმას. მხარისათვის გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინება მას შეიძლება მიეწოდოს პირადად ან გაეგზავნოს კურიერის (მათ შორის, საერთაშორისო კურიერის) ან საფოსტო გზავნილის (მათ შორის, დაზღვეული წერილის) საშუალებით. ოპერატიულობის მიზნით და ქვემოთ მოცემული დებულებების გათვალისწინებით, დასაშვებია მეორე მხარისათვის შეტყობინების მიწოდება ფაქსის, ელექტრონული ფოსტის ან/და მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით, იმ პირობით, რომ მეორე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, ამგვარი მოთხოვნიდან გონივრულ ვადაში მას წარედგინება შეტყობინება წერილობითი ფორმითაც.
შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს თუ შეტყობინების მიღება დადასტურებულია ადრესატის მიერ (მათ შორის, ელექტრონული დოკუმენტით, ქვითრით, შეტყობინების შესაბამისი სხვა საშუალებით და ა.შ.). თუ შეტყობინების მიღება არ არის დადასტურებული ადრესატის მიერ, ნებისმიერი ასეთი შეტყობინება მიიჩნევა სათანადო წესის შესაბამისად გაგზავნილად და მიღებულად:
კურიერის ან დაზღვეული საფოსტო გზავნილის მეშვეობით წერილობითი შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში – გაგზავნიდან 7 (შვიდი) კალენდარულ დღეში;
ფაქსის, ელექტრონული ფოსტის ან/და მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით გაგზავნის შემთხვევაში - გაგზავნის თარიღიდან მეორე დღეს.
შეტყობინება მიღებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ შეტყობინების გამგზავნ მხარეს შეტყობინება დაუბრუნდება გაგზავნილ მისამართზე/საკონტაქტო მონაცემებზე შეტყობინების ადრესატის ადგილსამყოფელის არარსებობის გამო, ადრესატი უარს განაცხადებს შეტყობინების მიღებაზე, ან თავს აარიდებს მის მიღებას.
მხარეები ურთიერთობას განახორციელებენ ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით განსაზღვრულ მისამართებზე/საკონტაქტო მონაცემებზე (ან სხვა ნებისმიერ მისამართზე/საკონტაქტო მონაცემზე, რომელსაც ერთი მხარე აცნობებს მეორეს წერილობით). მხარე ვალდებულია აღნიშნული მისამართ(ებ)ის ან მათი რომელიმე მონაცემის ცვლილების შესახებ დროულად აცნობოს მეორე მხარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ აღნიშნულ მისამართზე განხორციელებული ურთიერთობა (შეტყობინების გაგზავნა და სხვა) ჩაითვლება ჯეროვნად შესრულებულად.
კონფიდენციალურობა
მხარეები ვალდებული არიან, როგორც ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ასევე სახელშეკრულებო ურთიერთობის დამთავრების შემდეგაც დაიცვან მეორე მხარისაგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაციის კონფიდენციალურობა.
კონფიდენციალურობის შესახებ ზემოაღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება ინფორმაციას ან ინფორმაციის გამჟღავნებას:
რომელიც კანონმდებლობის დარღვევის გარეშე იყო ცნობილი ინფორმაციის მიმღები მხარისათვის მეორე მხარის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებამდე;
თუ ინფორმაციის გამჟღავნება მოხდება მხარეთა მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და შესასრულებლად (მათ შორის, რომელიმე მხარის მიერ სასამართლო/საარბიტრაჟო სასამართლო ( ხოლო კლიენტის შემთხვევაში იმ საფონდო ბირჟის მოთხოვების მიხედვით და დაცვით, სადაც ივაჭრება მისი ბენეფიციარი მფლობელის აქციები) წესით მისი უფლებების განსახორციელებლად).
რომლის მოპოვებაც შესაძლებელია სხვა წყაროებიდან;
თუ ინფორმაციის მესამე პირისთვის გამჟღავნება მოხდება ა) მხარეთა წერილობითი შეთანხმებით, რა შემთხვევაშიც ინფორმაციის გამცემი მხარე სრულად აგებს პასუხს მესამე პირის მიერ მისთვის გადაცემული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვაზე ან ბ) რომელიმე მხარისგან დამოუკიდებლად.
მხარე უფლებამოსილია მეორე მხარის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს მესამე პირს მეორე მხარის მიერ ხელშეკრულების ან/დამხარის უფლებების განხორციელების მიზნით, ან/და მეორე მხარის მიერ ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე მონიტორინგის მიზნით.
პრეტენზიები და დავები
ხელშეკრულებიდან ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებიდან გამომდინარე პრეტენზიები მხარეებმა შეიძლება ერთმანეთს წაუყენონ წერილობით. პრეტენზიის მიმღები მხარე ვალდებულია პრეტენზიის მიღებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში მთლიანად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილოს წამოყენებული პრეტენზია, ან წერილობით აცნობოს მეორე მხარეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების ირგვლივ წამოჭრილი ნებისმიერი დავა (მათ შორის, ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების არსებობასთან, ინტერპრეტაციასთან, შესრულებასთან და აღსრულებასთან დაკავშირებით) წყდება მოლაპარაკებით. დავის მოუგვარებლობის შემთხვევაში, მხარეები მიმართავენ სასამართლოს. ამასთან, მხარეები თანხმდებიან, რომ დავასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ კლიენტის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
ხელშეკრულების მოქმედება და შეწყვეტა
ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან და თუკი სხვაგვარად არ იქნა განსაზღვრული ხელშეკრულების დანართ N2-ით (დამატებითი პირობები) (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მოქმედებს მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე.
ხელშეკრულებით, მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და პირობებით შესაძლებელია მომსახურების, ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების ვადამდე სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტა:
კლიენტის მიერ თუ: ა) მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ნებისმიერი ვალდებულების (მათ შორის, ფულადი ვალდებულების, განცხადებების და გარანტიების, ნებისმიერი პირობის ან/და სხვა ვალდებულების) სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე, კლიენტი უარს განაცხადებს მომსახურებაზე ან ბ) მიმწოდებელი სრულად და ჯეროვნად არ შეასრულებს ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ნებისმიერ ვალდებულებას (მათ შორის, ფულად ვალდებულებას, განცხადებებს და გარანტიებს, ნებისმიერ პირობას ან/და სხვა ვალდებულებას);
მხარეთა წერილობითი შეთანხმებით;
ხელშეკრულებით, მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, თუ კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევები, წინააღმდეგობაში არ მოდის ხელშეკრულებასთან.
კლიენტი უფლებამოსილია ხელშეკრულების 13.2.1. და 13.2.3. ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობების არსებობისას ცალმხრივად, ზიანის (ზარალის) ანაზღაურების გარეშე, სრულად ან ნაწილობრივ შეწყვიტოს ხელშეკრულება ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულება მიმწოდებლისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნით, მიმწოდებლის მიერ შეტყობინების მიღებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში, თუ ამავე შეტყობინებით, ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების სრულად ან ნაწილობრივი შეწყვეტის სხვა ვადა ან/და პირობები არ არის გათვალისწინებული.
იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი კანონმდებლობის საფუძველზე და მის შესაბამისად მიიღებს ხელშეკრულების ცალმხრივად სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტის გადაწყვეტილებას, ვალდებულია წერილობით შეატყობინოს კლიენტს მიღებული გადაწყვეტილება, მისი მიღების საფუძველი და ამოქმედების თარიღი, რომელიც არ უნდა იყოს 60 (სამოცი) კალენდარულ დღეზე ნაკლები. ხოლო თუ ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხელშეკრულება უნდა შეწყდეს უფრო მოკლე ვადებში ან/და კლიენტსს მიზანშეწონილად მიაჩნია ხელშეკრულების უფრო მოკლე ვადებში შეწყვეტა, ხელშეკრულება შეიძლება უფრო მოკლე ვადებშიც შეწყდეს.
მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების ვადამდე სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტის შემთხვევაში კლიენტი ვალდებულია გადაუხადოს მიმწოდებელს საფასური მის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს/მომსახურების შესაბამისად, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებლის მხრიდან შეწყვეტა განპირობებულია მნიშვნელოვანი პატივსადები საფუძვლით და კლიენტს ხელშეკრულების შეწყვეტამდე გაწეული მომსახურების მიმართ გააჩნია ინტერესი;
თუ ხელშეკრულება მიმწოდებელმა მაშინ შეწყვიტა, როდესაც კლიენტი მოკლებული იყო შესაძლებლობას, სხვაგვარად უზრუნველეყო თავისი ინტერესები, მიმწოდებელმა უნდა აანაზღაუროს ხელშეკრულების შეწყვეტით კლიენტისათვის მიყენებული ნებისმიერი სახის ზიანი (ზარალი), გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მიმწოდებელს ამისათვის მნიშვნელოვანი საფუძველი ჰქონდა.
ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში:
მიმწოდებელი ვალდებულია დაუბრუნოს კლიენტს ყველაფერი რაც მან მიიღო მომსახურების შესასრულებლად (მათ შორის ავანსის სახით გადახდილი თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მასალა ან/და ქონება).
თუ მიმწოდებელი თავისთვის იყენებს ფულს (მათ შორის ერთმნიშვნელოვნად ავანსის სახით გადახდილ თანხას (ასეთის არსებობის შემთხვევაში)) ან/და ქონების ნაყოფს, რომელიც მას უნდა დაებრუნებინა კლიენტისათვის ან გამოეყენებინა მის სასარგებლოდ, მიმწოდებელი ვალდებულია დააბრუნოს ფული ან/და ქონების ნაყოფი ან/და მისი ღირებულების მოცულობის თანხა (კლიენტის შეხედულებისამებრ) პროცენტთან ერთად. აღნიშნულ შემთხვევაში, პროცენტი განისაზღვრება კლინეტის მიერ შერჩეულ ბანკში არსებული საკრედიტო ვალდებულებისათვის დაწესებული მაქსიმალური განაკვეთის ოდენობით;
კლიენტი უფლებამოსილია მიმწოდებლის მიერ კლიენტისათვის გადასახდელის მოცულობის ფარგლებში არ გადაუხადოს მიმწოდებელს ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტში არსებული მომსახურების საფასური, რაც შესაბამისი მოცულობით ჩაითვლება (გაიქვითება) მიმწოდებლის მიერ კლიენტისათვის გადასახდელის ანგარიშში.
მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემდეგ, კლიენტი ვალდებულია, მიმწოდებლის მოთხოვნის შემთხვევაში მოთხოვნიდან გონივრულ ვადაში, ბრალეული გაჭიანურების გარეშე, დაუბრუნოს მიმწოდებელს დაზღვევასთან ან/და საბანკო გარანტიასთან დაკავშირებული მის ხელთ არსებული დოკუმენტაცია.
ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ნაკისრი ან/და კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებისაგან (გადახდისაგან) ამგვარი ვალდებულების იძულებითი ან ნებაყოფლობითი შესრულების მომენტამდე.
თუ ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტის შედეგები (პასუხისმგებლობა) არ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით, მაშინ მხარეები იხელმძღვანელებენ შესაბამისი კანონმდებლობით.
ცვლილებები და დამატებები
ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა დაიშვება წერილობითი ფორმით მხარეთა შეთანხმებით.
ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებები და დამატებები წარმოადგენს ხელშეკრულების დანართს და მის განუყოფელ ნაწილს.
ხელშეკრულების პირობების მოქმედება მიმწოდებლების მიმართ
ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების მიზნებისათვის, „მიმწოდებლის”-ს დეფინიციაში მოცემულ პირზე ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების პირობები გავრცელდება სრულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაბამისი პირის სამართლებრივი სტატუსიდან (ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი. ასევე, ფიზიკური პირის ასაკი) გამომდინარე კონკრეტული პირობა ვერ გავრცელდება ამგვარ პირზე.
იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს ერთზე მეტი მიმწოდებელი:
თითოეული ასეთი მიმწოდებელი წარმოადგენს კლიენტის მიმართ სოლიდარულ მოვალეს ხელშეკრულებიდან ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებზე;
თითოეული მიმწოდებლის სოლიდარული პასუხისმგებლობა ძალაშია მიუხედავად მათ მიერ ხელშეკრულებიდან ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად კლიენტის სასარგებლოდ რაიმე ფორმით გაცემული დამატებითი ვალდებულების (მათ შორის, თავდებობის ან/და გარანტიის) არსებობა/არარსებობისა;
ერთ-ერთ მიმწოდებელთან დაკავშირებული ფაქტები გამოიყენება სხვა მიმწოდებლის მიმართაც, იმის გათვალისწინებით, რომ კლიენტის მიერ რომელიმე მიმწოდებლის მიმართ თავისი უფლებების გამოუყენებლობა (სრულად ან ნაწილობრივ) არ გავრცელდება სხვა მიმწოდებლებზე და არ ათავისუფლებს მას/მათ შესაბამისი ვალდებულებებისაგან;
ერთ-ერთი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, კლიენტი უფლებამოსილია შესაბამისი მოთხოვნა/მოთხოვნები წაუყენოს ნებისმიერ მიმწოდებელს და მის მიმართ ისარგებლოს ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან/და კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით.
სხვა პირობები
მხარეები ადასტურებენ, რომ ხელშეკრულების შინაარსი ზუსტად გამოხატავს მხარეთა ნებას და რომ მათ მიერ ნების გამოვლენა მოხდა ხელშეკრულების შინაარსის გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობიდან.
ნებისმიერი და ყოველი უფლება, რომელიც მიენიჭება მხარეს მეორე მხარის მიერ ხელშეკრულების, მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების ან/და კანონმდებლობის სრულად ან ნაწილობრივ დარღვევის შედეგად, კრებითია და დაემატება ხელშეკრულებით, მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით მინიჭებულ ყველა სხვა უფლებას.
ერთ-ერთი მხარის მხრიდან ხელშეკრულების, მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების ან/და კანონმდებლობის სრულად ან ნაწილობრივ დარღვევასთან დაკავშირებით მეორე მხარის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებების გამოუყენებლობა არ გავრცელდება ხელშეკრულების, მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების ან/და კანონმდებლობის ნებისმიერ შემდგომ დარღვევაზე.
ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების რომელიმე მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის ბათილობა არ გამოიწვევს მთლიანად ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების ან/და მათი სხვა მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის ბათილობას. ბათილი დებულების ნაცვლად, გამოიყენება იმგვარი დებულება, რომლითაც უფრო ადვილად მიიღწევა ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით (მათ შორის ბათილი დებულებით) გათვალისწინებული მიზანი.
ხელშეკრულებაში ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებაში მხოლობით რიცხვში გამოყენებული სიტყვები გულისხმობს მრავლობითს და პირიქით.
ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების მუხლ(ებ)ი, პუნქტ(ებ)ი ან/და ქვეპუნქტ(ებ)ი დანომრილია და დასათაურებულია მხოლოდ მოხერხებულობისათვის და ამ ფაქტს ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული ხელშეკრულების ინტერპრეტაციისათვის მნიშვნელობა არ ენიჭება.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასატეხლოს მოთხოვნა წარმოადგენს კლიენტის უფლებას და არა ვალდებულებას.
ხელშეკრულებაში ან/და მასთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებაში გამუქებული ტექსტი მოყვანილია განმარტებულ ტერმინთა გამოსაყოფად, მხოლოდ მოხერხებულობისათვის და ამ ფაქტს ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული ხელშეკრულების ინტერპრეტაციისათვის მნიშვნელობა არ ენიჭება.
ხელშეკრულების დანართსა და მასთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებაზე სრულად ვრცელდება ხელშეკრულების მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის და ქვეპუნქტ(ებ)ის მოქმედება. ამასთან, ხელშეკრულების და ხელშეკრულების დანართსა თუ მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების პირობებს შორის წინააღმდეგობის ან შეუსაბამობის არსებობისას, ამგვარი დანართის და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების პირობებს მიენიჭება უპირატესობა იმ საკითხებთან მიმართებაში, რომელთა დასარეგულირებლადაც დადებულია ამგვარი დანართი თუ მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულება.
ხელშეკრულება ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულები მისი ვალდებულებებითა და სარგოებით ვრცელდება და სავალდებულოა მხარეთა უფლებამონაცვლეების, თუ მემკვიდრეებისათვის/სამართალმემკვიდრეებისათვის, თუ ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების ან/და მისი/მათი მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის და ქვეპუნქტ(ებ)ის შინაარსის გათვალისწინებით კანონმდებლობა სხვა რამეს არ ითვალისწინებს.
მიმწოდებელს უფლება არა აქვს კლიენტის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე მესამე პირს გადასცეს ან გადააბაროს მასზე ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით (მათ შორის, მათი დანართით) ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულება ან მინიჭებული უფლება. კლიენტის უარი გამორიცხავს ნებისმიერი ზემოაღნიშნული ქმედების ან/და გარიგების განხორციელების შესაძლებლობას და შესაბამისად ამ წესის დარღვევით განხორციელებული ქმედება ან/და გარიგება ბათილია და არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს, გარდა კანონმდებლობით ცალსახად განსაზღვრული შემთხვევებისა. ამასთან, ეს დებულება არ გულისხმობს დათქმას, რომ მიმწოდებელმა პირადად უნდა შეასრულოს ვალდებულებები და არ გამორიცხავს კლიენტის უფლებას მიიღოს მესამე პირისაგან შემოთავაზებული შესრულება, მიუხედავად იმისა თანახმაა თუ არა მიმწოდებელი.
ხელშეკრულება განიმარტება და რეგულირდება კანონმდებლობის შესაბამისად. იმ შემთხვევებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით, მხარეები იხელმძღვანელებენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით ან/და დამატებით შეთახმებული პირობებით.
ხელშეკრულება ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულება შედგნილია ქართულ ენაზე. თუ რომელიმე მხარემ არ იცის ქართული ენა ან/და მისი დამწერლობა, ან მხარეებს ან ერთ-ერთ მხარეს სურს, მაშინ ხელშეკრულება ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულება შესაძლოა შედგეს და დაიდოს ასევე მხარეთათვის მისაღებ სხვა ენაზეც. ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების ინტერპრეტაციისას უპირატესობა ენიჭება ქართულ ენაზე შედგენილ ტექსტს. აღნიშნული ნორმები ვრცელდება, ასევე, მხარეთა შორის ურთიერთობაზე ან/და ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების, თუ ნებისმიერი სხვა დოკუმენტის შედგენასა თუ ინტერპრეტაციაზე.
ხელშეკრულების თითო იდენტური ეგზემპლარი გადაეცემა მხარეებს.
მხარეთა ხელმოწერები
კლიენტი მიმწოდებელი
/____________________/ /____________________/
მომსახურების ხელშეკრულების დანართი N 1
ქ. [დასახელება] [რიცხვი] [თვე] 2017 წელი
მომსახურების ხელშეკრულების: |
|
ნომერი: |
[ნომერი]; |
დადების თარიღი: |
[თარიღი]. |
|
მომსახურების აღწერა: |
[?]; |
|
|
|
|
მომსახურების შესრულების საერთო ვადა: |
[?]; |
|
|
|
|
მომსახურების ეტაპობრივი შესრულების ვადები და პირობები: |
[?]; |
|
|
|
|
მომსახურების შესრულების ვადის შეწყვეტის/გაგრძელების პირობები: |
[მომსახურების შესრულების ვადა შესაძლოა გაგრძელდეს მხოლოდ კლიენტის წინასწარი წერილობითი თანხმობით] < ან > [სხვა პირობა]; |
|
|
|
|
კლიენტის შეტყობინებაში მითითებული ხარვეზის მიმწოდებლის მიერ აღმოფხვრის ვადა: |
[60 (სამოცი) კალენდარული დღე] < ან > [სხვა პირობა]; |
|
|
|
|
მომსახურების საფასური: |
|
|
მოცულობა: |
[[რიცხვი ციფრებით] [(რიცხვი სიტყვებით)] [ვალუტა] (ფიზიკური პირის შემთხვევაში ემატება: საიდანაც ხელზე ასაღები თანხა შეადგენს ----- ლარს, მიმწოდებლის წილი საპენსიო შენატანის ოდენობა შეადგენს ----- ლარს. მიმწოდებელი დაიბეგრება გადახდის წყაროსთან. კლიენტი ასევე უზრუნველყოფს მიმწოდებლის წილი საპენსიო შენატანის მიმწოდებლის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადარიცხვას).
|
|
|
|
|
გადასახადები და გადასახდელები: |
[მომსახურების საფასური [მოიცავს < ან > არ მოიცავს] კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა სახის გადასახდელს და გადასახადს, მათ შორის „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მიმწოდებლის წილ საპენსიო შენატანს; მხარეები თანხმდებიან, რომ იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი არ მონაწილეობს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საპენსიო სქემაში, იგი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების მიღებამდე წარუდგინოს კლიენტს შესაბამისი დოკუმენტი/ცნობა, წინააღმდეგ შემთხვევაში კლიენტი განახორციელებს მიმწოდებლისათვის გადასახდელი დასაბეგრი ანაზღაურებიდან საპენსიო შენატანის დაქვითვას/გამოკლებას და შესაბამის საპენსიო ანგარიშზე გადარიცხვას. |
|
გადახდის პირობები:
|
[გადახდილ უნდა იქნეს [ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუგვიანეს [ ვადა ]] < ან > [გადახდის პერიოდულობა] < ან > გრაფიკის შესაბამისად] < ან > [სხვა პირობა]. მხარეთა შორის ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ფორმით, შუამავლისათვის საბანკო ანგარიშებზე თანხის ჩარიცხვის გზით, ეროვნულ ვალუტაში. |
|
|
|
|
ვარგისიანობის ვადა ან/და პირობები: |
[კლიენტის მიერ მომსახურების მიღებიდან [ვადა]] < ან > [ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე, კლიენტი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მიმწოდებლისგან მოითხოვოს მომსახურებაზე ან მის ნაწილზე გარანტიის წარმოდგენა, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია კლიენტის მითითებულ ვადაში წარუდგინოს კლიენტს გარანტია, რომელიც ძალაში უნდა იყოს კლიენტის მიერ მომსახურების ან მისი ნაწილის მიღების მომენტიდან 1 (ერთი) წლის ვადით] < ან > [სხვა პირობა]; |
|
|
|
|
ინფორმაციის/დოკუმენტაციის, მასალის, ქონების ან/და მომსახურების ან მისი/მათი ნაწილის (ეტაპის) მიღება–ჩაბარება: |
[ინფორმაციის/დოკუმენტაციის, მასალის, ქონების, მომსახურების ან მისი/მათი ნაწილის (ეტაპის) მიღება-ჩაბარება მიღება–ჩაბარების აქტით დადასტურებას (არ ) საჭიროებს] < ან > [სხვა პირობა]; |
|
|
|
|
მომსახურების განსაკუთრებული პირობები: |
[?]. |
|
|
|
|
|
|
|
სხვა დეტალები: |
|
მხარეთა ხელმოწერები
კლიენტი მიმწოდებელი
/____________________/ /____________________/
მომსახურების ხელშეკრულების დანართი N2 დამატებითი პირობები
ქ. [დასახელება] [რიცხვი] [თვე] 2017 წელი
მხარეები
|
კლიენტი |
|
|
სახელწოდება (საფირმო): |
|
|
საიდენტიფიკაციო ნომერი: |
|
|
წარმომადგენელი (ხელმომწერი პირი): |
|
|
სახელი და გვარი: |
[?]; |
|
თანამდებობა/სტატუსი: |
[?]. |
|
|
|
|
მიმწოდებელი: |
|
|
სახელწოდება (საფირმო)/სახელი, გვარი: |
[?]; |
|
საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი: |
[?]; |
|
წარმომადგენელი (ხელმომწერი პირი): |
|
|
სახელი და გვარი: |
[?]; |
|
პირადი ნომერი: |
[?]; |
|
თანამდებობა/სტატუსი: |
[?]. |
მხარეები თანხმდებიან შემდეგ დამატებით პირობებზე:
მხარეთა დამატებით შეთანხმებული პირობები
მხარეთა ხელმოწერები
კლიენტი მიმწოდებელი
/____________________/ /____________________/
მომსახურების ხელშეკრულების დანართი N3
შეთანხმება პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე
ქ. თბილისი, ___ __________ 2019 წელი
მხარეები
|
კლიენტი |
|
|
სახელწოდება (საფირმო): |
სს „ევექსის კლინიკები“ |
|
საიდენტიფიკაციო ნომერი: |
404476205; |
|
წარმომადგენელი (ხელმომწერი პირი): |
|
|
სახელი და გვარი: |
_________; |
|
თანამდებობა/სტატუსი: |
_________. |
|
|
|
|
მიმწოდებელი: |
|
|
სახელწოდება (საფირმო)/სახელი, გვარი: |
_________; |
|
საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი: |
_________; |
|
წარმომადგენელი (ხელმომწერი პირი): |
|
|
სახელი და გვარი: |
_________; |
|
პირადი ნომერი: |
_________; |
|
თანამდებობა/სტატუსი: |
_________. |
მხარეები თანხმდებიან შემდეგ დამატებით პირობებზე:
მხარეთა დამატებით შეთანხმებული პირობები
მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით და მათი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მხარეებმა შესაძლოა დაამუშაონ და/ან ერთმანეთს გაუზიარონ რიგი პერსონალური მონაცემები, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს.
ამგვარი ინფორმაციის მიმღებმა პირმა უნდა უზრუნველყოს, რომ მას ჰქონდეს კონფიდენციალურობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სრულყოფილად დანერგილი შიდა წესები/სისტემები, სავალდებულო რეგულაციები, რომლებიც სრულ შესაბამისობაშია/იქნება მოქმედ კანონმდებლობასთან და რომლებიც სრულად გავრცელდება ინფორმაციის დამმუშავებლისგან/გადამცემისაგან მიღებულ ინფორმაციაზე. შესაბამისად, ამ ურთიერთობის თითოეული მხარე (როგორც მონაცემთა დამმუშავებელი/გადამცემი, ასევე უფლებამოსილი/მიმღები პირი და მისი ნებისმიერი ქვე-კონტრაქტორი) ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მისი საქმიანობა სრულ შესაბამისობაში იყოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით არსებული კანონმდებლობის მოთხოვნებთან და ასევე და მკაცრად დაიცვას ქვემოთ მოცემული პირობები:
პერსონალურ მონაცემთა დამუშავება განახორციელოს კანონით განსაზღვრული პრინციპების დაცვით, ხოლო თუ მონაცემთა დამუშავებისთვის კანონი ითვალისწინებს მონაცემთა სუბიექტის, თანხმობას მოიპოვოს/მოპოვებული ჰქონდეს აღნიშნული თანხმობა (წერილობით ან ელექტრონული ფორმით). თანხმობა გაცემული უნდა იყოს ნებაყოფლობით, მკაფიო, მარტივი და გასაგები ენით. ამასთან, ასეთი თანხმობა, დაუყოვნებლივ უნდა იქნას წარდგენილი მონაცემების მიმღებისათვის, ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში.
პერსონალურ მონაცემების დამუშავებაზე უფლებამოსილი/ინფორმაციის მიმღები პირი ვალდებული იქნება:
განახორციელოს მონაცემთა დამმუშავებლის მიერ მიწოდებული მონაცემების დამუშავება იმ მოცულობით და ფარგლებში, რაც აუცილებელია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებისა და მიზნების შესასრულებლად ან გათვალისწინებულია კანონმდებლობით ან მარეგულირებლის მოთხოვნით;
დანერგოს ყველა ტექნიკური ან ორგანიზაციული ზომა და განახორციელოს ყველა აუცილებელი ქმედება, რათა აცილებული იქნას მონაცემთა დამმუშავებლის მიერ მიწოდებული პერსონალური მონაცემების არაავტორიზებული ან უკანონო დამუშავება, მათი დაკარგვა, განადგურება, დაზიანება, არაავტორიზებული ცვლილება ან გასაჯაროება და შეატყობინოს მონაცემთა დამმუშავებელს მის მიერ მიღებული ზომების შესახებ;
მონაცემთა დამმუშავებლის თანხმობის გარეშე, არ განახორციელოს მონაცემთა დამმუშავებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის მესამე პირებისთვის გადაცემა (გარდა იმ მესამე პირებისა, რომელთათვისაც მონაცემების გადაცემა აუცილებელია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად და ან კანონის ძალით), ამასთან, ნებისმიერი საფუძვლით, მონაცემების მესამე პირებისთვის გადაცემის შემთხვევაში, უფლებამოსილი პირი ვალდებულია მონაცემების გადაცემა განახორციელოს წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის თანახმადაც მესამე პირი და/ან მისი სუბ-კონტრაქტორები ვალდებულნი იქნებიან მიიღონ ყველა აუცილებელი ტექნიკური ან ორგანიზაციული ზომა და განახორციელონ ყველა ქმედება, რათა აცილებული იქნას პერსონალური მონაცემების არაავტორიზებული ან უკანონო დამუშავება, მათი დაკარგვა, განადგურება, დაზიანება, არაავტორიზებული ცვლილება ან გასაჯაროება;
ნებისმიერი ზიანის/ზარალის ანაზღაურებაზე, რომელიც შესაძლოა მიადგენს მონაცემთა დამმუშავებელს, უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების თაობაზე ნაკისრი და/ან კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შედეგად. უფლებამოსილი პირი თანახმაა, აუნაზღაუროს და დაიცვას მონაცემთა დამმუშავებელი ნებისმიერი (მათ შორის არაპირდაპირი) ზიანისაგან (რაც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს შედეგობრივ ზარალს), საჩივრისგან, ხარჯისგან (რაც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს იმ ხარჯებს, რომლებსაც მონაცემთა დამმუშავებელი გაიღებს საკუთარი უფლებების განსახორციელებლად), იურიდიული პროცესისგან და ნებისმიერი სხვა ვალდებულებისგან, რომელიც ამგვარი დარღვევის შედეგად შეიძლება წარმოიშვას.
მხარეთა ხელმოწერები
კლიენტი მიმწოდებელი
/____________________/ /____________________/
11 / 11
მიმწოდებლის ხელმოწერა /_________________________/