Contract
იჯარის ხელშეკრულება №რფმ/-------
(სარკინიგზო ჩიხის დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის შესახებ)
ქ. თბილისი 2016 წელი
შპს `რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტი~ (საიდენტიფიკაციო კოდი 202460103), შემდგომში _ ~მეიჯარე~,
წარმოდგენილი გენერალური დირექტორის xxxx xxxxxxxxx სახით და --------- (ს/კ პ/ნ -----------) შემდგომში _
~მოიჯარე~, წარმოდგენილი ----------------- სახით, „მეიჯარის“ მიერ 2016 წლის --------- გამოცხადებული №--/-- ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტ-აუქციონი) შედეგების საფუძველზე და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი და მოქმედების ვადა
1.1 `მეიჯარე“ გადასცემს, ხოლო `მოიჯარე~ იჯარის ფორმით დროებით სასყიდლიან სარგებლობაში იღებს შპს
`რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტი~-ს ბალანსზე რიცხულ ქონებას - ქ. თბილისში, ცენტრალური ისანი-სამგორში მდებარე მიწის ნაკვეთები საერთო ფართით 639 კვ.მ. (ს/კ 01.17.10.011.076 (ფართი 200 კვ.მ.), 01.17.10.11.088 (ფართი 15 კვ.მ.) და 01.17.10.11.087 (ფართით 424 კვ.მ.)) და მათზე განთავსებული 170 გრ.მ. ლიანდაგი (ს/კ 01.02.288) (”მაცივარი №2-ის ჩიხი”, სადგურ თბილისი-საკვანძოს მიმდებარედ).
1.2 ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს მხარეებს შორის გაფორმებული იჯარით გადაცემული ქონების მიღება-ჩაბარების აქტი.
1.3 ხელშეკრულების მოქმედების ვადაა სამი წელიწადი.
2. საიჯარო ქირა და ანგარიშსწორების წესი
2.1 საიჯარო ქირა ყოველთვიურად შეადგენს ------- ( ) ლარს დღგ-ს ჩათვლით (აუქციონზე `მოიჯარე~-ს მიერ
დაფიქსირებული საბოლოო თანხა).
2.2 საიჯარო ქირა `მოიჯარემ~ `მეიჯარეს~ უნდა გადაუხადოს ყოველი საანგარიშსწორებო თვის მომდევნო თვის 10
რიცხვამდე.
2.3 ”ბე”-ს სახით შემოტანილი თანხა გათვალისწინებული იქნება პირველი და საბოლოო თვის ანგარიშსწორებისას.
2.4 საიჯარო ქირა ირიცხება `მეიჯარე~-ს შემდეგ საანგარიშსწორებო ანგარიშზე: სს “საქართველოს ბანკი”, ცენტრალური ფილიალი, ბანკის კოდი: 220101502, ა\ა:XX00XX0000000000000000.
2.5 საიჯარო ქირის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში მოიჯარეს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით.
2.6 პირგასამტეხლო ~მოიჯარეს~ ეკისრება წინასწარი გაფრთხილების გარეშე.
2.7 საიჯარო ქირის ათვლა იწყება მხარეთა მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან 2.1 და 2.2 პუნქტებით გათვალისწინებული ოდენობისა და პირობების შესაბამისად.
3. მხარეთა უფლება-მოვალეობანი
3.1 `მეიჯარეს~ უფლება აქვს:
3.1.1 წინასწარი გაფრთხლების გარეშე, ნებისმიერ დროს შეუფერხებლად დაათვალიეროს იჯარით გაცემული ქონება, მათ შორის შეამოწმოს ”მოიჯარის” მიერ ტექნიკური უსაფრთხოების და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის მდგომარეობა;
3.1.2 ”მეიჯარეს” უფლება აქვს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გადახედოს საიჯარო ქირას მისი გაზრდის მიზნით და შესთავაზოს შესაბამისი ცვლილება მოიჯარეს. გაზრდილი საიჯარო ქირა დაითვლება დათვლის მომენტში არსებული საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემულ ქონებაზე და გათვალისწინებული იქნება მხოლოდ საიჯარო საგნის ის მდგომარეობა რა მდგომარეობაშიც ის იმყოფებოდა გადაცემის მომენტისათვის. საიჯარო ქირას დაითვლის დამოუკიდებელი აუდიტორი (ექსპერტი).
3.1.3 მოითხოვოს `მოიჯარის~ მიერ იჯარით გაცემული ქონების დაზიანების, გაუარესების ან საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ ქონების დაბრუნების დაყოვნების შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, რაც დადასტურებული იქნება `მეიჯარის~ მიერ შერჩეული დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ;
3.1.4 მოითხოვოს საიჯარო ხელშეკრულების ვადამდე მოშლა, თუ “მოიჯარე” არღვევს ხელშეკრულების პირობებს;
3.1.5 ხელშეკრულების ვადის გასვლის, ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით ცალმხრივად მოშლის, მოიჯარის მხრიდან ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლისას, მიღება-ჩაბარების აქტის არ გაფორმების ან სხვა მიზეზით, რაც დადასტურებული უნდა იქნას სათანადო წესით გაკეთებული ოფიციალური გზავნილით, ხელშეკრულების შეწყვეტის
შემთხვევაში მოიჯარის თანხმობის გარეშე საჯარო რეესტრში ცალმხრივად გააუქმოს ხელშეკრულების რეგისტრაცია;
3.2 ”მოიჯარეს” უფლება აქვს:
3.2.1 განახორციელოს ობიექტზე სამეწარმეო საქმიანობა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;
3.2.2 ქვეიჯარით გადასცეს მესამე პირს იჯარით აღებული ქონება ან ქონების ნაწილი მხოლოდ “მეიჯარესთან” შეთანხმებით დაGგანახორციელოს კონტროლი ქვემოიჯარის საქმიანობაზე, რათა საიჯარო ქონება მის მიერ გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მეიჯარის მიერ ნებადართული მიზნებისათვის;
3.2.3 `მეიჯარესთან~ შეთანხმებით, ჩაუტაროს საიჯარო ქონებას კაპიტალური სარემონტო ან სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელთა ღირებულება `მეიჯარის~ მიერ არ ანაზღაურდება;
3.2.4 მოსთხოვოს `მეიჯარეს~ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
3.3 `მოიჯარე” ვალდებულია:
3.3.1 გადაუხადოს `მეიჯარეს~ საიჯარო ქირა იმ ოდენობითა და პირობებით, რაც გათვალისწინებულია ამ ხელშეკრულების მეორე პუნქტით;
3.3.2 უზრუნველყოს საიჯარო ფართის მოვლა-პატრონობა, უსაფრთხოებისა და სანიტარული-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
3.3.3 საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს „ჩიხის“ მოვლა-შენახვა, რემონტი, მისი შესაბამის ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობის მიზნით;
3.3.4 სრულად აუნაზღაუროს „მეიჯარესა“ და სს „საქართველოს რკინიგზას“ ნებისმიერი პირდაპირი ან/და არაპირდაპირი ზიანი, რაც შეიძლება მიადგეს მათ იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისა ან/და არაჯეროვანი შესრულების გამო;
3.3.5 აუნაზღაუროს ”მეიჯარეს” ქონების გაუარესებით გამოწვეული ზარალი, გარდა ფორს-მაჟორული სიტუაციისას გამოწვეული ზიანისა;
3.3.6 `მეიჯარეს~ მოთხოვნის შესაბამისად წარუდგინოს ინფორმაცია იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე;
3.3.7 “მეიჯარის” დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, რომ საწარმოს საკუთარი მიზნებისათვის ესაჭიროება საიჯარო ფართი, გაფრთხილებიდან 1 თვის ვადაში უპირობოდ გაათავისუფლოს აღნიშნული ფართი;
3.3.8 `მეიჯარესთან~ შეთანხმებით, საჭიროებისამებრ საიჯარო ქონების ნორმალურ მდგომარეობაში მოყვანის მიზნით, ჩაუტაროს საიჯარო ქონებას კაპიტალური ან/და მიმდინარე სარემონტო ან სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელთა ღირებულება `მეიჯარის~ მიერ არ ანაზღაურდება;
3.3.9 “მოიჯარეს” ინიციატივით ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხევაში შესთავაზოს “მეიჯარეს” სხვა გადახდისუნარიანი და მისთვის მისაღები მოიჯარე, რომელიც თანახმა იქნება იჯარის ხელშეკრულება მიიღოს იმავე პირობებით. ხოლო თუ “მოიჯარე” ვერ შესთავაზებს ასეთ მოიჯარეს, მან საიჯარო ქირა უნდა იხადოს საიჯარო ურთიერთობათა დასრულებამდე;
3.310 ხელი არ შეუშალოს „მეიჯარისა“ და სს „საქართველოს რკინიგზის“ საოპერაციო საქმიანობას და უზრუნველყოს უსაფრთხოების ნორმების სათანადო წესით დაცვა;
3.3.11 იჯარის მთელი პერიოდის განმავლობაში, უზრუნველყოს საიჯარო საგნის ექსპლუატაცია (მათ შორის საიჯარო საგანზე მესამე პირების დაშვება) სარკინიგზო კოდექსითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული წესებით.
3.3.12 პასუხისმგებლობა საიჯარო ქონების მართლოზომიერ ექსპლუატაციაზე ეკისრება ”მოიჯარეს”.
3.3.13 საკუთარი საჭიროებიდან გამომდინარე, საკუთარი ხარჯებითა და დაგენილი წესით, ხელშეკრულების საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან უზრუნველყოს კომუნალური გადასახადებისათვის საჭირო მრიცხველების დაყენება და შესაბამისად გადაიხადოს აღნიშნული კომუნალური გადასახდები.
3.3.14 საიჯირო ურთიერთობების პერიოდში, მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის მშენებლობის დაწყებამდე, ვალდებულია შესაბამისი პროექტი შეათანხმოს „მეიჯარესთან“ და ასევე, სს „საქართველოს რკინიგზასთან“.
3.4 `მეიჯარე~ ვალდებულია:
3.4.1 ხელშეკრულების საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგნეტოში რეგისტრაციის მომენტიდან ვადიან სარგებლობაში გადასცეს ”მოიჯარეს” საიჯარო ქონება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე;
3.4.2 შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
4. მხარეთა პასუხისმგებლობა
4.1 მხარეები ვალდებულნი არიან აუნაზღაურონ ერთმანეთს ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანი, რომლის ანაზღაურების წესი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
5. ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები
5.1 `მეიჯარე~ უფლებამოსილია ცალმხრივად მოითხოვოს ხელშეკრულების ვადამდე მოშლა, თუ `მოიჯარე~:
5.1.1 დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში ~მოიჯარე~ იღებს გაფრთხილებას წერილობითი ფორმით, სადაც მიეთითება ვადა დარღვევის აღმოსაფხვრელად;
5.1.2 მნიშვნელოვნად აზიანებს და/ან ქმნის საიჯარო ქონების დაზიანების რეალურ საშიშროებას;
5.1.3 არ იყენებს საიჯარო ქონებას ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისათვის;
5.1.4 წინაბდებარე ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში `მოიჯარე~ სამჯერ არ გადაიხდის ან ვადის დარღვევით გადაიხდის ყოველთვიურად დადგენილ საიჯარო ქირას.
5.1.5 თუ გაფრთხილებით გათვალისწინებულ ვადაში ~მოიჯარე~ არ აღმოფხვრის დარღვევას ან უარს განაცხადებს ჯარიმის გადახდაზე, `მეიჯარეს~ უფლება აქვს ცალმხრივად მოშალოს იჯარის ხელშეკრულება. ამ შემთხვევაში
`მოიჯარე~ კარგავს ყველა სახის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას;
5.1.6 ხელშეკრულების მოშლის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს საწარმოს ან/და გაიჯარებული ქონების მესაკუთრის შეცვლა მოიჯარისათვის ყოველგვარი კომპენსაციებისა და ჯარიმების ანაზღაურების გარეშე.
5.1.7 ხელშეკრულების ვადის გასვლისას სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ ხელშეკრულების შეწყვეტის რეგისტრაციისათვის საკმარისია „მეიჯარის“ მიერ მიღებული ცალმხრივი აქტი.
6. ფორს-მაჟორი
6.1 მხარეები პასუხს არ აგებენ ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის, თუ ეს გამოწვეულია ფორს-მაჟორული გარემოებებით (წყალდიდობა, მიწისძვრა, სხვა სტიქიური უბედურებები, ომი).
6.2 ფორს-მაჟორული გარემოება დადასტურებული უნდა იქნას კომპეტენტური ორგანოს მიერ.
6.2 ფორს-მაჟორული გარემოებების გასვლის შემდეგ საიჯარო ურთიერთობები გრძელდება ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით, გარდა იმ შემთხვევისა თუ ეს შეუძლებელია ქონების განადგურების გამო.
6.3 თუ ფორს-მაჟორული გარემოებები გრძელდება სამ თვეზე მეტ ხანს, თითოეულ მხარეს აქვს უფლება მოშალოს ხელშეკრულება მეორე მხარისათვის სათანადო შეტყობინების გაგზავნის შემდეგ.
6.4 ფორს-მაჟორული მდგომარეობის შემთხვევაში, გარდა ზემოაღნიშნულისა მოქმედებს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დებულებები.
7. დავის გადაწყვეტა
7.1 მხარეები მიიღებენ ყველა შესაძლო ზომას, რათა მათ შორის წარმოშობილი უთანხმოება და დავა გადაწყვიტონ ურთიერთშეთანხმებით.
7.2 შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, მხარეები მომართავენ სასამართლოს საერთო წესების დაცვით.
8. საიჯარო ქონების დაბრუნების წესი
8.1 იჯარის ვადის გასვლის შემდეგ ან ხელშეკრულების მოშლის ვადის დადგომისთანავე `მოიჯარე~ ვალდებულია დაუბრუნოს `მეიჯარეს~ იჯარით აღებული ქონება მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
8.2 საიჯარო ქონება დაბრუნებული უნდა იქნას თავდაპირველ (ან უკეთეს/გაუმჯობესებულ) მდგომარეობაში, ჩვეულებრივი ცვეთის გათვალისწინებით.
8.3 იჯარის ვადის გასვლიდან ხუთი დღის განმავლობაში ქონების დაბრუნების თაობაზე ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის ერთი ეგზემპლარი დაერთვება წინამდებარე ხელშეკრულებას.
8.4 „მოიჯარის“ მიერ საიჯარო ქონებაზე განხორციელებული გაუმჯობესების და კეთილმოწყობის სამუშაოები რჩება
„მეიჯარეს“ უსასყიდლოდ.
8.5 ამ ხელშეკრულების 8.2 პუქნტით გათვალისწინებულ ვადაში ”მოიჯარის” მიერ ქონების დაუბრუნებლობის შემთხვევაში, ”მოიჯარე” ვალდებულია იხადოს საიჯარო ქირა ქონების დაბრუნებამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვალდებულია იხადოს როგორც საიჯრო ქირა, ასევე ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლო ერთი თვის საიჯარო ქირის 0,5 %-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
9. დასკვნითი დებულებები
9.1 თითოეული მხარე იღებს ვალდებულებას მკაცრად დაიცვას ხელშეკრულების პირობები.
9.2 მხარეები კისრულობენ ვალდებულებას არ გაახმაურონ კონფედენციალური ცნობები, რომელიც მათთვის ცნობილი გახდება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.
9.3 ნებისმიერი შეტყობინება, დაკავშირებული ამ ხელშეკრულების ცვლილებასთან, დგება წერილობითი ფორმით.
9.4 ის საკითხები, რომელიც ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ არის, გადაწყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
9.5 მხარეები ვალდებული არიან მისამართებისა და რეკვიზიტების შეცვლის თაობაზე ერთმანეთს აცნობონ 15 დღის ვადაში.
9.6 9.5 პუნქტის შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობა ეკისრება მხარეს, რომელმაც არ შეასრულა ეს ვალდებულება.
9.7 ხელშეკრულება ძალაში შედის, ხელმოწერისა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან და მოქმედებს მხარეთა მიერ ვალდებულებების სრულ შესრულებამდე.
9.8 მოიჯარე ვალდებულია მოახდინოს ხელშეკრულების საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაცია. ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და ხელშეკრულების ასლის გამოთხოვის ხარჯები ანაზღაურდება
„მოიჯარის“ მიერ.
9.9 წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, ოთხი თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება მოიჯარეს, ორი მეიჯარეს და ერთი ინახება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
9.10 თუ ხელშეკრულების რომელიმე დებულება მიჩნეული იქნება ბათილად, სხვა დანარჩენი პირობები იმოქმედებს უცვლელად.
11. მხარეთა რეკვიზიტები
“მეიჯარე” “მოიჯარე”
შპს „რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტი“ ქ. თბილისი, თამარ მეფის გამზ. №15
ტელ.: 595 03 00 10
--------------------------
------------------------------------------------
ტელ.: -------------------------
xxxx xxxxxxxx ----------------------------
გენერალური დირექტორი -----------------------------------
დანართი # 1
ქ. თბილისი 2016 წელი
მიღება-ჩაბარების აქტი
ერთის მხრივ, შპს “რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტი” (საიდენტიფიკაციო კოდი 202460103) წარმოდგენილი მისი
------------- სახით შემდგომში - “გადამცემი”, გადასცემს, ხოლო მეორეს მხრივ ------------ (საიდენტიფიკაციო პირადი #--
-------------), წარმოდგენილი მისი ---------------------, შემდგომში _“მიმღები”, მხარეებს შორის 2016 წლის ---------------
გაფორმებული №რფმ/ ხელშეკრულების საფუძველზე, დროებით სასყიდლიან სარგებლობაში იღებს შპს `რეილვეი
ფროფერთი მენეჯმენტი~-ს ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას, ქ. თბილისში, ცენტრალური ისანი-სამგორში მდებარე მიწის ნაკვეთები საერთო ფართით 639 კვ.მ. (ს/კ 01.17.10.011.076 (ფართი 200 კვ.მ.), 01.17.10.11.088 (ფართი 15 კვ.მ.) და 01.17.10.11.087 (ფართით 424 კვ.მ.)) და მათზე განთავსებული 170 გრ.მ. ლიანდაგი (ს/კ 01.02.288) (”მაცივარი №2-ის ჩიხი”, სადგურ თბილისი-საკვანძოს მიმდებარედ).
მხარეები ადასტურებენ, რომ ქონება იმყოფება ხელშეკრულების მიზნებისათვის მისაღებ მდგომარეობაში.
“მეიჯარე” “მოიჯარე”
შპს „რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტი“ ქ. თბილისი, თამარ მეფის გამზ. №15
ტელ.: 595 03 00 10
-------------------------
---------------------------------------------
ტელ.: -------------------------
xxxx xxxxxxxx -------------------------
გენერალური დირექტორი ------------------------------------