ერთის მხრივ სს „ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალი“ (ს/კ404408547) (შემდგომში ”შემსყიდველი”) წარმოდგენილი მისი დირექტორის კობა აბულაძის სახით და მეორეს მხრივ (შემდგომში ”მიმწოდებელი”), დირექტორის სახით, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონისა...
პროექტი
ხელშეკრულება# მომსახურების შესყიდვის შესახებ
--------2021 წელი ქ. თბილისი
ერთის მხრივ სს „ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალი“ (ს/კ404408547) (შემდგომში ”შემსყიდველი”) წარმოდგენილი მისი დირექტორის კობა xxxxxxxx სახით და მეორეს მხრივ (შემდგომში ”მიმწოდებელი”), დირექტორის სახით, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონისა და ელექტრონულ ტენდერში (NAT )
გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადების საფუძველზე, დებენ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. გამოყენებული ტერმინების განმარტებები ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
1.1. „ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ (შემდგომ _ “ხელშეკრულება”) _ შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ, მასზე თანდართული ყველა დოკუმენტით და დამატებებით და ასევე მთელი დოკუმენტაციით, რომლებზეც ხელშეკრულებაში არის მინიშნებები.
1.2. „ხელშეკრულების ღირებულება“ ნიშნავს საერთო თანხას, რომელიც უნდა გადაიხადოს შემსყიდველმა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ზედმიწევნით შესრულებისათვის;
1.3. „შემსყიდველი“ - ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს შესყიდვას;
1.4. „მიმწოდებელი“ – პირი, რომელიც ახორციელებს მომსახურების გაწევას ამ ხელშეკრულების ფარგლებში;
1.5. „დღე“, „კვირა“, „თვე“ - კალენდარული დღე, კვირა, თვე;
1.6. „მომსახურება“ - წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების საგანი;
1.7. „ინსპექტირება“ - ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა.
2. ხელშეკრულების საგანი
2.1. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ----.
3. მომსახურების გაწევის პირობები
3.1. შესასყიდი მომსახურება: ----.
3.2. მომსახურების გაწევის ვადა - 2021 წლის-----
3.3. მომსახურების გაწევის ადგილი: ქ. ბორჯომი, მესხეთისქ#16.
4. სახელშეკრულებო ღირებულება
4.1. საერთო სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს ლარს.
4.2. ხელშეკრულების ღირებულება მოიცავს როგორც მომსახურების ღირებულებას, გარანტიის ღირებულებას, ასევე - წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ გაწეულ ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.
5. ანგარიშსწორების პირობები
5.1. მომსახურების მიწოდების შემდეგ „შემსყიდველსა“ და „მიმწოდებელს“ შორის გაფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი;
5.2. ანგარიშსწორებამიმწოდებელთანხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით,
,,მიმწოდებლის“ მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე;
5.3. ანგარიშსწორების საფუძველია მხარეების უფლებამოსილი პირების მიერ გაფორმებული მიღება– ჩაბარების აქტი, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;
5.4. ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, მომსახურების გაწევის შემდეგ, 5.3. პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
6. ხარისხი
მომსახურების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს დადგენილ სტანდარტებს და აკმაყოფილებდეს ხელშეკრულების პირობებს.
7. მხარეთა უფლება–მოვალეობები
7.1. შემსყიდველი უფლებამოსილია:
7.1.1 აწარმოოს მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და გაწეული მომსახურების ხარისხის კონტროლი;
7.1.2 განაცხადოს უარი დაგვიანებით გაწეულ, უხარისხო ან არასრულ მომსახურებაზე;
7.1.3 ჩაატაროს ინსპექტირება, რისთვისაც გამოყოფს უფლებამოსილ პირს, საჭიროების შემთხვევაში ჩაატაროს ხარისხის კონტროლი, რისთვისაც შესაძლებელია მოწვეულ იქნეს ექპსერტი.
7.2. შემსყიდველი ვალდებულია:
7.2.1 მოახდინოს ანგარიშსწორება მიმწოდებელთან წინამდებარე ხელშეკრულების მე–5 მუხლით გათვალისწინებული პირობებით;
7.3 მიმწოდებელი უფლებამოსილია:
7.3.1 მიიღოს გაწეული მომსახურებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურება;
7.4 მიმწოდებელი ვალდებულია:
7.4.1 განუხრელად და ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულების პირობები იმ ვადაში, რომელიც მითითებულია წინამდებარე ხელშეკრულებაში;
7.4.2 ხელი შეუწყოს შემსყიდველს ინსპექტირების ჩატარების დროს;
8. ინსპექტირება
8.1. შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების ინსპექტირება განხორციელდება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, შემსყიდველის მოთხოვნების შესაბამისად;
8.2. ინსპექტირებას განახორციელებს ----
8.3. შემსყიდველის შესაბამისი წარმომადგენლის (წარმომადგენლები, მოწვეული ექსპერტი) მიერ ხარისხის კონტროლის ჩატარების შემთხვევაში თუ აღმოჩნდება უხარისხოდ გაწეული მომსახურება, შემსყიდველი აცნობებს მიმწოდებელს წერილობით ამის შესახებ, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია გონივრულ ვადაში გამოასწოროს წუნი.
9. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა, ხელშეკრულების შეწყვეტა
9.1. არავითარი გადახრა ან ცვლილება ხელშეკრულების პირობებში არ დაიშვება ორივე მხრის
მიერ ხელმოწერილი წერილობითი შესწორებების გარდა;
9.2. თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია;
9.3. ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც მოჰყვება ხელშეკრულების ფასის გაზრდა ან შემსყიდველისათვის პირობების გაუარესება, დაუშვებელია გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა;
9.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში, შესაძლებელია გაიზარდოს სახელშეკრულებო ღირებულება არაუმეტეს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10 (ათი) პროცენტისა;
9.5. ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულების დანართის (შეთანხმება) სახით, რომელიც ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად;
9.6. ხელშეკრულება ან მისი რომელიმე დებულება შესაძლებელია შეწყდეს მხარეთა ინიციატივით, წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.
10. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა
10.1. ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი
შესრულების ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადა გადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,1%–ს ოდენობით;
10.2. საჯარიმო სანქციების გადახდა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან;
10.3. იმ შემთხვევაში, თუ დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების 1%–ს, მხარეებს უფლება აქვთ შეწყვიტონ ხელშეკრულება.
11 დაუძლეველიძალა (ფორს – მაჟორი)
11.1 მხარეები თავისუფლდებიან ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობისაგან, თუ აღნიშნული გამოწვეულია დაუძლეველი ძალის (ფორს– მაჟორი) ზეგავლენით. აღნიშნულის არსებობის შემთხვევაში, მხარე ვალდებულია აცნობოს მეორე მხარეს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეუძლებლობის შესახებ;
11.2 თუ ერთ-ერთი მხარე დაუძლეველი ძალის გამო ვერასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა აცნობოს მეორე მხარეს მათი დადგომის ან/და დასრუ ლების შესახებ; წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი მხარე არ გათავისუფლდება ნაკისრი ვალდებულებებისაგან;
11.3 მხარეთა პასუხისმგებლობა და ვალდებულებები განახლდება დაუძლეველი ძალის მოქმედების დასრულებისთანავე.
12. სადაო საკითხების გადაწყვეტა
12.1. შემსყიდველმა და მიმწოდებელმა ყველა ღონე უნდა იხმაროს, რათა პირდაპირი არაოფიციალური მოლაპარაკებების პროცესში შეთანხმებით მოაგვარონ ყველა უთანხმოება და დავა, წარმოქმნილი მათ შორის ხელშეკრულების ან მასთან დაკავშირებული სხვა კომპონენტის ირგვლივ;
12.2. თუ შემსყიდველი და მიმწოდებელი ვერ შეძლებენ სადაო საკითხის შეთანხმებით მოგვარებას, ნებისმიერ მხარეს დავის გადაწყვეტის მიზნით შეუძლია დადგენილი წესის და
მიხედვით მიმართოს საქართველოს სასამართლოს.
13. ხელშეკრულების ვადა
13.1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2021 წლის
14. განსაკუთრებული პირობები
14.1. მხარეები თანხმდებიან, რომ ის ურთიერთობანი, რომელიც არ იქნა მოწესრიგებული წინამდებარე ხელშეკრულებით, რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით;
14.2. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, 2 (ორი) ეგზემპლარად და თითოეულ მათგანს იურიდიული ძალა აქვს;
14.3. ხელშეკრულების ერთი ეგზემპლარი ეგზავნება ,,მიმწოდებელს“, ხოლო მეორე ინახება შემსყიდველ ორგანიზაციაში.
15. მხარეთახელმოწერები და რეკვიზიტები
შემსყიდველი | მიმწოდებელი |
სს ''ბორჯომი ლიკანი ინეტრნეიშენალი'' ს/კ 404408547 ქ. თბილისი, ვაკის რაიონი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №29 (ნაკვეთი 07/081) დირექტორი xxxx xxxxxxx |