სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები (დანართი N1)
სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები/დანართი N1
სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები (დანართი N1)
დეფინიციები
თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ან მისი კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, ხელშეკრულების მიზნებისთვის ქვემოთ მოცემულ დეფინიციებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ანგარიში – ბანკში არსებული თავდების ანგარიში, ამგვარის არსებობის შემთხვევაში;
განცხადებები და გარანტიები – სპეციფიკური პირობების მე-2 მუხლში მოცემული თავდების განცხადებები და გარანტიები;
დამატებითი პირობები/დანართი N2 – ხელშეკრულების დანართი N2-ით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განსაზღვრული პირობები, მასში შეტანილი დამატებებისა და ცვლილებების ჩათვლით;
დანართი – ხელშეკრულების დანართი (კონტექსტის შესაბამისად), რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და მოქმედებს მასთან ერთად;
ვებ-გვერდი - ბანკის ოფიციალური ვებ-გვერდი, რომლის ამჟამინდელი მისამართია - xxx.xxxxxxxxxxxxx.xx;
თავდები – ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან/და სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომლის სახელი/სახელწოდება, საიდენტიფიკაციო მონაცემები და სხვა სახის ინფორმაცია მოცემულია სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების 1.2. პუნქტში;
კანონმდებლობა – საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში მოქცეული საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები;
მესამე პირი – ნებისმიერი პირი გარდა თავდებისა და ბანკისა;
მოვალე – სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების 3.3. პუნქტით განსაზღვრული არსებული ან/და სამომავლო მოვალე;
მხარე/მხარეები – თავდები ან/და ბანკი, კონტექსტის შესაბამისად;
პირი – ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან/და საქართველოს ან სხვა ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს;
საბანკო დღე - დღე (შაბათის, კვირის ან/და კანონმდებლობით კომერციული ბანკებისათვის განსაზღვრული ოფიციალური დასვენების დღეების გარდა), როდესაც საქართველოში კომერციული ბანკები ღიაა და წარმართავენ თავიანთ საქმიანობას.
სპეციფიკური პირობები/დანართი N1 - სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები, მასში შეტანილი დამატებებისა და ცვლილებების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩათვლით;
უზრუნველყოფილი მოთხოვნები – სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების 3.4. პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები;
უზრუნველყოფილი მოთხოვნების ხელშეკრულება - ძირითადი ხელშეკრულება ან/და ძირითად ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულება.
შვილობილი კომპანია – პირთან მიმართებაში, ნებისმიერი სხვა კომპანია, რომლის წილის, აქციების ან/და ხმების არანაკლებ 50 (ორმოცდაათი) %-ს პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს, ან რომელსაც სხვაგვარად მართავს აღნიშნული პირი;
ძირითადი ხელშეკრულება – სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების 3.1. პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება, მისი დანართების ჩათვლით;
ძირითად ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულება - სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების 3.2. პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება, მისი დანართების ჩათვლით;
ხელშეკრულება – მხარეთა შორის დადებული (ა) სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება (შემდგომში - სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება); (ბ) დანართი N1 (გ) დანართი N2 (ასეთის არსებობის შემთხვევაში); (დ) ნებისმიერი დამატებითი დანართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და რომელიც დაიდება მომავალში მხარეთა მიერ სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებასთან მიმართებაში, ზემოაღნიშნულ დოკუმენტებში პერიოდულად შეტანილი ცვლილებების და დამატებების ჩათვლით.
განცხადებები და გარანტიები
თავდები აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ:
მისთვის ცნობილი და ნათელია:
რომ ბანკის სასარგებლოდ თავდებობა გაიცემა მოვალის მიმართ არსებული უზრუნველყოფილი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად;
თუ რა სახის და მოცულობის უზრუნელყოფილი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად კისრულობს იგი თავდებობას ბანკის სასარგებლოდ;
ძირითადი ხელშეკრულების არსებული პირობები და დებულებები, მათ შორის, ის გარემოება, რომ თავდების პასუხისმგებლობის ფარგლები განისაზღვრება უზრუნველყოფილი მოთხოვნების ხელშეკრულების (მათში შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით) პირობებისა და დებულებების შესაბამისად.
მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული ბანკის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების ან/და უზრუნველყოფილი მოთხოვნების ხელშეკრულების დასადებად ან მათ საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ ბანკისათვის წარდგენილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული. ამასთანავე, მისთვის ცნობილია, რომ ყალბი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის მიწოდება კანონმდებლობის შესაბამისად წარმოადგენს დასჯად ქმედებას.
ხელშეკრულების დადების/ხელმოწერისა და შესრულებისათვის საჭირო უფლებამოსილების მიზნით მხარეთა მიერ მოპოვებულია ყველა აუცილებელი თანხმობა, ნებართვა ან/და მინდობილობა.
თავდებობის პირობები
ხელშეკრულების მიზნებისათვის თავდების პასუხისმგებლობა შემოიფარგლება სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების 2.3. პუნქტით განსაზღვრული მაქსიმალური ოდენობის თანხის (ან მისი ექვივალენტის (ვალდებულების ერთიანად ან ნაწილ-ნაწილ შესრულების თარიღისათვის ბანკის მიერ დადგენილი კომერციული კურსით)) ფარგლებში.
ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში თავდები უარს აცხადებს მის უფლებაზე:
წამოაყენოს მოვალის კუთვნილი შესაგებლები ბანკის მიმართ;
უარი თქვას ბანკის დაკმაყოფილებაზე, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მოვალეს უფლება სადავო გახადოს უზრუნველყოფილი მოთხოვნების ხელშეკრულება, რომელიც საფუძვლად უდევს მის ვალდებულებებს;
მოითხოვოს თავდებობისაგან გათავისუფლება, მიუხედავად იმისა:
მოვალის ქონებრივი მდგომარეობა არსებითად გაუარესდა თუ არა;
მოვალისაგან გადახდევინება არსებითად გაძნელდა თუ არა საცხოვრებელი ადგილის ან ადგილსამყოფელის შეცვლის გამო;
გააჩნია თუ არა ბანკს საშუალება მოსთხოვოს მოვალეს ან მის მემკვიდრეს/სამართალმემკვიდრეს უზრუნველყოფილი მოთხოვნების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება მოვალის ქმედუუნარობის ან/და უფლებაუნარიანობის დაკარგვის გამო, ან/და მოვალის გარდაცვალების/გაკოტრების/ლიკვიდაციის გამო;
შეიცვლება თუ არა უზრუნველყოფილი მოთხოვნების ხელშეკრულების მხარე/მხარეთა შემადგენლობა;
მოახდენს თუ არა ბანკი უზრუნველყოფილი მოთხოვნების და ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნების გადაცემას სხვა პირზე (გარდა თავდებისა);
აქვს თუ არა ბანკს თავდების წინააღმდეგ შესრულებაზე სააღსრულებო წარწერის მქონე დოკუმენტი.
ბანკი:
უფლებამოსილია მოსთხოვოს თავდებს უზრუნველყოფილი მოთხოვნების დაკმაყოფილება მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის და მოვალის/თავდების წინასწარი გაფრთხილების გარეშეც, თუ მოვალის გადახდისუუნარობა აშკარაა, ან/და თუ ვალი ვადამდე იქნა გამოთხოვილი ბანკის მიერ და იგი არ გადახდილა;
ვალდებულია თავდების მოთხოვნის მიღების შემთხვევაში, მიაწოდოს მას ცნობები მოვალის ვალის შესახებ;
უფლებამოსილია მოვალის ვადლებულების დაფარვის მიზნით გადახდევინება მიაქციოს თავდების ნებისმიერი ქონების ან აქტივის ხარჯზე.
გამომდინარე თავდებობის სოლიდარული ხასიათიდან, მხარეები თანხმდებიან, რომ უზრუნველყოფილი მოთხოვნების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველყოფის სხვა საშუალებების შემცირება არ აყენებს ზიანს თავდებს და არ იწვევს სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების 2.3 პუნქტით გათვალისწინებული თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის ოდენობის შემცირებას.
მხარეთა სხვა უფლება-მოვალეობები
თავდებს უფლება აქვს უზრუნველყოფილი მოთხოვნების სრულად და ჯეროვნად დაკმაყოფილების შემდგომ, ბანკისაგან მოითხოვოს მასზე გადასული მოვალის მიმართ უზრუნველყოფილი მოთხოვნების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები.
თავდები ვალდებულია:
xxxxxx წერილობითი მოთხოვნით განსაზღვრულ გონივრულ ვადაში ბანკისათვის მისაღები ფორმით მიაწოდოს ბანკს დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, რომელიც:
ასახავს თავდების საერთო აქტივებს/ქონებას, ფინანსურ მდგომარეობას (მათ შორის, ბალანსი და მოგება-ზარალის უწყისი), საქმიან ოპერაციებს, ამონაწერებს საბანკო ანგარიშებიდან (მათ შორის, სხვა საბანკო-საფინანსო ინსტიტუტებში არსებული ანგარიშებიდან) და ანგარიშგებას (საგადასახადო ანგარიშგების ჩათვლით);
ასახავს მონაცემებს იმ შესაძლო, პოტენციური ან/და არსებული ადმინისტრაციული, სასამართლო (მათ შორის, საარბიტრაჟო სასამართლო) ან/და სხვა მსგავსი დავების ან/და სამართალწარმოების შესახებ, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონიოს თავდების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, რაც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს, თავდების აქტივებთან/ქონებასთან, გადახდისუუნარობასთან/გაკოტრებასთან დაკავშირებულ დავებს ან სამართალწარმოებას;
აუცილებელია ბანკის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დასაცავად და შესასრულებლად;
მოთხოვნილია ბანკის მიერ გონივრულობის ფარგლებში (თავდების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის მიზნით).
ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე როგორც იურიდიულმა პირმა ან სხვა ორგანიზაციულმა წარმონაქმნა, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს არ დაუშვას ძირითადი საქმიანობის სფეროს შეცვლა, რეორგანიზაცია (გარდაქმნა, შერწყმა, გაყოფა) ან ლიკვიდაცია;
არ დაუშვას საკუთარი აქტივების/ქონების ან მისი/მათი ნაწილის განკარგვა ან/და სხვაგვარად დატვირთვა, ან/და არ იკისროს იმგვარი ვალდებულებები ან/და გაწიოს ხარჯები, ან/და არ განახორციელოს იმგვარი საქმიანობა, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონიოს თავდების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე;
საკუთარი და მისი შვილობილი კომპანიების ფინანსური ანგარიშგება აწარმოოს კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვით, ხოლო ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში ბანკის ან/და მოვალის ხარჯით დაუშვას ბანკის მიერ შერჩეული აუდიტორი ამგვარი ფინანსური ანგარიშგების შესამოწმებლად;
უზრუნველყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული განცხადებებისა და გარანტიების, ვალდებულებებისა ან/და სხვა პირობების დაცვა.
ბანკს უფლება აქვს უზრუნველყოფილი მოთხოვნები და თავდებობა (თავდებობიდან გამომდინარე მოთხოვნები) გადასცეს სხვა პირს.
ბანკი ვალდებულია უზრუნველყოფილი მოთხოვნების და თავდებობის დათმობის შესახებ გონივრულ ვადაში წერილობით აცნობოს თავდებს.
მხარეთა პასუხისმგებლობა
მხარეები იღებენ ვალდებულებას, აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ ხელშეკრულების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი (ზარალი), ხოლო ზიანის (ზარალის) ანაზღაურება მხარეებს არ ათავისუფლებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან/გადახდისგან.
თავდების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულების უზრუნველსაყოფად და შესაბამისად, ბანკის უფლებებისა და მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით, თავდები აცხადებს წინასწარ თანხმობას ბანკის უფლებამოსილებაზე:
თავდების ნებისმიერი სახის ანგარიშიდან უაქცეპტოდ ჩამოწეროს ყველა გადასახდელი, ხოლო თუ გადასახდელი და ანგარიშზე რიცხული თანხა სხვადასხვა ვალუტაშია, ბანკმა თავად განახორციელოს კონვერტაცია გადახდის თარიღისათვის ბანკში მოქმედი კომერციული კურსით ან თავდებთან შეთანხმებული კურსით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო კონვერტაციის მომსახურების ღირებულება ასევე უაქცეპტოდ ჩამოწეროს თავდების ანგარიშიდან, კონვერტირებული თანხა კი მიმართოს შესაბამისი გადასახდელის დასაფარად; ან/და
რამდენიმე ვადამოსული დავალიანების არსებობისას, საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვროს არსებული გადასახდელების თანმიმდევრობა და რიგითობა;
ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი გადასახდელის სრულად და ჯეროვნად დაფარვამდე, მასთან არსებული წესების დაცვით, შესაბამისი გადასახდელის მოცულობით, უაქცეპტოდ დაბლოკოს თავდების ნებისმიერი სახის ანგარიში.
კომუნიკაცია მხარეთა შორის
მხარეთა შორის ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა უნდა ატარებდეს წერილობით ფორმას. მხარისათვის გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინება მას შეიძლება მიეწოდოს პირადად ან გაეგზავნოს კურიერის (მათ შორის, საერთაშორისო კურიერის) ან საფოსტო გზავნილის (მათ შორის, დაზღვეული წერილის) საშუალებით. ოპერატიულობის მიზნით და ქვემოთ მოცემული დებულებების გათვალისწინებით, გარდა თავდებისათვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფინანსური ვალდებულებების შესრულების მოთხოვნის წარდგენისა ან ხელშეკრულების სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტის შესახებ შეტყობინებისა, დასაშვებია მეორე მხარისათვის შეტყობინების მიწოდება ელექტრონული ფოსტის, ან სხვა ელექტრონული საშუალებით (მათ შორის, მობილ-ბანკით, ინტერნეტ-ბანკით) გაგზავნის გზით, იმ პირობით, რომ მეორე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, ამგვარი მოთხოვნიდან გონივრულ ვადაში მას წარედგინება შეტყობინება წერილობითი ფორმითაც.
შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს თუ შეტყობინების მიღება დადასტურებულია ადრესატის მიერ (მათ შორის, ელექტრონული დოკუმენტით, ქვითრით, შეტყობინების შესაბამისი სხვა საშუალებით და ა.შ.). თუ შეტყობინების მიღება არ არის დადასტურებული ადრესატის მიერ, ნებისმიერი ასეთი შეტყობინება მიიჩნევა სათანადო წესის შესაბამისად გაგზავნილად და მიღებულად:
კურიერის ან დაზღვეული საფოსტო გზავნილის მეშვეობით წერილობითი შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში – ჩაბარების დადასტურების თარიღის დღეს;
ელექტრონული ფოსტის ან/და სხვა ელექტრონული საშუალებით გაგზავნის შემთხვევაში – გაგზავნის თარიღიდან მეორე საბანკო დღეს.
შეტყობინება მიღებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ შეტყობინების გამგზავნ მხარეს შეტყობინება დაუბრუნდება გაგზავნილ მისამართზე/საკონტაქტო მონაცემებზე შეტყობინების ადრესატის ადგილსამყოფელის არარსებობის გამო, ადრესატი უარს განაცხადებს შეტყობინების მიღებაზე, ან თავს აარიდებს მის მიღებას.
მხარეები ურთიერთობას განახორციელებენ ხელშეკრულებით განსაზღვრულ მისამართებზე/საკონტაქტო მონაცემებზე (ან სხვა ნებისმიერ მისამართზე/საკონტაქტო მონაცემზე, რომელსაც ერთი მხარე აცნობებს მეორეს წერილობით). მხარე ვალდებულია აღნიშნული მისამართის ან მათი რომელიმე მონაცემის ცვლილების შესახებ დროულად აცნობოს მეორე მხარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ აღნიშნულ მისამართზე განხორციელებული ურთიერთობა (შეტყობინების გაგზავნა და სხვა) ჩაითვლება ჯეროვნად შესრულებულად.
კონფიდენციალურობა
მხარეები ვალდებული არიან ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დაიცვან მეორე მხარისაგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაციის კონფიდენციალურობა.
კონფიდენციალურობის შესახებ ზემოაღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება ინფორმაციას ან ინფორმაციის გამჟღავნებას:
რომელიც კანონმდებლობის დარღვევის გარეშე იყო ცნობილი ინფორმაციის მიმღები მხარისათვის ინფორმაციის გამამჟღავნებელი მხარის მიერ შესაბამისი ინფორმაციის გამჟღავნებამდე;
რომლის გამჟღავნებაც მოხდება მხარეთა მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და შესასრულებლად (მათ შორის, რომელიმე მხარის მიერ სასამართლო (მათ შორის, საარბიტრაჟო სასამართლო) წესით მისი უფლებების განსახორციელებლად);
რომლის მოპოვებაც შესაძლებელია სხვა საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან.
მიუხედავად სპეციფიკური პირობების 7.1. პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვისა, თავდები ბანკს ანიჭებს უფლებას, თავდების დამატებითი წინასწარი ან შემდგომი თანხმობის ან აქცეპტის გარეშე:
თავდების შესახებ ინფორმაცია გადასცეს მის შვილობილ კომპანიებს ან სხვა აფილირებულ პირებს თავდებისათვის სხვადასხვა ტიპის მომსახურების შეთავაზების მიზნით, იმ პირობით და იმის გათვალისწინებით, რომ:
ამგვარი ინფორმაცია შემოიფარგლება მხოლოდ იმ ინფორმაციით, რაც აუცილებელია ამგვარი მომსახურების შესათავაზებლად ან/და ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად;
ინფორმაციის მიმღები პირები დაიცავენ ზემოაღნიშნულ დებულებებს ინფორმაციის კონფიდენციალობასთან დაკავშირებით.
ძიებების რაოდენობის შეუზღუდავად, მოიძიოს ინფორმაცია თავდების შესახებ სს „კრედიტინფო საქართველოს“ (ს/ნ 204470740) ან ნებისმიერი სხვა მსგავსი ფუნქციის მქონე სუბიექტის, რომელიც შეიძლება ფუნქციონირებდეს ან დაარსდეს საქართველოს ან ნებისმიერი სხვა იურისდიქციის ქვეშ, მონაცემთა ბაზაში და თავდების პოზიტიური ან/და ნეგატიური ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია, ნებისმიერი ცვლილების/დამატების ჩათვლით, გადასცეს სს „კრედიტინფო საქართველოს“ ან ნებისმიერი სხვა მსგავსი ფუნქციის მქონე სუბიექტს (სს „კრედიტინფო საქართველოსთვის“ ნეგატიური ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის გადაცემის დეტალური პირობები განთავსებულია ვებ გვერდზე: xxx.xxxxxxxxxx.xx), რაც იწვევს თავდების აღრიცხვას სს „კრედიტინფო საქართველოს“ ან ნებისმიერი სხვა მსგავსი ფუნქციის მქონე სუბიექტის მონაცემთა ბაზაში, რომლის მიზანია: (ა) თავდებზე მონაცემთა შეგროვება, გადამუშავება და გავრცელება, რომელიც დაკავშირებულია მიმდინარე, შესრულებული, შეუსრულებელი, ვადაგადაცილებული საკრედიტო/სასესხო თუ სხვა სახის ფინანსური ვალდებულების სტატუსთან; და (ბ) მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაციის ანალიტიკური გადამუშავება (მათ შორის პირის კრედიტუნარიანობის/გადახდისუნარიანობის შემოწმების ან/და სხვა კანონიერი მიზნით). თავდებისათვის ცნობილია, რომ: (ა) სს „კრედიტინფო საქართველო“ წარმოადგენს საკრედიტო ბიუროს და ის უფლებამოსილია მიღებული ინფორმაცია/პერსონალური მონაცემები დაამუშავოს/გადაამუშავოს და გადასცეს მესამე პირებს, პირის კრედიტუნარიანობის/გადახდისუნარიანობის შეფასების, შემოწმების ან/და სხვა კანონიერი მიზნით; (ბ) სს „კრედიტინფო საქართველოსათვის“ ან ნებისმიერი სხვა მსგავსი ფუნქციის მქონე სუბიექტისთვის გადასაცემი და მისგან მისაღები ინფორმაცია, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს თავდების საიდენტიფიკაციო მონაცემებს, აგრეთვე თავდების მსხვილი აქციონერების/დამფუძნებლების და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების სახელებსა და საიდენტიფიკაციო მონაცემებს, მიმდინარე საკრედიტო/სასესხო თუ სხვა სახის ფინანსური ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, მოცულობას, მიზნობრიობას, დარიცხულ საპროცენტო სარგებელს, მოქმედების ვადას, პირის მიერ საკრედიტო/სასესხო თუ სხვა სახის ფინანსურ ვალდებულებასთან დაკავშირებული გადახდების დროულობას, დავალიანების ნაშთს, უზრუნველყოფის ოდენობასა და უზრუნველყოფის საგნის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ხოლო სასამართლო (მათ შორის, საარბიტრაჟო სასამართლო) დავის არსებობის შემთხვევაში - სასამართლო (მათ შორის, საარბიტრაჟო სასამართლო) სამართალწარმოებისა და სააღსრულებო წარმოების შედეგს, აგრეთვე მონაცემთა ბაზისთვის საჭირო სხვა მონაცემებს;
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან ან/და ნებისმიერი სხვა იდენტური ან მსგავსი ფუნქციის მქონე დაწესებულებიდან (კერძო ან საჯარო) გამოითხოვოს, მიიღოს და შეინახოს თავდების შესახებ დაცული ინფორმაცია (მათ შორის პერსონალური მონაცემები და საიდენტიფიკაციო დოკუმენტები) და აღნიშული ინფორმაციის მონაცემთა ბაზები (მათ შორის ელექტრონული ბაზები), ასევე შეასრულოს ყველა საჭირო მოქმედება ან/და პროცედურა რაც დაკავშირებულია ზემოაღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებასთან;
თავდების შესახებ ინფორმაცია (მათ შორის, ინფორმაცია ხელშეკრულების შესახებ) მიაწოდოს:
ხელშეკრულების და უზრუნველყოფილი მოთხოვნების ხელშეკრულების ან/და მის უზრუნველსაყოფად გაფორმებული ხელშეკრულების მხარეებს;
მესამე პირებს, (ა) თავდების მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულების შედეგად ბანკის უფლებების განხორციელების მიზნით, ან/და თავდების მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე მონიტორინგის მიზნით ან (ბ) რომლებიც დაინტერესებულნი არიან ხელშეკრულებიდან ან/და უზრუნველყოფილი მოთხოვნების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბანკის მოთხოვნების შეძენით/სინდიცირებით ან/და თავდების ვალდებულებების გადაკისრებით.
ხელშეკრულების პირობების მოქმედება თავდების მიმართ
ხელშეკრულების მიზნებისათვის, „თავდების” დეფინიციაში მოცემულ პირებზე ხელშეკრულების პირობები გავრცელდება სრულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაბამისი პირის სამართლებრივი სტატუსიდან (ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი. ასევე, ფიზიკური პირის ასაკი) გამომდინარე კონკრეტული პირობა ვერ გავრცელდება ამგვარ პირზე.
თუ ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს ერთზე მეტი თავდები:
თითოეული ასეთი თავდები წარმოადგენს ბანკის მიმართ სოლიდარულ მოვალეს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებზე;
თითოეული თავდების სოლიდარული პასუხისმგებლობა ძალაშია მიუხედავად მათ მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად ბანკის სასარგებლოდ რაიმე ფორმით გაცემული დამატებითი ვალდებულების (მათ შორის, თავდებობის ან/და გარანტიის) არსებობა/არარსებობისა;
ერთ-ერთი თავდების მიერ ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია შესაბამისი მოთხოვნა/მოთხოვნები წაუყენოს ნებისმიერ თავდებს და მის მიმართ ისარგებლოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან/და კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით.
ხელშეკრულების მოქმედება და შეწყვეტა
ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან და თუკი სხვაგვარად არ იქნა განსაზღვრული დანართი N2-ით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მოქმედებს:
ძირითადი ხელშეკრულების ვადის ბოლომდე (იმ პირობით, რომ აღნიშნული თარიღისათვის მოვალის მიერ სრულად და ჯეროვნად იქნება შესრულებული უზრუნველყოფილი მოთხოვნების ხელშეკრულებით გათვალისწინებული უზრუნველყოფილი მოთხოვნები); ან
თავდების მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე.
უზრუნველყოფილი მოთხოვნების ხელშეკრულების დარღვევა საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ ბანკმა თავდებისაგან, მოვალისაგან ან/და ნებისმიერი მესამე პირისაგან მოითხოვოს უზრუნველყოფილი მოთხოვნების ხელშეკრულების და ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი მოთხოვნების (მათ შორის, ვადამოუსვლელის) დაუყოვნებლივ შესრულება უზრუნველყოფილი მოთხოვნების ხელშეკრულებით და ხელშეკრულებით დადგენილი წესით, ხოლო ბანკის ზემოაღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბანკის მიერ თავდების მიმართ გადახდევინების მიქცევისათვის.
ცვლილებები და დამატებები
ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა დაიშვება წერილობითი ფორმით მხარეთა შეთანხმებით. ცვლილებები და დამატებები წარმოადგენს ხელშეკრულების დანართს და განუყოფელ ნაწილს.
სხვა პირობები
მხარეები ადასტურებენ, რომ ხელშეკრულების შინაარსი ზუსტად გამოხატავს მხარეთა ნებას და რომ მათ მიერ ნების გამოვლენა მოხდა ხელშეკრულების შინაარსის გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობიდან.
ერთ-ერთი მხარის მხრიდან ხელშეკრულების ან/და კანონმდებლობის სრულად ან ნაწილობრივ დარღვევასთან დაკავშირებით მეორე მხარის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებების გამოუყენებლობა არ გავრცელდება ხელშეკრულების ან/და კანონმდებლობის ნებისმიერ შემდგომ დარღვევაზე.
ხელშეკრულების რომელიმე მუხლის, პუნქტის ან/და ქვეპუნქტის ბათილობა არ გამოიწვევს მთლიანად ხელშეკრულების ან/და მისი სხვა მუხლის, პუნქტის ან/და ქვეპუნქტის ბათილობას.
ხელშეკრულებაში მხოლობით რიცხვში გამოყენებული სიტყვები, კონტექსტის შესაბამისად გულისხმობს მრავლობითს და პირიქით.
ხელშეკრულების დანართები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დანომრილია მოხერხებულობისათვის და ამ ფაქტს ხელშეკრულების ინტერპრეტაციისათვის ან/და ნამდვილობისათვის მნიშვნელობა არ ენიჭება. ამასთან, დანართის ამა თუ იმ ნუმერაციით არსებობა არ გულისხმობს, რომ აუცილებელი წესით არსებობს წინა ნუმერაციით დანომრილი დანართი. მხარეები დამატებით თანხმდებიან, რომ ხელშეკრულების დანართები ხელშეკრულების დადების მიზნებისთვის არ წარმოადგენს ხელშეკრულების არსებით პირობებს.
ხელშეკრულება მისი ვალდებულებებითა და უფლებებით ვრცელდება და სავალდებულოა მხარეთა უფლებამონაცვლეების, თუ მემკვიდრეებისათვის/ სამართალმემკვიდრეებისათვის.
თავდებს უფლება არა აქვს ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე მესამე პირს გადასცეს ან გადააბაროს მასზე ხელშეკრულებით ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულება ან მინიჭებული უფლება. ამასთან, ეს დებულება არ გულისხმობს დათქმას, რომ თავდებმა პირადად უნდა შეასრულოს ვალდებულებები და არ გამორიცხავს ბანკის უფლებას მიიღოს მესამე პირისაგან შემოთავაზებული შესრულება, მიუხედავად იმისა თანახმაა თუ არა თავდები.
ხელშეკრულებით განსაზღვრული დეფინიციები გამოყოფილია მკაფიოდ, გამუქებული სიტყვებით ან/და სიმბოლოებით.
ხელშეკრულების ინტერპრეტაციისას უპირატესობა ენიჭება ქართულ ენაზე შედგენილ ტექსტს.
ხელშეკრულების იდენტური ეგზემპლარი გადაეცემა მხარეებს.
6 / 6