Contract
ნასყიდობის ხელშეკრულება №რფმ/
ქ. თბილისი 2015 წელი
ერთის მხრივ, შპს „რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტი“ (ს/კ 202460103), შემდგომში – “გამყიდველი“, წარმოდგენილი მისი გენერალური დირექტორის xxxxxx xxxxxxxxxx (პირადი №01024029986) სახით და მეორეს მხრივ, (პ/ს № ), შემდგომში – “მყიდველი“, შპს ”რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტის” მიერ 2015 წლის გამოცხადებული № / ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტ-აუქციონი) შედეგების საფუძველზე და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
1.1 შპს ”რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტი”-ს მიერ ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტ-აუქციონი) წესით სხვადასხვა სახეობის (შავი და ფერადი) ლითონის ჯართის რეალიზება.
2. ხელშეკრულების ობიექტი
2.1 წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე ”გამყიდველი” გადასცემს ”მყიდველ”-ს სხვადასხვა სახეობის (შავი და ფერადი) ლითონის ჯართს, კერძოდ:
•
•
•
3. ხელშეკრულების ღირებულება
3.1 ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ( ), დღგ-ს ჩათვლით ლარი (ელექტრონულ აუქციონზე ”მყიდველი”-ს მიერ ლოტზე დაფიქსირებული საბოლოო თანხა).
4. ანგარიშსწორების პირობები
4.1 ”მყიდველი”-ს მიერ ხელშეკრულების 3.1 პუნქტში მითითებული თანხა წინასწარი ანგარიშსწორებით (გადახდილი ”ბე”-ს გათვალისწინებით) ჩარიცხულია შპს ”რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტი”-ს საბანკო ანგარიშზე, რაც დასტურდება საგადასახადო დავალებებით (დანართი №1);
4.2 ”მყიდველი”-ს მიერ გადახდილი ”ბე”-ს თანხა ჩაითვლება ქონების ფასის საბოლოო ანგარიშსწორებისას;
4.3 დადგენილი წესით აწონვის შედეგად, ხელშეკრულების საგნის +/-10%-იანი განსხვავების აღმოჩენისას, მეტობის შემთხვევაში ”მყიდველი” პროპორციული წესით გადაიხდის მეტობის თანხის. ხოლო, ნაკლებობის შემთხვევაში, ”გამყიდველი” პროპორციული წესით დაუბრუნებს ”მყიდველ”-ს შესაბამის თანხას, თანდართული ფასების ცხრილის მიხედვით, ჯართის სახეობების ღირებულების გათვასლიწინებით.
5. გაყიდული ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
5.1 ხელშეკრულების 3.1 პუნქტში მითითებული საერთო ღირებულების სრულად დაფარვის და ქონების გატანის შემდეგ ”მყიდველ”-სა და ”გამყიდველს” შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტები, თითოეული სახეობისა და ადგილმდებარეობით არსებული ქონების მიხედვით;
5.2 ”გამყიდველი”-ს მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერაზე, უფლებამოსილი პირია
(პირადი № ).
5.3 ხელშეკრულების საგნის გატანასთან დაკავშირებული პროცედურების ხელშეკრულების პირობებისა და კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელებაზე და გატანის ვადების დაცვაზე ”გამყიდველი”-ს წინაშე პასუხისმგებელია ”მყიდველი”.
5.5 შეძენილი ქონების აწონვა განხორციელდება მხარეთა შეთანხმებით შერჩეულ, დადგენილი სტანდარტების მქონე სასწორზე.
6 მხარეთა უფლებები და მოვალეობები
6.1 ”გამყიდველი” ვალდებულია ”მყიდველს” გადასცეს წინამდებარე ხელშეკრულების 2.1 პუნქტში განსაზღვრული ქონება;
6.2 ”მყიდველი” (ან/და მისი წარმომადგენელი) ხელშკეურლების ობიექტის ”გამყიდველი”-ს ტერიტორიებიდან გატანა უნდა უზრუნველყოს წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერიდან 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში;
6.3 ”მყიდველი”, ან/და მისი დავალებითა თუ მისი მინდობილობით მესამე პირი, ვალდებულია გაიღოს გაყიდული ნივთის ტრანსპორტირებისა და სხვა აუცილებელი საბუთების გაფორმების ხარჯები.
6.4 ხელშეკრულების 6.2 პუნქტის მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში ”მყიდველი” ვალდებულია ”გამყიდველ”-ს გადაუხადოს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საგნის საერთო ღირებულების 0,1 %.
7 დავის გადაწყვეტა
7.1 მხარეები მიიღებენ ყველა შესაძლო ზომას, რათა მათ შორის წარმოშობილი უთანხმოება და დავა გადაწყვიტონ ურთიერთშეთანხმებით;
7.2 შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას გადაწყვეტს სასამართლო ხელშეკრულების პირობებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
8 ხელშეკრულები მოქმედების ვადა
8.1 ხელშეკრულება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან და ძალაშია მხარეთა მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე;
9 დასკვნითი დებულებები
9.1 ხელშეკრულებაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანა დასაშვებია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით, რაც ფორმდება წერილობითი ფორმით;
9.2 წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად.
9.3 წინამდებარე ხელშეკრულება არ შეიცავს რაიმე დამატებით წერილობით ან სიტყვიერ შეთანხმებას.
10 მხარეთა რეკვიზიტები
”გამყიდველი” შპს „რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტი“ ქ. თბილისი, xxxxx xxxxx გამზირი №15 ს/კ 202 460 103 სს ”საქართველოს ბანკი” ცენტრალური ფილიალი ბანკის კოდი: 220101502 ა/ა XX00XX0000000000000000 ტელ.: 591 22 99 98 595 03 00 02 | ”მყიდველი”
ბანკი: ბანკის კოდი: ა/ა პ/ს № Tel.: |
xxxxxx xxxxxxxxx |